Sunday, June 23, 2024
ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობის ტერმინები ქართულ ენაში და პროტო-ქართველთა და ქართველთა მოკლე ისტორია ძვ. წ.აღრ. 1 700 - ახ.წ.აღრ. 650-იან წლებში.
ჩემს ერთერთ კვლევაში მე ზეპირი და მარტივი მეთოდით მოვიძიე დაახლოებით 520 ინდოევროპულ იბერიული ტერმინი რომელიც შესულია ძველ და ახალ ქართულ ენებში. გარდა ამისა ბოლო დღეებში მე კვლავ ასეთივე ზეპირი და მარტივი მეთოდით მხოლოდ რამდენიმე დღეში კვლავ დამატებით მოვიძიე რამდენიმე ათეული ახალი ტერმინი. აი ეს ტერმინები აიტვირთება თანდათან ამ თემაშიც ამ დღეების მანძილზე. ეს ტერმინებია: არი ari, aris და ინგლისური are. უკვე გაირკვა თუ რატომ ახასიათებდა ქართულ ენაში ტერმინებს ხშირად დაბოლოება "არი". .მაგალითად, აბგ-არი, მხატვ-არი, ნასახლ-არი, ბუხ-არი და ასე შემდეგ. ეს ყოფილა ინდოევროპულ-იბერიული ენიდან გადმოსული მემკვიდრეობა. ქართული "არი" ari და ინგლისური are შინაარსობრივად მონათესავე ტერმინებია. დღევანდელ თანამედროვე ქართულ ენაში იხმარება ტერმინი და ბოლოსართი "არი" ari, ხოლო ძველ ქართულ ენაში ეს ტერმინი და ბოლოსართი იყო "არ" ar. "კაბა" kaba და სლავური iubka. "კალთა" kalta და ინდოევროპულ ენებში kofta. "შველა" shve-la და ინგლისური save. "სინჯი" sinji და ჩეხური snaz se. "ალი" ali (ცეცხლის ალი, ალისფერი, მკვეთრად წითელი) და სლავური ali ანუ მკვეთრად წითელი ფერი. "ბალი" bali (კურკოვანი მცენარე) და ინგლისური ball. ინდოევროპულ-იბერიული "ალუბალი" alu-bali (კურკოვანი ძალიან წითელი ფერის ნაყოფით მცენარე). "ფესვი" fes-vi (ფუძეა "fes") და ინგლისური base. "ცური" tsuri და გერმანულ ენებში jugur, yver, uier, jur, juver. ქართულ-მეგრულ ენებში ტერმინები "უღელი" ugh-eli და "უღუ" ughu და სლავური igo, უნგრული iga. გერმანულ ენებში yoke, juk, ag, ok, ioch, ak. რომანულ ენებში yogo, giogo, jugo. "ხრტილი" khrtili და ინგლისური cartilage. "ქურა" qura (ძველ საქართველოში ეწოდებოდა სამჭედლოს ღუმელს და თანამედროვე ქართულშიც იხმარება სხვადასხვა სახის ღუმელის სინონიმად) და ინგლისური cooker. მეგრული "ბეჟელი" bezheli და ინგლისური bleat. მეგრული "ფუშე" fushe (ეწოდება რაიმე ფხვიერ ნივთიერებებს) და სლავური farsh. "ლასტი" lasti (ძველად ნიშნავდა ხელოვნურად დამზადებულ თხელ და ბრტყელ ფართო საგნებს) და სლავური list. "ცელი" tseli (ბალახის სათიბი საგანი) და ინგლისური scutre. მონათესავე ტერმინებია სლავურ ენაშიც. "ყავარი" kavar-i (ძველ საქართველოში ხის მასალისგან დამზადებული სახლის სახურავი. ტერმინების შედარებისას დაფიქსირდა რამდენჯერმე, რომ ინდოევროპულ-იბერიული ენიდან გადმოსულ ტერმინებში ზოგჯერ ასო-ბგერა "კ" ტრანსფორმირდება ასო-ბგერა "ყ" - დ. ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი "kavar" ქართულ ენაში გახდა "ყავარ") და ინგლისური caver (სახურავი), სლავური krov. "კომბოსტო" kombosto და ინდოევროპულ ენებში kapusta, kupus, cabage. ამ ტერმინების მონათესავე ტერმინები გვხვდება ზოგიერთ ირანულ-ენოვან ეთნიკურ ჯგუფებშიც. "სირისტი" siristi და სლავური siroi, შვედური suro (ნედლი ხე. სხვათაშორის ქართულ ენაშიც "სურო" suro ეწოდება ხვიარა მცენარეს, რომელიც ეხვევა და მთლიანად ფარავს ხეს). აქ საინტერესოა თევზის ორი სახეობის ტერმინოლოგია. ერთი ეს არის "კობრი" kobr-i, ინდოევროპულ ენებში carp. ვარაუდობენ, რომ ტერმინი carp გერმანული წარმოშობისაა. ჩვეულებრივი კობრის გავრცელების არეალია შავი, კასპიის და არალის ზღვების არეალი. უძველესი ერთმანეთის მონათესავე ინდოევროპული ტერმინები "კობრი" kobr და carp სწორედ შავი და კასპიის ზღვების მდინარეების აუზშია წარმოშობილი iamna culture-ს ინდოევროპელ ტომებში. ეს მდინარეებია ვოლგა, დონი და დნეპრი. სწორედ ამ რეგიონებიდან იღებს სათავეს ინდოევროპულ-იბერიული kobr. აქედან გაავრცელეს მოგვიანებით ინდოევროპელმა ტომებმა ეს ტერმინი ევროპის მთელ კონტინენტზე. მეორე თევზის ინდოევროპულ-იბერიული სახელწოდებაა "კარჩხანა" karchkhana და ლათინური carassius. ეს თევზი ფართოდაა გავრცელებული ყველგან. ქართულ-მეგრულ ენებში "გესლი" gesli (შხამი), "კოლო" kolo და სლავური kislii. "ბაღი" bagh-i და ინგლისური park. "შრე" shre და გერმანული schicht, სლავურ ენებში shar, sloi. "ალაგი" alagi და გერმანულ ენებში laag, lag, lager. "კოჭლი" kochli და რომანულ ენებში coxo, coix. მეგრული "ქულა" qula (კოჭლი) და უკრაინული kulgavii. ქართულ-მეგრულ ენებში "კვართი", "კუართი" kuarti (პერანგი), "კურთა" kurta (საცვალი) და გერმანულ - სკანდინავიურ ენებზე skjorta, skjorte, skurtu. მეგრული "ტროღუა" trogh-ua (ქიშპობა, გაჯიბრება, მტრობა) და სლავური trogat, ინგლისური touch, რომანულ ენებში tocar, tocco. ამ ტერმინებთან ნათესაურ კავშირშია ქართული ტერმინები "მტერი" m-ter-i და "მტრობა" m-tro-ba (ფუძეა tro, ter). "ტრაბახა" trabakha და სლავური trepach. "პრანჭია" pranchia და ინგლისური prude. მეგრული "რავუა", დრავუა" ravua, dravua და ინგლისური drive. "ქურქი" qurqi