Wednesday, November 30, 2016

კავკასიელი იბერების რეალური წარმომავლობა და ანტიკური ბრანჯთა (კლარჯეთ-ეგრისის) იბერიული სამეფოს მოკლე ისტორია.

საქართველოს გაქრისტიანებაზე საკუთარი მოსაზრება გააჩნდათ ქართველ ისტორიკოსებს:ნიკო მარს,კ.კეკელიძეს,ს.კაკაბაძეს ივ.ჯავახიშვილს.მათი მოსაზრებები და ვერსიები ერთმანეთისგან ხშირად რადიკალურად განსხვავდებოდა. მოკლედ შევეხოთ ქართლის სამეფოს გაქრისტიანების ისტორიას და შევეცადოთ მაქსიმალურად რეალური სურათის აღდგენას.მოკლედ მიმოვიხილოთ მე-4 საუკუნემდე არსებული მდგომარეობა ქართლის სამეფოში.ძვ.წ.აღრიცხვით მეოთხე მესამე სს-ს მიჯნაზე დიდი მეფეების იარედოსის და აზონის ეპოქაში იქმნება ერთიანი საქართველოს იბერიის სამეფო, რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთ,დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს.მათმა მემკვიდრემ ფარნავაზმა საფუძველი დაუდო ფარნავაზიანთა საგვარეულო დინასტიას. ძვ.წ.აღრიცხვის მე-2 საუკუნეში ტაოს მხარეში ტაო-კლარჯეთის მმართველი დამოუკიდებელი მეფეა. დავუბრუნდეთ მთავარ თემას.დიდმა ივ.ჯავახიშვილმა შესანიშნავად გაანალიზა,როგორც ქართული ისე უცხოური წერილობითი წყაროები და მივიდა საბოლოოდ ერთადერთ რეალურ დასკვნამდე,რომ ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე იყო დიდი ბაკური.ივ.ჯავახიშვილი ამ დასკვნას აკეთებს სხვადასხვა წერილობითი წყაროების გაანალიზებით და მე-5 საუკუნეში სირიაში მოღვაწე სახელგანთქმული პეტრე იბერის მოწაფისა და უახლოესი პირის,ზაქარია ქართველის ასურუ ლად დაწერილ მონათხრობზე დაყრდნობით.ეს დიდი ბაკური იყო პეტრე იბერის პაპა დედის მხრიდან და მეფობდა მე-4 საუკუნის 80-90-იან წწ. {გამოყენებული ლიტერატურა: ივ.ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია". თბილისი 1979. წიგნი 1. სათაური: "ქართველთა გაქრისტიანება და ბაკურ მეფე"}. ბაკურის მეფობა დასტურდება ქართული წყაროებით.ასევე დასტურდება მე-5 საუკუნის სომეხი ისტორიკოსის კორიუნის ცნობითაც. ივ.ჯავახიშვილის თქმისა არ იყოს მართლაც რომ შეუძლებელია მე-4 საუკუნეში მცხოვრები პირველი ქრისტიანი მეფის სახელი არ ცოდნოდათ ისეთ გამოჩენილ ადამიანებს,როგორიც პეტრე იბერი და ზაქარია ქართველი,რომლებიც ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ მე-5 საუკუნეში.ეს პრაქტიკულად გამორიცხულია.ასევე არავითარ ლოგიკურ აზროვ ნებაში არ ჯდება ის,რომ ეს ფაქტი ზაქარია ქართველს გაეყალბებია და მირიანის მაგივრად ბაკური გამოეცხადებია ქვეყ ნის გამაქრისტიანებლად.ივანეს თქმისა არ იყოს არც პეტრე იბერის ახლო ნათესავების ქრისტიანულად განდიდება ქონია გეგმაში ზაქარიას სრულებით,პირიქით მას პეტრე იბერის ახლო ნათესავების პირადი ინტიმური ცხოვრების უხერხული დეტალები გამოაქვს სააშკარაოზე,რომელსაც ბევრი სხვა მწერალი ეცდებოდა,რომ მიეჩქმალა.ანუ ზაქარია უაღრესად ობ იექტური და სამართლიანი მთხრობელია.მირიანი რომ აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე ყოფილიყო მაშინ პეტრე იბერი ხომ მისი შთამომავალი იქნებოდა და რატომ უნდა გაეყალბებია ზაქარიას ეს საამაყო ფაქტი. ამავე დროს მე-5 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის და პეტრე იბერის მოწაფის იოანე რუფუსის ცნობით ქართლის პირველი ქრისტიანი მეფე იყო დიდი ბაკური, პეტრეს პაპა დედის მხრიდან. მის მიერ ბერძნულ ენაზე შესრულებულ ვრცელ ნაშრომში რომელსაც ეწოდება "პეტრე იბერის ცხოვრება" დაწვრილებით არის აღწერილი პეტრე იბერის მთელი ცხოვრება და მისი ახლო ნათესაობა. პეტრე იბერის გარდაცვალების შემდეგ იოანე რუფუსი დაინიშნა მაიუმის ეპისკოპოსად. ასევე სრულიად განსხვავდება მირიანის გაქრისტიანების ისტორია დიდი ბაკურის გაქრისტიანების ისტორიისაგან ში ნაარსობრივად.აშკარაა,რომ გაქრისტიანების ორ სრულიად სხვადასხვა მომხდარ ფაქტთანა გვაქვს საქმე.და კიდევ,დიდი ბაკურის გაქრისტიანების ისტორიაში საერთოდ ნახსენები არაა წმინდა ნინო,ეს ბუნებრივიცაა,რადგან ბაკურის მეფობის დროს წმინდა ნინო დიდი ხნის გარდაცვლილი იქნებოდა.{გამოყენებულია ლიტერატურა: ივ. ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია". წიგნი 1. სათაური : "საქართველოს გაქრისტიანება.ამის შესახები წყაროებისა და გამოკვლევების მიმოხილვა"}. ბერძენ-რომაელ მწერალთა მოთხრობით მირიანის გაქრისტიანებული იბერების ლოკალიზება ხდება შავი ზღვის სანაპიროზე.გელასი კესარიელი აღნიშნავდა:"პონტოს გასწვრივ მყოფ ქვეყანაში მცხოვრები იბერნი და ლაზნიო", რუფინუსი ამბობდა:"იბერთა ნათესავი,რომელიც პონტოს არეში ბინადრობსო",სოკრატე წერდა:"ეს იბერნი პონტოს ზღვასთან ბინადრობენ,ესპანეთის იბერთაგან გადმოსახლებულები კი არიანო".პონტოს ზღვასთან ლოკალიზებით ისინი ანსხვავებდნენ თითქოს ამ იბერებს დანარჩენი იბერებისგან. {გამოყენებულია ლიტერატურა: ივ.ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია". წიგნი 1. სათაური: "საქართველოს გაქრისტიანება. ამის შესახები წყაროებისა და გამოკვლევების მიმოხილვა"}. თუ ვინ იყო მეფე მირიანი,დედოფალი ნანა და წმინდა ნინო ეს ივ.ჯავახიშვილს საგონებელში აგდებდა.ივანეს სრული ჭეშმარიტებისგან ერთი ნაბიჯიღა აშორებდა.მირიანი,ნანა და წმინდა ნინო ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ არა მცხეთაში,არამედ ტაოს მხარეში.ტაოს ქვეყნის მეფე იყო მირიანი.ის ნამდვილად არ იყო ირანის მეფის უკანონო შვილი,ეს მხოლოდ გვიანდელი დანამატია."მოქცევაი ქართლისაი"-ს ცნობით მირიანი არის მეფე ლევის ძე.აი ვინ იყო სინამდვილეში მირიანის მამა.ამ მეფის სახელი "მეფეთა ცხოვრებაში"საერთოდ არ იხსენიება,იმიტომ ,რომ ეს ლევი არ იყო ქართლის მეფე,არამედ იყო ტაოს მფლობელი."მეფეთა ცხოვრების"მიხედვით მესამე საუკუნის ბოლოს ქართლში და სრულებულა ფარნავაზიანთა მეფობა,არსებობს ისტორიკოს ფავსტოსის ცნობა,რომლის მიხედვით მე-4 საუკუ ნის 60-70-იან წწ.მცხეთის ტახტზე ფარნავაზიანი მეფეები ისხდნენ და არა ირანელი ხოსროიანები(სასანიანები). "მეფეთა ცხოვრების"მიხედვით მირიანი იყო ქასრე(ხოსრო) სასანიანის შვილი. სასანიდების(სასანიანთა) დინასტიაში მეფე სახელით ხოსრო პირველი მეფობდა მე-6 საუკუნის შუახანებში. ამის შემდეგ ჩნდება ეს სახელი ხოსრო ირანის მეფეებში. მე-6 საუკუნემდე ირანის მეფეებში მეფე სახელით ხოსრო არასდროს არ ყოფილა.აქედან გამომდინარე ამ მატიანეს ცნობა, რომ მირიანის მამა იყო ხოსრო 100%-ის სიზუსტით ყალბია და არარეალური. აქედან გამომდინარე არანაირი ირანელი ხოსროიანები არ ყოფილან ქართლის სამეფოს ტახტზე. სტრაბონის ცნობით ტიგრან მეორის არმიაში ყველაზე ბრძოლისუნარიანებად დაქირავებული იბერიელი შუბოსნები ითვლებოდნენ. აქ რა თქმა უნდა იგულისხმება სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს რაზმები. გამომდინარე ამ ცნობიდან ირკვევა რომ სომხეთის მეფეები ტაოს მეომრებს სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ფულს უხდიდნენ.ის ფაქტი,რომ ტაოს მეომრები სომხეთის ყველაზე დიდი და ძლევამოსილი მეფის ტიგრანის არმიაში იბრძოდნენ როგორც დაქირავებული რაზმები აშკარად მეტყველებს იმაზე,რომ ტაო-კლარჯეთი არ შედიოდა სომხეთის შემადგენლობაში.ტაო-კლარჯეთის სამეფო იყო სომხეთის მეფის მოკავშირე,რომელსაც გამოყავდა დაქირავებული რაზმები სომხეთის მეფის დასახმარებლად.(მძიმედ აღჭურვილი მხედრები იბერიაში ვახტანგ გორგასლამდეც უნდა ყოფილიყო. მეორე საუკუნეში ანტონინე პიუსი რომის იმპერატორი რომში დაესწრო იბერიელი მხედრების და ქართლის მეფე ფარსმან ქველის სამხედრო ასპარეზობას. რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიუსის გადმოცემით:"და დაჟინებით უყურებდა იმპერატორი რომისა იბერიელ მხედართა სამხედრო აღჭურვილობას".აქედან აშკარაა,რომ იბერიელი მხედრების აღჭურვილობას თვით რომის იმპერატორზეც დიდი გავლენა მოუხდენია.ისინი ელიტური მხედრები კატაფრაქტები იყვნენ.ეს იბერიელი კატაფრაქტები ხელჩართულ ბრძოლაში უპირისპირდებოდნენ მრისხანე პართიელ კატაფრაქტებს და ხშირად ამარცხებდნენ. არის მოსაზრება,რომ ქართველი(იბერიელი) ელიტური მხედარი უფრო მძიმედ იყო აღჭურვილი ვიდრე ბიზანტიელი.ეს სწორია.იბერიელი კატაფრაქტი თავისი აღჭურვილობით უტოლდებოდა განთქმულ პართიელ კატაფრაქტებს.ამ იბერიელი კატაფრაქტების აღჭურვილობამ კი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა რომის იმპერატორზე,რომელიც მონუსხული უყურებდა მათ. რომაული ერთერთი წყაროს ცნობა გადმოგვცემს 1 საუკუნეში მომხდარ ბრძოლას ფარსმან პირველსა და პართიელებს შორის.პართიელების ჯარი მთლიანად მხედრებისგან შედგებოდა.ხოლო იბერიელების ჯარი შედგებოდა როგორც მხედრებისგან,ასევე ქვეითებისგან.ბრძოლის შინაარსი ასეთი ყოფილა: პართიელი და იბერიელი მხედრები ერთმანეთთან ხელჩართულ ორთაბრძოლებში ჩაბმულან.ამ ხელჩართულ ბრძოლაში უპირატესობა თანდათან იბერიელი მხედრების მხარეს გადასულა და მათ პართიელი მხედრების ცხენებიდან გადმოყრა დაუწყიათ.საბოლოოდ ეს ბრძოლა იბერიელებმა მოიგეს.როგორც ცნობილია პართიელი მხედარი-კატაფრაქტი განთქმული იყო თავისი საბრძოლო თვისებებით და განსაკუთრებული აღჭურვილობით.სავსებით ბუნებრივი და ლოგიკურია,რომ ასეთი მრისხანე მხედრების ცხენებიდან გადმოყრა და დამარცხება ხელჩართულ ბრძოლაში შეეძლოთ მხოლოდ მძიმედ აღჭურვილ მხედრებს.ომის კანონებით მსუბუქად აღჭურვილი მხედრები,რაც არ უნდა საუკეთესო მეომრები იყვნენ ხელჩართულ ბრძოლაში უძლურნი არიან მძიმედ აღჭურვილ მხედრებთან.აქედან გამომდინარე ფაქტი სახეზეა.პირველ საუკუნეში სახეზე გვაქვს მძიმედ აღჭურვილი იბერიელი მხედარი-კატაფრაქტი,იგივე ცხენ-თოროსანი.რომელიც როგორც უკვე ვთქვით თავისი აღჭურვილობით და საბრძოლო თვისებებით უტოლდება მრისხანე პართიელ კატაფრაქტს. საინტერესოა დაახლოებით რა რაოდენობის ჯარის გამოყვანა შეეძლო ქართლის სამეფოს. "ქართლის ცხოვრებაში" არის ცნობა, რომ მეფე ამაზასპს სრული მობილიზაციის დროს გამოყავდა 40 000 მეომარი. აქედან 30 000 ქვეითი მეომარი იყო, ხოლო 10 000 ცხენოსანი. მე ვფიქრობ, რომ ეს ცნობა რეალობას შეესაბამება. {გამოყენებული ლიტერატურა: ლეონტი მროველი. "ქართლის ცხოვრება". ტომი 1.გვერდი 50.}. ამაზასპის დროს ქართლის სამეფო საკმაოდ ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო. მის შემადგენლობაში შედიოდა შემდეგი მსხვილი რეგიონები: 1. უშუალოდ ქართლი. 2. კახეთი. 3. ჰერეთი. 4. ისტორიული გუგარეთის უდიდესი ნაწილი. 5. ჯავახეთი. საერთო ჯამში დაახლოებით 53 000 კვადრატული კილომეტრი. აქედან ისტორიული გუგარეთის ტერიტორია დაახლოებით 8 000 კვადრატული კილომეტრი იყო და სადაო ტერიტორიას წარმოადგენდა ქართლის სამეფოსა და სომხეთს შორის. ეს ტერიტორია ხან ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და ხან სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში. ისტორიული გუგარეთის გარეშე კი ქართლის სამეფოს ჯარის რაოდენობა დაახლოებით 33 000 მეომარი იყო. ისტორიული გუგარეთის აღმოსავლეთით მდებარეობდა პროვინცია რომელსაც სტრაბონი უწოდებს "კამბისენა"-ს. მისი ცნობით ეს ტერიტორია მტკვრის სამხრეთითაც მდებარეობდა. ჩემი მოსაზრებით ეს არის ტერიტორია, რომელიც მდებარეობს დღევანდელი კახეთის რეგიონის სამხრეთით და შედის აზერბაიჯანის რესპუბლიკის შემადგენლობაში. ეს ტერიტორია აღწევს მდინარე ალაზანის შესართავამდე ანუ მინგეჩაურის წყალსატევამდე. ეს არის დაახლოებით 2 000 კვადრატული კილომეტრი ფართობი. ეს ტერიტორიაც შევიდა სომხეთის შემადგენლობაში არტაშესიდების დინასტიის პერიოდში. სტრაბონის ცნობით ეს იყო უწყლო და ხრიოკი ტერიტორია სადაც გადიოდა ალბანეთის სამეფოში მიმავალი გზა. მდინარე მტკვრის ჩრდილოეთითაც ვრცელდებოდა "კამბისენა", მაგრამ სომხეთმა დაიკავა მდინარე მტკვრის სამხრეთით მდებარე "კამბისენა". ხოლო ჩრდილოეთი კამბისენა კი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში დარჩა. მდინარე ალაზანის და მინგეჩაურის წყალსაცავის შესართავის აღმოსავლეთით კი ისტორიული ალბანეთის სამეფო მდებარეობდა. ალბანეთი იწყებოდა დღევანდელი მინგეჩაურის წყალსაცავის ტერიტორიაზე. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ შუა საუკუნეებში კახეთის სამეფოს სამხრეთი საზღვარი სწორედ ზედ მდინარე მტკვარზე გადიოდა. რაც ანტიკური ეპოქის საზღვრის ტრადიციის გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს. მდინარე მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ჩრდილოეთი კამბისენა ანტიკურ ეპოქაში დარჩა ქართლის სამეფოს შემადგენლობაში და ეს ტრადიცია გადმოვიდა შუა საუკუნეებშიც. ამიტომ აქ დარჩა ქართული მოსახლეობა. ხოლო მტკვრის სამხრეთით მდებარე სამხრეთი კამბისენა შევიდა სომხეთის შემადგენლობაში და ანტიკურ ეპოქაში მოხდა მისი არმენიზაცია. სტრაბონის დროს სამხრეთი კამბისენა უკვე არმენიზირებული იყო. ასეთ მოზრდილ პოლიტიკურ ერთეულს ანტიკური ეპოქის ქართლის სამეფოს სახით შეეძლო ჯარის ამ რაოდენობის გამოყვანა. მეც დაახლოებით ასეთ ციფრს ვვარაუდობდი. მემატიანის ცნობით ამაზასპის მეფობის დროს მოულოდნელად ჩრდილოეთიდან დვალეთის მხრიდან ალანთა მეფე დიდი ჯარებით შემოჭრილა ქართლში. ალანებს შიდა ქართლის დარბევა არ დაუწყიათ, რადგან მათი მთავარი მიზანი მცხეთის აღება ყოფილა. ამაზასპისთვის ეს მოულოდნელი ყოფილა, მაგრამ მან შეძლო სამეფოს მთელი ჯარების მობილიზება და კონცენტრირება ქართლში. მემატიანის ცნობით ამ მობილიზაციის შემდეგ ამაზასპის განკარგულებაში ყოფილა 30 000 ქვეითი და 10 000 ცხენოსანი. წყაროში არის ცნობა, რომ ამაზასპის ამ 40 000 მეომარს კიდევ ემატებიან სხვა რაზმებიც, რომლებიც ერთვებიან ალანთა ჯარების წინააღმდეგ ბრძოლებში. წყაროში არ ჩანს თუ ვინ არიან კონკრეტულად ეს დამხმარე რაზმები. ეს დამხმარე რაზმები უნდა იყოს სამხრეთ საქართველოდან ამაზასპის დასახმარებლად გამოგზავნილი ძლიერი რაზმები. {გამოყენებული ლიტერატურა: ლეონტი მროველი. "ქართლის ცხოვრება". ტომი 1.გვერდი 50-51. თბილისი 2012.}. ალანების არმია ძალიან დიდი იყო და ამაზასპს სჭირდებოდა დამატებით დამხმარე რაზმები, რომელიც მან მიიღო კიდევაც. ამ დამხმარე რაზმების მოსვლამდე კი ამაზასპმა საკუთარი ქართლის სამეფოს ლაშქრით ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია ალანთა დიდ არმიას და ისინი დამხმარე ჯარების მოსვლამდე შეაჩერა. წყაროს ცნობიტ ამაზასპის ჯარები ქალაქ მცხეთაში და მცხეთის მიმდებარე ციხე-სიმაგრეებში გამაგრებულან და ისე შეუჩერებიათ დროებით ალანთა დიდი არმია. აი დამხმარე ცხენოსანი ჯარების მოსვლის შემდეგ კი რადიკალურად იცვლება სიტუაცია და იბერიელები თვითონ გადადიან შეტევაზე და მთლიანად ანადგურებენ დიდ არმიას. ის ფაქტი, რომ ამაზასპის 40 000 - იანი ძლიერი ჯარი ციხეს-სიმაგრეებშია ჩაკეტილი და ისე აწარმოებენ ომს აშკარად გვიჩვენებს, რომ ალანთა არმია ძალიან მრავალ-რიცხოვანი იყო და თვით ქართლის სამეფოს 40 000-იან ძლიერ ლაშქარსაც კი უაზრობად მიაჩნდა ალანთა ასეთ დიდ არმიასთან გაშლილ ველზე პირისპირ ბრძოლა. წყაროს ცნობით ამაზასპის დასახმარებლად მოსული ჯარები მთლიანად მხედრები ყოფილან. ტრადიციულად სწორედ სამხრეთ საქართველოს ჯარებში დომინირებდა ცხენოსანი კავალერია. დამხმარე ცხენოსანი ჯარების მოსვლის შემდეგ ამაზასპი თავდაცვითი ბრძოლებიდან სწრაფად გადადის აქტიურ შეტევაზე და სასტიკად ანადგურებს ალანთა დიდ არმიას და ალანთა მეფეც იღუპება ბრძოლაში. მომდევნო წელს ამაზასპი უკვე თვითონ აწყობს სადამსჯელო ლაშქრობას ჩრდილოეთ კავკასიაში ალანთა ქვეყანაში. ალანები ვერ აღუდგნენ მას წინ. ისინი მარცხდებიან. ამაზასპმა ამის შემდეგ დაარბია ალანთა ქვეყანა და დიდი ნადავლით ბრუნდება თავის ქვეყანაში. წყაროში არ არის მოხსენიებული, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიაში მოწყობილ ამ დიდ სადამსჯელო ლაშქრობაში გარდა ქართლის სამეფოს 40 000 -იანი ლაშქრისა მონაწილეობას მიიღებდნენ სამხრეთ საქართველოდან გაგზავნილი ძლიერი რაზმებიც. ეს საერთო საქმე იყო და ამიტომ ეს ლაშქრობა ქართლის(იბერიის) სამეფოსა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს იბერთა კოალიციური ლაშქრობა იყო. სამხედრო თვალსაზრისით ეს ლაშქრობა ძალიან რთული და სახიფათო იყო. 1-3-მე საუკუნეების ალანთა ტომები უფრო ძლიერ ძალას წარმოადგენდნენ ვიდრე შუა საუკუნეების დროინდელი ალანთა სამეფო. უცხოურ ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით პირველ-მესამე საუკუნეებში ალანთა ტომები ცხოვრობდნენ ვრცელ მიწაწყალზე. მათი ქვეყანა მოიცავდა დღევანდელი რუსეთის ფედერაციის შემდეგ სუბიექტებს: სტავროპოლის მხარე, კრასნოდარის მხარე, როსტოვის ოლქი, ყალმუხეთის რესპუბლიკა. მე-3 საუკუნეში ალანთა განსახლების ტერიტორია დაახლოებით 300 000 კვადრატულ კილომეტრს შეადგენდა. აქედან გამომდინარე მისი მოსახლეობაც ბევრად უფრო მრავალრიცხოვანი იყო, ვიდრე შუა საუკუნეების ალანთა სამეფოს მოსახლეობა. ამიტომ ეს ლაშქრობა დიდი და კარგად ორგანიზებული იყო. ამ ლაშქრობის მესვეურები დარწმუნებული იყვნენ საკუთარ გამარჯვებაში. ამავე დროს მორალური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უპირატესობა იბერიელების მხარეზე იყო, რადგან სულ ცოტა ხნის წინ ალანთა დიდმა ლაშქარმა კატასტროფა განიცადა იბერიაში. ამ ფაქტორებმა განაპირობეს იბერიელთა კოალიციური ლაშქრობის წარმატება ალანთა ქვეყანაში, რასაც ამ ქვეყნის დარბევა მოყვა. ალანთა ვრცელი ქვეყნის სამხრეთით ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში იმ ეპოქაში ადგილობრივი წარმოშობის ჩრდილოეთ კავკასიური ტომები ცხოვრობდნენ. ჩრდილოეთ კავკასიის ამ მთიანეთში იმ ეპოქაში ალანური მოსახლეობა ჯერ არ ცხოვრობდა. ამ იბერიულ - ალანური ომების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში რაღაც შეიცვალა, რაღაც აღარ იყო ძველებურად. უფრო კონკრეტულად თუ რა ხდება იქ ეს ბურუსითაა მოცული და ვერაფერს ვერ ვიტყვით. მემატიანის ცნობით ამაზასპი გოლიათური აღნაგობის ადამიანი ყოფილა და ძლიერი მეომარი. ეს ის ამაზასპია, რომელიც შემდგომ იბერიელი არისტოკრატების დიდი ამბოხის შემდეგ მარცხდება და ბრძოლაში იღუპება. ალანები იმ ეპოქაში სერიოზულ და ძლიერ სამხედრო ძალას წარმოადგენდნენ. წყაროში არ არის ცნობა ალანთა ჯარის რაოდენობაზე. მაგრამ მითითებულია, რომ ეს იყო ალანთა მეფის მიერ მოწყობილი საგანგებო ლაშქობა და მათი რაოდენობა ძალიან დიდი იყო. ფაქტია, რომ ეს იყო ალანთა სამეფოს მთელი სამხედრო ძალის გადმოსვლა ქართლის სამეფოში მათი მეფის მეთაურობით. ანუ ეს იყო ალანთა სამეფოს მთელი ძალების ფართომასშტაბიანი შეტევა ქართლის სამეფოზე, რომელიც მათი სასტიკი მარცხით სრულდება. ფაქტი სახეზეა, ანტიკური ეპოქის ქართლის სამეფოს 40 000-იანი ლაშქარი სერიოზულ სამხედრო ძალას წარმოადგენდა რეგიონში და ხშირად ღირსეულ მეტოქეობას უწევდა პართიის განთქმულ საომარ ძალას. ახლა გავაანალიზოთ თუ რა რაოდენობის შეიძლება ყოფილიყო ალანთა ეს დიდი არმია რომელიც იბერიაში შემოვიდა. ქართულ მატიანეში არის ცნობა, რომ მე-11 საუკუნეში საქართველოს მეფე ბაგრატ მეოთხე და ალანთა მეფე დორღოლელი ერთად ლაშქრობდნენ განძის ამირას წინააღმდეგ. ამ წყაროს ცნობით ლაშქრობის დროს ალანთა მეფეს თან გადმოუყვანია 40 000 მხედარი. იმ ეპოქის ალანებისთვის ჯარის ეს რაოდენობა რეალური ციფრია. ხოლო მე-3 საუკუნის ალანთა ტერიტორია დაახლოებით 5-ჯერ უფრო დიდი იყო, ვიდრე მე-11 საუკუნეში (შუა საუკუნეების ალანთა სამეფოს ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიაში შეადგენდა დაახლოებით 54 500 კვადრატულ კილომეტრს). იბერია და ალანთა ქვეყანა ფაქტიურად ერთმანეთის მეზობლები იყვნენ და ამიტომ ალანების მიერ ადგილი ქონდა მათი ძალების მაქსიმალურ მობილიზაციას, რადგანაც დიდი არმიის გადმოყვანა სამხრეთ კავკასიაში ძალიან ადვილი იყო. ხოლო ასეთი დიდი არმიის შორეულ ქვეყანაში გადაყვანა უფრო რთულია და გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე მესამე საუკუნეში ალანთა მიერ იბერიაში მოწყობილ ამ ფართომასშტაბიან ლაშქრობაში ადგილი ჰქონდა სრულ და ფართომასშტაბიან მობილიზაციას და ალანთა არმიის რაოდენობა დაახლოებით 130 000 მეომარი იყო. აქედან გამომდინარე ადვილი წარმოსადგენია თუ რა სასტიკი ბრძოლა მომხდარა მესამე საუკუნეში ალანებსა და იბერებს შორის სადაც ერთმანეთს შეეჯახა დაახლოებით 90 000 იბერიელი და დაახლოებით 130 000 ალანი მეომარი. თან ორივე არმია ძლიერი მეომრებით იყო წარმოდგენილი. რა თქმა უნდა მტრობას მშვიდობა და მეგობრობა მოსდევდა. ქართლის სამეფოს მესვეურები ალანთა სამხედრო ძალას ხშირად იყენებდნენ, როგორც დაქირავებულ მეომრებს ირანისა და პართიის დიდი სახელმწიფოების წინააღმდეგ და ზოგჯერ რომის იმპერიის წინააღმდეგაც კი. რომაელებზე განაწყენებულმა ფარსმან მეორემ გზა გაუხსნა ალანებს, რომლებმაც დაიწყეს რომის აღმოსავლეთ პროვინციების დარბევა. კვლავ დავუბრუნდეთ მეფე ამაზასპს. ფაქტი სახეზეა, ეს იყო ქართლის სამეფოს ერთერთი უძლიერესი მეფე და სარდალი. და ასეთი ძლიერი პიროვნება თავის სიცოცხლეს ტრაგიკულად ასრულებს. მე ვფიქრობ, რომ ეს მეფე ამავე დროს ძალიან ამბიციური პიროვნებაც იყო. ბუნებრივია მისი პოლიტიკური ამბიციები კიდევ უფრო გაზარდა მისმა ბრწყინვალე გამარჯვებებმა ალანებზე და წარმატებულმა ლაშქრობამ ალანთა ქვეყანაში და ამ ამბიციებს არ მალავდა და ოფიციალურად გამოხატავდა. ეს კი უეჭველად გამოიწვევდა ურთიერთობის გაფუჭებას და დაძაბვას სამხრეთ საქართველოს ძლიერ მფლობელთან. ამას დაემატა უშუალოდ ქართლის სამეფოს ოპოზიციურად განწყობილი არისტოკრატიის უკმაყოფილება ამ ქედმაღალი მეფის მიმართ. ამ უკმაყოფილო არისტოკრატიას მხარდაჭერა აღუთქვა სამხრეთ საქართველოს ძლიერმა მფლობელმა. ამ ფაქტორებმა გამოიწვია დიდი ამბოხი, სადაც ქართლის სამეფოს მეამბოხე არისტოკრატიის და მათმა მხარდამჭერმა სამხრეთ საქართველოს იბერთა გაერთიანებულმა ჯარებმა დაამარცხეს ამაზასპის მომხრე ჯარები. ზემოთჩამოთვლილმა ამ ფაქტორებმა განაპირობეს ამ ძლიერი მეფის ტრაგიკული აღსასრული. ახლა გავაანალიზოთ და დავაზუსტოთ თუ რომელ წლებში მეფობდა ამაზასპი და რა ხდება მისი გარდაცვალების შემდეგ. "ქართლის ცხოვრებაში" ისეა არეული მეფეები და მათი მეფობის წლები ერთმანეთში, რომ მას ვერ დავეყრდნობით და უცხოური წყაროები უნდა დავიხმაროთ. რომაული წყაროების მიხედვით, რომელიც წარმოდგენილია რომში ქვაზე ამოკვეთილი ეპიტაფიით მე-2 საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა მეფე მითრიდატეს ძმა ამაზასპი, მომავალი ამაზასპ პირველი. ხოლო ირანული წყაროების მიხედვით რომელიც ამოკვეთილია ქააბა-ი-ზარდიშტის ქვის წარწერაზე მეფე შაბურ პირველის დროს მოხსენიებულია იბერიის მეფე ამაზასპი, რომელიც არ შედიოდა ირანის მიერ დამორჩილებულ მეფეთა სიაში და ირანის მეფის ყველაზე გავლენიანი მოკავშირე და მეგობარი მეფე ყოფილა. აი სწორედ ეს ამაზასპი უნდა იყოს ის მეფე რომელიც წარმატებით ლაშქრობს ალანთა წინააღმდეგ. ქართული წყაროს მიხედვითაც ამაზასპი ირანის მეფის მეგობარი და მოკავშირეა, რაც ადასტურებს, რომ ქართულ წყაროებში მოხსენიებული ამაზასპი და ირანში ქვაზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებული ამაზასპი ერთიდაიმავე პიროვნებაა. აქედან გამომდინარე ამაზასპ მეორე არის ირანის სასანიდი მეფის შაბური პირველის თანამედროვე. ალანთა დიდი არმიის იბერიაში განადგურების და მომდევნო წელს ალანთა ქვეყანაში წარმატებით ჩატარებული დიდი ლაშქრობის შემდეგ მეფე ამაზასპი შაბურ პირველის თვალში გმირი იყო და შაბურ მეფემაც ის თავის ქააბა-ი-ზარდიშტის ქვის წარწერაში შესაფერისი პატივით მოიხსენია. შაბური აშკარად შინაგანი პატივისცემით იყო განწყობილი ალანების ქვეყანაში მოლაშქრე ამ მეფის მიმართ. ამ ირანული წარწერის მიხედვით ამაზასპი მეფედ გამხდარა ირანის მეფე შაბურ პირველის მეფობის პერიოდში. აქედან გამომდინარე ჩვენ ამაზასპის მეფობის წლებად უნდა ვივარაუდოთ მეფე შაბურის მეფობის წლების შუა პერიოდი ანუ დაახლოებით 255-265 წლები. აქედან გამომდინარე ქართული წყაროს ცნობა, რომ ეს ამაზასპ მეორე მეფობდა მეორე საუკუნის ბოლოს არარეალურია. ირანის მეფის შაბურ პირველის მიერ გაკეთებული ქვის დიდი წარწერა 100%-ის სიზუსტით ადასტურებს, რომ ქართლის ძლიერი მეფე ამაზასპი იყო შაბურ პირველის უახლოესი მეგობარი და მოკავშირე და ტახტზე ასულა ირანის მეფე შაბურ პირველის მეფობის პერიოდში. შაბურის მიერ ქვაზე გაკეთებული წარწერა თარიღდება 262 წლით. ესე იგი ამ წარწერის გაკეთების დროს 262 წელს ამაზასპი ცოცხალია და ტახტზე ზის და ირანის მეფის უახლოესი მოკავშირეა. ამრიგად მეფე ამაზასპის ბრძოლები ალანთა წინააღმდეგ და მისი ლაშქრობა ჩრდილოეთ კავკასიაში მომხდარა არა მე-2 საუკუნის ბოლოს, არამედ დაახლოებით 255-265 წლებს შორის პერიოდში. რას უნდა გამოეწვია ალანთა ასეთი ფართომასშტაბიანი იერიში ქართლის სამეფოზე? ამისი მიზეზის გაანალიზება რთული არაა. ასეთი დიდი მასშტაბის ალანთა ლაშქრობა იბერიაში არასდროს ფიქსირდება. ამისი მიზეზი უნდა იყოს ის, რომ მეფე ამაზასპმა, რომელიც ირანის მეფის უახლოესი მეგობარი და მოკავშირეა ალანებს კავკასიონის მთავარ ქედზე გადმოსასვლელი გზები ჩაუკეტა და ალანებს აღარ შეეძლოთ ირანის სამფლობელოებზე თავდასხმა და დარბევა. და ალანთა გაერთიანებულმა ბელადებმა და წინამძღოლებმა გადაწყვიტეს შური ეძიათ ამაზასპზე და მოაწყვეს დიდი კოალიციური ლაშქრობა. და, რომ არა სამხრეთ საქართველოს ცხენოსანი ჯარების დახმარება ალანები თავის მიზანს მიაღწევდნენ. ამ სასტიკ ბრძოლაში ერთმანეთს უპირისპირდება გაერთიანებული იბერიული კოალიცია და გაერთიანებული ალანური კოალიცია. ეს იყო ძველი ეპოქის ერთერთი უდიდესი და სასტიკი ბრძოლა. რა ხდება ამაზასპის ძალაუფლების დამხობის შემდეგ? ქართული წყაროს მიხედვით ამაზასპის დამხობის შემდეგ მეფე გამხდარა მისი დისწული სომხეთის არშაკიდი მეფის შვილი-რევი. მთელი მესამე საუკუნის მეორე ნახევარი სომხეთი ოკუპირებული იყო სასანიდური ირანის მიერ. აქედან გამომდინარე სომხეთის არშაკიდი მეფე ვერანაირ აქტიურ მონაწილეობას ვერ მიიღებდა შაბურის უახლოესი მეგობარი მეფის ამაზასპის წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს ერთი. მეორე, შაბურ პირველი უფლებას არ მისცემდა მის მიერ ოკუპირებული სომხეთის არშაკიდ მეფეს ქართლში თავისი შვილი გაემეფებია. სომხეთის არშაკიდების ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა მეფე შაბურ პირველის დროს სომხეთის ტახტზე. სასანიდები დევნიდნენ არშაკიდებს და ირანის მიერ ოკუპირებული სომხეთის არშაკიდი მეფის სომხეთის ტახტზე ყოფნის საკითხი ბეწვის ხიდზე ეკიდა. აქედან გამომდინარე სომხეთის არშაკიდი მეფის შვილის გამეფება ქართლის ტახტზე ისე როგორც ამას მემატიანე მოგვითხრობს სრული ფანტაზია და არარეალობაა. მაშინ როგორ შეიძლებოდა ამაზასპის არშაკიდი დისწული გამეფებულიყო მცხეთის ფარნავაზიანების ტახტზე? მისი გამეფების ერთადერთი ვარიანტი მდგომარეობს შემდეგში: მესამე საუკუნის შუახანებში შაბურის მიერ სომხეთის ოკუპაციის შემდეგ სომხეთის არშაკიდი მეფის შვილი რევი, რომელიც ამავე დროს იყო ამაზასპის დისწულიც დევნილობაში იმყოფებოდა იბერიის ტერიტორიაზე და აქ აფარებდა დროებით თავს. სომხეთის არშაკიდებს ეშინოდათ სასანიდი შაბურის და ოჯახი გახიზნეს იბერიაში. ხოლო მას შემდეგ რაც ქართლის სამეფოს მეამბოხე არისტოკრატებმა და მათმა მხარდამჭერმა სამხრეთ საქართველოს მეფემ დაამხეს ამაზასპი მათ დევნილობაში მყოფი ამაზასპის დისწული გაამეფეს ქართლში და აქედან წამოვიდა ახალი ფარნავაზიანების დინასტია. რევი აგრძელებს ფარნავაზიანთა დინასტიას. აი მხოლოდ ამ გზით შეიძლებოდა მოხვედრილიყო ქართლის ტახტზე მესამე საუკუნის 60-იან წლებში არშაკიდი რევი. სომხეთის არშაკიდი მეფის შვილის გამეფების მხოლოდ ასეთი ვარიანტი და შანსი არსებობდა მეფე შაბურის მეფობის წლებში. ოკუპირებული სომხეთის არშაკიდი მეფის შვილის გამეფების სხვა ვარიანტი იმ ეპოქაში გამორიცხული იყო პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე. არშაკიდი რევის გამეფების ასეთ ვერსია კი რეალურია და რევი იბერიაში დევნილობაში მყოფი ამაზასპის არშაკიდი დისწულია. ეს რევი უნდა ყოფილიყო სომხეთის არშაკიდი მეფის ხოსროვ მეორის შვილი. ხოსროვ მეორეს ოჯახი მე-3 საუკუნის 50-იან წლებში რეპრესირებული იყო ირანის მეფე შაბურ პირველის მიერ რა დროსაც თვითონ ხოსროვ პირველიც იქნა მოკლული. აი ამ რეპრესირებული ხოსროვ მეფის შვილი უნდა იყოს რევი, რომელიც მას ყავდა ერთერთი ცოლისგან. ამ მეფის ცოლების ან ცოლის ვინაობა უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ირანის მეფის მიერ ხოსროვ არშაკუნის მთელი ოჯახი და მისი საგვარეულოს წარმომადგენლები რეპრესირებული იყვნენ. ხოსროვ არშაკუნის შვილი თრდატი კი სასწრაფოდ იქნა გახიზნული რომში და ის სიკვდილს გადაარჩინეს. მან თავი შეაფარა რომის იმპერიას და იქ იზრდებოდა. ერთი ვერსიით ეს თრდატი უნდა იყოს ხოსროვ მეფის უფროსი შვილი პირველი ცოლისგან. ხოლო მისი უმცროსი შვილი რევი, რომელიც მას ყავდა სხვა მეორე ცოლისგან გახიზნული იქნა იბერიაში, თავისი დედის სამშობლოში. მე-3 საუკუნის 50-იან წლებში არის გახიზნული რევი სომხეთიდან იბერიაში. ხოსროვ მეფეს ალბათ ყავდა სხვა ცოლიც, მეორე ცოლი რევის დედა და მეფე ამაზასპის და. გამოდის, რომ სომხეთის მომავალი მეფე თრდატ მესამე და ქართლის მეფე რევი, ამაზასპის დისწული ნახევარძმები ყოფილან. რადგან თრდატი უფროსი შვილი იყო და სომხეთის ტახტის მემკვიდრე ამიტომ სომხურმა ისტორიოგრაფიამ ხოსროვ მეფის შვილებიდან უფროსი შვილის თრდატის შესახებ შემოინახა ცნობები. თუმცა თრდატის დედის ვინაობის შესახებაც კი არ არის ცნობები შემონახული. ამიტომ რა გასაკვირია, რომ რევიზე და მის დედაზეც არ იყოს ცნობები სომხურ წყაროში. სამაგიეროდ სომხური წყაროების ამ ვაკუუმს ავსებს ქართული წყაროების ცნობები მეფე ამაზასპის დაზე და მის დისწულზე. მეორე ვერსიით შესაძლებელია სწორედ რევი ყოფილიყო სომხეთის მეფის უფროსი შვილი და სომხეთის ტახტის მემკვიდრე, მაგრამ მთელი მესამე საუკუნის მეორე ნახევარი სომხეთში ირანის ოკუპაციის პერიოდი იყო და ამიტომ ვერ მოხდა რევის გამეფება სომხეთში. სამაგიეროდ ქართლში ამაზასპის დაღუპვის შემდეგ ქართლის მეამბოხე არისტოკრატებმა და მათმა მხარდამჭერმა სამხრეთ საქართველოს მფლობელმა გადაწყვიტეს რევის გამეფება ქართლში და ასეც მოხდა. ამით ხოსროვ არშაკუნის მეორე უმცროს შვილს თრდატს ირანული ოკუპაციის დასრულების შემდეგ, მესამე საუკუნის დასასრულს გზა გაეხსნა სომხეთის ტახტზე. ამ ორი ვერსიიდან ერთერთი სწორია. ჩემი ვარაუდით ეს მეორე ვერსია უფრო სწორია და რევი სომხეთის მეფის უფროსი შვილი და ტახტის მემკვიდრე იყო, მაგრამ ირანელთა მიერ სომხეთის ოკუპაციამ მას ხელი შეუშალა სომხეთში გამეფებაში. სამაგიეროდ ის მეამბოხე არისტოკრატებმა და სამხრეთ საქართველოს მფლობელმა ქართლის ტახტზე დასვეს. ამ მეორე ვერსიას ისიც ამყარებს, რომ ქრონოლოგიურად რევის ქართლში გამეფება ხდება დაახლოებით მესამე საუკუნის 60-იან წლებში, ხოლო თრდატის სომხეთში გამეფება ხდება მესამე საუკუნის მიწურულს. ეს ფაქტი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ რევი ასაკით საკმაოდ უფროსი უნდა ყოფილიყო თრდატზე. სხვაობა ამ ორი მეფის გამეფების თარიღებს შორის დაახლოებით 30 წელია. აქედან იღებს სათავეს ქართლში თითქოსდა ირანელი ხოსროიანების მეფობის ლეგენდა და ამ ლეგენდის საფუძველია ხოსროვ არშაკუნის შვილის რევის გამეფება ქართლში. რადგან რევი ხოსროვის შვილი იყო ამიტომ გაჩნდა ლეგენდა ხოსროიან-არშაკუნიანებზე. ამაზასპის ძალაუფლების დამხობა და სიკვდილი ხდება სადღაც მე-3 საუკუნის 60-იანი წლების მეორე ნახევარში ქააბა ი ზარდიშტის 262 წლით დათარიღებული წარწერის შესრულების შემდგომ წლებში. რევის გამეფებით ქართლში დასრულდა ძველი ფარნავაზიანების ეპოქა და საფუძველი დაედო "ახალი ფარნავაზიანების" ეპოქას. რევის გამეფების რეალური ისტორია შუა საუკუნეების მემატიანემ კი გადაკეთებულად და სახეშეცვლილად შემოგვინახა. ისტორიის ასეთი გადაკეთებები დამახასიათებელია შუა საუკუნეების მემატიანეებისთვის. მოკლედ აქ ყველა ფაქტები და მოვლენები რომლებიც ეხება ამაზასპის მეფობის და გარდაცვალების პერიოდს, აგრეთვე რევის წარმომავლობას და მისი ქართლში გამეფების რეალურ მიზეზებს და მის რეალურ წარმომავლობას დიდი სიზუსტით ემთხვევა ერთმანეთს და არანაირი ალტერნატიული ეჭვის საფუძველს არ ტოვებს. ამ "ახალი ფარნავაზიანების"(არშაკუნიან-ფარნავაზიანების) ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ მეფე რევი, მეფე დიდი ბაკური, პეტრე იბერი, ვახტანგ გორგასალი). რაც შეეხება წმინდა ნინოს,ის სამხრეთ საქართველოს გაქრისტიანების შემდეგ გადავიდა ქართლის სამეფოში და იქ დიდხანს ქადაგებდა ქრისტიანობას და ბევრ ადამიანსაც მოაქცევდა ქრისტეს რჯულზე,თუმცა ფარნავაზიანი მეფეები დიდხანს ვერ თმობდნენ მამაპაპურ წარმართულ სარწმუნოებას. ქართლის ერთ-ერთი მეფე ვარაზბაქარი,რომელიც მეფობდა მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში საერთოდ ქრისტიანობის დიდ მოძულედ არის ცნობილი. წმინდა ნინო აღესრულა აღ მოსავლეთ საქართველოში და დასაფლავებულია ბოდბეში. მისი გარდაცვალების ჟამს ქრისტიანობა ქართლში ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად რომ ყოფილიყო გამოცხადებული მას დაასაფლავებდნენ არა ბოდბეში არამედ მცხეთაში,მაგრამ მცხეთას წარმართი მეფე მართავდა და ეს არ მოხდებოდა. წმინდა ნინო არის როგორც სამხრეთ,ისე აღმოსავლეთ საქარ თველოს გამაქრისტიანებელი,ბოლოსდაბოლოს მისი საფლავი აღმოსავლეთ საქართველოშია. არის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტი საქართველოს ისტორიაში,როგორიცაა იესო ქრისტეს ორი მოციქულის ანდრია პირველწოდებულისა და სვიმონ კანანელის შემოსვლა სამხრეთ და დასავლეთ საქართველოში.რა დროს უნდა მომხდარიყო ეს მოვლენა? როგორც აღიარებულია ქრისტეს ჯვარცმა მოხდა 1 საუკუნის 33 წელს. აქედან გამომდინარე ამ მოციქულების საქართველოში შემოსვლა უნდა მომხდარიყო სადღაც 1 საუკუნის შუა ხანებისთვის.1 საუ კუნის 30-60-იან წწ.მცხეთის ტახტზე იჯდა დიდი მეფე ფარსმან 1. მისი მეფობა დადასტურებულია უცხოური წერილობითი წყაროებით. ფარსმანის მომდევნო მეფე იყო მისი შვილი მითრიდატე,რომლის მეფობა და დასტურებულია არქეოლოგიურადაც. ფარსმანის წინამორბედ მეფესაც მითრიდატე ერქვა. გამომდინარე აქედან ფიზიკუ რად შეუძლებელია,რომ მეფე ადერკი რომელიც დევნიდა პირველ ქრისტიანებს მცხეთის ტახტზე ყოფილიყო მოციქულთა დროს. ადერკიც ასევე სამხრეთ საქართველოს მეფე იყო და მისი სახელიც მოგვიანებით გადატანილ იქნა აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიაში,როგორც მირიანის და ლევის სახელი. მოკლედ არსებობს სამხრეთ საქართველოს მფლობელის, მეფე მირიანის გაქრისტიანების სამი ძირითადი ვერსია: ქართული, სომხური და ბიზანტიური. სამივე ეს ვერსია თავისი შინაარსით გავს ერთმანეთს, მაგრამ ძირეული განსხვავებებიც ახასიათებთ. ეს ბუნებრივია რადგან სამივე ვერსიის ავტორები სხვადასსხვა ეპოქის მწერლები იყვნენ. ამიტომ ნამდვილი თავდაპირველი შინაარსი სხვადასხვა ეპოქებში მეტნაკლებად იცვლებოდა. ხდებოდა გადაკეთება და დამატებები. მაგალითად, გრიგოლ განმანათლებლის ცხოვრების არაბულ ტექსტში ვკითხულობთ, რომ სომხეთის მეფე თრდატის ყმადნაფიცები ყოფილან ქართველთა მეფე, ალანთა მეფე და რუსთა მეფე. {გამოყენებული ლიტერატურა: ივ.ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია". წიგნი 1. სათაური: "საქართველოს გაქრისტიანება. ამისი შესახები წყაროებისა და გამოკვლევების მიმოხილვა". გვერდი 229.}. აქ უკვე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია. არანაკლებ ქაოსია ქართულ გვიანდელ წყაროებში- "მეფეთა ცხოვრება" და "მოქცევაი ქართლისაი"-ის ქრონიკებში. "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით მირიანი ირანის მეფის უკანონო შვილია. ხოლო "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით კი მირიანი ვინმე მეფე ლევის ძეა. ამავე დროს გვიანდელ ქართული წყაროებში მოყვანილი ბევრი ფაქტები სრულიად აცდენილია ისტორიულ რეალობას. ხოლო თუ კი გამოვიყენებთ უფრო ადრეულ და უძველეს მე-4-მე-5 საუკუნეების ქართულ და ბიზანტიურ წყაროებს მაშინ ყველაფერი თავის ადგილას დგება და არანაირი გაურკვევლობა და ქაოსი არ არსებობს.) . ასეთ შემთხვევაში მე უპირატესობას ვანიჭებ ყველაზე უძველეს ბიზანტიურ ვერსიას, რომელიც მომდინარეობს მე-4-მე-5 საუკუნეების ბიზანტიელი ისტორიკოსების გელასი კესარიელის, გელასი კვიზიკელის და რუფინუსის შრომებიდან. ხაზი უნდა გაესვას იმ ფაქტს, რომ მე-4 საუკუნის მწერალს გელასი კესარიელს სამხრეთ საქართველოს მფლობელის მირიანის გაქრისტიანების ისტორია უშუალოდ მირიანის საგვარეულოს ერთერთი წარმომადგენლისგან ბაკურისგან მოუსმენია და ჩაუწერია. გელასი კესარიელის ბოლოს წერს, რომ ამ მეფის გაქრისტიანების ისტორია ჩვენ ძალიან სარწმუნო კაცმა ბაკურიმ გვიამბოო, რომელიც ამ მეფის საგვარეულოს წარმომადგენელია, რომელმაც რომაელთა სატრაპად გახდომის შემდეგ აწარმოვა ომი სარკინოზთა წინააღმდეგ და ბრწყინვალედ გაიმარჯვა პალესტინაშიო. ეს ბაკური ბიზანტიელთა სამსახურში იმყოფებოდა და მათი ცნობილი სარდალი იყო მე-4 საუკუნეში. ამ უძველესი ცნობით სამხრეთ საქართველოს გაქრისტიანება მჭიდროდაა დაკავშირებული კონსტანტინოპოლთან და კონსტანტინე იმპერატორთან. ხოლო ლაზიკის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებაზე არც ქართულ და არც ბიზანტიურ წყაროებში არანაირი ცნობები არ არსებობს. რადგანაც ბიზანტიური წყაროები მირიანს მეფის ტიტულით მოიხსენიებენ ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმას, რომ მე-4 საუკუნეში სამხრეთ საქართველოს მეფე დამოუკიდებელი მეფეა, რომელიც კარგ დამოკიდებულებაში იმყოფება ბიზანტიის იმპერიასთან. გელასი კესარიელი იმპერატორ კონსტანტინეს უწოდებს სამხრეთ საქართველოს პირველი ქრისტიანი მმართველის "ერთმორწმუნე მეგობარს", რომელიც ძალიან გახარებული ყოფილა ამ მხარის მეფის გაქრისტიანებით. {გამოყენებული ლიტერატურა: ივ.ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია". წიგნი 1. სათაური: "საქართველოს გაქრისტიანება. ამისი შესახები წყაროებისა და გამოკვლევების მიმოხილვა.გვერდი 222. თბილისი 1979}. მისი საგვარეულოს ერთერთი წარმომადგენელი ბაკური კი ბიზანტიის სამეფო კართან ძალიან დაახლოებული პირია. ამ ბიზანტიური უძველესი ცნობით ეს გაქრისტიანება უკავშირდება წმინდა ნინოს. როგორც ითქვა ამ იბერების ლოკალიზება ამ ბიზანტიური ცნობით ხდება პონტოს ზღვასთან. ტაო-კლარჯეთი მართლაც ძალიან ახლოსაა ზღვასთან. ამ დამოუკიდებელი სამეფოს მეომრები კი ზოგჯერ დიდი სომხეთის მხარეზე იბრძოდნენ, როგორც დაქირავებული მეომრები. რომელ წლებში უნდა მომხდარიყო სამხრეთ საქართველოში ქრისტიანობის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება? ამ კითხვაზე პასუხი ისევ უძველეს ბიზანტიურ ცნობებშია, რომელიც ზემოთხსენებული გელასი კესარიელისგან მომდინარეობს. ამ ცნობის მიხედვით ამ მხარის გაქრისტიანება ხდება კონსტანტინოპოლის რომის იმპერიის დედაქალაქად გამოცხადების შემდეგ და იმპერატორ კონსტანტინეს სიცოცხლეში. კონსტანტინოპოლი რომის იმპერიის დედაქალაქად გამოცხადდა 330 წელს. ხოლო იმპერატორი კონსტანტინე გარდაიცვალა 337 წელს. ამ თარიღებიდან გამომდინარე სამხრეთ საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებულა 330 წლიდან 337 წლამდე პერიოდში . აქედან გამომდინარე თუ გვინდა ქართველთა გაქრისტიანების რეალური და ჭეშმარიტი სურათის აღდგენა ეს საკმაოდ ადვილია. ამ შემთხვევაში ჩვენ ისტორიკოსი-მკვლევარები უნდა დავეყრდნოთ ქართველთა გაქრისტიანების ორ ყველაზე უძველეს ისტორიას: ერთი ეს არის მე-4 საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი ისტორიკოსის გელასი კესარიელის მონათხრობი სამხრეთ საქართველოს გაქრისტიანებაზე. ხოლო მეორე ეს არის ასევე უძველესი მე-5 საუკუნეში სირიაში მოღვაწე განთქმული პეტრე იბერის უახლოესი თანამოაზრის და მოწაფის ზაქარია ქართველის მონათხრობი აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართლის სამეფოს გაქრისტიანებაზე და მე-5 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის იოანე რუფუსის ბერძნულ ენაზე შესრულებული "პეტრე იბერის ცხოვრება". (პირადად ჩემთვის წმინდა ადამიანური გაგებით ყოვლად მიუღებელია და ცოდვაა აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართლის სამეფოს პირველი ქრისტიანი მეფის დიდი ბაკურის სახელის ასე დავიწყება და გაქრობა). . ადერკი, ლევი,მირიანი ანტიკური ტაო-კლარჯეთის მფლობელები იყვნენ. ამ რეალური ფაქტის ოფიციალურად აღიარება დაადასტურებს იმას, რომ ანტიკური ტაო-კლარჯეთი დამოუკიდებელი დიდი ქართული სამეფო იყო და არა სომხეთის შემადგენლობაში მყოფი პროვინცია, როგორც ზოგიერთებს შეცდომით გონიათ რატომღაც და ეჭვი ეპარებათ. ამრიგად ქართველებს ოფიციალური უძველესი და რეალური ცნობებით ყავდათ ორი პირველქრისტიანი მეფე--მირიანი და დიდი ბაკური. ორი პირველქრისტიანი მეფის არსებობა საქართველოს ისტორიას უფრო მრავალფეროვანს და უფრო საინტერესოს ხდის. ორივე მეფე იმსახურებს ერთნაირ პატივისცემას და აღიარებას ქართველებისგან. მე ასე მიმაჩნია. ამავე დროს რადგანაც ამ ორი ქართველი მეფეებისგან ქრონოლოგიურად ყველაზე ადრე მეფობდა სამხრეთ საქართველოს მეფე მირიანი, ამიტომ ეს მეფე მაინც უნდა ვაღიაროთ ყოველთა ქართველთა პირველ ქრისტიან მეფედ. თუმცა დიდი ბაკურის პიროვნებას და მის დამსახურებებს ქართველთა გაქრისტიანების საქმეში შესაფერისი პატივი უნდა მივაგოთ. არ შეიძლება ბიბლიის შეცვლა და მასში შესწორებების შეტანა. მაგრამ ქართველთა ისტორია ეს არის წმინდა საერო მეცნიერება და ისტორიოგრაფიაში როგორც საერო მეცნიერების ერთერთ დარგში სიახლეები და აღმოჩენები ყოველთვის იარსებებს. აქ არ შეიძლება არ შევეხოთ დიდ განმანათლებელს გრიგოლ პართელს, რომელმაც ქრისტიანობაზე მოაქცია სომხეთი. გრიგოლი დიდი პიროვნება იყო და ქრისტიანულ სამყაროში დიდ პატივს იმსახურებდა და ახლაც ასეა. პირადად მეც პატივს ვცემ ამ პიროვნებას. უძველეს მე-4-მე-5 საუკუნეების ბიზანტიურ და ქართულ წყაროებში სადაც ასახულია სამხრეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს გაქრისტიანება გრიგოლ განმანათლებელზე არანაირი ცნობა არ არსებობს. ბიზანტიელი ისტორიკოსი გელასი კესარიელი სამხრეთ საქართველოს გაქრისტიანებას წმინდა ნინოს მოღვაწეობას უკავშირებს. ეს თავისთავად ცხადია, რადგან როცა მოხდა სამხრეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს მეფეების მირიანის და დიდი ბაკურის გაქრისტიანება გრიგოლ განმანათლებელი უკვე ცოცხალი აღარ იყო და ბუნებრივია ის ვერ მიიღებდა ვერანაირ მონაწილეობას ქართველთა გაქრისტიანებაში. აქედან გამომდინარე ზოგიერთი სომხური და ქართული გვიანდელი ცნობები რომელიც ქართველთა გაქრისტიანებას გრიგოლ განმანათლებელს უკავშირებს გამოგონილია და გვიანდელი დანამატებია. პირადად მე ვისურვებდი, რომ ქართველთა გაქრისტიანებაში ისეთ ცნობილ პიროვნებასაც მიეღო მონაწილეობა როგორიც გრიგოლ პართელია, მაგრამ გარდაცვლილი ადამიანი ვერანაირ მონაწილეობას ვერ მიიღებდა მირიან მეფის და დიდი ბაკურის გაქრისტიანებაში. ბიზანტიური მე-4 საუკუნის წყაროში სამხრეთ საქართველოს გაქრისტიანებაში ფიგურირებს მეფე მირიანი, დედოფალი ნანა, წმინდა ნინო, კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსი და იმპერატორი კონსტანტინე. ამ უძველეს წყაროში გრიგოლ განმანათლებელზე არანაირი ცნობა არ არის. აქედან გამომდინარე შეიძლება 100%-ის სიზუსტით ვთქვათ, რომ გრიგოლ განმანათლებელს არც სამხრეთ საქართველოს და არც აღმოსავლეთ საქართველოს გაქრისტიანებაში მონაწილეობა არ მიუღია. გვიანდელი ცნობები კი მხოლოდ მოგონილი დანამატებია, ისევე როგორც მაგალითად ის ცნობა, რომ თითქოს ქართველთა მეფე, ალანთა მეფე და რუსეთის მეფე სომხეთის მეფის თრდატის ვასალები იყვნენ და სადაც თრდატი წავიდოდა ეს მეფეებიც ყველგან მას თან დაყვებოდნენ.{ გამოყენებული ლიტერატურა: ივ. ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია". ტომი 1. სათაური: "საქართველოს გაქრისტიანება. ამის შესახები წყაროებისა და გამოკვლევების მიმოხილვა". გვერდი 229. თბილისი 1979.}. თუ კი სომხურ მატიანეებში ჩაიწერა, რომ ალანთა დიდი სამეფოს მეფე და რუსთა მეფე ანუ კიევის დიდი მთავარი სომხეთის მეფის ვასალები არიანო, მაშინ რა გასაკვირია, რომ მეზობელი აღმოსავლეთ საქართველოს, სამხრეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს პოლიტიკური ერთეულები და მათი რეგიონები სომეხ მემატიანეებს მიეწერათ დიდი სომხეთის სამეფოსთვის. ასე, რომ ბევრი სომხური წყაროს ცნობა ძალიან კრიტიკულ მიდგომას იმსახურებს და ძალიან ბევრი ტენდენციური და პროარმენული გამოგონილი დანამატებია. ამის საპირისპიროდ კი ძალიან ბევრი რომაული და ძველი ბიზანტიური წყაროები ძალიან რეალურ ცნობებს გვაწვდიან ანტიკური ეპოქის საქართველოს პოლიტიკურ ერთეულებზე. რაც შეეხება მირიანის და სამხრეთ საქართველოს ძველი მფლობელების გვარეულობას, ისინი იყვნენ ჩვენთვის უცნობი საგვარეუ- ლოს წარმომადგენლები რომლებიც ფლობდნენ ანტიკური პერიოდის სამხრეთ საქართველოს, ხოლო მე-6 საუკუნეში მათ გააერთიანეს აღმოსავლეთ,სამხრეთ და დასავლეთ საქართველო,,მათ დროს მოხდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიურადაც დაქვემდებარება ქართლის კათალიკოსისადმი.(ჩემს ერთერთ კვლევაში სათაურით "სამცხე-საათაბაგოს რეალური ისტორია 1453 წლიდან 1552 წლამდე და ისტორიის უცნობი დეტალები"საფუძვლიანად არის გამოკვლეული ანტიკური ტაო-კლარჯეთის დიდი მეფეების და ქართლის პირველი თაობის ერისმთავრების საგვარეულო ვინაობა). რაც შეეხება ბაგრატიონთა საგვარეულოს, მათ საკუთარი მდიდარი ისტორია აქვთ და არაფერი აკავშირებთ მირია ნისა და ერისმთავრების საგვარეულოსთან. თანამედროვე საერთაშორისო ისტორიოგრაფია ბაგრატიონთა საგვარეულოს სათავედ მე-8-9 სს.მიიჩნევს, "ქართლის ცხოვრების" იმ მონაკვეთში სადაც ქართლის პირველ ერისმთავრებზე და გუარამზეა მოთხრობილი მინიშნებაც კი არაა სადმე გუარამის და ერისმთავრების ბაგრატიონობაზე. რაც შეეხება მე-11 საუკუნის ბაგრატიონთა პირადი მემატიანის სუმბატ დავითის ძის თხრობას,რომ თითქოს გუარამი ბაგრატიონი იყოო,სრული აბსურდია. მისი მონათხრობი ბაგრატიონთა წარმომავლობაზე მხოლოდ ლეგენდაა და მეტი არაფერი და რეალობასთან არაფერი აკავშირებს.მისი მიზანი მხოლოდ ბაგრატიონთა საგვარეულოს განდიდება იყო. არსებობს ძველი სომეხი ისტორიკოსის ცნობა,სადაც ის ამბობს,რომ აშოტი იყო პირველი ბაგრატიონი ერისმთავარიო,,რაც სრული ჭეშმარიტებაა.ასეთივე ცნობებს გვაწვდის ბაგრატიონებზე "ქართლის ცხოვრება"-ც,რომლის მიხედვით ბაგრატიონები პოლიტიკურ ასპარეზზე გამოდიან მე-8 საუკუნის შუა ხანებში, ერისმთავარ არჩილის დროს.აშოტის მამა ადარნასე იყო ვასაკ ბაგრატუნის ძე,რომელიც იყო სომხური წარმოშობის ბაგრატუნების ერთერთი შტოს წარმომადგენელი.ჯუანშერის მიხედვით ადარნასე იყო სომხეთის ერისმთავრის ადარნასე ბრმის ძმისწული.ხოლო სომხური წყაროებით სომხეთის ერისმთავრის აშოტ ბრმის შვილიშვილი.ბაგრატუნები იყო სომხეთის ერთერთი არისტოკრატიული საგვარეულო,რომლებიც წყაროებში იხსენიებიან ძვ.წ.აღრიცხვის პირველი საუკუნიდან.ფაქტია,რომ სომეხი ბაგრატუნების საგვარეულო ქრონოლოგიურად ძალიან ძველი საგვარეულოა. ქრონოლოგიურად სომეხი ბაგრატუნები მინიმუმ 9 საუკუნით უფრო ძველია ქართველი ბაგრატიონების საგვარეულოზე. ისინი განსაკუთრებით გაძლიერდნენ არაბობის ხანაში და სომხეთის ერისმთავრები ხდებიან.აი ამ სომხური წარმოშობის ბაგრატუნების ერთერთი წარმომადგენელი ადარნასე ვასაკის ძე მოდის მეფე არჩილთან და სთხოვს,რომ მიიღოს მამული და ერისთავობა და გახდეს საქართველოს მკვიდრი ანუ ქვეშევრდომი.არჩილმა მას უბოძა ერისთავობა და მამული.ადარნასე ხდება ქართლის სამეფოს მკვიდრი ანუ დღევანდელი გაგებით მოქალაქე.როგორც ჩანს მას პრობლემები ქონდა სომხეთში და ამიტომ გადმოვიდა საქართველოში. როგორც სომხური წყაროების, ასევე "ქართლის ცხოვრები"-ს ცნობები ბაგრატიონთა წარმომავლობაზე და სადაურობაზე სრულად ემთხვევა ერთმანეთს. ისინი დედის ხაზით უნათესავდებიან ერისმთავრების საგვარეულოს და აქედან იწყება ამ გვარის აღზევება საქართველოში. როდესაც ძველი ერისმთავრების მეფობა შეწყდა საქართველოში ამის შემდეგ აშოტი ხდება პირველი ერისმთავარი ბაგრატიონთა საგვარეულოდან. მე-8 საუკუნის შუა ხანებში როგორც კი ბაგრატიონები პირველად ჩნდებიან მაშინვე მოიხსენიებიან ბიბლიური მეფეების დავითისა და სოლომონის შთამომავლებად და ასე მოიხსენიებოდნენ ყოველთვის. ხოლო გუარამი და ერისმთავრები არასდროს არ მოიხსენიებოდნენ ამ ბიბლიური მეფეების შთამომავლებად.ისტორიულად ასეთი ფაქტები მსოფლიოს უამრავ ქვეყნებში ხდებოდა. ასეთი ფაქტები ძალიან ხშირი იყო მონარქთა ოჯახებში.სომხეთის ერისმთავრების, ცნობილი ბაგრატუნების ერთერთი შტოს წარმომადგენელი ხდება ქართლის ერისმთავრების დიდი საგვარეულო ოჯახის წევრი და საფუძველი ჩაუყარა ბაგრატიონთა დინასტიას,რომლებიც გახდნენ ძველი იბერიის სამეფო ტახტის ტრადიციების გამგრძელებლები. როგორც ცნობილია უძველესი სომეხი ბაგრატუნებიც ლეგენდის მიხედვით ებრაელთა მეფის შთამომავლები იყვნენ.აი ეს ებრაული წარმომავლობის ლეგენდა მე-8 საუკუნეში თან მოყვა ადარნასე ბაგრატუნს სომხეთიდან საქართველოში გადმოსახლების შემდეგ.აქედან იღებს სათავეს ქართველი ბაგრატიონების ებრაული წარმომავლობის ლეგენდა. მათი ჰაპლოჯგუფია Q3a1a1. ეს ჰაპლოჯგუფი Q3a1a1 დღესდღეობით არ გვხვდება არც ქართველებში, არც სომხებში, არც ებრაელებში და არც ალანებში. ბაგრატიონთა წინაპრები ანისელი ბაგრატუნები არიან. ყარსიის, ანისის და კარნიფორის ოლქები ისტორიული ხორძენეა(იბერიულად "ხორცევანი") რომელიც ძვ.წ. აღრიცხვის მე-2 საუკუნეში გადადის სომხეთის მფლობელობაში. სომხეთის შემადგენლობაში გადასვლის შემდეგ ხდება ამ შერეული იბერიულ-სომხური რეგიონის სრული არმენიზაცია. შესაძლებელია ანტიკურ ეპოქაში ხორძენეს ანუ ხორცევანის მოსახლეობაში ან იბერიული ან სომხური წარმოშობის მცირერიცხოვან ჯგუფში შემორჩენილი იყო ეს ციმბირული წარმოშობის ჰაპლოჯგუფი Q3a1a1 და ამ ჰაპლოჯგუფის ერთერთი მატარებელი იყვნენ წარმოშობით ანისელი ბაგრატუნები, გვიანდელი ქართველი ბაგრატიონების წინაპრები. მე-8 საუკუნეში ამ ბაგრატუნების ერთერთი შტო დამკვიდრდა ქართლში, დაუნათესავდნენ ერისმთავრებს. გადაიკეთეს გვარი იბერიულ ფორმაზე "ბაგრატიონი", "ბაგრატოვანი", "ბაგრატონიანი" და გაქართველდნენ. ხოლო ლეგენდა მათ ებრაულ წარმომავლობაზე ქართველმა ბაგრატიონებმა მემკვიდრეობით მიიღეს სომხეთიდან ქართლში გადმოსახლებული ადარნასე ბაგრატუნისგან. ასეთ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. ბაგრატიონები წარმოშობით ანისიდან, ანუ შირაკიდან არიან და მათი ძველი ნამდვილი გვარი იყო "ბაგრატუნი", როგორც ეს ქართულ და სომხურ წყაროებშია გადმოცემული. მათი ებრაული ბიბლიური წარმოშობის ლეგენდა კი შექმნილია სომხეთში ქრისტიანულ ეპოქაში. ეს ლეგენდა კი როგორც უკვე ითქვა სომხეთიდან ქართლში გადმოსახლებულ ადარნასე ბაგრატუნს თან მოყვა და გადმოვიდა ბაგრატიონებზე, ადარნასეს შთამომავლობაზე. ბაგრატიონების ებრაული წარმომავლობის ვერსიამ ძალა დაკარგა. ანტიკური ტაო-კლარჯეთის სამეფოში ქართულთან ერთად უნდა თანაარსებულიყო ბრანჯთა ენაც,რომელიც ძველ ქართულ მატიანეში რამდენჯერმე არის ნახსენები.მატიანედან ჩანს,რომ ეს ბრანჯები ძალიან ახლობელი იყო მაშინდელი ქართველებისთვის.ეს ენა გადმოსახლებიდან რამდენიმე საუკუნის შემდეგაც შემორჩენილი უნდა ყოფილიყო ტაოს სამთავროში სანამ ცოტა მოგვიანებით არ მოხდა ამ მხარის სრული ასიმილაცია დანარჩენი იბერებივით. ანტიკურ ეპოქაში იბერიის ტერიტორიაზე არსებობდა ორი პოლიტიკური ერთეული ქართლის სამეფო და ტაო-კლარჯეთის სამეფო,გვიანდელ მატიანეებში ზოგჯერ ხდებოდა ამ ორი პოლიტიკური ერთეულის ისტორიების ერთმანეთში აღრევა და ეს ბუნებრივი მოვლენა იყო. იბერიაში ამ ორი სამეფოს არსებობის გადაკეთებული ვარიანტი და ანარეკლია ქართულ მატიანეებში არსებული ცნობები იბერიაში ორმეფობის არსებობაზე. შუა საუკუნეებში შექმნილი ლეგენდა ორმეფობაზე და იბერიაში ანტიკურ ეპოქაში ორი სამეფოს ერთდროულად არსებობაზე ეფუძნება ანტიკურ ეპოქაში იბერიის ტერიტორიებზე რეალურად არსებული ორი სამეფოს არსებობას. ამ ლეგენდის მიხედვით მაგალითად მეორე საუკუნის ქართლის მეფე ფარსმან ქველს ჰყოლია თანამეფეებიც. "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით ფარსმან ქველის თანამედროვეა იბერიის მეორე სამეფოს მეფე "ფარსმან ავაზი". ხოლო ლეონტი მროველის მიხედვით ფარსმან ქველის თანამედროვე მეორე სამეფოს მეფის სახელია "მირდატი". ეს ორი თანამეფეები "ფარსმან ავაზი" და "მირდატი" უეჭველად სამხრეთ საქართველოს ანუ ანტიკური ტაო-კლარჯეთის სამეფოს მეფეები არიან, რომლებიც ქართლის მეფე ფარსმან ქველის თანამედროვეები იყვნენ. ისეთ ძლიერ ქართლის მეფეს, როგორიც ფარსმან ქველია აღმოსავლეთ საქართველოში მეორე მეფე და მეორე სამეფო არ ეყოლებოდა. ორმეფობა ეს არის შუა საუკუნეებში შეცვლილი და გადაკეთებული ანტიკური ეპოქის ისტორიის ამბები. აი სწორედ ეს "ფარსმან ავაზი" არის ის მეფე რომელიც მოხსენიებული ყავს რომაელ ისტორიკოსს არიანეს თავის წიგნში "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო". მისი ცნობით მე-2 საუკუნის 30-იან წლებში მდინარე ჭოროხის შესართავთან მცხოვრები ზიდრიტების ტომი ფარსმანის ქვეშევრდომები ყოფილან.{გამოყენებული ლიტერატურა: ფლავიუს არიანე. "მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო". გამომცემელი ნათელა კეჭაყმაძე. წიგნი 2.თბილისი 1961}. ფაქტია, რომ ეს "ფარსმანი" არის ტაო-კლარჯეთის სამეფოს მეფე "ფარსმან ავაზი". აი ასეა შუა საუკუნეების მატიანეებში ერთმანეთში არეული ანტიკური ეპოქის რეალური და გამოგონილი ისტორიები, აღმოსავლეთ საქართველოს და სამხრეთ საქართველოს მეფეები და ასე შემდეგ. რადგან ეს ორი მეფე ფარსმან ქველი და ფარსმან ავაზი ერთმანეთის თანამედროვე მეფეები იყვნენ ამიტომ შესაძლებელია რომაულ წყაროებში მოყოლილი ამბებიც იბერიის მეფე ფარსმანზე ამ ორი მეფის ამბების ერტმანეთში შერეულ ისტორიებს წარმოადგენდეს, სადაც ზოგჯერ სამხრეთ საქართველოს მეფე ფარსმან ავაზი იგულისხმება და ზოგჯერ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე ფარსმან ქველი. ჩემი მოსაზრებით რომში სტუმრად ჩასული მეფე ქართლის ანუ აღმოსავლეთ საქართველოს მეფე ფარსმან ქველი უნდა იყოს. ქართული მატიანეს ცნობით იბერიის ეს ორი სამეფო ერთმანეთთან მშვიდობიანად თანაარსებობდნენ. სამხრეთ საქართველოს მეფე ფარსმან ავაზი მეფობდა დაახლოებით 125-150 წწ. მისი მემკვიდრე მეფე მირდატი მეფობდა დაახლოებით 150-175 წწ. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართლის მეფე ფარსმან ქველი მეფობდა დაახლოებით 130-155 წწ. რაც შეეხება ფარსმანის ზედწოდება "ავაზს". ფაქტია, რომ ეს ზედწოდება დაკავშირებულია კატისებრთა ოჯახის მტაცებელ ცხოველ ავაზასთან. ცნობილია, რომ ძველ საქართველოში ყავდათ სპეციალურად გაწვრთნილი ავაზები და მათ სანადიროდ იყენებდნენ. ავაზას ძველ საქართველოში ეწოდებოდა "ავაზი". შუა საუკუნეებში საქართველოში "ავაზი " ეწოდებოდა გეპარდს. მაგრამ ფარსმან ავაზის ეპოქა ანტიკური იბერიაა. ხოლო ძველ დროში საქართველოს ტერიტორიაზე ძალიან ფართოდ იყო გავრცელებული ლეოპარდი ანუ ქართულად "ჯიქი". ამიტომ ერთი ვერსიით ფარსმანის ზედწოდება "ავაზი" ლეოპარდს ანუ ჯიქს ნიშნავდა. შესაძლებელია ანტიკურ ეპოქაში ეს ტერმინი "ავაზი" გამოიყენებოდა ლეოპარდის(ჯიქის), გეპარდის და შეიძლება ვეფხვის სინონიმადაც და ამ ცხოველების ზოგადი კრებითი სახელი იყო. ეს ტერმინი "ავაზი" ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობის უნდა იყოს. შემდგომ შუა საუკუნეებში კი ჩნდება ახალი უკვე ქართული ტერმინები "ვეფხვი", "ჯიქი". ძველ საქართველოში ჯიქი ასოცირდებოდა ძალიან მრისხანე, შეუპოვარ და უშიშარ მხეცთან. საქართველოში ძირითადად გავრცელებული იყო "კავკასიური ლეოპარდი", რომელსაც სპარსულ ლეოპარდსაც უწოდებენ. მისი სამეცნიერო სახელწოდებაა Panthera pardus saxikolor. ლეოპარდის ეს სახეობა გამოირჩევა სხეულის დიდი ზომებით. ქართულ მეტყველებაში ჩნდება ტერმინები "გაჯიქდა", "გაჯიქებული", რაც შეუპოვარი ბუნების ადამიანს ეწოდებოდა. ეს ჯიქთან დაკავშირებული ტერმინები და ჯიქის ანუ ლეოპარდის ძალიან ფართოდ გავრცელება ძველ საქართველოში მიგვანიშნებს, რომ ზედწოდება "ავაზი" ერთერთი ვერსიით ამ კონკრეტულ შემთხვევაში ფარსმანთან მიმართებით აღნიშნავდა ლეოპარდს და არა გეპარდს. მეორე ვერსიით არც ისაა გამორიცხული, რომ ამ ტერმინის ქვეშ შეიძლება სულაც "ვეფხვი" იგულისხმებოდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. მეცნიერების მიერ დადგენილია, რომ მე-10-მე-12 საუკუნეებამდე მთელ კავკასიაში, ჩრდილოეთ ირანში და ცენტრალური აზიის რაიონებში გავრცელებული იყო ვეფხვის ერთერთი სახეობა თურანის ვეფხვი, იგივე ამიერკავკასიური ვეფხვი, იგივე კასპიური ვეფხვი. ამჟამად ვეფხვის ეს სახეობა გადაშენებულად ითვლება. მისი სამეცნიერო სახელწოდებაა Panthera tigris virgata. ეს ამიერკავკასიური ვეფხვი გავრცელებული იყო საქართველოს ტერიტორიებზეც. ჩრდილოეთით ეს მხეცი გავრცელებული იყო მთელ ჩრდილოეთ კავკასიაში და ზოგიერთი ინდივიდი ჩერნიგოვის სამთავრომდე აღწევდა კიევის რუსეთში. ანტიკურ იბერიაში ბუნებრივია ვეფხვის ეს სახეობა გავრცელებული იყო იბერიის ტერიტორიებზე. აქედან გამომდინარე ორი რეალური ვარიანტია ან "ლეოპარდი" ან "ვეფხვი". გენეტიკური მონაცემებით ეს ვეფხვი ძალიან ახლოს არის უსურიის დიდ ვეფხვთან. დადასტურებულია ამ ვეფხვის 240 კილოგრამიანი ეგზემპლარის არსებობა წარსულში. მაგრამ მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთი ეგზემპლარები უფრო დიდები იქნებოდნენ დაახლოებით 300 კილოგრამის ფარგლებში. თავისთავად ცხადია, რომ მკვლევართა ეს ვარაუდი სრულიად რეალურია. საინტერესოა, რომ ამ ვეფხვს ჰქონდა სხვა სახეობების ვეფხვებთან შედარებით ყველაზე უფრო სქელი ბეწვი. ეს კი მას შესაძლებლობას აძლევდა ეცხოვრა საკმაოდ ცივ კლიმატურ გარემოშიც(ცენტრალური აზია, კავკასიის მთიანეთი და აღმოსავლეთ ევროპის სტეპები). ასეთი გიგანტური მტაცებელი ცხოველის გავრცელება ანტიკური იბერიის ტერიტორიებზე ბუნებრივია ადგილობრივ მოსახლეობაში გარკვეულ ემოციებს და სიმპატიებს იწვევდა ამ ცხოველის მიმართ. ამიტომ ფარსმან მეფის მიმართებით გამოყენებული ტერმინი "ავაზი" უფრო ამ თურანის დიდ ვეფხვს აღნიშნავდა. აქედან გამომდინარე სასწორი უფრო იბერიაში გავრცელებული თურანის დიდი ვეფხვის სასარგებლოდ იხრება. საზღვარგარეთის შესაბამისი დარგის მეცნიერების მიერ შედგენილი რუკით ეს თურანის დიდი ვეფხვი მე-19 საუკუნეში ჯერ კიდევ დაიარებოდა და შემორჩენილი იყო კავკასიის შემდეგ რეგიონებში: დღევანდელი აზერბაიჯანის სამხრეთ რაიონებში, დღევანდელი სომხეთის მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს ტერიტორიებზე მესხეთის ქედზე, სამცხე-ჯავახეთში, აჭარაში, გურიაში, ისტორიული კლარჯეთის და შავშეთის პროვინციებში თურქეთში.(გამოყენებული ლიტერატურა და რუკა: გუგლი. Caspian Tiger- Panthera tigris virgata-Carnivora). და ბოლოს სად შეიძლება ყოფილიყო ანტიკური ტაო-კლარჯეთის დიდი მეფეების რეზიდენცია. იმ მონაცემებზე დაყრდნობით რაც ჩვენ ამჟამად გაგვაჩნია ყველაზე უფრო რეალური კანდიდატია არტანუჯი და არტანუჯის ციხესიმაგრე. აქ უნდა ყოფილიყო ანტიკური ტაო-კლარჯეთის მეფეთა მთავარი რეზიდენცია. მე-7-მე-8 საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში ცოტა არეულობა და ქაოსი სუფევდა. მე-8 საუკუნის ბოლოს არტანუჯში დამკვიდრდა აშოტ ბაგრატიონი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოში ვერ შეეგუა არაბებს. მან განახორციელა არტანუჯის განახლება-რესტავრაცია. და აქ დამკვიდრებულმა ბაგრატიონებმა თანდათან დაიწყეს ანტიკური ტაო-კლარჯეთის დიდი სამეფოს აღდგენა. რადგანაც აშოტ ბაგრატიონმა თავის რეზიდენციად არტანუჯი გამოაცხადა, ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდს, რომ ანტიკური ტაო-კლარჯეთის მეფეთა რეზიდენცია არტანუჯის ძველი ციხესიმაგრე იყო. აქ დამკვიდრებით აშოტი ხაზს უსვამდა, რომ ის დაეუფლა ანტიკური ტაო-კლარჯეთის მეფეთა მთავარ რეზიდენციას და ტაო-კლარჯეთი მას უნდა დამორჩილებოდა. მას მხარს უჭერდა ბიზანტიაც. ამგვარად ანტიკური ტაო-კლარჯეთის დიდი სამეფოს ტერიტორიებზე და საძირკველზე ბაგრატიონებმა აღადგინეს ახალი უკვე ადრე-ფეოდალური ტაო-კლარჯეთის დიდი სამთავრო. ახლა დასადგენია ანტიკური ეპოქის ტაო-კლარჯეთის სამეფოს და ქართლის ანუ იბერიის სამეფოს საზღვრები. ეს ადვილი არაა. ქართული წყაროებიდან რაც გაგვაჩნია ეს არის ძალიან გვიანდელი შუა საუკუნეების ბუნდოვანი და გაურკვეველი ცნობები. ამ ცნობების ავტორები შუა საუკუნეებში ცხოვრობდნენ აღმოსავლეთ საქართველოში და აქედან გამომდინარე მათ ან არ ქონდათ ზუსტი წარმოდგენა ანტიკური ეპოქის საზღვრებზე და ამავე დროს ტენდენციურებიც და მიკერძოებულებიც იყვნენ ანტიკური ქართლის სამეფოს სასარგებლოდ. ეს ბუნებრივია. ასე რომ გვიანდელი ქართული წყაროებით ანტიკური ეპოქის საზღვრების დადგენა არარეალურია. ჩვენ უკვე ვიცით ანტიკური ტაო-კლარჯეთის სამეფოს არსებობა და რომ ეს სამეფო ძირითადად მოიცავდა დასავლეთ მესხეთის ისტორიულ ტერიტორიებს. სამხრეთ საქართველოს პოლიტიკურ საზღვრებზე ჩვენ უფრო რეალური ცნობები გვაქვს შუა საუკუნეების პერიოდზე, დაწყებული მე-8-9 საუკუნეებიდან მე-16 საუკუნემდე. მთელი ამ პერიოდის მანძილზე სამხრეთ საქართველო ყოველთვის მოიაზრებოდა როგორც ერთი მთლიანი პოლიტიკური და ადმინისტრაციული ერთეული რომლის შემადგენლობაში შედიოდა როგორც ტაო-კლარჯეთი, ასევე აღმოსავლეთ მესხეთის პროვინციები. შეიძლება 99%-ის სიზუსტით ვივარაუდოთ, რომ ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ მესხეთის ერთობა შუა საუკუნეებში არის ანტიკური ეპოქის ერთობის გაგრძელება და ტრადიცია. ანუ ანტიკური ტაო-კლარჯეთის დიდი მეფეების მფლობელობაში იყო, როგორც დასავლეთ მესხეთის ისტორიული პროვინციები, ისე აღმოსავლეთ მესხეთის პროვინციები. ამ ერთიანი სამეფოს ცენტრი კი იყო არტანუჯი. ხოლო ქართლის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა უშუალოდ ქართლი, კახეთი ჰერეთი, გუგარეთი და ჯავახეთი. სამცხე(ოძრხე), თორი, კოლა, ხორტევანი, ზარიშტიანი, ერუშეთი, არტაანი და პალაკაციო(ჩრდილი) სტაბილურად ტაო-კლარჯეთის მმართველთა მფლობელობაში იმყოფებოდა. აღმოსავლეთ მესხეთის ამ 8 პროვინციას განაგებდა ტაო-კლარჯეთის მფლობელის მიერ დადგენილი 8 ერისთავი. და აი ეს ანტიკური ეპოქაში დადგენილი სამხრეთ საქართველოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული საზღვრები ტრადიციულად და ავტომატურად აგრძელებდა არსებობას მთელი შუა საუკუნეების მანძილზე. აი ეს არის ანტიკური ეპოქის ქართლის სამეფოს და ტაო-კლარჯეთის სამეფოს პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რეალური საზღვრები. შუა საუკუნეებში ამ ანტიკური ეპოქის საზღვრებზე ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდათ და ამიტომ ავტორები ზოგჯერ საკუთარი ფანტაზიის დახმარებით ადგენდნენ არარეალურ საზღვრებს. შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს მემატიანეებს კი არა დღევანდელ ეპოქაში განვითარების უმაღლეს საფეხურზე მყოფ კაცობრიობას ზოგჯერ უჭირს სახელმწიფოებს შორის ზუსტი საზღვრების დადგენა და პრობლემები და გაურკვევლობა ჩნდება. და შუა საუკუნეებში ანტიკური ეპოქის საზღვრების არცოდნა რა გასაკვირია. ქალაქი წუნდა ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრი ქართლის სამეფოს შემადგენლობაში იყო. მაგრამ შუა საუკუნეების მემატიანეს წარმოდგენილი აქვს, რომ წუნდის საერისთავოში შედიოდა მაშინ ჯავახეთთან ერთად კოლა და არტაანი. ეს შეცდომაა და მემატიანე წუნდის საერისთაოში მოიაზრებს ჯავახეთთან ერთად არტაანის და კოლას პროვინციებს და იმეორებს თითქოს ფარნავაზის დროინდელი იბერიის სამეფოს ადმინისტრაციულ ერთეულებად დაყოფის მოდელს. უკვე მეცნიერთა მიერ აღიარებულია, რომ ფარნავაზის მიერ ქვეყნის დაყოფის ადმინისტრაციული მოდელი არ შეესაბამება ანტიკური ეპოქის რეალობას და შუა საუკუნეებშია მოგონილი და არარეალურია. ეს ერთი და კიდევ მეორე, ანტიკურ ეპოქაში არტაანის ადმინისტრაციული ცენტრი იყო "ქაჯთა ქალაქი" ანუ ციხე-ქალაქი "ჰური". აი ეს "ჰური" ანუ მეტსახელად ""ქაჯთა ქალაქი" იყო ანტიკური ეპოქის არტაანის ადმინისტრაციული ცენტრი, სადაც არტაანის დიდი პროვინციის ერისთავი იჯდა. ხოლო კოლას ასევე დიდ პროვინციას თავისი ერისთავი ეყოლებოდა.ხორტევანი საკმაოდ მოზრდილი ადმინისტრაციული ერთეული იყო და მას თავისი, საკუთარი ერისთავი განაგებდა უეჭველად. ისეთ მოზრდილ ადმინისტრაციულ ერთეულს ანტიკური ეპოქის ტაო-კლარჯეთის სამთავროში როგორიც ხორტევანია საკუთარი ერისთავი ეყოლებოდა. პალაკაციოს ანუ ჩრდილის ტბის გარშემო მდებარე ადმინისტრაციულ ერთეულს თავისი ერისთავი ედგებოდა სათავეში. ერუშეთიც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული იქნებოდა თავისი ერისთავით. ეს უფრო მოგვიანებით შუა საუკუნეებში იყო, რომ ზოგჯერ იქმნებოდა ძალიან დიდი ადმინისტრაციული ერთეულები, რომელსაც ერისთავთ-ერისთავები განაგებდნენ. მაგრამ ანტიკური ეპოქის სამხრეთ საქართველოში ასეთი დიდი ადმინისტრაციული ერთეულები არ არსებობდა და არარეალურია. . ბუნებრივია შუა საუკუნეების ავტორს არ ქონდა ნათელი წარმოდგენა ანტიკური ეპოქის საზღვრებზე და ადმინისტრაციულ ერთეულებზე და შეცდომებს უშვებდა. რას ვიზამთ შუა საუკუნეები იყო და ფანტაზიებს იყენებდნენ. ან შეიძლება რადგანაც ტაო-კლარჯეთის სამეფო ანტიკურ ეპოქაში ძალიან დაახლოებული იყო მეზობელი დიდი სომხეთის სამეფოსთან და მას დაქირავებული მეომრებით ამარაგებდა, ამიტომ შესაძლებელია აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებმა ვიღაც განაწყენებულმა მემატიანემ ისტორიის რომელიღაც ეტაპზე ტაო-კლარჯეთის სამეფო და მისი პროვინციები დიდი სომხეთის სამეფოსთან გააიგივა და მას მიაწერა ცხელ გულზე. ამავე დროს რადგანაც ტაო-კლარჯეთის სამეფო ძალიან დაახლოებული იყო მეზობელ დიდ სომხეთთან, ამიტომაც ზოგიერთი ძველი სომეხი მემატიანეები ტაო-კლარჯეთის სამეფოს სომხეთის სამფლობელოდ მოიაზრებდნენ. მოკლედ ცოტა ქაოსია, მაგრამ რეალური მდგომარეობა თანდათან გამოიკვეთა. ბოლოსდაბოლოს შუა საუკუნეებში შედგენილ "ქართლის ცხოვრებაშიც" კი არის პირდაპირი ცნობა, რომ გუარამ დიდი, რომელიც ვახტანგ გორგასლის შვილიშვილიც იყო დედის მხრიდან ტაო-კლარჯეთიდან იყო. ეს გუარამი იყო ტაო-კლარჯეთის ანტიკური მეფეების საგვარეულოს ერთერთი წარმომადგენელი. აქ დინასტიურ ქორწინებას ჰქონდა ადგილი ტაო-კლარჯეთის საგვარეულოსა და ვახტანგ გორგასლის საგვარეულოს უმცროს შტოს შორის. ვახტანგ მეფის გარდაცვალების შემდეგ გამეფდა მისი პირველი მეუღლის შვილი დაჩი. ხოლო ვახტანგ მეფის მეორე მეუღლის ოჯახმა როგორც ჩანს დაჩის გამეფების შემდეგ თავი შეაფარა სამხრეთ საქართველოს მფლობელს, რადგან მეფე დაჩისგან საფრთხეს გრძნობდა. შემდგომ მე-11 საუკუნის მემატიანემ ეს ამბავი ცოტა გადაკეთებული სახით შემოგვინახა. ეს მხარე შუა საუკუნეებში საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით ძალიან მჭიდროდ დასახლებული სოფლებით და დასახლებული პუნქტებით გამოირჩეოდა. ამ კუთხის მოსახლეობა მრავალრიცხოვანი იყო. ეს დასტურდება უცხოური წყაროებით, კერძოდ ძველი ოსმალური დოკუმენტებით. საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მხოლოდ იმიერტაოს მფლობელმა დავით კურაპალატმა თავისი სამფლობელოდან 12 000 რჩეული მხედარი გააგზავნა ბიზანტიის იმპერატორის დასახმარებლად. სულ სამცხე-საათაბაგოს ჯარის რაოდენობა მე-15 საუკუნის მეორე ნახევარში დაახლოებით 35 000 მეომარი იყო. აქედან გამომდინარე ეს მხარე ანტიკურ ეპოქაშიც მოსახლეობის რაოდენობით გამორჩეული იქნებოდა. ანტიკური ეპოქის სამხრეთ საქართველო ბრძოლის ველზე საჭიროების შემთხვევაში გამოიყვანდა დაახლოებით 35 000 ბრძოლისუნარიანობით გამორჩეულ მეომარს. ასეთი ლაშქარი კი ძალიან ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდა. ამავე დროს ერთერთი ძველი სომხური წყარო ტაოს "მრავალი ციხის ქვეყანას" უწოდებს. რაც ანტიკურ ეპოქაში ტაო-კლარჯეთში მაღალგანვითარებულ საფორტიფიკაციო მშენებლობის განვითარებაზე მიგვანიშნებს, რომელსაც ხაზგასმით აღნიშნავს ძველი სომხური მატიანე. ჩვენ არ გაგვაჩნია ცნობები ანტიკური ტაო-კლარჯეთის ადმინისტრაციულ დაყოფაზე, მაგრამ დაახლოებითი ადმინისტრაციული დაყოფის სურათის აღდგენა შესაძლებელია. ამ სამეფოს შემადგენლობაში აღმოსავლეთ მესხეთიდან სტაბილურად შედიოდა ზემოთ ჩამოთვლილი 7 ადმინისტრაციული ერთეული. ახლა გადავიდეთ დასავლეთ მესხეთში. დასავლეთ მესხეთის სამი პროვინცია კლარჯეთი, შავშეთი და ზემო აჭარა მეფის პირად მფლობელობაში უნდა ყოფილიყო, რომელსაც მისი პირადი მოხელეები განაგებდნენ. ეს სამი პროვინცია მეფის პირადი დომენი უნდა ყოფილიყო. ჩრდილოეთი ტაო სავარაუდოდ ორ ადმინისტრაციულ ერთეულად იქნებოდა დაყოფილი, რომელსაც ორი ერისთავი განაგებდა. სამხრეთი ტაო უფრო დიდი რეგიონი იყო და ის უეჭველად რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულად იყოფოდა: თორთომის ხეობას თორთომის ერისთავი განაგებდა. მდინარე ოლთისის ხეობას ოლთისის ერისთავი. მდინარე ბარდუსის ხეობას ბარდუსის ხეობის მფლობელი ერისთავი. პარხალის პროვინციას პარხალის ერისთავი. სპერის პროვინციას სპერის ერისთავი. ბასიანის პროვინციას მდინარე არაქსამდე კი განაგებდა ამ პროვინციის ერისთავი( ხოლო ბასიანის მეორე ნაწილი, რომელიც მდინარე არაქსს გადაღმა მდებარეობდა და საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია იყო სავარაუდოდ დიდი სომხეთის მფლობელობაში უნდა ყოფილიყო ანტიკურ ეპოქაში. ეს იყო სომხეთის ბასიანი). ზემო აჭარის პროვინციას საკუთარი ერისთავი ეყოლებოდა. აი ეს არის ანტიკური ეპოქის ტაო-კლარჯეთის სამეფოს ადმინისტრაციული დაყოფის დაახლოებითი, რეალობასთან ძალიან მიახლოებული სურათი. ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ სტრაბონის ცნობები, რომელიც ეხება სამხრეთ საქართველოს. მისი ცნობით მესხების ქვეყანა სამ ნაწილადაა გაყოფილი კოლხებს, იბერებსა და არმენიას შორის. {გამოყენებული ლიტერატურა: სტრაბონის "გეოგრაფია". ცნობები საქართველოს შესახებ. თ. ყაუხჩიშვილი. საქ. სსრ. მეცნ. აკად. ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი}. არმენიის მიერ ხელდებულ მესხთა ქვეყანაში სტრაბონი გულისხმობდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის აღმოსავლეთით მდებარე ანისის ანუ შირაკის დიდ რაიონს, რომლებიც უძველეს დროში მესხური ტომების საცხოვრისად ითვლებოდა და სტრაბონის ეპოქაში კი სომხეთის შემადგენლობაში იყო მოქცეული. ხოლო იბერების მფლობელობაში მყოფ მესხების ქვეყანაში ის გულისხმობდა ანტიკური ტაო-კლარჯეთის დიდ სამეფოს, ცენტრით არტანუჯში, რომელიც მოიცავდა მთელ დასავლეთ მესხეთს და აღმოსავლეთ მესხეთის ზემოთხსენებულ პროვინციას(არტაანს, სამცხეს, კოლას, ხორტევანს, სამცხეს, პალაკაციოს და ერუშეთს). ცნობილი ფაქტია, რომ შუა საუკუნეების ქართველებში ყარსის, კარნიფორის, ანისის და ვალაშკერტის რეგიონებზე ყოველთვის იყო მოგონება და ხსოვნა, რომ ეს ტერიტორიები ოდესღაც ქართველებს ეკუთვნოდათ. უფრო გასაგები, რომ იყოს. ეს ტერიტორიები ისტორიული უძველესი მესხური ტერიტორიები იყო, რომელიც დაიკავა სომხურმა ეთნიკურმა ელემენტმა. შემდგომ ამ რეგიონებში შემოვიდა აზონის დროს გადმოსახლებული იბერების ეთნიკური ელემენტი და შეერია ადგილობრივ მოსახლეობას. ამ უძველეს მესხურ ტერიტორიებზე სხვადასხვა ეპოქაში შემოდიოდა, როგორც სომხური, ისე იბერიული ეთნიკური ელემენტი და ერთმანეთს ერეოდა. რა დროსაც ეს ტერიტორიები დიდი სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა.ძვ.წ.აღრიცხვის მეორე საუკუნიდან ეს ტერიტორიები უკვე სტაბილურად დიდი სომხეთის შემადგენლობაშია. ხოლო მისი მოსახლეობა ძირითადად შერეული იბერიულ-სომხური წარმოშობის იყო. მე კარგად ვიცნობ საერთაშორისო გენეტიკურ რუკებს და საკმაოდ კარგად ვერკვევი მეცნიერების ამ სფეროში. ანტიკურ ეპოქაში მომხდარი იბერიულ-სომხური ეთნიკური ელემენტების შერევის გენეტიკური კვალი დღემდე შემორჩენილია ამ რეგიონში. სწორედ ამ ტერიტორიების ანუ ანისის ტერიტორიების ძველი სახელწოდება იყო ხორძენე, როგორც მას უწოდებს სტრაბონი და მისი ცნობით სომხებს შეუერთებიათ. ამას მოყვა ამ ტერიტორიების არმენიზაცია. კლავდიოს პტოლემაიოსის თხზულების მიხედვით მდინარე ევფრატს, მტკვარსა და არაქსს შორის მდებარე სომხეთის მხარეში შედის სომხური ტერიტორია "კატარძენე"-ც.{გამოყენებულია ლიტერატურა: "კლავდიოს პტოლემაიოსი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ". დისერტაცია / ნ. ლომოური. ხელმძღანელი / ს. ყაუხჩიშვილი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.}. ის ამ კატარძენეს მიიჩნევს უშუალოდ სომხურ ტერიტორიად. ამ "კატარძენეს" ის არ უკავშირებს არანაირ კონტექსტში იბერიას და იბერებს. არ ამბობს, რომ ეს არის მოსხების ან იბერების ტერიტორია, რომელიც მიიტაცა სომხეთმაო. უფრო ადრინდელი ისტორიკოსი სტრაბონი კი "ხორძენე"-ს "მოსხების"ქვეყნად თვლიდა, რომელიც არმენებს უკავიათ. საქმე იმაშია, რომ პტოლემაიოსის ნაშრომი შეიქმნა უფრო გვიან, ახ.წ.აღრიცხვის მეორე საუკუნეში. სტრაბონი უფრო ადრეული ეპოქის ისტორიკოსი იყო და მას გააჩნდა უფრო ადრეული წყაროები საიდანაც იცოდა, რომ "ხორძენე" უძველესი მესხების ქვეყანა იყო და ძვ.წ აღრიცხვის მეორე საუკუნეში შეიერთა არმენიამ. პტოლემაიოსის ეპოქაში უკვე 3 საუკუნეზე უფრო მეტი დრო იყო გასული მას შემდეგ რაც დიდმა არმენიამ ძვ.წ.აღრიცხვის მეორე საუკუნეში მყარად შეიერთა "ხორძენე"-ს აღმოსავლეთი რაიონი შირაკი. სამი საუკუნე სრულიად საკმარისი იყო, რომ ამ მხარის სრული არმენიზაცია მომხდარიყო. პტოლემაიოსის დროს იქ უკვე არანაირი იბერიული ან მოსხური კვალი არ იყო. მხოლოდ ამ რეგიონის უძველესი გეოგრაფიული სახელწოდება "კატარძენე"(ხორძენე) იყო დარჩენილი. ამიტომ პტოლემაიოსი ამ "კატარძენე"-ს თვლიდა წმინდა სომხებით დასახლებულ ტერიტორიად, რომლებიც "მოსხების" მთების ანუ სამხრეთ საქართველოს მთაგორიანი ქვეყნის მეზობლად და ზემოთ ცხოვრობდნენ. ეს "კატარძენე" იგივე სტრაბონის ხორძენე უნდა იყოს( ვალაშკერტის და ანისის ტერიტორიები). ეს ტერიტორია მართლაც თავსდება სომხეთის იმ ნაწილში, რომელიც მდებარეობს მდინარე ევფრატის ზემო წელის აღმოსავლეტით, მტკვრის ხეობის სამხრეთით, ხოლო სამხრეთით ამ სომხურ ტერიტორიებს მიუყვება მდინარე არაქსი. ეს არის ანტიკური ეპოქის დიდი არმენიის მთელი ჩრდილოეთი ნაწილი სადაც შედის კატარძენეც. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ პტოლემაიოსი კატარძენას უკავშირებდა "მოსხური" მთების მეზობლად, ზემოთ ანუ გაღმა მდებარე ტერიტორიას. ის ამ შემთხვევაში არ გულისხმობდა რომელიმე კონკრეტულ მთებს. სამხრეთ საქართველო, როგორც დასავლეთ მესხეთი, ისე აღმოსავლეთ მესხეთი დასერილი იყო მაღალი მთიანი სისტემებით. ეს იყო მკვეთრად გამოხატული მთაგორიანი ქვეყანა. აი ამ სამხრეთ საქართველოს მთლიან მთაგორიან მხარეს გულისხმობდა ის "მოსხურ" მთებში და ამ მთაგორიანი მესხეთის, ანუ "მოსხური" მთების მეზობლად, გადაღმა მდებარეობდა "კატარძენა", იგივე სტრაბონის "ხორძენე". პტოლემაიოსს მაშინდელი იბერიის რამდენიმე ქალაქი აქვს დასახელებული. ამ ქალაქებს შორის არის ქალაქი "არტანისი"- "იბერიის ქალაქი". {გამოყენებულია ლიტერატურა: "კლავდიოს პტოლემაიოსი და მისი ცნობები საქართველოს შესახებ". დისერტაცია / ნ. ლომოური. ხელმძღანელი / ს. ყაუხჩიშვილი. სტალინის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.}. ბევრი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ეს "იბერიის ქალაქი არტანისი" არის ქალაქი არტანუჯი. იმ ეპოქაში არსებობდა პროვინცია არტაანი, მაგრამ არტაანის ადმინისტრაციული ცენტრი და ქალაქი ანტიკურ ეპოქაში იყო ქალაქი "ჰური". ქალაქი არტაანი იმ ეპოქაში არ არსებობდა ფიზიკურად. ასე, რომ მკვლევართა მოსაზრება, რომ პტოლემაიოსის მიერ დასახელებული "იბერიის ქალაქი არტანისი" არის ქალაქი არტანუჯი სინამდვილეა. "არტანუჯი" ბერძნულ ენაზე ცოტა შეიცვალა და გახდა "არტანისი". ასე, რომ არტანუჯი ძალიან ძველი ქალაქი უნდა იყოს. და შესაბამისად არტანუჯის ციხესიმაგრეც ძალიან ძველია. ქალაქი არტანუჯი და არტანუჯის ციხესიმაგრე ახ.წ.აღრიცხვის პირველ- მეორე საუკუნეებში უკვე არსებობდა და ცნობილი იყო, როგორც "იბერიის ერთერთი ქალაქი". თუმცა ეს ქალაქი პტოლემაიოსის ეპოქამდე ბევრად უფრო ადრე არის დაარსებული. მთლად გარკვეული არ არის პარიადრის მდებარეობა, რომელიც სტრაბონის ცნობით ასევე შეუერთებიათ სომხებს. არსებობს მოსაზრება, რომ პარიადრის მთები არა სპერის მხარეში, არამედ კიდევ უფრო სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა, რომელსაც მანამდე იბერები ფლობდნენ. აი ეს პარიადრიც შეუერთებია სომხეთს. ეს მოსაზრებაც ყურადსაღებია. ჩემი ვარაუდით პარიადრი, რომელიც სტრაბონის ცნობით სომხეთმა შეიერთა იყო დასავლეთ სპერი, ბაიბურდის მხარე და დასავლეთ სპერის მოსაზღვრე გარკვეული ტერიტორია სამხრეთით. საყურადღებოა ისიც, რომ სტრაბონი პარიადრის სპერის მხარეში ათავსებდა. მისი ეს ცნობა სწორი უნდა იყოს და ის პარიადრში სპერის დასავლეთ ნაწილს, ბაიბურდის მხარეს გულისხმობდა. საყურადღებოა ისიც, რომ შუა საუკუნეებში სპერის დასავლეთი ნაწილი ძალიან ხშირად არ შედიოდა სამხრეთ საქართველოს შემადგენლობაში და სხვადასხვა მეზობელი სახელმწიფოების მფლობელობაში იყო, რაც ანტიკური ეპოქის საზღვრების ტრადიციის გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს. ხოლო სპერის აღმოსავლეთი ნაწილი კი შუა საუკუნეებში ტრადიციულად სამხრეთ საქართველოს შემადგენლობაში იყო. ხოლო ხორძენეს აღმოსავლეთით კი გუგარეთი მდებარეობდა, რომელიც ასევე შეიერთა დიდი სომხეთის სამეფომ. ეს ისტორიული ფაქტები ალბათ იცოდა სტრაბონმა და დააფიქსირა. ჩემი ვარაუდით სტრაბონი ფლობდა რომელიღაც ძველბერძნულ წყაროს, საიდანაც მან იცოდა, რომ უძველესი ნამდვილი ისტორიული მესხები ცხოვრობდნენ როგორც შუა საუკუნეების მესხეთის ტერიტორიებზე, ასევე სომხეთის დასავლეთ რეგიონებშიც.ის ფლობდა წყაროს საიდანაც იცოდა, რომ ანისის ანუ შირაკის ტერიტორიებიც უძველესი მესხური ტერიტორიები იყო. მან იცოდა, რომ ეს ტერიტორიები შემდეგ დაიკავეს იბერებმა და სომხებმა. და ეს ცნობები აისახა მის მწერლობაში. ხოლო მესხების ქვეყნის მესამე ნაწილი, რომელიც სტრაბონის ცნობით კოლხეთის შემადგენლობაში იყო გარკვეულია სად მდებარეობდა. ის კოლხეთში მოიაზრებდა შავიზღვისპირა რაიონებს პიტიუნტიდან(ბიჭვინთიდან) ტრაპიზონამდე. ამიტომ სტრაბონი ისტორიული სპერის დასავლეთით მდებარე რომელიღაც რეგიონს აიგივებდა მესხების რომელიღაც ისტორიულ ტომთან და ეს რეგიონი მას მიაჩნდა მესხების ქვეყნის ერთერთ ძველ ტერიტორიად, რომელიც უკვე კოლხების ანუ ლაზების მფლობელობაში იყო. უფრო ადრეულ ბერძნულ წყაროებში არის ცნობა, რომ კოლხური ტომების მეზობლად შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროსთან ახლოს რომელიღაც "მოსხების" ტომი ცხოვრობდა. ეს ტერიტორია კი ისტორიული სპერის დასავლეთით მდებარეობდა. როგორც ჩანს ისტორიული მესხური ზოგიერთი ტომები გარდა შუა საუკუნეების დროინდელი მესხეთის ტერიტორიისა უძველეს დროში კიდევ უფრო დასავლეთით ცხოვრობდნენ ისტორიული კოლხური ტომების მეზობლად.ამ ფაქტზე როგორც ჩანს სტრაბონსაც გააჩნდა ცნობები და დააფიქსირა. ეს უეჭველად ისტორიული ქალდიაა, რომელიც მდებარეობდა სპერის დასავლეთით და ტრაპიზონის სამხრეთით. დღეს ამ ტერიტორიაზე მდებარეობს თურქეთის გიუმიუშხანეს პროვინცია. ეს არის მთიანი მხარე, რომელიც უძველეს დროში მესხური ტომით ყოფილა დასახლებული. აი სწორედ ეს მხარე იგულისხმება სტრაბონის ცნობით მესხურ ტერიტორიად, რომელიც სტრაბონის დროს კოლხეთის ანუ ლაზეთის შემადგენლობაში შედიოდა. {(სტრაბონი კოლხეთს უწოდებდა საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას, რომელიც მისი ცნობით მოიცავდა ზღვისპირა ზოლს პიტიუნტიდან(ბიჭვინთიდან) ტრაპიზონამდე. აი სწორედ ეს ზღვისპირა ზოლი პიტიუნტიდან ტრაპიზონამდე და აქ არსებული ბერძნული წარმოშობის ზღვისპირა ქალაქები შევიდა პონტოს მეფის მითრიდატე ევპატორის მფლობელობაში სადაც მას თავისი შვილი დაუნიშნავს მმართველად. ამ კოლხეთად წოდებული ქვეყნის ცენტრი იყო ქალაქი ფაზისი)}. მოკლედ სტრაბონის მიერ მოყვანილი ცნობები მისი ეპოქის სამხრეთ საქართველოზე სავსებით გასაგებია. {გამოყენებულია ლიტერატურა: სტრაბონის "გეოგრაფია", ცნობები საქართველოს შესახებ. თ.ყაუხჩიშვილი, საქ.სსრ.მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტი}. უნდა აღინიშნოს, რომ ჩემს მიერ მოყვანილი ეს კვლევა, რომელიც მე მიმაჩნია სრულიად რეალურ ისტორიად სრულ თანხვედრაშია სტრაბონის ცნობებთან. ეს კი ამ ჩემს კვლევას ძალიან ამყარებს და ადასტურებს. სტრაბონის ცნობებიდან გამომდინარე უძველესი ისტორიული მესხების საცხოვრებელი ტერიტორიების ისტორია ნათელია. მათი უძველესი საცხოვრებელი ტერიტორია მოიცავდა შუა საუკუნეების დროინდელ მთელ მესხეთს, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ მესხეთის მთელ ტერიტორიებს. უძველესი მესხები გარდა ამ ტერიტორიისა ცხოვრობდნენ ტაო-კლარჯეთის აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებზე, რომელსაც ხორძენე ეწოდებოდა. მესხური ტომები აგრეთვე უძველეს დროში ცხოვრობდნენ ისტორიული სპერის დასავლეთით ძველი კოლხური ტომების მეზობლად. ეს დასტურდება ძველი ბერძნული წყაროებით. აი ეს ტერიტორიები იყო ისტორიული მესხების საცხოვრებელი ტერიტორიები. ანტიკურ ეპოქაში ეს მესხური ტერიტორიები დაუკავებიათ პირენეებიდან გადმოსახლებულ იბერებს, სომხებს და კოლხებს ანუ ლაზებს, რომლებიც ასევე იბერთა ერთერთი ტომი იყო, რომელიც დასახლდა შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებზე. შუა საუკუნეების მესხეთის სახელით ცნობილი ტერიტორიები დაუკავებიათ აზონის დროს გადმოსახლებულ იბერებს. ეს იყო იბერთა ერთერთი ტომი, რომელიც განსახლდა ისტორიული მესხების ამ ტერიტორიაზე. ეს არის ის მესხური ქვეყანა, რომელიც სტრაბონის ცნობით იბერებს უპყრიათ. ხორძენეს ტერიტორიები დაუკავებით არმენებს, რომელიც ადრე მესხური იყო და ხორძენე ეწოდებოდა. ამ ტერიტორიაზე დასავლეთიდან აგრეთვე შემოვიდა ტაო-კლარჯეთის იბერთა ეთნიკური ელემენტიც, რომელიც შეერია სომხურ მოსახლეობას და წარმოშვა შერეული იბერიულ-სომხური მოსახლეობა ყოფილ ხორძენეს მესხურ ტერიტორიაზე. ანტიკურ ეპოქაში მოხდა ამ ტერიტორიების არმენიზაცია. აი ეს ხორძენეს ტერიტორია არის სტრაბონის ცნობით არმენების მიერ ხელდებული მესხური ქვეყანა. ძალიან საყურადღებოა შუა საუკუნეების აღმოსავლეთ მესხეთის ერთერთი უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციის "ხორტევანი"-"ხორცევანი"-ს სახელწოდება. ეს ხორტევანი შუა საუკუნეებში ეწოდებოდა აღმოსავლეთ მესხეთის ერთერთი პროვინციას, რომელიც მდებარეობდა კოლას აღმოსავლეთით . ამ პროვინციას სამხრეთით ისტორიული ყარსი ესაზღვრებოდა. შეიძლება 100%-ის სიზუსტით ჩაითვალოს, რომ ეს ხორტევანი-ხორცევანი და უცხოური ანტიკური წყაროების ხორძენეს ერთი და იგივე წარმომავლობა აქვთ. "ხორძენე" ეს იყო ტერმინი რომელსაც სტრაბონი ხმარობდა საკუთარ რომაულ ენაზე. ხოლო ამ რეგიონის ადგილობრივი იბერიული სახელწოდება ანტიკურ ეპოქაში იყო "ხორცევანი". აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნას, რომ ანტიკურ ეპოქაში ისტორიული მესხური ტერიტორიის ხორძენეს დიდი არმენიის შემადგენლობაში მოქცევის შემდეგ ამ ტერიტორიის უკიდურესი ჩრდილო-დასავლეთი რაიონი ანუ შუა საუკუნეების ხორტევანის რაიონი დარჩა ტაო-კლარჯეთის იბერთა პოლიტიკურ მფლობელობაში და არ მოხდა მისი არმენიზაცია. ხოლო ისტორიული ხორძენეს აღმოსავლეთი ნაწილი არმენიის შემადგენლობაში მოექცა და მოხდა მისი არმენიზაცია. როგორც უკვე ითქვა ხორძენეს ეს არმენიზირებული ოლქია ანისი (შირაკი). ხოლო ისტორიული ხორძენეს იმ ნაწილმა, რომელიც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს(ტაო-კლარჯეთის) იბერთა ტომის მფლობელობაში დარჩა შეინარჩუნა თავისი ძველი სახელწოდება და შუა საუკუნეებში არსებობდა როგორც ხორტევანი-ხორცევანი. მოკლედ შუა საუკუნეების გეოგრაფიული ტოპონიმიკაც დამატებით კიდევ ერთერთი არგუმენტია , რომ ანტიკური წყაროების "ხორძენე" მდებარეობდა არა ტაო-კლარჯეთის მხარეში არამედ კოლას აღმოსავლეთით. სტრაბონს მოყავს ძვ.წ.აღრიცხვის მეორე საუკუნეში მცხოვრები ისტორიკოსის აპოლოდარის ცნობა. აპოლოდარის ცნობით ესპანეთის იბერიიდან გადმოსახლებულ იბერებს არმენებისგან მდინარე არაქსი ყოფდა. ანუ მდინარე არაქსი ყოფილა ამ გადმოსახლებული იბერებს და არმენებს შორის თავდაპირველი ძველი საზღვარი. მართლაც ისტორიული ხორძენეს(ყარსის, ანისის, ვალაშკერტის და კარნიფორის ტერიტორიებს) სამხრეთით მდინარე არაქსი ესაზღვრება. აპოლოდარს კი სცოდნია თუ სად გადიოდა იბერებსა და არმენებს შორის მდებარე ძველი საზღვარი.( მართლაც თუ გადავხედავთ ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის აღმნიშვნელ ბევრ რუკებს დავინახავთ, რომ მაკედონელის იმპერიის ჩრდილოეთი საზღვარი სამხრეთ კავკასიის მონაკვეთზე საკმაოდ დიდ მანძილზე მიუყვება მდინარე არაქსს. ამ რუკებით მდინარე არაქსის ჩრდილოეთით იბერიის ტერიტორიებია, ხოლო მდინარე არაქსის სამხრეთით აღნიშნულია არმენიის ქვეყანა, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის შემადგენლობაშია მოქცეული. ეს რუკები ემთხვევა აპოლოდარის ცნობას, რომელიც ესპანეთიდან გადმოსახლებულ იბერებსა და არმენიას შორის საზღვრად მდინარე არაქსს ასახელებს. როგორც ჩანს ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის მესვეურებსა და დიდი იბერიის სამეფოს შორის მოხდა საზღვრებზე შეთანხმება და საზღვრის ამ მონაკვეთზე ამ ორ სახელმწიფოს შორის გამყოფ ხაზად მდინარე არაქსი დასახელდა). ხოლო სპერის დასავლეთით მდებარე ისტორიული მესხური ტერიტორიები დაიკავეს ლაზებმა, რომელსაც სტრაბონი კოლხებს უწოდებს, ამ მხარის ძველი კოლხური სახელწოდების მიხედვით. თუმცა ისინი უკვე ეთნიკურად ლაზები იყვნენ და არა ნამდვილი ისტორიული კოლხები. აი ეს სპერის დასავლეთით მდებარე ისტორიული მესხური ტერიტორიები არის იმ მესხების ქვეყანა, რომელიც კოლხების ანუ ლაზების მფლობელობაში იყო. ყველაფერი ნათელი და გარკვეულია. ამ მხარეში გადმოსახლებულმა არმენებმა შეინარჩუნეს თავიანთი ინდოევროპული ენა. ხოლო სტრაბონის და ძალიან ბევრი ძველი ბერძნული და რომაული წყაროებით ცნობილმა ესპანეთის იბერიიდან აზონის დროს გადმოსახლებულმა ინდოევროპული წარმომავლობის იბერთა ტომებმა რომლებიც დასახლდნენ ისტორიული საქართველოს მთელ ტერიტორიებზე და მათ შორის ისტორიულ ლაზეთში, ვერ შეინარჩუნეს თავიანთი ინდოევროპული ენა. ისინი თანდათან გადავიდნენ ადგილობრივი პროტოქართველური მოსახლეობის ენაზე და შექმნეს ახალი უკვე იბერიული საქართველო. ზუსტად ასეთ ფაქტს ჰქომდა ადგილი ბულგარეთის ისტორიაში. მსგავსი ფაქტები სხვაგანაც მომხდარა. ახლა სამხრეთ საქართველოდან გადავინაცვლოთ უფრო აღმოსავლეთით. "კატარძენე-"ს იგივე "ხორძენე"-ს აღმოსავლეთით მდებარეობდა "გუგარეთი", სომხურად "გუგარქი", ბერძნულად "გოგარენა". ეს ტერიტორია მდებარეობდა ხორძენეს აღმოსავლეთით და ძირითადად მოიცავდა დღევანდელი სომხეთის იმ ტერიტორიებს, რომელიც მდებარეობს სევანის ტბის ჩრდილოეთით. ეს ტერიტორიები ისტორიულად არც იბერებს ეკუთვნოდათ და არც სომხებს. ამ გუგარეთის ისტორია ძალიან გავს ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილ უძველესი ხორძენეს ისტორიას. (ერთერთი სომხური წყაროს ცნობით სომხეთის მეფეების არტაშესიდების დროს მას შემდეგ რაც მათ დაიკავეს ისტორიული გუგარეთი(გოგარენე) მათ ამ რეგიონის ჩრდილოეთ საზღვარზე შუა საუკუნეებში ცნობილი გაგის ციხის ტერიტორიაზე აუგიათ სიმაგრე და სათვალთვალო პუნქტი, რომელიც ასრულებდა როგორც საზღვრის დაცვის ისე ჩრდილოეთის მიმარტულებით სათვალთვალო საგუშაგოს მოვალეობას. ეს სომხური ცნობა ჩემი აზრით ყველაზე უფრო რეალურია და ასახავს არტაშესიდების ეპოქაში ქართლის სამეფოსა და იბერიის სამეფოს შორის რეალურ და ზუსტ საზღვარს. ანუ საზღვარი გადიოდა გაგის ციხის ტერიტორიაზე. გაგის ციხის სამხრეთით კი მდებარეობდა ისტორიული გუგარეთის ნამდვილი მიწაწყალი, რომელიც სომხეთმა შეიერთა ძვ.წ.აღრიცხვის მეორე საუკუნეში. ეს სომხური წყარო მკაფიოდ და გარკვევით გვიჩვენებს გუგარეთის ჩრდილოეთ საზღვარს. ანუ ისტორიული და კლასიკური გუგარეთის ჩრდილოეთი საზღვარი ემთხვევა დღევანდელი საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარს. ისტორიული გუგარეთის შემადგენლობაში შედიოდა ქალაქი ლორე და ლორეს რაიონი. რა თქმა უნდა საზღვრები მუდმივი არასდროს არ არის და პერიოდულად იცვლება, მაგრამ ისტორიული გუგარეთის ნამდვილი და ისტორიული ჩრდილოეთი საზღვარი დღევანდელ საქართველო-სომხეთის სახელმწიფო საზღვარს ემთხვეოდა. ხოლო ისტორიული გუგარეთის სამხრეთი საზღვარი სევანის ტბა იყო. ეს არის უშუალოდ ისტორიული გუგარეთის რეგიონის ისტორიული ტერიტორია. ხოლო იარედოსის და აზონის ეპოქაში დიდი იბერიის სამხრეთი საზღვარი მდინარე არაქსი იყო, დაწყებული ამ მდინარის სათავედან კასპიის ზღვამდე, რომელიც მას ყოფდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიისგან. დღევანდელი ქვემო ქართლი, გარდაბნის, მარნეულის, ბოლნისის და დმანისის რაიონების ტერიტორიები ანტიკურ ეპოქაში არ წარმოადგენდა ისტორიულ კლასიკურ გუგარეთს(გოგარენეს) და ამ დღევანდელი ქვემო ქართლის მოხსენიება როგორც ისტორიული გუგარეთი შეცდომაა. ისტორიული გუგარეთის ტერიტორია მოქცეული იყო გაგის ციხესა და სევანის ტბას შორის. ისტორიული და კლასიკური გუგარეთი ისეთივე ცალკე რეგიონი იყო, როგორიცაა მაგალითად კახეთი, ჰერეთი და ასე შემდეგ. ქართლის რეგიონი სხვაა და გუგარეთის რეგიონი სხვაა. დღევანდელი ქვემო ქართლი ეს ისტორიული ქართლის რეგიონის ტერიტორიაა. ხოლო გაგის ციხესა და სევანის ტბას შორის მოქცეული ტერიტორია ეს არის ქართლის სამეფოს ერთერთი მხარე-გუგარეთი. არტაშესიდების ეპოქა სომხეთის ისტორიაში მისი ძლიერების და დიდების პიკს წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე გაგის ციხის ტერიტორია იყო ანტიკურ ეპოქაში სომხეთის მაქსიმალურად გაზრდილი საზღვარი ჩრდილოეთის მიმართულებით. არტაშესიდების შემდეგ ქართლის სამეფოსა და სომხეთის სამეფოს შორის საზღვარი იცვლება და უფრო სამხრეთით ინაცვლებს. თუ მთელი ისტორიული გუგარეთი არა, ყოველ შემთხვევაში გუგარეთის უდიდესი ნაწილი კვლავ ქართლის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა). იბერებამდე და არმენებამდე გოგარენეს ტერიტორია დასახლებული იყო უძველესი პროტოქართველური ტომებით. შემდგომ ეს ტერიტორია გაძლიერებული ურარტუს სამეფოს გავლენის ქვეშ მოექცა, მაგრამ მცირე ხნით. ურარტუს სამეფოს დაცემის შემდეგ ამ ტერიტორიაზე დასახლებას იწყებს რეგიონში შემოსული სომხური ეთნიკური ელემენტი. მალე ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში კავკასიაში ხდება იბერიული ტომების შემოსვლა და განსახლება. ეს იბერიული ტომები განსახლდნენ აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში, სამხრეთ საქართველოში. იბერთა ერთი ტომი ლაზები დასახლდნენ შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროებზე დღევანდელი ქალაქ ტრაპიზონის ჩათვლით და ტრაპიზონის უფრო დასავლეთითაც. ხოლო ერთერთი რომელიღაც იბერიული ტომი სახლდება ისტორიული აფხაზეთის ტერიტორიაზე. იარედოსის და აზონის დროს შეიქმნა დიდი იბერიის სამეფო, რომელიც იბერთა რამდენიმე ტომის გაერთიანებას წარმოადგენდა. იარედოსის სამეფოში შედიოდა ლაზეთის მთელი ტერიტორია ქალაქ ტრაპიზონის ჩათვლით და ტრაპიზონის უფრო დასავლეთითაც. ამ სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა აფხაზეთში დასახლებული იბერთა ტომიც. აი ამ დიდი იბერიის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა ისტორიული გუგარეთი, იგივე გოგარენა, იგივე დღევანდელი სომხეთის ის ტერიტორია, რომელიც სევანის ტბის ჩრდილოეთით მდებარეობს. იარედოსის დიდი იბერიის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა უძველესი მესხური ქვეყანა ხორძენეც. ცნობილია, რომ დიდი იბერიის სამეფო არ შედიოდა ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაში. დიდი იბერია ალექსანდრე მაკედონელის მოკავშირე სამეფო იყო. მაკედონელის იმპერიას აწყობდა მის მეზობლად მოკავშირე სამეფოს არსებობა. მემატიანის ცნობას თუ დავუჯერებთ აზონს ხარკს უხდიდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები ხალხები. იარედოსის დროინდელი დიდი იბერიის სამეფო მოიცავდა შემდეგ ტერიტორიებს: 1. დღევანდელი აღმოსავლეთ საქართველო და დღევანდელი სომხეთის ჩრდილოეთი ნაწილი რომელიც სევანის ტბის ჩრდილოეთით მდებარეობდა და მოიცავდა გუგარეთის(გოგარენას) ძირითად ნაწილს. 2.დასავლეთ საქართველო და აფხაზეთის ისტორიული ტერიტორიები. 3.მთელი სამხრეთ საქართველო და ტაო-კლარჯეთის აღმოსავლეთით მდებარე ყარსის, ანისის, ვალაშკერტის და კარნიფორის რაიონები, რომელსაც უცხოელები უწოდებდნენ "ხორძენეს" და "კატარძენეს". ეს იყო უძველესი ისტორიული მესხური ტერიტორია. 4. შავი ზღვის სამხრეთით და სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე შავიზღვისპირა რაიონები, სადაც აზონის დროს დასახლდა იბერთა ერთერთი ტომი -ლაზები. დასავლეთით ამ ლაზების განსახლების ტერიტორია ქალაქ სინოპამდე აღწევდა. ხოლო ქალაქ სინოპიდან დასავლეთით ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის შავიზღვისპირა ტერიტორია იწყებოდა. ტრაპიზონის აღმოსავლეთით აღმოსავლეთ ლაზეთი მდებარეობდა. ტრაპიზონის დასავლეთით კი დასავლეთ ლაზეთი, რომელიც ქალაქ სინოპამდე აღწევდა. აქ მაკედონელის იმპერიასა და დიდი იბერიის მეფე იარედოსს შორის მომხდარი შეთანხმებით შავიზღვისპირა ამ მონაკვეთზე საზღვრად ქალაქი სინოპი გამხდარა. ამ დასავლეთ ლაზების ელინიზაცია და მათი გადასვლა ბერძნულ ენაზე მოხდა ძალიან ადრე, ანტიკურ ეპოქაში. ხოლო ტრაპიზონის აღმოსავლეთით მცხოვრებმა ლაზებმა მეტნაკლებად შეინარჩუნეს ეთნიკური სახე. ეს იყო იარედოსის დიდი იბერია. ეს საზღვრები მკაფიოდ გამოკვეთილია ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის აღმნიშვნელ მრავალ რუკებზე, სადაც ზემოთ მოყვანილი დიდი იბერიის ეს 4 მთავარი რეგიონი არ შედის მაკედონელის იმპერიაში და დამოუკიდებელი ქვეყანაა.გარდა ამ დიდი იბერიის 4 მთავარი რეგიონისა იარედოსის მეფობის დროს დიდი იბერიის ვასალები იყვნენ ისტორიული ალბანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები და ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები სხვადასხვა ადგილობრივი ტომები.იარედოსის და აზონის მიერ ამ დამოუკიდებელი დიდი იბერიის სამეფოს ფორმირება უეჭველად შეთანხმებული იყო ალექსანდრე მაკედონელის იმპერიასთან.იარედოსის და აზონის მრავალწლიანი მეფობის დროს იბერიის სამეფო თავისი ძლიერების პიკზე იმყოფებოდა. ამ დიდი იბერიის პოლიტიკური ცენტრი მდებარეობდა "არიან ქართლში"(სამხრეთ საქართველოში), არტანუჯში სადაც მეფობდნენ დიდი მეფე იარედოსი და მისი მემკვიდრეები. ძალიან საინტერესო მონაცემებს იძლევა გენეტიკური მეცნიერება, რომელსაც ხშირად იყენებენ თანამედროვე ისტორიკოსი-მკვლევარები. მაგალითად ერთერთი ჰაპლოჯგუფი R1a რომელიც ფართოდაა გავრცელებული ქართველებში სხვადასხვა გენეტიკური რუკებით საკმაოდ მაღალ პროცენტებშია წარმოდგენილი ისტორიულად ქართველებით და აფხაზებით დასახლებულ ტერიტორიებზე. ერთერთი საერთაშორისო გენეტიკური რუკის მიხედვით ჰაპლოჯგუფ R1a-ს 15-30%-იანი სიხშირის ზონაში იმყოფება შემდეგი ტერიტორიები: ისტორიული ლაზეთის მთელი ტერიტორია თურქეთის ქალაქ ხოფადან ქალაქ სინოპის ჩათვლით, ისტორიული ტაო-კლარჯეთ-ბასიანი და კოლა-არტაანი თურქეთში, სამცხე-ჯავახეთი, დასავლეთ საქართველო და აფხაზეთი, აღმოსავლეთ საქართველო. საინტერესოა ისიც, რომ ამ 15-30%-იანი სიხშირის ზონაში მოქცეულია ისტორიული ხორძენე(ყარსის, ანისის, კარნიფორის რაიონები და უშუალოდ ისტორიული ქალაქ ვალაშკერტის ტერიტორია). ამ მონაცემებით აშკარად დასტურდება ისტორიული ხორძენეს ტერიტორიაზე იბერთა სამხრეთ საქართველოს ერთერთი ძლიერი ტომის გენეტიკური გავლენის კვალი, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. იბერთა გენეტიკური კვალი ამ ტერიტორიაზე ახლაც არსებობს. ის ფაქტი, რომ ისტორიული ხორძენეს ტერიტორია, ანუ ყარსი, ანისი, კარნიფორი იმყოფება R1a-ს 15-30%-იანი სიხშირის ზონაში აშკარად ადასტურებს, რომ ამ რაიონებში სამხრეთ საქართველოს იბერთა Y-DNA გენეტიკური წილი ძალიან მაღალია და დომინირებს. აი ამ ჰაპლოჯგუფ R1a-ს 15-30%-იანი სიხშირის ზონა მოიცავს იმ ტერიტორიებს სადაც ალექსანდრე მაკედონელის და აზონის ეპოქაში განსახლდნენ იბერიის ნახევარკუნძულიდან გადმოსახლებული იბერთა მონათესავე ტომები. ცოტა გაურკვეველია ისტორიული ალბანეთის ტერიტორიების სტატუსი ალექსანდრე მაკედონელის და იარედოსის ეპოქაში. ძალიან დიდი ალბათობით ისტორიული ალბანეთის ტერიტორია იარედოსის მრავალწლიანი მეფობის დროს დიდი იბერიის ვასალი ქვეყანა ხდება. აშკარად ჩანს, რომ ალექსანდრე მაკედონელის იმპერიამ მდინარე არაქსის ჩრდილოეთით მდებარე მთელი კავკასია იარედოსის გავლენის სფეროდ აღიარა. ანტიკურ ბერძნულ-რომაულ წყაროებში არის ცნობა, რომ ესპანეთიდან კავკასიაში გადმოსახლების შემდეგ იბერები სასტიკ ომებს აწარმოებენ ჰირკანების წინააღმდეგ. ეს ცნობა მიგვანიშნებს იმაზე, რომ იარედოსის და აზონის დროს იბერები ექსპანსიას აწარმოებენ კასპიის ზღვის რაიონშიც. აი ამ დროს უნდა მომხდარიყო ალბანეთის ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხების დამორჩილება იბერების მიერ და ისინი დიდი იბერიის სამეფოს ვასალი ხდებიან. ძვ.წ.აღრიცხვის მესამე საუკუნის პირველ ნახევარში დიდი იბერიის მე-4 დიდი რეგიონი-ლაზეთი გამოეყო ერთიან იბერიის "კონფედერაციას" და მონაწილეობა მიიღო ელინისტური პონტოს სამეფოს ფორმირებაში. ძვ.წ.აღრიცხვის მეორე საუკუნისთვის ეს დიდი იბერია, როგორც ჩანს უკვე აღარ იყო ერთიანი და დაყოფილია რამდენიმე დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად. ამ დროს ძლიერდება დიდი არმენია და ის იკავებს სევანის ტბის ჩრდილოეთით მდებარე გოგარენეს და გოგარენეს დასავლეთით მდებარე ისტორიულ ხორძენეს ერთერთ აღმოსავლეთ რაიონს შირაკს. აი ასეთია ისტორიული ხორძენეს და ისტორიული გოგარენეს რეალური ისტორია. მემატიანე ქალაქ თბილისის დაარსებასაც ვახტანგ მეფეს მიაწერს,თუმცა უკვე დასტურდება,რომ თბილისის ადგილას ვახტანგ მეფემდე ბევრად უფრო ადრე არსებობდა ქალაქის ტიპის დასახლება.ასე რომ არტანუჯის აგება ვახტანგ მეფის მიერ ასევე არარეალურია. და ბოლოს რა უნდა ყოფილიყო ანტიკური სამხრეთ საქართველოს პოლიტიკური ერთეულის ადგილობრივი სახელწოდება? უცხოელები მაგალითად ბერძენ-რომაელები მათ იბერებს უწოდებდნენ. მათ ალბათ პონტოს ზღვისპირა იბერებს უწოდებდნენ და ამით ანსხვავებდნენ აღმოსავლეთ საქართველოს იბერებისგან. ამ პოლიტიკური ერთეულის ადგილობრივი სახელწოდება თავიდან ალბათ უკავშირდებოდა იბერთა იმ ტომის სახელწოდებას, რომელიც ესპანეთის იბერიიდან გადმოსახლების შემდეგ განსახლდა სამხრეთ საქართველოში. ქართლის სამეფოს გაქრისტიანების შუა საუკუნეების ქრონიკებში რამდენჯერმე ნახსენებია ხალხი, რომელთა სახელია "ბრანჯები". ნახსენებია აგრეთვე " ბრანჯთა სამეფო", "ბრანჯთა მეფე", "ბრანჯთა მეფის" მიერ აღმოსავლეთ საქართველოში გამოგზავნილი სასულიერო პირი, "ბრანჯთა ენა" და ასე შემდეგ. მართალია შუა საუკუნეებში ბრანჯებზე ცნობები გადაკეთებულია და არარეალურია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი ხალხი და სამეფო არსებობდა ანტიკურ ეპოქაში, რომელიც ძალიან ახლობელი იყო ძველი ქართველებისთვის. საქართველოს სამეზობლოში ასეთი სახელწოდების ხალხი არ არსებობდა. აქედან გამომდინარე ეს "ბრანჯები" უნდა იყოს იმ იბერთა ტომის სახელწოდება, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში დასახლდა სამხრეთ საქართველოში. მათი სახელი და ხსოვნა ლეგენდასავით გადმოვიდა შუა საუკუნეების ქართულ მატიანეში. ანტიკური ეპოქის ადრეულ ხანაში სამხრეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური ერთეულის ადგილობრივი სახელწოდება ამ ბრანჯთა ტომს უნდა უკავშირდებოდეს უეჭველად. ისინი საკუთარ თავს ბრანჯებს უწოდებდნენ. ეს ასე იყო ალბათ დაახლოებით ძვ.წ.აღრიცხვის მესამე-პირველ საუკუნეებში. ხოლო ახ. წ. აღრიცხვის პირველ-მეოთხე საუკუნეებში იბერთა ეს ტომიც უკვე საკმაოდ ასიმილირებული იყო და სავარაუდოდ მათი ადგილობრივი სახელწოდებაც მეტნაკლებად შეცვლილი იყო. ისინი საკუთარ თავს უკვე უწოდებდნენ ტაოელებს, კლარჯებს, შავშებს და ასე შემდეგ. თუმცა მათი უძველესი სახელწოდება "ბრანჯები" მთლად გამქრალი არც ამ საუკუნეებში იქნებოდა და ისიც პარალელურად არსებობდა. ადრეულ შუა საუკუნეებში ტერმინი "ბრანჯთა სამეფო" ხმარებიდან ამოდის და იკარგება. მე-9-მე-10 საუკუნეების მემატიანეებისთვის ეს ტერმინი უკვე გაუგებარი იყო. ამიტომ შუა საუკუნეების გადამწერი მემატიანეები ამ ტერმინს ვერ გებულობდნენ. რადგანაც ეს ტერმინი მათთვის გაუგებარი იყო ისინი ხშირად ამ "ბრანჯთა სამეფო" - ს ამოშლიდნენ გადაწერის დროს. აი ეს უნდა იყოს ერთერთი მთავარი მიზეზი ამ ანტიკური იბერიული სამეფოს წყაროებიდან გაქრობისა. შუა საუკუნეების მემატიანეებს არ ქონდათ იმდენი ცოდნა, ისტორიული ინფორმაციები და საშუალებები როგორიც ჩვენ გვაქვს თანამედროვე ეპოქაში. მათ არ შეეძლოთ ამოეხსნათ თუ რა იყო "ბრანჯთა სამეფო", "ბრანჯთა მეფე", "ბრანჯთა ენა" და ასე შემდეგ. ამიტომაც ამ ტერმინებს გვერდს უვლიდნენ. სანამ ამ კვლევას შევუდგებოდი წლების წინ მეც მაოცებდა ის თუ ვინ იყვნენ ეს ბრანჯები, ბრანჯთა მეფე, ბრანჯთა სამეფო და ასე შემდეგ. არადა ამ სამეფოზე ქართულ წყაროში ერთ მონაკვეთში საკმაოდ დიდი საუბარი იყო და აშკარად ჩანდა, რომ ეს სამეფო ანტიკური ეპოქის ისტორიულ საქართველოს უკავშირდებოდა. თუმცა ახსნას ვერ ვუძებნიდი. შემდგომ კვლევის პროცესში აშკარად გამოიკვეთა და გამოჩნდა ანტიკური ეპოქის ეს უძველესი იბერიული ძლიერი სამეფო და მისი ადგილმდებარეობა. მე როცა წარმოვიდგენ საკუთარ თავს შუა საუკუნეების მემატიანე გადამწერის ადგილზე საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას თუ მე რას ვიზამდი. პასუხი ასეთი მაქვს, რომ მეც ამოვშლიდი ამ გაუგებარ და უცხო სამეფოს, რადგან შემკვეთს მეფეს ან დიდებულს ჩემთვის რომ ეკითხა ვინ არიან ეს ბრანჯები და მათი მეფეები მე ვერაფერს ვუპასუხებდი. ამიტომ ასეთი დიდი უხერხულობისგან თავის დაღწევის მიზნით ამოვშლიდი ისტორიიდან ამ ბრანჯთა სამეფოს და მათ მეფეებს. ზოგიერთ მემატიანეს კი შეიძლება ეფიქრა, რომ ეს ბრანჯთა სამეფო ალბათ შეიძლება სომეხთა სამეფოაო. ფანტაზიას საზღვრები არა აქვს. ასე ქრება ეს ანტიკური სამეფო შუა საუკუნეების ისტორიის ფურცლებიდან. რადგანაც შუა საუკუნეების მატიანეში ამ ანტიკური იბერიული სამეფოს სახელწოდებაა "ბრანჯთა სამეფო" ამიტომაც ჩვენ ამ სამეფოს ოფიციალურ ადგილობრივ სახელწოდებად უნდა მივიღოთ "ბრანჯთა სამეფო". ასე უწოდებდნენ ისინი თავიანთ სამეფოს. არაოფიციალურ ენაზე კი შეგვიძლია ვუწოდოთ "კლარჯეთ-ეგრისის სამეფო" - ც. რადგან ამ პოლიტიკური ერთეულის დედაქალაქი არტანუჯი იყო და კლარჯეთში მდებარეობდა ამიტომ ამ პოლიტიკური ერთეულის სახელწოდება-სინონიმი ზოგჯერ შეიძლება "კლარჯეთი" იყო. მაგალითად შუა საუკუნეების სამცხე-საათაბაგოს პოლიტიკური ცენტრი რადგანაც სამცხის პროვინციაში მდებარეობდა, ამიტომ მთელ სამხრეთ საქართველოს "სამცხე" ეწოდებოდა. ამავე დროს ცნობილია, რომ შუა საუკუნეების ქრონიკებში ტერმინი "კლარჯეთი" იხმარებოდა როგორც უშუალოდ კლარჯეთის პროვინციასთან მიმართებაში, ასევე ზოგჯერ ამ ტერმინის ქვეშ მოიაზრებოდა მთელი დასავლეთ მესხეთიც. და კიდევ მეთერთმეტე საუკუნის ქართველი მემატიანე როცა გუარამ დიდის ამბავს გვიყვება გუარამის სამფლობელოს სამხრეთ საქართველოს "კლარჯეთს" უწოდებს. აგრეთვე შუა საუკუნეების ქართულ მატიანეში რომელიც მოგვითხრობს სამხრეთ საქართველოში და აჭარაში ანდრია პირველწოდებულის შემოსვლას და ქრისტიანობის ქადაგებას სამხრეთ საქართველოს ადმინისტრაციული ერთეულების მეთაურებს-ერისთავებს "კლარჯეთის ერისთავებს" უწოდებს. ხაზი უნდა გავუსვათ, არა "კლარჯეთის ერისთავი", არამედ მრავლობით რიცხვში "კლარჯეთის ერისთავები", რომლებიც ემორჩილებიან მეფე ადერკს, კლარჯეთის ანუ სამხრეთ საქართველოს მეფეს. ამ კლარჯეთის მეფე ადერკის და ანდრია პირველწოდებულის თანამედროვე იყო აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართლის სამეფოს ძლიერი და განთქმული მეფე ფარსმან პირველი, რომელიც მეფობდა პირველი საუკუნის 30-60-იან წლებში. ფარსმან პირველის მეფობის თარიღი ზუსტად ემთხვევა ანდრია პირველწოდებულის და სხვა მოციქულების ქადაგების წლებს. მაგრამ რადგანაც ანდრიას აღმოსავლეთ საქართველოში და ქართლის სამეფოში, ფარსმან მეფის სამფლობელოში არ უქადაგნია, ამიტომ მეფე ფარსმანი არ იხსენიება ანდრია პირველწოდებულის ამბებში(რომაული წყაროების ცნობით ამ ფარსმან პირველმა პირველი საუკუნის 30-იან წლებში დიდი სომხეთის ტახტზე თავისი ძმა მირდატი დასვა მეფედ. ხოლო მეორედ კი თავისი შვილი რადამისტიც ასევე დასვა სომხეთის ტახტზე.ის წარმატებით ებრძოდა პართიას, რომელიც ასევე ცდილობდა სომხეთის ტახტის დაუფლებას. დიდი არმენიის ტახტზე ჯერ ფარსმან მეფის ძმის მირდატის, ხოლო შემდეგ ფარსმანის შვილის რადამისტის გამეფება რომის იმპერიის პოლიტიკურ პროექტს წარმოადგენდა აღმოსავლეთში. შემდგომ რომსა და პართიას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად სომხეთის ტახტზე კვლავ პართიის მეფის შვილი დაჯდა მეფედ) . ამგვარად შეიძლება დაზუსტებით ჩაითვალოს, რომ გვიანდელ ანტიკურ ხანაში სამხრეთ საქართველოში არსებული ანტიკური ეპოქის დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეულის ადგილობრივი ოფიციალური სახელწოდება "კლარჯეთი" იყო. ამ ტერმინის ქვეშ კი ერთიანდებოდა მთელი დასავლეთ მესხეთი და აღმოსავლეთ მესხეთის ზემოთხსენებული 6 პროვინცია. რადგანაც გელასი კესარიელის უძველეს ცნობაში ამ მხარის მმართველის ტიტული არის "მეფე", ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ჩვენც უნდა საბოლოოდ ამ უძველეს ცნობას დავეყრდნოთ და ეს პოლიტიკური ერთეული "სამეფოდ" მივიღოთ. ხოლო მისი მმართველი კი "მეფის"ტიტულით. დიახ, საბოლოოდ მაინც ამ უძველეს ოფიციალურ ბიზანტიურ ცნობას უნდა დავეყრდნოთ. ამგვარად ანტიკური ეპოქის ბოლო პერიოდში ამ პოლიტიკური ერთეულის ადგილობრივი სახელწოდება იყო "კლარჯეთის სამეფო", ხოლო მისი მმართველის ტიტული "კლარჯეთის მეფე". ამ ახალმა სახელწოდებამ ჩაანაცვლა უფრო ადრეული "ბრანჯთა" სამეფო და "ბრანჯთა" მეფე. ამ "კლარჯეთის სამეფოს" შემადგენლობაში შედიოდა მთელი დასავლეთ მესხეთის ტერიტორია და აღმოსავლეთ მესხეთის უდიდესი ნაწილი გარდა ჯავახეთისა. ანტიკური ეპოქის სამხრეთ საქართველოში არსებული პოლიტიკური წარმონაქმნის "კლარჯეთის სამეფოს" ადმინისტრაციული დაყოფა ძირითადად ემთხვეოდა შუა საუკუნეების სამხრეთ საქართველოს ადმინისტრაციულ ერთეულებს, რომელიც ანტიკური ეპოქიდან იღებს სათავეს და გადმოდის ავტომატურად შუა საუკუნეებში. ანტიკური ეპოქის კლარჯეთის სამეფო ადმინისტრაციულად დაყოფილი იყო შემდეგ პროვინციებად ანუ საერისთაოებად: 1. კლარჯეთი. 2. შავშეთი. 3. ზემო აჭარა. 4. კალმახის ციხის რაიონი. 5. ნორბერდი(ნორბერდის, ფანასკერტის და ტაოსკარის ციხესიმაგრეების რაიონები). 6. თორთომის რაიონი. 7. ოლთისის რაიონი. 8. ბარდუსი ხეობა. 9. ფარნაკი- ბანასხევის რაიონი. 10. პარხალი. 11. აღმოსავლეთ სპერი(დასავლეთი სპერი და ბაიბურდი კი ძვ.წ.აღრიცხვის მეორე საუკუნიდან სტრაბონის ცნობით სომხეთის შემადგენლობაში მოექცა და მას პარიადრს უწოდებს სტრაბონი). 12. ჩრდილოეთ ბასიანი მდინარე არაქსამდე(სამხრეთი ბასიანი ანტიკურ ეპოქაში ძვ.წ.აღრიცხვის მეორე საუკუნიდან დიდი სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო და სომხეთის ერთერთ გავარს ანუ პროვინციას წარმოადგენდა. ჩრდილოეთ და სამხრეთ ბასიანს ერთმანეთისგან მდინარე არაქსი ყოფდა). 13. კოლა. 14. ხორტევანი. 15. არტაანი. 16. ჩრდილი(პალაკაციო). 17. ერუშეთი. 18. სამცხე. 19. თორი (დღევანდელი ბორჯომის რაიონი). 20. ზარიშტიანი. აი ეს 20 ადმინისტრაციული ერთეული წარმოადგენდა ანტიკური ეპოქის კლარჯეთის სამეფოს და ამ სამეფოს პირველი ქრისტიანი მეფის მირიანის სამფლობელოს(ამ 20 ადმინისტრაციული ერთეულიდან 9 ადმინისტრაციული ერთეული მოდის ტაოზე. თავიდან ტაოზე 8 ადმინისტრაციულ ერთეულს ვანგარიშობდი, მაგრამ შემდეგ დავამატე მეცხრე ადმინისტრაციული ერთეული-ბანასხევი, რომელიც ტაოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა და საკმაოდ მოზრდილი ტერიტორია ეკავა და ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სტატუსი ექნებოდა). აქვე უნდა შევეხოთ კიდევ ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომელიც შუა საუკუნეებში სამხრეთ საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და ამჟამად თურქეთის სახელმწიფოს შემადგენლობაში იმყოფება. ეს არის ისტორიული ქართული პროვინციის ხორტევანის(ხორცევანის) აღმოსავლეთით მდებარე პროვინცია "ზარიშტიანი", ანუ "ზარიშატი". ეს შედარებით პატარა პროვინცია ანტიკურ ეპოქაში უეჭველად შედიოდა ისტორიული ხორცევანის(ხორძენეს) შემადგენლობაში. ამ "ზარიშტიანის" აღმოსავლეთით კი უკვე ისტორიული გუგარეთი(გოგარენე) მდებარეობდა. ჩნდება კითხვა, მას შემდეგ რაც ძვ.წ.აღრიცხვის მე-2 საუკუნეში სომხეთმა დაიკავა ისტორიული ხორძენე(ხორცევანი) ეს "ზარიშატი"(ზარიბატი) მოექცა თუ არა სომხეთის შემადგენლობაში. ამ კითხვას, რომ პასუხი გაეცეს მე დავეყრდნობი იმ ისტორიულ ფაქტებს რომელიც გამაჩნია. ეს ფაქტებია ის, რომ ამ ზარიშატის ტერიტორია არ შედიოდა არც ვანანდის(ყარსის) და არც შირაკის(ანისის) სომხური სამეფოების შემადგენლობაში. ამავე დროს ზარიშტიანის პროვინცია მე-9-მე-10 საუკუნეებში სტაბილურად შედიოდა ბაგრატიონთა ტაო-კლარჯეთის სამეფოს შემადგენლობაში. შემდგომ შუა საუკუნეებშიც ეს პროვინცია თითქმის ყოველთვის სამხრეთ საქართველოს შემადგენლობაში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე ისტორიული ხორძენეს ეს ჩრდილოეთი რაიონი არ შესულა ანტიკურ ეპოქაში სომხეთის შემადგენლობაში და დარჩა ანტიკური კლარჯეთის სამეფოს შემადგენლობაში. ეს ტერიტორია ანტიკურ ეპოქაში კლარჯეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა ან როგორც ცალკე ადმინისტრაციული ერთეული-საერისთავო, ან ამ სამეფოს ერთერთი ადმინისტრაციული ერთეულის, ხორცევანის შემადგენლობაში შედიოდა. ქართულ წყაროებში ეს პროვინცია მოხსენიებული არის "ზარიშტიანი"ს სახელწოდებით. ეს სახელწოდება "ზარიშტიანი" უნდა იყოს ამ რაიონის უძველესი ანტიკური პერიოდის იბერიული სახელწოდება. ამ სახელწოდებისგან არის წარმომდგარი მისი შეცვლილი ფორმა "ზარიშატი". "ზარიშატი" არის ამ პროვინციის სომხური სახელწოდება. ეს სამეფო სამხედრო თვალსაზრისით სამხედრო ოლქებად უნდა ყოფილიყო დაყოფილი. ერთი სამხედრო ოლქი იყო ტაო, რომლის შემადგენლობაში შედიოდა 9 ადმინისტრაციული ერთეული. ხოლო მეორე სამხედრო ოლქს წარმოადგენდა აღმოსავლეთ მესხეთის ტერიტორიაზე არსებული ადმინისტრაციული ერთეულები. ამ მეორე ოლქის სახელწოდება ანტიკურ ეპოქაში "არტაანი" იყო, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ამავე სახელწოდების პროვინცია და ამ სამხედრო ოლქის ერთერთი მსხვილი ადმინისტრაციული ერთეული "არტაანი". ხოლო კლარჯეთის, შავშეთის და ზემო აჭარის რეგიონები უნდა ყოფილიყო მეფის პირადი დომენი, რომლის რაზმებიც მეფის პირად გვარდიას წარმოადგენდნენ. თავიდან ამ სამეფოს შემადგენლობაში იყო "ხორცევანი"(ხორძენე), რომლის აღმოსავლეთი რაიონი (შირაკი) შემდგომ სომხეთის სამეფოს შემადგენლობაში მოექცა. "კლარჯეთის სამეფო" ეს იყო ანტიკურ ეპოქაში სრულიად დამოუკიდებელი სამეფო. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი სამხრეთ საქართველოს რეგიონებისა და პროვინციებისა კლარჯეთის სამეფოს შემადგენლობაში ანტიკურ ეპოქაში მოქცეული ყოფილა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი. პირველ საუკუნეში როცა ანდრია პირველწოდებულმა ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე იმოგზაურა და იქადაგა ის იმყოფებოდა სამხრეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე. მისი ეს მოგზაურობა საქართველოს ამ მხარეებში დასტურდება როგორც ქართული ისე ბერძნული წერილობითი წყაროებით. მის პირველ მისიონერულ მოგზაურობას თუ გადავავლებთ თვალს მას საქართველოს ამ მხარეებში უქადაგნია 1 საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში, დაახლოებით 40-41 წლებში. ამ მოგზაურობის შემდეგ დასავლეთ საქართველოში ბევრი მეგრელი მოქცეულა ქრისტეს რჯულზე. ანდრია მოციქული მეორე მოგზაურობის დროსაც სწვევია საქართველოს და კვლავ უქადაგნია. მისი მეორე მოგზაურობა საქართველოში უნდა მომხდარიყო 1 საუკუნის 40-იანი წლების შუახანებში, დაახლოებით 44-46 წლებში. კლარჯეთის მეფე ადერკი, რომელიც იყო ანდრია პირველწოდებულის თანამედროვე ძალიან გაბრაზებულა მის სამფლობელოებში ქრისტიანობის გავრცელებით და სასტიკად გაუკიცხავს კლარჯეთის სამეფოს ერისთავები რადგან მათ ხელი არ შეუშალეს ანდრიას ქრისტიანობის ქადაგებაში და გავრცელებაში მის სამფლობელოში. კლარჯეთის მეფის ადერკის განრისხება სწორედ ამ მეორე მოგზაურობას უნდა მოყოლოდა. მეფე ადერკი ანდრიას პირველი მოგზაურობის დროს რომ განრისხებულიყო ის მეორედ ვეღარ შემოვიდოდა საქართველოში, რადგან მეფე ადერკი მას უეჭველად სიკვდილით დასჯიდა. შემდგომ მას გაუგზავნია თავისი ერისთავები სამხედრო რაზმებით დასავლეთ საქართველოში და მეგრელებში ქრისტიანობა ძალის გამოყენებით აღმოუფხვრია. ის ფაქტი, რომ მეფე ადერკი დასავლეთ საქართველოში აგზავნის თავის რაზმებს და მეგრელებში ქრისტიანობას ძალის გამოყენებით აღმოფხვრის დამადასტურებელია იმისა, რომ კლარჯეთის მეფის მფლობელობაში მოქცეული იყო დასავლეთ საქართველოს გარკვეული ტერიტორია. ახლა უფრო დავაკონკრეტოთ დასავლეთ საქართველოს რომელი რაიონები იმყოფებოდა 1 საუკუნეში მეფე ადერკის ანუ კლარჯეთის სამეფოს პოლიტიკური მფლობელობის ქვეშ. დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირეთში უძველესი დროიდან ბერძნული ქალაქები და მათი ახალშენები არსებობდნენ. ანტიკურ ეპოქაში ეს ქალაქები და ამ ქალაქების გაყოლებით მდებარე შავიზღვისპირა ტერიტორიების ზოლი შედიოდა პონტოსა და ბოსფორის მეფეების მფლობელობაში. ეს იყო დაახლოებით 25 კილომეტრის სიგანის მქონე ზღვისპირა ზოლი, რომელიც მოიცავდა დღევანდელი აჭარის, გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის დასავლეთ შავიზღვისპირა რაიონებს. ისტორიკოსი სტრაბონიც სახელწოდება "კოლხეთში" მოიაზრებდა ზღვისპირა რაიონებს. ანტიკური ეპოქის მწერლები კოლხეთის სახელწოდების ქვეშ ხშირად მოიაზრებდნენ ისტორიული ლაზეთის ტერიტორიებსაც ტრაპიზონის მხარეში. აი ეს ზღვისპირა ზოლი და იქ არსებული ბერძნული ქალაქები შედიოდა კოლხეთის სახელწოდებით პონტოსა და ბოსფორის მეფეების მფლობელობაში. აი ამ ზღვისპირა ზოლში მეფობდა რომის იმპერიის ქვეშევრდომი ლაზთა მეფე მალასაც, რომელიც ისტორიკოს ფლავიუს არიანეს ცნობით ლაზთა მეფედ დაუდგენია რომის იმპერატორს.{გამოყენებული ლიტერატურა: ფლავიუს არიანე."მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო".გამომცემელი ნათელა კეჭაყმაძე. წიგნი 2. თბილისი 1961.}. აქედან გამომდინარე უკვე გამოკვეთილია კლარჯეთის მეფის ადერკის მფლობელობა დასავლეთ საქართველოში და ეს წარმოადგენს: დღევანდელი გურიის აღმოსავლეთ ტერიტორიას, რომელიც მოიცავს დღევანდელი გურიის უმეტეს ნაწილს, დღევანდელი სამეგრელოს აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებს, რომელიც მოიცავს დღევანდელი წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილის, სენაკის და აბაშის რაიონებს და ზუგდიდისა და ხობის რაიონების უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილს. იმერეთის მთელ ტერიტორიას ლიხის ქედამდე, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონს, და ზემო სვანეთის მოსახლეობაც აღიარებდა კლარჯეთის მეფის უზენაესობას. აი ეს დასავლეთ საქართველოს რეგიონები იმყოფებოდა 1 საუკუნეში და ზოგადად ანტიკურ ეპოქაში კლარჯეთის დიდი მეფის პოლიტიკური მფლობელობის ქვეშ. კლარჯეთის სამეფოს დაახლოებით 35 000-იან ლაშქარს საჭიროების შემთხვევაში თუ აუცილებელი გახდებოდა დაემატებოდა დასავლეთ საქართველოს ამ რეგიონებიდან გამოყვანილი რაზმებიც, დაახლოებით 20 000 მეომარი. დასავლეთ საქართველოს ამ რეგიონების ადგილობრივი სახელწოდება ანტიკურ ეპოქაში იყო "ეგრისი". ეს "ეგრისი" იყო მე-3 სამხედრო ოლქი. ეს "ეგრისი" მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარშიც იმყოფებოდა კლარჯეთის მეფის დაქვემდებარებაში და მეფე მირიანის გაქრისტიანების შემდეგ ავტომატურად ეს "ეგრისიც" მოიქცა ქრისტიანულ სარწმუნოებაზე. სწორედ ამიტომ არ ჩანს არც ბიზანტიურ და არც ქართულ წყაროებში ამ "ეგრისის" გაქრისტიანების ამბავი ცალკე გამოკვეთილად და არც მათი პირველქრისტიანი მეფის სახელი, რადგან მათი მეფე სამხრეთ საქართველოს მფლობელი მირიანი იყო და მათ საკუთარი "ეგრისის მეფე" ჯერ არ ყავდათ. გამოდის, რომ მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში სამხრეთ საქართველოს მბრძანებლის მეფე მირიანის გაქრისტიანებით ქრისტიანობა ოფიციალურ სარწმუნოებად გამოცხადებულა როგორც სამხრეთ საქართველოში ისე მეფე მირიანის მფლობელობაში მყოფ დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზეც, "ეგრისში". ამ რეალურ ისტორიას ძალიან უმაგრებს ზურგს და ადასტურებს გელასი კესარიელის მონათხრობი რომელიც მეფე მირიანს, დედოფალ ნანას და წმინდა ნინოს უკავშირდება. მისი მონათხრობით ამ დროს გაქრისტიანებულან "პონტოს ზღვის გასწვრივ მობინადრე ერები იბერნი და ლაზნი". {გამოყენებული ლიტერატურა: ივ.ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია". წიგნი 1. სათაური: "საქართველოს გაქრისტიანება. ამისი შესახები წყაროებისა და გამოკვლევების მიმოხილვა". გვერდი 221.}. იბერებში ვიცით, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველო ანუ კლარჯეთის სამეფო იგულისხმება. ხოლო ლაზებში ის დასავლეთ საქართველოს იმ ტერიტორიებს გულისხმობდა, რომელიც კლარჯეთის მეფის მირიანის მფლობელობაში იყო, ანუ ეგრისს. ცნობილია, რომ ეგრისი ეს იყო დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი სახელწოდება. ხოლო ბერძენ-რომაელები ეგრისს "ლაზიკას" უწოდებდნენ. შეიძლება ითქვას, რომ გელასი კესარიელის მონათხრობით დასტურდება კლარჯეთის სამეფოს და ეგრისის გაქრისტიანება ერთდროულად მეფე მირიანის მიერ. თავიდან მე ვვარაუდობდი, რომ ამ გაქრისტიანებულ ლაზებში გელასი კესარიელი ტაო-კლარჯეთის დასავლეთით მდებარე ლაზებით(ჭანებით) დასახლებულ ზღვისპირა ზოლს გულისხმობდა, მაგრამ ეს ზღვისპირა ზოლიც რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და მას გაქრისტიანების საკუთარი ისტორია აქვს, რომელიც რომის იმპერიის გაქრისტიანებას უკავშირდება. აქედან გამომდინარე მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ გელასი კესარიელი იბერებთან ერთად გაქრისტიანებულ ლაზებში გულისხმობდა "ეგრისს", ანუ კლარჯეთის მეფის სამფლობელოებს დასავლეთ საქართველოში. გამოდის, რომ მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში ეგრისი კვლავ კლარჯეთის მეფის სამფლობელოში ყოფილა, როგორც პირველ საუკუნეში იყო მეფე ადერკის დროს. მოკლედ თანდათან მივდივართ ჭეშმარიტებამდე. რაც შეეხება ზემოთხსენებულ ზღვისპირა ზოლს, რომელიც რომის იმპერიის მფლობელობაში იყო და რომის იმპერატორს არიანეს ცნობით მე-2 საუკუნის პირველ ნახევარში მეფედ დაუდგენია მალასა. აი ამ ფაქტს უნდა მოჰყოლოდა პოლიტიკური კონფლიქტი იმპერატორ ადრიანესა და კლარჯეთის მეფე ფარსმან ავაზს შორის. როგორც ჩანს ფარსმან ავაზი ძალიან გაღიზიანებულა და გაბრაზებულა დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლში ადგილობრივი "ლაზთა მეფის" დადგინებით და ეს ბუნებრივიცაა. ამიტომ კლარჯეთის მეფეს ფარსმან ავაზს ამ ზღვისპირა ზოლში თავისი ჯარი შეუყვანია და დაუკავებია. ეს იყო ზღვისპირა ზოლი რომელიც იწყებოდა ქვემო აჭარაში და გრძელდებოდა აფშილეთამდე. (აფშილებს კი თავიანთი მეფე ყოლიათ, რომელსაც რომი ადგენდა.ასევე უფრო ჩრდილოეთით მცხოვრებ სანიგებსა და აბაზგებსაც საკუთარი რომზე დამოკიდებული მეფეები ყავდათ. ეს სამივე სამეფოც ზღვისპირა ზოლის სამეფოებს წარმოადგენდა). ამ ზღვისპირა ზოლის დაკავებამ ფარსმან ავაზის მიერ ბოლო მოუღო "ლაზთა სამეფოს" არსებობას. რომის იმპერატორს მოუთხოვია რომ ფარსმანს თავისი ჯარი გაეყვანა ზღვისპირა ზოლიდან, მაგრამ მის მოთხოვნას არანაირი შედეგი არ მოყვა. საბოლოოდ რომის იმპერიამ უარი თქვა ამ ზღვისპირა ზოლში "ლაზთა მეფის" დადგენაზე და კონფლიქტი რომსა და ფარსმან ავაზს შორის მშვიდობიანად მოგვარდა. ამის შემდეგ რომის იმპერიას დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მე-5 საუკუნემდე "ლაზთა მეფე" არ დაუდგენია. რომაულ წყაროებში კიდევ ერთი ლაზთა მეფეა ნახსენები, რომელიც იმპერატორ ანტონინე პიუსს დაუდგენია. მისი სახელი ყოფილა ბაკური. თუ ეს დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლის მეფე იყო, მაშინ ეს ბაკური ყოფილა ამ ზღვისპირა ზოლის ბოლო მეფე. იმპერატორი ანტონინე პიუსი დათმობებზე მიდის იბერებთან პოლიტიკაში. მის დროს მოწესრიგდა პოლიტიკური კონფლიქტი იბერებთან რასაც მოყვა ზღვისპირა ზოლში ლაზთა სამეფოს გაუქმებაც. ეს უნდა მომხდარიყო მისი იმპერატორად გახდომის შემდეგ დაახლოებით მე-2 საუკუნის 40-45 წლებში. მოკლედ მოვლენები ასე ვითარდება. იმპერატორი ადრიანე ზღვისპირა ზოლში ადგენს მეფედ მალასას. მისი რეზიდენცია ფაზისშია. მე-2 საუკუნის 30-იან წლებში ფარსმან ავაზს ჯარი შეყავს და იკავებს ზღვისპირა ზოლს. მეფე მალასა კი ფაზისში იმყოფება სადაც ქალაქს იცავს რომაული გარნიზონი. ახალი იმპერატორი ანტონინე პიუსი ფაზისში ადგენს ახალ მეფეს ბაკურს. ფაზისს კვლავ რომაული გარნიზონი იცავს. ზღვისპირა ზოლს კი ფარსმანი აკონტროლებს. მალე ანტონინე პიუსი პოლიტიკას ცვლის და დათმობებზე მიდის რასაც მოყვა ბაკურის ფორმალური მეფობის გაუქმება ფაზისში. ფარსმან ავაზი ამ შემთხვევაში წინდახედულად მოქმედებდა. მან განსაზღვრა, რომ ამ ზღვისპირა ზოლში რომის ქვეშევრდომი მეფის დადგინებით მომავალში შეიძლება რომის იმპერიას ამ ზღვისპირა ზოლის "ლაზთა სამეფოს" აღმოსავლეთით გაფართოების სურვილიც გასჩენოდა. ამიტომ კლარჯეთის მეფემ ფარსმან ავაზმა ამ ზღვისპირა ზოლის ლაზთა მეფობას ბოლო მოუღო და რომიც შეეგუა ამ ფაქტს. ის ჯარი რომელიც ფარსმან ავაზმა ამ ზღვისპირა ზოლში შეიყვანა სავარაუდოდ კლარჯეთის მეფის მფლობელობაში მყოფი ეგრისის ჯარი უნდა ყოფილიყო. ჩემი აზრით რომის იმპერიასა და კლარჯეთის მეფე ფარსმან ავაზს შორის პოლიტიკური კონფლიქტის მიზეზი მხოლოდ ამ ზღვისპირა ზოლში იმპერატორის მიერ "ლაზთა სამეფოს" დაარსების სურვილი იყო. როგორც კი რომმა უარი თქვა ამ თავის სურვილზე მაშინვე ეს პოლიტიკური კონფლიქტიც დასრულდა. ამისი მიზეზი კი იყო კლარჯეთ-ეგრისის ძლიერი მეფის პოლიტიკური სურვილი, რომელმაც რომს უკან დაახევია და აიძულა მისი პირობები მიეღო.(სავარაუდოდ ასეთი შეუპოვარი ბუნების გამო დაარქვეს მას ზედწოდება "ფარსმან ავაზი". მან რომის უზარმაზარი იმპერია აიძულა დათმობებზე წასულიყო და ზღვისპირა ზოლი დაეთმო). ჩვენთვის უცნობია ამ შეთანხმების შემდეგ ამ ზღვისპირა ზოლის პოლიტიკური სტატუსი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ რომი აუქმებს "ლაზთა სამეფოს" და ეს ზღვისპირა ზოლი ნეიტრალური ტერიტორია ხდება. ეს ვარიანტი მისაღები იყო ფარსმან ავაზისთვის. აი ამიტომ არ არსებობდა მე-5 საუკუნემდე ამ ზღვისპირა ზოლში ადგილობრივი რომზე დამოკიდებული პატარა სამეფო და მათი ლაზთა მეფეები. რომაელი ისტორიკოსის ფლავიუს არიანეს ცნობით მდინარე ღალიძგას ჩრდილოეთით ცხოვრობდნენ აფშილები, სანიგები და აბაზგები. ეს ისტორიული ტომები აბაზგები და სანიგები დღევანდელი აფხაზი ერის წინაპრები არიან. ისტორიული აფშილეთი კი მდებარეობდა მდინარე ღალიძგასა და მდინარე კელასურს შორის. {(ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ სწორედ მდინარე კელასურზე გადიოდა უძველეს დროში, ანტიკური ხანის "კელასურის დიდი კედელი". ამ კედლის აღმოსავლეთით მდებარეობდა ისტორიული აფშილეთი, ხოლო ამ კედლის დასავლეთით კი ისტორიული აბაზგია და სანიგეთი. ეს არის დადასტურებული ფაქტი. ეს კედელი ანტიკურ ეპოქაში ერთმანეთისგან ჰყოფდა ორ ეთნიკურ სამყაროს, იბერიულ სამყაროს და აფხაზურ სამყაროს. ისტორიული აფშილები ერთერთი მცირე იბერიული ტომი იყო, რომელიც რომზე დამოკიდებულ ზღვისპირა პატარა სამეფო თუ სამთავროს წარმოადგენდა. მოგვიანებით მე-8 საუკუნის ბოლოს აფხაზთა ანუ ისტორიული აბაზგების მთავარმა ლეონ მეორემ ხაზართა პოლიტიკური მხარდაჭერით თავისი ტახტი ქალაქ ქუთაისში გადმოიტანა და გახდა მთელი დასავლეთ საქართველოს მფლობელი. ამის შემდეგ ხდება ისტორიული აფშილეთის "აბაზგიზაცია" ანუ "აფხაზიზაცია". შესაძლებელია ამის შემდეგ მიიღეს აფხაზებმა მეორე სინონიმი "აფსუა" გეოგრაფიული რეგიონის "აფშილეთი"-ს მიხედვით. ფაქტი სახეზეა, რომ ანტიკურ ეპოქაში იბერიულ და აბაზგურ სამყაროს ერთმანეთისგან ყოფდა მდინარე კელასური მთელ სიგრძეზე და კელასურის დიდი კედელი. ზოგიერთი მოსაზრება, რომ თითქოს მდინარე კელასურის დასავლეთითაც უძველესი დროიდან ქართველური ტომები ცხოვრობდნენ არარეალურია. უბრალოდ შუა საუკუნეებში ეთნიკურად აფხაზებში ძლიერი იყო ერთიანი ქართული სახელმწიფოს პოლიტიკური და კულტურული გავლენა და რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ აფხაზები ეთნიკურად ქართველების ერთ-ერთი ტომია. აგრეთვე მცდარია ზოგიერთი მოსაზრება, რომ ისტორიული აფხაზი ქართველი იყო, ხოლო დღევანდელი აფხაზები ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული აფსუები არიან. დღევანდელი აფხაზები ისტორიული აბაზგების შთამომავლები არიან, რომლებიც მდინარე კელასურის დასავლეთით ცხოვრობდნენ. ხოლო "აფსუა" არის აფხაზთა ერთერთი სინონიმი, რომელიც მათ მიიღეს შუა საუკუნეებში ისტორიული აფშილეთის ანუ მდინარე კელასურსა და მდინარე ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორიის აფხაზიზაციის შემდეგ, რაზეც უკვე გვქონდა საუბარი. დღევანდელი გულრიფშის და ოჩამჩირის რაიონები ისტორიული ანტიკური აფშილეთია, რომელიც შუა საუკუნეებში მომხდარი აბაზგიზაციის შემდეგ ხდება აღმოსავლეთი აფხაზეთი. ეს არის სრული ჭეშმარიტება და რეალობა. რაც შეეხება კელასურის კედლის აგებას ამაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგი მის მშენებლობას ბერძნებს მიაწერს, ზოგი ქართველებს, ზოგი ირანელებს და ასე შემდეგ. ეს კედელი აგებული უნდა იყოს ძვ. წ. აღრიცხვით მე-3 საუკუნეში მას შემდეგ რაც იბერიულმა ტომებმა დაიკავეს საქართველოს ტერიტორიები. ჩრდილო-დასავლეთით მათ საზღვარი გაავლეს მდინარე კელასურზე. ჩრდილოეთიდან მეომარი სარმატული ტომებისგან უსაფრთხოების მიზნით მათ მდინარე კელასურზე ააგეს ეს სიმაგრეები. ამ სიმაგრეების მშენებლობაზე მუშაობდნენ ისტორიული აფშილეთის ტერიტორიაზე განსახლებული იბერთა ერთ-ერთი მცირე ტომი. სავარაუდოდ ამ მშენებლობაზე იბერიელებს ანუ აფშილებს აგრეთვე ეხმარებოდნენ ადგილობრივი ბერძნული დასახლებების წარმომადგენლები, რომლებიც აქ დახვდათ იბერებს. თავიდან ეს კედელი მხოლოდ მდინარე კელასურზე გადდიოდა. მოგვიანებით მე-17 საუკუნეში ლევან მეორე დადიანმა განაახლა ეს კედელი და მას სხვა მიმართულებები დაუმატა, რომელიც ანტიკურ ეპოქაში არ ჰქონდა. პონტოს მეფე მითრიდატე ევპატორის დროს კლარჯეთ-ეგრისის მეფესთან შეთანხმებით ზღვისპირა ბერძნულ ქალაქებს და ზღვისპირა ვიწრო ზოლს იკავებს პონტოს მეფე მითრიდატე, რომელსაც ეს ზღვისპირა ზოლი სჭირდებოდა საკუთარი ჩრდილოეთ შავიზღვისპირა სამფლობელოებთან დასაკავშირებლად. ასეთია ამ კედლის აგების რეალური ისტორია. კედელი ააგეს მათ ვისაც სჭირდებოდათ თავიანთი ეთნიკური გავრცელების არეალის დაფიქსირება და უსაფრთხოების დაცვა საზღვარზე. გადმოსახლებულ იბერებს აბაზგური და სანიგური ტომები სჭირდებოდათ ბუფერულ ზონად და მათ არ ეხებოდნენ. თუ ვინიცობაა მომთაბარე სარმატული ტომები გადმოლახავდნენ ამ ბუფერულ ზონას, მაშინ მათ წინ დახვდებოდათ მდინარე კელასურზე ეს "დიდი კედელი". დღევანდელი აფხაზების წინაპრები აბაზგები და სანიგები იბერიელთა ბუნებრივი მოკავშირეები იყვნენ ჩრდილო-დასავლეთ საზღვარზე. აქ მდინარე კელასურის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიებზე არქეოლოგიური გათხრებით ნაპოვნია დიდი რაოდენობით საომარი იარაღები ანტიკური ეპოქიდან, რაც აშკარად გვეუბნება, რომ აქ ხშირად ჰქონდა ადგილი დასავლეთ საქართველოს იბერთა რაზმების კონცენტრაციას რომელიც უპირისპირდებოდა ჩრდილოეთის ძლიერ სარმატულ რაზმებს სათარეშოდ და ნადავლის საშოვრად წამოსულს. ზოგჯერ შესაძლებელია აქ კონცენტრირებული დასავლეთ საქართველოს იბერთა რაზმები მოსული იყვნენ თავიანთი ბუნებრივი მოკავშირეების აბაზგების და სანიგების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად. ალბათ ბრძოლაში დაცემულ იბერიელ მეომრებს აქ საზღვრისპირა რაიონებში ასაფლავებდნენ და ატანდნენ იარაღებს. მდინარე კელასურის აღმოსავლეთით გამოკვეთილია წებელდის, შაპკის, გერზეულის და სხვა არქეოლოგიური რაიონები. ეს არის სარმატებთან სასაზღვრო ბრძოლებში დაცემული ეგრისელი მეომრების ერთგვარი " ძმათა სასაფლაოები". სავარაუდოდ კელასურის გაყოლებით საზღვრის დაცვაზე ძირითადად ხდებოდა რიგითი უბრალო მეომრების კონცენტრაცია. რაც შეეხებათ ელიტურ ეგრისელ კატაფრაქტებს ისინი ალბათ დიდი მასშტაბის საომარი კამპანიის შემთხვევაში ერთვებოდნენ ბრძოლაში და ასეთ განსაკუთრებულ შემთხვევებში ხდებოდა მხოლოდ მათი მობილიზება. ჩემი ვარაუდით მდინარე კელასურის გაყოლებით მუდმივად მორიგეობით მსახურობდნენ რიგითი ეგრისელი მეომრების რაზმები. სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით ასეთი კედლის ასაგებად იდეალური გეოგრაფიული ადგილი იყო არა მდინარე კელასური, არამედ უფრო ჩრდილოეთით მდებარე დღევანდელი გუდაუთა - გაგრის მონაკვეთი. მაგრამ იბერიული ტომების განსახლების საზღვარი მდინარე კელასურზე გადიოდა და მათაც თავიანთ საზღვარზე ააგეს ეს თავდაცვითი ზღუდე. კლარჯეთ-ეგრისის მეფეს მუდმივად უხდებოდა მდინარე კელასურის საზღვარზე ბრძოლა ჩრდილოეთის ძლიერ სარმატულ რაზმებთან. ეგრისის სამხედრო რაზმები საიმედოდ იცავდნენ კელასურის საზღვარს, მაგრამ ბრძოლებში მუდმივად იღუპებოდნენ ეგრისელი მეომრები. სარმატთა თავდასხმები კი არ წყდებოდა. სარმატებს არა დასავლეთ საქართველო აინტერესებდათ, არამედ მცირე აზიის მდიდარი ქალაქები და რეგიონები უნდოდათ სათარეშოდ და გასაძარცვად. ამისთვის კი უმოკლესი გზა დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლში გადიოდა. კლარჯეთ-ეგრისის მეფე კი სარმატებს ზღვისპირა ზოლში არ ატარებდა. ამიტომ სარმატები ცდილობდნენ შურისძიებას და პერიოდულად უტევდნენ კელასურის სასაზღვრო პუნქტებს. )}. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართლის სამეფოს მეფე ფარსმან ქველთან კონფლიქტის მიზეზები სხვა იყო. საბოლოოდ ეს კონფლიქტიც მოგვარდა და ფარსმან ქველი სტუმრად ეწვია რომს. შეიძლება ამ სტუმრობის შემდეგ რომმა ოფიციალურად აღიარა ქართლის სამეფოს საზღვრების გაფართოება სამხრეთით სომხეთის მიმართულებით. აგრეთვე სავარაუდოდ ფარსმან ქველი რომისგან ისეთივე პატივისცემას და დაფასებას მოითხოვდა როგორი პატივისცემითაც და ღირსებითაც ურთიერთობდა რომი კლარჯეთის დიდ მეფეებთან. ანუ მას სურდა რომს მისთვისაც ისეთივე ანგარიში გაეწია როგორ ანგარიშსაც რომი უწევდა კლარჯეთის მეფეებს. და მე ვფიქრობ, რომ ფარსმან ქველმა ამას მიაღწია. ეგრისის დაქვემდებარება კლარჯეთის დიდ მეფეზე უნდა გაგრძელებულიყო დაახლოებით მე-5 საუკუნის შუა ხანებამდე. ბიზანტიურ წყაროებში ეგრისის პირველი დოკუმენტირებულად დაფიქსირებული მეფეა გუბაზ პირველი, რომელიც მეფობდა 456-466 წლებში. მე-5 საუკუნის შუა ხანებიდან ეგრისი ბიზანტიის იმპერიის გავლენის სფეროში გადადის. ამრიგად ძვ.წ.აღრიცხვის მე-3 საუკუნიდან ახ.წ.აღრიცხვის მე-5 საუკუნის შუა ხანებამდე "ეგრისი" კლარჯეთის დიდი მეფეების მფლობელობაში იმყოფებოდა ერთერთი სამხედრო ოლქის სტატუსით და ზემო სვანეთის მოსახლეობაც აღიარებდა კლარჯეთის მეფის უზენაესობას. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოში ზემოთხსენებულ შავიზღვისპირა დაახლოებით 25 კმ სიგანის ზღვისპირა ზოლს და ამ ზოლში არსებულ ბერძნულ ქალაქებს, ეს რომის იმპერიის შემადგენლობაში შემავალი ტერიტორიებია და ამ ტერიტორიების გაქრისტიანება უკავშირდება რომის იმპერიაში ქრისტიანობის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას. ამ ზოლში არსებული ბერძნული ქალაქების გაქრისტიანებას თავისი ისტორია აქვს და ეს ისტორია არ უნდა ავურიოთ დანარჩენი დასავლეთ საქართველოს გაქრისტიანების ისტორიაში. მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში ეგრისის გაქრისტიანება თუ მართლა მოხდა ეს უეჭველად კლარჯეთის მეფე მირიანს უკავშირდება. დასავლეთ საქართველოს შავიზღვისპირა ზოლი და ბერძნული ქალაქები კოლხეთის სახელწოდებით ძვ.წ.აღრიცხვის მე-2 საუკუნიდან პონტოს და ბოსფორის მეფეების მფლობელობაში მოექცა. დასავლეთ საქართველოს უძველესი სახელწოდება იბერთა გადმოსახლებამდე იყო კოლხა, კოლხეთი. იარედოსის და აზონის ეპოქაში კი აქ სახლდება ინდოევროპელ იბერთა ერთერთი ტომი. ამ ინდოევროპელ იბერთა ტომის სახელწოდება ძალიან დიდი ალბათობით, დაახლოებით 95%-ის სიზუსტით იყო "ეგერ", ანუ ეგერთა ტომი. ამ ტომის ინდოევროპული სახელწოდებისგან წარმოიშვა დასავლეთ საქართველოს ძველი სახელწოდება "ეგერისი-ეგრისი", ანუ ეგერთა ტომის ქვეყანა. შემდგომ მოგვიანებით ამ ტერმინისგან წარმოიშვა "მეგრი", "მეგრელი", "სამეგრელო". ეს ტერმინი შემორჩა დასავლეთ საქართველოს ერთერთ რეგიონში სამეგრელოში. თუმცა ანტიკურ ეპოქაში ინდოევროპელ იბერთა ეგერთა ტომის განსახლების არეალი მთელი დასავლეთ საქართველო იყო და მთელი დასავლეთ საქართველოს სახელწოდება იყო ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობის ტერმინი "ეგრისი", რომელმაც შეცვალა უძველესი ადგილობრივი სახელწოდება "კოლხა", "კოლხი", "კოლხეთი". ამრიგად კლარჯეთის სამეფოს საერთო ტერიტორია მის მფლობელობაში მყოფი ეგრისის ჩათვლით დაახლოებით 54 000 კვადრატული კილომეტრი იყო. აქედან დაახლოებით 32 000 კვადრატული კილომეტრი მოდიოდა უშუალოდ კლარჯეთის სამეფოს ტერიტორიაზე სამხრეთ საქართველოში, ხოლო დაახლოებით 22 000 კვადრატული კილომეტრი ეგრისზე ზემო სვანეთის რეგიონის ჩათვლით და ისტორიული აფშილეთის ზღვისპირა სამთავროს ჩრდილოეთით მდებარე მთიანეთი მდინარე კელასურის ზემო წელამდე (კლარჯეთ-ეგრისის მეფემ მითრიდატე პონტოელს გადასცა ისტორიული აფშილეთის ზღვისპირა დაახლოებით 20 კილომეტრი სიგანის ზოლი. ხოლო ამ ზოლის ჩრდილოეთით მდებარე მთიანეთი კვლავ კლარჯეთ-ეგრისის მეფის მფლობელობაში რჩებოდა). შედარებისთვის ისეთი მსხვილი პოლიტიკური ერთეულის ტერიტორია როგორიც კლასიკური სამცხე-საათაბაგოს(მესხეთის) წმინდა ქართული ტერიტორიები იყო წარმოადგენდა 34 200 კვადრატულ კილომეტრს. აი დაახლოებით ეს ტერიტორია იყო მეფე მირიანის სამფლობელო სადაც მე-4 საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. ეს ტერიტორია იყო მეფე ადერკის სამფლობელოც 1 საუკუნის 40-იან წლებში სადაც ორჯერ იქადაგა ანდრია პირველწოდებულმა. ანდრიას ქადაგების ერთერთი მიზანი იყო ამ რეგიონში ამ ძლიერი სამეფოს ტერიტორიებზე ქრისტიანობის ქადაგება და ის ორჯერ ეწვია ამ სამეფოს. მას გაუმართლა თორემ მისი მეორე მოგზაურობა შეიძლება მისთვის ტრაგიკულად დასრულებულიყო ამ სამეფოში, რადგან მისი მეორედ მოგზაურობის დროს ამ სამეფოს მეფე ადერკი სასტიკად განრისხებულა კლარჯეთის ერისთავებზე მისი ცოცხლად და უვნებლად გაშვების გამო. სულ კლარჯეთის სამეფოს და ქართლის სამეფოს ჯარების რაოდენობა ერთად აღებული 1-3 საუკუნეებში დაახლოებით 95 000 მეომარი იყო. კლარჯეთის სამეფოს და ქართლის(იბერიის) სამეფოს ტერიტორიები მოიცავდა სამხრეთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებს და მისი ფართობი დაახლოებით 107 000 კვადრატული კილომეტრს აღემატებოდა. აქედან როგორც ითქვა დაახლოებით 54 000 კვადრატული კილომეტრი კლარჯეთის სამეფოზე მოდიოდა და დაახლოებით 53 000 კვადრატული კილომეტრი ქართლის(იბერიის) სამეფოზე (აქ იგულისხმება ისტორიული გუგარეთიც, რომელიც 1 საუკუნეში კვლავ დაიბრუნა ქარტლის სამეფომ და აგრეთვე ისტორიული ჰერეთიც ანუ დღევანდელი ზაქათალას და კახის რაიონები აზერბაიჯანის რესპუბლიკაში. ხოლო თუ ჩავთვლით ზემოთხსენებულ დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლსაც მდინარე კელასურამდე მაშინ ვღებულობთ საერტო ჯამში დაახლოებით 111 000 კვადრატულ კილომეტრს. ). ამიტომ ორივე იბერიის გაერთიანებული ჯარების რაოდენობა 95 000 მეომარი რეალური ციფრია. დაახლოებით ამ რაოდენობის უნდა ყოფილიყო მესამე საუკუნეში ალანთა ქვეყანაში მოწყობილი იბერიის ორივე სამეფოს კოალიციური არმიის რაოდენობა. ასეთი რაოდენობის კოალიციურ არმიას ალანთა ქვეყანამ ვერ გაუძლო და დამარცხდა. რასაც შემდგომ ამ ვრცელი ქვეყნის დარბევა და გაძარცვა მოყვა. ანტიკური ეპოქის უცხოური წყაროების ცნობით ანტიკური იბერია მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა იყო და აქედან გამომდინარე მისი მოსახლეობა მრავალრიცხოვანი იყო. საინტერესოა თუ რა რაოდენობის მოსახლეობა ცხოვრობდა ანტიკური ეპოქის იბერიულ სამეფოებში. გამოთვლის ჩემი მეთოდებით და პრინციპით კლარჯეთის ანუ ბრანჯთა სამეფოში ცხოვრობდა დაახლოებით 1 200 000 ადამიანი (აქედან დაახლოებით 800 000 ადამიანი სამხრეთ საქართველოში და დაახლოებით 400 000 ადამიანი დასავლეთ საქართველოში). ხოლო ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე გუგარეთის ჩათვლით ცხოვრობდა სავარაუდოდ დაახლოებით 800 000 ადამიანი. საერთო ჯამში კი ორივე იბერიულ სამეფოში ერთად აღებული ცხოვრობდა დაახლოებით 2 000 000 ადამიანი. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ვიწრო ზოლს მდინარე კელასურამდე აქ ზღვისპირა ბერძნული ქალაქების და დასახლებების ჩათვლით შეგვიძლია ვივარაუდოთ დაახლოებით 100 000 ადამიანი. სულ საერთო ჯამში გამოდის დაახლოებით 2 100 000 ადამიანი. ანტიკურ იბერიაში არმიის რაოდენობა მთელი მოსახლეობის დაახლოებით 4,5%-ს წარმოადგენდა. ეს ტრადიცია შუა საუკუნეებშიც დაახლოებით ასეთივე იყო. სამხრეთ საქართველოში ტრადიციულად მთავარი აქცენტი მძიმე კავალერიაზე კეთდებოდა ამიტომ ლაშქრის რაოდენობა ცოტა ნაკლები იყო და დაახლოებით 35 000 მხედარს წარმოადგენდა, რაც საერთო მოსახლეობის დაახლოებით 4,3%-ს წარმოადგენდა. მე-18 საუკუნეშიც კი იმერეთის და სამეგრელოს ლაშქრის რაოდენობა 100 000 ადამიანზე დაახლოებით 5 000 მეომარი იყო. ესეც მთელი მოსახლეობის დაახლოებიტ 5%-ს წარმოადგენდა. დაახლოებით ასეთი დემოგრაფიული მდგომარეობა იყო ახ. წ. აღრიცხვის 1 - 2 საუკუნეებში ორივე იბერიულ სამეფოებში. მე-16 საუკუნის დასაწყისში მხოლოდ სამხრეთ საქართველო ინარჩუნებდა უცვლელად მოსახლეობის სიმჭიდროვეს. ხოლო როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში მოსახლეობა მკვეთრად შემცირებული იყო. თუმცა ისიც ფაქტია, რომ მე-11-მე-13 საუკუნეებში საქართველოს ლაშქრის პროცენტული მაჩვენებელი ქვეყნის მთელ მოსახლეობასთან შეფარდებით დაახლოებით 3% - 3,5% იყო . აშკარად ფიქსირდება 3%-ანი მაჩვენებლები. გამოდის, რომ სხვადასხვა ეპოქებში ეს მაჩვენებლები სხვადასხვა იყო. ამიტომ შეიძლება ჩაითვალოს, რომ საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე ეს პროცენტული მაჩვენებლები მერყეობდა 3 - 5%-ის ფარგლებში ეპოქების მიხედვით. მაღალი მაჩვენებლები იყო გვიან შუა საუკუნეებში როცა ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირებული იყო და ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობდნენ გასაწვევი კონტიგენტის პროცენტული მაჩვენებლის გაზრდით. ამ დროს პროცენტული მაჩვენებელი 5%-ს აღწევდა. ასევე სავარაუდოდ 5%-ს აღწევდა ეს მაჩვენებელი ანტიკურ ეპოქაშიც. მართალია ანტიკურ იბერიაში უცხოური წყაროების ცნობით იბერიის მოსახლეობა მრავალრიცხოვანი იყო, მაგრამ ანტიკურ ეპოქას თავისი სპეციფიკური წესები გააჩნდა და აქედან გამომდინარე პროცენტული მაჩვენებელი ალბათ აღწევდა 4,5%-მდე. მაგრამ ანტიკურ ეპოქაშიც 4,5% მაქსიმალური იყო. უკონტროლო დიდი რაოდენობით გაწვევა არათუ მისაღები არამედ ზიანის მომტანი იყო. მთავარი არა რაოდენობაშია არამედ ხარისხში და ბრძოლისუნარიანობაში. ანტიკური იბერიის მეომრებს ხშირად უწევდათ ბრძოლა სერიოზულ და ძალიან ძლიერ მტრებთან. ასეთ დიდ ომებში გამარჯვება მხოლოდ კარგად მომზადებულ პროფესიონალ არმიას შეეძლო. ამისთვის აუცილებელი იყო არა დიდი რაოდენობით უკონტროლო მობილიზაციის ჩატარება, არამედ კარგად გაწვრთნილი და მაღალპროფესიული მონაცემებით აღჭურვილი გარკვეული სამხედრო კონტინგენტის გაწვევა. ასეთი კონტიგენტისთვის მაქსიმუმ 4,5% საკმარისია. ბუნებრივია ეს მშვენივრად იცოდნენ იბერიელებმა და მათი გასაწვევი კონტიგენტის რაოდენობა მაქსიმუმ 4,5%-ს არასდროს არ აღემატებოდა. თუმცა შესაძლებელია მოსახლეობა კიდევ უფრო მეტი იყო მაგალითად ქართლის სამეფო - 900 000 ადამიანი (40 000 მეომარი), ბრანჯთა სამეფო - 1 350 000 ადამიანი, აქედან 900 000 სამხრეთ საქართველო და 450 000 დასავლეთ საქართველოში (55 000 მეომარი), დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ვიწრო ზოლში კი დაახლოებით 100 000 ადამიანი . საერთო ჯამში გამოდის დაახლოებით 2 350 000 ადამიანი. ზოგიერთი ანტიკური წყარო ისეთ ფანტასტიკურად არარეალურ დიდ ციფრს ასახელებს, რომ ეს 2 350 000 ადამიანი რეალური ციფრია. მოკლედ 1 - 2 საუკუნეებში მთელი იბერიის მოსახლეობა დაახლოებით 2 100 000 - 2 350 000 ადამიანის ფარგლებში იყო. ესე იგი მინიმუმ 2 100 000 ადამიანი და მაქსიმუმ 2 350 000 ადამიანი. აი სადღაც ამ ციფრებს შორის იმყოფებოდა ორივე იბერიული სამეფოების მოსახლეობის რაოდენობა. ამიტომ მე პირადად საბოლოოდ დაახლოებით 2 300 000 ადამიანს ჩავთვლი და ამ ციფრს მივიღებ. ვარაუდობენ, რომ ანტიკურ ეპოქაში არშაკიდების სომხეთში დაახლოებით 3 600 000 სომეხი ცხოვრობდა. იმ ეპოქის სომხეთი დიდი სახელმწიფო იყო და ეს ციფრი რეალურია (სომხეთის მოსახლეობის გამოთვლა ხდება შემდეგნაირად: მიიჩნევენ, რომ არშაკიდების სომხეთის წმინდა სომხური არმიის რაოდენობა 105 000 მეომარი იყო. ამის შემდეგ საზომად ღებულობენ რომის იმპერიას სადაც არმიის რაოდენობა მოსახლეობის 2,85%-ს შეადგენდა. ამ საზომით კი სომხეთის მთელი სომხური მოსახლეობა გამოდის დაახლოებით 3 700 000 ადამიანი. მე საზომად ვღებულობ მინიმუმ 3%-ს და ვღებულობთ დაახლოებით 3 600 000 ადამიანს. ხოლო ამ 3%-იანი მაჩვენებლით სომხური არმიის რაოდენობა გამოდის 108 000 მეომარი) . ითვლება, რომ თამარ მეფის ეპოქაში საქართველოს მთელი შეიარაღებული ძალების რაოდენობა დაახლოებით 80 000 - 90 000 იყო. საშუალოდ მივიღოთ 85 000 მეომარი. აგრეთვე ითვლება, რომ ამ ეპოქაში წინამებრძოლი ჯარების ანუ სამხრეთ საქართველოს ცხენოსანი კავალერიის რაოდენობა დაახლოებით 30 000 - 40 000 მეომარი იყო. აქაც საშუალოდ ავიღოთ 35 000 მეომარი. როგორც ვხედავთ თამარ მეფის ეპოქაშიც სამხრეთ საქართველოს ლაშქრის რაოდენობა რიცხობრივად აღემატებოდა როგორც დასავლეთ საქართველოს ასევე აღმოსავლეთ საქართველოს მეომართა რაოდენობას. ჩემი გამოთვლებით თამარ მეფის ეპოქაში საქართველოს სახელმწიფოში ცხოვრობდა დაახლოებით 2 300 000 ქართველი (აქედან დაახლოებით 900 000 სამხრეთ საქართველოში, 800 000 აღმოსავლეთ საქართველოში და 600 000 დასავლეთ საქართველოში), 100 000 აფხაზი და დაახლოებით 1 300 000 სომეხი შემოერთებულ სომხურ ტერიტორიებზე (საქართველოს მიერ შემოერთებულ სომხურ ტერიტორიებზე მდებარეობდა ძველი სომხეთის 6 დედაქალაქი - არმავირი, ერვანდაშატი, არტაშატი, ვაგარშაპატი, დვინი, ანისი. ამ ტერიტორიაზე მდებარეობდა აირარატის ოლქი. ამ ტერიტორიაზე მდებარეობს დღევანდელი ქალაქი ერევანი. ეს ტერიტორიები წარმოადგენდა დიდი სომხეთის მთავარ და წამყვან პოლიტიკურ და სულიერ ცენტრებს). სულ ერთიან ქართულ სახელმწიფოში ცხოვრობდა დაახლოებით 3 700 000 ადამიანი. ქართულ-აფხაზურ მოსახლეობაში (2 400 000 ადამიანი) მობილიზაციის საშუალო მაჩვენებელი იყო დაახლოებით 3,5%. ეს ორივე იბერიული სამეფო ნაციონალისტური ბუნების სახელმწიფოებს წარმოადგენდნენ ანტიკურ ეპოქაში. ეს ორივე სამეფო იკავებდა იმ ტერიტორიას სანამდეც მას საშუალებას აძლევდა მისი ეთნიკური იბერიული მოსახლეობა. ამიტომ მათი სახელმწიფოებრივი მოწყობის პრინციპი ემყარებოდა მხოლოდ ეთნიკურად იბერიული მოსახლეობის გავრცელების არეალს. მათ მეზობელი ერების მოქცევა თავიანთ სახელმწიფოში და იმპერიული სამეფოს შექმნის იდეა არ ამოძრავებდათ. სანამდეც იბერიული მოსახლეობა ვრცელდებოდა იქ ავლებდნენ საზღვარს. მაგალითად ჩრდილო-დასავლეთით 23 საუკუნის წინ ისინი გავრცელდნენ მდინარე კელასურამდე და მდინარე კელასური აქციეს თავის ჩრდილო-დასავლეთის საზღვრად. მათ ბუნებრივია შეეძლოთ დაეკავებიათ ისტორიული აბაზგების და სანიგების სამთავროების ტერიტორიებიც მდინარე კელასურის დასავლეთით, მაგრამ ეს მათ გეგმაში არ შედიოდა. მათი მიზანი იყო წმინდა იბერიული ეთნიკური სამეფოს შექმნა. ალბათ ეს იყო იმის მიზეზი, რომ მათ ძვ. წ.აღრიცხვის მეორე საუკუნეში სომხეთს გადასცეს ყარსის, ანისის, კარნიფორის პროვინციები ანუ ისტორიული "ხორძენე" (იბერიულ ენაზე "ხორცევანი"). მათ "ხორძენე"- ში ვერ შექმნეს ეთნიკურად იბერიული საზოგადოება, არამედ შეიქმნა შერეული ჭრელი საზოგადოება სადაც საკმაოდ წარმოდგენილი იყო სომხური ეთნიკური ელემენტიც. ამიტომ ამ რეგიონმა მათთვის ინტერესი დაკარგა და ეს "ხორძენე" სომხეთს გადაეცა. ჩემი ვარაუდით ზღვისპირა ზოლის პონტოელებისა და რომაელებისთვის გადაცემის მთავარი მიზეზიც ის იყო, რომ ზღვისპირა ზოლში წარმოდგენილი იყო ბერძნული ქალაქები და დასახლებები. ამიტომ ეს ზღვისპირა ზოლიც მათთვის მიმზიდველი არ იყო. მათი მიზანი იყო წმინდა იბერიული ნაციონალისტური სამეფოს ფორმირება. გამომდინარე ასეთი ნაციონალისტური ბუნებიდან ეს იბერიული სამეფოები ანტიკურ ეპოქაში არ ფართოვდებოდნენ. კლარჯეთის მეფეთა მეფობის სტილი და წესი დაახლოებით ისეთივე უნდა ყოფილიყო როგორიც იყო პართიის მეფეების, რომლებიც იშვიათად ღებულობდნენ უშუალო მონაწილეობას ომებში და ბრძოლებს მათი სარდლები ხელმძღვანელობდნენ. ასევე ძალიან დიდი ალბათობით კლარჯეთის სამეფოს ჯარებს ბრძოლებში უშუალოდ მეფის სარდლები ხელმძღვანელობდნენ. შესაძლებელია იშვიათ შემთხვევებში, ზოგჯერ პირადად მეფეც ღებულობდა მონაწილეობას ომში. რაც შეეხება იბერიის არმიის სტრუქტურას, ეს იყო თავისუფალი მოსახლეობისგან გამოსული ლაშქარი. მემატიანის ცნობით ვიცით, რომ მესამე საუკუნეში ქართლის(იბერიის) სამეფოს ლაშქრის რაოდენობა 40 000 მეომარი იყო. 30 000 ქვეითი და 10 000 ცხენოსანი.{გამოყენებული ლიტერატურა: ლეონტი მროველის "ქართლის ცხოვრება". ტომი 1. გვერდი 50. თბილისი 2012.}. როგორც ქვეითი ისე ცხენოსანი ჯარები იმ ეპოქის შესაფერისად კარგად იყვნენ აღჭურვილები და მაღალ საბრძოლო თვისებებს ავლენდნენ. ძალიან საინტერესოა მაღალმთიან ზემო რაჭაში აღმოჩენილი უძველესი ვერცხლის რიტონი. {გამოყენებული ლიტერატურა: გუგლი. გ. გამყრელიძე - ვერცხლის რიტონი სოფ. გომიდან}. ამ რიტონს ათარიღებენ ძვ. წ.აღრიცხვის მე-3 საუკუნით. ამ რიტონზე გამოსახულია 4 ქვეითი მეომარი. ამ მეომრებიდან ზოგი ხელშუბებითაა შეიარაღებული, ზოგი მოკლე მახვილით და ზოგი მშვილდ-ისრით. იმ ეპოქის ქვეითი მეომრის კვალობაზე ისინი კარგად არიან აღჭურვილები. მეომრებს თავზე ახურავთ ლითონის მუზარადები. მეომრების მუზარადები წარმოდგენილია როგორც ცხვირსაფარით, ასევე ყბების საფარითაც. ასეთი სტილის მუზარადით დაცულია თავი, კისრის ნაწილი და სახის უდიდესი ნაწილი. მუზარადი ერთი მთლიანი ჩამოსხმაა. ერთერთი მეომრის გამოსახულება მთლიანად და კარგ ხარისხშია შენარჩუნებული და მისი მუზარადის მოყვანილობაც კარგად ფიქსირდება. მუზარადი მთლიანად ფარავს მეომრის თავს და სახეს და მხოლოდ თვალების ჭრილია ღია. გარდა ამისა ამ მეომრის კისრის მონაკვეთიც შესანიშნავად ფიქსირდება და მკაფიოდ ვხედავთ, რომ მეომრის მთელი კისერი გარშემო რაღაც სპეციფიკური სახის ლითონის ჯავშნითაა დაფარული. ყელის მიდამოებიც სახიფათო მონაკვეთია ადამიანის სიცოცხლისთვის და ამ მეომარსაც "უზრუნვია" ყელ-კისრის დაცვაზე. ეს ყელის ჯავშანი წარმოდგენილია ვერტიკალური მსხვილი ზოლების სახით და კისერზე მჭიდროდაა მორგებული. ეს არის ჯაჭვისაგან დამზადებული, მაგრამ არ ფიქსირდება მისი მიბმა მუზარადთან და მუზარადი მასზე გარეთაა ჩამოცმული. მეომარს ტაზე აცვია ჯაჭვის პერანგი, რომელიც მჭიდროდაა მორგებული სხეულზე, ხელებზე და კისერზე და მორგებულია მეომრის თავზეც. ხოლო მთლიანი ლითონის დახურული მუზარადი კი ამ ჯაჭვის პერანგზეა ჩამოცმული. ამავე დროს მეომრის ტანზეც თანამედროვე ჯავშან-ჟილეტის სტილში გადაცმულია ლითონის ჯავშანი (kirasa), რომელიც გარედან მორგებულია ჯაჭვის პერანგზე და იცავს მეომრის გულ-მკერდს და მუცელს. ანუ მეომრის გულ-მკერდი ორმაგი ჯავშნითაა დაცული. ოსტატი კარგად აფიქსირებს, რომ ჯაჭვი ჯაჭვია და ლითონის ჯავშანი კი ცალკე კომპონენტია მეომრის სხეულზე. ამიტომ მას მეომრის ხელებზე, კისერზე და წელსქვემოთ ჯაჭვის პერანგი ზოლებით აქვს დაფიქსირებული, ხოლო მეომრის წელსზემოთ და გულმკერდი ანუ ჯავშანი პრიალა ღია ფერშია. ზოგადად ლითონის მთლიანი ჯავშანი ადამიანებში ასოცირდება, როგორც ერთი მთლიანი პრიალა და ერთფეროვანი საგანი. ეს ადამიანური ასოციაცია ჯავშნის მიმართ ოსტატს მთლიანად გაუთვალიწინებია და გადმოუცია. ჩვენ აგრეთვე მკაფიოდ ვხედავთ მეომრის წელზე შემოვლებულ პრიალა ზოლს. ეს არის ჯავშნის სპეციფიკური დაბოლოება წელზე. ოსტატი ამ მკაფიო პრიალა ზოლით ახდენს ჯავშნის სპეციფიკური დაბოლოების იმიტაციას. ეს დაბოლოება იმიტომ იყო, რომ რკინის მთლიან ჯავშანს წელში მიხრა-მოხრის დროს მოძრაობა არ შეეზღუდა მეომრისთვის. ამიტომ ჯავშნის ბოლო ცოტა გარეთ იყო გამოწეული. აი ამის იმიტაციას წარმოადგენს ეს პრიალა რგოლი წელზე. სხვანაირად ამ მინიატურულ მხატვრობაზე კირასას ამ სპეციფიკური დაბოლოების გამოხატვა შეუძლებელი იყო. ამ პრიალა რგოლის ანუ ჯავშნის სპეციფიკური დაბოლოების ქვემოთ მკაფიოდ გამოკვეთილი ჯაჭვის პერანგის ქვედა კალთაა. ის მკაფიოდ გამოყოფს ერთმანეთისგან ჯაჭვის პერანგს და ჯავშანს. ყელის გარშემოც სპეციფიკური ზოლებით მკაფიოდ გადმოსცემს, რომ ეს ყელის დამცავი ჯაჭვის პერანგია. ამას ისე მკაფიოდ და ხაზგასმით აკეთებს, რომ აშკარად გვეუბნება ეს ჯაჭვის პერანგია და არა მხოლოდ ყელიო. ეს კისრის ჯავშანი ისე მჭიდროდ და კარგად არის მორგებული კისერზე, რომ ის შეიძლება რაღაც ტყავის ნაჭერზეა გარედან შემოხვეული და კისრის უკანა მხარეს შეკრულია და ამიტომ მჭიდროდ ეკვრის კისერს გარშემო. ხოლო მეომარს მუზარადის შიგნით თავზეც ჯაჭვის კაპიუშონი აქვს დახურული თუ არა ამას ვერც დავადასტურებთ და ვერც უარვყოფთ, რადგანაც ჩვენ არ ვიცით და ვერ ვხედავთ თუ რა მდგომარეობაა დახურული მუზარადის შიგნით. ჩვენ მკაფიოდ და გარკვევით ვხედავთ მხოლოდ მეომრის მაღალ კისერზე მჭიდროდ შემოკრულ ჯაჭვის ჯავშანს, რომელზეც ზემოდან მორგებულია დახურული მუზარადი. ამავე დროს ის მკაფიოდ და ხაზგასმით გვიჩვენებს რომ აბჯრიანი მეომრები აბჯრიანები არიან, ხოლო მშვილდოსანი მეომარი კი უაბჯროდაა და ნაჭრის სამოსი აცვია. მეომრების სამოსელზე მკვეთრად და დემონსტრაციულად ვხედავთ, რომ სამი მეომარი აბჯროსანია, ხოლო მეოთხე კი ნაჭრის სამოსშია. აბჯრიანი მეომრები ისე განსხვავდებიან უაბჯრო მეომრისგან, როგორც ცა და დედამიწა ერთმანეთისგან და ამ მხრივ არანაირი ეჭვის საფუძველი არ არსებობს. ოსტატი ისე კარგად ერკვევა მეომრის სამოსის აქსესუარებში და დეტალებში, რომ ეტყობა ჯარისკაცებისა და მათი აბჯრების ხატვა მისი ჰობია. უბრალო მაგრამ საკმაოდ ნიჭიერი მხატვარია. მე აღვწერ იმას რაც შესანიშნავად ჩანს. სამ მეომარს ტანზე აცვიათ ლითონის აბჯრები. მშვილდოსან მეომარს ტანზე აბჯარი არ აცვია და მსუბუქად აღჭურვილია. ამ მეომრებს ხელში უპყრიათ ოთხკუთხედის ფორმის ფარები. ფარების ერთი კუთხე ცოტაზე ამოჭრილია, რათა მეომარი უკეთ ხედავდეს მოწინააღმდეგეს. თავისი ზომებით ეს ფარები იმ მასშტაბისაა, რომ მას შეუძლია ადამიანის მკერდის და მუცლის მთელი მონაკვეთის დაცვა. ფარებზე გამოსახულია ნიშნები "<". ეს არ არის ლათინური "V", რადგან ლათინური ასო, რომ ყოფილიყო მაშინ ჩვეულებრივ გამართულ მდგომარეობაში იქნებოდა. რაღაცას ნიშნავს. რაღაცის ნიშანია. მეომრებს აცვიათ ნაჭრის შარვლები და ფეხზე წაღები. სამი მეომრის შარვალი ერთნაირია, ხოლო მეოთხე მეომრის შარვალი მცირედ განსხვავებულია. ამ რიტონს თავისი შინაარსით არც კავკასიაში და არც მეზობელ ქვეყნებში ანალოგი არ გააჩნია. ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ ეს ქვეითი მეომრები რეგიონისთვის უცხოა და სხვა სამყაროს ეკუთვნის. რეალურად ეს მეომრები არც რომაელებს გვანან, არც ბერძნებს და არც ახლო აღმოსავლეთის მეომრებს. ეს ბუნებრივიცაა, რადგან ისინი იბერიის ნახევარკუნძულიდან მოსული მეომრები არიან და საკუთარი სპეციფიკური აღჭურვილობა გააჩნიათ. რიტონზე აგრეთვე გამოსახულია მგელი და შველი. ეს ორი ცხოველი ძველი ქართველების ცნობიერებაში გამორჩეულ ადგილს იკავებდნენ. როცა ქვეითი მეომრები ასე კარგად არიან აღჭურვილი თავისთავად ცხადია, რომ უფრო ელიტური ცხენოსანი მეომრები კიდევ უფრო კარგად იქნებოდნენ აღჭურვილები. ანუ წარმოადგენდნენ მძიმე კავალერიას, კატაფრაქტებს. რიტონზე გამოსახული ეს მეომრები იბერიის ნახევარკუნძულიდან გადმოსახლებული ინდოევროპელი იბერების ქვეითი ჯარისკაცები არიან. თვითონ ეს რიტონი თავისი დამუშავებით არ წარმოადგენს მაღალი ხელოვნების ნიმუშს. აშკარად ეტყობა, რომ ძალიან უბრალო და ადგილობრივი ოსტატის მიერაა შექმნილი. ოსტატის რომელიც არ წარმოადგენდა პროფესიონალ შემოქმედს, მაგრამ ხელმარჯვეობა ეხერხებოდა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნილებას აკმაყოფილებდა. ამ რიტონის უნიკალურობა არა მისი დამზადების ხარისხშია, არამედ იმაში, რომ ანალოგი არ მოეპოვება. ამავე დროს ეს რიტონი უნიკალურია მსოფლიო ისტორიის თვალსაზრისითაც რადგან ეს არის ყველაზე უძველესი მხატვრობა სადაც გამოსახულია კლასიკური ჯაჭვის პერანგებით აღჭურვილი მეომრები. როგორც ჩანს იბერიის ნახევარკუნძული ჯაჭვის პერანგების დამზადების ერთერთი უძველესი კერაა. ჩვენ ამ რიგითი ქვეითი მეომრის აღჭურვილობაზე დაყრდნობით შეგვიძლია აღვადგინოთ თუ როგორ გამოიყურებოდა ელიტური იბერიელი კატაფრაქტი 23 საუკუნის წინ. მხედარს ტანზე აცვია ძალიან მჭიდროდ მორგებული ჯაჭვის პერანგი რომელიც ფარავს ტანს, კისერს, ხელებს და თავს. ჯაჭვის პერანგზე მხედარს აცვია თანამედროვე ჯავშან-ჯილეტის სტილში ლითონის ჯავშანი (kirasa), რომელიც დამატებით იცავს მხედრის გულ-მკერდს, მუცლის არეს და ზურგს. ამ ლითონის ფიცრებისაგან შეკრული "ჯავშან-ჟილეტის" სახელწოდება ძველი იბერიელების ენაზე როგორც ჩანს იყო "ჯავშანი". ეს "ჯავშანი" (kirasa) როგორც ჩანს ძველი იბერიელი ელიტური მხედრების აღჭურვილობის ერთერთი ფართოდ გავრცელებული ატრიბუტი იყო. ამ კონკრეტულ მეომარს გამოსახულს რიტონზე ტანზე აცვია არა ლითონის ფიცრებისაგან შეკრული ჯავშანი, არამედ ერთი მთლიანი ლითონისაგან გამოჭედილი ჯავშანი. ამიტომ ჩვენც იბერიელი კატაფრაქტის ორიგინალ ჯავშნად უნდა მივიღოთ ამ ქვეითი ჯარისკაცის მთლიანი ლითონის ჯავშანი(თავიდან მე ვვარაუდობდი, რომ ამ მეომრის ჯავშანში იყო რაღაც ლითონის ფიცრებისგან შეკრული ჯავშნის ელემენტი, მაგრამ სხვა უკეთესი ფოტო- გამოსახულებების შესწავლამ მაჩვენა, რომ ეს რაღაც რამაც მე დამაეჭვა იყო მხოლოდ მეომრის მკერდის არეში მცირე დაზიანება გამოწვეული კოროზიით და მეტი არაფერი. სხვა გამოსახულებებზე სხვა დანარჩენ სამ ჯარისკაცებთან მიმართებით ბევრად მეტი კოროზიული დაზიანებებია, ხოლო ამ მეომარს მცირე უმნიშვნელო კოროზიული დაზიანება აქვს მკერდზე. ამავე დროს მე ინტერნეტში დავათვალიერე უამრავი რაოდენობით ძველი ეპოქის მეომართა კირასები. ხშირია კირასები რომლებსაც მკერდზე გამოსახული აქვთ სხვადასხვა მიმართულების ზოლები და ორნამენტები. აქედან გამომდინარე მივედი იმ დასკვნამდე, რომ ამ იბერიელი ქვეითი მეომრის კირასაზე გულ-მკერდის მონაკვეთში ოსტატს ამოუჭრია რაღაც ორნამენტი ზოლების სახით. ეს ამოჭრილი ორნამენტი ზოლები ხდება მცირე კოროზიის კერა და მივიღეთ შედარებით გამსხვილებული კოროზიული ორნამენტი-ზოლები მეომრის კირასაზე. ეს არის რეალური და საბოლოო დასკვნა ). ეს ჯავშანი (kirasa) ისე კარგადაა მომჯდარი მეომრის ტანზე და კისერზე, რომ ის წარმოდგენილი უნდა იყოს ორი ნაწილისგან: წინა გულ-მკერდ-მუცლის დამცავი ჯავშნისგან და უკანა ზურგის დამცავი ჯავშნისგან. ასეთი ჯავშნები ერთმანეთთან შეკრული იყო ადამიანის ტანის გვერდებში და ადამიანის სხეულზე კარგად იყო მომჯდარი. თუმცა არსებობდნენ სხვადასხვა სტილის ჯავშნებიც. მაგალითად რიტონზე გამოსახულ მეორე მეომარს სხვანაირი სტილის ჯავშანი აცვია. მივუბრუნდეთ კვლავ "ჩვენს მხედარს". მხედარს თავზე ჩამოცმული აქვს ლითონის დახურული მუზარადი. მუზარადები თავისი ფორმით ბუნებრივია ყველა ერთმანეთის იდენტური არ იყო და მეტნაკლებად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან. მეორე მეომრის მუზარადიც განსხვავდება მეტნაკლებად ამ მეომრის მუზარადისგან. განსხვავებით რიგითი ქვეითი ჯარისკაცისგან ამ ელიტურ მხედარს ფეხებიც შეჯავშნული აქვს. მხედარი ზის საომარ ცხენზე. ცხენიც შეჯავშნულია, როგორც ძველ-ქართულ ენაში ეწოდება "ცხენი თოროსანი". მეომარს ხელში უკავია დიდი შუბი, ძველი იბერიელი მხედრის ერთერთი მთავარი დამრტყმელი იარაღი, და წელზე ჰკიდია ძველი ქართველების ორლესული გრძელი მახვილი. არქეოლოგიური მონაცემებით ანტიკური ეპოქის იბერიელებში გავრცელებული იყო სხვადასხვა ტიპის მახვილები. მახვილები იყო ძალიან გრძელი, ზომიერად გრძელი და მოკლე. აღმოჩენილია 100 სმ სიგრძის მახვილებიც. მძიმე კავალერია შეიარაღებულია გრძელი მახვილებით. ამიტომ იბერიელი კატაფრაქტის მახვილების მთლიანი სიგრძე რეალურ ცხოვრებაში მერყეობდა ალბათ დაახლოებით 80 - 105 სმ-ის ფარგლებში. აი ეს არის ანტიკური ეპოქის იბერიელი ელიტური კატაფრაქტის რეალური სურათი. ასე გამოიყურებოდნენ ის იბერიელი კატაფრაქტები რომში, რომლებმაც რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის გადმოცემით თავიანთი აღჭურვილობით დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს რომის იმპერატორ ანტონინე პიუსზე. მე როგორც ისტორიკოსს ყოველთვის მაინტერესებდა თუ როგორ გამოიყურებოდნენ ანტიკური ეპოქის იბერიელი მეომრები. არსებობდა სხვადასხვა ვერსიები. მაგრამ ჩვენ უკვე ვერსიები აღარ გვჭირდება. უკვე ზუსტად ვიცით თუ როგორ გამოიყურებოდნენ ქვეითი ჯარისკაცები. ამ ქვეითი ჯარისკაცების აღჭურვილობაზე დაყრდნობით აღდგენილია ელიტური იბერიელი კატაფრაქტების რეალური და ნამდვილი სახე. ამისი მიზეზი გახდა ის, რომ ჩვენ ხელთ გვაქვს დაახლოებით 23 საუკუნის წინანდელი ორიგინალი ნიმუშები. მხოლოდ ერთი ძალიან პატარა პრობლემაა, ის თუ როგორი აბჯარი ეცვა ფეხებზე. აი აქ კი საჭიროა ცოტა ფანტაზია და ცოტა შუა საუკუნეების მძიმედ აღჭურვილი ქართველი ელიტური მეომრის მონაცემების მოშველიება. რადგან ზუსტად ვიცით, რომ 23 საუკუნის წინანდელი იბერიელი ქვეითი მეომარის აბჯარი წარმოადგენდა ჯაჭვის და ჯავშნის კომბინაციას, ამიტომ ელიტური იბერიელი მხედრის ფეხების აბჯარიც ასევე იქნებოდა ჯაჭვის და ჯავშნის კომბინაცია. ზოგი მონაკვეთი დაფარული იქნებოდა ჯაჭვით და ზოგი მონაკვეთი ლითონის ფირფიტებით. როგორც კი აღდგენილი იქნება ფეხების აბჯრის შერეული კომბინაცია ეგრევე სრულად იქნება აღდგენილი ანტიკური იბერიელი კატაფრაქტის ზუსტი ასლი. ანტიკური ეპოქის ეს ტრადიცია გადმოდის შუა საუკუნეების საქართველოშიც. შუა საუკუნეების მხედარი და მეომრები არ იყვნენ ანტიკური ეპოქის მეომრების ზუსტი ასლი და აქვთ თავიანთი სპეციფიკური აღჭურვილობა, მაგრამ ტრადიცია გრძელდება. აი რას ამბობს მე-11 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი მიხეილ ატალიატე ქართველ მხედრებზე: "ქართველთა სიმამაცეს არა მხოლოდ სიმრავლე განაპირობებდა, არამედ ისიც, რომ უმძლავრესი აბჯრით იყვნენ დაცული და არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ შეჯავშნულ და მოუწყლად ცხენებსაც ყოველ მხრიდან {აბჯრით} ფარავდნენ". მიხეილ ატალიატეს მიერ აღწერილი შუა საუკუნეების ეს მხედრები ჩვენს მიერ ზემოთ აღდგენილი ელიტური იბერიელი კატაფრაქტის ისტორიული მემკვიდრეები არიან. ჩვენს მიერ აღდგენილი იბერიელი კატაფრაქტი "პირველი თაობის იბერიელების" იარედოსის, აზონის და ფარნავაზის ეპოქის კატაფრაქტია. ანუ ეს არის "არქაული იბერიელი კატაფრაქტი" ძვ. წ. აღრიცხვის მე-4 საუკუნიდან. კავკასიაში გადმოსახლების შემდეგ იბერიელები აქტიურად ერთვებიან აღმოსავლეთის დიდ საომარ კამპანიებში. პარალელურად ბუნებრივია ხდება აღჭურვილობის მოდერნიზაცია და კიდევ უფრო გაძლიერება. ჯაჭვის პერანგი და ჯავშანი მუდმივად რჩება და გადადის შუა საუკუნეებში. თუმცა ზოგიერთი ცვლილებები ხდება ანტიკურ ეპოქაში. მაგალითად იცვლება მუზარადი და ის კიდევ უფრო პრაქტიკული და ძლიერი ხდება. შუა საუკუნეების საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ეგრეთწოდებული "ვაველის მუზარადი". პოლონეთში ვაველის სასახლეში ინახება მუზარადი ქართული წარწერით რომელიც თარიღდება მე-14 საუკუნით. ეს მუზარადი წარწერის მიხედვით ოდესღაც ეკუთვნოდა დასავლეთ საქართველოს ფეოდალს ჩიჯავაძეების საგვარეულოდან. ზუსტად ანალოგიური ტიპის მუზარადი ინახება აგრეთვე დასავლეთ საქართველოში ცაგერის მუზეუმში. ეს არის კვერცხისებური ფორმის ფოლადის მუზარადი რომელსაც აქვს გრძელი საცხვირე და გარშემო მთლიანად შემოვლებული აქვს ჯაჭვი. ჯაჭვი მთლიანად ფარავს მეომრის კისერს, ყელს, სახეს და მხოლოდ თვალების ორი ხვრელია ღია. ანალოგიური ტიპის მესამე მუზარადი ინახება რუსეთში პეტერბურგის მუზეუმში. ითვლება, რომ სამივე ეს მუზარადი ერთ რეგიონშია დამზადებული. აქედან ორი ვაველის და ცაგერის მუზარადები 100%-ის სიზუსტით დასტურდება, რომ დასავლეთ საქართველოშია დამზადებული. ფაქტია, რომ მესამე პეტერბურგის მუზარადიც საქართველოს ტერიტორიაზეა დამზადებული და შემდეგ ხვდება რუსეთში. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ 100%-ის სიზუსტით სამივე მუზარადის სამშობლო საქართველოა. ვაველის მუზარადი მე-14 საუკუნეშია დამზადებული. ხოლო ცაგერის და პეტერბურგის მუზარადების დამზადების თარიღი უცნობია. დამცავი ჯაჭვის ბადის და საცხვირე ისრის გარეშე ვაველის მუზარადი იწონის 985 გრამს, ცაგერის მუზარადი - 1 145 გრამს, პეტერბურგის მუზარადი 1 500 გრამს. ხოლო ჯაჭვის დამცავი ბადეების დამატებით მუზარადების წონა დაახლოებით სადღაც ალბათ 2 კილოგრამით გაიზრდება და დაახლოებით 3 - 3,5 კილოგრამის ფარგლებში იქნება. მე-13- მე-14 საუკუნეების ოსი ბაყათარის მუზარადი 1 კგ-ს იწონიდა. ასეთი სტილის მუზარადების წონა მერყეობდა 900 - 1 300 გრამის ფარგლებში. ხოლო პეტერბურგის მუზარადი გამოირჩევა თავისი მასით. მუზარადების შესწავლის სპეციალისტი არ ვარ ამიტომ მე მხოლოდ ზეპირად ვვარაუდობ მუზარადების წონას ჯაჭვის ბადესთან ერთად. მუზარადების ზომა-წონა ამ საქმის სპეციალისტების საქმეა. ვაველის მუზარადი როგორც უკვე ითქვა მე-14 საუკუნით თარიღდება. აშკარად შეინიშნება ირანში და საქართველოში შუა საუკუნეებში მეომრის აღჭურვილობის წონის შემცირება. ამ მეთოდით მე ვვარაუდობ, რომ მსგავსი მუზარადები ანტიკური ეპოქის იბერიაში იწონიდა საშუალოდ დაახლოებით 1 600 გრამს, და სისქეში არანაკლებ 3 მმ იყო. ხოლო ჯაჭვის დამცავ ბადესთან და საცხვირე ისართან ერთად დაახლოებით 3,5 - 3,8 კგ-ს. ცაგერის მუზარადი ჩემი ვარაუდით განეკუთვნება მე-13-მე-15 საუკუნეებს, ხოლო პეტერბურგის მუზარადი მისი მასიდან გამომდინარე ერთ-ერთი ვერსიით უფრო არქაული უნდა იყოს და განეკუთვნება სავარაუდოდ ადრეული შუა საუკუნეების ეპოქას (მე-6-მე-10 სს.). პეტერბურგის მუზარადი კარგად არის შემონახული. მეორე ვერსიით ეს პეტერბურგის მუზარადიც მე-13-მე-15 საუკუნეებშია დამზადებული, მაგრამ არა დასავლეთ საქართველოში, არამედ ტაო-კლარჯეთის მხარეში. ამ ვერსიით ტაო-კლარჯეთში კვლავ აგრძელებდნენ ადრეული შუა საუკუნეების ტრადიციას და შედარებით მძიმე მუზარადებს ამზადებდნენ. ტაო-კლარჯეთიდან მე-16 საუკუნეში ეს მუზარადი ხვდება სამეგრელოს სამთავროში, ხოლო სამეგრელოს სამთავროდან კი რუსეთში. ეს მეორე ვერსია ალბათ უფრო რეალურია. მუზარადი კარგ მდგომარეობაშია რაც მუზარადის დამზადების მეორე ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს. თან სამივე მუზარადი თითქმის ერთნაირია და ამიტომ მათი დამზადების თარიღებს შორის დიდი განსხვავება არ უნდა იყოს, მხოლოდ მასაშია მკვეთრი სხვაობა. დასავლეთ საქართველოს როგორც ბარში ისე მთიანეთშიც ვხედავთ თუ როგორი მუზარადები იყო გავრცელებული. არის კიდევ მცირე განსხვავებები, რაც მუზარადების დამზადების ტაო-კლარჯეთის სკოლის ხელწერას უნდა წარმოადგენდეს. პეტერბურგის მუზარადი მხოლოდ ძალიან მაღალი დონის ოსტატის ნახელავია. ისეთ მილიტარიზებულ და ძლიერ მხარეს როგორიც ტაო-კლარჯეთი იყო ასეთი დონის ოსტატები ყოველთვის ყავდა. რადგან ეს ერთი მუზარადი 1 500 გრამია, ბუნებრივია იყო კიდევ უფრო მძიმე-წონიანი მუზარადებიც - 1 600 გრამიანები. ჩემი ვარაუდით მე-14-მე-16 საუკუნეების ტაო-კლარჯეთის მხარეში მსგავსი ტიპის მუზარადების წონა მერყეობდა ძირითადად 1 400 - 1 600 გრამის ფარგლებში. ხოლო საშუალო წონად ძალაუნებურად უნდა მივიღოთ ამ ტიპის ერთადერთი მუზარადის წონა, რომელიც ინახება პეტერბურგის მუზეუმში ანუ 1 500 გრამი. სამივე ეს მუზარადები ტიპიური შუა საუკუნეების ქართული მუზარადებია და ანტიკური იბერიული სკოლის მემკვიდრეობაა. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს იმ ინფორმაციით რაც მე გამაჩნია ბოლო საუკუნეებში აქ უფრო გაბატონებული იყო ცოტა განსხვავებული ტიპის მუზარადები. აღმოსავლეთ საქართველოს მუზარადების დამზადების სკოლას თავისებური ხელწერა ქონდა, რომელიც განიცდიდა აღმოსავლური, შუა საუკუნეების ირანული სკოლის გავლენას. . სხვადასხვა მონაცემებზე დაყრდნობით მე-14-მე-16 საუკუნეებში ისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულია მუზარადების დამზადების სამი დიდი სკოლა: 1. აღმოსავლეთ საქართველოს სპეციფიკური სკოლა. 2. დასავლეთ საქართველოს სპეციფიკური სკოლა (ვაველის და ცაგერის მუზარადები) და 3. სამხრეთ საქართველოს ანუ ტაო-კლარჯეთის სპეციფიკური ძლიერი სკოლა (პეტერბურგის მუზარადი). სამივე მუზეუმის ეს მუზარადები ნამდვილი საომარი და ძალიან პრაქტიკული ტიპის მუზარადებია. ნამდვილი საომარი ხელოვნების შედევრია. ასეთი ტიპის მუზარადები სულხან-საბას მუზარადების ტიპების სიაში პირველ ნომრად აქვს ჩაწერილი და უწოდებს " ზუჩი"- ს. ასეთი ტიპის მუზარადები ფართოდ უნდა ყოფილიყო გავრცელებული შუა საუკუნეების ელიტურ მხედრებში. ეს მუზარადი სათავეს სწორედ ანტიკური ეპოქიდან უნდა იღებდეს. უძველესი იბერიელები, რომლებიც დახელოვნებული იყვნენ ჯაჭვის პერანგების დამზადებაში ჯაჭვი შეაქვთ მუზარადის აქსესუარებშიც (მსგავსი მუზარადები გამოიყენებოდა აგრეთვე შუა საუკუნეების სკანდიანავიაში, ვიკინგებში, ფრანკებში და კიევის რუსეთში. იბერიელების ამ სტილის მუზარადები მთლად იდენტური არ იყო ამ ევროპის ქვეყნების მუზარადებთან, მაგრამ დაახლოებით ერთი სტილის მუზარადები იყვნენ). ამ მუზარადით მეომრის კისერი და ყელი უკვე ორმაგი ჯაჭვით იყო დაცული. კისერს ჯაჭვის პირველი ფენით იცავდა ჯაჭვის პერანგის მაღალი ჯაჭვის საყელო როგორც ვერცხლის რიტონზეა გამოსახული. ხოლო მეორე ფენას ქმნიდა ზემოთხსენებული მუზარადის ჯაჭვის ფენა. მეომრის სახეს იცავდა გრძელი საცხვირე და ჯაჭვის ფენა. მუზარადზე მიმაგრებული ჯაჭვის ბადე არ იქნებოდა ძალიან დიდი და გაშლილი, რადგან ამისი საჭიროება არ იყო. მეომრის გულ-მკერდი და ზურგი დაცული იყო ორმაგი ჯავშნით და დამატებით დაცვის მესამე ფენა საჭიროებას არ წარმოადგენდა. მუზარადის ჯაჭვის ბადე იმ მასშტაბის იქნებოდა, რომ მას დაეცვა მეომრის კისერი, ყელი და მთელი სახე. ეს მუზარადი და მისი ჯაჭვის ბადე იქნებოდა ისეთი, როგორიც რეკონსტრუირებულია რუსულ-ენოვან საიტზე და ეწოდება shlem tiurbannii "vavel" (PL). (ეს რეკონსტრუირებული "ვაველის მუზარადი" რუსულ-ენოვან საიტზე გასაყიდად წარმოდგენილი აქვს მოსკოვის ერთ-ერთ მაღაზიას სახელწოდებით "Donjon. შუა საუკუნეების ნივთების მაღაზია). აი ასეთი დამცავი ჯაჭვის ბადით იყო აღჭურვილი იბერიელი კატაფრაქტის მუზარადი. მოკლედ მეომრის გულ-მკერდ-მუცელი და ზურგი დაცული იყო ჯაჭვის პერანგისა და ჯავშანის (kirasa) ორმაგი ფენით, ხოლო კისერი და ყელი ჯაჭვის პერანგისა და მუზარადის ორმაგი ჯაჭვის ფენით. მეომრის მკლავებს ჯაჭვის პერანგზე დაემატებოდა ლითონის ფირფიტები გარშემო ხელის ქვედა ნაწილში, მკლავებზე მჭიდროდ მორგებული. აგრეთვე დაემატებოდა ლითონის ფირფიტები ხელის ზედა ნაწილებშიც გარეთა მხარეზე. აგრეთვე დაემატებოდა ლითონის ფირფიტები ფეხებზე მუხლებს ქვემოთ. ეს ფირფიტები ტრადიციულად ხელების ქვედა და ფეხების ორივე მხარეზე გარშემო იყო მორგებული, ხოლო ხელების ზედა ნაწილში კი გარეთა მხარეს. ასეთი აქსესუარები ძალიან ფარტოდ იყო გავრცელებული შუა საუკუნეებში საქართველოში რაც უეჭველად ანტიკური ეპოქიდან გადმოსული მემკვიდრეობა იყო. ფაქტიურად კატაფრაქტის სხეულის უდიდესი ნაწილი ორმაგი ჯავშნით იყო დაფარული. მიუხედავად ასეთი ძალიან მძიმე აღჭურვილობისა მეომარი მოქნილობას ინარჩუნებდა გამომდინარე ჯაჭვის და ჯავშნის კომბინაციიდან. აი ასეთი იბერიელი კატაფრაქტები ნახა რომის იმპერატორმა ანტონინე პიუსმა რომში ასპარეზობაზე. ეს არის უკვე ანტიკური ეპოქის "ახალი თაობის იბერიელი კატაფრაქტი". სავარაუდოდ ასეთი ტიპის ქართველი კატაფრაქტები იგულისხმა მე-11 საუკუნის ბიზანტიელმა ისტორიკოსმა მიხეილ ატალიატემ "უმძლავრესი აბჯრით" დაფარულ ქართველ მხედრებში. თუმცა არსებობდა სხვა ტიპის მუზარადებიც, მაგალითად ზოომორფული მუზარადები, რომელზეც მგლის სახე იყო ამოყვანილი და ფარავდა მეომრის სახეს. ამ მგლისსახიანი მუზარადების გამო უწოდეს ირანელებმა ქართველებს "გურგ" (მგელი), ხოლო საქართველოს "გურგისტან" ანუ " გურჯისტან". ეს ფაქტი გვეუბნება, რომ ანტიკურ ეპოქაში კვლავ აგრძელებდა არსებობას მთლიანი ლითონისგან დამზადებული დახურული მუზარადებიც. ასეთ მუზარადებს მოდერნიზაციის შედეგად უკვე ექნებოდათ მიმაგრებული ჯაჭვის დამცავი მოკლე ბადე, რომელიც იცავდა კისრის დარჩენილ მონაკვეთს. მაგალითად გავრცელებულ მგლის გამოსახულებიან დახურულ მუზარადს ექნებოდა ქვემოთ მიბმული ჯაჭვის დამცავი მოკლე ბადე. ამრიგად მოდერნიზაციის შემდეგ იბერიელი კატაფრაქტები ატარებდნენ მინიმუმ ორი სტილის მუზარადებს: 1. ეგრეთწოდებული ვაველის ტიპის მუზარადი და 2. მთლიანი ლითონის დახურული მუზარადი ქვემოთ მიბმული მოკლე ჯაჭვის ბადით (ამ მეორე ტიპის დახურულ მუზარადებში შედიოდა "ზოომორფული" მუზარადებიც. ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი ატარებდა დახურულ მგლისსახიან მუზარადს, ხოლო მე-2 საუკუნის კლარჯეთ-ეგრისის მეფე "ფარსმან ავაზი" სავარაუდოდ ატარებდა დახურულ ვეფხვისსახიან მუზარადს). აქედან შუა საუკუნეებში კვლავ აგრძელებდა არსებობას ვაველის ტიპის მუზარადი, ხოლო მუზარადის მეორე ტიპი შუა საუკუნეებში ხმარებიდან ამოიღეს. მეცნიერებაში არსებობს მოსაზრება, რომ ანტიკური ეპოქის მეომრები უფრო მძიმედ იყვნენ აღჭურვილი ვიდრე შუა საუკუნეების მეომრები. ასეთ მოსაზრებას აქვს რეალური საფუძველი. მაგალითად ანტიკური ეპოქის ირანელი მეომრები უფრო მძიმედ იყვნენ აღჭურვილი ვიდრე შუა საუკუნეების ირანელი მეომრები. რაც შეეხებათ ქართველებს, შუა საუკუნეების ქართველები ფაქტია, რომ წარმოადგენდნენ მძიმედ აღჭურვილ მეომრებს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ანტიკური ეპოქის იბერიელი კატაფრაქტები მაინც მეტ-ნაკლებად შედარებით უფრო მძიმედ იყვნენ აღჭურვილი ვიდრე საშუალო და გვიანი შუა საუკუნეების ქართველი მძიმე მხედრობა. ხოლო ადრე-ფეოდალური საქართველოს მძიმე მხედრობა ჩემი მოსაზრებით დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც ანტიკური ეპოქის იბერიული მძიმე კავალერია. ბიზანტიელი ისტორიკოსი მიხეილ ატალიატე ალბათ ამ ადრე-ფეოდალური ეპოქის მძიმე კავალერიას უწოდებდა "უმძლავრესი აბჯრით" დაფარულ ქართველ მხედრებს და მათ შეჯავშნულ ცხენებს. მაგრამ მარტო აღჭურვილობა საკმარისი არ იყო. რაც უფრო მძიმედაა მეომარი აღჭურვილი მით უფრო მოითხოვს ფიზიკურ მომზადებას, ამტანობას და გამძლეობას. მეომარმა უნდა აიტანოს სიცივეში და სიცხეში დიდხანს გარეთ ყოფნა. მას შეიძლება კვირაობით და თვეობით მოუწიოს მინდორში ცხოვრება ლაშქრობის დროს. ამიტომ ძველი ეპოქის მეომრები და არისტოკრატიული ფენების წარმომადგენლები ბავშვობიდანვე იწყებდნენ ფიზიკურ მომზადებას და წვრთნას. არისტოკრატები თავიანთ შვილებს ბავშვობიდანვე ზრდიდნენ ომისთვის. სხვანაირად ის მეომარი ვერ დადგებოდა და ლაშქრობაში ვერ მიიღებდა მონაწილეობას. მომავალი მეომრების წვრთნა და მომზადება დაახლოებით ისეთივე იყო როგორიც თანამედროვე ელიტური სპეცდანიშნულების რაზმის მეომრების მომზადებაა. ეს ფიზიკური მომზადება და წვრთნა გრძელდებოდა მთელი ცხოვრება სანამ მეომარს შეეძლო ლაშქრობაში სიარული. თუ მეომარი და არისტოკრატი ვარჯიშს შეწყვეტდა მისი ბრძოლისუნარიანობა მკვეთრად დაეცემოდა რაც მას დიდი ალბათობით სიცოცხლის დაკარგვის ფასად დაუჯდებოდა ბრძოლის ველზე. ამიტომ იბერიელი არისტოკრატის ცხოვრება სულაც არ იყო ფუფუნება და განცხრომა. ომის პერიოდში მას ელოდა ლაშქრობის სიძნელეები და სიცოცხლის დაკარგვის საფრთხე, ხოლო მშვიდობიანობის დროს ის გადიოდა მუდმივ ფიზიკურ ვარჯიშს და მომზადებას, რომ მუდმივად საომარ ფორმაში ყოფილიყო. და ბოლოს ორიოდე სიტყვა ანტიკური ეპოქის მახვილებზე. როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის მახვილები ანტიკური ეპოქიდან. აქ წარმოდგენილია ეგრეთწოდებული სარმატული ტიპის ტარ-რგოლიანი მახვილები. სარმატებში ასეთი ტიპის მახვილების პირის სიგრძე მერყეობდა 35 - 50 სმ-ის ფარგლებში. საინტერესოა რომ ასეტი ტიპის მახვილებიდან საქართველოში რამდენიმე მახვილის პირის სიგრძე მერყეობს 55 - 70 სანტიმეტრის ფარგლებში. აქედან ყველაზე გრძელი მახვილის სიგრძე ტარიანად 82 სმ-ია, მაგრამ ამ მახვილის პირის სიგრძე რატომღაც მითითებული არ არის წყაროში. მხოლოდ მახვილის მთლიანი სიგრძეა მოყვანილი. ამიტომ მე პირობითად სავარაუდოდ 70 სმ ვიგულისხმე. 82 სმ ამ ტიპის მახვილებისთვის რეკორდულად დიდი ციფრია. აქ წარმოდგენილია აგრეთვე გრძელი მახვილების სხვადასხვა ტიპი. რამდენიმე მახვილის სიგრძე ტარიანად 100 სანტიმეტრია. ამ გრძელი მახვილებიდან ზოგიერთი ერთ-ღარიანია (ერთი დიდი ფართო ღარი), ზოგიერთი რამდენიმე ღარიანი (ერთ-ერთ მახვილს 7 ღარი ქონდა. ეს მახვილი საკმაოდ გრძელი მახვილი იყო. ამ მახვილის პირი ტარიდან იწყებდა შევიწროებას და ასე გრძელდებოდა წვერომდე). წარმოდგენილია აგრეთვე უღარო, ლინზისებური პირის მქონე მახვილებიც. პროცენტულად თუ შევადარებთ რაოდენობით 1 ადგილზეა მახვილები, რომელთაც შუაში მიუყვებათ ერთი დიდი და ფართო ღარი. წარმოდგენილი გრძელი მახვილებიდან ზოგიერტი მახვილის პირი ტარიდან იწყებს თანდათან თანაბარ-ზომიერ შევიწროებას მახვილის წვერომდე. ზოგიერთი მახვილის პირი შუა ნაწილიდან იწყებს შევიწროებას, ხოლო ზოგიერთი კი მახვილის პირის ბოლო მესამედიდან იწყებს შევიწროებას. მახვილების პირის მაქსიმალური სიგანე მერყეობს 4 - 8 სმ-ის ფარგლებში. პროცენტულად ყველაზე მეტია 6 სმ-თან მიახლოებული მახვილის პირები. ხოლო მახვილის პირების სისქეზე წყაროში რატომღაც მცირე ცნობებია. ამ მცირე რამდენიმე ეგზემპლარის მონაცემებზე დაყრდნობით მახვილის პირების მაქსიმალური სისქე მერყეობს 6 - 12 მმ-ის ფარგლებში. ხოლო მახვილის პირების სიგანეზე წყაროში უამრავი რაოდენობით ეგზემპლარის მონაცემებია მოყვანილი. {(აქ ლოგიკურად ჩნდება კითხვა "ეს ერთ-ღარიანი მასიური მახვილები ანტიკური იბერიიდან ხომ არ იყო წინაპარი ადრეული შუა საუკუნეების ევროპული ერთ-ღარიანი მახვილების? ანგლო-საქსური, კაროლინგური და ვიკინგური ერთ-ღარიანი მახვილების". ეს კითხვა აუცილებლად მოითხოვს დამაჯერებელ და მეცნიერულად დასაბუთებულ პასუხს)}. აგრეთვე დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი მოკლე მახვილებიც ( ხანჯლები, სატევრები), რომელთა განსაკუთრებით დიდი კონცენტრაციაა კელასურის აღმოსავლეთით. ისტორიული ეგრისის სამარხებში მდინარე კელასურის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმდებარე არქეოლოგიურ უბნებზე აღმოჩენილია საკმაო რაოდენობით ეგრეთწოდებული "სკრამასაქსები". იმ სამარხებს სადაც "სკრამასაქსებია" აღმოჩენილი ათარიღებენ გვიანდელი ანტიკური ხანით. ამ "სკრამასაქსების" პირის სიგრძე მერყეობს 20 - 44 სმ-ის ფარგლებში. {გამოყენებული ლიტერატურა: გუგლი. "ირაკლი ანჩაბაძე. შეიარაღება ანტიკური და ადრე შუასაუკუნეების იბერია-კოლხეთში(ძვ.წ.აღ.მე-7 - ახ.წ. არ. მე-7 სს.). თბილისი - 2016.}. ამ ანტიკური ეპოქის სხვადასხვა ტიპის მახვილების დიდი კონცენტრაცია ფიქსირდება კვლავ მდინარე კელასურის აღმოსავლეთ სანაპიროს მიმდებარე არქეოლოგიურ უბნებზე. ბუნებრივია ეს კონცენტრაციაც დაკავშირებულია სარმატებთან სასაზღვრო ბრძოლებში დაცემული ეგრისელი მეომრების სამარხებთან. კელასურის დასავლეთით მდებარე აბაზგების და სანიგების პატარა სამთავროები არ წარმოადგენდნენ იმ ძალას რომ შეეჩერებიათ ჩრდილოეთით მდებარე დიდი სარმატიის შემოტევები. ამიტომ მათი შეჩერება უწევდათ კელასურის კედლის დამცველებს. დღევანდელი აფხაზების წინაპრები ისტორიული აბაზგები მამაცი და მეომარი ხალხი იყო, მაგრამ დიდ სარმატიასთან ომს მარტო სიმამაცე არ ყოფნიდა. აქ საჭირო იყო ცოცხალი ძალის რესურსი. აბაზგია კი პატარა სამთავრო იყო. აბაზგები და სანიგები ალბათ წარმოადგენდნენ ნეიტრალურ ბუფერულ ზონას დიდ სარმატიასა და იბერიას და მათი ეს პოზიცია სწორი იყო. შორის თუ გადავხედავთ ანტიკური ეპოქის საომარი ნაჯახების და მახვილების არქეოლოგიური აღმოჩენების რუკას საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზეთის ტერიტორიის ჩათვლით მკაფიოდ გამოკვეთილია ისტორიული კელასურის კედლის აღმოსავლეთით მდებარე ვიწრო ზოლი, რომელიც მდებარეობს მდინარე კელასურის ქვედა წელის აღმოსავლეთით და მდინარე კოდორის ქვედა წელის დასავლეთით ვიწრო შუამდინარეთში. ამ ძალიან პატარა ტერიტორიაზეა მკვეთრად გამოკვეთილი ანტიკური ეპოქის საომარი ნაჯახების, მახვილების და შუბისპირების აღმოჩენების დიდი კონცენტრაცია ( მე მხოლოდ მახვილებზე და საომარ ნაჯახებზე გავამახვილე ყურადღება. თუმცა ამ პატარა ტერიტორიაზე სამარხებში მახვილებთან და ნაჯახებთან ერთად შუბისპირების დიდი კონცენტრაციაცაა, მაგრამ შუბისპირებზე საუბარი არ მექნება). ამ სასაზღვრო შეტაკებებში იღუპებოდნენ სარმატი მეომრებიც. სარმატები დაღუპული მეომრების იარაღებს ალბათ თან გაიყოლებდნენ და სწრაფად ტოვებდნენ ბრძოლის ველს. სარმატები უცხო მტრულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და იმისი ფუფუნება არ ქონდათ, რომ დაღუპული მეომრების დასაფლავებაზე ეზრუნათ. კელასურის აღმოსავლეთ სანაპიროდან ყოველთვის მოსალოდნელი იყო ძლიერი კონტრშეტევა რასაც შეიძლება სარმატთა რაზმების სრული განადგურება მოჰყოლოდა. ამიტომ სარმატები დაღუპულ მეომრებს არ ასაფლავებდნენ და მათ ბრძოლის ველზე ტოვებდნენ. რომც დაესაფლავებიათ იარაღებს მაინც ვერ ჩაატანდნენ, რადგან იარაღების მაძიებელი "შავი არქეოლოგები" როგორც კი სარმატები იქაურობას დატოვებდნენ მაშინათვე გაძარცვავდნენ უპატრონო სამარხებს. ბუნებრივია სამხრეთ საქართველოდან გამოგზავნილი დამხმარე რაზმებით გაძლიერებული ეგრისის ჯარებიც პერიოდულად აწყობდნენ სადამსჯელო ლაშქრობებს ჩრდილოეთ კავკასიაში. სარმატებს საზღვარზე სასაზღვრო დამცავი კედლის ზღუდეები არ გააჩნდათ, ამიტომ კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს რაზმები უპრობლემოდ გადალახავდნენ სარმატიის საზღვარს და თავს ესხმოდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში სარმატთა დასახლებებს და არბევდნენ და აწიოკებდნენ მათ. ერთ-ერთი კოალიციური დიდი ლაშქრობის ისტორია შემოინახა ქართულმა მატიანემ როცა მე-3 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს მეფე ამაზასპი მონაწილეობდა ალანთა ვრცელი ქვეყნის დარბევაში. აღმოსავლურ ქართულმა წყარომ ეს ცნობა იმიტომ შემოინახა, რომ ის უშუალოდ ეხებოდა აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართლის სამეფოს. ხოლო კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს მიერ დასავლეთ საქართველოდან ჩრდილოეთ კავკასიაში მოწყობილი ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოს უშუალოდ არ ეხებოდა და ამიტომ ქართლის სამეფოს მატიანემ არ შემოინახა. პირდაპირ გულახდილად თუ ვიტყვით კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს "საქმენი საგმირონი" ქართლის სამეფოს მესვეურებისთვის გულის გასახარებელი ისტორიები არ იყო. ამ ორი სამეფოს მესვეურებს შორის ალბათ მუდმივად იყო ფარული შინაგანი მეტოქეობა, ამიტომ კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში მოწყობილი წარმატებული ლაშქრობები ქართლის სამეფოს მატიანეში არ იქნა ჩაწერილი. ეს ჩვეულებრივი ადამიანური ფსიქოლოგიის გამოვლინებაა. კლარჯეთ-ეგრისის სამეფოდან რამდენიმე წარმატებული ფართომასშტაბიანი სადამსჯელო ლაშქრობა უეჭველად იყო ჩრდილოეთ კავკასიაში. ეს იბერიული ლაშქრობები სადამსჯელო ლაშქრობები იყო და ბუნებრივია გამოირჩეოდა იმ ეპოქის სისასტიკით. იბერიელები ანადგურებდნენ დასახლებულ პუნქტებს, ხოლო მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ტყვეებად მიჰყავდათ. სწორედ დიდი ალანიიდან ტყვეების წამოყვანაზეა განსაკუთრებით საუბარი წყაროში, რომელიც გვიამბობს მე-3 საუკუნის იბერიულ-ალანურ ომებზე. შემდგომ საპასუხოდ სარმატებიც ესხმოდნენ თავს კელასურის სასაზღვრო ზღუდეებს და ასეთი "დუელი" გრძელდებოდა დიდხანას, საუკუნეების მანძილზე. მე-3 საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს დიდი მასშტაბის საომარმა კონფლიქტმა გაერთიანებულ იბერიულ არმიასა და გაერთიანებულ ალანურ არმიებს შორის აჩვენა, რომ იბერიული სამხედრო მანქანა დიდი მასშტაბის პირდაპირ დაპირისპირებაში გაშლილი ბრძოლის ველზე უფრო ძლიერი იყო ვიდრე სარმატული არმია. ალანთა დიდი არმია მთლიანად იქნა განადგურებული ბრძოლის ველზე იბერიაში. ხოლო მომდევნო წელს ალანები დამარცხებული იქნა მათ სამშობლოშიც, ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში. აქ გადამწყვეტი როლი ითამაშა იბერიის მძიმე კავალერიამ, რომელმაც პირისპირ ბრძოლაში გაანადგურა ალანურ-სარმატული განთქმული კავალერია. ეს ის პერიოდია როცა დიდი ალანია თავისი ძლიერების ზენიტში იმყოფებოდა. აქ აშკარად გადამწყვეტი როლი ითამაშა სამხრეთ საქართველოს ტრადიციულმა ცხენოსანმა ლაშქარმა. ალანურ-სარმატული დიდი არმიის კატასტროფული განადგურების მიზეზი ჩემი აზრით მდგომარეობდა შემდეგში: ადრეული სარმატული არმიისგან განსხვავებით 1 - 3 საუკუნეების ალანურ-სარმატული არმია უფრო კარგად იყო აღჭურვილი, მაგრამ აღჭურვილობის დონით ის მაინც ჩამორჩებოდა კლასიკურ იბერიულ არმიას, რომელსაც ამისი ბევრად უფრო ძველი ტრადიცია ჰქონდა. ალანები თავისი ძლიერების ზენიტში იყვნენ. მუდმივმა გამარჯვებებმა სხვადასხვა ხალხებზე ალანთა წინამძღოლების სიფრთხილის გრძნობა მოადუნა. მათ თავიანთი არმია პირისპირ დააყენეს იბერიული არმიის წინ. ასეთ ბრძოლაში უპირატესობა იმ მხარესაა რომელიც უფრო კარგად არის აღჭურვილი და ბრძოლის ასეთ ტაქტიკაში დახელოვნებულია. ეს იყო იბერიელებისთვის ბრძოლის ყველაზე ხელსაყრელი ტაქტიკა. ალანთა ამ დიდი არმიის დიდი უმრავლესობა ამ ბრძოლაში დაიღუპა. ამის შემდეგ იბერიის მეფეებმა გადაწყვიტეს საქმის ბოლომდე მიყვანა და მომდევნო წელს დიდი ლაშქრობა მოაწყვეს ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში. ამ ომებში წმინდა ალანური წარმოშობის აგრესიული ფრთის უმრავლესობა ფიზიკურად განადგურდა. ჩრდილოეთ კავკასიაში ბუნებრივია კვლავ რჩებოდნენ სხვადასხვა ეთნიკური ირანულ-ენოვანი ჯგუფები, მაგრამ მთავარი აგრესიული ფრთა განადგურებული იყო. ამ აგრესიულმა ალანურმა ფრთამ საკუთარ თავს თვითონ გამოუტანა განაჩენი. ამ აგრესიულმა ალანურმა ფრთამ რომელიც ძალიან გაძლიერდა და მე-3 საუკუნეში ძლიერების ზენიტში იდგა, როგორც ჩანს ძალიან შეაწუხა ორივე იბერიული სამეფო. ხოლო ბოლოს მათ ძალიან დიდი მასშტაბის ლაშქრობა მოაწყვეს აღმოსავლეთ საქართველოში. იბერიის მეფეებმა გადაწყვიტეს ამ ძალიან აგრესიული ფრთის ბოლომდე განადგურება და შეასრულეს კიდეც. აი ეს იყო ამ დიდი იბერიულ - ალანური ომების საბოლოო შედეგი. ამიტომაც იყო, რომ მე-4 საუკუნეში ეს დარჩენილი ლოკალური ირანულ-ენოვანი ეთნიკური ჯგუფები ჰუნებმა ძალიან ადვილად დაამარცხეს. წმინდა ალანური წარმოშობის ტომების განადგურებით ალანური ტომების მეთაურობით შექმნილი სხვადასხვა ირანულ-ენოვანი ტომების დიდი გაერთიანება დაიშალა. ხოლო დარჩენილი ტომები უნდა იყოს "აორსები", "აორსი", რომელთაც ქართულ წყაროებში ეწოდებათ "ოვსი". მე-8-მე-10 საუკუნეებში მდინარე დონის ზემო წელზე არსებობდა culture saltovo - mayaki. ამ კულტურის ზოგიერთ ჯგუფებს მკვლევარები ეთნიკურად აიდინტიფიცირებენ უფრო ადრეული ეპოქის ალანებთან ჩრდილოეთ კავკასიაში. გამოდის, რომ ეს გვიანდელი ალანური ჯგუფები უფრო ადრეული ჩრდილოეთ-კავკასიელი ალანების შთამომავლები არიან. დღევანდელი ბელგოროდის და ხარკოვის ოლქების მოსაზღვრე რაიონებში მცხოვრებ ალანთა სამარხებში აღმოჩენილია Y-DNA ჰაპლოჯგუფები G, G2, G2a1a1, R1a-Z93, R1b1a1a2-M269, J2a. (გამოყენებული ლიტერატურა "გუგლი. saltovo-maiackaia kultura). ეს უნდა იყოს ტიპიური "ალანური ჰაპლოჯგუფები". ფაქტია, რომ ჰაპლოჯგუფები G2a და R1a-Z93 მჭიდროდაა დაკავშირებული უძველეს ინდო-ირანულ და ინდო-არიულ ტომებთან და ცენტრალური აზიაში მონაწილეობდნენ ირანულ-ენოვანი ტომების ფორმირებაში. სავარაუდოდ მე-3 საუკუნეში მომხდარი სასტიკი და დაუნდობელი იბერიულ-ალანური ომების შემდეგ ამ აგრესიული ალანური ფრთის ზოგიერთმა ომებში გადარჩენილმა ჯგუფებმა უკან დაიხიეს და გადასახლდნენ უფრო ჩრდილოეთით დღევანდელი ბელგოროდის და ხარკოვის ოლქების მოსაზღვრე რაიონებში. ამ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოსახლებული ალანთა ჯგუფების სავარაუდო შთამომავლები არიან culture saltovo-mayaki - ს ალანური ჯგუფები. ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში დარჩენილმა სხვადასხვა ირანულ-ენოვანმა ეთნიკურმა ჯგუფებმა მოგვიანებით ჩრდილოეთ კავკასიის მთისწინეთში შექმნეს შუა საუკუნეების "ალანთა სამეფო". ჩემი მოსაზრებით ისინი წარმოადგენდნენ სხვადასხვა ირანულ-ენოვანი ეთნიკური ჯგუფების გაერთიანების შედეგად წარმოშობილ სამეფოს. საინტერესოა ისიც, რომ ძველი ქართული წყაროები ალანთა სამეფოს მოსახლეობას უწოდებდნენ არა "ალანებს" არამედ "ოვსი" რაც უკავშირდება ერთერთი ირანულ-ენოვანი ხალხების "აორსების" სახელწოდებას. ხოლო უძველესი წმინდა ალანური წარმოშობის ტომები რომლებიც ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ კავკასიის სტეპებში 1 - 3 საუკუნეებში საკუთარ თავს უწოდებდნენ "ალან". კლარჯეთის სამეფოს ჯარის სტრუქტურაზე ცნობები ანტიკურ ეპოქაზე არ მოგვეპოვება. ხოლო შუა საუკუნეებში სამხრეთ საქართველოს ანუ მესხეთის ჯარების რაოდენობა დაახლოებით 35 000 მეომარი იყო და მთლიანად კავალერიას ანუ ცხენოსან ჯარს წარმოადგენდა. შუა საუკუნეებში საქართველოს გაერთიანებულ ლაშქარში სამხრეთ საქართველოს ანუ მესხეთის 35 000-იანი კავალერია ტრადიციულად ცენტრში და ოდნავ წინ იდგა და პირველ შეტევას ყოველთვის ეს კავალერია იწყებდა. ხოლო მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე შესაბამისად აღმოსავლეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს ჯარები იდგნენ. ეს შუა საუკუნეებში უცვლელ ტრადიციას წარმოადგენდა. ამიტომ ანტიკურ ეპოქაში კლარჯეთის სამეფოს დაახლოებით 55 000-იან ლაშქარიც ცხენოსანი კავალერია უნდა ყოფილიყო. მე-10 საუკუნეშიც დავით კურაპალატმა რომლის მფლობელობაში იმ დროს იყო მხოლოდ სამხრეთ ტაო ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ სამხრეთ ტაოდან გააგზავნა 12 000 მხედარი-მეომარი. ჩანს, რომ ადრეფეოდალურ ეპოქაშიც სამხრეთ საქართველოს ლაშქარი მთლიანად კავალერიით იყო დაკომპლექტებული. ამაზასპის დასახმარებლად მოსული ცხენოსანი ჯარებიც სწორედ კლარჯეთის სამეფოდან გამოგზავნილი კავალერია იყო. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს მეომრები მხოლოდ ცხენთან ერთად იბრძოდნენ. როცა საჭირო იყო ისინი ქვეითადაც იბრძოდნენ, როცა საჭირო გახდებოდა ციხესიმაგრის დასაცავადაც იბრძოდნენ ქვეითად. შუა საუკუნეების ცნობებით გვაქვს ინფორმაცია, რომ ეს პროფესიონალი მხედრები შუა გახურებული ომის დროს ცხენებიდან ჩამოქვეითდნენ და ქვეითად გააგრძელეს ბრძოლა. ეს ინფორმაცია ეხება შუა საუკუნეების ერთ-ერთ უდიდეს ბრძოლას ქართველებსა და რუმის სასულთნოს შორის. მოკლედ როგორც სიტუაცია მოითხოვდა ისე იბრძოდნენ. ეს დაახლოებით 55 000 -იანი ცხენოსანი კავალერია ოლქების მიხედვით დაახლოებით ასე იყო წარმოდგენილი: 1. ტაოს სამხედრო ოლქი--17 000 მეომარი. 2. არტაანის სამხედრო ოლქი--11 000 მეომარი. 3. მეფის პირადი დომენი კლარჯეთი, შავშეთი და ზემო აჭარა--7 000 მეომარი. 4. იმერეთის სამხედრო ოლქი (დაახლოებით დღევანდელი იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორია, ცენტრით ქუთაისი) - 10 000 მეომარი. 5. სამეგრელოს სამხედრო ოლქი (ზღვისპირა ზოლის აღმოსავლეთით მდებარე დღევანდელი სამეგრელოს, გურიის და ისტორიული სამურზაყანოს ტერიტორიები, ცენტრით ციხე-გოჯი) - 6 000 მეომარი. 6. აფშილეთის სამხედრო ოლქი - 2 000 მეომარი. 7. სვანეთის სამხედრო ოლქი - 2 000 მეომარი. ამ სამეფოს ყველაზე რთული ჩრდილოეთის საზღვრის საიმედო მცველები იყვნენ აფშილეთის მამაცი მოსახლეობა და რაზმები. ისინი მუდმივად საუკუნეების მანძილზე საიმედოდ იცავდნენ ჩრდილოეთის საზღვარს ალანურ-სარმატული ტომების თავდასხმებისგან. აფშილები იბერთა ეგრისის დიდი ტომის ერთერთ შტოს წარმოადგენდნენ და სამეგრელოს მოსახლეობასთან ერთად იცავდნენ ჩრდილოეთის რთულ საზღვარს. აი ამ ჯარების მოქმედი მხედართმთავარი ბრძოლის ველზე იყო სამეფოს მხედართმთავარი. ზოგადად კი ამ ჯარების უმაღლესი მთავარსარდალი კლარჯეთის მეფე იყო. ამ მეფეთა ტიტულის სრული სახელწოდება უნდა იყოს "ბრანჯთა მეფე". ხოლო სამეფოს სრული სახელწოდება ანტიკურ ეპოქაში კი "ბრანჯთა სამეფო". სტრაბონი თავის "გეოგრაფია"-ში ამბობს, რომ იბერიაში უმაღლესი მსაჯული და ჯარების მხედართმთავარი ყოფილა არა მეფე არამედ მეფის შემდეგ მეორე პირი. აქ იკვეთება თანამდებობა, რომელიც ახორციელებს როგორც ჯარების მხედართმთავრობას ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებას. ასეთი გამოკვეთილი უმაღლესი სამხედრო და სამოქალაქო ხელისუფალის ინსტიტუტი ქართლის სამეფოში ანტიკურ ეპოქაში არ ჩანს. ქართლის სამეფოს ყველა ბრძოლებში უშუალოდ მეფე სარდლობს და იბრძვის. ქართლის სამეფოს ყველა ბრძოლებში რაც კი წყაროებშია მოყვანილი ყველგან მეფე უშუალოდ სარდლობს და იბრძვის. ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში სტრაბონი უნდა გულისხმობდეს ბრანჯთა სამეფოს ანუ კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს იბერებს და მათი მმართველობის წესს. სავარაუდოდ ამ თანამდებობაზე მეფე ადგენდა სამხრეთ საქართველოს ყველაზე ძლიერი ტაოს სამხედრო ოლქის სარდლებს. ეს არ იქნებოდა მემკვიდრეობითი თანამდებობა. ყოველი ახალი ხელისუფალი ინიშნებოდა მეფის მიერ. ჩვეულებრივ ამ დიდი ხელისუფალის გარდაცვალების შემთხვევაში მონარქი ამ ხელისუფალის შთამომავლებში თვითონ არჩევდა და ნიშნავდა იმას, რომელიც მას მიაჩნდა შესაფერისად. ეს შერჩევის და დანიშვნის პროცესი უეჭველად მთლიანად მეფის პრეროგატივას წარმოადგენდა. ამ ხელისუფალის ტიტულის ოფიციალური სახელწოდება ჩვენთვის უცნობია. რადგანაც უკვე დავადგინეთ კლარჯეთ-ეგრისის შეიარაღებული ძალების რაოდენობა მოკლედ განვიხილოთ თუ როგორ უნდა განვითარებული საომარი პროცესები მეფე ამაზასპის დამხობის დროს. მეამბოხე არისტოკრატების დაქვემდებარებაში უნდა ვიგულისხმოთ ქართლის სამეფოს მთელი ლაშქარის დაახლოებით ნახევარი ანუ 20 000 მეომარი. ამას ემატება კლარჯეთ-ეგრისის ლაშქარი და ვღებულობთ დაახლოებით 70 000 მეომარს. ამ დროს ამაზასპის დაქვემდებარებაშია დაახლოებით 20 000 მეომარი. მემატიანის ცნობით სპარსთა მეფეს ამაზასპის დასახმარებლად გამოუგზავნია დიდი ჯარი. ეს ცნობა რა თქმა უნდა რეალურია. ამაზასპი მეფე შაბურის უახლოესი მეგობარი და მოკავშირეა და ის ბუნებრივია მიიღებდა დახმარებას ირანიდან. ხოლო ცნობა, რომ თითქოს მეამბოხე არისტოკრატებს მხარს უჭერდა სომხეთის მეფე და მისი ლაშქარი არარეალურია. 100%-ის სიზუსტით ცნობილია, რომ ამ დროს სომხეთი ოკუპირებულია ირანის მიერ, სომხეთის სამეფო სახლი რეპრესირებულია და მეფე მოკლულია. პირიქით მე ვვარაუდობ, რომ ირანის მეფის მიერ გამოგზავნილ დამხმარე ჯარებში გარდა სომხეთში მდგარი ირანის საოკუპაციო ჯარებისა, აგრეთვე შედიოდნენ ირანის საოკუპაციო ჯარების სარდლობასთან მჭიდრო კავშირში მყოფი ადგილობრივი სომხური ძალების მნიშვნელოვანი ნაწილი. სომხეთში ირანის საოკუპაციო ხელისუფლებაა და ბუნებრივია მათ დაქვემდებარებაში იბრძოლებდნენ ადგილობრივი სომხური ჯარების მნიშვნელოვანი ნაწილიც. ირანის მეფე შაბურ პირველის ბრძანებით ამაზასპის დასახმარებლად გამოდის სომხეთში მდგარი ირანის საოკუპაციო ჯარები და მათ დაქვემდებარებაში მყოფი სომხური ძალების გარკვეული ნაწილი რომელთა რაოდენობა უნდა ჰიპოთეტურად ვივარაუდოთ დაახლოებით 80 ათასი მეომარი (შემდგომ შუა საუკუნეებში რომელიღაც მემატიანემ, რომელსაც რაღაც სიმპატიები გააჩნდა იმ ეპოქის სომხეთის მიმართ ცვლილებები შეიტანა გადაწერის დროს და სომხეთის ჯარების მონაწილეობა ამ ბრძოლაში სხვა კონტექსტით წარმოაჩინა. ან რადგანაც სომხეთის მოკლული მეფის შვილი რევი იქნა გამეფებული ამაზასპის დამარცხების შემდეგ ამიტომ ისე წარმოაჩინა, რომ სომხეთის ჯარები ებრძოდნენ ამაზასპს სომხეთის მეფის შვილის გასამეფებლად. არადა სწორედ სომხეთიდანაა ლტოლვილი და გამოქცეული იბერიაში უფლისწული რევი. ან შესაძლებელია უფრო ადრეულ წყაროში ეწერა "ბრანჯთა მეფე", ხოლო შუა საუკუნეების გადამწერმა მემატიანემ რომლისთვისაც გაუგებარი იყო "ბრანჯთა სამეფო" და "ბრანჯთა მეფე" ეს მისთვის გაუგებარი ტერმინები ამოშალა და ჩაწერა "სომეხთა მეფე", ამით წყაროში შექმნილი ვაკუუმი შეავსო. ასე ხდებოდა ძველ საუკუნეებში როცა გადამწერი მემატიანისთვის რაღაც გაუგებარი იყო ის ამოშლიდა გაუგებარ მონაკვეთს და თავისი ვარაუდებით შეავსებდა ვაკუუმს. ასე მახინჯდებოდა ძველ საუკუნეებში ისტორიული ფაქტები ხშირად). ირანის საოკუპაციო ძალები სომხეთში მოახდენდნენ იმ ჯარების ნაწილების მობილიზებას რომლებიც მათთან დაახლოებული იყო და სანდოდ მიაჩნდათ. ირანელებმა დაახლოებით იცოდნენ თუ რა რაოდენობით არმიას გამოიყვანდნენ კლარჯეთ-ეგრისის სამეფო და მისი მოკავშირეები. ამიტომ ისინი იზრუნებდნენ, რომ მეფე ამაზასპის კოალიციურ არმიაში არანაკლებ 100 000 გამოცდილი და სანდო მეომარი ყოფილიყო (აქედან სავარაუდოდ დაახლოებით 40 000 ირანელი და დაახლოებით 40 000 სომეხი მეომარი). საერთო ჯამში ამაზასპის მხარეზეა იბერიელთა, ირანელთა და სომეხთა გაერთიანებული ლაშქარი მინიმუმ 100 000 მეომარი. ეს იყო კარგად ორგანიზებული ძლიერი სამხედრო ძალა. წყაროში არის ცნობაც, რომ მეამბოხე არისტოკრატებს ეხმარებოდნენ ბერძნებიც. ეს ცნობაც რეალობასთან ახლოსაა. რომის იმპერია შეიძლება ოფიციალურად საომარ მდგომარეობაში არ იმყოფებოდა ირანთან, მაგრამ შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს და ტრაპიზონის მხარის ზღვისპირა ბერძნული წარმოშობის ქალაქებში დისლოცირებულმა რომაულმა კოჰორტებმა, რამდენიმე ათასმა მეომარმა მონაწილეობა მიიღეს ამ ომში. საერთო ჯამში ვღებულობთ კლარჯეთ-ეგრისის 55 000 მეომარი + ქართლის სამეფოს მეამბოხე არისტოკრატების დაახლოებით 20 000 მეომარი + რომაული კოჰორტების რამდენიმე ათასი მეომარი. მთლიანობაში დაახლოებით 80 ათასი მეომარი. არის ცნობაც, რომ მეამბოხე არისტოკრატებს ეხმარებოდნენ ოსებიც, მაგრამ რამდენად რეალურია ეს ცნობა არ ვიცი. მემატიანის ცნობით ეგრისელთა ჯარს და ამ "ოსებს" ერთად გადმოულახავთ "მცირე მთა" და ისე მოსულან ქართლში, ესეიგი დასავლეთ საქართველოდან გადმოსულან. რადგანაც ეს "ოსები" დასავლეთ საქართველოდან ეგრისელებთან ერთად შემოდიან ამიტომ ისინი სინამდვილეში უნდა იყვნენ კლარჯეთ-ეგრისელთა მოკავშირე აბაზგიის სამთავროს რაზმები. უფრო უძველეს წყაროში რომლის გადაწერას ახდენდა შუა საუკუნეების მემატიანე აბაზგები ალბათ რაღაც უძველესი ანტიკური ეპოქის სახელწოდება- სინონიმით ეწერა. ეს ანტიკური ეპოქის სინონიმი ალბათ გაუგებარი აღმოჩნდა შუა საუკუნეების მემატიანისთვის და მან ივარაუდა, რომ ეგრისელებთან ერთად მოსული ეს უცხო რაზმები ალბათ ოსები არიანო. საერთო ჯამში გამოდის დაახლოებით 80 000 მეომარი კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს და მისი მოკავშირეების ბანაკში. როგორც ცნობილია ამ ბრძოლაში ამაზასპის მომხრე ჯარები დამარცხდნენ და ამაზასპი ბრძოლის ველზე მოკლეს. ფაქტიურად ეს იყო დიდი ბრძოლა კლარჯეთ-ეგრისის ძლიერ სამეფოსა და ქართლის მეფე ამაზასპს შორის სადაც გაიმარჯვეს კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს ჯარებმა და მათმა მოკავშირეებმა. იმ პერიოდის პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციის გაანალიზებით ეს არის ამ დიდი ბრძოლის რეალური შინაარსი და სურათი. ერთი ვერსიით ამ ქედმაღალ მეფეს ამაზასპს მისი ხასიათიდან და ქედმაღლობიდან გამომდინარე რაღაც პოლიტიკური კონფლიქტი მოუვიდა კლარჯეთ-ეგრისის მეფესთან რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მეორე ვერსიით კი ეს იყო დიდი დაპირისპირება ირანის მეფე შაბურ პირველსა და კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს შორის. შაბურმა დაიპყრო სომხეთი, ქართლის მეფე მისი მოკავშირეა. ამის შემდეგ შაბურს გაუჩნდა სურვილი დამოუკიდებელი კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს პოლიტიკურად დაქვემდებარების. ქართლის სამეფოს არისტოკრატიის საკმაოდ დიდმა ნაწილმა საღად შეაფასა ვითარება და კლარჯეთ-ეგრისის მეფის ბანაკში გადავიდა. ამ ვერსიით ამ დიდი ბრძოლის მიზეზი სამხრეთ კავკასიაში ირანის პოლიტიკური გავლენის მაქსიმალურად გაძლიერების მცდელობასთან იყო დაკავშირებული. მეფე ამაზასპი ალანებთან გამარჯვებულია, მისი უახლოესი მეგობარი და მოკავშირეა ირანის მეფე შაბურ პირველი, ირანის მეფეს ოკუპირებული აქვს მთელი სომხეთი და სომხეთი ირანის ხელშია. ასეთი შექმნილი პოლიტიკური სიტუაციის დროს აბა სხვა ვის შეეძლო იბერიაში ამაზასპის ტახტიდან ჩამოგდება და მისი განადგურება თუ არა კლარჯეთ-ეგრისის ძლიერ სამეფოს და მის მეფეს. ამ დიდ ბრძოლაში გამარჯვებით კლარჯეთ-ეგრისის სამეფომ არათუ თავისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა დაიცვა, არამედ ქართლის სამეფოს ტახტზეც საკუთარი "კანდიდატი" დასვა მეფედ და ქართლის სამეფოზე ირანულ გავლენას გარკვეული დროით ბოლოც მოუღო. ირანის მეფე შაბურმაც, რომელიც რომის იმპერიასთან იყო ომში ჩართული თავი შეიკავა კლარჯეთ-ეგრისის სამეფოსთან და ქართლის სამეფოსთან ფართომასშტაბიან ომზე. შაბური შეეგუა ქართლის სამეფოზე გავლენის დაკარგვას. ირანმა მხოლოდ მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში, დაახლოებით 1 საუკუნის შემდეგ აღადგინა ქართლის სამეფოზე თავისი პოლიტიკური გავლენა. ამავე დროს მე ვერ გამოვრიცხავ მესამე ვერსიასაც. ამ ვერსიით კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს მმართველები საფრთხედ მიიჩნევდნენ მეფე ამაზასპის ძალიან დაახლოვებას ირანელებთან. კლარჯეტ-ეგრისის სამეფოს ტახტზე ადის ახალი მეფე რომელიც უფრო აგრესიულია და ვერ ეგუება ირანელების ძალიან დაახლოვებას ქართლის სამეფოსთან. მათ თავიანთ მხარეზე გადაიბირეს ქართლის სამეფოს არისტოკრატების საკმაოდ დიდი ნაწილი და გადაწყვიტეს ამაზასპის ტახტიდან ჩამოგდება. ამაზასპს ეხმარებიან ირანელები ძალაუფლების შენარჩუნებაში და დიდ არმიას უგზავნიან. გადამწყვეტ დიდ ბრძოლაში დამარცხდნენ ამაზასპის მომხრე ჯარები და ამაზასპი მოკლეს. სამივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ქართულ წყაროში კიდევ ერთ დაპირისპირებაზეა საუბარი იბერიის მეფეებს ფარსმან ქველსა და მეფე მირდატს შორის. მირდატი ფარსმან ქველის თანამედროვე მეფეა ბრანჯთა სამეფოდან. მირდატი მეფობდა ბრანჯთა მეფე ფარსმან ავაზის შემდგომ და მისი მემკვიდრე უნდა იყოს. როგორც რომაული ისე ქართული წყაროების გაანალიზებით დაახლოებით ასე ვითარდება სიტუაცია. ერთმანეთს უპირისპირდებიან ქართლის ძლიერი მეფე ფარსმან ქველი და ბრანჯთა ანუ კლარჯეთ-ეგრისის მეფე მირდატი. რომაული წყაროების ცნობით ფარსმანს აქტიურად უჭერენ მხარს ალანები და დიდი ძალებით გადმოდიან ფარსმანის მხარდასაჭერად. ამის საპასუხოდ ბრანჯთა მეფე უკავშირდება პართიელებს. ალანები თავს ესხმოდნენ პართიის სამეფოს ტერიტორიებს და პართიელებს აწყობდათ ფარსმან ქველის და მისი მოკავშირე ალანების დამარცხება. ამიტომ პართიელები მირდატის მოკავშირეები ხდებიან. წყაროში არის ცნობა, რომ მირდატს პოლიტიკურ შეკრებაზე მიუწვევია ფარსმან ქველი, მაგრამ ფარსმანი გაუფრთხილებიათ, რომ მას მოკვლას უპირებდნენ და ამიტომ შეხვედრაზე არ მისულა. ჩვენ ვერ ვიტყვით მართლა უპირებდნენ ფარსმანს მოკვლას თუ არა. შესაძლებელია მირდატს მართლა სურდა პოლიტიკური კრიზისის მშვიდობიანად მოგვარება. ეს კონფლიქტი საბოლოოდ მაინც ბრძოლის ველზე გადაწყდა. ეს დაპირისპირება საბოლოოდ მთავრდება ფარსმან ქველის მოწამვლით და გარდაცვალებით. ამ დაპირისპირებაში მირდატმა და მისმა მოკავშირე პართიელებმა ეტყობა, რომ ბრძოლის ველზეც დაამარცხეს ფარსმანის და მისი მოკავშირე ალანთა ჯარები. ხოლო შემდგომ მეფეც მოწამლეს თავიანთი აგენტურის მეშვეობით (როგორც ჩანს ბრძოლაში დამარცხებულ ფარსმან მეორეს უღალატეს საკუთარ გარემოცვაში და მოწამლეს. ასეთი სურათი იკვეთება წყაროს ცნობებით. თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მეფეს ტყვეობა ემუქრებოდა და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და თავი მოიწამლა. მოგვიანებით კი შეიქმნა ლეგენდა, რომ "მეფე მტრებმა მოწამლეს" ) . ფარსმანის და ალანების დამარცხებას ბრძოლის ველზე ერთგვარად ადასტურებს ის ფაქტი, რომ ფარსმანის მთელი ოჯახი გარბის ქართლის სამეფოდან და თავს აფარებენ რომის იმპერიის ტერიტორიას. ეს ფაქტი აჩვენებს ფარსმანის და მისი მოკავშირეების სრულ დამარცხებას და კაპიტულაციას ბრძოლის ველზე. ბრანჯთა სამეფოს და პართიის სამეფოს შეიარაღებულმა ძალებმა საბოლოოდ დაამარცხეს ფარსმანის და ალანთა შეიარაღებული ძალები და მიაღწიეს მათ სრულ კაპიტულაციას. {გამოყენებული ლიტერატურა: ლეონტი მროველი. "ქართლის ცხოვრება". თბილისი - 2012. ტომი 1. გვერდი 46-49.}. მხოლოდ დაახლოებით 15-20 წლის შემდგომ შეძლო დევნილობაში მყოფმა ფარსმან ქველის შვილმა ადამმა ქვეყანაში დაბრუნება და ტახტზე ასვლა. ჩემი ვარაუდით მას დაეხმარა რომის ხელისუფლება რომელმაც დაიწყო მოლაპარაკება ბრანჯთა სამეფოს მესვეურებთან და შეთანხმების გზით ადამი დააბრუნეს თავის სამეფოში. ბუნებრივია ადამის დაბრუნებას ითხოვდნენ მისი მომხრე ქართლის სამეფოს არისტოკრატებიც. აღმოსავლურ-ქართულ მატიანეში ეს ისტორია მოგვიანებით რა თქმა უნდა ცოტა თავისებურად შეალამაზეს, მაგრამ რეალური სურათი სახეზეა. ამ სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტში უშუალოდ არ ღებულობდნენ მონაწილეობას ბრანჯთა მეფე და პართიის მეფე. ბრანჯთა სამეფოს ჯარებს ტრადიციულად სარდლობდა მხედართმთავარი და "პრემიერ-მინისტრი" (მმართველი). პართიის სამეფოს ჯარებს სარდლობდა პართიელი რომელიმე სარდალი. ხოლო ქართლის სამეფოს ჯარებს სარდლობდა ფარსმან ქველი, მათი მოკავშირე ალანთა ჯარებს კი ან ალანთა მეფე ან ალანთა ბელადები. რაც შეეხება ჯარების რაოდენობას - ქართლის სამეფოს 40 000 მეომარი + ალანი მოკავშირეების სავარაუდო 60 000 მეომარი. არა მგონია ალანებს მთელი თავიანთი ძალების ტოტალური მობილიზაცია მოეწყოთ. ეს მაინც ფარსმანის ბრძოლა იყო და ალბათ დაახლოებით ამდენ მეომარს გამოაგზავნიდნენ. ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს კი კლარჯეთ-ეგრისის დაახლოებით 55 000 მეომარი + სავარაუდო 30 000 პართიელი მეომარი. ბუნებრივია არც პართიელები მოახდენდნენ თავიანთი ჯარების საყოველთაო მობილიზაციას და სავარაუდოდ დაახლოებით ამდენ მეომარს გამოაგზავნიდნენ. დაახლოებით ასეთი ძალთა თანაფარდობა იყო ამ დიდ ბრძოლაში. ქართულ წყაროში ფარსმანის მოკავშირეები არიან სომხები, მაგრამ ეს ცნობა გვიანდელი გადაკეთების შედეგს უნდა წარმოადგენდეს. ფარსმანის მეფობის წლებში სომხეთში ხან პრორომაული ხელისუფლებაა და ხან პროპართიული, მაგრამ რომაულ წყაროებში არანაირი ცნობა არ არსებობს სომხეთის პრორომაული მმართველისა და ფარსმან მეფის მოკავშირეობაზე და ერთად ბრძოლებზე. რომაულ წყაროებში მკაფიოდ ხაზგასმულია ფარსმანის მჭიდრო სამხედრო კავშირებზე ალანებთან და მათ ერთობლივ ლაშქრობებზე. ამიტომ ეს ცნობა უფრო გვიანდელი გადამწერების მიერ გადაკეთებას წარმოადგენს. ფარსმანის დამარცხების შემდგომ ქვეყნიდან დევნილი მეფის ოჯახი სომხეთს აფარებდა თავს, სადაც იმ წლებში მეფობდა რომაელების მიერ დადგენილი სოხემი და ამიტომ გვიანდელ წყაროებში ჩნდება დამატება თითქოს ფარსმანის მოკავშირეები არიან სომხები. რომაული წყაროების ცნობით რომაელები და სომხეთის პრორომაული მმართველი სოხემი ებრძვიან პართიას და არსად არანაირი რომაული ცნობა არ არსებობს იბერიელებთან ომზე. რომაელები პართიასთან ომში იყვნენ ჩაბმული და მათ არანაირად არ აწყობდათ კლარჯეთ-ეგრისის ძლიერ სამეფოსთან კონფლიქტის გაჩაღება. კონფლიქტის შემთხვევაში მირდატი ზღვისპირა ვიწრო ზოლს ჩაკეტავდა და რომაელები თავიანთ ჩრდილოეთ შავიზღვისპირა სამფლობელოებთან დამაკავშირებელ გზას დაკარგავდნენ. ამიტომ რომაელები და მათ მიერ სომხეთში დადგენილი მეფე სოხემი არ ერეოდნენ მირდატისა და ფარსმანის ომში და ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. თავის მხრივ არც მირდატი ერეოდა რომაულ-სომხურ და პართიულ დაპირისპირებაში და ისიც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. ხოლო ქართლის ლტოლვილი მეფის ოჯახის სომხეთში თავშესაფრის მიღება წმინდა ჰუმანური აქტი იყო და სამხედრო კონფლიქტის დასაწყებად საბაბს არანაირად არ ქმნიდა (ზოგადად ასეთი პრო-სომხური და არმენოფილური ტენდენციების გაძლიერება ქართულ მატიანეში დაკავშირებულია საქართველოში შუა საუკუნეებში სომხური წარმომავლობის ბაგრატუნების გამეფებასთან) . მე-3 საუკუნეში შაბურის მიერ დევნილი სომხეთის მეფის შვილი რევი ამაზასპმაც შეიფარა, მაგრამ შაბურ მეფეს არანაირი პრეტენზიები არ წაუყენებია ამაზასპისთვის და ირანის მეფე და ქართლის მეფე კვლავ მოკავშირეებად და მეგობრებად რჩებოდნენ. ესეც წმინდა ჰუმანური აქტი იყო და იმ ეპოქაშიც მიღებული და დასაშვები იყო. მირდატისა და ფარსმანის ომებში ყველა ბრძოლა მიმდინარეობს ქართლში მცხეთის მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს გვიჩვენებს, რომ ფარსმანი მუდმივად თავდაცვის რეჟიმშია და უჭირს გამკლავება მირდატის არმიასთან. ქართლში მცხეთასთან ახლო რაიონში უნდა მომხდარიყო დიდი ბრძოლა ბრანჯთა სამეფოს და პართიელთა გაერთიანებულ არმიასა და ქართლის სამეფოსა და ალანთა გაერთიანებულ არმიებს შორის სადაც გაიმარჯვა ბრანჯთა და პართიელთა არმიამ. დამარცხებულმა ალანებმა ქართლი დატოვეს და თავიანთ ქვეყანაში გაიქცნენ. ხოლო ფარსმანმა კარგად გამაგრებულ მცხეთას შეაფარა თავი. მოკავშირეებმა მცხეთა ალყაში მოაქციეს და დაიწყო ბრძოლა ქალაქის ასაღებად. საბოლოოდ ფარსმანის წინააღმდეგობა გატეხეს და ქალაქში შევიდნენ. სავარაუდოდ ფარსმან მეფემ დამარცხების შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და საწამლავი მიიღო. ფარსმანი ალბათ გრძნობდა, რომ დამარცხების დიდი რისკი არსებობდა და გადამწყვეტი ბრძოლის წინ თავისი ოჯახი სომხეთში გახიზნა. ფარსმანის დამარცხებით და დაღუპვით ალანებმა დაკარგეს თავიანთი მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში. სწორედ ალანები წარმოადგენდნენ ფარსმანის მთავარ მოკავშირეს და მისი პოლიტიკური ძლიერების მთავარ წყაროს. ქართლის ძლიერი მეფის და ალანების კავშირი ძლიერ სამხედრო ალიანსს წარმოადგენდნენ. ფარსმანის დამარცხებით და დაღუპვით ეს ძლიერი ალიანსი დაიშალა. წყაროში მოყვანილი ცნობა, რომ მირდატმა ფარსმანი საომარი კონფლიქტის დაწყებამდე მეჯლისზე მიიწვია ერთგვარი მინიშნებაა, რომ სამხრეთ საქართველოში ბრანჯთა მეფის რეზიდენციაში მეორე საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობდა საერთო-იბერიული პოლიტიკური სათათბირო სადაც ზოგჯერ განსაკუთრებულ შემთხვევებში იკრიბებოდნენ ორივე იბერიული სამეფოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები და განიხილავდნენ საერთო მოქმედების გეგმებს. ეს ტრადიცია უნდა წარმოადგენდეს გაგრძელებას იმ პოლიტიკური ტრადიციისა როცა დიდი იბერიის მეფე იარედოსი არიან-ქართლის პოლიტიკურ ცენტრში არტანუჯში ხვდებოდა დიდი იბერიის მსხვილი რეგიონების მმართველებს. ქართლის სამეფო უკვე დამოუკიდებელი სამეფო იყო, მაგრამ ეს უძველესი ტრადიცია კვლავ აგრძელებდა არსებობას. ტერმინი "მეჯლისი" არაბული ტერმინია და ანტიკურ იბერიაში არ არსებობდა. ეს ტერმინი ძველად ნიშნავდა პოლიტიკურ შეკრების ადგილს. შუა საუკუნეებში როცა ანტიკური ისტორიის გადაწერა-გადაკეთება ხდებოდა ეს ახალი არაბული წარმოშობის ტერმინი იქნა შეტანილი და ჩაწერილი ახალ გადაწერილ ისტორიაში. წყაროებში ორჯერ ფიქსირდება დიდი სამხედრო დაპირისპირება ორ იბერიულ სამეფოს შორის სადაც ორჯერვე დამარცხდნენ ქართლის მეფეები ფარსმან ქველი და ამაზასპი. ორივე მეფე მოკლული იქნა ხოლო მათი ოჯახები კი რეპრესირებული. მეორე დაპირისპირება საბედისწერო აღმოჩნდა ფარნავაზიანებისთვის და ამაზასპის მოკვლით დასრულდა ძველი ფარნავაზიანების დინასტია. ზოგადად პართიის სამეფო რაიმე სერიოზული მიზეზების გარეშე არასდროს არ ებრძოდა იბერიელებს. პართიელების ბრძოლა იბერებთან პირველად ფიქსირდება პირველი საუკუნის შუა ხანებში როცა ქართლის მეფე ფარსმან პირველმა რომის იმპერიის წაქეზებით ჯერ თავისი ძმა დასვა სომხეთის ტახტზე ხოლო შემდეგ კი თავისი შვილი რადამისტი. სომხეთი კი იმ დროს პართიის სამეფოს გავლენის სფეროს წარმოადგენდა და ბუნებრივია პართიელები ამ ფაქტს ვერ შეურიგდებოდნენ. მეორე საომარი კონფლიქტი კი ფიქსირდება მეორე საუკუნეში ფარსმან ქველის მეფობის პერიოდში. ფარსმანი რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული ალანებთან მათ გზას უხსნიდა და ალანებიც თავს ესხმოდნენ პართიის სამეფოს ტერიტორიებს. ალანთა ერთ-ერთი თავდასხმა ისეთი მასშტაბური და ძლიერი იყო, რომ პართიის მეფეს ხარკის გადახდა მოუწია ალანებისთვის რათა მათ დაეტოვებიათ პართიის სამეფოს ტერიტორია. ამიტომ პართიის სამეფომ სიხარულით მიიღო ბრანჯთა სამეფოს იბერების მიწვევა მოკავშირეობაზე და დასახმარებლად ჯარს უგზავნის. ეს ომი მთავრდება ფარსმანის და ალანების დამარცხებით რაზეც უკვე ზემოთ ვისაუბრეთ. გარდა ამ ორი შემთხვევისა ისტორიული ფაქტებით არასდროს არ დასტურდება პართიის სამეფოსა და იბერიულ სამეფოებს შორის საომარი კონფლიქტი. პართიის სამეფოსა და იბერიულ სამეფოებს შორის ტრადიციულად მუდმივად ნორმალური მეზობლური ურთიერთობა და ურთიერთპატივისცემა სუფევდა. ზემოთხსენებულ მეფე მირდატს ცოლად შეურთავს პართიის მეფეების "ნათესავი" პართიელი არშაკიდების საგვარეულოდან. ალბათ ეს ძველი ქართული წყაროს ცნობა სწორია და მირდატი ბრანჯთა მეფე უნათესავდება პართიის სამეფო დინასტიას. ქართული წყარო მირდატს ახასიათებს, როგორც "მესისხლე და მედგარი" ადამიანი. ფარსმან ქველმა მირდატთან ურთიერთობაში ალბათ რაღაც შეცდომა დაუშვა და მირდატიც არ მოეშვა სანამ საქმე ბოლომდე არ მიიყვანა და ქართლის მეფე არ გაანადგურა. ეს შეცდომა ბუნებრივია ფარსმანის პოლიტიკურ საქციელთან იყო დაკავშირებული რომელიც ეწინააღმდეგებოდა ბრანჯთა სამეფოს პოლიტიკურ ინტერესებს. ამიტომაც უწოდეს მირდატს აღმოსავლურ-ქართულ მატიანეში "მესისხლე და მედგარი". შესაძლებელია ამ კონფლიქტის მიზეზი ყოფილიყო ძალიან გახშირებული ალანთა თავდასხმები დასავლეთ საქართველოში კელასურის სასაზღვრო კედელზე. ამავე დროს ქართლის მეფე ფარსმანი უარს ამბობს საერთო-იბერიულ კრებებზე "მეჯლისში" ჩასვლაზე ბრანჯთა სამეფოში, არტანუჯში და ძალიან მჭიდრო სამხედრო ალიანსს ქმნის ალანებთან. ფარსმანის უარი საერთო-იბერიულ კრებებში მონაწილეობაზე და ფარსმანის მოკავშირე ალანების ძალიან გააქტიურებული თავდასხმები კელასურის სასაზღვრო პუნქტებზე კლარჯეთ-ეგრისის სამეფოში ერთმანეთს დაუკავშირეს და ფარსმანი თავიანთი სამეფოს მტრად ჩათვალეს. ამიტომ ბრანჯთა სამეფოს მესვეურებმა გადაწყვიტეს ფარსმან მეფის განადგურება. ეს უნდა ყოფილიყო მირდატისა და ფარსმანის სისხლისმღვრელი დაპირისპირების მიზეზი. ქართლის სამეფოს მჭიდრო კავშირები ალანურ-სარმატულ სამყაროსთან ტრადიციულად უფრო ადრეც ქონდა. სომეხი ისტორიკოსის მოსე ხორენაცის ცნობით სომხეთის მეფე არტაშეს მეორეს დროს ალანებს და იბერიელებს კავშირი შეუკრავთ და სომხეთში გაულაშქრიათ დიდი ჯარებით. არტაშესი მეფობდა ძვ. წ.აღრიცხვის 30 - 20 წლებში. ხორენაცის ცნობით ამ ლაშქრობაში მონაწილეობდა "ნახევარი იბერია". ეს " ნახევარი იბერია" არის ბუნებრივია ქართლის სამეფო. გამოდის, რომ ბრანჯთა სამეფო ამ ლაშქრობაში არ მონაწილეობდა. ქართლის სამეფოსა და ალანთა ერთობლივ ბრძოლებზე არტაშესის წინააღმდეგ ცნობები არის აღმოსავლურ-ქართულ მატიანეშიც. თუმცა ეს ცნობები უფრო ანარეკლია რეალური ისტორიის და წარმოადგენს რეალური და არარეალური ამბების სინთეზს. ხოლო ბრანჯთა სამეფოს ალანურ-სარმატულ სამყაროსთან ტრადიციულად არამეგობრული და უარყოფითი ურთიერთობები აკავშირებდა. ამის დასტურია მდინარე კელასურზე აგებული "კელასურის დიდი კედელი" და კელასურის აღმოსავლეთით ეგრისელი მეომრების "ძმათა სასაფლაოები". კელასურის კედელზე და "ძმათა სასაფლაოებზე" ჩვენ უკვე საკმაოდ ვისაუბრეთ ზემოთ. ამავე დროს დასტურდება, რომ მმართველობის ის სისტემა რომელიც ბრანჯთა სამეფოში არსებობდა ( ძლიერი მეფის ინსტიტუტი ერთის მხრივ და ამის პარალელურად მეფის მიერ შერჩეული და დანიშნული მხედართმთავრის, უმაღლესი მსაჯულის და მმართველის ანუ "პრემიერ-მინისტრის" ინსტიტუტი მეორეს მხრივ) უფრო ქმედუნარიანი და ძლიერი იყო ვიდრე მმართველობის ის სისტემა რომელიც ქართლის სამეფოში არსებობდა. ქართლის სამეფოში მეფე იყო, როგორც მეფე, ასევე სარდალიც ბრძოლის ველზე და ასევე უმაღლესი მსაჯულიც. ბრანჯთა სამეფოში ორივე ეს ინსტიტუტი ერთმანეთს გვერდში ედგნენ და ერთმანეთს აძლიერებდნენ. ბრანჯთა სამეფოს მხედართმთავრის და უმაღლესი მსაჯულის საგვარეულო დიდი ალბათობით არის "ბივრიტიანები". ქართულ წყაროებში ეს საგვარეულო ხან დიდი სომხეთის სამეფოს სპარაპეტები არიან, ხან კი სამცხის ერისთავები. სომხურ წყაროებში არასდროს არსებობდნენ სომხეთის სპარაპეტები გვარად "ბივრიტიანი". ასეთი საგვარეულო საერთოდ არ ფიქსირდება სომხურ მატიანეში. რაც გამორიცხავს ამ საგვარეულოს რაიმე კავშირს სომხეთთან. ძველი ქართული წყაროების ცნობით სადაც ერთმანეთშია არეული რეალური და არარეალური ამბები ეს საგვარეულო კავშირშია აგრეთვე სამხრეთ საქართველოსთან. მოკლედ ყველაფერი მეტყველებს იმის სასარგებლოდ, რომ ბივრიტიანები 99%-ის სიზუსტით იყვნენ არა სომხეთის არამედ ბრანჯთა მეფის მიერ დადგენილი მხედართმთავრები და უმაღლესი მსაჯულები ბრანჯთა სამეფოში. 627 წელს ჰერაკლე კეისრის ლაშქრობების შემდეგ არსებობა შეწყვიტა ბრანჯთა სამეფომ. ამის შემდგომ ეს საგვარეულო დაქვეითდა. დიდი ალბათობით ამ უძველესი იბერიული საგვარეულოს ერთერთ ახალ განშტოებას უნდა წარმოადგენდეს ჩორდვანელთა საგვარეულო ტაოდან. ამ ბივრიტიანების რეზიდენცია უნდა ყოფილიყო ტაოში და მათ დაქვემდებარებაში იყო ანტიკური ტაოს სამხედრო ოლქი. მათი სავარაუდო რეზიდენცია უნდა იყოს ისტორიული ციხესიმაგრე თორთომის ხეობაში "აზორტი". ბრანჯთა სამეფოს მხედართმთავრის და უმაღლესი მსაჯულის პოსტზე ყველაზე რეალური კანდიდატები ბივრიტიანები არიან. ამ გვარის ფუძეა "ბივრიტ", რომელიც წმინდა იბერიული ტერმინია და ნიშნავს ერთერთ ძვირფას ქვას. ამ ტერმინს ემატება ინდოევროპულ-იბერიული დაბოლოება "იან" და ვღებულობთ ინდოევროპულ-იბერიულ საგვარეულოს "ბივრიტიანი". ამ ტაოელი ბივრიტიანების საგვარეულოდან ნიშნავდა ბრანჯთა მეფე ბრანჯთა სამეფოს მხედართმთავარს და უმაღლეს მსაჯულს. ქართული წყაროს ცნობით ამ ბივრიტიანების ერთერთი წარმომადგენელი მხედართმთავარი სუმბატ ბივრიტიანი ებრძვის ქართლის სამეფოს. ალბათ შეიძლება ასეც ყოფილიყო და ბრანჯთა სამეფოს ადრეც ქონდა კონფლიქტი ქართლის სამეფოსთან. ამ ცნობიტ სუმბატ ბივრიტიანს დიდი ომები გადაუხდია ქართლის სამეფოსა და ალანთა გაერტიანებულ ჯარებთან. სუმბატს დაუმარცხებია ქართლის სამეფოს და ალანთა გაერთიანებული ჯარები. ქართლის სამეფოს მმართველებს მორჩილება გამოუცხადებიათ. სავარაუდოდ ამ დიდ ბრძოლაში ბრანჯთა სამეფოს მხედართმთავარს სუმბატ ბივრიტიანს მოკავშირეებად ყავდა სომხეთის სამეფოს ლაშქარი. ამ დიდ ბრძოლაში სუმბატ ბივრიტიანს მთლიანად გაუნადგურებია ალანთა და ჩრდილოეთ კავკასიელთა ჯარები (ამ ლაშქრობაში ალანებს თან გადმოუყვანიათ სხვადასხვა ჩრდილოეთ-კავკასიელი ტომებიც), მხოლოდ მცირე ნაწილი გადარჩენილა ცოცხალი. ხოლო ქართლის სამეფოს ჯარიდან უფრო ბევრი გადარჩენილა ცოცხალი, რადგანაც მათ ადგილობრივი გზები უფრო სცოდნიათ და გაქცევით უშველიათ თავისთვის. ამ დიდი ბრძოლების შემდეგ ქართლის სამეფომ მშვიდობა და დაზავება ითხოვა და აღიარა ბრანჯთა მეფის უზენაესობა დროებით. ამავე წყაროს ცნობით ამ სუმბატ ბივრიტიანს მოუკლია სომხეთის მეფე ერვანდი და ტახტზე აუყვანია მეფე არტაშანი ანუ "არტაშეს მეორე". შეიძლება დასაშვებია ბრანჯთა სამეფო და მისი მხედართმთავარი სუმბატ ბივრიტიანი მართლა ღებულობდა მონაწილეობას მეზობელი სომხეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში და არტაშეს მეორეს ეხმარებოდა სომხეთის ტახტის დაკავებაში. ჩნდება კითხვა თუ რომელ წლებში ხდება ეს ამბები და სუმბატ ბივრიტიანის ომები. ქართულ წყაროში მოხსენიებული არიან სომხეთის მეფე " არტაშანი" (არტაშეს მეორე), უფლისწულები არტავაზდ და ტიგრანი. წყაროში საუბარია სომხეთის მეფის მკვლელობაზე. აქ იმ რეალური ისტორიის ანარეკლია როცა რომაელების მიერ მოკლული იყვნენ სომხეთის მეფეები არტავაზდ მეორე და შემდგომ არტაშეს მეორე. უფლისწულები არტავაზდი და ტიგრანიც რეალური პიროვნებები არიან და ცხოვრობდნენ ძვ. წ. აღრიცხვის 1 საუკუნის მეორე ნახევარში. ქართული და უცხოური ანტიკური წყაროების შედარებით ეს ამბები ხდება ძვ. წ. აღრიცხვის დაახლოებით 35 - 15 წლებში. ამ წლებში მოღვაწეობდა ბრანჯთა სამეფოს ცნობილი მხედართმთავარი სუმბატ ბივრიტიანიც, რომელიც მოკავშირე სომხეთთან ერთად სასტიკად ამარცხებს ქართლის სამეფოს, ალანთა და ჩრდილოეთ-კავკასიელი ტომებისგან შექმნილ ძალიან დიდ კოალიციურ ჯარებს. ქართული წყაროს ცნობით ალანთა ჯარებს სარდლობდნენ ძმები ბაზუკ და ამბაზუკ. ეს პიროვნებებიც ამ წლებში ცხოვრობდნენ და მეთაურობდნენ ალანთა დიდ გაერთიანებებს. ალანთა მეფეები ბაზუკი და ამბაზუკი ამავე წყაროს ცნობით ამ ბრძოლაში იღუპებიან. { გამოყენებული ლიტერატურა: ლეონტი მროველი. "ქართლის ცხოვრება". ტომი 1. გვერდი 41-46. თბილისი - 2012.}. სავარაუდოდ სუმბატ ბივრიტიანი და ბრანჯთა მეფე გეგმავდნენ დიდი უნიის შექმნას სადაც შევიდოდნენ ბრანჯთა სამეფო, ქართლის სამეფო და სომხეთის სამეფო. ამიტომ სუმბატ ბივრიტიანი მხარს უჭერდა არტაშეს მეორეს გამეფებას. ქართლის სამეფოს და მისი მოკავშირეების დამარცხების შემდეგ ქართლის სამეფოს მესვეურებიც შეუერთდნენ ამ უნიას. თუ პროექტი წარმატებით განხორციელდებოდა მოკავშირეები უეჭველად ეცდებოდნენ ამ უნიაში ალბანეთის შემოყვანასაც და ალბათ შეძლებდნენ კიდეც. მაგრამ ამ უნიამ დიდხანს ვერ იარსება. თუმცა რამდენიმე წელს იარსება. ჩემი ვარაუდით ასეთი ძლიერი უნიის შექმნის მცდელობა იყო. ამ უნიის არსებობას ბუნებრივია უარყოფით შეფასებას მისცემდნენ რომის იმპერიაში. ამიტომ რომაელებმა რადიკალური ზომებს მიმართეს და არტაშეს მეორე მოკლეს. ხოლო სომხეთის ტახტზე დასვეს ტიგრან მესამე. რადგანაც რომაელებმა ასეთი რადიკალური რეაქცია გამოავლინეს ამიტომ ბრანჯთა სამეფოს მმართველებმაც თავი შეიკავეს რომთან აშკარა და ღია დაპირისპირებაზე და თავიანთ პოლიტიკურ ზრახვებზე ხელი აიღეს. რომმა სომხეთში თავისი რადიკალური ზომებით ყველას აგრძნობინა, რომ ის არ დაუშვებდა რეგიონში გეოპოლიტიკურ ცვლილებებს. როგორც ჩანს არტაშეს მეორეს სომხეთში ძლიერი პრო-რომაული ოპოზიცია ყავდა რომლებმაც შეთქმულება მოაწყვეს და მეფე მოკლეს. არტაშეს მეორეს სომხეთში ძლიერი პრო-რომაული ოპოზიცია, რომ არ ყოლოდა მაშინ სუმბატ ბივრიტიანის სამხედრო ძალის დახმარება მას არ დასჭირდებოდა. წყაროს ცნობით სწორედ სუმბატ ბივრიტიანს შეუსრულებია მთავარი როლი არტაშეს მეორეს გამეფებაში. ბუნებრივია სომხეთში პრო-რომაული ძალების გამარჯვების შემდეგ ბრანჯთა სამეფოც უკან დაიხევდა და რომს ომს არ გამოუცხადებდნენ. საინტერესოა ისიც რომ კლარჯეთ-ეგრისის სამეფოში ქალთა უფლებები უფრო მაღალი ჩანს ვიდრე ქართლის სამეფოში. ქართული წყაროს ცნობით რომელიც უკავშირდება ბრანჯთა სამეფოს გაქრისტიანებას ასეთი ცნობაა: მთავარი კერპის არმაზის თაყვანისსაცემად მიდის სამეფო ოჯახიც. ამ პროცესიას გზაზე წინ ჯერ მიუძღვიან დედოფალი ნანა და მისი მხლებლები, ხოლო შემდგომ მოყვებიან მეფე მირიანი და მისი მხლებლები. სამეფოში წამყვანი პოლიტიკური ფიგურები მეფე და მამაკაცები არიან, მაგრამ აშკარად ვხედავთ ქალთა სქესის მიმართ მამაკაცების მიერ გამოხატულ პატივისცემის გამოვლინებას. მამაკაცები გზას უთმობენ ქალთა სქესის წარმომადგენლებს. {გამოყენებული ლიტერატურა: ლეონტი მროველი. "ქართლის ცხოვრება". ტომი 1. გვერდი 76. თბილისი - 2012.}. სამეფოში პოლიტიკური ცხოვრება მამაკაცების პრეროგატივაა, მაგრამ ქალებს პატივს სცემენ და აფასებენ. უაღრესად საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კლარჯეთ-ეგრისის სამეფოში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადება დაკავშირებულია ქალთან - წმინდა ნინოსთან. ხოლო პირველად ქრისტიანობას ღებულობს დედოფალი ნანა, ამის შემდეგ კი მეფე მირიანი. ეს ფაქტი ადასტურებს ბრანჯთა სამეფოში ქალთა სქესის მაღალ ავტორიტეტს და გავლენას. აი ქართლის სამეფოში კი ქალთა უფლებები შეზღუდულია. ამის დასტურია მე-5 საუკუნის იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება". ამ თხზულებიდან ვგებულობთ, რომ მე-5 საუკუნეში ქართლის სამეფოში თვით უმაღლესი არისტოკრატიული წარმომავლობის ქალსაც კი არ ჰქონდა უფლება სუფრაზე მამაკაცთან ერთად დამჯდარიყო და საჭმელი ეჭამა. ამისთვის მას დასჯიდნენ. (მე-7-მე-8 საუკუნეებში არაბთა ბატონობის დროს როგორც მთელ კავკასიაში ისე სამხრეთ საქართველოშიც რთული პერიოდი იდგა. არაბების შემოსვლის შემდეგ სამხრეთ საქართველოში ცოტა ქაოსი და არასტაბილურობა სუფევდა. მე-7 საუკუნის სომეხი გეოგრაფი ანანია შირაკაცი ტაოს 9 ადმინისტრაციულ ერთეულად ყოფდა. აქ საინტერესოა ისიც, რომ ანანია შირაკაცი ტაოს მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრად "ბოღბერდს" ასახელებს. მკვლევარები ამ "ბოღბერდს" აიგივებენ "ბოლისციხესთან" ანუ ბოლთან, რომელიც ჩრდილოეთ ბასიანის სამხრეთ საზღვართან, მდინარე არაქსის მარცხენა სანაპიროსთან მდებარეობდა. მაგრამ ტაოს მთავარი ადმინისტრაციული ცენტრის მდებარეობა უკიდურეს სამხრეთ საზღვარზე, მდინარე არაქსის სანაპიროზე ცოტა ეჭვს იწვევს და მე მგონი შეცდომაა. თუმცა ფაქტია, რომ იმ რთულ პერიოდშიც მეშვიდე საუკუნეში ჩრდილოეთი ბასიანი კვლავ ტაოს შემადგენლობაში შედიოდა ამ სომეხი გეოგრაფის ცნობით. აქვე საინტერესოა ისიც, რომ ჩემს მიერ ანტიკური ტაოს დაყოფა 9 ადმინისტრაციულ ერთეულად შესაბამისობაში მოდის მე-7 საუკუნის ამ სომეხი გეოგრაფის ცნობასთან, რომელიც ტაოს ასევე 9 ადმინისტრაციულ ერთეულად ყოფდა. რაც შეეხება შედარებით გვიანდელ სომხური მატიანეს ცნობას, რომელიც ტაოს მამიკონიანთა სამფლობელოდ თვლიდა. ეს ისეთივე ზღაპარია, როგორი ზღაპრებიც საკმაოდ ბევრია სომხურ და ქართულ მატიანეებში. მამიკონიანები მეოთხე საუკუნიდან სომხეთის ჯარების მთავარსარდლები იყვნენ. თავიანთი იერარქიული მდგომარეობიდან გამომდინარე მამიკონიანები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს კლარჯეთის სამეფოსთან, რათა მიეღოთ ომის დროს დაქირავებული მეომრები. ეს დაქირავებული მეომრები ძირითადად კლარჯეთის სამეფოს ტაოს საერისთაოებიდან იკრიბებოდა. ამიტომ მამიკონიანებს უშუალოდ ტაოს ადმინისტრაციული ერთეულების მმართველ ერისთავებთან ჰქონდათ პირადი კონტაქტები და მათთან აგვარებდნენ დაქირავებული მეომრების შეკრების და გამოყვანის საკითხებს. რა თქმა უნდა ამას ჭირდებოდა კლარჯეთის მეფის ნებართვა, რომლის სამფლობელოში შედიოდა ტაო. შემდგომ ტაოს ერისთავების მიერ გამოყვანილი დაქირავებული მეომრები რომლებიც იბრძოდნენ სომხეთის ჯართან ერთად ბუნებრივია, რომ ომის დროს უშუალოდ სომხეთის მთავარსარდალს მამიკონიანებს ექვემდებარებოდნენ ბრძოლის ველზე. ბრძოლის დასრულების შემდეგ ტაოს ერისთავები და მეომრები მიიღებდნენ თავიანთ თანხას და ბრუნდებოდნენ თავიანთ ქვეყანაში. რადგანაც მე-7 საუკუნის სომეხი გეოგრაფი ტაოს მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრად "ბოღბერდს" ანუ ქართულ "ბოლისციხეს", "ბოლს" ასახელებდა ბასიანში, ამასაც გარკვეული ახსნა მოეძებნება. "ბოღბერდი" ანუ ბოლისციხე ჩრდილოეთ ბასიანში მდინარე არაქსის სანაპიროზე მდებარეობდა. მდინარე არაქსს გადაღმა კი სამხრეთ ბასიანი ანუ სომხეთის ბასიანი იყო. აი ეს ტაოს უკიდურესი სამხრეთი საზღვრისპირა "ბოლისციხე" უნდა ყოფილიყო უეჭველად ტაოს 9 ერისთავის მთავარი შეკრების ადგილი, რომლებიც ემზადებოდნენ თავიანთი რაზმებით სომხეთში გადასასვლელად, რათა მიეღოთ მონაწილეობა ომში სომხეთის მხარეზე, როგორც დაქირავებულ ჯარებს. რადგანაც ტრადიციულად საუკუნეების განმავლობაში ტაოს დაქირავებული ჯარების მთავარი შეკრების პუნქტი მუდმივად ბოლისციხე იყო, ამიტომ სომეხი გეოგრაფი ანანია შირაკაციც ტაოს დაქირავებული ჯარების შეკრების მთავარ პუნქტს "ბოლისციხეს" წარმოიდგენდა ტაოს მთავარ ადმინისტრაციულ ცენტრად. უეჭველად ამ ფაქტორით აიხსნება ჩრდილოეთ ბასიანში მდებარე საზღვრისპირა ქალაქის ბოლის მოხსენიება ტაოს ადმინისტრაციულ ცენტრად გეოგრაფ ანანია შირაკაცის მიერ. აი ეს დამოკიდებულება, რომელიც არსებობდა ომის დროს სომხეთის მთავარსარდალსა და დაქირავებულ ტაოს ერისთავებს შორის მოგვიანებით გადაკეთდა და ჩაიწერა სომხურ მატიანეში ისე თითქოს ტაოს დაქირავებული ერისთავები და ტაო მამიკონიანების სამფლობელო ყოფილა თურმე. ან რატომ უნდა გაგვიკვირდეს ეს მაშინ როცა კიევის დიდი მთავარიც და ალანთა დიდი მეფეც სომხეთის ვასალად არის ჩაწერილი სომხურ ერთერთ მატიანეში. მოკლედ ასეთი ზღაპრები და მითები საკმაოდ ბევრია სომხურ და ქართულ მატიანეებში. სომხური ძველი წყაროების ცნობით დიდი სომხეთის მეფე ვაგარშ პირველს (მეფობდა 117 - 138 წლებში) ბასენის გავარში ანუ სამხრეთ ბასიანში დაუარსებია საგვარეულო-არისტოკრატიული მფლობელობა, რომელიც გადაუცია ერთერთი საგვარეულოსთვის "ორდუნი". სომხური "ზორანამაკი"-ის ცნობით, რომელიც წარმოადგენს სამხედრო-წერილობით დოკუმენტს ვგებულობთ, რომ ამ ბასენის გავარის მფლობელი ორდუნების საგვარეულოს მთავარი ვალდებულება ყოფილა დიდი სომხეთის ჩრდილოეთი ჭიშკარის დაცვა ჩრდილოეთიდან მოსალოდნელი მტრული შემოსევისგან. ეს ფაქტი დასტურდება სომეხი ისტორიკოსის მოსე ხორენაცის მწერლობაშიც და კიდევ სხვა სომხურ დოკუმენტშიც. უკვე თვით უძველესი სომხური სამხედრო დოკუმენტიც "ზორანამაკი" ზუსტად აფიქსირებს, რომ დიდი სომხეთის უკიდურესი ჩრდილოეთი საზღვარი მე-2 საუკუნეში გადიოდა ბასიანში მდინარე არაქსზე. აქ ყოფილა დიდი სომხეთის "ჩრდილოეთი ჭიშკარი". ამავე სამხედრო დოკუმენტის ცნობით ამ ორდუნების საგვარეულოს აგრეთვე ევალებოდა 700 ცხენოსანი მეომრის გამოყვანა. {გამოყენებული ლიტერატურა: გუგლი. "orduni" - vikipedia.}. სამხრეთი ბასიანი საკმაოდ დიდი ტერიტორია იყო. იმ მასშტაბის ტერიტორიაზე როგორსაც წარმოადგენდა სამხრეთი ბასიანი ტაოს ფეოდალებს დაახლოებით 2 000 პროფესიონალი მეომარი გამოყავდათ. შუა საუკუნეების რუკებით ბასიანის ტერიტორიას ზუსტად შუაში ყოფდა მდინარე არაქსი. ხოლო ჩრდილოეთი ბასიანის ფეოდალური რაზმების რაოდენობა კი დაახლოებით 2 000 მეომარი იყო. საერთო ჯამში კი იმ მასშტაბის ტერიტორიაზე როგორსაც წარმოადგენდა ორივე ბასიანი (ჩრდილოეთი და სამხრეთი) ტაოს ფეოდალებს მინიმუმ 4 000 პროფესიონალი მხედარი გამოყავდათ. გააჩნია მობილიზაციის და ქვეყნის მილიტარიზაციის მასშტაბებს. ძველი იბერია ძალიან მილიტარიზებული ქვეყანა იყო და მეომართა ფენის რაოდენობა პროცენტულად ძალიან მაღალი იყო. ამ ორდუნების სამფლობელოს ჩრდილოეთით კი მდინარე არაქსის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობდა ჩრდილოეთი ბასიანი, რომელიც წარმოადგენდა ტაოს სამხედრო ოლქის ერთერთ პროვინციას. ჩრდილოეთი ბასიანი კი ბრანჯთა სამეფოს უკიდურესი სამხრეთი პროვინცია იყო. აი ამ ბრანჯთა სამეფოს და დიდი სომხეთის საზღვარზე დაუდგენია სომხეთის მეფე ვაგარშ პირველს ორდუნების საგვარეულო როგორც "ჩრდილოეთის ჭიშკრის" ანუ უკიდურესი ჩრდილოეთი საზღვრის მცველები. როგორც ჩანს სამხრეთი ბასიანი ანუ როგორც სომხები უწოდებდნენ "ბასენი" ძალიან დიდი ალბათობით სწორედ მეფე ვაგარშ პირველის დროს ახ. წ. აღრიცხვის მე-2 საუკუნის დასაწყისში შევიდა სომხეთის შემადგენლობაში და დიდი სომხეთის ერთ-ერთი გავარი გახდა. ამის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტიც, რომ მოსე ხორენაცის ცნობით ვაგარშ პირველს ბასენში დაუარსებია ქალაქი "ვაგარშავანი". როგორც ჩანს მან სამხრეთ ბასიანის შემოერთების აღსანიშნავად აქ რომელიღაც დასახლებულ პუნქტს უბოძა ქალაქის სტატუსი და უწოდა ქალაქი "ვაგარშავანი". ეს ალბათ იყო პატარა ქალაქი. უფრო ადრე კი სამხრეთი ბასიანი უნდა იყოს ბრანჯთა სამეფოს უკიდურესი სამხრეთი სასაზღვრო რაიონი. სავარაუდოდ ბრანჯთა სამეფოში ანტიკური ბასიანის დიდი პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი უნდა იყოს ციხე-სიმაგრე "ბასიანი", რომელიც მდებარეობდა ჩრდილოეთ ბასიანში. ტერმინი "ბასიანი" ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობის ტერმინია და ამიტომ ეს ტერმინი "ბასიანი" უნდა ყოფილიყო ანტიკური ეპოქის ადმინისტრაციული ცენტრის სახელწოდება. სავარაუდოდ ამ სამხრეთ ბასიანში უძველესი დროიდან წარმოდგენილი იყო როგორც იბერიულ-ენოვანი ისე სომხურ-ენოვანი მოსახლეობა. ამიტომ სომხეთის მმართველებს ალბათ ექნებოდათ პრეტენზიები სამხრეთ ბასიანზე. ჩვენთვის უცნობი პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე სავარაუდოდ მეორე საუკუნის დასაწყისში ბრანჯთა სამეფომ დათმო ეს სასაზღვრო რაიონი და საზღვარი გადმოიტანა მდინარე არაქსზე. ძველი სომხეთი დიდი სახელმწიფო იყო. ამავე დროს მის ზურგს უკან ხან რომის იმპერია იდგა და ხან პართიის იმპერია. ამიტომ სომხეთის პრეტენზიები ანგარიშგასაწევი იყო. ბრანჯთა სამეფოს ზურგს უკან კი მხოლოდ კავკასიონის დიდი მთები იდგნენ. ხოლო კავკასიონის მთებს იქით კი სარმატულ-ალანური სამყარო რომელთანაც ბრანჯთა სამეფოს ტრადიციულად მტრული დამოკიდებულება და ურთიერთობები აკავშირებდა. მიუხედავად ამისა ამ სამეფომ თითქმის 1 000 წელი იარსება როგორც დამოუკიდებელმა სამეფომ. ეს იყო ამ სამეფოს დაახლოებით 55 000 - იანი ძლიერი არმიისა და მისი მმართველების გონივრული და პრაგმატული პოლიტიკის დამსახურება. ახლა დავუბრუნდეთ კვლავ მე-6-მე-8 საუკუნეების პოლიტიკურ სიტუაციას სამხრეთ საქართველოში, ტაოში. ამას დაემატა რელიგიური განხეთქილება. სამხრეთ საქართველოს სამხრეთ რეგიონებში ტაოში მოსახლეობა ძირითადად მონოფიზიტობას მიემხრო. ამის დასტურია ის, რომ მე-6 საუკუნეში ტაოს ეპისკოპოსები ატატე და სტეფანოზი სომხეთის მონოფიზიტური ეკლესიის მეთაურს ექვემდებარებოდნენ. ხოლო მე-8 საუკუნის პირველ ნახევარში სომხეთის კათალიკოსი იშხანის ტაძრის მშენებლობაში თუ რესტავრაციაში ღებულობდა მონაწილეობას. ეს ფაქტები ადასტურებს იმას, რომ მე-6- მე-8 საუკუნეებში ტაო მონოფიზიტურ სარწმუნოებას მისდევდა. ამან კი გამოიწვია მე-6-მე-8 საუკუნეებში სომხეთის ძლიერი მონოფიზიტური ეკლესიის გავლენის გაძლიერება ტაოში. რელიგია იმ ეპოქაში დიდ როლს ასრულებდა. ამიტომ მე-6-მე-8 საუკუნეებში ტაო რელიგიურად სომხეთზე დამოკიდებული გახდა. აი ეს რელიგიური დამოკიდებულება იწვევდა სომხეთის გავლენის გაზრდას ტაოში და ტაოს რეგიონის დაახლოებას სომხეთთან. ამ პროცესს ხელს უწყობდნენ არაბებიც. აი ამ არაბთა ბატონობის პერიოდში მე-7 საუკუნის შუა ხანებიდან 772 წლამდე პერიოდში მონოფიზიტურ ტაოში არაბთა ხელშეწყობით გაძლიერდა მამიკონიანების გავლენა, რომლებიც თვითონაც არაბებს ემორჩილებოდნენ. ტაოში ამ წლებში მამიკონიანების გავლენის გაძლიერება არაბული პოლიტიკის პროექტს წარმოადგენდა. მე-7 საუკუნის შუა ხანებიდან 772 წლამდე პერიოდი იყო ისტორიის ის მონაკვეთი, როცა არაბთა ბატონობის პირობებში მონოფიზიტური ტაო არაბთა პოლიტიკური პროექტის შედეგად რეალურად მოექცა მამიკონიანთა ანუ სომხეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ. იბერიის დამაარსებელი პირველი დიდი მეფის აზონის დროიდან მოყოლებული ტაო-კლარჯეთის არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა მე-7-მე-8 საუკუნეებში დაახლოებით 120 წლის განმავლობაში არაბთა პოლიტიკის შედეგად მონოფიზიტური ტაო სომხეთის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ტაოში მონოფიზიტობის ფართოდ გავრცელება ტაოს მე-7-მე-8 საუკუნეებში სომხურ ორბიტაზე იზიდავდა. მაგრამ ეს პროცესები მე-8 საუკუნის მეორე ნახევარში 772 წელს შეჩერდა და ტაო კვლავ ქართულ ორბიტაზე დაბრუნდა. ტაოს მოსახლეობა კი რელიგიურად თანდათან დიოფიზიტობაზე გადმოვიდა. ბაგრატიონებმა ანტიკური კლარჯეთის დამოუკიდებელი ქართული სამეფოს ყოფილ ტერიტორიებზე თანდათან აღადგინეს ახალი ადრეფეოდალური ქართული პოლიტიკური ერთეული. ტაოც ამ ახალი ქართული პოლიტიკური ერთეულის შემადგენლობაში მოექცა. მე-7-მე-8 საუკუნეებში სომხეთის რელიგიური და პოლიტიკური გავლენის გაძლიერებამ ტაოში სომეხ მემატიანეებს საფუძველი მისცა, რომ ტაო მათ თავიანთ სომხურ პროვინციად წარმოედგინათ. მათ ჩათვალეს, რომ ანტიკური ტაოც სომხეთის შემადგენელი ნაწილი იყო და ეს ყალბი საისტორიო ტრადიცია დამკვიდრდა. ამიტომ ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ანტიკური ეპოქის ტაო- კლარჯეთის დამოუკიდებელი სამეფო და არაბთა ბატონობის პერიოდის მონოფიზიტური ტაო, რომელიც რელიგიურად და პოლიტიკურად ძალიან დაუახლოვდა სომხეთს. ისტორიაში იყო პერიოდები, როდესაც ისტორიული სომხეთის დიდი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა, მაგალითად აზონის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს დროს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს სომხური ტერიტორიები საქართველოა და ყოველთვის საქართველოს ეკუთვნოდა. ასევე თუ არაბთა ბატონობის დროს ტაო რელიგიურად და პოლიტიკურად ძალიან დაუახლოვდა სომხეთს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადრეც ასე იყო. ამიტომ ეს ყალბი სტერეოტიპები ტაოს რეგიონის მიმართ უნდა დაინგრეს. პირველ რიგში ეს სტერეოტიპები ქართველმა და სომეხმა ისტორიკოსებმა უნდა შეცვალოს. აქ მოკლედ მაინც უნდა შევეხოთ ტაოს ძველი მოსახლეობის ანთროპოლოგიურ მონაცემებს. როგორ ანთროპოლოგიურ ტიპს ეკუთვნოდა ტაოს ძველი მოსახლეობა? სამხრეთ ტაოდან მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში ოსმალთა ოკუპაციის გამო მოსახლეობის დიდი რაოდენობა გადმოსახლდა აღმოსავლეთ სამეგრელოში და დასახლდა კომპაქტურად სამეგრელოს აღმოსავლეთ რაიონებში. აქ ამ გადმოსახლების შემდეგ გაჩნდა თავისებური ანთროპოლოგიური ტიპი. ეს ანთროპოლოგიური ტიპი წარმოადგენს მკვეთრად გამოხატულ დოლიხოკრანიას. თავის დიდი სიგრძივი დიამეტრი და თავის საშუალო განივი დიამეტრი. ძალიან განიერი სახე. სახის შედარებით დაბალი მორფოლოგიური სიმაღლე. მაღალი, ვიწრო და დახრილი შუბლი. მკვეთრად პროფილირებული სახე. ეს ანთროპოლოგიური ტიპი მე უფრო დაწვრილებით განვიხილე ჩემს ერთერთ ნაშრომში "იბერიის სამეფო. გენეტიკური კავშირები ქართველებსა და "Iamnaia culture"-ს უძველეს ინდოევროპულ მოსახლეობას შორის და ინდოევროპელების უძველესი სამშობლო-ცენტრალური აზია". აი ასეთი იყო ანთროპოლოგიურად სამხრეთ ტაოს და მთლიანად ტაო-კლარჯეთის ძველი მოსახლეობა. ასეთი ანთროპოლოგიური ტიპი კავკასიის რეგიონში და ზოგადად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსად არ გვხვდება. არც ამ რეგიონების პალეოანთროპოლოგიურ მონაცემებში არსად არ არის დაფიქსირებული. ამავე დროს ასეთი ანთროპოლოგიური ტიპი ფართოდ იყო გავრცელებული "Iamna culture"-აღმოსავლეთ ნაწილში. ეს ანთროპოლოგიური ტიპი უფრო ფართოდ იყო გავრცელებული ამ კულტურის ჩრდილოეთ რაიონებში მდინარე დონსა და ურალს შორის.( ისტორიულ ტაოში და ტაო-კლარჯეთში, დღევანდელ აღმოსავლეთ სამეგრელოში და "Iamna culture"-ს ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში გავრცელებულ ამ დოლიხოკრანულ დაბალსახიან და ძალიან განიერსახიან ანთროპოლოგიურ ტიპს მეცნიერები, ანთროპოლოგები აგრეთვე უწოდებენ "პროტოევროპეოიდებს", რომლებიც წარმოადგენენ უძველესი პროტოევროპეოიდების ერთერთ დოლიხოკრანულ შტოს. ამავე დროს უძველეს დროში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სტეპებში აგრეთვე მოსახლეობდნენ პროტოევროპეოიდების მეზოკრანული და ბრახიკრანული შტოები). ხოლო "Iamna culture"-ს აღმოსავლეთი ტერიტორიის სამხრეთ რაიონებში უფრო ჭარბობდა ბრახიკრანული ასევე ინდოევროპული მოსახლეობა. ეს ანთროპოლოგიური მონაცემები საფუძვლიანად ამსხვრევს ზოგიერთ ყალბ სტერეოტიპებს ტაოს მოსახლეობის თითქოსდა მრავალეროვნულობაზე და შერეულ მოსახლეობაზე. ასე, რომ ზოგიერთი გავრცელებული მოსაზრება ტაოში ანტიკურ ეპოქაში ან შუა საუკუნეებში თითქოსდა სომხური, არმენოიდული მოსახლეობის არსებობაზე მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფია. ზუსტი მეცნიერება ანთროპოლოგია და გენეტიკა იმიტომ არსებობს, რომ მითები და ხელოვნურად გამოგონილი ფანტაზიები ჩამოვაშოროთ რეალურ ისტორიას და ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი დავარქვათ. ხოლო ჩვენს მეზობელ და მოძმე სომეხ ერს საკუთარი ძველი და დიდი ისტორია გააჩნია. ამიტომ ამ დიდი ისტორიის მქონე სომეხ ერს სრულიად არ სჭირდება რომელიმე მეზობელი ხალხის ისტორიის ხელოვნურად მიწებება. მათ სომხებს საკუთარი დიდი ისტორიაც კი თავზე საყრელად ყოფნით. სიმართლე და ჭეშმარიტება რომელიც დაფუძნებულია ზუსტ მეცნიერებებზე ყველაფერს თავის ჭეშმარიტ სახელს არქმევს. რაც შეეხება მონოფიზიტობას, მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეების ქართული წყაროები დუმან და არაფერს ამბობენ საქართველოში მონოფიზიტური სარწუნეობის არსებობაზე საქმე მთლად მასეც არ არის. მონოფიზიტობა არა მხოლოდ ტაოში, არამედ მთელ საქართველოშიც ძლიერ უნდა ყოფილიყო გავრცელებული მეხუთე საუკუნეში. ამ მოსაზრებას იზიარებს ივანე ჯავახიშვილი. ის ფაქტი, რომ მე-5 საუკუნეში ქართლის სამეფო ოჯახის ერტერთი წარმომადგენელი და ქრისტიანულ სამყაროში სახელგანთქმული პეტრე იბერი მონოფიზიტური სარწმუნოების მიმდევარი იყო ადასტურებს მონოფიზიტობის ფართოდ გავრცელებას მე-5 საუკუნის საქართველოში. უფრო მეტიც, ივანე ჯავახიშვილმა კარგად გაანალიზა მე-5 საუკუნეში საქართველოში არსებული რელიგიური მდგომარეობა და ძველ წყაროებზე დაყრდნობით გამოიტანა დასკვნა, რომლის მიხედვითაც მეფე ვახტანგ გორგასალი მონოფიზიტობის მიმდევარი ყოფილა. ხოლო მიქაელ მთავარეპისკოპოსი კი დიოფიზიტობის თავგამოდებული დამცველი. აი ეს რელიგიური უთანხმოება გამხდარა მეფესა და მთავარეპისკოპოსს შორის მძაფრი დაპირისპირების მიზეზი. ამას მოყვა საქართველოში კათალიკოსობის ინსტიტუტის დამკვიდრება. ივანე ჯავახისვილის კვლევით კათალიკოსის ინსტიტუტის დამკვიდრება უკავშირდება ანტიოქიის საპატრიარქოს, სადაც იმ ეპოქაში გაბატონებულ მიმართულებას წარმოადგენდა მონოფიზიტობა. მისი კვლევით მოგვიანებით შუა საუკუნეებში ეს რეალური ისტორია შეიცვალა. მისი თქმით თვით ცნობილი მონოფიზიტი მოღვაწე პეტრე იბერიც მოგვიანებით დიოფიზიტად გამოუცხადებიათ ქართულ მწერლობაში. მოკლედ ჯავახიშვილი ამტკიცებს, რომ მოგვიანებით ქართულ მწერლობაში ადგილი ჰქონდა საქართველოში და ქართველებში მე-5 საუკუნეში მონოფიზიტობის ფართოდ გავრცელების კვალის ხელოვნურად წაშლას და დამალვას.{გამოყენებული ლიტერატურა: ივ.ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია".წიგნი 1.} და ტაოს მოსახლეობა ამ მონოფიზიტური სარწმუნოების მომხრედ დარჩა მე-6-მე-8 საუკუნეებში. ხოლო ტაოს მონოფიზიტი ეპისკოპოსები სომხეთის მონოფიზიტური ეკლესიის მეთაურს ექვემდებარებოდნენ და მისგან ღებულობდნენ კურთხევას ეპისკოპოსის ტახტზე მე-6-მე-8 საუკუნეებში. თუ გვინდა სიმართლის დადგენა ყალბ სტერეოტიპებს სიყალბით კი არ უნდა დავუპირისპირდეთ არამედ მხოლოდ და მხოლოდ სიმართლით და ჭეშმარიტებით. მხოლოდ ასე მივიღებთ დადებით შედეგებს). ამ სამეფოს ცენტრის სახელწოდება "არტანუჯი" არაქართული წარმომავლობისაა და უკავშირდება იბერთა ამ მხარის ტომის "ბრანჯთა" ინდოევროპულ ენას. პროვინცია "არტაანი"-ის სახელწოდებაც არაქართული უნდა იყოს და ესეც ინდოევროპელ იბერებს უნდა უკავშირდებოდეს. ტერმინი "კლარჯი"-ც არაქართულია და ინდოევროპელ იბერებს უნდა უკავშირდებოდეს და ამ ინდოევროპულ-ბრანჯული სიტყვიდან მოგვიანებით წარმოიშვა "კლარჯეთი". ტერმინი "კლარჯი" ინდოევროპელმა იბერებმა "ბრანჯეთი"-ს იმ პროვინციას უწოდეს სადაც მათი სამეფოს ცენტრი "არტანუჯი" დაარსეს. ტაოს უძველესი ადგილობრივი ისტორიული სახელწოდება იყო "დიაოხი", "ტაოხი". "ტაოხი" ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა ქსენოფონტიმ უწოდა ამ რეგიონს საკუთარ ბერძნულ ენაზე. ხოლო ურარტუს სამეფოში ამ რეგიონს "დიაოხს" უწოდებდნენ. ამ რეგიონის ადგილობრივი სახელწოდება უეჭველად იყო "დიაოხი". ქსენოფონტიმ ბერძნულ ენაზე "ტაოხი" უწოდა. ხოლო ინდოევროპული წარმოშობის იბერებმა კი აქ გადმოსახლების შემდეგ ამ რეგიონის სახელწოდება გადააკეთეს თავიანთ ენაზე და უწოდეს "ტაო". ძველი ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე თავის ისტორიოგრაფიაში მოიხსენიებს "სასპირების" ტომს. ბევრი მეცნიერი თვლის, რომ "სასპირები" უძველესი ქართველური ტომი იყო. "სასპირები" არის ამ ტომის ბერძნულენოვანი სახელწოდება. ასე უწოდებდნენ ბერძნები მათ თავიანთ ბერძნულ ენაზე. ხოლო აზონის დროს გადმოსახლებულმა ინდოევროპელმა იბერებმა ამ რეგიონის სახელწოდება მოარგეს თავიანთ ინდოევროპულ ენას და უწოდეს "სპერ","სპერი". ბერძნული "სასპირ" იბერებმა გადააკეთეს "სპერ"-ად. აგრეთვე აშკარად ინდოევროპულ-ბრანჯული წარმოშობისაა შემდეგი ტოპონიმიკური ტერმინები "ხორტევანი-ხორცევანი"(პროვინცია), "ზარიშტიანი"(პროვინცია), "პალაკაციო"(პროვინცია), "მამირვანი"(ცნობილი ციხესიმაგრე და რაიონი), ჩორდვანი"(იგივე საპაჯა-აშკისორის მასშტაბური ციხესიმაგრე თორთომის ხეობაში, ჩორდვანელთა რეზიდენცია), "თორთომი"(პროვინცია, მდინარე და განთქმული ციხესიმაგრე), "ნორბერდი"(ციხესიმაგრე. ამ ციხესიმაგრეს და მდინარე ოლთისის ხეობის იმ მონაკვეთს სადაც ციხესიმაგრე "ნორბერდი" მდებარეობდა და მის გარშემო მდებარე ამავე სახელწოდების ტერიტორიას უკავშირდება ტაოს ამ რაიონის ძველი სომხური სახელწოდება "ბერდაცფორი". მე-7 საუკუნის სომეხი გეოგრაფი "ბერდაცფორს" უწოდებს ტაოს იმ რაიონს სადაც ციხესიმაგრე "ნორბერდი" მდებარეობდა. ამ რაიონის ადგილობრივი უძველესი იბერიული სახელწოდება ანტიკურ ეპოქაში ძალიან დიდი ალბათობით, დაახლოებით 95%-ის სიზუსტით "ნორბერდი" იყო, საიდანაც წარმოიშვა მისი სომხური სახელწოდება "ბერდაცფორი". ტერმინი "ნორბერდი" უნდა უკავშირდებოდეს "ჩრდილოეთს", ნორ-ნორრ-ნორდ-ნორთ-ნორდენ. ერთერთ ჩრდილოეთ გერმანულ შვედურ ენაზე ჩრდილოეთს ეწოდება "norr". მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს ინდოევროპულ-იბერიული "ნორ"(nor) უნდა იყოს გერმანულენოვან ხალხებში გავრცელებული ამ ტერმინის უძველესი ფუძე-ინდოევროპული სიტყვა, საიდანაც იღებს სათავეს ნორრ, ნორთ, ნორტე, ნორდ, ნორდენ. ინდოევროპელი იბერების ენაზე "ნორბერდი" ნიშნავდა ტაოს ჩრდილოეთის ციხესიმაგრეს, ტაოს ჩრდილოეთ რაიონს, მხარეს, პროვინციას. შუა საუკუნეებში ტაოს ამ რაიონის რაიმე გამოკვეთილი სახელწოდება არ შეინიშნება, განსხვავებით ტაოს სხვა პროვინციებისგან სადაც გამოკვეთილია მათი ადგილობრივი უძველესი იბერიული სახელწოდებები "თორთომი", "პარხალი", "სპერი", "ბასიანი", "ბარდისი". ბუნებრივია ანტიკურ ეპოქაში ტაოს ამ რაიონსაც ექნებოდა გამოკვეთილი ადგილობრივი სახელწოდება და ეს იყო "ნორბერდი". ტაოს ეს ჩრდილოეთი პროვინცია ძირითადად მოიცავდა ისტორიული ციხესიმაგრეების ნორბერდის, ფანასკერტის და ტაოსკარის რაიონებს ), "ბანა"(ტაძარი და საეპისკოპოსო ცენტრი), "შატბერდი"(ტაძარი), "იშხანი"(ტაძარი), "ბარდუსი", "ბარდისი"(მდინარე, ციხესიმაგრე და პროვინცია. სომხურად "პარტიზაცფორი", "პარტისაცფორი". ბარდის-პარტის-პარტიზ-პარტიზაცფორ-პარტისაცფორ. ანტიკურ ეპოქაში ტაოს ამ რაიონის ადგილობრივი იბერიული სახელწოდება უეჭველად იყო "ბარდისი"), "ფარნაკი"(ცნობილი ციხესიმაგრე და რაიონი), "ფანასკერტი"(განთქმული ციხესიმაგრე), " ჰური"(ქალაქი და ციხესიმაგრე), "დადაშენი"(საეპისკოპოსო ცენტრი და ტაძარი), "კოლა"(პროვინცია), "ოლთისი"(ციხესიმაგრე, ქალაქი, მდინარე და რაიონი. ანტიკურ ეპოქაში ტაოს ამ რაიონის ადგილობრივი ინდოევროპულ-იბერიული სახელწოდება უნდა ყოფილიყო "ოლთისი"), "ოპიზა"(ტაძარი), "ოშკი"(განთქმული მონასტერი), "ანჩი"(ტაძარი), "ანაკერტი"(დიდი დაბა და დასახლებული პუნქტი კლარჯეთის ჩრდილოეთ ნაწილში, აჭარის მთასთან. იქვე მდებარეობდა ამავე სახელწოდების ხევი, რომელიც მდინარე ჭოროხს უერთდებოდა. წყაროში არ არის მოხსენიებული, მაგრამ ასეთ დიდ დაბაში და დასახლებაში უეჭველად უნდა ყოფილიყო ამავე სახელწოდების ციხეც-ანაკერტის ციხე), "ბასიანი"(პროვინცია და ციხესიმაგრე. ძველ სომხურ გეოგრაფიაში ბასიანის სომხური სახელწოდებაა "ბასენი"), "არსიანი"(მთათა სისტემა), "ნიგალი"(პროვინცია), "პარხალი"(პროვინცია და ტაძარი), "არჯევანი"(დასახლებული პუნქტი), "ვაჩეძორი"(ტაძარი), "აშმაშენი"(ციხესიმაგრე), "აზორტი"(მასშტაბური ციხესიმაგრე თორთომის ხეობაში. სომხურ ძველ გეოგრაფიაში მისი სომხური სახელწოდება იყო "აზორდაცფორი", ხოლო ადგილობრივ ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე იყო "აზორტი". ამ ციხესიმაგრისგან იღებს სათავეს თორთომის ხეობის ამ მონაკვეთის სომხური სახელწოდება "აზორდაცფორი" ), "ახიზა"(ციხესიმაგრე, საეპისკოპოსო ცენტრი და მონასტერი), "ასპარაშენი"(შუა საუკუნეებში ცნობილი ციხესიმაგრე და დასახლებული პუნქტი ტაოში), "ფარაკანი"(შუა საუკუნეებში განთქმული ციხესიმაგრე და ერისთავის რეზიდენცია არტაანის პროვინციაში. მე-17 საუკუნეში ოსმალებმა მას სახელი შეუცვალეს და დაარქვეს ამ პროვინციის სახელი, თურქულად "არდაჰანი"(არტაანი)), "ფარავანი"( ტბა ჯავახეთში), "არტაშენი"(დღევანდელ თურქეთში, აღმოსავლეთ ლაზეთში საკმაოდ მოზრდილი რაიონი და ქალაქი. ძირითადად ცხოვრობენ წარმოშობით ლაზები. თურქულად "არდეშენი") და ასე შემდეგ. დიდი ალბათობით ანტიკური კლარჯეთის სამეფოს ორი ადმინისტრაციული ერთეულის შავშეთის და ერუშეთის ფუძე-ტოპონიმიც ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობის უნდა იყოს, რომელიც უნდა მომდინარეობდეს უფრო ადრეული "შავშ" და "ერუშ" ინდოევროპული ფუძე-ტოპონიმებიდან. ასევე ინდოევროპუ-იბერიული ტერმინია "ანძავი". შუა საუკუნეებში ტაოში არსებობდა "ანძავის ციხე" და ამ ციხის მფლობელი საგვარეულო "ანძაველი". მსგავსი ტერმინი "კ'არანძავ"(k'arandzav) დღევანდელ სომხურ ენაშიც არსებობს და გამოქვაბულს ნიშნავს. სომხური ენა ინდოევროპული ენაა და ბუნებრივია ზოგიერთი ტერმინები მსგავსია ინდოევროპულ-იბერიული ტერმინების. აქედან გამომდინარე ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი "ანძავი" andzavi ასევე გამოქვაბულს უნდა აღნიშნავდეს. ამ ტერმინის ორიგინალი ინდოევროპულ-იბერიულ ენაში სავარაუდოდ იყო "ანზავ" ან "ანჯავ". "ანძავის ციხე" ტაოს მთიანეთში მდებარეობდა სადაც ბუნებრივია ბევრი გამოქვაბული იყო. ასევე ინდოევროპულ-იბერიული და სომხური ტერმინებია "ძორი", "ძოროი", "ძორ". ფართო ხეობას და მთებს შორის მდებარე დაბლობს სომხურად ეწოდება "ძორ". ხოლო ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე ეს ტერმინი "ძორი", როგორც ჩანს პირდაპირ ასევე "ხეობას" ნიშნავდა. ეს საერთო ინდოევროპული ტერმინი, როგორც ჩანს ორივე იბერიულ და სომხურ ენებში იყო გავრცელებული. სომხურ ენაზე ვიწრო "ხეობას" ეწოდება "კირჩ". ძველ ტაო-კლარჯეთში არსებობდა ორი ტოპონიმი "მიძნაძორი"(მიძნაძოროი) იგივე "მიჯნაძორი"(მიჯნაძოროი) შავშეთში და "ვაჩეძორი" ჩრდილოეთ ტაოში. "მიჯნაძორი" ქართულად ითარგმნება, როგორც "ხეობის საზღვარი", "ხეობის ნაპირი". ხოლო "ვაჩეძორი" ითარგმნება, როგორც "ვაჩეს ხეობა". ექვთიმე თაყაიშვილმა, რომელმაც იმოგზაურა და აღწერა ეს ხეობა და აქ არსებული ვაჩეძორის მონასტერი აქ აღმოჩენილი წერილობითი წყაროებით დაადგინა, რომ ამ ხეობის ძველი სახელწოდება ყოფილა "ვაჩეძორი". ეს მონასტერიც ამ ხეობის სახელს ატარებდა. მისი აღწერით ვაჩეძორის ხეობა ორივე მხრიდან ძალიან მაღალი მთებით იყო შემოსაზღვრული. ეს იყო ტიპიური ტაო-კლარჯეთის მთიანეთის ხეობა ორივე მხარეს აღმართული მაღალი მთებით. ასეთი ტიპის ხეობის სახელი ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე იყო "ძორი". "ვაჩე" ძველად ქართველებში ფართოდ გავრცელებული სახელი იყო. ტაო-კლარჯეთი მრავალი ხეობებით დასერილი მხარე იყო. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აქ აღმოჩენილ წერილობით წყაროებში ვაჩეძორის ხეობის მეზობლად ყოფილა ერთი ხეობა და სოფელი "პარგრძორი". ამ სოფლის და ხეობის სახელწოდების სრული გაშიფრვა შეუძლებელია, რადგან ჩვენთვის უცნობია თუ რას ნიშნავდა სიტყვა "პარგრ". შესაძლებელია ეს ტოპონიმი ძალიან ძველი წმინდა ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობისაა და ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია ამ ტოპონიმის ბოლომდე გაშიფრვა. ხოლო ზემოთხსენებული ორი ტოპონიმი "მიჯნაძორი" და "ვაჩეძორი" ძალიან ადვილად იშიფრება და ითარგმნება რადგან ამ ტოპონიმებში ჩართული სიტყვები "მიჯნა" და "ვაჩე" დღევანდელ ქართულ ენაშიც არსებობს. "მიჯნა" დღევანდელ ქართულ ენაზე ნიშნავს რაღაცის "საზღვარს", "ნაპირს", ერთმანეთისგან გამყოფს, ხოლო "ვაჩე" ქართველებში ფართოდ გავრცელებული მამაკაცის სახელი იყო ძველად და დღესაც ზოგჯერ გვხვდება. მართალია ტერმინი "მიჯნა" ქართულ ენაში ძალიან ძველი ტერმინია, მაგრამ მისი წარმომავლობა აშკარად ინდოევროპულ-იბერიულია. მსგავსი ტერმინი არსებობს სომხურ ენაშიც "მიჟინ", რაც სომხურად ნიშნავს "შუა"-ს. ქართულ ენაში შემოსულ ინდოევროპულ-იბერიულ ტერმინ "მიჯნა"-ს(mijna) და სომხურ ტერმინ "mizhin"-ს ერთიდაიმავე ინდოევროპული წარმომავლობა აქვთ. ეს ორი ტერმინი ინდოევროპულ-იბერიული "მიჯნა" და სომხური "მიჟინ" წარმოიშვა უფრო ძველი ინდოევროპული საერთო ფუძე ტერმინისგან. ამ ინდოევროპულ-იბერიული ტერმინ "მიჯნა"-დან წარმოიშვა ინდოევროპულ-იბერიული ტოპონიმი "მიჯნა-ძორი" ანუ ქართულად "ხეობის საზღვარი", ან "ხეობის ნაპირი". მიჯნაძორის მონასტერი მდებარეობდა ისტორიული შავშეთის პროვინციაში. წყაროებში შავშეთის პროვინციასაც ზოგჯერ კლარჯეთი ეწოდებოდა, მაგრამ ეს მხარე მაინც შავშეთის პროვინციაა. მდინარე არაქსიის სათავეების ჩრდილოეთით მდებარეობდა ისტორიული ტაო. ტაოს ჩრდილოეთით მდებარეობდა ისტორიული კლარჯეთი. კლარჯეთის ჩრდილოეთით მდებარეობდა ისტორიული შავშეთის პროვინცია. ხოლო შავშეთის ჩრდილოეთით მდებარეობს დღევანდელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა. ქართულ წყაროებში ამ მონასტერს ხან "მიჯნაძორი" ეწოდება, ხან კი "მიძნაძორი". ამის მიზეზი უნდა იყოს ის, რომ როცა ეს ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი "მიჯნა"-"მიძნა" შემოდის ქართულ ენაში საქართველოს ზოგიერთ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა ამ ტერმინს გამოთქვამდა, როგორც "მიჯნა". ხოლო ზოგიერთი რეგიონების მოსახლეობაში ეს ტერმინი შემოვიდა როგორც "მიძნა". დღეს რთულია იმის მტკიცება ამ ორი ტერმინიდან რომელი ტერმინი იყო უფრო ზუსტი "მიჯნა" თუ "მიძნა" და ამ ტერმინებიდან რომელს ხმარობდნენ ქართველთა წინაპრები, ინდოევროპელი იბერები. შესაძლებელია ინდოევროპელი იბერების ზოგიერთი ტომი იყენებდა ტერმინ "მიჯნა"-ს, ხოლო ზოგიერთი ტომი ტერმინ "მიძნა"-ს. შესაძლებელია სამხრეთ საქართველოში დასახლებული ინდოევროპელი იბერები ხმარობდნენ ამ ორი თითქმის ერთნაირი ტერმინიდან რომელიღაც ერთს, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს იბერები ასევე რომელიღაც ერთერთს. საბოლოოდ ამ ორი თითქმის ერთნაირი ტერმინიდან ისტორიის რომელიღაც ეტაპზე შუა საუკუნეების პერიოდში ქართულ ენაში საბოლოოდ დამკვიდრდა ტერმინი "მიჯნა", ხოლო ტერმინი "მიძნა" თანდათან გაქრა. ადრეულ ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე კი ამ ტერმინის ზუსტი სახელწოდება სავარაუდოდ იყო "მიჯნა", რომელიც ქართულ ენაში ტრანსფორმირდა და გახდა "მიძნა". ხოლო მესამე ტოპონიმში ჩართული სიტყვა "პარგრ" აშკარად ჟღერს როგორც უძველესი წმინდა ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობის ტერმინი და მისი შინაარსი უცნობია. ქართულ წყაროებში ხშირად გვხვდება ამ ტაძრის სახელწოდებად "მიძნაძოროი", "მიჯნაძოროი". ეს ტაძარი აგებულია მე-9 საუკუნის დასაწყისში და ძალიან ძველია. აქედან გამომდინარე ასეთი დასახლებული ხეობის აღმნიშვნელი ტერმინი ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე ანტიკურ ეპოქაში ყოფილა "ძოროი" dzoroi. იბერიულ ტერმინ "ძოროი"-ს(dzoroi) და სომხურ "ძორ"-ს(dzor) ერთი საერთო ფუძე-ინდოევროპული წარმომავლობა აქვთ და მონათესავე ტერმინებია. სავარაუდოდ ამ ტერმინის ადრეული ფორმა ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე იყო "ზოროი" zoroi, რომელიც ქართულ ენაში ტრანსფორმირდა და გახდა "ძოროი". მოგვიანებით შუა საუკუნეებში ტერმინი "ძოროი" ქართულ ენაში ტრანსფორმირდა და გახდა "ძორი". და მივიღეთ "მიჯნაძორი", "ვაჩეძორი", "პარგრძორი. სხვათაშორის ეს ტერმინი დღესაც არსებობს ქართულ ენაში ცოტა სახეშეცვლილი ფორმით და ეწოდება "ზოლი" zoli (ვიწრო და გრძელი ფართობი). მართლაც ეს დღევანდელი ტერმინი თავისი შინაარსით ზუსტად შეესაბამება ხეობის რელიეფს. ხეობაც ხომ მთებს შორის მოქცეული ვიწრო და გრძელი ფართობია. უკვე ყველაფერი დღესავით ნათელია. შუასაუკუნეების ტერმინი "ძორი" ინდოევროპულ-იბერიულ ენებზე ყოფილა "ზოროი, ზორი". ინდოევროპელი იბერები ხომ რამდენიმე ტომს წარმოადგენდნენ. ზოგი ხმარობდა ტერმინ "ზოროი"-ს, ხოლო მეორე ტომი "ზორი"-ს. შემდგომ ეს ტერმინები "zoroi, zori" თანდათან ამოდის ხმარებიდან, როგორც ხეობის სახელწოდება, მაგრამ ქართულ ენაში მკვიდრდება, როგორც "ზოლი" zoli და ნიშნავს ვიწრო და გრძელ ფართობს. ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი "ზორი" ქართულ ენაში ხდება "ზოლი". ამ ტერმინის ერთერთი სინონიმი ინგლისურ ენაზე არის "zone". აქედან გამომდინარე ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი "zori, zoli" და ინგლისური zone ერთმანეთის მონათესავე ტერმინებია. იბერიულ-ინდოევროპული ტერმინი "ვანი" van-i, სომხური ტერმინი "avan" და ხეთური ტერმინი "vanna" ერთმანეთის მონათესავე ინდოევროპული ტერმინებია. უძველესი დროიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ტერმინი "ვანი" გამოიყენებოდა როგორც დასახლებული პუნქტების , ასევე ამ პუნქტებთან დაკავშირებული ციხესიმაგრეების აღმნიშვნელად. ამ ტერმინისგან წარმოიშვა ქართული სიტყვა "სავანე", რომელიც აღნიშნავდა ადამიანთა სამყოფელს, სადგომს. იბერიული ტერმინი "ვეშაპი" veshapi (drakon), სომხური ტერმინი "vishap" და ირანული ავესტას "visapa" მონათესავე ტერმინებია. ჩემი ვარაუდით ეს ტერმინები სათავეს იღებს უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენიდან და ამ ტერმინებს იყენებდნენ უძველესი ინდოევროპელები. მოგვიანებით კი ევროპის ქვეყნებში ეს უძველესი ტერმინი ჩაანაცვლა ახალმა ბერძნულ-ლათინურმა ტერმინმა "Drakon". ამ მთაგორიან მხარეში გადმოსახლებული იბერების ასიმილაცია შედარებით გვიან მოხდა და ამიტომ შუა საუკუნეებში აქ ბევრი ინდოევროპულ-იბერიული ტოპონიმები შემორჩა ანტიკური ეპოქიდან. ამ მთაგორიან მხარეში მცხოვრებ იბერებში აქ გადმოსახლებიდან სავარაუდოდ დაახლოებით 500 წლის მანძილზე მყარად არსებობდა ინდოევროპული ენა. ამიტომაც ამ მხარეში მყარად გაიდგა ფეხი იბერების ინდოევროპულმა ტოპონიმიკამ და დიდი რაოდენობით შემორჩა შუა საუკუნეებში. აგრეთვე ეს არის მიზეზი იმისა, რომ ძველ ქართულ მწერლობაში ლეგენდასავით შემორჩა "ბრანჯთა სამეფო" და "ბრანჯთა ენა". ფაქტი სახეზეა, გარდა დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონისა მთელი ისტორიული სამხრეთ საქართველოს პროვინციების ყველა სახელწოდებები შუა საუკუნეებში წმინდა ინდოევროპული წარმომავლობისაა. ასევე წმინდა ინდოევროპულია ამ პროვინციებში შემავალი რაიონების, ცნობილი ციხესიმაგრეების და ქალაქების უმრავლესობის სახელწოდებები. აგრეთვე ბევრი ცნობილი ტაძრების სახელებიც. აი ეს იყო ყოფილი ანტიკური კლარჯეთის(ბრანჯთა) სამეფოს ტერიტორიები. ( უფრო ადრე ინდოევროპელი იბერების გადმოსახლებამდე სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე გავრცელებული იყო შემდეგი ტოპონიმები: დიაოხი, კოლხი, იგანიეხი, ზაბახა, ვიტერუხი, მოსხი, ქათარზა და ასე შემდეგ. როგორც ვხედავთ ანტიკურ ეპოქაში რადიკალურად იცვლება ამ მხარის ტოპონიმები და მისი ჩანაცვლება ხდება სრულიად განსხვავებული ტოპონიმებით. აშკარად ვხედავთ, რომ ადგილობრივი უძველესი პროტოქართველური ტოპონიმები აზონის ეპოქის შემდეგ ანტიკურ ეპოქაში რადიკალურად იცვლება სრულიად ახალი ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობის ტოპონიმებით. ამ ახალი ინდოევროპული ტოპონიმების უდიდესი ნაწილი ანტიკური ეპოქიდან გადმოვიდა უცვლელად შუა საუკუნეებში. ამავე დროს დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე შემორჩა პროტოქართველური ტოპონიმები "მოსხი, მესხი", "ოძრხე". ჯავახეთიც უძველესი მესხური ქვეყანა იყო. შუა საუკუნეებში კი ეს ტერმინი "მესხი" და ტერმინი "სამცხე" ხშირად იხმარებოდა მთელი სამხრეთ საქართველოს აღმნიშვნელად.ინდოევროპელი იბერების ასიმილაციის შემდეგ ამ მხარეში უამრავ ახალ ინდოევროპულ ტოპონიმებთან ერთად შემორჩა ერთი ადგილობრივი უძველესი , პროტოქართველური ტოპონიმი და ტერმინი "მესხი", "მესხეთი"). მოკლედ ზემოთჩამოთვლილ ყველა აშკარად ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობის ტოპონიმებს თუ შევადარებთ მეზობელ ინდოევროპულ სომხეთში გავრცელებულ ადგილობრივ ტოპონიმებს აშკარად შესამჩნევია, რომ შუა საუკუნეებში სამხრეთ საქართველოში გავრცელებული ეს ტოპონიმები და მეზობელი სომხეთის ტოპონიმები ორ სხვადასხვა ინდოევროპულ ენას ეკუთვნის გარეგნული ფორმით და თავისი ჟღერადობით. ამავე დროს ზემოთხსენებული მე-7 საუკუნის სომეხი გეოგრაფი ანანია შირაკაცი ტაოს 9 ადმინისტრაციულ ერთეულად ყოფდა, მაგრამ მის მიერ მოყვანილი ტაოს რაიონების სომხური ტერმინები სრულიად უცხოა და განსხვავდება ზემოთხსენებული ტაოს ადგილობრივი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინებისგან. ანანია შირაკაცი ტაოს სომხურად "ტაიქი" ყოფდა შემდეგ 9 ადმინისტრაციულ ერთეულად: კოღი, ბერდაცფორი, პარტიზაცფორი, ჭაკქი, ბოღქა, ვოქაღე, აზორდაცფორი, კაფორი, არსიაცფორი. ხოლო ტაოს უკიდურეს სამხრეთ დასახლებულ პუნქტს "ბოლს", უწოდებს "ბოღბერდ"-ს. ბოლის ადგილობრივი უძველესი ინდოევროპულ-იბერიული სახელწოდება ანტიკურ ეპოქაში იყო "ბოლბერდი". ანანია შირაკაცი კი "ბოლბერდს" სომხურად "ბოღბერდს" უწოდებდა. ხოლო ტაოს რაიონების უძველესი ადგილობრივი ინდოევროპულ-იბერიული ტოპონიმებია: თორთომი, ოლთისი, ბარდისი, სპერი, ბასიანი, მამირვანი, ფანასკერტი, ნორბერდი, ფარნაკი, აზორტი, პარხალი, ჩორდვანი. აქედან გამომდინარე ჩვენ ხელთა გვაქვს ტაოს უძველესი ადგილობრივი ინდოევროპული ტერმინები, რომლებიც ტაოს სხვადასხვა რაიონებს აღნიშნავენ და მეორე მხარესაა ტაოს რაიონების სომხური სახელწოდებები, რომელიც სრულიად უცხოა ტაოს ადგილობრივი ტოპონიმებისთვის და მისი რაიონებისთვის. ისტორიული არმენების წინაპრები ბალკანეთის ნახევარკუნძულიდან არიან გადმოსული მცირე აზიის რეგიონში შორეულ წარსულში. აქ მინდა ისევ მივუბრუნდე სომეხი გეოგრაფის ანანია შირაკაცის მიერ ნახსენებ "ბოღბერდს" ანუ ბოლს, რომლის უძველესი სახელწოდება ანტიკურ ეპოქაში უეჭველად "ბოლბერდი" იყო. როგორც ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ეს "ბოლი", ანტიკური "ბოლბერდი" იყო ტაოს შემადგენლობაში შემავალი უკიდურესი სამხრეთი პურქტი, მდინარე არაქსის სანაპიროზე, სომხეთის საზღვარზე. ანანია შირაკაცი მას ტაოს ადმინისტრაციულ ცენტრად მოიხსენიებს, მაგრამ ეს იყო უფრო სწორად ტაოს 9 ერისთავის დაქირავებული რაზმების შეკრების ადგილი და დროებითი ბანაკი. ამ პუნქტიდან ხდებოდა შემდგომ მათი სომხეთში გადასვლა. ამ პუნქტში ისინი გარკვეულ დროს რამდენიმე დღეს ან შეიძლება რამდენიმე კვირასაც ჩერდებოდნენ. ამ პუნქტის ანტიკური იბერიული სახელწოდება "ბოლბერდი" რაღაცით უნდა იყოს დაკავშირებული ამ ერისთავთა ჯარების შეკრებასთან. შუა საუკუნეების როგორც ქართული ისე უცხოური წერილობითი წყაროები ადასტურებენ ძველ საქართველოში სპორტის ერთერთი სახეობის "ბურთაობის" ფართოდ გავრცელებას. გავრცელებული იყო "ბურთაობის" რამდენიმე სახეობა, მათ შორის "ცხენბურთი". არსებობდა სპეციალური მოედნები "ბურთაობის" მონაწილეებისთვის. ჩემი ვარაუდით სწორედ ამ ბურთაობას უნდა უკავშირდებოდეს "ბოლბერდის" ანტიკური იბერიული სახელწოდება. აქ შეკრებილი მეომრები, რომლებსაც ქონდათ თავისუფალი დრო სპორტის ამ სახეობით ბურთაობით ირთობდნენ თავს. აქ ალბათ იყო მოწყობილი სპეციალური საბურთაო მოედნები, მათ შორის ცხენბურთის მოედანიც. აქ ალბათ თამაშობდნენ ლელობურთსაც, რომელიც გავს თანამედროვე რაგბის თამაშს. თან ამავე დროს ეს სპორტული თამაშები ერთგვარი ფიზიკური წვრთნაც იყო. აქ იკრიბებოდა ტაოს ჯარები, რომლის რაოდენობა იყო დაახლოებით 17 ათასი მეომარი. ამ რაოდენობის მეომრებისთვის ბუნებრივია 2-3 საბურთაო მოედანი საკმარისი ვერ იქნებოდა. ადვილი წარმოსადგენია, რომ აქ სპორტის ამ სახეობებისთვის ბევრი საბურთაო მოედანი არსებობდა. ბურთის სახელწოდება ზოგიერთ ინდოევროპულ ენებზე არის bol, ball, bola და ასე შემდეგ. ამ ინდოევროპელი იბერების ენაზეც ბურთის ძველი სახელწოდება უნდა ყოფილიყო "ბოლ" bol, საიდანაც წარმოიშვა ამ ადგილის ანტიკური სახელწოდება "ბოლბერდი" bolberdi ანუ საბურთაო მოედნების ადგილი, ტერიტორია. და ეს სახელწოდება მიიღო ამ დასახლებულმა პუნტმა. სომხები კი მას თავიანთ ენაზე უწოდებდნენ "ბოღბერდს". ამ ინდოევროპულ-იბერიული ტერმინისგან "ბოლ"(ბურთი) წარმოიშვა უძველესი ქართული სიტყვა "რ-ბოლ-ა" r-bol-a, რაც ნიშნავს შეჯიბრებას სირბილში. აგრეთვე ცხენებით რბოლა, ანუ ცხენებით შეჯიბრი, დოღი. აგრეთვე უძველესი ქართული სიტყვა "მალემსრბოლი"(შიკრიკი) ანუ სწრაფად მორბენალი ამ ინდოევროპულ-იბერიულ ტერმინ "ბოლ"-ს უკავშირდება. აშკარა ფაქტი სახეზე გვაქვს, რომ ძველი იბერიელების ინდოევროპულ ენაზე ბურთის სახელწოდება ყოფილა "ბოლ"-ი bol. ამავე დროს ცნობილია, რომ ძველ ქართულ ენაში ძალიან ბევრია ისეთი სიტყვები, რომლებსაც საერთო ფუძე აქვთ გერმანულ და სლავურ ენებთან. ერთ მაგალითს მოვიყვან და ეს ეხება საქართველოს დღევანდელი დედაქალაქის თბილისის ტოპონიმურ წარმომავლობას. ბევრმა არც კი იცის, რომ თბილისის ფუძე-წარმომავლობა ინდოევროპულია. თბილისის ანუ "ტფილისის" ფუძეა tfili, რაც ძველქართულში "სითბოს", "თბილს" აღნიშნავდა. ასევე სლავურ ენებში "სითბოს და თბილს" აღნიშნავს ტერმინი tioplii. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული "ტფილი" tfili და სლავური tioplii ერთი და იმავე უძველესი ინდოევროპული ფუძე სიტყვისგან არიან წარმომდგარი. ასევე წმინდა ინდოევროპულია იმერეთში ცნობილი ხომლის(khoml) მთის წარმომავლობა. გერმანულენოვან და სლავურენოვან ხალხებში kholm, holm ნიშნავს ამაღლებულ ადგილს, სიმაღლეს. გერმანულ-სლავური holm, holm და ქართული khoml ერთიდაიმავე უძველესი ინდოევროპული სიტყვისგან არიან წარმომდგარი. ქართული ტერმინი "ლუდი" lud-i(სასმელის სახეობა) ასევე დაკავშირებულია ძველგერმანულ, ჩრდილოეთ გერმანულ ტერმინთან alut, რომელიც ასევე იმავე სახეობის სასმელს აღნიშნავდა. მაგიდის ძველი ქართული სახელწოდება "ტაბლა" tabla, ტაბაკი tabaki მჭიდროდ უკავშირდება ინგლისურ სიტყვას "Teibl", რომელიც ასევე ნიშნავს მაგიდას. ქართული სიტყვა "ყორან-ი" q'oran (ფრინველი) და სლავური voron ძალიან მჭიდრო კავშირშია. ქართული ტერმინები მთა mta, გორა gora, გორაკი goraki დაკავშირებულია სლავურ-გერმანულ ამავე შინაარსის სიტყვებთან. ცხენის ძველი ქართული სახელწოდება "ჰუნე"," hune, და სლავური kon და ინგლისური "horse". ქართული სიტყვა "დღე" dghe, ინგლისური "Dei" და სლავური den ასევე ერთი ფუძე სიტყვისგან იღებენ სათავეს(ეს ტერმინები უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენისგან უნდა მომდინარეობდეს). ქართული სიტყვა "მე" me, ინგლისური "Me" და სლავური mne, menia ზუსტად ერთიდაიმავე შინაარსის გამომხატველები არიან(ეს ტერმინებიც საერთო ფუძე-ინდოევროპული ენისგან უნდა მომდინარეობდეს. უძველესი ქართული სიტყვა "ჰაერ-ი" haer და ინგლისური სიტყვა "air" ზუსტად ერთიდაიმავე შინაარსის გამომხატველი არიან. ქართული სიტყვა "კოცონ"-ი kocon(ცეცხლი) და სლავური ogon. ქართული სიტყვა "ლომ-ი" lomi, ინგლისური "a lion" და სლავური lev ერთიდაიმავე ცხოველს ნიშნავს. ქართული სიტყვა "ქუდი" qudi და ჰოლანდიური "hoed"(ჰუდ) ორივე ენებზე ერთნაირი შინაარსის მატარებელია. ქართული ტერმინი "ქუდი"-ის მონათესავე სიტყვები გავრცელებულია აგრეთვე სხვა გერმანული და კელტური წარმოშობის ენებშიც. სლავური სიტყვა "პეპელ" pepel და ქართული სიტყვა "ფერფლ-ი" ferfli ერთი საერთო ფუძე-ინდოევროპული სიტყვიდან იღებს სათავეს. ძალიან საინტერესოა ერთი უძველესი ინდოევროპული სიტყვა ქართულ ენაში "მ-კერდ-ი" m-kerdi. Kard,kardi უძველესი ხეთების ენაზე გულს ნიშნავდა. ქართულ ენაში კი ეს ფუძე სიტყვა მ-კერდ-ი mkerdi, "კერდ" kerd ნიშნავს მთლიანად ადამიანის გულმკერდის ნაწილს, სადაც გულიცაა მოთავსებული. ეს უნდა იყოს უძველესი საერთო ფუძე- ინდოევროპული ტერმინი, რომელიც შემოინახა ინდოევროპელი იბერების ენამ. ინდოევროპელი იბერების ენაში ტერმინი "კერდ" kerd რა თქმა უნდა გამოიყენებოდა უშუალოდ მხოლოდ გულის მნიშვნელობით. შემდგომ ქართულ ენაში ეს ტერმინი გადმოვიდა და დამკვიდრდა არა მარტო გულის, არამედ მთლიანად ადამიანის გულმკერდის აღმნიშვნელ ტერმინად. ამრიგად ინდოევროპელი იბერების უძველესი ინდოევროპული ტერმინი "კერდ" გადმოვიდა ქართულ ენაში და დღეს იხმარება, როგორც "მ-კერდ-ი". ასეთი ფაქტები უამრავია ძველქართულ ენაში. რადგან სამხრეთ საქართველოს ინდოევროპულ ტოპონიმებს ვეხებით საინტერესოა ერთი ტოპონიმი "ფანასკერტი", ცნობილი ციხესიმაგრე. ეს არის წმინდა ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობის ტერმინი. ტერმინი "კერტ" kert როგორც ჩანს აღნიშნავდა ინდოევროპელი იბერების ენაზე ჩაკეტილ ადგილს, ტერიტორიას. ეს ტერმინი გადმოვიდა ინდოევროპული იბერების ენიდან დღევანდელ ქართულ ენაშიც. კერტ kert, კეტ-ვა ket-va, ჩა-კეტ-ვა cha-ket-va, ანუ ჩაკეტილი სივრცე, შენობა. "ფანას-კერტი" ანუ ყოველი მხრიდან ჩაკეტილი "ფანას" სიმაგრე. მეგრულ ენაში არსებობს ტერმინი "ქარტა", "ქართა" qarta რაც ასევე აღნიშნავს შემოღობილ, შემოზღუდულ ტერიტორიას. ეს მეგრული ტერმინიც ინდოევროპულ-იბერიული ტერმინ "კერტ"-ისაგან არის წარმოშობილი(მეგრული ტერმინი qarta ეწოდება შემოღობილ შინაური საქონლის სადგომ ტერიტორიას. როგორც ჩანს უძველესი ინდოევროპელი ტომები ამ ტერმინს იყენებდნენ შინაური პირუტყვის შემოღობილი სადგომის აღმნიშვნელად). საინტერესოა, რომ ეს ინდოევროპული "კერტ"-"კეტ" ასევე უკავშირდება სლავურ ტერმინს kritii, , za-kritii რაც ასევე სლავურ ენაზე ნიშნავს ყოველი მხრიდან ჩაკეტილ ადგილს, შენობას, სივრცეს. ფაქტი სახეზეა. ინდოევროპელი იბერების ტერმინი "კერტ", დღევანდელი ქართული სიტყვა "კეტ-ვა", ჩა-კეტ-ვა და სლავური "კრიტიი", ზა-კრიტ-იი ზუსტად ერთიდაიმავე შინაარსისაა აღნიშნავს ჩაკეტილ შენობას, ადგილს, სივრცეს და წარმოშობილია უძველესი ერთი საერთო ფუძე-ინდოევროპული სიტყვისაგან. ამის მიზეზია ის, რომ სომხური, გერმანული, სლავური და სხვა ინდოევროპული ენები წარმოშობილი არიან ერთი საერთო უძველესი ფუძე-ინდოევროპული ენისგან. ასევე სამხრეთ საქართველოს შუა საუკუნეების ტოპონიმებში ძალიან გავრცელებული იყო წმინდა ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი-"შენ". მაგალითად "დადა-შენ-ი", "ასპარა-შენ"-ი", "აშმა-შენ-ი", "არმე-შენ-ი" და ასე შემდეგ. ეს უძველესი ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობის ტერმინი გადმოვიდა და ძალიან ფართოდ გავრცელდა დღევანდელ ქართულ ენაშიც. ამ ინდოევროპული ტერმინებისგან წარმოიშვა შემდეგი ქართული ტერმინები: "ახალ-შენ-ი", "შენ-ობა", "ა-შენ-ება", "ნა-შენ-ი", "მ-შენ-ებლობა", "შენ-ება" და ასე შემდეგ. ინდოევროპელი იბერების ენაზეც ეს ტერმინი "შენ" დაახლოებით იმავე შინაარსის უნდა ყოფილიყო როგორიც დღევანდელ ქართულშია გადმოსული. {ეს ორი ტერმინი "კერტ" და "შენ" ისე ღრმად არის გამჯდარი, როგორც ძველ ისე თანამედროვე ქართულ ენაში, რომ ეს უძველესი ინდოევროპული ტერმინები სამხრეთ კავკასიის რეგიონში სწორედ ინდოევროპელი იბერების შემოტანილი უნდა იყოს. ამავე დროს ანტიკურ ხანაში დიდი იბერიის ორი მოზრდილი რეგიონი(ხორძენე და გოგარენე) სომხეთის შემადგენლობაში მოექცა და მოხდა მისი არმენიზაცია. მანამდე ეს ორივე რეგიონი დიდი იბერიის შემადგენელი ნაწილი იყო. შეიძლება სწორედ ამ ორი არმენიზირებული ოლქებიდან მოხდა ამ ორი ტერმინის "კერტ" და "შენ" გადასვლა ძველ სომხურ ენაში. დღევანდელი სომხეთის ადგილობრივი ოფიციალური სახელწოდებაა "ჰაიასტან". "სტან" ეს არის ირანული ტერმინი, რომელიც შემოვიდა სომხურ ენაში და დამკვიდრდა ამ ქვეყნის ადგილობრივ ოფიციალურ სახელწოდებაში. ასეთივე მდგომარეობასთან უნდა გვქონდეს საქმე ზემოთხსენებულ ორ ინდოევროპულ-იბერიულ ტერმინებთანაც "კერტ" და "შენ". ასევე ინდოევროპულ-იბერიულია მესამე ინდოევროპული ტერმინი "ბერდ-ი". ამრიგად შეიძლება 100%-ის სიზუსტით ვთქვათ, რომ სამხრეთ საქართველოში ძველად გავრცელებული ტერმინები "კერტი", "შენ-ი" და "ბერდ-ი" წმინდა ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობისაა. თუმცა თეორიულად შესაძლებელია, რომ ეს სამი ტერმინი "კერტი", "შენი" და "ბერდი" უძველეს დროში არსებობდა, როგორც ინდოევროპელი იბერების ენაში ისე სომხურ ენაშიც და ამ ინდოევროპელმა ხალხებმა ეს ტერმინები მიიღეს უფრო უძველესი ინდოევროპული დიდი ენისგან ძალიან შორეულ დროში. ჩემი პირადი მოსაზრებით კი ტერმინები--"კერტ" და "შენ" წმინდა ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობისაა და ინდოევროპელი იბერების ენიდანაა შემოსული სომხურ ენაში ხორცევანის(ხორძენეს ანუ ყარსის, ანისის, ვალაშკერტის, კარნიფორის) და გუგარეთის(გოგარენეს) დიდი ოლქების არმენიზაციის შემდეგ. ხოლო მესამე ტერმინი "ბერდი" ჩემი ვარაუდით უძველესი დროიდან დამოუკიდებლად არსებობდა ამ ორივე ხალხების ენებში და უძველესი დროიდან მიიღეს ამ ენებმა უძველესი წინაპარი ენიდან. რაც შეეხება კიდევ ერთ ტერმინს "ფორ", ამ ტერმინით სამხრეთ საქართველოში მხოლოდ ერთი რაიონი სახელდება ქართულ წყაროებში. ეს არის "ასისფორი". სომხები მას სომხურ ენაზე უწოდებდნენ "არსიაცფორს". ქართული წყაროს მიხედვით ეს იყო რაიონი, რომელიც მდებარეობდა პროვინცია პარხალსა და პროვინცია თორთომს შორის, მდინარე ჭოროხზე. პერიოდულად ამ რაიონის აღმოსავლეთი ნაწილი შედიოდა თორთომის პროვინციის შემადგენლობაში, ხოლო დასავლეთი ნაწილი კი პროვინცია პარხალის შემადგენლობაში. ტერმინი "ფორ" სხვაგან ქართულ წყაროებში არსად გვხვდება. არც ამისი მსგავსი რაიმე ტერმინი ქართულ ენაში არ იძებნება. აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ეს ტერმინი სომხური წარმოშობისაა და ისტორიის რომელიღაც ეტაპზე, რომელიღაცა ქართველმა ისტორიკოსმა თუ გეოგრაფმა სომხური გეოგრაფიული წყაროების გავლენით შემოიტანა ტაოში და "ასისფორი" უწოდა ამ რაიონს. ტაოს მხარეს ანტიკურ ეპოქაში მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სომხეთთან. ტაოს მეომრები ხშირად ღებულობდნენ მონაწილეობას სომხეთის ომებში, როგორც დაქირავებულები. ამას ემატება მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობა. ამიტომ მდინარე ჭოროხის ერთერთ შენაკად ხევს ვიღაცამ დაარქვა "ასისფორი". თუ კი ინდოევროპელი იბერების ტერმინები "კერტ" და "შენ" გავრცელდა სომხეთში, ასევე სავარაუდოდ სომხური ტერმინი "ფორ" აღმოჩნდა ტაოში. როგორც უკვე ითქვა გარდა ამ რაიონისა "ფორ" ქართულ წყაროებში სხვაგან არსად არ გვხვდება. მე ვფიქრობ, რომ რადგანაც სომეხი ძველი გეოგრაფები და ისტორიკოსები ამ რაიონს უწოდებდნენ თავიანთ ენაზე "არსიაცფორს", ამიტომ ეს სომხური ტერმინი როგორღაც გადმოვიდა ტაოში და გახდა "ასისფორი". ჩემი ვარაუდით ეს ტერმინი ამ რაიონთან მიმართებაში გამოიყენა არა ადგილობრივმა ტაოელმა მწერალმა, არამედ აღმოსავლეთ საქართველოში მცხოვრებმა, რომელიღაც მემატიანემ ძველი სომხური გეოგრაფიის გავლენით. "ქართლის ცხოვრება" ხომ აღმოსავლეთ საქართველოში იქმნებოდა და იწერებოდა და არა ტაო-კლარჯეთში}. ძველ საბრძოლო იარაღს მახვილს ქართულ და ინდოევროპულ ენებში ერთი საერთო ფუძე-წარმომავლობა აქვთ. ძველი გერმანული ტერმინი "maki", ძველი ქართული "მახვი-ლი" makhvi-li და სლავური "mech" რომელიღაც უძველესი ინდოევროპული სიტყვისგან იღებს სათავეს(ეს ტერმინიც საერთო ფუძე-ინდოევროპული წარმოშობის უნდა იყოს და ინდოევროპელთა წინაპრების ენაზე ნიშნავდა ბასრ, მჭრელ საგანს). უძველესი ქართული ტერმინი "დევი" devi ეწოდებოდა მითიურ ძლიერ და ბოროტ არსებას. ეს ტერმინი პირდაპირ კავშირშია ინგლისურ ტერმინ "devil" და სლავურ ტერმინ diavol-თან. ეს სამივე ტერმინები("დევი" devi, diavol და "devil") უძველესია და სათავეს იღებს უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენისგან. ქართული ტერმინი "მორევი" morevi ეწოდება წყალში(მდინარეში) საშიშ ადგილს, რომელიც წყლის სიღრმეში ითრევს ადამიანებს, ნავებს. ეს ქართული ტერმინი "მორევი" აშკარად უკავშირდება სხვადასხვა ინდოევროპულ ენებში და მათ შორის სლავური და გერმანული წარმოშობის ენებში "ზღვის" აღმნიშვნელ ტერმინებს(ეს ტერმინიც უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენისგან უნდა იყოს). ძალიან საინტერესოა ინდოევროპულ ენებში "კლდის" აღმნიშვნელი ტერმინები: rok, rokk, rock. ამ ინდოევროპული ტერმინიდან არის წარმოშობილი ქართული სიტყვა "ხრიოკ-ი" khrioki, რომელიც უნაყოფო ადგილს, ქვა-ღორღიან ადგილს ნიშნავს. ამ ინდოევროპულ-იბერიული ტერმინიდან არის წარმოშობილი სახელწოდება "როკის უღელტეხილი", მდინარე "როკისწყალი". ხოლო დღევანდელ მეგრულ ენაში ტერმინი "როკი" roki ზოგჯერ გამოიყენება რაიმე მაგარი საგნის აღმნიშვნელად. მაგალითად ზოგიერთი მაგარი სახეობის ხის ჯიშის მორის ნაჯახით დაჩეხვისას, როცა ხის მორის დაჩეხვა ძალიან რთულია იტყვიან "როკ-ია, "როკივითაა". აგრეთვე დახნული ან დაბარული მიწის ნაკვეთში როცა ზოგჯერ მიწის ბელტები ძალიან გამოშრება და გაქვავდება და რთული დასამუშავებელია და დასაფარცხია სამეგრელოში იტყვიან "როკი-ა", "როკი-ვითაა". მეგრულ ენაში ტერმინი "როკი" ზოგჯერ ადამიანის მიმართაც გამოიყენება, როგორც "ზედმეტად ჯიუტი", "ზედმეტად კერპი", "ზედმეტად შეუსმენელი" ადამიანი. ასეთ ძალიან ჯიუტ და უტეხ ადამიანს სამეგრელოში ზოგჯერ მოიხსენიებენ როგორც "როკი". მეგრულ ენაში შემოსული ეს ტერმინი აშკარად ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობისაა. აშკარად ჩანს, რომ ინდოევროპელი იბერების ენაზე ტერმინი "როკ-ი" rok ნიშნავდა "კლდე"-ს. ამ ინდოევროპულ-იბერიული ტერმინიდან შემდგომ წარმოიშვა ქართული სიტყვა "ხრიოკ-ი" khrioki, ხოლო მეგრულ ენაში დამკვიდრდა უცვლელად ეს ტერმინი "როკ-ი", როგორც მაგარი საგნის და ზედმეტად კერპი ადამიანის სინონიმად. მეგრულ ენაშიც საკმაოდაა შემოსული უძველესი დროში ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობის სიტყვები. მაგალითად ინგლისური ტერმინი "Boy"(ბოი) და მეგრული ტერმინი "ბოშ"-ი bosh ორივე ენებში "ბიჭს" აღნიშნავს და საერთო ფუძე-წარმომავლობა აქვთ. ასევე საერთო ფუძე-წარმომავლობა აქვთ მეგრულ ტერმინს "ჟვაბუ" zhvabu და სლავურ "ჟაბა"-ს zhaba და ამ ენებში "ბაყაყს" ნიშნავს. მეგრულ ენაში "ბორია" boria და ქართულ ენაში "ბორიო" borio უძველესი დროიდან ძლიერ ქარს ეწოდებოდა. ამ ტერმინებს საერთო ფუძე-წარმომავლობა აკავშირებს სხვადასხვა ინდოევროპულ ენებთან(სლავური, გერმანული, ირლანდიური და სხვა ენები. ეს ტერმინიც უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენისგან უნდა მოდიოდეს). მეგრულ ენაში ტერმინი "ლეკ-ი" lek, "ლექ-ი" leq ეწოდება ბუნებაში ბუნებრივ ჭაობიან წყალს, ტალახიანი წყლის ტერიტორიას, მღვრიე დაგუბებული წყლის ტერიტორიას. ეს მეგრული ტერმინი პირდაპირ კავშირშია ინგლისურ ტერმინ "lake"-თან, რომელიც ტბას ნიშნავს. ტერმინი "ლექი" leqi დამკვიდრდა ქართულ ენაშიც და გამოიყენება ამღვრეული წყლის სინონიმად. ამ ტერმინისგან წარმოიშვა აგრეთვე ქართული ტერმინი "ნალექი" na-leqi. ამ ტერმინს ქართულ ენაში აგრეთვე იყენებენ ზედმეტად დატენიანებულ-დაჭაობებული ნიადაგის აღმნიშვნელადაც. მსგავსი ტერმინები არის აგრეთვე სხვა ზოგიერთ ინდოევროპულ ენებშიც. სავარაუდოდ უძველესი ინდოევროპელი ტომები ამ ტერმინს ხმარობდნენ შედარებით მცირე ზომის ტბების, დაჭაობებული და ტალახიანი დაგუბებული წყლის აღმნიშვნელად. ხოლო განსაკუთრებით დიდი ტბების აღმნიშვნელი ტერმინები უძველესი ინდოევროპელების ენაზე სავარაუდოდ იყო ტერმინები- "more", "meer", "mar" და ასე შემდეგ. ამ ტერმინებს ისინი უწოდებდნენ ალბათ ისეთ დიდ ტბებს როგორებიცაა მაგალითად ბაიკალი, ბალხაში, არალი, აგრეთვე მონღოლეთის და აღმოსავლეთ ყაზახეთის ზოგიერთი დიდი ტბები. შემდგომ მოგვიანებით ინდოევროპელებმა ეს დიდი ტბების აღმნიშვნელი ტერმინები უწოდეს ზღვებსაც. საინტერესოა ისიც, რომ დღევანდელ ჰოლანდიურ ენაში ტბას ეწოდება "meer". ძველ ქართულ ენაში ტერმინი "რუვი" ruvi(ნაკადული, მდინარის პატარა განშტოება) და ინგლისური river, სლავური ruchio, reka, ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები გავრცელებულია სხვა გერმანულ, სლავურ და რომანულ ენებში. მეგრულ ენაში ჯოხს ეწოდება "ტუკი" tuki. ეს მეგრული ტერმინი პირდაპირ უკავშირდება გერმანული წარმოშობის ენებში გავრცელებულ ტერმინებს- "stick", "stok", რომლებიც ასევე აღნიშნავენ "ჯოხს". ამ ტერმინებს ენათესავები ქართული "კეტი" keti. უძველესი ქართული სიტყვები "დააზრო" daazro, დამზრალი" damzrali, "მზრალი" mzrali ნიშნავდა "გაყინვას", გაყინულს". ასეთივე შინაარსისა სლავური ტერმინი "ზამიორზლა" zamiorzla და საერთო ფუძე-წარმომავლობა აქვთ. აქ აშკარად ჩანს, რომ სლავური ტერმინები moroz, mraz და ყინვის აღმნიშვნელი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი ერთნაირი იყო. ძალიან საინტერესოა ინდოევროპელი იბერების ენიდან ქართულ ენაში გადმოსული ტერმინი "ბრინჯაო" brindjao. ეს ტერმინი ენათესავება ევროპულ ტერმინებს- "bronze", "bronza" და ასე შემდეგ. აგრეთვე ენათესავება ირანულ ტერმინს--"berenj". ჩემი ვარაუდით ეს ტერმინი უძველესია და წარმოშობილია ძვ. წ. აღრიცხვით მე-4 ათასწლეულში ცენტრალური აზიის სტეპებში. კატისებრთა ოჯახის პატარა წარმომადგენელს ქართულ და მეგრულ ენებში ეწოდება "კატა" kata , "კატუ" katu. ამ ტერმინების მონათესავე ტერმინები ფართოდაა გავრცელებული აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ ევროპის ხალხებში. აშკარაა, რომ ეს ტერმინები მომდინარეობს უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენიდან. კატის ნაშიერს ქართულ ენაში ეწოდება "კნუტი" knuti, "კატუნა" katuna(კატუნია). ეს ტერმინები კავშირშია გერმანულენოვან ხალხებში გავრცელებულ ტერმინებთან- "kitten", "kattunge". უძველესი ქართული ტერმინი "ფლატე" flate პირდაპირ კავშირშია როგორც აღმოსავლეთ ევროპის ისე დასავლეთ ევროპის ხალხებში გავრცელებულ ტერმინებთან--"plateau", "plato", "plata", "platou" და ასე შემდეგ. ეს მონათესავე ტერმინები აშკარად სათავეს იღებს უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენიდან. ინგლისურ ტერმინს "back"(ბექ) და ქართულ ტერმინს beqi საერთო წარმომავლობა აქვთ. ინგლისურ ენაზე ეს ტერმინი ნიშნავს "ზურგს". ხოლო ქართულ ენაში ეს ტერმინი ნიშნავს მინდორში, ველზე ამაღლებულ ადგილს. ანუ ინდოევროპელი იბერების ენაზეც ეს ტერმინი ნიშნავდა "ზურგს". ხოლო ველზე ამაღლებულ ადგილს აგრეთვე უწოდებდნენ beq-ს, რაც ნიშნავდა "მინდვრის ზურგს", "ველის ზურგს". ამ შინაარსით გადმოვიდა და დამკვიდრდა ეს ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი ქართულ ენაში. სხვათა შორის დღესაც სამეგრელოში იმ რაიონში სადაც მე ვცხოვრობ მიწასთან, მინდორთან მიმართებით ახლაც იხმარება ტერმინი "ზურგი". მაგალითად "დიხა-ზურგა" (ქართულად-"მიწა-ზურგა") და ნიშნავს მიწის მასივის შედარებით მაღალ ტერიტორიას. აგრეთვე აქ ხმარობენ ტერმინს "ნა-ზურგო". ამ ტერმინს უწოდებენ მიწის ნაკვეთის იმ წესით დახვნას, როცა დახნული მიწის შუა ზოლი მაღალი რჩება, ხოლო ნაპირების მიმართულებით კი ოდნავ დამრეცია და დაბლდება. ინდოევროპელი იბერების წინაპრების ენაზე კი "ზურგს" ეწოდებოდა beq-ი და ისინიც იყენებდნენ ამ ტერმინს ბუნებრივი რელიეფის შედარებით ამაღლებული ადგილების აღმნიშვნელად. ინგლისური ტერმინი "peace"(fis) და ქართული ტერმინი "ფიც-ი" fici მონათესავე ტერმინებია. ამ ტერმინებს ხმარობდნენ რამდენიმე ათასი წლის წინ აზიის სტეპებში მცხოვრები უძველესი ინდოევროპელი მეომარი ტომები, როდესაც ხდებოდა "ფიცის დადება" ზავზე და მშვიდობაზე სამშვიდობო მოლაპარაკების დროს. მეგრულ ენაში არსებული ტერმინი "ხაბო" khabo ეწოდება მდინარის მაღალ ციცაბო სანაპიროს, კლდის, სიმაღლის, უფსკრულის ციცაბო ნაპირს. ეს მეგრული ტერმინი ნათესაობაშია სლავურ ენებში გავრცელებულ ტერმინ khrebet-თან და ამ ტერმინის მონათესავე სხვადასხვა სლავურენოვან ხალხებში გავრცელებულ სხვადასხვა მსგავს ტერმინებთან(khribt, khrib, hrib და ასე შემდეგ). ქართული ტერმინი "ხრამი" khrami იგივე რაც მეგრული khabo, სლავური khrebet, khrib. მეგრული ტერმინი "სინტე" sinte(სინათლე) და სლავური svet მონათესავე სიტყვებია. აქვე საინტერესოა შემდეგი ფაქტი, საქართველოს ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მთიანი და მაღალმთიანია, მაგრამ ყველა ტერმინები ქართულ ენაში რომელიც მთებს და სიმაღლეებს უკავშირდება ინდოევროპულია. ეს ტერმინებია: მთა mta, გორა gora, გოლა gola(მეგრულად მთას ნიშნავს), ფლატე flate, გორაკი goraki, ბექი beqi, ხაბო khabo(მეგრული) ანუ სლავური khrebet, khrib, ხრამი khrami, როკი roki(მეგრული), ხრიოკი khrioki, ხომლი khomli ანუ "ხოლმ"-"ჰოლმ". ეს ტერმინები პირდაპირ კავშირშია სლავურ და გერმანულ-ანგლოსაქსონურ ენებთან. მეგრული ტერმინები "კოტო" koto(თიხის ქვაბი"), "კარდილა" kardila(ლითონის ქვაბი) და ქართული ტერმინი "კარდალა" kardala(ლითონის ქვაბი) და "ქოთანი" qotani (თიხის ქვაბი) პირდაპირ კავშირშია როგორც დასავლეთ ევროპის ისე აღმოსავლეთ ევროპის ხალხებში გავრცელებულ მონათესავე ტერმინებთან. ქართული უძველესი ტერმინები--ვლენა, ევლინება, განვლენა, მოვლენა, ავლენდა, რომლის ფუძეა "ვლენა" vlena პირდაპირ უკავშირდება იგივე შინაარსის სლავურ ტერმინს iavlenie. ეს უეჭველად უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ტერმინი იყო, რომელსაც უძველესი ინდოევროპელები იყენებდნენ სხვადასხვა ამოუცნობი ბუნებრივი მოვლენების აღმნიშვნელად. მეგრული ძველი ტერმინი "ბუნა" buna ეწოდება ადამიანთა ჯგუფს, ადამიანთა კავშირს. ეს ძველი მეგრული ტერმინი buna პირდაპირ უკავშირდება საშუალო ზემო-გერმანულ ტერმინს "bunt"(bund), რომელიც ნიშნავს "კავშირს". ამ ტერმინებს უკავშირდება აგრეთვე ქართული ტერმინი "გუნდი" gundi(ადამიანთა ჯგუფი, კავშირი). ქართული ტერმინი "ველი" veli, ინგლისური valley, ჰოლანდიური "veld" და გერმანული "feld", ნორვეგიული felt. ქართული ტერმინი "ვაკე" vake(დაბლობი) და ჰოლანდიური "vlakte". ქართული ტერმინი "ბოგირი" bogiri(პატარა ზომის ხიდი), მეგრული ტერმინი "ბოგა" boga(ასევე პატარა ხიდი) და გერმანულენოვან ხალხებში გავრცელებული ტერმინები "bridge", "bro", "brucke". ქართული ტერმინი "შავი" shavi და გერმანული "schvarz". ქართული ტერმინი "ფერი" feri და გერმანულენოვანი ტერმინები farbe, farg, farge. ქართული ტერმინი "მუქი" muqi და ნორვეგიულ-შვედურ-დანიური mork, morkt და სლავური mrak. ქართული ტერმინი "მაგარი" magari და გერმანულ-დანიურ-ჰოლანდიურ-ნორვეგიული ტერმინები magt, makt, macht. ქართული ტერმინი "თოკი" toki და ნორვეგიული tau, ჰოლანდიური touw. ქართული ტერმინი "ქსოვა" qsova და ირლანდიური sew, ინგლისური sew, ისლანდიური sauma, ნორვეგიულ-დანიური sy. ამ ტერმინების მონათესავე ტერმინები, რომელიც აღნიშნავს "ქსოვას" ფართოდ გავრცელებულია აგრეთვე სლავურ ენებში. შეიძლება დაზუსტებით ჩაითვალოს რომ ტერმინები ქართულ-გერმანულ-ირლანდიურ-სლავურ ენებში რომელიც ნიშნავს "ქსოვას" უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენიდან იღებს სათავეს. ქართული ტერმინი "ეტაკა" etaka(დაჯახება, თავდასხმა), მეგრული ტერმინი "ატაკუ" ataku(დაეჯახა, თავს დაესხა) და დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებში გავრცელებული იმავე შინაარსის ტერმინები- "attack", "attaque", "ataka" და ასე შემდეგ. ქართული ტერმინი "რიგი" rigi(მწკრივი) და დასავლეთ ევროპის და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებში გავრცელებული იგივე შინაარსის ტერმინები -"row", "red", "reihe", "riad", "rad" და ასე შემდეგ. მეგრული ტერმინი "ორნა" orna და ინგლისური ტერმინი "oral" ერთიდაიგივე შინაარსის გამომხატველი ტერმინებია. მეგრული ტერმინი "მუსხიე" muskhie ზოგჯერ გამოიყენება ტერმინ "ბევრის" სინონიმად და აქედან გამომდინარე ენათესავება შვედურ-ნორვეგიულ-დანიურ ტერმინებს- "mycket", "mye", "masse". ქართული ტერმინი "ბუღა" bugha და ინდოევროპული ტერმინები- "bull", "bul", "bik", "buk". ქართული ტერმინი "ნესტი" nesti, ნოტიო notio და გერმანული "nass", ჰოლანდიური ""nat", ნორვეგიული nytte, შვედური nytta. ქართული "ტენი" teni (ნესტის ერთერთი სინონიმია), ეს ტერმინი ირიბულად კავშირშია სლავურ ტერმინთან ten (ჩრდილი). ჩრდილოვან ადგილებში სადაც მზის სხივები ვერ აღწევს ჩნდება ნესტი, ტენი. აქედან კი ჩნდება ირიბი კავშირები ამ ქართულ-სლავურ ტერმინებს შორის. ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე "ჩრდილის" ერთერთი სახელწოდება-სინონიმი ყოფილა ten. ძველქართულ ენაში კი ეს ტერმინი მკვიდრდება "ნესტის" და "ნოტიოს" სინონიმად, რომელიც დამახასიათებელია ჩრდილოვანი ადგილებისთვის. თვითონ ტერმინი "ჩრდილი"-ც (chrdili) სავარაუდოდ ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობის ტერმინია და სავარაუდოდ ენათესავება ინგლისურ ტერმინს shade. ამ ქართულ-ინგლისური ტერმინების პირველი ასო-ბგერები "ch" და "sh" ერთმანეთის ისტორიულად მონაცვლე ასო-ბგერებს უნდა წარმოადგენდეს. ქართული ტერმინი "ფართო", "ფართე" farte და გერმანული ""breit". მეგრული ტერმინი "ტობა" toba(ღრმა, სიღრმე) და გერმანული ტერმინი "Tiefe". ამ ინდოევროპული ტერმინებიდან (toba, "tife") წარმოიშვა ქართულ და მეგრულ ენებში ტერმინი "ტბა" tba(ბუნებრივი წარმოშობის დაგუბებული ღრმა წყლის ტერიტორია). ქართული ტერმინი "რტო" rto(ხის ტოტი, ხის წანაზარდები) და ინგლისურ-ნორვეგიულ-შვედურ-დანიური ტერმინები "root", "rot". ქართული ტერმინი "რქა" rqa(ცხოველის რქა) და სლავური roga. ქართული ტერმინი "ბუდე" bude(ფრინველის საცხოვრებელი) და გერმანული ტერმინი "buchse". ამ ტერმინებს უკავშირდება ინგლისური ტერმინი "bud"(ყვავილის კვირტი). ინგლისურ ენაში ეს ტერმინი დამკვიდრდა, როგორც "ყვავილის ბუდე", სადაც ცხოვრობს ყვავილის ჩანასახი. ქართულ ენაშიც ეს ტერმინი აგრეთვე იხმარება, როგორც სულიერი ისე სხვადასხვა უსულო საგნების სათავსო მოწყობილობად. მაგალითად "იარაღის ბუდე", "დანის ბუდე". მეგრულ ენაში ეს ტერმინი bude აგრეთვე იხმარება შინაური პირუტყვის ახალდაბადებული ნაშიერის გარსად, რომელიც მას ქონდა დედის მუცელში ცხოვრების დროს. ეს ტერმინები("ბუდე" bud, "Bud", "buchse") ძალიან ძველია და მისი წარმოშობა დაკავშირებულია სიცოცხლის დაბადებასთან. ქართულ ენაში ამ ტერმინ "ბუდე"-საგან წარმოშობილია ყველა ცოცხალი არსების გაჩენა, "და-ბად-ება", "დაი-ბად -ა"(ბუდე და ბად). ინდოევროპულ ენებშიც ეს ტერმინი უკავშირდება დაბადებას. გერმანული "geburt", ინგლისური "birth", ჰოლანდიური "geboorte", ნორვეგიული "fodsel", შვედური "fodelse", ირლანდიური "breithe". ქართული ტერმინი "ლეში" leshi და სერბიული lesh, გერმანული "leiche". ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები აგრეთვე გავრცელებულია სხვა სლავურ და გერმანულ ენებშიც. მეგრული ტერმინი "ბუა" bua(ცხოველის ბეწვი) და ჰოლანდიური "bont", ინგლისური "fur". ქართული ტერმინი "მ-რუდ-ე" m-rude და დანიური "brudt". ამ ტერმინის ფუძეა "rud". მეგრული ტერმინი "დრიგუ" drigu(თავხედურად გამბედავი, თავხედური საქციელი, უხეშად გამბედავი) და სლავური ტერმინები derzost, derzskii. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები გვხვდება აგრეთვე ძველ პრუსიულ, გერმანელი გოთების და ბერძნულ ენებში. ქართული ტერმინი "რაინდი" raindi და გერმანულ ენოვან ხალხებში გავრცელებული ტერმინები "ridder", "ridari", "ritter", ირლანდიური "ridire", სლავური "ricar". ეს ტერმინი უძველეს ინდოევროპელ ტომებში როგორც ჩანს ეწოდებოდა "მხედარს", "ცხენოსანს". საინტერესოა ის ფაქტი, რომ მე-11 საუკუნის ქართველი მწერლის მოსე ხონელის ნაწარმოებში "ამირანდარეჯანიანში" რაინდი raindi ეწოდება "ცხენის გამხედნავს", ანუ პროფესიონალ ცხენოსანს, ცხენოსნობის ოსტატს. აქედან გამომდინარე ეს ტერმინი თავდაპირველად უძველესს ინდოევროპელ ტომებში გამოიყენებოდა ცხენების გამხედნავის, ცხენების მომთვინიერებლების, ცხენოსნობის ოსტატების აღმნიშვნელად. შემდგომ მოგვიანებით შუა საუკუნეებში ამ უძველესმა ინდოევროპულმა ტერმინმა ევროპაში სახეცვლილება განიცადა და ფეოდალთა ფენის ერთერთ ტიტულად იქცა. ამ ტერმინმა მოგვიანებით საქართველოშიც განიცადა სახეცვლილება და ცხენების გამხედნავის და მომთვინიერებლის(მწვრთნელის) პროფესიიდან გადაიქცა ვაჟკაცობის, შემართების, სიქველის, კეთილშობილური ქცევების სინონიმად. თუმცა ევროპისგან განსხვავებით საქართველოში ამ ტერმინს სახეცვლილების შემდეგ ტიტულის ფორმა არ მიუღია. ქართული ტერმინი "ფოთოლი" fotoli, ფურცელი furceli (ხის ფოთოლი) და ინგლისური "foliage", ალბანური "flete", გალისიური "folla", იტალიური "foglio", რუმინული "foiaie". მეგრული ტერმინი "ფალაგე" falage(ქარის მიერ ერთ ადგილას დაგროვებული ფოთლების გროვა) და ინგლისური ტერმინი "foliage"(მცენარის ფოთლები). ქართული ტერმინები "ბედი" bedi, "უ-ბედ-ურება" u-bed-ureba(ცუდი ამბავი) და სლავური beda, ინგლისური "bad"(ცუდი). მეგრული ტერმინი "კუტა" kuta(მოკლე) და დასავლეთ ევროპული "cort", "curt", "curto". სლავური ტერმინები korotkii, krotkii და ასე შემდეგ. ქართული ტერმინი "ნა-დირ-ი" na-dir-i(მხეცი. ფუძეა dir) და გერმანული "tier", ისლანდიური "dyrio", ნორვეგიული "dyret". ძველი ქართული ტერმინი "ბაბრი" babr-i(დიდი დათვი) და გერმანულ ენებში bear, bare, bera, bjorn, bara. საინტერესოა ისიც, რომ მეგრულ ენაში "გენ"(gen) ეწოდება შინაური პირუტყვის(ძროხის) პატარა ნაშიერს, რაც დიდი ალბათობით უკავშირდება უძველეს ინდოევროპულ ტერმინს "gen". ქართული ტერმინი "სა-ფრთხე" sa-frtkhe(საშიშროება. ფუძეა frtkhe) და ალბანური "frike", ინგლისური "fraigt", ნორვეგიული ""frukt", დანიური "frugt". ქართული გამოთქმა "ბარი ბარში" bari barshi ნიშნავს "სამართლიანობის აღდგენას" ორ დაპირისპირებულ პიროვნებას შორის ხალხურ ენაში ანუ თანასწორობას, გათანასწორებას ერთმანეთთან. ეს გამოთქმა პირდაპირ კავშირშია დანიურ-ისლანდიურ-ნორვეგიულ-შვედურ ტერმინებთან "bare", "bara"(სამართლიანი). ამ ქართულ-გერმანულ-ენოვანი ტერმინები, როგორც ჩანს სათავეს იღებს ტერმინისგან "ბარი" bari, რომელიც ქართულ ენაში სწორი, ვაკე ბუნებრივი რელიეფის სინონიმია. ეს სწორი ბუნებრივი რელიეფის სინონიმისგან " ბარი" უძველეს ინდოევროპულ ენებში წარმოიშვა ახალი ტერმინი "ბარი - ბარი" ანუ "ერთმანეთის თანასწორი", "გათანასწორება". მეგრული ტერმინი "შერ" sher ნიშნავს შეშლილს, გიჟს. თუმცა ეს ტერმინი ზოგჯერ გამოიყენება არანორმალურად ღონიერი ადამიანის, აგრეთვე დაუნდობელი და განრისხებული ადამიანის სინონიმებად. ეს მეგრული ტერმინი sher როგორც ჩანს უკავშირდება გერმანულ ტერმინს "schwer"(სასტიკი). ქართული ტერმინი "სა-სტიკი" sa-stiki და სლავური zhestokii. ამ ტერმინების ფუძეა stik, stok. ქართული ტერმინი "ეკალი" ekali და სლავური kaliuchii, kaliuchka(ეკალი, ეკლიანი), მეგრული ტერმინი "კალიე" kalie(ეკლიანი მცენარე). ამ ქართული და სლავური ტერმინების ფუძეა kal. ქართული ტერმინი "ბარდი" bardi(ეკლიანი მცენარეების ბუჩქები) და ინგლისური ტერმინი "barbed"(ეკალი, ეკლიანი). ქართული ტერმინები "ლესვა", "ა-ლესვა" lesva და სლავური lezvie. ქართული ტერმინი "წუმპე" ts'umpe(დაგუბებული უსუფთაო წყალი) და გერმანული "sumpf", დანიური "sump"(ჭაობი). ქართული ტერმინი "ტარ-ტალი" tar-tali(ბევრი გადაჭარბებული ლაპარაკი. ფუძეა tal) და ჰოლანდიური ""taal"(ენა). ქართული ტერმინი "ლაპარაკი" laparaki და ნორვეგიულ-შვედური "sprak"(ენა). ამ ტერმინების ფუძეა ქართული parak და ნორვეგიულ-შვედური "prak". ქართული ტერმინი "შალითა" shalita(სხვადასხვა საგნებზე გარეთ ჩამოსაცმელი ქსოვილისგან ან ტყავისგან დამზადებული ხელოვნური "გარსი", სადაც მოთავსებულია სხვადასხვა საგნები) და გერმანული წარმოშობის ენებში გავრცელებული ტერმინები sheath, schelp, shell, schale, shalle, skel, skal. ეს ზემოთჩამოთვლილი გერმანულენოვანი ტერმინები არის "გარსი". ქართული ტერმინები "ფუტურო", "ფუღურო" futuro (გამხმარი და დამპალი ხის შიგნით წარმოშობილი სიცარიელე) და გერმანული "futteral", სლავური futliar. ამ ტერმინებს უძველესი ინდოევროპელი ტომები როგორც ჩანს ხმარობდნენ გამხმარი და დამპალი ხის შიგნით წარმოშობილი სიცარიელის აღმნიშვნელად. ქართული ტერმინი "ლეიბი" leibi (ბამბისგან ან მატყლისგან დამზადებული ადამიანის რბილი საწოლი, "მატრასი") და ირლანდიური "leab"(ადამიანის საწოლი , ლოგინი). როგორც ჩანს ამ ტერმინებს ხმარობდნენ უძველესი ინდოევროპელები ცხოველის ტყავებისგან მოწყობილი საძინებლის, დასაწოლი ადგილის აღმნიშვნელად. ეს უძველესი ინდოევროპული ტერმინი შემოინახა ირლანდიურმა და ინდოევროპულ-იბერიულმა ენებმა. მეგრულ ენაზე ეს ტერმინია leb. ქართული ტერმინი "ლოგინი" logini (საწოლი) და სლავური ტერმინები leglo, lojak. (საწოლი). ქართული ტერმინი "პრიალა" priala და ესპანური "brillo", გალისიური "brillar", ინგლისურ-ირლანდიურ-ისლანდიური "sparkle", სლავური blesk. ქართული ტერმინი "ასე"(ase) და გალიციური "asi", რუმინული "asa", დანიურ-ინგლისურ-შვედურ-ფრანგული sa, so, si. ქართული ტერმინი "აქ"(aq) და გალიციურ-ესპანური "aqui", იტალიური "qui". მეგრული ტერმინი "სი" (si)(შენ) და გერმანული "sie". აქ ეს ორივე მეგრული და გერმანული ტერმინები ზუსტად ერთნაირად გამოითქმის. ქართული ტერმინი "ის"(is) და გერმანული "es", იტალიური "esso". ქართული ტერმინი "ეს"(es) და იტალიური "esso", ინგლისური "thies". მეგრული ტერმინი "თეს"(tes) და ინგლისური "thies". მეგრული ტერმინი "თის"(tis, "მას") და ინგლისური "thies". ქართული ტერმინი "მერე"(mere) და ჰოლანდიურ-დანიურ--ისლანდიურ-შვედური ტერმინები meer, mere, meira, mer თავისი შინაარსით ერთმანეთთან ახლოსაა და როგორც ჩანს ძველად აშკარად ერთიდაიგივე მნიშვნელობით გამოიყენებოდა. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები არის ვალიურ, გალიციურ, ესპანურ, პორტუგალიურ ენებში. ქართული ტერმინი "მიდი" midi(წადი) და ვალიური "mynd", სლავური idi, uidi. ქართული ტერმინი "კუდი"(kudi) და იტალიურ-კატალონიურ-პორტუგალიურ-რუმინული coda, cua, cauda, coada. ქართული "მაგრამ" magram, მეგრული ტერმინი "მარა" mara (ქართულად "მაგრამ") და ჰოლანდიური maar, იტალიური ma, დანიურ-ნორვეგიულ-შვედური men. მონათესავე ტერმინები გვხვდება ზოგიერთ რომანულ ენებშიც. ქართული ტერმინი "ბინდი" bindi ეწოდება როცა დაღამებას იწყებს და ადამიანი ცუდად ხედავს. ამ ტერმინს ქართულ ენაში აგრეთვე იყენებენ ნახევრად დაბრმავებული ადამიანის მიმართ "ბინდი თვალებში", "თვალებზე ბინდი გადაეკრა", "ბინდიანი თვალები" და ასე შემდეგ. ეს ტერმინი "ბინდი" bindi ენათესავება გერმანული წარმოშობის ხალხებში გავრცელებულ ტერმინებს "blind"(ბრმა), blinde, blindur. ამ ტერმინიდან წარმოიშვა ქართული ტერმინი "ბუნდოვანი" bundovani(ცუდი მხედველობა). ქართული ტერმინი "დიახ" diach და სლავური ტერმინები da, di და ასე შემდეგ. ქართული ტერმინი "ძველი" dz-veli და კატალონიური vell, პორტუგალიური velho, გალიციური vello. ამ მონათესავე ტერმინების ფუძეა "ველ" vel. ამ ტერმინის ორიგინალი ინდოევროპულ-იბერიულ ენაში უნდა იყოს "ჯველ" j-vel. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ ამ ტერმინის მონათესავე ტერმინი არის მეგრულ ენაში "ჯვეში" (ძველი). ამ შემთხვევაში მეგრულ ენაში შემოინახა ამ ტერმინის ინდოევროპულ-იბერიული ორიგინალი ასო-ბგერა "ჯ". ხოლო ქართულ ენაში კი ტრანსფორმირდა "ძ"-დ. ქართულ ენაში ძნელად საურთიერთობო და უკონტაქტო ადამიანის სინონიმად ზოგჯერ გამოიყენება ტერმინი "მუდო" mudo. ამავე დროს ვალიურ -გალიციურ-ესპანურ-პორტუგალიურ ენებში ადამიანს, რომელსაც მეტყველება არ შეუძლია ეწოდება mudo, mud. ხოლო დანიურ-ნორვეგიულ-ირლანდიურ-ისლანდიურ-იტალიურ-კატალონიურ ენებში ეწოდება muto, mut, mute. როგორც ჩანს ეს დასავლეთ ევროპული ტერმინები და ქართული ტერმინი mudo უძველეს დროში ერთიდაიგივე შინაარსის გამომხატველი იყო. დღევანდელი ქართული ტერმინი "მუნჯი" munji(ადამიანი, რომელიც ვერ მეტყველებს) ამ ტერმინებთან ნათესაობაში უნდა იყოს. ქართული ტერმინი "ცრუ" cru"(მატყუარა) და ვალიური cufrys, გერმანულ ენებში sluw, slu, snu. ქართული ტერმინი "სარკე" sarke და სლავური zerkalo. იმ უძველეს დროში არ არსებობდა "სარკე", მაგრამ უძველესი ადამიანები თავიანთ გამოსახულებას და სხვადასხვა სხეულების გამოსახულებებს ხედავდნენ წყალში. მათთვის იმ უძველეს დროში ეს საინტერესო მოვლენა იყო და ამ მოვლენას უწოდებდნენ sarke, zerkalo. მოგვიანებით როცა გაჩნდა სარკე მათ ამ ნივთს უწოდეს იმ მოვლენის სახელი სადაც თავიანთ გამოსახულებას ხედავდნენ წყალში. ქართული ტერმინი "მ-ზერა" m-zera და სლავური zrenie. ქართული ტერმინი "ბურუსი" burusi(ნისლისგან ჰაერის დაბნელება), "და-ბურ-ული"(ფუძეა "ბურ" bur) ტყე, ეწოდება ძალიან ხშირ და ნახევრად ბნელ ტყეს, სადაც მზის სხივები ვერ აღწევს და ნახევრად ბნელი გარემოა. ამ ქართული ტერმინების ფუძეა "ბურ" bur. ეს ტერმინი უკავშირდება სლავურ ტერმინს burii(მუქი-რუხი). ჩანს, რომ უძველეს ინდოევროპელებში ფუძე-ტერმინი "ბურ" bur იხმარებოდა მუქი ფერის, სიბნელის სინონიმად. მეგრული ტერმინი "ბობრი" bobri(ქერა, ქერათმიანი) და სხვადასხვა ინდოევროპულ ენებში, განსაკუთრებით ძველი ეპოქის ინდოევროპულ ენებში გავრცელებული მსგავსი ტერმინები. მაგალითად ძველი ინდური ტერმინი babhrus(მწითური ). ქართული ტერმინი "ფიცხი" fickhi და ინგლისური fierce. ამ ტერმინების მონათესავე ტერმინები გავრცელებულია აგრეთვე ყველა კელტურ და რომანულ ენებში. ქართული ტერმინი "პეპელა" pepela და კატალონიური papallona, ფრანგული papillon, ლათინური papilio, ბულგარული peperuda, მაკედონიური peperutka. მეგრული ტერმინი "ფარფალი" farfali(პეპელა) და იტალიური farfalla. ქართული ტერმინი "რეში" reshi(დიდი წვიმა) და ანგლოსაქსონურ და გერმანულენოვან ხალხებში გავრცელებული ტერმინები rain, regn, regen, riging (წვიმა). დღევანდელი ქართული ტერმინი "ფაფუკი" fafuki, "ფანტელი" fanteli, "ფიფქი" fifq(თოვლის ფიფქი) და ინგლისურ ტერმინი flake. ქართული ტერმინი "ლავიწი" lavitsi და ლათინურ-რომანულ-გერმანულ ენებში გავრცელებული ტერმინები clavicula, clavicle და ასე შემდეგ. სლავური kliuchica. ამ ინდოევროპულ ტერმინებს უკავშირდება აგრეთვე ქართული ტერმინი "მ-კლავი" m-klavi(ფუძეა klavi). ამ ინდოევროპულ და ქართულ ტერმინებს უკავშირდება აგრეთვე ვალიური ტერმინი llaw(ხელი). უძველესი ადამიანები მართალია ვერ ერკვეოდნენ მედიცინაში, მაგრამ აინტერესებდათ ადამიანის და ცხოველის ანატომია, რასაც ფიზიკურად, თვალით ხედავდნენ და ეხებოდნენ და სხეულის ორგანოებს არქმევდნენ სახელებს. ქართული "კუამლი" kuamli, მეგრული ტერმინი "კუმა" kuma(კვამლი) და ესპანური humo, იტალიური fumo, კატალონიური fum, ლათინური fumo, ინგლისური fume. ქართული ტერმინი "კიბო" kibo(მდინარეებში, ტბებში და ზღვებში ბინადარი არსება) და გერმანულ-ჰოლანდიურ-ინგლისური krab, krabbe, ძველ ინგლისურ ენაში krabba. ქართული ტერმინი "მატლი" matl-i(მხოხავი მწერი) და ინგლისური maggot. სლავური mukha(ფრთოსანი მწერი) და ქართული "mukhlukhi(მატლის პეპლური სტადია), მეგრული "მარხა" markha(მოზრდილი ფეხებიანი მავნებელი მწერი, რომელიც მიწაში ბინადრობს). {როცა ქართულ ენაში მონათესავე ინდოევროპულ ტერმინებს ვეძებთ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ინდოევროპელი იბერების ენიდან ბევრი ტერმინი გადმოსულია ქართულ ენებში არაპირდაპირი, გადატანითი მნიშვნელობით. ამის სამ მაგალითს მოვიყვან. დასავლეთ ევროპის ბევრ ენებში ტერმინები fury, furie ეწოდება ცოფით დაავადებას. ეს ვირუსული დაავადება საშინელი სიკვდილით მთავრდებოდა და ძველად ადამიანებში შიშის ზარს იწვევდა. დღევანდელ მეგრულ ენაში ტერმინი "ფური" furi გამოიყენება ყველაფერი ცუდის და უარყოფითის სინონიმად რაც კი არსებობს. როგორც ჩანს ეს ინდოევროპული ტერმინი მეგრულ ენაში გადმოდის და მკვიდრდება ყველაფერი ცუდის და უარყოფითის სინონიმად. ინგლისური ტერმინი wish ეწოდება "სურვილს". ქართულ ენაშიც არსებობს ტერმინი "ვიშ" vish. როცა ადამიანს რაიმე სურვილი აუსრულდება, ან რაიმე სასიხარულო ამბავს გაიგებს, ან რაიმე სასიამოვნოს დაინახავს წამოიძახებს "ვიშ, რა კარგია". როგორც ვხედავთ ეს ინდოევროპული ტერმინი ქართულ ენაში დამკვიდრდა სურვილის ასრულების და აღტაცების გამოხატვის ტერმინად. და მესამე მაგალითი, ქართულ ენაში "გრუზა" gruza ეწოდება ხშირ და ხუჭუჭა თმას, "გრუზა თმა", "გრუზათმიანი". ეს ტერმინი უკავშირდება სლავურ ტერმინს gruz(სიმძიმე, ტვირთი). აქ კი ჩანს, რომ ტერმინი "გრუზ", "გრუზა"(gruz, gruza) ინდოევროპელი იბერების ენაზე ნიშნავდა "სიმძიმეს", "ტვირთს" და ქართულ ენაში შემორჩა ხშირი, სქელი და ხუჭუჭა თმის სინონიმად, ესეიგი სქელი და ხშირი თმით "დატვირთული" და "დამძიმებული" ადამიანის თავის სინონიმად}. ქართული ტერმინი "უკ(უ)ანალი" uk-anal-i(ფუძეა anal) და ლათინური anus, analis, შოტლანდიური anal. ქართული ტერმინი "ბარტყი" bartq'i(ჩიტის პატარა ნაშიერი, ფუძეა bart) და ინგლისური bird(ჩიტი). ქართული ტერმინი "წინა-პარი" tsina-pari(ფუძეა par) და ფუძე-ინდოევროპული per, სლავური pra, ბერძნული protos. მეგრული ტერმინი "გარა" gara(ტირილი, მოთქმა) და სლავური gore(მწუხარება), გერმანელი გოთების kara(მწუხარება), ძველ ირლანდიური gair(ყვირილი). ქართული ტერმინი "ბალანი" balani(ცხოველის თმა) და ვალიური gwlan, ირლანდიური olann, რომანულ ენებში lana, აგრეთვე ენათესავება სლავურ და ბალტიურ ენებს(ჩემს მიერ მოძიებული ტერმინებიდან ტერმინების გარკვეული რაოდენობა ბუნებრივია, რომ აგრეთვე ნათესაობაშია ბალტიურ ენებთანაც და ასეთი ტერმინები საკმაოდაა). ქართული ტერმინი "სა-ფლავ-ი" sa-flav-i(ფუძეა flav) და გერმანელი გოთების hlaiw. როგორც ვხედავთ ინდოევროპელი იბერების ენაზე მიცვალებულის სამარხს ეწოდებოდა flav ან flaiv. ქართული ტერმინი "გზა" gza და გერმანელი გოთების gagg. ქართული ტერმინი "ადრე" adre და გერმანელი გოთების air. ქართული ტერმინი "ქმარი" qmari და გერმანელი გოთების guma, რომანულ ენებში mari, marit, marito. ქართული ტერმინი "სული" sul-i და ანგლოსაქსონურ და გერმანულ ენებში soul, seele, sal, ziel და ასე შემდეგ, გერმანელი გოთების ენაზე კი saiwala. ძველი ქართული ტერმინი "არე" are(სივრცე, ტერიტორია) და ინგლისური area. ქართული ტერმინი "ყელი" q'eli და გერმანულ ენებში hals, რომანულ ენებში cuello, collo, coll, cou, ესტონურ ენაში koel. ქართული ტერმინი "კვლა" kvla, ძველ ქართულ ენაში "კლა" kla და ინგლისური kill. ქართული ტერმინი "ალი" ali(მითოლოგიური ბოროტი არსება) და გერმანულ ენებში hel, helvede, helviti, ლატვიურ ენაში elle. ქართული ტერმინი "ბუჩქი" buchqi და ინგლისური bush, გერმანული busch. ქართული ტერმინი "გროვა" grova და ინგლისური crowd, group. ქართული ტერმინი "ტრიალი" triali და ინგლისური twirl, turn, roll, გერმანული drehen. მეგრული ტერმინი "ტურინუა" turinua(ტრიალი) და ინგლისური turn. ქართული ტერმინი "კრიალა" kriala და ინგლისური clear, clean. ქართული ტერმინი "ბურღვა" burgva და გერმანულ ენებში bore, boring, boren, borun, bohrung, სლავური burenie. ქართული ტერმინი "ბურღი" burghi და გერმანულ ენებში borer, bor, bora, borr, რუმინული burghiu, სლავური bur, მონათესავე ტერმინები გავრცელებულია აგრეთვე სლავურ, კელტურ და რომანულ ენებში. ქართული ტერმინი "ბოლქვი" bolqvi და გერმანული bolle, ინგლისური bulb. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები გავრცელებულია აგრეთვე კელტურ და რომანულ ენებში. ქართული ტერმინი "შლამი" shlami და გერმანული schlamm, ინგლისური slime. ქართული ტერმინი "სილა" sila და ინგლისური silt. ქართული ტერმინი "ფრენა" frena, მეგრული ტერმინი "ფურინუა" furinua და გერმანულ ენებში flu, fluve, fluge, fliger, fliuge. ამ ინდოევროპულ-იბერიული ტერმინისგან წარმოიშვა ქართული ტერმინი "ფრინველი" frinveli. ქართული ტერმინი "იარა" iara(ჭრილობა) და გერმანულ ენებში sar, სლავური rana. ქართული ტერმინი "კრულა" krula და ინგლისურ-ვალიური curse, cursing, სლავური kletva, prokliatie. ქართული ტერმინი "სხარტი" skhart-i(ჭკვიანური და გონივრული აზროვნების სინონიმი. სწრაფი ) და გერმანულ ენებში smart. ამავე დროს ქართულ ენაში არსებობს ტერმინი "სხმარტალი" skhmart-ali. ფაქტია, რომ ეს ტერმინიც წარმოშობილია ინდოევროპელი იბერების ტერმინიდან. როგორც ჩანს ამ ტერმინმა "სხმარტალი" შემოინახა ინდოევროპულ-იბერიული ფუძე ტერმინი "skhmart". აქედან გამომდინარე ინდოევროპელი იბერები იყენებდნენ ტერმინს skhmart. ეს ინდოევროპულ-იბერიული skhmart და გერმანულ ენებში გავრცელებული smart ძალიან ახლო ნათესაობაში მყოფი ტერმინებია. ქართული ტერმინი "ბუნიკი" buniki და რომანულ ენებში punta, punto. აშკარად ინდოევროპელი იბერების შემოტანილი ტერმინია აგრეთვე "ბუნი" buni(შუბის ტარი). ინდოევროპელი იბერების შემოტანილია მეგრული ტერმინი "ბურდი" burdi(სხვადასხვა ნაყარ-ნუყარი ნივთების, ძველმანი ტანსაცლების ერთმანეთში უწესრიგოდ არეული გროვა, ეკალ-ბარდები სადაც ერთმანეთშია გადახლართული სხვადასხვა მცენარეები). ეს ტერმინი სომხურ ენაშიც არსებობს burd და ეწოდება ცხოველის თმას, ბალანს. სომხური ენაც ინდოევროპული ენაა და ბუნებრივია არსებობს ტერმინები სომხურ ენაში რომელსაც შორეული ნათესაობა აკავშირებს ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობის ტერმინებთან. უძველესი ქართული ტერმინი "სქესი" sqesi(მამრობითი სქესი, მდედრობითი სქესი) და ინგლისური ტერმინი sex(seks). ქართული ტერმინი "არონა" arona(საქართველოში გავრცელებული გუთნის ერთერთი სახეობა) და ვალიური aradr, რომანულ ენებში arado, aratro, arada. ქართული ტერმინი "ბრგე" brge(დიდი ტანის და ძლიერი აღნაგობის ადამიანი) და ინგლისური big. ძველი ქართული ტერმინი "ბანდი" band-i(წვრილი თოკი, ზონარი, თასმა) და გერმანულ ენებში band, bande(თასმა, ლენტი). ქართული ტერმინი "კანი" kani და ინგლისური skin. ქართული ტერმინი "კულული" kululi(ხვეული თმა) და ინგლისურ-ვალიურ-ირლანდიური curly, curling, სლავური kudriavii, kurchavii. ქართული "ტვირთი" tvirti და სლავური tovar. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები არის გერმანულ ენებშიც. ქართული "თქვენ" tqven, და ინგლისური thee. ქართული "ჩვენ" chven და გერმანულ ენებში we, vi, wir. ქართული "ისინი" isini და იტალიურ-გერმანულ-ფრანგული essi, sie, ils. მეგრული "ბრელი" breli(ქართულად ნიშნავს "ბევრი") და შორეულ ნათესაობაშია სლავურ bremia-სთან. მეგრული ტერმინი და წამოძახილი "ჰოპ" hop გადახტომის სინონიმია. როცა მაგალითად თხრილს გადაახტებიან დაიძახებენ "ჰოპ" hop. ეს ტერმინი უკავშირდება გერმანულ ენოვან ხალხებს hoppe, hoppa, iump(გადახტომა). ქართული ტერმინი "თასი" tasi გერმანული tasse, რომანულ ენებში tassa, taza, tazza. ქართული ტერმინი "კოკა" koka და გერმანულ ენებში krug, konnu, kande, იტალიური broka, ლატვიური kruka, სლავური kuvshin. (მკითხველს წინასწარ ვუხდი ბოდიშს რამდენიმე სიტყვისთვის) ადამიანის, ცხოველის და ფრინველის ეკსკრემენტები ქართულად: კუკი kuki, ქაქი qaqi, ფუნა funa, სკინტ-ლი skint-li და შესაბამისი გერმანულენოვანი ტერმინები kak, skat, skit, poop. ქართული ტერმინი "დრემლა" drem-la და სლავური dermo. ქართული "ოხვრა" okhvra და სლავური okhat, okhanie. ქართული "ვაი" vai, vaeba და ინგლისური Wail. ქართული "ბაასი" baasi და სლავური beseda. მეგრული "ლალუა" lalua(ძაღლის ყეფა) და სლავური lai, ქართულ ენაში "ლაი ლაი" lai lai(გადამეტებული ენის ტარტალი). ქართული "ბუნაგი" bunagi და სლავური berloga, უნგრული barlang. მეგრული "ხვამა" khvama(ლოცვა) და სლავური khvala(ქება). ქართული "კოცნა" kocna და გერმანულ ენებში kiss, kuss, koss, ვალიური cusan. ქართული "ნესტო" nesto(ცხვირი) და გერმანულ ენებში nose, neus, nase. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული სლავურ, კელტურ და რომანულ ენებში. ქართული "კაი" kai(კარგი) და ინგლისური O kei. მეგრული "სკუამ-ი" skuam-i(ლამაზი) და დანიური smuk. ქართული "კეფა" kefa(თავის უკანა მხარე) და ბერძნული kefali, გერმანული kopf, რომანულ ენებში cap. ქართული "თქვეფა" Tqvefa, მეგრული "თქუაფუა" tquafua(ბევრი წყლის დალევა ცხოველივით) და ინგლისური quaff. ქართული "დრო" dro და გერმანულ ენებში alder, aldur, alter, ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები გვხვდება კელტურ და რომანულ ენებშიც. ქართული "უ-შვერი" u-shver-i(ფუძეა shver. ეწოდება საგინებელ და სალანძღავ სიტყვებს) და გერმანულ ენებში swear, sveren, swer, sverger, svoren(გინება), ირლანდიური swear. ქართული "მშვენიერი", ძველ ქართულში "შუენიერი" shuen-ieri(ლამაზი, ფუძე-ტერმინია shuen) და გერმანული schon(ლამაზი). ქართული "მწარე" m-tsare, მეგრული "წარე" tsare და გერმანულ-ვალიურ ენებში sor, sur, zuur, sauer. ქართული "ბატკანი" batkani(ცხვრის ნაშიერი) და სლავური baran. ქართული "ფარა" fara(ცხვრები მრავლობით რიცხვში) და დანიური far(ცხვარი), ალბანური berr(წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი), სლავური baran(ცხვარი). ქართული "ქოხი" qokhi(ფიცრული პატარა სახლი) და გერმანულ ენებში kok, kuche, kokken, kitchen და ასე შემდეგ, სლავური kukhnia. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები ფართოდაა გავრცელებული კელტურ და რომანულ ენებში. ქართული ძველი ტერმინი "ბანაკი" banaki ეწოდებოდა საომრად წასული ლაშქრის დროებითი გაჩერების და დასვენების ადგილს. ეს ტერმინი აგრეთვე ეწოდებოდა სადმე წასული ადამიანთა ჯგუფის დროებითი გაჩერების და დასვენების ადგილსაც. ეს უძველესი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი ენათესავება გერმანულ-სლავურ-კელტურ-რომანულ ენებში- barrack, briks, barak, barraca, barakk. მეგრული "კარე" kare(მეგრელი მესაქონლეების დროებითი საცხოვრებელი მთებში ან მინდვრებში სადაც მსხვილფეხა რქოსან საქონელს აძოვებენ) და გერმანულ ენებში krot, skur. ესტონურ ენაში kuur. ეს ტერმინი როგორც ჩანს რამდენიმე ათასი წლის წინ ამ ხალხების უძველესი საცხოვრებლების სახელწოდება იყო. ამ ტერმინებს ენათესავება ქართული ტერმინი "კარავი" karavi. ქართული "ნისკარტი" nis-karti(ფრინველის სახის რქოვანი წანაზარდი), ეს ტერმინი უკავშირდება ინდოევროპულ-იბერიულ nesto-ს, აგრეთვე გერმანულ-სლავურ-კელტურ-რომანულ მონათესავე ტერმინებს nose, nos, neus, nas, nese(ცხვირი). ქართული "ხვრელი" khvreli, მეგრული ტერმინი "ხვილი" khvil-i(ხვრელი) და გერმანულ ენებში hole, hul, holu, ვალიური twil. ქართული "ნისლი" nisl-i და ვალიური niwl, გერმანული nebel, ესპანური niebla. ქართული "კურო" kuro(მამრი ძროხა, ბუღა) და გერმანულ ენებში cow, koe, ko, kuh, ku, სლავური korova. ქართული "კვერნა", ძველ ქართულში "კუერნა" kuerna(მტაცებელი პატარა ცხოველი) და სლავური kuna, kunica, ლიტვური kiaune, ლატვიური cauna, ძველი პრუსიული caune, ძველი ფრიზიული cona. ქართული "ღრიალი" ghriali, "გრიალი" gria-li(ფუძეა gria) და გერმანულ-კელტურ-რომანულ ენებში cry, grata, grito, grido, grate, სლავური krik, ძველ ირლანდიურ ენაში gair(ყვირილი). ინდოევროპელი იბერების ენაზე როგორც ჩანს ეს ტერმინი გამოითქმებოდა ასე gria. ქართულ ენაში კი ამ ტერმინს ემატება ბოლოში "ლი", რომელიც ხშირად დამახასიათებელია ქართული ენისთვის და მივიღეთ ქართული ტერმინი gria-li. ამ ტერმინის მონათესავეა მეგრული ტერმინი gara (ტირილი). სახეზეა ორი ერთმანეთის მონათესავე ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი gria და gara. მეგრული ტერმინი "რკია" rkia(კივილი, ყვირილი) და ინგლისური cry, ვალიურ-კატალონიურ-ფრანგული crio, krit, cri, სლავური krik. მეგრული "როპიტი" ropiti(სწრაფი და ხმამაღალი ლაპარაკი) და შვედური rop, დანიური rab(ყვირილი). ქართული "ტალღა" talgha და სერბიულ-ბოსნიური talas. ქართული "ღიმილი" ghimil-i გერმანულ ენებში glimlach, smile, smil. ქართული "კომბალი" kombal-i(ჯოხი, რომელსაც ბოლო ფართო აქვს) და ინგლისური club. მეგრული ტერმინი "ფარაკა" faraka(ხის პატარა ფიცრული პრიმიტიული სადგომი) და ფრანგული baraque, იტალიური baracca(ქოხი). მეგრული ტერმინი "ფრაველი" fraveli(ფერფლი) და კელტურ-რომანულ ენებში friavel, friable(ფხვიერი), ინგლისური free-floving, სლავური pepel(ფერფლი). ქართული "ბერვა" berva (ქარის ბერვა) და ანგლოსაქსონურ-გერმანულ ენებში blow, blasa, ირლანდიური buille. ქართული "ბრძოლა" brdzola და გერმანულ ენებში battle, baratan, სლავური boi, borba. ქართული "რემა" rema(ცხენების ჯოგი) და გალისიურ-პორტუგალიური rebarho, rabaro. ქართული "ფერდი" ferdi(მთის ფერდობი) და რომანულ-კელტურ ენებში pendiente, pendenza, pendent, penta, pente. ეს ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი ferd-i, როგორც ჩანს უეჭველად ნათესაურ კავშირშია ინგლისურ და გერმანულ ტერმინებთან field, feld (მინდორი). ინდოევროპელი იბერები ამ ტერმინს ferd უწოდებდნენ მთების კალთებზე დამრეცად გაშლილ მინდვრებს. ხოლო დაბლობ ტერიტორიებზე მდებარე მინდვრებს ისინი უწოდებდნენ vel-i (შეესაბამება ინგლისური valley და ჰოლანდიური veld). ქართული "ბანა" bana, ბანვა banva(სხეულის დაბანვა) და გერმანულ ენებში bathe, baden, bade, baoa, კელტურ-რომანულ ენებში banar, batho, banarse, banhar, baigner. ქართული "კოლტი" kolt-i(ღორების ფარა) და სლავური skot, გერმანელი გოთების და ძველ საქსონურ ენაზე skatts, skat. ქართული ტერმინი "ფარდი" fardi (ტოლი, თანასწორი. ქართულ ენაში ამ ტერმინს იყენებენ გონებრივი ან ფიზიკური შესაძლებლობებით ორი ერთმანეთის შესაფერისი პიროვნების აღმნიშვნელად. ეს ტერმინი აგრეთვე იხმარება ერთმანეთის შესაფერისი მამაკაცისა და ქალის აღმნიშვნელად) და გერმანულ ენებში friend, vriend, freund, ვალიური ffrind. ქართული "ავი" avi და ინგლისური evil. ქართული "ქალა" qala (თავის ქალა) და გერმანულ ენებში skull, skallen, skalle, ირლანდიური skull, ფინური kallo. ქართული " ლოკ-ვა" lok-va(ფუძეა lok) და გერმანულ ენებში lick, likken, slikke, slicka, lecken, რომანულ ენებში leccare, llepar, lamber, სლავური lizat. მეგრული "ლიპა" lipa (ადამიანი, რომელსაც პირი უშნოდ აქვს) და გერმანულ ენებში lip, lippa, lippe(ტუჩი). ქართული "კბილი" kbil-i და სლავური klik(ეშვი). ქართული "თითი" tit-i და ინგლისური tou, digit, რომანულ ენებში dit და სხვა. ქართული "ფეხი" fekh-i და ინგლისური feet, foot. ქართული "ბრაზი" brazi და ინგლისური crazy. ქართული "ლაქა" laqa და აფრიკაანსი(დასავლეთგერმანული ენა) vlek, ინგლისური fleck. ქართული "ბუკი" buk-i და ინგლისური bug-le. ქართული "გოროზი" gorozi(მკაცრი შესახედაობის ამპარტავანი და ქედმაღალი ადამიანი) და სლავური groznii. ქართული "ლაჩარი" lachari და ჰოლანდიური lafaard, ფრანგული lache, რუმინული las. ქართული "ჩუკენი" chuken-i (მხდალი, მშიშარა) და ინგლისური chicken. ქართული "უბე" u-be (ფუძეა be. ზღვის უბე, აგრეთვე ადამიანის გულმკერდის მარცხენა გულის მხარე) და გერმანულ ენებში baai, bugt, bucht, bay, კელტურ-რომანულ ენებში bay, bae, ba, baia, badia, baie. ქართული "გული" guli როგორც გამოიკვეთა შორეულ კავშირშია ინგლისურ ტერმინთან gulf რომელიც სინონიმია ინგლისური bay-ს (უბე). ქართულში "უბე" აგრეთვე ეწოდება "გულის უბეს". აქედან კი ის უკავშირდება ინგლისურ gulf-ს. ესეიგი ქართული ube - guli და ინგლისური bay-gulf. ქართული "რბევა" rbeva და ინგლისური brawl. ქართული "ბეგვა" begva, ბათქი batqi და ინგლისური beat, კელტურ-რომანულ ენებში bater, buille, batir, batre, bate, სლავური bitsia, bit, bia. ქართული "ბლაგვი" blagvi და ინგლისური blunt. ქართული "მპალი" m-pali (დამპალი, ფუძეა pal) და გერმანულ ენებში spoil, spoiled, spoilt, spilla, plettet. ქართული "კლდე" klde (იგივეა რაც "როკი" roki) და გერმანულ ენებში klippe, cliff, ლატვიური klints, სლავური skala, უნგრული szikla. ქართული "ბუბნა" bubna (დარტყმა, ცემა) და ინგლისური bobbing. ქართული "სუფთა" sufta და გერმანული sauber. ქართული "მეტი" meti და ინგლისური more, გერმანული mehre, ალბანური madhe. მეგრული "როფე" rofe, იმერეთში "როფი" rofi (იგივეა რაც ქართულად "ვარცლი", პატარა ნავი) და ინგლისური raft. ეს მონათესავე მეგრულ-ქართულ-ინგლისური ტერმინები გვიჩვენებს, რომ უძველეს ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე პატარა პრიმიტიული ნავის სახელწოდება იყო rofe, rofi. ქართული "ტინი" tini (მაგარი კლდე) და ინგლისური stone. ქართული მონათესავე ტერმინები "სრიალა", "სლიპინა", "სიპი", "ლიპი" sriala, slipina, sipi, lipi და ინგლისური slippery, slippy. ამ ტერმინების მონათესავე ტერმინები აგრეთვე გავრცელებულია სლავურ ენებშიც. ქართული "სულელი" suleli და ინგლისური silly. მეგრული "ტვენტვე" tventve (უჭკუო, სულელი) და ესპანური tonto. ქართული "მელოტი" meloti (ადამიანი, რომელსაც თავზე თმა არ აქვს) და ვალიური moel, ირლანდიური maol. ქართული "ფქვილი" fqvili და ინგლისური flour, რომანულ ენებში farina, harina, farinha, faina. ქართული "მგელი" m-geli, მეგრული "გერი" geri. აქ კი აშკარად ჩანს, რომ ინდოევროპელი იბერების ენიდან ამ მტაცებელი ცხოველის სინონიმი "geri", "geli" (grey) გადმოდის და მკვიდრდება ქართულ- მეგრულ ენაში. ქართული "ბნელი" bneli და ინგლისური black. ქართული "ბრალი" brali და ინგლისური blame. ქართული "ტილი" tili (პარაზიტი მწერები) და სლავური tli. ქართული "ბუგრი" bugri (პარაზიტი მწერები) და ინგლისური bug, უნგრული bogar. ამ ტერმინების(bugri, bug, bogar) მონათესავე ტერმინები აგრეთვე ფართოდაა გავრცელებული გერმანულ-სლავურ-ალბანურ-ვალიურ-გალისიურ ენებში. ქართული "ჩვილი" chvili (პატარა ბავშვი) და ინგლისური child. ამ ინდოევროპულ-იბერიული ტერმინისაგან წარმოიშვა ქართული ტერმინი "შვილი" shvili. ქართული "ზოლი" zoli, ზონარი zonari და ინგლისური zone. ქართული "ღარი" ghari და ინგლისური groove, gutter. ქართული "ფუმფულა" fumfula, მეგრული "პუმპუ" pumpu ("მსუქანი"-ს სინონიმები) და ინგლისური plump, სლავური pukhlii. ქართული "ზის" zis (ჯდომა) და გერმანულ ენებში zitten, sit, sitzen, რომანულ ენებში sentar, sentarse და ასე შემდეგ, სლავური sidet. ქართული "რკო" rko და ინგლისური acorn. ქართული "პირველი" pirveli და სლავური pervii, prvi, piervsy, prvi და სხვა. რომანულ ენებში prima, primeiro, primero და სხვა. ქართული "ლანდი" landi, მეგრული "ლანი" lani (სიგამხდრის სინონიმები) და ინგლისური lean. ქართული "ბუ" bu (ღამის ფრინველი) და ალბანური buf, ესპანური buho, რუმინული bufnita, მაკედონიური buv, ბულგარული bukhal. ქართული "ფთილა" fTila (მატყლის გუნდა) და ინგლისური flock. ქართული "ფრთა" frta(ფრინველის ფრთა) და ინგლისური feather, გერმანული feder, სლავური pero. ქართული "ბუმბული" bumbuli და ვალიური bluen, ინგლისური plume. ქართული "პალო" palo და ინგლისური pale, pole, ძველი გერმანული pfal, თანამედროვე გერმანულ ენაში pfahl, სლავური palka, palica. ქართული "კეთილი" ket-ili (ფუძეა ket) და გერმანულ ენებში kind, good, gott, goed, gut. ქართული "ფონი" foni (მდინარეზე ის ადგილი სადაც წყალი ღრმა არ არის და გადასვლა შეიძლება უსაფრთხოდ) და ინგლისური ford, fon, სხვა გერმანულ ენებში ford, სლავურ ენებში brod. ქართული "კოპი" kopi და ინგლისური crop. ქართული "პანჩური" panchuri და ინგლისური punch. ქართული "არსი" arsi და ინგლისური essence, რომანულ ენებში essere, ser. ქართული "მ-კვდარი" m-kvdari (ამ ტერმინის ფუძეა kvdar) და ინგლისური cadaver, რომანულ ენებში cadaver, cadavere, cadavru. ქართული "თრევა" treva და გერმანულ ენებში trek, trekke, trakke, draga, dra, რომანულ ენებში tirar, tirer, trage. ქართული "ზიდვა" zidva და გერმანული ziehen. ქართული "კურნვა" kurnva და ინგლისური cure, curing. ქართული "გლუვი" gluvi და გერმანულ ენებში glassy, glat, glad, glatt, ლატვიური gluds, სლავური gladkii. ქართული "კვეთა" kveta და ინგლისური cut. ქართული "რკალი" rkali და ინგლისური arc. ამ ტერმინების მონათესავე ტერმინები გავრცელებულია სხვადასხვა ინდოევროპულ ენებში. ქართული "სვლეპა" svlepa და ინგლისური lap, სლავური lakat. ქართული "ბარგი" bargi და ძველ ისლანდიური baggi, გერმანულ ენებში baggage, bagage. ამ ტერმინების მონათესავე ტერმინები ფართოდაა გავრცელებული სლავურ-კელტურ-რომანულ ენებშიც. ქართული "სოფელი" sofeli ძველ ქართულ ენაში ეწოდებოდა "ქვეყნიერებას", "მსოფლიოს". ეს ტერმინი როგორც ჩანს ენათესავება ინგლისურ ტერმინს scope ( არეალი, ჰორიზონტი, სივრცე, აგრეთვე გამოიყენება უსასრულო სივრცის სინონიმადაც). ამ ქართულ-ინგლისური მონათესავე ტერმინების შინაარსის საფუძველზე ამ ტერმინს ინდოევროპელი ტომები რამდენიმე ათასი წლის წინ სავარაუდოდ იყენებდნენ ცენტრალური აზიის უსასრულოდ ვრცელი სტეპეპის სინონიმად. ან შესაძლებელია ტერმინი sofeli-scope იმ ეპოქაში გამოიყენებოდა ენობრივად და კულტურულად მონათესავე ტომების გავრცელების არეალის სინონიმად, ესეიგი afanasievo culture-ს და iamna culture-ს გავრცელების გეოგრაფიული არეალის სინონიმად. ჩემი აზრით ეს მეორე ვერსია უფრო სწორია და ამ ორი უძველესი კულტურის შემადგენლობაში შემავალი ინდოევროპელი ტომები ამ ტერმინს იყენებდნენ ენობრივად მონათესავე ტომების გავრცელების არეალის სინონიმად. ასეთი ვარაუდის საფუძველს იძლევა ქართულ-ინგლისურ ენებში შემორჩენილი ამ ტერმინების შინაარსის ანალიზი. ამ ქართულ-ინგლისური მონათესავე ტერმინების უძველესი არქაული ფორმა იმ შორეულ ეპოქაში ჰიპოთეტურად სავარაუდოდ ასე გამოიყურებოდა - "სკოფელ" skofel. ქართული "გლოვა" glova და სლავური gore. ქართული "მტვრევა" m-tvreva (ფუძეა tvreva) და სხვადასხვა ენებში travma, trauma. ქართული "სრუტე" srute და გერმანულ ენებში strait, straede, strase, sundet, straedet, zeestraat, რომანულ ენებში estreito, estrecho, stretto, estret, stramtoare. სავარაუდოდ ამ ტერმინებს იყენებდნენ რამდენიმე ათასი წლის წინ მცხოვრები ინდოევროპელი ტომები მდინარეების და ტბების შევიწროებული მონაკვეთის აღმნიშვნელად. მოგვიანებით ნაოსნობის განვითარების შემდეგ ეს ტერმინი გამოიყენებოდა ზღვებთან მიმართებით. ქართული "კუთხე" kutkhe და სლავური kutok. ქართული "ბატი" bati და ალბანური pate, რომანულ ენებში pato, სლავურ ენებში patka, patica. ქართული "დენა" dena და ინგლისური drain. ქართული "კოჭი" kochi და გერმანული knochen.ქართული "წელი" tseli და გერმანული taille. ქართული "შუბი" shubi, "აფთი" afti(ძალიან გრძელტარიანი საომარი იარაღები ძველ საქართველოში) და ინგლისური shaft. ქართული "ბალთა" balta(ქამრის ბალთა) და ინგლისური belt, გერმანული blech, სლავური bliakha. ქართული "ქშიი" qshii, მეგრული "შიოო" shioo"(ფრინველის დასაფრთხობი შეძახილები) და ინგლისური shoo. მეგრული "სერი" seri(ღამე, სიბნელე, მუქი ფერი) და სლავური serii. ქართული "გრუხუნი" grukhuni(ძლიერი ხმა) და სლავური grokhot. ქართული "ტანი" tani და ინგლისური trunk, სლავური telo. ქართული "შმორი" shmori(უსიამოვნო სუნი) და გალიციურ-პორტუგალიურ ენებში cheiro. შესაძლებელია ამ ტერმინებთან შორეულ კავშირშია რუსული ტერმინი chmor. ქართული "ან" an და ინგლისური and. ქართული "ზამთარი" zamtari(ფუძეა zamt) და სლავური zima, ტაჯიკური zimiston. ქართული "აბგა" abga და გერმანული წარმოშობის ენებში bag. ქართულ და მეგრულ ენებში "დირე" dire, "დვირე" dvire(სახლის ერთერთი კომპონენტი) და გერმანული წარმოშობის ენებში deur, door. ალბანური dera, კელტურ ენებში drws, doros, სლავური dver. ქართული "ბლომად" blomad და სლავური bolshe, bole. ქართული "მუშთარი" mushtari(პლანეტა იუპიტერის სახელწოდება ძველ ქართულ ენაში, ფუძეა shtar) და გერმანული წარმოშობის ენებში star, ster, stern, რომანულ ენებში estrela, stella. ქართული "ცა" ca და ინგლისური sky, რომანულ ენებში ceo, cielo, cel, ceu, cer, ciel. ქართული "ციალი" ciali(ციმციმი, ელვარება, ბრწყინვა. გამოიყენება მოციმციმე და მოელვარე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის მნიშვნელობითაც) და რომანულ ენებში ciel, cielo, სლავური siianie. ქართული "სრესა" sresa და ინგლისური press, ფრანგული presse, რომანულ ენებში premo, prensa, premere, imprensa, სლავური pritisnite. ქართული "სწორი" stsori და სლავური stroi. ქართული "ბოლოკი" boloki და იტალიური boragine, გერმანული წარმოშობის ენებში beat, biet, bete. სლავური burak. ქართული "ბლანტე" blante(ბლანტე ჭაობი) და სლავურ ენებში boloto, blato, რომანულ ენებში pantano, panta. ქართული "ერბო" erbo და ამერიკული ინგლისურით butter(გამოითქმის baroe). ქართული "ბაფთა" bafta და გერმანულ ენებში band, სლავურ ენებში bant. ქართული "მალამო" malamo და სლავურ ენებში maz, mast, mazilo, makhlem. ძველი ქართული ტერმინი "სალბუნი" salbuni(იგივეა რაც "მალამო) და გერმანული წარმოშობის ენებში salbe, zalt, salve, salva. ქართული "აისი" aisi(მზის ამოსვლა) და გერმანულ ენებში east, ooster, ost, austur, რომანულ ენებში este, est, leste, სლავურ ენებში istok, iztok. ქართული "მოგვი" mogvi(ძველ ქართულ ენაში "ასტროლოგი", "გრძნეული" "მისანი". ადამიანი, რომელიც ფლობდა ზებუნებრივ ძალას) და ინდოევროპულ ენებში magia, magi. ქართული "სვეტი" sveti და გერმანულ ენებში sojle, stoo, saule, soyle, სლავურ ენებში stolb, stub, slup, steber, ლათინური stela. ქართული "რბევა" rbeva და გერმანულ ენებში robberi, roub, ran, რომანულ ენებში roubo, robo, rapina, სლავურ ენებში rabavanne, grabej, უნგრული rablas. ქართული "სკამი" skami და რუმინული skaun, უნგრული szek. ქართული "ბერტყვა" bertkva და და ისლანდიური bardagi(გამოითქმის bartai). ქართული "დაკა-დაკა" daka-daka(ჩხუბი) და სლავური draka. ქართული "შლეგი" shlegi და გერმანული schlag(ქართულ ენაში ეს ტერმინი შემოდის როგორც გაუწონასწორებელი და ფიცხი ადამიანის სინონიმად, რომელიც მიდრეკილია ფიზიკური ძალმომრეობისკენ). ქართული "განავალი" ganavali და სლავური gavno. ქართული "ბაკე" bake და გერმანულ ენებში beard, backe, bart, barthaz, bakenbard, რომანულ ენებში barba, სლავური boroda. ქართული "გმირი" gmiri და სლავური geroi, ინგლისური hero, რომანულ ენებში hero, heroe, eroe, heroi, erou. ქართული "სილა" sila და გერმანული წარმოშობის ენებში slap, slag, skella, სლავური shlepat. ქართული " მოსული" mosuli(წარმოსადეგი, ახოვანი, დიდი ტანის ადამიანი) და სლავურ ენებში moshnii, mocni. ქართული "ბოდიალი" bodiali და ინგლისური a bout, browse, სლავური brodit. ქართული "ბოდვა" bodva და ინგლისური bad, სლავური bred. ქართული "ხელი" kheli(გიჟი) და რომანულ ენებში delirio, deliri. ქართული "სდექ" sdeq და გერმანული წარმოშობის ენებში stand, sta, stellage, გალიციური estar, სლავური stoiat. ქართული "სტვენა" stvena და სლავური "svistet. ქართული "სტვირი" stviri და სლავური svirel. ქართული "კანაო" kanao(თხრილი) და ინდოევროპულ ენებში kanal. ქართული "ბოთლი" botli და გერმანულ-ინგლისურ ენებში buttel, bottle, რომანულ ენებში botella, bouteille, სლავური butilka( შესაძლებელია ეს ტერმინი უძველეს დროში ეწოდებოდა თიხისაგან დამზადებულ რაღაც ჭურჭელს, რომელიც გავდა თანამედროვე ბოთლს. საინტერესოა, რომ ისლანდიურ ენაში "დოქს" ანუ თიხის ჭურჭელს ეწოდება bolli (გამოითქმის როგორც "BOTLI ). ქართული "ბოცა" boca(სითხის შესანახი ჭურჭელი) და ინგლისური barrel, რომანულ ენებში barril, bottle, butoi, სლავური bochka. ქართული "დოლი", "დაფი" doli, dafi და ალბანური daulle, ინგლისური drum, უნგრული dob. ქართული "ფანდი" fandi(მზაკვრობა, ეშმაკობა ხერხი როგორც ცხოვრებაში ასევე სპორტშიც) და ინდოევროპულ ენებში feint, finta. ქართული "მახე" makhe და გერმანული masche. ქართული "ყულფი" yulfi და ინგლისური loop. ქართული "ხრიკი" khriki და ინგლისური trick. ქართული "ბოლო" bolo(დაბოლოება, დასასრული) და ინგლისური block. ქართული "კალამი" kalami (საწერი კალამი) და ესპანური calamo. ეს ტერმინი გარდა საწერი საშუალებისა ქართულ და მეგრულ ენებში ეწოდება სხვადასხვა მცენარეების ღეროებს. ანუ თავდაპირველად ეს ტერმინი გამოიყენებოდა ბუნებაში მცენარეების ღეროების აღმნიშვნელად. ეს ფაქტი გვიჩვენებს იმას, რომ 24 საუკუნის წინ იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ქართველთა წინაპარი ინდოევროპელი იბერები გარდა მაღალი საომარი თვისებებისა ასევე საკმაოდ გათვითცნობიერებული ყოფილან მწერლობაშიც. ძალიან საინტერესო ფაქტია. ქართული" ბაქია" baqia და ინგლისური brag, ნორვეგიული bracke. ქართული "რიდი" ridi (ძველ ქართულ ენაში მოკრძალება, შიში რაიმეს ან ვინმეს მიმართ) და ნორვეგიულ და შვედურ ენებში redd, radd. ქართული "სწრაფი" stsraf-i და ინგლისური swift. ძველი ქართული ტერმინი "მანქანა" manqana(ძალა და ცოდნა ძველ ქართულ ენაში) და ინდოევროპულ ენებში machine, machina, უძველესი ფუძე-ინდოევროპული maghana(ძალა და ცოდნა), სლავური moch. ქართული "ბატონი" batoni და ლათინური patronus, სლავური batia, ძველი გერმანული baro, ძველი ფრანგული baron.(ძველი ქართული ტერმინი "პატრონი" patroni ეს არის ლათინური ენიდან შემოსული ტერმინი. ხოლო ტერმინი batoni კი წმინდა ინდოევროპულ-იბერიული ტერმინია). ქართული "ბუტკო" butko (ყვავილის გული) და ფრანგული bouquet. ქართული "მხეცი" m-kheci (ფუძეა khec) და სლავურ ენებში khishnik, ძველ რუსულ ენაში khichu. ქართული "ბუნება" buneba და ბერძნული botane. ქართული "ჯამი" jami და ინგლისური jar. ქართული "ალერსი" alersi და ინგლისური caress, სლავური laskat. ქარტული "ბინა" bina და სლავურ ენებში byt, ლიტვური butas. ქართული "ფართი" farti და ინგლისური flat. ქართული "ფლეთა" fleta და ინგლისური split. ქართული "ტაფობი" taf-obi (ვაკე, დაბლობი. ამ ტერმინის ფუძეა " taf ", ხოლო "ობი" ეს არის ბოლოსართი, დაბოლოება რომელიც ძალიან ხშირია ქართულ ენაში), და სლავური step. როგორც გაირკვა ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე step-ის სახელწოდება უძველეს დროში ყოფილა taf, ან staf. ქართული "ჯარი" jari (არმია, ლაშქარი) და ინგლისური jar (ინგლისურ ენაში ეს ტერმინი გამოიყენება აგრეთვე ერთმანეთან ჩხუბის, დაჯახების, დაპირისპირების სინონიმად). ქართული ტერმინის "ჯარი" jari- ს მონათესავე ტერმინები ფართოდაა გავრცელებული ძველ-გერმანულ ენებში და ნიშნავს "ჯარს". ეს ტერმინებია: გერმანელი გოთების harjis, ძველი ისლანდიური herr, ძველი ზემო გერმანული herri. ამ ტერმინებთან აგრეთვე ნათესაურ კავშირშია მეორე ქართული ტერმინი "ერი" eri ("არმია" ძველ-ქართულ ენაში). ეს აშკარად და მკაფიოდ მონათესავე ქართულ-გერმანული ტერმინები ადასტურებს, რომ ეს ტერმინები უძველესია და იხმარებოდა 5 000 წლის წინ "iamna culture"- ს ინდოევროპულ ტომებში. ქართული "ჯახი" jakh-i (ორი ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფების ერთმანეთთან ჩხუბი, დაპირისპირება) და ინგლისური jar. ქართული "სვე" sve და სლავური slava, ძველი ირლანდიური clu. ქართული" განი" gani, "განიერი" gan-ieri (სივრცე, სიგანე, დიდი მასშტაბის სიგანე) და ლათინური grandis, რომანულ ენებში gran, grande, გერმანულ ენებში groot, gros. მეგრული " ლაგვა" lag-va (ნელი, დონდლო, მოუქნელი. ფუძეა lag) და ინგლისური logy. შესაძლებელია ამ ტერმინებთან შორეულ კავშირშია რუსული ჟარგონი "lokh". ქართული "ჩლუნგი" chlungi და ინგლისური sluggish, logy. ქართული "ბოთე" bote და ინგლისური blunt, ჰოლანდიური bot, რუმინული bont. ქართული "ლენჩი" lench (შეზღუდული აზროვნების ადამიანი) და რომანულ ენებში lent, lento, სლავური lentiai, lenca. ქართული "ზოდი" zod-i (ოქროს ზოდი) და გერმანულ ენებში gold, goud, guld, სლავურ ენებში zloloto, zlato, zloto. ქართული "მადანი" madani (ლითონის შემცველი ბუნებრივი მინერალური წარმონაქმნი მიწაში) და სლავური med, ძველი გერმანული smida (ლითონი), ირლანდიური mein. ქართული "ღრუ" ghru (მიწაში ან კლდეში ღრმა ხვრელი) და გერმანული grube, შვედური gruva. ქართული "ღრანტე" ghrante (მთიან რეგიონში ღრმა და ვიწრო ხევი) და ძველი გერმანული grundus (ღრმა ადგილი). ამ ტერმინისგან წარმოიშვა ძველი ინგლისური grund, თანამედროვე გერმანულ ენებში ground, grund, grond. ქართული "საინი", "სინი" saini, sini (საკვების მისაღები ჭურჭელი) და ინგლისური sink. ქართული "ბაკანი" bakani (საკვების მისაღები ჭურჭელი) და ინგლისური basin. ქართული " ფიალა" fiala (დაბალი და ფართო სასმისი სასმელის ან წყლის დასალევად) და ინგლისური plate. ქართული "ფილა" fila (ქვის ბრტყელი და სწორი ზედაპირის მქონე ნატეხი) და გერმანული დიალექტი flint, flit, გერმანულ ენებში plate, platte, plade, სლავური plita, რომანულ ენებში prato, piatto, placa, plaque. ქართული "ქვა" qva და უნგრული ko, ფინურ-ესტონური kivi. ქართული "უპოვარი" u-povari (ფუძეა povar) და ინგლისური poor, რომანულ ენებში povero, pobre, pauvre. ქართული "ბეჩავი" bechavi და ირლანდიური bocht, სლავური bednii. ქართული "ბურჯი" burji და ინგლისური bridge. ქართული "ბორანი" borani (ხის მორებისაგან შეკრული ტივი მდინარის გადასაცურავად) და ინგლისური boat, ჰოლანდიური boord, გერმანული bord, რომანულ ენებში barco, სლავურ ენებში brod, parom. როგორც ჩანს უძველესი ადამიანები თავდაპირველად ამ ტერმინებს ხმარობდნენ მდინარეების გადასაცური ხის მორებისაგან შეკრული პრიმიტიული მცურავი საშუალებების აღმნიშვნელად. ძველი ქართული ტერმინი "ფორანი" forani (4 ბორბლიანი საზიდარი, რომელშიც ცხენს აბამდნენ) და ინგლისური float, გერმანული fuhre, ფრანგული furgon. ამ ტერმინს იყენებდნენ 5 000 წლის წინ აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში მცხოვრები დიდი iamna culture"-ს ინდოევროპელი ტომები თავიანთი 4 ბორბლიანი საზიდრების აღმნიშვნელად. ქართული "კასრი" kasri (სითხის შესანახი ჭურჭელი) და უძველესი ინდოევროპული casse, გერმანული და ფრანგული kasserole. ქართული "კასრი" kasri (ამ შემთხვევაში ეს ტერმინი ძველ ქართულ ენაში ეწოდებოდა "სახლს", ანუ საცხოვრებელი სახლის ერთერთი სინონიმი იყო) და ინგლისური castle. ქართული "რგოლი" rgoli და ინგლისური ring, მონათესავე ტერმინები გვხვდება სხვა გერმანულ ენებშიც. ქართული "რკალი" rkali და ინგლისური coil, სლავური kolco. ქართული "კავი" kavi (მოღუნული ლითონის ან ხის საგანი) და სლავურ ენებში kriv, krivi, krivoi, ინგლისური crook, გერმანული krumm, დანიური skaev. ძველი ქართული" სალტე" salte, salvte (ლითონის რგოლი) და იტალიური salto, ინგლისური bracelet. ქართული "კუზი" kuzi და ბერძნული kyphos. ქართული "ბრუტუნი" brutuni და საშუალო გერმანულ ენაში buldern, bulderen, დანიური buldre, სლავური boltun. ქართული "ბარჯი" barji (გრძელტარიანი იარაღი რომელსაც წამოცმული აქვს ბასრი ლითონის წვეტი და კაუჭი, იყენებდნენ სათევზაოდ) და სლავური bagor. "ჭვილთი" ch-vilti ( გრძელტარიანი სათევზაო იარაღი, რომელსაც წამოცმული აქვს სამი კბილისგან შემდგარი ბასრი ლითონის წვეტი) და სლავური vilka. მეგრული "გაბუნი" gabuni (ერთგვარი სათევზაო იარაღი. ამ ტერმინს ხმარობენ აღმოსავლეთ სამეგრელოს იმ კუთხის მეთევზეები სადაც მე ვცხოვრობ. სავარაუდოდ ეს ტერმინი შემოსულია ტაო-კლარჯეთიდან მე-16 საუკუნეში. ამ ტერმინს უნდა უკავშირდებოდეს აღმოსავლეთ სამეგრელოში გავრცელებული გვარი "გაბუნიძე-გაბუნია" ) და ინდოევროპულ ენებში harpon. "სოკო" soko და ნორვეგიული soop. "ხდო-მა" khdo-ma (ფუძეა khdo) და სლავური khudoi. "კოჭლი" kochli და რომანულ ენებში coxo, coix, სლავური kuco, kuci, ლატვიური klibs. " ბოროტი" boroti და ინგლისური bad, გერმანული bose. "შიში" shishi და ჰოლანდიური schokken, ფრანგული choc. "ფლიდი" flidi და სლავური podlii, pidlii, ინგლისური foul. "ხრაშუნი" khrashuni და ინგლისური crunch, სლავური khrust. "ობოლი" oboli და რომანულ ენებში orfo, orfano, orfe. " ჩვენება" chven-eba (ამ ტერმინის ფუძეა chven) და ინგლისური show, ისლანდიური syna, გერმანული zeigen. "აუგი" aug-i (ცუდი, ავი, ბოროტი) და გერმანული arg. "დიშლა" dishla (ფორანის მოწყობილობა, რომლიტაც ცხენს უბამენ) და სლავური duga. მეგრული "დიშკა" dishka, და სლავური drova. ეს ფაქტი მიგვანიშნებს, რომ 5 000 წლის წინ უძველეს პროტო-სლავურ ტომებშიც გავრცელებული იყო 4 ბორბლიანი საზიდარი (ფორანი). "სუსტი" susti და გერმანულ ენებში svag, zwak, svak, სლავური slabii. "ჟინი" zhini ლათინური zelus, ინგლისური zeal, რომანულ ენებში zelo, zel, zele, celo. "ვნება" vne-ba სლავური rvenie. "ბაგე" bage და სლავური guba. "ანგარი" angari და გერმანულ ენებში greedy, gradig, graougurgierig, რომანულ ენებში avaro, avido. "ფუს-ფუსი" fus-fusi და ინგლისური fuss, ბოსნიურ-სერბიული fuss. "ამბარი" ambari (მარცვლეულის ან ფქვილის შესანახი ძალიან დიდი ზომის ყუთი, სადაც ზოგჯერ ეტეოდა 100 ფუთი) და ინგლისური hangar (საწყობი), barn( ეს ტერმინი ზოგიერთ თურქულ ენებშიც არის, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ თურქულია. ინგლისურ ენაში ეს ტერმინი თურქული ენიდან ვერ მოხვდებოდა. შესაძლებელია უძველესი ინდოევროპული ენებიდან არის ეს ტერმინი პირიქით შესული თურქულ ენებში. მაგალითად ქართული "ხევი" და იგივე შინაარსის მონღოლური ტერმინი "ხავცალ" ერთმანეთის მონათესავეა. თუმცა ეს ტერმინი ქართულ ენაში იმ დროს არსებობდა, როცა ახლო აღმოსავლეთში და ევროპაში მონღოლების არსებობა არავინ იცოდა. ეს ის მემკვიდრეობაა ქართულ და მონღოლურ ენებში, როცა ინდოევროპელი იბერების და მონღოლების შორეული გენეტიკური წინაპრები რამდენიმე ათასი წლის წინ ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ). მეგრული "ორტინ", ორტენ" ortin, orten და გერმანული garten, ინგლისური garden. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები გავრცელებულია რომანულ და სლავურ ენებშიც. ქართული "ბუქი" buqi (ქარისგან ავარდნილი თოვლის კორიანტელი ჰაერში) და სლავური buran. ტერმინი "ბურანი" burani ქართულ ენაშიც არსებობს და ეწოდება იმ მდგომარეობას, როცა ადამიანი ძილისა და ღვიძილის ზღვარზეა და აზროვნებას მოკლებულია. დაახლოებით ასეთ მდგომარეობაშია ადამიანი, როცა ძლიერ ქარბუქში მოხვდება და ბუქისა და მისგან გამოწვეული ჰაერის დაბნელებისგან კარგად ვერ აღიქვამს გარემოს. ტერმინი "burani" დღევანდელ ქართულ ენაში გადატანითი მნიშვნელობით იხმარება. ხოლო ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე კი ტერმინები "buqi" და "burani" ერთმანეთის სინონიმები იყო. ქართული "ბეჭი" bechi და ინგლისური back (ზურგი). ქართული "ფორიაქი" foriaqi და ინდოევროპული eiforia. ქართული "კოღო" kogho და სლავური komar. ქართული "ქორი" qori, მეგრული "ქირი" qiri (მტაცებელი ფრინველი) და ინგლისურ და რომანულ ენებში aquila. "ორბი" orbi ( დიდი ზომის მტაცებელი ფრინველი) და გერმანულ ენებში orn, სლავურ ენებში oriol, orao. "სვავი" svavi (ძალიან დიდი ზომის ფრინველი) და გერმანულ ენებში swan, zvaan, svane, svanur, schvan (როცა ანტიკურ ეპოქაში კავკასიაში ინდოევროპულ-იბერიული ენისა და ადგილობრივი პროტოქართველური ენის ერთმანეთთან შერევის შედეგად მიმდინარეობდა სრულიად ახალი ენის ფორმირების პროცესი, ამ პროცესში ზოგჯერ ადგილი ჰქონდა ზოგიერთი დიდი ფრინველების ინდოევროპული სახელწოდებების ერთმანეთში აღრევას, ანუ ზოგჯერ ხდებოდა ერთი დიდი ფრინველის სახელწოდების დარქმევა მეორე დიდ ფრინველზე. ენების ერთმანეთში შერევი პროცესში ეს ბუნებრივი მოვლენაა). "გნოლი" gnoli (ერთგვარი ფრინველი) და ინგლისური grouse. "თავლა" tavla და გერმანულ ენებში stall, stable, stabil. "ბოსელი" boseli და ინგლისური byre. "გოგრა" gogra და ინგლისური gourd. "ხულა" khula და სლავურ ენებში khlev, hliv. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები ფიქსირდება ზოგიერთ გერმანულ ენებშიც. ამ ინდოევროპულ-იბერიული ტერმინისგან წარმოიშვა ახალი ტერმინი ქართულ ენაში "სა-ხლი", ფუძეა "ხლი" ანუ "ხულა". "ფისი" fisi (ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილება) და ინგლისური piss, სლავური pisat. "ფისი" fisi (ბუნებრივი წებოვანი წარმონაქმნი ხეებზე და მცენარეებზე) და ინგლისური pitch. "კაუჭი" kauchi და გერმანულ ენებში krog, krokur, krok, სლავურ ენებში kriuk, kuka, kruk. "გემო" gemo და რომანულ ენებში gusto, gust, gosto, gout. "სიამე" siame და გერმანულ ენებში, sweet, zoet, sod, saet, sus, სლავური sladkii. "ფუჭი" futchi და ინგლისური futile, frothy, foppish, სლავური pustoi. "კაკალი" kakali და ინგლისური kernel. "ნიგოზი", "ნუში" nigozi, nushi და გერმანულ ენებში nut, noot, nuss, nod, nott, რომანულ ენებში noz, nuca, noix, nou, noce. "მერანი" merani (სწრაფი საჯირითო ცხენი) და ინგლისური mare. "ჯიჯგნა" jijg-na (კბილებით რაიმე საკვების უხეშად ჭამა) და ინგლისური jag. "ჯაგი" jagi (ძალიან გრძელ ეკლიანი ბუჩქი) და ინგლისური jagg (ამ შემთხვევაში ეს ინგლისური ტერმინი ეწოდება ბასრ წანაზარდს, ხოლო ინდოევროპულ-იბერიული ენიდან ქართულ ენაში ეს ტერმინი დამკვიდრდა როგორც გრძელ ეკლიანი ბუჩქის აღმნიშვნელი). ამ ინდოევროპული ტერმინიდან jag წარმოიშვა კიდევ ერთი ტერმინი ქართულ ენაში jag-ari (ღორის ქეჩოზე ამოსული უხეში ბალანი). აგრეთვე ტერმინი "ჯაგრისი" jag-risi (სხვადასხვა ნივთების საწმენდი საშუალება). ტერმინი "ჯაგარი" მეგრულ ენაზე არის "ძაგარი". ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ინდოევროპულ-იბერიული ასო-ბგერა "ჯ" ქართულ-მეგრულ ენაში ზოგჯერ ტრანსფორმირდება ასო-ბგერა "ძ"-დ. ასევე ქართულ ენაში არსებობს ტერმინი "ძიძგნა", რომელიც იგივე რაც "ჯიჯგნა". ფაქტია, რომ "ჯიჯგნა" ორიგინალია, ხოლო "ძიძგნა" მისი ტრანსფორმირებული ფორმაა. ინდოევროპული და ქართულ ენაში არსებული ტერმინების შედარებისას აგრეთვე რამდენჯერმე დავაფიქსირე, რომ ინდოევროპულ-იბერიული ასო-ბგერა "ს" ზოგჯერ ტრანსფორმირდება ასო-ბგერა "წ"-დ. ხოლო ასო-ბგერა "ჩ" და ასო-ბგერა "შ" ზოგჯერ ტრანსფორმირდება "ჭ"-დ. ასევე დაფიქსირდა, რომ ინდოევროპულ-იბერიული ორიგინალი ასო-ბგერა "გ" ზოგჯერ ტრანსფორმირდება "ღ"-დ. აგრეთვე სამ ინდოევროპულ-იბერიულ ორიგინალ ტერმინებთან მიმართებაში დაფიქსირდა ორიგინალი ასო-ბგერა "კ"-ს ტრანსფორმაცია ასო-ბგერა "ყ"-დ. ეს ფაქტები იძლევა საფუძვლიანი ვარაუდის საფუძველს, რომ ეს 5 ასო-ბგერა "ღ", "ჭ", "წ", "ძ", "ყ" არ შედიოდა ინდოევროპულ-იბერიული ენის შემადგენლობაში და ადგილობრივი პროტოქართველური ენიდან გადმოსული მემკვიდრეობაა. ტერმინების "ფაფა" fafa და ინგლისური pap, ჰოლანდიური pap, ესპანური papillia. "ჟივილი" zhivili (ცოცხალი არსებების-ადამიანების, ცხოველების, ფრინველების მკაფიოდ გამოხატული ხმაური, გნიასი, ბღავილი, ჟრიამული) და სლავური "zhivoi. როგორც ჩანს ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე ეს ტერმინი უკავშირდებოდა სიცოცხლეს, ცოცხალ არსებებს. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები გვხვდება ზოგიერთ ძველ-გერმანულ ენებში და ძველ-ინდურ ენაში. "ძალა" dzala და სლავური sila. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები ფიქსირდება ძველ-გერმანულ ენებშიც და უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენიდან უნდა იღებდეს სათავეს. სავარაუდოდ ამ ტერმინის ადრეული ფორმა ინდოევროპულ-იბერიულ ენაში იყო "zala", რომელიც ქართულ ენაში ტრანსფორმირდა და გახდა "ძალა" dzala. "ფუჰ" fuh (ზიზღის გამომხატველი ტერმინი ) და ინგლისური poof (გამოითქმის როგორც FUH ). "ბისტი" bisti და ინგლისური bruis, შვედურ-ნორვეგიულ ენებში blamarke, blamerke. "ბონდი" bondi (ხიდი, რომელიც ჩამოკიდებულია ტროსზე ან თოკზე) და გერმანულ ენებში band (თასმა, ზონარი, ლენტი და ასე შემდეგ). როგორც ჩანს ძველი ადამიანები პატარა მდინარეებზე თოკებისგან ან მცენარეებისგან აკეთებდნენ ჰაერში დაკიდულ ხიდებს, რომელსაც ერქვა bond. "დორბლი" dorbli (ნერწყვი) და ინგლისური dribble. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები გვხვდება აგრეთვე სხვა ზოგიერთ გერმანულ და რომანულ ენებშიც. " ლაფი" lafi და ინგლისური filth. "ფაფუკი", "ფუმფულა fafuki, fumfula და გერმანულ ენებში fluffy, flusig, flauschige, fluizig. ჩვენ ეს ტერმინები "ფაფუკი" და "ფუმფულა" ადრე უკვე გვქონდა გაშიფრული, მაგრამ ეს ახალი გერმანულ ენოვანი ტერმინები დამატებითი სინონიმებია. "ბირთვი" birtvi, "ბურთი" burti და ისლანდიური bolti, დანიური bold. როგორც ვხედავთ ტერმინები bol და burti ერთმანეთის სინონიმები იყო ინდოევროპულ-იბერიულ ენებში და ნიშნავდა " სიმრგვალეს", "ბურთს". "გობი" gobi და გერმანულ ენებში cup, cop, copp, სლავურ ენებში kubok, kupa, ირლანდიური cupan. "ტაფა" tafa და ინგლისური tub (გამოითქმის taba). "ქანი" qani და გერმანული kern. "ბორბალი" bor-bali. ეს ტერმინი ერთმანეთში აერთიანებს 2 ინდოევროპულ ტერმინს "ბორ" ანუ boria, buria და bal. "ფლოქვი" floqvi და ინგლისური hoof, გერმანული huf. "ფართხალი" fartkh-ali, fortkh-va (ფუძეა fartkh) და ინგლისური effort. "ბანი" bani (დაბალი ხმა) და ინდოევროპულ ენებში bass, basso, bas. "ბანი" bani ( სახლის ერთერთი კომპონენტი ძველ ქართულ ენაში) და ძველი გერმანული balko. "ფინთი" finti (ცუდის და უვარგისის სინონიმი. ქართული ჟარგონი) და ინგლისური filthy. "ფრქვევა" frqve-va და ინგლისური pour. "პარვა" parva და ინგლისური prig. "ჭრა" chra და ინგლისური shear, სლავური strich. "ჩეხვა" chekhva და ინგლისური chaff, chop. "კოდა" koda (castraning) და ისლანდიური gelda. "შლა" shla და გერმანული "loschen, ნორვეგიული slette (გამოითქმის SHLATA). "ჯაჯგური" jajg-uri (ფუძეა jajg) და ინგლისური jog. "ჯლუგუნი" jluguni და ინგლისური joggle. "ჯართი" jarti და ინგლისური junk. "ბუშტი" bushti და გერმანულ ენებში blister, bubble, bubel, მონათესავე ტერმინები ფართოდაა გავრცელებული აგრეთვე სლავურ და რომანულ ენებში. "ფირფიტა" firfita და რუმინული farfurie, მონათესავე ტერმინები ფართოდაა გავრცელებული გერმანულ, სლავურ და რომანულ ენებში. "ბაცი" baci და ინგლისური bright (გამოითქმის BRAIT). "თათმანი" tatmani და ინგლისური mitten. "ზომა" zoma და ინგლისური size. "სოლი" soli და სლავური kol. "დაფა" dafa და სლავური doska, ლათინური discus, ძველ-გერმანულ ენებში disc, tisk. "ირემი" iremi და გერმანულ ენებში roe, ree, rogn, rogen, rom. "ფასი" fasi და ინგლისური price (გამოითქმის FRAIS), სხვა გერმანულ ენებში pris, preis, რომანულ ენებში precio, prezzo, pret, prix. ამ ტერმინს იყენებდნენ დიდი "iamna culture"-ს ინდოევროპელი ტომები, როცა აწარმოებდნენ სხვადასხვა ნივთების ერთმანეთში ყიდვა-გაყიდვის პროცესს. "კერა" kera და ჩეხური krb. ქართულ ენაში ტერმინი "კერა" ეწოდება სახლში ცეცხლის დასანთებ ადგილსაც. ეს ტერმინები უნდა უკავშირდებოდეს უძველესი ადამიანების ცეცხლის დასანთებ ადგილს. დღევანდელ ქართულში ამ ტერმინის სინონიმად იხმარება "ოჯახი", რომელიც თურქული წარმომავლობის ტერმინია. ხოლო "კერა" წმინდა იბერიული ტერმინია. დღევანდელ ქართველებში ორივე ტერმინი საპატიო ტერმინია. რა მნიშვნელობა აქვს ტერმინის წარმომავლობას, როდესაც ის უკვე გამჯდარია ერის მეტყველებაში, ცნობიერებაში და სალიტერატურო ოფიციალურ ენაში. უძველესი ქართული ტერმინი "კალატოზი" kalatozi ეწოდება მშენებელს ქვაზე. ეს ტერმინი უნდა უკავშირდებოდეს გერმანულ ტერმინს "kelle", რომელიც ნიშნავს მშენებლის, კალატოზის მთავარ იარაღს - ქაფჩას. როგორც ჩანს ინდოევროპულ-იბერიულ ენაშიც არსებობდა ტერმინი "kelle" ან "kala" ოსტატის იარაღი, რომლისგანაც წარმოიშვა ტერმინი "კალატოზი". უძველეს დროში ამ ტერმინებს ალბათ ხმარობდნენ თიხის ოსტატები. "ლაპ-ლაპი" lap-lapi (ელვარება, მკვეთრი სინათლე) და უძველესი ინდოევროპული lap (ნათება, ბრწყინვალება), ამ უძველესი ინდოევროპული ტერმინიდან უნდა იღებდეს სათავეს ძველი ქართული ტერმინი "ლამპარი" lampari (ადამიანის მიერ გაკეთებული მანათობელი საშუალება). ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები ფართოდაა გავრცელებული სხვადასხვა ენებში. ამ ტერმინების ფუძეა უძველესი ინდოევროპული "lap". ეს უძველესი ინდოევროპული ტერმინი ინდოევროპელი იბერების ენიდან გადმოდის ქართულ ენაში და მკვიდრდება, როგორც "ლაპ-ლაპი" lap-lapi. ძალიან საინტერესოა ქართული ტერმინი "ღვინო" ghvino. ინდოევროპულ ენებში wein, vino, vin, vinum და ასე შემდეგ. მევენახეობა-მეღვინეობის ერთერთი უძველესი სამშობლოა კავკასია, მაგრამ ეს ტერმინი ინდოევროპული წარმომავლობისაა. ეს ინდოევროპული ტერმინი კავკასიაში შემოტანილია ინდოევროპელი იბერების მიერ ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში. ფაქტია, რომ ეს ტერმინი მინიმუმ 24 საუკუნის წინ უკვე არსებობდა იბერიის ნახევარკუნძულზე. ვარაუდობენ, რომ ეს ტერმინი ევროპის ქვეყნებში გავრცელდა რომის იმპერიის ეპოქაში. მაგრამ ფაქტია, რომ ეს ტერმინი მინიმუმ 24 საუკუნის წინ უკვე არსებობდა იბერიის ნახევარკუნძულზე, დღევანდელი ესპანეთის და პორტუგალიის ტერიტორიებზე. ხოლო რომის იმპერია დაახლოებით 21 საუკუნის წინ ჩამოყალიბდა. ანუ ეს ტერმინი რომის იმპერიის წარმოშობამდე რამდენიმე საუკუნით უფრო ადრე უკვე არსებობდა იბერიის ნახევარკუნძულზე. აქედან გამომდინარე ჩემი ვერსიით ეს ტერმინი წარმოიშვა იბერიის ნახევარკუნძულზე. ხოლო რომის იმპერიის წარმოშობის შემდეგ რომაელებმა ეს ტერმინი გაავრცელეს ევროპის ხალხებში. ანუ ტერმინი წარმოიშვა იბერიის ნახევარკუნძულზე, ხოლო გამავრცელებელი კი არიან რომაელები. კავკასიაში კი ეს ტერმინი შემოიტანეს ინდოევროპელმა იბერებმა ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში. ამ ტერმინის ორიგინალი სახელწოდება ინდოევროპულ-იბერიულ ენაში უნდა ყოფილიყო "გვინო", gvino. ქართული "შავგრემანი" (shavgre-man) შედარებით "მუქკანიანი კაცი". მეგრული "ჩეშმანი" (chesh-man) ძალიან "თეთრკანიანი კაცი". აქ აშკარად ვხედავთ, რომ უძველეს ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე " კაცი"-ს სინონიმი იყო "man". მონათესავე ტერმინებია, გერმანული წარმოშობის ხალხებში man, mann, mand, maour. სლავურ ხალხებში muz, moski, mujshina. ეს ინდოევროპულ- იბერიული man გადმოდის ქართულ და მეგრულ ლექსიკაში. და ბოლოს ქართული უძველესი ტერმინი "გუარი" guari, "გვარი" gvari. ეს უძველესი ინდოევროპული ტერმინებია, რომელიც უკავშირდება პიროვნების წარმომავლობას, მის საგვარეულო კუთვნილებას. ამ უძველეს ინდოევროპულ-იბერიულ ტერმინს პირდაპირ ენათესავება ისლანდიური ტერმინი, რომელიც გამოითქმის დაახლოებით ასე: გოუვერ gouver. ხოლო ის ისლანდიურად ცოტა სხვანაირად იწერება და მისი ზუსტი წერილობითი კოპირება ვერ შევძელი. მაგრამ ინტერნეტიდან მისი ავტომატურად მიღებული ხმოვანი გამოთქმა ასეთია დაახლოებით: გოუვერ gouver. ეს არის უძველესი ინდოევროპული ტერმინი, რომელსაც იყენებდნენ რამდენიმე ათასი წლის წინ მცხოვრები ინდოევროპელი ტომები და სავარაუდოდ უნდა უკავშირდებოდეს იმ ეპოქაში ადამიანებს შორის სისხლით ნათესაობას, ან რაღაც ამდაგვარს. ამ უძველესი ტერმინის არსებობა ქართულ და ისლანდიურ ენებში გვეუბნება იმას, რომ ეს ტერმინი არსებობდა მინიმუმ ძვ. წ. აღრიცხვით მე-4 ათასწლეულში afanasievo culture-ს და iamna culture-ს ინდოევროპელ ტომებში. ეს უძველესი ტერმინი შემოინახეს ისლანდიურმა და ინდოევროპულ-იბერიულმა ენებმა. ამ ინდოევროპულ-იბერიული ტერმინებიდან ზოგიერთი ტერმინები არ გამოიყენებოდა შუა საუკუნეების ოფიციალურ სამწერლობო ენაში, მაგრამ არსებობდა ხალხურ ზეპირ მეტყველებაში და კუთხურ კილო-კავებში. მაგალითად, ბაბრი(დიდი დათვი), რეში (დიდი წვიმა), ბათქი(ცემა), დაკა-დაკა(ჩხუბი), კანაო(თხრილი), ბოთლი(სითხის ჭურჭელი), ჯართი, ფინთი, ადამიანის ინსკრემენტები (ქაქი, კუკი, განავალი, ფისი), ფრინველის ინსკრემენტი-( სკინტლი). ამ არაოფიციალური ხალხური ტერმინებიდან ზოგიერთი ტერმინი მოგვიანებით შემოდის ოფიციალურ სამწერლობო ენაში, მაგალითად ბოთლი, ჯართი, განავალი. ასეთი არაოფიციალური ხალხური ინდოევროპულ-იბერიული ტერმინები საკმაოდ ბევრია და მათი მოძიება არის საჭირო. მე მხოლოდ რამდენიმე ასეთი არაოფიციალური ხალხური ტერმინი მაქვს მხოლოდ მოძიებული(დაახლოებით ალბათ 15 ტერმინი). ხოლო სხვა ტერმინები კი კვლავ არსებობს არაოფიციალურ ხალხურ მეტყველებაში. ქართული ტერმინი "ხიდი" და უნგრული "hid"(საინტერესოა ისიც, რომ ქართულ ენაში დავაფიქსირე ტერმინები, დაახლოებით 50 ტერმინი, რომლებიც აშკარა ნათესაობას ავლენენ უნგრულ-ფინურ-ესტონურ ტერმინებთან. ეს არის იმ შორეული რამდენიმე ათასი წლის(დაახლოებით 10-14 ათასი წლის) წინანდელი ეპოქის მემკვიდრეობა, როდესაც დღევანდელი ქართველი და უნგრულ-ფინურ-ესტონური წარმოშობის ხალხების შორეული წინაპრები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობდნენ ტაიგის ზონაში. ტაიგის ზონაში მცხოვრები ეს ადამიანები ვიწრო მდინარეებზე და ხევებზე ხის გრძელი მორებისგან აკეთებდნენ გადასასვლელებს, რომლებსაც ეწოდებოდა "ხიდ", "hid". მე მხოლოდ რამდენიმე უნგრულ-ფინურ-ესტონური მონათესავე ტერმინები მოვიყვანე. სხვა უნგრულ-ფინურ-ესტონურ მონათესავე ტერმინებს რომელთა საერთო რაოდენობა დაახლოებით 50-ია ჯერჯერობით ამ ეტაპზე დაფიქსირებული არ განვიხილავ, რადგანაც ძირითად აქცენტს ვაკეთებ გერმანულ- სლავურ-კელტურ-რომანულ ენებზე. თუმცა უფრო გულმოდგინედ შესწავლის შემდეგ უნგრულ-ფინურ-ესტონურ ენებთან მონათესავე ტერმინების რაოდენობა ალბათ უფრო მეტია. ეს ტერმინები ხშირად ერთდროულად ენათესავებიან, როგორც ქართულ ენაში არსებულ ტერმინებს, ისე სხვა ინდოევროპულ ენებს. ამ ეტაპზე აგრეთვე მოძიებულია დამატებით 20 ტერმინი მეგრულ ენაში, რომელიც ენათესავება გერმანულ-სლავურ-კელტურ-რომანულ ენებს, მაგრამ ეს მეგრული ტერმინები ზემოთჩამოთვლილი ტერმინების სიაში არ შემიყვანია, რადგან ამ ტერმინების მონათესავე ქართული ტერმინები უკვე მოხსენიებულია ზემოთჩამოთვლილ სიაში). ასე ახალ-ახალი ტერმინების შედარება მუდმივად ყოველდღე ვერ გაგრძელდება. თუმცა ასეთი ტერმინებია უამრავია და რაც მე მოვიყვანე მაგალითად ესეც კი სრულიად საკმარისია რეალური, საფუძვლიანი და არგუმენტირებული დასკვნების გასაკეთებლად(აქ საინტერესოა ის ფაქტი, რომ მე ამ ტერმინების მოძიების დროს არ გამომიყენებია არანაირი არც ქართული და არც მეგრული სიტყვების ლექსიკონი. უბრალოდ რომელი ტერმინიც ზეპირად გამახსენდებოდა იმ ტერმინის შედარებას ვაკეთებდი ინდოევროპულ მონათესავე ტერმინებთან. ასეთი მარტივი და ზეპირი მეთოდით იქნა მოძიებული ჩემს მიერ ზემოთმოყვანილი ტერმინები. იმ შემთხვევაში თუ კი მე გამოვიყენებდი ქართული და მეგრული სიტყვების ლექსიკონს ადვილი წარმოსადგენია დამატებით კიდევ რამდენი უამრავი მონათესავი ტერმინები იქნებოდა მოძიებული). ძველ ქართულ ენაში იმდენად ბევრია ისეთი სიტყვები, რომლებსაც საერთო ფუძე-წარმომავლობა აქვთ ინდოევროპულ ენებთან, განსაკუთრებით კი სლავურ-გერმანულ ენოვან სამყაროსთან, რომ ადამიანი გაოცებას ვერ დამალავს. აგრეთვე შეინიშნება მსგავსება სომხურ ენაში გავრცელებულ სხვადასხვა სიტყვებთან. {(აქვე აღვნიშნავ, რომ სლავური ენებიდან ძირითადად რუსულ ენასთან ვაკეთებ შედარებას. მიზეზი გასაგებია, რადგან ამ ენაზე საუბრობს ყველაზე მრავალრიცხოვანი სლავურენოვანი მოსახლეობა და ეს ენა ასე თუ ისე მეტნაკლებად გასაგებია თითქმის ყველა სლავური წარმოშობის ადამიანებისთვის. ამიტომ როდესაც რუსულ ენასთან კეთდება შედარება აქ იგულისხმება მთელი სლავურენოვანი სამყარო. აქ აგრეთვე გათვალისწინებულია ქართულენოვანი მკითხველის ინტერესებიც, რომლისთვისაც რუსული ტერმინები უფრო ნაცნობია და გასაგები ვიდრე უკრაინული, ბელორუსიული ან ხორვატიული)}. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ინდოევროპულ ენათა ერთერთი დიდი ოჯახი- ირანული წარმოშობის ენები. მე აქ ყურადღება გავამახვილე სლავურ-გერმანულ-სომხურ ენებზე და არ მისაუბრია ირანულ ენებზე. მე ისე ზოგადად ვიცი რამდენიმე ქართული სიტყვა, რომელსაც საერთო ფუძე-წარმომავლობა აკავშირებს ირანულ ენასთან და აშკარად ინდოევროპელი იბერების ენიდანაა გადმოსული ქართულ ენაში. მაგრამ აქ არის ერთი პატარა პრობლემა. განსხვავებით უძველესი გერმანული და სლავური ტომებისგან ირანი უძველესი დროიდან საქართველოს მეზობელი დიდი სახელმწიფო და იმპერია იყო რომელთანაც ქართველ ხალხს, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველოს მოსახლეობას საუკუნეების და ათასწლეულების მანძილზე ჰქონდა მჭიდრო ურთიერთობა ყველა სფეროში. ამიტომ ასეთი მჭიდრო ურთიერთობებიდან გამომდინარე ქართულ ენაში დამკვიდრდა მეზობელი ირანის იმპერიიდან შემოსული საკმაო რაოდენობით ირანული სიტყვები--ბარბარიზმები. ამიტომ ქართულ ენაში არსებობს სიტყვათა ორი ჯგუფი. სიტყვათა პირველ ჯგუფს წარმოადგენს ის ირანული სიტყვები, რომლებიც შემოვიდა ქართულ ენაში, როგორც ბარბარიზმები. ხოლო სიტყვათა მეორე ჯგუფს ქართულ ენაში წარმოადგენს ის სიტყვები, რომლებიც შემოსულია ინდოევროპელი იბერების ენიდან და შორეული ფუძე-წარმომავლობა და ნათესაობა აკავშირებთ ირანულ ენასთან, როგორც ერთერთ ინდოევროპულ ენას მეორე ინდოევროპულ ენასთან. აქედან გამომდინარე ამ საკითხზე მუშაობის დროს საჭიროა სიტყვათა ამ ორი ჯგუფის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ირანული ბარბარიზმები ქართულ ენაში საკმაოდაა შემოსული და ის გამოკვეთილად ჩანს. ამავე დროს არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ არც დიდი სახელმწიფოების და იმპერიების ენა არ წარმოადგენს საკუთარ თავში ჩაკეტილ სამყაროს. დიდი იმპერიების ენაც ითვისებს მეზობელი ერების ენიდან გადმოსულ ტერმინებსაც. ამისი მაგალითები უამრავი ვიცი სხვადასხვა ძველი თუ ახალი იმპერიების მაგალითზე. ამიტომ როცა ირანულ და ქართულ ენებში ერთნაირ ტერმინებზე ვსაუბრობთ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს ტერმინი ირანული ენიდანაა გადმოსული. თავისთავად ცხადია, რომ ასეთი ტერმინების დიდი უმრავლესობა ირანული წარმომავლობისაა და პროცენტული უპირატესობა აშკარად ირანული ენის სასარგებლოდაა, მაგრამ ტერმინების გარკვეული მცირე რაოდენობა პირიქით ირანულ ენაში უნდა იყოს გადასული ძველი ქართული ენიდან ანტიკურ ეპოქაში. პროცენტულად თუ შევადარებთ ერთნაირ ირანულ და ქართულ ტერმინებს ამ ტერმინებიდან დიდი უმრავლესობა დაახლოებით 90% ირანული წარმომავლობის უნდა იყოს, ხოლო დაახლოებით 10% კი ქართული წარმომავლობის, რომელიც ხვდება ირანულ ენაში. ირანულ-ქართულ ტერმინებზე არ მიმუშავია და დაზუსტებით ვერ ვიმსჯელებ, მაგრამ ზოგიერთი ტერმინი რომელიც გვგონია ირანულიდან შემოსული პირიქით ირანულ ენაში უნდა იყოს გადასული ქართული ენიდან ანტიკურ ეპოქაში. მაგალითად "დანა" dana, დაშნა dash-na( მოკლე და ბასრი მახვილი), აბჯარი ab-jari, "ხიშტი" khisht (გრძელტარიანი საომარი იარაღი ძველ საქართველოში) და სხვა. ტერმინი "დაშნა" არსებობდა სასანიდების ირანში. ქართულ ენაში ტერმინები "დანა", "დაშნა" ენათესავება ინგლისურ ტერმინს "dagger. ზოგადად დაბოლოება "ნა" ხშირია ძველ-ქართულ ენაში. ეს ტერმინი ანტიკურ ეპოქაში შედის ირანულ და სომხურ ენებში ინდოევროპულ-იბერიული ენიდან და მკვიდრდება სასანიდების ირანში. ტერმინი "dashna" შემოინახა დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან კუთხეში სვანეთში საკმაოდ იზოლირებულმა სვანურმა ენამაც და ნიშნავს ერთგვარ მახვილს. აგრეთვე არსებობს ძველი სვანური გვარი "დაშნიანი", რომელიც წარმოებულია უძველესი იბერიული ტერმინისგან "დაშნა". სასანიდური ირანიდან კი ეს ტერმინი "dashna" გავრცელდა სხვა ქვეყნებშიც. ძველი ქართული ტერმინი "აბ-ჯარი" წარმოდგება ორი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინისგან "abga" რომელიც ენათესავება ინგლისურ ტერმინს "bag" და მეორე ძველი ქართული ტერმინი "ჯარი" (არმია). ანუ ნიშნავდა "ჯარის" აღჭურვილობას, ამიტომ ძველ-ქართულ ენაში ზოგჯერ ერთად ამბობდნენ "აბჯარ-აბგარი" ანუ " ჯარის" აღჭურვილობა. ტერმინი "აბგარი" იგევეა რაც "აბგა", ბოლოსართი "რი" ქართული ენისთვის დამახასიათებელი დაბოლოებაა. თავიდან იქნებოდა "აბგ-ჯარი", ანუ "ჯარის აბგა", "ჯარის საჭურველი", შემდგომ ასო-ბგერა "გ" შეიკვეცა და დარჩა "აბ-ჯარი". ამ ტერმინებით მკაფიოდ და გარკვევით დასტურდება, რომ ტერმინი "აბჯარი" წმინდა ინდოევროპულ-იბერიული ტერმინია და იბერიული ენიდან არის შესული ირანულ ენაში. ეს ორი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი "ჯარი" და "აბგა" იმდენად უძველესი ტერმინებია, რომ ტერმინი "აბჯარი" დიდი ალბათობით საქართველოს ტერიტორიაზე არ უნდა იყოს წარმოშობილი. ეს ტერმინი წარმოშობილი უნდა იყოს კლასიკურ ინდოევროპულ-იბერიულ ენაში იბერების კავკასიაში გადმოსახლებამდე. ტერმინი "ხიშტი" khisht-i, მონათესავეა გერმანული stich, სლავური shtik. ძველ-ქართულ ენაში აგრეთვე არის ტერმინი "ხისტი" (ფიცხელი, მოუდრეკელი, მაგარი), რომელიც ინდოევროპულ-იბერიული "ხიშტი"-დან უნდა იყოს ნაწარმოები. სულხან-საბას განმარტებით "ხიშტი არს პირ-გრძელი, ძგიდე-მახვილი და ტარ-კოტა". ეს იყო შუბის ერთ-ერთი სახეობა. ნიმუში არქეოლოგიიდან არ მოგვეპოვება, მაგრამ სულხან-საბას აღწერილი ეს იარაღი ძალიან გავს სლავურ "rogatina"-ს. სლავური "rogatina" რამდენიმე ვარიანტის იყო. ერთ-ერთი ვარიანტი რომელიც აღდგენილია და შექმნილია ილუსტრაცია სადაც ამ იარაღით მონადირე ებრძვის დათვს შემდეგნაირია: ეს არის საშუალო სიგრძის შუბი, მსხვილი ტარით, ტარის ბოლოში აქვს "კოტა". იარაღის პირი არის გრძელი და ძგიდე-მახვილი. მსგავსი შუბები გავრცელებული იყო ძველ სკანდინავიაშიც. სავარაუდოდ ეს უნდა იყოს იბერიული "ხიშტი", რომელიც აღწერილი აქვს სულხან-საბას. ხოლო მონათესავე ტერმინი "ხისტი" თავისი შინაარსით მართლა შეესაბამება სლავურ იარაღს "rogatina"-ს, ეს იარაღი მართლაც წარმოადგენს ფიცხელ, უდრეკ, მაგარ და უხეშ იარაღს, ანუ "ხისტი" იარაღია. ტერმინი "ხიშტი" ინდოევროპულ-იბერიული ენიდან უნდა იყოს შესული ირანულ ენაში. სავარაუდოდ ამ ტერმინიდან უნდა იყოს წარმოებული გვარი "ხოშტარია". ამ ვერსიით ამ გვარის ფუძე ინდოევროპულ-იბერიულ ენაში იყო "ხიშტ". ძველ-ქართულ ენაში ტერმინებს ხშირად ემატებათ ბოლოსართი "არ". ეს ბოლოსართი "არ" უეჭველად ინდოევროპულ-იბერიული ენის მემკვიდრეობაა ძველ-ქართულ ენაში გადმოსული. მაგალითად ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი "ზამთ-არ" (ფუძეა "ზამთ") და სლავური zima, ტაჯიკური zimiston. დღეს რთულია იმისი თქმა თუ ზუსტად რა დატვირთვა და შინაარსი ჰქონდა ამ ბოლოსართს "არ" ინდოევროპულ-იბერიულ ენებში. ესეიგი იბერიულ ტერმინს "ხიშტ" ემატება ინდოევროპულ-იბერიული ბოლოსართი "არ" და ვღებულობთ ტერმინს "ხიშტარ". ამ ტერმინს ემატება კლასიკური, ტრადიციული ინდოევროპულ-იბერიული გვარის დაბოლოება "იან" და ვღებულობთ წმინდა ინდოევროპულ-იბერიულ გვარს "ხიშტარ-იან". თავიდან გარკვეული დროის მანძილზე ეს გვარი არსებობდა ამ ფორმით. მოგვიანებით განიცდის მცირე ცვლილებას და ხდება "ხოშტარიან". ვხედავთ, რომ ასეთ ვერსიას აქვს რეალური საფუძველი. სამეგრელოში გადმოსახლების შემდეგ გადადის მეგრულ ფორმაზე "ხოშტარია". არაა გამორიცხული, რომ სწორედ სამეგრელოში მომხდარიყო ეს ცვლილება გვარში და "ხიშტარიან" ხდება "ხოშტარია". ან შესაძლებელია ეს ცვლილება ხდება ანტიკურ ეპოქაში, ტაო-კლარჯეთში. დაზუსტებით ვერაფერს ვერ ვიტყვით. მე უფრო ვვარაუდობ, რომ ეს ცვლილება გვარში ხდება სამეგრელოში. გვარის დაბოლოება გადადის მეგრულ ფორმაზე, გვარი იცვლის თავის ტრადიციულ ფორმას და ამ დროს მექანიკურად ცვლილება ხდება გვარის შიგნითაც და გვარის ისტორიული ფუძე "ხიშტარ" ხდება "ხოშტარ". ასეთი მცირე ცვლილებები დროთა განმავლობაში ყველგან შეიძლება მოხდეს. მაგალითად ტაო-კლარჯეთში იყო "აბრახამისძე" და სამეგრელოში ხდება "არახამია", "ბაგრატუნი - ბაგრატუნიანი - ბაგრატიონი - ბაგრატოვანი - ბაგრატონიანი", ჩიქვანი - ჩიქუანი - ჩიქოვანი - ჩიქოანი და ასე შემდეგ. ასეთი მცირე ცვლილებები გვარ-სახელებში ისტორიულად უამრავი რაოდენობითაა ცნობილი. ინდოევროპელი იბერები რომლებიც მოვიდნენ კავკასიაში იბერიის ნახევარკუნძულიდან იმ ეპოქის კვალობაზე შესანიშნავად იყვნენ აღჭურვილები. ჩვენ ამ კვლევაში გვქონდა საუბარი ზემო რაჭაში აღმოჩენილ ვერცხლის რიტონზე, სადაც გამოსახული არიან დაახლოებით 23 საუკუნის წინანდელი იბერიელი ქვეითი ჯარისკაცები. მეომარს ტანზე ლითონის აბჯარი აცვია, ხოლო თავი და სახე მთლიანად ლითონის მუზარადით აქვს დაფარული. როცა რიგითი ქვეითი ჯარისკაცი ასე კარგად არის აღჭურვილი ბუნებრივია, რომ წარჩინებული ცხენოსანი მეომრები კიდევ უფრო კარგად იყვნენ აღჭურვილები და წარმოადგენდნენ მძიმედ აღჭურვილ მხედრებს, კატაფრაქტებს. სწორედ ცხენოსან კავალერიაზე აკეთებდნენ მთავარ აქცენტს ყოველთვის ძველ საქართველოში და ითვლებოდა მძიმედ აღჭურვილ პრივილეგირებულ მეომრად. ჩვენ აგრეთვე ვიცით რომაელი ისტორიკოსის დიონ კასიოსის ცნობა სადაც ის აფიქსირებს, რომ იმპერატორ ანტონინე პიუსზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია რომში იბერიელი მხედრების სამხედრო აღჭურვილობას. ამიტომ მე ვვარაუდობ, რომ იბერიის ნახევარკუნძულიდან მოსულმა ინდოევროპელმა იბერებმა და მათმა მძიმედ აღჭურვილმა მხედრებმა გარკვეული გავლენა მოახდინეს რეგიონის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებზე და ზოგიერთი სამხედრო აღჭურვილობის ტერმინი შევიდა ირანულ-სომხურ ენებში. სავარაუდოდ პართიელი კატაფრაქტების ფორმირებაზე გავლენა უნდა მოეხდინა ინდოევროპელი იბერების მძიმედ აღჭურვილი მხედრების, კატაფრაქტების სამხედრო აღჭურვილობას, რომლის ელემენტებიც პართიელმა მმართველებმა შეიტანეს თავიანთ ლაშქარში. ცნობილია, რომ აქემენიდურ ირანში ფაქტიურად არ არსებობდა მძიმედ აღჭურვილი მხედრების, კატაფრაქტების ლაშქარი. ეს კატაფრაქტები ჩნდებიან პართიული ეპოქის ირანში. ეს ფაქტი კიდევ უფრო აძლიერებს ვარაუდს, რომ პართიელი კატაფრაქტების ფორმირებაზე დიდი გავლენა იქონიეს მძიმედ აღჭურვილმა იბერიელმა შუბოსნებმა, კატაფრაქტებმა. ძველ-ქართულ წყაროებში საკმაოდ ბევრი ცნობებია საქართველოში ჯავშანით აღჭურვილი საომარი ცხენების არსებობაზე და ფართოდ გავრცელებაზე. აბჯროსანი ცხენებით ბრძოლის ტაქტიკაც უეჭველად ინდოევროპელი იბერების მიერაა რეგიონში შემოტანილი. ეს ტაქტიკაც გადაიღეს პართიის მმართველებმა და დანერგეს თავიანთ არმიაში. იმპერია იმიტომაა იმპერია, რომ მას აქვს უნარი სხვა ხალხებიდანაც გადაიღოს სიახლე და ნოვაცია. რომის იმპერიამაც სამხედრო სფეროში ბევრი რამე გადაიღო სხვა მეზობელი ხალხებიდან. მაგალითად ცნობილი რომაული მოკლე მახვილი "გლადიუსი" რომის იმპერიამ იბერიის ნახევარკუნძულიდან გადაიღო. ხოლო ცნობილი მახვილი "სპატა" რომაელებმა კელტური წარმოშობის გალებიდან გადაიღეს. ასევე ინდოევროპულ-იბერიული ტერმინია "ჯავშანი" javshani (აბჯრის ერთერთი სინონიმი ძველ-ქართულ ენაში). ჩემი ვარაუდით ეს ტერმინიც ინდოევროპულ-იბერიული ტერმინია. ირანულ ავესტაში არის ტერმინი რომელსაც უკავშირებენ "ჯავშანს". ავესტაში ეს ტერმინია yaoxsna (მომზადება, აღჭურვა). არ გავს, რომ ამ ტერმინიდან იყოს ნაწარმოები "ჯავშანი". შინაარსით შეიძლება ეს ავესტას ტერმინი გავს "ჯავშანს", მაგრამ თვითონ ტერმინები საერთოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან და მე მსგავსებას ვერ ვხედავ. ასე, რომ ავესტას "yaoxsna" ვერ იქნება "javshani"- ს წინაპარი. ავესტას ეპოქაში "ჯავშანი" იმ შინაარსით, როგორიც ძველ საქართველოში არსებობდა, ანუ მძიმედ აღჭურვილი მეომრის საჭურველი, არ არსებობდა. და ბოლოს, ტერმინი "ჯავშანი" თავისი აგებულებით ზედგამოჭრილი იბერიული ტერმინია. ტერმინის დაბოლოება "ანი" ძალიან ხშირია ქართულ ენაში. ტერმინი "ჯავშანი" ქარტულ ენაში გამოიყენება ქვეწარმავლის კუს ზურგის ბაკანის სინონიმად. როგორც ჩანს თავიდან ამ ტერმინს ხმარობდნენ კუს ზურგთან მიმართებაში, მოგვიანებით როცა გაჩნდა მეომრის ჯავშანი მათ მას უწოდეს ის ტერმინი რომელსაც იყენებდნენ კუს ჯავშანთან მიმართებით. მოკლედ ყველაფერი მეტყელებს იმის სასარგებლოდ, რომ ეს ტერმინი ინდოევროპულ-იბერიულია. ფაქტია, რომ "აბჯარი" და "ჯავშანი" უძველესი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინებია. "ტაბარი" tabari ( საომარი ნაჯახი რომელსაც ცხენის უნაგირზე ამაგრებდნენ) და სლავური topor, მონათესავე ტერმინები გვხვდება ძველ-სკანდინავიურ და ანგლო-საქსურ ენებშიც. ძველ-ირანულ ენაზე tapara, საშუალო ირანულ ენაზე tabrak. ხოლო ტერმინი tabar ინდოევროპელი იბერების მიერ შემოტანილია რეგიონში, როგორც ცხენის უნაგირზე დამაგრებული საომარი ნაჯახი. ძველი იბერების ენაზე ნაჯახის სინონიმი იყო "tabar", ძველ-ირანულ ენაზე იყო "tapara", სლავურ ენებში "topor". ეს იბერიული საომარი ნაჯახის ტერმინი იბერების ენიდან გადადის ირანულ ენაში. ესე იგი ირანულ ენაში იბერიული ენიდან შედის ტერმინი tabar (საომარი ნაჯახი დამაგრებული უნაგირზე), ხოლო tapara კი ირანული ტერმინია ნაჯახის აღმნიშვნელი. ამ ტერმინის ირანული ვარიანტია tabarzin (უნაგირის ნაჯახი). ეს tabarzin გვიან შუა საუკუნეებში ქართულ ენაშიც იხმარებოდა, როგორც ირანული ენიდან გადმოსული ტერმინი. აქემენიდების ირანში საომარი ნაჯახის სახელწოდება იყო sagaris. მოკლედ ირანულ ენაში tabar იბერიული ტერმინია, ხოლო tapara ირანული ტერმინია. ამავე დროს მეგრულ ენაშიც არსებობდა ტერმინი "ტაბარ-ჯგინი", რომელიც ნიშნავდა რაღაცის გამაგრებას ქვემოდან, ბიჯგს, ბიჯს. ამ ტერმინის ფუძეა იბერიული "ტაბარ". მართლაც მე მინახია ბიჯგები, რომელიც გავს ისტორიულ ორპირიან საომარ ნაჯახს "ტაბარს". "ტაბარ-ჯგინი" აგრეთვე ეწოდება ადამიანის ხელ-ჯოხსაც რომელსაც ის ხმარობს როცა სიარული უჭირს. ალბათ ზოგიერთი მეომარი რომელმაც ბრძოლაში ტრავმა მიიღო ბრძოლის შემდეგ ეყრდნობოდა საომარ ნაჯახს "ტაბარ"- ს როგორც ხელ-ჯოხს და ამ ტერმინიდან ხალხურ მეტყველებაში გაჩნდა ტერმინი "ტაბარ-ჯგინი", ანუ "ტაბარ-ბიჯგი", "ტაბარ-ბიჯი". იბერიული კლასიკური ენიდან ტერმინი "ტაბარ" ხვდება მეგრულ ენაშიც, როგორც ნაჯახის ერთერთი სინონიმი. დროთა განმავლობაში ტერმინი "ტაბარ" მეგრულ ენაში თანდათან იკარგება და სხვა სინონიმები გაბატონდა. თუმცა ამ ტერმინისგან ნაწარმოები ახალი ტერმინი "ტაბარ-ჯგინი" მაინც აგრძელებდა არსებობას მეგრულ ენაში. ანტიკური ეპოქის საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ ყოფილა გავრცელებული საომარი ნაჯახების სხვადასხვა ვარიანტები. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა აღმოჩენილი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე. ვარაუდობენ, რომ ანტიკური ეპოქის ყოველი მეორე ეგრისელი მეომარი შეიარაღებული იყო საომარი ნაჯახით მახვილთან და შუბთან ერთად კომბინაციაში. საომარი ნაჯახების დიდი კონცენტრაცია შეინიშნება მდინარე კელასურის აღმოსავლეთით წებელდის რაიონში აღმოჩენილ სამარხებში, რც მიუთითებს მდინარე კელასურის აღმოსავლეთით ამ სასაზღვრო რაიონში იბერიული სამხედრო რაზმების ხშირ და დიდ კონცენტრაციაზე. სარმატებთან ბრძოლებში დაცემულ იბერიელ ჯარისკაცებს ამ სასაზღვრო რაიონში ასაფლავებდნენ და სამარხებში ატანდნენ საომარ ნაჯახებს, მახვილებს და შუბებს. ამ საომარ ნაჯახებს ეწოდებოდა იბერიული ტერმინი "tabar". ბრძოლაში დაღუპულ მეომარს საფლავში ატანდნე საომარ ნაჯახებს, მახვილებს, შუბებს, ხოლო ჯავშანი (kirasa), ჯაჭვის პერანგი და მუზარადი ძალიან ძვირფასი იყო და მას საფლავში არ ატანდნენ. ამ აღჭურვილობას გადასცემდნენ სხვა მეომარს, რომელსაც არ გააჩნდა ეს ძვირფასი აღჭურვილობა, ან უფრო სავარაუდოა, რომ ძვირფასი აღჭურვილობა გადაეცემოდა ბრძოლაში დაღუპული მეომრის ოჯახს. ეს აღჭურვილობა მეომრის კერძო საკუთრებას წარმოადგენდა და ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ ის ეკუთვნოდა დაღუპული მეომრის ოჯახს. ეს ვარიანტი უფრო კანონიერი და რეალურია. იბერიული "გურზი" gurzi (რკინის ხელ-კეტზე ჯაჭვით მიბმული რკინის ბურთი). ჩვენ უკვე ვიცით, რომ კლასიკურ იბერიულ ენაზე "სიმძიმე"-ს ეწოდებოდა "გრუზა" (gruza), რომელიც ენათესავება სლავურ "gruz"-ს. აი ამ იბერიული უძველესი ტერმინიდან "გრუზა - გრუზ" მომდინარეობს ამ საკმაოდ მძიმე საომარი იარაღის სახელწოდება "გურზი". ფაქტი სახეზეა. ეს ტერმინიც იბერიული ენიდან გადადის ირანულ ენაში. ეს იარაღი დახელოვნებული მეომრის ხელში ძალიან სასტიკი და მრისხანე იარაღია. ამავე დროს ეს იარაღი წააგავს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ფართოდ გავრცელებულ ძალიან დიდი ზომის შხამიან გველს "giurza"-ს, რომელიც სიგრძეში 2 მეტრს აღწევს და აქვს ძალიან დიდი და განიერი თავი. სავარაუდოდ ამ გველის სახელწოდება უკავშირდება ამ ახალი მრისხანე იარაღის გავრცელებას ახლო აღმოსავლეთში. სავარაუდოდ იბერიული ტერმინი "gruza" (სიმძიმე, საომარი იარაღი) ახლო აღმოსავლეთში უწოდეს ამ შხამიან გველს "giurza"- ს, ისევე როგორც მეგრულ ენაში საომარი ნაჯახის სახელი "tabar" ეწოდა ტრავმირებული ადამიანის საყრდენ ხელ-ჯოხს. ბუნებრივია უფრო ადრე ამ გველს სხვა სახელწოდება ექნებოდა, მაგრამ 23 საუკუნის წინ წარმოშობილმა ამ გველის ახალმა სინონიმმა "gruza - giurza"- მ განდევნა თანდათან ამ გველის ძველი სახელწოდება- სინონიმი და თვითონ გაბატონდდა. მოკლედ ინდოევროპელი იბერების ენიდან ირანულ ენაში გადასულია შემდეგი სამხედრო აღჭურვილობის ტერმინები: აბჯარი, ჯავშანი, დაშნა, ხიშტი, გურზი, ტაბარი (abjari, javshani, dashna, khishti, gurzi, tabari). იბერიის ნახევარკუნძულიდან მოსული იბერები წარმოადგენდნენ მილიტარიზებულ საზოგადოებას, რომლებიც დახელოვნებული იყვნენ სამხედრო სფეროში. ჩემი ვარაუდით მათ გარკვეული პერიოდი მტრული დამოკიდებულება ჰქონდათ სამხრეთის დიდ მეზობელთან სელევკიდების სახელმწიფოსთან. ამიტომ ისინი მხარს უჭერდნენ პართიის სამეფოს გაძლიერებას. დიდი ალბათობით პართიის მმართველებს მიწვეული ყავდათ პართიაში იბერიელი სამხედრო ინსტრუქტორები, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ პართიის არმიის რეორგანიზაციაში და ახლებურად გაწვრთნაში. ამიტომ ეს იბერიული ტერმინები გადადის ამ ინსტრუქტორების მეშვეობით ირანულ ენაში. გარდა ამ სამხედრო იარაღების ტერმინებისა იბერიული ენიდან ირანულ ენაში უეჭველად იქნება გადასული მცირე რაოდენობით ზოგიერთი იბერიული სხვა რამდენიმე ტერმინიც, მაგალითად ერთ-ერთი ტერმინი "ბარი-ბარი" (თანასწორობა, გათანასწორება). ჩვენ ეს ტერმინი უკვე განვიხილეთ ზემოთ და დავადგინეთ, რომ ტერმინი "ბარი-ბარი" სათავეს იღებს კიდევ უფრო ძველი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინისგან "ბარი" (სწორი ბუნებრივი რელიეფი). ეს ტერმინიც იბერიელი სამხედრო ინსტრუქტორების ლექსიკონიდან უნდა იყოს გადასული პართიულ ენაში. უძველეს წყაროებში ხშირია ცნობები როცა ერთი მძიმედ აღჭურვილი იბერიელი მეომარი ორთაბრძოლაში იწვევდა მეორე მეომარს. მეომრები სასტიკად ებრძოდნენ ერთმანეთს და ერთმანეთს ურტყამდნენ მახვილს, შუბს, გურზს, ლახტს. ეს ერთგვარი საომარი წვრთნაც იყო. იბერიულ ენაზე ალბათ სწორედ ამას ეწოდებოდა "ბარი-ბარი" ანუ "გათანასწორება" " სამართლიანობის აღდგენა". წყაროებში აგრეთვე არის ცნობები სადაც მძიმედ აღჭურვილი მეომრების ერთი ჯგუფი ებრძოდა მეორე ჯგუფს. ესეც ერთგვარი საომარი წვრთნა იყო იმ ეპოქაში, რომელიც ნამდვილი ომისგან ფაქტიურად არ განსხვავდებოდა. მაგრამ ტერმინების უამრავი რაოდენობა პირიქით ირანული ენიდანაა გადმოსული ქართულ ენაში. უბრალოდ რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი სამხედრო იარაღების აღმნიშვნელი ტერმინი და მცირე რაოდენობით ზოგიერთი იბერიული ტერმინი ხვდება ირანულ ენაში. სულ ეს არის და ეს. ხოლო ქართულ ენაში კი უამრავი ირანული წარმომავლობის ტერმინია. იბერიული ტერმინებია აგრეთვე "ლახვარი" lakhvari ( გრძელტარიანი ბასრი იარაღი) და "ლახტი" laxti (რკინის კეტი, რომელსაც ბოლო ისეთი ჰქონდა, რომ დარტყმისას მძიმე დაზიანებას იწვევდა, საომარი რკინის ხელ-კეტი). ამ ტერმინების ფუძეა "ლახვ--ლახ", ანუ "ლახვა"( ცემა). ძველ-ქართულ ენაში "ცემა" ნიშნავდა "დარტყმა"-ს. ეს "ლახ" როგორც ჩანს იბერიულ კლასიკურ ენაში ნიშნავდა ასევე "დარტყმა"-ს. ამ იბერიული ფუძე-ტერმინიდან "ლახ" წარმოიშვა იარაღების ტერმინები " ლახვარი" და "ლახტი". ამავე დროს ადგილობრივი პროტო-ქართველური ენიდან ძველ-ქართულ ენაში გადმოსული ტერმინია "ჭურვა", აღჭურვა". აქედან გამომდინარე ადგილობრივ პროტო-ქართველურ ენაში "აბჯრის" სახელწოდება უნდა ყოფილიყო "ჭური". ამას ვარაუდობენ ზოგიერთი მკვლევარები. ეს რეალურია. ძველ-ქართულ ენაში ბევრი ტერმინები ფიქსირდება, რომლებიც ერთიდაიგივე შინაარსის მატარებლები არიან და წარმოადგენენ ერთმანეთის სინონიმებს და ამ ტერმინებიდან ზოგი ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობისაა და ზოგი კი ადგილობრივი პროტო-ქართველური. ამ შემთხვევაშიც ასეა. "ჭური" და "აბჯარი" ერთმანეთის სინონიმებია. "ჭური" პროტო-ქართველურია, "აბჯარი" ინდოევროპულ-იბერიული. მაგალითად "ჰუნე", "მერანი" ინდოევროპულ-იბერიულია, ხოლო ამ ტერმინების სინონიმები "ტაიჭი", "ბედაური" პროტო-ქართველური. "რაში" ძველი ქართველების მითოლოგიური ცხენია. მონათესავე ტერმინებია ირანულ და ტაჯიკურ ენებშიც და ეწოდება "რახში". ირანულ და ქართულ ენებშიც ეს არის მითოლოგიური ცხენი. ამიტომ ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს ტერმინი დიდი ალბათობით ირანული მითოლოგიიდან არის შემოსული ქართულ ენაში როგორც "მითიური ცხენი", "ზღაპრული ცხენი". ხოლო "ცხენი" დიდი ალბათობით ერთერთი იბერიული წარმოშობის სინონიმი უნდა იყოს. რაც შეეხება მეომრის მუზარადის ინდოევროპულ-იბერიულ ტერმინს. ქართულ ენაში რამდენიმე ტერმინია. აქედან ჩემი ვარაუდით ეს უნდა იყოს "ზუჩი". ამავე დროს ამ ტერმინს იყენებდნენ მაღალმთიან სვანეთშიც. სვანეთში ეს ტერმინი იყო გაბატონებული. შესაძლებელია მაღალმთიანი სვანეთის შედარებით იზოლირებულ ენას შემოენახა უძველესი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი. ამასთან ერთად ეს ტერმინი თავისი გარეგნული ფორმით და ჟღერადობით ყველაზე უფრო გავს ინდოევროპულ-იბერიულ ენას. ტერმინი "მუზარადი" კი ირანული წარმოშობის ტერმინია. ტრადიციულად აღმოსავლეთ საქართველოს მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა ირანთან და ქართულ ენაში ბევრი ირანული ტერმინი ხვდებოდა ირანის დიდი სახელმწიფოდან. ბუნებრივია არის კიდევ ქართულ ენაში სამხედრო აღჭურვილობის ტერმინები, რომლებიც ირანული ენიდან იქნება გადმოსული ქართულ ენაში. ირანული ენიდან ქართულ ენაში აგრეთვე გადმოსულია შემდეგი სამხედრო ტერმინები: სპა, სპასალარი, სპასპეტი, ლაშქარი, გუშაგი და სხვა. დაახლოებით ასეთი მდგომარეობაა ირანულ-ქართულ სამხედრო ტერმინებთან დაკავშირებით. დასკვა შემდეგია: ანტიკური ეპოქის პართიელი კატაფრაქტები და შუა საუკუნეების ევროპელი რაინდები კლასიკური იბერიელი კატაფრაქტების ისტორიული მემკვიდრეები არიან. ქართულ ენაში, ზოგჯერ ერთ ტერმინს ბევრი სინონიმები გააჩნია. შუა საუკუნეების მწერალი ზოგჯერ ხმარობდა ტერმინის ერთერთ სინონიმს, დანარჩენი სინონიმები კი ჩრდილში რჩებოდა და არ ჩანდა. მაგალითად მე-10 საუკუნის მწერალი როცა იყენებდა ტერმინს, იმ ტერმინის მეორე სინონიმი შეიძლება 10 საუკუნით უფრო ძველი იყო მწერლის მიერ გამოყენებულ სინონიმზე, მაგრამ არ ჩანდა, თითქოს არ არსებობდა. შემდგომ მაგალითად მე-12 საუკუნის რომელიმე მწერალი კვლავ "გაიხსენებდა" უძველეს სინონიმს თავის ნაშრომში და ისე ჩანდა, რომ თითქოს ეს უძველესი სინონიმი გაჩნდა მე-12 საუკუნეში. არადა ეს მე-12 საუკუნის მწერლის მიერ გამოყენებული სინონიმი შესაძლებელია 10-15 საუკუნით უფრო ძველი ყოფილიყო მე-10 საუკუნის მწერლის მიერ გამოყენებულ სინონიმებზე. თუმცა ეს "უცნობი" ტერმინები უძველესი დროიდან იხმარებოდა ზეპირ მეტყველებაში. გააჩნია თუ რომელი მწერალი რომელ სინონიმს გამოიყენებდა. ასეთ მდგომარეობასთან გვაქვს საქმე სამხედრო ტერმინებთან დაკავშირებითაც. ქართულ ენაში იმდენი სინონიმებია, რომ დღევანდელი ქართველების ალბათ დიდ უმრავლესობას ამ სინონიმების 90%-ის არსებობაზე წარმოდგენაც კი არ ექნება და არც გაუგია. და აბა დღეს ჩვენ საიდან გვეცოდინება მე-10 საუკუნეში არსებულ სინონიმებზე. ვიცით მხოლოდ ის ერთი სინონიმი რომელიც რომელიღაც მწერალმა გამოიყენა. და კიდევ ქართველებს გააჩნდათ საკმაოდ ძველი მწერლობა, მაგრამ ირანი უძველესი დროიდან დიდი სახელმწიფო და იმპერია იყო. იმპერიას კი სჭირდებოდა ქვეყნის მართვა-გამგეობისთვის ძლიერი მწერლობა. ეს იმპერიის ბუნებრივი მოთხოვნილება იყო. შუა საუკუნეებში საქართველოში შეიქმნა ძალიან მაღალი დონის ნაწარმოებები მწერლობაში, მაგრამ ანტიკურ ეპოქაზე და უფრო ადრეულ ხანაზე წერილობითი წყაროები მცირეა. ამიტომაც ჩვენ ქართველთა უძველეს ისტორიაზე ძალიან მწირი და ხშირად საეჭვო ცნობები გვაქვს. რეალობა და მოგონილი ამბები ერთმანეთშია არეული. ხოლო ქართული ტერმინების წარმოშობა-გავრცელების რეალური თარიღების ცოდნაზე უძველეს დროში ხომ საერთოდ საუბარიც კი ზედმეტია. ამ თარიღებს ჩვენ მწერლობაზე დაყრდნობით ვერასდროს გავიგებთ. ასეთ შემთხვევაში ალბათ სხვა მეთოდია საჭირო. ამ სხვა მეთოდით მე შევძელი რამდენიმე ზემოთხსენებული ძველი ქართული სამხედრო ტერმინების გაშიფვრა და ამ ტერმინების უძველესი ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობის დადგენა. ეს მეთოდი ზოგჯერ ეფექტურია, მაგრამ ყოველთვის არა. გააჩნია სიტუაციას. ამ რამდენიმე ტერმინთან კი გაამართლა. მე როცა ქართულ ენაში მონათესავე ინდოევროპულ ტერმინებს ვეძებდი მთავარ აქცენტს ვაკეთებდი ისეთი შინაარსის ტერმინებზე რომელი ტერმინების გამოყენებაც შეეძლოთ დაახლოებით 5 000 წლის წინ მცხოვრებ ინდოევროპელ ტომებს მათი სოციალური განვითარების სტადიიდან გამომდინარე. ზემოთხსენებული მარტივი და ზეპირი მეთოდით მოძიებული იქნა დაახლოებით 500 ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობის ტერმინი ქართულ ენაში (და აგრეთვე ამ დაახლოებით 500 ტერმინს + ( პლიუს) შემდეგი სამხედრო აღჭურვილობის ტერმინები: abjari, javshani, dashna, dana, khishti, gurzi, zuchi, tabari, lakhti, lakhvari. აგრეთვე makhvili, shubi, afti ( ვარაუდობენ, რომ "ალებარდია". სულხან-საბას განმარტებით აფთი "მახვილია ბრტყელი და ტარ-გრძელი". ჩემი ვარაუდით ეს არის "გლეფა" glefa.), gmuri (ერთგვარი შუბი ძველ საქართველოში. ეს gmuri როგორც ჩანს ენათესავება გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიურ შუბს gungnir - ს. როგორც ჩანს ეს ტერმინი გავრცელებული იყო 5 000 წლის წინ iamna culture - ს ინდოევროპელ ტომებში). გარდა ამ ზემოთჩამოთვლილი რამდენიმე ტერმინისა ქართულ ენაში კიდევ ბევრი იბერიული წარმომავლობის სამხედრო აღჭურვილობის ტერმინია, მაგრამ მე ამ შემთხვევაში მხოლოდ ამ 14 ტერმინზე გავამახვილე ყურადღება. ეს მთავარი საბრძოლო იარაღები იყო და ყველა იბერიული წარმომავლობისაა). ყველა ეს ტერმინი იხმარებოდა ძველ ქართულ ენაში და ენათესავება გერმანულ-სლავურ-კელტურ და რომანულ ენებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამ 500 ტერმინიდან თითქმის ყველა ტერმინი თავისი შინაარსით ზუსტად ემთხვევა მონათესავე ტერმინებს ინდოევროპულ ენებში და დაახლოებით 5 ან 6 ტერმინი იქნება ისეთი, რომელიც ინდოევროპულ-იბერიული ენიდან არაპირდაპირი, გადატანითი მნიშვნელობით არის გადმოსული ქართულ ენაში. სწორედ ეს არის ამ 500 ტერმინის ერთერთი მთავარი ღირსება, რომ მონათესავე ტერმინები თავიანთი შინაარსით იდენტურები არიან და ზუსტად შეესაბამებიან ერთმანეთს. ეს ის ტერმინებია, რომლის გამოყენებაც შეეძლოთ დაახლოებით 5 000 წლის წინ მცხოვრებ ინდოევროპელებს. {(ეს დაახლოებით 500 ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი სრულიად საკმარისია თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. ეს დიდი რაოდენობით გერმანულ-სლავურ-კელტურ-რომანულ ენებთან აშკარად მჭიდრო ნათესაურ კავშირში მყოფი უძველესი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინები იბერიული პრობლემის კვლევაში ზუსტი მეცნიერების როლს ასრულებს. ეს დაახლოებით 500 ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ნათელი წარმოდგენა გვქონდეს თუ რა ტიპის ინდოევროპულ ენაზე საუბრობდნენ იბერიის ნახევარკუნძულიდან გადმოსახლებული იბერიული ტომები. ამავე დროს ეს იმ ენიდან გადმოსული ტერმინებია რომელ ინდოევროპულ ენებზეც საუბრობდნენ იბერიის ნახევარკუნძულზე რომაელთა შემოსვლამდე მცხოვრები ინდოევროპელი ლუზიტანების და ვეტტონების კონფედერაციებში შემავალი ტომები. მკვლევარებისთვის დღემდე გაურკვეველია თუ რომელი ტიპის ინდოევროპულ ენებზე საუბრობდნენ ამ კონფედერაციებში შემავალი ინდოევროპელები. ზემოთ ჩამოთვლილი დაახლოებით 500 უძველესი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი სრულიად საკმარისია იმის დასადგენად თუ რა ტიპის ინდოევროპულ ენებზე საუბრობდნენ ლუზიტანების და ვეტტონების კონფედერაციებში გაერთიანებული ტომები იბერიის ნახევარკუნძულზე)}. კიდევ ვიმეორებ, რომ ყველა ეს ტერმინი მოძიებილი იქნა მხოლოდ და მხოლოდ ზეპირი მეთოდით, ანუ რომელი ტერმინიც გამახსენდებოდა იმ ტერმინს ვადარებდი ინდოევროპულ ენებს. ალბათ ადვილი წარმოსადგენია, ფართომასშტაბიანი კვლევის შემდეგ რომელიც ჩატარდება არა ასე ზეპირად ჰაერიდან სიტყვების დაჭერით, არამედ ქართული და მეგრული ენების დიდი ლექსიკონის სრული ჩართვით თუ რამდენი ახალი უამრავი ინდოევროპულ იბერიული ტერმინები იქნება მოძიებული. მე ასეთი ზეპირი მეთოდითაც კი შემიძლია კიდევ ყოველდღე დაახლოებით 10 ახალი ტერმინის მოძიება ზეპირად ჰაერიდან, მაგრამ ვფიქრობ, რომ ესეც სრულიად საკმარისია. მე როცა ვეხები ინდოევროპელი იბერების ენიდან გადმოსულ ტერმინებს მხოლოდ ზემოთხსენებულ ენათა ამ 4 ჯგუფზე შემიძლია დაზუსტებით საუბარი(გერმანული ენების ჯგუფი, სლავური ჯგუფი, კელტური ჯგუფი და რომანული ჯგუფი). თუმცა დღევანდელ ქართულ ენაში ძალიან ბევრი ტერმინებია რომელსაც კავშირი აქვს ირანულ და სომხურ ენებთან, მაგრამ ამ ტერმინების აბსოლიტური უმრავლესობა როგორც ჩანს ანტიკურ ეპოქაში და შუა საუკუნეებში ერთმანეთში გადასულ- გადმოსული ბარბარიზმებია. ქართული ენის საფუძვლიანი გამოკვლევის შემდეგ ალბათ იქნება სადღაც დაახლოებით 1 000 ფუძე-ტერმინი რომელიც ენათესავება გერმანულ-სლავურ- კელტურ-რომანულ ენებს, არ წარმოადგენს ბარბარიზმებს და ეს სიტყვები ინდოევროპელი იბერების მემკვიდრეობაა. ჩემს მიერ მოძიებული 500 ტერმინი ეს ისეთი ტერმინებია, რომლებიც აქტიურად გამოიყენებიან დღესაც ყოველდღიურ ცხოვრებაში. ხოლო ძველ-ქართულ ენაში ბევრი ისეთი ტერმინებია, რომლებიც დღეს არ გამოიყენება და ფაქტიურად "მკვდარი" ტერმინებია. ამ ტერმინებშიც გარკვეული რაოდენობა ბუნებრივია, რომ იბერიული ტერმინებია. ჩემთვის ცოტა არ იყოს გასაკვირვია მკვლევარები ქართულ ენაში რატომ ეძებდნენ ძირითადად მონათესავე ირანულ, ოსურ და სომხურ ტერმინებს და არ ამახვილებდნენ ყურადღებას უამრავი რაოდენობით დასავლეთ ევროპულ და სლავურ ენებთან მონათესავე ტერმინებზე. ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში ამ მიმართულებით, რომელიც ინდოევროპულ ენებთან კავშირებს ეხება რაც შემეძლო გავაკეთე. ამით ამ თემაზეც საბოლოოდ დავასრულე მუშაობა. როცა ფართომასშტაბიანი კვლევის შემდეგ დამატებით იქნება მოძიებული გერმანულ-სლავურ-კელტურ-რომანული მონათესავე ტერმინები და საერტო ჯამში ამ მონათესავე ინდოევროპული ტერმინების რაოდენობა გახდება სადღაც დაახლოებით 1 000 ტერმინი, ამ დაახლოებით 1 000 ინდოევროპულ ტერმინს ალბათ აუცილებლად დაემატება დაახლოებით 80 სომხურ და ირანულ ენებთან მონათესავე ტერმინი(მართალია ქართულ ენაში ირანულ და სომხურ ენებთან კავშირში მყოფი ტერმინებიდან დიდი უმრავლესობა ბარბარიზმია, მაგრამ ბუნებრივია არის ტერმინების გარკვეული რაოდენობა რომელიც არ წარმოადგენს ბარბარიზმებს და ინდოევროპელი იბერების ენიდან არის გადმოსული). ეს დაახლოებით 80 სომხურ და ირანულ ენებთან მონათესავე ტერმინების გარკვეული ნაწილი თავის მხრივ ნათესაურ კავშირში იქნება გერმანულ-სლავურ-კელტურ-რომანულ ენებთანაც. გერმანულ-კელტურ-რომანულ-სომხურ ენებთან მონათესავე ტერმინები მონღოლეთის და ჯუნგარიის სტეპებიდან ანუ დიდი "afanasievo culture"-დან გადმოსული მემკვიდრეობაა. ხოლო სლავურ ენებთან და ირანულ ენებთან მონათესავე ტერმინები ძირითადად გადმოსულია უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენიდან, რომელიც არსებობდა დაახლოებით 15 000-10 000 წლების წინ. საერთო ჯამში გერმანულ-სლავურ-კელტურ-რომანულ-სომხურ-ირანულ ენებთან მონათესავე ამ დაახლოებით 1 100-მა ინდოევროპულ-იბერიულმა ტერმინმა ქართულ ენაში საფუძველი დაუდო დამატებით კიდევ უამრავ, რამდენიმე ათას ახალ ტერმინებს, რადგან ერთი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინისგან ზოგჯერ რამდენიმე ახალი ტერმინი იბადებოდა ქართულ ენაში. სხვათაშორის ასეთივე მდგომარეობაა სხვა ენებშიც. მაგალითად გერმანულ ენებში წარმოდგენილია სლავური, კელტური, რომანული, სომხური და ირანულ ენებთან მონათესავე ტერმინები. ყველა ინდოევროპული ენის ტერმინები ენათესავება სხვა ინდოევროპული ენების ტერმინებს. ეს ენების ბუნებრივი თვისებაა. გარდა ინდოევროპულ ენებთან მკაფიოდ მონათესავე ტერმინებისა ქართულ ენაში ბუნებრივია იქნება ბევრი ისეთი ტერმინი რომელიც ჩვენ გვგონია ადგილობრივი წარმომავლობის, მაგრამ სინამდვილეში ინდოევროპელი იბერების ენიდანაა გადმოსული. ასეთი "უცნობი" ინდოევროპულ-იბერიული ტერმინების რაოდენობა ქართულ ენაში ჰიპოთეტურად იქნება დაახლოებით 150-200 ტერმინი. ამ "უცნობი" ტერმინებიდან ზოგი რამდენიმე ათასი წლის წინ საერთო იყო სხვა ინდოევროპული ენებისთვისაც, მაგრამ დროთა განმავლობაში დაიკარგა და მხოლოდ ინდოევროპელ იბერთა წინაპრებმა შემოინახეს. ხოლო ზოგიერთი ამ "უცნობი" ტერმინებიდან წარმოიშვა მოგვიანებით, როცა iamna culture დაიშალა ცალკეულ ჯგუფებად და ინდოევროპელ იბერთა წინაპრები დაახლოებით 2 000- 2 500 წლის მანძილზე ცალკე ეთნიკურ ჯგუფად ცხოვრობდნენ ევროპის კონტინენტზე. საერთო ჯამში ვღებულობთ ჰიპოთეტურად დაახლოებით 1 300 ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობის ფუძე- ტერმინს ქართულ ენაში. გარდა ამ დაახლოებით 1 300 ინდოევროპულ-იბერიული ტერმინისა ქართულ ენაში კიდევ იქნება ისეთი ტერმინები, რომელიც გადატანითი მნიშვნელობით არის გადმოსული ქართულ ენაში. მაგრამ ასეთი გადატანითი მნიშვნელობით გადმოსულ ტერმინებზე მე არ მიმუშავია. მე მხოლოდ ისეთ მონათესავე ინდოევროპულ ტერმინებს ვეძებდი, რომლებიც თავისი შინაარსით ზუსტად შეესაბამებოდნენ ერთმანეთს. ზეპირად რთულია იმისი თქმა თუ რა რაოდენობითაა გადმოსული ინდოევროპულ-იბერიული ენიდან ასეთი გადატანითი მნიშვნელობის ტერმინები. ლოგიკური აზროვნებით თუ მივუდგებით ასეთი ტერმინების რაოდენობა ქართულ ენაში მინიმუმ 200 მაინც უნდა იყოს. როცა ანტიკურ ეპოქაში მიმდინარეობდა ორი ძველი და დიდი ენის (ინდოევროპულ-იბერიული და ადგილობრივი პროტო-ქართველური ენების) ერთმანეთთან ფართომასშტაბიანი შერევის პროცესი და ხდებოდა სრულიად ახალი ენის ფორმირება ბუნებრივია ადგილი ექნებოდა ერთგვარ ქაოსსაც, რა დროსაც ინდოევროპულ-იბერიული ტერმინების გარკვეული რაოდენობა არაპირდაპირი მნიშვნელობით გადმოვიდოდა ახალ ენაში. საერთო ჯამში ვღებულობთ მინიმუმ 1 500 ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობის ფუძე - ტერმინს ძველ-ქართულ ენაში, რომლისგანაც წარმოიშვა რამდენიმე ათასი ახალი ტერმინი. ამასთან ერთად გერმანულ-სლავურ-კელტურ-რომანულ ენებში მონათესავე ტერმინების ძიების პროცესში მკვლევარებმა ყურადღება აუცილებლად უნდა გაამახვილონ იმ ფაქტზე, რომ ბევრ ტერმინს გააჩნია რამდენიმე მონათესავე ტერმინი(სინონიმი) და ხშირად სწორედ ამ სინონიმებშია წარმოდგენილი ქართული ტერმინების მონათესავე ტერმინები. ანუ ინდოევროპელი იბერების ენიდან ხშირად სწორედ სინონიმები გადმოდიოდა ქართულ ენაში. მე ძიების პროცესში მხოლოდ ინგლისური ენის სინონიმები მაქვს გამოყენებული. მაგრამ სხვა გერმანულ ენებს და აგრეთვე სლავურ-კელტურ-რომანულ ენებსაც ხომ გააჩნიათ სინონიმები, რაც მე არ გამომიყენებია. და ბოლოს ქართულ ენასაც ხომ გააჩნია უამრავი სინონიმები, რომლის სრული გამოყენებაც ასეთი ზეპირი მეთოდით რომელსაც მე ვიყენებ შეუძლებელია. მე ასეთი ზეპირი მეთოდითაც კი კიდევ შემიძლია ალბათ საკმაოდ ბევრი ახალი ტერმინის მოძიება. 500 ინდოევროპულ-იბერიული ტერმინის მოძიება ძალიან ბევრია და ნიშნავს გეგმის 500%-ით შესრულებას. კიდევ არსებობს დაახლოებით მინიმუმ 500 ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი, რომელიც ენათესავება გერმანულ-სლავურ-კელტურ-რომანულ ენებს. ჩემი სურვილია ეს დაახლოებით 500 ტერმინი მოძიებულ იქნას სპეციალური ლექსიკონებით აღჭურვილი სხვა ადამიანის ან ადამიანთა ჯგუფის მიერ {( თუ მომავალში გამოჩნდება ძველი ქართული და თანამედროვე ქართული ენების და ტერმინოლოგიის სპეციალისტი და გვერდში დამიდგება მაშინ მე შემიძლია კიდევ რამდენიმე ასეული დამატებით ახალი ტერმინების მოძიება და დამუშავება. მე ისტორიკოსი მკვლევარი და ისტორიკოსი ანალიტიკოსი ვარ და მჭირდება ძველი ქართული ენის და ტერმინების სპეციალისტის დახმარებაც. ასე მარტივად და ზეპირად ალბათ კიდევ შევძლებდი მე მარტო 150-200 ტერმინის მოძიებას, მაგრამ ტერმინების რაოდენობა ბევრად მეტია და მე დახმარება დამჭირდება. ამიტომ დროებით ამ დაახლოებით 513 ტერმინზე გავჩერდები. თუ ენების სპეციალისტის დახმარება მექნება მხოლოდ მაშინ გავაგრძელებ მუშაობას. დახმარება აუცილებლად მჭირდება. მე ამ ინდოევროპულ-იბერიულ ტერმინებს იმიტომ ვეძებდი, რომ მინდოდა ჩემი ძალიან მასშტაბური და სერიოზული კვლევები ზუსტი მეცნიერებითაც ყოფილიყო გამყარებული. ამისთვის არათუ 500 არამედ 300 იბერიული ტერმინის მოძიებაც სრულიად საკმარისი იყო. აქედან გამომდინარე მიზანი მიღწეულია და ჩემი კვლევები ზუსტი მეცნიერებითაც გამყარებულია)} . ის ფაქტი, რომ ეს 500 ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი ჩემს მიერ მოძიებულ იქნა მხოლოდ ზეპირი და მარტივი მეთოდით, იძლევა საფუძვლიანი ეჭვის ვარაუდს, რომ გერმანულ-სლავურ-კელტურ-რომანულ ენებთან მონათესავე ტერმინების რაოდენობა კიდევ ბევრია და ჰიპოთეტურად დაახლოებით მინიმუმ 1 000- მდეა. ხოლო საერთო ჯამში ასეთი ფუძე-ტერმინების რაოდენობა ჰიპოთეტურად დაახლოებით 1 500-ია ძველ-ქართულ ენაში. ინდოევროპულ-იბერიული ტერმინების ძიების პროცესში სავსებით რეალურია, რომ ქართულ ენაში ზოგიერთი ტერმინი შეიძლება ერთდროულად ნათესაურ კავშირში იყოს როგორც გერმანულ-სლავურ-კელტურ-რომანულ ენებთან, ისე პარალელურად სომხურ-ირანულ ენებთანაც. როცა ასეთ შემთხვევაში ვერ დგინდება ტერმინის ზუსტი წარმომავლობა მაშინ ავტომატურად უპირატესობა მიენიჭება ტერმინის ინდოევროპულ-იბერიულ წარმომავლობას. ქართველთა პირდაპირი გენეტიკური წინაპრები ინდოევროპელი იბერები არიან, საქართველოს ძველი სახელწოდება "იბერიაა", და აქედან გამომდინარე როგორც მეცნიერული თვალსაზრისით ისე მორალური და ეთიკური თვალსაზრისითაც უპირატესობა ინდოევროპულ-იბერიული ენის მხარესაა. გარდა ამ წმინდა ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობის ტერმინებისა ბუნებრივია ქართულ ენაში არის ტერმინების გარკვეული რაოდენობა, რომელიც წარმოიშვა ანტიკურ ეპოქაში როცა ხდებოდა ძველი ქართული ენის ფორმირება კავკასიის რეგიონში. {(. უკვე ფაქტია, რომ ის ძველი ქართული ენა, რომელზეც საუბრობდნენ 1-5-ე საუკუნეების იბერიელები(ქართველები) შექმნილია ინდოევროპულ-იბერიული ენის ძლიერი გავლენით და მნიშვნელოვნად განსხვავდება ეგრეთწოდებული პროტო-ქართველური ენისგან, რომელიც არსებობდა ალექსანდრე მაკედონელის ეპოქამდე. ამ ძველ ქართულ ენაში სადაც უკვე წარმოშობილია რამდენიმე ათასი ახალი ტერმინი ინდოევროპულ-იბერიული ფუძე ტერმინების საფუძველზე და აგრეთვე მეზობელი ირანულენოვანი და სომხურენოვანი სამყაროდან გადმოსული ბარბარიზმების საფუძველზე, უკვე სხვა ენაა. თავისთავად ცხადია, რომ ინდოევროპულ-იბერიული ტერმინების გარკვეული რაოდენობა ბარბარიზმების სახით გადადიოდა პირიქით სომხურ ენაშიც, განსაკუთრებით კი არმენიზირებული ხორძენეს(ხორცევანის) და გუგარეთის დიდი ოლქებიდან. ძვ. წ. აღრიცხვით მე-4 საუკუნეში მცხოვრებ "პროტო-ქართველს" პირობითად თუ გადმოვიყვანდით ახ. წ. აღრიცხვის 1 საუკუნის აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის სამეფოში, ამ "პროტო-ქართველისთვის" ქართლის სამეფოს მოსახლეობის სასაუბრო ენა ანუ ძველი ქართული ენა უცხო და გაუგებარი იქნებოდა. ძველი ქართული ენა, როგორც ლექსიკურად, ისე გრამატიკულადაც ცხადია, რომ განსხვავდებოდა "პროტო-ქართველური" ენისგან, რადგან განიცდიდა ინდოევროპულ-იბერიული ენის ძლიერ გავლენას)}. ზოგიერთი მკვლევარი ცდილობდა ამ ფაქტის ახსნას ინდოევროპელების უძველეს სამშობლოს ანატოლიური ვერსიის საფუძველზე. ამ ვერსიით ინდოევროპელების უძველესი სამშობლო ანატოლია იყო და აქედან მოხდა ქართულ ენაში რამდენიმე ათასი წლის წინ დიდი რაოდენობით სხვადასხვა ინდოევროპული სიტყვების შემოსვლა. თუმცა ინდოევროპელების წარმოშობის ერთერთ ვერსიას "ანატოლიური ვერსიას" ამჟამად რუსეთის, ევროპის და ამერიკის სამეცნიერო წრეების აბსოლიტური უმრავლესობა არ იზიარებს და უარყოფილია. ბოლო ორი ათეული წლის მანძილზე ჩატარებულმა მასშტაბურმა სამეცნიერო კვლევებმა "ანატოლიური ვერსიის" ალბათობა ნულამდე დაიყვანა. ამ კვლევებში დიდი როლი ითამაშა გენეტიკურმა მეცნიერებამ. ასე, რომ კავკასიის სამხრეთით არანაირი ინდოევროპელების უძველესი სამშობლო არ არსებობდა. მაშინ საიდან ამდენი სხვადასხვა ინდოევროპული ენების მონათესავე სიტყვები ძველ ქართულ ენაში? მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი 100%-ის სიზუსტით გარკვეულია და ამისი მიზეზი ყოფილა ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში აზონის და მისი მამის იარედოსის მეთაურობით იბერიის ნახევარკუნძულიდან ინდოევროპელი იბერების რამდენიმე ტომის გადმოსახლება კავკასიაში და შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო რაიონებში, დღევანდელი თურქეთის ჩრდილოეთ შავიზღვისპირა რაიონებში. ეს ინდოევროპელი იბერები დღევანდელი ქართველი ერის პირდაპირი შორეული გენეტიკური წინაპრები არიან. ჩემთვის, როგორც რიგითი ერთ-ერთი ქართველისთვის ეს ფაქტი ძალიან ბევრს ნიშნავს და აქედან გამომდინარე პატივს ვცემ ჩვენს შორეულ გენეტიკურ წინაპრებს, ინდოევროპელ იბერებს. სხვანაირად არ შემიძლია. ამასთან ერთად ძალიან საყურადღებოა შემდეგი ფაქტი. ანტიკური ეპოქის იბერიის სამეფოში მთავარ ღვთაებას წარმოადგენდა "არმაზი" armazi. ამავე დროს უძველესი ხეთების მთვარის ღვთაება იყო "არმას" armas.აშკარად ფაქტია, რომ ამ ორ ღვთაებას ერთიდაიმავე ინდოევროპული წარმომავლობა და ფესვები აქვთ. მკვლევარებში დიდ ინტერესს იწვევდა უძველესი ქართული მითოლოგიური გმირის ამირანის წარმომავლობა. ზოგი ამ მითიურ გმირს ბერძნულ პრომეთეს უკავშირებდა, ზოგი სომხურ-ურარტულ არამს, ზოგი ირანულ მიჰრას, ზოგი კი ადგილობრივ ქართულ წარმომავლობას. რადგანაც ქართველები გენეტიკურად ინდოევროპელი იბერების შთამომავლები არიან და ქართულ ენაში დიდი რაოდენობითაა შემოსული ინდოევროპულ-იბერიული ტერმინები ამიტომ შესაძლებელია მითი ამირანზე ინდოევროპელი იბერების მიერ არის შემოტანილი კავკასიაში. მითოლოგია მაინც მითოლოგიაა და განსხვავებით ზუსტი მეცნიერებისაგან მასზე მე მხოლოდ ვარაუდის დონეზე შემიძლია ვისაუბრო. ერთერთი ვერსიით ქართულ-იბერიული "ამირანი" amirani და გერმანულ-სკანდინავიური "იმირი" imir საერთო ფესვებიდან იღებენ სათავეს. ეს სათავე კი დიდი ცენტრალურ-აზიური ინდოევროპული afanasievo culture-ა, რომელიც არსებობდა ძვ.წ.აღრიცხვით მე-4 ათასწლეულში. გერმანული მითოლოგიით imir იყო პირველი ცოცხალი არსება, გოლიათი, რომლისგანაც გაჩნდა სამყარო. გერმანული მითოლოგიის მიხედვით იმირი ბავშვობაში ძროხის რძით იკვებებოდა და იზრდებოდა, ქართული მითოლოგიის მიხედვით კი ამირანი გარკვეული პერიოდი ძროხის მუცელში იზრდებოდა. ორივე მითოლოგია იმირის და ამირანის ბავშვობას მჭიდროდ აკავშირებს ძროხასთან. ამ ვერსიით ამ მითის სათავე მინიმუმ 6 000 წელია. ხოლო მითიური იმირ-ამირანი იმ შორეულ ეპოქაში ამ კულტურის ტომებში დიდი მითოლოგიური გმირი და პერსონაჟი იყო. ამ უძველესმა მითოლოგიურმა გმირმა თავისი ასახვა პოვა მოგვიანებით ინდოევროპელ-იბერიულ ტომებში და გერმანულ ტომებში. ამ ტომებში ამ საერთო უძველესმა მითოლოგიურმა გმირმა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად საუკუნეების და ათასწლეულების განმავლობაში ახალ-ახალი განსხვავებული მითები წარმოშვა, თუმცა უძველესი სახელი "იმირ-ამირანი" imir-amirani დღევანდელ დრომდე შემოინახა. ამ ვერსიასაც აქვს საფუძველი. ამავე დროს აშკარად ყურადღებას იქცევს ძველ ქართულ მატიანეში ნახსენები ქვეყნის სახელწოდება "არიან-ქართლი", რომლის მეფის შვილია აზონი. მკვლევარები ცდილობენ ამოხსნან ამ ტერმინის წარმომავლობა. არსებობს სხვადასხვა ვარაუდები. ტერმინი "არიან" arian ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობისაა და ქართულად ითარგმნება, როგორც "არიელი", "არია" aria, "არი" ari. ინდოევროპელი იბერები ამ ტერმინით "არიან" arian მოიხსენიებდნენ იბერთა ტომებს და წარმოადგენდა ამ ტომების სინონიმს. "არიან-ქართლი", რომელიც შემოინახა შუა საუკუნეების ქართულმა მატიანემ ნიშნავდა "არიელთა ქართლს", "არიელთა ქვეყანას". მსგავსი ტერმინი "არიანა" ირანშიც არსებობდა, მაგრამ სტრაბონი ამ ტერმინით მოიხსენიებდა ძველი ირანის მხოლოდ აღმოსავლეთ რეგიონებს. აქ უაღრესად საინტერესოა სომეხი ისტორიკოსის მოსე ხორენელის ცნობა. მისი ცნობით ალექსანდრე მაკედონელს პონტოს სამეფოს მმართველად დაუდგენია მეფე მითრიდატე. მოსე ხორენელის ცნობით მითრიდატე გამხდარა იბერთა მმართველი. მისი ცნობით მითრიდატეს სამფლობელო იყო კიოსი და არრინა. თუ სად იყო ეს "არრინა" arrina მეცნიერებისთვის გაურკვეველია. ეს გვიანდელი წყაროა და მასში გარკვეული უზუსტობებია. აქ როგორც ჩანს ძვ. წ. აღრიცხვის 281 წელს პონტოს სამეფოს დაარსების ანარეკლი და ამ ისტორიის გამოძახილია აღწერილი. ამ დროს კი ალექსანდრე მაკედონელი დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. ამ წელს შექმნილი პონტოს სამეფოს შემადგენლობაში კი არ შედიოდა კიოსი, არამედ შედიოდა მხოლოდ ისტორიული ლაზეთის დასავლეთი რაიონი ცენტრით ამასიაში. კიოსის მფლობელი კი იყო მითრიდატე მეორე კიოსელი, აქემენიდების სატრაპი და მის მფლობელობაში არასდროს არ შედიოდა პონტოს ქვეყანა. ამიტომ მოსე ხორენელის მონათხრობში მოყვანილი მითრიდატე ეს უნდა იყოს პონტოს სამეფოს პირველი მეფე მითრიდატე კტისტი. ეს გვიანდელი წყარო წარმოადგენს რეალური და არარეალური ამბების სინთეზს. აქ საინტერესოა ის, რომ მოსე ხორენელი ხმარობს ტერმინს "არრინა" და მას უკავშირებს იბერთა რომელიღაც ტომებს, რომლებიც პონტოს სამეფოს მფლობელობაში შესულან. ჩვენთვის ცნობილია, რომ ძვ.წ.აღრიცხვის მესამე საუკუნეში პონტოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდა ლაზებით დასახლებული ტერიტორია, ისტორიული ლაზეთის დასავლეთ ნაწილში. ხოლო ლაზები იბერიის ნახევარკუნძულიდან გადმოსახლებულ იბერთა ერთერთი დიდი ტომი იყო. აი ეს არის ის "არრინა" რომელზეც საუბრობს მოსე ხორენელი. "არრინა" arrina ეს არის ცოტა გადაკეთებული ფორმა ნამდვილი ტერმინისა "არიან" arian. ამგვარად მოსე ხორენელის "არრინა" და შუა საუკუნეების ქართულ მატიანეში ნახსენები ტერმინი "არიან" ერთიდაიგივე შინაარსიის მატარებელი ტერმინებია. მოსე ხორენელის "არრინა" ეს არის ლაზეთის ის ტერიტორია, რომელიც ძვ. წ.აღრიცხვის მესამე საუკუნეში მეფე მითრიდატეს დროს შევიდა პონტოს სამეფოს შემადგენლობაში, ხოლო შუა საუკუნეების ქართულ მატიანეში მოხსენიებული "არიან ქართლი" კი ანტიკური სამხრეთ-დასავლეთი საქართველოა. {(აქ ჩნდება კითხვა, რომ პონტოს სამეფოს დამაარსებელი მეფეები ხომ არ იყვნენ წარმოშობით ესპანეთიდან გადმოსახლებულ იბერთა ერთერთი დიდი ტომის ლაზების(ლუზების) მმართველები, რომლებმაც განიცადეს ელინიზაცია და ძვ.წ. აღრიცხვით მე-3 საუკუნეში დაარსეს პონტოს სამეფო და მიიღეს მეფის ტიტული. მართალია შედარებით გვიანდელი ანტიკური წყაროები პონტოს მეფეების წარმომავლობას ირანელ აქემენიდებთან აკავშირებს, მაგრამ ხომ შეიძლება ეს უბრალოდ ლეგენდაა და მეტი არაფერი. ასეთი გამოგონილი ლეგენდები ხომ უამრავი არსებობდა ძველად. ალექსანდრე მაკედონელის ლაშქრობის შემდეგ შექმნილი დიდი იბერიის დამოუკიდებელი სამეფოს მეფის იარედოსის ვასალი იყო ლაზთა ტომების მმართველი დაახლოებით ძვ.წ. აღრიცხვით 330-300 წლებში. მეფე იარედოსის გარდაცვალების შემდეგ კი ლაზთა მმართველებმა დამოუკიდებლობა გამოაცხადეს და მიიღეს პონტოს მეფის ტიტული, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს მმართველებმა აზონმა და ფარნავაზმა იარედოსის გარდაცვალების შემდეგ შექმნეს ქართლის სამეფო და მიიღეს მეფის ტიტული. შედარებით გვიანდელ ანტიკურ მწერლობაში კი ეს ისტორია ცოტა გადაკეთდა და შეიქმნა პონტოს მეფეების წარმოშობის აქემენიდური ლეგენდა. ამ ვერსიით პონტოს მეფეები წარმომავლობით ესპანეთიდან გადმოსახლებული იბერები(ლაზები) იყვნენ. მით უფრო მაშინ, როცა პონტოს სამეფოს დაარსების დროს მესამე საუკუნეში მისი მთავარი რეგიონი მცირე აზიის ჩრდილოეთი შავიზღვისპირა რაიონები იყო, ისტორიულად ლაზებით დასახლებული ტერიტორიები. თუმცა თავდაპირველად ძვ.წ. აღრიცხვით 281 წელს ახლადშექმნილი პონტოს სამეფოს შემადგენლობაში არ შედიოდა ისტორიული ლაზეთის მთელი ტერიტორია, არამედ მის შემადგენლობაში იყო ისტორიული ლაზებით დასახლებული ტერიტორიის მხოლოდ დასავლეთი ნაწილი ცენტრით ქალაქ ამასიაში. ეს იყო მთელი ლაზეთის დაახლოებით 50% ტერიტორია. ლაზეთის ტერიტორიის დანარჩენი აღმოსავლეთი ნაწილი კვლავ დიდი იბერიის სამეფოს მფლობელობაში რჩებოდა. ასეთ სურათს გვიჩვენებს საერთაშორისო პოლიტიკური რუკა, რომელიც აღწერს სელევკიდების სახელმწიფოს და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ სურათს ძვ.წ.აღრიცხვით 281 წლისთვის. მეფე იარედოსის დროს ლაზეთის მმართველის მფლობელობაში იყო მთელი ისტორიული ლაზეთი სინოპიდან ხოფამდე და მისი პოლიტიკური ცენტრი ძალიან დიდი ალბათობით ცნობილი ქალაქი ტრაპიზონი იყო. ლაზეთის ეს მმართველი ემორჩილებოდა დიდი იბერიის მეფე იარედოსს. მესამე საუკუნის დასაწყისში კი არიან-ქართლის ერთერთმა მეფემ, მეფე იარედოსის მემკვიდრემ არტანუჯიდან ლაზეთის ეს მმართველი რაღაც მიზეზების გამო განდევნა ტრაპიზონიდან. ეს განდევნილი მმართველი გამაგრდა ლაზეთის დასავლეთ რაიონში, ამასიაში. მას უეჭველად მყარს უჭერდა მცირე აზიის რომელიღაც მმართველი და მისი მხარდაჭერით გამაგრდა იქ. მოგვიანებით კი პონტოს სხვა მეფეებმა თანდათან მთელი ისტორიული ლაზეთის ტერიტორია ქალაქ სინოპიდან ქალაქ ხოფამდე თავიანთ მფლობელობაში მოაქციეს და ისტორიული ლაზეთის ტერიტორიების ბაზაზე შექმნეს პონტოს დიდი სამეფო. ეს ვერსია ისტორიულ რუკებს და ისტორიულ ფაქტებს ეყრდნობა და რეალობასთან ძალიან ახლოს უნდა იყოს. ეს რეალური ისტორია საუკუნეების შემდეგ ანტიკური ისტორიკოსების შემოქმედებაში ცოტა შეიცვალა, რაღაც-რაღაცეები დაემატა, რაღაცეები გამოაკლდა და საბოლოოდ ჩვენამდე მოაღწია ცოტა სახეშეცვლილი შინაარსით, თუმცა მასში რეალური ამბების ანარეკლიც საკმაოდ შემოინახა. უბრალოდ მას გაანალიზება და გაშიფვრა ესაჭიროება, ისევე როგორც ბევრ ისტორიულ წყაროებს. ეს ბუნებრივია )}. როგორც ვხედავთ ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში იბერიის ნახევარკუნძულიდან გადმოსახლებულ იბერთა ყველა ტომების საერთო სინონიმი ყოფილა "არიან"(არიელი). ეს სინონიმი "არიან" გამოიყენებოდა იბერთა ყველა ტომების მიმართებით, რომლებიც განსახლდნენ ლაზეთში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოში. ჩემი მოსაზრებით ტერმინი "არიან-ქართლი"(არიელთა ქართლი) იარედოსის, აზონის და ფარნავაზის ეპოქაში გამოიყენებოდა როგორც სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ასევე აღმოსავლეთ საქართველოს აღმნიშვნელ ტერმინად. მოგვიანებით კი ტერმინი "არიან-ქართლი" გამოიყენებოდა მხოლოდ სამხრეთ საქართველოსთან მიმართებით. ამ იბერთა ტომების ასიმილაციის შემდეგ ტერმინი "არიან" თანდათან ქრება მაგრამ მისი ნაკვალევი იბერთა ტომების მიმართებით შემორჩა სომეხი ისტორიკოსის მოსე ხორენელის თხზულებაში და შუა საუკუნეების ქართულ მატიანეში. თუმცა ამ უძველესმა ინდოევროპულ-იბერიულმა ტერმინმა "არიან"(არიელი) მოგვიანებით განიცადა მცირე ცვლილება და უკვე უძველეს ქართულ ენაში შემოდის ეს ტერმინი , როგორც "ერი". ტერმინი "ერი" უძველესი დროიდან საქართველოში ეწოდებოდა ერთდროულად როგორც "ჯარს", "ლაშქარს" ისე ქვეყნის მთელ მოსახლეობას. დღევანდელ თანამედროვე ქართულ ენაზე კი ტერმინი "ერი" ეწოდება "ნაციას". როგორც ვხედავთ დღევანდელი ტერმინი "ერი"(ნაცია) სათავეს იღებს უძველესი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინიდან "არიან"(არიელი). ქართულ ენაში არსებულ ტერმინებს "ერი" eri, "ჯარი" jari ენათესავება ძველი გოთთების harjis, ძველი ისლანდიური herr, ძველი ზემო გერმანული herri. ეს ძველი გერმანული ტერმინები ნიშნავს "ჯარს". ამ ძველი გერმანული და ინდოევროპულ-იბერიული ტერმინების ფუძე უნდა იყოს ძველ--ქართულ წყაროში მოხსენიებული "არიან" arian, "არი" ari (არიელი). ტერმინები "ჯარი" და "ერი" ძველ-ქართულ ენაში თავისი შინაარსით იდენტურები არიან. აქედან გამომდინარე ჩემი მოსაზრებით იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ინდოევროპელი იბერების ზოგი ტომი ხმარობდა ტერმინ "ჯარს", ზოგი "ერი"-ს. ამ ორივე ტერმინს ერთი საერთო ფუძე-წარმომავლობა აქვს. ეს ორივე ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი გადმოდის ძველ-ქართულ ენაში და ხან ერთ ტერმინს იყენებდნენ და ხან მეორე ტერმინს, როგორც ერთმანეთის სინონიმებს. ეს მოსაზრება კი არა უკვე შემდგარი ფაქტია. სხვადასხვა ცნობებზე დაყრდნობით უძველეს დროში აღმოსავლეთ საქართველოს იბერებში უფრო გაბატონებული იყო ტერმინი "ერი", ხოლო სამხრეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს იბერებში კი ტერმინი "ჯარი". როგორც ვიცით მსგავსი ტერმინი "არიანა" არსებობდა ირანშიც. ირანელები ინდოევროპელები არიან და ირანული ძველი ტომებიც თავიანთ თავს არიებს უწოდებდნენ. რადგანაც ინდოევროპული ტერმინი "არიან" იყო კავკასიაში გადმოსახლებულ იბერთა ტომების საერთო სინონიმი ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ტერმინი უძველესია და არსებობდა ჯერ კიდევ ძვ.