Tuesday, December 31, 2019

"Afanasievo culture"-ჰაპლოჯგუფ R1b-ს ინდოევროპული ვარიანტების(R1b-M269,R1b-L23,R1b-Z2103,R1b-U106,R1b-P312 და სხვა) მთავარი წყარო და სათავე.

ჩემს ძველ თემაში სათაურით "გენეტიკური კავშირები ქართველებსა და Iamnaia culture-ს უძველეს მოსახლეობას შორის და ინდოევროპელების უძველესი სამშობლო-ცენტრალური აზია" საკმაოდ ვრცლად შევეხე "afanasievo culture"-ს უძველეს ინდოევროპულ მოსახლეობას,როგორც ჰაპლოჯგუფ R1b-ს ინდოევროპული ვარიანტების მთავარ წყაროს და სათავეს.თუმცა ამჟამად გადავწყვიტე ცალკე სტატია მიმეძღვნა ამ დიდი კულტურისთვის.ხშირად ეს კულტურა რატომღაც ასოცირდება მხოლოდ სამხრეთ ციმბირის რეგიონთან,რაც საფუძვლიანად არასწორია.ჩვენ ვიცით,რომ ამ კულტურაში გარკვეული მიზეზების გამო შედარებით კარგადაა შესწავლილი სამხრეთ ციმბირის რეგიონი.ამავე დროს ძალიან არასაკმარისადაა შესწავლილი ამ დიდი კულტურის სხვა რეგიონები,რომელიც არ შედის სამხრეთ ციმბირის შემადგენლობაში.ერთერთი ძალიან ცნობილი და სერიოზული ინგლისურენოვანი რუკის მიხედვით ამ კულტურას აქვს "ვეებერთელა ბურთის"ფორმა და მოიცავს დღევანდელი რუსეთის,ჩინეთის,მონღოლეთის და ყაზახეთის რეგიონებს.ამ კულტურას ამ რუკის მიხედვით მე დავყოფ 5 დიდ რეგიონად: 1.ბაიკალის ტბის დასავლეთით მდებარე მთელი სამხრეთ ციმბირის რეგიონი და აგრეთვე სამხრეთ ციმბირის ჩრდილოეთით მდებარე ცენტრალური ციმბირის რაიონი ჩრდილოეთის განედის დაახლოებით 59-ე პარალელის გაყოლებაზე.აქ ამ კულტურის გავრცელების ჩრდილოეთი საზღვარი გადის მდინარე ენისეის ერთი დიდი შენაკადის მდინარე ანგარას ჩრდილოეთით.2.ბაიკალის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე სამხრეთ ციმბირის რეგიონი ციმბირის ქალაქ ჩიტამდე.3.აღმოსავლეთ ყაზახეთის მთელი ტერიტორია.4.მონღოლეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი დაახლოებით მისი 75%-ი.5.ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთი რაიონი,სინცზიანის პროვინციის მთელი ტერიტორია მისი უკიდურესი სამხრეთ საზღვრის ჩათვლით.თავისი ფართობიდან გამომდინარე ეს მეგაკულტურაა.ეს კულტურა თავისი ფართობით ძალიან ბევრად აღემატება "იამნაია კულტურა"-ს და აგრეთვე "Corded ware culture"-ს,თუკი ასეთ შედარებებს გავაკეთებდით.პალეოანთროპოლოგიური მონაცემებით ამ კულტურის მოსახლეობა ევროპეოიდული,იყო.აქ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ევროპეოიდული ანთროპოლოგიური ტიპები.ამ კულტურის ცენტრალური რეგიონები იყო:აღმოსავლეთ ყაზახეთი,ჯუნგარია,მონღოლეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი და ალტაისა და საიანის მთიანეთები სამხრეთ ციმბირში.უფრო ჩრდილოეთით და სამხრეთით ამ კულტურაში შემავალი რეგიონები სამხრეთ სინცზიანი და სამხრეთ ციმბირის მოსაზღვრე ცენტრალური ციმბირის რაიონი 59-პარალელამდე წარმოადგენდნენ განაპირა რეგიონებს.რაც შეეხება ამ კულტურის გენეტიკურ მონაცემებს,აღმოჩენილია რამდენიმე R1b.