და ინგლისური coat. ქართულ-მეგრულ ენებში "ბუნდღა" bundgha (ცხოველის ან ფრინველის ბეწვი ან ბუმბული) და უნგრული bunda, ჰოლანდიური buntjas, სერბიული bunda. "ვიცი" vitsi და გერმანულ ენებში ich weis, ieg vet, ik veet, სლავურ ენებში ia viem, viem, vem, vim. ქართული "ფუფუა" fufua (ავადმყოფობა), მეგრული "ფუფული" fuFul-i (მუწუკი) და ინგლისური pimple (მუწუკი). "ფანტვა" fant-va და ინგლისური spend. "ანთება" ant-eba და ინგლისური hot. მეგრული "ფურე" fure (ცხელი) და ინგლისური fever. "ყრუ" kru და ფინურ-ესტონური kuuro, kurl, ლატვიურ-ლიტვური kurls, kursjas. "შაშვი" shash-vi და ინგლისური thrashi. "მაჩვი" mach-vi და ფინურ-ესტონური mager, mayra. "ხილვა" khil-va და ინდოევროპულ ენებში hallu-cination. "ნაკადი" na-kad-i (ფუძეა kad. წყლის სწრაფი დინება) და ლათინური cader, ინდოევროპულ ენებში cas-cad. "ყური" kur-i და ფინურ-ესტონური korva. გერმანულ ენებში ora, ore, ohr, eyra, oor. რომანულ ენებში orella, oreja, orechio, ureche. "რობუ" rob-u (აღმოსავლეთ სამეგრელოში ნიადაგის ჩაღრმავებული ადგილი სადაც წყალი ხშირად დგას) და სლავური rov, riv. გერმანულ ენებში graben, grof, wall-grav. "ფოსო" foso (ჩაღრმავებული ადგილი ნებისმიერ ადგილას, ღრუ) და ვალიური foss. რომანულ ენებში foso, foxo, fossoto, fosat, fosa. "ხორხი" khorkhi და ისლანდიური koki. "ხახა" khakha და გერმანული Rachen (გამოითქმის როგორც "ხახენ). "ელენთა" elenta და ლათინური lien, ინგლისური spleen, სლავური selezionka. "ბეჭი" bechi და ინგლისური back. ქართულ-მეგრული "სმა", შუმა" sma, shuma და გერმანულ ენებში suck, suge, sjuga, saugen, suga, უნგრული sziv, რომანულ ენებში succhiare, cucer, სლავური sosat, smuchat, ssac. "ქალი", "გოგო" qal-i, gogo და ინგლისური girl. "თამაში" tamashi და ინგლისური toy. მეგრული "ლააფი" laafi და ინგლისური pley. "ფითხი" fitkhi და ინგლისური putty. ძველ ქართულ ენაში "ფრიადი" friad-i (დიდი, ძლიერი, მრავალი) და ინგლისური proud. "ქოჩორი" kochor-i (ხშირი თმა თავზე) და ინგლისური kerchief. "ქეჩა" kecha (შალის საფენი) და ინგლისური kerchief. "შხაპი" shkhapi და ინგლისური showor (გამოითქმის "შავაა). " თაჯი" taji (ძველ საქართველოში მეფეების და მეომრების თავსაბურავი) და ინგლისური headgear. "სანთელი", "სინათლე" santeli, sinatle და ინგლისური saint, რომანულ ენებში santo, sant, smo, sfant, saint, სლავური sviatii, svetas და ასე შემდეგ. "ჭიმვა" chim-va და სლავური jimat. "კორტნა" "კრტნა" kortna, krtna და გერმანული krat-zen. "კრიახი" kriakhi და ინგლისური cluck. "ჭოკი" chok-i და გერმანული stock. "კნავილი" knavil-i და ინგლისური caw. "ყრანტალი" krantal-i და გერმანული krachzen. "ქეცი" qets-i და გერმანული kratze. "მუნი" mun-i და ინგლისური mang. "ყვავი" kvav-i და ინგლისური crow. "მკვრივი" m-kvriv-i (მაგარი. ფუძეა kvriv) და გერმანული kraftig, ვალიური cruf, სლავური krepkii. ამ ტერმინისგან უნდა იღებდეს სათავეს ტერმინი "კრივი" krivi (ბოქსი). "მუშტი-კრივი" ანუ "მაგარი მუშტი". "ჩარჩი" charch-i (სპეკულიანტი, გადამყიდველი, ვაჭარი) და ინგლისური shark. "გმინვა" gmin-va და ინგლისური groan. "სველი" svel-i და დანიური skule (წყლის გავლება, დასველება). მეგრული "შოლუა" sholua (დასველება წყლით) და ისლანდიური skola, ნორვეგიული skulle. "სუნი" suni და ბასკური "usaine. მეგრული "შური" shuri (სუნი) და პორტუგალიური chero. მონათესავე ტერმინებია ზოგიერთ სხვა რომანულ ენებშიც. "ჭერი" cheri და სლავური cherdak. "ქოლვა" qol-va და ინგლისური quell. "კრუნჩხვა" krunchkh-va და ინგლისური crunch. "ღრღნა" ghrgh-na (ორიგინალ იბერიულ ენაზე grig-na) და სლავური grizt, griz. "ჩიჩქნა" chichq-na და ინგლისური chew. "შუილი" shuili და სლავური shum. "ტკეპნა" tkep-na და ინგლისური tamp, სლავური toptat. "ფუქსავატი" fuqsavat-i და ინგლისური frivolous. "კანჭი" kanch და ინგლისური calf. "ქცევა" qce-va (ფუძეა qce) და ლათინური aktio, გერმანული akte, ინგლისური action, სლავური akcia. "ხრჩობა", "ხჩობა" khcho-ba (ფუძეა khcho) და ინგლისური choke. "ქურთუკი" qurtuk-i და ლათინური curtus, ინგლისური coat, სლავური kurtka. ეს ტერმინი "ქურთუკი" აშკარად პირდაპირ კავშირშია მეორე უძველეს ძველ ქართულ ტერმინთან "კუართი"(პერანგი). "ლილა" lila (მოლურჯო-იისფერი საღებავის ფხვნილი ძველ და თანამედროვე საქართველოში) და გერმანული "lila" (იისფერი). "ფილთა" filta (კაჟი. კაჟის ქვის სინონიმი. "ფილთა-ქვა" ანუ "კაჟის ქვა") და ინგლისური flint (კაჟი). ეს ტერმინი უძველესია და შესაძლებელია ქვის ხანიდან იღებს სათავეს, როცა ადამიანების იარაღების მთავარი მასალა "კაჟი" ანუ "ფილთა" იყო. "კაჟი" kazhi და სლავურ ენებში kremen, kamen, kamk. ლატვიური krams. უნგრული ko, kovako. ვალიური karrage. მეგრული "კირტე" kirte (ყბა) და გერმანული kiefer (გამოითქმის, როგორც "კიფა). "ქვირითი" qviriti (თევზის ქვირითი) და ინდოევროპულ ენებში caviar. ამ ინდოევროპულ-იბერიული ტერმინიდან იღებს სათავეს აგრეთვე მეორე ქართული ტერმინი "კვერცხი" kver-ckhi (ფუძეა "kver). "ქარაფი" qaraf-i და დანიური kippe, ირლანდიური carraig, მაკედონიური karpa. "ჰანგი" hang-i (სიმღერის და მუსიკის ხმა) და უნგრული hang (ხმა). "პური" pur-i და რუმინული porumb (მარცვალი). შესაძლებელია ამ ქართულ-რუმინულ ტერმინებთან კავშირშია სლავური ტერმინი pir, pirshestvo). ქართული "ფურნე" furne (საცხობი) და იტალიური forno.