Monday, September 26, 2016

სამცხე-საათაბაგოს რეალური ისტორია 1453 წლიდან 1552 წლამდე და ისტორიის უცნობი დეტალები

ოსმალთა ოკუპაციამდე ტაო-კლარჯეთის მოსახლეობა ეთნიკურად მკვეთრად ნაციონალური(ქართული)იყო. ოსმალთა ოკუპაციის შემდეგ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში ეს მხარე თანდათან ინტერნაციონალური(შერეული)გახდა. ოსმალთა ოკუპაციამდე მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში ეს მხარე თანდათან ძლიერდებოდა.ამ დროს მან შეიერთა ყარსის,ანისის და ვალაშკერტის სომხური ოლქები(ეს ოლქები მანამდე ირანის მფლობელობაში იყო}, მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში მესხეთმა შეიერთა აგრეთვე გურია და ჭანეთი,რომელიც მანამდე იმერეთის მეფის სამფლობელოდ ითვლებოდა. იმერეთს ტრადიციულად სუსტი მეფეები მართავდნენ,მათ რიცხვს ეკუთვნოდა ბაგრატ მესამეც.ის რთულ მდგომარეობაში იყო.გურიის სამთავრო მესხეთის მფლობელობაში შევიდა,სამეგრელოს მთავარი კი არ ემორჩილებოდა.იმერელი თავადების გაკონტროლებაც უჭირდა.ეს ფაქტები კარგად გვიჩვენებს თუ რა მდგომარეობაში იყო ბაგრატ მესამე. ამგვარად ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმერეთის მეფე იყო. ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის ტაო-კლარჯეთი ამ დროისთვის ლიდერი გახდა. მე-16 საუკუნის პირველი ნახევარში სამხრეთ საქართველო თავისი ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა.მან შეიერთა არზრუმის საამიროს(საბეგლარბეგოს) ჩრდილოეთი ნაწილი. ამ პერიოდში სამხრეთ საქართველო ოთხივე ჩრდილოეთის, სამხრეთის,აღმოსავლეთის და დასავლეთის მიმართულებით ერთდროულად ფართოვდებოდა. 1549 წლის დეკემბერში ოსმალეთის იმპერიის ყველაზე ძლევამოსილი სულთანი სულეიმან კანუნი ფერდინანდ პირველისადმი გაგზავნილ წერილში თორთომის ციხესიმაგრეს და ქალაქს "გურჯისტანის ქვეყნების დედაქალაქს" უწოდებს. სულეიმანი მას წერს,რომ ამ წელს მან აიღო გურჯისტანის ქვეყნების დედაქალაქი თორთომი{გამოყენებულია ლიტერატურა: ც.აბულაძე.საქართველოსა და მისი პოლიტიკური წარმონაქმნების სახელწოდებანი ოსმალურ წერილობით ძეგლებში.წგნ."საქართველოსა და ქართველების აღმნიშვნელი უცხოური და ქართული ტერმინოლოგია".რედ.გ.პაიჭაძე.თბილისი."მეცნიერება".1993.}. აქედან იკვეთება ის ფაქტი,რომ ანტიოსმალურ კოალიციაში(სამხედრო-პოლიტიკურ კავშირში) მონაწილე ქართულ პოლიტიკურ ერთეულებს შორის მესხეთი ლიდერობდა. (ეს კავშირი შეიძლება შევადაროთ ძველ საბერძნეთში სპარტას მეთაურობით შექმნილ "პელოპონესის კავშირს",რომელიც წარმოადგენდა დამოუკიდებელი ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოების ნებაყოფლობით კავშირს).მე-16 საუკუნეში ოსმალები დიდ ინტერესს იჩენდნენ საქართველოს მიმართ და აწარმოებდნენ ბრძოლებს ქართველების წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე ოსმალები ბუნებრივია კარგად ერკვეოდნენ საქართველოს რეალურ შიდაპოლიტიკურ მდგომარეობაში. სულეიმან კანუნმა ამ შემთხვევაში,როგორც მიუკერძოებელმა მთხრობელმა ობიექტურად ასახა ეს რეალური შიდაპოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში.სულეიმანი პირადად თვითონ იყო პროცესების თანამედროვე და აქტიური მონაწილე 1549-1551 წლებში სამხრეთ საქართველოსა და ოსმალეთის იმპერიას შორის სამხედრო კონფლიქტში.აქედან გამომდინარე მისი ცნობის სიზუსტეში ეჭვის შეტანა შეუძლებელია. თორთომისა და არტანუჯის ციხესიმაგრეები ამ პერიოდში მესხეთში მთავარ პუნქტებს წარმოადგენდა,ხოლო ახალციხის მთავრის ტახტი ამ დროისთვის საკმაოდ დასუსტებულია. თურქი ისტორიკოსის ევლია ჩელების ცნობით,რომელიც გადმოცემულია მის "მოგზაურობათა წიგნში" მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში თორთომის ციხესიმაგრე გურჯისტანის შაჰებიდან(მეფეებიდან) ერთერთის სახელად მამრულის მფლობელობაში ყოფილა.მისთვის თორთომი უზუნ ჰასანს წაურთმევია,უზუნ ჰასანისთვის სულთან მეჰმედ ფატიხს წაურთმევია, შემდეგ კი თორთომი კვლავ ქართველებს დაუპყრიათ.შაჰი(მეფე) მამრული არტანუჯის ციხესიმაგრის მფლობელი იყო.ეს ამბები ქრონოლოგიურად მე-15 საუკუნის 70-იან წლებში ხდება.საინტერესოა ისიც,რომ ჩელებიმ იცის ამ დროს საქართველო სამეფოებად რომაა დაყოფილი. ის უეჭველად უფრო ადრეულ მე-15-16 საუკუნეების ზუსტ ცნობებს ეყრდნობოდა. აქ ძალიან საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ეს თორთომის ციხესიმაგრესთან დაკავშირებული ამბები ხდებოდა ყვარყვარე მეორე ჯაყელის მმართველობის წლებში. ყვარყვარე მეორე ყველაზე ძლიერი და განთქმული მმართველი იყო სამხრეთ საქართველოს დიდ მთავრებში. მისი სახელი ფართოდ იყო გავარდნილი საერთაშორისო პოლიტიკურ ასპარეზზე. სამცხე-საათაბაგოს ზოგჯერ "ყვარყვარეს ქვეყნადაც" მოიხსენიებდნენ მეზობელ ქვეყნებში. აქედან გამომდინარე მე-15- მე-16-მე-17 საუკუნეების ოსმალურ წყაროებში შეუძლებელია მისი სახელი გამქრალიყო. მაგრამ ევლია ჩელები მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში თორთომის ციხესიმაგრის და შესაბამისად მთელი სამცხე-საათაბაგოს მფლობელად ასახელებს "შაჰს" ანუ მეფე მამრულს. ფაქტია, რომ ერთერთ ოსმალურ მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილ მატიანეში მე-15 საუკუნის მეორე ნახევრის სამცხე-საათაბაგოს მფლობელად ჩაიწერა არა ახალციხის მხედართმთავარი და მესხეთის მმართველი "ყვარყვარე ჯაყელი", არამედ არტანუჯის ციხესიმაგრეში დამკვიდრებული სამეფო დინასტიის ერთერთი მეთაურის მამრულის სახელი. ამ კონკრეტული უფრო ადრეული ერთერთი ოსმალური წყაროს ცნობა კი ევლია ჩელებმა შეიტანა თავის ნაშრომში. მოკლედ მე-15 საუკუნის რომელიღაც ოსმალურმა მატიანემ ამ კონკრეტულ შემთხვევაში დააფიქსირა არა სამცხე-საათაბაგოს დიდი მთავრის არამედ არტანუჯის სამეფო საგვარეულოს მეთაურის სახელი. რამდენიმე წლის შემდეგ სამცხე-საათაბაგოდან საპასუხო ლაშქრობა მოეწყო არზრუმზე,რომელიც აიღეს და მოხარკედ გაიხადეს. მე-16 საუკუნის 30-იან წლებში შექმნილი ქართველთა კავშირის მეთაური იყო არტანუჯის მეფე,მამრულის შთამომავალი. (მსგავსი სახელი დღესაც გვხვდება სამეგრელოში და გამოითქმის,როგორც "მამული".ეს უეჭველად უფრო ძველი სახელიდან "მამრულიდან"მომდინარეობს,რომელმაც მცირე სახეცვლილება განიცადა საუკუნეების განმავლობაში,ისევე,როგორც ",გუარამმა",რომელიც იქცა "გურამად","ფარნავაზი" "ფარნაოზად""ბაჰადური"-"ბაადური", "სვიმონი"-"სიმონი" და ასე შემდეგ). 1453 წელს ბიზანტიაში ხანგრძლივი ემიგრაციის შემდეგ არტანუჯში დამკვიდრდა ახალი ძალა და საგვარეულო. მოსაზრება და ცნობა,რომ ყვარყვარემ 1453 წელს არტანუჯი თავის შვილს გადასცა ყალბია.სხვათა შორის 1453 წელს ყვარყვარეს პირმშო,უფროსი შვილი ქაიხოსრო 4 წლის იყო,ხოლო მეორე მომდევნო შვილი 1454 წელს დაიბადა.სინამდვილეში ამ წელს არტანუჯი მან გადასცა საგვარეულოს,რომლის ერთერთი წარმომადგენელი მე-15 საუკუნის 70-იან წლებში არის გურჯისტანის შაჰებიდან ანუ მეფეებიდან ერთერთი "მამრული", რომლის სამფლობელოში ოსმალური წყაროს ცნობით შედის თორთომი. სამცხე-საათაბაგოს მესვეურებსა და კათალიკოსს შორის პერიოდულად არსებობდა დაძაბული ურთიერთობა,მაგრამ მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში კათალიკოსი ფლობდა ბევრ მამულებს და ფეოდალურ საგვარეულოებს სამცხე-საათაბაგოში.კათალიკოსის დაქვემდებარებიდან გამოვიდა მხოლოდ არტანუჯის ციხესიმაგრე 1453 წელს,რათა ის გამხდარიყო ბიზანტიიდან დაბრუნებული ძველი სამეფო საგვარეულოს საცხოვრებელი.ჯაყელებს მხოლოდ არტანუჯი ჭირდებოდათ კათალიკოსის მფლობელობიდან და მამულებიდან სამცხე-საათაბაგოში. რაც შეეხებათ ამ სამეფო დინასტიის თანმხლებ პირებს,რომლებიც უეჭველად მოყვებოდა ამ საგვარეულოს ბიზანტიიდან,მათთვის რაიმე ხელისუფლების გადაცემაზე საერთოდ საუბარიც კი ზედმეტია.არც ამ საგვარეულოს დანარჩენი, უმცროსი წარმომადგენლები მიიღებდნენ რაიმე განსაკუთრებულ პრივილეგირებულ მდგომარეობას ჯაყელებისგან. ამ წლებში არტანუჯი იყო ამ სამეფო საგვარეულოს რეზიდენცია,ხოლო ახალციხე სამცხე-საათაბაგოს მხედართმთავრის და "პრემიერ-მინისტრის"( მმართველის) რეზიდენცია,რომელიც რაღაცით ფეოდალური იაპონიის მხედართმთავრისა და მმართველის-სიოგუნის მსგავსი იყო. გამომდინარე ასეთი მმართველობის სისტემიდან მხედართმთავარი და "პრემიერ-მინისტრი"ჯაყელები პოლიტიკურ ასპარეზზე უფრო "ცნობადი" სახეები იყვნენ.ხოლო არტანუჯის მეფეები ჯაყელების "ჩრდილში"იმყოფებოდნენ. ამ ახალი ძალის და საგვარეულოს დამკვიდრება არტანუჯში ყვარყვარე ჯაყელის დამსახურება იყო და ის ბაგრატიონებს დაუპირისპირა. აქ მოკლედ შევეხოთ ამ ჯაყელების წარმომავლობას.გავრცელებულია მცდარი მოსაზრება,რომ ეს ჯაყელები სამცხის დიდი ფეოდალების ბაჰლაუნდთა შთამომავლები არიან.როგორც ვიცით ეს ჯაყელები არიან სულა კალმახელის შთამომავლები.სულა კალმახელი იყო ტაოს დიდი ფეოდალი და კალმახის ერისთავი.ის მეთაურობდა ტაოს ფეოდალთა დაჯგუფებას,რომელიც დაუპირისპირდა ლიპარიტ ბაღვაშს.საბოლოოდ სულამ შეიპყრო ლიპარიტი და დაამარცხა ლიპარიტის დაჯგუფება.ბაჰლაუნდები კი როგორც ვთქვით სამცხის ფეოდალები იყვნენ.მხოლოდ ის რომ ვიღაცეებს ერთნაირი სახელი ერქვათ არ ნიშნავს იმას,რომ ისინი ერთი გვარისანი არიან. არსებობს აგრეთვე მოსაზრება ტაოელი ჩორდვანელებისა და სამცხელი ჩორჩანელების საერთო წარმომავლობაზე.აქაც გაურკვევლობაა.საკითხავია ის არსებობდა თუ არა ამ ორ საგვარეულოს შორის რაიმე საერთო წარმომავლობა.თუ მართლა არსებობდა საერთო ნათესაობა ამ ორ გვარს შორის მაშინ უფრო სავარაუდოა,რომ ჩორჩანელები არიან წარმოშობილი იმიერტაოელი ჩორდვანელებისაგან,ვიდრე პირიქით.საერთოდ ტრადიციულად ტაო-კლარჯეთიდან ხდებოდა ფეოდალთა გადმობარგება აქეთ,ვიდრე პირიქით.სამცხეში არსებობს სოფელი ჩორჩანა, რომელიც ჩორჩანელების მლობელობაში იყო. ამ სოფლის სახელწოდებიდან უნდა იღებდეს სათავეს გვარი "ჩორჩანელი". თუ მართლა არსებობს ამ ორ გვარს შორის ნათესაობა მაშინ უფრო რეალურია შემდეგი ვერსია: იმიერტაოდან მოხდა ჩორდვანელთა ერთერთი შტოს გადმოსახლება სამცხეში, რომლებიც დასახლდნენ სოფელ ჩორჩანაში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე. ჩორჩანაში დასახლებული ამ შტოსგან წარმოიშვა ახალი გვარი ჩორჩანელი.ასე, რომ ჩორდვანელი იმიერტაოელი ფეოდალების გვარია, ხოლო გვარი "ჩორჩანელი"სულ სხვა გვარია, რომელიც სოფელ ჩორჩანას უკავშირდება და ამ სოფლიდან იღებს სათავეს.თუ ამ ორ გვარს ერთმანეთს შევადარებთ ჟღერადობით ისინი ერთმანეთს არ გავს. სად "ჩორ(დვ)ანელი" და სად "ჩორ(ჩ)ანელი".არის კი აქ რაიმე მსგავსება? გვარი "ჩორჩანელი" როგორ ან რატომ უნდა გადაკეთებულიყო "ჩორდვანელად"?. და ბოლოს ჩვენ ვიცით, რომ ბაგრატიონები ჯერ ტაო-კლარჯეთში დამკვიდრდნენ და იქ შექმნეს სამთავრო.ხოლო მოგვიანებით მათ თავიანთი სამთავროს ტერიტორიები გააფართოვეს და შეიერთეს სამცხე-ჯავახეთიც. ამას კი ბუნებრივია მოყვა ის, რომ მათ თავიანთი მომხრე ზოგიერთი ფეოდალები ტაო-კლარჯეთიდან გადმოიყვანეს სამცხე-ჯავახეთში.აი სწორედ ამ პერიოდში შესაძლებელია იმიერტაოელი ჩორდვანელების ერთერთი წარმომადგენელი დამკვიდრდა სამცხეში, ჩორჩანაში და საფუძველი დაუდო ახალ საგვარეულოს "ჩორჩანელებს".("ახალი ჩორჩანელები", რომლებიც გიორგი ჩორჩანელის ხაზით, ანუ დედის მხრიდან ენათესავებოდნენ იმიერტაოელი ჩორდვანელების განთქმულ საგვარეულოს ბუნებრივია ამაყობდნენ ამ ნათესაობით და თავი მათ მემკვიდრეებად მოჰქონდათ). აქ ყურადღებას იქცევს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი.სამცხის ჩორჩანელებიდან ცნობილია მხოლოდ გიორგი ჩორჩანელის სახელი.სხვა ჩორჩანელი არ ჩანს. გიორგი ჩორჩანელის გარდაცვალების შემდეგ ამ ჩორჩანელების გვარი არსებობას წყვეტს.თითქოს მხოლოდ ერთი ჩორჩანელი, გიორგი ცხოვრობდა სამცხეში.არანაირი მათი გვერდითი უმცროსი შტოები არსად ჩანს.ეს რომ ადგილობრივი ძველი საგვარეულო ყოფილიყო მაშინ მას უეჭველად ეყოლებოდა გვერდითი შტოები, რომლებიც თავიანთ კანონიერ უფლებებს წამოაყენებდნენ გიორგი ჩორჩანელის მემკვიდრეობაზე.მის მემკვიდრეობაზე მხოლოდ მისმა დისშვილებმა ბაჰლაუნდებმა წამოყვეს თავი.ეს ფაქტი ადასტურებს შემდეგს.გიორგი იყო პირველი და უკანასკნელი ძველი ჩორჩანელი.ბაგრატიონებმა ის გადმოიყვანეს იმიერტაოდან და გაამთავრეს ჩორჩანის რაიონში.ის გახდა პირველი ჩორჩანელი. აი ეს არის რეალური ვერსია იმ შემთხვევაში თუ კი მართლა არსებობს ამ ორ სხვადასხვა გვარს შორის ნათესაური კავშირი.ძვ.წ.აღრიცხვის მეორე საუკუნეში ერთიანი იბერია უკვე დაშლილია.ტაო-კლარჯეთის მხარეში შეიქმნა დამოუკიდებელი დიდი სამეფო,რომლის შემადგენლობაში შედიოდა მდინარე ჭოროხის აუზის მთელი ტერიტორია,აგრეთვე აღმოსავლეთ მესხეთის რამდენიმე პროვინცია.სტრაბონის ცნობით სომხეთის ყველაზე დიდი მეფის ტიგრანის არმიაში დაქირავებული იბერიელი შუბოსნები ყველაზე უფრო ბრძოლისუნარიანებად ითვლებოდნენ და ტიგრანი მათზე ამყარებდა ყველაზე უფრო დიდ იმედებს.ეს ფაქტი ხაზს უსვამს და ადასტურებს იმას,რომ ტაო-კლარჯეთი არ შედიოდა სომხეთის შემადგენლობაში,არამედ იყო მოკავშირე,რომელიც ეხმარებოდა სომხეთის მეფეს დაქირავებული მეომრებით საჭიროების შემთხვევაში.როგორც ჩანს ტაოს სამხედრო ფენის შემოსავლის ერთერთი წყარო სხვის ომებში ქირით ბრძოლა,"მოქირავნეობა"-ც ყოფილა.სომხეთთან მჭიდრო ურთიერთობიდან გამომდინარე სომხური ენა და ტერმინოლოგია უცხო არ იქნებოდა ამ სამეფოში,ამ ენას ალბათ საკმაოდ კარგად ფლობდნენ სამხედრო არისტოკრატიისა და მეომართა კლასის წარმომადგენლები. დიდი სომხეთის სამეფოსთან ტაოს ასეთი მჭიდრო ურთიერთობიდან გამომდინარე სრულიად ბუნებრივია,რომ ეს მხარე ზოგჯერ შეცდომით სომხეთის შემადგენლობაში მოიაზრებოდეს ზოგიერთ წყაროში.მაგრამ რეალურად ანტიკურ ეპოქაში აქ არსებობდა დამოუკიდებელი ტაო-კლარჯეთის სამეფო. ჩემს მიერ ჩატარებულ კვლევაში,რომელიც ეხება ქართველების გაქრისტიანებას საფუძვლიანად დადასტურებულია ამ დიდი სამეფოს ზოგიერთი მმართველის სახელები.მოგვიანებით შუა საუკუნეებში ანტიკური ტაო-კლარჯეთის სამეფოს და ქართლის ანტიკური სამეფოს ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთები და მმართველთა სახელები ერთმანეთში აირია.ეს პროცესები საფუძვლიანადაა გაანალიზებული ჩემს კვლევაში სათაურით: "ქართლის სამეფოს გაქრისტიანება,მითები და რეალობა". ასეთია მოკლედ ტაო-კლარჯეთის ანტიკური ისტორია. ორიოდე სიტყვით არტანუჯის ციხესიმაგრეზე: ეს იყო შუა საუკუნეების ერთერთი უძლიერესი საფორტიფიკაციო ნაგებობა,რომელიც აგებული იყო 50 მეტრი სიმაღლის უზარმაზარ კლდეზე.მისი სიგრძე 220 მეტრს შეადგენდა,სიგანე კი საშუალოდ 55 მეტრს.ციხის კედლების სისქე ქვედა ნაწილში 4 მეტრი იყო.ციხის ქვემოთ კლდეში გაყვანილი იყო ხელოვნური გვირაბების ქსელი რომლითაც ბუნებრივი გამოქვაბულები ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.გვირაბების ქსელი და გამოქვაბულები თავდაცვის მიზნით გამოიყენებოდა.ეს იყო ურთულესი საფორტიფიკაციო ნაგებობა,ციტადელი, რომელიც შეეფერებოდა შუა საუკუნეების გავლენიან მონარქს.დღეს ამ გრანდიოზული ციხესიმაგრის მხოლოდ მცირე ნაშთებია შემორჩენილი. მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში კი თანდათან ამ ძალამ როგორც ჩანს არტანუჯიდან თავის ხელში აიღო ძალაუფლება მთელ დასავლეთ მესხეთზე. არასწორია და ტენდენციურია ცნობა,რომ თითქოს ერთერთ ბრძოლაში ათაბაგს უზუნ ჰასანი დაეხმარა.უზუნ ჰასანის შემოსვლისა და ბრძოლის თარიღებიც ძალიან არეულია წყაროებში.აქ საქმე უნდა გვქონდეს მოგვიანებით საკუთარი მარცხის სხვაზე გადაბრალებაზე ან ისტორიული ფაქტის არცოდნაზე.სამხრეთ საქართველო დიდ სამხედრო პოტენციალს ფლობდა ტრადიციულად და მას შეეძლო გიორგი მეფის დამარცხება, რომელიც იმ დროს ფაქტიურად მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს აკონტროლებდა და ფლობდა. მე-15 საუკუნეში სამხრეთ საქართველოს ბრძოლის ველზე გამოყავდა არანაკლებ 30 000 მეომარი. ერთერთი სომხური წყაროს ცნობით ყვარყვარე მეორეს 30 000 -იანი ჯარით გაულაშქრია არზრუმზე,აუღია,გაუძარცვავს და ხარკი დაუდვია.ჯარის ეს რაოდენობა რეალური ციფრია.მე-15 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს საქართველოს მეფე-მთავრები მიმოწერას აწარმოებდნენ ევროპის ქვეყნებთან.იყო საერთო იდეა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ დიდი ომის დასაწყებად.ყვარყვარე მეორე პირობას იძლეოდა,რომ თუკი საომარი მოქმედებები დაიწყებოდა მზად იყო 20 000 საუკეთესო მხედარი გაეგზავნა ამ შეიძლება ითქვას "მსოფლიო ომში".ყვარყვარე მეორე თავისი ეპოქის გონიერი და შორსმჭვრეტელი პიროვნება იყო.ის შესანიშნავად ერკვეოდა სამხედრო სფეროში.მან იცოდა,რომ თუ ასეთი ომი დაიწყებოდა ის შეიძლებოდა თვეობით და წლობით გაგრძელებულიყო.ამიტომ ის ამ ხანგრძლივ ომში შორეულ ლაშქრობებში აგზავნიდა 20 000 საუკეთესო მხედარს.დანარჩენი 10 000 მეომარი ქვეყანაში რჩებოდა.აბა სამცხე-საათაბაგოს უპატრონოდ ხომ არ დატოვებდა მოხუცების,ქალების და ბავშვების ამარა ამ დიდი საერთაშორისო ნამდვილად "მსოფლიო ომის"დაწყების შემთხვევაში. ის პროფესიონალი სარდალი და მეომარი იყო და გულახდილად,პირდაპირ ამბობდა თუ რამდენი ჯარისკაცის გაგზავნას აპირებდა.ნებისმიერი გონიერი მმართველი და სარდალი ასე მოიქცეოდა მსგავს სიტუაციაში. უფრო გონივრული იქნებოდა გიორგი მერვეს არტანუჯის საგვარეულოსთან მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებია.გადაენაწილებიათ საქართველო თავიანთი გავლენის სფეროებად და შემდეგ ერთად ეზრუნათ საგარეო საფრთხეებზე.იმ დროს ეს საუკეთესო გამოსავალი იყო.მაგრამ გიორგი მერვემ ძმათამკვლელი უაზრო ომი წამოიწყო სამხრეთ საქართველოსთან და საბოლოოდ თბილისის ტახტიც დაკარგა. ფარავანთან მომხდარი ბრძოლის მიზეზი არა სამცხე-საათაბაგოს შემოერთება, არამედ ჯავახეთის დაბრუნების მცდელობა იყო გიორგი მეფის მიერ. გიორგი მეფე ხვდებოდა, რომ არტანუჯში ძველი სამეფო დინასტიის დამკვიდრების შემდეგ ის სამხრეთ საქართველოს ვერ დაიბრუნებდა, მით უფრო ეს შეუძლებელი იყო ძალისმიერი მეთოდებით. ის არც ისე უგუნური ადამიანი იყო ამას, რომ ვერ მიმხვდარიყო. მაგრამ ის ცდილობდა ჯავახეთის დაბრუნებას. ის ალბათ ფიქრობდა, რომ ჯავახეთი ისტორიულად ქართლს ანუ აღმოსავლეთ საქართველოს ეკუთვნოდა და მისი დაბრუნება საკუთარი ღირსების საქმედ მიაჩნდა. ამიტომ მან გარისკა და თავისი ჯარით ჯავახეთში შემოვიდა. მაგრამ სამხრეთ საქართველოს მესვეურები სრულებითაც არ ფიქრობდნენ ჯავახეთის გადაცემას გიორგი მეფისთვის. ამას მოყვა საომარი კონფლიქტი ფარავანთან და გიორგი მეფე ტყვედ ჩავარდა. ვერც ჯავახეთი დაიბრუნა და თბილისის ტახტიც დაკარგა. საგვარეულოებს არ ვადარებ ერთმანეთს,ჩემი ერთადერთი მიზანია ჭეშმარიტებისა და მოგონილი მითების სრულად წარმოჩენა. არსებობს ცნობა,რომ ყვარყვარე მეორეს ლორეს მხარე უზუნ-ჰასანისთვის გადაუცია.როგორ უნდა გადაეცა ყვარყვარეს ლორე,რომელიც მას არასდროს ეკუთვნოდა საერთოდ გაუგებარია.ასეთ აბსურდამდეც კი მივდივართ.ასეთი აბსურდული ბრალდებაც კი სავსებით საკმარისია იმის დასადასტურებლად თუ რა დონეზეა გაყალბებული ამ პერიოდის ისტორია. ახალი ქართლის ცხოვრების მიხედვით მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში იმერეთის,ქართლის და კახეთის მეფეებს გიორგის,ბაგრატს და ლევანს დიდი ლაშქრობა მოუწყვიათ იერუსალიმში.აუღიათ იერუსალიმი და ქრისტეს საფლავი გაუთავისუფლებიათ.მოკლედ ავტორის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. "ახალი ქართლის ცხოვრება" მთლიანად ზღაპრებში და ფანტაზიებშია გახვეული,განსაკუთრებით მე-15-16 საუკუნეების ისტორია.მის სანდოობაზე ამ საუკუნეებთან მიმართებაში საერთოდ საუბარიც კი ზედმეტია. ასევე ავტორის ფანტაზიის ნაყოფია ბაგრატ მესამის მიერ სამცხე-საათაბაგოს დაპყრობა და შემოერთება). მურჯახეთის ბრძოლა არა დიდი ბრძოლის,არამედ თავისი მომხრეებით უკან დახეული და ჯავახეთში გამაგრებული ათაბაგის შეპყრობის ოპერაციას უფრო გავდა. ერთერთი ოსმალური წყარო ყვარყვარე მესამეს "ურჯულო ყვარყვარეს" ეპიტაფიით მოიხსენიებს. ეს მიგვანიშნებს იმაზე,რომ ოსმალებს ყვარყვარე მესამის მიმართ უარყოფითი განწყობები ქონდათ.ყვარყვარე მესამე შიდაპოლიტიკურ კონფლიქტს შეეწირა,რომელიც წარმოიშვა ყვარყვარესა და ზოგიერთ ძალიან გავლენიან ფეოდალებს შორის. (ყვარყვარე მესამის სიკვდილის შემდეგ აღმოსავლეთ მესხეთის დროებით მმართველად,რეგენტად სავარაუდოდ ოთარ შალიკაშვილი უნდა ყოფილიყო.ამას მოყვა შალიკაშვილების საგვარეულოს გავლენის გაძლიერება აღმოსავლეთ მესხეთში.ამის საპირისპიროდ კი მოხდებოდა ქედმაღალი ჯაყელების გავლენის შესუსტება.ეს იყო გეგმაზომიერი პროცესები,რომელიც მომავალში ხელს შეუწყობდა ერთიანი ცენტრალიზებული სახელმწიფოს მშენებლობას.ოსმალთა ოკუპაციამ ამ გეგმებს ბოლო მოუღო. მოგვიანებით,როცა არტანუჯის მონარქის ტახტი უკვე აღარ არსებობდა ამ გაძლიერებულ შალიკაშვილებსა და ათაბაგს შორის კონფლიქტი წარმოიშვა და ხანგრძლივი ომი გაჩაღდა). არტანუჯის მეფემ, როგორც ჩანს განსაკუთრებული სტატუსი მიანიჭეს თორთომის ციხე-ქალაქს და ფაქტიურად არტანუჯთან ერთად მეორე ცენტრად აქციეს. ამგვარად მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში ჩამოყალიბდა საკმაოდ მოზრდილი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი,რომლის შემადგენლობაში შედიოდა: დასავლეთ მესხეთი,აღმოსავლეთ მესხეთი,გურია-ქვემო აჭარა და ჭანეთი,ყარსის, ანისის და ვალაშკერტის სომხური ოლქები.საერთო ჯამში დაახლოებით 55 000 კვადრატული კილომეტრი ფართობის ტერიტორია. მის სათავეში იდგა არტანუჯის დიდი მეფე,რომელიც ქვეყანას მართავდა მმართველის მეშვეობით,რომლის რეზიდენცია თორთომის ციხესიმაგრე იყო. ევლია ჩელების თავის "მოგზაურობათა წიგნში" მოხსენიებული ყავს აგრეთვე "ლევან ხანი" რომლის სახელსაც ის უკავშირებს სამხრეთ საქართველოში ერთერთი,კოლას ციხის მშენებლობას თუ რესტავრაციას.ეს ციხე უნდა იყოს კალაჯუხად წოდებული ყველაზე მასიური ციხესიმაგრე კოლას მხარეში. ევლია ჩელების ცნობით კოლას ციხის მშენებელი"ლევან ხანი"გურჯისტანის მფლობელია. . ეს "ლევანი" არტანუჯის ერთერთი მეფის სახელია. არტანუჯის დინასტიის არსებობის 90 წლიანი ისტორიიდან ამ ოსმალურმა მატიანემ ორი მეფის სახელი(მამრული და ლევანი) გარკვევით შემოინახა.როგორც ეტყობა სახელი "ლევანი"გავრცელებული იყო არტანუჯის დიდ მეფეთა საგვარეულოში,აქედან გამომდინარე ეს სახელი მე-16 საუკუნეში პოპულარული გახდა სხვა ქართველი მეფე-მთავრების ოჯახში.მანამდე ეს სახელი არ გვხვდებოდა მეფე-მთავრებში.ეს "ლევანი"მე-16 საუკუნის პირველი ნახევრის სამხრეთ საქართველოს მეფეა.ამ დროს სამხრეთ საქართველომ თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია სხვა ქართული რეგიონებიც.ასევე შეიერთა არაქართული ტერიტორიებიც. ამიტომაც უწოდეს მას "გურჯისტანის მფლობელი". ევლია ჩელების ცნობები ამ პერიოდის სამხრეთ საქართველოზე დიდი სიზუსტით გამოირჩევა.ამას ემატებოდა ისიც,რომ ეს მხარე ოსმალეთის ნაწილი გახდა მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში. ხოლო ამ მხარის ოკუპაციამდე ოსმალეთის იმპერია ხშირად საომარ, ზოგჯერ კი დიპლომატიურ ურთიერთობას აწარმოებდა ამ ქვეყანასთან. ევლია ჩელები ფაქტიურად "საკუთარი","თავისი"ქვეყნის უახლეს ისტორიას მოგვითხრობდა ამ შემთხვევაში. გამომდინარე აქედან ამ დიდ თურქ ისტორიკოსს ბევრი ზუსტი ცნობები ქონდა მე-15-მე-16 საუკუნეების სამხრეთ საქართველოს უახლეს ისტორიაზე.და რაც ყველაზე მთავარია ის იყო ნეიტრალური და აქედან გამომდინარე მიუკერძოებელი მთხრობელი,განსხვავებით მე-17-18 საუკუნეების ქართველი მემატიანეებისგან, რომლებიც ძირითადად ბაგრატიონთა საგვარეულოზე "მუშაობდნენ". აქედან გამომდინარე ოსმალური ცნობები ამ პერიოდის სამხრეთ საქართველოზე ბევრად უფრო ზუსტი და სანდოა ვიდრე ქართული ცნობები.როგორც ევლია ჩელების ისე სულეიმან კანუნის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ცნობები ერთმანეთს სრულად ავსებენ და რეალურ სურათს წარმოაჩენენ. (ასეთ სიზუსტეს ვერ მოვთხოვთ ევლია ჩელების მაგალითად მე-9-მე-10 საუკუნეების საქართველოს ისტორიაზე,როცა მისი თურქი წინაპრები იმ დროს სადღაც აღმოსავლეთ აზიაში მოსახლეობდნენ. ევლია ჩელები ბარდუსის ციხის აგებას აყ-ყოინლუს სახელმწიფოს უკავშირებს.მის ამ ცნობასაც აქვს რეალური საფუძველი.როგორც ცნობილია მე-15 საუკუნეში თეთრბატკნიანთა სახელმწიფო გამოირჩეოდა თავისი აგრესიულობით,როგორც საქართველოს წინააღმდეგ,ასევე ოსმალთა წინააღმდეგაც.მის შემადგენლობაში იყო მოქცეული სომხეთის მთელი ტერიტორიები და ისტორიული საქართველოს ის ტერიტორიაც,სადაც ბარდუსის ციხე მდებარეობდა.ეს ტერიტორია ტაოს უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვართან მდებარეობდა. ამ საზღვრისპირა რეგიონში ბუნებრივია თეთრბატკნიანთა სახელმწიფოს სჭირდებოდა ციხესიმაგრე სადაც მისი ჯარისკაცები იდგებოდნენ.ირანელები ცდილობდნენ საზღვარზე ფეხის მტკიცედ მოკიდებას და ამიტომ ჭირდებოდათ აქ ძლიერი სიმაგრე. აქ მათ ან ააგეს ეს ციხე, ან ამ ადგილას იყო სიმაგრე,რომელსაც მათ ჩაუტარეს მასშტაბური რესტავრაცია და თავიდან ააგეს, გადააკეთეს და ახალი სახე მისცეს.ამიტომ ევლია ჩელების ამ ცნობას სავსებით რეალური საფუძვლები აქვს.მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში კი სამცხე-საათაბაგომ შეიერთა ყარსის,ანისის და ვალაშკერტის ოლქები. ხოლო უფრო ადრე მე-15 საუკუნის ბოლოს სამცხე-საათაბაგომ,როგორც ჩანს დაიბრუნა ბარდუსის ციხე,სადაც მანამდე ირანელი ჯარისკაცები იდგნენ.). მთავარი რეგიონი დასავლეთ მესხეთი ანუ ტაო-კლარჯეთი იყო. ამ დროისთვის იმერეთის და ქართლის მეფეებმა არტანუჯის მეფე მიიღეს როგორც "უფროსი ძმა". ქართველთა კავშირის აქტიური წევრი იქნებოდა სამეგრელოს მთავარიც,მაგრამ არა როგორც იმერეთის მეფის ქვეშევრდომი,არამედ ცალკე სუბიექტი. უფრო მეტიც,ოსმალთა ოკუპაციის შემდეგ ტაო-კლარჯეთიდან მოსახლეობის ყველაზე დიდი ტალღა სამეგრელოში შემოვიდა.ეს ფაქტი იძლევა იმის თქმის საფუძველს,რომ სამეგრელოს სამთავრო სამხრეთ საქართველოს ერთგული მოკავშირე იყო. არ ჩანს იმიტომ,რომ ამ წლების რეალური ისტორია რადიკალურად შეცვლილი და გაყალბებულია. მომავალში რეგიონებში გაუქმდებოდა წვრილი სამეფო-სამთავროები და მათ ჩაანაცვლებდა ადგილობრივი დანიშნული მმართველები(გუბერნატორები).თორთომი ჩამოყალიბდებოდა,როგორც ერთიანი საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ცენტრი. (ეს პროცესები რა თქმა უნდა თანდათანობითი იყო.სრულყოფილ და საბოლოოდ დასრულებულ სახეს მიიღებდა დაახლოებით მე-17-მე-18 საუკუნეებში. ამ წლებში კი სამხრეთ საქართველო მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაში იყო და ომის რეჟიმში ცხოვრობდა). . საგარეო კატასტროფამ ასეთ საქართველოს ბოლო მოუღო. აღსანიშნავია ის,რომ ამ პერიოდში ყალიბდება მმართველობის ისეთი ფორმა,რომელიც უცხო იყო საქართველოში. როგორც ზემოთ ითქვა არტანუჯი არის სამეფო საგვარეულოს რეზიდენცია,ხოლო ახალციხე მხედართმთავრის და "პრემიერ-მინისტრის"ანუ მმართველის რეზიდენცია. ( არტანუჯის ძლიერ ციხესიმაგრეში და ქალაქში მუდმივად იქნებოდა ძლიერი გარნიზონი,ციხესიმაგრის მცველი რაზმი,რომელიც უზრუნველყოფდა ამ აუღებელი ციხესიმაგრის დაცვას და უსაფრთხოებას). ქვეყნის ახალი მმართველის რეზიდენცია კი ხდება თორთომი.თორთომი ყალიბდება,როგორც სამხედრო- პოლიტიკურ-ადმინისტრაციული მმართველობის ცენტრი და ქვეყნის მმართველის და მხედართმთავრის რეზიდენცია.ეს არის ძალიან საინტერესო და იმ ეპოქაში პროგრესული მმართველობის სისტემა,როცა ქვეყნის მმართველობა დაყოფილია სახელისუფლებო შტოებად.ეს მმართველი ითავსებდა,როგორც მხედართმთავრის,ასევე ადმინისტრაციული მმართველის ფუნქციებს. წარმომავლობით ეს იყო მოლაშქრე ფეოდალი,ტაოს სამხედრო არისტოკრატიის ტიპიური წარმომადგენელი,რომლის მთავარი პროფესია სამხედრო სფერო და ლაშქრობაა. ეს ფეოდალები, მხოლოდ ომიანობის დროს მონაწილეობდნენ საერთო საქმეში. სხვა დროს კი თავიანთ ნახევრად დამოუკიდებელ საფეოდალოში ატარებდნენ და ცხოვრობდნენ შუა საუკუნეების ცხოვრების წესით. საერთოდ ტაო-კლარჯეთის ძველ ისტორიაზე ყველაზე მცირე ცნობები მოგვეპოვება გასაგები მიზეზების გამო. უცნობია რა ტიტულს ატარებდა თორთომელი ხელისუფალი. შესაძლებელია სამხრეთ საქართველოში აღადგინეს ადრეფეოდალურ საქართველოში გავრცელებული სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფალის ტიტული "ერისმთავარი" და ეს ტიტული მიიღო თორთომელმა მხედართმთავარმა და მმართველმა. ეს ტიტული აერთიანებდა, როგორც მხედართმთავრის ისე მმართველის(პრემიერ-მინისტრის) თანამდებობებს. თორთომელი დიდი მხედართმთავრის ტიტული გამომდინარე ახალი პოლიტიკური რეალობიდან უნდა ყოფილიყო ახალციხის მთავარზე უფრო მაღალი და მეფეზე დაბალი. ასეთი ტიტული საქართველოს ისტორიაში იყო მხოლოდ "ერისმთავარი". ეს ტიტული ზუსტად ჯდებოდა ახალ პოლიტიკურ რეალობაში. რაც შეეხება თორთომის ციხესიმაგრეს.თურქების დახასიათებით,"თორთომის ციხესიმაგრე ერთერთი უმტკიცესი,ჯოჯოხეთური და აუღებელი სიმაგრე, ცის კამარას მიბჯენილი ბასტიონებით,ერთერთი ყველაზე განთქმულია ციხესიმაგრეთა თანავარსკვლავედში".დროთა განმავლობაში მას ფლობდნენ ფანასკერტელები,ჯაყელები. ოსმალური წყაროებით არის ცნობა,რომ მე-16 საუკუნის დასაწყისში მას დაეუფლნენ ქურცინა და მისი შვილები.ამავე წყაროს ცნობით ქურცინა მანამდე ფლობდა "აღჯაყალას ციხეს" თორთომის ხეობაში,სადაც მათი ცნობით გარდა თორთომისა კიდევ რამდენიმე შედარებით ნაკლები მასშტაბის ციხეები ყოფილა.მაგრამ ქურცინა და მისი შვილები ოსმალეთთან კავშირების გამო ყვარყვარე მესამემ შეიძულა. ოსმალურ წყაროებში(მე-16 საუკუნის 30-იანი წლების რელაციებში) არის ცნობა,რომ მე-16 საუკუნის 30-იანი წლებში თორთომს და თორთომის ხეობის ყველა ციხეებს განაგებს ვინმე როსტომი.ყვარყვარე მესამე ამ დროს ჯერ კიდევ ათაბაგია.ესეიგი 30-იანი წლების დასაწყისია.როგორც ჩანს ყვარყვარემ თორთომი გადასცა ახალ საგვარეულოს,რომლის წარმომადგენელი 30-იან წლებში ოსმალური წყაროს ცნობით ვინმე როსტომია. ამ როსტომის სამფლობელოში,თორთომის ხეობაში კი დაახლოებით 100 სოფელი ყოფილა.ამ წყაროს ცნობით ტაოს სოფლები და აგრეთვე სამცხე-საათაბაგოს სოფლები მჭიდროდ დასახლებული და დიდი სოფლები ყოფილა.ევლია ჩელების ცნობით მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში თორთომში 700 საცხოვრებელი შენობა ანუ ოჯახი ყოფილა. ხოლო აღჯაყალას ციხის გარშემო 600 სახლი ანუ კომლი იყო.ეს ის პერიოდია როცა ეს მხარე მოსახლეობისგან სანახევროდ დაცლილია.მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში კი თორთომში მინიმუმ სულ მცირე 1 000 კომლი მაინც იქნებოდა.ხოლო აღჯაყალას ციხის გარშემო მინიმუმ 900 კომლი მაინც იქნებოდა(ამ ოსმალური დოკუმენტის მიხედვით ქურცინას საგვარეულოს ძველი და მთავარი რეზიდენცია აღჯაყალას ციხე იყო). ეს არის ყველაზე მინიმალური სავარაუდო ციფრები.ევლია ჩელების მიერ მოყვანილი ციფრული მონაცემები ადასტურებს მე-16 საუკუნის 30-იანი წლების თურქული სადაზვერვო დოკუმენტის ცნობას, რომელიც მიუთითებს ტაოს სოფლებში მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეზე {გამოყენებულია ლიტერატურა: თურქული წყაროები სამცხე-საათაბაგოს ისტორიისთვის.ცისანა აბულაძე.1983.}. თუ თორთომისა და აღჯაყალას ციხეების გარშემო ამდენი ადამიანი ცხოვრობდა, მაშინ მთლიანად თორთომის ხეობაში სადაც დაახლოებით 100 სოფელი იყო სავარაუდოდ არანაკლებ 13 000 კომლი ცხოვრობდა.მოსახლეობის ასეთი მაღალი სიმჭიდროვე განაპირობებდა იმას, რომ მე-15-მე-16 საუკუნეებში სამცხე-საათაბაგოს ჯარების რაოდენობა დაახლოებით 34 000-35 000 მეომრის ფარგლებში იყო. მოკლედ მოვლენები ამგვარად უნდა განვითარებულიყო: მე-16 საუკუნის დასაწყისში თორთომს დაეუფლნენ ვინმე ქურცინა და მის შვილები. მე-16 საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში კი თორთომის ციხესიმაგრეს და მთლიანად ამ ხეობას თავისი ციხეებით ფლობს ვინმე ახალი მფლობელი როსტომი.როგორც ჩანს თორთომს ახალი საგვარეულო დაეუფლა. თავისი მფლობელობიდან გამომდინარე ბუნებრივია ეს როსტომი უკვე ძალიან გავლენიანი პირია ტაოს მხარეში ამ დროისთვის.ცნობები მის ძველ მფლობელობაზე და წარმომავლობაზე არ არსებობს.სავარაუდოდ მანამდე მისი საგვარეულო ფლობდა რომელიმე ციხეს ამ რეგიონში. როსტომის საგვარეულოს სხვა წარმომადგენლები ალბათ ძველ სამკვიდრებელში რჩებიან. ზოგადად ტაო-კლარჯეთის ვრცელ მხარეში საკმაოდ იქნება უცნობი ციხეები,რომლებიც წყაროებში არ შემონახულა.ამისი მაგალითია ახლახან თორთომის ხეობაში აღმოჩენილი "საპაჯა-აშკისორის"ციხე.აგრეთვე ამ ციხეებთან დაკავშირებული ფეოდალური უცნობი საგვარეულოები."საპაჯა-აშკისორის" ციხე საკმაოდ მასშტაბური საფორტიფიკაციო ნაგებობა იყო იმ ეპოქაში.ქართულ წყაროებში არანაირი ცნობა არ არსებობს ასეთ მასშტაბურ ციხეზე და მის მფლობელ საგვარეულოზე.რადგანაც წყაროებისთვის უცნობია როგორც ასეთი მასშტაბის ციხესიმაგრის არსებობა, ასევე თორთომის და მთლიანად თორთომის მთელი ხეობის ახალი მფლობელის როსტომის საგვარეულო კუთვნილება, ამიტომ ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ ამ პიროვნების უცნობი საგვარეულოს ძველი რეზიდენცია იყო ეგრეთწოდებული "საპაჯა-აშკისორის" უცნობი ციხესიმაგრე მე-16 საუკუნის დასაწყისში.ამავე დროს თორთომის ხეობაში თორთომის ციხესიმაგრის შემდეგ თავისი სიძლიერით და მასშტაბებით გამოირჩეოდა სამი ციხესიმაგრე, აღჯაყალას ციხე, აზორტის ციხე და "საპაჯა-აშკისორის" ციხე. აღჯაყალას ციხე ქურცინას საგვარეულოს მფლობელობაში იყო. აზორტის ციხე კი ხახულარების მფლობელობაში. აქედან გამომდინარე რჩება "საპაჯა-აშკისორის"ციხე.ბუნებრივია თორთომის ხეობის მომავალი მფლობელი ვერ იქნებოდა რიგითი, უბრალო ფეოდალი.ამ ფეოდალის მფლობელობაში იქნებოდა საკმაოდ მასშტაბური საფორტიფიკაციო ნაგებობა, მისი რეზიდენცია.ასეთი კი ხეობაში რჩება მხოლოდ "საპაჯა-აშკისორის"ციხე, რომელიც შეეფერებოდა ხეობის მომავალი მფლობელის თავდაპირველ რეზიდენციას. როგორც უკვე ითქვა ეს უნდა ყოფილიყო წარმოშობით თორთომის ხეობის ერთერთი თავადის საგვარეულო, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობდა თორთომის ხეობის ფეოდალთა შორის და ამ ხეობის მოსახლეობაში.ამ ფეოდალის სამფლობელო და ოშკის განთქმული სამონასტრო კომპლექსის მამულები ერთმანეთის მეზობლად მდებარეობდა და აქედან გამომდინარე ამ ფეოდალის ერთერთი ფუნქცია ალბათ იყო ოშკის მონასტრის უსაფრთხოებაზე ზრუნვაც.თუმცა ეს ფეოდალური საგვარეულო არ იყო მცხეთის კათალიკოსის მფლობელობაში მე-16 საუკუნის დასაწყისში.ეს ციხესიმაგრე და მისი მფლობელი ფეოდალები არ არის მოხსენიებული მცხეთის კათალიკოსის მფლობელობაში მყოფ მესხეთის ფეოდალთა სიაში.არც ოშკის მონასტერთან არ ფიქსირდება რომელიმე ფეოდალური საგვარეულო ან მასთან დაკავშირებული ციხესიმაგრე.აქედან გამომდინარე "საპაჯა-აშკისორის" ციხის მფლობელი ფეოდალები არ იყვნენ მცხეთის კათალიკოსის მფლობელობაში, მაგრამ ზრუნავდნენ ოშკის მონასტრის უსაფრთხოებაზე.მათ საკუთარ სამფლობელოში ექნებოდათ საკუთარი ეკლესია და მასთან არსებული საგვარეულო სასაფლაო.ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი ფაქტები იძლევა საფუძველს, რომ 95%-ის სიზუსტით როსტომის საგვარეულოს ძველი რეზიდენცია იყო "საპაჯა-აშკისორის"ციხე. ეს საფეოდალო მოიცავდა თორთომის ხეობის ჩრდილოეთ რაიონს.მისი დასავლეთი საზღვარი მდინარე ჭოროხი იყო. ჭოროხს გაღმა კი უკვე პარხალი მდებარეობდა. სავსებით შესაძლებელია, რომ ოშკის სამონასტრო კომპლექსი უშუალოდ ამ მსხვილი საფეოდალოს ტერიტორიაზე მდებარეობდა, მაგრამ მონასტერი მცხეთის კათალიკოსის მფლობელობაში იყო და თავისი სამონასტრო ცხოვრების წესით ცხოვრობდა, ხოლო ეს ფეოდალი კი თავისი საერო ცხოვრების წესით. აქედან გამომდინარე ეს მსხვილი ფეოდალი ბუნებრივია ზრუნავდა მისი საფეოდალოს ტერიტორიაზე არსებული სამონასტრო კომპლექსის უსაფრთხოებაზე. ეს უფრო რეალურია. მას შემდეგ რაც ამ საგვარეულოს მეთაური როსტომი ფეოდალურ იერარქიაში დაწინაურდა და გახდა მთელი თორთომის ხეობის მფლობელი ის უკვე გადაიქცა ძალიან დიდ ფეოდალად. ამ უკვე დიდმა ფეოდალმა როსტომმა, რომელიც ადგილობრივი წარმომავლობის იყო და სარგებლობდა ადგილობრივი მოსახლეობის ძლიერი მხარდაჭერით შექმნა ფეოდალთა საკუთარი ძლიერი დაჯგუფება იმიერტაოში და თორთომში.ეს დაჯგუფება მჭიდროდ დაუკავშირდა არტანუჯის სამეფო საგვარეულოს მეთაურს.ხოლო რაც შეეხება ამ უცნობი ციხესიმაგრის ისტორიას.მკვლევარები ამ ციხის მახლობლად ყოფილი ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩენილ წარწერებს მიაკუთვნებენ დაახლოებით მე-9-მე-10 საუკუნეებს.აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ ეს ციხესიმაგრეც ამ საუკუნეებში უკვე არსებობდა. თუმცა ეს ის თარიღებია, რომლებიც ჯერჯერობით ნაპოვნია. ციხესიმაგრის დაარსების თარიღი ძალიან დიდი ალბათობით უფრო ძველია.ჯერ იქმნება ფეოდალური სამფლობელო და საფორტიფიკაციო ნაგებობა, ხოლო შემდგომ შენდება ეკლესია-მონასტრები.აქედან გამომდინარე ეს ციხესიმაგრე მე-8 საუკუნეში უკვე არსებობდა.მკვლევარები ფიქრობენ, რომ ეს ციხესიმაგრე იმიერტაოელი დიდი ფეოდალების ჩორდვანელების რეზიდენცია იყო, რომლებიც მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ოშკის განთქმულ სამონასტრო კომპლექსთან.ეს ვერსია სავსებით რეალურია.კიდევ უფრო მეტიც, მე დავამატებ, რომ ჩორდვანელების საგვარეულო წარმომავლობა ამ მასშტაბურ ციხესიმაგრეს უნდა უკავშირდებოდეს. ძველად რა თქმა ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ფეოდალური საგვარეულოს მეთაურებს მათი რეზიდენციის ანუ ციხესიმაგრის სახელწოდებით მოიხსენიებდნენ. ციხესიმაგრის სახელწოდება ხშირად მათი გვარის სათავე ხდებოდა.აქედან გამომდინარე ეგრეთწოდებული "საპაჯა-აშკისორის" ციხის ნამდვილი სახელი იყო "ჩორდვანის ციხე". და აი ამ ციხიდან წარმოიშვა ზედწოდება "ჩორდვანელი". ჩორდვანელებმა თავიანთი ძლიერების ზენიტს მიაღწიეს მე-10 საუკუნეში. ტაო-კლარჯეთის სამთავროს ისტორია არ იწყება მხოლოდ მე-8-მე-9 საუკუნეებით. ერთერთი ძველი სომხური წყარო ანტიკურ ტაოს უწოდებს "მრავალი ციხის ქვეყანას". ეს ციხე მე-8 საუკუნეში უეჭველად არსებობდა, მაგრამ ის კიდევ უფრო ძველია და სრულიად შესაძლებელია ანტიკური ეპოქიდან იღებს სათავეს.ბუნებრივია სხვადასხვა საუკუნეებში ხდებოდა მისი განახლება-რესტავრაცია.ჩორდვანელების საგვარეულო კი თორთომის ხეობის ერთერთი უძველესი საგვარეულოა. მათი რეზიდენცია კი იყო "ჩორდვანის ციხე" საიდანაც წარმოიშვა ზედწოდება "ჩორდვანელი". ხოლო თუ რა იყო მათი ნამდვილი ისტორიული გვარი ეს წყაროებმა არ შემოგვინახეს. აი ეს არის ამ ციხის და ამ ციხესთან დაკავშირებული ჩორდვანელების საგვარეულოს წარმოშობის ყველაზე რეალური ვერსია.სხვა ვერსია ამ შემთხვევაში არ არსებობს. რადგანაც ჩორდვანელების საგვარეულო ფლობდა თორთომის ხეობას, ამიტომ ბუნებრივია, რომ თორთომის ციხეც ჩორდვანელების საგვარეულოს მიერ არის აგებული. ეს იყო მათი მეორე რეზიდენცია. ზემოთხსენებული როსტომის საგვარეულო თუ რომელი საუკუნიდან ფლობდა ამ "ჩორდვანის ციხეს" რა თქმა უნდა უცნობია.შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს იყო თორთომის ხეობის ერთერთი უძველესი ფეოდალური საგვარეულო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე ფლობდა ამ ციხეს. შეიძლება გაჩნდეს ვერსია, რომ ამ როსტომის საგვარეულო ხომ არ უკავშირდება ჩორდვანელების ნამდვილ წყაროებისთვის უცნობ ისტორიულ გვარს? ანუ როსტომი ხომ არ ატარებდა ჩორდვანელთა ნამდვილ ისტორიულ გვარს? იქნებ როსტომის საგვარეულო იყო ჩორდვანელთა უცნობი უძველესი საგვარეულო, რომელიც არ ფლობდა ზედწოდებას "ჩორდვანელს" და არსებობდა მხოლოდ თავისი ისტორიული ფორმით ზედწოდების გარეშე. ხოლო ოშკის მონასტერი კი კათალიკოსის მფლობელობაში იყო გადასული, მაგრამ ამ საფეოდალოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა. პირადად მე ასეთ ვერსიას ხელაღებით ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ, რადგანაც ეს ძალიან საკამათო თემაა. რაც შეეხება ვერსიას ვიტყვი, რომ არსებობის უფლება აქვს. ამ ვერსიის სასარგებლოდ არის შემდეგი არგუმენტები: 1.უცნობია ჩორდვანელთა ნამდვილი გვარი. 2. როსტომის საგვარეულო ფლობდა იმავე ციხესიმაგრეს და საფეოდალოს, რომელსაც ფლობდნენ ჩორდვანელები. 3. როსტომის საგვარეულო აშკარად სარგებლობდა ავტორიტეტით ტაოს დიდ ფეოდალებში, რაც მისი საგვარეულოს ძველ და ძლიერ გენეალოგიურ ფესვებზე მიგვანიშნებს. თორთომის ხეობაში კი ძველ დროში უპირობოდ დომინირებდა ჩორდვანელთა უცნობი დიდი ფეოდალური საგვარეულო. ეს საკმაოდ ყურადსაღები არგუმენტებია, რომელიც ამ ვერსიას საკმაოდ ამყარებს. მით უფრო იმ დროს, როცა სხვა უფრო არგუმენტირებული ალტერნატიული ვერსია ამ ეტაპზე ფაქტიურად არ გაგვაჩნია. მოკლედ პირდაპირ ვიტყვი, რომ მე ამ ვერსიას ვემხრობი და ვფიქრობ, რომ როსტომის საგვარეულო უკავშირდება ჩორდვანელთა უცნობ საგვარეულოს. ერთი ვერსიით როსტომის საგვარეულოს გაძლიერება თორთომის ხეობაში და ტაოში იწყება მე-8 საუკუნიდან ადრეფეოდალური ტაო-კლარჯეთის სამთავროს დაარსებიდან და თავისი ძლიერების ზენიტს აღწევს მე-10 საუკუნეში. თვითონ ეს საგვარეულოც ამ ვერსიით წარმოშობილი უნდა იყოს სავარაუდოდ მე-8 საუკუნეში, რომელიღაც ადგილობრივი თორთომის ხეობის სხვა უფრო ძველი საგვარეულოდან და მისი რეზიდენცია ხდება ჩორდვანის ციხე და ფლობდა მე-8 საუკუნეში თორთომის ხეობის ჩრდილოეთ რაიონს. როსტომის საგვარეულოს ანუ ჩორდვანელთა საგვარეულოს წინაპარი საგვარეულო უნდა იყოს ჩვენთვის უცნობი საგვარეულო, რომელიც ეკუთვნოდა თორთომის ხეობის მმართველ ერისთავებს. ამ თორთომის ხეობის ერისთავთა უცნობი ძველი საგვარეულოდან მე-8 საუკუნეში წარმოიშვა ერთერთი ახალი შტო ახალი საგვარეულოს სახით, რომელიც დამკვიდრდა ჩორდვანის ციხეში და მე-8 საუკუნეში დაარსეს თავიანთი საფეოდალო ხეობის ჩრდილოეთ რაიონში. მე-11 საუკუნეში იმიერტაო ბიზანტიის მფლობელობაში მოექცა რამდენიმე ათეული წლის მანძილზე. მათ შორის თორთომის ხეობის მფლობელი ფეოდალ ჩორდვანელთა სამფლობელო. ოშკის ტაძარზე 1036 წელს შესრულებული წარწერით მოხსენიებულია ამ პერიოდში ტაძრის მოხატულობის ქტიტორის სახელი "პატრიკი (პატრიკიოზი) ჯოჯიკი". ეს ის პერიოდია როცა სამხრეთ ტაო იმყოფება ბიზანტიის მფლობელობაში დავიტ კურაპალატის ანდერძით. პატრიკიოზი მაღალი ბიზანტიური ტიტული იყო. როგორც ჩანს ბიზანტიამ მის მიერ შექმნილი იბერიის საკატეპანოს შემადგენლობაში შემავალ სამხრეთ ტაოს ოლქის მმართველად და სარდლად დაადგინა ადგილობრივი არისტოკრატიული საგვარეულო რომლებიც ატარებდნენ პატრიკიოზის ტიტულს. ერთერთი ასეთი პატრიკიოზი მე-11 საუკუნის 30 - იან წლებში იყო "ჯოჯიკი". ეს "ჯოჯიკი" უნდა იყოს ჩორდვანელთა საგვარეულოს წარმომადგენელი. თავის მხრივ ეს "ჯოჯიკი" დიდი ალბათობით იყო შორეული წინაპარი ზემოთხსენებული როსტომის. შეგვიძლია ჩავთვალოტ, რომ ეს "პატრიკიოზი ჯოჯიკი" და მე-10 საუკუნეში მოღვაწე სამხრეთ ტაოს მხედართმთავარი "ჯოჯიკი" ერთი და იგივე საგვარეულოს - ჩორდვანელთა წარმომადგენლები იყვნენ. ამ ორ მხედართმთავარს შორის არსებული ქრონოლოგიური ასაკი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ მე-11 საუკუნის "პატრიკიოზი ჯოჯიკი" იყო შვილიშვილი მე-10 საუკუნეში მცხოვრები დავით კურაპალატის მხედართმთავრის ჯოჯიკისა. და ეს ორივე "ჯოჯიკი" იყვნენ ჩორდვანელთა საგვარეულოს წარმომადგენლები. ეს საგვარეულო კი მე-9-11 საუკუნეებში წარმოადგენდნენ სამხრეთ ტაოს მხედართმთავრებს. ან ეს პატრიკიოზი ჯოჯიკი იყო ჩორდვანელთა შტოს ერთერთი წარმომადგენლის გაბრიელ ოჩოპინტრეს ძის შვილი. ეს გაბრიელი 998 წელს მხედართმთავრობდა ტაოელთა ჯარს ადარბადაგანის ამირა მამლანისა და სხვა ამირების კოალიციურ ჯარების წინააღმდეგ ომში. უფრო სავარაუდოა, რომ პატრიკიოზი ჯოჯიკი გაბრიელის შვილი ან შვილიშვილი იყო. {(დავით კურაპალატი არ იყო ტაოს მხოლოდ ერთპიროვნული და უალტერნატივო მფლობელი. დავით კურაპალატს გარდა ტაოში მოღვაწეობდნენ ტაოს მხედართმთავრები ჩორდვანელთა საგვარეულოდან, რომლებიც ანტიკური ტაოს დიდი მხედართმთავრების საგვარეულოს ფესვებზე იყვნენ აღმოცენებულნი. დავით კურაპალატი უფრო პოლიტიკური ფიგურა იყო. ხოლო მხედართმთავრობა და სამხედრო სფერო ტაოს მხედართმთავრების ხელში იყო მოქცეული. გამოთქმულია მოსაზრება, რომ დავით კურაპალატი მოკლეს. ეს მოსაზრება ეყრდნობა სომეხი ისტორიკოსების მათე ურჰაელის, სმბატ სპარაპეტის და არისტაკეს ლასტივერტეცის ცნობებს, რომლებიც დაბეჯითებით ამტკიცებენ რომ დავითი მოკლეს ტაოს ფეოდალებმა. ქართულ წყაროებში კი დავითის მკვლელობაზე ცნობები არ არსებობს. ერთი ვერსიით შესაძლებელია დავით კურაპალატი მოკლულია და სომეხი ისტორიკოსების ცნობები სწორია. დღესდღეობით რთულია იმის მტკიცება ამ მკვლელობის დაგეგმის კურსში იყვნენ თუ არა გარეშე ძალები, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რომ დავითი ამ ვერსიით მოკლეს ტაოს გავლენიანმა პირებმა. ამ შემთხვევაში ეს პირები არიან ტაოს ტრადიციული მხედართმთავრები. იმ დროს ტაოში ორი ძალა იყო. ერთი ეს იყო დავით კურაპალატის ხელისუფლება და მეორე ტაოს მხედართმთავრების ტრადიციული სამხედრო ძალა. მოვლენები ასე ვითარდება: სომეხი ისტორიკოსის არისტაკეს ლასტივერტეცის ცნობიტ ბასილი კეისარს როგორც კი გაუგია დავითის გარდაცვალების ამბავი მაშინვე წამოსულა ძლიერი ჯარით. ბუნებრივია კეისარს სურდა მიეღო ის რაც დავით კურაპალატის ანდერძით ეკუთვნოდა. ლასტივერტეცის ცნობით ბასილი კეისარს შეეგებნენ ტაოს ფეოდალები თავიანთი ჯარით. ყურადღებას იქცევს ის ფაქტი, რომ ტაოს ფეოდალები არ შეგებებიან კეისარს მორჩილად და თავდახრით, არამედ მთელი ტაოს ჯარით შეეგებნენ მას. ეს იყო პირდაპირი ნიშანი იმისი, რომ თუ კეისარი მათ პირობებს არ მიიღებდა ისინი არ აღიარებდნენ ბასილი კეისრის ხელისუფლებას და საომრად გამზადებულები იომებდნენ კეისრის წინააღმდეგ. ეს ფაქტი იძლევა საფუძვლიანი ვარაუდის მიზეზს, რომ დავით კურაპალატის მკვლელობა არ იყო წინასწარ შეთანხმებული ბიზანტიის ხელისუფლებასთან და კეისარი არ იყო ამ საქმეში გარეული. ეს შეხვედრა შედგა ისტორიული დიდი სომხეთის ტერიტორიაზე, ეკეღეაცის გავარში. ისინი ალბათ ითხოვდნენ ფართო ავტონომიას იმპერიის შემადგენლობაში. საბოლოოდ ეს შეხვედრა მორიგებით მთავრდება. როგორც წესი იყო ბასილი კეისარმა ზავის, მშვიდობის და ერთგულების გარანტად თან წაიყვანა ტაოს მხედართმთავრების საგვარეულოს ორი წარმომადგენელი - ძმები ფევდატე და ფერსი ბიზანტიაში. ამ ძმებს ბიზანტიაში კეისარმა უბოძა პატრიკიოზის ტიტული. ამ ფაქტითაც დასტურდება, რომ ტაოს მხედართმთავრები ძალიან გავლენიანი პირები იყვნენ. პატრიკიოზის ტიტულს იმპერატორები ანიჭებდნენ ფრანკთა მეფეებსაც. ხოლო ჩორდვანელთა საგვარეულოს უფროსი წარმომადგენელი დიდი ალბათობით იმ დროს იყო გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მას შემდეგ რაც დავით კურაპალატმა თავისი სამფლობელო ანდერძით გადასცა ბიზანტიის კეისარს ამის შემდეგ ტაოს მხედრობა ძალიან გააქტიურდა მაჰმადიანი ამირების წინააღმდეგ ბრძოლაში და ისინი მონაწილეობენ თავიანთი ქვეყნიდან საკმაო დაშორებულ საომარ კამპანიებში. ასეთი აქტიური საომარი კამპანიები მაჰმადიანი ამირების წინააღმდეგ გრძელდებოდა დავით კურაპალატის სიცოცხლის ბოლომდე. ეს არ იყო თავდაცვითი ომები ტაოს დასაცავად არამედ წარმოადგენდნენ თავდასხმით ომებს ამირების წინააღმდეგ. ეს ფაქტი გვაფიქრებინებს იმას, რომ გარდა ანდერძით სამფლობელოს გადაცემისა დავით კურაპალატი კისრულობდა ვალდებულებას, რომ ტაოს მხედრობას მუდმივად ებრძოლა მაჰმადიანი ამირების წინააღმდეგ და თავს დასხმოდა მათ სამფლობელოებს. ანუ დავითი აკეთებდა ბიზანტიის საქმეს და თავისი თავდასხმებით ასუსტებდა მაჰმადიან ამირებს. ამით ის ბიზანტიის საუკეთესო სამხედრო მოკავშირე იყო აღმოსავლეთში. ეს ფაქტი ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ დავითის მკვლელობა არანაირად არ აწყობდა ბასილი კეისარს და მას არანაირი კავშირი არ ქონდა დავითის სიკვდილთან. მეორე ვერსიით კი შეიძლება დავითი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილი. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქები, რომ დავითის მკვლელობაზე ქართულ წყაროებში არანაირი ცნობები არ არსებობს. აბა რატომ უნდა დაემალათ ეს ფაქტი ქართველ მემატიანეებს? არ ვიცი. ამავე დროს 1001 წელს როცა დავითი გარდაიცვალა ის დაახლოებით 70 წლის იყო. იმ ეპოქაში ეს დიდი ასაკია და ის შეიძლება ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილიყო. იმ ეპოქაში 70 წელი უდრის დღევანდელ 90 - 95 წელს. სომხურ წყაროებში, რომ ყოფილიყო ცნობა დავითის მახვილით, შუბით ან ნაჯახით სისხლიან მკვლელობაზე უფრო დასაჯერებელი იქნებოდა, მაგრამ სომხურ წყაროებში წერია, რომ ის ფარულად მოკლეს მოწამვლით. აბა როგორ გავიგოთ ღრმად მოხუცებული დავითი თავისი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა თუ ის ფარულად მოწამლეს. ამის დადგენა ასეთ შემთხვევაში მხოლოდ თანამედროვე სამედიცინო ექსპერტიზას შეუძლია. ხოლო იმ ეპოქაში ვის შეეძლო იმის დადგენა დავითის სიკვდილი ბუნებრივი იყო თუ ფარული მკვლელობა. მას შეიძლება გარდაცვალებამდე ქონდა სერიოზული პოლიტიკური უთანხმოება და კონფლიქტი ტაოს მხედართმთავრებთან. მისი გარდაცვალება ხდება ამ პოლიტიკური კონფლიქტის პერიოდში რაც ხდება მიზეზი ხმების გავრცელების, რომ ის ფეოდალებმა მოწამლეს და მოკლეს ფარულად. ანუ მხედართმთავრებთან მისი პოლიტიკური დაპირისპირება და გარდაცვალება დაემთხვა ერთმანეთს და ეს ხდება მიზეზი მისი თითქოსდა ფარული მკვლელობის. ბოლოსდაბოლოს ყველაფერს ამას, რომ თავი დავანებოთ ღრმად მოხუცებული დავითი აბა ვის რა პრობლემებს შეუქმნიდა და ამ მოხუცებული ადამიანის მოკვდინება რა აუცილებელი იყო. ასეთ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. ამ ღრმად მოხუცებულ ადამიანზე ხელის აღმართვას არავინ არ კადრებდა თავის თავს. ბოლოსდაბოლოს თუ ის სიბერეში ძალიან ჭირვეული გახდებოდა ტაოს მხედართმთავრები მას უბრალოდ იზოლაციაში მოაქცევდნენ და ყურადღებას არც მიაქცევდნენ მის ჭირვეულობას. ტაოს მხედართმთავრები მეომრები იყვნენ და მათ საამაყოდ მიაჩნდათ ძლიერ მტრებთან შერკინება ბრძოლის ველზე და არა მოხუცებულ და დაუძლურებულ ადამიანზე ხელის აღმართვა და მასთან ბრძოლა. და ბოლოს თვითონ სომხურ წყაროებში ზოგან დავითის ფარულ მოწამვლაზეა საუბარი, ხოლო ერთერთი წყარო ამბობს, რომ ის ეპისკოპოსმა თავისი ხელით ბალიშით დაახრჩოო. აბა ეპისკოპოსი როგორ გააკეთებდა ამას საკუთარი ხელით? ეს ხომ აბსურდია. აქედან გამომდინარე დიდი ალბათობით ეს ცნობები ადრეულ ყალბ ჭორებზეა აგებული. დავითის სიცოცხლის ბოლო წლებში ტაოში მთელი დე-ფაქტო ძალაუფლება ისედაც იქნებოდა ძლიერი მხედართმთავრის გაბრიელ ოჩოპინტრეს ძის ხელში. შესაძლებელია ის ფაქტი, რომ დავითი სიცოცხლის ბოლო წლებში მთლიანად იყო ჩამოცილებული ხელისუფლებას და ხელისუფლება მთლიანად მხედართმთავარ გაბრიელის ხელში იყო გახდა დავითის გარდაცვალების გარშემო შექმნილი ჭორების საფუძველი. ხოლო დავითის გარდაცვალების შემდეგ ტაოში პოლიტიკური და სამხედრო ძალაუფლება მთლიანად გაბრიელის და მისი შთამომავლების - პატრიკიოზების ხელშია, რომელთა ერთერთი წარმომადგენელია პატრიკიოზი ჯოჯიკი. დავიტის გარდაცვალების შემდეგ ბიზანტიის ხელისუფლებამ სამხრეთ ტაო თავის ავტონომიურ მფლობელობაში აიყვანა და მის მხედართმთავრებად პატრიკიოზები დაადგინა. ასეთი გადაწყვეტილება ბასილი კეისარმა მიიღო მას შემდეგ რაც ბასილი კეისარი და ტაოს მხედართმთავრები ერთმანეთს შეხვდნენ ეკეღეაცის გავარში, სომხეთის ტერიტორიაზე. ტაოს მხედართმთავრებმა თავის იარაღასხმულ და საომრად გამზადებულ ტაოს მხედრობასთან ერთად ბასილს თავიანთი მოთხოვნები წაუყენეს და საბოლოოდ შეთანხმებასაც მიაღწიეს. დავითმა დიდი წვლილი შეიტანა და ფაქტიურად მისი დამსახურება იყო ქვეყნის გაერთიანება. რომ არა დავით კურაპალატი ბაგრატ მესამე ვერასდროს შეძლებდა ქვეყნის გაერთიანებას. ქვეყნის გაერთიანება დავით კურაპალატისა და ტაოს მხედართმთავრების დამსახურებაა. მათ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ხელი მოკიდეს ბაგრატს, წაიყვანეს და ტახტზე დასვეს. მაგრამ ბაგრატ მესამემ არ დაუფასა ეს დიდი ამაგი თავის მფარველს და დავითის წინააღმდეგ მოინდომა გალაშქრება და მისი დამხობა. ეს იყო დიდი ვერაგობა ბაგრატის მხრიდან. აქედან ჩანს თუ როგორი ბუნების მატარებელი იყო ბაგრატი. ამ უდიდესმა ვერაგობამ როგორც ჩანს გული აუცრუა დავით კურაპალატს თავის ნათესავებზე და ბაგრატზე. რაც შეეხება დავითის მიერ მისი სამფლობელოების ანდერძით გადაცემას ბასილი კეისარზე ეს ეყრდნობა არაბი ისტორიკოსის იაჰია ანტიოქიელის მონათხრობს. მისი მონათხრობით ბარდა ფოკას ამბოხის დროს დავითი ფოკას მიემხრო. რადგან ეს ამბოხი დამარცხდა ამის შემდეგ კეისარმა აიძულა დავითი რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელოების მემკვიდრედ კეისარი იქნებოდაო ანდერძით. შესაძლებელია, რომ არაბი ისტორიკოსის მონათხრობი ნაწილობრივ არაზუსტია. აბა რატომ უნდა გამოსულიყო დავითი ბასილი კეისრის წინააღმდეგ? მას ხომ შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდა კეისართან. ბასილი კეისარმაც მას აღმოსავლეთში საჩუქრად გადასცა დიდი ტერიტორიები. კეისარი დიდ პატივს სცემდა და აფასებდა დავითს. დავითიც ძალიან შორსმჭვრეტელი და გონიერი ადამიანი იყო და ასეთ უგუნურ ავანტიურაში რატომ მიიღებდა მონაწილეობას. დავითი ნამდვილად არ გავდა ისეთ ადამიანს რომელიც უმიზეზოდ ასეთ უგუნურებაში შეყოფდა თავს და თავის მეგობარს და მოკავშირეს ბასილი კეისარს დაუპირისპირდებოდა. ამიტომ დავითის მიერ ანდერძით თავისი სამფლობელოების გადაცემა კეისრისთვის შესაძლებელია სხვა მიზეზით იყო განპირობებული. მეორე ვერსიით ამისი მიზეზი შესაძლებელია მდგომარეობდა შემდეგში: ამ აქტამდე ცოტა ხნით ადრე ბაგრატ მესამეს ჰქონდა მცდელობა გაელაშქრა დავითის წინააღმდეგ. როგორც ჩანს ბაგრატის ამ ვერაგობამ ძალიან იმოქმედა დავითზე. მას მემკვიდრე არ ყავდა და ამიტომ დაწერა ანდერძი, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ მისი სამფლობელო ბიზანტიის კეისრის მფლობელობაში გადავიდოდა. აქედან გამომდინარე დავითის ანდერძის მიზეზი არა მისი კეისრის წინააღმდეგ გამოსვლა იყო არამედ ბაგრატ მესამის ვერაგული საქციელი. მისი საქციელით გაბრაზებულმა დავითმა თავის მემკვიდრედ ბასილი კეისარი გამოაცხადა. დავითის ამ გადაწყვეტილებას კი მხარი დაუჭირეს ტაოს გავლენიანმა მხედართმთავრებმაც. ბაგრატის ვერაგულმა საქციელმა ბუნებრივია ტაოს მხედართმთავრებზეც ძალიან იმოქმედა. ტაოს მხედართმთავრებმაც ხომ დავითთან ერთად გადამწყვეტი როლი ითამაშეს ბაგრატის ტახტზე აყვანაში და ქვეყნის გაერთიანებაში. დავითი და ტაოს მხედართმთავრები ხვდებოდნენ, რომ ბაგრატი ადრე თუ გვიან მომავალში კვლავ ეცდებოდა ტაოში შემოჭრას როცა ხელსაყრელი სიტუაცია დადგებოდა. ამიტომ პატარა სამხრეთ ტაოს სჭირდებოდა საიმედო მოკავშირე და ასეთ მოკავშირედ ბასილი კეისარი აირჩიეს. ბოლოსდაბოლოს დავით კურაპალატს მოკავშირე სჭირდებოდა საგარეო მტრებთანაც. ბაგრატის იმედი აღარ ქონდა და მოკავშირედ ბიზანტია აირჩია. ბიზანტიასაც ჭირდებოდა აღმოსავლეთში ძლიერი მოკავშირე და ასეთი დავითი იყო. ასეთ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. ამ ვერსიის სასარგებლოდ და მტკიცებად გამოდის ის ფაქტი, რომ ამ ანდერძამდე ცოტა ხნით ადრე დავითს სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა ბაგრატთან. ამ დაპირისპირების შემდეგ კი როგორც ჩანს მან ბაგრატი ამოშალა თავისი მემკვიდრეობიდან და ბიზანტიის კეისარს დაუახლოვდა. ისეთი ცნობა რომელიც ამ არაბ ისტორიკოსს აქვს დავითზე არ არსებობს არც ქართულ და არც ბიზანტიურ წყაროებში. ამიტომ ჩემი რწმენით დავითის მიერ თავისი სამფლობელოს კეისარზე ანდერძით გადაცემის ის მიზეზი რომელიც არაბ ისტორიკოსს აქვს მოყვანილი მოგვიანებით გავრცელებულ რომელიღაც ჭორზეა დაფუძნებული. პირადად მე პატივს ვცემ და ძალიან ვაფასებ დავით კურაპალატს როგორც პოლიტიკურ ფიგურას ასევე როგორც პიროვნებას და მის პიროვნულ ადამიანურ თვისებებს. ორიოდე სიტყვით შევეხოთ ტაოს ძლიერ მხედართმთავარს გაბრიელ ოჩოპინტრეს ძეს. გაბრიელი მხედართმთავრობდა 998 წელს ქართველთა და სომეხთა დაახლოებით 30 000 - იან ლაშქარს ადარბადაგანის ამირა მამლანის და ხორასნისა და სხვა სპარსეთის ამირების წინააღმდეგ დიდ ბრძოლაში. სომეხი ისტორიკოსის ასოღიკის ცნობით ამირების გაერთიანებული ჯარების რაოდენობა 100 000 მეომარი იყო. ეს ციფრი რეალობასთან ახლოსაა რადგან აქ იყო სპარსეთის ამირების კოალიციური ჯარები. აქ იყო საპარსეთის უკიდურესი აღმოსავლეთ რეგიონიდან ხორასნის ამირას ლაშქარიც. ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ამ ბრძოლაში ფაქტიურად მთელი ირანი იბრძოდა. ქართველ-სომეხთა ლაშქრის შემადგენლობა ასეთია: სამხრეთ ტაოდან ანუ დავით კურაპალატის სამფლობელოდან - 14 000 მეომარი (ამ დროს აღმოსავლეთი სპერი კვლავ ტაოს შემადგენლობაში იქნებოდა), გურგენ ქართველთა მეფეს ჩრდილოეთიდან 6 000 მეომარი გამოუგზავნია. სომეხთა მეფე გაგიკს ასევე 6 000 მეომარი გამოუგზავნია. კარის (ვანანდის) მეფე აბასი დაახლოებით 4 000 მეომარს გამოაგზავნიდა. ესე იგი სულ გაბრიელის დაქვემდებარებაში იყო 20 000 ქართველი და 10 000 სომეხი მეომარი. ბუნებრივია სომხეთის მეფეს და გურგენ ქართველთა მეფეს შეეძლოთ უფრო დიდი რაოდენობით ჯარების გამოგზავნა, მაგრამ როგორც ჩანს მხედართმთავარი გაბრიელი მოკავშირეებისგან მოითხოვდა არა რაოდენობას არამედ ხარისხს. ამიტომ მოკავშირეებმა გამოაგზავნეს მხოლოდ ძალიან გამოცდილი და ბრძოლისუნარიანობით გამორჩეული ელიტური რაზმები. ამ ბრძოლაში გაბრიელის მხედართმთავრობით ქართველთა და სომეხთა ლაშქარმა დიდი გამარჯვება მოიპოვა. ეს იყო გენერალური ბრძოლა და ფინალი იმ ბრძოლების შემდეგ რასაც დავით კურაპალატი და ტაოს მხედართმთავრები აწარმოებდნენ მე-10 საუკუნის 80 - 90 - იან წლებში. უფრო ადრე უეჭველად ეს გაბრიელი მხედართმთავრობდა ტაოელთა ლაშქარს როცა მათ ქალაქი მანაზკერტი აიღეს და იქიდან მაჰმადიანები განდევნეს. მანაზკერტის აღება მოხდა 990 - იანი წლების პირველ ნახევარში. მანაზკერტის აღების შემდეგ სპარსეთის და არაბთა ამირებმა ელჩები გამოაგზავნეს დავით კურაპალატთან და იმუქრებოდნენ, რომ ქალაქ მანაზკერტს თუ არ დატოვებდნენ მაშინ გაერთიანებული ძალებით გამოილაშქრებდნენ ტაოს წინააღმდეგ, მაგრამ ამირებმა უარი მიიღეს. ამის შემდეგ ამირების გაერთიანებულმა ლაშქარმა სცადა ტაოზე გამოლაშქრება და დიდი ძალებით წამოვიდნენ. ამირების გაერთიანებული ლაშქარი და ტაოელთა და მათი მოკავშირეების გაერთიანებული ლაშქარი ერთმანეთს შეხვდნენ ისტორიული სომხეთის ტერიტორიაზე ბაგრევანდის პროვინციაში ქალაქ ვალაშკერტთან. ამირებმა ბრძოლა ვერ გაბედეს და უბრძოლველად გაბრუნდნენ უკან. ასეთ ცნობას იძლევა სომეხი ისტორიკოსი. თუმცა აქ სხვა რაღაცასთან უნდა იყოს საქმე. როცა ამხელა კოალიციური ისლამური არმია უბრძოლველად უკან გაბრუნდა არა მგონია, რომ მათ ვერ გაბედეს ომის დაწყება. მე ვვარაუდობ, რომ ამ კონფლიქტში ჩაერივნენ ბიზანტიელი ელჩები და მოხდა რაღაც სამმხრივი შეთანხმება და მიღწეული იქნა პოლიტიკური კომპრომისული გადაწყვეტილება. ამ შეთანხმების შემდეგ კი ისლამური დიდი კოალიციური ძალები უკან გაბრუნდნენ. მე ვვარაუდობ, რომ ეს იყო ამ დიდი შეტაკების შეწყვეტის მიზეზი. მე-10 საუკუნის 90 - იანი წლების ამ საომარ კამპანიებში ქართველთა ლაშქარს უეჭველად გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე მხედართმთავრობდა. ამ დროს დავით კურაპალატი უკვე ასაკოვანი ადამიანი იყო და მხედართმთავრობა მთლიანად გაბრიელის ხელში იქნებოდა. აქედან გამომდინარე გაბრიელი ძლიერი და გავლენიანი მხედართმთავარი იყო. სხვათა შორის დავით კურაპალატი არც ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ დიდ ბრძოლაში არ ღებულობდა მონაწილეობას. ის მაშინ ბევრად უფრო ახალგაზრდა იყო. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ მხედართმთავრობა მთლიანად ტაოს ტრადიციული მხედართმთავრების საგვარეულოს ხელში იყო მოქცეული. დავითი კი მუდმივად პოლიტიკური ფიგურა იყო. 998 წლის დიდ ომში 4 ქართულ-სომხური სამეფოების რაზმები იბრძოდნენ, მაგრამ არც ერთი მეფე არ იყო ბრძოლის ველზე. ყველა მეფე აღიარებდა გაბრიელს როგორც დიდ მხედართმთავარს და მას უთმობდნენ მთავარსარდლობას. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა თუ რა გავლენიანები იყვნენ ტაოელი ტრადიციული მხედართმთავრები თორთომის ხეობიდან. )}. მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში საქართველოს გაერთიანებულმა სამეფომ კვლავ აღადგინა ამ მხარეში თავისი ძალაუფლება. მე-11 საუკუნის შემდეგ ჩორდვანელები წყაროებში არ იხსენებიან. საქართველოს ხელისუფლებამ, რომელიც ბუნებრივია ბოლომდე არ ენდობოდა იმიერტაოს ფეოდალებს ბიზანტიის იმპერიასთან თანამშრომლობის გამო მათ მიმართ გარკვეული ზომები გაატარა. ეს ზომები შეეხო ჩორდვანელებსაც. მათ ჩამოართვეს თორთომის მთელ ხეობაზე მფლობელობა და დაუტოვეს მხოლოდ ჩორდვანის ციხე("საპაჯა-აშკისორი") და თორთომის ხეობის ჩრდილოეთი რაიონი. მათ აგრეთვე ჩამოართვეს ოშკის მონასტერი და საქართველოს კათალიკოსს გადასცეს. თუმცა ტერიტორიულად ეს მონასტერი ამ საფეოდალოს ტერიტორიაზე დარჩა. ამ საფეოდალოს მფლობელმა რაღაც მიზეზების გამო არ მიიღო ზედწოდება "ჩორდვანელი" და არსებობა გააგრძელა თავისი ნამდვილი ისტორიული გვარით. შეიძლება ამ ზედწოდებას მხოლოდ ამ საგვარეულოს ერთერთი შტო ატარებდა, ხოლო სხვა შტოები თავიანთი ნამდვილი გვარით იწოდებოდნენ. ჩემი ვარაუდით ამ საგვარეულოს მხოლოდ ერთერთი რომელიღაც შტოს ზოგიერთი წარმომადგენელი იწოდებოდა როგორც "ჩორდვანელი". ჩორდვანელები ძველი და განთქმული საგვარეულო იყო. მათ ააშენეს ათონის მთის ივერთა მონასტერი. ამიტომ საქართველოს სამეფო კარი ეგრე ხელაღებით ვერ გაანადგურებდა ამ საგვარეულოს. მათ ჩამოართვეს გარკვეული მფლობელობა, ჩამოართვეს ოშკის მონასტერი და დაუტოვეს მხოლოდ ხეობის ჩრდილოეთი რაიონი. და აი ამ ფეოდალის და ამ საგვარეულოს პირდაპირი შთამომავალი იყო ზემოთხსენებული როსტომი. 1535 წელს მომხდარი სამთავრობო გადატრიალების შემდეგ გამარჯვებული როსტომი ოფიციალურად გამოაცხადებდა, რომ მისი საგვარეულო უკავშირდება იმიერტაოელი ჩორდვანელების ისტორიული საგვარეულოს. რომ მისი წინაპრები იყვნენ იმიერტაოს მხედართმთავრები და სპასალარები. ხოლო ჯაყელები არიან მხოლოდ კალმახის ციხის მფლობელი სულა კალმახელის შთამომავლები. ამით ის სამხრეთ საქართველოს ჯარების მთავარსარდლობაზე თავის იურიდიულ უფლებებს წარმოაჩენდა. და ეს აღიარა არტანუჯის სამეფო საგვარეულოს მეთაურმა. ხოლო ქაიხოსრო ჯაყელი შეეგუა ახალ რეალობას და მანაც აღიარა თორთომელი ახალი მხედართმთავრის უფლებები სამხრეთ საქართველოს ჯარების მთავარსარდლობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ თორთომის ხეობის მოსახლეობა მრავალრიცხოვანი იყო, ამიტომ ამ ხეობის ერთერთი გავლენიანი ფეოდალის სამფლობელოში სრულიად შესაძლებელია ცხოვრობდა დაახლოებით 2 500-3 000 კომლი.ეს რაოდენობა კი ზოგადად საქართველოს მასშტაბით იმ ეპოქაში ძალიან დიდი ფეოდალის ანუ დიდებული თავადის მფლობელობას შეესადაგებოდა. ამ ციხესიმაგრის სახელწოდება მე-16 საუკუნეშიც ბუნებრივია იყო "ჩორდვანის ციხე", მაგრამ ქართულმა ისტორიულმა წყაროებმა ამ ციხეზე რატომღაც არანაირი ცნობა არ შემოინახა. თუმცა ასეთი უცნობი ციხეები ტაო-კლარჯეთში საკმაოდ ბევრია. კარგი იქნება თუ მომავალში უფრო უკეთ მოხდება ამ ციხის შესწავლა, მისი ძველი პარამეტრების დაზუსტება და მისი სავარაუდო ძველი იერსახის კომპიუტერული რესტავრაცია. ეს ხომ თორნიკე ერისთავის და მისი წინაპრების ძირძველი საგვარეულო ციხეა. ამ კვლევებით, ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით თანდათან იკვეთება შემდეგი ფაქტი: თორთომის ხეობის ადგილობრივ ძირძველ ფეოდალურ საგვარეულოებში დომინირებდა სამი ფეოდალური საგვარეულო. ერთი ეს იყო აღჯაყალას ციხის მფლობელი ფეოდალები ანუ ქურცინას საგვარეულო, მეორე ეგრეთწოდებული "საპაჯა-აშკისორის", იგივე ჩორდვანის ციხის მფლობელი ფეოდალების ანუ როსტომის საგვარეულო. და მესამე ეს იყო ხახულარების საგვარეულო. ეს იყო ხეობის სამი მსხვილი ფეოდალური საგვარეულო. ოსმალურ წყაროებზე დაყრდნობით შეგვიძლია ამ ხეობის დაახლოებითი სურათის აღდგენა.სულ ხეობაში ცხოვრობდა დაახლოებით 13 ათასი კომლი.ქურცინას და როსტომის ფეოდალური სახლების მფლობელობაში სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო დაახლოებით 20-20 სოფელი.თორთომის ხეობაში საკმაოდ ხშირი იქნებოდა დაახლოებით 150 კომლიანი სოფლებიც.ამ ორი მსხვილი ფეოდალიდან თითოეული ფლობდა დაახლოებით 20 სოფელს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ თუ აღჯაყალას ციხის მიმდებარედ ცხოვრობდა რამდენიმე ასეული კომლი, ბუნებრივია "საპაჯა-აშკისორის" ანუ ჩორდვანის ციხის მიმდებარედაც ცხოვრობდა დაახლოებით ამდენივე კომლი. ორივე ამ მსხვილი საფეოდალოს ადმინისტრაციული ცენტრის ანუ ფეოდალის რეზიდენციის გარშემო მოსახლეობის განსაკუთრებით მაღალი სიმჭიდროვე იყო. ამის დასტურია ევლია ჩელების ზემოთმოყვანილი ცნობა აღჯაყალას ციხის მიმდებარედ მრავალრიცხოვან დასახლებაზე. აქედან გამომდინარე სულ თითოეული ამ ფეოდალის სამფლობელოში ცხოვრობდა დაახლოებით 2 700-3 000 კომლი. ეს იმ შემთხვევაში თუ კი სოფლებში საშუალოდ ვივარაუდებთ დაახლოებით 100 კომლს. თუმცა ჩემი ვარაუდით სოფლების საშუალო კომლობრივი რაოდენობა 100-ზე უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო უეჭველად. ამ ორი ფეოდალიდან თითოეულის პირად მფლობელობაში იყო დაახლოებით 750 მეომრისგან შემდგარი ძლიერი ფეოდალური რაზმი. სულ თორთომის ხეობის ფეოდალური ჯარის რაოდენობა შეადგენდა სავარაუდოდ დაახლოებით 3 000 მეომარს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ კი ამ "საპაჯა-აშკისორის" საფეოდალოს ტერიტორიაზე მდებარეობდა ოშკის სამონასტრო კომპლექსი თავისი მამულებით, (რაც უეჭველად ასე იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ოშკის სამონასტრო კომპლექსზე უეჭველად იქნებოდა მიმაგრებული რომელიმე ფეოდალური საგვარეულო, რომელიც კათალიკოსის მფლობელობაში იქნებოდა, მაგალითად ისე, როგორც ხახულარების საგვარეულო. მაგრამ რადგანაც ოშკის შემთხვევაში ასე არ იყო, ამიტომ შეიძლება დაზუსტებით ჩაითვალოს, რომ ოშკი ამ საფეოდალოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა) მაშინ ამ საფეოდალოს ტერიტორია უფრო იზრდება. შესაბამისად ასეთ დიდ ტერიტორიაზე უნდა ყოფილიყო დაახლოებით 30 დიდი სოფელი. დაახლოებით 4 000 კომლი. აქედან დაახლოებით სავარაუდოდ 800--1 000 კომლი უშუალოდ ამ საფეოდალოს ცენტრში, "საპაჯა-აშკისორის" ციხესიმაგრის მიმდებარედ ცხოვრობდა. ამ საფეოდალოს ფეოდალური ჯარის რაოდენობა კი ხდება დაახლოებით 1 000 მეომარი. ყოველ სოფელს განაგებდა წარჩინებული აზნაური, რომელიც მსხვილი ფეოდალის მფლობელობაში იმყოფებოდა. ფეოდალი ამ წარჩინებული აზნაურის ხელით მართავდა სოფელს. ოსმალური სადაზვერვო დოკუმენტის მიხედვით ხეობაში კიდევ ცხოვრობდა დაახლოებით 20-30 დამოუკიდებელი "წვრილი აზნაური". ამ დამოუკიდებელ "წვრილ აზნაურებში" იგულისხმება წარჩინებული დამოუკიდებელი აზნაურები ანუ "სამეფო აზნაურები". ხეობის დაახლოებით 30 სოფელი იყო ამ დამოუკიდებელი "სამეფო აზნაურების" მფლობელობაში. ხახულარების მფლობელობაში სავარაუდოდ უნდა ყოფილიყო დაახლოებით 20 სოფელი დაახლოებით 2 700-3 000 კომლით. ასეთია ამ ხეობის დაახლოებითი სურათი მე-16 საუკუნის დასაწყისში. ამ ხეობის აღმოსავლეთით მდებარეობდა ოლთისის მხარე და იმიერტაოს აღმოსავლეთი რაიონები. ეს ტერიტორიები უფრო დიდი იყო ვიდრე თორთომის ხეობა. აქედან გამომდინარე ამ ტერიტორიის ჯარის რაოდენობა დაახლოებით 5 000 მეომარი იქნებოდა. თორთომის ხეობის დასავლეთით მდებარეობდა პარხალი და აღმოსავლეთ სპერი.ესეც საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო და უნდა ვივარაუდოთ დაახლოებით 4 000 მეომარი. აქედან დაახლოებით 2 000 პარხალიდან და დაახლოებით 2 000 სპერიდან. და ბოლოს ბასიანი, რომელიც მდებარეობდა იმ დროს მდინარე არაქსს გაღმა და გამოღმა დიდ ტერიტორიაზე. ოსმალური წყაროს ცნობით ბასიანში 200 სოფელი იყო. ამ დროს სამხრეთ საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა როგორც ჩრდილოეთ ბასიანი, ასევე მდინარე არაქსის სამხრეთით მდებარე სამხრეთ ბასიანიც, ანუ ყოფილი "სომხეთის ბასიანი". აქ თუნდაც რომ ყოფილიყო სოფლებში მოსახლეობის შედარებით ნაკლები სიმჭიდროვე ტაოს დიდ სოფლებთან შედარებით, 200 სოფელი მაინც ძალიან ბევრია და ბასიანის ჯარის რაოდენობა დაახლოებით 2 000 მეომარი იქნებოდა. სულ იმიერტაოში და ბასიანში მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში იკრიბებოდა არანაკლებ 14 000 მეომრისგან შემდგარი პროფესიონალური ფეოდალური ჯარი. რაც შეეხება დასავლეთ მესხეთის ჩრდილოეთ რეგიონებს ამიერტაოს, კლარჯეთს და შავშეთ-ზემო აჭარას მათ საერთო ჯამში დაახლოებით 9 000 მეომარი გამოყავდათ(ჩრდილოეთი ტაო დაახლოებით 3 000, კლარჯეთი დაახლოებით 3 000, შავშეთი დაახლოებით 2 000 და ზემო აჭარა დაახლოებით 1 500 მეომარი). ამ ოსმალური დოკუმენტის მიხედვით მე-16 საუკუნის 30-იანი წლების პირველ ნახევარში ტაოში ყველაზე დიდი და ძლიერი ფეოდალი იყო მთელი თორთომის მფლობელი როსტომი. თორთომის აღმოსავლეთით მდებარე იმიერტაო ბარდუსის ხეობის ჩათვლით ტერიტორიულად აღემატებოდა როსტომის სამფლობელოს, მაგრამ ის არ იყო ერთი ხელისუფალის ხელში და გადანაწილებული იყო სხვადასხვა ფეოდალების გამგებლობაში. წყაროდან არ ჩანს, მაგრამ პარხალის მხარეშიც იგივე მდგომარეობა უნდა ყოფილიყო, როგორიც ტაოს აღმოსავლეთ რაიონებში, ანუ პარხალის მხარეც რამდენიმე ფეოდალის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო.პარხალი ერთი დიდი ფეოდალის მფლობელობაში, რომ ყოფილიყო, ეს ფეოდალი ალბათ მოხვდებოდა ამ წყაროში.ქართული წყაროებიდან პარხალში ცნობილია მხოლოდ კავკასიძეების საგვარეულო. თუმცა ისეთ მოზრდილ რეგიონში, როგორიც პარხალი და სპერია გარდა კავკასიძეებისა უეჭველად იქნებოდნენ სხვა ფეოდალური საგვარეულოებიც(ჩემი ვარაუდით ისეთ მოზრდილ რეგიონში, როგორიც პარხალია მე-16 საუკუნის დასაწყისში უნდა ყოფილიყო 2 ნახევრად დამოუკიდებელი საკმაოდ მოზრდილი საფეოდალო, რომლის სათავეში იდგნენ ადგილობრივი ჩვენთვის უცნობი თავადური საგვარეულოები. მომავალში პარხალის ტერიტორიაზე თუ იქნება აღმოჩენილი შედარებით მასშტაბური უცნობი ციხესიმაგრის ნაშთები ეს იქნება ამ ვარაუდის ფაქტობრივი დადასტურება). პარხალზე და სპერზე ძალიან მწირი ცნობებია ქართულ წყაროებში. აქედან გამომდინარე ამ დოკუმენტის მიხედვით 30-იანი წლების პირველ ნახევარში ტაოში აშკარად გამოკვეთილია როსტომი, როგორც ყველაზე დიდი და ძლიერი ფეოდალი. გარდა ამისა ამ დიდი ფეოდალის ერთერთი რეზიდენცია ამ პერიოდში იყო ტაოში ყველაზე მასშტაბური და ყველაზე ძლიერი ციხესიმაგრე თორთომი.რაც კიდევ უფრო აძლიერებდა ამ ფეოდალის სტატუსს. ამ ოსმალური დოკუმენტით და ქართული წყაროებით შესაძლებელია იმიერტაოს აღმოსავლეთი რაიონების დაახლოებითი ადმინისტრაციული სურათის აღდგენაც.ეს ტერიტორია 5 მთავარ რაიონად უნდა ყოფილიყო დაყოფილი. ამ ოსმალური დოკუმენტით ორ რაიონს წარმოადგენდა ოლთისის და მამირვანის რაიონები, რომლებიც ყვარყვარეს სახასო მამულებად ითვლებოდა და მის მიერ დანიშნული მოურავები განაგებდა. ამ ოსმალური დოკუმენტის მიხედვით მამირვანის რაიონში დაახლოებით 40-45 სოფელი ყოფილა. ამ რაიონის მოსახლეობა დაახლოებით 5 000 კომლამდე უნდა ყოფილიყო. ოლთისის რაიონის ჩრდილოეთით მდებარეობდა ძლიერი ფარნაკის ციხე. წყაროებისთვის უცნობია იმ დროს რომელი ფეოდალური საგვარეულო ფლობდა ამ ციხეს.ეს უნდა იყოს მესამე რაიონი, რომელსაც ფლობდა ამ ციხის მფლობელი უცნობი საგვარეულო. ეს ნახევრად დამოუკიდებელი საფეოდალო იყო. ფარნაკის მფლობელი ფეოდალური საგვარეულო ტაოს ერთერთი უცნობი თავადური საგვარეულოა. ეს საფეოდალო მდებარეობდა მდინარე ოლთისის ხეობის ჩრდილოეთ რაიონში. ამავე დროს ეს იყო ბანას დიდ ტაძართან ყველაზე ახლოს მდებარე მასშტაბური ციხესიმაგრე. აქედან გამომდინარე ძალიან დიდი ალბათობით(95%-ის სიზუსტით) მე-16 საუკუნის დასაწყისში ბანას ტაძარი ამ ფარნაკის საფეოდალოს ტერიტორიაზე იყო მოქცეული და ეს იყო დაახლოებით იმ მასშტაბების საფეოდალო, როგორიც იყო "საპაჯა-აშკისორის" საფეოდალო. შესაბაბისად ბანას ტაძრის უსაფრთხოებაზე ზრუნავდნენ ეს ფეოდალები, თუმცა ისინი მცხეთის კათალიკოსის სამწყსოში არ ირიცხებოდნენ. აქ ისეთივე მდგომარეობასთან უნდა გვქონდეს საქმე, როგორც ოშკის მონასტერთან. ბანას და ოშკის ტაძრებს ყავდათ საკუთარი პირადი აზნაურებიც. ეს აზნაურები ომის დროს უერთდებოდნენ საფეოდალოს მფლობელი დიდი ფეოდალის პირად ლაშქარს და ამ დროს ამ ფეოდალის განკარგულებაში იმყოფებოდნენ და მას ექვემდებარებოდნენ. "საპაჯა-აშკისორის" საფეოდალო ძალიან ძლიერი საფეოდალო იყო. აქედან გამომდინარე ასეთი დიდი საფეოდალოს მფლობელს ბუნებრივია გაუჩნდებოდა სურვილი, რომ თუ ხელსაყრელი გარემოებები შეიქმნებოდა მთელი ხეობა თავისი ძალაუფლების ქვეშ მოექცია. უფრო აღმოსავლეთით გადავდივართ ბარდუსის ხეობაში. აქ იმ ეპოქაში არსებობდა ორი მნიშვნელოვანი და ძლიერი ციხე, კოპის ციხე და ბარდუსის ციხე. უეჭველად ამ ორი ძლიერი ციხის მფლობელი ფეოდალები ფლობდნენ და აკონტროლებდნენ ბარდუსის ხეობას.აი ეს 5 რაიონი იკვეთება იმიერტაოს აღმოსავლეთ ნაწილში. აი ამ 5 რაიონს (მამირვანს, ოლთისს, ფარნაკს და ბარდუსის ხეობის ორ რაიონს) მოიაზრებს ეს ოსმალური დოკუმენტი ტაოდ. ხოლო ოლთისს კი ტაოს ქალაქს უწოდებს. ამ 5 რაიონში ამ დოკუმენტის ცნობით 200 სოფელი ყოფილა. ამ 5 რაიონს ბუნებრივია ემატება ბანასხევიც და ანძავის ციხის რაიონიც. ფაქტიურად გამოდის 7 რაიონი სადაც განთავსებულია 200 დიდი სოფელი. აქ არ იგულისხმება ამიერტაო ანუ ჩრდილოეთი ტაო. ქართულმა წერილობითმა წყაროებმა მე-15-მე-16 საუკუნეების ტაო-კლარჯეთიდან ძირითადად შემოგვინახეს ის ფეოდალური საგვარეულოები, რომლებიც შედიოდნენ მცხეთის კათალიკოსის სამწყსოში, ან რაღაცით დაკავშირებული იყვნენ ჯაყელების სამთავრო კართან. ხოლო ნახევრად დამოუკიდებელი თავადური საგვარეულოები და მათი საფეოდალოები წერილობით წყაროებში იშვიათად ხვდებოდნენ, ან საერთოდ არ ხვდებოდნენ. როგორც ჩვენ უკვე ვთქვით ეს ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალები მხოლოდ დიდი ომების და ლაშქრობების დროს ტოვებდნენ თავიანთ საფეოდალოს და თავიანთი პირადი ფეოდალური ჯარით უერთდებოდნენ საერთო ლაშქარს. ჩემს მიერ იმიერტაოში, თორთომის ხეობაში და ბასიანის მხარეში მოყვანილი ციფრები, რომელიც ეხება სოფლებში მოსახლეობის მაღალ სიმჭიდროვეს და ამ რეგიონების ჯარების ციფრობრივ რაოდენობებს დადასტურებულია კიდევ ერთი სხვა ფაქტით. ეს არის საფუძვლიანად დადასტურებული ოფიციალური ცნობა მეათე საუკუნიდან, როცა დავით კურაპალატმა რომელიც მაშინ მხოლოდ ამ რეგიონების მფლობელი იყო 12 000 საუკეთესო მხედარი გააგზავნა ბიზანტიაში კეისრის დასახმარებლად. ეს ზუსტი ფაქტია, რომელიც უტყუარად ადასტურებს ჩემს მიერ მოყვანილ ციფრებს. იმ დროს სპერი არ იყო დავით კურაპალატის მფლობელობაში და დროებით ბიზანტიის იმპერია ფლობდა. აქედან გამომდინარე მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში მთელ დასავლეთ მესხეთში ანუ ტაო-კლარჯეთში იკრიბებოდა დაახლოებით 23 000 მეომრისგან შემდგარი ფეოდალური ჯარი. ძალიან დიდი ალბათობით სამხრეთ საქართველოს ჯარების შემადგენლობაში არ შედიოდა სამხრეთ ბასიანის(ყოფილი სომხეთის ბასიანის) რაზმები, თუმცა სამხრეთ ბასიანი შუა საუკუნეებში ხშირად შედიოდა სამხრეთ საქართველოს შემადგენლობაში. ამას აქვს თავისი მიზეზები, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: შუა საუკუნეებში სამხრეთ საქართველოს მფლობელობაში ზოგჯერ იმყოფებოდა ყარსის, ანისის და კარნიფორის სომხური ოლქები და აგრეთვე აღმოსავლეთ ლაზეთი, მაგრამ არასდროს არ ფიქსირდება სამხრეთ საქართველოს გაერთიანებულ ლაშქარში ამ სომხური ოლქების და აღმოსავლეთ ლაზეთის რაზმების არსებობა. სამხრეთ საქართველოს ლაშქარი მთლიანად ცხენოსანი კავალერიისგან იყო დაკომპლექტებული ტრადიციულად და მას ქონდა ბრძოლის წარმოების თავისი ტაქტიკა და ტრადიცია. არც სომხური და არც ლაზური რაზმები სამხრეთ საქართველოს ჯარების შემადგენლობაში შუა საუკუნეებში არასდროს არ შედიოდა. ამ სომხური და ლაზური ოლქების მოსახლეობის ფუნქციას საომარი მდგომარეობის დროს წარმოადგენდა საკუთარი ოლქების ციხესიმაგრეების და ტერიტორიის დაცვა. ასეთივე მდგომარეობასთან გვაქვს საქმე სამხრეთ ბასიანთან მიმართებითაც. სამხრეთ ბასიანი ანტიკურ ეპოქაში რამდენიმე საუკუნის განმავლობაში შედიოდა სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში და სომხეთის ერთერთ გავარს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე მისი მოსახლეობა შეიძლება გენეტიკურად იბერიული წარმომავლობის იყო, მაგრამ ენობრივად და კულტურულად ბუნებრივია სომხურ სამყაროსთან უფრო ახლოს იყო ვიდრე ტაო-კლარჯეთის იბერიულ მოსახლეობასთან. ამიტომ ძალიან დიდი ალბათობით სამხრეთ ბასიანის რაზმი შუა საუკუნეებში არ შედიოდა სამცხე-საათაბაგოს გაერთიანებულ ლაშქარში და ისეთივე ფუნქციას ასრულებდა, როგორი ფუნქციაც გააჩნდათ ყარსის, ანისის, კარნიფორის, ვალაშკერტის რაიონების სომხურ მოსახლეობას და აღმოსავლეთ ლაზეთის რაზმებს. ანუ სამხრეთ ბასიანის მოსახლეობის მოვალეობა სამცხე-საათაბაგოს შემადგენლობაში იყო მდინარე არაქსის სამხრეთით მდებარე სამხრეთ ბასიანის სასაზღვრო რაიონის სიმაგრეების დაცვა და საკუთარი ტერიტორიის კონტროლი. ხოლო ჩრდილოეთ ბასიანი ეს ისტორიული ტაოს ერთერთი პროვინცია იყო და მას გამოყავდა ბრძოლის ველზე დაახლოებით 2 000 მეომარი, რომელიც სამხრეთ საქართველოს ცხენოსან ლაშქარში შედიოდა. ყვარყვარე და მანუჩარ ჯაყელების დაპირისპირების დროს როგორც მთელ სამცხე-საათაბაგოში ასევე თორთომის ხეობაშიც არეულობა და ქაოსი იყო. ოსმალური წყაროს ცნობით ქურცინას ძლიერი ფეოდალური სახლი რატომღაც დევნიდა და ჩაგრავდა ხახულარების საგვარეულოს. ქურცინას და მისი მომხრეების კონტროლს ქვეშ იმყოფებოდა ხეობის სამხრეთი ნაწილი. ოსმალური წყაროს ცნობით ქურცინა ებრძოდა და აზარალებდა ხახულარების საგვარეულოს. თავისი არასწორი პოლიტიკით როგორც ჩანს ქურცინა ძალიან არაპოპულარული პიროვნება გახდა როგორც ხეობაში, ისე მთლიანად ტაოში. ის იზოლაციაში მოექცა. მომხრეები შემოეფანტა და მარტო დარჩა. ამით ისარგებლა ხეობის მეორე მსხვილმა ფეოდალურმა საგვარეულომ, "საპაჯა-აშკისორის" იგივე ჩორდვანის ციხესიმაგრის მფლობელმა მსხვილმა ფეოდალმა, თავის გარშემო შემოიკრიბა ხეობის "სამეფო აზნაურების" უდიდესი ნაწილი, განდევნა ქურცინა, თავის ძალაუფლებას დაუქვემდებარა მთელი ხეობა და ბოლო მოუღო ხეობაში ქაოსს და არეულობას. ადგილზე დარჩენილი ქურცინას საგვარეულოს სხვა წარმომადგენლები და შტოები კი მთელი ხეობის მფლობელს დაემორჩილებოდნენ. შეიძლება ეს ფეოდალი იყო არა როსტომი, არამედ მისი მამა.ხოლო როსტომი მამის შემდგომ ხდება მისი შემცვლელი და თორთომის ხეობის ახალი მფლობელი. ყოველ შემთხვევაში ეს როსტომი მე-16 საუკუნის 30-იანი წლების პირველ ნახევარში უკვე თორთომის ციხესიმაგრის და მთელი ხეობის მფლობელია. ეს უკვე დაზუსტებით ვიცით. ამრიგად "საპაჯა-აშკისორის" ანუ ჩორდვანის ციხესიმაგრის და საფეოდალოს მფლობელმა დიდმა ფეოდალმა არეულობით და შექმნილი ქაოსით ისარგებლა და აღიდგინა მისი შორეული წინაპრების ჩორდვანელების მფლობელობა თორთომის მთელ ხეობაზე და ყველაზე ძლიერი ფეოდალი გახდა ტაოში. ეს იყო ის მიღწევა, რაც მან დამოუკიდებლად საკუთარი ძალებით შეძლო. ხოლო 1535 წლის ამბებში და ჯაყელების დაქვეითების პოლიტიკურ მოვლენებში გადამწყვეტი როლი უეჭველად არტანუჯის სამეფო საგვარეულოს მეთაურს მიუძღვის. და ბოლოს, ოშკის სამონასტრო კომპლექსი უძლიერესი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო შუა საუკუნეებში. "საპაჯა-აშკისორის" საფეოდალოს მფლობელი ფეოდალები რომელთა საფეოდალოს ტერიტორიაზე მდებარეობდა ასეთი ძლიერი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა თავისი ეპოქის შესაფერისად საკმაოდ განათლებულებიც იქნებოდნენ. მათ პროფესიულ სამხედრო ცოდნას და სამხედრო ხელოვნებაში განსწავლულობას აგრეთვე უეჭველად ზურგს უმაგრებდა იმ ეპოქის შესაფერისი კარგი განათლებაც. ეს კი ერთობლიობაში ხელს უწყობდა მათ სწრაფ კარიერულ წინსვლას და უმაღლეს ხელისუფლებაში მოსვლას. სამცხე-საათაბაგო არ იყო ისეთი მცირე მასშტაბის პოლიტიკური ერთეული, როგორიც მაგალითად დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ერთეულები იყო. ის როგორც ტერიტორიულად ასევე მოსახლეობის რაოდენობით დიდ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა. ის ცდილობდა მთელი საქართველოს პოლიტიკური ერთეულების თავისი ჰეგემონიის ქვეშ მოქცევას, აღმოსავლეთ საქართველოში ირანის გავლენის განეიტრალებას და აღმოსავლეთ საქართველოს თავისი ჰეგემონიის ქვეშ მოქცევას. მან შეიერთა დასავლეთ სომხეთი. აქედან გამომდინარე ის დიდ საგარეო პოლიტიკაში იყო გარეული და პირდაპირი სახიფათო შეხებები ჰქონდა ორ უძლიერეს ისლამურ სახელმწიფოსთან ირანთან და ოსმალეთის იმპერიასთან. არც შიდა პოლიტიკის წარმოება იყო ადვილი. ეს იყო ვრცელი და გეოგრაფიულად საკმაოდ რთული მხარე სადაც ცხოვრობდნენ ერმრავალი დიდი ფეოდალები. ასეთი პოლიტიკური ერთეულის მომავალი მმართველი(პრემიერ-მინისტრი) და მთავარსარდალი უნდა აღჭურვილი ყოფილიყო იმ ცოდნით და განათლებით რაც შიდა და საგარეო პოლიტიკას ჭირდებოდა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც ქართული ისე თურქული წყაროები ხაზს უსვამენ სამცხე-საათაბაგოს მოსახლეობის მაღალ ეკონომიურ მდგომარეობას. თურქული წყაროები მიუთითებენ და ყურადღებას ამახვილებენ აგრეთვე ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ხარისხიან და კარგად მშენებლობაზე.სოფლის მეურნეობის დარგებიდან თორთომის ხეობაში და მთლიანად ტაო-კლარჯეთში განსაკუთრებით განვითარებული იყო მესაქონლეობა-მეცხოველეობა.თურქული წყაროებით ტაოს მხარე გამოირჩეოდა კარგი საძოვრებით. მოკლედ ამ მხარის მოსახლეობა დაწინაურებული იყო, როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ასევე მაღალი ეკონომიური მდგომარეობითაც და საცხოვრებელი სახლების ხარისხიანი მშენებლობითაც. ახლო ხანებში ქართველმა მეცნიერებმა კლარჯეთშიც არტანუჯისწყლის ხეობაშიც აღმოაჩინეს მასშტაბური ციხესიმაგრის ნანგრევები,ეგრეთწოდებული "ჯუღოს ციხე".ეს ციხე კლდოვან ადგილზეა აგებული.სიგრძე 130 მეტრია,სიგანე საშუალოდ 30 მეტრი.ერთერთი შემორჩენილი გალავნის კედლის ნაშთის სიმაღლე 10-დან 12 მეტრამდე მერყეობს და აგებულია საკმაოდ მოზრდილი დამუშავებული ქვის კვადრებით.თავის დროზე ეს კედელი ალბათ კიდევ უფრო მაღალი იქნებოდა. კედლის სისქე დიდია. თავისი მასშტაბებით ეს ციხესიმაგრე კლარჯეთ-შავშეთის რეგიონში მხოლოდ არტანუჯის ციხესიმაგრეს ჩამოუვარდება.უცნაურია,მაგრამ ასეთი დიდი მასშტაბის ციხესიმაგრე წერილობით წყაროებში არ არის მოხსენიებული.უცნობი ტაო-კლარჯეთი კიდევ ბევრ საიდუმლოებას ინახავს(მაგალითად ისტორიული სპერის მხარეში 2018 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილია 34 ეკლესია, აქედან 25 წერილობით წყაროებში არ არის მოხსენიებული და უცნობია. ხოლო სპერის მხარეში აღმოჩენილი 17 ციხიდან და კოშკიდან 10 უცნობია და წერილობით წყაროებში არ არის მოხსენიებული. ამ 10 უცნობი ციხიდან თავისი მასშტაბებით გამოირჩევა 2 ციხე. ესენია სოფელ ფერსორის ციხე, რომლის ნანგრევების მასშტაბებია 140 X 65 მეტრი და სოფელ ქომფურთან მდებარე ციხე, რომლის მასშტაბებია 90 X 75 მეტრი. ამ ციხის კედლების სისქე 3 მეტრს აღწევს. ეს ორი ძალიან მასშტაბური უცნობი ციხესიმაგრე ეკუთვნოდა სპერის მხარის რომელიღაც ორ უცნობ თავადურ საგვარეულოს. ეს მხოლოდ ტაო-კლარჯეთის ერთერთი ისტორიული პროვინციის სპერის მონაცემებია. აქედან გამომდინარე ადვილი წარმოსადგენია თუ რამდენი უცნობი ციხესიმაგრეები და მათი მფლობელი უცნობი ფეოდალური საგვარეულოები არსებობდა მთელი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიებზე შუა საუკუნეებში). გასაგები მიზეზების გამო ტაო-კლარჯეთზე მცირე მონაცემები გვაქვს.ძალიან დიდი ალბათობით ეს უცნობი მასშტაბური ზომის "ჯუღოს" ციხესიმაგრე არტანუჯის მონარქის მეორე რეზიდენცია იყო. არტანუჯის მონარქს როგორც ჩანს ორი რეზიდენცია ქონდა:ერთი იყო უშუალოდ არტანუჯის მთავარი ციტადელი,მეორე კი ამავე ხეობაში უფრო ზემოთ მდებარე უცნობი ეგრეთწოდებული "ჯუღოს ციხესიმაგრე". ჩემი ვარაუდით ამ სამეფო საგვარეულოს მეთაური "ჯუღოს"რეზიდენციაში ხშირად ცხოვრობდა. უფრო მეტიც ჯუღოს ციხესიმაგრე გამორჩეული იყო თავისი გეოგრაფიული მდებარეობით და ამ ციხიდან ხეობის ულამაზესი ხედი იშლებოდა. ამ გეოგრაფიული მდებარეობიდან, ამ ციხესიმაგრის გადმოსახედიდან გადაშლილი ულამაზესი ხედით და ციხესიმაგრის შედარებით სიმყუდროვედან გამომდინარე ეს ჯუღოს რეზიდენცია სამეფო დინასტიის მეთაურის საყვარელი საცხოვრებელი რეზიდენცია იქნებოდა. არტანუჯი უფრო მისი სამუშაო შეხვედრების ოფიციალური რეზიდენცია იყო. ამ წლებთან მიმართებაში ამ ორი დიდი ციხესიმაგრისა და ამ ხეობის ისტორია ბურუსში არის გახვეული,მაგრამ ეს ბურუსი თანდათან იფანტება და ამ ციხესიმაგრეების საიდუმლოებას ფარდა ეხდება. "ჯუღოს ციხესიმაგრის"შორიახლოს ასევე კიდევ ერთი უცნობი მოზრდილი ციხის ნანგრევებია აღმოჩენილი ეგრეთწოდებული "ეკლევანის ციხე".ეს უცნობი ციხეც არაა წერილობით წყაროებში მოხსენიებული.მას ალბათ რომელიმე ადგილობრივი ფეოდალური საგვარეულო ფლობდა,რომლის ერთერთი ფუნქცია მონარქის "ჯუღოს რეზიდენციის" ახლომახლო მდებარე ტერიტორიების კონტროლი და მეთვალყურეობა უნდა ყოფილიყო. ამ ეპოქისთვის წერილობითი წყაროებისთვის უცნობია ახიზის ძლიერი ციხესიმაგრის მფლობელი საგვარეულოს ვინაობა. სავარაუდოდ ახიზას ციხესიმაგრე არტანუჯის სამეფო დინასტიის საგვარეულოს უმცროსი შტოების საცხოვრებელი რეზიდენცია უნდა ყოფილიყო. თუმცა ეს ციხესიმაგრეც სამეფო დინასტიის მეთაურის პირად მფლობელობაში იყო. უბრალოდ იქ მისი საგვარეულოს უმცროსი შტოები ცხოვრობდნენ. ამრიგად ჯაყელებმა 1453 წელს ბიზანტიიდან დაბრუნებულ სამეფო საგვარეულოს მეთაურს გადასცეს პირად მფლობელობაში მდინარე არტანუჯის ხეობაში შემდეგი ციხეები: ახიზის, არტანუჯის და ჯუღოს მასშტაბური და ძლიერი ციხესიმაგრეები და ეკლევანის საშუალო ზომის ციხე. აი ეს 4 მთავარი ციხესიმაგრე და ამ ციხეების გარშემო მდებარე ტერიტორიები მდინარე არტანუჯის ხეობაში გადაიქცა სამეფო საგვარეულოს მეთაურის პირად მფლობელობად. თუმცა ამ ციხესიმაგრეების რაიონში კიდევ იყო რამდენიმე შედარებით მცირე მასშტაბების ციხეები, რომლებიც ადგილობრივ საშუალო და წვრილ ფეოდალებს ეკუთვნოდათ. მდინარე არტანუჯის ხეობის ეს რამდენიმე საშუალო და წვრილი ფეოდალებიც არტანუჯის სამეფო დინასტიის მფლობელობაში იყვნენ. ეს ბუნებრივია. ეს მფლობელობა იყო მათი ლოკალიზაციის ადგილი მდინარე არტანუჯის ხეობაში. უფრო ზემოთ კი ხეობის ზემო წელზე მდებარეობდა ლასურიძეების საფეოდალო. ეს საფეოდალო ადრე მცხეთის კათალიკოსის სამწყსოში შედიოდა და მას ლონგოსძენი ფლობდნენ, რომლებიც კათალიკოსის სამწყსოში ირიცხებოდნენ. შემდეგ ეს საფეოდალო ჯაყელებმა ლასურიძეების საგვარეულოს გადასცეს. ლასურიძეები ჯაყელებთან განსაკუთრებით დაახლოებული საგვარეულო იყო. აქედან გამომდინარე ლასურიძეების საფეოდალო არ შედიოდა მონარქის პირად მფლობელობაში. ეს საფეოდალო ტერიტორიულად მდებარეობდა მდინარე არტანუჯის ზემო წელზე. მე-16 საუკუნის 30-იან წლებში სამხრეთ საქართველოში მოხდა სამხედრო-პოლიტიკური გადატრიალება,რის შედეგადაც ჯაყელთა ოთხსაუკუნოვანი განუსაზღვრელი ძალაუფლება სამხრეთ საქართველოზე დაემხო.ეს სამხედრო-პოლიტიკური გადატრიალება უეჭველად შეთანხმებული იქნებოდა არტანუჯის მონარქთან.ხოლო უშუალოდ განახორციელეს თორთომის გაძლიერებულმა მფლობელმა და გურიის მთავარმა,აგრეთვე მათთან დაკავშირებულმა სამცხე-საათაბაგოს ფეოდალთა გარკვეულმა წრეებმა. ეს იყო ტიპიური სამხედრო გადატრიალება,რომელიც განხორციელდა ძალიან ორგანიზებულად და მცირე მსხვერპლით. ფეოდალთა ძლიერი რაზმები სამხრეთიდან, ტაო-კლარჯეთიდან სწრაფად შეიჭრნენ აღმოსავლეთ მესხეთში,ერთდროულად გურიის ერისთავი თავისი რაზმებით აჭარის მხრიდან შემოვიდა აღმოსავლეთ მესხეთში,სამხრეთიდან და დასავლეთიდან ერთდროულად განხორციელებული ეს შეტევა მოულოდნელი იყო ათაბაგისთვის.სავარაუდოდ ამ გადატრიალებაში აღმოსავლეთ მესხეთის ზოგიერთი ფეოდალიც ღებულობდა მონაწილეობას.ათაბაგი მიმწყვდეული აღმოჩნდა სამცხე-საათაბაგოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში,მეამბოხეებმა მურჯახეთთან სწრაფად დაასრულეს ეს გადატრიალება. უძლეველი ათაბაგები დაამხო საკუთარ სამფლობელოში სამხედრო ფეოდალთა დაჯგუფებამ თორთომის მფლობელის მეთაურობით.ამ გადატრიალების კანონიერება(ლეგიტიმურობა) უზრუნველყო არტანუჯის მონარქის მხარდაჭერამ.ამასთანავე აღმოსავლეთ მესხეთს ჩამოაჭრეს მტკვრის ხეობის სათავეებში მდებარე ძველი პროვინცია კოლა.ამ გადატრიალების შემდეგ ჯაყელები პოლიტიკურად დაქვეითდნენ და დარჩნენ მხოლოდ აღმოსავლეთ მესხეთის მთავრებად და არტანუჯის მონარქის ვასალ მთავრად.ბურუსითაა მოცული დატყვევებული ყვარყვარე ჯაყელის გარდაცვალება. ყვარყვარე იმავე წელს გარდაიცვალა ტყვეობაში, რომელ წელსაც დაემხო მისი ხელისუფლება. მის გარდაცვალების მიზეზებზე არანაირი ცნობა ისტორიამ არ შემოგვინახა.არის ცნობა, რომ ის შეპყრობის დროს იარაღის დარტყმის შედეგად იქნა ცხენიდან გადმოგდებული. ერთერთი ვერსიით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მან ამ დროს მიიღო სხეულის დაზიანება, რომელმაც მოგვიანებით მისი სიკვდილი გამოიწვია.მეორე ვერსია შეიძლება იყოს მისი ტყვეობაში არაბუნებრივი გარდაცვალება, ანუ მისი თავიდან მოშორება. ამ ვერსიით გამარჯვებულ ძალას აწყობდა მისი სიკვდილი საკუთარი ძალაუფლების უფრო განსამტკიცებლად. შუა საუკუნეებში ეს ხშირად ხდებოდა. მესამე ვერსიით შესაძლებელია დატყვევებამ და სტრესულმა ემოციებმა უარყოფითად იმოქმედა მის ფიზიკურ და სულიერ მდგომარეობაზე რასაც მისი გარდაცვალება მოყვა. ფეოდალიზმის ეპოქაში, როცა ადამიანი ერთბაშად კარგავს განუსაზღვრელ ძალაუფლებას და საპატიმროში აღმოჩნდება თავისთავად ცხადია ამას მოყვება სტრესული მდგომარეობა, რომლის გადატანა ყველას არ შეუძლია და იღუპება. მაგრამ რადგან ისტორიამ არანაირი ცნობები არ შემოგვინახა მისი გარდაცვალების ნამდვილ მიზეზებზე ამიტომ დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვით მისი სიკვდილი ბუნებრივი იყო, ხელოვნური თუ მძიმე სტრესული მდგომარეობით გამოწვეული. ჩემი ვარაუდით მისი გარდაცვალება მძიმე სტრესულმა გართულებებმა გამოიწვია. საბოლოოდ მისი გარდაცვალების მიზეზი მაინც ბურუსითაა მოცული და გაურკვეველია. დიდი ძალაუფლებიდან გამომდინარე მე-13-16 საუკუნეების ჯაყელებს ხშირად ქონდათ პოლიტიკური ამბიციები,რაც ფეოდალიზმის ეპოქაში ბუნებრივი მოვლენა იყო.ისტორიოგრაფიაში გამეფებულია ტენდენცია,რომ ბაგრატიონი ყოველთვის მართალია,ხოლო ჯაყელი ყოველთვის დამნაშავეა.ეს ტენდენციური მიდგომაა და უსამართლობა.არ შეიძლება რომელიმე საგვარეულოს გაფეტიშება და გაკერპება.ხოლო რაც შეეხებათ ახალციხის ფაშებს,აქ სულ სხვა სიტუაცია და მოცემულობაა.ახალციხის საფაშო ეს უკვე ოსმალეთია სადაც მუსლიმი საზოგადოება ცხოვრობს. ამგვარად მე-16 საუკუნის 30-40-იან წლებში სამცხე-საათაბაგოში შეიქმნა ახალი სამხედრო-პოლიტიკური რეალობა:დასავლეთ მესხეთი გამოვიდა ახალციხის მთავრების დაქვემდებარებიდან.დასავლეთ მესხეთის ჯარები დაახლოებით 23 000 მეომარი თორთომელი სარდლის პირად დაქვემდებარებაში გადავიდა. დასავლეთ მესხეთის ჯარებს ემატება აღმოსავლეთ მესხეთს ჩამოჭრილი და დასავლეთ მესხეთის შემადგენლობაში გადასული კოლა-ხორცევანის პროვინციების რაზმები და თორთომელი მხედართმთავრის პირადი ლაშქრის რაოდენობა ხდება დაახლოებით 25 500 მეომარი.აღმოსავლეთ მესხეთის ჯარებს სარდლობს ახალციხის მთავარი,რომელიც არტანუჯის მონარქის ვასალი მთავარია.ახალციხის მთავრის განკარგულებაში ამ დროს უნდა იყოს დაახლოებით 9 500 ჯარისკაცი.(მე მომყავს იმ ეპოქის სომხური წყაროს ოფიციალური ცნობა,რომლის მიხედვით მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში სამცხე-საათაბაგოს ლაშქრის რაოდენობა 30 000 ჯარისკაცია.თუმცა ჩემი ღრმა რწმენით იმ ეპოქის სამცხე-საათაბაგოს ჯარი უფრო მეტი იყო. ვიმსჯელოთ ლოგიკურად: მე-10 საუკუნეში მხოლოდ იმიერტაოს და ბასიანის მფლობელმა დავით კურაპალატმა თავისი სამფლობელოდან 12 000 ქართველი მხედარი გააგზავნა იმპერატორის დასახმარებლად.ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია.დანარჩენი ტაო-კლარჯეთის ტერიტორიები იყო ამიერტაო, კლარჯეთი, შავშეთი და ზემო აჭარა.ეს საკმაოდ დიდი რეგიონები იყო.აქედან გამომდინარე მთელი დასავლეთ მესხეთის მხედრობა მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში დაახლოებით 23 000 მეომარი უეჭველად იყო ნებისმიერ ვარიანტში.აღმოსავლეთ მესხეთიც საკმაოდ ვრცელი და მჭიდროდ დასახლებული ტერიტორია იყო იმ დროს.აქ 12 000 მეომარი მაინც იქნებოდა.სულ გამოდის დაახლოებით 35 000 მეომარი.ეს მხარე გარკვეული სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით ისტორიულად უფრო მილიტარიზებული მხარე იყო.ესეც ფაქტია.თუმცა სომხური ისტორიოგრაფიის ცნობაც ძალიან ახლოსაა რეალურ მონაცემებთან და ამიტომ მეც სომხური წყაროს ოფიციალური ცნობა მაქვს მოყვანილი-30 000 ჯარისკაცი. ამრიგად მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში სამცხე-საათაბაგოს ჯარის რეალური რაოდენობა 35 000-მდე.). გურია-ქვემო აჭარის რაზმებს სარდლობს გურიელი,ასევე არტანუჯის მონარქის ვასალი.დასავლეთ მესხეთის,აღმოსავლეთ მესხეთის და გურია- ქვემო აჭარა-ჭანეთის გაერთიანებული ჯარების მხედართმთავარია თორთომელი სარდალი. ეს მთლიანობაში სამხრეთ საქართველოა,რომელიც ქართველთა სამხედრო-პოლიტიკური კავშირის მთავარი ბირთვი და წამყვანი ძალაა. ეს კავშირი თავისი შინაარსით შეიძლება შევადაროთ აგრეთვე მე-10 საუკუნის ინგლისს,როცა ბრიტანეთის მეფეებისა და მთავრების უმრავლესობამ ერთიანი ბრიტანეთის მეფედ აღიარა უესექსის მეფე ათელსტანი და სცნო მისი უზენაესობა.თანამედროვე მკვლევარები ათელსტანს ერთიანი ბრიტანეთის პირველ მეფედ მიიჩნევენ.დაახლოებით ასეთი პოლიტიკური მდგომარეობა იყო მე-16 საუკუნის 30-40-იანი წლების საქართველოშიც,სადაც საქართველოს მეფე-მთავრებმა აღიარეს არტანუჯის მონარქის "ლევან-ხანის"უზენაესობა.არტანუჯის მონარქი რომელიც მანამდე ოფიციალურად არ მონაწილეობდა პოლიტიკურ ცხოვრებაში პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა. მანამდე მისი რეალური სტატუსი იყო მხოლოდ ის,რომ უძველესი სამეფო დინასტიის მეთაური იყო და არტანუჯში ცხოვრობდა. ხოლო 1535 წელს ფეოდალთა ძლიერმა დაჯგუფებამ ამ საგვარეულოს მეთაურს-ლევანს შესთავაზა გამხდარიყო ოფიციალური მონარქი და ისიც დათანხმდა მიეღო ოფიციალურად მონარქის ტიტული. {(მმართველობის ასეთი მოდელი ჩემი აზრით ყველაზე უფრო მისაღები იყო შუა საუკუნეებში, ფეოდალიზმის ეპოქაში. ასეთი მოდელი მომავალი კონსტიტუციური მონარქიის ჩანასახის აშკარა ნიშნებს შეიცავდა. მონარქს თავისი ფუნქცია გააჩნდა, ხოლო მმართველს და მხედართმთავარს კი თავისი ფუნქცია. მთელი ხელისუფლება ერთი ადამიანის ხელში არ იყო კონცენტრირებული. ყველა თავის მოვალეობას ასრულებდა და ერთმანეთს ხელს არ უშლიდა საქმიანობაში. ხელისუფლების დაყოფა ორ მთავარ შტოდ კიდევ უფრო აძლიერებდა ორივე შტოს ცალ-ცალკე და შესაბამისად ძლიერდებოდა სახელმწიფო. მონარქი აგრეთვე წარმოადგენდა ფეოდალური ერთიანი სახელმწიფოს სიმბოლოს. ხოლო მმართველი და მხედართმთავარი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების სიმბოლო, რომლის მოვალეობა იყო სახელმწიფოს მართვა, ჯარების მთავარსარდლობა და ქვეყნის დაცვა შიდა და საგარეო მტრებისგან. მართალია თორთომის აღმასრულებელი ხელისუფლება მაღალი დამოუკიდებლობით სარგებლობდა და მონარქი არ ერეოდა მის საქმიანობაში, მაგრამ არის ნიშნები და ისტორიული ფაქტები, რომლებიც იძლევა საფუძველს განვაცხადოთ შემდეგი: მიუხედავად მაღალი დამოუკიდებლობისა განსაკუთრებით დიდი და სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს თორთომის აღმასრულებელ ხელისუფლებას უეჭველად სჭირდებოდა მონარქის თანხმობა და დასტური. ანუ მონარქს შეეძლო ხელი მოეწერა თანხმობაზე ან არ მოეწერა და "ვეტო" დაედო. ძალიან სერიოზული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს ხელისუფლების ამ ორი შტოს ერთდროული თანხმობა იყო საჭირო. ამით ეს ორი შტო ერთმანეთს აბალანსებდა. აი ეს იყო მონარქის ერთერთი ყველაზე მთავარი ფუნქცია. ხოლო მეორე მთავარი ფუნქცია მონარქისა იყო მისი როგორც ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს სიმბოლოს ფუნქცია, როგორც უკვე ზემოთ ითქვა. აი ეს იყო ამ მონარქის ორი მთავარი ფუნქცია. მონარქის და თორთომის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მთავარი რეზიდენციები ერთმანეთისგან დაახლოებით 100 კილომეტრით იყო დაშორებული. ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ მონარქს აუცილებლად ეყოლებოდა თორთომში საკუთარი სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც ამავე დროს იყო თორთომის აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის ერთერთი მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში. ეს სპეციალური წარმომადგენელი ხელისუფლების ამ ორი შტოს ერთმანეთთან დამაკავშირებელი რგოლის ფუნქციასაც შეასრულებდა. აი ასეთი საინტერესო მმართველობის სისტემა დამკვიდრდა მე-15-მე-16 საუკუნეებში სამხრეთ საქართველოში)}. გახდა თორთომი სამხედრო- პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი და ესეც ზუსტად დააფიქსირა სულეიმან კანუნმა.მაგრამ სულეიმან კანუნის ცნობა,რომ თორთომი გურჯისტანის ყველა ქვეყნის დედაქალაქია პირდაპირ ამ შინაარსით არ უნდა გავიგოთ. ოსმალური დოკუმენტების მიხედვით მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალეთის იმპერიაში სამხრეთ საქართველო აღიქმებოდა,როგორც "მთავარი საქართველო", ამიტომაც ისინი მე-16 საუკუნის 30-იანი წლების პირველი ნახევრის ვრცელ სადაზვერვო დოკუმენტში ახალციხეს უწოდებენ "საქართველოს მთავარ ქალაქს"ანუ დედაქალაქს.მას შემდეგ რაც თორთომი გახდა სამხრეთ საქართველოს ერთიანი ჯარების მხედართმთავრის რეზიდენცია და სამხედრო-პოლიტიკური ცენტრი,ის უკვე ოსმალეთში აღიქმებოდა,როგორც "გურჯისტანის ყველა ქვეყნის დედაქალაქი",რადგან იყო ყველაზე დიდი და ძლიერი პოლიტიკური ერთეულის სამხრეთ საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ცენტრი.და რადგანაც მე-16 საუკუნის 30-40-იან წლებში თითქმის მთელი საქართველო სამხრეთ საქართველოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდა,ამიტომ თორთომი ოსმალეთში ასოცირდებოდა როგორც "გურჯისტანის ქვეყნების დედაქალაქი".თორემ ისე საქართველოს ყველა დანარჩენ პოლიტიკურ ერთეულებს ქონდათ საკუთარი პოლიტიკური ცენტრები ანუ დედაქალაქები. ოსმალეთის იმპერია მე-15-16 საუკუნეებში ყურადღებით აკვირდებოდა საქართველოს,განსაკუთრებით კი სამხრეთ საქართველოს,როგორც ყველაზე დიდ და ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს.მათ ბუნებრივია ჰქონდათ წარმოდგენა იმაზე,თუ რა ხდებოდა სამხრეთ საქართველოში.აქედან გამომდინარე ისინი აფიქსირებდნენ არტანუჯის და "ჯუღოს" რეზიდენციებში დაბინავებული ძლიერი და გავლენიანი სამეფო საგვარეულოს არსებობას,რომლებიც დიდ გავლენას ახდენდნენ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე ამიტომ ამ საგვარეულოს მეთაურები მათ ორჯერ დააფიქსირეს "შაჰისა"და"ხანის"ტიტულებით. ოსმალები ხედავდნენ,რომ სამცხე-საათაბაგოში ფიზიკურად არსებობდა ბიზანტიიდან დაბრუნებული გავლენიანი სამეფო საგვარეულო და ფაქტს აფიქსირებდნენ. "შაჰი მამრული"ალბათ იმიტომ იქნა გამორჩეული ოსმალების მიერ,რომ მე-15 საუკუნის 70-იან წლებში თორთომის ციხესიმაგრის გარშემო განვითარებულ მოვლენებში არტანუჯის სამეფო საგვარეულოს მეთაური აქტიურად იყო ჩართული და იმ დაძაბულ სიტუაციაში არტანუჯი პოლიტიკური და სამხედრო პროცესების მართვის მთავარ ცენტრს წარმოადგენდა ფაქტიურად.ამიტომაც მე-15 საუკუნის 70-იანი წლების ამ საგვარეულოს მეთაური მათ შაჰის ტიტულით მოიხსენიეს.ასევე 1535 წელს მომხდარმა სამთავრობო გადატრიალებამ და ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ კვლავ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ოსმალებზე.ამიტომ მე-16 საუკუნის 30-იანი წლების საგვარეულოს მეთაური მათ კვლავ გამოარჩიეს წყაროებში და "ლევან ხანი გურჯისტანის მფლობელი"უწოდეს. ოსმალურ მატიანეს ამ ძალიან ძლიერი პიროვნების სახელი განსაკუთრებით დაამახსოვრდა. ოსმალებს მაინცდამაინც არ აინტერესებდათ ამ ფაქტის იურიდიული მხარე,იყვნენ თუ არა "ლევანი"და "მამრული"ოფიციალურ მონარქებად დარეგისტრირებულნი საქართველოში.ისინი აფიქსირებდნენ იმას,რაზეც ზემოთ გვქონდა საუბარი,რომ არტანუჯისა და ეგრეთწოდებული "ჯუღოს"ციხესიმაგრეებში ცხოვრობდა ბიზანტიიდან დაბრუნებული ძველი და დიდი სამეფო საგვარეულო და ამ საგვარეულოს მეთაური.ბუნებრივია ოსმალები კარგად ერკვეოდნენ მაშინდელ ფეოდალურ იერარქიაში და იცოდნენ,რომ ეს სამეფო საგვარეულო იერარქიულად უფრო მაღლა იდგა ვიდრე სამცხე-საათაბაგოს მმართველი ჯაყელების საგვარეულო.ხედავდნენ იმასაც,რომ ეს ორი პიროვნება განსაკუთრებულ როლს თამაშობდა დიდ პოლიტიკურ ცვლილებებში.ბუნებრივია ეს პირები მათ რაღაც ტიტულებით ხომ უნდა მოეხსენიებიათ და უწოდეს "შაჰი" და "ხანი",რაც მათ დე-ფაქტო მდგომარეობას ნამდვილად შეესადაგებოდა. ახალციხის მთავარმა 1535 წელს მომხდარი სამთავრობო გადატრიალების შემდეგ დაკარგა სამხრეთ საქართველოს ჯარების მხედართმთავრის ტიტული.თუმცა ჩემი ვარაუდით არტანუჯის მონარქი ქაიხოსრო მეორეს იყენებდა საგარეო პოლიტიკის წარმოების საქმეში.ჯაყელები,ათაბაგები ფართოდ იყვნენ ცნობილი საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე.ტრადიციულად გააჩნდათ დიპლომატიური ურთიერთობების წარმოების დიდი გამოცდილება და ნიჭი.ამიტომ ჩემი ვარაუდით უკვე მორჩილი აღმოსავლეთ მესხეთის მთავარი ქაიხოსრო მონარქის დავალებით აწარმოებდა საჭიროების შემთხვევაში საგარეო ურთიერთობებს. ასეთი პოლიტიკური მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა.მას საქართველოსთვის სამწუხაროდ ბოლო მოუღო ოსმალეთის იმპერიის და ირანის ერთდროულმა აგრესიამ. არტანუჯის ტახტის ბოლომდე ერთგულ ვასალად დარჩა გურიის მთავარი. ამ პერიოდისთვის სამხრეთ საქართველოსთვის პრობლემას არ წარმოადგენდა მოეწყო ლაშქრობა იმერეთზე ან ქართლზე და ძალის გამოყენებით დაექვემდებარებია ეს რეგიონები,მაგრამ ძალიან გართულებული საგარეო პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე რადიკალური ზომების გამოყენებისგან თავს იკავებდნენ ამ ეტაპზე.ამიტომ მშვიდობიან მეთოდებს ამჯობინებდნენ და "უფროსი ძმის"როლით კმაყოფილდებოდნენ ამ ეტაპზე. გავიხსენოთ 1483 წლის არადეთის ბრძოლა.არეშში მცირე რაზმით დაახლოებით 500 მეომრით ყვარყვარე მეორემ ილაშქრა ვიღაც არეშელი ვაჭრის დასასჯელად,რომელიც უსამართლოდ მოექცა მესხ ვაჭარს და კუთვნილ თანხას არ აძლევდა.მაშინ ყვარყვარეს ამ სამართლიანობის ამბავი მთელ ახლომახლო ქვეყნებში გავარდა.უკან დაბრუნებისას ქართლში მას გზა მოუჭრა კონსტანტინე მეფემ.ყვარყვარემ მიმართა მათ,რომ არ ებრძოლათ უაზროდ და მშვიდობიანად გაეტარებიათ,მაგრამ კონსტანტინემ ბრძოლა ისურვა.500 კაციანი რაზმით ყვარყვარემ სასტიკად დაამარცხა კონსტანტინე მეფე საკუთარ სამეფოში.აქედან ჩანს თუ რა ადვილი იყო სამხრეთ საქართველოს 35 000-იანი მხედრობისთვის და ამას დამატებული გურიის სამთავროსა და ჭანეთის რაზმებისთვის ქართლის მეფის ტახტიდან გადაყენება და ქართლის შემოერთება.მაგრამ ტახტიდან გადაყენებული რომელიმე წარმომადგენელი საზღვარგარეთ გაიქცეოდა თავშესაფრის სათხოვნელად.მას გამოუჩნდებოდა "მფარველი"რომელიმე ისლამურ ქვეყანაში,რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა ისედაც კარს მომდგარი ისლამური აგრესიის საფრთხეს.მართალია ბაგრატიონებმა როგორც საგვარეულომ სერიოზული მარცხი განიცადა,მაგრამ ირანიდან ან ოსმალეთიდან ზურგგამაგრებულ ტახტის მაძიებელს საქართველოში გამოუჩნდებოდა მომხრეების გარკვეული რაოდენობა.ისლამური აგრესიის შემთხვევაში კი ეს ქვეყნის თავდაცვითუნარიანობისთვის ზიანის მომტანი იყო. როგორც უკვე ვთქვით ძალიან გართულებული საგარეო მდგომარეობიდან გამომდინარე სამხრეთ საქართველოს მესვეურები თავს იკავებდნენ რადიკალური ზომების გამოყენებისგან ამ ეტაპზე და მშვიდობიან მეთოდებს ამჯობინებდნენ.მათ მორჩილი ბაგრატიონები ჯერჯერობით "სჭირდებოდათ"ადგილზე. სამხრეთ საქართველოს მესვეურები გონიერი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსები იყვნენ. ისინი მანიაკები კი არ იყვნენ და სულაც არ სიამოვნებდათ ქართველების ხოცვა. ისინი ქართლის ზოგიერთი თავქარიანი მეფის პროვოკაციებს, რომ სერიოზულად აჰყოლოდნენ და თავიანთი 35 000-იანი ჯარები შეეყვანათ ქართლში იქ კატასტროფა დატრიალდებოდა და ქართლის სამეფო ჯარის გარეშე დარჩებოდა.და ვის აწყობდა ეს? რა თქმა უნდა გარეშე მტრულ ძალას. ამიტომ სამხრეთ საქართველოში ასეთ უგუნურ პროვოკაციებს სერიოზულად არც კი უყურებდნენ. მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში მთელი დასავლეთ საქართველო სამხრეთ საქართველოს გავლენის ქვეშ მოექცა.ამით ბოლო მოეღო ძმათამკვლელ შინაომებს და დასავლეთ საქართველოში მშვიდობამ დაისადგურა. ორიოდე სიტყვით შევეხოთ ცნობილ სოხოისტას ბრძოლას.ეს იყო სამხრეთ საქართველოს ჰეგემონიით ქართველთა კავშირის ბრძოლა ოსმალების წინააღმდეგ. 1543 წელს ქარაქაღთან ბრძოლაში ქართველებმა მთლიანად გაანადგურეს ოსმალთა ჯარი.ოსმალო მემატიანე შეძრწუნებულია ამ ხოცვა-ჟლეტით და ისე გვიყვება ამ ბრძოლაზე. ქარაქაღთან დამარცხების საპასუხოდ სულთნის ბრძანებით მთელი აღმოსავლეთ ანატოლიის თურქული მხედრობა დაიძრა ქართველების წინააღმდეგ.გადმოცემით ამ ბრძოლაში ოთხჯერ მეტი ოსმალო ჯარისკაცი დაცემულა ბრძოლის ველზე ვიდრე ქართველი მეომარი.ეს იყო სასტიკი და სისხლისმღვრელი ომი.არის ცნობა,რომ ბრძოლაში ოსმალებმა გაიმარჯვეს. ოსმალებს ქვეყნის სიღრმეში შეღწევა არ უცდიათ.ჩანს მათ ამის ძალა უკვე აღარ შესწევდათ.(პირადად ჩემში ქართველების ამ ბრძოლაში დამარცხება ეჭვებს იწვევს.ჯერ ერთი თუ ოსმალებმა ამ ბრძოლაში გაიმარჯვეს მაშინ ასეთი დიდი მსხვერპლი რატომ იყო მათ რიგებში? პირიქით უნდა ყოფილიყო.და მეორე-თუ მათ გაიმარჯვეს მაშინ რატომ არ ისარგებლეს ამ გამარჯვებით და ტაოში რატომ არ შემოვიდნენ? მთელი აღმოსავლეთ ანატოლიის არმია სულთნის ბრძანებით იმიტომ შეიკრიბა და წამოვიდა სამხრეთ საქართველოს წინააღმდეგ,რომ მხოლოდ ერთი ბრძოლა გაემართათ და მერე უკან წასულიყვნენ?ამ ბრძოლის შემდგომი მდგომარეობა სულ სხვა შთაბეჭდილებას ტოვებს: ქართველებს ეს ბრძოლა არ წაუგიათ.როგორც ჩანს მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სასტიკი ბრძოლა,სადაც ვერც ერთმა მხარემ გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოიპოვა.ამ დღეს ოსმალებმა ძალიან დიდი დანაკარგები განიცადეს.ბუნებრივია საღამოს ბრძოლა შეწყდა.მომდევნო დღეებში ოსმალებმა არ ისურვეს ხელმეორედ ბრძოლის გამართვა გარკვეული მიზეზების გამო და მოწინააღმდეგეები თავთავიანთი "დისლოკაციის"ადგილებში დაბრუნდნენ,ანუ ომი შეწყვიტეს.სოხოისტას ბრძოლამ შეაჩერა ოსმალთა შემოჭრა ტაო-კლარჯეთში იმ ეტაპზე. ოსმალთა ამ დიდი არმიის მთავარი მიზანი და გეგმა იყო დასავლეთ მესხეთში შეჭრა და არტანუჯისა და თორთომის ციხესიმაგრეების აღება,მაგრამ ქართველთა გაერთიანებულმა ჯარებმა ბასიანთან ბრძოლაში ოსმალები შეაჩერეს და დიდი დანაკარგებით აიძულეს უკან გაბრუნებულიყვნენ. ეს არის ამ ბრძოლის რეალური შედეგი,რომელიც სახეზე გვაქვს. თავისი მნიშვნელობით სოხოისტას ბრძოლა შეგვიძლია შევადაროთ 1202 წლის ბასიანის ბრძოლას.დაახლოებით ასეთივეა ირანელი ისტორიკოსის ჰასან რუმლუს ცნობა სოხოისტას ბრძოლაზე.მისი ცნობით თავიდან უპირატესობა ამ ბრძოლაში ქართველების მხარეზე ყოფილა და ქართველებს ოსმალთა არმიის მთავარი დროშაც ჩაუგდიათ ხელში,შემდეგ უპირატესობა ოსმალების მხარეზე გადასულა,ქართველები დაუმარცხებიათ და თავიანთ ქვეყანაში უკანვე გაბრუნებულან.ამ ცნობიდან იკვეთება შემდეგი: ეს სასტიკი ბრძოლა ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა.და რაც ყველაზე მთავარია,ამ ბრძოლის დასრულებისთანავე ოსმალები მაშინვე უკან გაბრუნებულან.ესეც ადასტურებს,იმას რომ 1545 წლის სოხოისტას ბრძოლის შემდეგ ოსმალებს დასავლეთ მესხეთში ფეხი არ შემოუდგამთ და "ქართლის ცხოვრების"ცნობა,რომ ამ ბრძოლით ოსმალებმა სამცხე-საათაბაგო დაიპყრეს სრული აბსურდია.სადეზინფორმაციო ომი იმ დროშიც ფართოდ იყო გავრცელებული.მათთვის უშედეგოდ დამთავრებული ბრძოლის შემდეგ ოსმალთა სარდლებმა ისლამურ სამყაროში დეზინფორმაცია გაავრცელეს,ბასიანში ჩვენ გავიმარჯვეთ და გამარჯვებულები დავბრუნდითო.მათ რომ ბასიანში გაემარჯვათ კარგად ვიცით ამას რაც მოყვებოდა.ამ ყველაფრიდან გამომდინარე დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ,რომ ეს დიდი და სასტიკი ბრძოლა ან ქართველების უპირატესობით დასრულდა,ან ვერც ერთმა მხარემ გადამწყვეტი უპირატესობა ვერ მოიპოვა.არც თურქული და არც ქართული წყაროებიდან ცნობა არ არსებობს ოსმალთა არმიის რაოდენობაზე.როცა ქართველებმა ქარაქაღთან 1543 წელს ოსმალთა ჯარი მთლიანად გაანადგურეს მაშინ ოსმალთა ჯარის რაოდენობა 22 000 კაცი იყო.ეს იყო არზრუმის ფაშას ჯარი.სოხოისტას ბრძოლაში კი სულთნის ბრძანებით უფრო დიდი ჯარი იყო გამოგზავნილი.ამ ჯარებს სარდლობდნენ არზრუმისა და დიარბექირის ფაშები.ბუნებრივია ეს ახალი საპასუხო ლაშქრობა ბევრად უფრო დიდი და ძლიერი უნდა ყოფილიყო.მართალია ამ არმიას სარდლობდნენ არზრუმისა და დიარბექირის ფაშები და ამ არმიის მთავარი ბირთვი არზრუმისა და დიარბექირის გაერთიანებული ჯარები იყო,მაგრამ დიდი ალბათობით სხვა მეზობელი საფაშოების მიერ გამოგზავნილი დამხმარე რაზმებიც ღებულობდნენ მონაწილეობას ამ ბრძოლაში. ამ გაერთიანებული ჯარების რაოდენობა დაახლოებით არანაკლებ 60 000--70 000 ჯარისკაცი მაინც იქნებოდა.მე-16 საუკუნეში 50 000 ოსმალო ჯარი დიდ სამხედრო ძალას წარმოადგენდა და სოხოისტას ბრძოლა დიდი მასშტაბის სამხედრო შეტაკება იყო.მით უფრო მაშინ,როცა ეს ბრძოლა მოხდა ბასიანის გაშლილ ველებში,სადაც ოსმალებს მანევრირების ფართო ასპარეზი გააჩნდათ.ჯარის ასეთი რაოდენობით მე-15-16 საუკუნეებში ოსმალები ზოგჯერ ირანის დიდ სახელმწიფოსაც კი უპირისპირდებოდნენ.რაც შეეხება ქართველთა გაერთიანებული ჯარების რაოდენობას,არც ამაზე გაგვაჩნია არანაირი ინფორმაცია.იმ ცნობით რაც ხელთა გვაქვს ამ ბრძოლაში მონაწილეობას ღებულობდნენ სამხრეთ საქართველოს ჯარები და მათ დასახმარებლად მოსული მოკავშირეები-ქართლისა და იმერეთის მეფეები.სხვადასხვა ცნობებიდან,მათ შორის სომხური წყაროს ცნობითაც ჩვენ ვიცით,რომ სამცხე-საათაბაგოს მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში საყოველთაო მობილიზაციის შემთხვევაში ბრძოლის ველზე გამოყავდა დაახლოებით 35 000 ჯარისკაცი.ჯარის დაახლოებით ამ რაოდენობით ილაშქრა ყვარყვარე მეორემ არზრუმზე,როცა ქალაქი აიღო და გაძარცვა. სამცხე-საათაბაგო ვრცელი მხარე იყო.მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში სტამბოლში გაგზავნილი ვრცელი სადაზვერვო მოხსენებითი დოკუმენტის მიხედვით სამცხე-საათაბაგო მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა დიდი სოფლებით. ჩემი გამოთვლებით რომელიც მაქსიმალურად მიახლოებულია რეალურ მონაცემებთან მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში სამცხე-საათაბაგოს კლასიკურ ქართულ ტერიტორიაზე, რომლის ფართობი იყო 34 500 კვადრატული კილომეტრი ცხოვრობდა დაახლოებით 800 000 ადამიანი. აქედან დაახლოებით 500 000 ადამიანი ცხოვრობდა დასავლეთ მესხეთში, ხოლო დაახლოებით 300 000 ადამიანი ცხოვრობდა აღმოსავლეთ მესხეთში. {გამოყენებულია ლიტერატურა:"თურქული წყაროები სამცხე-საათაბაგოს ისტორიისთვის".ც.აბულაძე.1983}. ოსმალეთის იმპერიაში ყურადღებით აკვირდებოდნენ და ზვერავდნენ სამცხე-საათაბაგოს,როგორც საქართველოს ყველაზე დიდ და ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს. აქედან გამომდინარე სოხოისტას ბრძოლაში თორთომელი სარდლის მეთაურობით დასავლეთ მესხეთის,აღმოსავლეთ მესხეთის და გურიის გაერთიანებული ჯარების რაოდენობა დაახლოებით 39 000 ჯარისკაცი იყო. სამცხე-საათაბაგოს 35 000 ჯარისკაცს ემატებოდა გურიის დაახლოებით 4 000 ჯარისკაცი.რაც შეეხება მოკავშირე დამხმარე ჯარების რაოდენობას ქართლის და იმერეთის მეფეების მეთაურობით,ამაზე დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვით.ვარაუდის დონეზე კი შეგვიძლია ვთქვათ,რომ დამხმარე ჯარების რაოდენობა საერთო ჯამში დაახლოებით 16-17 ათასი მეომარი იყო(ქართლის სამეფოდან დაახლოებით 9-10 ათასი ჯარისკაცი,იმერეთის სამეფოდან კი დაახლოებით 7 ათასი ჯარისკაცი.ჩვენთვის ცნობილია,რომ ეს არის ჯარისკაცების რაოდენობა,რომლის გამოყვანაც შეეძლოთ ქართლის და იმერეთის სამეფოებს იმ ეპოქაში და მეც ეს საყოველთაოდ ცნობილი მონაცემები მაქვს მოყვანილი).ამგვარად ბასიანის გაშლილ ველებზე ერთმანეთს დაუპირისპირდა ოსმალთა დაახლოებით 60-70 ათასიანი საუკეთესო მხედრობა და ქართველთა დაახლოებით 55 000 ასევე საუკეთესო გაერთიანებული ჯარები.ასეთი ძალების დაპირისპირებამ გამოიწვია სასტიკი და სისხლისმღვრელი ბრძოლა.ამ ბრძოლაზე შემონახული უცხოური,ისლამურ და ქართულ ფრაგმენტულ მცირე ცნობებზე და აგრეთვე მომდევნო წლებზე სამხრეთ საქართველოს შესახებ თურქულ მატიანეში შემონახული ცნობებზე დაყრდნობით და ამ ცნობების გაანალიზებით ამ ბრძოლის შინაარსი დაახლოებით ასეთია: ბრძოლის პირველ ეტაპზე ქართველთა ჯარმა მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა,ოსმალთა არმიის მთავარი დროშა ხელში ჩაიგდო და ოსმალები დამარცხების პირას იყვნენ.მაგრამ შემდეგ ოსმალთა გამოცდილი სარდლები არ დაიბნენ,გარკვეული სამხედრო მანევრების საშუალებით მდგომარეობა გამოასწორეს და არმია განადგურებისგან გადაარჩინეს.საბოლოოდ საღამოს ეს სასტიკი ბრძოლა შეწყდა. ოსმალთა ეს არმია წარმოადგენდა აღმოსავლეთის მიმართულებით ოსმალთა მთავარ დამტრყმელ ძალას და უპირისპირდებოდა ირანის სახელმწიფოს.აქედან გამომდინარე ოსმალთა ეს არმია ძალიან ბრძოლისუნარიანი და გამოცდილი იყო.ის მზად იყო ნებისმიერ შემთხვევაში კონფლიქტის დროს ჩაბმულიყო ირანის დიდ სახელმწიფოსთან ფართომასშტაბიან ომში.მე ისტორიული ფაქტების შეფასების დროს ყოველთვის ძალიან ფრთხილი ვარ და ვცდილობ რეალობას არ მოვწყდე.ჩემს მიერ ზემოთ მოყვანილი ოსმალთა არმიის სავარაუდო რაოდენობა 60 000--70 000 ჯარისკაცი ეს არის ყველაზე მინიმალური სავარაუდო ციფრები რაც კი შეიძლება ყოფილიყო ამ შემთხვევაში.წყაროებში და მატიანეებში ზოგჯერ ხდება,რომ მოყვანილია მოწინააღმდეგის,მტრის ჯარების რაოდენობაზე ძალიან გაზრდილი, არარეალური და ფანტასტიკურად დიდი ციფრები. 1543 წელს ქარაქაღთან სულთნის ერთერთი გავლენიანი არზრუმის ფაშას ტრაგიკულმა სიკვდილმა დიდი გავლენა მოახდინა სულთანზე და ზოგადად იმპერიის სხვა მესვეურებზე. 1543 წლის არზრუმის ფაშას ლაშქრობა ეს იყო სადამსჯელო ლაშქრობა,რომლის მიზანს წარმოადგენდა სამხრეთ საქართველოს სამხრეთი რაიონების დარბევა.ამ ლაშქრობის მიზანს არ წარმოადგენდა სამხრეთ საქართველოს დაპყრობა.ეს იყო საშუალო მასშტაბის სადამსჯელო ექსპედიცია. 1545 წლის დიდი ლაშქრობა ეს იყო შურისძიებაც და ოსმალთა იმპერიის პრესტიჟის საქმეც.ეს იყო აღმოსავლეთ ანატოლიის კოალიციური არმია ორი დიდი ფაშას მეთაურობით,რომლის მთავარი მიზანი იყო სამხრეთ საქართველოში შეჭრა და მისი სრული ოკუპაცია და განადგურება. რადგან ამ არმიის რაოდენობაზე ცნობები არ არსებობს,ამიტომ მე ყველაზე მინიმალური რაოდენობა მოვიყვანე. ჩემი ვარაუდით ამ არმიის რაოდენობა დაახლოებით არანაკლებ 70 000 ჯარისკაცი იყო.ქართველთა დაახლოებით 55 000 ჯარისკაცი ოსმალთა დაახლოებით 70 000 ჯარისკაცის წინააღმდეგ.ჩემი აზრით ჯარების ასეთი რაოდენობა რეალობასთან ახლოსაა.ამავე დროს მე არ გამოვრიცხავ და სავსებით დასაშვებად მიმაჩნია,რომ ოსმალთა არმიის რაოდენობა დაახლოებით 80 000 ჯარისკაციც კი ყოფილიყო.მე-15-16 საუკუნეებში საქართველოს ყველა პოლიტიკური ერთეულის გაერთიანებული ჯარების რაოდენობა დაახლოებით 75 000 ჯარისკაცი იყო.სრული მობილიზაციის შემთხვევაში არზრუმის და დიარბექირის დიდი საფაშოების გაერთიანებული ჯარების რაოდენობა ბუნებრივია საქართველოს ჯარზე ნაკლები ვერ იქნებოდა და თავისუფლად შეეძლოთ 80 000 ჯარისკაცის გამოყვანა.მით უფრო მაშინ თუ კი არზრუმისა და დიარბექირის ფაშებს მეზობელი საფაშოებიც გამოუგზავნიდნენ დამხმარე რაზმებს. ოსმალეთის იმპერიამ ბუნებრივია კარგად იცოდა,რომ ქართველი მოკავშირეები ბასიანში მის წინააღმდეგ გამოიყვანდნენ მინიმუმ 55 000 ჯარისკაცს.ხოლო მოკავშირეები თუ სამეგრელო-აფხაზეთის ჯარსაც დაიხმარებდნენ,მაშინ მოკავშირეების გაერთიანებული ლაშქრის რაოდენობა 60 000 მეომარს გადააჭარბებდა. ამიტომ ის არზრუმისა და დიარბექირის ფაშების სარდლობით ბრძოლის ველზე გამოიყვანდა ჯარის იმ რაოდენობას,რომელიც აღემატებოდა ქართველი მოკავშირეების გაერთიანებულ ლაშქარს. ამრიგად ყველაზე რეალური ციფრებია დაახლოებით 70 000 ჯარისკაცი ან დაახლოებით 80 000 ჯარისკაცი და საბოლოოდ ამაზე შევთანხმდეთ. ასეთ სერიოზულ ძალასთან მოუწიათ ქართველებს ბრძოლა სოხოისტას ველზე.მართალია ქართველებმა ვერ შეძლეს ამ არმიის განადგურება,მაგრამ ძალიან ღრმა ჭრილობა მიაყენეს და ფაქტიურად მისი პარალიზება გამოიწვიეს.აქედან გამომდინარე ეს ბრძოლა ქართველებისთვის წარმატებული და შედეგიანი იყო.ბოლოსდაბოლოს ჰასან რუმლუს ცნობით ქართველებმა ოსმალთა არმიის მთავარი დროშა ჩაიგდეს ხელში.ეს ძალიან დამაფიქრებელი ფაქტია.რაც შეეხება ოსმალურ მატიანეს,აქ 1545 წლის დიდი ბრძოლა ფაქტიურად ამოღებულია.ქარაქაღთან მარცხის შემდეგ დიარბექირისა და არზრუმის ძლიერი ფაშების სარდლობით აღმოსავლეთ ანატოლიის დიდი მხედრობის კვლავ დამარცხება ძალიან არასასიამოვნო ფაქტი იყო ოსმალეთის დიდი იმპერიისთვის.მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი აშკარად ცდილობს 1545 წლის მარცხის წაშლას.აქვს მცდელობა ეს ბრძოლა გადაიტანოს 1549 წლებში,როცა მიმდინარეობდა დიდი საომარი კამპანია დასავლეთ მესხეთში.აშკარად შეინიშნება მის მონათხრობში ამ ორი სხვადასხვა ბრძოლის შინაარსის გაიგივება.ამ მანიპულაციით კი ცდილობს 1545 წლის ბრძოლის წაშლას ისტორიიდან. ამ 1545 წლის ბრძოლის ისტორიიდან ამოშლას ის აგვირგვინებს დიარბექირის ძალიან ძლიერი ბეგლარბეგის და მისი ლაშქრის საერთოდ ამოღებით ამ ბრძოლიდან.მან ჩათვალა,რომ დიარბექირის ფაშას ხსენება აქ საჭირო აღარ იყო. მსგავსი ფაქტები ზოგჯერ ხდებოდა ყველა ქვეყნის მატიანეში და არც ოსმალური მატიანეა გამონაკლისი.ამავე დროს სავსებით შესაძლებელია იბრაჰიმ ფეჩევი უფრო ძველ წყაროს ეყრდნობოდა სადაც უკვე ამოღებული იყო 1545 წლის ბრძოლა.ეს ვერსია უფრო მისაღებია,რომ ის უფრო ძველ წყაროს ეყრდნობოდა.მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალურ ისტორიოგრაფიაში ეს არასასიამოვნო ფაქტი უკვე წაშლილი იქნებოდა.რაც შეეხება იბრაჰიმ ფეჩევის კიდევ ერთ ცნობას,რომ თითქოს 1536 წელს ოსმალებმა დასავლეთ მესხეთი ტაო-კლარჯეთი დაიპყრეს და იქ საკუთარი ადმინისტრაციული ერთეულები სანჯაყები დაარსეს საერთოდ მოწყვეტილია ყოველგვარ რეალობას.ეს ცნობა სრულ წინააღმდეგობაში მოდის ყველა დანარჩენ ოსმალურ წყაროებთან.ამავე დროს ეს ცნობა თვით იბრაჰიმ ფეჩევის სხვა ცნობებთანაც წინააღმდეგობაში მოდის და თვით მისი საკუთარი ცნობებითაც დასტურდება,რომ არარეალურია.უკვე საფუძვლიანად თვით ოსმალური წყაროებით დასტურდება,რომ ოსმალებმა ტაო-კლარჯეთი დაიპყრეს 1549-1551 წლების საომარი კამპანიის შემდეგ და ამ დაპყრობის შემდეგ დაარსეს იქ საკუთარი სანჯაყები. სოხოისტას ბრძოლაში მონაწილეობას არ ღებულობდა კახეთის სამეფო,სადაც გიორგი მერვეს პირდაპირი შთამომავლები მეფობდნენ.კახეთის სამეფო საკმაოდ მოზრდილი პოლიტიკური ერთეული იყო და ბრძოლის ველზე შეეძლო გამოეყვანა 10 000 ჯარისკაცი.რაც შეეხება სამეგრელოს სამთავროს არმონაწილეობას სოხოისტას ბრძოლაში აქ ჩვენთვის უცნობ რაღაც პოლიტიკურ მიზეზებთან უნდა გვქონდეს საქმე.სამეგრელოს მთავარი ვერ გაბედავდა უარი ეთქვა ბრძოლაზე სადაც თითქმის მთელი საქართველო ღებულობდა მონაწილეობას,რადგან მისთვის ეს სამეგრელოს ტახტის დაკარგვით დამთავრდებოდა.სამხრეთ საქართველოს მმართველები და მისი მოკავშირე მეფეები სამეგრელოს მთავარს არ აპატიებდნენ ამას და სასტიკად დასჯიდნენ.აქ რაღაც სხვა მიზეზთან გვაქვს საქმე,რომელიც ჩვენ არ ვიცით.სამხრეთ საქართველოს მესვეურებმა,როგორც ჩანს რაღაც მიზეზის გამო არ ჩათვალეს საჭიროდ სამეგრელოს მთავრის მონაწილეობა ამ ბრძოლაში.მას ალბათ რაღაც სულ სხვა ფუნქცია ევალებოდა და მისი მონაწილეობა ამ ბრძოლაში აუცილებლობას არ წარმოადგენდა. ჩემი ვარაუდით სამეგრელოს სამთავროს,როგორც კავშირის ერთერთი წევრის მთავარ ფუნქციად თვლიდნენ დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ რაიონების გაკონტროლებას და ამ რაიონებში ჩრდილოეთ კავკასიური გავლენის განეიტრალებას. სოხოისტას ბრძოლის შემდეგ სამხრეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიასთან სახიფათო კონფლიქტით იყო დაკავებული.ამ დროს ბაგრატ მესამემ,რომელმაც ოსმალთა წინააღმდეგ ერთერთ ბრძოლაში თავი გამოიჩინა მოხერხებით სცადა სამეგრელოს სამთავროსთან სიტუაციის გამწვავება და კონფლიქტის გაღვივება.სამხრეთ საქართველოს მესვეურებმა ამის საპასუხოდ აამოქმედეს თავიანთი მომხრე იმერეთის ფეოდალთა ჯგუფი(ჩხეიძეები და სხვები)და ბაგრატს ხელი ააღებინეს არაგონივრულ ზრახვებზე.თავიანთი მომხრე იმერეთის ფეოდალთა დაჯგუფების მეშვეობით სამხრეთ საქართველო აკონტროლებდა იმერეთის მეფეს.იმერეთის მეფეს აღარ ემორჩილება ფეოდალი ჩხეიძეები და მათი მომხრე სხვა ფეოდალები,რომლებიც სამხრეთ საქართველოდან მიღებულ მითითებებს ასრულებენ. წყაროებიდან არ ჩანს,მაგრამ მათ ქართლის სამეფოშიც ეყოლებოდათ მსგავსი დაჯგუფება. რა ტიტულს ატარებდნენ არტანუჯის მეფეები? ჩემი აზრით ისინი თავიდანვე საკუთარ თავს "საქართველოს მეფეს"უწოდებდნენ.თუმცა მათი მე-16 საუკუნის პირველი ნახევრის მდგომარეობა უფრო შეესაბამებოდა ამ წოდებას,ვიდრე მე-15 საუკუნის მეორე ნახევრისა.მათი თანდათანობითი გაძლიერება ოსმალურ მატიანეშიც აისახა.თუ ოსმალები მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში თორთომის მფლობელს მამრულს უწოდებდნენ გურჯისტანის შაჰებიდან ანუ მეფეებიდან ერთერთს, კოლას ციხის მშენებელ ლევან ხანს უკვე გურჯისტანის მფლობელად მოიხსენიებენ.მე-16 საუკუნის 30-იან წლებში არტანუჯის მონარქი თანდათან გამოიკვეთა,როგორც ერთიანი საქართველოს სიმბოლო,რომლის გარშემო ხდება პოლიტიკური ერთეულების კონსოლიდაცია.ეს პოლიტიკური ვითარება შეუმჩნეველი არ დარჩა მეზობელ ოსმალეთის იმპერიაში და ირანში,რაც მათში გაღიზიანებას იწვევდა. {სხვათაშორის მე-16 საუკუნის 30-იანი წლების ოსმალური მოხსენებითი წყარო(რელაციები) ახალციხეს "საქართველოს მთავარ ქალაქს"უწოდებს.ამავე პერიოდის ერთერთი ოსმალური წყაროს ცნობებიდან გამომდინარე ყვარყვარე ჯაყელსა და მანუჩარ ჯაყელს შორის კონფლიქტის შედეგად სამხრეთ საქართველოში ქაოსი და არასტაბილური პოლიტიკური მდგომარეობა იყო შექმნილი.ამ კონფლიქტში იმერეთის მეფე ბაგრატი ამ წყაროს ცნობით ყვარყვარეს მხარეს იყო,ხოლო ქართლის მეფე დავითი კი მანუჩარს უჭერდა მხარს.ამ ოსმალური წყაროდან ვგებულობთ,რომ ეს შიდაპოლიტიკური კონფლიქტი არ იყო მხოლოდ ჯაყელებს შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლა სამხრეთ საქართველოსთვის.არამედ თითქმის მთელი საქართველო ორ პოლიტიკურ ბანაკად ყოფილა დაყოფილი.ხოლო ამ ორი დაპირისპირებული პოლიტიკური ბანაკის მეთაურები იყვნენ მანუჩარ და ყვარყვარე ჯაყელები.ამ ცნობას გვაწვდის 1516 წელს რუმის ბეგლარბეგის გაგზავნილი წერილი სულთნის კარზე. საბოლოოდ ყვარყვარემ გაიმარჯვა და პოლიტიკური სიტუაცია დასტაბილურდა.მანამდე ყვარყვარე ოსმალებს თხოვდა მხარდაჭერას ამ ბრძოლაში,თუმცა ოსმალები მის ერთგულებაში დარწმუნებულები არ იყვნენ. ოსმალური წყაროს ცნობით, თუ ყვარყვარე სულთანს დაემორჩილება,მაშინ მთელი საქართველო სულთნის მორჩილი იქნება და სხვები წინააღმდეგობის გაწევას ვერ გაბედავენო.ამ ცნობიდან გამომდინარე ოსმალეთის იმპერიაში მიაჩნდათ,რომ ყვარყვარე მესამე ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ფიგურა იყო საქართველოში. ამ ოსმალურ წყაროებში რომელიც საქართველოს მდგომარეობაზე მოხსენებას წარმოადგენდა ხაზგასმულია,რომ მე-16 საუკუნის 30-იან წლებში სამხრეთ საქართველო პოლიტიკურად ყველაზე ძლიერი და მთავარი რეგიონია საქართველოში.მოხსენებით რელაციებში 95 პროცენტი მხოლოდ სამხრეთ საქართველოს ეხება და ძალიან ბევრი ცნობებია.საქართველოს დანარჩენ რეგიონებს მხოლოდ გაკვრით,რამდენიმე წინადადებით მოიხსენიებენ.მათი თვალსაზრისით საქართველოს დანარჩენი რეგიონები ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენენ ოსმალებისთვის.(გამოყენებული ლიტერატურა:თურქული წყაროები სამცხე-საათაბაგოს ისტორიისთვის.ცისანა აბულაძე.1983). ოსმალურ ცნობებს ყვარყვარე მესამეს ძალაუფლებაზე ადასტურებს მე-16 საუკუნის ირანელი ისტორიკოსის ჰასან რუმლუს ცნობაც,რომელიც მას მოიხსენიებს,როგორც "ყვარყვარე ჰაქიმი მეფე".რა თქმა უნდა ყვარყვარე მესამე არ ატარებდა მეფის ტიტულს,მაგრამ მისი და სამხრეთ საქართველოს გავლენის ქვეშ მოქცეული იყო თითქმის მთელი საქართველო.ეს იცოდა ჰასან რუმლუმ და ამიტომ მოიხსენია მეფის ტიტულით.სტამბოლის თოფქაფი-სარაის მუზეუმში დაცული არქივის ცნობით კი ლუარსაბ პირველი და ქაიხოსრო მეორე თავადების ტიტულით არიან მოხსენიებული,რადგან მათი რეალური ძალაუფლება ყვარყვარე მესამეს ძალაუფლებას ვერ შეედრებოდა.ლუარსაბი მხოლოდ ქართლის მმართველი იყო,ხოლო ქაიხოსრო მეორე მხოლოდ აღმოსავლეთ მესხეთის. როგორც ჩანს ყვარყვარე მესამემ შიდაპოლიტიკური კრიზისი წარმატებით დაძლია და ძლიერი მბრძანებელია. შესაძლებელია ყვარყვარეს წარმატებას სამოქალაქო ომში ხელი შეუწყო ირანის მხარდაჭერამ. ეს ვრცელი მოხსენებითი დოკუმენტი აქარწყლებს მცდარ მოსაზრებას ისტორიოგრაფიაში,რომ სამცხე-საათაბაგო მე-16 საუკუნის 30-იან წლებში სუსტი იყო.ეს მცდარი მოსაზრება დაფუძნებულია გაყალბებულ "ახალი ქართლის ცხოვრების"მონაცემებზე,რომელიც ამ პერიოდის ისტორიას არარეალურად და ვიღაცეებზე მორგებულად მოგვითხრობს. ამ ვრცელი მოხსენებითი დოკუმენტის შემდგენი საქართველოს უძველეს ისტორიაშიც ავლენს "ცოდნას"და არც თუ ისე ურიგოდ.მაგალითად ის აზნაურებს "აზონის შვილებს" უწოდებს.ხოლო ქართლს "ვახტანგ მეფის ქვეყანას"უწოდებს,რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ მის შვილებს გადაუნაწილებიათ.აქ ის ვახტანგ გორგასალს გულისხმობს,რომელიც მისი თქმით "მირზა ჭაბუკის დისწულია".აქ კი გორგასლის დედის მხრიდან სპარსული წარმომავლობაა ნაგულისხმევი. დოკუმენტის ავტორს რა თქმა უნდა კარგად ეცოდინებოდა ქართლის მაშინდელი მფლობელის ლუარსაბ მეფის სახელიც,მაგრამ მოხსენიებული აღარ ყავს. ამ წყაროში რამდენიმე სიტყვით კახეთის მეფეც არის ნახსენები.ის მოიხსენიება,როგორც "შაქის ბეგი ლევანი". მე-16 საუკუნის პირველი ნახევრის ამ ოსმალურ წყაროებზე დაყრდნობით ვგებულობთ,რომ მე-16 საუკუნის 20-30-იან წლებში ოსმალეთის იმპერიაში გაბატონებული ყოფილა შემდეგი მოსაზრება: 1.სამცხე-საათაბაგო პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით მთავარი რეგიონია საქართველოში.2.ახალციხე საქართველოს მთავარი ქალაქია ანუ დედაქალაქია.3.ყვარყვარე მესამე ყველაზე მთავარი და ძლიერი პოლიტიკური ფიგურაა საქართველოში.აქედან გამომდინარე ვრცელი მოხსენებითი ოსმალური დოკუმენტის ბოლოს მინაწერი,რომ "ქუთაისის ქვეყნის"ანუ იმერეთის მფლობელები "ყვარყვარეს ხანები"არიან პირდაპირ და ლოგიკურად ნიშნავს იმას,რომ იმერეთის მფლობელი მთლიანად სამხრეთ საქართველოს გავლენის ქვეშაა მოქცეული და პოლიტიკურად მასზეა დამოკიდებული. მას შემდეგ რაც ყვარყვარემ თავისი ძალაუფლება განამტკიცა სამხრეთ საქართველოზე,როგორც ჩანს მან ქართლის მეფეზეც მოიცალა რომელიც მანუჩარს უჭერდა მხარს.ქართლის მეფე დავით მეათე ბერად აღიკვეცა.მომდევნო მეფე გიორგი მეცხრეც ბერად აღიკვეცა. ცოტა უფრო ადრე ყვარყვარემ მანუჩარ ათაბაგი აიძულა ბერად აღკვეცილიყო. ისინი აიძულეს ასე მოქცეულიყვნენ. ამის შემდეგ სამცხე-საათაბაგოს მესვეურების და ყვარყვარე მესამის მხარდაჭერით ქართლის მეფე ხდება ლუარსაბი. როგორც ჩანს სამცხე-საათაბაგოს ლიდერებმა ბოლოს არჩევანი მაინც დავით მეათის შვილზე ლუარსაბზე შეაჩერეს. თუმცა ეს ამბები ისტორიიდან მოგვიანებით წაიშალა. ამ პერიოდში სამხრეთ საქართველო დომინანტი რეგიონი იყო საქართველოში.ეს რეალობაა და რატომ უნდა უარვყოთ და დავმალოთ?. ამ ოსმალური წყაროს ცნობით 30-იან წლებში როგორც უკვე ითქვა თორთომის ციხეს და თორთომის ხეობას მთლიანად განაგებს "უსჯულო აზნაური"როსტომი.ბასიანის მხარეს განაგებს ყვარყვარეს "უსჯულო აზნაური"ყანდურალი.ბასიანის სოფლების ნაწილი ყანდურალის მფლობელობაში ყოფილა,ნაწილი ყვარყვარეს სახასო მამულები.ოსმალური წყაროს ცნობით ბასიანის მხარეში 200 სოფელი ყოფილა. მამირვანის ციხეს და მიმდებარე 40-45 სოფელს განაგებს ყვარყვარეს მოურავი ნარიმანი}.ახალი სამხედრო-პოლიტიკური ცენტრი ოსმალეთის საზღვრებთან ახლოს მდებარეობდა. ბუნებრივია ესეც გაღიზიანებას იწვევდა ოსმალებში.ამას ემატებოდა სასაზღვრო დავები,რომელიც ყველა ეპოქაში ბუნებრივი მოვლენა იყო.ისტორიამ შემოგვინახა დიდი ბრძოლის ამბები,მაგრამ ამ დიდ ბრძოლებს შორის უეჭველად იქნებოდა მცირემასშტაბიანი სასაზღვრო კონფლიქტები,რომელიც ძაბავდა სიტუაციას.სავარაუდოდ ეს სადაო ტერიტორიები იყო ბაიბურდის მხარე,არზრუმის საბეგლარბეგოს ჩრდილოეთი ნაწილი და ბასიანში მდინარე არაქსს გადაღმა ტერიტორიები. ამავე დროს ძალიან დიდი ალბათობით შეგვიძლია ვივარაუდოთ,რომ ქართველთა კავშირმა და მისმა მეთაურმა არტანუჯის მონარქმა და თორთომელმა სარდალმა უარი განაცხადეს გარეშე დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ გავლენებზე საქართველოზე. ყველაფერმა ამან ერთად აღებულმა მიგვიყვანა ოსმალეთის უზარმაზარ იმპერიასთან ფართომასშტაბიან კონფლიქტამდე. 30-იანი წლების შუახანებში სამხრეთ საქართველოში შექმნილი ახალი პოლიტიკური რეალობა მიუღებელი აღმოჩნდა ოსმალებისთვის. ორმა დიდმა ისლამურმა სახელმწიფომ მე-16 საუკუნის 40-იან წლებში აქტიური საომარი მოქმედებები დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. ქართველთა კავშირი და მისი მეთაური არტანუჯის მონარქი უძლიერეს ისლამურ სახელმწიფოსთან ფართომასშტაბიან კონფლიქტში აღმოჩნდა ჩართული. ახლა მოკლედ შევეხოთ იმ მდგომარეობას,რომელიც რეგიონში იყო მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში.ოსმალეთის და ირანის დიდ სახელმწიფოებს შორის პერიოდულად მიმდინარეობდა ფართომასშტაბიანი საომარი კამპანიები.ამ საომარ კამპანიებში ოსმალეთის იმპერიის ჯარების რაოდენობა ძირითადად მერყეობდა 100 000-დან 200 000 ჯარისკაცამდე.1548 წელს ოსმალებმა დაიწყეს ირანზე ძალიან დიდი შეტევა.ისინი გეგმიურად მოქმედებდნენ.ამ დიდი საომარი კამპანიის დროს მათ გვერდი აუარეს საქართველოს მთელ ტერიტორიას,აგრეთვე სომხეთის დასავლეთ ოლქებს,რომლებიც სამხრეთ საქართველოს გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ და ირანის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში მყოფ ტერიტორიებზე შეიჭრნენ.მათ დაიკავეს აღმოსავლეთ სომხეთი,აზერბაიჯანი,ქალაქი თავრიზი,ღრმა რეიდი განახორციელეს ირანის სიღრმეში,დაიკავეს ისპაჰანი და მიაღწიეს ქალაქ ყუმამდე და ქალაქ ქაშანამდე.ეს წელი ძალიან მძიმე იყო ირანის სახელმწიფოსთვის. ყურადღება მივაქციოთ,ოსმალები ამ წელს იკავებენ ირანის სახელმწიფოს კონტროლირებად რეგიონებს-აღმოსავლეთ სომხეთს,აზერბაიჯანს და ღრმა რეიდს ახორციელებენ ირანის სიღრმეში და არ ეხებიან მთელ საქართველოს და სომხეთის დასავლეთ ოლქებს. რადგან საქართველოს არ შეხებიან,ქართველებიც ნეიტრალურ მდგომარეობაში დარჩნენ.აი მომდევნო 1549 წელი კი უკვე საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის წლად იქნა გამოცხადებული.(მოვლენების ასეთი განვითარება იძლევა შემდეგი ვარაუდის საფუძველს: მე-16 საუკუნის 40-იანი წლების მეორე ნახევარში გაძლიერებული სამხრეთ საქართველოს მფლობელებსა და ირანის სახელმწიფოს შორის მოხდა ურთიერთობის ნორმალიზაცია,რაც ორივე მხარისთვის სასარგებლო იყო.ირანმა აღმოსავლეთ საქართველო აღიარა სამხრეთ საქართველოს გავლენის სფეროდ.დასავლეთ საქართველო ისედაც უკვე იყო სამხრეთ საქართველოს გავლენის სფეროში მოქცეული.სამხრეთ საქართველოს გავლენის ქვეშ უკვე იმყოფებოდა ყარსის,ანისის და ვალაშკერტის სომხური ოლქები. მე-16 საუკუნის ირანული ერთერთი წყაროს ცნობით ირანელები 1541 და 1547 წლებში ქართლის სამეფოში აწყობენ სადამსჯელო ლაშქრობებს რათა ქართლიდან "ურჯულოები" განდევნონ..აქ ისინი უეჭველად სამხრეთ საქართველოს გაძლიერებულ გავლენას ებრძვიან ქართლში და "ურჯულოებში" სამხრეთ საქართველო მოიაზრება.როგორც ჩანს სამხრეთ საქართველოდან ლუარსაბ მეფის როგორც ერთგული მოკავშირის დასახმარებლად პერიოდულად იგზავნებოდა დამხმარე რაზმები და ირანელები ცდილობდნენ ამ "ურჯულო"რაზმების ქართლიდან განდევნას.ირანელები ქართლს ძველებურად თავიანთი გავლენის სფეროდ აღიქვამდნენ.სავარაუდოდ დაახლოებით 1547-1548 წლებში ირანმა გარკვეული პოლიტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე დროებით მაინც უარი თქვა აღმოსავლეთ საქართველოზე და ამით ფაქტიურად ის აღიარა სამხრეთ საქართველოს გავლენის სფეროდ. სამხრეთ კავკასიაში ირანის დიდი სახელმწიფოს შემადგენლობაში რჩებოდა სომხეთის დანარჩენი ტერიტორიები და აზერბაიჯანი.სტამბოლში ყურადღებით აკვირდებოდნენ ამ პროცესებს.მათ ივარაუდეს,რომ ახლო მომავალში შეიძლებოდა საქართველოს გაერთიანებულ პოლიტიკურ ერთეულებსა და ირანის დიდ სახელმწიფოს შორის დამყარებული ყოფილიყო მჭიდრო სამხედრო ალიანსი ოსმალეთის წინააღმდეგ.ოსმალებმა ჩათვალეს,რომ საჭირო იყო პრევენციული ზომების მიღება,სანამ ასეთი ალიანსი შეიქმნებოდა.ამიტომ 1548 წელს ისინი დიდი ძალებით შეიჭრნენ ირანში და ირანის სახელმწიფო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენეს.ამ წელს საქართველოს არ შეხებიან.მომდევნო 1549 წელს კი უკვე საგანგებოდ სამხრეთ საქართველოში შეიჭრნენ დიდი ძალებით.ტაო-კლარჯეთის ოკუპაციის შემდეგ მანამდე კავკასიაში და საქართველოში დამყარებული პოლიტიკური ბალანსი მთლიანად შეიცვალა და პოლიტიკური პროცესები სულ სხვანაირი მიმართულებით განვითარდა.საქართველოს პოლიტიკური ერთეულების კავშირი სამხრეთ საქართველოს ჰეგემონიით დაიშალა. 1549 წელს სულთანმა უბრძანა თავის სიძეს,რუმელიის(ბალკანეთის ქვეყნების)ბეგლარბეგს აჰმედ ფაშას შეჭრილიყო თორთომის ხეობაში და დაეპყრო ტაო-კლარჯეთის ციხესიმაგრეები.სულთნის ეს ბრძანება აუცილებლობით იყო გამოწვეული.მე-16 საუკუნის 30-40-იან წლებში ბრძოლები მცირეაზიელ თურქებსა და ტაო-კლარჯეთს შორის პრაქტიკულად უშედეგოდ დამთავრდა ოსმალეთისთვის. ამ წლებში აშკარად გამოიკვეთა ის ფაქტი,რომ მცირე აზიელ თურქებს სამხრეთ საქართველოს დასამარცხებლად ძალა არ ყოფნიდათ. 1549 წლამდე მცირეაზიელ თურქებსა და სამხრეთ საქართველოს შორის ბრძოლის სასწორი თანაბრად ქანაობდა. სულთანმა ამის შემდეგ ბრძოლაში ჩართო ბალკანეთის ქვეყნების ბეგლარბეგი(მხედართმთავარი და მმართველი). აჰმედ ფაშას შეუერთდა ანატოლიის 4 ბეგლარბეგი. ეს იყო ოსმალეთის იმპერიის ფართომასშტაბიანი შეტევა დასავლეთ მესხეთზე.მათი გეგმით მთავარი დარტყმა უნდა განხორციელებულიყო თორთომის ციხესიმაგრის მიმართულებით. სულთნის ბრძანებით ბალკანეთის ბეგლარბეგის და მეორე ვეზირის აჰმედ ფაშას მიერ განხორციელებულ ფართომასშტაბიანი ლაშქრობას სამხრეთ საქართველოზე ადასტურებს როგორც დიდი თურქი ისტორიკოსი ევლია ჩელები,ასევე მე-16 საუკუნის ირანელი ისტორიკოსი ჰასან რუმლუ. აგრეთვე ამ ლაშქრობაზე მოგვითხრობს მე-17 საუკუნის თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი.აგრეთვე დასტურდება სულთან სულეიმან კანუნის ფერდინანდ პირველისადმი გაგზავნილი წერილით 1549 წლის დეკემბერში.რაც შეეხება ქართულ მატიანეს და მათ შორის "ქართლის ცხოვრებას" ამ ტოტალურ ლაშქრობაზე არსად ერთი სიტყვაც კი არ არსებობს.ეს კიდევ ერთხელ უტყუარად ადასტურებს იმას,რომ მე-15 საუკუნის მეორე ნახევრის და მე-16 საუკუნის პირველი ნახევრის სამხრეთ საქართველოს ისტორია მე-17-18-ე საუკუნეებში უკიდურესად გაყალბდა და შეიცვალა.და,რომ არა მეზობელი ოსმალეთის იმპერიის ძველი წერილობითი წყაროები ჩვენ ალბათ ვერასდროს ვერ შევძლებდით ამ წლების სამხრეთ საქართველოს რეალური ისტორიის აღდგენას.ოსმალეთის იმპერიის მატიანემ ამ შემთხვევაში უდიდესი დახმარება გაგვიწია. ამგვარად აჰმედ ფაშა და მასთან მყოფი 4 ბეგლარბეგი სამხრეთიდან არზრუმის მხრიდან უტევდა სამხრეთ საქართველოს. ამის პარალელურად ამავე პერიოდში სამხრეთ საქართველოს დასავლეთიდან შავიზღვისპირეთიდან უტევდა ტრაპიზონის ფაშა. იმ დროის ოსმალთა არმია უძლიერესი იყო.ის საუკეთესოდ აღჭურვილი იყო იმ ეპოქის ცეცხლსასროლი იარაღით(ზარბაზნებით და თოფებით). მათ შეიარაღებაში იყო სპეციალური დიდი ზომის ზარბაზნებიც,რომელსაც იყენებდნენ ციხესიმაგრეების კედლების გასარღვევად. ამ იარაღებით აღჭურვილმა ოსმალეთის არმიამ მე-15-მე-16 საუკუნეებში რამდენჯერმე სასტიკად დაამარცხა ირანის არმიები.ბუნებრივია ბალკანეთის ბეგლარბეგის შეიარაღებაშიც დიდი რაოდენობით იყო უახლესი ცეცხლსასროლი იარაღი.აჰმედ ფაშას შეტევებმა გაარღვია ამ სამეფოს სამხრეთი ნაწილის ძლიერი თავდაცვითი სისტემა,რომელიც რამდენიმე ათეული წელი საკმაოდ წარმატებით მუშაობდა და იცავდა სამეფოს შიდა რაიონებს.იმიერტაოში მდებარე უძლიერესი თორთომის ციხესიმაგრე 7 ათეული წელი ურყევად იდგა.1549-1550 წლების საომარი კამპანიის შემდეგ ოსმალებს ოკუპირებული ქონდათ ტაოს დიდი ნაწილი.(ოსმალთა ამ ფართომასშტაბიანი საომარი კამპანიის ზუსტად შემონახული დეტალები უტყუარად აჩვენებს,რომ მანამდე,1549 წლამდე ტაო-კლარჯეთის ანუ დასავლეთ მესხეთის უკიდურესი სამხრეთი რაიონები მთლიანად ქართველების მფლობელობაში იყო,მათ შორის მამირვანის, ნიხახისა და ისპირის(სპერის) ციხეებიც.ამას ადასტურებს ევლია ჩელებიც თავის წიგნში. ეს კი ადასტურებს იმას,რომ ქართველებს სოხოისტას ბრძოლა არ წაუგიათ.რომ წაეგოთ მაშინ სულ სხვა სურათი გვექნებოდა სამხრეთ რაიონებში). როგორც ჩანს სამხრეთ საქართველოს მეომრებმა დროებით შეძლეს ამ დიდი შეტევის შეჩერება და კიდევ ორი წელი შეინარჩუნეს კონტროლი ტაო-კლარჯეთის ჩრდილოეთ ნაწილზე.