ამ კულტურაში დომინირებდა ჰაპლოჯგუფი R1b,ისევე,როგორც შედარებით გვიანდელ "იამნაია კულტურა"-ში.მიტოქონდრიული ხაზით კი აღმოჩენილია "დასავლეთევრაზიული ჰაპლოჯგუფები".აუტოსომური გენეტიკის ხაზით კი ეს კულტურა იდენტური იყო "იამნაია კულტურა"-სი.ამ ორი კულტურის მატერიალური არტეფაქტები ახლოს იყო ერთმანეთთან.ახლა განვიხილოთ ამ კულტურის წარმოშობის ქრონოლოგიური თარიღი.რადიონახშირბადული ანალიზის საფუძველზე ეს კულტურა მდინარე ენისეის ზემო წელზე და ალტაის მთიანეთში თარიღდება ძვ.წ.აღრიცხვის 4 000/ 3 800-2 500 წლებით.ეს თარიღი ამ რეგიონთან მიმართებაში საფუძვლიანად დადასტურებული და ცნობილია.უფრო ჩრდილოეთით მდინარე ენისეის შუა წელზე კი ეს კულტურა თარიღდება ძვ.წ.აღრიცხვის 3 300-2 500 წლებით.ეს არის ტერიტორია რომელიც გადადის ცენტრალური ციმბირის რაიონში.როგორც ვხედავთ ამ კულტურის გავრცელება ჩრდილოეთით ციმბირის სიღრმეში მოგვიანებით მოხდა.ამავე დროს უნდა აღინიშნოს ის,რომ მდინარე ენისეის ზემო წელზე და ალტაის მთიანეთში ამ კულტურის შემქმნელი მოსახლეობის დასახლებების წარმოშობა და მათი დასაფლავების წესჩვეულებების გავრცელება რადიონახშირბადული ანალიზის საფუძველზე კიდევ უფრო ადრე დასტურდება.ეს არის ძვ.წ.აღრიცხვის 4 000 წლები.აქედან ვაკეთებთ შემდეგ დასკვნას: მართალია ეს კულტურა ზოგიერთ რაიონში უფრო მოგვიანებით გავრცელდა და ეს ბუნებრივია ასეც უნდა ყოფილიყო,მაგრამ ჩვენს ხელთ არსებული ზუსტი რადიონახშირბადული ანალიზის საფუძველზე მდინარე ენისეის ზემო წელზე და ალტაის მთიანეთში ეს კულტურა ჩამოყალიბდა და სრულყოფილი სახე მიიღო ძვ.წ.აღრიცხვის 4 000-3 800 წლებში,ამიტომაც ამ კულტურის წარმოშობის თარიღად 4 000-3 800 წლები უნდა ჩაითვალოს.ეს არის ენეოლითის ეპოქა,რომელიც წინ უსწრებდა ადრებრინჯაოს ხანას.თუმცა არაა გამორიცხული ისიც,რომ მომავალში აღმოსავლეთ ყაზახეთის,მონღოლეთის და ჯუნგარიის სტეპების დამატებითი საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ამ კულტურის წარმოშობის თარიღი კიდევ უფრო დაძველდეს და გადავიდეს ძვ.წ.აღრიცხვის მე-5 ათასწლეულში.თუმცა ეს უკვე მომავალი კვლევების საქმეა.როგორც ჩანს,დაახლოებით 6 000 წლის წინ მონღოლეთის,აღმოსავლეთ ყაზახეთის და ჯუნგარიის სტეპებში მცხოვრებმა ადგილობრივმა უძველესმა ინდოევროპულმა ტომებმა ტერიტორიული გაფართოება დაიწყეს როგორც ჩრდილოეთით ისე სამხრეთით.ისინი შეიჭრნენ სამხრეთ ციმბირის რეგიონში და თავდაპირველად დაიკავეს უშუალოდ სამხრეთ ციმბირის რეგიონი,ალტაისა და საიანის მთიანეთები.უფრო მოგვიანებით კი მათ თავიანთი კულტურა გაავრცელეს კიდევ უფრო ჩრდილოეთით ციმბირის სიღრმეში,ჩრდილოეთის განედის დაახლოებით 59-ე პარალელის გაყოლებამდე.ხოლო სამხრეთით კი თავიანთი კულტურა გაავრცელეს სინცზიანის პროვინციის სამხრეთ რაიონზე.ამ კულტურის მოსახლეობაში დომინირებდა ჰაპლოჯგუფ R1b-ს ინდოევროპული ვარიანტები.