(ჩვენ უკვე ავღნიშნეთ რომ მეგრულ ენაზე "fure" და ინგლისურ ენაზე fever ნიშნავს "ცხელს". ამ უძველესი ინდოევროპული ტერმინებიდან წარმოიშვა ქართულ და მეგრულ ენებში ტერმინი "ფურნე" furne (საცხობი). "ბუხარი" bukhari და გერმანულ ენებში bakeri, bakkerij, bageri, bakari, backerei საცხობი). ამ ტერმინების მონათესავე ტერმინები ფართოდაა გავრცელებული სლავურ და რომანულ ენებშიც. ეს უძველესი ინდოევროპული ტერმინია. "ღრიალი" ghriali (ორიგინალ ინდოევროპულ-იბერიულ ენაში griali) და ინგლისური growl. "თავი" tav-i (თავი, მთავარი, წამყვანი, პირველი და ასე შემდეგ) და ინგლისური top (გამოითქმის "თაფ" tap). "აბეზარი" abezar (ტერმინის ფუძეა იბერიული abez, რომელსაც ემატება ინდოევროპულ-იბერიული ar და ვღებულობთ abez-ar) და ინგლისურ-ფრანგული ტერმინი abuse, abuser. ცნობილი ქართული სპორტული გამარჯვების სიმბოლო და შეძახილი "ლელო" lelo. მე-20 საუკუნის ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მკვლევარი ნიკო მარი გვიყვება, რომ ბასკეთში ბასკები ბურთის გატანის დროს იძახიანო "lelo". რომის იმპერატორ ოქტავიანეს ლაშქრობის დროს ნიკო მარის გადმოცემით ბასკები ბრძოლის დროს ყვიროდნენ თურმე lelo il lelo. ბასკეთშიც ეს ტერმინი ძველად გამარჯვების ყიჟინა ყოფილა. თუ ნიკო მარის ცნობები სწორია, მაშინ მე ისღა შემიძლია დავამატო, რომ ეს ტერმინი lelo ქართველთა წინაპრებს იბერებს შემოუტანიათ იბერიის ნახევარკუნძულიდან კავკასიაში. "როკვა" rok-va (ფუძეა rok - სხეულის მოძრაობა მუსიკაზე, ცეკვა ) და ინგლისური rock (rock en rol). აქ აშკარად და გამოკვეთილად ვხედავთ, რომ ძვ.წ.აღრ. მე-4 ათასწლეულში უძველესი ინდოევროპელი ტომების ენაზე ცეკვას ერქვა rok. "კრიახი" kriakh (ხმაური, აურზაური, ყაყანი და სხვა მრავალი) და გერმანული krach (ხმაური, ხმამაღალი კამათი არასასიამოვნო ტონით). "ქსელი" qsel-i (ბადე, ობობას ქსელი და ასე შემდეგ) და გერმანიკულ ენებში cell, cel, celle, zelle, სლავური set, setka. მონათესავე ტერმინები არის რომანულ და კელტურ ენებშიც. "ველური" vel-ur და გერმანულ ენებში wild, vild, vill, villtur. "რკინა" rkin-a და ინგლისური iron. ამ ლითონის სახელი 3 000 წლის წინ ცენტრალურ-ევროპულ urnfield culture-ს შემადგენლობაში შემავალ პროტო-იბერიულ და პროტო-გერმანულ ტომებში დაახლოებით შემდეგნაირად გამოითქმებოდა: rkin, aerkin, aerin, rin და ასე შემდეგ. ამ ტერმინებს ენათესავება ინგლისური ტერმინი keen (გამოითქმის kina და ნიშნავს "ბასრი", "მჭრელი", "ძალიან ალესილი". შეადარეთ ქართული "rkina", მეგრული "kina"(რკინა)). ეს ნიშნავს იმას, რომ 3 000 წლის წინ urnfield culture-ს ტომებში ბრინჯაოსთან ერთად უკვე არსებობდა რკინის მეტალურგიულად დამუშავების ტექნოლოგია. "რიხი" rikh-i (ქედმაღლობა, მედიდურობა, მბრძანებლური საუბარი, მკაცრი გამოხედვა) და გერმანული reich, ძველი გერმანული rihhi, rikz (მფლობელობა, ბატონი, მმართველი). აშკარად ვხედავთ, რომ ამ იბერიულ და ძველგერმანულ ტერმინებს უძველესი საერთო წარმომავლობა აკავშირებთ. დღევანდელ ქართულ ენაში ეს ტერმინი ყველა მიმართულებით ასოცირდება ქედმაღლობასთან, მედიდურობასთან, სიძლიერესთან, მბრძანებლობასთან. ამავე დროს ძველგერმანულ ენებში ამ ტერმინის მონათესავე ტერმინები დაკავშირებულია მმართველთან, ბატონთან, მმართველობასთან. ამ იბერიულ და გერმანულ ტერმინებთან ნათესაობაშია ლათინური rex. ეს ტერმინები სათავეს უნდა იღებდეს უძველესი ინდოევროპელებისგან სადაც ის გამოიყენებოდა ტომის ბელადების ან ტომთა კავშირების მეთაურებთან მიმართებით. ჩემი აზრით ამ იბერიულ-გერმანულ-ლათინურ უძველეს ტერმინებთან შორეულ ნათესაობაში უნდა იყოს სლავური ტერმინი "რუს" Rus. ვიცით, რომ არსებობდა პოლიტიკური ერთეული "კიევის რუსეთი" Kievskaia rus. შესაძლებელია ეს სახელწოდება თავიდან იშიფრებოდა როგორც "კიევის მფლობელობა", "კიევის ძალაუფლება", "კიევის მმართველობა". შემდგომ კი ეს ტერმინი გავრცელდა მის მოსახლეობაზე. ამ ტერმინის წარმოშობის უამრავი ვერსიები არსებობს და ეს ვერსიაც შეიძლება მიღებულ იქნას, როგორც ერთ-ერთი ვერსია. ამ ვერსიით პროტო-სლავურ-ბალტიურ ტომებში ამ ტერმინის ადრეული ფორმა უნდა ყოფილიყო "Ruks", რომელიც დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა და გახდა "Rus". ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ იბერიულ-გერმანულ-რომანული ენები უხვადაა გაჯერებული სლავურ ენებთან მონათესავე ტერმინებით. ამ ინდოევროპულ ტერმინებთან ნათესაობაშია აგრეთვე ძველი ირლანდიური Red (მეფე). რაც შეეხება ანტიკური ეპოქის ბრანჯთა სამეფოში ეს ტერმინი "რიხ" rikh უნდა იყოს "მეფის" სინონიმი და გამოიყენებოდა ბრანჯთა მეფის ერთერთ სინონიმად, მაგალითად როგორც შუა საუკუნეებში ტერმინები "ხელმწიფე", "მბრძანებელი" გამოიყენებოდა მეფის სინონიმებად. ძველ გერმანულ ტომებში ეს ინდოევროპულ-იბერიული "რიხ" ზოგჯერ გამოიყენებოდა პირად სახელებში, მაგალითად "თეოდო-რიხ"("თეოდ"- ხალხი და "რიხ" მმართველი, ანუ "ხალხის მმართველი". "ალა-რიხ" ("ალ"-ყველა, ყველაფერი და "რიხ" - მმართველი ანუ "ყველას მმართველი"). "მონა" mona (ძველ ქართულ ენაში სხვაზე დამოკიდებული და სხვისი მორჩილი ადამიანი) და ლათინური minus, minor, სლავური mene, menshe, menshii. ძველი ირლანდიური menb, გერმანელი გოთების mins, miniza, ძველი ინდური minati. როგორც ჩანს უძველესი ინდოევროპელი ტომების ენაზე ეს იყო კნინობითი ტერმინი. ამ ტერმინისგან წარმოიშვა ევროპაში ძველად ტერმინი "მინისტრი" minister (მსახური). "ღმერთი" gmert, მეგრული "ღორონთ" goront (კვლევებიდან ჩანს, რომ ინდოევროპულ-იბერიულ ენიდან ქართულ ენაში გადმოსულ ტერმინებში ხშირად ასო-ბგერა "გ" ტრანსფორმირდებოდა "ღ"-დ. ამ ორი ქართულ-მეგრული ტერმინების შემთხვევაშიც ასე მოხდა) და გერმანიკულ ენებში god, gud, guo, gott. გერმანიკულ ენებში ეს ტერმინები გამოითქმის როგორც "გოდ", "გოთ", "გუთ", გოთთ" და ლექსიკურ ნათესაობაშია ზემოთხსენებულ ქართულ-მეგრულ ტერმინებთან. ქართულ-მეგრული და გერმანიკული ტერმინების ერთმანეთთან შედარებით ამ ტერმინის უძველესი ინდოევროპულ-იბერიული ფორმა უნდა ყოფილიყო "გორთ" gort და ასე წარმოთქვამდნენ ამ რელიგიურ ტერმინს იბერიელთა შორეული წინაპრები 5 000 წლის წინ. ამ უძველესი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინის მეორე სინონიმია ქართულ ენაში "უფალი". ძალიან დიდი ალბათობით ეს "უფალი" არ არის ინდოევროპული და არაინდოევროპულია. ამ იბერიულ და გერმანიკულ უძველეს რელიგიურ ტერმინებს უნდა უკავშირდებოდეს სლავური ტერმინი gordii (ამაყი, ქედმაღალი). უძველესი წარმართული ღმერთები გამოირჩეოდნენ ქედმაღლობით და ამპარტავნობით და ღმერთების აღმნიშვნელი ეს ტერმინი შემოდის სლავურ ლექსიკონში, როგორც ამაყი და ამპარტავანი ადამიანის სინონიმი. როგორც ჩანს უძველესი პროტო-სლავურ-ბალტიურ ტომებში ღმერთის აღმნიშვნელი ტერმინი იყო gord, რომელიც მოგვიანებით ჩაანაცვლა მეორე სინონიმმა "bog". "ტომი" tom-i (ეთნიკურ-სოციალური ჯგუფი) და გერმანიკულ ენებში stam, stamme, stamm. კვლევები გვიჩვენებს, რომ იბერიულ-გერმანიკულ-რომანულ-სლავურ ენებს თავიანთ ლექსიკონში ძალიან ბევრი მონათესავე ტერმინები აქვთ. ამ მხრივ ცოტა განზე დგას კელტური და სომხური ენები. ამისი მიზეზი უნდა იყოს ის, რომ კელტურმა ენამ ევროპის კონტინენტზე უძველეს დროში ძალიან ბევრი არაინდოევროპული ტერმინები შეითვისა. ასევე ძალიან ბევრი არაინდოევროპული ტერმინები აქვს შეთვისებული სომხურ ენასაც უძველეს დროში სხვადასხვა რეგიონებიდან. ამიტომაც კელტური და სომხური ენების ლექსიკონი მნიშვნელოვნად განსხვავდება იბერიულ-გერმანიკულ-რომანულ-სლავური ენების ლექსიკონისგან. და ბოლოს იბერთა ერთ-ერთი დიდი ტომის სახელი "ბრანჯ", ასეთი ფორმით არის ის შემონახული შუა საუკუნეების ქართულ მატიანეში. ჩემი ვერსიით ამ უძველესი ინდოევროპული ტომის სახელს უნდა უკავშირდებოდეს ინდოევროპულ ენებში ფართოდ გავრცელებული სახელი "ბრინჯ-აო" ანუ bronze, bronza, bronz და ასე შემდეგ. ამ ვერსიით ამ უძველესი ინდოევროპელი ხალხის წიაღში განსაკუთრებით ფართოდ განვითარდა და გავრცელდა ძვ.წ.აღრიცხვით მე-4 ათასწლეულში ბრინჯაოს ლითონის წარმოება და შემდგომ გავრცელდა სხვა მეზობელ ინდოევროპელ ტომებში. ამით დაედო საფუძველი ბრინჯაოს ხანას. ამ უძველესი ტომის სახელი იმ შორეულ ეპოქაში იყო branj ან bronj. ვერსია ძალიან სერიოზულია, რომელიც გამყარებულია შემდეგი არგუმენტებით: 1. ამ ტომის სახელი და ამ ლითონის სახელი თითქმის იდენტურია და მხოლოდ მცირე ტრანსფორმაციას განიცდის დროის გავლენით. 2. ეს ტომი ინდოევროპული უძველესი ტომია, რომლის ენა მჭიდრო ნათესაობაშია გერმანულ-რომანულ-სლავურ ენებთან განსაკუთრებით კი გერმანიკულ ენებთან და თანამედროვე გაგებით ერთ-ერთი "გერმანიკული" ენაა. 3. ამ უძველესი ინდოევროპული ტომის მთავარი ჰაპლოჯგუფი იყო R1b-z2103, ეს ის ჰაპლოჯგუფია, რომელიც დომინირებდა ძვ.წ.