ძველ დროში, ანტიკურ ეპოქაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებობდა ორი საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ერთეული, ეგრის-ლაზიკის სამეფო და იბერიის ანუ ქართლის სამეფო.ცნობილია თუ რატომ უწოდებდნენ უცხოელები ეგრისს ლაზიკას, მაგრამ თუ რატომ ეწოდებოდა ქართლის სამეფოს იბერია, ამაზე ჯერჯერობით არგუმენტირებული და რეალური ფაქტებით გამყარებული მოსაზრება არ არსებობს.თავის დროზე მეცნიერთა ნაწილს ჰქონდა ამ საკითხზე თავისი მოსაზრება, ზოგი მათ ჰერების ტომად თვლიდა, ზოგი სასპერებს უკავშირებდა , და ა.შ, მაგრამ ეს ვერსიები არადამაჯერებლად გამოიყურება და ფაქტებით არ არის გამყარებული.
როგორც ცნობილია უძველეს დროში არსებობდა ორი იბერია, დასავლეთის იბერია, ანუ პირენეის ნახევარკუნძული და აღმოსავლეთის იბერია, ანუ ქართლის სამეფო.აქედან გამომდინარე ისმება კითხვა, რომ ხომ არ არსებობდა ისტორიულ-ნათესაური კავშირი ამ ორ რეგიონს შორის დასავლეთისა და კავკასიის იბერების ურთიერთ მონათესაობაზე ძველმა ბერძნულმა და რომაულმა მწერლობამ მრავალი ცნობა შემოგვინახა.მაგ:აპოლოდარი, რომელიც ცხოვრობდა ძვ.წ. აღრიცხვის მე-II საუკუნეში. მისი მონათხრობი შემონახული აქვს სტრაბონს შემდეგნაირად: ,,დასავლელი იბერები გადმოსახლდნენ პონტოსა და კოლხეთს ზემოთ მდებარე ადგილებში, რომელთაც აპოლოდარის სიტყვით არმენიისაგან მდინარე არაქსი ყოფს". დიონისე პერიეგეტი, გეოგრაფი, რომელიც მოღვაწეობდა ახ.წ. I-II ს.ს ამბობდა: ,,კასპიის ზღვასა და შავ ზღვას შორის ცხოვრობენ იბბერები, რომლებიც ოდესღაც მოვიდნენ პირენეებიდან და სასტიკი ომი აუტეხეს ჰირკანებს".დიონისე პერიეგეტის კომენტარებში ევსტათი ერთგან ამბობს: ,,აღმოსავლეთის იბერია დასავლეთის იბერიის კოლონიააო". აღმოსავლეთის იბერებს პირენეის ნახევარკუნძულიდან გადმოსახლებულებად მიიჩნევდნენ: პლინიუსი, ეპიფანი,გელასი კესარიელი,რუფინუსი,სოკრატე სქოლასტიკოსი და სხვები. როგორც თანამედროვე ეპოქაში, ისე ძველ დროში იყვნენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ ესპანეთის იბერები პირიქით, კავკასიიდან იყვნენ წამოსულები თუმცა ეს თეორია საკმაოდ უსაფუძვლოდ გამოიყურება. ბერძნული წყაროები, რომლებიც იქმნებოდა ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლეთით ლაშქრობამდე მრავალ ქართველურ და არაქართველურ ტომებს მოიხსენიებდნენ რომლებიც ცხოვრობდნენ კავკასიისა და მცირეაზიის რეგიონში და არსად იბერია და იბერები არ მოიხსენიება. ეს რაც შეეხება ევროპულ მწერლობას. ძველი აღმოსავლეთის უძველესმა და მაღალ განვითარებულმა ცივილიზაციებმა, რომლებიც საუკუნეებისა და ათასწლეულების მანძილზე არსებობდა უამრავი წერილობითი წყაროები დაგვიტოვეს. არსად ამ წყაროებში იბერია ან იბერები არ მოიხსენიება კავკასიასთან და მცირე აზიასთან მიმართებაში.ტერმინი იბერია და იბერები კავკასიასთან მიმართებაში მოიხსენიება მხოლოდ ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შემდეგდროინდელი ეპოქის ევროპელ მწერალთა მიერ.