წ. აღრიცხვის მე-4 ათასწლეულში ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში მცხოვრებ უძველეს ინდოევროპულ ტომებში. დღეს მეცნიერებაში საკამათოა ტერმინი "germania", "germany" წარმომავლობა. არსებობს სხვადასხვა ვერსიები. მეც დავამატებ ჩემს ვერსიას. ეს ტერმინი წარმოიშვა უძველესი გერმანულ-ენოვანი herr, herri და ინდოევროპულ-იბერიული eri, jar ფუძე-ტერმინებისგან. ამ უძველეს ფუძე-ტერმინებს ემატება man და ვღებულობთ herman - erman - jarman - german რომელიც ნიშნავს "ჯარის - კაცს". ჩემი აზრით ზემოთჩამოთვლილი ტერმინებიდან ლექსიკურად ყველაზე ახლოსაა ინდოევროპულ-იბერიული jar" და ამ ფუძე-ტერმინისგან "jar" წარმოიშვა "jarman - jerman - german - germania - germany. როგორც ვხედავთ ყველა ვერსიებიდან ეს ჩემს მიერ მოყვანილი ვერსია ყველაზე რეალური ვერსიაა. უფრო მეტიც ეს ვერსია კი არა უკვე რეალურად შემდგარი ფაქტია. როგორც ვხედავთ ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე "ჯარისკაცს", "მეომარს" ეწოდებოდა jarman, german. ამ ტერმინიდან წარმოიშვა გერმანელების სახელწოდება german. სავარაუდოდ ინდოევროპულ-იბერიული უძველესი ფუძე-ტერმინისგან jar" წარმოიშვა დასავლეთ საქართველოს იბერთა ტომის სახელი "ეგერ" eger. 6 000 წლის წინ უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენა უკვე გაყოფილია ინდოევროპულ ენათა ორ დიდ მთავარ შტოდ. ამ მონათესავე ენების ერთერთ დიდ შტოს ქმნიდა ჰაპლოჯგუფ R1b-ს მატარებელი სხვადასხვა ტომები, რომლებიც იმ დროს ცხოვრობდნენ მონღოლეთის, ჯუნგარიის და აღმოსავლეთ ყაზახეთის სტეპებში. ამ ენობრივად მონათესავე ტომებმა დაახლოებით 5 800-6 000 წლის წინ საფუძველი ჩაუყარეს დიდ "afanasievo culture"-ს. ხოლო მონათესავე ინდოევროპული ენების მეორე დიდ შტოს 6 000 წლის წინ წარმოადგენდნენ ყაზახეთის სტეპებში მცხოვრები ჰაპლოჯგუფ R1a-ს მატარებელი სხვადასხვა ინდოევროპული ტომები. ამ ენობრივად მონათესავე ტომების ჰაპლოჯგუფები კი იყო ჰაპლოჯგუფ R1a-ს როგორც "დასავლური" ვარიანტები, ისე "აღმოსავლური" ვარიანტები. დაახლოებით 5 300 წლის წინ მონღოლეთის, ჯუნგარიის და აღმოსავლეთ ყაზახეთის სტეპებიდან დაიწყო ჰაპლოჯგუფ R1b-ს მატარებელი ტომების მასობრივი მიგრაცია დასავლეთის მიმართულებით. ამ ტომებმა გაიარეს ყაზახეთის სტეპები. ყაზახეთის სტეპებში მოძრაობის დროს ამ ტომებს შეუერთდა აქ მცხოვრები ჰაპლოჯგუფ R1a-ს მატარებელი ტომები. ამ ტომების გაერთიანებებმა წარმოშვეს ახალი საზოგადოება სადაც წარმოდგენილი იყო როგორც R1b ისე R1a. ხოლო დღევანდელი სომხური ენის წინაპარი ენაც 6 000 წლის წინ მონღოლეთის და ჯუნგარიის სტეპებში მცხოვრები მონათესავე ენების ერთერთ ენას წარმოადგენდა. გერმანულ-კელტურ-რომანულ ენებთან კავშირები გარკვეულია. ის დიდი რაოდენობით გერმანული-ანგლოსაქსონური და კელტურ-რომანული მონათესავე სიტყვები სინამდვილეში ჰაპლოჯგუფ R1b1a2-M269-ის და მისი სხვადასხვა განშტოებების ენაა რომელიც გერმანული ეთნოსის და პროტოგერმანული ჰაპლოჯგუფის R1b-U106-ის წარმოშობამდე ბევრად უფრო ადრე არსებობდა მონღოლეთის, ჯუნგარიის და აღმოსავლეთ ყაზახეთის სტეპებში. ამ ენაზე საუბრობდნენ ჰაპლოჯგუფ R1b1a1-M73 სექტორის ტომებიც. სომხური ენის წინაპარი ენაც ამ ენების ერთერთი ქვეჯგუფი იყო. პროტოგერმანული ჰაპლოჯგუფი R1b-U106 წარმოიშვა დაახლოებით 6 000 წლის წინ. ხოლო ზემოთხსენებული ენის წარმოშობის ასაკი მინიმუმ 10 000 წლის წინ დაიწყო, როგორც უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენის ერთერთმა დიდმა შტომ. ამ დიდი შტოს ერთერთ მონათესავე ენას წარმოადგენდა შედარებით ახალგაზრდა პროტოგერმანული გენეტიკური სექტორის მოსახლეობის ენა. ამ უძველესი დიდი შტოს მემკვიდრეობაა ეგრეთწოდებული გერმანულ-ანგლოსაქსონური სიტყვები ქართულ ენაში. პროცენტულად თუ შევადარებთ ინდოევროპული ენებიდან პირველ ადგილს იკავებს ქართულ ენაში გერმანული წარმოშობის ენების მონათესავე ტერმინები. ეს ბუნებრივია რადგან ინდოევროპელი იბერების სალაპარაკო ენა მემკვიდრეა იმ ერთერთი დიდი შტოსი, რომელმაც დაახლოებით 10 000 წლის წინ დაიწყო ჩამოყალიბება მონღოლეთის და ჯუნგარიის სტებებში სადაც გავრცელდა ჰაპლოჯგუფი R1b. ამ ენაზე საუბრობდა ძალიან ძველი ჰაპლოჯგუფის R1b1a2a2-(Z2103) მატარებელი მოსახლეობა. მოგვიანებით ამ გეოგრაფიულ არეალში წარმოიშვა შედარებით ახალგაზრდა "პროტოგერმანული" ჰაპლოჯგუფი R1b-U106, რომლის მოსახლეობამ მემკვიდრეობით მიიღო ამ ინდოევროპული ენის უძველესი დიდი შტოს სალაპარაკო ენა. ინდოირანულ-ინდოარიული სექტორი მდებარეობდა ძალიან დიდი ალბათობით ყაზახეთის სტეპების აღმოსავლეთ რაიონებში და მისი აღმოსავლეთი საზღვარი აღწევდა დღევანდელი აღმოსავლეთ ყაზახეთის საზღვრამდე. აღმოსავლეთ ყაზახეთი კი უკვე "afanasievo culture"- ს მოსახლეობას ეკავა. ხოლო ყაზახეთის სტეპების დასავლეთი რაიონები პროტოსლავური გენეტიკური სექტორის მოსახლეობის გავრცელების არეალს წარმოადგენდა. დაახლოებით ასეთი გენეტიკური და ეთნიკური სურათი იყო 6 000 წლის წინ ყაზახეთის სტეპებში. ქართველებში 27%-მდე არსებული ჰაპლოჯგუფი R1a-დან ინდოირანულ-ინდოარიულია -დაახლოებით 17% ( R1a-Z93-12% + R1a1a-5%). დანარჩენი დაახლოებით 10% კი სლავურ-ბალტიურია(R1a-M458-3,5% + R1a-M558-3,5% + R1a1a-3%). ხოლო საიდან ხვდება დიდი რაოდენობით მკაფიოდ გამოკვეთილი მონათესავე სლავური სიტყვები ინდოევროპელი იბერების ენაში ეს მთლად გარკვეული არ არის. ერთერთი შეიძლება იყოს ის ვერსია, რომ ამ სლავური ტერმინებიდან ბევრი უძველესი საერთო ფუძე-ინდოევროპული ენიდან იღებს სათავეს. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამ სლავური ტერმინებიდან ზოგიერთი ტერმინი უკავშირდება მთებს და ციცაბო მთათა სისტემას(გორა, გორაკი, ხაბო ანუ "ხრებეტ"), რაც ამ ტერმინების წარმოშობის არეალს მთიან რეგიონთან აკავშირებს. ანუ ბაიკალის ტბის დასავლეთით მდებარე მთაგორიან მხარეს სადაც ცხოვრობდნენ უძველესი ინდოევროპელები და ჩაისახა საერთო ფუძე-ინდოევროპული ენა. და ამ საერთო ფუძე-ინდოევროპული ენიდან მიიღეს ეს ტერმინები ინდოევროპელი იბერების შორეულმა გენეტიკურმა წინაპრებმა. ხოლო ზოგიერთი მონათესავე სლავური სიტყვები კი შემოსული უნდა იყოს პროტოსლავური სექტორის მოსახლეობის სასაუბრო ენიდან, რომელიც შეუერთდა ყაზახეთის დასავლეთ რაიონებში. {(პირადად მე ამ ვერსიას ვანიჭებ უპირატესობას და მიმაჩნია, რომ ამ სლავური ტერმინებიდან დიდი უმრავლესობა საერთო ფუძე-ინდოევროპული ენიდანაა გადმოსული, ხოლო მცირე ნაწილი კი ყაზახეთის პროტოსლავური სექტორიდან. ჩემი კვლევებიდან გამომდინარე შემიძლია შემდეგი დასკვნის გაკეთება: ძვ.წ.აღრიცხვის მე-4 ათასწლეულში დღევანდელი ყაზახეთის ტერიტორიაზე განსაკუთრებით კი ყაზახეთის დასავლეთ რაიონებში ფართოდ იყო გავრცელებული ეგრეთწოდებული "პროტოსლავური" ენა. ინდოევროპული ენის ამ ერთერთ უძველეს შტოზე საუბრობდა აგრეთვე corded ware culture-ს მოსახლეობა. თუმცა დღევანდელი სლავური წარმოშობის ხალხების უშუალო გენეტიკური წინაპრები ანუ პროტოსლავური ტომები იმ ეპოქაში არ წარმოადგენდნენ განსაკუთრებულად მრავალრიცხოვან მოსახლეობას. ჩემი ვარაუდით ამ პროტოსლავური ტომების გავრცელების არეალი ცენტრალურ აზიაში ყაზახეთის ტერიტორიაზე ჰიპოთეტურად თუ წარმოვიდგენთ დაახლოებით 200 000 კვადრატულ კილომეტრი იყო. ეს პროტოსლავური ტომები საუბრობდნენ ინდოევროპული ენის ამ ერთერთ უძველეს შტოზე. ამ ენის გავრცელების არეალი დიდი იყო ყაზახეთის სტეპებში. როგორც უკვე ითქვა ამ ენაზე საუბრობდა corded ware culture-ს მოსახლეობაც)}. აქვე ჩნდება ინტერესი თუ როგორი უნდა ყოფილიყო ამ ინდოევროპელი იბერების გვარების ფორმა. სხვადასხვა წმინდა მეცნიერულ ფაქტებზე და ისტორიულ წყაროებზე და გრამატიკულ მონაცემებზე დაყრდნობით ინდოევროპელი იბერების გვარებში ფართოდ იყო გავრცელებული დაბოლოებები : ვან, იან, ან. ასეთი დაბოლოების გვარები დღესაც შემორჩენილია საქართველოში. ხოლო მაღალმთიანი სვანეთის რეგიონში მასიურად და აბსოლიტური უმრავლესობით შემორჩა ასეთი ფორმის გვარები. აქ შედარებით იზოლირებულმა გარემომ შემოინახა ინდოევროპელი იბერების გვარების ფორმები "იანი" და "ანი" დაბოლოებებით. შემონახულია ვან ფორმაც, მაგალითად ჩიქვანი-ჩიქოვანი, გელოვანი, დადვანი. თუმცა რა თქმა უნდა იყო გვარები, რომლებიც მთავრდებოდნენ სხვა ფორმებითაც, რომელიც ისტორიამ არ შემოგვინახა. მაგალითად სომხური წარმოშობის ბაგრატუნები საქართველოში გადმოსახლების შემდეგ ხდებიან "ბაგრატიონები", რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ ანტიკური იბერიის ინდოევროპული გვარები მთავრდებოდა -"ონ" დაბოლოებითაც. ამავე დროს ბაგრატიონები ქართულ წყაროებში მოხსენიებული არიან, როგორც "ბაგრატოვანი" და "ბაგრატონიანი". რა თქმა უნდა ეს ფორმებიც ანტიკური ეპოქის ინდოევროპულ-იბერიული გვარების ფორმის გავლენაა. მოკლედ საქართველოში გადმოსახლების შემდეგ ბაგრატუნები გადადიან ადგილობრივ ფორმებზე და ხდებიან "ბაგრატიონი", "ბაგრატოვანი" და "ბაგრატონიანი". მათი გვარის ანტიკური სომხური წარმოშობის დაბოლოება იცვლება ანტიკური იბერიის ინდოევროპულ-იბერიული ფორმებით და ეს ფაქტი სახეზეა. თუმცა ამ ანტიკური ეპოქის ინდოევროპულ-იბერიულ გვარებში აშკარად დომინირებდა სამი დაბოლოება--ვან, იან, ან. ხოლო ამ სამი ფორმიდან ყველაზე ფართოდ იყო გავრცელებული გვარის დაბოლოება ფორმით - "იან". დღესაც ამ ფორმის გვარებში ყველაზე ფართოდაა გავრცელებული -"იან"-ი. და აქედან გამომდინარე ანტიკურ იბერიაშიც გვარის ეს ფორმა -"იან" უფრო დომინირებდა. ისტორიული წყაროებიც ამასვე ადასტურებს. საინტერესოა ამის საპირისპიროდ უძველესი სომხური გვარები: მაგალითად არშაკუნი, პახლავუნი, ბაგრატუნი, კორიუნი, გნუნი, ამატუნი, ხორხორუნი, არწრუნი, სკლუნი, სიუნი, შირაკაცი, ხორენაცი, ჰააპეტი და ასე შემდეგ. როგორც ვხედავთ ანტიკური ეპოქის და ადრეფეოდალური ეპოქის სომხეთის გვარებში დომინირებდა დაბოლოება -უნ. ამის პარალელურად კი ანტიკური იბერიის გვარებში დომინირებდა --იან. გვარი "ფარნავაზიანები" ძვ.წ.აღრიცხვის მესამე საუკუნიდან არის ცნობილი. ასევე ძვ.წ.აღრიცხვის მესამე საუკუნეს უკავშირდება "ბივრიტიანების" საგვარეულო. ბივრიტიანები წმინდა ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობის გვარია. არის ადრეფეოდალური ეპოქის ერთერთი სომხური დიდი საგვარეულო "მამიკონიანები". მეცნიერთა ერთი ჯგუფი(ადონცი, თუმანოვი და სხვები) მამიკონიანების საგვარეულოს წარმომავლობას საქართველოს უკავშირებს. ამ ვერსიას აქვს თავისი რეალური საფუძველი თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ანტიკური ეპოქის იბერიაში და სამხრეთ საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული გვარების ინდოევროპულ-იბერიული დაბოლოების ფორმა -"იან". აქედან გამომდინარე სრულიად შესაძლებელია გვარი "მამიკონიანი" წარმოშობით ანტიკური ეპოქის ტაო-კლარჯეთიდანაა, რომლის ერთერთი წარმომადგენელი ანტიკური ეპოქის რომელიღაც პერიოდში დასახლდა სომხეთში და საფუძველი დაუდო სომხეთში მამიკონიანთა დიდ საგვარეულოს. თან ანტიკური და ადრეფეოდალური ეპოქის სომხეთში დიდებულთა გვარები დაბოლოებით -"იან" არ გვხვდება. რაც კიდევ უფრო აძლიერებს მამიკონიანების იბერიული წარმომავლობის ვერსიას. ამავე დროს გვარი "მამიკონიანი" თავისი გარეგნული ფორმით და ჟღერადობით აშკარად განსხვავდება ზემოთ ჩამოთვლილი ძველი სომხეთის დიდებულთა გვარებისგან. აშკარად თვალშისაცემია ამ გვარის უცხო წარმომავლობა იმ ეპოქის სომხურ გვარებთან შედარების დროს. აშკარად ჩანს, რომ გვარი "მამიკონიანი" ისეთივე იბერიული წარმომავლობისაა, როგორც "ფარნავაზიანი", "ბივრიტიანი". რადგან იმ ეპოქის სომხეთში გვარები "იან" დაბოლოებით არ არსებობდა ამიტომ გვარი "მამიკონიანი" 100%-ის სიზუსტით წმინდა იბერიული წარმომავლობისაა. შესაძლებელია ეს წმინდა იბერიული გვარი ანტიკური ეპოქის ტაოს ერისთავებიდან ერთერთი ერისთავის საგვარეულო იყო. ამ ერისთავების საგვარეულოს ერთერთი წარმომადგენელი რაღაც მიზეზებით ხვდება სომხეთის სამეფოში და საფუძველს დაუდებს მამიკონიანთა გასომხებულ შტოს. სხვა მეორე ვერსიით შესაძლებელია მამიკონიანების იბერიული წარმომავლობის საგვარეულო ანტიკურ ეპოქაში არმენიზირებული ხორცევანის(ყარსი, ანისი, ვალაშკერტი, კარნიფორი) ან სამხრეთ ბასიანის ოლქებიდან იყოს წარმოშობით. არმენიზაციის მიუხედავად ამ ოლქების ერთერთმა დიდგვაროვანმა საგვარეულომ შეინარჩუნა თავისი ისტორიული გვარი იბერიული ფორმით და გახდნენ სომხეთის სამეფოს მხედართმთავრები. ამ ორი ვერსიიდან ერთერთი ვერსია სწორია. პართიული სამეფო დინასტიის არშაკიდების სომხური სახელწოდება ანტიკურ ეპოქაში იყო "არშაკუნი". ამავე დინასტიის იბერიული სახელწოდება ანტიკურ ეპოქაში იყო "არშაკიანი", "არშაკუნიანი". ხოლო უშუალოდ ადგილობრივი სომხური წარმოშობის მოსახლეობაში გვარი დაბოლოებით "იან" პირველად ფიქსირდება მე-10 საუკუნეში. ეს იყო ანისელი ბაგრატუნების ერთერთი წარმომადგენელი კვირიკე, რომელიც დამკვიდრდა ტაშირის სამეფოში, ისტორიულ გუგარეთში და ამ კვირიკესგან წარმოიშვა ახალი საგვარეულო "კვირიკიანები" (სხვათაშორის "კვირიკიანების " გვარის ფორმირება იბერიული ფორმით "იან" დაბოლოებით ხდება ისტორიულ გუგარეთში, რომელიც საუკუნეების მანძილზე ქართლის სამეფო შემადგენელი ერთერთი დიდი რეგიონი იყო. . ხოლო სომხეთში მასიურად სომხური გვარების გადასვლა "იან" დაბოლოებაზე მოხდა უფრო მოგვიანებით, მე-12-მე-13-მე-14 საუკუნეებში, როცა როცა ისტორიული სომხეთის ტერიტორიების დიდი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში იყო მოქცეული. ამავე დროს საქართველოში გვარები "იან" დაბოლოებით ფართოდ იყო გავრცელებული როგორც ანტიკური ეპოქის იბერიაში, ისე ადრეფეოდალურ ეპოქაშიც, მე-6-მე-7-მე-8 საუკუნეებში. შემდგომ კი საქართველოში თანდათან ჩნდება გვარებში დაბოლოება "ძე". თუმცა ანტიკური ეპოქის ინდოევროპულ-იბერიული გვარებისთვის დამახასიათებელი დაბოლოება -"იან" მაინც აგრძელებდა არსებობას და დღესაც საკმაოდ შემორჩა, თუმცა პროცენტულად აშკარა უმცირესობაში იმყოფება, მაგრამ არსებობს. დღევანდელ ქართულ ენაში ადამიანთა სახელებს ბოლოში ემატება დაბოლოება "ი" მაგალითად ფარნავაზი, ფარსმანი, გუარამი, არშაკი, მირიანი. ძველ ქართულ ენაში კი ეს სახელები იწოდებოდა ასე: ფარნავაზ, ფარსმან, გუარამ, არშაკ, მირიან. ამ სახელებისგან წარმოშობილ გვარებს კი ბოლოში ემატებოდათ ინდოევროპულ-იბერიული "იან" და ვღებულობთ ფარნავაზიანი, არშაკიანი. (ჩემთვის უკვე ცნობილია ანტიკური კლარჯეთის სამეფოს სამეფო დინასტიის საგვარეულოს სახელწოდება ამ საგვარეულოს ანტიკური იბერიულ-ინდოევროპული ფორმით და დაბოლოებით. ამ საგვარეულოს ვინაობა მე ძალიან საფუძვლიანად მაქვს გამოკვლეული ჩემს ერთერთ ნაშრომში სათაურით "იბერიის სამეფო. სამცხე-საათაბაგოს რეალური ისტორია 1453 წლიდან 1552 წლამდე და ისტორიის უცნობი დეტალები"). ამ საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ იარედოსი და აზონი. აზონი, იარედოსის ძე იყო ამ საგვარეულოს უმცროსი შტოს წარმომადგენელი, რომელი შტოსაგანაც წარმოიშვა ფარნავაზიანები. ხოლო იარედოსი აზონის მამა რჩება თავის რეზიდენციაში არტანუჯში. ამ არტანუჯში დამკვიდრდნენ იარედოსის უფროსი შვილის შთამომავლები და აგრძელებენ იარედოსის საგვარეულო დინასტიას. ეს უფროსი შტო მყარად გამაგრდა ამ მთაგორიან, მაგრამ განსაკუთრებით მჭიდროდ დასახლებულ მხარეში და მთელი ანტიკური ეპოქის მანძილზე მყარად იყო გამაგრებული ამ მხარეში და ხშირად მნიშვნელოვან პოლიტიკურ გავლენებს ახდენდა რეგიონის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. მაგალითად მეფე ამაზასპის ძალაუფლების დამხობაში აშკარად არტანუჯის დინასტიის ხელია გარეული. თუ კი აზონი გადმოდის და მკვიდრდება აღმოსავლეთ საქართველოში ხოლო მისი მამა იარედოსი რჩება არტანუჯში და "არიან ქართლში" ანუ სამხრეთ საქართველოში, მაშინ უფრო ლოგიკურია, რომ მასთან რჩება მისი უფროსი ძე, როგორც იარედოსის საგვარეულოს მთავარი, უფროსი შტოს გამაგრძელებელი. ეს ფაქტორი ძალიან უმაგრებს ზურგს და ადასტურებს ფაქტს, რომლის მიხედვითაც არტანუჯის, ანუ არიან ქართლის შტო იყო უფროსი შტო. მაშინ ავტომატურად გამოდის, რომ დიდი იბერიის "კონფედერაციის" უზენაესი მეთაური იყო არა აზონი, არამედ მისი მამა იარედოსი. ხოლო აზონი გამოდის აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართლის(იბერიის) მმართველი, რომელიც აღიარებს მისი მამის დიდი მეფის იარედოსის უზენაესობას. თვითონ ძველი ქართული წყაროების შინაარსიც აშკარად მიგვანიშნებს, რომ აზონი როცა აღმოსავლეთ საქართველოში ფუძნდება არის "არიან ქართლის" მეფის ანუ იარედოსის ძე. ანუ ამ დროს არსებობს და მეფობს მისი მამა იარედოსი, რომელიც იერარქიულად აზონზე უფრო მაღლა დგას. აზონი მისი ძეა, რომელიც იგზავნება აღმოსავლეთ საქართველოს მმართველად. დიდი მეფე იარედოსის რეზიდენცია კი მდებარეობს "არიან ქართლში" ანუ სამხრეთ საქართველოში, არტანუჯში. ასეთ დროს სამეფო რეზიდენციაში როგორც წესი რჩება დინასტიის მთავარი შტოს გამაგრძელებელი, უფროსი შვილი. რომელსაც ამზადებენ დიდი ტახტის მემკვიდრედ და მომავალ მეფედ. იარედოსის მეფობის შემდეგ კი ამ დიდი იბერიის "კონფედერაციის" ერთობა ირღვევა და წარმოიშვა რამდენიმე დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული. ამ არტანუჯის შტოს ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენლები იყვნენ პირველი რა თქმა უნდა საგვარეულოს მეთაური დიდი იბერიის მეფე იარედოსი, მეფე ადერკი, მეფე არმაზაელი, ფარსმან ავაზი, მირდატი, მეფე ლევი(მირიანის მამა), მეფე მირიანი, გუარამ დიდი. ამ არიან ქართლის დინასტიის მეფეების მეფობის თარიღები დაახლოებით ასეთია: დიდი იბერიის მეფე იარედოსი(ძვ.წ.აღრიცხვის დაახლოებით 330-300 წწ), მეფე ადერკი(დაახლოებით 30-55 წწ), მეფე არმაზაელი(დაახლოებით 85-110 წწ), მეფე ფარსმან ავაზი(დაახლოებით 125-150 წწ. ფარსმან ქველის თანამედროვე). მეფე მირდატი (დაახლოებით 150-175 წწ. ფარსმან ქველის თანამედროვე). მეფე ლევი, მირიანის მამა(დაახლოებით 300-325 წწ), მეფე მირიანი(დაახლოებით 325-350 წწ), მეფე ბაკური(მე-4 საუკუნის მეორე ნახევარი, რომლის მეფობის დროსაც შეიქმნა ასომთავრული დამწერლობა), გუარამ დიდი(დაახლოებით 555-580 წწ) . ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის შემდეგ 627 წელს როგორც ჩანს კეისარმა რომელიც სასტიკად იყო განრისხებული კლარჯეთის სამეფო საგვარეულოზე ისინი ბიზანტიაში გადაასახლა. ეს გადასახლება შეეხებოდა ამ შტოს ყველა წარმომადგენელს ვისაც შეიძლება პრეტენზია ჰქონოდა იბერიის მეფობაზე. ამით მან შური იძია კლარჯეთის სამეფო დინასტიაზე. ბიზანტიის იმპერიაში ძლიერი ქართული დიასპორა არსებობდა მუდმივად. კლარჯეთის სამეფო დინასტიის შთამომავლები რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არსებობდნენ და ცხოვრობდნენ ბიზანტიაში. ხოლო 1453 წელს ათაბაგმა ყვარყვარე ჯაყელმა ბიზანტიიდან დაბრუნებული ამ საგვარეულოს მეთაური მიიღო თავის სამფლობელოში, გადასცა არტანუჯის ციხესიმაგრე და მდინარე არტანუჯისწყლის ხეობის კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრე. ამით ყვარყვარემ საფუძველი დაუდო ამ უძველესი სამეფო საგვარეულოს რესტავრაციას სამხრეთ საქართველოში და ეს საგვარეულო დაუპირისპირა ბაგრატიონებს. მე-5 საუკუნეში კავკასიის რეგიონში ბიზანტიის იმპერიის და სასანიდური ირანის პოზიციების გაძლიერების გამო კლარჯეთის მეფეების ძალაუფლება მნიშვნელოვნად შეიზღუდა. ამიტომ არტანუჯის მეფეები მე-5 საუკუნიდან უკვე თავდაცვაზე ფიქრობენ და აქტიურ საგარეო პოლიტიკას აღარ ეწევიან. ისინი გამაგრდნენ თავიანთ ძირითად სამფლობელოში სამხრეთ საქართველოში. მე-6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის თეოფანე ბიზანტიელის ცნობით გურგენი ხდება ქართლის მმართველი მე-6 საუკუნის 70-იან წლებში. აღმოჩენილია გურგენის სახელზე მოჭრილი მონეტები. ასე რომ ქართლის პირველი ერისმთავარია არა გუარამ დიდი, არამედ გურგენი. აქ კვლავ საქმე გვაქვს გვიანდელი მემატიანეების მიერ სამხრეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს მმართველების ერთმანეთთან არევას. გურგენის შემდეგ ერისმთავრები არიან ჯუანშერი, სტეფანოზი. ამავე დროს ძალიან საინტერესოა მე-8 საუკუნის სომეხი ისტორიკოსის და სომხეთის ეკლესიის მეთაურის იოანე კათალიკოსის ცნობა სადაც ის მე-7 საუკუნის დასაწყისში მოღვაწე ქართლის კათალიკოსს კვირიონს უწოდებს "ქართველთა, გუგარელთა და მეგრელთა" არქიეპისკოპოსს. მეგრელებში აქ იგულისხმება ეგრისის ანუ ვარდციხის საეპისკოპოსო და არა შავიზღვისპირა ზოლში არსებული ტერიტორია, რომელიც ტერიტორიულადაც და ეკლესიურადაც ბიზანტიის შემადგენლობაშია. მე-6 საუკუნის 60-70-იან წლებში კლარჯეთის მეფემ კვლავ განახორციელა ძალიან სერიოზული პოლიტიკური მოქმედება. მან კვლავ დაიბრუნა თავისი ისტორიული სამფლობელო დასავლეთ საქართველოში "ეგრისი" და ეგრისის ანუ ვარდციხის საეპისკოპოსო ქართლის კათალიკოსს დაუქვემდებარა. აი ამიტომ უწოდებს სომეხი ისტორიკოსი იოანე კათალიკოსი კვირიონს "ქართველთა, გუგარელთა და მეგრელთა არქიეპისკოპოსს". ეგრისი მე-7 საუკუნის დასაწყისში ბიზანტიის მფლობელობაში რომ ყოფილიყო ის ეკლესიურადაც ბიზანტიაში იქნებოდა. კლარჯეთის მეფემ როგორც კი ეგრისი პოლიტიკურად დაიბრუნა, მაშინვე ის ეკლესიურად ქართლის კათალიკოსს დაუქვემდებარა. მან გააუქმა ლაზთა სამეფო და ლაზთა მეფეების მეფობა დასავლეთ საქართველოში. უკანასკნელი ლაზთა მეფე იყო წათე მეორე, რომელიც გამეფდა 555 წელს. აქედან გამომდინარე ეგრისის შემოერთება მომხდარა ამ წათეს მეფობის დროს დაახლოებით მე-6 საუკუნის 60-იან წლებში. ამით დასრულდა დასავლეთ საქართველოში ლაზთა მეფეების დაახლოებით 110 წლიანი მეფობა. ამ ლაზთა მეფეების პირველი წარმომადგენელი იყო გუბაზ პირველი(456-466 წწ), ხოლო უკანასკნელი წარმომადგენელი წათე მეორე. ამ ლაზთა მეფეების რეზიდენცია უნდა ყოფილიყო ციხე-გოჯი(ბერძნულად "არქეოპოლისი"). ამ ლაზთა სამეფოს გაუქმების შემდეგ დასავლეთ საქართველოს ანუ ეგრისის სარდლის რეზიდენცია კვლავ ქუთაისი ხდება, როგორც ანტიკურ ეპოქაში იყო. ამით კვლავ აღდგა კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს ერთობა, რომელიც მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში დაარღვია ბიზანტიის იმპერიამ. ამიტომაც წყაროებში ის მოიხსენიება გუარამ დიდის ტიტულით. ამავე დროს გუარამ დიდმა მე-6 საუკუნის 60-იან წლებში თავის სამეფოს შემოუერთა მთელი აღმოსავლეთ ლაზეთი, რომელიც მდებარეობდა ისტორიული ტაო-კლარჯეთის დასავლეთით. იბერების მფლობელობა აღმოსავლეთ ლაზეთზე გრძელდებოდა ჰერაკლე კეისრის ლაშქრობებამდე. მე-7 საუკუნის 30-იან წლებში აღმოსავლეთ ლაზეთი უკვე ბიზანტიის მფლობელობაშია. რაც შეეხება ნუმიზმატიკურ მონაცემებს, აღმოჩენილია ქართულ-სასანური ტიპის ვერცხლის 10 ანონიმური მონეტა. ამ 10 მონეტიდან 5 მონეტაზე მონეტის შუბლზე გამოსახულია ჯვარი, ხოლო დანაჩენი 5 მონეტის ზურგზე ამოყვანილია კვარცხლბეკზე ამაყად აღმართული ჯვარი. ამ ანონიმური ტიპის მე-11 მონეტა აღმოჩენილია 1900 წელს ბაბილონის დიდ საგანძურში. ეს მონეტები ანონიმურია და ატარებს დემონსტრაციულად გამოხატულ ქრისტიანულ და ეროვნულ ტენდენციებს. ეს მონეტები თავისი შინაარსით განსხვავდება სხვა ქართულ-სასანური ტიპის მონეტებისგან და კვალიფიცირდება ქართულ-სასანური მონეტების ცალკე დამოუკიდებელ ტიპად.{გამოყენებული ლიტერატურა: ქართული ნუმიზმატიკის ინგლისურ-ქართული კატალოგი. ქართული ნუმიზმატიკა. ტომი 1. თბილისი 2006. გ. დუნდუა. ნ.დუნდუას თანაავტორობით.}. რადგან თერთმეტი ასეთი ანონიმური მონეტაა აღმოჩენილი ნიშნავს, რომ ამ ტიპის მონეტები დიდი რაოდენობით იყო მოჭრილი და ფართოდ იყო გასული საერთაშორისო ბაზარზეც.(თავიდან ვფიქრობდი, რომ ეს 11 ანონიმური მონეტა შეიძლება არტანუჯის მეფეების მიერ მოჭრილი მონეტა ყოფილიყო, მაგრამ როცა უფრო კარგად გავეცანი ამ მონეტების შინაარს აღმოჩნდა, რომ ეს ანონიმური მონეტები ერისმთავრების სახელზე მოჭრილი მონეტების ტიპისაა და ერისმთავრების მიერ მოჭრილი მონეტების ტიპის ერთერთი სახეობაა მხოლოდ). სულ აღმოჩენილია ქართულ-სასანური ტიპის 30 ვერცხლის მონეტა. ზოგიერთ მონეტებზე უფრო მაღალ პროცენტებშია წარმოდგენილი სასანური ირანის სიმბოლიკები, ზოგ მონეტებზე კი ნაკლები დოზითაა წარმოდგენილი სასანიდების სიმბოლიკები. ეს ბუნებრივი მოვლენაა. ეს მონეტები არ იყო განკუთვნილი მარტო შიდა ბაზრისთვის. ახლო აღმოსავლეთში ცხოვრობდნენ როგორც ქრისტიანი ერები ისე არსებობდა უზარმაზარი სასანიდური იმპერია და შესაბამისად უზარმაზარი სასანიდური ბაზარი. ამიტომ ეს ეგრეთწოდებული "ქართულ-სასანური" ვერცხლის მონეტები განკუთვნილი იყო, როგორც ქვეყნის შიდა ბაზრისთვის ისე ახლო აღმოსავლეთის უზარმაზარი ბაზრისთვის სადაც ცხოვრობდნენ, როგორც ქრისტიანი ერები ასევე ძალიან მრავალრიცხოვანი ცეცხლთაყვანისმცემელი მოსახლეობა. ამიტომ ამ ეგრეთწოდებულ "ქართულ-სასანურ" მონეტებზე ერთდროულად გამოსახული იყო როგორც ქრისტიანული ასევე სასანური სიმბოლიკები. ვაჭრობა და კომერცია იმ დროსაც პოლიტიკისგან და რელიგიისგან გამოყოფილი იყო. ამიტომ მე ვთვლი, რომ ეს "ქართულ-სასანური" ტიპის მონეტები ჩვეულებრივი ქართული ეროვნული მონეტებია და განკუთვნილია როგორც ქრისტიანული ისე ცეცხლთაყვანისმცემლური ახლო აღმოსავლეთის დიდი ბაზრისთვის. ამიტომ სასანური სიმბოლიკების გამოსახვა მონეტებზე სავსებით ნორმალური მოვლენა იყო იმ ეპოქაში და ბაზრის მოთხოვნებს ითვალისწინებდა. ამ ეგრეთწოდებული "ქართულ-სასანური" მონეტებიდან ვგებულობთ, რომ ერისმთავარ გურგენის შემდეგ კიდევ ერთი წყაროებისთვის უცნობი ერისმთავარი ყოფილა. მის მონეტაზე ამოყვანილია სახელის ინიციალები "ჯო". მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მისი სახელი ინიციალებიდან გამომდინარე უნდა იყოს "ჯუანშერი" ან "ჯონბერი". შეიძლება მესამე ვარიანტიც "ჯოანშერი". შეიძლება ადრე იყო სახელი "ჯოანშერი", რომლისგანაც შემდგომ წარმოიშვა "ჯუანშერი". კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან. ნაპოვნია ერთიანი საქართველოს მეფის ბაგრატ მესამის ერთადერთი მონეტა. ამ მონეტის შინაარსი შემდეგია: მონეტის შუბლზე გამოსახულია არაბული წარწერა და ისლამური დევიზი: "არ არს ღმერთი გარდა ერთისა, ალლაჰისა, არ ჰყავს მას თანაზიარი". მონეტის ზურგზე არაბული წარწერაა: "მაჰმადი ღვთის მოციქულია". ირგვლივ შემოვლებულია ქართული ასომთავრული წარწერა : "ქრისტე ადიდე ბაგრატ აფხაზთა მეფე". როგორც ვხედავთ ამ მონეტაზე დომინირებს ისლამური დევიზები. ეს მონეტა, რომ ანონიმური ყოფილიყო მაშინ ვიფიქრებდით, რომ ეს მონეტა ეკუთვნოდა რომელიღაც ფუნდამენტალისტ ისლამისტ მმართველს. მაგრამ ეს მონეტა ერთიანი საქართველოს ძლიერი მეფის მონეტაა და განკუთვნილია როგორც შიდა ისე საგარეო ისლამური ბაზრისთვის. თვით თამარ მეფის მონეტების ერთ მხარეზე ქართულენოვანი წარწერა იყო, ხოლო მეორე მხარეზე კი არაბულენოვანი წარწერა. ეს რეგიონის სპეციფიკურობიდან მომდინარეობს. ამ რეგიონში ცხოვრობდა როგორც ქრისტიანული ისე მუსლიმი საზოგადოება. როგორც ვხედავთ ვაჭრობამ და კომერციამ რელიგია და პოლიტიკა არ იცის. რაც შეეხება არტანუჯის დიდ მეფეს გუარამ დიდს, მის სახელზე მოჭრილი მონეტა ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. არც ვახტანგ გორგასლის მონეტაა აღმოჩენილი. არც ანტიკური ეპოქის ქართლის სამეფოს ცნობილი მეფეების მონეტებია ნაპოვნი. თვით დავით აღმაშენებლის მხოლოდ ერთი მონეტაა აღმოჩენილი და ისიც საზღვარგარეთ. მოკლედ მე-6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის თეოფანე ბიზანტიელის და ამავე საუკუნის ქართული ნუმიზმატიკით ერთდროულად 100%-ის სიზუსტით დასტურდება, რომ ქართლის პირველი ერისმთავარი გამხდარა გურგენი. ნუმიზმატიკური მონაცემებით მეორე ერისმთავარია "ჯოანშერი". შემდეგ სტეფანოზი. ეგრეთწოდებული "ქართულ-სასანური" ტიპის ყველა აღმოჩენილი 30 ვერცხლის მონეტები, როგორც წარწერებიანი ასევე ანონიმურები მოჭრილია ქართლის პირველი ერისმთავრების გურგენის, ჯონბერის ან ჯოანშერის და სტეფანოზ პირველის ეპოქაში. ხოლო ცნობილი გუარამ დიდი ქართლის ერისმთავარი არ იყო. უბრალოდ გვიანდელ მატიანეში ის შეცდომით ჩაიწერა პირველ ერისმთავრად. რეალურად კი იყო კლარჯეთ-ეგრისის დიდი მეფე. მისი რეზიდენცია ცნობილი არტანუჯის ციხესიმაგრე და ქალაქი იყო. რაც შეეხება ქართლის პირველი ერისმთავრის გურგენის წარმომავლობას, ამაზე ცნობები არ არსებობს. ჩემი ვერსიით გურგენი იყო არტანუჯის სამეფო დინასტიის ერთერთი უმცროსი წარმომადგენელი. მოვლენები ასე უნდა განვითარებულიყო: არტანუჯის მეფე გუარამ დიდი აღადგენს კლარჯეთ-ეგრისის ძველი სამეფოს ერთობას, შემოიერთებს აღმოსავლეთ ლაზეთსაც. ხოლო შემდგომ კი ის ცდილობს ყოფილი ქართლის სამეფოს მოქცევას საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ. მისი მხარდაჭერით არტანუჯის დინასტიის ერთერთი უმცროსი წარმომადგენელი ხელისუფლებაში მოდის აღმოსავლეთ საქართველოში ერისმთავრის ტიტულით. მოგვიანებით გუარამ დიდის გარდაცვალებიდან დაახლოებით ნახევარი საუკუნის შემდეგ იწყება ჰერაკლე კეისრის და ხაზართა ხაკანის გაერთიანებული ლაშქრობები . მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა კეისრისა და ხაზართა კოალიციურმა ჯარებმა გაიმარჯვეს. რომ არა ხაზართა ხაკანატის ჯარების დახმარება ჩემი მოსაზრებით ჰერაკლე კეისარი იბერიაში ვერ გაიმარჯვებდა. ჰერაკლე კეისრის გამარჟვებას აგრეთვე ხელი შეუწყო იმან რომ იბერების ერთი ნაწილი კეისრის მხარეზე გადასულა. ესენი ალბათ კახეთ-ჰერეთის იბერები არიან სადაც მთავრობდნენ ვახტანგ გორგასლის შთამომავლები დაჩის მხრიდან. წყაროს ცნობით ჰერაკლე კეისრის მხარეზე არიან ლაზები და აბაზგებიც. ამ ლაზებში ალბათ იგულისხმებიან აღმოსავლეთ ლაზეთის მცხოვრები მოსახლეობა რომელიც გუარამ დიდმა შეუერთა თავის სამეფოს. აგრეთვე შეიძლება კეისრის მხარეზე გადავიდნენ მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში ბიზანტიის მიერ დასავლეთ საქართველოში შექმნილი "ლაზთა სამეფოს" მოსახლეობაც. ეს "ლაზთა სამეფო" გუარამ დიდმა გააუქმა და თავის სამეფოს შეუერთა. როგორც ჩანს ბიზანტიასთან დაპირისპირების დროს დასავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონების მოსახლეობამ ჰერაკლე კეისრის მხარე დაიჭირა. ამ პროცესებმა ხელი შეუწყვეს ჰერაკლე კეისრის გამარჯვებას. ბიზანტიის იმპერატორები ახალი სარწმუნოების ქრისტიანობის მედროშედ და დამცველად გამოდიოდნენ აღმოსავლეთში და ამიტომ მათი იდეოლოგიური გავლენა მაღალი იყო აღმოსავლეთის ქრისტიანულ მოსახლეობაში. ჰერაკლე კეისრის და ხაზართა ხაკანის ერთობლივმა ლაშქრობებმა 627 წელს დაასრულა კლარჯეთის უძველესი სამეფო დინასტიის თითქმის ათასწლოვანი მმართველობა იბერიაში (ძვ. წ. აღრიცხვის დაახლოებით 330 - ახალი წ. აღრიცხვის 627 წლები). მმართველობა დაასრულა როგორც არტანუჯის დიდმა მეფეთა დინასტიამ, ასევე გურგენის შტომ ერისმთავრის ტიტულით თბილისში. ამით დასრულდა ანტიკური ეპოქის კლასიკური იბერიული ხანა საქართველოში. ჰერაკლე კეისარმა იცოდა, რომ თუ არ მოხდებოდა ამ უძველესი სამეფო დინასტიის მოშორება იბერიიდან მისი ბიზანტიაში დაბრუნების შემდეგ იბერიაში კვლავ ძალიან მალე მოხდებოდა ამ დინასტიის რესტავრაცია. ამიტომ მან ეს დინასტია მოაშორა იბერიას და ბიზანტიაში გადაასახლა. ასეა თუ ისე ამ საგვარეულოს არტანუჯის მეფეთა შტოს ყველა წარმომადგენლის ბიზანტიაში გადასახლებით მათ დაკარგეს იბერიის მეფობა და ხელისუფლება. თუმცა აქ იყო ერთი დადებითი მომენტიც, რომელიც არ შეიძლება არ აღინიშნოს და ძალიან საინტერესოა. ამ საგვარეულოს წარმომადგენლების ბიზანტიაში გადასახლებით მოხდა მათი კონსერვაცია და ისინი ერთგვარ სასათბურე პირობებში აღმოჩნდნენ. ამ კონსერვაციის და სასათბურე პირობებში არსებობის გამო მათ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში არ შეხებიათ შუა საუკუნეების პოლიტიკური ქარტეხილები, რის გამოც ისინი ფიზიკურად არ დაზარალებულან და ბიზანტიაში ამ კონსერვაციის და სასათბურე პირობების გარემოში გამრავლდნენ. ამიტომ 1453 წელს ეს გამრავლებული და საკმაოდ მრავალრიცხოვანი საგვარეულო თავიანთი საგვარეულოს მეთაურ ოჯახთან ერთად შემოვიდა სამხრეთ საქართველოში და დამკვიდრდნენ არტანუჯში. შუა საუკუნეების ქართული წყაროები გასაგები მიზეზების გამო რა თქმა უნდა დუმან ამ უძველესი სამეფო საგვარეულოს შთამომავლობის ბიზანტიის იმპერიაში არსებობაზე, მაგრამ საქართველოს მაღალ პოლიტიკურ წრეებში ბუნებრივია ცნობილი იყო და იცოდნენ ამ საგვარეულოს შთამომავლების არსებობა ბიზანტიის იმპერიაში. ეს რა თქმა უნდა იცოდა ყვარყვარე ჯაყელმაც და ამ საგვარეულოს მეთაური 1453 წელს შესაფერისი პატივით მიიღო და გადასცა არტანუჯი და კიდევ რამდენიმე ციხესიმაგრე. ამ ფაქტით ყვარყვარე ჯაყელმა დე-იურედაც გაამყარა თავისი ძალაუფლება და გაანეიტრალა ბაგრატიონების საგვარეულოს ერთპიროვნული დომინანტობა საქართველოში. ამ თემას მე ძალიან ვრცლად შევეხე ჩემს ერთერთ ნაშრომში სათაურით "იბერიის სამეფო. სამცხე-საათაბაგოს რეალური ისტორია 1453 წლიდან 1552 წლამდე და ისტორიის უცნობი დეტალები". ამგვარად შეგვიძლია დავასკვნათ შემდეგი: ანტიკური ეპოქის იბერებმა ბევრად უფრო კარგად იცოდნენ საკუთარი ისტორია და ვინაობა, ვიდრე შუა საუკუნეების ქართველებმა, რომლებსაც ბუნდოვანი წარმოდგენა და ისტორიული ცოდნა გააჩნდათ ანტიკურ ეპოქაზე. აქედან გამომდინარე შუა საუკუნეებში ხდებოდა ისტორიების გადაწერა და ახალი გამოგონილი დამატებების ჩაწერა. ამიტომ შუა საუკუნეებში შექმნილი ისტორიული ნაშრომები წარმოადგენს დაახლოებით 50%-ით რეალური და დაახლოებით 50%-ით არარეალური გამოგონილი ამბების კრებულს და სინთეზს. რთულია, მაგრამ როგორც ქართულ წყაროებზე, ისე უცხოური წყაროებზე დაყრდნობით და გაანალიზებით შეიძლება რეალური ანტიკური ეპოქის ისტორიის აღდგენა. ოღონდ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ობიექტურები და მიუკერძოებლები. ფაქტი შემდგარია, რომ ანტიკურ ეპოქაში არსებობდა ორი პოლიტიკური ერთეული, ქართლის ანუ იბერიის სამეფო და კლარჯეთის(ბრანჯთა) სამეფო. ამ ორ იბერიულ სამეფოს მართთავდა ერთი საერთო მეფე იარედოსის დინასტიის ორი შტო. კლარჯეთის სამეფოს მართავდა ამ დინასტიის უფროსი "არიან ქართლის" შტო. ხოლო ქართლის სამეფოს მართავდა უმცროსი აზონის შტოსგან წარმოშობილი ახალი საგვარეულო "ფარნავაზიანები. ეს ფაქტი კარგად იცოდნენ ანტიკური ეპოქის იბერებმა. ამიტომ კლარჯეთის უფროსი შტოს მეფეები უეჭველად მიიჩნევდნენ, რომ მათ როგორც "არიან ქართლის" დიდი მეფის იარედოსის საგვარეულოს პირდაპირ შთამომავლებს უფლება ჰქონდათ საჭიროების შემთხვევაში ჩარეულიყვნენ აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართლის სამეფოს შიდა პოლიტიკურ საქმიანობაში. ისინი ქართლის სამეფოს თავიანთი ისტორიული სამფლობელოს ერთერთ ტერიტორიად აღიქვამდნენ. ამავე დროს, როცა აღმოსავლეთ საქართველოში ქართლში მეხუთე საუკუნეში ფართოდ გავრცელდა ქრისტიანობა და დაარსდა ბევრი საეპისკოპოსო, უფრო მეტი ვიდრე კლარჯეთის სამეფოში, კლარჯეთის მეფეებმა თავიანთი ეპისკოპოსები ქართლის მთავარეპისკოპოსს დაუქვემდებარეს და არა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, თუმცა მათ ამის გაკეთება შეეძლოთ. ამით ისინი ხაზს უსვამდნენ ამ ორი პოლიტიკური ერთეულის სულიერ ერთობას და რელიგიურ ინტეგრაციას. ქართლი მათ თავიანთ ისტორიულ სამფლობელოდ მიაჩნდათ და სად იქნებოდა მთავარეპისკოპოსის რეზიდენცია კლარჯეთის სამეფოში თუ ქართლში მათთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ქონდა. რადგანაც ქართლში უფრო ბევრი საეპისკოპოსო არსებობდა ამიტომ ბუნებრივია მთავარეპისკოპოსიც იქ უნდა ყოფილიყო. სხვადასხვა, როგორც ქართულ ისე უცხოურ წყაროებზე დაყრდნობით მე-5 საუკუნის ბოლოს ქართლის კათალიკოსის დაქვემდებარებაში ყოფილა დაახლოებით 24-დან 32-მდე საეპისკოპოსო. ამ საეპისკოპოსოებში შედიოდა როგორც ქართლის სამეფოს, ისე კლარჯეთის სამეფოს საეპისკოპოსოები. სამხრეთ საქართველოში ანუ კლარჯეთის სამეფოს ტერიტორიაზე წყაროებზე დაყრდნობით მე-5 საუკუნის ბოლოს სულ ყოფილა 3 საეპისკოპოსო ტაოს ეპისკოპოსის ჩათვლით. დანარჩენი საეპისკოპოსოები კი ქართლის სამეფოდან იყო წარმოდგენილი. კლარჯეთის სამეფოს ტერიტორიაზე მე-5 საუკუნის ბოლოს და მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში 3 საეპისკოპოსოს არსებობა დასტურდება ივანე ჯავახიშვილის 1 ტომში სადაც ის ეყრდნობა უძველეს სომხურ და ქართულ წყაროებს. როგორც ვხედავთ საეპისკოპოსოების რაოდენობით ქართლის სამეფო ბევრად აღემატებოდა კლარჯეთის სამეფოს. ივანე ჯავახიშვილმა გაანალიზა როგორც ქართული ისე უცხოური წყაროები და დაასკვნა, რომ მე-6 საუკუნის დასაწყისში ქართლის კათალიკოსის დაქვემდებარებაში ყოფილა დაახლოებით 32 ეპისკოპოსი. {გამოყენებულია ლიტერატურა: ივ. ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია". წიგნი 1.}. კლარჯეთის სამეფოდან წარმოდგენილი სამი საეპისკოპოსო წარმოდგენილი იყო შემდეგნაირად: 1. ტაოს საეპისკოპოსო, რომლის შემადგენლობაში იყო როგორც ჩრდილოეთ ისე სამხრეთ ტაო აღმოსავლეთ სპერის და ჩრდილოეთ ბასიანის ჩათვლით. 2. ახიზის საეპისკოპოსო, რომლის შემადგენლობაში შედიოდა კლარჯეთი, შავშეთი და ზემო აჭარა. 3. არტაან-ერუშეთის საეპისკოპოსო, რომლის შემადგენლობაში შედიოდა არტაანი, ერუშეთი, სამცხე, კოლა, ხორცევანი, პალაკაციო და ზარიშტიანი. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ კლარჯეთის სამეფოში საეპისკოპოსოები ბევრად უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავდნენ ვიდრე ქართლის სამეფოში, სადაც საეპისკოპოსოების რაოდენობა თითქმის 30 ერთეულს აღწევდა. აშკარად თვალშისაცემია და ფაქტია, რომ ქართლის სამეფოს და კლარჯეთის სამეფოს შორის საეპისკოპოსოების ტერიტორიული მოწყობის პრინციპი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. კლარჯეთის სამეფოს საკმაოდ ვრცელი ტერიტორია დაყოფილია მხოლოდ სამ ძალიან მსხვილ საეპისკოპოსოდ, ხოლო ქართლის სამეფოს ტერიტორია დაყოფილია თითქმის 30 წვრილ საეპისკოპოსოდ. აშკარად ფაქტია, რომ იბერიის ორ სამეფოში საეპისკოპოსოები სხვადასხვა პრინციპით იყო მოწყობილი მე-5 საუკუნეში და ეს მოწყობა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოხდა. აქ საინტერესოა ის ფაქტიც, რომ კლარჯეთის სამეფოს დაყოფა სამ ძალიან მსხვილ საეპისკოპოსო ერთეულად ემთხვევა ჩვენს მიერ ნავარავუდებ კლარჯეთის სამეფოს დაყოფას სამ მსხვილ ოლქად. ესენია ტაოს სამხედრო ოლქი, არტაანის სამხედრო ოლქი და კლარჯეთ-შავშეთის რეგიონი როგორც კლარჯეთის მეფის პირადი დომენი. როგორც ჩანს მე-4 საუკუნეში კლარჯეთის სამეფოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ შეიქმნა იმდენი საეპისკოპოსო, რამდენ ოლქადაც იყო სამეფო დაყოფილი. კლარჯეთის სამეფოს დაყოფამ სამ მსხვილ საეპისკოპოსოდ დაადასტურა ჩემი ვარაუდი ამ სამეფოს სამ ოლქად დაყოფაზე. თითო ოლქში დაარსებულა თითო მსხვილი საეპისკოპოსო. საეპისკოპოსოები დაარსებულა სამეფოს სამხედრო ოლქებად დაყოფის პრინციპის საფუძველზე. ხოლო კლარჯეთის სამეფოს მეოთხე საეპისკოპოსო მეფე მირიანის მიერ დაარსებული იყო ვარდციხის(ბერძნულად "როდოპოლისი) საეპისკოპოსო, რომელიც დაარსდა ეგრისში. ეს ვარდციხის ანუ ეგრისის საეპისკოპოსო მოიცავდა კლარჯეთის მეფის მთელ სამფლობელოს დასავლეთ საქართველოში. ანუ ამ ვარდციხის საეპისკოპოსოს შემადგენლობაში შედიოდა რომის იმპერიის მფლობელობაში მყოფი ზღვისპირა ზოლის აღმოსავლეთით მდებარე მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორია ლიხის ქედამდე. მისი სახელწოდება მე-4 საუკუნეში მირიანის დროს უნდა ყოფილიყო "ეგრისის საეპისკოპოსო". ვარდციხის(ეგრისის) საეპისკოპოსო ცენტრი ტერიტორიულად ძალიან ახლოსაა ქუთაისთან. აქედან გამომდინარე ეგრისის ჯარების სარდლის რეზიდენცია ანტიკურ ეპოქაში უნდა ყოფილიყო ქუთაისში. ამ პრინციპით თუ მივუდგებით მაშინ ტაოს სამხედრო ოლქის სარდლის მოვალეობის შემსრულებელი საომარი მდგომარეობის და ლაშქრობის დროს სავარაუდოდ უნდა იყოს თორთომის ერისთავი, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს პირველობს ტაოს ერისთავებში. ანუ ომის დროს პირველია თანასწორთა შორის და ტაოს ერისთავთა რაზმებს სარდლობს. ამ ვარაუდის საფუძველია ის, რომ იშხანი უნდა ყოფილიყო ტაოს საეპისკოპოსოს ცენტრი რომელიც არსდება ტაოს სარდლის სამფლობელოსთან ახლოს ანუ თორთომის ხეობის ერისთავის სამფლობელოსთან ახლოს. მისი რეზიდენციაა აზორტის ციხესიმაგრე თორთომის ხეობაში. ამ საგვარეულოს ვინაობა ჩვენთვის უცნობია. ამ საგვარეულოს გვარის დაბოლოება ანტიკურ ეპოქაში იქნებოდა იბერიულ-ინდოევროპული--"იან", ""იანი". ამ ანტიკური ეპოქის თორთომის ხეობის უცნობი ინდოევროპულ-იბერიული საგვარეულოდან წარმოიშვა შუა საუკუნეების დიდი ფეოდალების ჩორდვანელების ახალი საგვარეულო. ხოლო არტაანის სამხედრო ოლქის სარდლის რეზიდენცია უნდა ყოფილიყო არტაანის პროვინციაში და ამავე დროს ის არტაანის პროვინციის ერისთავიც იქნებოდა. რა თქმა უნდა მისი საგვარეულოც უცნობია. სავარაუდოდ ტაოს ყოფილი სამხედრო ოლქის სარდლის საგვარეულოს უნდა უკავშირდებოდეს ჩორდვანელთა უცნობი საგვარეულო. ესე იგი ჩორდვანელთა საგვარეულოს წინაპარი საგვარეულო უნდა იყოს ტაოს სამხედრო ოლქის მფლობელები და ამავდროულად ანტიკური ბრანჯთა სამეფოს მხედართმთავრები ბივრიტიანები. ამ ბივრიტიანების უძველესი საგვარეულოდან კი მოგვიანებით წარმოიშვა ჩორდვანელთა ახალი საგვარეულო, როგორც ბივრიტიანების საგვარეულოს ერთერთი ახალი შტო. ხოლო ყოფილი არტაანის სამხედრო ოლქის სარდლების საგვარეულოს სავარაუდოდ უნდა უკავშირდებოდეს ბაკურიანთა საგვარეულო. ჩორდვანელები საბერძნეთში განთქმული ივერონის სამონასტრო კომპლექსის მშენებლები არიან. ხოლო ბაკურიანები ასევე განთქმული პეტრიწონის სამონასტრო კომპლექსის მშენებლები ბულგარეთში. ტაოს და არტაანის ყოფილი სამხედრო ოლქების სარდლების თანამდებობებზე ყველაზე უფრო რეალური კანდიდატები არიან ჩორდვანელების საგვარეულოს წინაპარი თორთომის ხეობის ანტიკური ეპოქის ინდოევროპულ-იბერიული უცნობი საგვარეულო (დიდი ალბათობით "ბივრიტიანები") და ბაკურიანების წინაპრები. ტაოს, არტაანის და ეგრისის სამხედრო ოლქების სარდლები მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს ასრულებდნენ ოლქის სარდლის ფუნქციებს. სხვა დროს მშვიდობიანობის პერიოდში მათ ოლქის ადმინისტრაციული მმართველის ფუნქციები არ გააჩნდათ. ადმინისტრაციული მმართველის ფუნქციებს ფლობდნენ ერისთავები თავიანთ საერისთავოებში. სამხედრო ოლქების სარდლებიც ადმინისტრაციულ ფუნქციებს ახორციელებდნენ მხოლოდ თავიანთ საერისთავოებში, ისევე როგორც დანარჩენი ერისთავები. ხოლო ახიზას საეპისკოპოსოს ცენტრი მეფე მირიანის დროს არსდება ახიზაში, კლარჯეთის მეფის რეზიდენციასთან არტანუჯთან ძალიან ახლოს, მდინარე არტანუჯის ხეობაში. აი ეს ოთხი ძალიან მსხვილი საეპისკოპოსო არსდება მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში კლარჯეთის სამეფოში მეფე მირიანის მიერ. სამეფოს დაყოფა 4 ძალიან მსხვილ საეპისკოპოსოებად შეესაბამება კლარჯეთის სამეფოს დაყოფას 4 მთავარ სამხედრო ოლქად(ტაოს ოლქი, არტაანის ოლქი, ეგრისის ოლქი და მეფის ოლქი ანუ მეფის პირადი დომენი). რაც შეეხებათ პატარა აშილეთის და სვანეთის სამხედრო ოლქებს ჩემი აზრით ისინი ეგრისის ანუ ვარდციხის საეპისკოპოსოს დაქვემდებარებაში იყვნენ მე-4 საუკუნეში. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მე-6-მე-9 საუკუნეებში ეგრის-ლაზიკაში არსებობდა 5 საეკლესიო ცენტრი. აქედან 4(ფაზისის სამიტროპოლიტო, პეტრას, ცაიშის და გუდავას საეპისკოპოსოების ცენტრები) მდებარეობდა ჩვენს მიერ ზემოთ ხსენებულ 25-30 კმ სიგანის ზღისპირა ზოლში, რომელიც ანტიკურ ეპოქაში რომის იმპერიაში შედიოდა. ხოლო აღმოსავლეთით მხოლოდ ერთი საეპისკოპოსო ცენტრი იყო, ვარდციხის(როდოპოლისის) საეპისკოპოსო ცენტრი. {გამოყენებული ლიტერატურა: "ეგრისის სამეფო". ვიკიპედია-თავისუფალი ენციკლოპედია}. მე-6-მე-9 საუკუნეებში ეგრის-ლაზიკაში საეპისკოპოსო ცენტრების ასეთი განლაგება იმ ტრადიციის ანარეკლია როცა მე-4 საუკუნეში მეფე მირიანის დროს კლარჯეთის სამეფო დაიყო 4 ძალიან მსხვილ საეპისკოპოსოდ: ტაოს, ახიზას, არტაან-ერუშეთის და ეგრისის საეპისკოპოსოებად. როცა რომის იმპერიის მფლობელობაში მყოფი ზღვისპირა ზოლის აღმოსავლეთით ეგრისში მეფე მირიანის მიერ არსდება ვარდციხის ანუ ეგრისის საეპისკოპოსო, რომელიც მთლიანად მოიცავდა კლარჯეთის მეფის მფლობელობაში მყოფ ეგრისს, დაახლოებით 22 000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიას. აშკარად სახეზეა კლარჯეთის სამეფოს საეპისკოპოსოების სრულიად განსხვავებული ტერიტორიული მოწყობის პრინციპი. საეპისკოპოსოების ტერიტორიული მოწყობის ეს პრინციპი სრულიად განსხვავდება, როგორც აღმოსავლეთ საქართველოს(ქართლის სამეფოს) ისე რომის მფლობელობაში მყოფი დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლის საეპისკოპოსოების ტერიტორიული მოწყობის პრინციპისგან. კლარჯეთის სამეფოში მეფე მირიანი საეპისკოპოსოებს თავისი პრინციპით აარსებდა. ამავე დროს არსებობს ცნობა, რომლის მიხედვით მე-5 საუკუნეში კათალიკოსის ინსტიტუტის დამკვიდრების დროს მთელი ტაო-კლარჯეთის ვრცელ ტერიტორიაზე მხოლოდ 1 საეპისკოპოსო ახიზას საეპისკოპოსო არსებობდა. ხოლო მეორე დიდი საეპისკოპოსო არტაან-ერუშეთის საეპისკოპოსო იყო, რომელიც მოიცავდა არტაანს, ერუშეთს, პალაკაციოს, კოლას, ხორცევანს, ზარიშტიანს და სამცხეს. ეს არის ჯუანშერის ცნობა სადაც ის მოგვითხრობს ვახტანგ მეფის მიერ კათალიკოსის ინსტიტუტის დაარსებას. თუ ამ ცნობას რეალობად მივიღებთ, მაშინ საქმე შემდეგნაირად გამოდის. მეფე მირიანის დროს კლარჯეთ-ეგრისის სამეფოში არსდება მხოლოდ 3 ძალიან მსხვილი საეპისკოპოსო. საბოლოოდ 506 წელს სამხრეთ საქართველოში უკვე სამი საეპისკოპოსო დასტურდება: ახიზას, არტაან-ერუშეთის და ტაოს საეპისკოპოსოები. თუ კი ჯუანშერის ცნობა სწორია მაშინ მირიანის დროს სამხრეთ საქართველოში მხოლოდ ორი საეპისკოპოსო დაარსებულა, ერთი ახიზას საეპისკოპოსო მეფე მირიანის რეზიდენციასთან არტანუჯთან ძალიან ახლოს, რომელიც მოიცავდა მთელი ტაო-კლარჯეთის ძალიან დიდ ტერიტორიას და არტაან-ერუშეთის საეპისკოპოსო, რომელიც მოიცავდა არტაანის სამხედრო ოლქს. მოკლედ ორი ვარიანტია: მირიანის მიერ კლარჯეთ-ეგრისის სამეფოში არსდება ან 3 საეპისკოპოსო(იმ შემთხვევაში თუ კი ჯუანშერის ცნობა სწორია) ან 4 საეპისკოპოსო, როგორც ეს დადასტურებულია მე-6 საუკუნის დასაწყისში ქართული და სომხური წყაროების გამოყენებით. ახლა განვიხილოთ ამ ორი ვარიანტიდან რომელი უფრო რეალურია. ჯუანშერი იყო მე-11 საუკუნის მემატიანე და მის მოთხრობებში ზოგადად ბევრი არარეალური ამბები ფიქსირდება. ხოლო მეორე მხარესაა უძველესი მე-6 საუკუნის დასაწყისის ზუსტი ფაქტები, რომლებიც სამხრეთ საქართველოში ადასტურებენ 3 საეპისკოპოსოს არსებობას მე-6 საუკუნის დასაწყისში. აქედან გამომდინარე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ უნდა დავეყრდნოთ უძველეს მე-6 საუკუნის ცნობებს და არა მე-11 საუკუნის მემატიანის საეჭვო ცნობებს. ამიტომ შეიძლება 99%-ის სიზუსტით ჩაითვალოს, რომ მირიანის დროს დაარსდა კლარჯეთ-ეგრისის სამეფოში 4 საეპისკოპოსო: ახიზას, ტაოს, არტაან-ერუშეთის და ეგრისის ანუ ვარდციხის საეპისკოპოსო. აი ეს ვარიანტია რეალური და ზუსტი. ამავე დროს ჯუანშერი ქართლში კათალიკოსობის დაწესების დროს კათალიკოსის სამწყსოში მხოლოდ 12 საეპისკოპოსოს ასახელებს ეს მაშინ როცა მე-6 საუკუნის დასაწყისში ქართლში ზუსტი ცნობებით 33 საეპისკოპოსო იყო. არარეალურია და შეუძლებელია, რომ დროის ასეთ მცირე მონაკვეთში საეპისკოპოსოების რაოდენობა 12-დან 33-მდე გაზრდილიყო. ამიტომ ჯუანშერის ეს ცნობაც არარეალურია, ისევე როგორც ბევრი მისი სხვა ცნობები. მიუხედავად იმისა, რომ კლარჯეთის სამეფოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად შედარებით უფრო ადრე გამოცხადდა, ვიდრე ქართლის სამეფოში, მაინც მე-5 საუკუნეში ქართლის სამეფოში ბევრად უფრო მეტი საეპისკოპოსოები დაარსდა და ეკლესიურად ბევრად გაუსწრო სამხრეთ საქართველოს. ამას დაემატა ვახტანგ მეფის დროს ქართლის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარება და კათალიკოსის ინსტიტუტის დამკვიდრება ქართლის სამეფოში. ყველაფერმა ამან განაპირობა ქართლის სამეფოს დომინანტობა ეკლესიურად და იბერიის ამ ორი სამეფოს რელიგიური საერთო ცენტრის არსებობა აღმოსავლეთ საქართველოში. კლარჯეთის მეფეებს ისღა დარჩენოდათ, რომ თავიანთი 3 ეპისკოპოსი ან უნდა დაექვემდებარებინათ კონსტანტინოპოლის ან ანტიოქიის პატრიარქებისთვის ან ქართლის სამეფოს ეკლესიის მეთაურისთვის. ამიტომ მათ მე-5 საუკუნეში სწორი არჩევანი გააკეთეს და თავიანთი 3 ეპისკოპოსი დაუქვემდებარეს ქართლის სამეფოს ეკლესიის მეთაურს და ეს ორი სამეფო ეკლესიურად ერთიანი ხდება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კლარჯეთის სამეფო მე-5 საუკუნეში აღარ იყო ისეთი ძლიერი როგორც უფრო ადრე და ანტიკურ ეპოქაში იყო. რეგიონში ბიზანტიის იმპერიის გაძლიერებამ გარკვეულად შეასუსტა კლარჯეთის სამეფო მე-5 საუკუნეში და ის კარგავს თავის სამფლობელოს "ეგრისს" დასავლეთ საქართველოში, რომელიც ბიზანტიის პოლიტიკური გავლენის სფეროში გადადის. შესაბამისად ვარდციხის საეპისკოპოსოც მე-5 საუკუნეში ბიზანტიის ეკლესიის დაქვემდებარებაში რჩება და არა ქართლის ეკლესიის. ხოლო თუ კი კლარჯეთის სამეფოს დანარჩენი 3 ეპისკოპოსიც ბიზანტიის იმპერიის პატრიარქებს დაექვემდებარებოდა ეს უკვე პოლიტიკურ საფრთხეს უქმნიდა თავად კლარჯეთის სამეფოს. ამიტომაც მათ გაითვალისწინეს ყველაფერი ეს და თავიანთი ეპისკოპოსები ქართლის ეკლესიის მეთაურს დაუქვემდებარეს. როგორც ვხედავთ იბერიის ამ ორი სამეფოს ეკლესიების ერთობას გარკვეული პოლიტიკური საფუძვლები და მიზეზებიც ჰქონდა. ბოლოსდაბოლოს ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ კლარჯეთის მეფეთა დინასტია ქართლს თავიანთ ისტორიულ სამფლობელოდ აღიქვამდა და ისინი აქედან გამომდინარე იბერიის ეკლესიური ერთობის მომხრეები უნდა ყოფილიყვნენ. კლარჯეთის სამეფოს მესვეურებს მთელი ანტიკური ეპოქის მანძილზე ესმოდათ რომ იბერიის ამ ორ პოლიტიკურ ერთეულს ერთმანეთი სჭირდებოდათ. მე-5 საუკუნის შუახანებში მომხდარი რელიგიური განხეთქილება მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის საქართველოსაც განსაკუთრებულად შეეხო. თავიდან აღმოსავლეთის ეკლესიების უმრავლესობა მონოფიზიტობის მომხრე ყოფილა. ეს საკითხიც ძალიან ღრმად და საფუძვლიანად აქვს განხილული ივანე ჯავახიშვილს. მან ფაქტიურად დაადასტურა, რომ ვახტანგ გორგასალი მონოფიზიტური სარწმუნოების მიმდევარი ყოფილა. რადგან ასეთი პოპულარული მეფე მონოფიზიტი იყო ბუნებრივია, რომ ქართლის სამეფოს მოსახლეობის დაახლოებით ნახევარი მაინც მონოფიზიტობას მიმხრობია მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში. ამავე დროს ქართლის სამეფო ავტოკეფალიას ღებულობს ანტიოქიის პატრიარქისგან, რომელ საპატრიარქოშიც იმ დროს გაბატონებული იყო მონოფიზიტობა. ანტიოქიის მონოფიზიტი პატრიარქი დაინტერესებული იყო მონოფიზიტური სარწმუნოების გაძლიერებით და გაფართოებით და ამიტომ ქართლის სამეფოს მოსახლეობის გულის მოსაგებად მას ავტოკეფალიას ანიჭებს. მანამდე ქართლის ეკლესიის მეთაური მთავარეპისკოპოსი მიქაელი თავგამოდებული დიოფიზიტი ყოფილა და ვახტანგ მეფეზეც კი აღმართა ხელი და კბილები წიხლით ჩაუმტვრია რადგან მეფე მონოფიზიტობას იცავდა. აი ასეთი მდგომარეობა იყო ქართლში მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში. რთული არ არის იმის გაანალიზება თუ რა პროცესები უძღოდა წინ იბერიის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას. 451 წლის შემდეგ ხდება საეკლესიო განხეთქილება დიოფიზეტებსა და მონოფიზიტებს შორის. აღმოსავლეთის ეკლესიებში თავიდან დომინანტურ მდგომარეობაშია მონოფიზიტობა. ანტიოქიის მონოფიზიტური საპატრიარქო დაინტერესებულია მონოფიზიტობის ფართოდ გავრცელებით. ანტიოქიის საპატრიარქოსა და ვახტანგ მეფეს შორის ბუნებრივია არსებობდა კონტაქტები და მიმოწერა. ვახტანგ მეფეს სურს ავტოკეფალია. ანტიოქიის საპატრიარქო მას პირდება, რომ მიიღებს ავტოკეფალიას თუ კი მეფე და მისი ერი აღიარებს მონოფიზიტობას. ვახტანგ მეფემ ამ შემთხვევაში ეკლესიის ავტოკეფალია უფრო მაღლა დააყენა და თანხმდება ანტიოქიის საპატრიარქოს მოთხოვნას მონოფიზიტობის აღიარებაზე. ამან კი გამოიწვია მეფის და დიოფიზიტი მთავარეპისკოპოსის მიქაელის მწვავე კონფლიქტი. მიქაელი თავგამოდებული დამცველია დიოფიზიტობის და ვერ იტანს მონოფიზიტობას. აი ამ პროცესებს მოყვა ქართლის ეკლესიის ავტოკეფალია. თუმცა მონოფიზიტობის დომინანტობა იბერიაში დიდხანს არ გაგრძელებულა და ვახტანგ გორგასლის მეფობის მეორე ნახევარში და ბოლო პერიოდში ქართლის ეკლესია კვლავ დიოფიზიტური იყო. არსებობს მე-6 საუკუნის დასაწყისში მცხოვრები ცნობილი ასურელი მონოფიზიტი მოღვაწის სიმეონ ბეთ-არშამელის ცნობა, რომლის მიხედვითაც იმ დროს ქართლის ეკლესიას 33 ეპისკოპოსი ყოლია, ხოლო სომხეთის ეკლესიას 32 ეპისკოპოსი. ეს ცნობა ასახავს მე-5 საუკუნის დასასრულის და მე-6 საუკუნის დასაწყისის რეალობას. აქედან გამომდინარე მე-11 საუკუნის მემატიანის ჯუანშერის ცნობა მე-5 საუკუნის 80-იან წლებში ქართლის ეკლესიაში მხოლოდ 12 საეპისკოპოსოს არსებობაზე აშკარად არარეალურია. {გამოყენებული ლიტერატურა: ივ.ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია".წიგნი 1. სათაური: "ეკლესიის წყობილება საქართველოში"}. ეს პროცესები კარგად აქვს განხილული ივ. ჯავახიშვილს.{გამოყენებული ლიტერატურა: ივ. ჯავახიშვილი. "ქართველი ერის ისტორია". წიგნი 1. სათაური: "აღმოსავლეთ საქართველოს საეკლესიო ცხოვრებაში მომხდარი უთანხმოებისა და ცვლილების მიზეზი"}. მე-6 საუკუნის დასაწყისში კი სამხრეთ საქართველოში მხოლოდ 3 საეპისკოპოსო არსებობს, ხოლო ეგრისის ტერიტორიაზე ზღვისპირა ზოლის აღმოსავლეთით მხოლოდ ერთი საეპისკოპოსო. 506 წლის დვინის გაერთიანებულ კრებაზე ქართლის ეკლესია უკვე დიოფიზიტურია და მხოლოდ ტაოს საეპისკოპოსო ინარჩუნებდა მონოფიზიტობას. ეს იყო რეალურად კავკასიის ხალხთა გაერთიანებული საეკლესიო კრება და არა მონოფიზიტური ეკლესიების შეკრება, როგორც მოგვიანებით შეცდომით ჩაიწერა სომხურ მწერლობაში. აქ სომხური წყაროსგან ტენდენციურობასთან გვაქვს საქმე მონოფიზიტობის სასარგებლოდ. ასეთი ტენდენციური მიდგომები ქართულ წყაროებშიც არის დიოფიზიტობის სასარგებლოდ და ბუნებრივია სომხურ წყაროშიც არის მონოფიზიტობის სასარგებლოდ. ეს რელიგიური განხეთქილება კლარჯეთის სამეფოსაც შეეხო.ჩვენ არ ვიცით მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში რა მდგომარეობა იყო სამხრეთ საქართველოს ეკლესიაში, მაგრამ მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში 506 წლის გაერთიანებულ კრებაზე ახიზას და არტაან-ერუშეთის ეპისკოპოსები ქართლის კათალიკოსს ექვემდებარებიან, ხოლო ტაოს ეპისკოპოსები სომხეთის მონოფიზიტი კათალიკოსისგან იღებენ კურთხევას. ეს ფაქტიც ადასტურებს, რომ 506 წლის დვინის გაერთიანებულ კრებაზე ქართლის ეკლესია დიოფიზიტური იყო და აქედან გამომდინარე ტაოს მონოფიზიტი ეპისკოპოსი იძულებული იყო კურთხევა სომხეთის მონოფიზიტი კათალიკოსისგან მიეღო. ქართლის ეკლესია 506 წელს მონოფიზიტური, რომ ყოფილიყო ტაოს მონოფიზიტ ეპისკოპოსს არ დასჭირდებოდა სომხეთში ჩასვლა და ის კურთხევას ქართლის კათალიკოსისგან მიიღებდა. აქედან გამომდინარე შეიძლება დაზუსტებით ჩაითვალოს, რომ 506 წლის დვინის გაერთიანებულ კრებაზე ქართლის ეკლესია უკვე დიოფიზიტურია. როგორც ჩანს ტაოს საეპისკოპოსო მე-5 საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული მტკიცედ უჭერდა მხარს მონოფიზიტობას და აქედან გამომდინარე მას კურთხევა უნდა მიეღო სომხეთის კათალიკოსისგან. {( ცნობილი მე-7 საუკუნის სომხეთის კათალიკოსი ნერსე მესამე ტაოელი (სომხეთის კათალიკოსი 641 - 661 წლებში) წარმოშობით ტაოელი მონოფიზიტი იბერიელი იყო. მე-7 საუკუნის 30 - იან წლებში ნერსე ტაოელი ტაოს ეპისკოპოსი იყო. ამ მონოფიზიტ ეპისკოპოსს უკავშირდება იშხანის ტაძრის მშენებლობა მე-7 საუკუნის 30 - იან წლებში მისი ტაოს ეპისკოპოსობის დროს. სომხეთის კათალიკოსად არჩევის შემდეგ ნერსემ კატეგორიული უარი განაცხადა ბიზანტიის იმპერატორის და პატრიარქის წინადადებაზე, რომ სომხეთის ეკლესია შეერთებოდა ქალკიდონის კრების მიერ დადგენილ წესებს. ამით ეს თავგამოდებული მონოფიზიტი და ანტი-ქალკიდონისტი საეკლესიო მოღვაწე აშკარად და ღიად დაუპირისპირდა ბიზანტიის იმპერატორს და ეკლესიას. შესაძლებელია, რომ მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში ბრანჯთა სამეფო ოჯახიც უფრო იხრებოდა მონოფიზიტური სარწმუნოებისკენ. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სომხეთის კათალიკოსად არჩეული იქნა ეროვნებით არასომეხი, იბერიელი ეპისკოპოსი. აქ უეჭველად პოლიტიკური მოტივები იქნა გათვალისწინებული. ტაოს ეპისკოპოსს მხარს უჭერდა ბრანჯთა სამეფოს ხელისუფლება. ამიტომ როგორც ჩანს სომხეთის საერო და სასულიერო წრეებმა გარკვეული პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე ტაოს იბერიელი ეპისკოპოსი აირჩიეს სომხეთის ეკლესიის მეთაურად. ამ აქტის პოლიტიკური მოტივი ალბათ მდგომარეობდა ბრანჯთა სამეფოსა და სომხეთის საერო და სასულიერო წრეებს შორის პოლიტიკური კავშირების განმტკიცებაში. )}. მოკლედ მოყოლებული მე-5 საუკუნის შუა ხანებიდან მე-8 საუკუნის ბოლომდე ტაოს საეპისკოპოსო მონოფიზიტობას მისდევდა. მე-5 და მე-6 საუკუნეებში ტაო რელიგიურად იყო მონოფიზიტური, ხოლო პოლიტიკურად და ტერიტორიულად კლარჯეთის სამეფოს შემადგენლობაში იმყოფებოდა. აქ ისეთივე ანალოგიური მდგომარეობაა, როგორიც მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში ქართლის სამეფოში იყო, სადაც მეფე ვახტანგი მონოფიზიტია, მთავარეპისკოპოსი მიქაელი დიოფიზიტი, ზოგი საეპისკოპოსო მონოფიზიტობის მომხრეა და ზოგი კი დიოფიზიტობის, თუმცა დიოფიზიტური საეპისკოპოსოების მოსახლეობა პოლიტიკურად რა თქმა უნდა მონოფიზიტი ვახტანგ მეფის ქვეშევრდომი და მორჩილია. აქედან გამომდინარე მონოფიზიტური ტაოც მე-6 საუკუნეში რა თქმა უნდა კლარჯეთის დიოფიზიტი მეფის ქვეშევრდომობაში იმყოფებოდა. ტაოს მონოფიზიტობა კლარჯეთის მეფისთვის არანაირ პოლიტიკურ საფრთხეს არ წარმოადგენდა. კლარჯეთის სამეფოსთვის პოლიტიკურ საფრთხეს წარმოადგენდა მისი ეპისკოპოსები ბიზანტიის პატრიარქს თუ დაექვემდებარებოდნენ, რადგან ეს კიდევ უფრო გააძლიერებდა ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკურ ამბიციებს კლარჯეთის სამეფოს მიმართ. ხოლო ტაოს მონოფიზიტობა სომხეთის მხრიდან არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა კლარჯეთის მეფეს. პირიქით ტაოს მონოფიზიტობა ერთგვარი რელიგიური ბარიერი იყო რომელიც ტაოს რელიგიურად იცავდა ბიზანტიისგან და ერთგვარად ზღუდავდა რეგიონში გაძლიერებულ ბიზანტიის იმპერიულ ამბიციებს. პარადოქსია, მაგრამ ამ კონკრეტულ ეპოქაში კლარჯეთის დიოფიზიტი მეფისთვის ტაოს მონოფიზიტობა პოლიტიკურად უფრო მომგებიანი იყო და მე ვფიქრობ, რომ კლარჯეთის მეფეც ხვდებოდა ამას და ტაოს მონოფიზიტობას ხელს შეგნებულად არ უშლიდნენ. მათ ახლო წარსულის ისტორიაც ახსოვდათ როცა ერთმორწმუნე ბიზანტიამ როგორ დააკარგვინა მათ მე-5 საუკუნეში დიდი სამფლობელო დასავლეთ საქართველოში "ეგრისი". {(საბოლოოდ მე მივდივარ შემდეგ სავსებით რეალურ ვერსიამდე და ფაქტიურად დასკვნამდე, რომ მე-6-7 საუკუნეებში ბრანჯთა სამეფო და მათი 4 დიდი საეპისკოპოსოები მთლიანად მონოფიზიტური იყო. ბრანჯთა სამეფო ხელისუფლებას არ სურდა ქართლის სამეფოსთან ეკლესიური კავშირის გაწყვეტა და ამიტომ 3 საეპისკოპოსოს ეპისკოპოსებს ქართლის კათალიკოსთან აგზავნიდა კურთხევის მისაღებად. ამიტომ ახიზას, არტაან-ერუშეთის და ეგრისის ანუ ვარდციხის მონოფიზიტი ეპისკოპოსები კურთხევას ღებულობდნენ ქართლის კათალიკოსისგან. ხოლო მე-4 საეპისკოპოსოს - ტაოს ეპისკოპოსებს ისინი აგზავნიდნენ სომხეთის კათალიკოსთან კურთხევის მისაღებად. დღევანდელი გადასახედიდანაც კარგად ჩანს, რომ ეს იყო ერთგვარი დიპლომატიური სვლა რომლითაც ბრანჯთა სამეფოს მონოფიზიტური ეკლესია მჭიდრო კავშირში იყო როგორც ქართლის ეკლესიასთან ასევე სომხეთის ძლიერ ეკლესიასთანაც. ბრანჯთა მეფეებს თავიანთი წარმომადგენელი ეპისკოპოსები ყავდათ როგორც ქართლის ასევე სომხეთის ეკლესიაშიც. მოკლედ ბრანჯთა სამეფოს ოთხივე საეპისკოპოსო ტრადიციულად მონოფიზიტური იყო ბოლომდე. აქედან გამომდინარე ბრანჯული წარმომავლობის პირველი ქართლის ერისმთავრები - გურგენი, ჯოანშერი(ჯუანშერი) და სტეფანოზ პირველი მონოფიზიტები იყვნენ. ცნობილი ფაქტია ისიც, რომ ამ მონოფიზიტი ერისმთავრების მიერ აგებულ მცხეთის ჯვრის ტაძარში გარდა ქართველებისა სალოცავად დადიოდნენ სომხეთიდან დიდი რაოდენობით სომხებიც. ეს ცნობილი ფაქტი ადასტურებს იმას, რომ ქართლის პირველი ბრანჯი წარმომავლობის ერისმთავრები მონოფიზიტები იყვნენ. ქართლის კათალიკოსი ანგარიშს უწევდა ქართლის მონოფიზიტი ერისმთავრების სარწმუნოებას და ლოიალურად იყო განწყობილი მონოფიზიტური სარწმუნოების მიმართ. მე-7 საუკუნის 10 - იან წლებში ქართლის კათალიკოსსა და სომხეთის კათალიკოსს შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ სომხეთის კათალიკოსმა აუკრძალა სომხებს ქართულ ტაძარში სიარული და ლოცვა. ეს იყო სომხეთის კათალიკოსის "ცხელ გულზე" მიღებული გადაწყვეტილება. ეპისტოლარული მიმოწერებიდანაც ჩანს, რომ მიუხედავად მომხდარი კონფლიქტისა ქართლის კათალიკოსი კვლავ ლოიალურად იყო განწყობილი მონოფიზიტი სომეხი მრევლის მიმართ და ეს კონფლიქტი მისი მხრიდან არ იყო წამოსული. ქართლის კათალიკოსი ანგარიშს უწევდა მონოფიზიტ ერისმთავარს სტეფანოზ პირველს და არ სურდა სომხეთის მონოფიზიტურ ეკლესიასთან ურთიერთობის გამწვავება. აქ რადიკალიზმი სომხეთის კათალიკოსისგან მომდინარეობდა. )}. რაც შეეხება ვახტანგ გორგასლის პოლიტიკურ სიძლიერეს, ის მოგვიანებით შუა საუკუნეებში არარეალური დამატებებით შეივსო. ვახტანგ გორგასალი თავისი მოღვაწეობის უდიდეს პერიოდში ირანის ტიპიური ვასალი მეფე იყო და სასანიდების სახელმწიფოს ემორჩილებოდა. ის წლების განმავლობაში ირანის მეფის გაწვევით მონაწილეობას ღებულობდა ირანის ომებში, როგორც ვასალი მეფე. თავისი მოღვაწეობის ბოლო წლებში ის სომხებთან ერთად აჯანყებას აწყობს ირანის წინააღმდეგ და ცდილობს პოლიტიკური დამოუკიდებლობის მოპოვებას. საბოლოოდ ის მარცხდება და ერთერთ ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. ასეტივე მოსაზრებას ანვითარებს ივანე ჯავახიშვილიც. ქართლის სამეფო ფარსმან პირველის, ფარსმან მეორის და ამაზასპ მეორის დროს პოლიტიკურად უფრო ძლიერ სამეფოს წარმოადგენდა ვიდრე ვახტანგ გორგასლის ეპოქაში. სამაგიეროდ ვახტანგ გორგასლის დამსახურებაა ქართლის ეკლესიის ავტოკეფალია და ქართლში კათალიკოსის ინსტიტუტის დაწესება. ეკლესიის წინაშე მისი ამ დიდი ღვაწლის გამო გვიანდელ მატიანეში მას მიაწერეს ზოგიერთი არარეალური პოლიტიკური ფაქტები და შეიქმნა მისი გაზვიადებული პოლიტიკური მოღვაწეობის არარეალური ისტორია. ამ ინდოევროპელი იბერების ტომების გენეტიკაში Y-DNA ხაზით მაღალ პროცენტებში იყო ჰაპლოჯგუფი R1b1a2a2-Z2103 და ისინი უძველესი ინდოევროპული "iamna culture"-ს მოსახლეობის გენეტიკური მემკვიდრეები იყვნენ. პალეოგენეტიკური მონაცემებით ამ უძველესი ინდოევროპული კულტურის მოსახლეობაში დომინირებდა ჰაპლოჯგუფი R1b1a2a2-Z2103. ხოლო ის ინდოევროპული ენა, რომელზეც საუბრობდნენ ესპანეთიდან კავკასიაში გადმოსახლებული იბერები და რომელმაც ძალიან ბევრი ინდოევროპულ-იბერიული ტოპონიმები და ტერმინები შემოინახა სამხრეთ საქართველოში პირდაპირი მემკვიდრეა იმ უძველესი ინდოევროპული ენისა, რომელიც გავრცელებული იყო "iamna culture"-ს მოსახლეობაში. "iamna culture"-ს მოსახლეობა სადაც ფართოდ იყო გავრცელებული Y-DNA ჰაპლოჯგუფი R1b-Z2103 საუბრობდა ინდოევროპული ენის ერთერთ უძველეს შტოზე საიდანაც მომდინარეობდა და იღებდა სათავეს ესპანეთიდან კავკასიაში გადმოსახლებული ინდოევროპელი იბერების სასაუბრო ენა. {( ჩემს ერთერთ ძალიან ვრცელ ნაშრომში და კვლევაში "იბერიის სამეფო. გენეტიკური კავშირები ქართველებსა და Iamna culture"-ს უძველეს მოსახლეობას შორის და ინდოევროპელების უძველესი სამშობლო- ცენტრალური აზია და ციმბირი" საფუძვლიანად გამოკვლეულია, რომ დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ჰაპლოჯგუფი R1b1a2a2-Z2103 არანაკლებ 40%-ია. ამ მონაცემს ძალიან უმაგრებს ზურგს და ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ამ ჰაპლოჯგუფის გავრცელების მთავარ საერთაშორისო გენეტიკურ რუკაზე დღევანდელი თურქეთის ჩრდილოეთი შავიზღვისპირა რაიონების უდიდეს ნაწილში, ანუ ისტორიული ლაზების ტერიტორიაზე და ისტორიული ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე ამ ჰაპლოჯგუფის სიხშირის 30-40%-იანი ზონაა. ეს არის დღევანდელ მსოფლიოში R1b-Z2103-ის გავრცელების სიხშირის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. ფაქტია, რომ თურქეთის ამ რეგიონებში ამ ჰაპლოჯგუფის ასეთი მაღალი სიხშირე უკავშირდება ამ რეგიონების ისტორიულ მოსახლეობას, ლაზებს და ტაო-კლარჯეთის გენეტიკურად ქართული წარმომავლობის მოსახლეობას. ფაქტია, რომ ეს ჰაპლოჯგუფი დღევანდელი მსოფლიოს ხალხებში ყველაზე მაღალი საქართველოს ტერიტორიაზე და ქართველებშია.)}. ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში ეს ინდოევროპელი ტომები გამოდიან იბერიის ნახევარკუნძულიდან და ბალკანეთის გავლით გადმოდიან მცირე აზიის რეგიონში. მცირე აზიის რეგიონის გავლით კი ხვდებიან კავკასიის რეგიონში და იქ სახლდებიან, არმენების მეზობლად, მდინარე არაქსის ჩრდილოეთით. ასეთია ამ ტომების მოძრაობის მოკლე ისტორია. ტერმინი "ლაზი"-ც არაქართული წარმომავლობისაა და უკავშირდება იმ ისტორიულ "ლუზიტანებს" ანუ "ლუზებს", რომლებიც უძველეს დროში ცხოვრობდნენ იბერიის ნახევარკუნძულზე რომაელთა შემოსვლამდე. ეს უცნობი ინდოევროპელები "ლუზიტანები"(ლუზები) ცხოვრობდნენ დღევანდელი პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში ესპანეთის საზღვრამდე. ამ ლუზიტანების აღმოსავლეთით კი ცხოვრობდნენ ლუზიტანების მონათესავე ასევე უცნობი ინდოევროპული ტომები, რომელთაც ეკავათ დღევანდელი ესპანეთის ცენტრალური ნაწილის დასავლეთი რაიონები. ამ ტერიტორიას "ვეტტონია"-ს უწოდებდნენ. აი ეს უცნობი ინდოევროპელი ტომები არიან კავკასიელი იბერების წინაპრები. ამ ტერიტორიებიდან მოხდა მათი გადმოსახლება კავკასიაში ალექსანდრე მაკედონელის დროს. ამ საკითხს უფრო ვრცლად შევეხე თემაში "იბერიის სამეფო. კავკასიელი იბერების წარმომავლობა და მათი ეთნოგენეზი". ეს თემა დევს ინტერნეტში და დაინტერესებულ პირს შეუძლია გაეცნოს. ამრიგად დიდი იბერიის სამეფოს რამდენიმე პოლიტიკურ ერთეულებად დაყოფის შემდეგ ანტიკურ ეპოქაში წარმოიქმნა 3 საკმაოდ მოზრდილი დამოუკიდებელი სამეფო: ქართლის სამეფო(აღმოსავლეთ საქართველო) ცენტრით მცხეთაში, კლარჯეთ-ეგრისის ანუ ბრანჯთა სამეფო (სამხრეთ საქართველო და ეგრისი) ცენტრით არტანუჯში(ბერძნულად "არტანისი") და პონტოს სამეფო(ისტორიული ლაზეთი). იარედოსის და აზონის დროინდელი დიდი იბერიის დიდი რეგიონის ლაზეთის ანუ პონტოს სამეფოს ისტორია ცოტა სხვაგვარად წარიმართა. სამივე ეს სამეფო შექმნეს იბერიულმა ტომებმა. იარედოსის და აზონის ეპოქის დიდი იბერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა დღევანდელი ამიერკავკასიის მთელი ტერიტორია და მათ შორის დღევანდელი აზერბაიჯანის მთელი ტერიტორიაც. დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიებზე იმ დროს ცხოვრობდნენ ალბანური წარმოშობის სხვადასხვა ტომები, რომლებიც დიდი იბერიის ვასალ ტომებს წარმოადგენდნენ. ამ ალბანურმა ტომებმაც ძვ.წ.