აღრიცხვით მე-4 ათასწლეულში iamna culture-ს და afanasievo culture-ს მოსახლეობაში. ამ კულტურებში ფართოდ განვითარდა ბრინჯაოს დამუშავება. იმ შორეულ ეპოქაში ტერმინი branj ან bronj არ იქნებოდა მხოლოდ ერთი ტომის სახელი. ლოგიკურად თუ მივუდგებით ეს უნდა ყოფილიყო ერთი დიდი ეთნოსის, ანუ რამდენიმე ტომის გაერთიანების სახელი. ეს უნდა ყოფილიყო იმ ტომების საერთო სახელი რომლებიც ცხოვრობდნენ მდინარე დონის აუზში და შედიოდნენ iamna culture-ს შემადგენლობაში. რადგან ამ ტომთა გაერთიანებაში განსაკუთრებით ფართოდ განვითარდა ბრინჯაოს წარმოება ამიტომ ამ ეთნოსის სახელი ეწოდა ამ ლითონს. აქ საუბარია არა ამ ლითონის გამოგონებაზე, არამედ ამ ლითონის წარმოების ფართოდ განვითარებაზე ამ ეთნოსში შემავალ ტომებში. ეს ტომები გარდა ამ ლითონის დამუშავებისა ბუნებრივია ეწეოდნენ მის ექსპორტს მეზობელ ინდოევროპელ ტომებშიც და ასე გავრცელდა ეს ტერმინი. თვითონ ტერმინი "ბრანჯ" ან "ბრონჯ" ჩაისახა ცენტრალური აზიის სტეპებში "afanasievo culture-ში და მოგვიანებით გადმოდის აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში ანუ iamna culture-ში. მოგვიანებით ამ ეთნოსის საერთო სახელი შემოინახა მხოლოდ ერთ-ერთმა კონკრეტულმა იბერიულმა ტომმა. ან მეორე ვერსიით შეიძლება პირიქით ამ ლითონის სახელი უწოდეს იმ ეთნიკურ ტომებს სადაც განსაკუთებით ფართოდ გავრცელდა ამ ლითონის დამუშავება და ექსპორტი. ესეც მისაღები ვერსიაა. ჩემი მოსაზრებით ეს მეორე ვერსია უფრო რეალურია და პირიქით ამ ლითონის სახელი bronj უწოდეს მეზობლებმა იმ ეთნოსს სადაც განსაკუთრებით განვითარდა ბრინჯაოს წარმოება და ექსპორტი. ამავე დროს უფრო რეალური ვერსიაა, რომ ამ ეთნოსს მეზობლებმა უწოდეს "ბრონჯ", "ბრანჯ" არა ადრე ბრინჯაოს ხანაში, არამედ უფრო გვიან ანუ გვიან ბრინჯაოს ხანაში სადღაც ცენტრალურ ევროპაში, სავარაუდოდ ალპების რაიონში. ეს ის პერიოდია როცა ძალიან განვითარდა ლითონის იარაღების დამზადება. მეომრებმაც დაიწყეს ბრინჯაოს მძიმე აღჭურვილობის გამოყენება. ეს ინდოევროპული ეთნოსი როგორც ჩანს მაშინაც გამოირჩეოდა კარგი საომარი იარაღების და ბრინჯაოს მძიმე აბჯარ-ჯავშანის ტარებით და დამზადებით. ამიტომაც მას უწოდეს "ბრონჯ" ანუ "ბრინჯაოს კაცი". თავიდან ალბათ უწოდებდნენ "ბრინჯაოს კაცი", "ბრინჯაოს ხალხი". შემდგომ ეს მეტსახელი შეიკვაცა და დარჩა "ბრონჯ" ანუ "ბრანჯ". საკმაოდ სერიოზული არგუმენტებია. აი ეს დაახლოებით 110 ახალი ტერმინი დაემატა ჩემს მიერ ადრე მოძიებულ დაახლოებით 520 ინდოევროპულ-იბერიულ ტერმინს და მათი საერთო რაოდენობა გახდა დაახლოებით 630 ტერმინი. დავასრულებ ამაზე. თუ კი მომავალში გამოჩნდება დამხმარედ ძველი ქართული ლექსიკონის სპეციალისტი მაშინ გავაგრძელებ მუშაობას და ტერმინების რაოდენობა მაქსიმუმ 2 თვეში გაიზრდება, დამუშავდება და გახდება დაახლოებით 1 000 ტერმინი. რა თქმა უნდა 1 000 ტერმინი ზღვარი არაა, უბრალოდ მომყავს პირობითად როგორც მინიმალური ციფრი. ის ფაქტი, რომ ჩემს მიერ ადრე მოძიებული 520 ტერმინის შემდეგ მხოლოდ რამდენიმე დღეში ზეპირი და მარტივი მეთოდით დაახლოებით 100 ახალი ტერმინი იქნა დამატებით მოძიებული აშკარად მეტყველებს იმაზე, რომ ასეთი ტერმინების რაოდენობა კიდევ ძალიან ბევრია. წინასწარ რთულია თქმა თუ კიდევ რამდენი ტერმინის მოძიება შეიძლება. იმისი თქმა შემიძლია, რომ უეჭველად 1 000 - ზე უფრო ზევით იქნება და საფუძვლიანი მასშტაბური გამოკვლევის შემდეგ მინიმუმ 1 200 ტერმინი მაინც იქნება საერთო ჯამში. ბუნებრივია ამ რაოდენობას კიდევ დაემატება რამდენიმე ასეული "უცნობი" ინდოევროპულ-იბერიული ტერმინი და აგრეთვე ირანულ და სომხურ ენებთან მონათესავე ტერმინების გარკვეული რაოდენობა. ჰიპოთეტურად ასეთი ტერმინები დაახლოებით 1 300 შეიძლება იყოს. საერთო ჯამში კი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინების რაოდენობა დაახლოებით იქნება სადღაც 2 500 ფუძე - ტერმინი. iamna culture-ს დაშლის შემდეგ დაახლოებით 2 500 წლის მანძილზე ინდოევროპელ-იბერთა ენის შიგნით ბუნებრივია წარმოიშვა ახალი ტერმინებიც დამოუკიდებლად. ამ კულტურის დაშლის შემდეგ იბერთა წინაპრები დიდხანს ცხოვრობდნენ ევროპის ცენტრალურ და დასავლეთ რეგიონებში და ბუნებრივია ადგილობრივი არაინდოევროპული სხვადასხვა ენებიდან შეითვისეს საკმაოდ დიდი რაოდენობის არაინდოევროპული ტერმინები. აი ეს არის ის უცნობი ტერმინები, რომელიც შეითვისეს იბერთა წინაპრებმა ევროპის არაინდოევროპული ენებიდან. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ძველი ქართული ენა არ ენათესავება არც ჩრდილოეთ კავკასიურ ენებს და არც ძველი აღმოსავლეთის უძველესი ხალხების ენებს და განცალკევებით დგას. ამიტომ ჩემი მოსაზრებით ძველი ქართული ენის ფორმირების ფესვები ევროპის კონტინენტზეა და ეს ხდება iamna culture-ს დაშლის შემდეგ. ის არაინდოევროპული ენები, რომლებიც ინდოევროპელების მოსვლამდე არსებობდა ევროპის კონტინენტზე გამქრალია და უცნობია მეცნიერებისთვის მათი ლექსიკა და სტრუქტურა. ამიტომაც ვერ ხერხდება ქართული ენის დაკავშირება რომელიმე არაინდოევროპულ ენასთან. ჩემი მოსაზრებით იბერთა წინაპრების წმინდა ინდოევროპულ ენას ევროპის კონტინენტზე შეერია დიდი რაოდენობით არაინდოევროპული ტერმინები და შეიქმნა სრულიად ახალი ენა, რომელიც იყო ძველი ქართული ენის წინაპარი ენა. შემდგომ კავკასიის რეგიონში შემოსვლის შემდეგ ამ ახალ ენას კიდევ ემატება ადგილობრივი მოსახლეობის ტერმინები და აგრეთვე მეზობელი სომხური და ირანული ენებიდან გადმოსული ტერმინები. ამან გამოიწვია დამატებით გარკვეული ცვლილებები იბერთა ენაში და ანტიკურ ეპოქაში შეიქმნა ძველი ქართული ენა. თუმცა ამ ძველი ქართული ენის საფუძველი და ფესვები ევროპის კონტინენტზეა. ცნობილია, რომ iamna culture-ს ინდოევროპული მოსახლეობის აღმოსავლეთიდან მოსვლამდე ევროპის მთელი კონტინენტი უამრავი სხვადასხვა არაინდოევროპელი ხალხებით იყო დასახლებული. ამრიგად ძველი ქართული ენის ფორმირებაში ისტორიულად მონაწილეობდა ენათა 3 მთავარი ჯგუფი. 