იბერიული პრობლემის შესწავლისას აუცილებელია მოკლედ მაინც შევეხოთ იბერიის ნახევარკუნძულის ისტორიას. უძველეს დროში იქ მაცხოვრებელ ხალხებზე და არქეოლოგიურ ნაშთებზე შესანიშნავად მოგვითხრობს ესპანელი მკვლევარი არქეოლოგი ანტონიო არიბასი თავის წიგნში ,,იბერები".თვით იბერია და იბერიელები ზოგადია და ამ ტერმინის გამოყენებით ძველი მწერლები ხშირად სხვადასხვა ტომებსა და ხალხებს მოიხსენიებდნენ,რომლებიც მოსახლეობდნენ იბერიის ნახევარკუნძულზე და ეთნიკურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან.არქეოლოგიური გათხრები გვიამბობენ კელტური ტომების შემოსვლაზე ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ძვ.წ.აღრიცხვის მე-7-6 საუკუნეების მიჯნაზე, რომელმაც შეცვალა ეთნიკური სახე ტერიტოორიის ორი მესამედისა. ამავე პერიოდში ადგილი ქონდა ალპების რეგიონიდან ინდოევროპელების მოზრდილი ჯგუფების შემოსვლასაც ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე. რაც შეეხება თვითონ იბერებს მეცნიერების დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ წმინდა იბერიული ეთნიკური ელემენტი ჩრდილოეთ აფრიკიდან არის უძველეს დროში შემოსული და განეკუთნება ჰამიტური წარმოშობის ხალხს. ამ წმინდა იბერიული ელემენტის გაძლიერება დაიწყო ძვ.წ. აღრიცხვის V საუკუნიდან და მათი კულტურის გავრცელება შეინიშნება ყველა მიმართულებით. ამ იბერებისაგან მიიღო სახელწოდება ნახევარკუნძულმაც და იქ მაცხოვრებელმა სხვა ხალხებმაც. ანტონიო არიბასის აზრით იბერიული ცივილიზაციის სათავეა ანდალუზია ტერტესების ტომის ქვეყანაა.
რაც შეეხება ძველ ქართულ მწერლობას, რომელიც მოგვითხრობს ქართლის ანუ იბერიის სამეფოს წარმოშობას, ხელთა გვაქვს ორი წერილობითი წყარო შემორჩენილი: XI საუკუნის ლეონტი მროველის ,,მეფეთა ცხოვრება" და IX საუკუნის ,,მოქცევაი ქართლისაი". ორივე წყარო მოგვითხრობს იბერიის სამეფოს შექმნაზე და ორივე ნაწარმოებში ამ სამეფოს ფუძემდებელია მეფე აზონი. განსხვავება მხოლოდ შინაარსობრივია: ,,მეფეთა ცხოვრებაში" ის მემატიანეს გამოყვანილი ყავს ალექსანდრე მაკედონელის ერთ-ერთ სარდლად და ნათესავად, ხოლო ,,მოქცევაი ქართლისაი"-ის ავტორი მას არიან ქართლის მეფის ძედ თვლის ორივე ეს ნაწარმოები შექმნილია დიდი ხნის შემდეგ და ბუნებრივია მასში ჩართული იქნება ბევრი არარეალური ამბავი. საჭიროა მითებისა და რეალურის ერთმანეთისაგან გამიჯვნა, თუ ვინ იყო სინამდვილეში აზონი და ის ასი ათასი ,,ჰრომი'' მეომარი რომელმაც დაიპყრო ქვეყანა და შექმნა ახალი სამეფო. ,,მეფეთა ცხოვრება" ამ ხალხს ჰრომის ქვეყნიდან მოსულებად თვლის, ხოლო ,,მოქცევაი ქართლისაი"-ის ავტორის აზრით ისინი არიან ქართლიდან წამოსულნი არიან.ამგვარად ძვ.