აქედან ჩანს თუ როგორი ძლიერი თავდაცვის და ბრძოლისუნარიანი იყო სამხრეთ საქართველო. 1549-1551წწ.ოსმალები რამდენჯერმე შეიჭრნენ დასავლეთ მესხეთში და თანდათან იკავებდნენ ტაო-კლარჯეთის ციხესიმაგრეებს. ომი ოსმალეთის იმპერიასა და სამხრეთ საქართველოს შორის დასრულდა 1551 წელს არტანუჯის ციხესიმაგრის აღებით. თვითონ აჰმედ ფაშა წარმოშობით ალბანეთიდან იყო,რომელიც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა მთელი ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად. მალე 1553 წელს აჰმედ ფაშა დიდვეზირად დაინიშნა.ახლა განვიხილოთ თუ რა რაოდენობის უნდა ყოფილიყო ოსმალთა არმია,რომელიც აჰმედ ფაშას მეთაურობით შეიჭრა დასავლეთ მესხეთში.ჯერ ვისაუბროთ იმაზე თუ ვინ იყო და რას წარმოადგენდა აჰმედ ფაშა.1549 წელს ის იყო რუმელიის ანუ ბალკანეთის ქვეყნების ბეგლარბეგი.აქედან გამომდინარე ის იყო ყველაზე დიდი და გავლენიანი ფაშა ოსმანთა იმპერიაში.ამავე დროს ის იყო მეორე ვეზირი იმპერიაში.იყო სულთნების სიძე.ამრიგად ოსმანთა იმპერიაში იყო იმ დროს სამი ყველაზე გავლენიანი პირი: სულთანი,დიდვეზირი და აჰმედ ფაშა.ისეთი უმაღლესი რანგის სამხედრო და პოლიტიკური ფიგურები,როგორიც აჰმედ ფაშაა საგანგებოდ იგზავნებოდნენ დიდი მასშტაბების საომარი კამპანიების საწარმოებლად და ისინი სარდლობდნენ არმიებს რომელთა რიცხოვნება 100 000-დან 200 000-მდე იყო.50-60 ათასიანი არმიის მთავარსარდლად ასეთი უმაღლესი რანგის მხედართმთავრები ჩვეულებრივ არ იგზავნებოდნენ.ბალკანეთის ქვეყნების დიდი მხედართმთავარი და მეორე ვეზირი იგზავნება საგანგებოდ შორეულ სამხრეთ საქართველოში რათა აწარმოოს ომი სამხრეთ საქართველოსთან(სამხრეთ საქართველოსთვის ეს უკვე დიდი "პატივია",რადგან მისი სამხედრო ძალა ასე იქნა შეფასებული).ოსმალურ წყაროებში არაა ცნობა თუ რა რაოდენობით არმიას მთავარსარდლობდა აჰმედ ფაშა.დიდი თურქი ისტორიკოსი ევლია ჩელები ამბობს,რომ სულთანმა მას ჩააბარა საკმარისი რაოდენობით არმია და გააგზავნა ქართველების წინააღმდეგ საომრად.არის ცნობა,რომ მას ანატოლიაში უერთდება ანატოლიის 4 ბეგლარბეგი. ესენია არზრუმის,ყარამანიის,ზულყადირიის და სივასის ბეგლარბეგები.ესენი საკმაოდ დიდი საბეგლარბეგოები იყო. წყაროში არ ჩანს დიარბექირის ბეგლარბეგი. დიარბექირის ფაშები ყოველთვის აქტიურობდნენ საქართველოს წინააღმდეგ ლაშქრობებში. სავარაუდოდ ამ ლაშქრობაში მონაწილეობდა დიარბექირის ბეგლარბეგიც, მაგრამ ისტორიკოსს მისი სახელი რატომღაც გამორჩა. დიარბექირის ფაშა მონაწილეობდა 1545 წლის ბასიანის ბრძოლაში, მაგრამ იბრაჰიმ ფეჩევის მისი სახელი გამორჩა და არ უხსენებია. ამიტომ ვვარაუდობ, რომ 1549 წლის აჰმედ ფაშას ლაშქრობაში დიარბექირის ფაშაც უეჭველად მონაწილეობდა. სულ 5 მცირე აზიის საბეგლარბეგო დიარბექირის ჩათვლით. ამ 5 საფაშოს თავისუფლად შეეძლო 120 000 მეომრის გამოყვანა). ბუნებრივია ბალკანეთის მხედართმთავარს ბალკანეთიდან თან ახლდა საკუთარი,პირადი არმიის გარკვეული რაოდენობა.ირანელ ისტორიკოსს ჰასან რუმლუს ფრაგმენტული ცნობით აჰმედ ფაშას თან ახლდა 40 000 ჯარისკაცი. აი სწორედ ეს 40 000 ჯარისკაცი უნდა იყოს აჰმედ ფაშას პირადი არმიის ნაწილები ბალკანეთიდან. ამავე დროს სავსებით დასაშვებია,რომ ეს 40 000 ჯარისკაცი სულაც შეიძლება იანიჩრები ყოფილიყო. აქედან გამომდინარე აჰმედ ფაშას მთავარსარდლობით სულ გაერთიანდა დაახლოებით 160 000 ჯარისკაცი.ეს უკვე ის არმიაა რომლის მთავარსარდლობა შეეფერებოდა იმპერიის ერთერთ ისეთ ყველაზე გავლენიან ფიგურას,როგორიც აჰმედ ფაშაა. ასეთი დიდი ძალებით შეუტია აჰმედ ფაშამ სამხრეთ საქართველოს სამხრეთიდან,არზრუმის მხრიდან.სამხრეთ საქართველო ალბათ ჩრდილოეთიდან ქართველი მოკავშირეებიდან მიიღებდა გარკვეულ დახმარებას,მაგრამ ეს დახმარება საკმარისი არ იყო.ამავე დროს დასავლეთიდან შავიზღვისპირეთიდან ტრაპიზონის ფაშამაც წამოიწყო შეტევა სამხრეთ საქართველოზე და დაიკავა გონიო და მაჭახელა. ტრაპიზონის ფაშა ანატოლიის მე-6 ფაშაა,რომელიც სამხრეთ საქართველოზე შეტევაში ღებულობდა მონაწილეობას. ოსმალებმა მხოლოდ სამი წლის შემდეგ შეძლეს დასავლეთ მესხეთის ჩრდილოეთი ნაწილის და არტანუჯის ციხესიმაგრის აღება. ამ ტოტალური შეტევის შედეგად ოსმალებმა დაიკავეს ამიერტაო,იმიერტაო,ბასიანი,სპერი და სამხრეთ საქართველოს ჯარების მთავარსარდლის რეზიდენცია და სამხედრო-პოლიტიკური ცენტრი- თორთომი.ეს ტერიტორიები იყო ტაოკლარჯეთის სამხრეთი და ცენტრალური რაიონები.მაგრამ აჰმედ ფაშამ თავისი საომარი კამპანია ისე დაასრულა,რომ ვერ შეძლო არტანუჯისა და ეგრეთწოდებული"ჯუღო"-ს სამეფო რეზიდენციების აღება კლარჯეთში.ამ დიდი შეტევის შედეგად უკან დახეული რაზმების როგორც ჩანს კონცენტრაცია მოხდა კლარჯეთში,სადაც მათ შეაჩერეს აჰმედ ფაშას არმია.ვერც ტრაპიზონის ფაშამ შეძლო წინ წაწევა და მხოლოდ ზღვისპირა რაიონი დაიკავა.ამრიგად,მართალია ქართველებმა 1549-1550 წლების საომარი კამპანიის დროს დაკარგეს ტაო-კლარჯეთის ტერიტორიების უდიდესი და მთავარი ნაწილი მაგრამ მათ მოახდინეს საკმაოდ ძლიერი რაზმების კონცენტრაცია კლარჯეთში.აქ კლარჯეთის რეგიონში როგორც ჩანს მოხდა როგორც დასავლეთ მესხეთის,ასევე აღმოსავლეთ მესხეთის ძლიერი რაზმების კონცენტრაცია ამ კრიტიკულ მდგომარეობაში და აჰმედ ფაშას დაახლოებით 160 000 -იანი არმია შეაჩერეს.უნდა ვივარაუდოთ,რომ აჰმედ ფაშას არმიის შეჩერებაში სამხრეთ საქართველოს ქართველმა მოკავშირეებმაც მიიღეს მონაწილეობა.ფაქტი სახეზეა,აჰმედ ფაშამ ვერ შეძლო კლარჯეთ-შავშეთის რეგიონებში შეღწევა და სამეფო რეზიდენციების დაკავება.ამისი მიზეზი კი იყო ქართველთა ძლიერი რაზმების კონცენტრაცია და კონსოლიდაცია იმ რეგიონში,სადაც სამეფო რეზიდენციები მდებარეობდა. სულ ტრაპიზონის ფაშას ჯარების ჩათვლით სამხრეთ საქართველოს და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ იბრძოდა ოსმალთა დაახლოებით 180 000 ჯარისკაცი. შესაძლებელია ოსმალებმა დასავლეთ მესხეთის დიდი ნაწილის დაკავების შემდეგ დროებით შესვენება გადაწყვიტეს რადგან მათი ჯარები დასავლეთ მესხეთის ციხესიმაგრეების დაკავების პროცესმა გადაღალა. თან უკვე შემოდგომა იყო და მთიანეთში ზამთარი ახლოვდებოდა. თან ასეთი დიდი არმიის გამოკვება და შენახვა პრობლემას წარმოადგენდა. ამიტომ მათ აქტიური საომარი კამპანიის განახლება მომდევნო წლისთვის გადადეს. დასავლეთ მესხეთში ქართველების კონტროლს ქვეშ იმყოფებოდა აგრეთვე ზემო აჭარა. ქართველები,რომლებიც გამაგრდნენ არტანუჯში და ტაო-კლარჯეთის ჩრდილოეთ რაიონებში კიდევ შეძლებდნენ ბრძოლის გაგრძელებას,მაგრამ ასეთ ბრძოლას რა აზრი ქონდა,როცა ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილი ოკუპირებული და განადგურებული იყო.ოსმალეთის იმპერია უკვე დაპყრობილ ტერიტორიებს არ დათმობდა.კლარჯეთ-შავშეთის რეგიონში კი იზოლირებულად რამდენიმე ციხესიმაგრეში გამაგრებას აზრი არ ქონდა.ბრძოლის გაგრძელებით კი ქვეყანა უფრო და უფრო ნადგურდებოდა,დიდ ბრძოლებს გადარჩენილი მეომრები უაზრო მრძოლებში თანდათან დაიღუპებოდნენ.ამიტომ ჩემი მოსაზრებით ჩრდილოეთ რაიონებში გამაგრებულმა რაზმებმა სამეფო საგვარეულოს მეთაურის და თორთომელი სარდლის განკარგულებით 1551 წელს მიიღეს არტანუჯის და მათ მიერ კონტროლირებადი ჩრდილოეთ რაიონების დატოვების გადაწყვეტილება და გადავიდნენ დასავლეთ საქართველოში. ამგვარად 1535 წელს ყვარყვარე მესამის ძალაუფლების დამხობის შემდეგ არტანუჯის სამეფო საგვარეულოს მეთაურმა თორთომი აქცია სამხრეთ საქართველოს ახალ სამხედრო- პოლიტიკურ ცენტრად ანუ დედაქალაქად.ამავე დროს თორთომი ასრულებდა სამხრეთ საქართველოს გაერთიანებული ჯარების მეთაურთა შეკრების ადგილს,ანუ დღევანდელი გაგებით "გენერალური შტაბის"ფუნქციას და იყო თორთომელი სარდლის რეზიდენცია. აქ შეკრებილი მეთაურები ერთად განიხილავდნენ მოქმედების ერთიან გეგმას.აქ გამართულ სხდომებს ესწრებოდა გურიელიც,როგორც ერთერთი მეთაური. თორთომელი სარდალი წოდებრივად,იერარქიულად სამეფო საგვარეულოს მეთაურის შემდეგ მეორე პირი იყო სამხრეთ საქართველოში.ის იყო სამხრეთ საქართველოს გაერთიანებული ჯარების მხედართმთავარი და მთელი სამხრეთ საქართველოს მმართველი(დღევანდელი გაგებით პრემიერ-მინისტრი). მისი ლეგიტიმაცია უზრუნველყოფილი იყო სამეფო საგვარეულოს მეთაურის სრული მხარდაჭერით. ახალციხისა და გურიის მთავრები კი უკვე მას ექვემდებარებოდნენ. დღევანდელი გაგებით ეს იყო ერთი მთლიანი სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაში შედიოდა ორი ავტონომიური ერთეულიც ახალციხისა და გურიის მთავრების სახით. ოფიციალური მონაცემებიდან გამომდინარე სამხრეთ საქართველოს ჯარების რაოდენობა რიცხობრივად უფრო დიდი იყო ვიდრე იმერეთის,ქართლის და კახეთის მეფეების ჯარების რაოდენობა ერთად აღებული.ისტორიულად სამხრეთ საქართველოს ჯარები ყოველთვის მოწინავე ჯარებად იბრძოდნენ.ერთიანი საქართველოს ლაშქარში სამხრეთ საქართველოს ჯარები ბრძოლის წინ ცენტრში და ცოტა წინ იდგნენ.პირველ შეტევას ისინი იწყებდნენ.მათი ბრძოლისუნარიანობა მაღალი იყო.ყველაფერი ეს ერთად აღებული უზრუნველყოფდა არტანუჯის სამეფო საგვარეულოს მეთაურის "ლევან ხანის"ჰეგემონიას საქართველოს დანარჩენ პოლიტიკურ ერთეულებზე მე-16 საუკუნის 30-40-იან წლებში.რაც შეეხებათ ქართველი მეომრების სამხედრო აღჭურვილობას,როგორც ანტიკურ ისე შუა საუკუნეებში ქართველები გამოირჩეოდნენ საომარი აღჭურვილობით.ქართველთა ლაშქრის მთავარ ძალას წარმოადგენდა მძიმედ აღჭურვილი ცხენოსანი ჯარი,კავალერია.ეს ტრადიცია გრძელდებოდა ანტიკური ხანიდან შუა საუკუნეების დასასრულამდე.თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი,რომელსაც მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში გონიოს ციხესთან საკუთარი თვალით უნახავს საქართველოს სხვადასხვა კუთხეების რაზმები სამეგრელოს რაზმებზე ასეთი შინაარსის ცნობას გვაძლევს:"გონიოს ციხესთან მოვიდა 3 000 გველეშაპივით ვაჟკაცი მეგრელთა რაზმი,ბედაურებზე ამხედრებულები,თავიდან ფეხებამდე ფოლადის აბჯრებში ჩამსხდარნი.ისინი შეიარაღებული იყვნენ შუბებით,ხმლებით და დამბაჩებით".ასეთივე აღჭურვილობით გამოირჩეოდნენ იმ ეპოქაში საქართველოს ყველა კუთხის რაზმები.ქართველები,რომლებსაც იმ ეპოქაში ახასიათებდათ გაპარსული წვერი,გრძელი ულვაშები და გრძელი თმები უცნაური გარეგნობის ხალხად გამოიყურებოდნენ ოსმალთა თვალში.ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება საქართველოში მე-15 საუკუნის მეორე ნახევრიდან ფიქსირდება.ეს ქვეყნის გარედან შემოტანილი ცეცხლსასროლი იარაღი უნდა ყოფილიყო.საკუთრივ ადგილობრივ წარმოებას კი ძალიან დიდი ალბათობით საფუძველი ეყრებოდა მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში მაჭახელას ხეობაში,რომელიც მაშინ სამხრეთ საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა.და რომ არა ოსმალთა მიერ ამ მხარის ოკუპაცია ცეცხლსასროლი იარაღის წარმოება ამ მხარეში უფრო და უფრო გაფართოვდებოდა და ქვეყანას ძალიან სერიოზული იარაღების მწარმოებელი ცენტრი ექნებოდა.თუმცა აქ მაჭახელას ხეობაში მე-17-19 საუკუნეებში მაინც გრძელდებოდა მაღალი ხარისხის თოფების დამზადება,რომელიც თავისი ხარისხით და საბრძოლო თვისებებით ცნობილი იყო როგორც კავკასიაში ისე ოსმალეთის იმპერიაში.ოსმალეთის იმპერიაში ასეთი გამოთქმაც კი არსებობდა ძველად თურმე:"ან სტამბოლური,ან მაჭახელა".რაც იმას ნიშნავს,რომ თოფი "მაჭახელა"თავისი ხარისხით სტამბოლური თოფის გვერდით იდგა. ბაგრატიონებმა,როგორც საგვარეულომ მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში სერიოზული პოლიტიკური და იდეოლოგიური მარცხი განიცადა დასავლეთ მესხეთიდან. საქართველოში ბიზანტიიდან დაბრუნდა ძალიან ძველი და დიდი საგვარეულო,რომელმაც ბოლო მოუღო ბაგრატიონთა საგვარეულო ჰეგემონიას საქართველოში. ამის გახსენება აღარავის აწყობდა და ტაო-კლარჯეთის რეალური ისტორია 1453 წლიდან 1551 წლამდე თანდათან დავიწყების ბურუსში გაეხვია.ბაგრატიონებმა ისარგებლეს სამხრეთ საქართველოს დაცემით და ამ წლების ისტორია მე-17-მე-18 საუკუნეებში თანდათან საკუთარ თავზე მოირგეს.ბაგრატიონების საგვარეულო უნდა ყოფილიყო ერთადერთი და შეუცვლელი და მას კონკურენტი არ უნდა ყოლოდა.ამიტომაც ამ წლების რეალურ ისტორიას ტაბუ დაედო.1453 წლიდან 1551 წლამდე არტანუჯის უზარმაზარ ციხესიმაგრეს რომელი საგვარეულო ფლობდა ან ამ ციხის მფლობელის სახელზე ქართულ წერილობით წყაროებში არაფერი წერია. განა ეს დიდი უცნაურობა არაა.ამ უზარმაზარ ციხეში ვინმე ხომ უნდა ყოფილიყო,რომელიც აქ იჯდა და განაგებდა. ამ წლების არტანუჯის ციხესიმაგრეზე და ქალაქზე ტაბუა დადებული და არაფერს წერდნენ მე-17-18 საუუნეების მემატიანეები. თუმცა ოფიციალურმა ოსმალურმა მატიანემ ძვირფასი ცნობები შემოგვინახა. მოგვიანებით ოსმალებმა ოკუპირებული მესხეთის ტერიტორიაზე შექმნეს ახალციხის საფაშო,რომლის მიმართ ბუნებრივია დანარჩენ ქრისტიანულ საქართველოს უარყოფითი განწყობა ქონდა.ამ განწყობებმაც გარკვეულწილად შეუწყო ხელი სამხრეთ საქართველოს ნამდვილი და რეალური ისტორიის გადაფარვას და შეგნებულად თუ შეუგნებლად გაყალბებას. მე-18 საუკუნეში ვახტანგ მეფის დროს ეგრეთ წოდებულ"სწავლულ კაცთა"მიერ ადგილი ქონდა საქართველოს ისტორიის სერიოზულ გადაკეთებას,რომ არაფერი ვთქვათ უფრო ძველ გადაკეთებებზე.შეიქმნა "ახალი ქართლის ცხოვრება",რომელშიც მე-15-მე-17 საუკუნეების ისტორია თავიდან შექმნეს და ისე შეიტანეს. ბევრი რამ შეცვალეს ,ბევრი დაამატეს და საბოლოოდ მივიღეთ ის რაც გვაქვს, ანუ გადაკეთებული ისტორია. "ქართლის ცხოვრების"ჯანაშვილისეული ხელნაწერის მინაწერებში ავტორი საშინლად აღშფოთებულია ბერი ეგნატაშვილის მიერ ისტორიის გადაკეთებაზე და ფალსიფიკაციაზე.ეს ხელნაწერი მე-18 საუკუნის ბოლოსაა შესრულებული.ბერი ეგნატაშვილი იყო "სწავლულ კაცთა კომისიის"მთავარი მონაწილე,რომლებმაც გადააკეთეს საქართველოს ისტორია. ეს მინაწერი ადასტურებს,რომ ისტორიული ფაქტების ფალსიფიკაცია უცხო არ იყო სხვადასხვა ეპოქაში და ეს პერიოდულად ხდებოდა. სამხრეთ საქართველო,რომელიც ბრძოლებში მუდამ პირველი იყო და ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო ოსმალებისგან ვიღაც-ვიღაცეებმა,ზოგმა შეგნებულად,ზოგმა შეუგნებლად ლამის მოღალატეების ბუდედ გამოაცხადეს.ადრე თუ გვიან ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგეს და ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ტაო-კლარჯეთი ისტორიული არიან ქართლია,ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის სათავე. მე-15-მე-16 საუკუნეებში სამხრეთ საქართველოში ჯერ კიდევ ცოცხლობდა აზონისა და ფარნავაზის დროინდელი იბერიის სული.აშკარად ეტყობა,რომ სამხრეთ საქართველოს მესვეურები ამ წლებში დიდი მონდომებით ცდილობდნენ აღედგინათ აზონისა და ფარნავაზის დროინდელი სამხრეთ საქართველოს საზღვრები.შეიძლება ითქვას,რომ მათ ეს დროებით გამოუვიდათ და აღადგინეს. მე-15-მე-16 საუკუნეებში სამხრეთ საქართველო ძალიან არახელსაყრელ გეოგრაფიულ მდებარეობაში იმყოფებოდა.ის სოლივით იყო შეჭრილი და სამი მხრიდან ისლამურ გარემოცვაში იმყოფებოდა.ამ მხრივ უფრო უკეთეს გეოგრაფიულ მდებარეობაში იმყოფებოდა დასავლეთი და აღმოსავლეთი საქართველო.ამ საგვარეულოს მეთაურებს ახასიათებდათ ამაყი შინაგანი ბუნება,მაგრამ იყვნენ სამართლიანნი,საქმის ბოლომდე ერთგულნი, არ ახასიათებდათ ყალბი და მოჩვენებითი პოპულიზმი,ეს თვისებები მათი ტრადიციული ბუნება იყო.ეს თვისებები ჩემი აზრით იმ ეპოქაში მმართველისთვის კარგი თვისებები იყო. მოკლედ,მიუხედავად ამ წლების რეალური ისტორიის შეგნებულად და შეუგნებლად გადაფარვისა და ფალსიფიკაციისა, როგორც ქართულ ისე უცხოურ წყაროებში მაინც შემოინახა საკმაო რაოდენობით რეალური და ნამდვილი ისტორიის უტყუარი ფრაგმენტები.ამ რეალური ფრაგმენტების შეკრებით,გაანალიზებით და დალაგებით შევძელი ამ წლების საქართველოს,განსაკუთრებით კი სამხრეთ საქართველოს უცნობი და გადაფარული რეალური ისტორიის მაქსიმალურად აღდგენა. ქართველებისგან დაცლილ მხარეში თანდათან სახლდებოდნენ თურქები და სხვები.ეს ხდებოდა ოსმალეთის ხელისუფლების ხელშეწყობით. სამხრეთ-აღმოსავლეთ სამეგრელოში დამკვიდრდნენ არტანუჯის მეფეთა შთამომავლები,რასაც მოყვა ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის დიდი კონცენტრაცია მთელ სამეგრელოს რეგიონში. ტაო-კლარჯეთის ძველი ისტორიული მოსახლეობა ანთროპოლოგიურად ზუსტად ისეთი იყო, როგორიც დღევანდელი აღმოსავლეთ სამეგრელოს მოსახლეობაა. რადგანაც სწორედ აღმოსავლეთ სამეგრელოში დასახლდნენ დიდი რაოდენობით და კომპაქტურად მე-16 საუკუნეში ტაო-კლარჯეთიდან გადმოსული მოსახლეობა. იმიერტაოს ანტიკური და შუა საუკუნეების მოსახლეობა ანთროპოლოგიურად ზუსტად იგივე იყო რაც დღევანდელი აღმოსავლეთ სამეგრელოს მოსახლეობაა. აღმოსავლეთ სამეგრელოში დღეს გავრცელებული ანთროპოლოგიური ტიპი კი რადიკალურად განსხვავდება "არმენოიდული" ანთროპოლოგიური ტიპისგან. ამიტომ ზოგიერთ ქართველ ისტორიკოსებს ცოტა დაფიქრება მართებთ როცა ტაოს მხარეს ეხებიან და ამ მხარის ანტიკური მოსახლეობა წარმოდგენილი აქვთ, რომ დასახლებული იყო როგორც სომხებით, ისე ქართველებით და შერეულ მოსახლეობას წარმოადგენდა. ამიტომ ამ ადამიანებს ვურჩევდი გადახედონ ანტროპოლოგიურ მონაცემებს და დასკვნები შემდეგ გამოიტანონ. ასეთ დროს უნდა დავეყრდნოთ მხოლოდ და მხოლოდ ზუსტ მეცნიერებას. ამ შემთხვევაში კი ზუსტი მეცნიერებაა ანთროპოლოგია. ამ ანთროპოლოგიურ თემას მე უფრო ვრცლად შევეხე ჩემს ნაშრომში "იბერიის სამეფო. გენეტიკური კავშირები ქართველებსა და Iamna culture-ს უძველეს მოსახლეობას შორის და ინდოევროპელების უძველესი სამშობლო-ცენტრალური აზია". ვისაც სურვილი აქვს შეუძლია წაიკითხოს ეს თემა. რაც შეეხება ქართულ-სომხურ შერეულ მოსახლეობას მე დიდი რაოდენობით გენეტიკურ რუკებს გავეცანი. ამ რუკებით არის ნიშნები რომ ქართულ-სომხური შერეული მოსახლეობა ტაო-კლარჯეთის აღმოსავლეთით მდებარე ყარსის, ანისის და ვალაშკერტის სომხურ ოლქებში უნდა ყოფილიყო. გაჩნდება კითხვა როგორ და რანაირად მოხდა ეს? როდის მოხდა ეს შერევა? ჩვენ ვიცით, რომ ისტორიული არმენები დაახლოებით 25 საუკუნის წინ შემოვიდნენ ყოფილი ურარტუს რეგიონში.მოგვიანებით დაიკავეს ყარსის, ანისის და ვალაშკერტის ტერიტორიებიც. შემდგომ 23 საუკუნის წინ აზონის დროს ინდოევროპელი იბერები გადმოსახლდნენ კავკასიაში.ამ გადმოსახლების ტალღამ მოიცვა ტაო-კლარჯეთის აღმოსავლეთით მდებარე სომხეთიც.თუმცა ეს ტალღა დასავლეთ სომხეთში არ იყო ისეთი ძლიერი, როგორიც ისტორიული ტაო-კლარჯეთ-ბასიანის და ლაზეთის ტერიტორიებზე იყო. დასავლეთ სომხეთში ეს ტალღა შესუსტებული იყო და ის შეერია ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას. თუმცა ამ შერევის გენეტიკური კვალი დღემდე შემორჩენილია. და აი ამ დროს გაჩნდა დასავლეთ სომხეთში, ყარსის, ანისის და ვალაშკერტის სომხურ ოლქებში შერეული იბერიულ-სომხური მოსახლეობა. აქ შემოსული იბერები შეერივნენ ადგილობრივ სომხურ მოსახლეობას და გასომხდნენ. ამიტომ თუ ვეძებთ შერეულ ქართულ-სომხურ მოსახლეობას, ეს უნდა ვეძებოთ არა ტაო-კლარჯეთში, რაც თავიდანვე უაზრობაა, არამედ , ყარსის, ანისის და ვალაშკერტის სომხურ ოლქებში. დიახ არის საერთაშორისო გენეტიკურ რუკებში ამის ნიშნები, მაგრამ ამ თემაზე ამ შემთხვევაში უფრო კონკრეტულ საუბარს საჭიროდ არ ვთვლი. თუ რომელიმე ქართველ ისტორიკოსს დააინტერესებს ეს საკითხი, მას შეუძლია მომმართოს პირადად და მე მას დიდი სიამოვნებით ავუხსნი თუ რა ხდება ისტორიულ ყარსის, ანისის, კარნიფორის და ვალაშკერტის სომხურ ოლქებში.(რაც შეეხებათ მეზობელი ქვეყნის სომხეთის ისტორიკოსებს, მე მათთან არანაირი პრეტენზიები არ მაქვს. ისინი თავიანთი ქვეყნის შვილები არიან და ბუნებრივია, რომ ზოგჯერ ცოტა ტენდენციურები არიან. ეს მათი საქმეა. მე მათ მხოლოდ წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებ). სწორედ აღმოსავლეთ სამეგრელოში უნდა ვეძიოთ არტანუჯის მეფეთა საგვარეულოს ვინაობა.როგორც ცნობილია მე-16 საუკუნის მიწურულს მესხეთში 296 სოფელი მთლიანად დაცლილა.344 სოფელში კი 1 დან 11 კომლამდე დარჩენილა.ამ მონაცემებით 600 სოფელზე მეტი თითქმის დაცლილია.ახლა რამდენი სოფელი იქნებოდა ნაწილობრივ დაცლილი,რომელიც არ არის მოხსენიებული.განსაკუთრებით ბევრი ადამიანი დატოვებდა დასავლეთ მესხეთს,რომელმაც მთავარი დარტყმა მიიღო ოსმალებისგან.გამომდინარე აქედან ტაო-კლარჯეთი დატოვა მოსახლეობის უმეტესობამ.ახლა დავაკვირდეთ "მეგრულ"გვარებს: ბერიძე,ბერიშვილი-ბერია; ხურციძე-ხურცია; გაბუნიძე-გაბუნია; ბერაძე-ბერაია;რუხაძე-რუხაია,რუხავა; ნიკოლაძე-ნიკოლავა; გამსახურდაშვილი-გამსახურდია;შენგელიძე-შენგელია; კუპრაძე,კუპრაშვილი-კუპრავა; კეკელიძე-კეკელია; კალანდაძე-კალანდია; ჯიჯავაძე-ჯიჯავა; ზარნაძე- ზარნავა; მიქაძე-მიქაია,მიქავა; სიმონიძე-სიმონია და ასე შემდეგ.მეტს აღარ გავაგრძელებ რადგან ეს ჩამონათვალი უსასრულოდ გრძელდება. სამეგრელოში გვხვდება გვარები რომლებიც მთავრდება "შვილი"-ზე. ასეთი გვარებიდან ბევრი გვარი აღმოსავლეთ მესხეთიდან იქნება გადმოსული. აღმოსავლეთ მესხეთში იყო გავრცელებული გვარები დაბოლოებით "შვილი". ახლა რამდენი გვარი იქნება სამეგრელოში,რომელიც არ არის შემორჩენილი არსად ძველი ფორმით და მხოლოდ გვიანდელი მეგრული ფორმით არსებობს. ყველა ეს ჩამონათვალი ზღვაში წვეთია მხოლოდ. არის ცნობა,რომ 1557 წელს სამეგრელოს მთავარი ლევან დადიანი გაემგზავრა სტამბოლს და შეხვდა სულთანს.არტანუჯის სამეფო საგვარეულოს წარმომადგენლები ოკუპაციის შემდეგ გადავიდნენ დასავლეთ საქართველოში და დასახლდნენ თავიანთი ერთგული მოკავშირის სამეგრელოს სამთავროს ტერიტორიაზე.ლევან დადიანის ვიზიტი იყო გზავნილი სულთანთან,რომ მათ არ სურდათ ომის გაგრძელება და მშვიდობა და ზავი სურდათ.ეს აუცილებლობით იყო გამოწვეული.როგორც ჩანს არსებობდა საფრთხე იმისა,რომ ოსმალებს დასავლეთ საქართველოშიც გადაეტანათ ფართომასშტაბიანი ომი,რაც დასავლეთ საქართველოსაც მძიმე შედეგებს მოუტანდა.ომის გაგრძელებასაც აზრი აღარ ქონდა,რადგან მთავარი რეგიონი დასავლეთ მესხეთი დაკარგული იყო.მშვიდობა ოსმალეთის იმპერიასთან აუცილებელი იყო იმ დროს.1557 წელს არტანუჯის საგვარეულო დამარცხებას და სამხრეთ საქართველოს დაკარგვას შეეგუა. სამხრეთ საქართველოს მფლობელებს არ ჰქონდათ ის ტერიტორიული სივრცე, რომელიც პირველი მარცხის და უკან დახევის შემდეგ მათ მისცემდა დიდ ტერიტორიებზე მანევრირების, ძალების მოკრების და შემდეგ კონტრეშეტევაზე გადასვლის შესაძლებლობას. საქართველო ტერიტორიულად პატარა ქვეყანა იყო და მათ პირველი მარცხის შემდეგ საჭირო ტერიტორიული სივრცე არ გააჩნდათ ძალების საჭირო რაოდენობით მოსაკრებად და ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ კვლავ დიდი ახალი ომის წამოსაწყებად. ისტორიულად საქართველოსთვის ყოველთვის დიდი პრობლემა იყო დიდი ტერიტორიული სივრცის არქონა. პირველი სერიოზული მარცხის და უკან დახევის შემდეგ ხელისუფლებას არ რჩებოდა საჭირო ტერიტორიული სივრცე სადაც გამაგრდებოდა, ძალებს მოიკრებდა და მანევრებს ჩაატარებდა. ეს ძალიან ზღუდავდა ქვეყნის სამხედრო შესაძლებლობებს. ეს სუსტი წერტილი ბუნებრივია კარგად იცოდნენ ოსმალეთის იმპერიაშიც. მათ პირველად 1545 წლის მასშტაბური შეტევით სცადეს სამხრეთ საქართველოსთვის სერიოზული მარცხის მიყენება და სამხრეთ საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკავება, მაგრამ სოხოისტას ბრძოლაში ბასიანში ქართველებმა დიდი ბრძოლა გაუმართეს ოსმალთა დაახლოებით 70-80 ათასიან არმიას და ოსმალთა პირველი დიდი მასშტაბური შეტევა გაანეიტრალეს და დიდი ზარალი მიაყენეს მათ. ეს პირველი მასშტაბური შეტევა ჩაიშალა და ოსმალთა არმია დიდი ზარალით უკან გაბრუნდა. მეორედ კი ოსმალებმა 1549 წელს დაახლოებით ორჯერ უფრო დიდი ძალებით დაიწყეს მასშტაბური შეტევა სამხრეთ საქართველოზე და მათ დასავლეთ მესხეთის სამხრეთი და ცენტრალური რაიონების დაკავება შეძლეს. ამ მეორე ძალიან მასშტაბურმა შეტევამ და სამხრეთ საქართველოს პირველმა სერიოზულმა მარცხმა ფაქტიურად გადაწყვიტა ომის ბედი. ამ სერიოზული მარცხის შემდეგ სამხრეთ საქართველოს მფლობელებს უკვე არ ჰქონდათ იმის შესაძლებლობა, რომ მათ კვლავ მოეხდინათ იმ რაოდენობის ძალების მობილიზება, რომელიც საჭირო იყო ომის ბედის მათ სასარგებლოდ შემოსაბრუნებლად. ამას სჭირდებოდა ისეთი ტერიტორიული სივრცე და ცოცხალი ადამიანური ძალის რესურსები რაზეც ზემოთ ვსაუბრობდით და რაც მათ არ გააჩნდათ. სამხრეთ საქართველოს დაახლოებით 35 000-იანი ჯარი არ წარმოადგენდა პარტიზანულ რაზმებს, რომლებიც მარცხის მიუხედავად მაინც იბრძვიან ტყეებში და მთებში თავშეფარებულები. სამხრეთ საქართველოს ლაშქარი იყო ტიპიური შუა საუკუნეების ფეოდალური ცხენოსანი ჯარი, რომელიც მაღალი საბრძოლო თვისებებით გამოირჩეოდა გაშლილ ბრძოლის ველზე პირისპირ ხელჩართულ ბრძოლაში. მთებში და ტყეებში თავშეფარებული პარტიზანული რაზმების ბრძოლის ტაქტიკას ასეთი ტიპის ცხენოსანი ფეოდალური ჯარი არ ფლობდა. 1548 წლის ოსმალთა ფართომასშტაბიანი შეტევის შემდეგ ირანის შაჰმაც დაკარგა ქვეყნის დედაქალაქი და ირანის დიდი ტერიტორიები და დამარცხებული შაჰი ირანის ცენტრალურ რეგიონში იყო გახიზნული, მაგრამ შაჰის კონტროლს ქვეშ მაინც რჩებოდა ირანის დიდი სახელმწიფოს საკმაოდ ვრცელი ტერიტორიები აღმოსავლეთში, რამაც შაჰს შესაძლებლობა მისცა იქ გამაგრებულიყო, ძალები მოეკრიბა, დანაკლისი შეევსო ირანის მრავალრიცხოვანი მოსახლეობის ხარჯზე და ოსმალეთის წინააღმდეგ გარკვეული დროის შემდეგ კონტრშეტევაზე გადასულიყო. ტაო-კლარჯეთის ოკუპაციის შემდეგ მე-16 საუკუნის 50-იან წლებში ოსმალთა მარბიელმა რაზმებმა ტრაპიზონის მხრიდან გონიოსთან გადმოლახეს მდინარე ჭოროხი და გურიას დაემუქრნენ. ეს არ იყო დიდი მასშტაბის შემოჭრა, მაგრამ პატარა გურიისთვის მაინც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა. მაშინ გურიელმა დახმარება სთხოვა იმერეთის მეფე ბაგრატს, მაგრამ ბაგრატისგან დახმარებაზე უარი მიიღო. წყაროს ცნობით გურიელმა მაინც შეძლო ოსმალთა ამ რაზმების განდევნა გურიიდან. წყაროში მითითებული არ არის, მაგრამ ძალიან დიდი ალბათობით გურიელს მაშინ სამეგრელოს მთავარი დაეხმარა სავარაუდოდ და ერთად განდევნეს ოსმალთა რაზმები. რატომ უნდა ეთქვა უარი მეფე ბაგრატს დახმარებაზე? აქ ხომ იმერეთსაც ემუქრებოდა საფრთხე. აქ როგორც ჩანს იმძლავრა ვიწრო პოლიტიკურმა ინტერესებმა ბაგრატში. ბაგრატი ბუნებრივია განაწყენებული იყო როსტომ გურიელის არტანუჯის ტახტისადმი ერთგულებით და არტანუჯის მონარქისადმი მისი ქვეშევრდომობით. ამავე დროს ტაო-კლარჯეთის ოკუპაციის შემდეგ გურიელი როგორც ჩანს დადიანთან ერთად აქტიურად ეხმარებოდა და გვერდში ედგა არტანუჯის სამეფო დინასტიის წარმომადგენლებს, რომ დასავლეთ საქართველოში გამაგრებულიყვნენ და ფეხი მოედგათ. ეს ყველაფერი არ სიამოვნებდა ბაგრატ მეფეს და ამიტომაც დახმარებაზე უარი უთხრა გურიელს. სამაგიეროდ არტანუჯის ტახტის ბოლომდე ერთგული დარჩა ახალციხის მთავარი ქაიხოსრო ჯაყელი. ეს დასტურდება ერთერთი ირანული საარქივო ცნობით. ამ ცნობით, როცა 1550 წელს ოსმალები იერიშს იწყებენ არტანუჯის ციხესიმაგრეზე ქაიხოსრო ირანის შაჰს სთხოვს დახმარებას რათა არტანუჯი არ დაეცეს. ეს ცნობა ადასტურებს იმას, რომ ქაიხოსრო სამხრეთ საქართველოსთვის ამ კრიტიკულ სიტუაციაში ავლენს მაღალ პოლიტიკურ შეგნებას და ცდილობს არტანუჯის ტახტის გადარჩენას. მიუხედავად იმისა, რომ ქაიხოსროს მამის ყვარყვარე მესამის ძალაუფლება დაამხო არტანუჯის დინასტიამ და თორთომის მხედართმთავარმა ქაიხოსრო ივიწყებს წარსულის ამბებს და თავისი სამშობლოს სამხრეთ საქართველოს ინტერესებს ყველაზე უფრო მაღლა აყენებს. მას გულით და სულით უყვარს სამხრეთ საქართველო და ამ სიყვარულს ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებზე უფრო მაღლა აყენებს. ამიტომ ის ერთგული რჩება არტანუჯის ტახტის მიმართ და როგორც ჩანს მას პირადი სიმპათიებიც გაუჩნდა არტანუჯის დინასტიის მიმართ. როგორც ჩანს ყვარყვარე მესამის დამხობის და გარდაცვალების შემდეგ არტანუჯის მონარქი ღირსებით და პატივისცემით ეპყრობოდა მის მემკვიდრეს, არასრულწლოვან ქაიხოსროს, რამაც მასში ბავშვობიდანვე გააჩინა სიმპატიები და პატივისცემის გრძნობა არტანუჯის სამეფო დინასტიის მიმართ. ლევან დადიანის სტამბოლში ვიზიტმა შეიძლება ითქვას განმუხტა დაძაბული ურთიერთობა ოსმალეთის იმპერიასა და დასავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ერთეულებს შორის და ამ ვიზიტს დასავლეთ საქართველოსთვის დადებითი შედეგი ქონდა. ინტერნეტში ძალიან ბევრია კომპიუტერულად შესრულებული ისტორიული რუკები.ბუნებრივია ეს რუკები ხშირად რეალობას არ ასახავენ.ერთერთი ასეთი რუკა რომელიც გვიჩვენებს ოტომანთა იმპერიის საზღვრებს მთელი მისი არსებობის მანძილზე ერთ უცნაურობას აფიქსირებს სამეგრელოს სამთავროსთან მიმართებაში.ამ რუკით 1555 წლის ამასიის ზავით მთელი დასავლეთ საქართველო მოქცეულია ოტომანთა იმპერიის გავლენის სფეროშია მოქცეული.აი 1557 წლიდან კი სამეგრელოს სამთავრო ოტომანთა იმპერიის პოლიტიკური გავლენის სფეროში აღარ არის და ასე გრძელდება მთელი მისი არსებობის ბოლომდე.ხოლო იმერეთი,გურია და აფხაზეთი მუდმივად მე-19 საუკუნემდე ოტომანთა იმპერიის გავლენის სფეროში არიან მოქცეული.დასავლეთ საქართველოს ამ პოლიტიკურ ერთეულებს მართავენ ადგილობრივი მეფე-მთავრები,მაგრამ ისინი ითვლებიან ოსმალეთის იმპერიის ვასალ მეფე-მთავრებად.სამეგრელოს სამთავრო კი არ მოიაზრება ოსმალეთის იმპერიის ვასალ სამთავროდ და დე-იურედ დამოუკიდებელი სამთავროა. როგორც ცნობილია სწორედ 1557 წელს იყო სამეგრელოს მთავარი ვიზიტად სტამბოლში სულთანთან.(ამავე დროს ოსმალეთის იმპერია მე-17-18 საუკუნეებში არ ერეოდა სამეგრელოს სამთავროს ხელისუფლების ცვლილებებში.სამეგრელოს მთავარს არ ამტკიცებდა მთავრის ტახტზე სულთანი. ოსმალეთის იმპერიასა და სამეგრელოს სამთავროს შორის სადაო საკითხი იყო მხოლოდ ფოთის ნავსადგური და მის გარშემო მიმდებარე ზღვისპირა ზოლი.რომელიც ხან ოსმალეთის მფლობელობაში იყო და ხან სამეგრელოს სამთავროს.როცა 1804 წელს სამეგრელოს სამთავრომ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა მიიღო ოსმალეთის იმპერიას არანაირი იურიდიული და სამართლებრივი პროტესტი არ განუცხადებია ამ ფაქტზე.ის პრეტენზიებს აცხადებდა მხოლოდ ფოთის ნავსადგურზე და მის გარშემო მდებარე მცირე ტერიტორიებზე.სამეგრელოს სამთავროს შედარებით მაღალი პოლიტიკური დამოუკიდებლობა მოყვა ლევან დადიანის 1557 წლის ვიზიტს სტამბოლში.ეს პოლიტიკური დამოუკიდებლობა იყო "კომპენსაცია",რომელიც სულთანმა გაიღო არტანუჯის სამეფო საგვარეულოს მეთაურის და მისი შთამომავლებისთვის სამხრეთ საქართველოს წართმევის სანაცვლოდ.საინტერესოა ევლია ჩელების ცნობაც რომელიც ეხება მე-17 საუკუნის სამეგრელოს სამთავროს.მისი ცნობით ის "მეგრელისტანს" უწოდებს "დაუმორჩილებელი აზნაურების" ქვეყანას, რომლებიც კარგად არიან შეიარაღებულები და აღჭურვილები და სხედან საუკეთესო ჯიშის ცხენებზე. ეს "საუკეთესო ჯიშის ცხენები" კი ის ჯიშია, რომელიც შუა საუკუნეებში გამოყავდათ სამხრეთ საქართველოში, როგორც "საომარი ცხენები". ეს ცხენები თან შემოყვათ ტაო-კლარჯეთიდან გადმოსულებს სამეგრელოში და მე-17 საუკუნის პირველ ნახევარშიც ინარჩუნებდა თავის პირვანდელ სახეს. რა თქმა უნდა დასავლეთ საქართველოში ადგილობრივ ფეოდალებსაც ყავდათ საომარი ცხენები, მაგრამ მოსახლეობის ფართო ფენებში გავრცელებული იყო შედარებით მომცრო ტანის ცხენები, რომლებსაც იყენებდნენ სხვადასხვა საქმიანობაში. ეს შედარებით მომცრო ტანის მუშა და ამტანი ცხენები ადგილობრივ მთაგორიან და ტყიან რელიეფში კარგად მუშაობდნენ. იყვნენ "საომარი ცხენები", რომლებიც ემსახურებოდნენ ფეოდალთა ფენას ლაშქრობის დროს და აგრეთვე იყვნენ "სამუშაო ცხენები" რომლებსაც იყენებდნენ სხვადასხვა დანიშნულებით. ყველას თავისი დანიშნულება და ფუნქცია გააჩნდა. სამხრეთ საქართველოშიც გარდა "საომარი ცხენებისა" აგრეთვე გავრცელებული იქნებოდა შედარებით მომცრო ტანის ცხენებიც, რომლებიც მთაგორიან მხარეში ასრულებდნენ სხვადასხვა სამუშაოებს. სამხრეთ საქართველოს მუდმივად ყავდა დაახლოებით 35 000 - იანი ტრადიციული ცხენოსანი კავალერია. იქ ალბათ ბუნებრივია განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდნენ საომარი ცხენების მოშენებას და ჯიშების გაუმჯობესებას. ბუნებრივია ჩნდება ლოგიკური შეკითხვა, იმ დროს როცა დაწყებული მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან მე-19 საუკუნის პირველ ნახევრამდე დაახლოებით 250 წლის მანძილზე დასავლეთ საქართველოში იმერეთის მეფეებს, გურიის და აფხაზეთის მთავრებს ოსმალეთის სულთნები ადგენდნენ ტახტზე ან გადააყენებდნენ ტახტიდან, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ რატომ არ ერეოდა არასდროს ოსმალეთის იმპერია სამეგრელოს მთავრების ტახტზე ასვლის ან ტახტიდან გადაყენების პროცესში? ამ ძალიან საინტერესო ფაქტზე ქართულ ისტორიოგრაფიაში რატომღაც ყურადღება გამახვილებული არ არის). ყველა ეს ფაქტები გვაძლევს ძალიან სერიოზული დაახლოებით 90%-იანი სიზუსტის ვარაუდის საფუძველს, რომ 1547 წელს მეფე ბაგრატსა და ლევან დადიანს შორის მომხდარი კონფლიქტის შემდეგ ლევან დადიანმა ოფიციალურად და იურიდიულად მიიღო არტანუჯის ტახტის ქვეშევრდომობა და 1547-1551 წლებში არტანუჯის ტახტის ისეთივე ქვეშევრდომი და სუბიექტი იყო, როგორც ახალციხის მთავარი და გურიის მმართველი გურიელი. და როცა 1549 წელს სულთანი სულეიმანი თავის დოკუმენტში თორთომს უწოდებს "გურჯისტანის ქვეყნების დედაქალაქს" ამ გურჯისტანის ქვეყნებში პირველ რიგში იგულისხმებიან უშუალოდ სამცხე-საათაბაგო და არტანუჯის ტახტის იურისდიქციაში შესული "გურიელის ქვეყანა" და "დადიანის ქვეყანა", როგორც ისინი იმ ეპოქაში უწოდებდნენ გურიას და სამეგრელოს. ხოლო 1547 წელს სამეგრელოს სამთავროს სამხრეთ საქართველოსთან შეერთების შემდეგ იმერეთის სამეფოს, ანუ როგორც მაშინდელი ერთერთი ოსმალური წყარო უწოდებს "ქუთაისის ქვეყანას" ოსმალეთის ხელისუფლებაში ალბათ აღიქვამდნენ როგორც სამხრეთ საქართველოს დიდი სამეფოს ერთერთ პოლიტიკურ დანამატად. ანუ მათ თვალში უკვე "ქუთაისის ქვეყანა" გურჯისტანის ქვეყნების იმ სიაში მოიაზრებოდა, რომლის დედაქალაქი თორთომია. ესეიგი როცა სულეიმანი თავის დოკუმენტში თორთომს უწოდებს "გურჯისტანის ქვეყნების დედაქალაქს", ამ "გურჯისტანის ქვეყნებში ის გულისხმობს ვიწრო გაგებით სამცხე-საათაბაგოს და მთელ დასავლეთ საქართველოს, ხოლო უფრო ფართო გაგებით ამ ტერმინის ქვეშ ოსმალები მოიაზრებდნენ აღმოსავლეთ საქართველოს პოლიტიკურ ერთეულებსაც, ანუ მთელ ისტორიულ საქართველოს. ჯერ გურიელის გადასვლა არტანუჯის ტახტის იურისდიქციაში, ხოლო შემდეგ კი ლევან დადიანის გადასვლა არტანუჯის დინასტიის იურისდიქციაში ძალიან არასასიამოვნო იყო ბაგრატისთვის. ის რა თქმა უნდა ვერ გაბედავდა ღიად რაიმე დაპირისპირებას და კონფლიქტს არტანუჯის მონარქთან. ამიტომ ბაგრატ მეფე შეეგუა ამ პოლიტიკურ მდგომარეობას და არტანუჯის მონარქის უზენაესობას სამხრეთ საქართველოში და მთელ დასავლეთ საქართველოში. როცა დასავლეთ საქართველოში გადადიოდნენ არტანუჯის დინასტიის წარმომადგენლები ალბათ გეგმავდნენ, რომ თავიანთი ერთგული დადიანის და გურიელის მეშვეობით დასავლეთ საქართველოში გამაგრდებოდნენ და მთელ დასავლეთ საქართველოს მოაქცევდნენ თავიანთი ძალაუფლების ქვეშ. მაგრამ 1557 წელს ლევან დადიანის სტამბოლში ვიზიტის დროს ოსმალეთის სულთანმა მკაფიოდ განსაზღვრა არტანუჯის დინასტიის უფლებები დასავლეთ საქართველოში. მან სცნო სამეგრელოს სამთავროს პოლიტიკური დამოუკიდებლობა დე-იურედ და დე-ფაქტოდ და ამ დამოუკიდებელ სამთავროში ამ დინასტიის წარმომადგენლების ხელშეუხებლობა. რა თქმა უნდა ამ დინასტიის მეთაურები უფრო მეტს ფიქრობდნენ და მთელი დასავლეთ საქართველოს მიღება სურდათ, მაგრამ სულთანმა ასე გადაწყვიტა და ძალა აღმართს ხნავს. მაგრამ განსხვავებით საქართველოს სხვა მეფე-მთავრებისგან არტანუჯის დინასტია პოლიტიკურად დამოუკიდებელ სამთავროში ცხოვრობდა და არავის ვასალს არ წარმოადგენდა. ეს ფაქტი კი მაინც ძალიან დადებით მოვლენას წარმოადგენდა მე-17-მე-18 საუკუნეების საქართველოში. სულთნის ხელისუფლებაც ხომ ჩვეულებრივი პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანებისგან შედგებოდა. ისინი დაახლოებით 1 საუკუნის განმავლობაში აკვირდებოდნენ არტანუჯის დინასტიის მეთაურებს სამხრეთ საქართველოში და ამ დინასტიაზე მათ უკვე ჰქონდათ საკუთარი აზრი და წარმოდგენა. ისინი შინაგანად გრძნობდნენ და ხვდებოდნენ, რომ ამ დინასტიის მეთაური მისი მენტალიტეტიდან გამომდინარე ვერ გახდებოდა ვინმეს და მათ შორის არც ოსმალეთის სულთნის ვასალი და მორჩილი მმართველი. ამიტომ ამ წმინდა პოლიტიკური და ადამიანური ფსიქოლოგიის ფაქტორებიდან გამომდინარე 1557 წელს მათ მიიღეს გადაწყვეტილება და ამ დინასტიის მეთაურს შეუქმნეს პოლიტიკურად დამოუკიდებელი სამთავრო. მართალია ეს იყო გეოგრაფიულად შედარებით პატარა სამთავრო, მაგრამ იყო დე-იურედ და დე-ფაქტოდ დამოუკიდებელი და აღიარებული სულთნის ხელისუფლების მიერ. და ამ დამოუკიდებელ სამთავროში მათ შეეძლოთ ეცხოვრათ ისე, როგორც თვითონ მოისურვებდნენ. ამავე დროს ძალიან საინტერესო რამ ხდება აღმოსავლეთ სამეგრელოში.მე-16 საუკუნის ბოლოს იქმნება ახალი ნახევრად რელიგიური და ნახევრად საერო ავტონომიური ერთეული-საჭყონდიდო.მისი ცენტრი ხდება სუჯუნა. ეს ავტონომიური ერთეული მდებარეობდა დღევანდელი აბაშის რაიონის ტერიტორიაზე.დღევანდელი აბაშის რაიონის ტერიტორია მანამდე საჭილაოდ იწოდებოდა და დიდი ფეოდალების ჭილაძეების მფლობელობაში იყო. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ჯავახ ჭილაძე სიკვდილით დასაჯეს.არ ჩანს მაგრამ მისი დასჯა რაღაც კავშირშია ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის შემოსვლასთან.ჭილაძეებს ჩამოართვეს საჭილაოს უდიდესი ნაწილი და მხოლოდ სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი დაუტოვეს,რომელიც რამდენიმე სოფელს მოიცავდა. ამ ავტონომიურ ერთეულში ცხოვრობდა ყველა სოციალური ფენის წარმომადგენელი:სასულიერო პირები,გლეხობა,აზნაურობა,თავადები და ასე შემდეგ. სახელწოდება "საჭყონდიდო"უფრო პირობითი და სიმბოლური იყო.შუა საუკუნეების ევროპაში არსებობდა დიდი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი "საღვთო რომის იმპერია",თუმცა ეს წარმონაქმნი რომის პაპის დაქვემდებარებაში არ იყო.ანუ ეს სახელწოდებაც უფრო სიმბოლური და პირობითი იყო.საჭყონდიდო იყო სინთეზი საერო და რელიგიური მიმართულების რაც ამ ავტონომიას მეტ ძალას მატებდა. ამ ახალ ავტონომიურ ერთეულში არის საძიებელი არტანუჯის მეფეთა საგვარეულოს ვინაობა.მე-19 საუკუნეში სუჯუნა დიდი პუნქტი იყო.ოფიციალური ცნობით მე-19 საუკუნის შუახანებში სუჯუნაში ებრაელთა 300 ოჯახი ცხოვრობდა.თუმცა ზოგიერთი ადგილობრივი სუჯუნელი მცხოვრების ცნობით მათი რიცხვი 400 და 500 კომლი იყო.ეს ცნობები(400 და 500 კომლი) რამდენად სწორია არ ვიცი,შეიძლება ცოტა გაზვიადებულია.ებრაელთა დასახლება კომპაქტური იყო და ერთ უბანს მოიცავდა.მათ ეზოები არ ჰქონდათ და მათი სახლები ერთმანეთის გვერდიგვერდ მჭიდროდ იყო მიდგმული,"ქალაქურ"სტილში.სულ სუჯუნის მოსახლეობა მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში დაახლოებით 600 კომლი უნდა ყოფილიყო(300 კომლი ებრაელი და დაახლოებით 300 კომლი ქართველი). ის იმ დროს ძლიერი ცენტრი იყო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით. აქ მდებარეობს ებრაელთა სინაგოგა,რომელიც იმ დროს ყველაზე დიდი მასშტაბის სინაგოგა იყო საქართველოში.საზღვარგარეთიდან შემოსული სავაჭრო საქონელი ჯერ სუჯუნაში შემოდიოდა,ხოლო შემდეგ გაჰქონდათ სამეგრელოსა და იმერეთის სხვა რაიონებში.არსებობდა ამ შემოსული სავაჭრო საქონლის შესანახი კანტორები. სავაჭრო დუქნების რაოდენობა 60-ს აჭარბებდა.აქ აღმოსავლეთ საქართველოდან და თბილისიდან ჩამოდიოდნენ ვაჭრები ბაზრობაზე სადაც ათასობით იყიდებოდა ცხენები,ხარები და ასე შემდეგ.ძველად არხი გაუყვანიათ რომლითაც დიდი ზომის ნავები რიონიდან შემოდიოდნენ და სავაჭრო საქონელი შემოჰქონდათ და გაჰქონდათ.არსებობდა აგრეთვე სხვადასხვა სახელოსნოები. {გამოყენებულია ლიტერატურა: "სუჯუნა".ლ.ნოდია.2010.}. სხვათა შორის მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ჟაკ ფრანსუა გამბას ცნობით ქუთაისში ებრაელთა 160 ოჯახი ყოფილა.მის თქმით ეს ქუთაისის მოსახლეობის თითქმის ნახევარს შეადგენდა. ამ ცნობით მე-19 საუკუნის 20-იან წლებში ქუთაისში დაახლოებით 400 კომლი ცხოვრობდა. აქედან აშკარად იკვეთება ის ფაქტი,რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში სუჯუნა იყო მოსახლეობის რაოდენობით ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი დასავლეთ საქართველოში.1872 წელს გაიყვანეს რკინიგზის ხაზი.სუჯუნა ამ ხაზს მიღმა აღმოჩნდა.ამან და კიდევ სხვა ფაქტორებმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოიწვია სუჯუნის დაქვეითება.მე-20 საუკუნის დასაწყისში სუჯუნაში ცხოვრობდა უკვე მხოლოდ ებრაელთა 80 ოჯახი.მოკლედ სუჯუნაში ძველად ცხოვრება დუღდა.სუჯუნაში ძველთაგანვე ცხოვრობდა და ახლაც ცხოვრობს ხოშტარიების გვარის ხალხი.სუჯუნის წმინდა გიორგის სახელობის განთქმული ტაძრის დეკანოზობა ძველად მემკვიდრეობით გადადიოდა სუჯუნელი ხოშტარიების ერთერთ ოჯახზე.გადმოცემით ეს ტაძარი ხოშტარიების საგვარეულოს ეკუთვნოდა ფეოდალიზმის ეპოქაში.ამ ძალიან ძლიერი საკათედრო ტაძრის წინამძღვრები,რომლებიც ტრადიციულად ხოშტარიების საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ სუჯუნელი ხოშტარიების თავკაცები და მეთაურები უნდა ყოფილიყვნენ ფეოდალიზმის ეპოქაში. აშკარაა,რომ ამ დიდ დასახლებულ პუნქტში ფეოდალიზმის ეპოქაში სუჯუნელი ხოშტარიების საგვარეულო დომინირებდა და მათ ხელში იყო. სხვათაშორის ამ ტაძრის აშენების ეპოქაში ასეთი მასშტაბის ტაძრები დასავლეთ საქართველოში უკვე აღარ შენდებოდა.ფაქტიურად ეს განთქმული ტაძარი ფეოდალიზმის ეპოქაში ხოშტარიების საგვარეულო ტაძარი იყო. ამ ტაძრის აშენების თარიღიც დასადგენია,რადგან მისი აგების თარიღი მთლად გარკვეული არ უნდა იყოს. თვითონ სუჯუნელი ხოშტარიები ძველად წარჩინებულ და გავლენიან აზნაურებად ითვლებოდნენ.იმ მცირე ისტორიული წყაროებიდან და საარქივო დოკუმენტიდან,რომელსაც გავეცანი ძველად სუჯუნის მაღალი წარჩინებულ აზნაურთა ფენა გამოსული იყო შემდეგი საგვარეულოებიდან: ხოშტარიები, ნოდიები. ამავე საარქივო დოკუმენტიდან ძლიერ აზნაურებად ჩანან ნოდიების საგვარეულოს წარმომადგენლებიც.(ეს დოკუმენტია ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცული "სუჯუნის დროებით ვალდებულ გლეხთა სია 1873-1904 წლებში).{გამოყენებულია ლიტერატურა: "სუჯუნა".ლ.ნოდია.2010.}. ამ სოფელში დღესაც ცხოვრობენ მაღნარაძეების რამდენიმე ოჯახი,თუმცა ძველად რა წოდებას ეკუთვნოდნენ ჩემთვის უცნობია. დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ისეთ დიდ დასახლებულ პუნქტში,რომელიც ორი საუკუნის წინ ფაქტიურად ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტი იყო დასავლეთ საქართველოში ბუნებრივია რიგითი აზნაურობაც საკმაოდ იქნებოდა წარმოდგენილი,მაგრამ ჩემს ხელთ ამ შემთხვევაში მხოლოდ მცირე დოკუმენტური მასალაა. აგრეთვე სხვადასხვა ადგილობრივი საგვარეულოების ზოგიერთი წარმომადგენლები. სუჯუნის მრავალრიცხოვანი და ცნობილი საგვარეულოებია: მიმინოშვილები,ბაღათურიები,გამზარდიები,ხოშტარიები,ნოდიები,მატკავები და სხვები. ეს რაც შეეხება თვითონ სუჯუნას.ამავე დროს ძველად ამ დიდ პუნქტთან ახლოს მდინარე რიონის სანაპიროზე არსებობდა სოფელი წალიკარი.ეს სოფელი სუჯუნის ცენტრიდან დაახლოებით სამი კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა.1921-1922 წლებში მოსახლეობამ დატოვა ეს სოფელი და სუჯუნასთან უფრო ახლოს გადმოსახლდა.(მათი გადმოსახლება მოხდა გასაბჭოებიდან ძალიან მალე და სწრაფად,ვინ იცის იქნებ წყობილების შეცვლამ უბიძგა მათ გადმოსახლებისკენ). მე-20 საუკუნის დასაწყისში წალიკარში ცხოვრობდა დიდგვაროვანი ხოშტარიების ოჯახი.ჰქონდათ აგურით აგებული ორსართულიანი სასახლე,სადაც იყო დიდი ოთახები და ლამაზი აივანი.(ეს სასახლე დაუშლიათ და განადგურებულა 20-იანი წლების დასაწყისში,ალბათ ამაში მისი ძალიან სიძველის ხელიც ერია).ქვედა სართულზე მოწყობილი იყო მარანი ღვინის ქვევრებით.(სამეგრელოს ამ კუთხეში გამომდინარე ბუნებრივი პირობებიდან მევენახეობა-მეღვინეობა არასდროს არ იყო განვითარებული.ამიტომ ეს მარანი იქნებოდა ალბათ იმ მასშტაბის,რაც პირადი მოხმარებისთვის ჭირდებოდა ამ დიდ ოჯახს.აგრეთვე ის იყო ატრიბუტი და ტრადიცია დიდგვაროვანი ოჯახის სასახლეში.აქედან გამომდინარე მას ალბათ სიმბოლური მნიშვნელობაც ქონდა.) ამ სასახლის ნაშთები, კიბე და რაღაცეები 40-იან წლებამდე კიდევ ყოფილა შემორჩენილი ნასოფლარზე. ამ სასახლის მფლობელების და მათთან ერთად ამ სოფლის სხვა მაცხოვრებლების გადმოსახლება ემთხვევა საქართველოს გასაბჭოების პერიოდს-1921-1922 წლებს. ჩემი ვარაუდით საქართველოს გასაბჭოებამ ბიძგი მისცა ამ სასახლის მფლობელებს და მათთან ერთად ამ სოფლის სხვა მაცხოვრებლებსაც მიეტოვებინათ ეს სოფელი და სასახლე. ასეთი სტილის სასახლეში გასაბჭოების შემდეგ ცხოვრება შეუძლებელი გახდებოდა. ამ ფაქტმა აიძულა ისინი მიეტოვებინათ ეს სასახლე და გადასახლებულიყვნენ ახალ ადგილას. ამ სასახლის შორიახლოს ეზოში იდგა წაბლის ხის ძველებური რამდენიმე ოთახიანი ოდა სახლიც.ეს შენობები იდგა უზარმაზარ ეზოში,რომელსაც ჰექტარზე თუ გადავიყვანთ დაახლოებით 4-5 ჰექტარია.(იმ ზუსტი ცნობით,რომელიც მე გადმოცემით ვიცი ეს ეზო იყო ძველი საზომით 10 ორთოხა.ინტერნეტში ვცადე მომეძია ფართობის ეს ძველი საზომი ერთეული,მაგრამ ვერაფერი აღმოვაჩინე.გავიკითხე ადგილობრივ დღევანდელი წალიკარის უბნის მოსახლეობაში,ზოგიერთებმა მითხრეს,რომ ამ ფართობის საზომ ერთეულს მათი წინაპრები ძველად იყენებდნენ.თუ რამდენს ნიშნავდა ეს საზომი ერთეული,ამაზე ზუსტი პასუხი ვერ მივიღე.ერთმა თქვა,რომ 1 ორთოხა უდრიდა 0,4 ჰექტარს,მეორემ თქვა,რომ უდრიდა 0,5 ჰექტარს,მესამემ კი დაასახელა 0,6 ჰექტარი.ტერმინიდან გამომდინარე ეს ტერმინი შრომის იარაღს უკავშირდება და არამეგრული წარმოშობის სიტყვაა.ეს წმინდა ქართული სიტყვაა,"ორთოხა",ანუ "ორი თოხი".ფართობის ძველ საზომ ერთეულებში კომპეტენტური პირი არ ვარ,მაგრამ მსგავსი საზომი ერთეული დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოდან არ გამიგია.