1. წმინდა ინდოევროპული ენა iamna culture-დან. 2. ევროპის უძველესი ხალხების მეცნიერებისთვის უცნობი არაინდოევროპული ენები. 3. კავკასიის უძველესი პროტოქართველური ენიდან და მეზობელი სომხური და ირანული ენებიდან გადმოსული ტერმინები. სულ ჰიპოთეტურად დაახლოებით 3 000 უძველესი ფუძე-ტერმინის ბაზაზე წარმოიშვა საუკუნეების და ათასწლეულების მანძილზე დამატებით კიდევ დაახლოებით 11 000 ახალი ტერმინი. ერთ-ერთ წაროში მითითებულია, რომ ძველი ქართული ენის ლექსიკომი 16 800 ტერმინისგან შედგება. ძველი ქართული ენა ეწოდება ენას, რომელიც იხმარებოდა მე-5-მე-11 საუკუნეების ქართულ მწერლობაში. ჩემი ვარაუდით მე-5 საუკუნეში ალბათ ძველი ქართული ენის ლექსიკონი 15 000 ტერმინს არ აღემატებოდა. ბუნებრივია მომდევნო 6 საუკუნის მანძილზე მისი ლექსიკონი გაიზრდებოდა და 16 800-ს მიაღწევდა. ძველი ქართული ენის ლექსიკონის კვლევაზე არ მიმუშავია და ამიტომ ღრმად ვერ შევიჭრები ამ საკითხში, მაგრამ დაახლოებით 15 000 ტერმინს ვივარაუდებ მე-5 საუკუნემდე. საბოლოოდ ვაკეთებ დასკვნას, რომ ჩვენი სამწერლობო ძველი ქართული ენის წინაპარი ენის ფორმირება ხდება უძველეს დროში ცენტრალურ ევროპაში ინდოევროპული ენისა და ადგილობრივი არაინდოევროპული ენების სინთეზით. კავკასიის რეგიონში კი ხდება მისი გარკვეული ტრანსფორმაცია. ძველი ქართული ენის ლექსიკონში უმრავლესობას წარმოადგენს ენათა ორი ჯგუფი: ინდოევროპული ენა და ევროპის უძველესი ხალხების არაინდოევროპული ენები. ჰიპოთეტურად მათი საერთო რაოდენობა ძველ ქართულ ენაში დაახლოებით 90%-ია. დანარჩენი დაახლოებით 10% კი ადგილობრივი კავკასიის პროტო-ქართველური ენიდან და მეზობელი ირანული და სომხური ენებიდან გადმოსული ტერმინებია. ამ 10%-ში შედის აგრეთვე მცირე რაოდენობის რომაული და ბერძნული ენებიდან გადმოსული ტერმინები, რომელთა რაოდენობა უმნიშვნელოა. აქ საუბარია იმ ენაზე რომელიც არსებობდა მე-5 საუკუნემდე. ამ დაახლოებით 15 000 ტერმინიდან დაახლოებით 90% ინდოევროპელი იბერების შემოტანილია კავკასიაში. მე-4 საუკუნეში მეფე ბაკურის და მთავარეპისკოპოს მოსეს ინიციატივით ბრანჯთა სამეფოში შეიქმნა ასომთავრული დამწერლობა რომელიც მორგებული იყო ადგილობრივ ბრანჯთა ენაზე (ძველი ქართული ენა). ამის შემდეგ ეს დამწერლობა და ენა გადაიქცა სამწერლობო ენად და სალიტერატურო ენად მთელ საქართველოში. აი ეს არის ძველი ქართული ენის წარმოშობის საფუძველი და ფესვები. ამ კვლევების პროცესში საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივდივარ. ავტომატურად იბადება კითხვა მაშინ რა ენაზე საუბრობდა პროტო-ქართველური მოსახლეობა? ამ შემთხვევაში ჩემი პასუხიც ლოგიკურია. პროტო-ქართველური ტომები ენათესავებოდნენ იმ ტომებს, რომლებიც ცხოვრობდნენ უძველესი დროიდან მათ მეზობლად. უფრო კონკრეტულად ეს ხალხებია ჩრდილოეთით ჩრდილოეთ-კავკასიელი ხალხები, ხოლო სამხრეთით ხურიტულ-ურარტული ხალხები. აი ამ ხალხებთან უნდა ყოფილიყო ენობრივად დაკავშირებული პროტო-ქართველური უძველესი ტომები. ხოლო თუ კი ჩრდილოეთ-კავკასიური და ხურიტულ-ურარტული ენების სპეციალისტები კარგად ჩაუჯდებიან ძველი ქართული ენის ლექსიკონს იქ ალბათ იპოვნიან ამ ენების ნაშთებს და ნაკვალევს. iamna culture-ს დაშლის შემდეგ ამ კულტურაში მცხოვრები ეთნიკურ-გენეტიკური ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით გაიფანტნენ. ამას მოყვა ამ ეთნიკური ჯგუფებს შორის ენობრივი დიფერენციაციის მკვეთრი გაღრმავება. დასავლეთ ევროპაში წარმოიშვა კელტური ენები. დღევანდელი გერმანიის ჩრდილოეთ რაიონებში (ყორღანული დასაფლავების კულტურაში) გერმანიკული ენები. ცენტრალურ ევროპაში, დაახლოებით დღევანდელი ავსტრიის, გერმანიის, ჩეხეთის და უნგრეთის რეგიონების არეალში ძველი ქართული ენა. აღმოსავლეთ ევროპაში სლავურ-ბალტიური ენები. აპენინის ნახევარკუნძულზე იტალიკური ენები. სავარაუდოდ ბალკანეთზე სომხური ენა. ამ ენების ფორმირებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ევროპის უძველესი ხალხების არაინდოევროპული ენები. ამ არაინდოევროპული ენებიდან ერთ-ერთმა უცნობმა ენამ დიდი როლი შეასრულა ძველი ქართული ენის ფორმირებაში. ცენტრალურ ევროპაში ძვ.წ.