წ. აღრიცხვის IV-III საუკენეების მიჯნაზე გამომდინარე ამ წყაროებიდან იქმნება სრულიად ახალი და ძლიერი სამეფო, რომელიც მოიცავს სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს და თავისი გავლენის ქვეშ აქცევს ჩრდილოეთ კავკასიას.ლეონტი მროველი, რომელიც უარყოფითადაა განწყობილი აზონის მიმართ ამ ფაქტს მაინც აღიარებს და სამეფოს პირველ მეფედ აზონს თვლის. .ამ სამეფოს ცენტრი მდებარეობდა არიან ქართლში ანუ სამხრეთ საქართველოში სადაც მეფობდა ერთიანი დიდი იბერიის მეფე იარედოსი, აზონის მამა. რეალურად აზონი იყო დიდი იბერიის მეფე იარედოსის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს მმართველად დადგენილი პირი. "მოქცევაი ქართლისაი"-ის მტკიცებით მცხეთა იბერიის დედაქალაქად უქცევია მეფე აზოს, მცხეთის მეფეთა დინასტიის პირველ მეფეს. მის მემკვიდრეს ფარნავაზს კი კიდე უფრო გაუფართოვებია ქალაქი და არმაზის კერპი აღუმართავს. ეს ამბები არქეოლოგიურადაც დასტურდება. აღსანიშნავია, რომ ქალაქის ყველაზე უძველესი ნაშთები ანტიკურ ეპოქაზე ადრინდელი არ არის და მთლიანად ემთხვევა აზონისა და ფარნავაზის ეპოქას.მშენებლობები უმაღლესი ხარისხით ყოფილა შესრულებული.აქედან შეგვიძლია საკმაოდ საფუძვლიანი დასკვნის გაკეთება, რომ მცხეთა ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი ხდება მხოლოდ აზონისა და ფარნავაზის მეფობის დროს.ჩანს მანამდე აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკური ცენტრი სხვაგან იყო და ეს ცენტრი უეჭველად იქნებოდა უძველესი ციხექალაქი უფლისციხე, რომელიც მცხეთაზე ძველია და სამი ათას წელზე მეტს მოიცავს. უფალი ძველად მეფეს ქვეყნის მმართველს ეწოდებოდა და ამიტომაც უწოდებიათ მისთვის ეს სახელი, უფლის ანუ მეფის ციხე-ქალაქი და მთავარი რეზიდენცია. უფლისციხესტან ეგრეთწოდებულ ყათლანის ხევის გორაკზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა ღვთაება ნანას სახელზე აგებული წარმართული ტაძრის ნანგრევები, რომელიც აუგიათ ძველი წელთაღრიცხვის მე-II ათასწლეულის ბოლოს. ამგვარად არქეოლოგიური მონაცემები სრულებითაც არ ადასტურებენ მცხეთის ტერიტორიაზე ანტიკურ ეპოქაზე უფრო ადრე ქვეყნის პოლიტიკური ცენტრის არსებობას და როგორც აღვნიშნეთ მანამდე ქვეყნის პოლიტიკური ცენტრი უეჭველად უფლისციხე იყო.რაც შეეხება აზონს,ალექსანდრე მაკედონელის ბიოგრაფებმა და მემატიანეებმა შესანიშნავად შემოგვინახეს ყველა მისი სარდლებისა და მასთან დაახლოებული ბერძნულ-მაკედონური გარემოცვის სახელები.მათში იარედოსის და აზონის სახელი არსად იხსენიება.ეს ნიშნავს იმას,რომ იარედოსი და აზონი არ განეკუთვნებოდა ალექსანდრესთან დაახლოებულ ბერძნულ-მაკედონურ გარემოცვას და ისინი უცხოელები იყვნენ. ისინი არ ყოფილან ალექსანდრე მაკედონელის ნათესავი და სარდალი.