თუმცა ეს ისეთი რეგიონია,რომ არ შეიძლება წარმოდგენილი არ ყოფილიყო ჰაპლოჯგუფი R1a-ც.ამ კულტურის მოსახლეობის ზოგიერთ ჯგუფებში უეჭველად საკმაოდ უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი ჰაპლოჯგუფი R1a.აგრეთვე ზოგიერთ ჯგუფებში წარმოდგენილი იქნებოდა უძველესი პალეოციმბირელების ერთერთი ჰაპლოჯგუფი Q.ეს ჰაპლოჯგუფი დღეს სამხრეთ სკანდინავიაში 4%-ს აღემატება.როგორც ჩანს ჯერ კიდევ ნეოლითის ხანაში აღმოსავლეთ ყაზახეთის,ჯუნგარიის და მონღოლეთის სტეპებში არსებობდა ჰაპლოჯგუფ R1b-ს გავრცელების ძლიერი კერა,რომელსაც მოგვიანებით ენეოლითის ხანაში მოყვა "afanasievo culture"-ს წარმოშობა.ჰაპლოჯგუფ R1b-ს მთავარი ინდოევროპული ვარიანტების R1b-Z2103,R1b-U106 და R1b-P312-ის სამშობლო ნაპოვნია.ეს არის აღმოსავლეთ ყაზახეთის,ჯუნგარიის და მონღოლეთის სტებები.სადაც მათ დაახლოებით 6 000 წლის წინ უკვე ქონდათ შექმნილი საკუთარი ლოკალური "გენეტიკური სექტორები".აქ იყო ძლიერი გენეტიკური სექტორი სადაც დომინირებდა R1b-Z2103.აგრეთვე იყო "პროტოგერმანული გენეტიკური სექტორი"სადაც დომინირებდა R1b-U106,და იყო "პროტოკელტური გენეტიკური სექტორი",სადაც დომინირებდა R1b-P312.ამ მთავარ გენეტიკურ სექტორებზე დაიწყო გავრცელება "აფანასიევსკაია კულტურა"-მ.მოგვიანებით აქედან მოხდა ამ ჰაპლოჯგუფების გავრცელება დასავლეთის მიმართულებით.დასავლეთის მიმართულებით მომხდარი ერთერთი ფართომასშტაბიანი მიგრაციის შედეგად აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში ძვ.წ.აღრიცხვის 3 200 წლებში წარმოიშვა "Iamna culture".როგორც ქრონოლოგიური მონაცემები თვალნათლივ გვიჩვენებს "afanasievo culture"დაახლოებით 600-800 წლით უფრო ძველია ვიდრე "Iamna culture".ეს ფაქტია,რომელსაც ვერსად გავექცევით.ბუნებრივია ამ დიდ "afanasievo culture"-ში იყო ლოკალური ადგილობრივი კულტურული ვარიანტები.ბრიტანეთის კუნძულებზე არსებობს დიდი "გერმანული გენეტიკური სექტორი"სადაც დომინირებს R1b-U106.აქ აგრეთვე არსებობს ლოკალური კელტური გენეტიკური სექტორები,სადაც დომინირებს R1b-P312, ეს არის ირლანდიის,შოტლანდიის და უელსის რეგიონები.ეს "გენეტიკური სექტორები"უკვე მრავალია საუკუნეა უცვლელად არსებობენ ერთმანეთის გვერდით.დაახლოებით ასეთი მდგომარეობა იყო 6 000 წლის წინ "afanasievo culture"-ს უზარმაზარ ტერიტორიაზე,სადაც არსებობდა R1b-Z2103,R1b-U106 და R1b-P312-ის "გენეტიკური სექტორები". რაც შეეხება უშუალოდ ჰაპლოჯგუფ R1b1a2-M269-ს,ის წარმოშობილი უნდა იყო სამხრეთ ციმბირის რეგიონში დაახლოებით 14 000 წლის წინ,საიდანაც შემდეგ გავრცელდა სამხრეთით მდებარე სტეპების ზონაში.ამავე სამხრეთ ციმბირის ტერიტორიაზე არის წარმოშობილი ჰაპლოჯგუფი R დაახლოებით 30 000 წლის წინ.მისი უძველესი ნიმუში ნაპოვნია ამ რეგიონში ბაიკალის ტბის სიახლოვეს და მისი ასაკი 24 000 წელია.ასეთია "afanasievo culture"-ს ამ მართლაც მეგაკულტურას მოკლე ისტორია და მიმოხილვა..

No comments:

Post a Comment