სავარაუდოდ ამ ტერმინს ალბათ ხმარობდნენ ძველ ტაო-კლარჯეთში და იქიდან გადმოსულ მოსახლეობას შემოყვა სამეგრელოში). ეს დიდი ეზო ძალიან ლამაზად ყოფილა დამშვენებული სხვადასხვა ჯიშის ხეებით.ამ ოჯახს ჰქონდა საკუთარი საგვარეულო სასაფლაო,რომელიც აგურის კედლით იყო შემოზღუდული.შესასვლელში ეკიდა რკინის დიდი ჩუქურთმებიანი კარი.ეს სასაფლაო 30-40-იან წლებში მთლიანად განადგურებულა.მისი ზემოთხსენებული რკინის კარი მეზობელი სოფლის ერთერთ მცხოვრებს ურმით საკუთარ სახლში მიუტანია.მანამდე ვიღაც-ვიღაცეები,მწყემსები ალბათ, ამ მიტოვებული სასაფლაოს შემოკავებულ ტერიტორიას ზოგჯერ საქონლის დროებით სადგომადაც იყენებდნენ.უბრალოდ დრო იყო ასეთი.მიტოვებული სასაფლაოებისთვის ვის ეცალა იმ რთულ პერიოდში. ეს საგვარეულო სასაფლაო მდებარეობდა სოფლის სასაფლაოს გვერდით.მისი აგურის ნაშთები დღესაც არსებობს.ამ სასაფლაოს ტერიტორიაზე და სოფლის სასაფლაოზე ექსკავატორი მუშაობდა და არხები გაყავდა რომელიღაც წლებში.მოსახლეობის უკმაყოფილება ყურად არ მიუღიათ. ამ ოჯახის საკუთრებაში იყო სახნავ-სათესი მიწა,რომელიც იჯარით გაიცემოდა.მიწის ამ ტერიტორიას დღესაც სახნავ-სათესად იყენებს ხსენებული სოფლის მოსახლეობა და ის დაახლოებით 80 ჰექტარია.ამ 80 ჰექტარს ემატება კიდევ ამ მიწის მეორე ნაწილი,რომელიც 30-იან წლებში მეზობელი სოფლის საკუთრებაში გადავიდა. ორივე ეს მიწა ერთად აღებული იმ დროისთვის სახნავ-სათესი მიწის ძალიან დიდ სავარგულად ითვლებოდა საქართველოს მასშტაბით.ასევე ამ ოჯახის მფლობელობაში ძველთაგანვე ყოფილა ტყის დიდი მასივი.მითითებული ტერიტორია მდებარეობს მდინარე რიონსა და მდინარე ფიჩორას შორის და სიგრძეში დაახლოებით 17 კილომეტრია.ეს არის არასრული,მაგრამ უტყუარი ცნობები რაც მე გამაჩნია ამ ოჯახის ეკონომიურ მდგომარეობაზე. ის ტერიტორია სადაც ეს სოფელი მდებარეობდა სოფლის გაუქმების შემდეგ სახნავ-სათეს მიწებად გადაკეთდა და დღესაც ასეა.საბჭოთა პერიოდში 80-იანი წლების ბოლოს არსებობდა სუჯუნის დიდი საბჭოთა მეურნეობა.ამ მეურნეობის დიდი ინფრასტრუქტურა მდებარეობდა დღევანდელი სოფელ წალიკარის ბოლოს.დაახლოებით 30 ჰექტარის ფართობზე თავმოყრილი იყო რკინა-ბეტონის ნაგებობები: ფერმა,ავტო-სატრაქტორო პარკი,დიდი საყვავილე სათბურები,ბენზოგასამართი სადგური,დიდი წისქვილი,რომელიც საქონლის საკვებს ამუშავებდა,საწყობები,სასადილო და აგრეთვე ამ ინფრასტრუქტურის დამხმარე სხვა ნაგებობებიც.საბჭოთა პერიოდის გაუქმების შემდეგ 90-იან წლებში დაახლოებით 10 წლის განმავლობაში ეს უზარმაზარი რკინა-ბეტონის ნაგებობები ისე გაქრა მიწის ზედაპირიდან,რომ დღეს მხოლოდ არქეოლოგები თუ დაადგენენ,რომ აქ ოდესღაც საბჭოთა მეურნეობა მდებარეობდა.აქედან გამომდინარე სავსებით გასაგებია თუ რა შეიძლებოდა მოსვლოდა წალიკარელი ხოშტარიების ძველ ორსართულიან აგურის უპატრონო სასახლეს და კარმიდამოს. ეს კარმიდამოც და მთელი სოფლის ტერიტორია საბჭოთა ეპოქაში ძალიან აქტიურ სახნავ-სათეს მიწებს წარმოადგენდა. სხვათა შორის ფრანგმა მოგზაურმა ჟაკ ფრანსუა გამბამ,კონსულმა რუსეთის იმპერიაში 2 საუკუნის წინ იმოგზაურა ამ მხარეშიც.თავის წიგნში "მოგზაურობა ამიერკავკასიაში"მას სოფელი წალიკარიც აქვს მოხსენიებული,რომელიც მისი თქმით გამორჩეული ყოფილა მთელ სამეგრელოში ეკონომიური შეძლებითა და ლამაზად და გულმოდგინედ აგებული სახლებით.მას არ გამოპარვია ამ სოფლის წესრიგი და აკურატულობა.(გამბას პირადად თვითონ არ უმოგზაურია მდინარე რიონის ხეობაში,არამედ თავის წიგნში მოყავს თავისი თანმხლები ორი ფრანგის ჩანაწერები,რომლებმაც იმოგზაურეს და აღწერეს რიონისპირა სოფლები ფოთიდან იმერეთამდე.თვითონ გამბას,რომ ემოგზაურა მას ბევრად უფრო საინტერესო და ვრცელი ცნობები ექნებოდა.გამბამ სამეგრელო სახმელეთო გზით გაიარა). გადმოცემებით სოფელ წალიკარის აზნაურობა გამოსული იყო შემდეგი გვარებიდან: ცომაია,მატკავა,აბსარიძე,მიქაძე,იობაია,კილასონია,ლაბარტყავა, ასათიანი, თოფურია. მე მხოლოდ ამათზე მაქვს გარკვეული ინფორმაცია,თუმცა ძველად შეიძლება სხვაც იყო. აბსარიძეების გვარი ამ სოფელში დღეს არ ცხოვრობს,მაგრამ მე-20 საუკუნის 40-იან წლებში 4 ოჯახი ცხოვრობდა. საუკუნის წინ როცა ეს სოფელი დაიშალა ყოფილა ოჯახები,რომლებიც ფოთში გადასახლებულან.ზოგი კიდევ სხვაგან გადასახლდა ალბათ.უფრო ადრეც მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში,კაპიტალიზმის ეპოქაშიც იქნებოდა ამ რიონისპირა სოფლებიდან ქალაქებში და ახალ ადმინისტრაციულ ცენტრებში მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადასვლის ფაქტები. ასევე გადმოცემით წალიკარის ამ წარჩინებული გვარებიდან ერთერთი საგვარეულო და მისი წარმომადგენელი ძველ დროში გამორჩეული ყოფილა სხვებისგან უფრო მაღალი წოდებრივი მდგომარეობით. ლაბარტყავების საგვარეულოს ერთერთი წარმომადგენელი,რომელიც მეორე მსოფლიო ომიდან აღარ დაბრუნებულა დარწმუნებული ყოფილა,რომ ლაბარტყავების საგვარეულო არ იყო ადგილობრივი მეგრული წარმომავლობის და ძალიან ძველად გადმოსული იყო გურიიდან.ამიტომ ოჯახში ამ პიროვნებას ზოგჯერ ხუმრობით "მამია გურიელს"ეძახდნენ.ისე მართლა მამია ერქვა.ეს ინფორმაცია მას საკუთარი მამისგან ქონია, რომელსაც "ერისტუ"ერქვა,"ერისტუ ოქროპირის ძე ლაბარტყავა",რომელიც დაბადებული იყო 1840 წელს(როცა ამ პიროვნებას ახსენებდნენ მის სახელს ყველა გამოთქვამდა,როგორც "ერისთუ".მაგრამ მისი საფლავის ქვაზე ამოყვანილია სახელი "ერისტუ",ამიტომ მე ვფიქრობ,რომ საფლავის ქვაზე გაკეთებული წარწერა უნდა იყოს უფრო ზუსტი.ამ ადამიანმა 107 წელი იცხოვრა და გარდაიცვალა 1947 წელს.ეს დასტურდება მისი საფლავის ქვაზე ამოკვეთილი წარწერებით.).ეს პიროვნება რაღაც განსხვავებული ყაიდის ადამიანი ყოფილა,რომელსაც ყველა დიდი თუ პატარა,ქალი თუ კაცი პატივისცემით და მოწიწებით "ერისტუ პატონს"ეძახდა. მათი მდგომარეობიდან და აგრეთვე იმ დამატებითი ცნობებიდან რაც პირადად გადმოცემით გამაჩნია,ეს ოჯახი ფეოდალიზმის ეპოქაში თავისი წოდებრივი მდგომარეობით წალიკარელი ხოშტარიების "მარჯვენა ხელი" უნდა ყოფილიყო ძველ დროში. მათი გურული წარმომავლობა რა თქმა უნდა არასწორია.ეს არის დროთა განმავლობაში სახეშეცვლილი და გადაკეთებული ხსოვნა ტაო-კლარჯეთიდან მე-16 საუკუნეში მათი დიდი გადმოსახლებისა.როგორც ჩანს ამ ხსოვნის ანარეკლი ამ საგვარეულოს მეთაურ ოჯახში თაობიდან თაობაზე გადაეცემოდა და ისე მოაღწია მე-20 საუკუნემდე. კიდევ გამაჩნია დამატებითი ცნობები რომელიც აშკარად მეტყველებს ამ ოჯახის გავლენიანობაზე და მაღალ მდგომარეობაზე ფეოდალიზმის ეპოქაში,მაგრამ ეს ცალკე განხილვის თემაა. როგორც ჩანს ამ საგვარეულოს წალიკარის შტო იყო გამორჩეული მაღალი წოდებრივი მდგომარეობით ("ჟინოსკუა"). გადმოსახლების შემდეგ მე-20 საუკუნის შუახანებში წალიკარში ცხოვრობდა ლაბარტყავების დაახლოებით 8 ოჯახი. მე-19 საუკუნის შუახანებში ძველ და დიდ რიონისპირა წალიკარში კი ამ საგვარეულოს რაოდენობა მინიმუმ 10 ოჯახი მაინც იქნებოდა. რაც შეეხებათ ლაბარტყავების საგვარეულოს სხვა წარმომადგენლებს,რომლებიც სხვა სოფლებში ცხოვრობდნენ,თუ რა წოდებებს ატარებდნენ ამაზე ინფორმაცია არ მაქვს და არაფრის თქმა არ შემიძლია. შესაძლებელია ძველად ზოგიერთი მათი წარმომადგენელი აზნაური იყო,ხოლო ზოგიერთი გლეხის წოდებას ატარებდა. (შეიძლება ერთიდაიმავე გვარის წარმომადგენელი ყოფილიყო როგორც თავადი,ასევე აზნაური ან გლეხი.მაგალითად ასათიანები ატარებდნენ როგორც თავადის წოდებას ასევე ყმა გლეხის წოდებასაც, დავითაშვილები თავადები იყვნენ,მაგრამ იყვნენ გლეხებიც. გუგუშვილების გვარის ზოგიერთი წარმომადგენელი გამოირჩეოდა მაღალი წოდებრივი მდგომარეობით,მაგრამ მრავალი მათგანი ყმა გლეხის წოდების მატარებელი იყო.მიქაძეების ერთერთი შტო რომლებიც ცხოვრობდნენ ზღვასთან ახლოს ფლობდა თავადების ტიტულს,სხვაგან კი ამ გვარის დიდი ნაწილი გლეხის წოდებას ატარებდა. აშკარაა,რომ მაღალი წოდებრივი მდგომარეობა მხოლოდ გვარიშვილობაზე არ ყოფილა დამოკიდებული). როცა გადმოსახლდნენ ახალი ტერიტორია დაუსახლებელი მიწები ყოფილა. ეს იყო გადმოსახლებულთა ბოლო დიდი ჯგუფი რიონისპირა ყოფილი წალიკარიდან.ბუნებრივია უფრო ადრე იყო გადმოსახლებულთა ადრეული ჯგუფები და აგრეთვე ცალკეული ოჯახები,რომლებიც თანდათან გაქრნენ ისტორიული მეხსიერებიდან და დაიფანტნენ სხვადასხვა მიმართულებით. სოფელ წალიკარის რამდენიმე წარჩინებული ოჯახი და მათ შორის ზემოთხსენებული ლაბარტყავების ოჯახიც მდინარე რიონის გაღმა ნაპირზეც ფლობდა სახნავ-სათეს მიწებს ძველ დროში. ამ მიწებს "ჩეჩონას"ეძახდნენ."ჩეჩონას" მიწები მთლიანობაში დაახლოებით 35 ჰექტარი იყო და წალიკარის კოლმეურნეობის მფლობელობაში იყო. ეს 35 ჰექტარი არის უკვე საბჭოთა პერიოდის მონაცემები, როცა ეს სოფელი გაუქმებული და დაშლილი იყო. ამ ყოფილი სოფლის ისტორიულ ტერიტორიებზე კი შექმნილი იყო სხვადასხვა სოფლების კოლმეურნეობები.აქედან გამომდინარე ძველად, როცა ეს სოფელი არსებობდა ამ "ჩეჩონად" წოდებული მიწების ტერიტორია უეჭველად ბევრად უფრო მეტი იყო და ეს მიწები ამ სოფლის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მფლობელობაში იქნებოდა.რადგან მე მხოლოდ რამდენიმე ოჯახის მფლობელობაზე მაქვს ინფორმაცია, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მდინარე რიონის მეორე სანაპიროზე ამ სოფლის სხვა მაცხოვრებლებსაც არ ჰქონდათ სახნავ-სათესი მიწები.მდინარე რიონის გაღმა სანაპირო დღესაც განთქმულია ძალიან ნაყოფიერი მიწებით.ამიტომ როცა ამ სოფლის მოსახლეობამ ეს მიწები აითვისა ყურადღებას მიაქცევდნენ ამ მიწების მაღალ ნაყოფიერებას და ჩემი ვარაუდით აქ ათვისებული მიწების რაოდენობა 100 ჰექტარზე ნაკლები არ იქნებოდა. ამ სახნავი მიწების დასავლეთით,მდინარე რიონსა და მდინარე ფიჩორას შორის სოფელ სირიაჩქონამდე უღრანი ტყეები მდებარეობდა,რომელიც წალიკარელი ხოშტარიების ოჯახის მფლობელობაში ყოფილა. ამ ყოფილი უღრანი ტყეების ტერიტორია რამდენიმე ათასი ჰექტარია და როგორც ზემოთ ითქვა სიგრძეში დაახლოებით 17 კილომეტრია. მეზობელ დიდ სოფელ ეწერში,რომელიც არ შედის რიონისპირა სოფლების შემადგენლობაში ძველ დროში გამორჩეული ყოფილა ორი ოჯახი.ისინი გამოსული იყვნენ ორი გვარიდან: გუგუშვილი და მაღნარაძე. იმ გადმოცემით რაც მე გამაჩნია ისინი მაღალ წოდებას ეკუთვნოდნენ.როგორც ჩანს ეს ორი ოჯახი ძველად ამ დიდი სოფლის აზნაურთა მეთაურები და წინამძღოლნი იყვნენ ფეოდალიზმის ეპოქაში. სოფელ ეწერის წარჩინებულ აზნაურთა დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო ეწერის მახლობელი სოფელი ნაესაკოვოც. ასევე უეჭველად თავადის წოდებას ატარებდნენ თოფურიების(თოფურიძეების) საგვარეულოს წარმომადგენლები ტაო-კლარჯეთში. აქ გადმოსახლების შემდეგ კი წარჩინებული აზნაურები გახდნენ. ზოგადად იმიერტაოზე და პარხალზე ძალიან მწირი ცნობებია წყაროებში. ჩვენ სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით შევძელით მე-16 საუკუნის პირველი ნახევრის თორთომის ხეობის ცხოვრების რეალური სურათის აღდგენა. ამ ხეობის ცხოვრების სურათის აღდგენაში დიდი დახმარება გამიწიეს ძველმა ოსმალურმა წყაროებმა და აგრეთვე ქართველი მკვლევარების მიერ რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილმა უცნობმა "საპაჯა-აშკისორის" მასშტაბურმა ციხესიმაგრემ. მკვლევარებმა მაშინ სწორი დასკვნა გააკეთეს, როცა ეს მასშტაბური ციხესიმაგრე დაუკავშირეს ტაოს დიდი ფეოდალების ჩორდვანელების საგვარეულოს და ივარაუდეს, რომ ეს მათი რეზიდენცია იყო. ისეთ დიდ ფეოდალებს, როგორც ჩორდვანელები იყვნენ სწორედ ასეთი მასშტაბების ციხესიმაგრე შეეფერებოდათ. თან ეს ციხესიმაგრე ოშკის მონასტერთან, რომელსაც მაშინ ჩორდვანელები ფლობდნენ ახლოს მდებარეობდა. ამაზე ჩვენ უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ ზემოთ. მაგრამ კვლავ უცნობია თუ რომელი ფეოდალური საგვარეულოები ფლობდნენ მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში იმიერტაოს ისეთ მნიშვნელოვან ციხესიმაგრეებს და რაიონებს როგორიცაა მამირვანი, ოლთისი, ფარნაკი, ბარდუსი. წყაროები არაფერს ამბობენ. სუჯუნაში ძლიერი აზნაურები იყვნენ ნოდიების საგვარეულოს წარმომადგენლებიც. ხოლო ტაო-კლარჯეთის მხარეში ეს გვარი უფრო მაღალი რანგის ფეოდალები უნდა ყოფილიყვნენ. ასევე უფრო მაღალი რანგის ფეოდალები იქნებოდნენ ტაო-კლარჯეთში გამსახურდიების(გამსახურდიძეების ან გამსახურდაშვილების, უფრო უნდა იყოს "გამსახურდიძე". ასეთი გვარები არსებობდა) საგვარეულოს წარმომადგენლები და უეჭველად თავადების ფენაში შედიოდნენ. სამეგრელოში კი გამსახურდიები ძლიერი აზნაურები იყვნენ. გამსახურდიების საგვარეულოს მფლობელობა ფეოდალიზმის ეპოქაში იყო დღევანდელი სოფელ ძველი აბაშის ტერიტორია და აგრეთვე მათ მფლობელობაში უნდა ყოფილიყო სოფლები პირველი ონტოფო და მეორე ონტოფო. ამ სოფლების ტერიტორიებზე ისტორიული წყაროებით ფიქსირდება სამი სოფელი: აბაშა(დღევანდელი ძველი აბაშა), კადარი, ონტოფო. აი ამ 3 ისტორიულ სოფელს ფლობდნენ გამსახურდიების საგვარეულოს წარმომადგენლები. ამ სოფლებში ძლიერი აზნაურები იყვნენ აგრეთვე ნადარეიშვილების გვარის წარმომადგენლები. ამ 3 სოფელში იმ ეპოქაში ალბათ ცხოვრობდა დაახლოებით 350 კომლი. ფეოდალიზმის ეპოქაში სოფელი ზანათი სუჯუნის წარჩინებულ აზნაურთა ხოშტარიების მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. როგორც ჩანს ეს ორი დიდი პუნქტი სუჯუნა და ზანათი ხოშტარიების საგვარეულოს უმცროსი შტოების მფლობელობაში იყო ფეოდალიზმის ეპოქაში. სუჯუნელი ნოდიების საგვარეულო კი გამოკვეთილია, როგორც წერილობითი ისე ზეპირი გადმოცემებით, როგორც ძლიერი და გავლენიანი აზნაურები. ამ საგვარეულოს ისტორიული ფორმა უნდა ყოფილიყო "ნოდაძე". ხოლო სოფელ ზანათის მაღალი რანგის აზნაურები დიდი ალბათობით გუნიები და მიმინოშვილები იყვნენ. მათი ისტორიული გვარია "გუნაძე". სოფელ ზანათში მე-19 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა დაახლოებით 300 კომლი. ზანათში აგრეთვე ძლიერი აზნაურები უნდა ყოფილიყვნენ მიმინოშვილების გვარის წარმომადგენლებიც. იობაიების და აბსარიძეების გვარის წარმომადგენლები ძველ წალიკარში ძლიერ აზნაურებად ითვლებოდნენ. აგრეთვე ძლიერი ფეოდალები უნდა ყოფილიყვნენ ძველაიების გვარის წარმომადგენლები. მე-19 საუკუნეში ამ საგვარეულოს ერთერთი წარმომადგენელი იყო მანუჩარ ძველაია. ძველაიების ამ შტოს წარმომადგენლებზე გამაჩნია გარკვეული ინფორმაციები და მიმაჩნია საჭიროდ ორიოდე სიტყვით გადმოვცე. ამ მანუჩარ ძველაიას შტოს უფროს წარმომადგენელს ეკუთვნოდა ორსართულიანი დიდი მთლიანად აგურისგან აშენებული სახლი. ეს აგურის სახლი მე-20 საუკუნის 40-იან წლებში ჯერ კიდევ არსებობდა. გადმოცემით ეს სახლი ლამაზი სახლი ყოფილა. ამ სახლის აშენების თარიღი ჩემთვის უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ მე-20 საუკუნის 20-30-40-იან წლებში ასეთ სახლებს ვერ ააშენებდნენ აბაშაში და ეს სახლი აშენებულია გასაბჭოებამდე. უშუალო თვითმხილველის გადმოცემით, რომელიც მის მეხსიერებას შემორჩა ეს იყო მასშტაბური სახლი სადაც თვალში ხვდებოდა ძველებური სტილის ჩუქურთმებიანი აივანი მეორე სართულზე. თვითმხილველი ყურადღებას ამახვილებს ამ აივანზე და აფიქსირებს მის განსხვავებულ და არქაულ სტილს. მის გადმოცემაზე დაყრდნობით ეს უნდა იყოს საკმაოდ ძველი და მასიური ნაგებობა აშენებული არქაულ სტილში. მისი გადმოცემით ეს იყო ძალიან მაღალი ნაგებობა, რომელიც ასევე იქცევდა ყურადღებას თავისი სიმაღლით. მე კიდევ ერთხელ გულმოდგინედ გამოვკითხე ამ სახლის თვითმხილველი, რომელიც მაშინ დაახლოებით 10-12 წლის ბავშვი იყო და უჭირდა ამ სახლის გარეთა ზუსტი ფასადის აღდგენა. მე მას ინტერნეტში ვაჩვენე მე-19 საუკუნის სხვადასხვა ძველებური სტილის ორსართულიანი აივნიანი სახლები, მათ შორის გადმოკიდებული აივნებით. როგორც აღმოჩნდა ეს აივანი არ ყოფილა გადმოკიდებული სტილის, როგორსაც მე ადრე ვვარაუდობდი. ეს უნდა იყოს ძველებური რიკულებიანი აივანი, რომელიც ამ სახლის ერთერთ კედელზე იყო ჩაშენებული და არა გარეთ გადმოკიდებული. თუმცა ამ აივანს ამ მასშტაბური სახლის ერთერთი კედლის მხოლოდ გარკვეული მონაკვეთი ეკავა. ჩემი მოსაზრებით ეს იყო აკურატულად, მაგრამ მკაცრ სტილში აგებული ოთხკუთხედის ფორმის ნაგებობა, რომლის გარეთა ფასადი არ იყო გადატვირთული აივნების გრძელი რიგით და ძირითადად დახურული ყრუ კედლებით იყო წარმოდგენილი მასში ალაგ-ალაგ გამოჭრილი ფანჯრებით და ზემოთხსენებული აივნით. ასეთივე დახურულ და მკაცრ სტილში იქნებოდა აგებული წალიკარის ხოშტარიების ძველი აგურის სასახლეც. ჩემი დასმული შეკითხვებით თვითმხილველმა თავის მეხსიერებაში აღადგინა ისიც, რომ ამ სახლის ეზოს წინა გზისპირა მხარე შემოზღუდული ყოფილა აგურის მთლიანი ღობით. ხოლო ეზოს დანარჩენი მხარეების შემოზღუდვა თუ როგორი იყო მან ვერ აღიდგინა. მას არ ახსოვდა ამ სასახლის კიბე. კიბე სასახლის ის მონაკვეთია რომელიც ადამიანს მაშინვე ხვდება თვალში და აუცილებლად ამახსოვრდება. რადგანაც მას ამ სასახლის კიბე არ ახსოვდა ამის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ ეს კიბე ამ სასახლეზე გარედან არ იყო მიშენებული. როგორც ჩანს ამ სასახლის კიბე თვითონ სასახლის შიგნით იყო ჩაშენებული და ამიტომ ადამიანის თვალთახედვის არეში კარგად ვერ ხვდებოდა. მოგვიანებით თვითმხილველმა მეხსიერებაში ისიც აღიდგინა, რომ ეს სასახლე იდგა შედარებით პატარა ეზოში, რომელიც ყველა მხრიდან აგურის ღობით იყო შემოზღუდული( თავიდან მას მხოლოდ ეზოს გზისპირა მხარე ახსოვდა აგურის მთლიანი ღობით. ჭიშკარი მას არ ახსოვდა, მაგრამ უეჭველად რკინის იქნებოდა. როცა ადამიანი იხსენებს 73-75 წლის წინანდელ ბავშვობის ფაქტებს მას ერთბაშად არ ახსენდება ყველა ფაქტი და მოვლენა, არამედ ნელ-ნელა თანდათანობით ახსენდება ფრაგმენტები და ეპიზოდები. ჩვენს შემთხვევაშიც ასეთ მოვლენასთან გვაქვს საქმე. ჩვენი უშუალო თვითმხილველიც ნელ-ნელა იხსენებდა თავისი ბავშვობის ფრაგმენტებს და ფაქტებს, რომელიც უკავშირდებოდა მთავარანგელოზის ძველაიების ოჯახს. ამიტომ მეც ეს ფრაგმენტული მოგონებები ისე შემქონდა ამ ნაშრომში, როგორც თვითმხილველი გაიხსენებდა ). ჩემი მოსაზრებით ეს აგურით შემოზღუდული პატარა ეზო წარმოადგენდა უშუალოდ "სასახლის ეზოს". ხოლო მეორე უფრო დიდი ეზო უნდა ყოფილიყო ამ "სასახლის ეზოს" უკან და იქნებოდა სხვადასხვა ჯიშის ხეებით განაშენიანებული. თუმცა ამ მეორე ეზოს არსებობაზე თვითმხილველს არანაირი ინფორმაცია არ მოეპოვება. ჩემი ვარაუდით ამ მეორე ეზოში აუცილებლად იქნებოდა მე-19 საუკუნეში წაბლის ხისგან აგებული რამდენიმე ოთახისგან შემდგარი ძველებური სტილის ოდა-სახლი, როგორც ერთ-ერთი დამხმარე ნაგებობა, ისე როგორც წალიკარის ხოშტარიებს ჰქონდათ. გამბას ცნობით სოფელ წალიკარის მაცხოვრებლებს თავიანთი ეზო დაყოფილი ქონიათ სხვადასხვა ნაწილებად, რომლებიც ღობეებით იყო შემოზღუდული. აქაურ მოსახლეობას ეს წესად ჰქონია. ამ შემთხვევაშიც ძველაიების ეზოც მინიმუმ ორ ნაწილად მაინც უნდა ყოფილიყო გაყოფილი. ჩემი ვარაუდით ეს სასახლე აშენებული უნდა იყოს დაახლოებით მე-18 საუკუნეში. ის რომ ეს სასახლე მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ინგრევა და ნადგურდება მიგვანიშნებს მის სიძველეზე და არქაულობაზე. მან დროს ვერ გაუძლო, რაც ხდება მისი განადგურების მიზეზი. ამ არასრულწლოვანი თვითმხილველის ყურადღება მიუპყრია აგრეთვე ამ სასახლის შორიახლოს მდებარე ჭასაც, რომლის მსგავსი მას სხვაგან არასდროს არ შეხვედრია. ამ სასახლის მეპატრონე ძველაია ემიგრაციაში იყო წასული და საფრანგეთში ცხოვრობდა იმ დროს.ხოლო ამ დიდი ოჯახის შთამომავალი ერთერთი ბავშვი ხშირად სტუმრობდა თავისი ნათესავების ზემოთხსენებული მანუჩარ ძველაიას შთამომავლების ოჯახს და კვირაობით რჩებოდა მათთან. ორივე ეს ოჯახი ძველაიების იმ შტოს შთამომავლები იყვნენ, რომელსაც მე-19 საუკუნეში მცხოვრები მანუჩარ ძველაია ეკუთვნოდა. აშკარად ეს იყო ძველაიების მთავარი შტო. ის ფაქტი, რომ ამ შტოს წარმომადგენელს ასეთი ტიპის სახლი ედგა გასაბჭოებამდე მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს ოჯახი ძლიერი ოჯახი იყო მეცხრამეტე საუკუნეში და ადგილობრივ ფეოდალთა გავლენიან ფენას ეკუთვნოდა. თვითმხილველი რომელიც ამ მასიურ ორსართულიან ნაგებობაზე ყვებოდა იმ დროს მე-20 საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს ბავშვი იყო და გაკვირვებული ყოფილა ასეთ კარგ სახლში რატომ არ ცხოვრობდა არავინ და რატომ იყო ასეთი უკაცრიელი და მიტოვებული. ის მაშინ ბავშვი იყო და ვერ ხვდებოდა, რომ ასეთი ტიპის საცხოვრებელში იმ ეპოქაში ცხოვრება აკრძალული იყო. მას დაამახსოვრდა, რომ როცა ამ სახლზე ვინმე რამეს ახსენებდა მაშინვე შიშის ატმოსფერო ჩნდებოდა და ჩურჩულით საუბრობდნენ. ამ სახლზე და მათ ძველ მფლობელებზე საუბარს ყველა ერიდებოდა. არსებობს გადმოცემა, რომ ამ სასახლის ერთერთი მფლობელი პირი საიდუმლოდ ყოფილა საფრანგეთიდან ჩამოსული და მცირე ხნით ესტუმრა თავის მშობლიურ კუთხეს. ჩემთვის უცნობია თუ რომელ წლებში ხდება მისი ეს ვიზიტი. ისიც უცნობია ეს ვიზიტი არალეგალური იყო თუ ლეგალური(ტურისტული). ისიც უცნობია ეს პირი მე-20 საუკუნის 20-იან წლებში ემიგრაციაში წასული ოჯახის უფროსი იყო თუ მისი ერთერთი მემკვიდრე, რომელიც თან წაყვა ემიგრაციაში მამას და ოჯახს. ჩემამდე მხოლოდ გარკვეულმა ფრაგმენტულმა ინფორმაციებმა მოაღწიეს. მაგრამ ფაქტია, რომ ემიგრაციაში წასული ძველაიების ოჯახის ერთერთი წარმომადგენელი მცირე ხნით სტუმრებია და მოუნახულებია მშობლიური კუთხე. ძველაიების ეს ოჯახი პოლიტიკური ემიგრანტები არ იყვნენ, რადგან მათ პოლიტიკურ მოღვაწეობაზე ცნობები არ გამაჩნია. ისინი არც სამოქალაქო და სამხედრო სფეროს ყოფილი მაღალჩინოსნები იყვნენ. არც მათ კომერციულ-სავაჭრო საქმიანობაზე ინფორმაციები არ არსებობს. ჩემამდე მოაღწია მხოლოდ იმ ინფორმაციამ, რომ ისინი ჩვეულებრივი მემამულე-მიწათმფლობელები იყვნენ. მათ საქმიანობაზე მე-20 საუკუნის დასაწყისში სხვა არანაირი ცნობები არ გამაჩნია. მოკლედ მეოცე საუკუნის დასაწყისში ისინი ადგილობრივი მემამულე-მიწათმფლობელები იყვნენ. ხოლო მათი ძველი სასახლე და კეთილმოწყობილი კარმიდამო ფეოდალიზმის ეპოქის მემკვიდრეობას წარმოადგენდა. რაც შეეხება ამ ოჯახის ემიგრაციაში წასვლას გასაბჭოების შემდეგ, როგორც ჩანს ეს ამ ოჯახის უფროსის გადაწყვეტილება იყო. ის მიხვდა, რომ გასაბჭოების შემდეგ კარგავდა ყველაფერს, წინაპრების სასახლეს, კარმიდამოს და შეიძლება მისი ფიზიკური არსებობაც კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო. მან ჩათვალა, რომ გასაბჭოების შემდეგ მას და მის ოჯახს შეელახებოდა ღირსება. მან არ მოისურვა ასეთ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო მშობლიურ კუთხეში და მიიღო ემიგრაციაში წასვლის გადაწყვეტილება. მანუჩარ ძველაია კი მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ჩასიძებული იყო სუჯუნაში ერთერთი ძლიერი აზნაურის ნოდიას ოჯახში. ეს მანუჩარ ძველაია ძველაიების საგვარეულოს მთავარ, უფროს ოჯახში ერთერთი უმცროსი ძმა იყო. ეს ცნობები ძველაიების გვარის ხალხზე მე მიღებული მაქვს ამ მანუჩარ ძველაიას პირდაპირი შთამომავლებისგან. მოკლედ ცნობები მათ საცხოვრებელზე და ვინ სად როდის გადასახლდა ერთმანეთში არეულია. მე კიდევ ერთხელ მივუბრუნდი მათი საცხოვრებლის თემას. კვლავ გულდასმით გავაანალიზე ზეპირი გადმოცემები, რომლებიც ერთმანეთშია არეული. საბოლოოდ მივედი დასკვნამდე, რომელიც ყველაზე რეალურია. საქმე შემდეგნაირად უნდა იყოს. მეცხრამეტე საუკუნის 80-იან წლებში ნორიოს სახლში მცხოვრები ერთერთი უმცროსი ძმა მანუჩარ ძველაია ჩაესიძა სუჯუნელ ერთერთ შეძლებულ აზნაურს ნოდიას. მისი უფროსი ძმა კი აგრძელებს ცხოვრებას ნორიოს ძირ ოჯახში. ის პატარა ბავშვი, რომელიც მე-20 საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს სტუმრობდა თავის სუჯუნელ ნათესავებს ამ უფროსი ძმის ერთერთი შთამომავალია. ეს ოჯახები ჯერ კიდევ ინარჩუნებდნენ ახლო ნათესაურ კავშირებს. შემდგომ მე-20 საუკუნის 50-იან წლებში ეს ნორიოს ძველი სახლი ინგრევა თუ ანგრევენ და არსებობას წყვეტს. ხოლო ეს პატარა ბიჭი ათეულობით წლების შემდეგ უკვე ცხოვრობს დღევანდელ აბაშაში ძველი ბაზრის მიმდებარედ. რადგან ამ უფროსი შტოს შთამომავალი ეს პატარა ბავშვი უკვე აბაშის ბაზრის მიმდებარედ გადმოსახლდა და დაფუძნდა, ამიტომ მანუჩარ ძველაიას შთამომავლებში მე-20 საუკუნის მე-2 ნახევარში გარდა ნორიოს აგურის სახლისა უკვე შემოდის ახალი ინფორმაციები ამ აბაშის ახალ სახლზე. ნორიოში კი ეს შტო ფაქტიურად უკვე აღარ არსებობს. აი ამიტომ იყო, რომ ამ შტოს შთამომავლები თავიანთ საგვარეულოს ხან ნორიოს ძველ აგურის სახლს უკავშირებდნენ და ხან აბაშის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიას. უბრალოდ ზეპირ სხვადასხვა გადმოცემებში ცნობები ერთმანეთში აირია. თუმცა ბოლოს მანუჩარ ძველაიას შთამომავლები მაინც ამბობდნენ, რომ ჩვენ წარმოშობით ნორიოს ძველაიები ვართო. ფაქტიურად მათ საცხოვრებელთან დაკავშირებით ასეთი რეალობაა. ის პატარა ბიჭი კი რომელიც აბაშის ძველი ბაზრის მიმდებარედ დაფუძნდა, ჩემი ვარაუდით ემიგრაციაში წასული ოჯახის უფროსის ერთერთი უმცროსი ძმის შთამომავალი უნდა იყოს. ამავე დროს ქალაქ აბაშის ტერიტორიაზე არსებობს ძველაიებით დასახლებული უბანი. როგორც ჩანს ფეოდალიზმის ეპოქაში ნორიოს ძველაიების უფროსი შტოს რეზიდენციიდან ოჯახის უმცროს ძმებს ასახლებდნენ ამ უბანში. დღესდღეობით ზუსტი საზღვრების დადგენა რთულია, მაგრამ სავარაუდოდ ფეოდალიზმის ეპოქაში ძველაიების საგვარეულო დომინირებდა დღევანდელი სოფელ ნორიოს თემის ტერიტორიებზე და დღევანდელი ქალაქ აბაშის მთელ ტერიტორიაზე ქალაქის ცენტრალური ნაწილის ჩათვლით. დღევანდელი ქალაქის ცენტრი და ქალაქის დასავლეთი ნაწილი უნდა იყოს ძველი ყოფილი სოფელი "რობა", რომელიც მე-19 საუკუნის სუჯუნის მაზრის ერთერთი სოფელი იყო. შემდგომ ეს სოფელი "რობა" აღარ ჩანს და მისი სახელი ქრება. ამის მიზეზი ალბათ ის იყო, რომ ამ სოფლის ტერიტორიაზე დაარსდა რკინიგზის სადგური და "ახალი აბაშა", მომავალი ქალაქი "აბაშა". რკინიგზის სადგურს "აბაშა" ეწოდა მდინარე აბაშის სახელწოდებიდან გამომდინარე, ისევე როგორც ქუთაისთან ახლოს მდებარე სადგურ რიონს ეწოდა მდინარე რიონის სახელი. ხოლო ძველაიების უმცროსი შტოს წარმომადგენლების საცხოვრებელი ტერიტორია მდებარეობდა სოფელ რობაში. ეს უბანი მდებარეობს ქალაქ აბაშის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში მაცხოვრისკარის საზღვარზე. გამოკვეთილია მათი კომპაქტურად დასახლების ადგილმდებარეობა და უმცროსი შტოების საცხოვრებელი ტერიტორია. ამრიგად ძველაიების დაქვემდებარებაში ფეოდალიზმის ეპოქაში იყო დაახლოებით ეს ტერიტორიები: ნორიოს თემის შემდეგი სოფლები: ნორიო, საგვაზაო, აბაშისპირი, მაცხოვრისკარი, საბოკუჩავო და დღევანდელი ქალაქ აბაშის ტერიტორიის დასავლეთი ნაწილი ქალაქის ცენტრის ჩათვლით(ყოფილი სოფელი "რობა"), კაპანა, ნოღოხაში, საკაჭარავო, კვათანა, სოფელი წყემი. დაახლოებით ამ ტერიტორიებს ფლობდნენ ისინი პირად მფლობელობაში ფეოდალიზმის ეპოქაში. აქ ბუნებრივია ძველ დროში მე-17-მე-18 საუკუნეებში არსებობდა საჭყონდიდლოს სარდალ -მოურავების თანამდებობა. ძველაიების გვარის წარმომადგენლები სამხრეთ საქართველოში ცხადია, რომ უფრო მაღალი რანგის ფეოდალები იქნებოდნენ და ძლიერი თავადების ფენას განეკუთვნებოდნენ უეჭველად. ეს საგვარეულო იმიერტაოდან იყო წარმოშობით. ლეგენდის მიხედვით სოფელ სეფიეთის ძველაიების გვარის წინაპრები აფხაზეთის ფეოდალები ზვამბაიები არიან{გამოყენებული ლიტერატურა: ინეზა გაბელაია. "აბაშის ხეობის გვარსახელების ეთნოისტორიული საკითხები"(სოფელ სეფიეთის მასალების მიხედვით)}. საიდანაც ისინი მოსულან აქ შეუცვლიათ გვარი და დაურქმევიათ "ძველაია". ეს ლეგენდა სოფელ სეფიეთის ძველაიებიდან მოდის. მაგრამ ამ ლეგენდას ცოტა სხვა კუთხით თუ შევხედავთ ის უკვე რეალობას გავს. ამ ლეგენდის მიხედვით გადმოსახლებულია ვინმე სუმაია ზვამბაია მე-18 საუკუნის ბოლოს, რომელსაც დიდი ცოდვების გამო აფხაზეთში ვერ დაედგომებოდა და აქ გადმოსახლებულა. ახლა გვარის ერთი ხელის მოსმით შეცვლა არარეალურად და არაბუნებრივად ჩანს. მაგრამ როგორც ჩანს აზნაური სუმაია ზვამბაია ჩაესიძა რომელიღაც აზნაურ ძველაიას. მათმა შთამომავლობამ ორმა ძმამ კი დედის გვარი მიიღო. რადგანაც ძველაიების საგვარეულო ფეოდალიზმის ეპოქაში უფრო მაღალი რანგის ფეოდალური საგვარეულო იყო ვიდრე ზვამბაიების გვარი ამიტომ მათ დედის გვარი არჩიეს და ასე გახდნენ ზვამბაიები ძველაიები. ასე გამოიყურება სეფიეთის ძველაიების რეალური ისტორია. თორემ იყო "ზვამბაია" და ეგრევე გამოაცხადო, რომ "ძველაია" გავხდიო აბა საიდან მოსულა. ამ სეფიეთის ძველაიების აფხაზური წარმომავლობის სასარგებლოდ შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ისინი მუდმივად დაიარებოდნენ ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში აფხაზეთში და ეს ტაძარი თავიანთ მფარველად მიაჩნდათ. სავარაუდოდ ეს ზვამბაიები "პოლიტიკური დევნილები" იყვნენ აფხაზეთის სამთავროში და თავი საჭყონდიდლოს შეაფარეს და თავშესაფარი მიიღეს. ყველა ფაქტები მეტყველებს, რომ ეს საგვარეულო ძალიან ძლიერი საგვარეულო იყო მე-17-მე-18 საუკუნეების საჭყონდიდლოში. ბარდუსის ხეობაში კიდევ იყო ერთი მნიშვნელოვანი ციხე კოპის ციხე. ისტორიული წყაროებისთვის ასევე გაურკვეველია ამ ციხის მფლობელი საგვარეულოს ვინაობა. მხოლოდ ვარაუდი არსებობს, რომ ეს ციხე კოპაძეების გვარს ეკუთვნოდა. ჩემი ვარაუდით კოპაძეების საგვარეულო არ ფლობდა კოპის ციხეს და ისინი აღმოსავლეთ მესხეთის რომელიღაც მხარის თავადები იყვნენ. კოპაძეები მცხეთის კათალიკოსის სამწყსოში ირიცხებოდნენ. ეს საგვარეულო ჯაყელებთან ძალიან დაახლოებული საგვარეულო იყო და მათი მედროშეები იყვნენ. ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდს, რომ კოპაძეები აღმოსავლეთ მესხეთში ცხოვრობდნენ. შესაძლებელია კოპაძეებმა არ მიიღეს მონაწილეობა 1535 წელს სამხრეთ საქართველოში ყვარყვარე ჯაყელის წინააღმდეგ მოწყობილ ფეოდალთა გამოსვლებში. მათ შეიძლება პირადი მტრობა და დაპირისპირება ჰქონდათ გამარჯვებულ ძალებთან. რის გამოც გამარჯვებულმა ხელისუფლებაში მოსულმა ახალმა ძალამ აიძულა ისინი დაეტოვებიათ სამხრეთ საქართველო. ხახულარების საგვარეულოს ბედი გაურკვეველია. "ხახულარი" ზედწოდებაა, რომელიც ხახულის მონასტერს უკავშირდება. შესაძლებელია ამ გვარის წარმომადგენლების შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ და არსებობენ თავიანთი ნამდვილი გვარით, მაგრამ ჩვენ არ ვიცით მათი ვინაობა. ასევე მე ვფიქრობ, რომ ქურცინას საგვარეულოს შთამომავლებიც არსებობენ და ცხოვრობენ დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზე, მაგრამ მათი ვინაობაც უცნობია ჩვენთვის. დღევანდელი აბაშის რაიონის ანუ ყოფილი საჭყონდიდლოს ტერიტორიაზე ძირითადად განსახლდნენ იმიერტაოდან გადმოსახლებულები და დღევანდელი აბაშის რაიონის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მე-16 საუკუნეში იმიერტაოდან გადმოსახლებულების შთამომავლები არიან. აქედან გამომდინარე საჭყონდიდლოს ტერიტორიაზე ფეოდალიზმის ეპოქაში მცხოვრები წარჩინებული აზნაურების უდიდესი ნაწილი იმიერტაოელი ფეოდალების(თავადების) შთამომავლები არიან. თუმცა დღესდღეობით შეუძლებელია იმისი დადგენა საჭყონდიდლოს თუ რომელი წარჩინებული აზნაურის წინაპარი რომელ საფეოდალოს ფლობდა იმიერტაოში. ამ ეტაპზე ამის დადგენა პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან იმიერტაოელ ფეოდალურ საგვარეულოებზე მე-16 საუკუნის ეპოქაზე ცნობები თითქმის არ არსებობს. არათუ რიგით თავადებზე, არამედ იმიერტაოში მცხოვრებ მთელი თორთომის ხეობის მფლობელ როსტომზე და როსტომის საგვარეულოზე არანაირი ცნობა არ არსებობს ქართულ მატიანეში. მხოლოდ ოსმალური მატიანედან გავიგეთ ტაოს ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ფეოდალის როსტომის არსებობა. ახლა ჩამოვთვალოთ იმიერტაოს ის მსხვილი საფეოდალოები, რომელთა მფლობელი თავადური საგვარეულოების არსებობა უცნობია ქართული მატიანესთვის. ეს არის მე-16 საუკუნის 30-40-იანი წლების საფეოდალოები. კოპის ციხის მფლობელი თავადები, ბარდუსის ციხის თავადები, ფარნაკის ციხის და ფარნაკის დიდი საფეოდალოს მფლობელი თავადები, ოლთისის მფლობელი თავადები, მამირვანის მფლობელი თავადები, ვაშლოვანის ციხის მფლობელი ფეოდალის საგვარეულო, აღჯაყალას მფლობელი თავადები, აზორტის მფლობელი ხახულარების ნამდვილი გვარი, პარხალიდან დაახლოებით ორი უცნობი თავადის საგვარეულო, აღმოსავლეთ სპერის დაახლოებით 3 მსხვილი ფეოდალის უცნობი საგვარეულო, მათ შორის სპერის ციხის და ქალაქის მფლობელი ფეოდალური საგვარეულოს ვინაობა. აგრეთვე ბოლო ხანებში სპერის ტერიტორიაზე ქართველი მკვლევარების მიერ აღმოჩენილი ორი წყაროებისთვის სრულიად უცნობი ძალიან მასშტაბური ციხესიმაგრეების ნანგრევები, რომლებიც უეჭველად სპერის მხარის ორ უცნობ მსხვილ თავადთა საგვარეულოებს ეკუთვნოდა. ასევე უცნობია ბასიანის მფლობელი დიდი ფეოდალის ყანდურალის საგვარეულო კუთვნილება. ამ ყანდურალის საგვარეულოს ერთერთი წარმომადგენელი სახელად "ქოჰიარი" ყვარყვარე მესამის კარზე მსახურობს და "ამილახორი"-ს(მეჯინიბეთუხუცესის და მეაბჯრეთუხუცესის) თანამდებობას იკავებს. ამ ოსმალური დოკუმენტის მიხედვით ბასიანის მფლობელი ყანდურალი და მისი საგვარეულოს წარმომადგენელი ქოჰიარი ცნობილი საგვარეულოდან არიან. ყანდურალის რეზიდენცია ჩრდილოეთ ბასიანში იყო. მისი მთავარი რეზიდენცია ბასიანის ციხე უნდა ყოფილიყო, რომელიც ჩრდილოეთ ბასიანში მდებარეობდა. {გამოყენებული ლიტერატურა: თურქული წყაროები სამცხე-საათაბაგოს ისტორიისთვის. ცისანა აბულაძე. 1983 წ.}. სულ გამოდის დაახლოებით 14 უცნობი მსხვილი თავადური საგვარეულო იმიერტაოდან. აღარაფერს ვამბობთ დანარჩენ საშუალო და წვრილ ფეოდალებზე. ამ 14 უცნობ თავადურ საფეოდალოებში ცხოვრობენ დაახლოებით 2 500-დან 5 000 კომლამდე მოსახლეობა სხვადასხვა საფეოდალოების სიდიდის მიხედვით. ხოლო ყანდურალის სამფლობელოში ბასიანის(ჩრდილოეთ და სამხრეთ ბასიანის) ოლქში, 200 სოფელში ცხოვრობდა დაახლოებით 12 000 კომლი მოსახლეობა. ამ დოკუმენტში საუბარია, როგორც ქურცინას საგვარეულოზე ისე აღმოსავლეთ მესხეთში მცხოვრებ ძლიერ ფეოდალებზე შალიკაშვილებზე, მაგრამ ქურცინას საგვარეულოსა და შალიკაშვილების საგვარეულოს შორის რაიმე ნათესაურ კავშირებზე საუბარი არ არის. ეს თავისთავად ისედაც ცხადია. ქურცინას საგვარეულო და შალიკაშვილების საგვარეულო ორი სხვადასხვა საგვარეულოა. ქურცინას უცნობი საგვარეულო თორთომის ხეობაში აღჯაყალას ციხის ძირძველი საგვარეულოა. ამ საგვარეულოს ფესვები თორთომის ხეობაში საუკუნეების სიღრმეშია გადგმული. რაც შეეხება კიდევ ერთ წარჩინებულ აზნაურთა საგვარეულოს მაღნარაძეებს, რომელთა წინაპრები უეჭველად თავადები იქნებოდნენ სამხრეთ საქართველოში, მაგრამ გაურკვეველია ისტორიის რომელ ეტაპზე მოხვდა ეს საგვარეულო სამეგრელოს ტერიტორიაზე. დღევანდელ სოფელ ეწერში მცხოვრები მაღნარაძეები შესაძლებელია ერთერთი რომელიღაც შტო იყო ამ ძველი და ძლიერი საგვარეულოსი. ალბათ უეჭველად იქნებოდა ამ საგვარეულოს სხვა შტოებიც სხვაგანაც. არსებობს მე-15 საუკუნის ბოლოს ქართლის მეფე დავითის მიერ ინდოეთიდან დაბრუნებული მაღნარაძისადმი გაცემული სასისხლე სიგელი, რომელიც მე-19 საუკუნის შუახანებში წარმოუდგენია ამ სიგელის მფლობელს აზნაურობის დასადასტურებლად. მე ამ სიგელის სრულ შინაარს არ ვიცნობ. არც ის ვიცი მაღნარაძეების რომელი შტოს მლობელობაში იყო ეს სიგელი. შესაძლებელია ამ სიგელის მფლობელი მაღნარაძე ამ საგვარეულოს სხვა შტოს წარმომადგენელი იყო, ხოლო სოფელ ეწერში მცხოვრები მაღნარაძეების წარჩინებული საგვარეულო კი სხვა შტოს ეკუთვნოდნენ და მე-16 საუკუნეში არიან გადმოსულები ტაო-კლარჯეთიდან. პირადად მე 90%-ის სიზუსტით დარწმუნებული ვარ რომ ეწერის მაღნარაძეების შტო მე-16 საუკუნეშია სხვებთან ერთად გადმოსული ტაო-კლარჯეთის რომელიღაც კუთხიდან. ამ გვარის ფუძეა "მაღნარი", რომელიც ქართულ ენაში ნიშნავს ხშირ და გაუვალ ტყეს მთაში. რაც შეეხებათ სოფელ სეფიეთში კომპაქტურად და საკმაო რაოდენობით მცხოვრებ ლაბარტყავების საგვარეულოების წარმომადგენლებს, სიმართლე გითხრათ მათ წოდებრივ მდგომარეობაზე ძველ დროებაში ცნობები ნამდვილად არ გამაჩნია. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სოფელი სეფიეთი დიდი და ძლიერი სოფელი იყო. საჭყონდიდლოში არსებობდა სოფლები, სადაც კომლთა რაოდენობა იმ ეპოქის საზომებით ძალიან მაღალი იყო. ერთერთი ასეთი სოფელი იყო სეფიეთიც. ეს ლაბარტყავები ახლო ნათესაურ კავშირში არა თუ ახლა, არამედ 1 საუკუნის წინაც არ იმყოფებოდნენ წალიკარელი ლაბარტყავების საგვარეულოებთან. როგორც ჩანს ლაბარტყავების ეს ორი შტო ძალიან ძველ დროშია ერთმანეთისგან გამოყოფილი და დამოუკიდებლად არსებობდნენ. თვით ზემოთხსენებულ ერისტუ ოქროპირის ძე ლაბარტყავას, რომელიც დაბადებული იყო 1840 წელს გადმოცემით ვიცი, რომ მასაც კი არ ქონდა რაიმე ინფორმაცია ახლო ნათესაურ კავშირებზე სეფიეთის ლაბარტყავების საგვარეულოებთან. თუმცა 1947 წელს ერისტუ ოქროპირის ძე ლაბარტყავას დასაფლავების დღეს სოფელ სეფიეთიდან ლაბარტყავების დიდი დელეგაცია ჩამოსულა და უკანასკნელი პატივი მიუგიათ მიცვალებულისთვის. მიუხედავად ახლო ნათესაური კავშირების არარსებობისა როგორც ჩანს მე-20 საუკუნის 40-იან წლებში სეფიეთის ლაბარტყავებში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ძველი ხსოვნა მათი საგვარეულოს უფროს შტოზე და საგვარეულოს მეთაურ ოჯახზე და მათ პატივი მიაგეს წინაპართა ხსოვნას და გადმოცემას. ფაქტია, რომ სეფიეთის ლაბარტყავების საგვარეულოები წარმოადგენენ ამ საგვარეულოს უმცროს შტოებს, რომლებიც საუკუნეების წინ გამოეყვნენ ლაბარტყავების წალიკარის მთავარ უფროს შტოს და დამოუკიდებლად არსებობდნენ. რაც შეეხება მათ წოდებრივ მდგომარეობებს ფეოდალიზმის ეპოქაში სეფიეთის ლაბარტყავების უმცროსი შტოები ზოგი რიგითი აზნაურები უნდა ყოფილიყო. ხოლო სეფიეთში ამ გვარის ზოგიერთი წარმომადგენლები კი ალბათ გლეხის წოდებას ატარებდნენ(საეკლესიო გლეხები). სეფიეთში არსებობს უძველესი ტაძარი. ამ დიდ სოფელ სეფიეთში ბუნებრივია, რომ ფეოდალიზმის ეპოქაში გარდა ლაბარტყავებისა კიდევ რამდენიმე სხვადასხვა გვარის აზნაურები ცხოვრობდნენ. მათ შორის გამორჩეული იყო თოფურიების საგვარეულო. ზეპირი გადმოცემებით და სეფიეთის ტაძრის წარწერებით დასტურდება, რომ შუა საუკუნეებში ეს სოფელი აზნაურ ოჩიგავების მფლობელობაში იყო. შემორჩენილია ჭილაძეების წარწერებიც, რომლებიც ძველი საჭილაოს დიდი ფეოდალები იყვნენ. ასევე გადმოცემებით შემდგომ აზნაურ ოჩიგავებსა და შემოსულ თოფურიძეებს შორის ბრძოლა ყოფილა ამ სოფლის ტაძრის გამო. ეს გადმოცემა უკავშირდება მე-16 მეორე ნახევარს, როცა ყოფილი საჭილაოს ტერიტორია გადადის სამხრეთ საქართველოდან გადმოსახლებულ ფეოდალთა მფლობელობაში და ეს გადმოცემა იმ ამბების ანარეკლია, როცა ეს ტერიტორია ჩამოართვეს აზნაურ ოჩიგავებს, ძველ მფლობელებს. სეფიეთის მაგალითზე კარგად ჩანს თუ როგორ გადადის საჭილაოს სოფლები სამხრეთ ტაოდან გადმოსახლებული ფეოდალების მფლობელობაში. ეს ორი სოფელი სეფიეთი და ეწერი სეფიეთის თოფურიების წარჩინებულ აზნაურთა ოჯახის მფლობელობაში იმყოფებოდა ფეოდალიზმის ეპოქაში. ამრიგად მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში სეფიეთში დაახლოებით ასეთი რამ ხდება. სამხრეთ ტაოდან გადმოსახლებული ფეოდალების ერთერთი ჯგუფის თოფურიების საგვარეულოს უფროსი შტოს მფლობელობაში გადმოდის დღევანდელი ორი სოფლის სეფიეთის და ეწერის ტერიტორიები. ხოლო თოფურიების საგვარეულოს წარმომადგენლების მონოპოლიაში გადადის სეფიეთის უძველესი ტაძრის წინამძღვრობა და ამ ტაძრის სასულიერო ცხოვრების მართვა. ოჩიგავების საგვარეულოსთვის სეფიეთის ტაძრის ჩამორთმევა და მასზე მონოპოლიის გადაცემა თოფურიების საგვარეულოსთვის აისახა ძველ გადმოცემებში. აი დაახლოებით ასეთი სოციალური მდგომარეობა დამყარდა სეფიეთში მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში. თოფურიების სეფიეთის შტო წარმოადგენდა ამ საგვარეულოს მთავარ უფროს შტოს და ისინი დომინირებდნენ ამ ზემოთჩამოთვლილ ორ სოფელში(სეფიეთი, ეწერი). ამ საგვარეულოებზე და კიდევ სხვა საგვარეულოებზე ალბათ მომავალში მოუწევთ ისტორიკოსებს მუშაობა. ჯერჯერობით კი ამ ეტაპზე გამოკვეთილია საჭყონდიდლოს შემდეგი საგვარეულოები: გუგუშვილები, მაღნარაძეები, ნოდიები, ძველაიები, გამსახურდიები, ლაბარტყავები, თოფურიები, გუნიები. აქედან 7 საგვარეულო(მაღნარაძეები, ნოდიები, ძველაიები, გამსახურდიები, ლაბარტყავები, თოფურიები, გუნიები) სამხრეთ ტაოს ყოფილი დიდი ფეოდალების საგვარეულოებს უნდა წარმოადგენდეს. ეს საგვარეულოები ფეოდალიზმის ეპოქაში ფლობდნენ საჭყონდიდლოს სხვადასხვა სოფლებს და იმიერტაოელი უცნობი დიდი ფეოდალების შთამომავლები არიან. მაგალითად ავალიშვილები სამცხეში თორის მხარეში თავადები იყვნენ,დასავლეთ საქართველოში კი აზნაურებად დაქვეითდნენ.ხოლო ბევრი აზნაური გლეხის წოდებაზე გადავიდოდა. სამხრეთ საქართველოდან იძულებით გადმოსახლების შემდეგ მრავალი მათგანი წოდებრივად დაქვეითდა და ეს სავსებით ბუნებრივი იყო. თვით დიდი ჯაყელების საგვარეულოს შთამომავლები საქართველოს სხვა კუთხეებში დასახლებულები ძალიან დაქვეითდნენ და საერთოდ გაქრნენ პოლიტიკური და წოდებრივი ასპარეზიდან. ასეთივე მდგომარეობაა აბუსერიძეების საგვარეულოსთან მიმართებაშიც. სოფელ ეწერში დღესაც ცხოვრობენ გაბუნიების რამდენიმე ოჯახი.როგორც ცნობილია სამეგრელოში გაბუნიების გვარი წარჩინებულ აზნაურთა გვარია.თუმცა ეწერის გაბუნიები რა წოდებას ფლობდნენ ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნია. ეწერის მრავალრიცხოვანი გვარებია: გუგუშვილები,ჭანტურიები და კუციები.სუჯუნის მეზობლად დასავლეთით მდებარეობს სოფელი ზანათი,რომელიც ძველად აშკარად ძალიან დიდი და ძლიერი სოფელი იყო.არის გამოღმა ზანათი და გაღმა ზანათი. მრავალრიცხოვანი გვარებია:უჩანეიშვილები,მიმინოშვილები, მაკალათიები,ახობაძეები. გამბას ზოგიერთი ამ სოფლის კომლების რაოდენობაც ყავს მოყვანილი.ეს სოფლები იმ ეპოქაში კომლების რაოდენობით ძალიან დიდია და რამდენჯერმე აღემატება მაშინდელი სოფლების კომლობრივ ზოგად რიცხოვნებას.მაგალითად,მისი ცნობით სოფელ ჭალადიდში 200 კომლი ცხოვრობდა. მას კიდევ რამდენიმე სოფელი აქვს მოხსენიებული რიონის სანაპიროზე,რომლებიც მისი თქმით დიდი სოფლებია.ამ ცნობებიდან გამომდინარე ამ რიონისპირა სოფლებიდან ზოგიერთი კომლების რაოდენობით მიახლოებულია ჭალადიდთან. ეს მაშინ როცა 10-15 კომლიანი სოფლები ჩვეულებრივ ნორმალურ სოფლებად ითვლებოდა.წალიკარის მახლობელ ერთერთ სოფელ კოდორში,რომელიც მდინარე რიონის ორივე ნაპირზეა გამლაგებული მხოლოდ ერთ ნაპირზე 60 კომლი ყოფილა,დაახლოებით ამდენივე უნდა ვივარაუდოთ მეორე ნაპირზე,ანუ სოფელ კოდორის მოსახლეობა დაახლოებით 120 კომლი ყოფილა.ხოლო კოდორი გამბას არ აქვს მოხსენიებული როგორც დიდი სოფელი. მისი მონათხრობიდან გამომდინარე რამდენიმე სოფელი კოდორზე უფრო დიდი უნდა ყოფილიყო,რადგან ამ სოფლებს ის დიდ სოფლებს უწოდებს. სოფელი კოდორი დღესაც რიონის ორივე ნაპირზე დაახლოებით თანაბრადაა განსახლებული.მდინარის მარცხენა ნაპირზე მდებარე გაღმა კოდორი ახალ დროებაში გამომდინარე გეოგრაფიული მდებარეობიდან უფრო იქნებოდა მიდრეკილი მოსახლეობის შეთხელებისკენ და ამ მხრივ უფრო უნდა "დაზარალებულიყო",ვიდრე მარჯვენა ნაპირზე მდებარე გამოღმა კოდორი.გამბას გამოღმა კოდორის კომლების რაოდენობა აქვს მოყვანილი. .აქედან გამომდინარე ამ რიონიპირა სოფლების უმეტესობაში კომლების რაოდენობა უნდა მერყეობდეს 100-დან 200-მდე. გამონაკლის წარმოადგენს პატარა ფოთი სადაც 30 კომლი ყოფილა.როგორც ჩანს ძველად ჭაობების ზონა მაინცდამაინც არ იყო მიმზიდველი დასასახლებლად.გამბას კიდევ ერთ სოფელზე სახარბედიოზე აქვს მონაცემები,სადაც პირადად იყო.სახარბედიოში 200 კომლი ყოფილა. გამბას ცნობით საჭილაოს რიონისპირა სოფელ ეკალში "ორასამდე მცხოვრები"ყოფილა.აქ გამბა,როგორც ყოველთვის სოფლებთან მიმართებაში კომლების რაოდენობას უნდა გულისხმობდეს. იმ ეპოქაში სამეგრელოს სოფლებში კომლების ასეთი უჩვეულოდ დიდი რაოდენობა უნდა მომდინარეობდეს მე-16 საუკუნეში ტაო-კლარჯეთიდან მოსახლეობის დიდი რაოდენობით შემოსვლასთან.ახალ გარემოში დამკვიდრება სირთულეებთან იყო დაკავშირებული.ეს სირთულეები რომ წარმატებით დაეძლიათ ერთობა იყო საჭირო,რაც მათ კონცენტრაციას იწვევდა სოფლებში.ან შეიძლება სოფლებში მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე იყო ის ტრადიცია, რომელიც მათ თან გადმოიტანეს ტაო-კლარჯეთიდან სამეგრელოს ტერიტორიაზე გადმოსახლების შემდეგ.ეს უფრო რეალური მიზეზია ჩემი აზრით. მე-16 საუკუნემდე სამეგრელოს სოფლებში კომლთა რაოდენობა დაახლოებით ისეთი იქნებოდა, როგორც დანარჩენი დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში იყო. თუ სამეგრელოს სოფლებში კომლთა საშუალო რაოდენობას ვივარაუდებთ დაახლოებით 30 კომლს, ტაო-კლარჯეთიდან შემოსული მოსახლეობის განსახლების შემდეგ სამეგრელოში ხდება ძალიან ბევრი სოფლების ტრანსფორმაცია და ისინი ხდებიან 100-150-200 კომლიანი სოფლები. ხოლო ზოგან სრულიად დაუსახლებელ ტერიტორიებზე არსდება ახალი 100-200 კომლიანი ახალი სოფლები. ისინი სამეგრელოს ტერიტორიაზე დიდი რაოდენობით კომპაქტურად დასახლდნენ,ხოლო დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებში კომპაქტურად არ დასახლებულან,არამედ დიდი რაოდენობით შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას.რაც შეეხება უშუალოდ სოფელ წალიკარის მოსახლეობის კომლთა რაოდენობას,ამაზე არანაირი ცნობები არ გამაჩნია.თუმცა ზეპირი გადმოცემებით ვიცი ამ სოფლის საზღვრები,სადაც უშუალოდ მათი საცხოვრებელი სახლები მდებარეობდა.ეს არის ტერიტორია,რომელიც სიგრძეში არის დაახლოებით 3 კილომეტრი,ხოლო სიგანეში დაახლოებით 1,2 კილომეტრია(მე ეს ტერიტორიები სიგრძე-სიგანეში არ გამიზომია. უბრალოდ ვიცოდი ზეპირი გადმოცემებით სად იწყებოდა და სად მთავრდებოდა ეს სოფელი.ეს ტერიტორიები ზუსტად,რომ გაიზომოს ამისთვის სპეციალური ხელსაწყოა საჭირო. თავიდან ვვარაუდობდი, რომ ეს ყოფილი სოფელი სიგრძეში დაახლოებით 2,5 კილომეტრი იყო.მაგრამ ახლახანს შემთხვევით გავიგე ქარსაცავის ხელოვნურად გაშენებული ზოლის სიგრძე, რომელიც ამ ყოფილი სოფლის ტერიტორიას მთელ სიგრძეზე მიუყვება რამდენი კილომეტრია. რადგან ამ ქარსაცავი ზოლის ზუსტი სიგრძე გავიგე ამან საშუალება მომცა უფრო დამეზუსტებინა ამ ყოფილი სოფლის მანძილი სიგრძეში.