უკვე დღესავით ნათელია, თუ რა პოლიტიკურ პროცესებს ჰქონდა ადგილი ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში.ალექსანდრე მაკედონელმა დაიპყრო სპარსეთის იმპერია. იმავე პერიოდში იბერიის ნახევარ კუნძულიდან ხდება იქ მაცხოვრებელი ინდოევროპული წარმომავლობის იბერების გადმოსახლება კავკასიაში აზონისა და მისი მამის იარედოსის მეთაურობით, რომელიც მოხსენიებულია ძველ ქართულ წყაროში არიან ქართლის მეფედ.ძველ ბერძნულ სამყაროს უძველესი დროიდან მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა იბერიის ნახევარკუნძულზე მაცხოვრებელ ხალხებთან, და ეს ხალხებიც გარდა წმინდა იბერიული კულტურისა ასევე განიცდიდნენ ბერძნული დიდი კულტურის გავლენასაც.ეს იბერები მაკედონელთან შეთანხმებით პირველ რიგში იპყრობენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და მის მიმდებარე ტერიტორიებს. ამ მხარეს იმ დროს არიან ქართლი ერქვა.აქ დროებით იქმნება სამეფო.შემდეგ აზონმა დიდი ლაშქრით დაიპყრო აღმოსავლეთ საქართველო. მეომართა დიდი ციფრი 100 000 მეომარი მიგვანიშნებს დიდი რაოდენობით უცხო მოდგმის ხალხის შემოსვლას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მათ გაანადგურეს ადგილობრივი ხელისუფლება უფლის ციხეში და თავიანთ სატახტო ქალაქად აქციეს მცხეთა.აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართლის სამეფოს ცენტრი. მაკედონელს რეალურად აწყობდა თავისი იმპერიის მოსაზღრედ მოკავშირე სამეფოს შექმნა.აზონს აქ დახვდა თავისუფლების მოყვარე და მეომარი ბუნების ხალხი.ამ ხალხმა სასტიკი წინააღმდეგობა გაუწია აზონს.მემატიანის ცნობით ადგილობრივ ციხეებში ისხდნენ "კაცნი სასტიკად მბრძოლნი".ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ აზონმა გატეხა მათი წინააღმდეგობა და თავისი ძალაუფლება გაავრცელა მთელ აღმოსავლეთ საქართველოზე. აქედან ჩაეყარა საფუძველი იბერიული საქართველოს ერას. ,,მოქცევაი ქართლისაი'', რომელიც ორი საუკუნით უფრო ძველია ვიდრე ,,მეფეთა ცხოვრება" არსად მიგვანიშნებს აზონსა და ფარნავაზს შორის ომზე და სამკვდრო სასიცოცხლო კონფლიქტზე. ასეთი სასტიკი დაპირისპირება რომ ყოფილიყო ამ ორ მეფეს შორის, ის უეჭველად რაღაც ფორმით აუცილებლად იქნებოდა გადმოცემული ,,მოქცევაი ქართლისაის" ქრონიკებშიც, მაგრამ პირიქით, ფარნავაზი აზონის მემკვიდრე და მომდევნო მეფეა, რაც უეჭველად სწორია. აზონი ერთ-ერთი უძველესი, ტრადიციული, არიული საზოგადოების აგრესიული მიმართულების მეთაური იყო, რომელიც სრულიად უცხო გარემოში ახალ სახელმწიფოს ქმნიდა. ის თავისი დროისა და ეპოქის შვილი იყო და ყოველგვარ წინააღმდეგობებს სასტიკად უსწორდებოდა. ეს საზოგადოება გმირულ(ჰეროიკულ)იდეოლოგიურ საწყისებზე იყო დაფუძნებული. აზონმა დიდხანს დააახლოებით ნახევარი საუკუნე იმეფა და გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით,როგორც "მოქცევაი ქართლისაი"-ს ამბებშია გადმოცემული. აზონის მემკვიდრე ფარნავაზმა ქვეყანაში შედარებით დემოკრატიული რეფორმები გაატარა, აღმართა მტავარი არმაზის კერპი და საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანთა დინასტიას. როგორც "მოქცევაი ქართლისაი"-ს ისე "მეფეთა ცხოვრებაში" მოთხრობილი ამბები აზონისა და მისი ხალხის შემოსვლაზე და დამკვიდრებაზე საქართველოს ტერიტორიაზე არის დროთა განმავლობაში ცოტა სახეშეცვლილი ანარეკლი იბერების დიდი გადმოსახლებისა იბერიის ნახევარკუნძულიდან კავკასიაში,რომელსაც მოყვა ერთიანი იბერიის სამეფოს შექმნა.ეს თავის მხრივ სრულ თანხვედრაშია ძველი ბერძენი და რომაელი ისტორიკოსების დიდი რაოდენობით ცნობებთან,სადაც საუბარია კავკასიელი იბერების ესპანეთის იბერიიდან გადმოსახლებაზე. ამ საკითხს მე ძალინ ვრცლად შევეხე ჩემს ერთერთ კვლევაში სათაურით "ქართლის სამეფოს გაქრისტიანება, მითი და რეალობა და ანტიკური კლარჯეთ-ეგრისის დიდი სამეფოს მოკლე ისტორია".