აღრიცხვის მეორე საუკუნეში შექმნეს საკუთარი სამეფო "ალბანეთი". ეს ალბანეთი იყო მეოთხე ანტიკური სამეფო, რომელიც წარმოიქმნა ყოფილი დიდი იბერიის ვრცელ ტერიტორიებზე. რაც შეეხება ორი იბერიული პოლიტიკური ერთეულების კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს და ქართლის სამეფოს პოლიტიკურ სტატუსს და მათ ურთიერთობას მეზობელ სახელმწიფოებთან. ანტიკურ ეპოქაში მათი მეზობლებიდან უნდა გამოიყოს 3 დიდი სახელმწიფო და იმპერიები: რომის იმპერია, პართიის დიდი სახელმწიფო და სასანიდური ირანი. პართიის სამეფოსთან არც ქართლის სამეფოს და არც კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს ვასალური დამოკიდებულება არასდროს ჰქონიათ. რომის იმპერიასთან კი ქართლის სამეფოს პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ მიენიჭა რომის იმპერიის "მეგობრისა და მოკავშირის" სტატუსი. რაც მაინც იძულებითი აქტი იყო და იმპერიის მიმართ ვასალურ დამოკიდებულებას გამოხატავდა. მიუხედავად ამისა პირველ-მეორე საუკუნეებში ქართლის სამეფოს თავი საკმაოდ დამოუკიდებლად ეჭირა და ის რომის იმპერიის მორჩილ ქვეყანას არ წარმოადგენდა. ასევე მესამე საუკუნეშიც ქართლის სამეფო ფაქტიურად დამოუკიდებელი ქვეყანა იყო. ხოლო მე-4-მე-5 საუკუნეებში კავკასიის რეგიონში ძალიან გაძლიერდა სასანიდური ირანის გავლენა და ქართლის სამეფო ამ საუკუნეებში ხშირად იმყოფებოდა ირანის სახელმწიფოს გავლენის ქვეშ და მის ვასალ სამეფოს წარმოადგენდა. ხოლო კლარჯეთ-ეგრისის სამეფო არასდროს იმყოფებოდა ვასალურ დამოკიდებულებაში არც პართიასთან, არც სასანიდურ ირანთან და არც რომის იმპერიასთან. ეს დამოუკიდებელი მთაგორიანი ქვეყანა ანტიკურ ეპოქაში მუდმივად თავისი დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრების წესით ცხოვრობდა. რაც შეეხება ქართული დამწერლობის წარმოშობას ეს დღემდეგ საკამათო თემაა. არსებობს რამდენიმე ვერსია. ერთერთი სომხური ვერსიით სომხური და ქართული დამწერლობა შექმნილია მესროპ მაშტოცის მიერ. ამ ვერსიით მესროპ მაშტოცმა ჯერ შექმნა სომხური დამწერლობა, ხოლო შემდეგ კი ჩრდილოეთით მცხოვრებ ბარბაროსებზეც იზრუნა და იბერებს შეუქმნა ქართული დამწერლობა. ეს ვერსია უფრო გავს მეზობელ ერებზე მზრუნველი განმანათლებლის არარეალურ ისტორიას. თუმცა ამ ისტორიაში მოყვანილი პიროვნებები რეალური ადამიანები უნდა იყოს. მაგალითად იბერთა მეფე ბაკური და იბერთა ეპისკოპოსი მოსე. მთავარეპისკოპოსი სახელად "მოსე" ქართლის სამეფოში არასდროს არ ყოფილა. ხოლო ქართლის სამეფოში მეფე ბაკური მეფობდა სომხური დამწერლობის შექმნამდე, ანუ ქრონოლოგიურად ეს ბაკური ვერ იქნებოდა ის მეფე რომლის დროსაც თითქოს მესტროფ მაშტოციმ იბერებს შეუქმნა დამწერლობა. მე-5 საუკუნის სომეხ ისტორიკოსებს რაში სჭირდებოდათ ყალბი მეფის და მთავარეპისკოპოსის სახელების გამოგონება. ამიტომ ჩემი მოსაზრებით ეს პიროვნებები რეალია და ისინი კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს მეფე და ეპისკოპოსი იყვნენ. ბუნებრივია ამ მეფის და ეპისკოპოსის ვინაობა ცნობილი იყო მე-5 საუკუნის სომხურ ისტორიოგრაფიაში. ქრონოლოგიურად ეს მეფე და ეპისკოპოსი მოღვაწეობდნენ დაახლოებით მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში. თეორიულად შესაძლებელია, რომ ანტიკურ ეპოქაში ქრისტიანობამდე სამხრეთ საქართველოში ანუ კლარჯეთ-ეგრისის სამეფოში არსებობდა "პროტო-ასომთავრული" დამწერლობა რომლის ბაზაზეც ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში კლარჯეთ-ეგრისის ერთერთმა მეფემ ბაკურმა და ეპისკოპოსმა მოსემ სწავლულ ადამიანებს მოუწოდეს, რომ შექმნილიყო ეროვნული დამწერლობა, რომელსაც ეწოდება "ასომთავრული". მე-5 საუკუნის სომხური ისტორიოგრაფიისთვის ბუნებრივია ცნობილი იყო ეს ფაქტი და მათ მეფე ბაკურის და ეპისკოპოს მოსეს მოღვაწეობას მიუმატეს სომეხი სწავლულის მესროპ მაშტოცის სახელიც და შეიქმნა ასომთავრული დამწერლობის ცოტა გადაკეთებული სომხური ვერსია, ისე როგორც მეფე მირიანის და დედოფალ ნანას გაქრისტიანებას დაუმატეს გრიგოლ განმანათლებლის სახელი და შექმნეს გაქრისტიანების ცოტა გადაკეთებული სომხური ვერსია. ანალოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე დამწერლობის საკითხშიც. შეიძლება გაჩნდეს ასეთი მოსაზრებაც, რომ სომხურ წყაროებში მოხსენიებული ბაკური ხომ არ იყო ქართლის მეფე "დიდი ბაკური". ასეთ მოსაზრებას გააბათილებს ორი ძლიერი არგუმენტი: 1. ქართლის სამეფოში არც დიდი ბაკურის დროს და არც არასდროს არ არსებობდა მთავარეპისკოპოსი სახელად "მოსე". 2. ეს ბაკური, რომ "დიდი ბაკური" ყოფილიყო მაშინ მისი ეს დამსახურება უეჭველად იქნებოდა წარმოჩენილი მე-5 საუკუნის ბიზანტიელი და ქართველი მწერლების იოანე რუფუსის და ზაქარია ქართველის ბერძნულ და ასურულ ენებზე შექმნილ ვრცელ ნაშრომებში რომელიც მოგვითხრობს პეტრე იბერის ცხოვრებაზე და ბიოგრაფიაზე სადაც მოხსენიებულია პეტრე იბერის პაპის დიდი ბაკურის დამსახურებები ქართლის სამეფო გაქრისტიანებაზე. დასკვნა ასეთია: კლარჯეთ-ეგრისის სამეფოში ქრისტიანობამდე არსებობდა იბერიული "პროტო-ასომთავრული" დამწერლობა, რომლის ბაზაზე მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში ერტერთი მეფის ბაკურის და მთავარეპისკოპოს მოსეს ეპოქაში იქმნება ახალი უფრო სრულყოფილი დამწერლობა "ასომთავრული"(ქრისტიანობამდე "პროტოასომთავრული" დამწერლობის არსებობა მხოლოდ ვარაუდია, ხოლო მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში კლარჯეთ-ეგრისის სამეფოში ბაკურ მეფისა და მთავარეპისკოპოს მოსეს თაოსნობით ასომთავრული დამწერლობის შექმნა კი უკვე შემდგარი ფაქტია. ვარაუდი მხოლოდ ვარაუდია, ხოლო ფაქტებით და ძლიერი არგუმენტებით დადასტურებული ფაქტი კი ფაქტია. ამიტომ ვარაუდებს და შემდგარ ფაქტებს მე ერთმანეთში არასდროს არ ვურევ). ამ ისტორიული ფაქტის ცოტა გადაკეთებული ისტორიაა სომხური წყაროების ცნობები მეფე ბაკურზე, მთავარეპისკოპოს მოსეზე და მესროპ მაშტოცზე. ამ შემთხვევაში მადლობა ეკუთვნის უძველეს სომხურ ისტორიოგრაფიას, რომელმაც მართალია ცოტა გადაკეთებულად, მაგრამ მაინც შემოინახა კლარჯეთ-ეგრისის სამეფოს მეფის ბაკურის და მთავარეპისკოპოს მოსეს სახელები, რომელთა დროსაც შეიქმნა ახალი დამწერლობა "ასომთავრული". მე-4 საუკუნის ბოლოს აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ქართლის სამეფოს გაქრისტიანების შემდეგ ეს ახალი და სრულყოფილი ასომთავრული დამწერლობა კლარჯეთ-ეგრისის სამეფოდან გავრცელდა ქართლის სამეფოშიც და გადაიქცა საერთო-ეროვნულ დამწერლობად. ამ ახალი და სრულყოფილი დამწერლობის შექმნას ბიძგი მისცა მე-4 საუკუნის 30-იან წლებში კლარჯეთ-ეგრისის მეფის მირიანის მიერ ქრისტიანობის გამოცხადებამ სახელმწიფო რელიგიად. ამ ისტორიულ ფაქტს კი მალევე მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში მოყვა კლარჯეთ-ეგრისის ერთერთი მეფის ბაკურის და მთავარეპისკოპოს მოსეს მონდომებით ახალი სრულყოფილი დამწერლობის შექმნა სწავლული ადამიანების მიერ. ჩვენი კვლევებით ჩვენ შევძელით ესპანეთიდან გადმოსახლებული ინდოევროპელ იბერთა რამდენიმე ტომიდან 3 დიდი ტომის ინდოევროპული სახელწოდების აღდგენა და დადასტურება. ეს ტომებია "ლაზები" ანუ ლუზები, ლუზიტანები, "ბრანჯები" და "ეგერები". რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე განსახლებულ ინდოევროპელ იბერთა სატომო სახელს, ამ ქვეყანას ანტიკურ და შუა საუკუნეებში ეწოდებოდა იბერია, ივერია. შესაძლებელია ამ ტომსაც ჰქონდა საკუთარი უძველესი სატომო სახელი, რომელიც ისტორიამ არ შემოინახა. ამიტომ ამ ტომს შეგვიძლია ვუწოდოთ ის სახელი რაც ისტორიამ შემოინახა და ეს არის იბერთა ტომი ან ივერთა ტომი. შეიძლება სულაც ეს სახელი იყო აღმოსავლეთ საქართველოში განსახლებული ინდოევროპელ იბერთა ერთერთი დიდი ტომის ის სახელი, რომელიც მათ თან მოყვათ ესპანეთიდან, ანუ ინდოევროპული წარმოშობის "იბერთა ტომი". და ამ სატომო სახელით შემოვიდნენ ისინი კავკასიაში. ქართლის სამეფოს ანტიკური მოსახლეობა უნდა წარმოადგენდეს იბერთა ორი ტომის ერთობას. ერთ ტომს წარმოადგენდა იბერთა ქართლის ტომი, ხოლო მეორე ტომს წარმოადგენდა კახეთ-ჰერეთის იბერთა ტომი. საისტორიო ტრადიციით ქართლის სამეფოს პირველი მეფე აზონი არიან ქართლის მეფის იარედოსის შვილია. თუმცა არსებობის უფლება აქვს იმ ვერსიასაც, რომ აზონი არ იყო არიან ქართლის მეფის ძე და წარმოადგენდა ერთიანი დიდი იბერიის მეფის იარედოსის ერთ-ერთ სარდალს ქართლის სამხედრო ოლქში. მეფე იარედოსის გარდაცვალების შემდეგ დიდი იბერია დაიშალა. ხოლო ისტორიული ქართლის და გუგარეთის ენერგიულმა და ძლიერმა სარდალმა აზონმა თავის ძალაუფლებას დაუქვემდებარა კახეთ-ჰერეთის იბერთა ტომიც და შექმნა ქართლის სამეფო. მოგვიანებით ადრეულ შუა საუკუნეებში კი შეიქმნა ლეგენდა აზონის სამეფო წარმომავლობაზე. შესაძლებელია ის დედის ხაზით ენათესავებოდა არიან ქართლის დიდ მეფეებს და მათ საგვარეულოს, რაც მისი სამეფო წარმომავლობის ლეგენდის საფუძველი გახდა. ჩემი მოსაზრებით ასეთი ვერსია საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება და ვვარაუდობ, რომ რეალურია. თუმცა ვერც ოფიციალურ ვერსიას ვერ უარვყოფთ და ამიტომ ორივე ვერსიას აქვს არსებობის უფლება. ჩნდება კითხვა ეს ორი იბერიული სამეფო "ბრანჯთა სამეფო" და "ქართლის სამეფო" ერთმანეთთან რა პოლიტიკურ დამოკიდებულებაში იყვნენ. ჩემი მოსაზრებით ეს ორი სამეფო ყოველთვის შეიძლება არა, მაგრამ საკმაოდ ხშირად ერთ "უნია" - ში ერთიანდებოდნენ და წარმოადგენდნენ ორი დამოუკიდებელი სამეფოს კავშირს. ორივე სამეფოს ყავდათ თავიანთი არმია, საკუთარი მონარქი, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენდნენ "უნია"-ს. ქართლის სამეფოს მმართველები ატარებდნენ მეფის ტიტულს, ხოლო ბრანჯთა სამეფოს მეფეები კი როგორც უფროსი შტოს შთამომავლები დიდი ალბათობით ატარებდნენ ტიტულს, რომელიც შეესაბამებოდა "მეფეთა მეფე" - ს. ბრანჯთა მეფეები როგორც არიან ქართლის დიდი მეფეების უფროსი შტოს შთამომავალნი თავიანთ ტიტულატურაშიც უეჭველად ხაზს უსვამდნენ, რომ ისინი იერარქიულად უფრო მაღლა დგანან ვიდრე "ფარნავაზიანები", ქართლის მეფეები. ასეთი ქედმაღლური დამოკიდებულება ბუნებრივია ზოგჯერ იწვევდა უკმაყოფილებას ქართლის მეფეებში რაც მათ ზოგჯერ უბიძგებდათ სეპარატიზმისკენ და კავშირიდან გასვლისკენ. ალბათ ამ უნიასაც გააჩნდა საკუთარი სახელწოდება. დიდი ალბათობით ეს სახელწოდება უნდა იყოს "იბერია" ანუ "ივერია", ანუ "ყოველი ივერია". ამ იბერებზე ანტიკური ეპოქის ბერძნულ-რომაულმა მწერლობამ ბევრი ცნობები დაგვიტოვა. გარდა პოლიტიკურ-ეკონომიური ცნობებისა მათ ამ იბერებზე სხვა ცნობებიც დაგვიტოვეს, რომელიც ანტიკური იბერების პიროვნულ თვისებებს წარმოადგენდა მათი თვალთახედვიდან. ერთერთი რომაული წყარო რომელიც ჩვენს რეგიონს აღწერდა ამბობს, რომ არმენიის ჩრდილოეთით მდებარეობს "ბარბაროსული იბერია", ძალიან ძლიერი მეომრების ქვეყანა. ეს წყარო იქვე მეზობელ ალბანეთსაც მოიხსენიებდა და ალბანელებს ახასიათებდა, როგორც "საშუალო დონის მეომრებს". სხვა რომაელი ავტორი რომაელებს ურჩევდა, რომ თავი შეეკავებიათ იბერიაში მოგზაურობაზე, რადგან მისი სიტყვებით ამ "პირქუშ ქვეყანაში" მტრულად უყურებდნენ არა მხოლოდ რომაელთა მტრებს, არამედ თვითონ რომაელებსაც. რა თქმა უნდა ანტიკურ იბერიაში მშვიდობიან უცხოელ მოგზაურებს და ვაჭრებს არაფერს უშავებდნენ, მაგრამ ანტიკური ეპოქის იბერთა პირქუში ბუნება უცხო იყო ამ რომაელი მწერლისთვის და მის თვალში ეს ქვეყანა გამოიყურებოდა როგორც "პირქუში ქვეყანა", რომელიც მასში არასასიამოვნო შთაბეჭდილებას და ემოციებს ტოვებდა. რა თქმა უნდა ანტიკური ეპოქის იბერების ბუნება ისეთი არ იყო, როგორიც დღევანდელი ქართველებისაა. იცვლება დრო და იცვლებიან ადამიანებიც და მათთან ერთად იცვლება მათი ბუნებაც. ინდოევროპელმა იბერიელებმა თან მოიტანეს თავიანთი ცხოვრების წესი და ახალი რეჟიმი, რომელიც უფრო მკაცრი იყო ვიდრე ადგილობრივი პროტოქართველების ცხოვრების წესი . მათი ცხოვრების წესი აისახა მათი ღმერთების პანთეონზეც. იბერიელთა უზენაესი ღვთაება იყო "არმაზი", რომელიც წყაროების მიხედვით წარმოადგენდა მთლიანად ლითონის აბჯარში და მუზარადში ჩაჭედილ ბუმბერაზს, რომელსაც ხელში ორლესული მახვილი ეკავა. ეს იყო ღვთაება, რომელიც აერთიანებდა უზენაეს ღვთაებას და ომის ღმერთს. ეს იყო საზოგადოება, რომელიც გმირულ(ჰეროიკულ) იდეოლოგიაზე იყო დაფუძნებული. მშვიდობიანობის დროს იბერიელი მეომრები წარმოადგენდნენ თავისუფალ მიწათმფლობელებს. ხოლო სოფლის მეურნეობა ყოველთვის განვითარებული და ძლიერი იყო იბერიაში და წარმოადგენდა ქვეყნის ეკონომიკური ძლიერების მთავარ წყაროს. იმ ეპოქაში მოსახლეობის აბსოლიტური უმრავლესობა სოფელში ცხოვრობდა და ბუნებრივია სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა ეკონომიური სიძლიერის მთავარ წყაროს. ანტიკურ იბერიაში სწორედ ეს ორი სფერო წარმოადგენდა მთავარ დარგებს, ძლიერი სოფლის მეურნეობა და სამხედრო სფერო. ამ ორ დარგზე იყო დაფუძნებული ანტიკური იბერიის ძლიერება. და ბოლოს ბრანჯთა სამეფოს უკანასკნელი ომის ანარეკლიც შემოინახა შუა საუკუნეების ქართულ მატიანეში. ეს არის ბრანჯთა სამეფოს და "ჰრომთა სამეფოს" დიდი ბრძოლა რომელიც მომხდარა "პიტალანის ველზე". ამ ბრძოლაში ბრანჯთა სამეფოს ლაშქარი დამარცხდა და მეფე და მისი გარემოცვა ტყვედ იქნა აყვანილი. ამ ბრძოლაში ამ შუა საუკუნეების წყაროს ცნობით "ჰრომთა " არმიას მხედართმთავრობდა ცნობილი რომაელი სარდალი ზაბულონი. ჩვენ ისტორიკოსები ვართ და ამიტომ რეალურად უნდა შევხედოთ თუ რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. რომის იმპერიაში არანაირი ცნობილი მხედართმთავარი ზაბულონი არ არსებობდა. ასეთ სარდალი "ზაბულონი" რომაულ წყაროებში არასდროს არ ფიქსირდება. ეს შუა საუკუნეებში შექმნილი ცნობა ანარეკლია იმ რეალური ისტორიისა როცა დაახლოებით 627-628 წლებში ჰერაკლე კეისარი და მისი მოკავშირე ხაზართა ხაკანი "ზიებილი" (იგივე "ჯიბღუ ხაკანი) დიდ ლაშქრობებს აწყობენ იბერიაში. ესე იგი გვიანდელი ქართულ წყაროებში მოხსენიებული რომის მხედართმთავარი "ზაბულონი" არა რომაელი სარდალია, არამედ ცნობილი ისტორიული პიროვნება ხაზართა ხაკანი "ზიებილი". ეს ზიებილი მოგვიანებით გადაკეთებულ ისტორიაში გადაიქცა რომაელ სარდლად ზაბულონად (ხოლო ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო აქედან გამომდინარე არ იყო რომაელი მხედართმთავრის ზაბულონის შვილი. უძველესი რომაულ-ბიზანტიური და სომხური წყაროების ცნობით წმინდა ნინო ტყვე-ქალი იყო და მისი წარმომავლობა უცნობია. მე როგორც ისტორიკოსი მკვლევარი ამ უძველეს რეალურ ცნობებს სრულიად ვიზიარებ და ვთვლი, რომ წმინდა ნინო ტყვე-ქალი იყო წარმოშობით, რომელიც ბრანჯთა სამეფოს ლაშქარმა რომელიღაც საომარი კამპანიის შემდეგ მოიყვანა სამხრეთ საქართველოში). ჰერაკლე კეისარი და მისი მოკავშირე ხაზართა ხაკანი ზიებილი 627-628 წლებში დიდ ლაშქრობებს აწყობენ იბერიაში. მოკავშირეებმა გადამწყვეტი იერიში მიიტანეს ბრანჯთა სამეფოზე. გადამწყვეტი ბრძოლა "პიტალანის ველზე" გაიმართა სადაც ბრანჯთა სამეფოს ცხენოსანი კავალერია შეებრძოლა ბიზანტიელთა და ხაზართა გაერთიანებულ არმიას. "პიტალანი" ინდოევროპულ-იბერიული ტოპონიმია , რომელიც ანტიკურ ეპოქაში ერქვა რომელიღაც ტერიტორიას ( ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი "პიტალანი" და დღევანდელი ქართული ტერმინი "პიტალო" ერთმანეთთან კავშირშია. "პიტალო" ეწოდება "სწორზედაპირიანს, პრიალას, შიშველს". ანუ ეს ბრძოლა ხდება სწორი და შიშველი ზედაპირის მქონე დიდ მინდორზე, ველზე. ამას უწოდებდნენ ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე "პიტალანს"). ბიზანტიელთა და ხაზართა ჯარების რაოდენობაზე ამ ბრძოლაში პირდაპირი ცნობები არ გვაქვს. თუმცა არსებობს სომეხი ისტორიკოსის ცნობა, რომ იბერიაში ლაშქრობის დროს ხაზართა ხაკანს ტოტალური მასშტაბის მობილიზაცია მოუხდენია და ყველა ბრძოლისუნარიანი მამაკაცი გაუწვევია. ითვლება, რომ იმ ეპოქაში ხაზართა ხაკანს შეეძლო 100 000 უფრო მეტი მეომრის გამოყვანა. ამიტომ ხაზართა ხაკანის ზიებილის განკარგულებაში მინიმუმ 80 000 მეომარი მაინც უნდა ჩავთვალოთ. ამ თურქული პოლიტიკური წარმონაქმნის ოფიციალური სახელწოდებაა "თურქთა დასავლეთის ხაკანატი". მისი პოლიტიკური ცენტრი და ხაკანის რეზიდენცია მდებარეობდა ცენტრალურ აზიაში, დღევანდელი ყირგიზეთის ტერიტორიაზე. ხაკან ზიებილის დროს ეს წარმონაქმნი თავისი ძლიერების ზენიტში იყო და მისი ტერიტორია დაახლოებით 4 000 000 კვადრატული კილომეტრი იყო. ასეთი უზარმაზარი წარმონაქმნის მეთაური ბუნებრივია იბერიაში მოიყვანდა არანაკლებ 80 - 100 ათას მეომარს. (ისტორიკოსებს ხშირად ახასიათებთ მოწინააღმდეგე ქვეყნის ჯარების რაოდენობის მაქსიმალურად დიდ ციფრებში წარმოჩენა და ასეთი დიდი ციფრები ხშირად არარეალურია. მე პირიქით ვცდილობ მინიმალური ციფრის მოძიებას. ამიტომ მიმაჩნია, რომ 80 000 ხაზარი მეომარი მინიმალური ციფრია. სომეხი ისტორიკოსის ცნობაზე დაყრდნობით ბუნებრივია იქნება ვარაუდი, რომ ხაზართა ხაკანმა ზიებილმა იბერიაში მოიყვანა ხაზართა მთელი არმია - 100 000 მეომარი. ასეთ ვერსიას ჩვენ ვერანაირად ვერ უარვყოფთ რადგან ის ეფუძნება საფუძვლიან არგუმენტებს. მაგრამ მე მაინც მინიმალურ ციფრს ავიღებ - 80 000 მეომარს. თუმცა თეორიულად დასაშვებია, რომ ეს ციფრი ყოფილიყო 90 ან 100 ათასი მეომარი. ყველა მკვლევარს შეუძლია ამ ციფრებიდან მიიღოს ის ციფრი, რომელსაც თვითონ ჩათვლის მისაღებად და საჭიროდ. ხაზართა არმია, რომ მართლა უზარმაზარი იყო ამას ადასტურებს შემდეგი ფაქტიც: როცა ხაზარებს გადმოულახავთ დერბენტის კარი ალბანეთის მმართველ გაიშაკს, რომელიც ირანის მეფინაცვალი იყო ალბანეთში შეუკრებია მთელი ალბანეთის სამხედრო ძალები დედაქალაქის დასაცავად. მაგრამ როცა დაუნახავს თუ რამხელა იყო ხაზართა არმია სასწრაფოდ დაუტოვებია იქაურობა და თავზარდაცემული გაქცეულა ირანში). როცა იბერიიდან ჰერაკლე კეისარი გაემართა ირანის წინააღმდეგ საომრად მას თან წაუყვანია 40 000 ხაზარი მეომარი, ხოლო დანარჩენი მას დაუტოვებია იბერიაში ზიებილის მეთაურობით. ხოლო ბიზანტიელთა ჯარის რაოდენობა პიტალანის ბრძოლაში იყო მინიმუმ 30 000 მეომარი. საერთო ჯამში ბიზანტიელ-ხაზართა გაერთიანებული არმიის რაოდენობა პიტალანის ბრძოლაში მინიმუმ 110 000 მეომარი იყო. ეს არის ყველაზე მინიმალური ციფრი. პიტალანის ბრძოლაში ბრანჯთა ლაშქარში მონაწილეობდა იმერეთის სამხედრო ოლქის ჯარიც დაახლოებით 10 000 მეომარი. როცა ჰერაკლე კეისრის მომხრე ლაზებზეა საუბარი ამ ლაზებში მოიაზრება არა სამეგრელოს სამხედრო ოლქის მოსახლეობა არამედ ისტორიული აღმოსავლეთ ლაზეთის ანუ დღევანდელი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი ზღვისპირა რაიონის და დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლის მოსახლეობა . ეს ტერიტორიები მე-6 საუკუნეში ბრანჯთა მეფემ გუარამ დიდმა თავის სამეფოს შემოუერთა. როგორც ჩანს ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის დროს ამ ტერიტორიების მოსახლეობა კვლავ ბიზანტიელების მხარეზე გადავიდა. ამიტომ აქედან გამომდინარე პიტალანის ბრძოლაში ბრანჯთა სამეფოს ლაშქარში უნდა იყოს სამეგრელოს სამხედრო ოლქის რაზმებიც. ფაქტიურად ამ ბრძოლაში მონაწილეობა მიიღო თითქმის მთელმა ისტორიულმა ბრანჯეთის ლაშქარმა დაახლოებით 55 000 - მა მეომარმა. ეს იცოდა ჰერაკლე კეისარმა და ხაკანმა ზიებილმა და ამიტომაც მოახდინეს დიდი მობილიზაცია ხაზართა ხაკანატში. მან გათვალა რომ ბრანჯთა სამეფოს 55 000 - იანი ლაშქრის დასამარცხებლად საჭირო იყო მრავალრიცხოვანი არმია და ამიტომ მოახდინა იბერიაში მინიმუმ 110 000 - იანი გაერტიანებული ბიზანტიელ-ხაზართა არმიის მობილიზაცია. როცა ჰერაკლე კეისარი თავისი ბიზანტიური ჯარით დასავლეთ საქართველოს გავლით გადმოდის აღმოსავლეთ საქართველოში მას დასავლეთ საქართველოში თავს არ დასხმიან. ჩემი ვარაუდით კეისარმა წინასწარ ხმები გაავრცელა, რომ მას ირანზე თავდასხმა სურდა და იბერიაში მას მხოლოდ დერეფანი სჭირდებოდა ირანზე საომრად. ასეთ საომარ დეზინფორმაციებს ძველ დროში ხშირად იყენებდნენ მხედართმთავრები. თან ჰერაკლე უკვე წლებია ირანს ებრძოდა და მისი ნათქვამი სიმართლეს გავდა. თან ბრანჯთა სამეფოს მმართველებს რაში აწყობდათ ბიზანტიის იმპერატორთან კონფლიქტის გაჩაღება. ამიტომ მასთან ომს მოერიდნენ და მშვიდობიანად გაატარეს დასავლეთ საქართველოში. ბუნებრივია ბრანჯთა სამეფოს მესვეურებს არ სიამოვნებდათ ჰერაკლეს მოძრაობა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე და შეიძლება მის სიტყვებშიც ეჭვი ეპარებოდათ, მაგრამ თავი შეიკავეს და მოერიდნენ იმპერატორის ლაშქარზე თავდასხმას რაიმე სერიოზული მიზეზების გარეშე. ალბათ იფიქრეს, რომ თუ დიდი ომი გარდაუვალია მას ყოველთვის მოვასწრებთო. სავარაუდოდ ამ დროს მოაგვარა კეისარმა ჰერაკლემ ისტორიული აღმოსავლეთ ლაზეთის და დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ვიწრო ზოლის საკითხი. მან ალბათ წაუყენა პოლიტიკური პრეტენზიები ბრანჯთა სამეფოს მმართველებს, რომ ეს ზღვისპირა ტერიტორიები ისტორიულად რომის იმპერიის სამფლობელოები იყო და მე-6 საუკუნეში იბერიელთა მეფემ გუარამმა უკანონოდ მიისაკუთრაო. იურიდიული და სამართლებლივი ნორმებით ეს ტერიტორიები მართლაც რომის იმპერიის შემადგენლობაში იმყოფებოდა საუკუნეების განმავლობაში და მხოლოდ მე-6 საუკუნის 60 - იან წლებში დაიკავა გუარამ დიდმა. როგორც ჩანს საბოლოოდ შეთანხმება შედგა და ჰერაკლემ კვლავ დაიბრუნა ეს ტერიტორიები. ბრანჯთა სამეფოს მესვეურებმა როგორც ჩანს დააკმაყოფილეს ჰერაკლეს პრეტენზიები და სერიოზული კონფლიქტის გარეშე დათმეს სადაო ზღვისპირა ზოლი. შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლში იყო მცირე მასშტაბის კონფლიქტები ბიზანტიელებსა და ადგილობრივ რაზმებს შორის, მაგრამ ის დიდ ომში არ გადასულა და საბოლოოდ მშვიდობიანად დამთავრდა. უნდა ისიც აღინიშნოს, რომ ამ ზღვისპირა ზოლში ტრადიციულად ყოველთვის ძლიერი იყო პრო-რომაული და პრო-ბიზანტიური ტენდენციები. ამგვარად ჰერაკლემ ეს ტერიტორიები შეიერთა. ამის შემდეგ მან მოახდინა ამ ზღვისპირეთში ლაზების და აბაზგების სამხედრო რაზმების მობილიზება (დაახლოებით 13 000 მეომარი) და შეთანხმების თანახმად გადავიდა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში თითქოსდა ირანის წინააღმდეგ საომრად. აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ხაზარტა ხაკანის დიდ არმიასთან შეერთების შემდეგ კი გამოვლინდა ჰერაკლეს ნამდვილი ზრახვები. ამის შემდეგ ჰერაკლემ ბიზანტიელ-ხაზართა დიდი არმია სამხრეთ საქართველოსკენ დაძრა და ბრანჯთა სამეფოს გადამწყვეტი ბრძოლა გაუმართა. პიტალანის ბრძოლის დეტალებზე ცნობები არ არსებობს. მაგრამ როგორც ჩანს ჰერაკლეს და ზიებილის სამხედრო სტრატეგიამ და არმიის მრავალრიცხოვნებამ ამ ბრძოლის ბედი გადაწყვიტა ბიზანტიელ-ხაზართა სასარგებლოდ. ამ ბრძოლაში ბრანჯთა სამეფო მარცხდება. ეს იყო გადამწყვეტი ბრძოლა და ამ ბრძოლაში უეჭველად მიიღებდა პირად მონაწილეობას ბრანჯთა მეფე. შუა საუკუნეების ქართულ მატიანეშიც ჩანს, რომ ბრანჯთა მეფე პიტალანის ბრძოლაში იქნა ტყვედ აყვანილი. { გამოყენებული ლიტერატურა: ლეონტი მროველი. "ქართლის ცხოვრება". ტომი 1. გვერდი 64-66. თბილისი - 2012.}. ამას მოყვა ბრანჯთა სამეფოს სამეფო ოჯახის და საგვარეულოს ტყვედ აყვანა. ჰერაკლე კეისარმა ბრანჯთა სამეფოს სამეფო საგვარეულოს ბიზანტიაში გადასახლების გადაწყვეტილება მიიღო. შუა საუკუნეების ცნობებშიც საუბარია ბრანჯთა სამეფოს მთელი მმართველების ტყვედ წაყვანაზე. შესაძლებელია მეფე ტყვედ კი არ იქნა აყვანილი არამედ ომის მიმდინარეობის დროს იქნა მოკლული. იმ ეპოქაში მეფე იშვიათად ვარდებოდა ტყვეობაში და უმეტეს შემთხვევაში იღუპებოდნენ. მეფე უკვდავი არაა და ისიც შეტაკების დროს შეიძლება რიგითი ჯარისკაცივით დაიღუპოს. შემდგომ მთელი სამეფო ოჯახი და საგვარეულო იქნა ტყვედ აყვანილი და გადასახლებული ბიზანტიაში, რომ ამ დინასტიის რესტავრაცია არ მომხდარიყო. მოგვიანებით შუა საუკუნეებში კი ეს რეალური ისტორია თავისებურად გადააკეთეს და გაახვიეს რელიგიურ საბურველში. ხოლო სამეფო საგვარეულოს და უფლისწულების და ტახტის მემკვიდრის ტყვედ აყვანა და ბიზანტიაში გადასახლება დაედო საფუძვლად ლეგენდას, რომ მეფე დაატყვევეს. ვის როგორც უნდა ისე შეუძლია გაიგოს, მაგრამ მე ვვარაუდობ და მჯერა, რომ მეფე ბრძოლის ველზე სასტიკი და დაუნდობელი შეტაკების დროს იქნა მოკლული ხოლო შემდგომ კი გამარჯვებულმა ჰერაკლემ და ზიებილმა მთელი სამეფო საგვარეულო ტყვედ აიყვანეს და ბიზანტიაში გადაასახლეს. ამ ომის შემდეგ ბრანჯთა სამეფოში ბუნებრივია ათეული წლების მანძილზე თვლიდნენ, რომ მათი მეფე იყო ტახტის მემკვიდრე, რომელიც ბიზანტიაში ცხოვრობდა. ალბათ ფიქრობდნენ, რომ ის ადრე თუ გვიან დაბრუნდებოდა სამეფოში. ეს უნდა გამხდარიყო მოგვიანებით ლეგენდის საფუძველი, რომ ბრანჯთა მეფე ცოცხალია და ის ტყვეობაშია. ბიზანტიაში მცხოვრებ ტახტის მემკვიდრეს ისინი უკვე თავიანთ მეფედ თვლიდნენ. ეს აისახა შუა საუკუნეების მატიანეში როგორც ლეგენდად გადაკეთებული რეალური ისტორია. რაც შეეხებათ ბრანჯთა სამეფოს მხედართმთავრების - ბივრიტიანების საგვარეულოს, ამ საგვარეულოს უფროსი შტოს წარმომადგენლების ნაწილი ალბათ დაიღუპნენ ამ ომში, ხოლო გადარჩენილი წარმომადგენლები ბუნებრივია პოლიტიკურად დაქვეითდნენ და ახალ საგვარეულოებს დაუდეს სათავე თორთომის ხეობაში. ამ ახალი საგვარეულოების ერთერთი შტოს წარმომადგენლები უნდა იყვნენ ჩორდვანელთა საგვარეულო თორთომის ხეობაში. საბოლოო დასკვნა ასეთია: შუა საუკუნეების ცნობა ბრანჯებზე და მათ დამარცხებაზე ეს არის აღმოსავლურ-ქართული მემატიანეების მიერ თავისებურად გადაკეთებულ-გადმოკეთებული ამბავი იმ რეალური ისტორიისა რომელიც ხდება 627-628 წლებში. ამით დასრულდა ბრანჯთა სამეფოს 1 000 წლოვანი სრულიად დამოუკიდებელი არსებობის ისტორია. ისინი ფაქტიურად ყველა დიდ ომში იგებდნენ. მაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და დაახლოებით 627-628 წლებში ამ დაუმარცხებელმა სამეფომ არსებობა შეწყვიტა. ჩემი ვარაუდით პიტალანის ბრძოლა მოხდა 627 წელს. ეს ბრძოლა შეიძლება მოხდა ბრანჯთა სამეფოსა და ქართლის სამეფოს მოსაზღვრე რაიონში საზღვართან ახლოს ანუ დღევანდელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე. ან შესაძლებელია ეს ბრძოლა მომხდარიყო უფრო სამხრეთით მდებარე ისტორიული პროვინციების - ერუშეთის, არტაანის ან პალაკაციოს ტერიტორიაზე. რადგან ზუსტი ცნობები არ არსებობს ამიტომ უმჯობესია კვლავ შუა საუკუნეების მემატიანის მონათხრობს დავეყრდნოთ. მისი მონათხრობიდან კი ჩანს, რომ ეს ბრძოლა ხდება ბრანჯთა სამეფოს ფარგლებს გარეთ სადღაც პიტალანის ველზე. ამიტომ ყველაზე რეალური კანდიდატია ჯავახეთის ზეგანი. ჯავახეთი ანტიკურ ეპოქაში არ შედიოდა ბრანჯთა სამეფოს შემადგენლობაში და ქართლის სამეფოს ეკუთვნოდა. აღმოსავლეთ ამიერკავკასიიდან წამოსული ბიზანტიელ-ხაზართა არმია და სამხრეთ საქართველოდან წამოსული ბრანჯთა ლაშქარი ერთმანეთს ხვდება ჯავახეთის ზეგანზე. თან ჯავახეთის ზეგანზე (პლატოზე) ფართოდაა გავრცელებული სწორზედაპირიანი და შიშველი ბუნებრივი ლანდშაფტი. ასეთი ლანდშაფტის ერთერთი სინონიმი ანტიკურ ეპოქაში იყო "პიტალანი" ანუ "პიტალო" - "პიტალოიანი" - "პიტალოვანი" ბუნებრივი ლანდშაფტი. თან ჯავახეთი ბრანჯთა სამეფოს საზღვართან მდებარეობდა. ამ ბრძოლამ გადაწყვიტა ომის ბედი იბერიაში. რა ხდებოდა ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოში ანუ ქართლის სამეფოში? ბიზანტიელ-ხაზართა დიდი არმიის ქართლის სამეფოში შემოსვლის შემდეგ კახეთ-ჰერეთის მთავრები რომლებიც ვახტანგ გორგასლის პირდაპირი შთამომავლები იყვნენ სწრაფად გადავიდნენ ჰერაკლეს მხარეზე. ეს როგორც ჩანს წინასწარ იყო დაგეგმილი ჰერაკლე კეისრის მიერ. ფაქტიურად ქართლის სამეფო შუაზე გაიყო და ნახევარი ჰერაკლეს ბანაკში აღმოჩნდა. ქართლის სამეფოს მმართველი ერისმთავარი სტეფანოზ პირველი კარგად გამაგრებულ ქალაქ თბილისში გამაგრდა და ჩაიკეტა. ჰერაკლე კეისარმა ქალაქ თბილისთან დატოვა თავისი მოკავშირეები კახეთ-ჰერეთის მთავრები, აგრეთვე შავიზღვისპირა რეგიონებიდან წამოყვანილი ლაზები, დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლის "ლაზები" და აბაზგები, საერთო ჯამში დაახლოებით 28 000 მეომარი (აქედან დაახლოებით 13 000 - ლაზები, დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლის "ლაზთა" რაზმები, აბაზგები და დაახლოებით 15 000 - კახეთ-ჰერეთის რაზმები. ამგვარად საერთო ჯამში თავის მოკავშირეებთან ერთად ჰერაკლე კეისრის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა კოალიციური დაახლოებით 140 000 მეომარი - ბიზანტიელები, ხაზარები, აბაზგები, ლაზები, კახეთისა და ჰერეთის რაზმები. აი ასეთი დიდი მასშტაბის სამხედრო ძალის კონცენტრაცია მოახდინა ჰერაკლე კეისარმა იბერიაში). ჰერაკლე კეისრის ამ მოკავშირეებმა აიძულეს ქართლის მმართველი სტეფანოზ პირველი, რომ მას ქალაქი არ მიეტოვებია და ფაქტიურად ის პარალიზებული აღმოჩნდა. ამისთვის სჭირდებოდა ჰერაკლეს მოკავშირეებად კახეთ-ჰერეთის მთავრები, აბაზგები და ისტორიული აღმოსავლეთ ლაზეთის და დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ვიწრო ზოლის მეომრები. ამ მოკავშირეებს მაქსიმალურად უნდა შეებოჭათ თბილისში ქართლის სამეფოს მმართველი სტეფანოზი. ხოლო თვითონ ჰერაკლე და ხაზართა ხაკანი ზიებილი ბიზანტიელ-ხაზართა დიდი არმიით გაემართნენ ბრანჯთა სამეფოს წინააღმდეგ საომრად. ჰერაკლე კეისარს აშკარად ყველაფერი ეს წინასწარ კარგად გათვლილი და დაგეგმილი ქონდა. ამ ბრძოლის შემდეგ ქალაქი თბილისი ძლიერ წინააღმდეგობას უწევდა ბიზანტიელ-ხაზართა არმიას, მაგრამ პიტალანის ბრძოლის შემდეგ თბილისის ბედიც გადაწყვეტილი იყო და ქალაქის აღება მხოლოდ დროის საკითხი იყო. თბილისის აღების შემდეგ ჰერაკლემ ქართლის სამეფოს ერისმთავრად სწორედ თავისი მოკავშირე კახეთის მთავარი დაადგინა, ვახტანგ გორგასლის შთამომავალი. პიტალანის ბრძოლა გენერალური ბრძოლა იყო იბერიაში სადაც ჰერაკლე კეისარმა და ხაზართა ხაკანმა ზიებილმა (ქართულად "ზაბულონმა") დაამარცხა ბრანჯთა სამეფოს ლაშქარი. ამ ბრძოლაში ორივე დაპირისპირებულ მხარეს თავისი მიზნები გააჩნდა. ჰერაკლე კეისარი ალბათ ვერ იტანდა თავის მეზობლად ძლიერი ქრისტიანული სამეფოს არსებობას. ის გრძნობდა, რომ მას ბიზანტიის იმპერატორს და აღმოსავლეთში ქრისტიანობის მედროშეს არ შეეძლო საკუთარი ბიზანტიური ჯარებით პირისპირ ბრძოლაში ბრანჯთა სამეფოს დამარცხება. ეს კი მასში იწვევდა შინაგან სიძულვილს და დაუოკებელ წყურვილს, რომ ეს დაუმარცხებელი სამეფო გაენადგურებია (ბიზანტიის იმპერატორს თავისი ბიზანტიური სამხედრო ძალებით არ შეეძლო ბრანჯთა სამეფოს დამარცხება პირისპირ ბრძოლაში, მაგრამ სამაგიეროდ ის ფლობდა უზარმაზარ საერთაშორისო პოლიტიკურ ავტორიტეტს როგორც ბიზანტიის იმპერატორი. ჰერაკლე კეისრისა და ირანის მეფის ომებში არც ქართლის სამეფოს მმართველი ერისმთავარი და არც ბრანჯთა სამეფო არასდროს არ ჩარეულან. არასდროს არც ერთ წყაროში არ ფიქსირდება, რომ იბერიელთა სამხედრო რაზმები ეხმარებოდნენ ირანის მეფეს. იბერიელები ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდნენ. აქედან გამომდინარე ბიზანტიის იმპერატორს მხოლოდ პირადი სიძულვილი და პირადი მტრობა ამოძრავებდა იბერიელების მიმართ ). ხოლო ბრანჯთა სამეფოს მიზნები ამ ბრძოლაში იყო ის, რომ ამ გენერალურ ბრძოლაში სასტიკად გაენადგურებია ბიზანტიელ-ხაზართა დიდი არმია, გაენთავისუფლებია ქართლის სამეფო შემოჭრილი მტრებისგან და ერთხელ და სამუდამოდ დაემთავრებია ის პრობლემა რასაც "ჰერაკლე კეისარი" ერქვა. თუმცა ბედის სასწორი ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ჰერაკლე კეისრისა და ხაზართა ხაკანის მხარეზე აღმოჩნდა. დამარცხების ზუსტი მიზეზები უცნობია, მაგრამ ერთერთი მიზეზი ბუნებრივია არის ის რომ ბიზანტიელ-ხაზართა გაერთიანებული არმია მინიმუმ ორჯერ აღემატებოდა რიცხოვნებით ბრანჯთა არმიას. თუმცა ეს არ არის მთავარი მიზეზი. ბრძოლისუნარობით გამორჩეულ ბრანჯთა არმიას შეეძლო ორჯერ უფრო მეტი არმიის დამარცხება პირისპირ გაშლილ ბრძოლის ველზე. ჩემი ვარაუდით მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბრანჯთა სამეფოს ადრე არ ქონდა შეხება ხაზართა არმიასთან და აქედან გამომდინარე ის კარგად ვერ ერკვეოდა მათ საომარ ტაქტიკაში და ხრიკებში. როცა მოწინააღმდეგეს კარგად არ იცნობ ეს უკვე პრობლემა ხდება ბრძოლის ველზე. ჩემი ვარაუდით ეს იყო მთავარი მიზეზი ამ ბრძოლაში ბრანჯთა არმიის დამარცხების. თუმცა რა თქმა უნდა როცა მოწინააღმდეგე შენზე მინიმუმ ორჯერ უფრო დიდია რიცხოვნებით ესეც პრობლემაა, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ისაა როცა შენს მოწინააღმდეგეს და მის სამხედრო ტაქტიკას და მანევრებს კარგად არ იცნობ. ითვლება, რომ ბიზანტიელ-ხაზართა ომები იბერიაში მიმდინარეობდა 627 და 628 წლებში. ამგვარად როგორც ქართული ისე უცხოური წერილობითი წყაროების გაანალიზებით სრულად იქნა აღდგენილი ბრანჯთა სამეფოს უკანასკნელი ბრძოლის ამბავი და ამ სამეფოს გაუქმების მიზეზები. ეს იყო ამ ნაშრომის ფინალური და დასკვნითი ეტაპი. Post.Skriptum. უკვე რამდენიმე წელია ერთდროულად ვიკვლევ სხვადასხვა პრობლემური ისტორიული თემების ერთობლიობას. ეს არის ძალიან ფართო სპექტრი, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა მიმართულებას. ამავე დროს ეს სხვადასხვა თემები ზოგჯერ ერთმანეთს გადაკვეთენ და ერთმანეთთან კავშირში არიან. ბუნებრივია ასეთი ფართო სპექტრის ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტა არარეალურია. ამიტომ მე ამ რამდენიმე თემაზე თითქმის ერთდროულად, მაგრამ საკმაოდ ნელი ტემპით ვიმუშავე. საჭირო იყო ზუსტი ფაქტების მოძიება და დაფიქსირება. ამიტომ, როგორც კი ახალი ზუსტი ფაქტი ჩამივარდებოდა ხელში მეც ინტერნეტში ჩემს ნაშრომებს ვუმატებდი და ხდებოდა მათი გამდიდრება და ახალ-ახალ კითხვებზე და პრობლემურ საკითხებზე პასუხის გაცემა. ასე გაგრძელდა დაახლოებით 4-5 წელი. ამჟამად კი ვთვლი, რომ ძალიან ბევრ კითხვებზე არგუმენტირებული და ამომწურავი პასუხი გავეცი. რადგანაც მიმაჩნია, რომ ძალიან ბევრ პრობლემურ კითხვებზე ამომწურავი პასუხი უკვე გაცემულია, ამიტომ საჭიროდ ვთვლი რამდენიმეწლიანი მუშაობის დასრულებას ყველა თემებზე. თუ რა შედეგი მოყვება ამას დრო გვიჩვენებს. რა შედეგიც არ უნდა მოყვეს ამ კვლევას მე მაინც კმაყოფილი ვარ რადგან შევძელი რეალური ისტორიის აღდგენა. ამ რეალური ისტორიის აღდგენით კი პროგრამა მინიმუმი უკვე შესრულებულია. ანუ რაც ჩემზე იყო დამოკიდებული შევძელი და ბოლომდე გავაკეთე. ხოლო პროგრამა მაქსიმუმი ამ რეალური ისტორიის ოფიციალურად აღიარებაა. ეს კი უკვე ჩემზე არ არის დამოკიდებული. : : : : : : : : დამატება. მე ახლახანს გავეცანი ძველ სომხურ წყაროს სადაც სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენაცი მოგვითხრობს ისტორიული ყარსის რაიონის ისტორიას, რომელსაც ქართულ ენაში ეწოდება "კარი". მისი მონათხრობით ამ კარის რაიონში ანუ სომხურად ვანანდში უძველეს დროში ძვ.წ. აღრიცხით მე-2 საუკუნეში დასახლებულან უცხოტომელები, რომელსაც უწოდებს თურქ-ბულგარებს. ეს "ბულგარები" იქ ცხოვრობდნენ მისი ცნობით მე-4 საუკუნის ბოლოშიც. ისინი თავისი თავდასხმებით ძალიან აწუხებდნენ როგორც ირანის სომხეთს, ასევე ბიზანტიის სომხეთს. ისინი დამოუკიდებლები ყოფილან და თავისი კანონებით ცხოვრობდნენ. ამ "ბულგარების" მონათესავე ტომი კი მისი ცნობით ცხოვრობდა ისტორიული ტაოს მთიან და ტყიან მხარეში. რადგან ისინი ძალიან აწუხებდნენ სომხეთს თავიანთი თავდასხმებით სომხეთის მეფეს ხოსროვ მე-4 გაუგზავნია თავისი სარდალი საჰაკი, რომელსაც დაუმარცხებია ეს ბულგარები და ვანანდიდან გაუძევებია. ეს მომხდარა მე-5 საუკუნის დასაწყისში. { გამოყენებული ლიტერატურა: გუგლი. vanand - drevnaia strana tiurok-bulgar na armianskom nagorie.}. რა ხდება რეალურად? იმ ეპოქაში არანაირი ბულგარები იქ ვერ მოხვდნებოდნენ. აშკარაა, რომ ეს "ბულგარები" სინამდვილეში ინდოევროპელი იბერები არიან, რომელთაც საკუთარი ენა აქვთ. ამ იბერების აქ დასახლების რეალური ისტორიის ანარეკლია მოსე ხორენაცის მონათხრობი. ამ მონათხრობით კარის რაიონი ანტიკურ ეპოქაში არ შედიოდა სომხეთის შემადგენლობაში. მისი მონათხრობით კარის ანუ ვანანდის ოლქი და ტაო ერთიან ეთნიკურ და პოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენდნენ. ამ "ბულგარ" კოლონისტებს მოსე ხორენაცი უწოდებს "ბუნდა" - ს. ეს სომხური "ბუნდა" კი იბერიულ-ქართული "ბრანჯი" - ს დამახინჯებული სომხური ფორმაა. "ბრანჯი" იყო დიდი იბერიული ტომი რომელიც დასახლდა ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორიებზე. სომხურ წყაროში კი ამ ტომს უწოდეს "ბუნდა". კარის ოლქი რეალობაში წარმოადგენდა ანტიკური ბრანჯთა სამეფოს ერთერთ სამხედრო ოლქს. როცა ბრანჯთა სამეფოსა და სომხეთის სამეფოს შორის ურთიერთობები გაუარესდებოდა ბრანჯთა სამეფოს მმართველების ბრძანებით კარის ანუ ვანანდის სამხედრო ოლქის რაზმები თავს ესხმოდნენ სომხეთის მოსაზღვრე ოლქებს და არბევდნენ. თავის მხრივ ბუნებრივია სომხეთის სამეფოს რაზმებიც აწყობდნენ თავდასხმებს კარის სამხედრო ოლქზე და არბევდნენ. ასეთი თავდასხმები იმ ეპოქაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო. სანამ მოსე ხორენაცის ამ ცნობას გავეცნობოდი მე უკვე გამოვთქვი ამ ნაშრომში ვარაუდი, რომ კარის რაიონი იბერებამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე დაიკავა სამხრეთიდან შემოსულმა სომხურმა ეთნიკურმა ელემენტმა. მოსე ხორენაცის მონათხრობით კი ჩემი ვარაუდი დადასტურდა და იბერიელებს დაუკავებიათ უკვე არმენიზზირებული მესხური ტერიტორია. აი ამ არმენიზირებული "ვანანდის" იბერიზაცია ხდება ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში. მოსე ხორენაცმა იცოდა, რომ "ვანანდი" ოდესღაც "სომხური" იყო, მაგრამ შემდგომ დაიკავეს უცხოელმა კოლონისტებმა და ამის შემდეგ ის არასდროს არ შედიოდა დიდი სომხეთის შემადგენლობაში. თუმცა იცოდა, რომ ის "სომხური ვანანდი" იყო უცხოელი კოლონისტების მოსვლამდე. ამ "სომხურ ვანანდს" კი იბერიელმა კოლონისტებმა უწოდეს "კარი" და "კარნისხევი". როგორც ჩანს კარის სამხედრო ოლქის სამხედრო რაზმები ბრანჯთა სამეფოს სადამსჯელო ინსტრუმენტს წარმოადგენდნენ სომხეთის სამეფოს წინააღმდეგ. ( კარის სამხედრო ოლქიდან მოწყობილი ერთერთი ასეთი სადამსჯელო ლაშქრობის შემდეგ არის ბრანჯთა სამეფოში ტყვედ მოყვანილი წმინდა ნინო, მომავალში ქართველთა განმანათლებელი. მე-4-მე-5 საუკუნეების რომაულ-ბიზანტიური ცნობებით ნინო "ტყვე ქალია". ხოლო ქართული წყაროს ცნობით ის ფლობდა სომხურ ენას. აქედან გამომდინარე წმინდა ნინო ეროვნებით იყო სომეხი და ბრანჯთა სამეფოდან მოწყობილი ერთერთი სადამსჯელო ლაშქრობის შემდეგ იქნა მოყვანილი სამხრეთ საქართველოში როგორც "ტყვე ქალი". უფრო კონკრეტულად ის იყო კაბადოკიელი სომეხი. ესე იგი "მცირე არმენიის" მკვიდრი, რომელიც რომის იმპერიის კაბადოკიის პროვინციაში შედიოდა). ბუნებრივია არც სომხეთის და არც ბრანჯთა სამეფოს მმართველებს არ სიამოვნებდათ ერთმანეთთან ფართომასშტაბიანი ომის დაწყება რაიმე სერიოზული მიზეზების გარეშე. ამიტომ რაიმე პატარა პოლიტიკური კონფლიქტის შემთხვევაში ისინი მხოლოდ მცირე მასშტაბის სამხედრო თავდასხმებს აწყობდნენ მოსაზღვრე ოლქებზე და ამით კმაყოფილდებოდნენ. ეს მცირე თავდასხმები კი ერთგვარ ორთქლის გამოშვების როლს ასრულებდა. ეს იყო ალბათ ერთგვარი დაუწერელი კანონი, რომ ამ ორ სამეფოს შორის უფრო დიდი მასშტაბის საომარი კონფლიქტი არ უნდა მომხდარიყო. მოსე ხორენაცის მიერ აღწერილი თავდასხმა კარის ანუ ვანანდის "ბულგარებზე" ერთერთი ასეთი სადამსჯელო თავდასხმის ანარეკლია. მოსე ხორენაცის მონათხრობიც არ არის 100%-იანი სიზუსტე და ის წარმოადგენს რეალური ისტორიის ანარეკლს და მას გაანალიზება სჭირდება. მე კარგად გავეცანი მის ამ მონათხრობს და იქ არსად ჩანს, რომ ამ თავდასხმის შემდეგ სომხეთმა იქ შექმნა თავისი ადმინისტრაციული ერთეულები. ეს იყო მხოლოდ სამაგალითო და გამორჩეული სადამსჯელო ლაშქრობა ვანანდზე ანუ კარის სამხედრო ოლქზე. ეს ის პერიოდია როცა ბრანჯთა სამეფო დასუსტებულია და დროებით კარგავს თავის კონტროლს დასავლეთ საქართველოზე. ამიტომ ირანის სომხეთის მეფეს ცოტა "ზედმეტი" მოუვიდა და განსაკუთრებულად სამაგალითოდ დასაჯა ვანანდელები. ყარსის ოლქი სომხეთის შემადგენლობაში უეჭველად მე-7 საუკუნეში არის შესული. ეს ის პერიოდია როცა ბრანჯთა სამეფო არ არსებობს. სამხრეთ საქართველო ფაქტიურად უპატრონოდაა. ამ დროს ამიერკავკასია არაბთა მფლობელობაში მოექცა. არაბებმა კი თავისი პოლიტიკური პროექტით ყარსის ოლქი ანუ სომხურად ვანანდი სომხეთს მიაწერეს. მიუხედავად ამისა შუა საუკუნეების როგორც ქართულ ისე უცხოურ წყაროებშიც ყარსის ოლქი ძალიან ხშირად მოხსენიებულია როგორც "ქართველთა ქვეყანა" და "ქართველთა ქალაქი". ყარსის ოლქი ანტიკურ ეპოქაში, რომ სომხეთის შემადგენლობაში ყოფილიყო ის შუა საუკუნეებში სრულიად არმენიზირებული იქნებოდა და არავინ არც ქართველი და არც უცხოელი მწერლები ყარსს არ უწოდებდნენ "ქართველთა ქვეყანას" და "ქართველთა ქალაქს". ანტიკურ ეპოქაში ხდება ისტორიული ხორძენას ანუ ხორცევანის დიდი რეგიონის მხოლოდ აღმოსავლეთი რაიონების არმენიზაცია. ეს არმენიზირებული დიდი რაიონია შირაკის რაიონი ანუ ანისის მხარე . ხოლო ხორძენას დასავლეთი და ჩრდილოეთი რაიონები ანტიკურ ეპოქაში დარჩა იბერიელთა მფლობელობაში. ეს რაიონებია კარის რაიონი, კარნისხევის რაიონი, ხორცევანის რაიონი და ზარიშტიანი. ყველა ეს ტოპონიმები იბერიულ-ქართული ტოპონიმებია. ტერმინი "კარი" დღევანდელ ქართულ ენაში ნიშნავს რაღაცის შესასვლელს, ჭიშკარს. ძველ საქართველოში ეს ტერმინი ხშირად იხმარებოდა სასაზღვრო პუნქტებთან მიმართებით. კარის რაიონიც სომხეთთან სასაზღვრო რაიონი იყო. ეს ტერმინი წყაროებში პირველად ჩანს მე-8-მე-9 საუკუნეებში. ამ დროს კარი უკვე სომხეთის კონტროლის ქვეშ იყო და ბუნებრივია სომხები ამ ქალაქს ქართულ სახელს არ დაარქმევდნენ. აქედან გამომდინარე ტერმინი "კარი" ანტიკური ეპოქიდან იღებს სათავეს როცა კარის რაიონს იბერიელები ფლობდნენ. მეორე ტერმინიც "კარნის-ხევი" იბერიულ-ქართული ტერმინია. ტერმინის ფუძეა "კარნი" რომელიც იგივეა რაც "კარი" ოღონდ მრავლობით რიცხვში. სომხურად "კარნი-ფორი". ეს რაიონიც სომხეთის საზღვარზე მდებარეობდა. მესამე ტერმინი "ხორცევანი" გამოირჩევა ტიპიური იბერიულ-ქართული დაბოლოებით "ვანი" რომელიც დღევანდელ საქართველოშიც ფართოდაა გავრცელებული. სომხურ ტოპონიმებში კი ეს დაბოლოება არის "ავან". და მეოთხე ტოპონიმიც წმინდა იბერიულ-ქართული დაბოლოებით გამოირჩევა "ზარიშტიანი". დაბოლოება "იან" წმინდა ინდოევროპულ-იბერიულ-ქართული ბოლოსართია და გავრცელებული იყო ანტიკურ იბერიაში. ანტიკურ სომხეთში ბოლოსართი "იან" არ არსებობდა. უკვე სრულად აღდგენილია ბრანჯთა სამეფოსა და სომხეთს შორის საზღვრები ანტიკურ ეპოქაში. მხოლოდ უძველესი სომხური წყაროების და ადგილობრივი უძველესი ტოპონიმების შეჯერებაც სრულიად საკმარისია ამ ორი სამეფოს საზღვრების დასადგენად. კარის ოლქი წარმოადგენდა ერთერთ სამხედრო ოლქს ბრანჯთა სამეფოში და ის მე-8 სამხედრო ოლქია. ეს ოლქი მოიცავდა ორ ისტორიულ რაიონს კარის რაიონს და კარნის-ხევის რაიონი (ისტორიული კარნის-ხევის რაიონი მდებარეობდა კარის რაიონის სამხრეთით. მისი სამხრეთი საზღვარი მდინარე არაქსზე გადიოდა). მისი ტერიტორია შუა საუკუნეების საზღვრებზე დაყრდნობით დაახლოებით 4 000 კვადრატული კილომეტრი იყო. სარდლის რეზიდენცია იყო ისტორიული ქალაქი "კარი". მას გამოყავდა დაახლოებით 5 000 მეომარი. ეკლესიურად კარის სამხედრო ოლქი ტაოს საეპისკოპოსოს შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო. საბოლოოდ ბრანჯთა სამეფოს "კონსტიტუცია" 1 - 2 საუკუნეებში ასე გამოიყურება: მოიცავდა ისტორიული სამხრეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებს. ტერიტორია - 58 000 კვადრატული კილომეტრი (აქედან 36 000 კვადრატული კილომეტრი სამხრეთ საქართველოში). პოლიტიკური ცენტრები - ქალაქი-ციხესიმაგრე არტანუჯი (მონარქის რეზიდენცია) და "აზორტის ციხესიმაგრე" (ტაო, თორთომის ხეობა)- მხედართმთავრის და უმაღლესი მსაჯულის რეზიდენცია. მოსახლეობის რაოდენობა - დაახლოებით 1 400 000 ადამიანი (აქედან დაახლოებით 950 000 ადამიანი სამხრეთ საქართველოში). არმიის რაოდენობა დაახლოებით 60 000 მეომარი (აქედან დაახლოებით 40 000 სამხრეთ საქართველოში). სამხედრო ოლქების რაოდენობა იყო 8, ესენია ტაოს, არტაანის, კლარჯეთ-შავშეთ-ზემო აჭარის, კარის, იმერეთის, სამეგრელოს, სვანეთის და აფშილეთის სამხედრო ოლქები. ოფიციალური ენები: ბრანჯთა ენა (ინდოევროპულ-იბერიული ენა) და ძველი ქართული ენა (ახალი ენა, რომელიც წარმოიშვა ანტიკურ ეპოქაში ინდოევროპულ-იბერიული ენისა და ადგილობრივი პროტო-ქართველური ენის სინთეზის შედეგად). ბრანჯთა ენა მთელი ამ სამეფოს არსებობის მანძილზე არსებობდა სამხრეთ საქართველოში, მაგრამ ბოლო საუკუნეებში მას უეჭველად უფრო და უფრო ავიწროებდა ძველი ქართული ენა რომელიც კავკასიის რეგიონში უფრო პრაქტიკული და გამოყენებადი იყო. მაგალითად დღევანდელი სამეგრელო ორენოვანია და მოსახლეობა იყენებს მეგრულ და ქართულ ენებს. დაახლოებით ასეთივე მდგომარეობა იყო ბრანჯთა სამეფოშიც, სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე. აი ეს 60 000 -იანი ბრანჯთა სამეფოს არმია იბრძოდა პიტალანის დიდ ომში კოალიციური არმიის წინააღმდეგ. ამ ვრცელი ნაშრომის დასასრულს კიდევ ერთხელ და საბოლოოდ მივუბრუნდები ამ ომის შინაარსს. ამ ომში ჰერაკლე კეისარმა მოიყვანა ლაზები და აბაზგები. მან ბრანჯთა სამეფოს დასამარცხებლად და გასანადგურებლად ცენტრალური აზიიდან მოიწვია მოკავშირედ ხაკანი ზიებილი დიდი არმიით. და როგორ შეიძლება მას ამ გადამწყვეტ ომში არ მოეყვანა მოკავშირედ ბიზანტიის სომხეთის ჯარები. წყაროში სომხეთის ჯარებზე საუბარი არ არის, მაგრამ ლოგიკურად შეუძლებელია იქ სომხეთის რაზმებიც არ ყოფილიყვნენ. ძალიან დიდი ალბათობით სომხეთის რაზმები იბრძოდნენ ამ ომში. სომხეთის ჯარის რაოდენობა ყველაზე მინიმალურ ციფრებში 20 000 მეომარი მაინც უნდა ჩავთვალოთ. ქონდა თუ არა გამარჯვების შანსი ბრანჯთა სამეფოს ამ ბრძოლაში. მისი ბრძოლისუნარობიანობიდან გამომდინარე ბრანჯთა არმიას გამარჯვების შანსები რა თქმა უნდა ქონდა თუ კი ომის ფორტუნა მის მხარეზე იქნებოდა. მაგრამ ამ ომში ომის ფორტუნა ჰერაკლე კეისრის მხარეზე აღმოჩნდა. რა იყო ამ ომის შედეგები. ბრანჯთა სამეფომ არსებობა შეწყვიტა. მისი ტერიტორიები მოკავშირეებმა გადაინაწილეს. ბიზანტიას ერგო დასავლეთ საქართველო. ჰერაკლე კეისრის მიერ ქართლის სამეფოს ერისმთავრად დადგენილ ვახტანგ გორგასლის შთამომავალს ერგო სამხრეთ საქართველოს ჩრდილოეთი რეგიონები (ვახტანგ გორგასლის შთამომავლებმა ტიპიური მეხუთე კოლონის როლი შეასრულეს ამ ომში). ხოლო სომხეთმა როგორც ჩანს სწორედ ამ ომის შემდეგ მიიღო სამხრეთ საქართველოს სამხრეთი რეგიონები, კონკრეტულად კი ტაოს და კარის (ყარსის) სამხედრო ოლქები. მოგვიანებით კი სომხეთის ეს მფლობელობა დაადასტურეს არაბთა მმართველებმაც. რაც შეეხებათ ხაზარებს მათ ერგოთ დიდძალი ნაძარცვი სიმდიდრე აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისში, აგრეთვე ალბათ სამხრეთ საქართველოშიც. მოკავშირეებს ალბათ გულში რცხვენოდათ და თავს დამცირებულად გრძნობდნენ, რომ მართალია ძლიერ, მაგრამ მაინც ერთ პატარა სამეფოს ებრძოდნენ ყველანი ერთად. ალბათ ეს იყო ერთერთი მიზეზი იმისა, რომ ამ ბრძოლის ეპიზოდი ცალკე არ იქნა შეტანილი ბიზანტიურ-სომხურ მატიანეში და ის მიჩქმალური აღმოჩნდა. ქართლის სამეფოს ახალ მმართველებსაც ბუნებრივია სურდათ ბრანჯთა სამეფოს და მათი დიდი მეფეების ისტორიის ფურცლებიდან გაქრობა და მათმა მემატიანეებმაც ეს დიდი ომი ისტორიიდან ამოიღეს. თუმცა შუა საუკუნეების ქართულ მატიანეში მაინც გაჟონა ცნობებმა თუ როგორი დიდი ომი წამოიწყეს ბრანჯთა სამეფოს მმართველებმა იმპერიის წინააღმდეგ და შეებრძოლნენ პიტალანის ველზე. თუმცა ამ ომის მეორე ვერსიაც შეიძლება. ეს მეორე ვერსია მდგომარეობს შემდეგში: აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ბიზანტიელ-ხაზართა და მათი ადგილობრივი მოკავშირეების დიდი კოალიციის შეკრების შემდეგ ჰერაკლე კეისარი ბრანჯთა სამეფოს წინააღმდეგ საომრად აგზავნის კოალიციის უდიდეს ნაწილს ხაკან ზიებილის მეთაურობით დაახლოებით 110 000 - იან ბიზანტიელ-ხაზართა გაერთიანებულ არმიას. ხოლო თვითონ კი დანარჩენი დაახლოებით 20 000 - იანი ჯარით რჩება თბილისთან რათა ქართლის ერისმთავარმა სტეფანოზ პირველმა ვერ შეძლოს გააქტიურება და გენერალურ ბრძოლაში მონაწილეობის მიღება. ეს დაახლოებით 20 000 - იანი არმია შედგება ადგილზე დარჩენილი დანარჩენი ბიზანტიური კონტიგენტისგან და ბიზანტიის არმენიის სამხედრო შენაერთებისგან. მას თან ახლავს ადგილობრივი მოკავშირეების რაზმებიც. საერთო ჯამში თბილისთან დარჩენილი ჰერაკლე კეისრის განკარგულებაშია დაახლოებიტ 50 000 მეომარი რომელიც შედგება ბიზანტიელების, ბიზანტიის სომხეთის, ლაზების, აბაზგების და კახეთ-ჰერეთის მეომრებისგან. ამ გადამწყვეტ ბრძოლაში ბიზანტიელ-ხაზართა არმიას, რომ მხოლოდ ხაკანი ზიებილი (ზაბულონი) მთავარსარდლობდა ჩანს შუა საუკუნეების ქართული მატიანეს ცნობებშიც. ამ ცნობებით "ჰრომთა მეფე" ანუ ბიზანტიის იმპერატორი ამ ბრძოლაში უშუალოდ არ მონაწილეობს და მის არმიას მეთაურობს "ზაბულონი" ანუ ხაკანი ზიებილი. ჰერაკლე კეისარი ცდილობდა აღმოსავლეთში რომის იმპერიის ისტორიული გავლენის აღდგენას. მან იცოდა, რომ პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ ქართლის სამეფო რომის გავლენის სფეროში იყო მოქცეული. მართალია 1 - 2 - 3 საუკუნეებში ქართლის სამეფო ფაქტიურად დამოუკიდებელი სამეფო იყო, მაგრამ რომის იმპერია მას მაინც ისე უყურებდა როგორც საკუთარი პოლიტიკური გავლენის სფეროს. აი ეს პოლიტიკური გავლენის აღდგენა სურდა ჰერაკლე კეისარს ქართლის სამეფოზე. ამ დროს ქართლის სამეფო ფაქტიურად დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული იყო. განსხვავებიტ ალბანეთისგან და სომხეთისგან ქართლის სამეფოში არც ირანელების ჯარი იდგა და არც მათი მოხელეები არ იმყოფებოდნენ. ალბანეთში და სომხეთში კი იმ დროს ირანის მეფის მიერ დანიშნული მეფისნაცვლები (მარზპანები) ისხდნენ და მართავდნენ. ირანის მეფე ბუნებრივია ამ დროს ქართლის სამეფოს ისე უყურებდა როგორც თავისი პოლიტიკური გავლენის სფეროს, მაგრამ ყველაფერი ამაზე მთავრდებოდა და ქართლის სამეფო დე-ფაქტოდ სრულიად დამოუკიდებელი იყო და საკუთარი ადგილობრივი მმართველი ერისმთავარი მართავდა (ის ფაქტი, რომ ქართლის ერისმთავარი სტეფანოზ პირველი ატარებდა ბიზანტიურ ტიტულს - "პატრიკიოზი" არაფერს ნიშნავს. ცნობილია, რომ ბიზანტიის იმპერატორები ასეთ ბიზანტიურ ტიტულებს უგზავნიდნენ ფრანკთა და ბურგუნდთა მეფეებსაც, მაგრამ ეს მეფეები ბიზანტიის იმპერატორის ქვეშევრდომები და ვასალები არასდროს არ იყვნენ). ქართლის სამეფომ ეს დე-ფაქტო დამოუკიდებლობა მოიპოვა მე-6 საუკუნის 70 - იან წლებში როცა ქართლში გაუქმდა ირანის მიერ დადგენილი მარზპანის ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოვიდა პირველი დამოუკიდებელი მმართველი - ერისმთავარი გურგენი. ამიერიდან ქართლის სამეფოში არც ირანის მიერ დანიშნული მარზპანი იჯდა, არც ირანის ჯარი იდგა და არც ირანის მეფის გადასახადები და ხარკი არ არსებობდა. ქართლის ერისმთავარი არასდროს არ აგზავნიდა ქართლის ლაშქარს ირანის მეფის დასახმარებლად. სახეზეა ქართლის ერისმთავრის სრული დე-ფაქტო დამოუკიდებლობა რომელსაც აღიარებდა ირანის სახელმწიფო. ხოლო მეზობელ ალბანეთში და სომხეთში ირანის მეფის დანიშნული მარზპანები იჯდნენ და ეს ქვეყნები დე-ფაქტოდ და დე-იურედ წარმოადგენდნენ ირანის დიდი სახელმწიფოს შემადგენლობაში შემავალ ავტონომიურ წარმონაქმნებს. აი ასეთ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა ქართლის სამეფო ჰერაკლე კეისრის ლაშქრობამდე (შედარებისთვის, ქართლის ერისმთავარ სტეფანოზ პირველის დროს ქართლის სამეფოს დამოუკიდებლობის ხარისხი ბევრად უფრო მაღალი იყო ვიდრე მაგალითად მეფე ვახტანგ გორგასლის დროინდელი ქართლის სამეფოსი). ამ ერისმთავრის დე-ფაქტო დამოუკიდებლობას მხარს უჭერდა და უზრუნველყოფდა ბრანჯთა ძლიერი სამეფო. ქართლის პირველი ერისმთავარი გურგენი ხომ ბრანჯთა სამეფოს დიდი მეფის გუარამ დიდის მხარდაჭერით მოდის ქართლის სამეფოს ხელისუფლებაში. ბრანჯთა ძლიერ მეფეებს სურდათ ქართლის სამეფოს ხელისუფლებაში ისეთი მმართველები რომლებიც მათი გავლენის ქვეშ იქნებოდნენ და საჭიროების შემთხვევაში თავიანთი ჯარით ბრანჯთა სამეფოს მოკავშირეებად გამოვიდოდნენ. ამიტომ ერისმთავრის ინსტიტუტის არსებობა ქართლში სრულიად მისაღები იყო ბრანჯთა მეფეებისთვის. ერისმთავარი ყოველთვის აღიარებდა ბრანჯთა დიდი მეფეების უზენაესობას და აღმატებულობას. ერისმთავარი ბრანჯთა დიდ მეფეს ისე უყურებდა როგორც "უფროს ძმას". როგორც ჩანს ბრანჯთა სამეფო კატეგორიული წინააღმდეგი იყო ქართლის სამეფოს გადასვლას ჰერაკლე კეისრის მფლობელობაში. ის ამას აღიქვამდა როგორც საკუთარ საფრთხედ. ბრანჯთა სამეფოს მმართველები ალბათ ფიქრობდნენ, რომ ბიზანტიის იმპერატორს არ შეეძლო მათზე პირდაპირ გალაშქრება. ხოლო თუ კი ის მაინც გაბედავდა ღიად ომის გამოცხადებას ასეთ შემთხვევაში მათი მოსაზრებით ბრანჯთა სამეფოსა და მისი მოკავშირე ქართლის ერისმთავრის გაერთიანებული ჯარები ადვილად დაამარცხებდნენ ბიზანტიის იმპერატორის არმიას. მაგრამ ჰერაკლე კეისარს ყველაფერი წინასწარ ჰქონდა გათვლილი და მთავარ მოკავშირედ მოიწვია ცენტრალური აზიიდან თურქთა დასავლეთის ხაკანი დიდი არმიით. ამის საპასუხოდ ქართლის ერისმთავრის დასახმარებლად და ბიზანტიელ-ხაზართა დიდი არმიის გასანადგურებლად ბრანჯთა სამეფოში ცხადდება საყოველთაო მობილიზაცია და სამეფოს დაახლოებით 60 000 - იანი არმია გაემართა საომრად მტრის წინააღმდეგ. მოწინააღმდეგეები ერთმანეთს ხვდებიან ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ჯავახეთის ზეგანზე. აქ პიტალანის ველზე ხაკან ზიებილის (ზაბულონის) მეთაურობიტ ბიზანტიელ-ხაზართა დაახლოებით 110 000 - იანმა არმიამ უკუაგდო და დაამარცხა ბრანჯთა არმია. ბრანჯთა არმიის დამარცხების სავარაუდო მიზეზებზე უკვე ვისაუბრეთ. ბიზანტიელ-ხაზართა დიდმა არმიამ მართალია პიტალანის ბრძოლაში დაამარცხა და უკუაგდო ბრანჯთა სამეფოს არმია, მაგრამ მტერს არ ქონია მცდელობა შეეღწია სამხრეთ საქართველოს სიღრმეში. შუა საუკუნეების მატიანეში არ არსებობს ცნობა, რომ მტერს საომარი მოქმედება გადააქვს უშუალოდ ბრანჯთა სამეფოს ტერიტორიაზე. როგორც ეტყობა პიტალანის ბრძოლის შემდეგ ბრანჯებმა უკან დაიხიეს, გამაგრდნენ სამხრეთ საქართველოში. ხოლო ბიზანტიელ-ხაზარებს არ ქონდათ გეგმაში უშუალოდ სამხრეთ საქართველოში შესვლა და ხანგრძლივი ომის წარმოება და ბრძოლა სამხრეთ საქართველოს მრავალრიცხოვანი ციხესიმაგრეების წინააღმდეგ. ბიზანტიელ-ხაზართა მიზანი იყო ბრანჯთა სამეფოს არმიის დამარცხება და უკუგდება და მათი ლოკალიზება მხოლოდ ბრანჯთა სამეფოს ტერიტორიაზე. შუა საუკუნეების ისტორიკოსის ჯუანშერის ცნობით ჰერაკლე კეისარს ბიზანტიაში წაუღია ერუშეთის ეკლესიის ერთერთი ქრისტიანული სიწმინდე. ეს ცნობა ალბათ სწორია და ჯავახეთში პიტალანის ბრძოლის შემდეგ ხაკანმა ზიებილმა (ზაბულონმა) ბრანჯთა სამეფოს სასაზღვრო რაიონი ერუშეთი დაარბია და გაძარცვა. ისტორიული ერუშეთი ჯავახეთის დასავლეთით მდებარეობდა და ბრანჯთა სამეფოს სასაზღვრო რაიონი იყო. გარდა ამ სასაზღვრო ერუშეთის რაიონისა ბიზანტიელ-ხაზართა არმიის უფრო სიღრმეში შესვლა არც ქართულ და არც უცხოურ წყაროებში არ ფიქსირდება. ჩემი ვარაუდით პიტალანის ბრძოლაში დიდი საომარი შეტაკება არ მომხდარა. ხაზარებმა ბუნებრივია წინასწარ იცოდნენ ბიზანტიელებისგან ბრანჯთა ჯარების ტრადიციული სამხედრო ტაქტიკა. ამიტომ თურქთა ჯარები არ ჩაბმულან ფართომასშტაბიან ხელჩართულ ბრძოლაში. მათ ალბათ აირჩიეს მოწინააღმდეგის გადაღლის და მოქანცვის საომარი ტაქტიკა. ისინი ალბათ უახლოვდებოდნენ ბრანჯთა მძიმედ აღჭურვილ მხედრობას და უშენდნენ ისრებს, შემდეგ კი უკან იხევდნენ. თუ რომელიმე რაზმი უკან გაეკიდებოდა მას ჩასაფრებას უწყობდნენ. ასეთი პერმანენტული ბრძოლები გრძელდებოდა რამდენიმე დღე. იმ დროს შუა ზაფხული იდგა და ჯავახეთის შიშველ პლატოზე მზე აჭერდა. ბუნებრივია ბრანჯთა მძიმედ აღჭურვილ კავალერიას რამდენიმე დღე ზაფხულის სიცხეში უწევდათ დგომა. ეს კი ძალიან მძიმე იყო. ჩემი აზრით თურქთა ასეთმა ტაქტიკამ გაამართლა და ბრანჯთა ლაშქარი დაიღალა. მათთვის ასეთი ტაქტიკა სრულიად უცხო იყო. ბრანჯთა მხედართმთავრები მიხვდნენ, რო ძალიან არატრადიციულ და უხერხულ მტერთან ჰქონდათ საქმე. ისინი ფაქტიურად ვერ ახერხებდნენ ფართომასშტაბიანი ხელჩართული ბრძოლის წარმოებას. მძიმედ აღჭურვილი მხედრები და მათი ცხენები დაიღალნენ ზაფხულის სიცხეში მზის გულზე რამდენიმედღიანი უპერსპექტივო ბრძოლით, რომელსაც შედეგი არ მოჰქონდა. ამიტომ ბრანჯთა მხედართმთავრებმა მიიღეს გადაწყვეტილება უკან დაეხიათ და დაეტოვებიათ ჯავახეთის შიშველი პლატო. ისინი გადავიდნენ თავიანთ ტერიტორიაზე და გამაგრდნენ თავიანთ მთაგორიან მხარეში. ხაზარებისთვის და ბიზანტიელებისთვის ეს უკვე გამარჯვება იყო. მათ უკუაგდეს ბრანჯთა ძლიერი ლაშქარი. ბრძოლის ასეთ ტაქტიკას იყენებდნენ ზოგჯერ თურქ-სელჩუკებიც. ეს იყო მოწინააღმდეგის გადაღლის და გამოფიტვის ტაქტიკა. ჩემი მოსაზრებით ასეთი ტაქტიკით შეძლეს ხაზარებმა ბრანჯთა ჯარების უკუგდება. ზოგიერთი ცნობებით თურქთა დასავლეთ ხაკანატის ჯარების რაოდენობა იმ ეპოქაში 200 000 - 300 000 მეომარი იყო. ეს ალბათ გაზვიადებული მონაცემებია, მაგრამ ასეთ უზარმაზარ პოლიტიკურ წარმონაქმნს დაახლოებით 150 000 მეომრის გამოყვანა უეჭველად შეეძლო. აქედან გამომდინარე ხაკანი ზიებილი იბერიაში მოიყვანდა არანაკლებ 100 000 მეომარს. ამიტომაც იყო, რომ ალბანეთის მთელი ჯარები და დედაქალაქის მოსახლეობა უბრძოლველად თავზარდაცემული ტოვებდა დედაქალაქს და პანიკურად გარბოდნენ თავის გადასარჩენად. წყაროს ცნობით ალბანეთში დიდი პანიკა იყო და ყველა ცდილობდა დამალვას და გაქცევას. მათ წინააღმდეგობის გაწევაზე არც კი უფიქრიათ, როგორც კი დაინახეს თუ რამხელა იყო თურქთა არმია. 100 000 მეომარი უეჭველად იყო მინიმუმ. {(ისტორიკოსებს ხშირად ახასიათებთ მტრის ჯარების რაოდენობაზე ფანტასტიკურად დიდი ციფრების მოყვანა. პირადად მე ასეთი ისტორიკოსების რიგს არ ვეკუთვნი და ვცდილობ რეალური ციფრის მოძიებას. მაგალითად როგორც შუა საუკუნეების ისე თანამედროვე ისტორიკოსები 1121 წლის დიდგორის ბრძოლაში ასახელებენ შემდეგ ციფრებს - 30 000, 100 000, 150 000, 300 000, 400 000, 600 000. ამ ციფრებიდან არარეალური ციფრებია 30 000, 300 000, 400 000, 600 000. ზემოთ ჩამოთვლილი დიდი ციფრების რაოდენობის არმია არც ანტიკურ ეპოქაში და არც შუა საუკუნეებში არც ერთ უდიდეს იმპერიებს არ გამოუყვანიათ ახლო აღმოსავლეთში ბძოლის ველზე. ეს მხოლოდ ზღაპრულად არარეალური ციფრებია. რეალური ციფრებია ორი ციფრი - 100 000 და 150 000 მეომარი. პირადად მე ვემხრობი მე-12 საუკუნის სირიის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქის მიხეილ(მიქაელ) სირიელის ცნობას, რომელიც ასახელებს მაჰმადიანთა ჯარის რაოდენობად 100 000 მეომარს. მეც ასეთ ციფრს ვვარაუდობ. რაც შეეხება 1202 წლის ბასიანის დიდი ბრძოლის მონაწილე რუმის სასულთნოს არმიის რაოდენობას ბევრი მიუთითებს 400 000 მეომარს. ეს ციფრი, რომ არარეალურია ისედაც ფაქტია. რუმის სულთანი და მისი მოკავშირეები ფლობდნენ მცირე აზიის ტერიტორიის ძირითადად ცენტრალურ ნაწილს. მცირე აზიის დასავლეთი რაიონები და აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთი და აღმოსავლეთი რაიონები არ შედიოდა რუმის სულთნის და მისი მოკავშირეების მფლობელობაში. დღევანდელი გამოთვლებით მათ შეეძლოთ 150 000 მეომრის გამოყვანა. აი ამ რაოდენობის 150 000 - იან არმიას დაუპირისპირდა ქართველთა დაახლოებით 85 000 მეომარი. თვით უზარმაზარ ოსმანთა იმპერიას დიდი ომების დროს გამოყავდა 100 000-დან 200 000-მდე მეომარი მაქსიმუმ. ოსმანთა იმპერიაში 200 000 მეომარი მაქსიმალური ციფრი იყო ბრძოლის ველზე. )}. საინტერესოა ის ცნობა ჯუანშერისა სადაც ის ამბობს, რომ ბიზანტიელებმა ამ ომის შემდეგ კვლავ წაიღესო ისტორიული კლარჯეთის პროვინციის ზღვისპირი და ისტორიული სპერიო. ( გამოყენებული ლიტერატურა: ლეონტი მროველი "ქართლის ცხოვრება". ტომი 1. გვერდი 188. თბილისი - 2012}. როგორც ვხედავთ ისტორიული კლარჯეთის ისტორიული ზღვისპირა ზოლი და სპერი ბრანჯთა სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა ამ ომის დაწყებამდე. ხოლო სპერში ჯუანშერი უნდა გულისხმობდეს სპერის დასავლეთ რაიონს და ბაიბურდის მხარეს. დასავლეთი სპერი და ბაიბურდი საკმაოდ მოზრდილი რაიონი იყო რომელიც როგორც ჩანს ბრანჯთა დიდმა მეფემ გუარამ დიდმა ჩამოაჭრა ბიზანტიას და შეუერთა თავის სამეფოს (შედარებისთვის დასავლეთი სპერი თავისი ფართობით მნიშვნელოვნად აღემატებოდა მაგალიტად დღევანდელი გურიის რეგიონს. მისი ტერიტორიის ფართობი დაახლოებით 2 500 კვადრატული კილომეტრი იყო. ისტორიული აღმოსავლეთი სპერი კი ტრადიციულად იბერიელთა ანუ ბრანჯთა მფლობელობაში იმყოფებოდა და ისტორიული ტაოს ერთერთი პროვინცია იყო. მისი ფართობი დაახლოებით 2 500 კვადრატული კილომეტრი იყო. ანტიკური ეპოქის იბერიელთა ეს მფლობელობა აღმოსავლეთ სპერზე ტრადიციულად გადმოდის შუა საუკუნეების ეპოქაშიც. ანტიკური ეპოქის ორივე სპერი - აღმოსავლეთი და დასავლეთი სპერის პროვინციები უფრო დიდ ტერიტორიას მოიცავდა ვიდრე შუა საუკუნეებში და საერთო ჯამში დაახლოებით 5 000 კვადრატული კილომეტრი იყო. შუა საუკუნეებში სპერის ჩრდილოეთი და სამხრეთი რაიონების გარკვეული ნაწილი უკვე გადასულია ლაზეთის ანუ ბიზანტიის და არზრუმის საამიროს შემადგენლობაში. ითვლება, რომ " რკინის პალო" ანუ იგივე "რკინის კარი" იყო უძველესი საზღვარი იბერიასა და ბიზანტიას შორის. შუა საუკუნეებში ეს "რკინის პალო" უკვე ლაზეთის შემადგენლობაშია. როგორც ჩანს ეს "რკინის პალო" - "რკინის კარი" იყო ანტიკურ ეპოქაში აღმოსავლეთ სპერის ჩრდილოეთ საზღვარი ლაზეთთან, ანუ ისტორიული საზღვარი ბრანჯთა სამეფოსა და ბიზანტიას შორის სპერის რაიონში. თვითონ ტერმინი "პალო" წმინდა ინდოევროპულ-იბერიული ტერმინია). როგორც ვხედავთ ჰერაკლე კეისარს უშუალოდ ბრანჯთა სამეფოს ისტორიულ საზღვრებთან არანაირი პრეტენზიები არა აქვს და ის ცდილობს იმის დაბრუნებას რაც ბიზანტიის მფლობელობაში და გავლენის სფეროში მოიაზრებოდა და რომელიც გუარამ დიდის მეფობის დროს ჩამოეჭრა ბიზანტიას. ფაქტი სახეზეა, ჰერაკლე ომამდე იბრუნებს დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლს და ისტორიულ ლაზეთს, ხოლო ომის შემდეგ კი კლარჯეთის პროვინციის დასავლეთით მდებარე ზღვისპირა ძალიან ვიწრო და პატარა ზოლს და ისტორიული სპერის დასავლეთ რაიონს ბაიბურდის ჩათვლით. სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს ზემოთჩამოთვლილი რაიონები ტრადიციულად რომაელ-ბიზანტიელთა სამფლობელოებად მოიაზრებოდნენ ანტიკურ ეპოქაში. ამბიციურმა გუარამ დიდმა კი ეს რაიონები თავის მფლობელობაში მოაქცია მე-6 საუკუნის 60 - იან წლებში. გამარჯვებულმა ჰერაკლემ დაიკავა ქართლის სამეფო, დასვა ქართლის ერისმთავრად თავისი მომხრე მმართველი. ბრანჯთა სამეფო იძულებული შეიქმნა შეგუებოდა ამ მარცხს. ჰერაკლე კეისრის მიერ ქართლის ერისმთავრად დადგენილ ახალ ერისმთავარს ბუნებრივია გააჩნდა საკუთარი არგუმენტები, რომელიც მდგომარეობდა შემდეგში: რომ ისინი არიან ქართლის მეფეთა პირდაპირი კანონიერი შთამომავლები, ხოლო ერისმთავრები გურგენის შტოდან არ არიან ქართლის სამეფოს მკვიდრნი და "უცხოტომელები" ანუ "ბრანჯები" არიან. ასეთ არგუმენტებს იმ ეპოქაში საკუთარი სამართლებრივ-კანონიერი ძალა გააჩნდათ და გურგენი და მისი მემკვიდრეები ისე ჩანდნენ როგორც მეზობელი სამეფოს მიერ ქართლის სამეფოში დასმული "არალეგიტიმური" მმართველები. ეს არგუმენტი გამოიყენა ჰერაკლე კეისარმაც. ჩნდება კითხვა თუ რატომ არ გაანადგურეს გურგენმა და მისმა მემკვიდრეებმა ვახტანგ გორგასლის შთამომავლები და არ განდევნეს სამეფოდან. ამისი მიზეზი მარტივია. ბრანჯთა მეფეებს არ სურდათ, რომ ქართლის სამეფოში აბსოლიტური ძალაუფლება ერთი მმართველის ხელში ყოფილიყო და ამიტომ მათ კახეთ-ჰერეთის მთავრებად დატოვეს ვახტანგ გორგასლის შთამომავლებიც. მათ არ მისცეს უფლება გურგენის ხელისუფლებას, რომ გაენადგურებია ვახტანგ გორგასლის შთამომავლები. ასეთ პირობებში უფრო ადვილი ჩანდა ქართლის სამეფოზე პოლიტიკური გავლენის დამყარება. ბრანჯთა სამეფოს, რომ ეღიარებია ჰერაკლე კეისრის მფლობელობა ქართლის სამეფოზე შეიძლება ჰერაკლეს არც კი მოეწვია იბერიაში თურქთა დიდი ხაკანი და ეს დიდი ომი არც მომხდარიყო. მაგრამ ბრანჯთა სამეფო ასრულებდა სამოკავშირეო ვალდებულებას და მას არ სურდა მისი მოკავშირე ქართლის სამეფო ბიზანტიის მფლობელობაში გადასულიყო. რადგან პიტალანის გენერალურ ბრძოლაში არ მიუღია მონაწილეობა ჰერაკლე კეისარს და ამ ბრძოლაში მონაწილე ბიზანტიელ-ხაზართა არმიის უდიდესი ნაწილი ხაზართა ჯარები იყვნენ ამიტომ ბიზანტიურ მატიანეში ეს დიდი ბრძოლა არ ხვდება. იმ დროს ბიზანტიაში ბრანჯთა სამეფოს დამარცხება ბიზანტიური ჯარებით ალბათ შეუძლებლად მიაჩნდათ და ბრანჯებს დაუმარცხებელ ძალად თვლიდნენ. რადგან თურქთა დასავლეთის ხაკანმა და მისმა არმიამ შეძლო ის რაც არ შეეძლო ჰერაკლე კეისარს ეს ფაქტი არ იყო სასიამოვნო ბიზანტიელი ოფიციალური მემატიანეებისთვის. ეს ფაქტი მათი მოსაზრებით ამცირებდა ჰერაკლე კეისარს და ბიზანტიურ არმიას. ამიტომ ამ დიდ ბრძოლას გვერდი აუარეს და არ მოისურვეს თურქთა ხაკანის და ხაზართა არმიის განდიდება ბიზანტიურ მატიანეში. ამიტომ ეს პიტალანის ბრძოლა არ მოხვდა ბიზანტიურ მატიანეში როგორც ცალკე აღებული ეპიზოდი. მალე ახლო აღმოსავლეთში რადიკალური პოლიტიკური ცვლილებები იწყება. ასპარეზზე გამოდის ახალი ძალა არაბების სახით. მათ დაიპყრეს ირანის დიდი სახელმწიფო. ჩამოაჭრეს ბიზანტიას აღმოსავლეთის პროვინციები. დაიკავეს ამიერკავკასიის ქვეყნები. ბიზანტიელ-ხაზარებთან ომებში დასუსტებულ ბრანჯთა სამეფოს არ შეეძლო ამ ახალი დიდი ძალის წინააღმდეგ დიდი ომის წარმოება. ამიტომ ბრანჯთა სამეფოს მმართველებს ასეთი პერსპექტივა დაუდგათ: მათ ან უნდა ეღიარებიათ არაბთა ბატონობა და მათი მორჩილი ვასალები გამხდარიყვნენ, ან უარი ეთქვათ დროებით მაინც ხელისუფლებაზე და ემიგრაციაში წასულიყვნენ. ამ 1 000 წლოვანი დაუმორჩილებელი სამეფოს სამეფო დინასტიამ უარი განაცხადა არაბთა ვასალობაზე და მორჩილებაზე და ბიზანტიაში ემიგრაციაში წავიდა. მათ ალბათ იმედი ჰქონდათ, რომ მალე კვლავ შეიცვლებოდა სიტუაცია და შეძლებდნენ დაბრუნებას თავიანთ სამეფოში. მაგრამ არაბები რეგიონში ხანგრძლივად და მყარად დარჩნენ. არაბებმა ბრანჯთა სამეფოს სამხრეთი ოლქები - ტაოს და კარის სამხედრო ოლქები სომხეთს მიუერთეს. ჩემი მოსაზრებით ეს მეორე ვერსია უფრო რეალურია და ბიზანტიელ-ხაზარებთან ომებში დასუსტებულმა ბრანჯთა სამეფომ არსებობა შეწყვიტა რეგიონში არაბების შემოსვლის შემდეგ მე-7 საუკუნის შუა ხანებში. ისტორიული წყაროებით ეგრისის პირველი ერისმთავარი იყო ბარნუკ პირველი (660 - 670 წწ.). ითვლება, რომ ბარნუკ პირველის რეზიდენცია მდებარეობდა ისტორიულ აფშილეთში, ჯიხახორას ციხეში. გამოდის, რომ ბარნუკი თავდაპირველად იყო ზღვისპირა ზოლში მდებარე აფშილეტის მთავარი. ეს ზღვისპირა სამთავრო ისტორიულად ჯერ რომის ხოლო შემდგომ ბიზანტიის მფლობელობაში შედიოდა. აფშილეთის ზღვისპირა პატარა სამთავროს მთავარი ბარნუკი სავარაუდოდ ბიზანტიის ხელისუფლებას თავდაპირველად მთელი დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლის მმართველად ყავდა დადგენილი. ბრანჯთა სამეფოს გაუქმების შემდეგ ბიზანტიის ხელისუფლებამ ბარნუკი მთელი ეგრისის ერისმთავრად დაადგინა 660 წელს. აქედან გამომდინარე ბრანჯთა სამეფომ არსებობა დაასრულა მე-7 საუკუნის 50 - იან წლებში. ბრანჯთა სამეფოს გაუქმების და დაშლის შემდეგ ბიზანტიამ თავის მფლობელობაში მოაქცია დასავლეთ საქართველო და 660 წელს დაადგინა ეგრისის ერისმთავრად საკუთარი ვასალი მმართველი - ბარნუკ პირველი. ხოლო სამხრეთი საქართველო კი არაბების მფლობელობაში გადავიდა. როგორც ვხედავთ ჰერაკლე კეისრისა და ხაკან ზიებილის ლაშქრობების შემდეგ მართალია დასუსტებული, მაგრამ მაინც ერთიანი ბრანჯთა სამეფო კვლავ აგრძელებდა არსებობას თავის ისტორიულ საზღვრებში და მოიცავდა სამხრეთ საქართველოს და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ 8 სამხედრო ოლქს. როგორც ჩანს არაბთა სარდლის ჰაბიბ იბნ მასლამას ლაშქრობების შემდეგ ბრანჯთა სამეფოს მმართველი დინასტია უარს აცხადებს არაბების მორჩილებაზე და მე-7 საუკუნის 50 - იან წლებში ბიზანტიაში მიდის ემიგრაციაში. ბრანჯთა სამეფო დინასტიას მისი 1 000 წლოვანი მმართველობის ტრადიციიდან გამომდინარე საკუთარი თავი ვერ წარმოედგინა სხვის ვასალად და აირჩია ხელისუფლებიდან წასვლა და ემიგრაციაში ცხოვრება. ამით დასრულდა ეს ვრცელი ნაშრომიც.

No comments:

Post a Comment