აღმოჩნდა, რომ ამ სოფლის სიგრძე ყოფილა მინიმუმ 3 კილომეტრი). საკმაოდ დიდი ტერიტორიაა.ვარაუდის დონეზე შემიძლია იმის თქმა,რომ ამ ტერიტორიაზე 200 კომლიანი სოფელიც თავისუფლად მოთავსდებოდა და 300 კომლიანი სოფელიც.აგრეთვე ყურადღებას იქცევს ამ სოფლის ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიის მასშტაბები.ამ ყოფილი სასაფლაოს ტერიტორიის შეფარდება სიგრძეში და სიგანეში არის დაახლოებით 190X170 მეტრი.ეს სოფლის სასაფლაოსთვის დიდი მასშტაბებია(უხერხული და არაეთიკური შედარებაა, მაგრამ ამ ყოფილი სოფლის ყოფილი სასაფლაოს ტერიტორია ბევრად აღემატება დღევანდელი სოფელ სუჯუნის სასაფლაოს ტერიტორიას.სოფელ სუჯუნაში 90-იანი წლების დასაწყისის მონაცემებით დაახლოებით 500 კომლია რეგისტრირებული).ამ სოფლის ყოფილი ტერიტორიის ასეთი მასშტაბებიდან გამომდინარე ეს სოფელი 300-350 კომლიან სოფელს უფრო გავს.გულახდილად ვიტყვი,რომ ეს ციფრი ჩემთვისაც მოულოდნელი იყო,მაგრამ ფაქტი სახეზეა.სოფლის საცხოვრებელი ტერიტორია ძალიან დიდია.სასაფლაოს მასშტაბებიც შესაბამისად უჩვეულოდ დიდია მე-19 საუკუნის სოფელთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში ჩემი ვარაუდით ამ სოფელში ცხოვრობდა დაახლოებით არანაკლებ 350 კომლი.ეს ციფრი რეალურია. ძველად სუჯუნიდან მოდიოდა გზა,რომლითაც ეს სოფელი უკავშირდებოდა სუჯუნას.ეს გზა ახლაც ფუნქციონირებს,ოღონდ უკვე ბეტონის გზაა. ეს გზა,როგორც კი შემოდიოდა სოფელ წალიკარის ტერიტორიაზე მაშინვე იყოფოდა ორ ნაწილად ანუ ორ გზად.ერთი გზა შედიოდა ამ სოფლის აღმოსავლეთ ტერიტორიაზე და ემსახურებოდა სოფლის აღმოსავლეთ ნაწილს.ხოლო მეორე გზა შედიოდა სოფლის დასავლეთ ტერიტორიაზე და შესაბამისად ემსახურებოდა სოფლის დასავლეთ ნაწილის მოსახლეობას.ორივე ეს გზა დღესაც არსებობს და ფუნქციონირებს.მოგვიანებით საბჭოთა ეპოქაში ორივე ეს გზა მოიხრეშა.ბუნებრივია იმ ეპოქაში არსებობდა გზების შიდა ქსელიც,რომლებიც ამ ორ გზას უერთდებოდნენ და ამ ორი მთავარი გზის გვერდით განშტოებებს წარმოადგენდნენ. ზეპირ გადმოცემაზე დაყრდნობით უნდა ყოფილიყო მესამე გზაც, რომელიც ამ ორი გზის შუაში მდებარეობდა და შედიოდა პირდაპირ სოფლის ცენტრალურ უბანში. დღეს ეს გზა არ არსებობს. გამბა თავის ჩანაწერებში მიუთითებს,რომ მდინარე რიონის სანაპირო სოფელ წალიკარის მხარეს დაბალია.აქ ის უეჭველად ამ სოფლის დასავლეთ ნაწილის სანაპირო ზოლს აღნიშნავდა,რომელიც დღესაც ისევე დაბალია,როგორც გამბას დროს იყო.ამ სოფლის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში კი რიონის სანაპირო ზოლი ძალიან მაღალია.ჩვენი ფრანგი მოგზაურები შესაძლებელია ამ სოფლის დასავლეთ ნაწილს სტუმრობდნენ და იქ გაათიეს ღამე.(ამ სოფლის აღმოსავლეთი ნაწილი კი უფრო "პრესტიჟულ"საცხოვრებელ უბნად ითვლებოდა იმ ეპოქაში).აქვე უნდა აღინიშნოს ისიც,რომ ამ ყოფილი სოფლის უკიდურესი დასავლეთი ტერიტორიები,სადაც მაშინ მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები მდებარეობდა მდინარე რიონთან ძალიან ახლოს მდებარეობდა.ამ ყოფილ საცხოვრებელ ტერიტორიებთან ძალიან ახლოს ფიქსირდება მდინარე რიონის ყოფილი კალაპოტი,ანუ ნარიონალი.გამბას ეპოქაში აქ უეჭველად მდინარე მიედინებოდა,რომელმაც მოგვიანებით უკან დაიხია და ნარიონალი ტერიტორია კი დარჩა.ძველი თაობის ხნიერი ადამიანებიც ადასტურებდნენ იმას,რომ აქ მდინარე მიედინებოდა ძველად.თუმცა დადასტურება არც ჭირდება,ისედაც ეტყობა რომ ნარიონალია.ამ ნარიონალის სანაპირო ზოლი დაბალია.ასევე დაბალია მდინარე რიონის დღეს არსებული სანაპირო ზოლიც ამ ტერიტორიის მიმდებარედ. ეს კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდს,რომ ფრანგი მოგზაურები სოფლის ამ დასავლეთ ნაწილს სტუმრობდნენ.ამ ნარიონალ ტერიტორიას ადგილობრივი მოსახლეობა ახლა "ტირიფონას"ეძახის.ამ "ტირიფონა"-დ წოდებული ნარიონალ ტერიტორიას ძალიან ახლოს მიუყვებოდა ძველად ამ ყოფილი სოფლის უკიდურესი დასავლეთი ნაწილის საცხოვრებელი სახლები. ამ"ტირიფონად"წოდებულ ნარიონალზე ეჭვსგარეშეა,რომ ძველ დროში მოწყობილი იქნებოდა პატარა ნავსადგომი.ამ ნავსადგომით საჭიროების შემთხვევაში ისარგებლებდნენ ის დიდი სატვირთო ნავები,რომლებიც ძველად პერიოდულად მოძრაობდნენ მდინარეზე.ამ ნავსადგომზე გადმოვიდოდნენ 2 საუკუნის წინ ფრანგი მოგზაურები,რომლებმაც ჩანაწერები დაგვიტოვეს სოფლის ამ დასავლეთ ნაწილზე.ზეპირ გადმოცემაზე დაყრდნობით სოფლის ეს დასავლეთი ნაწილი მდინარე რიონს დაახლოებით 1 კილომეტრის მანძილზე მიუყვებოდა. ამ ყოფილი სოფლის დასავლეთ ნაწილის ტერიტორიაზე როგორც საბჭოთა ეპოქაში ისე დღესაც მდებარეობს სახნავ-სათესი მიწის ფართობი. ამ მიწის ფართობს საბჭოთა ეპოქაშიც და დღესაც მოსახლეობა უწოდებს "ივანაშენს". ეს ძალიან ძველი ტოპონიმია. ჩემი აზრით სანამ ტაო-კლარჯეთიდან გადმოსახლებულები დაარსებდნენ ძალიან დიდ სოფელ წალიკარს აქ არსებობდა ძალიან ძველი დასახლება, სოფელი ივანაშენი. როცა ტაო-კლარჯეთიდან გადმოსახლებულებმა დაარსეს სოფელი წალიკარი ამ ახალი დიდი სოფლის შემადგენლობაში მოექცა ძველი სოფელი ივანაშენი. სოფელ წალიკარის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ტერიტორიებზე განლაგებული საცხოვრებელი სახლები კი მდინარე რიონიდან რამდენიმე ასეული მეტრით იყო დაშორებული.ამ ყოფილი სოფლის ცენტრალურ ნაწილში ეს დაშორება დღეს 700 მეტრს აღწევს და რაც მოსახლეობას ახსოვს ასე იყო და არ შეცვლილა.აი ამ სოფლის აღმოსავლეთ ნაწილს კი რიონი უკვე რამდენიმე ათეული წელია მუდმივად უტევს და მიწებს აჭრის.უკანასკნელი 60 წლის მანძილზე ამ ნაწილში რიონმა დაახლოებით 300 მეტრი გადმოიწია.როგორც ჩანს ძველად რიონსა და ამ სოფლის აღმოსავლეთ ნაწილის საცხოვრებელ სახლებს შორის ისეთივე დაშორება იყო, როგორც ცენტრალურ ნაწილშია დღეს, ანუ დაახლოებით 700 მეტრამდე. ამ საცხოვრებელ ტერიტორიებსა და მდინარე რიონს შორის სახნავ-სათესი მიწების დიდი მასივი მდებარეობდა,რომელსაც როგორც დღეს ისევე ძველ დროსაც "ჭალე"ერქვა( აი ეს "ჭალედ" წოდებული ტერიტორია იყო უშუალოდ წალიკარელი ხოშტარიების ოჯახის მფლობელობაში მყოფი სახნავ-სათესი მიწები, რომელიც იჯარით გაიცემოდა.ეს სახნავ- სათესი მიწები მთლიანად მიუყვებოდა ამ სოფლის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილს და მას ყოფდა მდინარე რიონისგან. უკვე ითქვა, რომ ეს ტერიტორია სიგანეში დაახლოებით 700 მეტრი იყო ძველად. სიგრძეში კი გამოდის არანაკლებ 2 კილომეტრი. გამოდის, რომ ეს იყო დაახლოებით 140 ჰექტარი, რომელსაც ფლობდა ეს ოჯახი. უნდა ვაღიაროთ, რომ ასეთი მასშტაბების სახნავ-სათესი მიწის მასივი არ შეესაბამებოდა შედარებით მცირემიწიან საქართველოში მცხოვრები მე-19 საუკუნის მემამულე-მიწათმფლობელის მფლობელობას. ეს უფრო შეესაბამებოდა მაგალითად მე-19 საუკუნის უკრაინაში მცხოვრები ადგილობრივი მსხვილი მემამულე-მიწათმფლობელის მფლობელობაში მყოფ სახნავ-სათესი მიწის მასივს. გარდა ამ "ჭალედ" წოდებული სახნავ- სათესი მიწებისა ბუნებრივია, რომ ამ სოფლის როგორც აღმოსავლეთით ისე დასავლეთით არსებობდა სხვა სახნავ-სათესი მიწების მასივებიც, რომელიც ამ სოფლის მაცხოვრებლების პირად კერძო საკუთრებაში იყო. მე მაქვს ზეპირი გადმოცემით ეს ინფორმაცია, მაგრამ კონკრეტულად თუ რომელ ტერიტორიებს მოიცავდა არ ვიცი. მაგრამ ფაქტია, რომ ეს მიწები უეჭველად ამ სოფლის აღმოსავლეთით და დასავლეთით იქნებოდა, რადგანაც ამ სოფლის ტერიტორიები აღმოსავლეთით და დასავლეთით ძალიან დიდ მანძილზე იყო გადაჭიმული). ამგვარად ძველად იყო წალიკარი, რომელიც მდინარე რიონის სანაპიროს ძალიან ახლოს მიუყვებოდა და იყო წალიკარი, რომელიც მდინარიდან საკმაო მანძილით იყო დაშორებული. საჭილაოს საზღვრიდან დასავლეთით გამბას 10 რიონისპირა სოფელი აქვს დაფიქსირებული.მე-11 სოფელია "ისულა",რომელიც მოგზაურებს რატომღაც გამორჩათ.კ. ბოროზდინის ცნობით,რომელიც მეცხრამეტე საუკუნის შუახანებში რუსეთის იმპერიის წარმომადგენელი იყო საქართველოში და რამდენიმე წელი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სამეგრელოში სოფელ ჭალადიდს და მის მიმდებარე ტერიტორიებს უწოდებს "დიდ საჭყონდიდლო მამულს". ბოროზდინი კარგად იცნობდა სამეგრელოს ამიტომ მისი ეს ცნობა ნამდვილია. ბოროზდინი აქ სოფელ ჭალადიდის და მისი მიმდებარე რიონისპირა სოფლების წალიკარისადმი ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ დაქვემდებარებას უნდა გულისხმობდეს. ჭალადიდი ყოველთვის ცაიშის ეპარქიის შემადგენლობაში იყო. ეს ფაქტი ხაზს უსვამს და ადასტურებს იმას, რომ ჭალადიდი და მისი მიმდებარე სხვა რიონისპირა სოფლები, რომლებიც ცაიშის ეპარქიას ეკუთვნოდა ადმინისტრაციულად წალიკარის მფლობელობაში იყო. ხოლო რადგანაც წალიკარი ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში იყო, ამიტომ ბოროზდინი ჭალადიდს მოიხსენიებდა საჭყონდიდლოს შემადგენლობაში. ბოროზდინი ჭალადიდს და მის მიმდებარე მთელ რიონისპირა დანარჩენ სოფლებს და ტერიტორიებს უწოდებს "დიდ საჭყონდიდლო მამულს". "საჭყონდიდლო" ისტორიულად ყოველთვის დღევანდელი აბაშის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობდა და არასდროს არ ყოფილა აბაშის რაიონის გარეთ. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ ჭალადიდის მხარე და მიმდებარე რიონისპირა სოფლები არასდროს არ იყო "საჭყონდიდლო". ისტორიული "საჭყონდიდლო" ეს არის ავტონომიური წარმონაქმნი, რომელიც დღევანდელი აბაშის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ხოლო ბოროზდინის მიერ მოხსენიებული "დიდი საჭყონდიდლო მამული" ეს არის ზემოთხსენებული მდინარე რიონისპირა სოფლები, რომელიც წალიკარის ხოშტარიების მფლობელობაში იმყოფებოდა. სხვანაირი ახსნა ამ ფაქტს არ მოეძებნება. ერთი ვერსიით თავიდან წალიკარის მფლობელობაში იყო მხოლოდ ის რიონისპირა ტერიტორიები, რომლებიც მდინარე რიონისა და მდინარე ტეხურას შესართავამდე მდებარეობდა და ეკლესიურად ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში შედიოდა. შემდგომ კი წალიკარის მლობელობაში გადავიდა მდინარე ტეხურას დასავლეთით მდებარე რიონისპირა სოფლები და მათ შორის ჭალადიდიც.მეორე ვერსიით მდინარე ტეხურას დასავლეთით მდებარე რიონისპირა ტერიტორიებიც თავიდანვე ამ საგვარეულოს აქ დასახლებიდან იყო წალიკარის მფლობელობაში.მე-16 საუკუნეში როცა ეს საგვარეულო აქ დასახლდა მათ მფლობელობაში გადავიდა როგორც ჭყონდიდის ეპარქიის შემადგენლობაში მყოფი ტერიტორიები, ასევე ცაიშის ეპარქიის შემადგენლობაში შემავალი დასავლეთი ტერიტორიებიც.ეს რიონისპირა ტერიტორიები მცირედ დასახლებული თითქმის აუთვისებელი ტერიტორიები იყო, რომლებიც აითვისეს და დასახლდნენ ტაო-კლარჯეთიდან გადმოსახლებულებმა.ორივე ამ ვერსიას აქვს არსებობის უფლება.თუმცა მე ვვარაუდობ, რომ მეორე ვერსია უფრო სწორია და ხოშტარიების საგვარეულოს უფროს მთავარ შტოს და მათ ხალხს გადმოსახლებიდან ძალიან მალე გადასცეს ეს თითქმის დაუსახლებელი რიონისპირა ტერიტორიები, როგორც ჭყონდიდის ასევე ცაიშის ეპარქიაში. აქ ჩამოყალიბდა როგორც ზემოთ ითქვა 11 რიონისპირა სოფელი ( კეთილარი, კოდორი, წალიკარი, ისულა, სირიაჩქონი, საქოჩაკიძეო, წყარიძგა, მუხური, საღვამიჩაო, ჭალადიდი, პატარა ფოთი). ეს სოფლები აქვს ფრანგ მოგზაურს გამბას აღწერილი თავის წიგნში. ბოროზდინის ცნობებზე და აგრეთვე სხვა წყაროებზე დაყრდნობით მდინარე ცივის დასავლეთით ამ სოფლებიდან ოთხი სოფელი ქმნიდა ქოჩაკიძეთა სათავადოს. ეს სოფლებია: სირიაჩქონი, საქოჩაკიძეო, მუხური და წყარიძგა.ამ სათავადოს ცენტრი იყო მუხური.ეს იყო დასავლეთ საქართველოს საზომებით საშუალო მასშტაბების სათავადო, რომელიც შედიოდა წალიკარის დაქვემდებარებაში ფეოდალიზმის ეპოქაში. ისტორიკოსებისთვის გაურკვეველია ამ სათავადოს ზუსტი საზღვრები, მაგრამ ეს სოფლები უნდა იყოს აშკარად. ხოლო ამ სოფლების დასავლეთით მდებარე დანარჩენი სამი სოფელი საღვამიჩაო, ჭალადიდი და პატარა ფოთი ბოროზდინის ცნობებიდან გამომდინარე მიქაძეების ერთერთი შტოს მფლობელობაში უნდა ყოფილიყო, რომლებიც ასევე ემორჩილებოდნენ ფეოდალიზმის ეპოქაში წალიკარის ხოშტარიების საგვარეულოს . ისტორიკოსებისთვის ასევე გაურკვეველია მიქაძეების ამ შტოს მამულების ზუსტი მდებარეობა, მაგრამ ეს სოფლები უნდა იყოს აშკარად. ხოლო ამ რიონისპირა სოფლების მესამე ჯგუფს წარმოადგენდა 4 სოფელი: წალიკარი, კეთილარი, გაღმა-გამოღმა კოდორი და ისულა. აი ამ რიონისპირა სოფლებს ჭალადიდთან ერთად უწოდებს ბოროზდინი "დიდ საჭყონდიდლო მამულს". ეს თერთმეტი სოფელი მართლაც დიდ ტერიტორიებს მოიცავს, რაც ბოროზდინს არ გამორჩა მხედველობიდან და მიანიჭა სხვებისგან გამორჩეული " დიდი მამულის" სტატუსი. მე-17 საუკუნის ბოლოს ჭილაძეების სათავადო ძალიან დაქვეითდა. მე-18 საუკუნის დასაწყისში საჭილაოს სათავადოს რიონისპირა სოფლები და მათი მფლობელი ჭილაძეები ხდებიან წალიკარის ხოშტარიების ვასალი ფეოდალები და ისინი შევიდნენ "დიდი საჭყონდიდლო მამულის" შემადგენლობაში და წალიკარის დაქვემდებარებაში, როგორც დასავლეთით მცხოვრები ქოჩაკიძეები და მიქაძეები იყვნენ. მე-18 საუკუნეში ჭილაძეები ჩამოქვეითდნენ და გახდნენ იმ რანგის ფეოდალები, როგორც წალიკარის დაქვემდებარებაში მყოფი ქოჩაკიძეები და მიქაძეები იყვნენ. ხოლო ჭილაძეების სათავადოს დანარჩენი ჩრდილოეთით მდებარე სოფლები კი შევიდა საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნის ანუ სუჯუნის ზონის სოფლების შემადგენლობაში. ჭილაძეების სათავადოს სოფლების ეს გადანაწილება ხდება მე-18 საუკუნის დასაწყისში. ჭილაძეების სათავადოს დაშლისა და ამ საგვარეულოს ძალიან დაქვეითების შემდეგ ტყვირის ტაძარს ფაქტია, რომ არ დატოვებდნენ დაქვეითებული ჭილაძეების საგვარეულო კუთვნილებაში ძველებურად. როგორც ჩანს ამ დროს ჭილაძეებს ჩამოართვეს ტყვირის ეკლესიაც, როგორც მათი საგვარეულო ტაძარი და ეს ეკლესია გადაიქცა ჭყონდიდის ეპარქიის რიონისპირა სოფლების საერთო ეკლესიად. რა თქმა უნდა ტყვირის ეკლესია არ გადაქცეულა წალიკარის ხოშტარიების საგვარეულო ტაძრად, მაგრამ რადგან ეს ტაძარი უკვე წალიკარის ხოშტარიების სამფლობელოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა ამიტომ ეს ტაძარი წალიკარის ხოშტარიების გავლენის ქვეშ მოექცეოდა უეჭველად. ზოგადად ხოშტარიების საგვარეულოს გავლენის ქვეშ მთლიანად იყო მოქცეული ფეოდალიზმის ეპოქაში განთქმული სუჯუნის ტაძარი, თუმცა სუჯუნის ტაძარი ოფიციალურად საჭყონდიდლოს რელიგიური ცენტრი იყო. ასევე ამის მსგავსად ტყვირის ძველი ტაძარიც წალიკარის ხოშტარიების გავლენის ქვეშ გადავიდოდა და წალიკარის ხოშტარიებიც ფეოდალიზმის ეპოქაში ტყვირის ტაძარს უყურებდნენ, როგორც მათი პირადი მფლობელობის ქვეშ მყოფი რიონისპირა სოფლების ძლიერ ტაძარს, ანუ "თავიანთ ტაძარს" თავიანთ სამფლობელოში. მე-18 საუკუნის დასაწყისში სოფელი ტყვირი და ტყვირის ეკლესია მათ საერთოდ ჩამოართვეს ჭილაძეებს და შეუერთეს სოფლების იმ ჯგუფს, სადაც შედიოდნენ წალიკარი, კეთილარი, გაღმა-გამოღმა კოდორი და ისულა. დაქვეითებულ ჭილაძეებს არავინ დაუტოვებდა საგვარეულო მფლობელობაში ტყვირის ტაძარს და სოფელ ტყვირს. მართლაც ისტორიულ წყაროებში მე-17 საუკუნის შემდეგ საჭილაოში მცხოვრები ჭილაძეების ყველანაირი კავშირები სამუდამოდ წყდება ტყვირის ტაძართან. ხოლო ჭილაძეების დაქვეითებული საგვარეულოს მფლობელობაში დარჩებოდა შემდეგი სოფლები : საჭილაო, გულეიკარი, ქვიშანჭალა და გაუწყინარი. ამ სოფლების ჩრდილოეთით მდებარე ყოფილი ჭილაძეების სათავადოს დანარჩენი სოფლები კი შევიდა საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნის შემადგენლობაში, ანუ სუჯუნის ზონის სოფლებს შეუერთდა. ხოლო დაქვეითებული ჭილაძეები და მათ მფლობელობაში დარჩენილი ეს ოთხი სოფელი შეუერთდა წალიკარის ხოშტარიების რიონისპირა სამფლობელოს და ეს ჭილაძეებიც წალიკარის ხოშტარიების ისეთივე ვასალი ფეოდალები გახდნენ, როგორც იყვნენ ქოჩაკიძეები და მიქაძეები, როგორც უკვე ამაზე ვისაუბრეთ ზემოთ. სოფელი ტყვირი ფრანგი მოგზაურის გამბას ცნობით საკმაოდ დიდი სოფელი იყო, რომლის სახლები გაბნეული ყოფილა მდინარე რიონის ორივე სანაპიროზე. სავარაუდოდ ორი საუკუნის წინ ტყვირის მოსახლეობის რაოდენობა რიონის გაღმა-გამოღმა ტერიტორიაზე დაახლოებით სადღაც 250 კომლი უნდა ყოფილიყო. ყველანაირი საფუძვლები არსებობს ვივარაუდოთ, რომ სოფელი ტყვირი ორი საუკუნის წინ დიდი სოფელი იყო დაახლოებით 250 კომლით. მით უფრო იმ დროს, როცა გამბას მდინარე რიონის სანაპიროებზე მოხსენიებული ყავს ორი 200 კომლიანი სოფლები ჭალადიდი და ეკალი. რა თქმა უნდა ადრე ტყვირი არ იქნებოდა ასეთი დიდი სოფელი, მაგრამ მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ჭილაძეები თავიანთ სოფლებშიც ღებულობდნენ და ასახლებდნენ ტაო-კლარჯეთიდან გადმოსახლებულ ადამიანთა ჯგუფებს. ეს ჩასახლებები ხდებოდა მთელი სამეგრელოს ტერიტორიაზე მასობრივად. და რა თქმა უნდა ჭილაძეებიც ღებულობდნენ გადმოსახლებულთა ჯგუფებს თავიანთ მფლობელობაში მყოფ სოფლებში და მათ შორის ტყვირშიც, რომელიც იმ დროს ჯერ კიდევ ჭილაძეების მფლობელობაში რჩებოდა. აი ასე იქცა ტყვირი დიდ სოფლად. ჭილაძეები ფიქრობდნენ, რომ თავიანთ სოფლებში მოსახლეობის რაოდენობის გაზრდით ისინი უფრო ძლიერები გახდებოდნენ. ეს ტენდენცია მთელი სამეგრელოს მასშტაბით მიმდინარეობდა და რა თქმა უნდა მიმდინარეობდა ჭილაძეების მფლობელობაში მყოფ სოფლებშიც, მათ შორის ტყვირშიც. წალიკარის სამხრეთით მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე ძველად არსებობდა სოფელი ანჯერი. სოფელი ანჯერი მე-18 საუკუნის დასაწყისში უკვე გაუქმებული იყო. ამ სოფელ ანჯერის გაუქმების შემდეგ წალიკარის მოსახლეობა ამ სოფლის სახნავ-სათეს მიწებს საკუთარ მფლობელობაში მოაქცევდა. ანჯერის დასავლეთით მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე ძველად კიდევ ერთი სოფელი იყო სახელწოდებით "სამარღანო" სადაც მარღანიების გვარის ხალხი ცხოვრობდა(როცა სოფლებს უწოდებენ "სამარღანო", "სანოდიო", "საგვაზაო" ეს ნიშნავს იმას, რომ ამ სოფლებში დიდი რაოდენობით კომპაქტურად ცხოვრობენ მარღანიები, ნოდიები, გვაზავები და ასე შემდეგ. ამ სოფელშიც როგორც ჩანს დიდი რაოდენობით მარღანია ცხოვრობდა). ეს სოფელიც ძალიან ადრე გაუქმდა, ისე როგორც ანჯერი. თუმცა ტოპონიმები "ანჯერი" და "სამარღანო" დღესაც არსებობს და ეწოდება ამ ტერიტორიებს. ეს ორი სოფელი მარღანიების საგვარეულოს მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოს მთავარმა აფხაზეთში მდინარე კელასურის გაყოლებაზე ააგო სიმაგრეთა სისტემა საზღვრის გასამაგრებლად სადაც სამეგრელოს ფეოდალები წელიწადში ერთი თვით მორიგეობით მსახურობდნენ. ჩემი ვარაუდით ამ ორი სოფლის მოსახლეობა და მათი მფლობელი მარღანიები ამ დროს მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში იქნა გადასახლებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ამ სასაზღვრო რაიონის გასამაგრებლად. აი ეს უნდა იყოს ამ ორი სოფლის გაუქმების მიზეზი. ამავე დროს უნდა გაუქმებულიყო მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ძველი სოფელი "ივანაშენი". ძველი ტოპონიმი კი აგრძელებს არსებობას. (მე რაც გადმოცემით ვიცი მე-19 საუკუნეში სოფელ წალიკარის საცხოვრებელი სახლების ტერიტორია აღწევდა ივანაშენად წოდებულ ტერიტორიამდე. რადგან ჩვენ არ ვიცით ისტორიული სოფელ ივანაშენის საცხოვრებელი სახლების ტერიტორია ზუსტად რა ტერიტორიას მოიცავდა ამიტომ მე მაინც ვერ ვიტყვი დაზუსტებით ამ ყოფილი სოფლის საცხოვრებელი ტერიტორია წალიკარის შემადგენლობაში შედიოდა თუ არა. მაგრამ ვიცით თუ სადამდე აღწევდა დასავლეთით ისტორიული წალიკარის საცხოვრებელი სახლების ტერიტორია. ეს არის მე-20 საუკუნეში ივანაშენად წოდებულ მიწებამდე ტერიტორია. ჩემი ვარაუდით ეს ივანაშენად წოდებული ტერიტორია ამ სოფლის სახნავ-სათესი მიწების უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვარი იყო, სადაც ესაზღვრებოდა წალიკარს). მხოლოდ წალიკარის მეზობლად სამი სოფელი- ანჯერი, სამარღანო და ივანაშენი იქნა გაუქმებული და მათი მაცხოვრებლები გადასახლებული. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ მსგავსი პროცესები მასობრივად ხდებოდა მთელი სამეგრელოს მასშტაბით. ეს სამი ისტორიული სოფელი- სამარღანო, ანჯერი და ივანაშენი ძლიერი აზნაურების- მარღანიების საგვარეულოს მფლობელობა იყო. მარღანიების ეს საგვარეულო უეჭველად სამხრეთ ტაოდან იყო. (მე-19 საუკუნის ერთერთი ოფიციალური მონაცემებით თურქეთში გადასახლებული აფხაზი მუჰაჯირების გვარებში ლასურიების გვარის წარმომადგენლებიც არიან. მათი წინაპარი ლასურიძეები კი ტაო-კლარჯეთის თავადები იყვნენ კლარჯეთიდან და ძალიან დაახლოვებულები სამცხის ათაბაგებთან, ჯაყელებთან. როგორც ჩანს ეს ლასურიძეები მე-16 საუკუნეში გადმოდიან ტაო-კლარჯეთიდან სამეგრელოში. ხოლო სამეგრელოდან კი გადასახლდნენ აფხაზეთში. 1868 წლის მონაცემებით ოჩამჩირის რაიონის სოფელ კვიტოულში, აფხაზურად კუტოლში ყველაზე მრავალრიცხოვანი ლასურიების(ლასურიძეების) საგვარეულო ყოფილა, 22 კომლი. თუ არ ჩავთვლით აჭარას ეს ერთადერთი კუთხეა სადაც ფიქსირდება კლარჯეთელი თავადების ლასურიძეების მრავალრიცხოვანი შთამომავლების არსებობა მე-19 საუკუნეში. როგორც აშკარად ჩანს მე-16 საუკუნეში კლარჯეთელი ლასურიძეების მთელი საგვარეულო გადმოდის სამეგრელოს სამთავროში, ხოლო მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში კი ყველა გადასახლდა აფხაზეთში, დღევანდელი ოჩამჩირის რაიონში. საინტერესოა ისიც, რომ ამ ლასურიების მეხსიერებაში ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა ბუნდოვანი ხსოვნა იმაზე, რომ ისინი არ იყვნენ ადგილობრივები და აქ მოსულები იყვნენ ოდესღაც. მათ რა თქმა უნდა ვერანაირად ვერ ეცოდინებოდათ სინამდვილეში საიდან მოვიდნენ, მაგრამ ის რაც მათ მეხსიერებას შემორჩა ესეც ძალიან ბევრია მათი ისტორიული მეხსიერებისთვის. მათი ისტორიული მეხსიერება ჯერ კიდევ ინახავდა რაღაც ბუნდოვან ხსოვნას და მოგონებას, რომელიც მათი შორეული გადმოსახლების ხსოვნის დამახინჯებული ანარეკლი იყო). ძიების პროცესში თანდათან იკვეთება ძველი საჭყონდიდლოს კიდევ ერთი მაღალი რანგის აზნაურთა საგვარეულო- მარღანიები, სამხრეთ ტაოს ერთერთი პოტენციური დიდი თავადების წყაროებისთვის უცნობი საგვარეულო. ეს საგვარეულო თავისი ძველი არქაული ფორმით "მარღანიძე" დღესდღეობით არ ფიქსირდება, მაგრამ მე-20 საუკუნეში ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. მე-20 საუკუნეში ფიქსირდება ამ საგვარეულოს ორი ცნობილი წარმომადგენელი: 1. პეტრე მარღანიძე, რომელიც იყო მე-20 საუკუნის დასაწყისში უნივერსალური სპორტსმენი და უბადლო მოკრივე და მოჭიდავე. 1918 წელს გახსნა სპორტული საზოგადოება "შევარდენი" სადაც მოქმედებდა ძალოსნობის, ფარიკაობის, სროლის, ჭიდაობის, კრივის სექციები. 1921 წლის დეკემბერში გახსნა სპორტული საზოგადოება "ათლეტური არენა". 2. მარღანიძე ლეონიდ გრიგოლის ძე, საბჭოთა არმიის გენერალ-ლეიტენანტი. დღესდღეობით კი შემორჩენილია და გავრცელებულია ამ საგვარეულოს მეგრული ფორმა "მარღანია". ამ გვარის ფუძეა "მარღანი". მეგრული "მარღანი" და ქართული "მარღი" ნიშნავს ძალიან ღია ფერის თვალს. ტერმინი "მარღანი" მე-16 საუკუნეში უნდა იყოს შემოსული ტაო-კლარჯეთიდან. ტაო-კლარჯეთიდან სამეგრელოში მარტო გვარები კი არა ბევრი ტერმინიც არის გადმოსული მოსახლეობასთან ერთად. ტაო-კლარჯეთის ძველ ენას ბუნებრივია ახასიათებდა თავისი სპეციფიკური ტერმინები, რომელიც ზოგჯერ მეტნაკლებად განსხვავდებოდა აღმოსავლურ-ქართული ენისგან. მაგალითად ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმაზე, რომ სამეგრელოს ამ კუთხეში ძველად იყენებდნენ მიწის საზომ ერთეულს, რომელსაც "ორთოხა"(ორი თოხი) ეწოდებოდა და უდრიდა დაახლოებით 0,5 ჰექტარს. ასეთი საზომი ერთეული არც აღმოსავლეთ და არც დასავლეთ ქართულ ენებში არ არსებობდა. მით უფრო არ არსებობდა მეგრულ ენაში. ამიტომ 100%-ის სიზუსტით ეს ტერმინი შემოტანილია ტაო-კლარჯეთიდან. ტერმინი "მარღი" აღმოსავლურ ქართული იყო. ხოლო ტერმინი "მარღანი" ტაო-კლარჯეთის ძველი ენიდანაა გადმოსული. {( მდინარე ღალიძგამდე ტერიტორია ისტორიული სამეგრელოა. ხოლო მდინარე ღალიძგასა და მდინარე კელასურს შორის მდებარე ტერიტორია ისტორიული აფხაზეთის ის ტერიტორიაა რომლის მეგრელიზაციას ცდილობდნენ სამეგრელოს მმართველები. უფრო კონკრეტულად კი რასთან გვაქვს საქმე. მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოს ტერიტორიაზე ტაო-კლარჯეთიდან მოსახლეობის დიდი რაოდენობით შემოსვლამ გამოიწვია მოსახლეობის მაღალი სიმჭიდროვე. ამ ფაქტმა სამეგრელოს ფორმალურ თუ არაფორმალურ მმართველებს უბიძგა მიეღოთ გადაწყვეტილება მდინარე ღალიძგასა და მდინარე კელასურს შორის მდებარე ტერიტორიის მეგრელიზაციაზე. მათ მდინარე კელასურზე ააგეს გრძელი თავდაცვითი სისტემა და ამ ტერიტორიაზე მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყეს სამეგრელოდან ჭარბი მოსახლეობის გადასახლება და ჩასახლება. ეს ჩასახლების პროცესი მე-17 საუკუნის 30-იან წლებში ძირითადად დასრულებული იყო. ეს პროექტი თავიდან წარმატებით განახორციელეს და მოახდინეს ამ რეგიონის მეგრელიზაცია. მაგრამ მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოს სამთავრო და მასთან ერთად მთელი დასავლეთ საქართველო ქაოსში ჩაეფლო. მე-18 საუკუნის დასაწყისში კი აფხაზეთის მთავრებმა რომლებიც ოსმალეთის იმპერიის მხარდაჭერით სარგებლობდნენ შეძლეს ისტორიული აფხაზეთის ამ უკვე მეგრელიზირებული რეგიონის თავიანთ მფლობელობაში მოქცევა. ეს არის დღევანდელი გულრიფშის და ოჩამჩირის რაიონების ტერიტორია მდინარე კელასურსა და მდინარე ღალიძგას შორის. ანტიკურ ეპოქაში მდინარე ღალიძგასა და მდინარე კელასურს შორის ცხოვრობდნენ აფშილები, ერთერთი იბერიულ-ქართული მცირე ტომი. მოგვიანებით მე-8 საუკუნის ბოლოდან იწყება ამ აფშილეთის "აბაზგიზაცია" ანუ "აფხაზიზაცია". ამის შემდეგ ეს გააფხაზებული რეგიონი გადაიქცა "აღმოსავლეთ აფხაზეთად". ხოლო ამ რეგიონის ძველი ანტიკური სახელწოდებიდან შუა საუკუნეების აფხაზებმა მიიღეს ერთ-ერთი ახალი სინონიმი "აფსუა". )}. ამის შემდეგ კი ამ სამი ყოფილი სოფლის ტერიტორიები სოფელ წალიკარის მფლობელობაში გადადის. აი ამ ანჯერის მიწებიდან წარმოიშვა წალიკარის მფლობელობაში მყოფი "ჩეჩონად" წოდებული მიწის მასივი, რომელზეც ზემოთ გვქონდა საუბარი.ეს მიწის მასივი 100 ჰექტარზე ნაკლები ვერ იქნებოდა თუ უფრო მეტი არა. ყოფილი სოფლის ანჯერის ტერიტორიას დღესაც ანჯერი ეწოდება. აი ამ ყოფილი სოფელ ანჯერის ტერიტორიებზე ფლობდნენ სახნავ-სათეს მიწებს ძველ დროში ზემოთხსენებული ლაბარტყავების ოჯახი. თუ რამდენი იყო მათი მფლობელობა ამაზე ინფორმაცია არ გამაჩნია. მაგალითად მე მაქვს ინფორმაცია, რომ მეზობელი სოფელ ეწერის გუგუშვილთა საგვარეულოს მეთაური ოჯახის მფლობელობაში ყოფილა 28 ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის ნაკვეთი. მე სავარაუდოდ ვამბობ ანჯერის ტერიტორიებზე სახნავ-სათესი მიწების რაოდენობას 100 ჰექტარს, თორემ შეიძლება ამ დიდ სოფელს ანჯერის ტერიტორიაზე უფრო მეტი სახნავ-სათესი მიწა ქონდა. იმ ეპოქის მასშტაბებით ძალიან დიდი სოფელი იყო და შესაბამისად მათი სახნავ-სათესი მიწების რაოდენობაც დიდი იქნებოდა. მით უფრო იმ დროს, როცა გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი ამის საშუალებას შეუზღუდავად იძლეოდა. გუგუშვილთა ზემოთხსენებული მეთაური წარჩინებული ძველი ოჯახის პირდაპირი შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ ეწერში. მათი უხუცესი წარმომადგენელია 90 წელს მიღწეული საპატიო ადამიანი სახელად მირიანი. ეს მირიანი არის პირდაპირი შთამომავალი გუგუშვილთა საგვარეულოს მეთაური ძველი და ძლიერი ოჯახისა. ამ მირიანის ბაბუა ფლობდა ეწერში 28 ჰექტარ სახნავ-სათეს მიწას ). გამბამ სამეგრელოში მხოლოდ ერთხელ გაიარა,როგორც მოგზაურმა და ამიტომ მას სამეგრელოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მდგომარეობაზე ნათელი წარმოდგენა არ ქონდა. ჭალადიდის დასავლეთით მდებარე სოფელი პატარა ფოთიც წალიკარის დაქვემდებარებაში უნდა ყოფილიყო.სულ საჭილაოს საზღვარს აქეთ გამოდის 12 რიონისპირა სოფელი მე-18 საუკუნის დასაწყისში შემოერთებული სოფელ ტყვირის ჩათვლით. ამ 12 სოფელში დაახლოებით 1 550 კომლი უნდა ვივარაუდოთ. ამ 12 სოფელს ემატება მე-18 საუკუნის დასაწყისში შემოერთებული ჭილაძეები თავიანთი 4 სოფლით(საჭილაო, გულეიკარი, ქვიშანჭალა და გაუწყინარი დაახლოებით 400 კომლით) და სულ გამოდის 16 რიონისპირა სოფელი დაახლოებით 1 950 კომლი მოსახლეობით. აგრეთვე სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში იყო მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ორი სოფელი ეკალი და ორპირი. სოფელ ეკალში გამბას ცნობით 200-მდე კომლი ცხოვრობდა. მისი ცნობით ეს სოფელი სამეგრელოს სოფელი იყო(სამეგრელოს სამთავროს სხვადასხვა საუკუნეების რუკებს თუ გადავხედავთ ეს ორი რიონისპირა სოფელი ყოველთვის სამეგრელოს შემადგენლობაში იყო). მდინარე რიონის მარცხენა სანაპიროზე ეკალის მეზობელი სოფელი ორპირიც დიდი სოფელი იყო სავარაუდოდ დაახლოებით 150 კომლი მოსახლეობით. სოფელ ორპირის დღევანდელი სახელწოდებაა "საჯავახო". ეს ორი სოფელი ერთერთი წარჩინებული აზნაურის საგვარეულოს მფლობელობაში იყო. ბოროზდინის ცნობებზე დაყრდნობით ეს წარჩინებული აზნაურები ნანეიშვილები უნდა ყოფილიყო. ზემოთხსენებულ 16 რიონისპირა სოფელს ემატება ნანეიშვილების ეს ორი სოფელიც დაახლოებით 350 კომლით და ვღებულობთ 18 რიონისპირა სოფელს დაახლოებით 2 300 კომლი მოსახლეობით. ამ 18 სოფელს უნდა დაემატოს ყოფილი ჭილაძეების სათავადოს ორი სოფელი მარანი და მარანჭალა მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროებზე. ამ ორ სოფელს მართავდა რომელიღაც ადგილობრივი წარჩინებული აზნაური. ამ ორი სოფლის მოსახლეობა დაახლოებით 350 კომლი უნდა ყოფილიყო. სულ გამოდის 20 სოფელი. ეს 20 სოფელი ცალკე უნდა გამოიყოს და პირობითად შეიძლება ეწოდოს,როგორც "წალიკარის ზონის რიონისპირა სოფლები". ეს რიონისპირა 20 სოფელი წარმოადგენდა ცალკე ავტონომიურ ერთეულს ცენტრით წალიკარში. როცა დავით დადიანის მმართველობის დროს 1840 წელს სამეგრელოს სამთავრო დაიყო 8 მაზრად ერთერთი მაზრის საჭილაოს მაზრის ჩრდილოეთი საზღვარი სოფელ მარანჭალას ტერიტორიასთან გადიოდა და მარანჭალას ტერიტორია ამ მაზრაში შედიოდა. ეს არაპირდაპირი, მაგრამ ირიბად დადასტურებაა იმისი, რომ სოფელი მარანჭალა ფეოდალიზმის ეპოქაში ზემოთხსენებული "წალიკარის ზონის" 20 სოფლის შემადგენლობაში შედიოდა სტაბილურად. დავით დადიანის დროს არსებული საჭილაოს მაზრის ტერიტორია თითქმის იმ ტერიტორიებზე არსებობდა რა ტერიტორიებიც ეკავა ფეოდალიზმის ეპოქაში "წალიკარის ზონის" 20 სოფლისგან შემდგარ ავტონომიურ წარმონაქმნს. მხოლოდ რამდენიმე მოსაზღვრე მეზობელი სოფელი იქნა დამატებული ამ მაზრის აღმოსავლეთ ნაწილში. ანუ როცა 1840 წელს საჭილაოს მაზრა იქმნება ამ მაზრის ტერიტორია მთლიანად მორგებული იყო რიონისპირეთის ავტონომიურ წარმონაქმნზე, წალიკარის ხოშტარიების პირად დომენზე. აი სწორედ ეს ფაქტორი იქნა გათვალისწინებული ამ მაზრის დაარსების დროს. ამ 20 სოფლების აღმოსავლეთი ნაწილი ეკლესიურად შედიოდა ჭყონდიდის ეპარქიაში, ხოლო დასავლეთი ნაწილი კი შედიოდა ცაიშის ეპარქიაში. ამ 20 სოფელში ყველაზე დიდ ჯგუფს წარმოადგენდა სოფლების შემდეგი ჯგუფი: წალიკარი, ტყვირი, კეთილარი, გაღმა-გამოღმა კოდორი, ისულა, "დიდია". აქედან ძალიან დიდი სოფლები იყო წალიკარი(დაახლოებით 350 კომლი) და ტყვირი(დაახლოებით 250 კომლი). ჩვენ ადრე სოფლების ჩამონათვალში შეცდომა დავუშვით და გამოგვრჩა სოფელი "დიდია". ეს სოფელი ქართულ წყაროებში არ ჩანს, მაგრამ დასახელებული აქვს ჟაკ ფრანსუა გამბას. გამბას მონათხრობით მკაფიოდ არის გამოკვეთილი ქართული წყაროებისთვის უცნობი ამ სოფლის გეოგრაფიულ-ტერიტორიული მდებარეობა. მისი ცნობით ეს სოფელი მდებარეობდა სოფელ ტყვირის აღმოსავლეთით, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე და სოფელ ტყვირთან ძალიან ახლოს. გამბა მას ფრანგულად უწოდებს "დიდია"-ს. ტერმინი "დიდი" ორივე ქართულ და მეგრულ ენებში ერთნაირი მნიშვნელობით გამოიყენება. აგრეთვე არსებობს გვარები "დიდია", "დიდიძე". მოკლედ გამბას მიერ მოხსენიებული ტერმინი "დიდია" აშკარად ქართულ-მეგრული ტოპონიმია. შეიძლება ამ სოფლის ადგილობრივი სახელწოდება იყო პირდაპირ "დიდია", როგორც გამბა უწოდებს. ამ სოფლის შემდგომი ბედი უცნობია. როგორც ჩანს ეს სოფელი დაიშალა და გაუქმდა ძალიან ადრე მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. ამიტომ ამ სოფლის არსებობის ამბავი მისი მოსახლეობის შთამომავლების მეხსიერებას არ შემორჩა. შეიძლება მისი მცხოვრებნი დაიფანტნენ სხვადასხვა მიმართულებით. რადგან არანაირი სხვა ცნობები არ არსებობს ამ სოფელზე ჩვენ არ ვიცით რა მასშტაბის სოფელი იყო. ასეთ შემთხვევაში უნდა ვივარაუდოთ სამეგრელოს მასშტაბებით საშუალო სოფლად, ანუ დაახლოებით 100 კომლი. ამ 6 სოფელში ცხოვრობდა დაახლოებით 950 კომლი და რიონისპირეთის სოფლების ყველაზე მსხვილ და მთავარ დაჯგუფებას წარმოადგენდა. სულ ფაქტიურად გამოდის არა 20 არამედ 21 სოფელი. ხოლო დასავლეთით მდებარე თავადი ქოჩაკიძეების და მიქაძეების 7 რიონისპირა სოფელში ცხოვრობდა დაახლოებით 700 კომლი მოსახლეობა. საომარი მდგომარეობის დროს ამ 21 სოფელს გამოყავდა დაახლოებით 700 კაციანი მეომართა რაზმი. აი დაახლოებით ასეთი სურათია მე-19 საუკუნის დასაწყისის წალიკარის ზონის 21 სოფელში. აშკარად ჩანს, რომ რიონისპირეთის ავტონომიური წარმონაქმნის შემადგენლობაში შედიოდა აგრეთვე მდინარე ცხენისწყლის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ზოგიერთი სოფელი. ეს იყო ამ ავტონომიური წარმონაქმნის უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი, რომელიც ცხენისწყლის მარცხენა სანაპიროზე მდებარეობდა და საჭილაოდ იწოდებოდა, რადგანაც ძველი ისტორიული დიდი საჭილაოს შემადგენლობაში შედიოდა. მე-16-17-18-19 საუკუნეების სამეგრელოს სამთავროს რუკებზე ცხენისწყლის მარცხენა სანაპიროზე მდებარე საჭილაოდ წოდებული ეს ტერიტორია ყოველთვის სამეგრელოს შემადგენლობაშია, მაგრამ სავარაუდოდ ეს უკიდურესი აღმოსავლეთი ნაწილი ზოგჯერ იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში გადადიოდა და სადაო ტერიტორია იყო. ამ ტერიტორიას ალბათ ფლობდა რომელიღაც ადგილობრივი ერთერთი წარჩინებული აზნაური, რომელიც ზოგჯერ რიონისპირეთის ავტონომიური წარმონაქმნის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა და ზოგჯერ კი იმერეთის სამეფოს ექვემდებარებოდა. სხვა ცნობები არ გამაჩნია ამ უკიდურეს აღმოსავლეთ ტერიტორიაზე. ეს ალბათ სადაო ტერიტორია იყო სამეგრელოსა და იმერეთს შორის. წყაროში არის ცნობა, რომ მე-18 საუკუნის დასაწყისში მდინარე ცხენისწყლის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სამიქელაო და საჭილაო აქ შემოსულ გიორგი ლიპარტიანს დაუკავებია და გაუძევებია სამიქელაოდან თავადი მიქელაძე. "სამიქელაო" ეს იყო თავადი მიქელაძეების საფეოდალო. ხოლო ამ წყაროში მოხსენიებული "საჭილაო" ეს იყო მდინარე ცხენისწყლის მარცხენა სანაპიროზე მდებარე ისტორიული "საჭილაოს" ის ტერიტორია, რომელიც ძირითადად სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა. მდინარე ცხენისწყლის აღმოსავლეთით მდებარე ეს ტერიტორია გაიარა ჟაკ ფრანსუა გამბამ და აღწერა. ის ხაზს უსვამს ამ ტერიტორიაზე განვითარებული სოფლის მეურნეობის არსებობას. მისი აღწერიდან ჩანს, რომ ეს ტერიტორია გაგრძელებაა იმ ეკონომიურად განვითარებული ტერიტორიული ზონისა, რომელ განვითარებულ ეკონომიურ-ტერიტორიულ ზონაშიც იმყოფებოდა ისტორიული საჭყონდიდლო და რიონისპირეთი. არათუ პოლიტიკურად და ადმინისტრაციულად, არამედ ეკონომიურადაც მდინარე ცხენისწყლის აღმოსავლეთით მდებარე ისტორიული საჭილაოს ეს ტერიტორია რიონისპირეთის ავტონომიური წარმონაქმნის ეკონომიური სხეულის შემადგენელი ნაწილი იყო. როგორც ჩანს ეს ტერიტორია ზოგიერთი გამონაკლისის გარდა მე-16-17-18-19-ე საუკუნეებში თითქმის ყოველთვის სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში იყო. სამეგრელოს სამთავროსა და იმერეთის სამეფოს შორის ბუნებრივ და ისტორიულ საზღვარს მდინარე ცხენისწყალი წარმოადგენდა. ამიტომ საინტერესოა რატომ ცდილობდა სამეგრელოს სამთავრო ასე მონდომებით მდინარე ცხენისწყლის აღმოსავლეთით ამ პატარა "პლაცდარმის" მუდმივად თავის მფლობელობაში მოქცევას. ერთერთ სამეგრელოს სამთავროს რუკაზე ამ ტერიტორიის აღმოსავლეთი საზღვარი მდინარე რიონისა და მდინარე გუბისწყალის შესართავამდე აღწევდა. თუ ეს რუკა რეალურ მონაცემებზეა დაფუძნებული მაშინ ეს საკმაოდ მოზრდილი ტერიტორიაა. ამ რუკის რეალობას თითქოს ირიბულად ადასტურებს ჟაკ ფრანსუა გამბას მონათხრობიც, სადაც მდინარე ცხენისწყლის აღმოსავლეთით განვითარებული ეკონომიური ზონის ტერიტორიის საზღვრად მდინარე გუბისწყალი არის გამოყვანილი. ასეთ მოზრდილ ტერიტორიაზე დაახლოებით 4 სოფელი მაინც განთავსდებოდა. ეს სოფლებია: 1. ილორი. 2. ნაფაღაური. 3. ნაჩხიტური. 4. სამტრედია. ამ 4 ყოფილი სოფლის ტერიტორიები დღეს ქალაქ სამტრედიის შემადგენლობაშია. ამ 4 ყოფილი სოფლის ტერიტორიები სამეგრელოს სამთავროს სხვადასხვა საუკუნეების ყველა რუკებზე სამეგრელოს შემადგენლობაშია. ამიტომ შეიძლება დანამდვილებით ჩაითვალოს, რომ ეს 4 სოფელი და მისი მფლობელი ადგილობრივი ფეოდალი თითქმის ყოველთვის სამეგრელოს სამთავროს მფლობელობაში იყო და "საჭილაო"-დ იწოდებოდა. ამ ფეოდალის საგვარეულო ვინაობა წყაროებისთვის უცნობია. ამ ფეოდალის მფლობელობაში მყოფი საჭილაოდ წოდებული ტერიტორიის ჩრდილოეთით თავადი მიქელაძეების საფეოდალო მდებარეობდა. გამბას მიერ მოხსენიებული მდინარე რიონისა და მდინარე ცხენისწყალის შესართავის შორიახლოს მცხოვრები "იმერელი თავადი", რომელსაც ინგლისური ყაიდის ბაღი ქონდა გაშენებული ზემოთხსენებული 4 სოფლის მფლობელი ფეოდალი უნდა იყოს. შესაძლებელია, რომ ეს "იმერელი თავადი" მართლაც რიონისპირეთის ქოჩაკიძეების და მიქაძეების რანგის თავადი ყოფილიყო. ეს ინგლისური ყაიდის ბაღი შეუძლებელია, რომ მხოლოდ ერთ ფეოდალს ჰქონოდა სამეგრელოში და იმერეთში. გამბამ საჭილაოს ავტონომიური წარმონაქმნის მხოლოდ ამ მონაკვეტზე გაიარა უშუალოდ პირადად და ამიტომ დააფიქსირა ამ მონაკვეტზე ეს ბაღი. როგორც ჩანს ამ სტილის "ინგლისური ყაიდის ბაღები" მიღებული იყო რიონისპირეთის ავტონომიური წარმონაქმნის შეძლებულ ფეოდალებში. გამბას უშუალოდ პირადად თვითონ რომ გაევლო მდინარე რიონის ხეობის დასახლებებში ასეთი ყაიდის ბაღებს აქაც დააფიქსირებდა. აქ საინტერესოა ისიც, რომ ჟაკ ფრანსუა გამბა ასეთი ყაიდის ბაღებს საჭილაოს ამ მონაკვეთის მთელ ტერიტორიაზე მდინარე ცხენისწყლიდან მდინარე გუბისწყლამდე აფიქსირებს. როგორც ჩანს ინგლისური სტილის ბაღების მსგავსი განაშენიანება მოსახლეობის სხვა ფენებშიც ფართოდ ყოფილა გავრცელებული. უბრალოდ ამ კუთხის მფლობელმა ქართული წყაროებისთვის უცნობმა ფეოდალმა ასეთი ყაიდის ბაღი განსაკუთრებული ხარისხით და უფრო მაღალ დონეზე და უფრო დიდ მასშტაბებში გააშენა, ვიდრე მოსახლეობის სხვა ფენების წარმომადგენლებმა. თორემ ასეთი სტილის განაშენიანება გამბას მონათხრობიდან გამომდინარე მოსახლეობაში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. ასეთი ყაიდის ბაღები ადგილობრივი მოსახლეობის თვითშემოქმედება იყო. ჩანს, რომ ამ სტილის ბაღები რიონისპირეთის ფეოდალებში და მოსახლეობაში გავრცელებული იყო. გარდა განვითარებული სოფლის მეურნეობისა ამ ავტონომიურ წარმონაქმნში მისდევდნენ აგრეთვე ვაჭრობას და მრეწველობას. მაგალითად გამბას ფრაგმენტული ცნობებიდან ვგებულობთ, რომ სოფელ ჭალადიდის მოსახლეობა დასაქმებული ყოფილა სანაოსნო სფეროში და მათ ხელში ყოფილა მდინარე რიონზე ნაოსნობა და სანაოსნო ტვირთების გადაზიდვა. აქ აგრეთვე მისდევდნენ სხვადასხვა ცხოველების ტყავების მოპოვებას და ვაჭრობას. სოფელ წყარიძგას(კალიცას) მოსახლეობას გაშენებული ქონია თუთის ხეების საკმაოდ დიდი პლანტაციები და აბრეშუმის წარმოებაში ყოფილა დასაქმებული. წყარიძგას მოსახლეობა აგრეთვე ეწეოდა აქტიურ მეთევზეობას და კარგი ხარისხის თევზებს ყიდდა სამეგრელოს და გურიის დიდებულებზე. სოფელ წალიკარის მოსახლეობას მოყავდა სელი და კანაფი, რომლებისგანაც ამზადებდნენ ტილოს და თოკებს. სოფელ კოდორში განვითარებული ყოფილა სამღებრო წარმოება, გამბას ცნობით ისინი ხმარობდნენ განჯის ანუ ელიზავეტპოლის საღებავს. მათ ფაბრიკებში შეღებილი ქსოვილი გამბას ცნობით მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. კოდორელი ადგილობრივი ვაჭრები სავაჭრო საქმიანობას ეწეოდნენ თურქ ვაჭრებთან. ხოლო მდინარე ცხენისწყლის აღმოსავლეთით მდებარე საჭილაოს ნაწილში კი გაშენებული ქონდათ ბამბის პლანტაციები რისგანაც ბამბის ქსოვილი მზადდებოდა. გამბას ცნობით მთელ ამ მხარეში ფართოდ ყოფილა გავრცელებული ირემი, შველი, გარეული ღორი და ხოხბები. მიუხედავად იმისა, რომ სამეგრელოს მოსახლეობის შეძლებულ ფენებში უკვე ძალიან დიდი ხნის წინ ფართოდ გავრცელდა სხვადასხვა ცეცხლასასროლი იარაღი რიონისპირეთის ფეოდალები(თავადები) ჟაკ ფრანსუა გამბას ცნობით მაინც მისდევდნენ ხოხბებზე და ფრინველებზე ქორ-შევარდნებით ნადირობის უძველეს ტრადიციას. ამისთვის ყოველ თავადს ამ სანადირო ქორ-შევარდნების გასაწვრთნელად მიმაგრებული ყავდა 2-3 ადამიანი, რომელთა ერთადერთ მოვალეობას მხოლოდდამხოლოდ ამ ქორ-შევარდნების გაწვრთნა და მოვლა წარმოადგენდა. ამ უძველესი ნადირობის წინაპრების ტრადიციას ისინი მე-19 საუკუნის 20-იან წლებშიც ინარჩუნებდნენ და პატივს სცემდნენ. არის ცნობა, რომ მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში სამიქელაო-სანავარდო-საჭილაოს მოსახლეობა 1 400 კომლი იყო. ეს ცნობა რეალურია. აქედან დაახლოებით 350 კომლი ცხოვრობდა საჭილაოდ წოდებულ 4 სოფელში(ილორი, ნაფაღაური, ნაჩხიტური, სამტრედია). ხოლო დაახლოებით 1 050 კომლი ცხოვრობდა სამიქელაოში. მიქელაძეები დასავლეთ საქართველოს მასშტაბებში ძლიერი ფეოდალები იყვნენ. დაახლოებით იმდენივე მოსახლეობა რამდენიც სამიქელაოში იყო ცხოვრობდა მაგალითად ჩიჯავაძეების და წერეთლების სათავადოებშიც. ითვლება, რომ სამიქელაოს აღმოსავლეთი საზღვარი მდინარე გუბისწყალი იყო. მაშინ გამოდის, რომ სოფელი იანეთიც მიქელაძეების სათავადოში შედიოდა. თუმცა ეს სოფელი რატომღაც არ ჩანს მიქელაძეების სოფლების ჩამონათვალში. ალბათ გამორჩათ. ან მეორე ვერსიით სოფელი იანეთი შეიძლება მართლაც არ შედიოდა სამიქელაოში და საჭილაოდ წოდებული კუთხის შემადგენლობაში იყო. ანუ ეს იყო ამ "საჭილაოს" მეხუთე სოფელი. მე ვფიქრობ, რომ ეს ვერსია უფრო მისაღებია. მაშინ ამ 5 სოფელში ცხოვრობდა დაახლოებით 500 კომლი. არის ცნობა, რომ სამეგრელოს სამთავროდან მდინარე რიონზე ამოსული ნავების გაჩერების ბოლო პუნქტი სოფელი იანეთი იყო. როგორც ეტყობა სამეგრელოს სამთავროს ეს უკიდურესი აღმოსავლეთი პუნქტი სოფელი იანეთი იმერეთის სამეფოსთან დამაკავშირებელი სავაჭრო ტვირთბრუნვის წერტილს წარმოადგენდა მდინარე რიონზე. სოფელი იანეთი საკმაოდ მოზრდილი სოფელი უნდა ყოფილიყო. ჟაკ ფრანსუა გამბას მიერ მოხსენიებული ამ 5 სოფლის მფლობელი ფეოდალების საგვარეულო კუთვნილება ჯერჯერობით უცნობია.{(თანდათან გამოიკვეთა ის მიზეზები თუ რატომ ეუბნება უარს ბაგრატ მეფე როსტომ გურიელს შემოჭრილი ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებაზე. დასავლეთ საქართველოს მთავრები და სამხრეთ საქართველოდან გადმოსახლებულები როგორც ჩანს გეგმავდნენ იმერეთის მეფის თანდათან შევიწროებას. ბაგრატი საკმაოდ ეშმაკი პიროვნება იყო და მიხვდა მათ ზრახვებს. ამიტომ ეუბნება ის უარს როსტომ გურიელს დახმარებაზე. შემდეგ კი მან ყველას დაასწრო დასავლეთ საქართველოში და 1555 წელს სასწრაფოდ მიიღო სულთნის ვასალის სტატუსი. ამით მან გადაარჩინა საკუთარი ტახტიც. სამეგრელოს ან გურიის მთავრები ასე, რომ მოქცეულიყვნენ ქართველი ისტორიკოსები მათ შერისხავდნენ და მოღალატედ გამოაცხადებდნენ. მაგრამ ბაგრატიონს ეპატიება ასეთი საქციელი. პირადად მე არც ვამართლებ და არც ვადანაშაულებ ბაგრატ მეფეს. ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო და შორიდან ხომ არ უყურებდა გულხელდაკრეფილი. მასში ამუშავდა ადამიანური თვითგადარჩენის ბუნებრივი ინსტიქტი და სასწრაფოდ მიიღო სულთნის ვასალის სტატუსი. აი ამიტომ ეუბნება ბაგრატი უარს როსტომ გურიელს ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ბაგრატი ნამდვილად არ იყო მშიშარა ბუნების ადამიანი და კარგი მეომარი მეფე იყო, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში იმყოფებოდა და თავი გადაირჩინა. ასე, რომ არ გაეკეთებია სამხრეთ საქართველოდან გადმოსახლებულები და მათი ერთგული მოკავშირეები სამეგრელოს და გურიის მთავრები ბაგრატ მეფეს ნელნელა "შეჭამდნენ")}. ჩრდილოეთით მდებარე დიდი სოფლების ერთობას ასევე პირობითად შეიძლება ვუწოდოთ "სუჯუნის ზონის სოფლები". ეს სუჯუნის ზონის სოფლები იყო ისტორიული "საჭყონდიდლო" და წარმოადგენდა ცალკე ავტონომიურ ერთეულს. ამ სუჯუნის ზონის სოფლებში ანუ ისტორიულ საჭყონდიდლოში ბოროზდინის ცნობით მხოლოდ გლეხთა კომლების რაოდენობა 3 000-ს აღემატებოდა. რადგან ის ამბობს, რომ 3 000-ს აღემატებოდაო ეს ნიშნავს, რომ საჭყონდიდლოს გლეხთა კომლების რაოდენობა მინიმუმ დაახლოებით 3 100 კომლი იყო. თუმცა ბოროზდინის ცნობით აქ ცხოვრობდნენ, როგორც გლეხები ასევე აზნაურები. ამ ცნობაზე დაყრდნობით ეს მხოლოდ გლეხთა კომლების რაოდენობაა რომელსაც უნდა დაემატოს აზნაურობა, სასულიერო წოდება და ასე შემდეგ. ამ ცნობაზე დაყრდნობით საჭყონდიდლოს მთელი მოსახლეობის რაოდენობა მე-19 საუკუნის შუახანებში იყო დაახლოებით 3 600 კომლი. ეს არის დღევანდელი აბაშის რაიონის ტერიტორია რიონისპირა სოფლების გამოკლებით. ამ ისტორიულ საჭყონდიდლოს მე-19 საუკუნის დასაწყისში საომარი მდგომარეობის დროს გამოყავდა დაახლოებით 800 კაციანი მეომართა რაზმი, რომელსაც ფეოდალიზმის ეპოქაში საჭყონდიდლოს სარდალ-მოურავები სარდლობდნენ. მე-19 საუკუნის წყაროებიდან აშკარად ჩანს, რომ საჭყონდიდლოს მოსახლეობა მრავალრიცხოვანი იყო. ბუნებრივია ამ ავტონომიურ წარმონაქმნს ყავდა საკუთარი სარდალ-მოურავი, თუმცა წყაროებში ამაზე ცნობა არ არსებობს, მაგრამ ფაქტია რომ აუცილებლად ყავდა. ისიც თავისთავად ცხადია, რომ ჭყონდიდელი ვერ შეითავსებდა მოურავის მოვალეობას. რადგან ეს ყველაფერი ბურუსითაა მოცული და წყაროებში არ ჩანს ამას აქვს თავისი ობიექტური მიზეზები, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნის ძლიერი ფეოდალური რაზმი და მისი სარდალ-მოურავი არ იმყოფებოდა არც სამეგრელოს მთავრის და არც ჭყონდიდელი ეპისკოპოსის დაქვემდებარებაში . აი ეს არის იმის მიზეზი, რომ წყაროებში არანაირი ცნობები არ არის საჭყონდიდლოს სარდალ-მოურავებზე და მათ კავშირებზე ზუგდიდის სამთავრო კართან და არც ჭყონდიდელ ეპისკოპოსთან. საჭყონდიდლოს დაახლოებით 800 კაციანი ძლიერი ფეოდალური რაზმი სამეგრელოს მასშტაბებში სერიოზულ სამხედრო ძალას წარმოადგენდა და ამ რაზმის და მათი სარდალ-მოურავის წყაროებში არ მოხსენიება ძალიან უცნაური ფაქტია და მხოლოდ იმ მიზეზით აიხსნება, რომ ეს ძლიერი რაზმი და მისი მეთაური აღიარებდა მხოლოდ წალიკარის ხოშტარიების უზენაესობას. ეს ეპოქა მაინც ფეოდალიზმის ეპოქაა და "საჭყონდიდლოს" სარდალ-მოურავების თანამდებობა მემკვიდრეობითი უნდა ყოფილიყო. ასეთ შემთხვევაში ამ სარდალ-მოურავების თანამდებობაზე იმ ცნობებზე დაყრდნობით რაც ხელთ გვაქვს ყველაზე უფრო რეალური კანდიდატია სოფელ ნორიოს აგურის ძველ სახლში მცხოვრები ძველაიების უფროსი შტო. ამგვარად არსებობდა ორი ავტონომიური წარმონაქმნი წალიკარის ზონის სოფლები და სუჯუნის ზონის სოფლები "საჭყონდიდლო". წალიკარის ხოშტარიების გავლენიანი ოჯახი, ჭყონდიდელი გავლენიანი ეპისკოპოსი, "რიონისპირეთის" და "საჭყონდიდლოს" ავტონომიური წარმონაქმნების გაერთიანებული დაახლოებით 1 500 მეომრისგან შემდგარი ძლიერი რაზმები და მათი სარდალი და ეს ერთობლიობა და სინთეზი აღმოსავლეთ სამეგრელოში ქმნიდა ძალას, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა სამთავროს პოლიტიკურ ცხოვრებაზე ფეოდალიზმის ეპოქაში.