ძველ ქართულ მატიანეში, კერძოდ, ქართლის გაქრისტიანების ქრონიკებში, რამდენჯერმეა ნახსენები ბრანჯეთი, ბრანჯთა სამეფო, ბრანჯთა მეფე, ბრანჯები, ბრანჯი დიაკონი, ბრანჯული ენა,აშკარაა, რომ ეს ბრანჯები ძალიან ახლობელი იყო მაშინდელი ქართველებისათვის. მსგავსი სამეფოსა და ხალხის არსებობა ჩვენს სამეზობლოში, არასდროს ყოფილა ისტორიულად. გადმოსახლებული იბერების ერთერთი ტომის სახელი ბრანჯები იყო. ეს ბრანჯები გადმოსახლებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაც ინარჩუნებდნენ თავიანთ ენას და შედარებით თვითმყოფადობას სამხრეთ საქართველოში და მათი სახელი ლეგენდასავით შემორჩა ძველ ქართულ მატიანეში.ანტიკურ სამხრეთ საქართველოში უნდა თანაარსებულიყო ორი ენა: ქართული და ბრანჯთა ენა,სანამ არ მოხდა ამ მხარის სრული ასიმილაცია მოგვიანებით,როგორც დანარჩენ იბერიაში. ამგვარად გადმოსახლების შემდეგ, თანდათან ხდება იბერების ასიმილაცია. მსგავს მოვლენებს ბევრჯერ ჰქონია ადგილი ისტორიაში. მოვიყვან მხოლოდ 2 მაგალითს: დღევანდელი ბულგარელები სლავებად ითვლებიან, ხოლო ძველი ბულგარები აღმოსავლეთიდან სავარაუდოდ, ცენტრალური აზიიდან არიან წარმოშობით. ისინი დასახლდნენ ბალკანეთზე და გასლავდნენ. ასევე ნორმანები, რომლებიც დასახლდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, მალევე გაფრანგდნენ. მათი ძველი სახელი კი შემორჩა ქვეყანას. ამ კონტექსტში, ჩვენი იბერიის ისტორია, მთლიანად იდენტიურია ბულგარეთის ისტორიის.
ქართული ენა არ შედის ინდო-ევროპულ ენათა ოჯახში. თუმცა ძველ ქართულ ენაში იმდენად ბევრია ინდო-ევროპული წარმოშობის სიტყვები, მათ შორის გერმანულიც, რომ ზოგიერთ მკვლევარს მცდელობაც კი ჰქონდა, რომ ქართული ენა ინდო-ევროპულ ენათა ოჯახთან დაეკავშირებინა. ინდო-ევროპული სიტყვების სიჭარბე გამოძახილია 23 საუკუნის წინ მომხდარი იბერიელების გადმოსახლებისა. ეჭვს არ იწვევს, რომ იბერების ეს ტომი ინდო-ევროპული წარმოშობის იყო და მათი სიტყვები შეერია ადგილობრივი მოსახლეობის ენას.ეს გადმოსახლება შეეხო აღმოსავლეთ,დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ერთდროულად. გადმოსახლებული იბერები ადგილობრივი პროტოქართველური მოსახლეობის ენას იყენებდნენ ეთნიკურად ჭრელი კავკასიის რეგიონის ხალხებთან საურთიერთობოდ,ანუ საერთაშორისო ენად. ეს იბერები სამი ეთნიკურად,გენეტიკურად და ენობრივად მონათესავე არიული ტომების ერთობა იყო.ეს სამივე ტომიც ერთმანეთთან საურთიერთობოდ ალბათ ხშირად იყენებდა ადგილობრივი მოსახლეობის ენას.პროტოქართველური ენა უფრო პრაქტიკული და გამოყენებადი გახდა რეგიონში.ენებს შორის ჭიდილში თანდათან ყველაზე უფრო პრაქტიკულმა ენამ გაიმარჯვა საბოლოოდ. ამ ყველაფერმა თანდათანობით გამოიწვია ამ იბერების ასიმილაცია.