აღრიცხვით მე-2 ათასწლეულში არსებობდა ინდოევროპული კულტურა "შუა დუნაის ყორღანული დასაფლავების კულტურა", რომელიც შედიოდა "ყორღანული დასაფლავების კულტურა"-ს შემადგენლობაში. ჩემი მოსაზრებით ცენტრალური ევროპის ამ კულტურებს უკავშირდებიან ინდოევროპელ-იბერთა წინაპრები და ცხოვრობდნენ ამ კულტურების რომელიღაც არეალში. ამ კულტურებში ხდება ძველი ქართული ენის ფორმირება აღმოსავლეთიდან მოსული ინდოევროპული ენის და ადგილობრივი უცნობი არაინდოევროპული ენის სინთეზის საფუძველზე. უფრო კონკრეტულად კი იბერიელთა წინაპრების განსახლების არეალი ჩემი ვარაუდით იყო ამ "ყორღანული კულტურის" ლოკალური ვარიანტი "შუა დუნაის ყორღანული დასაფლავების კულტურა", რომელიც მოიცავდა დღევანდელი ავსტრიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის სხვადასხვა რეგიონებს. ხოლო იმავე ეპოქის "ყორღანული დასაფლავების კულტურა" - ს ჩრდილოეთ რაიონებში შესაძლებელია ცხოვრობდნენ პროტო-გერმანელები, რომლებიც შემდგომ გადადიან სკანდინავიაში. შესაძლებელია ამ კულტურის შიგნით კიდევ ცხოვრობდა რომელიმე ლოკალური ეთნიკური ჯგუფი ან ჯგუფები და ამ ლოკალურ ეთნიკურ ჯგუფებზე ვრცელდება ერთი საერთო კულტურა სახელწოდებით "ყორღანული დასაფლავების კულტურა". ჩემი ვარაუდით iamna culture-ს დაშლის შემდეგ ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფები კვლავ რჩებიან ამ ყოფილი კულტურის არეალში, აღმოსავლეთ ევროპის სტეპებში. ძვ.წ.აღრიცხვის დაახლოებით 1 800 წლებში ეს ეთნიკური ჯგუფები იწყებენ მიგრაციას დასავლეთით. მიგრანტების ამ ჯგუფებმა საფუძველი ჩაუყარეს ცენტრალური ევროპის "ყორღანული დასაფლავების კულტურა"-ს (1 700 - 1 250 წწ). ჩემი ვარაუდით ეს ეთნიკური ჯგუფები იყვნენ პროტო-იბერიელები და პროტო-გერმანელები. ამ ეთნიკურმა ჯგუფებმა შექმნეს ცენტრალურ ევროპაში "ყორღანების კულტურა". ეს ეთნიკური ჯგუფები უეჭველად გამოსული არიან ყოფილი iamna culture-ს უფრო "კონსერვატიული" რეგიონებიდან და ამიტომაც ინარჩუნებდნენ არქაულ "ყორღანების კულტურას". ეს "კონსერვატიული რეგიონები" იყო მდინარეების დონის , ვოლგის და ურალის აუზების სტეპების ზონა. ამ დროს შეითვისეს პროტო-გერმანელებმა ჰაპლოჯგუფი R1b-p312 დღევანდელი გერმანიის ტერიტორიაზე ყოფილი beaker culture-ს მოსახლეობის შთამომავლებისგან ანუ unetice culture-ს მოსახლეობისგან. unetice culture-ს მოსახლეობა უფრო ადრეული beaker culture-ს გენეტიკური მემკვიდრე იყო. ეს ჰაპლოჯგუფი R1b-p312 მოგვიანებით პროტო-გერმანელებმა სკანდინავიაში გაავრცელეს. ისლანდიაში კი R1b-L21 20%-ს აღემატება. აი აქედან იღებს სათავეს დღევანდელი გერმანული წარმოშობის ხალხებში გავრცელებული "გერმანული" R1b-p312 (R1b-L21, R1b-DF27, R1b-s28). მიახლოებითი გამოთვლებით კი პროტო-ანგლო-საქსებში R1b-p312 სავარაუდოდ 35% იყო, რომელიც მათ მოგვიანებით გაავრცელეს ბრიტანეთის ანგლო-საქსურ სექტორში. რაც შეეხება "ყორღანების კულტურის" ლოკალურ ვარიანტს "შუა დუნაის ყორღანული დასაფლავების კულტურა"-ს მის ტერიტორიებზე მანამდე არსებობდა მადიარევის, ვეტეროვის და ოტომანის კულტურები. ამ სამი კულტურის მოსახლეობის ენა უძველესი ევროპელების არაინდოევროპული ენები იყო. აღმოსავლეთის სტეპებიდან მოსული ინდოევროპელი იბერების წინაპრები იკავებენ ამ სამი არაინდოევროპული ხალხების ტერიტორიას და იქმნება "შუა დუნაის ყორღანული დასაფლავების კულტურა". ერთი ვერსიით ამ დროს ხდება აღმოსავლეთიდან მოსული ინდოევროპული ენის და ადგილობრივი არაინდოევროპული ენების სინთეზი. ამ სინთეზით საფუძველი ჩაეყარა ძველ ქართულ ენას(ბრანჯთა ენას) და მის მონათესავე ენებს და დიალექტებს (მეგრულ-ლაზურ ენას, სვანურ ენას, ქართლის დიალექტს, რომელიც ანტიკურ ეპოქაში არსებობდა). ამ მონათესავე ქართველური ენების ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს სამი ადგილობრივი არაინდოევროპული ენების ლექსიკონი. "შუა დუნაის ყორღანული დასაფლავების კულტურა"-ში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კერამიკული ინვენტარი. მრავლად იყო წარმოდგენილი ბრინჯაოს ინვენტარიც: მახვილები, ხანჯლები, შუბისპირები, ისრისპირები, საომარი წერაქვები, ბრასლეტები, ბრინჯაოს დიადემები. მოგვიანებით "ყორღანების კულტურა" განიცდის ევოლუციას და მის ბაზაზე აღმოცენდა ახალი კულტურა "urnfield culture", რომელიც გავრცელდა უფრო დიდ ტერიტორიაზე, ვიდრე წინამორბედი "ყორღანული დასაფლავების კულტურა". ეს კულტურა მრავალ-ეთნიკური იყო. აქ ცხოვრობდნენ პროტო-იბერიელები (პროტო-ქართველები), პროტო-გერმანელები, პროტო-კელტები, პროტო-იტალიკები, და აგრეთვე პროტო-სლავურ-ბალტიური ტომებიც ამ საერთო კულტურის უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ლოკალურ ვარიანტში "lujice culture"-ში. ამ კულტურაში განსაკუთრებით განვითარდა სამხედრო ხელოვნება. აღმოჩენილია სხვადასხვა ტიპის მახვილები, რომლებიც დამზადებულია მაღალ დონეზე. ამ კულტურაში აღმოჩენილია ლითონის მუზარადიც. პროტო-ქართველური ტომები წარმოდგენილი უნდა იყოს ამ კულტურის მდინარე დუნაის აუზში და იკავებდნენ დაახლოებით იმ ტერიტორიებს, რომელიც ეკავათ წინამორბედ ყორღანების კულტურაში (ავსტრიის, ჩეხეთის, სლოვაკეთის და უნგრეთის სხვადასხვა რეგიონები). ამ შუა დუნაის ლოკალურ ვარიანტს ეწოდება middle danube groups. ამ ლოკალურ ვარიანტს მე ვუკავშირებ პროტო-იბერიულ ტომებს. შუა დუნაის ვარიანტი იყოფა ორ ფაზად - უფროს ფაზად და უმცროს ფაზად. მეცნიერებმა ამ უფროს ფაზაში მოაქციეს "Hallstatt A" (1 200 - 1 100 წწ.). ხოლო უმცროს ფაზაში მოაქციეს "Hallstatt B" (1 100 - 800 წწ.). მათ ბოლო საფუძვლიანი კვლევებით დაადგინეს, რომ ადრე მიღებული ძველი პერიოდიზაცია არასწორია და "Hallstatt A" და "Hallstatt B" ეკუთვნის შუა დუნაის middle danube groups-ს. ამ კვლევებით გამოდის, რომ Hallstatt culture ჩაისახა middle danube groups-ში ანუ პროტო-იბერიულ ტომებში ხოლო შემდეგ მისი გამგრძელებლები არიან ცენტრალური ევროპის პროტო-კელტები. როგორც ჩანს ამ დროს მიიღეს პროტო-იბერიელებმა მეზობელი ხალხებისგან სახელწოდება "ბრანჯ" branj ("ბრინჯაოს კაცი"). მაღალი ხარისხით დამზადებული მახვილები და მუზარადები ნიშნავს იმას, რომ იქ უკვე შემოდის მეომრის სხეულის დამცავი საშუალებები ანუ ლითონის, ბრინჯაოს აბჯარი. ბრინჯაოს მუზარადებით და აბჯრით აღჭურვილ მეომრებს მეზობლებმა უწოდეს "ბრინჯაოს კაცი" ანუ branj (bronze, bronz). ჩემი აზრით ამ კულტურის ბოლო პერიოდში დაახლოებით ძვ.