(ამ 1 500 კაციან რიონისპირეთისა და საჭყონდიდლოს გაერთიანებულ რაზმებს აგრეთვე უნდა დაემატოს მდინარე ცხენისწყლის აღმოსავლეთით მდებარე "საჭილაოს" დაახლოებით 150 მეომრისგან შემდგარი რაზმიც, რომლის მეთაური იყო ადგილობრივი წყაროებისთვის უცნობი ფეოდალი, "იმერელი თავადი". ეს ფეოდალი და მისი რაზმი შედიოდა უშუალოდ რიონისპირეთის წალიკარის ზონის სოფლების ავტონომიური წარმონაქმნის შემადგენლობაში. ფაქტიურად სულ რიონისპირეთის ავტონომიური წარმონაქმნის შემადგენლობაში იყო 26 სოფელი, დაახლოებით 3 250 კომლი. საერთო ჯამში დაახლოებით 850 მეომარი). ეს რიონისპირეთი-საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნების დაახლოებით 1650 მეომრისგან შემდგარი რაზმები არა მგონია ყოველთვის ღებულობდნენ მონაწილეობას სხვადასხვა კონფლიქტებში. ისინი ალბათ განსაკუთრებულ კრიზისულ სიტუაციებში უერთდებოდნენ სამეგრელოს ერთიან ლაშქარს. წალიკარის ხოშტარიების ოჯახი უეჭველად უფრთხილდებოდა ამ რაზმებს და უაზრო კონფლიქტებისთვის არ იმეტებდა მათ. სამაგიეროდ ამ დანაკლისს ისინი ავსებდნენ შემოერთებული ლეჩხუმის რაზმებით (დაახლოებით 1 000 ლეჩხუმელი მეომარი), რომლებიც ემატებოდნენ სამეგრელოს მთავრის დაახლოებით 3 000 კაციან ჯარს. ამიტომაცაა, რომ ზოგჯერ ისტორიოგრაფიაში მიუთითებენ სამეგრელოს სამთავროს ჯარის რაოდენობას--3 000 კაცს. ამის მიზეზია ის, რომ აქ არ იგულისხმებოდა რიონისპირეთის და საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნების სამხედრო რაზმები. ამ რაზმების გამოკლებით კი სამეგრელოს მთავრების განკარგულებაში მე-17-მე-18 საუკუნეებში რჩებოდა დაახლოებით 3 000 კაცისაგან შემდგარი ჯარი. თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი, რომელსაც გონიოს ციხესთან უნახავს სამეგრელოს რაზმები მათ რაოდენობად 3 000 კაცს ასახელებს. ეს მე-17 საუკუნის პირველი ნახევარია. არც ამ შემთხვევაში იმყოფებოდა რიონისპირეთის და საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნების რაზმები გონიოსთან. ამიტომაც აქ მოსული სამეგრელოს ჯარის რაოდენობა დაახლოებით 3 000 მეომარი იყო. უკვე გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ სამეგრელოს მთავრის ლაშქარში ოფიციალურად არ ირიცხებოდნენ რიონისპირეთის და საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნების სამხედრო რაზმები და ეს რაზმები მხოლოდ საკუთარი მფლობელების მითითებებით მოქმედებდნენ განსაკუთრებულ შემთხვევებში. ასეთი მდგომარეობა იყო მე-17-მე-18 საუკუნეებში და მე-19 საუკუნის დასაწყისში. მიუხედავად მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სამთავროში მომხდარი ცვლილებებისა ბოროზდინის ცნობებიდან გამომდინარე მე-19 საუკუნის 50-იან წლებში წალიკარის ხოშტარიების მფლობელობაში კვლავ ძველებურად რჩებოდა მათი პირადი დომენი- რიონისპირეთის ავტონომიური წარმონაქმნი, ბოროზდინის ცნობით რიონისპირეთის "დიდი საჭყონდიდლო მამული". ახალ დროებაში ამ რიონისპირა სოფლების უმრავლესობა ისევე როგორც სუჯუნა დაქვეითების გზას დაადგა. გამბა სამეგრელოს ამ მხარეს გამოარჩევდა სხვებისგან.თვით ამ მხარის მოსახლეობის ბუნება და მენტალობაც რაღაც სხვანაირია მის მონათხრობში.ეს მხარე გამორჩეულია არა მარტო სამეგრელოში,არამედ მთელ დასავლეთ საქართველოში თავისი ეკონომიური მდგომარეობით იმ ეპოქაში.გამბა საფრანგეთის სავაჭრო-ეკონომიური ინტერესებიდან გამომდინარე უფრო დაინტერესებული იყო სავაჭრო-ეკონომიური მონაცემებით.ამიტომ მის მახვილ თვალს არ გამოეპარა ამ მხარის ეკონომიური მდგომარეობა. ჩემი ვარაუდით მე-19 საუკუნის დასაწყისში რიონისპირეთის და საჭყონდიდლოს ავტონომიურ წარმონაქმნებში ცხოვრობდა დაახლოებით 5 750 კომლი დაახლოებით 30 000 ადამიანით. აქ მე კომლზე საშუალოდ დაახლოებით 5 ადამიანს ვანგარიშობ. ამ 30 000 ადამიანს უნდა დაემატოს აგრეთვე მდინარე ცხენისწყლის აღმოსავლეთით მდებარე საჭილაოს 5 სოფლის მოსახლეობაც. (ძველად ოჯახებში ფართოდ იყო გავრცელებული მრავალშვილიანობა. მე ავიღე ისტორიულ საჭყონდიდლოში მე-19 საუკუნეში მცხოვრები 30 კომლის მონაცემები. ამ 30 კომლის საშუალო მაჩვენებელი 1 კომლზე 5,6 ადამიანი იყო ). ფრანგი მოგზაურის გამბას ცნობებზე დაყრდნობით და მისი გაანალიზებით მე-19 საუკუნის 20-იან წლებში რიონისპირეთის ავტონომიური წარმონაქმნის 21 რიონისპირა სოფელში დაახლოებით 2 750 კომლი ცხოვრობდა. ხოლო ამავე წლებში საჭყონდიდლოში 3 000 კომლი მაინც უნდა ყოფილიყო. სულ გამოდის დაახლოებით 5 750 კომლი ორივე ავტონომიურ წარმონაქმნში. ამ ციფრს კი ემატება ცხენისწყლის აღმოსავლეთით "საჭილაოს" 5 სოფელი დაახლოებით 500 კომლი. აი ეს მონაცემი არის ფაქტიურად მე-19 საუკუნის დასაწყისის მონაცემები და რაოდენობა. ხოლო მე-19 საუკუნის შუახანებში საჭყონდიდლოს მოსახლეობამ ცოტა მოიმატა და ბოროზდინის ცნობებზე დაყრდნობით გამხდარა დაახლოებით 3 600 კომლი. ამ საკითხთან დაკავშირებით უაღრესად საინტერესოა ქართველი მკვლევარის მ. კოლხიდელის ნაშრომი სადაც ის მოგვითხრობს მე-19 საუკუნის შუახანებში სამეგრელოს დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძესა და სუჯუნის ტაძრის მრევლს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე. მისი მონათხრობიდან აშკარად და გამოკვეთილად ჩანს, რომ ეს მკვლევარი მე-19 საუკუნის შუახანების ზუსტ ცნობებს ეყრდნობოდა. მისი მონათხრობით ამ დაპირისპირების დროს ანუ მე-19 საუკუნის შუახანებში სუჯუნის ტაძრის საჭყონდიდლო მრევლის რაოდენობა 30 000 ადამიანი ყოფილა. აქ მ. კოლხიდელი ალბათ გულისხმობდა, როგორც უშუალოდ ისტორიული საჭყონდიდლოს ასევე რიონისპირა სოფლების მოსახლეობასაც, რომელიც ჭყონდიდის ეპარქიაში შედიოდა და სუჯუნის ტაძარს თავის მთავარ ტაძრად თვლიდა. ეს კი უკვე დღევანდელი აბაშის რაიონის მთელი ტერიტორიაა. გამოდის რომ მ.კოლხიდელის ცნობით დღევანდელი აბაშის რაიონის ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის შუახანებში 30 000 ადამიანი ცხოვრობდა. ეს ციფრი კი ზუსტად ემთხვევა ჩემს მიერ ზემოთმოყვანილ გამოანგარიშებებს რიონისპირეთის და საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნების მოსახლეობის რაოდენობაზე. ჩემი კვლევით კი მე-19 საუკუნის დასაწყისში უშუალოდ დღევანდელი აბაშის რაიონის ტერიტორიაზე დიდი სოფლების ეკალის და საჯავახოს(ორპირის) ჩათვლით დაახლოებით 25 000 ადამიანი ცხოვრობდა, რომელიც მე-19 საუკუნის შუახანებში გამხდარა 30 000 ადამიანი. აქედან დაახლოებით 18 000 ადამიანი ცხოვრობდა ისტორიული საჭყონდიდლოს ტერიტორიაზე, ხოლო დაახლოებით 12 000 ადამიანი ცხოვრობდა საჭყონდიდლოს სამხრეთით მდებარე რიონისპირეთის ავტონომიური წარმონაქმნის სოფლებში. კვლევის მიერ მოყვანილი ციფრები შთამბეჭდავი სიზუსტით ემთხვევა კოლხიდელის ცნობას 30 000 ადამიანზე სუჯუნის ტაძრის მრევლზე. სულ სამეგრელოს ტერიტორიაზე მე-19 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა დაახლოებით 100 000 ადამიანი. თუ მე-17 საუკუნეში სამეგრელოს სამთავროში ვარაუდობენ 150 000 ადამიანს, მაშინ მე-19 საუკუნის დასაწყისში სამეგრელოს მოსახლეობა 100 000 ადამიანი ყველა ვარიანტში უნდა ყოფილიყო და ეს რეალური ციფრია. ხოლო მე-19 საუკუნის შუა ხანებში სამეგრელოს მოსახლეობა ცოტათი მოიმატებდა. მე-19 საუკუნის პირველი ნახევარი არ იყო ის ეპოქა, რომ სამეგრელოს სამთავროში მოსახლეობა ერთბაშად ძალიან გაზრდილიყო. ეს ის ეპოქაა სადაც მოსახლეობის მცირე მატებაა შესაძლებელი. მაგალითად მე-19 საუკუნის დასაწყისში საჭყონდიდლოში ცხოვრობდა დაახლოებით 3 000 კომლი, რომელიც მე-19 საუკუნის შუახანებში გახდა დაახლოებით 3 600 კომლი. აი ეს არის მოსახლეობის ის რეალური მატება, რომელიც შეიძლებოდა მომხდარიყო მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სამეგრელოს სამთავროში. 1782 წლის მონაცემებით იმერეთის სამეფოში (იმერეთის და რაჭის რეგიონი) ცხოვრობდა დაახლოებით 113 000 ადამიანი. იმერეთის მოსახლეობა ძალიან დაუზარალებია 1812 წლის შავი ჭირის ეპიდემიას და რაჭა-იმერეთის მოსახლეობის რაოდენობა მე-19 საუკუნის 10-იან წლებში დაცემულა დაახლოებით 80 000 ადამიანამდე{(გამოყენებული ლიტერატურა: იმერეთი. ვიკიპედია)}. როგორც ვხედავთ მე-19 საუკუნის 10-იან წლებში დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა არა თუ მატულობს, არამედ პირიქით შავი ჭირის ეპიდემიისგან მნიშვნელოვნად მცირდება. ეს ეპიდემია რა თქმა უნდა დასავლეთ საქართველოს სხვა რეგიონებსაც შეეხებოდა მეტ-ნაკლებად. მიუხედავად ამისა ჟაკ ფრანსუა გამბა სამეგრელოში აფიქსირებს 200 კომლიან სოფლებს მე-19 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში. ამ სხვადასხვა ცნობების გაანალიზებით მე-18 საუკუნის ბოლოს იმერეთის სამეფოს მოსახლეობა რაჭის ჩათვლით დაახლოებით 115 000 ადამიანი იყო. სამეგრელოს მოსახლეობა დაახლოებით 100 000 ადამიანი და პლიუს მის მფლობელობაში მყოფი ლეჩხუმის დაახლოებით 15 000 ადამიანი და მთლიანობაში დაახლოებით 115 000 ადამიანი(1812 წლის შავი ჭირის ეპიდემიის შემდეგ სამეგრელო- ლეჩხუმის მოსახლეობა 115 000 ადამიანიდან შემცირდებოდა დაახლოებით 100 000 ადამიანამდე. 1860 წლის აღწერით კი სამეგრელოს სამთავროს მოსახლეობა შეადგენდა 127 395 ადამიანს. ეს აღწერა რეალობასთან ძალიან ახლოსაა და სანდოა. როგორც ვხედავთ სამეგრელოს სამთავროს მოსახლეობის დინამიკა ასეთია: მე-19 საუკუნის დასაწყისი(1800 წელი)-დაახლოებით 115 000 ადამიანი. მე-19 საუკუნის 10-იანი წლები- დაახლოებით 100 000 ადამიანი. 1860 წელი -დაახლოებით 130 000 ადამიანი. ხოლო მოსახლეობის სწრაფი მატება სამეგრელოში და ზოგადად მთელ საქართველოში მიმდინარეობს მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-20 საუკუნეში. ამის ნათელი მაგალითია რაჭის მოსახლეობის ზრდის დინამიკაც. მე-19 საუკუნის 10-იან წლებში რაჭაში ცხოვრობდა დაახლოებით 20 774 ადამიანი. 1846 წელს რაჭის მაზრაში ცხოვრობდა 23 500 ადამიანი. როგორც ვხედავთ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში რაჭის მოსახლეობამ მცირედ მოიმატა. ხოლო 1897 წელს კი რაჭის მაზრაში დაახლოებით 62 000 ადამიანი ცხოვრობდა. აქ კი უკვე სახეზეა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რაჭის მოსახლეობის ძალიან სწრაფი ტემპით მატება. როგორც ვხედავთ იმერეთის სამეფოს და სამეგრელოს სამთავროს მოსახლეობა მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში თითქმის ერთნაირი რაოდენობის იყო. სამეგრელოსგან განსხვავებით იმერეთის სამეფოს სოფლებში მოსახლეობის რაოდენობა შედარებით მცირერიცხოვანი იყო, მაგრამ იმერეთის სამეფოს ტერიტორია აღემატებოდა სამეგრელოს და სოფლების რაოდენობა უფრო ბევრი იყო. გურიის სამთავროში სავარაუდოდ ცხოვრობდა დაახლოებით 40 000 ადამიანი. შავი ჭირის ეპიდემიამ საზღვრები არ იცოდა. ბუნებრივია ის გურიის სამთავროსაც შეეხებოდა და დააზარალებდა. 1831 წელს, როცა გურიის სამთავრო შეიერთა რუსეთმა მაშინ ის აღუწერიათ რუსეთის იმპერიის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ოზურგეთის და ნაგომურის სამოურავოებში ცხოვრობდა დაახლოებით 37 000 ადამიანი. ხოლო მე-19 საუკუნის შუახანებში ჩატარებული აღწერით გურიაში ცხოვრობდა 50 000 ადამიანი. გურიის მოსახლეობის დინამიკა ასეთია: მე-19 საუკუნის დასაწყისი- დაახლოებით 40 000 ადამიანი. მე-19 საუკუნის 10-იანი წლები- დაახლოებით სავარაუდოდ 35 000 ადამიანი. 1831 წელი- დაახლოებით 37 000 ადამიანი. მე-19 საუკუნის შუახანები- 50 000 ადამიანი. აფხაზეთის სამთავროში მე-19 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა დაახლოებით 67 000 ადამიანი. აქედან დაახლოებით 52 000 აფხაზი იყო და დაახლოებით 15 000 ქართველი-სამურზაყანოელი, რომელიც ცხოვრობდა მდინარე ენგურსა და მდინარე ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორიაზე. 1 800 წლის მონაცემებით აფხაზთა რაოდენობა 52 000 ადამიანი იყო. 1832 წელს- 56 000. ხოლო 1865 წელს- 60 000 აფხაზი{(გამოყენებული ლიტერატურა: საქართველოს დემოგრაფია. ვიკიპედია)}. სულ 1865 წელს აფხაზეთის დღევანდელ ტერიტორიაზე ცხოვრობდა დაახლოებით 80 000 ადამიანი(60 000 აფხაზი და 20 000 ქართველი-სამურზაყანოელი). ზემო და ქვემო სვანეთის მოსახლეობა დაახლოებით 15 000 ადამიანი, აჭარის მოსახლეობა დაახლოებით 30 000 ადამიანი. სულ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა მე-19 საუკუნის დასაწყისში აფხაზეთისა და აჭარის ჩათვლით შეადგენდა დაახლოებით 385 000 ადამიანს. აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა შედარებით ნაკლები იყო. მე-17-მე-18 საუკუნეებში მუდმივმა შემოსევებმა, ომებმა და აგრეთვე ლეკიანობამ და ადამიანების გატაცებამ, მოსახლეობის დიდი რაოდენობით ირანში, ფერეიდანში გადასახლებამ შაჰ-აბასის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობა ძალიან დააზარალა და შეამცირა. 1770 წლის აღწერით ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობა 54 400 კომლი იყო{(გამოყენებული ლიტერატურა: ქართლ-კახეთის სამეფო. ვიკიპედია)}. ეს უდრის დაახლოებით 270 000 ადამიანს. ქართლ-კახეთის სამეფოს მოსახლეობა ძირითადად წარმოდგენილი იყო ქართველებით, ელებით(აზერბაიჯანელებით), სომხებით და ოსებით. 1 800 წლის მონაცემებით ქართლ-კახეთში ცხოვრობდა 47 000 სომეხი, 30 000 აზერბაიჯანელი და 29 300 ოსი{(გამოყენებული ლიტერატურა: საქართველოს დემოგრაფია. ვიკიპედია)}. დანარჩენი დაახლოებით 165 000 ადამიანი კი ქართველი იყო. საერთო ჯამში 1 800 წელს ქართლ-კახეთში ცხოვრობდა დაახლოებით 165 000 ქართველი და დაახლოებით 105 000 არაქართველი. დაახლოებით 60 000 ადამიანი ცხოვრობდა დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე. აქედან უმრავლესობა მუსულმანი ქართველი და უმცირესობა ქრისტიანი ქართველი. საერთო ჯამში დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს მთელი მოსახლეობა იმ ფარგლებში რა ფარგლებშიც დღევანდელი საქართველოა დაახლოებით 715 000 ადამიანი იყო. ეს მონაცემები აშკარად გვიჩვენებს, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს დემოგრაფიული მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში ბევრად უკეთესი იყო ვიდრე აღმოსავლეთ საქართველოში. დასავლეთ საქართველოში 1 800 წელს აჭარის ჩათვლით ცხოვრობდა დაახლოებით 330 000 ქართველი და დაახლოებით 52 000 აფხაზი. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში სამცხე-ჯავახეთის ჩათვლით ცხოვრობდა დაახლოებით 225 000 ქართველი(ქართლ-კახეთის სამეფოში 165 000 და დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 60 000). ხოლო თუ გამოვაკლებთ აჭარას და სამცხე-ჯავახეთს, რომლებიც იმ დროს შედიოდნენ ოსმალეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში, მაშინ მე-19 საუკუნის დასაწყისში ყველა ქართულ პოლიტიკურ ერთეულებში აფხაზეთის სამთავროს ჩათვლით სულ ცხოვრობდა დაახლოებით 620 000 ადამიანი. აქედან დაახლოებით 350 000 ადამიანი დასავლეთ საქართველოში და დაახლოებით 270 000 ადამიანი აღმოსავლეთ საქართველოში (უფრო ადრე მე აქ მეწერა არა 715 000 ადამიანი არამედ 800 000 რაც ჩემი მექანიკური შეცდომა იყო). ჩემი მოსაზრებით არარეალურია ცნობა, რომ მე-13 საუკუნის საქართველოს სახელმწიფოში 5 მილიონი ქართველი ცხოვრობდა. ჩემი მოსაზრებით ამ პერიოდში საქართველოს სახელმწიფოში მართლაც ცხოვრობდა 5 მილიონი ადამიანი. აქედან დაახლოებით 3 მილიონი ქართველი იყო რომელიც ცხოვრობდა აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში და სამხრეთ საქართველოში(მესხეთში). ხოლო დაახლოებით 2 მილიონი იყო სომეხი, რომელიც ცხოვრობდა მე-12 საუკუნეში შემოერთებულ სომხეთის ვრცელ მიწაწყალზე (თუმცა შესაძლებელია ეს 5 000 000 ადამიანიც ცოტა გაზვიადებულია და ცხოვრობდა 4 000 000 ადამიანი. აქედან 2,4 მილიონი ქართველი და 1,6 მილიონი სომეხი. ამ 2,5 მილიონიდან დაახლოებით 900 000 - სამხრეთი საქართველო, 800 000 - აღმოსავლეთი საქართველო, და დაახლოებით 700 000 - დასავლეთ საქართველოში აფხაზების ჩათვლით . მე ვფიქრობ რომ ეს მეორე ვარიანტი უფრო რეალურია და მე-13 საუკუნის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოში ცხოვრობდა დაახლოებიტ 4 მილიონი ადამიანი. აქედან 2,5 მილიონი ქართველი და დაახლოებით 1,5 მილიონი სომეხი. აქ არ იგულისხმებიან საქართველოს სახელმწიფოს ვასალი ქვეყნები, რომელთა რაოდენობა ძალიან ბევრი იყო ). მე-12 საუკუნეში საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში შემოდის ისტორიული სომხეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი. შედარებისთვის მე-12 საუკუნის ინგლისში ცხოვრობდა დაახლოებით 2,5 მილიონი ადამიანი, საფრანგეთში დაახლოებით 7 მილიონი, გერმანიაში დაახლოებით 9 მილიონი, რუსულ სამთავროებში(კიევის რუსეთში) დაახლოებით 6 მილიონი, პოლონეთში დაახლოებით 1 მილიონი. (გამბას საკმაო ცნობები აქვს აფხაზეთის სამთავროზეც.მისი ცნობით აფხაზეთის მთავარი შერვაშიძე მამისეულ ხის სახლში ცხოვრობდა. შვეიცარიელმა მოგზაურმა დიუბუა დე მონპერემ,რომელმაც იმოგზაურა მე-19 საუკუნის 30-იან წლებში შემოგვინახა გურიის მთავრის მამია მეხუთის სასახლის ძალიან კარგად შესრულებული ნახატი.ეს სასახლე აგებული იყო მეცხრამეტე საუკუნის 10-იან წლებში.ეს არის კლასიკურ წმინდა ქართულ სტილში აგებული ორსართულიანი კოხტა და ლამაზი სასახლე. ნახატიდან ჩანს,რომ პირველი სართული ქვის მასალისგან არის აგებული,ხოლო მეორე სართული აგურისგან უნდა იყოს აგებული. ეს სასახლე მალე განადგურდა და აღარ არსებობს.მის ადგილას კი რუსეთის სამხედრო ნაწილის ყაზარმა აუგიათ.აქედან გამომდინარე მე-19 საუკუნის დასაწყისში იმერეთში,სამეგრელოში და გურიაში გამორჩეული იყო იმერეთის მეფის,სამეგრელოს მთავრის,გურიის მთავრის და წალიკარელი ხოშტარიების ორსართულიანი სასახლეები.ხოლო თავადები ჩვეულებრივ ხის სახლებში ცხოვრობდნენ.გამბა გვიამბობს აფხაზთა მთავრების სოხუმის ხის სასახლეზეც,რომელიც მისი თქმით მშვენიერი ყოფილა,მაგრამ იმჟამად ავარიულ მდგომარეობაში იყო. ხისგან იქნებოდა აგებული ამ სასახლის მეორე სართული,ხოლო ქვედა სართული ან ქვის მასალით იქნებოდა აგებული ან კიდევ აგურით. დახელოვნებულ მშენებლებს ხისგანაც შეუძლიათ მშვენიერი ნაგებობების შექმნა.ამის მაგალითი მსოფლიოში ბევრია და ხისგან მშვენიერი და გასაოცარი ნაგებობებია შექმნილი.ხელმარჯვე ოსტატების მიერ აგებული ხის ბევრი ნაგებობა უფრო ძვირფასია და ღირებული ვიდრე ზოგიერთი ქვის უშნო ჩონჩხები.თვით გერმანიის იმპერატორები მე-10-12 საუკუნეებში ხის სახლებში ცხოვრობდნენ. რაც შეეხება შერვაშიძეების ლიხნის სასახლეს,ის განუახლებიათ და სერიოზულად გაუფართოებიათ მე-19 საუკუნის შუახანებისთვის.ფაქტიურად ახლად აუგიათ.მანამდე როგორ გამოიყურებოდა ამაზე ვერაფერს ვიტყვით.ზოგადად ფეოდალიზმის ბოლო ეპოქა საგარეო ფაქტორებიდან გამომდინარე ქვეყნისთვის დაქვეითების ეპოქაა.რეალობიდან მოწყვეტა და ილუზიებში და არარეალობაში ყოფნა ყოველთვის ზიანის მომტანია. თუმცა აფხაზეთის მთავარი მაინც მთავარია და შესაფერისი საცხოვრებელი ექნებოდა.ზემოთ ნახსენებ ოთხეულს აფხაზეთის მთავარი ემატება და მეხუთეა. იმ ზეპირ გადმოცემებზე დაყრდნობით ამ ხუთეულს უნდა დაემატოს სოფელ ნორიოს ძველაიების აგურის ორსართულიანი დიდი და ლამაზი სახლი, რომელსაც მე-19 საუკუნეში უეჭველად "სასახლე" ეწოდებოდა. რაც შეეხებათ თავადთა ხის სახლებს დასავლეთ საქართველოში, მათაც გააჩნდათ თავისი სიკოხტავე და ხიბლი და მათ "სასახლეს"უწოდებდნენ ადგილობრივები.თუმცა ის სოხუმის ხის სასახლესთან შედარებით მცირე მასშტაბის საცხოვრებელი სახლი იქნებოდა. ამას ვგებულობთ სხვადასხვა მრავალი შემონახული ცნობებით.მხოლოდ მოგვიანებით მე-19 საუკუნეში წამოიწყეს ზოგიერთებმა ახალი სტილის საცხოვრებლების მშენებლობა დასავლეთ საქართველოში. მე-19 საუკუნეში სუჯუნაში ჭყონდიდელ ეპისკოპოსებს ჰქონიათ საზამთრო რეზიდენცია-"სასახლე". თუმცა ამ სასახლის არანაირ კვალს მე-20 საუკუნემდე არ მოუღწევია. ეს "სასახლე" უნდა ყოფილიყო ძველებური სტილის ხისგან აგებული ლამაზი მოზრდილი სახლი, ისეთი როგორიც ადრე დასავლეთ საქართველოს თავადებს ჰქონდათ. რადგან ის ხისგან იყო აგებული ამიტომ მისმა ნაკვალევმა და ნაშთებმა მე-20 საუკუნემდე ვერ მოაღწია). ზემოთ მოყვანილი ცნობებიდან აშკარად იკვეთება ის ფაქტი,რომ საქმე გვაქვს იმ დროისთვის უმსხვილეს მემამულე-მიწათმფლობელთან და ძალიან ძველ დიდ ოჯახთან.ეს ოჯახი სუჯუნაში მცხოვრებ ყველა ხოშტარიების ოჯახს ამ წარჩინებულ აზნაურებს მკვეთრად ანსხვავებდა იერარქიულად საკუთარი ოჯახისგან და ხაზს უსვამდნენ წალიკარელი ხოშტარიების ბევრად მაღალ მდგომარეობას მათთან შედარებით.წალიკარში ხოშტარიების მხოლოდ ერთი ოჯახი ცხოვრობდა.ჩანს რომ სასახლეში მხოლოდ უფროსი მემკვიდრე რჩებოდა და ცხოვრობდა.უმცროს მემკვიდრებს თუ ყავდათ ალბათ სუჯუნაში ასახლებდნენ.საინტერესოა ისიც, ეს ოჯახი მიუხედავად იმისა,რომ ხოშტარიებად იწოდებოდა საკუთარ თავს მეგრელებად არ თვლიდა.მათ მიაჩნდათ,რომ მათი შორეული და დიდი წინაპრები ძველად მოვიდნენ აქ.თუ საიდან ეს უცნობია.იცოდნენ,რომ მათი ნამდვილი გვარი იყო ხოშტარიძე.მე-20 საუკუნის დასაწყისში ამ ოჯახის მეთაური იყო ალექსანდრე ოქროპირის ძე ხოშტარია. მას ყავდა მეუღლე, რომელიც მეზობელ სოფელ ეწერში მცხოვრები წარჩინებული მაღნარაძეების ძლიერი ოჯახიდან გამოსული ქალი იყო. ალექსანდრე ხოშტარია გადმოცემით დადებითი პიროვნება ყოფილა. ყავდა საკუთარი ეტლი, ალბათ მამისეული, რომლითაც საჭიროების შემთხვევაში სარგებლობდა. ახალგაზრდობაში გარდაცვლილა.ამ ალექსანდრეს ყავდა უმცროსი ძმა-დავითი.ეს დავითი სასახლეში არ ცხოვრობდა.ის წალიკარში ცალკე ცხოვრობდა.როგორც ჩანს ის ტრადიცია,რომელიც არსებობდა ფეოდალიზმის ეპოქაში,როცა უმცროსი მემკვიდრე თუ კი ყავდათ მას სუჯუნაში ასახლებდნენ მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში უკვე აღარ მოქმედებდა.ამიტომ უმცროსი ძმა დავითი წალიკარში დასახლებულა. ყველა ზემოთმოყვანილი ფაქტები აშკარად მეტყველებს იმის სასარგებლოდ,რომ ხოშტარიების ეს ოჯახი არის პირდაპირი შთამომავალი არტანუჯის ზემოთხსენებული მეფეების.მათ და მათ მომხრეებს გადაეცათ საცხოვრებლად საჭილაოს უმეტესი ნაწილი.ამას მოყვა სუჯუნის გაძლიერება და ერთერთ ცენტრად ქცევა. რაც შეეხება თორთომელი სარდლის გვარეულობას. სამხრეთ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ არტანუჯის მონარქისა და თორთომელი დიდი სარდლის შთამომავლები შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე ბუნებრივია ერთმანეთის გვერდიგვერდ ცდილობდნენ დასავლეთ საქართველოში ახალ გარემოში დამკვიდრებას.ამ რთულ სიტუაციაში ისინი ერთად უნდა ყოფილიყვნენ.არტანუჯის დიდი მონარქის შთამომავლებისთვის სამეგრელოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში შეიქმნა პატარა "სამფლობელო-ნაკრძალი",რომელიც წარმოადგენდა ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ "წალიკარის ზონისა"და "სუჯუნის ზონის"სოფლების ერთობას. აქვე უნდა ყოფილიყო თორთომელი სარდლის შთამომავლების საცხოვრებელი. იმ ცნობებზე დაყრდნობით რაც მე გამაჩნია ერისტუ ოქროპირის ძე ლაბარტყავას ძველი და წარჩინებული ოჯახი იყო ერთერთი გავლენიანი ოჯახი და საგვარეულო რიონისპირეთის სოფლებში. უშუალოდ თუ როგორი იყო ამ გვარის ძველი ისტორიული, ნამდვილი ფორმა ამაზე ინფორმაცია არ მაქვს. თუმცა ფაქტია, რომ მისი ძველი ფორმა იყო "ლაბარტყავაძე". ისევე როგორც მაგალითად "გუდავაძე-გუდავა", "თვალავაძე-თვალავა", "გალდავაძე-გალდავა" და სხვა. თუ ამ გვარს გავშიფრავთ ის ღებულობს ასეთ ფორმას: ლაბარ-ტყავა-ძე. ადრე სამეგრელოში აგრეთვე არსებობდა გვარი "ხახულია", რომელიც პირდაპირ უკავშირდება ხახულარების საგვარეულოს და მათ ზედწოდებას და ტაო-კლარჯეთიდან არის შემოსული. სხვათაშორის სამხრეთ ტაოს გარეთ საქართველოს დანარჩენ ტერიტორიებზე სამეგრელო ერთადერთი რეგიონია სადაც ფიქსირდება ხახულარების საგვარეულოს შთამომავლების არსებობა. სავარაუდოდ თორთომის ხეობის სამი მსხვილი ფეოდალური საგვარეულო- როსტომის საგვარეულო, ხახულარების საგვარეულო და ქურცინას საგვარეულო ჩორდვანელთა საგვარეულოს სხვადასხვა განშტოებებს უნდა წარმოადგენდეს. მე-11 საუკუნის ბოლოს კი მოხდა ჩორდვანელთა საგვარეულოს დაქვეითება და მათ მფლობელობაში დარჩა მხოლოდ ხეობის ჩრდილოეთი რაიონი. შესაძლებელია ამ საგვარეულოს დაქვეითება უკავშირდება ძლიერი მეფის დავით აღმაშენებლის რეფორმებს და მოღვაწეობას. შესაძლებელია მეფე დავითის ეპოქაში ჩამოართვეს ამ საგვარეულოს ოშკის მონასტერი და კათალიკოსს გადასცეს. აგრეთვე ჩამოართვეს თორთომის ხეობის მფლობელობა და დაუტოვეს მხოლოდ ხეობის ჩრდილოეთი რაიონი, თუმცა ოშკის მონასტერი ამ საფეოდალოს ტერიტორიაზე დარჩა. ამ რეფორმებით ეს საგვარეულო პოლიტიკურად დაქვეითდა და გადაიქცა ერთერთ ჩვეულებრივ მოლაშქრე ფეოდალად, რომლის ფუნქცია მხოლოდ ომის დროს თავისი ფეოდალური რაზმებით გამოსვლა და ბრძოლებში მონაწილეობის მიღებაა. ის ხდება ჩვეულებრივი მოლაშქრე ფეოდალი. დავით აღმაშენებელს უდიდესი ღვაწლი მიუძღვის ქვეყნის წინაშე. თუმცა მისი გატარებული რეფორმები ყველა იდეალური არ ყოფილა. იდეალური მხოლოდ ღმერთია. მაგალითად დავითის მიერ ჩატარებული სოციალური რეფორმების ერთერთი მიმართულება ითვალისწინებდა შედარებით უფრო თავისუფალი საზოგადოების ანუ პატრონყმური წყობილების შესუსტებას და ახალი ბატონყმური ურთიერთობების გაძლიერებას, სადაც ყმის უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება და ის უფრო მეტად დამოკიდებული ხდება ბატონზე. ჩემი აზრით ასეთი რეფორმა თავისი შინაარსით უარყოფითი იყო. {(გამოყენებული ლიტერატურა: ნიკო ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. წიგნი 7. გვერდი 25-34. გამომცემლობა "მეცნიერება". 1974)}. თუ რომელიმე მკვლევარი შემოგვთავაზებს როსტომის საგვარეულოსთან დაკავშირებით სხვა არგუმენტებით და ფაქტებით გამყარებულ უფრო რეალურ კანდიდატ საგვარეულოს მაშინ მე როსტომის საგვარეულო კუთვნილებასთან დაკავშირებით ჩემს მოსაზრებას უარვყოფ და მის მოსაზრებას მივიღებ. თორთომელი მხედარმთავრის საგვარეულოზე ყველაზე რეალური და გამოკვეთილი კანდიდატია საჭყონდიდლოს სარდალ-მოურავები ძველაიების საგვარეულოდან. ადრე ვვარაუდობდი, რომ სწორედ წალიკარის ლაბარტყავების საგვარეულო იყო თორთომის მხედართმთავრის შთამომავალი, მაგრამ ჭეშმარიტება მუდმივ ძიებაში იბადება. ამიტომ ამჟამად ჩემი აზრით თორთომელი დიდი მხედართმთავრის შთამომავლები არიან ნორიოს(ძველი მთავარანგელოზის) ძველაიების ძლიერი ოჯახი და საგვარეულო{(ჩემი ამ პირადი შეცდომის მაგალითზე კარგად ჩანს თუ როგორ ხდებოდა ძველად რეალური ისტორიის გაყალბება ზოგჯერ შეცდომით, ზოგჯერ კი შეგნებულად ძველი მემატიანეების მიერ. მაგრამ ღმერთმა დამიფარა ასეთი ცოდვისგან. ჩემი ეს შეცდომა მე თვითონ გამოვასწორე. ამ ნაშრომში ამოვშალე ის ადგილები სადაც წალიკარის ლაბარტყავების წარჩინებულ საგვარეულოს ვუკავშირებდი თორთომელი დიდი მხედართმთავრის(როსტომის) საგვარეულოს და როსტომის საგვარეულო დავუკავშირე ნორიოს(მთავარანგელოზის) ძველაიების უფროსი შტოს ძლიერ ოჯახს )}. ამ მოსაზრების სასარგებლოდ გამოიყურება ის ფაქტი, რომ ერთდროულად იქმნება ორი ავტონომიური წარმონაქმნი- რიონისპირეთის ავტონომიური წარმონაქმნი და საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნი. ერთი ავტონომიური წარმონაქმნი რიონისპირეთში იქმნება პირადად არტანუჯის დინასტიის შთამომავლებისთვის. მეორე ავტონომიური წარმონაქმნი "საჭყონდიდლო" იქმნება ყოფილი თორთომელი მხედართმთავრის საგვარეულოსთვის და მასთან ძალიან დაახლოებული სამხრეთ ტაოს დიდი ფეოდალების საგვარეულოებისთვის. საბოლოოდ მაინც უნდა ვაღიარო, რომ თორთომელი დიდი მხედართმთავრის საგვარეულოზე ყველაზე რეალური კანდიდატია საჭყონდიდლოს სარდლების საგვარეულო ძველაიები(ძველაძეები). ხოლო წალიკარის ლაბარტყავების საგვარეულო უნდა წარმოადგენდეს სამხრეთ ტაოს ერთერთ ძლიერი თავადების საგვარეულოს შთამომავლობას. სამეგრელოში გადმოსახლების შემდეგ ამ საგვარეულოს უფროსი შტო არტანუჯის დინასტიის მეთაურს თან მიჰყავს რიონისპირეთში, თავის პირად დომენში. ასევე არტანუჯის დინასტიის მეთაურს რიონისპირეთში მიყვება სამხრეთ ტაოს ერთერთი დიდი თავადების მარღანიების საგვარეულოც. ხოლო სამხრეთ ტაოს დიდი თავადების ნოდიების საგვარეულო თორთომის მხედართმთავრის გადაწყვეტილებით სახლდება ხოშტარიების უმცროსი შტოების საცხოვრებელ სოფელში, აგრეთვე მთავარ რელიგიურ და სავაჭრო ცენტრში სუჯუნაში. ეს სამი საგვარეულო აქ გადმოსახლების შემდეგ უკვე აღარ არიან დიდი თავადები და გადაიქცნენ მაღალი რანგის აზნაურებად. სხვათა შორის მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში სანოდიოში სადაც დიდი რაოდენობით კომპაქტურად ცხოვრობენ ნოდიები ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო ასეთი ლეგენდა, რომ სოფელ სანოდიოს ტერიტორია ადრე დაუსახლებელი და ტალახიანი მიწა იყო. შემდგომ ამ დაუსახლებელ ტერიტორიაზე დასახლებულან დღევანდელი სანოდიოს მოსახლეობის წინაპრები. თუ საიდან გადმოსახლებულან ეს ბუნდოვანია და გაურკვეველი. ჩემი მოსაზრებით ეს ლეგენდა უკავშირდება ნოდიების(ნოდაძეების) მრავალრიცხოვანი საგვარეულოს გადმოსახლებას სამხრეთ ტაოდან და ამ დიდი გადმოსახლების ბუნდოვანი ანარეკლია. გადმოცემით მე-20 საუკუნის 40-50-იან წლებში სანოდიოში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო დაახლოებით 5 ძველებური სტილის მასიური ხის ლამაზი სახლები, რომლებიც მნახველის ყურადღებას იქცევდა. ეს გამორჩეული სახლები მე-19 საუკუნის სანოდიოს რამდენიმე წარჩინებულის შთამომავლების საკუთრება უნდა ყოფილიყო. ყველა ეს სახლები ნოდიების გვარის წარმომადგენლებს ეკუთვნოდათ(ამ სახლებიდან ერთერთი ნოდიაზე ჩასიძებული მანუჩარ ძველაიას ერთერთი შთამომავლის მფლობელობაში იყო). ზეპირი გადმოცემით სამეგრელოს ამ კუთხეში ტერმინ ჟინოსკუას იყენებდნენ მხოლოდ წარჩინებულ აზნაურთა საგვარეულოს მეთაურ ოჯახთან მიმართებაში. რიგით აზნაურებს ამ ტერმინით არ მიმართავდნენ. ყოველ შემთხვევაში ჩემამდე ასეთმა ინფორმაციამ მოაღწია. მაგალითად ეწერში ჟინოსკუას უწოდებდნენ მაღნარაძეების და გუგუშვილების საგვარეულოების მხოლოდ მეთაურ ოჯახებს. რადგან ეს ტერმინი აქ არ იხმარებოდა რიგითი აზნაურობის აღმნიშვნელად, ამიტომ სამეგრელოს ამ მხარეში ეს ტერმინი როგორც ჩანს გამოიყენებოდა წარჩინებულ აზნაურთა საგვარეულოს მეთაურ ოჯახებთან და აგრეთვე თავადებთან მიმართებით. რაც შეეხება ნორიოს ძველაიების მთავარ ოჯახს, მათ გადმოცემით ჟინოსკუას უწოდებდნენ. შესაძლებელია ტერმინი "ჟინოსკუა" მათ ეწოდათ ახალ დროებაში მე-19 საუკუნეში. ხოლო უფრო ადრე მე-17-მე-18 საუკუნეებში შესაძლებელია მათ არც "ჟინოსკუა" ერქვათ და არც "თავადი", არამედ ამ წოდებებზე უფრო მაღლა აყენებდნენ თავიანთ პიროვნებას და ისე სარდლობდნენ საჭყონდიდლოს რაზმებს. ჩემი ვარაუდით მთავარანგელოზის ძველაიების მეთაური ოჯახი მე-17-მე-18 საუკუნეებში თავიანთ პიროვნებას წოდებებზე უფრო მაღლა აყენებდა ისე როგორც წალიკარის ხოშტარიების ოჯახი და ისე სარდლობდნენ საჭყონდიდლოს რაზმებს. მათ ბუნებრივია მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ წალიკარის ხოშტარიებთან და ერთად მოქმედებდნენ. მათი რეზიდენცია მდებარეობდა ისტორიულ სოფელ მთავარანგელოზში, აგურის ძველ ორსართულიან დიდ სახლში. რადგანაც უკვე ძიების პროცესში აშკარად გამოიკვეთა თორთომელი დიდი მხედართმთავრის და მმართველის პირდაპირი შთამომავლების ვინაობა და მათი რეზიდენცია ამიტომ ძველაიების(ძველაძეების) მთავარანგელოზის უფროსი შტო მე-17-მე-18 საუკუნეებში უეჭველად სარდლობდა საომარი მდგომარეობის დროს როგორც საჭყონდიდლოს ისე რიონისპირეთის ავტონომიური წარმონაქმნების გაერთიანებულ სამხედრო რაზმებს. იერარქიულად ის მხოლოდ წალიკარის ხოშტარიების უზენაესობას აღიარებდა. აი რატომ უწოდებდა მე-19 საუკუნის შუახანებში ბოროზდინი სოფელ ჭალადიდს და მის მიმდებარე რიონისპირა სოფლებს "დიდ საჭყონდიდლო მამულს". სოფელ ჭალადიდთან და მის მიმდებარე რიონისპირა სოფლებთან ჭყონდიდელ ეპისკოპოსებს არანაირი მფლობელობა არ აკავშირებდათ. მაგრამ რადგანაც ჭალადიდი და მისი მიმდებარე სოფლები წალიკარის ხოშტარიების ოჯახის პირადი დომენი იყო და ამავე დროს ფეოდალიზმის ეპოქაში საომარი მდგომარეობის დროს მთელი რიონისპირეთის რაზმები საჭყონდიდლოს სარდლის დაქვემდებარებაში იყო ამიტომ ჩნდება ტერმინი "დიდი საჭყონდიდლო მამული". სარდლის რეზიდენცია საჭყონდიდლოში მთავარანგელოზში მდებარეობდა. წალიკარის ხოშტარიების რეზიდენციაც ჭყონდიდის ეპარქიაში იყო. მთავარი რელიგიური ცენტრიც საჭყონდიდლოში სუჯუნაში იყო. აქედან გამომდინარე ჩნდება ტერმინი "დიდი საჭყონდიდო მამული". თორემ ჭალადიდთან და მის მიმდებარე რიონისპირა სოფლებთან ჭყონდიდელ ეპისკოპოსებს აბა რა საერთო ჰქონდათ. ეს "დიდი საჭყონდიდლო მამული" ფეოდალიზმის ეპოქაში იყოფოდა ორ ნაწილად: ერთ ნაწილს წარმოადგენდა რიონისპირეთის ხოშტარიების პირადი დომენი, ხოლო მეორე ნაწილს წარმოადგენდა "საჭყონდიდლო" სადაც მდებარეობდა სარდლის რეზიდენცია მთავარანგელოზში და მთავარი რელიგიური და სავაჭრო ცენტრი სუჯუნა. ფაქტიურად ეს ორი ნაწილი- რიონისპირეთის ხოშტარიების დომენი და "საჭყონდიდლო" ერთი საერთო სხეულის ორ განშტოებას წარმოადგენდა. ამით უკვე 100%-ის სიზუსტით გარკვეულია ის გამოცანა თუ რატომ ეწოდებოდათ ჭალადიდს და მიმდებარე სოფლებს "დიდი საჭყონდიდლო მამული". რაც შეეხება წალიკარის ლაბარტყავების უფროს შტოს, ეს უფროსი შტო მეთაურობდა რიონისპირეთის სოფლების იმ დიდ ჯგუფს სადაც შედიოდა შემდეგი სოფლები: 1. წალიკარი. 2. ტყვირი. 3. გაღმა-გამოღმა კოდორი. 4. კეთილარი. 5. დიდია. 6. ისულა. აქედან დასავლეთით მდებარე 4 სოფელი უნდა იყოს წალიკარის წარჩინებული აზნაურების ლაბარტყავების გამგეობაში. ეს 4 სოფელია: წალიკარი, კოდორი, კეთილარი, ისულა. ხოლო აღმოსავლეთით მდებარე დანარჩენი 2 სოფელი ტყვირი და დიდია კი სხვა ადგილობრივი წარჩინებული აზნაურის გამგეობაში იყო. ჩემთვის უცნობია მისი გვარეულობა. ამ სოფლებიდან გამოყვანილი რაზმების მეთაური იყვნენ ეს წარჩინებული აზნაურები და საომარი მდგომარეობის დროს ექვემდებარებოდნენ რიონისპირეთი-საჭყონდიდლოს გაერთიანებული რაზმების სარდალს- მთავარანგელოზის ძველაიების უფროს შტოს. ჩემი აზრით ეს ვერსია უფრო რეალურია და მისაღები. საბოლოოდ გამოდის, რომ მთავარანგელოზის სარდალი საომარი მდგომარეობის დროს სარდლობდა "დიდი საჭყონდიდლო მამულის"- რიონისპირეთისა და საჭყონდიდლოს გაერთიანებულ რაზმებს. ხოლო მშვიდობიანობის პერიოდში ის აგრეთვე ახორციელებდა სამოქალაქო მმართველობას და ზედამხედველობას როგორც საჭყონდიდლოს ასევე რიონისპირეთის ავტონომიურ წარმონაქმნებზე. სამეგრელოს სამთავროს ერთერთ ძველ რუკაზე შემოხაზულია ტერიტორია, რომელიც მდებარეობდა სალიპარტიანოს აღმოსავლეთით და ფაღავების სათავადოს ჩრდილოეთით. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს მარტვილის ტაძარი, სოფელი ხუნწი, სოფელი ინჩხური და ამ სამი პუნქტის მეზობელი რამდენიმე სოფელი. როგორც ჩანს ეს ცალკე შემოხაზული ტერიტორია ეკუთვნოდა უშუალოდ მარტვილის ტაძარს და ჭყონდიდელ ეპისკოპოსს. ეს ცალკე შემოხაზული ტერიტორია როგორც ჩანს წარმოადგენდა მარტვილის ტაძრის და ჭყონდიდელი ეპისკოპოსის "პირად დომენს". ჭყონდიდელი ეპისკოპოსის პირად მფლობელობაში აგრეთვე უნდა ყოფილიყო დღევანდელი მარტვილის რაიონის რამდენიმე თემის--ნაჯახავოს, ნაგვაზავოს, ლეხაინდრავოს, ვედიდკარის, ონოღიას თემების სხვადასხვა სოფლები. მარტვილის ტაძრის რაიონი ალბათ საკმაოდ მჭიდროდ უნდა ყოფილიყო დასახლებული. ჭყონდიდელი ეპისკოპოსის ამ პირად დომენში ცხოვრობდა დაახლოებით 1 300 კომლი. სოფელ ონოღიაში მე-20 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა აზნაური კიმოთე ძაგანია. მას ედგა ხის ძველებური სტილის ლამაზი ოდა-სახლი, რომელიც გამორჩეული იყო სოფელში. სავარაუდოდ სოფელი ონოღია აზნაურ ძაგანიების მფლობელობაში უნდა ყოფილიყო. მათი ისტორიული გვარი კი ბუნებრივია იყო "ძაგანიძე". გვარი "ძაგანიძე" დღესაც შემორჩენილია და არსებობს იმერეთში. ეს გვარი წარმოშობით ტაო-კლარჯეთიდანაა. სამეგრელოში გადმოსახლების შემდეგ გადავიდა მეგრულ ფორმაში და მივიღეთ "ძაგანია". {(აი მარტვილის ტაძრის და ჭყონდიდელი ეპისკოპოსების ეს პირადი დომენი და მამულები ჩამოურთმევია 1854 წელს ეკატერინე ჭავჭავაძეს ჭყონდიდელი ეპისკოპოსისთვის, დაუბეგრავს მათი ყოფილი ყმები ფულადი გადასახადით და ამ გადასახადებიდან შემოსული თანხიდან ფულადი ჯამაგირი დაუნიშნავს ჭყონდიდელი ეპისკოპოსისთვის და მარტვილის ტაძრის სამღვდელოებისთვის. ამ რეფორმით ძალიან უკმაყოფილო ყოფილა ჭყონდიდელი ეპისკოპოსი და მარტვილის ტაძრის სამღვდელოება, მაგრამ დედოფლის განკარგულების წინააღმდეგ წასვლას ვერ ბედავდნენ და ძალაუნებურად ემორჩილებოდნენ. ჭყონდიდელი ეპისკოპოსის თანამდებობა დანიშვნითი იყო და დედოფალს ნებისმიერ დროს შეეძლო მისი გადაყენება და ახლის დანიშვნა. ამიტომ ჭყონდიდელი ეპისკოპოსის ძალაუფლება შეზღუდული იყო და მთლიანად სამთავრო კარზე იყო დამოკიდებული. თან ვერც წალიკარის ხოშტარიები და მთავარანგელოზის სარდალი ვერ გამოიდებდნენ თავს ძველებურად ჭყონდიდელის დასაცავად. უკვე სულ სხვა დროება იყო და ახალი წესრიგი მყარდებოდა მთელ საქართველოში, რომელიც რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში იყო მოქცეული. ეს უკვე აღარ იყო მე-17-მე-18 საუკუნეების სამეგრელო. მას შემდეგ რაც დედოფალმა მოაგვარა ჭყონდიდელი ეპისკოპოსის და მარტვილის ტაძრის სამღვდელოების საქმე მომდევნო 1855 წელს როგორც ჩანს მან გადაწყვიტა განთქმული წმინდა გიორგის ხატის გადატანა მარტვილში. შეიძლება ეს ხატი ძველი დადიანების ნაჩუქარი იყო ტაძრისადმი ოდესღაც მე-16 ან მე-17 საუკუნეში და მისი დაბრუნება სურდა უკან დედოფალს. საბოლოოდ ხატი ადგილზე დარჩა და მისი წაღება დედოფალმა ვერ შეძლო. მე გავეცანი დედოფლის უახლოესი მეგობრის თედო ხოშტარიას მემუარებს, აგრეთვე ზოგიერთ სხვა წყაროს. ამ წყაროებში საუბარია დედოფლის 1854 წლის საეკლესიო რეფორმებზე და ჭყონდიდელი ეპისკოპოსისთვის პირადი დომენის და ყმების ჩამორთმევაზე. აგრეთვე სუჯუნის ეკლესიის მიმართ განხორციელებულ რეფორმაზე. აქ არანაირი საუბარი არ არის ისტორიული საჭყონდიდლოს ანუ დღევანდელი აბაშის რაიონის ტერიტორიაზე რაიმე საერო ცვლილებების განხორციელებაზე. ზოგიერთ მე-20 საუკუნის ისტორიკოსს ალბათ ერთმანეთში აერია ჭყონდიდელი ეპისკოპოსების ზემოთხსენებული პირადი დომენი და მამულები, რომელიც მდებარეობდა მარტვილის ტაძრის რაიონში და ისტორიული "საჭყონდიდლო", რომელიც მდებარეობდა აბაშის რაიონის ტერიტორიაზე. ტერმინი "საჭყონდიდლო მამული" ძველად ეწოდებოდა როგორც მარტვილის ტაძრის რაიონს, აგრეთვე "საჭყონდიდლოს" ანუ დღევანდელი აბაშის რაიონს, აგრეთვე ეწოდებოდა მთელ რიონისპირეთის სოფლებს მდინარე ტეხურას შესართავიდან ფოთამდე სოფელ ჭალადიდის და სოფელ პატარა ფოთის ჩათვლით, რომელიც ეკლესიურად ცაიშის ეპარქიას ეკუთვნოდა. დედოფალი მხოლოდ საეკლესიო რეფორმებს ატარებს, გააუქმა მარტვილის ტაძრის და ჭყონდიდელი ეპისკოპოსის პირადი დომენი მარტვილის ტაძრის რაიონში და გადაიყვანა ის სამთავრო დაქვემდებარებაში. ხოლო სუჯუნის ტაძართან მისი კონფლიქტი წმინდა რელიგიური ხასიათის იყო. აქედან გამომდინარე მას საერო ლიდერებთან არც წალიკარის ხოშტარიებთან და არც მთავარანგელოზის სარდლის ოჯახთან რაიმე პირადი კონფლიქტი არ ქონდა. თუ არ ჩავთვლით სუჯუნის ტაძართან მომხდარ წმინდა საეკლესიო ხასიათის კონფლიქტს, რა დროსაც ზოგიერთი ადგილობრივი საერო პირები გვერდში დაუდგნენ სუჯუნის ტაძრის სამღვდელოებას. და როდესაც საუბარია საჭყონდიდლო ყმების და მამულების სამთავრო სახლის დაქვემდებარებაში გადაყვანაზე 1854 წელს აქ იგულისხმება ჭყონდიდელი ეპისკოპოსის პირადი დომენი, მამულები და ყმები მარტვილის ტაძრის რაიონში. ძიების პროცესში ამ ქაოსში გამოიკვეთა ის რეალური ისტორია, რომელიც ხდებოდა მე-19 საუკუნის 54-55 წლებში მარტვილის და სუჯუნის ტაძრების გარშემო და ეს იყო წმინდა საეკლესიო ხასიათის პროცესები და რეფორმები და მეტი არაფერი. მიუხედავად ამისა სუჯუნის ტაძარზე დედოფლის მიერ მიტანილი იერიში და განთქმული წმინდა გიორგის ხატის ჩამორთმევის მცდელობა ძალიან გაანაწყენებდა ადგილობრივ ლიდერებს, წალიკარის და მთავარანგელოზის ოჯახებს. მათ ეს ფაქტი ალბათ პირად შეურაცხყოფად ჩათვალეს. უცნობია თუ რა მოიმოქმედეს მათ შემდგომ დედოფლის და სამთავრო კარის წინააღმდეგ. თუმცა ერთი ფაქტი სახეზეა. სუჯუნის ტაძრის კონფლიქტამდე დედოფლის ძალაუფლების ინდექსი ძალიან მაღალი იყო და მას არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა. თვით ძალიან განაწყენებული ჭყონდიდელი ეპისკოპოსიც კი დედოფალს ვერაფერს უბედავდა და მის ყველა განკარგულებებს ძალაუნებურად მორჩილად ასრულებდა. სუჯუნის კონფლიქტის შემდეგ კი დედოფლის და სამთავრო კარის რეიტინგი უსწრაფესად ეცემა და ნულს უტოლდება. რუსეთის იმპერატორმა რომელიც ხედავდა, რომ ეკატერინე ჭავჭავაძემ დაკარგა სრულიად ხელისუფლება და სამეგრელო ამიტომ მიიღო განკარგულება დედოფლის და სამთავრო სახლის რუსეთში გადაყვანაზე. ეს განკარგულება სისრულეში იქნა მოყვანილი 1857 წელს. რატომ ხდება ეს ყველაფერი სუჯუნის 1855 წლის კონფლიქტის შემდეგ? რატომ ეცემა კატასტროფულად სწრაფად დედოფლის რეიტინგი სამეგრელოს მოსახლეობაში სუჯუნის კონფლიქტის შემდეგ? რატომ გახდა იძულებული რუსეთის იმპერატორი ასე სასწრაფოდ ჩამოეშორებინა სამეგრელოსთვის მთლიანად ძალაუფლებადაკარგული დედოფალი და სამთავრო სახლი და რუსეთში გადაეყვანა? ყველაფერი ეს უბედურებები დედოფლის და სამთავრო სახლის თავზე ხდება სუჯუნის კონფლიქტის შემდეგ. ჩნდება კითხვა ხომ არ უკავშირდება ეს წალიკარის ხოშტარიების და მთავარანგელოზის სარდლის პირად შურისძიებას დედოფალზე. ეს ორი ოჯახი ხომ ფეოდალიზმის ეპოქაში ფაქტიურად მართავდა სამეგრელოს სამეგრელოს მთავრის ხელით. ამაზე დასკვნები უმჯობესია თავად მკითხველმა გააკეთოს )}. საომარი მდგომარეობის დროს ამ ტერიტორიიდანაც ბუნებრივია იკრიბებოდა საბრძოლო რაზმი, დაახლოებით სადღაც 350 მეომარი. ეს 350 მეომრისგან შემდგარი რაზმიც საომარი მდგომარეობის დროს უნდა ყოფილიყო საჭყონდიდლოს ანუ მთავარანგელოზის სარდლის დაქვემდებარებაში. ისტორიოგრაფიაში მიჩნეულია, რომ ეპისკოპოსების პირადი მფლობელობა და სამხედრო რაზმის რაოდენობა უტოლდებოდა დიდი თავადების მფლობელობას. ამ შემთხვევაშიც ფაქტი სახეზეა. ჭყონდიდელი ეპისკოპოსის "პირადი დომენი" მნიშვნელოვნად აღემატებოდა დასავლეთ საქართველოს ისეთი ძლიერი თავადების მფლობელობას, როგორებიც იყვნენ ფაღავები, მიქელაძეები, ჩიჯავაძეები. საერთო ჯამში მთავარანგელოზის სარდლის დაქვემდებარებაში იმყოფებოდა რიონისპირეთი-საჭყონდიდლო-მარტვილის ტაძრის დაახლოებით 2 000 მეომარი. სამკუთხედიც შეიკრა--რიონისპირეთის ავტონომიური წარმონაქმნი(ხოშტარიების პირადი დომენი), საჭყონდიდლო-სუჯუნის წარმონაქმნი(მთავარანგელოზის სარდლის დომენი) და მარტვილის ტაძრის დომენი(ჭყონდიდელი ეპისკოპოსის პირადი დომენი). ჭყონდიდელი ეპისკოპოსის მაღალი გავლენა განპირობებული იყო იმ ფაქტორით, რომ ის ამ სამკუთხედში იმყოფებოდა. არტანუჯის დინასტიის შთამომავლებს და თორთომის მხედართმთავრის შთამომავლებს კი სჭირდებოდათ "თავიანთი" ეპისკოპოსი, რომელიც "სამკუთხედს" შეკრავდა და მათ კიდევ უფრო გააძლიერებდათ. ეს სამკუთხედი კი ქმნიდა იმ რელიგიურ და საერო სინთეზს, რომელზეც უკვე გვქონდა საუბარი. არტანუჯის დინასტიის და თორთომის მხედართმთავრის შთამომავლებმა შექმნეს თავიანთი წარმონაქმნები და ძლიერი სამხედრო რაზმები. რადგანაც ფაქტიურად არაფორმალურ მდგომარეობაში იყვნენ ამიტომ ეს წარმონაქმნები და პირადი მხედრობა მოათავსეს რელიგიურ-საერო სინთეზში, რელიგიურ ჩარჩოში. ამით მათ თავიანთი არაფორმალური მდგომარეობა და სტატუსი კიდევ უფრო გააძლიერეს და მას ერთგვარი კანონიერი სტატუსი მიანიჭეს რელიგიის ჩარჩოებში. ასე, რომ არ მოქცეულიყვნენ მათი არსებობა დასავლეთ საქართველოში იურიდიული და სამართლებრივი ნორმების არანაირ ჩარჩოში არ ჯდებოდა. და ბოლოს, ისინი აგრეთვე რელიგიური ადამიანები იყვნენ და მათთვისაც მისაღები და სულიერად სასიამოვნო იყო თავიანთი ავტონომიური წარმონაქმნების მოქცევა საერო-რელიგიური სინთეზის ჩარჩოებში. ეს იყო თეოკრატიული წარმონაქმნი, რომლის სულიერი ლიდერი იყო ჭყონდიდელი ეპისკოპოსი. ასეთ შემთხვევაში არსებობენ საერო ლიდერებიც. ეს საერო ლიდერები იყვნენ წალიკარის ხოშტარიები და მთავარანგელოზის ძველაიები. ჩვენ ზემოთ გვქონდა საუბარი მთავარანგელოზის ძველაიების აგურის მასშტაბურ რეზიდენციაზე. მე არ გამაჩნია არანაირი ინფორმაცია, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ეს რეზიდენცია რომელიც ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი მე-20 საუკუნის შუახანებში იყო მთავარანგელოზის სარდლის სამუშაო რეზიდენცია. ხოლო მათი საცხოვრებელი რეზიდენცია უნდა ყოფილიყო უფრო უკან, სიღრმეში, მეორე ეზოში შედარებით მყუდრო ადგილას. მათი საცხოვრებელი რეზიდენციაც ისეთივე მასშტაბური აგურის ნაგებობა (სასახლე) უნდა ყოფილიყო, როგორიც თვითმხილველის მიერ აღწერილი გზისპირა რეზიდენცია იყო. უბრალოდ თვითმხილველმა არასრულწლოვანმა ის რეზიდენცია დააფიქსირა, რომელიც მთავარი გზის გაყოლებაზე მდებარეობდა და კარგად ჩანდა. მეორე რეზიდენცია გზიდან საკმაოდ მოშორებით უნდა ყოფილიყო, შესაძლებელია ის ასწლოვანი ხეების გარემოცვაშიც მდებარეობდა, თან გზიდან მოშორებით და არასრულწლოვანი თვითმხილველის მეხსიერებას მხოლოდ გზისპირა რეზიდენცია დაამახსოვრდა. ან შეიძლება მე-20 საუკუნის შუახანებში მეორე რეზიდენცია უკვე დანგრეული იყო და ფიზიკურად უკვე აღარც არსებობდა. ამ სამუშაო რეზიდენციაში სარდალი ხვდებოდა რიონისპირეთი-საჭყონდიდლო-მარტვილის ტაძრის ავტონომიური წარმონაქმნების მრავალრიცხოვან ფეოდალებს და სხვადასხვა სოციალური ფენების წარმომადგენლებს. ხოლო მეორე უფრო მყუდრო რეზიდენციაში ის ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად. მე ვფიქრობ, რომ მას ორი რეზიდენცია ჰქონდა ერთმანეთის მეზობლად, ფაქტიურად ერთი დიდი ეზოს ორ სხვადასხვა კუთხეში. 