პროტოქართველების ენას შეერია ძალიან ბევრი ინდოევროპული სიტყვები და მივიღეთ დღევანდელი ქართული ენა. თანამედროვე გენეტიკური მეცნიერება იმ დონეზეა განვითარებული, რომ რთული არაა ერის ეთნოგენეზის გარკვევა. მსოფლიოს მთავარ გენეტიკურ რუკებს თუ კარგად გადავავლებთ თვალს და შევისწავლით, აღმოვაჩენთ, რომ ქართველების გენეტიკაში პროცენტულად ყველაზე მაღალია ჰაპლოჯგუფი R. ამ გენის გავრცელების დონის მაჩვენებლით საქართველო ამ გენის მთავარ რუკაზე მოქცეულია იმ ზონაში, რა ზონაშიც მოქცეულია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ჰაპლოჯგუფი R წარმოიშვა დაახლოებით 34 ათასი წლის წინ ცენტრალურ აზიაში ან სამხრეთ ციმბირში. ამ გენის ყველაზე მეტი სახეობები სწორედ ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ ციმბირსა და ინდოსტანის ნახევარკუნძულზეა გავრცელებული. ამ რამდენიმე ათასი წლის წინ მოხდა ამ გენის მატარებელი ინდო-ევროპელების ფართომასშტაბიანი მიგრაცია ევროპის კონტინენტზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არაინდოევროპული წარმოშობის იყო. მოხდა ევროპის ინდოევროპეიზაცია. ჰაპლოჯგუფ R-ის 2 სახეობაა გავრცელებული. ესენია:R1a და R1b. მთლიანობაში ჰაპლოჯგუფ R-ის საერთო რაოდენობა ქართველებში დაახლოებით 87 %-ია. ეს ძალიან მაღალი მაჩვენებელია. გამომდინარე ჰაპლოჯგუფ R-ის ასეთი მაღალი დონით და კიდევ იმ უამრავი ინდო-ევროპული სიტყვებით, რაც ძველ ქართულ ენაშია, უეჭველს ხდის იმ ფაქტს, რომ გადმოსახლებული იბერები წარმოშობით ინდო-ევროპელები იყვნენ. მხოლოდ მათი ეთნიკური წარმომავლობაა სადავო, მათ ეთნიკურ წარმომავლობაზე ჯერ-ჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია. ეს უფრო ლინგვისტების კვლევის საგანია.იმის თქმა შეგვიძლია,რომ ისინი იბერიის ნახევარკუნძულზე ანუ თანამედროვე ესპანეთის ტერიტორიაზე შევიდნენ ევროპის რომელიღაც რეგიონიდან და საუბრობდნენ რომელიღაც უძველეს ინდოევროპულ ენაზე.ამ შემთხვევაში იბადება ბუნებრივი კითხვა-ევროპის რომელი რეგიონიდან შევიდნენ ეს ინდოევროპელები იბერიის ნახევარკუნძულზე და ამ ნახევარკუნძულის რომელ ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ? ამ საკითხთან მიმართებაში გამაჩნია ერთი ვერსია.მეცნიერებისთვის ცნობილია,რომ ინდოევროპელები,რომლებიც შევიდნენ ნახევარკუნძულზე ძვ.წ.აღრიცხვის მე-7-6 საუკუნეებში ძირითადად იყვნენ კელტები და კიდევ ინდოევროპელების მოზრდილი ჯგუფები ალპების რეგიონიდან.მათი ვარაუდით ალპებიდან შესული ინდოევროპელები ლუზიტანები იყვნენ. ერთი ვერსიით ეს ინდოევროპელები ძვ.წ.აღრიცხვის მე-7-6 საუკუნეებში შევიდნენ იბერიის ნახევარკუნძულზე.მეორე ვერსიით კი ძვ.წ.აღრიცხვის მე-9 საუკუნეში. ეს ლუზიტანები თუ რომელ ინდოევროპულ ენაზე საუბრობდნენ მეცნიერებისთვის საკამათო თემაა და ზუსტი პასუხი არ აქვთ.არის მხოლოდ ვარაუდები.ეს X ინდოევროპელები როგორც ჩანს ორ დიდ ჯგუფად იყოფოდნენ.უშუალოდ ლუზიტანებად წოდებული ტომი მოსახლეობდა პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში,ესპანეთის საზღვრამდე.ხოლო ამ ინდოევროპელების მეორე დაჯგუფებას ეკავა ლუზიტანების აღმოსავლეთით მდებარე უფრო დიდი ტერიტორია.ეს ტერიტორია მდებარეობდა ცენტრალური ესპანეთის დასავლეთით პორტუგალიის საზღვრამდე.მოგვიანებით ამ ტერიტორიას "ვეტონიას"უწოდებდნენ.ამ ინდოევროპელებმა გადმოსახლების შემდეგ გააჩაღეს ტერიტორიული ბრძოლები კელტებთან და სხვა ტომებთან,გაიმარჯვეს მათზე და საკმაოდ დიდი ტერიტორიები დაიკავეს.ჩემი ვერსიით ეს X ინდოევროპელები იყვნენ იბერებად წოდებული ის ტომები,რომლებიც გადმოსახლდნენ კავკასიაში და შექმნეს იბერიის სამეფო.ამავე დროს ყურადღებას იქცევს შემდეგი ფაქტი:კავკასიაში გადმოსახლებული ერთერთი ტომის სახელი იყო "ლაზი".ჩვდება კითხვა ხომ არ მომდინარეობდა ტერმინი "ლუზიტანია"-"ლაზი"-სგან და ამ ინდოევროპელების ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი ლაზთა წინაპრებს ხომ არ ეკავათ.ჩემი მოსაზრებით ლუზიტანების ადგილობრივი სატომო სახელი "ლაზი"იყო.ამ ტერმინიდან მომდინარეობს "ლუზიტანია"ანუ "ლაზთა ქვეყანა".ხოლო აღმოსავლეთით მდებარე უფრო დიდი ტერიტორია ვეტონიად წოდებული კავკასიაში გადმოსახლებულ იბერთა დანარჩენ ტომებს ეკავათ.ძველი ისტორიული რუკიდან ჩანს,რომ ორივე როგორც დასავლეთის(ლუზიტანების) ისე აღმოსავლეთის ჯგუფები ჩრდილოეთის მიმართულებით ახორციელებდნენ ექსპანსიას და ძვ.წ.აღრიცხვის მე-4 საუკუნეში უკვე დაკავებული აქვთ ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიები ბისკაიის ყურემდე.ამ ტერიტორიაზე მცხოვრები კელტური წარმოშობის ტომები კი დაიმორჩილეს და თავიანთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქციეს.მეომარი კელტი ტომების დამორჩილება გვიჩვენებს,რომ ეს ინდოევროპელები სერიოზულ მეომარ ძალას წარმოადგენდნენ.ასეთ მეომარ ტომებს შეეძლოთ შორეული ლაშქრობის მოწყობა კავკასიაში და იქ იბერიის სამეფოს შექმნა.კავკასიაში გადმოსახლების შემდეგ ამ X ინდოევროპელების გარკვეული ნაწილი ადგილზე დარჩა.რეგიონის ძველი სახელწოდება "ლუზიტანია"კიდევ დიდხანს აგრძელებდა არსებობას. ძველი ისტორიული რუკები გვიჩვენებს,რომ იბერიის ნახევარკუნძულზე რომაელთა შემოსვლამდე ნახევარკუნძულის მთელი დასავლეთი ნაწილი ამ ინდოევროპელების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული,როგორც ჩრდილოეთით ისე სამხრეთით.რომაელები ნახევარკუნძულზე შემოვიდნენ ძვ.წ.აღრიცხვის მე-2 საუკუნეში. მოგვიანებით რომაელებმა ნახევარკუნძულზე შექმნეს პროვინცია "ლუზიტანია".ამის შემდეგ რეგიონის ეთნიკური შემადგენლობა თანდათან იცვლებოდა საუკუნეების განმავლობაში.ამ ეთნიკურად შეცვლილმა ახალმა "ლუზიტანებმა"შესაძლებელია მონაწილეობა მიიღეს სხვა ეთნიკურ ელემენტებთან ერთად მომავალში პორტუგალიელი ერის ფორმირებაში.