1840 წელს, როცა სამეგრელოს სამთავრო დაიყო 8 მაზრად სამი მაზრა-საჭილაოს, სუჯუნის და მარტვილის ამ სამკუთხედის სამი სუბიექტის(რიონისპირეთი, საჭყონდიდლო, მარტვილის ტაძარი) საფუძვლებზე ჩამოყალიბდა. ჩემი გამოთვლებით სოფელ მთავარანგელოზში, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 4 დღევანდელი სოფელი- ნორიო, აბაშისპირი, საგვაზაო და საბოკუჩავო მე-19 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა დაახლოებით 350 კომლი, რაც იმ ეპოქის მასშტაბებით ძალიან დიდი დასახლებული პუნქტი იყო. მე-17 საუკუნის ბოლოდან კი ძალიან დიდი ალბათობით მთავარანგელოზის ძველაიების მფლობელობაში გადმოვიდოდა მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე შედარებით პატარა სოფელი ძიგური(დაახლოებით 50 კომლი). ან შესაძლებელია ეს სოფელი ძიგური თავიდანვე მე-16 საუკუნის მეორე ნახევრიდან უკვე გადასული იყო მთავარანგელოზის სარდლის მფლობელობაში და იქ არსებული სამეგრელოს მთავრის ერთერთი ძველი სასახლე უბრალოდ 1640 წელს კვლავ რჩებოდა სამეგრელოს მთავრის ოჯახის მფლობელობაში, როგორც მისი კერძო საკუთრება ამ სოფელში. მე მგონი ასე უნდა ყოფილიყო და ეს სოფელი უკვე მე-16 საუკუნის ბოლოდან მთავარანგელოზის სარდლის მფლობელობაში იმყოფებოდა, ხოლო დადიანების ეს ძველი სასახლე და ამ სასახლეზე მიმაგრებული რამდენიმე კომლი კვლავ სამთავრო ოჯახის მფლობელობაში იმყოფებოდა მე-17 საუკუნის შუახანებში. მთავარანგელოზის ძველაიების ამ რამდენიმე სოფელში- მთავარანგელოზში(დღევანდელი ნორიო, საგვაზაო, საბოკუჩავო, აბაშისპირი), რობაში, მაცხოვრისკარში, წყემში, ძიგურში, კაპანაში, ნოღოხაშში, საკაჭარავოში, კვათანაში მე-19 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა დაახლოებით 1 200 კომლი. შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოში მათი გვარი იყო "ძველაძე". ხოლო ანტიკურ ეპოქაში მათი წინაპრები წარმოადგენდნენ ტაოს სარდლებს და ამ სარდლების უცნობი იბერიული საგვარეულოდან წარმოიშვა ერთერთი შტო "ძველაძეები"(გვარი "ძველაძე" ამ ისტორიული უძველესი ფორმით ძალიან იშვიათია, მაგრამ დღესაც ჯერ კიდევ შემორჩენილია და არსებობს). ამ სოფლებში მთავარანგელოზის ძველაიების აზნაურები როგორც ჩანს არიან იოსელიანები, ძველაიების უმცროსი შტოები(სოფელი რობა და სოფელი მაცხოვრისკარი. ეს ორი სოფელი როგორც ჩანს ძველაიების უმცროსი შტოების მფლობელობაში იმყოფებოდნენ), თოფურიები(მაცხოვრისკარი, კვათანა), გაბელაიები, კაჭარავები, იობაიები (კვათანა) და სხვები (ვარაუდის დონეზე აგრეთვე ბოკუჩავა, ჩაჩავა და გვაზავა). მე-20 საუკუნის დასაწყისში ეწერის მაღნარაძეების მეთაური ოჯახი და აბაშელი აზნაური კაჭარავების ერთერთი ოჯახი ძალიან ახლო ნათესაურ კავშირში იყვნენ ერთმანეთთან. იკვეთება საჭყონდიდლოს წარჩინებულ აზნაურთა 11 საგვარეულო: მაღნარაძეები, ნოდიები, ლაბარტყავები, ძველაიები, თოფურიები, მარღანიები. გამსახურდიები, გაბელაიები, კაჭარავები, გუნიები, იობაიები. ეს 11 საგვარეულო არის რეალური შთამომავლები სამხრეთ ტაოს უცნობი დიდი ფეოდალების. ამ 11 საგვარეულოს ძველი ისტორიული ფორმებია: მაღნარაძე, ნოდაძე, ლაბარტყავაძე, ძველაძე, გამსახურდიძე, მარღანიძე, თოფურიძე, გაბელაძე(გაბელიძე?), კაჭარაძე, გუნაძე, იობაძე. მე-17 საუკუნის "გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი"-ის მიხედვით ტაო-კლარჯეთის მხარეში ყველა იქ მოყვანილი უამრავი გვარები მთავრდება "ძე"-ზე. გვარების დაბოლოება "შვილი"-ზე საერთოდ არ ფიქსირდება ტაო-კლარჯეთში. თუმცა ფიქსირდება და ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ მესხეთში და აჭარის რეგიონში, რომელიც ძველად სამხრეთ საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა. შესაძლებელია გვარები დაბოლოება "შვილი"-ზე ძველად გვხვდებოდა აჭარის მოსაზღვრე შავშეთის პროვინციაშიც. უფრო სამხრეთით კლარჯეთის და ტაოს რეგიონებში გვარები დაბოლოება "შვილი"-თ საერთოდ არ ფიქსირდება ერთი შემთხვევაც კი. მთავარანგელოზის სარდლის სამსახურში იმყოფებოდნენ იოსელიანების ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენლებიც. ამ საგვარეულოს შთამომავლები დღესაც ცხოვრობენ აბაშაში. ეს საგვარეულო სავარაუდოდ იმერეთიდან არის გადმოსული საჭყონდიდლოში. ისინი შედიან მთავარანგელოზის სარდლის სამსახურში და მათი აზნაურები ხდებიან. შესაძლებელია ძველაძეების საგვარეულო მე-11 საუკუნეში არიან ემიგრაციაში წასული ბიზანტიაში. მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში თურქთა ბიზანტიაში შემოსევის შემდეგ გაუქმდა "იბერიის საკატეპანო". ამის შემდეგ ტაო საქართველოს მფლობელობაში გადმოდის. შესაძლებელია ტაოს პატრიკიოზების საგვარეულო ბიზანტიაში წავიდა პოლიტიკურ ემიგრაციაში და შეუერთდა იბერიის ძველი სამეფო დინასტიის დიასპორას. 1453 წელს კი სამეფო დინასტიასთან ერთად დაბრუნდა სამხრეთ საქართველოში. ხოლო ჯაყელებმა მათი შთამომავლები კვლავ აღადგინეს სამხრეთ ტაოში. ერთერთი ვერსიით შესაძლებელია მე-16 საუკუნის სამხრეთ საქართველოს თორთომის მხედართმთავრების საგვარეულო 1453 წელს დაბრუნდა საქართველოში. ამ ვერსიით ზემოთხსენებული როსტომის საგვარეულო (ძველაძეები) არიან მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში ემიგრაციაში წასული ტაოს პატრიკიოზების შთამომავლები. დაბრუნების შემდეგ ჯაყელებმა ისინი დააფუძნეს თავიანთ ისტორიულ მხარეში თორთომის ხეობაში და გადასცეს საპაჯა-აშკისორის (ჩორდვანის) ციხესიმაგრე და საფეოდალო. მე-16 საუკუნის პირველ ნახევარში იწყება ამ საგვარეულოს რესტავრაციის პროცესი. ისინი ჯერ მთელი თორთომის ხეობის მფლობელები ხდებიან. ხოლო 1535 წლის გადატრიალების შემდეგ კი როსტომის საგვარეულო ხელისუფლებაში დაბრუნდა როგორც სამხრეთ საქართველოს მხედართმთავრები. ასეთ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. საბოლოოდ მე ამჟამად ამ მეორე ვერსიას უფრო ვანიჭებ უპირატესობას და თორთომის მხედართმთავრების საგვარეულო 1453 წელს ბიზანტიიდან დაბრუნებული მე-11 საუკუნის ტაოს პატრიკიოზების შთამომავლები არიან. მათი წინაპრები იყვნენ გაბრიელ ოჩოპინტრეს ძე, პატრიკიოზი ჯოჯიკი და სხვა მხედართმთავრები მე-8-11 საუკუნეების ტაოდან. {( როგორც ცნობილია მე-11 საუკუნეში ბიზანტიამ ძალიან გააძლიერა პოლიტიკური და სამხედრო ზეწოლა საქართველოს სამეფო დინასტიაზე. ჩემი ვარაუდით მე-11 საუკუნეში ბიზანტიაში არსებობდა პოლიტიკური პროექტი რომელიც ითვალისწინებდა საქართველოში უძველესი იბერიული სამეფო დინასტიის რესტავრაციას. ამ პროექტის განხორციელებაზე სამხრეთ საქართველოს მიმართულებით მუშაობდნენ სამხრეთ ტაოს პატრიკიოზებიც. ამიტომ მე-11 საუკუნეში სამხრეთ საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანი გადადის ბიზანტიის მხარეზე. ამ პროექტმა საქართველოს მმართველი ბაგრატიონების დინასტია ძალიან შეარყია და დაასუსტა. და რომ არა ბიზანტიაში თურქ-სელჩუკების შემოჭრა ეს პროექტი ძალიან დიდი ალბათობით გაიმარჯვებდა. თურქ-სელჩუკების შემოჭრის შემდეგ ბიზანტიელებს უკვე არ ეცალათ ამ პროექტისთვის. ამიტომ მათ ეს პროექტი დახურეს და კვლავ გეზი აიღეს ბაგრატიონების დინასტიასთან ურთიერთობების დალაგებისკენ)}. მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში სამთავროში და საერთოდ მთელ საქართველოში ცვლილებები მოხდა.ეს ცვლილებები შეეხო "სუჯუნა-წალიკარის ზონებსაც".რის შედეგადაც მე-17-მე-18 საუკუნეებში დამკვიდრებული წესწყობილება ამ მხარეშიც შეიცვალა და თანდათან დამკვიდრდა მმართველობის ახალი სისტემა. მე-16 საუკუნის ბოლოს სამეგრელოს სამთავრო ძალიან გაძლიერდა და თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია მთელი დასავლეთი საქართველო.უკლებლივ ყველა სფეროში შეინიშნებოდა სასიკეთო ცვლილებები სამთავროში და ამაში დასავლეთ მესხეთიდან შემოსული მოსახლეობის და მათი მეთაურების ხელიც ერია.თანდათან აღმოსავლეთ სამეგრელოში ჩამოყალიბდა ძალა, რომელსაც პირობითად შეგვიძლია ვუწოდოთ"საჭყონდიდოს დაჯგუფება". მე-17 საუკუნის მეორე ნახევარში სამეგრელოს სამთავროში მდგომარეობა გართულდა.სამთავროში გაჩნდა ქაოსის აშკარა ნიშნები.ამის შემდეგ ხელისუფლებაში თანდათან ჩიქვანები მოვიდნენ,რომლებიც გორდიდან ღარიბი აზნაურის ოჯახიდან იყვნენ წარმოშობით.ვახუშტის ცნობით ისინი "მდაბალი"აზნაურის ოჯახიდან იყვნენ. {გამოყენებულია ლიტერატურა: სერგი მაკალათია "სამეგრელოს ისტორია და ეთნოგრაფია".}. ჩიქვანები წარმოშობით არ განეკუთვნებოდნენ აზნაურთა ზედაფენას,წარჩინებულ აზნაურთა ფენას.ისინი აზნაურთა ქვედაფენის წარმომადგენლები იყვნენ წოდებრივად. ჯერ ერთი ძმა ხდება ჭყონდიდელი,შემდეგ მისი მეშვეობით მეორე წინაურდება მთავრის კარზე.ყურადღება მივაქციოთ,სწორედ საჭყონდიდოდან იწყება მათი კარიერა.საბოლოოდ ეს "უგვარო"ჩიქვანები ძველი დადიანების,"ხელმწიფის" ტახტზე აღმოჩნდნენ.ეს იყო უჩვეულო და "ანომალიური"მოვლენა ფეოდალური საქართველოს ისტორიაში,რომელზეც რატომღაც ყურადღება არაა გამახვილებული თუ როგორ მოხდა.შეურიგდებოდა განა სამეგრელოს ან დასავლეთ საქართველოს არისტოკრატია ამ მოვლენას? რა თქმა უნდა არა და ეს არასდროს მოხდებოდა.მაგრამ ჩიქვანები სარგებლობდნენ არტანუჯის მეფეთა შთამომავლების და "საჭყონდიდოს დაჯგუფების"ძლიერი პოლიტიკური და მორალური მხარდაჭერით,ეს კი უზრუნველყოფდა მათ ლეგიტიმაციას დადიანების ტახტზე. თუმცა სამეგრელოს ძველი არისტოკრატიის მნიშვნელოვანი ნაწილი არ შეეგუა ამ ფაქტს.რამაც გამოიწვია მე-17 საუკუნის ბოლოს სისხლისმღვრელი შოდასამოქალაქო დაპირისპირება სამთავროში.ამას მრავალი ადამიანი ემსხვერპლა.გაქრა სახსენებელი მეგრელი თავადების ბისკაიების გვარისა.ასეთი შემთხვევა ბევრი იქნებოდა.საბოლოოდ ჩიქვანებმა გაიმარჯვეს და გამთავრდნენ. უნდა აღინიშნოს,რომ მე-17 საუკუნის ბოლოს დასავლეთ საქართველოში მდგომარეობა გართულდა.ოსმალეთის იმპერია ცდილობდა თავისი გავლენის გაძლიერებას დასავლეთ საქართველოში.მათი წაქეზებით და მხარდაჭერით აფხაზეთის სამთავრომ დაიწყო თავდასხმები სამეგრელოზე.პროთურქულად იყო განწყობილი გურიის მთავარი მამია მესამე გურიელი.სამეგრელოს სამთავროს შიგნითაც შიდასამოქალაქო დაპირისპირება იყო.ჩიქვანთა მოწინააღმდეგე დაჯგუფებები სამეგრელოში უეჭველად მხარს უჭერდნენ დასავლეთ საქარტველოს პროთურქულად განწყობილ ძალებს,აფხაზეთის და გურიის მთავრებს.არსებობდა ძალიან სერიოზული საფრთხე,რომ პროთურქულად განწყობილ აფხაზეთს დაეკავებია მთელი სამეგრელო.ეს კი უკიდურესად მძიმე მდგომარეობას გამოიწვევდა დასავლეთ საქართველოში.ასეთ უკიდურესად რთულ ვითარებაში სამეგრელოს სამთავროსა და იმერეთში მოხდა პატრიოტულად განწყობილი ძალების კონსოლიდაცია.ჩიქვანები და გიორგი აბაშიძე დაუპირისპირდნენ პროთურქულ ძალებს და საბოლოოდ გაიმარჯვეს მათზე.მამია მესამე გურიელი,რომელმაც,დროებით ქუთაისის ტახტიც კი ჩაიგდო ხელში ერთერთ ბრძოლაში დაამარცხეს და მოკლეს. ამ გამარჯვებამ დასავლეთ საქართველო და სამეგრელო ძალიან სერიოზულ საფრთხეს ააცილა.სამეგრელოს მმართველმა გიორგი ლიპარტიანმა ამის შემდეგ რამდენჯერმე წარმატებით ილაშქრა აფხაზეთზე და საზღვარი მდინარე კოდორზე(კელასურზე?) აღადგინა.მაგრამ ოსმალთა 1703 წლის ლაშქრობის შემდეგ ის იძულებული გახდა უკან დაეხია და საზღვარი მდინარე ღალიძგაზე გადმოეტანა.შიდაპოლიტიკური კრიზისის დაძლევის შემდეგ აფხაზეთის მიმართულებით უკვე უპირატესობა სამეგრელოს სამთავროს მხარეზე იყო გადასული.სამეგრელოს სამთავროს მესვეურები სავარაუდოდ არ დაკმაყოფილდებოდნენ მხოლოდ მდინარე კოდორზე(კელასურზე?) საზღვრის აღდგენით და ალბათ გეგმავდნენ მთელ აფხაზეთის სამთავროზე პოლიტიკური გავლენის აღდგენას.მაგრამ აფხაზეთის სამთავრო უკვე ოსმალეთის იმპერიის ვასალი იყო და ოსმალეთი ამას არ დაუშვებდა. როგორც ჩანს სულთნის ხელისუფლება კატეგორიულად მოითხოვდა სამეგრელოს სამთავროსაგან, რომ თავი დაენებებინა აფხაზეთისთვის და დაეტოვებია აღმოსავლეთ აფხაზეთის რეგიონი. სამეგრელოს სამთავროც იძულებული შეიქმნა დაეტოვებია ეს ტერიტორია{(აქ განხილულია შუა საუკუნეებში სამეგრელოს სამთავროს გარშემო მიმდინარე ისტორიულ-პოლიტიკური პროცესები და აქედან გამომდინარე არანაირი შეხება არ გააჩნია თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებთან. აქ ყველაფერი განიხილება წმინდა ისტორიულ ჭრილში)}. ამავე დროს იმერეთშიც შეიცვალა ხელისუფლება და ტახტზე აბაშიძე ავიდა.ეს პროცესები გეგმაზომიერად მიმდინარეობდა და მისი მიზანი სამეგრელოსა და იმერეთში ხელისუფლებაში ახალი ძალების მოსვლა იყო.თუმცა აბაშიძემ მხოლოდ 7 წელი შეინარჩუნა ხელისუფლება. გიორგი აბაშიძემ ოსმალებს ხარკის მიცემა შეუწყვიტა და აღარც სულთანს უგზავნიდა საჩუქრებს. ოსმალების ჯარმა ის გადააყენა და ტახტზე საკუთარი კანდიდატი დასვეს, ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენელი,რომელიც ახალციხის ფაშასთან იზრდებოდა. ამ პერიოდიდან სამეგრელოში აშკარად იკვეთება არაფორმალური მმართველობის ნიშნები: სამეგრელოს ჩიქვანები მართავენ,მაგრამ არიან "საჭყონდიდოს დაჯგუფების"გავლენის ქვეშ და მათი მეშვეობით ინარჩუნებენ ლეგიტიმურობას მთავრის ტახტზე.ამის შემდეგ სიტუაცია სამეგრელოში სტაბილური გახდა.შეწყდა ქაოსი. უნდა ითქვას,რომ ჩიქვანების დინასტიის წარმომადგენლებმა დადებითი როლი შეასრულეს მე-18 საუკუნის სამეგრელოს ისტორიაში. ჩნდება კითხვა, იყვნენ თუ არა ჩიქვანები ლეგიტიმურები სამეგრელოს მთავრის ტახტზე? პასუხი ცალსახაა, თავიანთი წარმომავლობიდან გამომდინარე ფეოდალიზმის ეპოქაში ისინი მანამდე იყვნენ ლეგიტიმურები მთავრის ტახტზე სანამ მათ მთავრობას მხარს უჭერდა და აღიარებდა წალიკარისა და სუჯუნის(საჭყონდიდლოს) საზოგადოება და წალიკარელი ხოშტარიების ოჯახის მეთაური. როგორც კი აქედან მათი მხარდაჭერა შეწყდებოდა მაშინვე ავტომატურად დამთავრდებოდა მათი ლეგიტიმაცია მთავრის ტახტზე. აი ეს არის რეალობა. უნდა აღინიშნოს გიორგი ლიპარტიანის ძის ბეჯან დადიანის მოღვაწეობა.მან თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია იმერეთის სამეფო და ცდილობდა იმერეთის მეფის ალექსანდრეს ფიზიკურ ლიკვიდაციას.ის ცდილობდა მთელ დასავლეთ საქართველოში პოლიტიკური პირველობის მოპოვებას და ოსმალების განდევნას დასავლეთ საქართველოდან. მისი პოლიტიკური გეგმები პატრიოტული იყო.მის მოღვაწეობას თუ გავაანალიზებთ დავინახავთ,რომ მისი გეგმები იყო იმერეთის ფორმალური მეფის პოლიტიკური ლიკვიდაცია, სამეგრელოსა და იმერეთის გაერთიანება თავისი ძალაუფლების ქვეშ,ხოლო შემდეგ დანარჩენი დასავლეთ საქართველოს დამორჩილება.(აქ არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ეს შუა საუკუნეებია სადაც მოწინააღმდეგის ფიზიკური ლიკვიდაცია ჩვეულებრივი მოვლენა იყო.მსგავს მეთოდებს ბაგრატიონებიც არცთუ ისე იშვიათად იყენებდნენ საკუთარი პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ.თუმცა ჩემი ვარაუდით ბეჟან დადიანი იმერეთის მეფის პოლიტიკურ ლიკვიდაციას უფრო აპირებდა ვიდრე ფიზიკურ ლიკვიდაციას.ფიზიკური ლიკვიდაცია,რომ მოენდომებინა ალბათ არ გაუჭირდებოდა და შეასრულებდა.ის ალბათ ცდილობდა იმერეთის მეფის ისეთ პოლიტიკურ მდგომარეობაში ჩაყენებას,რომ იმერეთის მეფე თვითონ გაქცეულიყო იმერეთიდან). იმერეთის სამეფო და იმერეთის მეფე ოსმალეთის იმპერიის ვასალი იყო და ბეჟან დადიანის გეგმები წინააღმდეგობაში მოდიოდა ოსმალეთის იმპერიასთან.ამიტომ ოსმალებმა ეს ენერგიული სამეგრელოს მთავარი და იმერეთის ფაქტიური გამგებელი გეგუთთან ღალატით მოკლეს. თავისთავად ცხადია, რომ ბეჟან დადიანს მანამდე ოსმალებისგან მიღებული ექნებოდა სიტყვიერი კატეგორიული მოთხოვნა თავი დაენებებია იმერეთის სამეფოსთვის და ოსმალეთის ვასალი მეფისთვის. როცა სიტყვიერმა გაფრთხილებამ შედეგი ვერ გამოიღო ოსმალებმა რადიკალურ ზომებს მიმართეს და იმერეთში, ქუთაისთან ახლოს გეგუთში ბეჟან დადიანი ღალატით იქნა მოკლული. მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში ოსმალეთის იმპერიამ გააძლიერა სამხედრო-პოლიტიკური ზეწოლა სამეგრელოს სამთავროზე.მან სამეგრელოს დასავლეთ საზღვრისპირა რაიონებში მდებარე ციხეებში თავისი ჯარის ნაწილები ჩააყენა.მაგრამ მან ვერ შეძლო სამეგრელოს სამთავროს დამორჩილება და საკუთარ ვასალ სამთავროდ გადაქცევა.სამეგრელოს სამთავრომ დაიცვა და შეინარჩუნა თავისი სუვერენიტეტი. ჩემი გამოანგარიშებით მე-19 საუკუნის დასაწყისში უშუალოდ სამეგრელოს სამთავროს ჯარის რაოდენობა დაახლოებით 5 000 მეომარი იყო. ამავე დროს ეს 5 000 მეომარი წარმოადგენდა იმ ადამიანთა ნაკრებს, რომლებიც მთელი თავიანთი ცხოვრების მანძილზე ორიენტირებულნი იყვნენ სამხედრო სფეროზე და მოლაშქრეობაზე და თავიანთი საქმის პროფესიონალები იყვნენ. ამ 5 000 მეომარს ემატება სამეგრელოს მფლობელობაში მყოფი ლეჩხუმის მხარის დაახლოებით 1 000 მეომარი. სამეგრელოს ყველა რაიონების რაზმების საყოველთაო მობილიზაციის დროს სულ გამოდის დაახლოებით 6 000 მეომარი ლეჩხუმის ჩათვლით. ხოლო ზოგიერთი ცნობა, რომ თითქოს სამეგრელოს სამთავროს 5 000-იან ჯარში 2 000 მხოლოდ ლეჩხუმის რაზმები იყო რეალობისგან სრულიად მოწყვეტილია და ფანტაზიის ნაყოფია. ეს რომ არარეალური შეფარდებაა "შეუიარაღებელი" თვალითაც კი კარგად ჩანს. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ამის მიზეზია ის, რომ აქ არ იგულისხმებოდა რიონისპირეთის და საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნების სამხედრო რაზმები. ამ რაზმების გარეშე კი სამეგრელოს სამთავროს ჯარის რაოდენობა მართლაც დაახლოებით 3 000 კაცი იყო და ამ დაახლოებით 3 000 კაცს მე-18 საუკუნეში ემატებოდა ლეჩხუმის დაახლოებით 1 000 მეომარი. ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მე-17 საუკუნის თურქი ისტორიკოსი იბრაჰიმ ფეჩევი გონიოს ციხესთან მოსულ სამეგრელოს მთავრის 3 000 მეომარს უწოდებს "მთიელ მეგრელებს". აქ აშკარად ჩანს, რომ ოსმალეთის იმპერიაშიც იცოდნენ სამეგრელოს სამთავროს შეიარაღებული რაზმების დაყოფა ორ ნაწილად. ამ "მთიელ მეგრელებში" ის გულისხმობდა სამეგრელოს მთავრის დაქვემდებარებაში მყოფ იმ რაზმებს, რომლებიც გამოსული იყვნენ სამეგრელოს ზედა ზონის რაიონებიდან, რომელიც ძირითადად მთაგორიანია. აქედან გამომდინარე იბრაჰიმ ფეჩევის სცოდნია, რომ არსებობდა "მეორე სამეგრელო" რომელიც მოიცავდა სამეგრელოს სამთავროს სამხრეთ დაბლობ რაიონებს, რომელსაც ჰყავდა საკუთარი შეიარაღებული რაზმები და საკუთარი მეთაურები, რომლებიც არ ექვემდებარებოდნენ სამეგრელოს მთავარს და საკუთარი ავტონომიური მმართველობა გააჩნდათ. ისე ნუ წარმოვიდგენთ,რომ მე-17-18 საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიას თუ კი მოისურვებდა არ შეეძლო სამეგრელოს სამთავროს და დასავლეთ საქართველოს განადგურება.მაგრამ დასავლეთ საქართველო ოსმალეთის უზარმაზარი იმპერიისთვის რაიმე სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენდა,ამიტომ ოსმალეთის იმპერია ვერ ხედავდა აუცილებლობას,რომ დასავლეთ საქართველოში განსაკუთრებული ფართომასშტაბიანი საომარი კამპანია ეწარმოებია.ის დასავლეთ საქართველოში ზოგჯერ აწარმოებდა ოსმალეთის იმპერიისთვის მცირე და საშუალო მასშტაბის საომარ კამპანიებს და ზოგჯერ დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროების ფორმალური ვასალური დამოკიდებულებითაც კი კმაყოფილდებოდა.მას არ აწყობდა აგრეთვე დასავლეთ საქართველოს გაერთიანება ერთი მმართველის მეთაურობით და როცა ამისი მცდელობა იყო სამეგრელოს სამთავროდან ინსპირირებული,ის ამ შემთხვევაში ერეოდა და ასეთ მცდელობას ანეიტრალებდა.ამის ერთერთი აშკარად გამოკვეთილი და ნათელი მაგალითია ზემოთ მოყვანილი ბეჟან დადიანის მაგალითი. უფრო ადრეც იყო მსგავსი შემთხვევა გიორგი ლიპარტიანისა და გიორგი აბაშიძის შემთხვევაშიც,რომელიც აშკარად სამეგრელოდან იყო ინსპირირებული და წარმატების შემთხვევაში უფრო ფართო და შორსმიმავალ მიზნებს ისახავდა.ეს გეგმებიც გაანეიტრალა ოსმალეთმა,როცა აბაშიძე იმერეთში ძალაუფლებას ჩამოაცილა. მე-18 საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალეთის იმპერია იძულებული გახდა საზღვრისპირა ციხეებიდან თავისი ჯარის ნაწილები გაეყვანა.ის ინარჩუნებდა მხოლოდ ფოთის ციხეს და ნავსადგურს. მე-19 საუკუნის დასაწყისში საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნების მეთაურებმა სამეგრელოს მთავარი გრიგოლ დადიანი ჩამოაცილეს ხელისუფლებას და სამეგრელოდან განდევნეს. მათ ტარიელ დადიანის გამთავრება სურდათ. გრიგოლ დადიანს გვერდით დაუდგა აფხაზეთის მთავარი და მისი დახმარებით მოინდომა მთავრის ტახტის დაბრუნება. როგორც ჩანს საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნების მეთაურების მოკავშირედ გამოდის იმერეთის მეფე სოლომონი. აფხაზეთის მთავარმა უკან დაიხია და გრიგოლმაც აფხაზეთს შეაფარა თავი. ამის შემდგომ განდევნილი გრიგოლი უკავშირდება რუსეთის იმპერიის ხელისუფლებას და თავს მათ ქვეშევრდომად აღიარებს. რუსეთის იმპერიამ გრიგოლი მიიღო თავის ქვეშევრდომობაში და აღიარა სამეგრელოს მთავრად. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში უკვე კარგა ხანია იმყოფებოდა აღმოსავლეთ საქართველო. გრიგოლ დადიანის შესვლამ რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში რადიკალურად შეცვალა პოლიტიკური მდგომარეობა დასავლეთ საქართველოში. ამის შემდეგ გრიგოლ დადიანს ბევრი მომხრეები გამოუჩნდა და მან მთავრის ტახტი დაიბრუნა. საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნების მეთაურებმა და სოლომონ მეფემ ახლა თვითონ დაიხიეს უკან და გრიგოლის კვლავ გამთავრებას შეეგუენ. საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნების მეთაურები მიხვდნენ, რომ გრიგოლის წინააღმდეგ ახლა ღიად და აშკარად გალაშქრება რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავდა. ეს კი უკვე თვითმკვლელობის ტოლფასი იყო. ამიტომ ისინი ახალ რეალობას და სამეგრელოს სამთავროს შესვლას რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში შეეგუენ და თავიანთი ავტონომიური წარმონაქმნების საზღვრებში დარჩნენ. სხვა გზა მათ უკვე აღარ ჰქონდათ. მე-19 საუკუნეში ისინი თანდათან ჩამოშორდნენ არაფორმალურ მმართველობას და გადაიქცნენ მსხვილ მემამულე-მიწათმფლობელებად. ამ ოჯახის წარმომადგენლები არ შესულან სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურებში და სამოხელეო აპარატში.ისინი შინაგანად და ტრადიციულად ბოლომდე თავისუფალ ადამიანებად დარჩნენ.ვფიქრობ ყველაფერმა ამან და არაფორმალურ პოზიციაში დგომამაც ხელი შეუწყო მათ თანდათან დავიწყებას საბოლოოდ. ექვთიმე თაყაიშვილმა რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში იმოგზაურა სუჯუნაში,აღწერა სუჯუნის წმინდა გიორგის ეკლესიის ხატები და ფოტოებიც გადაუღო.მან ცნობა შემოგვინახა ერთერთ ვერცხლის ხატზეც,რომელზეც ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი იყო გამოსახული.მან ეს ხატი მე-17-18 საუკუნეებით დაათარიღა.ამ ხატზე ყოფილა შემდეგი ასომთავრული წარწერა: "სუჯუნის წმიდაო გიორგი,შეიწყალე და გაუმარჯვე ბატონს გიორგის რომელმან მოვაჭედინე ხატი შენი, ამინ".{გამოყენებულია ლიტერატურა: "სუჯუნა".ლ.ნოდია.2010.}. ეჭვს გარეშეა,რომ ეს "ბატონი გიორგი",რომელიც არც თავის გვარს არ ახსენებს და არც ტიტულატურას ადგილობრივი "დიდი ბატონია".განსხვავებით სამეგრელოს მთავრებისგან და ჩიქვანებისგან ის მხოლოდ საკუთარ პიროვნულ სახელს ახსენებს. სამეგრელოს მთავრები,დადიანები,ჩიქვანები და ლიპარტიანები წარწერებზე ყოველთვის მიუთითებდნენ თავიანთ ტიტულებს. ეს "ბატონი გიორგი"რომელმაც მოაჭედინა ვერცხლის ხატი და სუჯუნის ტაძარს აჩუქა ან წალიკარის ხოშტარიების ოჯახის მეთაურია და ან კიდევ საჭყონდიდლო-რიონისპირეთის გაერთიანებული რაზმების სარდალი მთავარანგელოზის ძველაიების მეთაური ოჯახიდან. {(ჩემი ვარაუდით ეს ხატი შეიქმნა მე-17 საუკუნის ბოლო მეოთხედში, როცა მთელ დასავლეთ საქართველოში უკიდურესად გართულებული პოლიტიკური სიტუაცია იყო. ამ ხატის შემკვეთი "ბატონი გიორგი", რომელიც ან წალიკარის ხოშტარიების ოჯახის მეთაურია, ან კიდევ მთავარანგელოზის სარდალი გრძნობდა იმ ძალიან საშიშ სიტუაციას, რომელიც შეიქმნა დასავლეთ საქართველოში ოსმალეთის იმპერიის წაქეზებით და ხელშეწყობით. ის წმინდა გიორგის სთხოვდა დახმარებას და შემწეობას რათა გაემარჯვა მოწინააღმდეგე ძალებზე. სწორედ წალიკარის ხოშტარიების და მთავარანგელოზის სარდლის ოჯახების მეთაურთა გონივრულად წარმართულმა სტრატეგიამ განაპირობეს ძლიერი პროთურქული ძალების დამარცხება დასავლეთ საქართველოში. გიორგი ლიპარტიანი და გიორგი აბაშიძე მათი გონივრული სტრატეგიის გამტარებლები და შემსრულებლები იყვნენ)}. აქ ჩამოთვლილ ხატებში ყურადღებას იქცევს ერთი ვერცხლის ხატიც.ეს ხატი ძალიან ძველია, ხოლო აშია გვიანდელია და გაკეთებულია ლევან დადიანის მიერ მე-17 საუკუნეში, როგორც მხედრული წარწერა მოგვითხრობს.წმინდა გიორგის ფარზე არის ასომთავრული წარწერაც: "ქრისტე შეიწყალე იოანე ცაიშელი ფოლაგისძე".თუ ჩავთვლით, რომ ეს ხატი ლევან დადიანის ნაჩუქარია მაშინ გამოდის,რომ აქ მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში არსებობდა ძლიერი ტაძარი, რომელსაც ლევან დადიანი ასეთ ძლიერ ხატს ჩუქნის.ანუ თუ დადასტურდებაა,რომ ეს ხატი ლევან დადიანის ნაჩუქარია, მაშინ ლოგიკურად გამოდის, რომ ეს განთქმული ტაძარი ლევან დადიანის დროს უკვე აგებული იყო.მოკლედ ამ ტაძრის აგების ნამდვილი თარიღი დასაზუსტებელია. ჩემი ვერსიით ეს ტაძარი აგებულია ან მე-16 საუკუნის ბოლოს, ან მე-17 საუკუნის პირველ ნახევარში. ეს ტაძარი აშენდებოდა პირველ რიგში სამეგრელოს ამ კუთხის მოსახლეობის და მათი ლიდერების(ხოშტარიძე-ხოშტარიების) და მთავარანგელოზის ძველაიების ძალისხმევით და სავარაუდოდ სამეგრელოს მთავრის გარკვეული დახმარებით. თავისთავად ცხადია, რომ ჭყონდიდის ეპისკოპოსიც, რომლის ეპარქიაში შენდებოდა ასეთი მასშტაბური ტაძარი, დაინტერესებული იქნებოდა მისი მშენებლობით. თუმცა ამ ვერსიას გარკვეული ფაქტებით დადასტურება ჭირდება, რაც ამ საქმის სპეციალისტების და მკვლევარების პრეროგატივას წარმოადგენს. კიდევ ვიმეორებ, რომ თუ კი დადასტურდა, რომ ზემოთხსენებული ხატი ლევან დადიანის ნაჩუქარია ამ ტაძრისადმი ეს უკვე უტყუარი დადასტურებაა იმისი, რომ ეს ძლიერი ტაძარი ლევან მეორის დროს უკვე აგებული იყო.გარდა ამისა შეიძლება სხვა ფაქტებიც არსებობდეს, რომელთა მოძიება შეუძლიათ ამ სფეროს სპეციალისტებს. მე საკუთარ თავს მოვიაზრებ, როგორც ისტორიკოს-ანალიტიკოსს, ისტორიკოს-მკვლევარს და ისტორიკოს-გამომძიებელს, რომელიც ანალიზს უკეთებს და იკვლევს სხვადასხვა ისტორიულ ფაქტებს. ტაძრების აშენების თარიღების დაზუსტებას კი ჭირდება ის სპეციალისტები, რომლებიც უშუალოდ ორიენტირებულნი არიან ტაძრებზე და ეკლესია-მონასტრებზე და მუშაობენ ამ მიმართულებით. ეს საგვარეულო უნდა უკავშირდებოდეს ანტიკური ტაო-კლარჯეთის მმართველებს, ანტიკური ტაო-კლარჯეთის მეფეთა დინასტიას.ოსმალთა მატიანეში მოხსენიებული თორთომის მესაკუთრე "შაჰი"(მეფე) მამრული და კოლას ციხის მშენებელი"ლევან ხანი,გურჯისტანის მფლობელი" არიან ხოშტარიძეების საგვარეულოს წარმომადგენლები, ეს პირები კი თავის მხრივ არიან ანტიკური სამხრეთ საქართველოს მეფეთა დინასტიის შთამომავლები. კვლავ რომ არ მომხდარიყო ამ საგვარეულოს რესტავრაცია ტახტზე,ამიტომ როგორც ჩანს მალევე ჰერაკლე კეისარმა ამ შტოს წარმომადგენლები ბიზანტიაში გადაასახლა.ეს გადასახლება შეეხებოდა ამ საგვარეულოს ყველა წარმომადგენელს,ვისაც კი შეიძლებოდა მომავალში რაიმე იურიდიული პრეტენზიები ჰქონოდა საქართველოს ტახტზე. ამ საგვარეულოს შორეული წინაპრების სამხრეთ საქართველოს ანტიკურ მეფეთა დინასტიას ეძღვნება ჩემი საკმაოდ ვრცელი ნაშრომი სათაურით "ქართლის სამეფოს გაქრისტიანება მითი და რეალობა და ანტიკური კლარჯეთ-ეგრისის დიდი სამეფოს მოკლე ისტორია". ამ ნაშრომში ისტორიულ ფაქტებზე და წყაროებზე დაყრდნობით ასახულია სამხრეთ საქართველოს ანტიკური სამეფოს ისტორია და ამ სამეფოს მეფეთა ცნობილი წარმომადგენლების ვინაობა. ეს საგვარეულო 1453 წლისთვის დაბრუნდა ბიზანტიის ქართულ ემიგრაციასთან ერთად და ყვარყვარე ჯაყელის დახმარებით არტანუჯში დამკვიდრდა.ბიზანტიაში შუა საუკუნეებში ბევრი ქართველი მოღვაწეობდა.იყო ძლიერი ქართული სასულიერო-საგანმანათლებლო ცენტრები.არსებობდა ძლიერი და განათლებული ქართული დიასპორა და "ინტელიგენცია". ყველა პირობები არსებობდა,რომ ქართველებს და სამხრეთ საქართველოს მეფეთა შთამომავლებს არ დაევიწყებიათ საკუთარი წარმომავლობა და თვითმყოფადობა საუკუნეების განმავლობაში.მათ უეჭველად ექნებოდათ ძველი საისტორიო წიგნები სადაც მოთხრობილი იქნებოდა შედარებით უფრო რეალური საქართველოს ისტორია მე-9 საუკუნემდე.ყველაფერი ეს ერთად აღებული უზრუნველყოფდა და კვებავდა მათ ისტორიულ მეხსიერებას რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.ეს საგვარეულო განაწყენებულმა ყვარყვარე ჯაყელმა ბაგრატიონებს დაუპირისპირა. ოსმალთა ოკუპაციის შემდეგ ამ საგვარეულოს მეთაური ოჯახი დამკვიდრდა აღმოსავლეთ სამეგრელოში,გაძლიერებული სუჯუნის ცენტრიდან ცოტა მოშორებით.მათ იქ მოაწყვეს თავიანთი რეზიდენცია-საცხოვრებელი და დიდი მამული.მათ პირად მფლობელობაში იყო მდინარე რიონის ორივე სანაპიროზე განლაგებული დიდი სოფლები და ტერიტორიები, ეს არის პირადი "დომენი". ეს საკმაოდ დიდი ტერიტორიაა. მათ აქ მოაწყვეს მათთვის ყველანაირად საჭირო ინფრასტრუქტურა,რომელიც ჭირდებოდა დიდი საგვარეულოს შთამომავლებს. აქედან და სუჯუნიდან ახორციელებდნენ არაფორმალურ მმართველობას მე-16 -მე-18 საუკუნეებში მთავარანგელოზის სარდალთან ერთად. რაც შეეხებათ სუჯუნის ხოშტარიებს,ზოგიერთი მათგანის წინაპარი ალბათ სიმბოლურად ატარებდა თავადის ტიტულს ქალაქ არტანუჯში,მაგრამ სამეგრელოში გადმოსვლის შემდეგ ისინი წარჩინებულ აზნაურებად გადაიქცნენ. განსხვავებით ბიზანტიის იმპერიისგან სამეგრელოს სამთავროში არ არსებობდა ძლიერი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები და "ინტელიგენცია". აქედან გამომდინარე ამ საგვარეულოს და აგრეთვე სხვა საგვარეულოების ისტორიული მეხსიერება სამეგრელოს სამთავროში ბევრად უფრო სუსტი იყო,ვიდრე ბიზანტიაში მცხოვრები ქართველებისა. მე-16 მე-18 საუკუნეები სამეგრელოს სამთავროში ამ საგვარეულოსთვის იყო ბრძოლა ფიზიკური გადარჩენისათვის და პიროვნული ღირსების შენარჩუნებისთვის.ამიტომ მათ აირჩიეს არაფორმალურ მდგომარეობაში ყოფნა.სხვანაირად მათ შეიძლება ერთიც დაეკარგათ და მეორეც.ჩვენ კარგად ვიცით გვიანფეოდალურ ხანაში რა მდგომარეობა იყო დასავლეთ საქართველოში.აქაური მეფე-მთავრები სათამაშოებად იყვნენ გადაქცეული გარეშე და შიდა ძალების მიერ. ამ საგვარეულოს მეთაურებს არ სურდათ თვითონაც სათამაშოები ყოფილიყვნენ.მათ მიაჩნდათ,რომ ეს მათ ღირსებას არ შეესაბამებოდა. გამბას ცნობებით მათი საცხოვრებელი მხარე საკმაოდ ღირსეულად ჩანდა. რაც შეეხება ამ საგვარეულოს გვარის ფორმას შუა საუკუნეებში, მე მაინც დარწმუნებული ვარ, რომ როგორც ბიზანტიაში ისე მე-15-მე-16 საუკუნის სამხრეთ საქართველოში ამ საგვარეულოს ფორმა იყო უცვლელი და არქაული-"ხოშტარიანი". სამეგრელოში გადმოსახლების შემდეგ ამ საგვარეულოს მოიხსენიებდნენ მეგრული ფორმით "ხოშტარია" თუმცა ამ საგვარეულოს მეთაურ ოჯახში მე-17-მე-18 საუკუნეებში უეჭველად ინახებოდა მათი გენეალოგიის წერილობითი წყარო საიდანაც იცოდნენ, რომ მათი გვარის ისტორიული ფორმა იყო "ხოშტარიანი". სავარაუდოდ მე-19 საუკუნეში ეს წერილობითი წყარო სხვადასხვა მიზეზების გამო უკვე ნადგურდება. სადღაც მე-19 საუკუნის ბოლოს ამ მეთაური ოჯახის ისტორიულ მეხსიერებაში ჯაჭვი წყდება და მათ გვარში იკარგება ისტორიული დაბოლოება "იანი". ჩნდება ისტორიულ მეხსიერებაში ვაკუუმი. ამ ვაკუუმს კი მექანიკურად, შეცდომით, ინსქტიქტურად ავსებს "ძე" და უკვე მეხსიერებაში ჯდება "ხოშტარიძე". წერილობითი წყარო მათ უკვე არ ჰქონდათ და ამიტომ იკარგება "იანი". რადგან იცოდნენ, რომ წარმოშობით არ იყვნენ მეგრელები და ოდესღაც მოვიდნენ აქ ამიტომ ინსტიქტურად "ხოშტარია"-ს წინაპრად ჩათვალეს "ხოშტარიძე". ამავე დროს სრულიად შესაძლებელია ზემოთხსენებულმა ალექსანდრე ოქროპირის ძე ხოშტარიამ იცოდა, რომ მათი ისტორიული გვარი იყო "ხოშტარიანი". მისი გარდაცვალების შემდეგ კი მისი შთამომავლების მეხსიერებაში მოხდა ამ გვარის ისტორიული ფორმის დავიწყება. მე რატომღაც მგონია, რომ ალექსანდრე ხოშტარიამ იცოდა გვარის ისტორიული ფორმა, რადგან გადმოცემით საკმაოდ განათლებული ადამიანი ყოფილა და ამავე დროს იცავდა და უფრთხილდებოდა წინაპართა დატოვებულ ტრადიციას და წალიკარის მემკვიდრეობას. ვფიქრობ, რომ უეჭველად იცოდა. ამ ფაქტთან უნდა გვქონდეს საქმე. არც ისაა გამორიცხული, რომ ალექსანდრე ხოშტარიას სიცოცხლეში მათ ოჯახში ჯერ კიდევ ინახებოდა რაღაც ძველი წერილობითი წყარო მათ გენეალოგიაზე. მისი გარდაცვალების შემდეგ კი განადგურებულიყო. ან შეიძლება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში განადგურდა ეს ძველი წყარო სასახლესთან ერთად. დავუშვათ და მათ წარედგინათ ეს წერილობითი წყარო ოფიციალურ დაწესებულებაში მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში. აბა ვინ დაუჯერებდათ. ფეოდალიზმის ეპოქაში მათი სჯეროდათ, რადგან გარდა ძველი წერილობითი წყაროებისა, რომელიც ადასტურებდა მათ უძველეს სამეფო წარმომავლობას მათ აგრეთვე გააჩნდათ მათი ძალაუფლების დამადასტურებელი ისეთი ატრიბუტები, როგორიც იყო რიონისპირეთის და საჭყონდიდლოს ავტონომიური წარმონაქმნები, მთავარანგელოზის და წალიკარის იმ ეპოქის დასავლეთ საქართველოში გამორჩეული ორსართულიანი აგურის სასახლეები, და აგრეთვე ძლიერი პირადი სამხედრო რაზმები, რომლებიც მხოლოდ მათ პირად დაქვემდებარებაში იმყოფებოდა. ამ დაახლოებით 1 900 კაციანი კარგად შეიარაღებული და მომზადებული, ერთ მუშტად შეკრული და მოტივირებული სამხედრო ძალით სამეგრელოს მთავრის ტახტიდან ჩამოგდება შეეძლოთ თუ საჭირო გახდებოდა. გარდა ამისა თუ საჭირო გახდებოდა მათ მოწოდებაზე სამეგრელოს ფეოდალების მნიშვნელოვანი ნაწილი დატოვებდა სამეგრელოს მთავრის ბანაკს და თავიანთი რაზმებით შეუერთდებოდნენ ამ 1 900 კაციან სამხედრო ძალას. აი ამ ფაქტორებიდან გამომდინარე სჯეროდათ ფეოდალიზმის ეპოქაში დასავლეთ საქართველოში წალიკარის ხოშტარიების და მთავარანგელოზის სარდლის გენეალოგიური მაღალი წარმომავლობის და იმ ძველი წერილობითი წყაროების რომლებსაც ისინი ფლობდნენ. და აბა მხოლოდ რაღაც ძველ გაურკვეველ სამეფო წარმომავლობის ისტორიას ისე ვინ დაიჯერებდა. მე-19 საუკუნეში ყველაფერი იცვლება მთელ საქართველოში. ეს ზემოთ ჩამოთვლილი ატრიბუტები თანდათან ძალას კარგავს. ხოლო მე-19 საუკუნის მე-2 ნახევარში მხოლოდ გახუნებულ და გაცრეცილ ქაღალდზე აღნიშნული იმ ეპოქის მკითხველისთვის სრულიად უცხო და გაურკვეველი სამეფო წარმომავლობის დინასტიის არსებობა და ამ დინასტიის მეფობა ოდესღაც სადღაც მათთვის გაურკვეველ დროსა და სივრცეში მართლაც ზღაპარივით იყო. იმ ეპოქის მკითხველისთვის ეს ზღაპარს გავდა. რაც შეეხებათ რუსეთის იმპერიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მე-19 საუკუნის შუა ხანებში, ისინი ალბათ ფიქრობდნენ და ვერ გებულობდნენ რა მოვლენასთან ჰქონდათ საქმე, ან ვინ იყვნენ ეს უცნაური ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კარგი სასახლეები, ფლობდნენ მამულებს, მიწებს, ტყეებს, მაგრამ არც თავადის წოდებას ატარებდნენ, არც აზნაურის, არც არანაირი ოფიციალური მმართველობითი სისტემის შემადგენლობაში ირიცხებოდნენ. თითქოს ცხოვრების სტილი და მენტალიტეტიც სხვანაირი ქონდათ და რაღაც სხვებს არ გავდნენ. იმპერიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ალბათ თვითონ დაინტერესდებოდნენ და მოისურვებდნენ გარკვევას თუ ვინ იყვნენ ეს უცნაური ადამიანები. მთავარანგელოზის და წალიკარის ოჯახის მეთაურებმა მაშინ ალბათ წარადგინეს თავიანთი ძველი წერილობითი წყაროები, მაგრამ პასუხი იქნებოდა ლაკონური: "ჩვენ არ გვსმენია ასეთი სამეფოს და მეფეების არსებობა, არც თქვენს ქართულ წყაროებში ასეთი სამეფო, მეფეები და სამეფო დინასტია არ ფიქსირდება. ამიტომ ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ამ წყაროების წარმომავლობა და არ ვიცით რაზეა საუბარი. ამიტომ ამ წყაროებს ჩვენ ვერ მივიღებთ რადგან არ დასტურდება. იქნებ ყალბია და მოგონილი? იცხოვრეთ ისე როგორც გინდათ, მაგრამ ჩვენ პრობლემებს ნუ შეგვიქმნით". აი დაახლოებით ასეთი შინაარსის ბუნებრივ პასუხს მიიღებდნენ ისინი. აქ საუბარი, რომ ყოფილიყო თავადის ან აზნაურის სტატუსზე მაშინ პრობლემა არ იქნებოდა და ეგრევე აღიარებდნენ. მაგრამ წყარო ეხებოდა სამეფო დინასტიის გენეალოგიას, რასაც ოფიციალურად არავინ აღიარებდა და მიიღებდა. თორთომის მხედართმთავრის შთამომავალიც დაახლოებით ასეთ ლაკონურ პასუხს მიიღებდა. მოკლედ იმპერიის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გაურკვეველი დარჩა ამ უცნაური ადამიანების ვინაობა და სტატუსი. ამიტომ მათზე არც კარგს ამბობდნენ და არც ცუდს. მათთვის ეს ადამიანები დარჩნენ ინკოგნიტო ადამიანებად. ხშირად, როცა ადამიანები რაღაცას ვერ ხსნიან და რაღაც მათთვის გაუგებარია ფიქრობენ "რა საჭიროა თავის მტვრევა. დარჩეს ისე როგორც არის. ჩვენ ამითი რას ვკარგავთ?". ამის შემდეგ ისინი ამ პრობლემას თავს ანებებენ და არც ახსენებენ. წალიკარის ხოშტარიების გენეალოგიური წყარო ალბათ მეფეთამეფეების და იმპერატორების შესაფერისი იყო. თორთომის მხედართმთავარიც მე-16 საუკუნეში ალბათ საკუთარ თავს მთელი ისტორიული საქართველოს მხედართმთავრად და მმართველად(საქართველოს ერისმთავრად) თვლიდა და არანაკლებ ამბიციური პიროვნება იყო. ამიტომ მისი გენეალოგიური წყაროც ამგვარად იქნებოდა წარმოჩენილი. მართალია ადგილობრივი საიმპერიო ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ წყაროების რეალობაში ეჭვი ეპარებოდათ და ვერ იჯერებდნენ, მაგრამ ვერც იმას უარყოფდნენ, რომ არსებობდნენ რეალური პიროვნებები, რომლებსაც ეს წყაროები გააჩნდათ. ამიტომაც რადგანაც ასეთი გაურკვევლობა იყო მათაც თავი ზედმეტად არ შეიწუხეს. ორივე ოჯახის მეთაურებს ალბათ ურჩიეს, რომ მათთვის რაიმე პოლიტიკური პრობლემები არ შეექმნათ და ეცხოვრათ თავიანთ მამულებში ისე, როგორც თვითონ სურდათ. და რადგანაც გაურკვეველი დარჩა ამ ორი ოჯახის წარმომავლობა მათ როგორც იტყვიან " ეს გაუხსნელი საქმე დახურეს და თაროზე შემოდეს". დატოვეს ისე, როგორც იყო. ხოლო ადგილობრივ ხელისუფლებას თუ დასჭირდებოდა მათი ოფიციალურად მოხსენიება მოიხსენიებდნენ ჩვეულებრივ "ბატონი.... და ასე შემდეგ", წოდებების მითითების გარეშე, როგორც ძველად იყო, ისე როგორც ერთერთ სუჯუნის წმინდა გიორგის ხატზე იყო მოხსენიებული ამ ოჯახების ერთერთი წარმომადგენელი- "ბატონი გიორგი". მე მგონია, რომ ამ სამეფო დინასტიის არსებობის და მეფობის წერილობითი დამადასტურებელი წყარო მე-20 საუკუნის დასაწყისში ჯერ კიდევ ინახებოდა ალექსანდრე ხოშტარიას ოჯახში, ოღონდ მას არანაირი იურიდიული და სამართლებრივი ძალა არ გააჩნდა და მკითხველისთვის ზღაპარს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე ჩემი აზრით ალექსანდრე ხოშტარიამ იცოდა მისი სამეფო წარმომავლობის ამბავი, მაგრამ ეს ისტორია მისთვისაც რაღაც გაურკვეველ დროსა და სივრცეში არსებობდა და თვითონაც ვერ ხვდებოდა ან ეს სამეფო სად არსებობდა და როდის არსებობდა. მოკლედ ეს მისთვისაც უკვე ზღაპარივით იყო, მაგრამ ამ რეალური ზღაპრის მას სჯეროდა. ეს რეალური ისტორია იყო ოღონდ ზღაპარს გავდა. ალექსანდრე ოქროპირის ძე ხოშტარია გარდაიცვალა დაახლოებით 1911 წელს. ახალგაზრდა კაცი იყო. ის საქართველოს გასაბჭოების დროს ცოცხალი რომ ყოფილიყო ძალიან დიდი ალბათობით ემიგრაციაში წავიდოდა, რადგან მისი ბუნებიდან გამომდინარე ვერ შეეგუებოდა ახალ რეალობას და ცხოვრებას. ისე როგორც მთავარანგელოზის ძველაიების ოჯახი ვერ შეეგუა და ემიგრაციაში წავიდა. ეს ორი ოჯახი ძალიან გავდა ერთმანეთს მათი მენტალობით და მსოფლმხედველობით. მათ თავისებური წარმოდგენა გააჩნდათ ღირსებაზე და ცხოვრების წესზე. შეიძლება ეს წარმოდგენა და ცხოვრების წესი უკვე ცოტა მოძველებული იყო, მაგრამ ეს მათი წესი იყო. დღესდღეობით ასეთი ფაქტის წინაშე დგას ისტორიოგრაფია: ან მოხდება ამ საგვარეულოს დაკავშირება ანტიკური ტაო-კლარჯეთის მეფეებთან, ან ყოველთვის უცნობი იქნება ანტიკური ტაო-კლარჯეთის დიდი მეფეების საგვარეულო კუთვნილება.სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ბაგრატიონების ათასწლოვან დინასტიას ბევრი ღირსეული და საპატიო წარმომადგენელი ყავდა, მაგრამ ის არ იყო ერთადერთი და შეუცვლელი. იყვნენ ფარნავაზიანები,იყო ანტიკური ტაო-კლარჯეთის, მე-15-16 საუკუნის არტანუჯის სამეფო დინასტია.აგრეთვე იყო მესხეთის დიდი მთავრების ჯაყელების საგვარეულო,რომელიც ისტორიული საქართველოს ტერიტორიის მესამედს ფლობდა და დიდ როლს ასრულებდა საქართველოს პოლიტიკაში.ჯაყელების დიდი საგვარეულო ისტორიული სამეფო დინასტიების გვერდით უნდა იდგეს. გარდა ჩემი კვლევებისა, სხვა უამრავი ცნობები და ფაქტები არსებობს რომლებიც უტყუარად ადასტურებენ, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში სუჯუნა იყო ყველაზე უფრო დიდი დასახლებული პუნქტი მთელ დასავლეთ საქართველოში. მხედველობაში მაქვს მოსახლეობის რაოდენობა.სუჯუნა აგრეთვე იყო სამეგრელოს სულიერი ცენტრი.აგრეთვე იყო ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი მთელ დასავლეთ საქართველოში.აქ არსებობდა ებრაელთა ყველაზე მრავალრიცხოვანი დასახლება მთელი დასავლეთ საქართველოს მასშტაბით და მათი ცნობილი სინაგოგა, რომელიც დღესაც არსებობს. სუჯუნას გვიანფეოდალურ ხანაში მუდმივად ყავდა საკუთარი წარმომადგენლობა ზუგდიდის მთავრის სასახლეში, რომელიც გაუქმდა მხოლოდ ეკატერინე ჭავჭავაძის მმართველობის დროს.ეს წარმომადგენლობა ზუგდიდის სამთავრო სახლთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა სამეგრელოს სამთავროს შიდა და საგარეო პოლიტიკის წარმოებაში.ეს წარმომადგენლობა იყო ის ორგანო, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ზუგდიდის სამთავრო ხელისუფლებას და სუჯუნას და სუჯუნა-საჭყონდიდოს ძლიერ საერო-რელიგიურ ერთობას. Post.Skriptum. მიუხედავად სერიოზული გაყალბებისა "ქართლის ცხოვრება" ბევრ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის.როცა სტატიაზე ვმუშაობ ვეყრდნობი ადგილობრივ და უცხოურ წყაროებს და ისტორიულ ფაქტებს.ვახდენ მათ გაანალიზებას(ანალიტიკოსი და გამომძიებელი უფრო ვარ ამ შემთხვევაში,ანალიტიკური აზროვნება აუცილებელია ისტორიულ ფაქტებზე მუშაობის დროს).ვიყენებ ქართველი და უცხოელი ისტორიკოსების შრომებს,და რაც ასევე ძალიან მთავარია ვიყენებ უახლესი მეცნიერების მიღწევებს.ყველაფერი ეს ერთად აღებული საბოლოოდ საკმაოდ კარგ შედეგებს იძლევა. ყველა ქვეყნის ისტორიაში არის ალბათ ბნელი ლაქები,რომელიც არაა კარგად შესწავლილი.ჩემი მიზანი იყო ამ ბნელ ლაქებში რაღაც სინათლე შემეტანა.თუ ამას შევძლებ ჩავთვლი,რომ ვალი მოვიხადე ისტორიის ლაბირინთებში,დროსა და სივრცეში დაკარგული ადამიანების წინაშე.ოფიციალური ქართული თანამედროვე ისტორიოგრაფია თუ კი გაიზიარებს ამ ნაშრომს ძალიან კარგი იქნება.ამით საქართველოს ისტორიის ეს მონაკვეთი შეივსება რეალური ფაქტებით და სრულყოფილი გახდება.თუ კი არ გაიზიარებს ეს მათი გადასაწყვეტია და მე ვერავის ვაიძულებ. ნურავინ იფიქრებს,რომ ეს არის საქართველოს ისტორიის თავიდან გადაწერის მცდელობა.საუკუნეების მანძილზე ფაქტებით დასტურდება,რომ რამდენჯერმე მოხდა ისტორიის ახლიდან გადაწერა და რეალური ისტორიის ზოგიერთი მონაკვეთების გაყალბება.ასეთი ფაქტები მსოფლიოს ყველა ქვეყნის ისტორიაში ხდებოდა და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.თანამედროვე საერთაშორისო ისტორიოგრაფია ცდილობს ამ ხარვეზების აღმოფხვრას და ზოგჯერ გამოსდის კიდეც.ისტორიოგრაფიაც მეცნიერების ერთერთი დარგია და ის მუდმივად ერთ ადგილზე არ გაიყინება.პერიოდულად მოხდება ფაქტებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით წინა საუკუნეებში მავანთა და მავანთა მიერ გადაწერილი და გაყალბებული ისტორიის მონაკვეთების რეალური სურათის აღდგენა.ეს კი ნიშნავს იმას,რომ ისტორიოგრაფია მეცნიერების სხვა დარგებთან ერთად ვითარდება და წინ მიდის.ეს არის არა ისტორიის გადაწერა,არამედ ისტორიის კიდევ უფრო სრულყოფილება და გამდიდრება და მავანთა და მავანთა მიერ წინა საუკუნეებში გადაწერილი და გაყალბებული ისტორიული მონაკვეთების მინიმუმამდე შემცირება.ამას მარტივ და გასაგებ ენაზე პროგრესი ეწოდება.იმედია ადრე თუ გვიან ქართული ოფიციალური ისტორიოგრაფია აუცილებლად გაითვალისწინებს ამას და საქართველოს ისტორია უფრო მდიდარი,სრულყოფილი და რაც ყველაზე მთავარია ჩემი აზრით უფრო რეალური იქნება. მე ჩემი ვალი უკვე მოვიხადე და რაც ჩემზე იყო დამოკიდებული ყველაფერი გავაკეთე.ჩემი სათქმელი ვთქვი და რეალური ამბები ავსახე. ეს არის ჩემი ბოლოსიტყვაობაც და ამ ნაშრომზე მუშაობა დავასრულე. ::::::::::::.

2 comments:

  1. მაღნარაძის გვარზე მეტი ინფორმაციის მოძიება შეიძლება. ეს გვარი რამოდენიმეჯერ ტრანსფორმირდა (თვით სამხრეთ საქართველოშიც). ამას კრიტიკული პოლიტიკური მიზეზები ჰქონდა.

    ReplyDelete