ხოლო ძველმა ისტორიულმა ლუზიტანებმა ანუ ლაზებმა და მასთან მონათესავე ტომებმა კავკასიაში გადმოსახლების შემდეგ შექმნეს იბერიის სამეფო.ამ ინდოევროპელების დასავლეთის ჯგუფები ანუ ლუზიტანები ზღვასთან ახლოს ცხოვრობდნენ.თავიანთი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მათზე უფრო მეტი ცნობები ქონდათ უცხოელებს,ვიდრე ამ ინდოევროპელების აღმოსავლეთის ჯგუფებზე,რომლებიც ქვეყნის შიდა რაიონებში ცხოვრობდნენ.როგორც უკვე ითქვა ამ ინდოევროპელების ეთნიკურ და ენობრივ კუტვნილებაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს.ჩვენ კარგად ვიცით,რომ ძველ ქართულ ენაში დიდი რაოდენობითაა შესული ინდოევროპული სიტყვები.ენათმეცნიერები თუ კარგად გაშიფრავენ ამ ინდოევროპულ სიტყვებს,მაშინ მიღებულ შედეგს შევადარებთ სხვა ინდოევროპულ ენებს და გავიგებთ რომელ ინდოევროპულ ენებთან ავლენდა სიახლოვეს ლუზიტანების და მასთან ეთნიკურად მონათესავე X ინდოევროპელების სალაპარაკო ენა.მოკლედ უკვე საკმაოდ ნათელია კავკასიელი იბერების წარმომავლობა,აგრეთვე მათი საცხოვრებელი ტერიტორიების მდებარეობა იბერიის ნახევარკუნზულზე,სადაც კავკასიაში გადმოსახლებამდე ცხოვრობდნენ.ეს არის პასუხი კითხვაზე თუ რატომ ერქვა ჩვენს სამშობლოს "იბერია და "ივერია"და რატომ უწოდებენ დღევანდელი ქართველები საკუთარ თავს იბერიელების შთამომავლებს.
შეიძლება ავტორს ვთხოვო, რომ აღნიშნოს, სად არის ოფიციალურად დაფიქსირებული ცნობები უფლისციხესთან ნაპოვნი მე-11-10 საუკუნის უცნობი დამწერლობის ნიმუშის შესახებ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე აგრეთვე სხვა შეკითხვებიც მაქვს. ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ავტორი წარმოგვიდგენს თავს და მიგვითითებს საკონტაქტო ინფორმაციას, რომ ჩემთვის საინტერესო ყველა საკითხი გავარკვიო. მოუთმენლად ველი პასუხს. დიდი მადლობა. დალი ზ.
ReplyDeleteქალბატონო დალი,ეს ცნობები გასულ წელს რამდენჯერმე გადაიცა სატელევიზიო არხებით,სადაც არქეოლოგი ვახტანგ ლიჩელი საუბრობს ამ ისტორიულ აღმოჩენაზე.კასპის რაიონში.მისი თქმით ეს უცნობი დამწერლობა კაცობრიობის დამწერლობის ისტორიაში ბევრ ცვლილებას შეიტანს.ის ამ დამწერლობას ათარიღებს ძვ.წ.აღრიცხვის მე-11-10 საუკუნეებით.ეს დაადასტურა საზღვარგარეთ ჩატარებულმა ქიმიურმა ლაბორატორიულმა ანალიზმმა.თუმცა ეს დიდი აღმოჩენა ჯერჯერობით ოფიციალურად აღიარებული რატომღაც არაა,მაგრამ ფაქტი სახეზეა.ჩემი საკონტაქტო ტელეფონის ნომერია 555-190-183.
ReplyDeleteქალბატონო დალი,უფრო დავკონკრეტდები,საქმე ეხება კასპის რაიონში გრაკლიანის გორაზე აღმოჩენილ დამწერლობას.თავიდან ვარაუდობდნენ,რომ მისი ასაკი 2700 წელი იყო.შემდეგ ამერიკის მაიამის ბეტა ლაბორატორიაში ჩატარებულმა ანალიზმმა აჩვენა,რომ მისი ასაკი 3000 წელზე მეტისაა.ამაზე ინტერნეტშიც დევს მასალები.ჩემი სახელი გოდერძი ლაბარტყავაა.ისტორიული მაქვს დამთავრებული.
ReplyDelete