წ.აღრ. 900 - 800 წლებში ამ პროტო-იბერიულ ტომებში დაიწყეს აგრეთვე აბჯრის ერთ-ერთი სახეობის ჯაჭვის პერანგების დამზადება. და აქ მდინარე დუნაის აუზში ამ პროტო-იბერიულ ტომებში ჩაისახა პირველად მსოფლიოში კლასიკური ჯაჭვის პერანგი. ამ მოსაზრებას ამყარებს ის ფაქტი, რომ დასავლეთ ჩეხეთში ბოჰემიაში არის აღმოჩენილი მისი უძველესი ნიმუში რომელიც თარიღდება ძვ.წ.აღრ. მე-8 საუკუნით. ამავე დროს სწორედ დასავლეთ საქართველოს მთიანეთში აღმოჩენილ ვერცხლის რიტონზე (ძვ.წ.აღრ. 3 საუკუნე) წარმოდგენილია მსოფლიოში უძველესი მხატვრობა სადაც გამოსახული არიან კლასიკური ჯაჭვის პერანგით აღჭურვილი მეომრები. ამისი სათავე კი შუა დუნაის პროტო-იბერიულ ტომებშია (middle danube groups). ეს ფაქტები იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ჯაჭვის პერანგის დამზადება მსოფლიოში პირველად დაიწყეს middle danube groups-ის მოსახლეობაში ძვ.წ. აღრიცხვის 1 ათასწლეულის დასაწყისში და შემდგომ გავრცელდა მეზობელ ხალხებში და მათ შორის ბოჰემიაში. ბოჰემია არ შედიოდა middle danube groups-ის შემადგენლობაში, მაგრამ მეზობელი რეგიონი იყო და პირველად იქ ვრცელდება. ბოჰემია 1 300 - 1 050 წლებში შედიოდა ლოკალურ knovize culture-ს შემადგენლობაში. შემდგომ ეს კულტურა ქრება. შესაძლებელია ამისი მიზეზი იყო სამხედრო ექსპანსია შუა დუნაის კულტურიდან. წყაროში მითითებულია, რომ ამ ყოფილ knovize culture-ში დაფიქსირდა კანიბალიზმის ნიშნები. თუმცა იქ არ არის მითითებული თუ რაში გამოიხატებოდა ეს ნიშნები. ამიტომ ვერ ვიტყვი რეალურია თუ არარეალური ეს ნიშნები. ისე უცნაურია, რადგან ინდოევროპულ უძველეს კულტურებში კანიბალიზმი არ არსებობდა უფრო ადრეულ ეტაპებშიც კი. ამიტომ ეს ნიშნები შეიძლება არც იყო კანიბალიზმი, იქნებ ბუნებრივი წარმონაქმნი იყო, ხანძარი ან სხვა რამე, ან იქნებ რომელიღაც დასახლებაში დიდი შიმშილი მძვინვარებდა და შიმშილისგან გონებაარეულმა ადამიანთა ჯგუფმა თავის გადარჩენის მიზნით ჩაიდინა ეს აქტი. მსგავსი რამ გამოუვალ მდგომარეობაში თანამედროვე ეპოქაშიც შეიძლება მომხდარიყო. ზოგადად უძველესი ინდოევროპული კულტურები ხშირად მკაცრი იყო, მაგრამ კანიბალიზმი მათ არ ახასიათებდათ. უძველესი ინდოევროპელები პატივისცემას გამოხატავდნენ მიცვალებულის მიმართ, უკეთებდნენ გარდაცვლილს ყორღანებს ანუ მავზოლეუმს, უტარებდნენ კრემაციას. ცეცხლი მათთვის წმინდა სტიქია იყო და კრემაციით ისინი ეხმარებოდნენ მიცვალებულს იმ ქვეყნად ღირსეულად გადასვლაში. მათ საზოგადოებაში მიცვალებულის კულტი იყო. მათ ასე სწამდათ და პატივს მიაგებდნენ გარდაცვლილს. ასეთ საზოგადოებაში კი კანიბალიზმის ლეგალიზაცია სრულიად გამორიცხულია. რაც შეეხებათ მანიაკებს და შეშლილებს ისინი დღესაც არსებობენ. უფრო დაწვრილებითი ინფორმაციები, რომ მქონდეს კონკრეტულად რაში გამოიხატებოდა ეს სავარაუდო ნიშნები მაშინ უფრო უკეთ გავაანალიზებდი თუ რასთან გვაქვს საქმე. რაც შეეხება პროტო-გერმანელების განსახლების არეალს ამ კულტურაში ძალიან დიდი ალბათობით ეს იყო ერთ-ერთი ლოკალური ვარიანტი Lower-rhine groups (ქვემო რეინის ჯგუფი), რომელიც მოიცავდა დღევანდელი ჰოლანდიის და ჩრდილოეთ გერმანიის გარკვეულ რეგიონებს. ამ კულტურის ცენტრალური და დასავლეთი პერიფერიები კი ცენტრალურ-ევროპელ პროტო-კელტებს ეკავათ (სამხრეთ გერმანია, შვეიცარია, საფრანგეთის აღმოსავლეთი პერიფერიები) . ამ კულტურის აღმოსავლეთ ნაწილში არსებობდა ორი ლოკალური ჯგუფი Gava culture და piliny culture. სავარაუდოდ ეს ორი ლოკალური ჯგუფები ეთნიკურად ენათესავებოდნენ middle danube groups-ს ანუ პროტო-იბერიელებს. ისინიც პროტო-იბერიელებთან და პროტო-გერმანელებთან ერთად არიან მოსული აღმოსავლეთ ევროპის სტეპებიდან. წყაროში მითითებულია, რომ piliny culture განიცდიდა უფრო ადრეული ცენტრალურ-ევროპული "ყორღანების კულტურის" ძლიერ გავლენას. ხოლო gava culture კი piliny culture-ს განშტოებაა და მისგან იღებდა სათავეს. ეს ორი ჯგუფი ალბათ ნაწილობრივ მიდის იბერიის ნახევარკუნძულზე და მათი ნაწილი ადგილზე რჩებიან. მათ ადგილზე დარჩენილებმა არ შექმნეს საკუთარი ეთნიკური პოლიტიკური წარმონაქმნი, შეერივნენ სხვა ხალხებს და გაქრნენ. შესაძლებელია მათი გენეტიკური მემკვიდრეობაა დღევანდელი უნგრეთის, სლოვაკეთის და რუმინეთის ტერიტორიებზე ჰაპლოჯგუფ R1b-z2103-ის 5-10%-იანი და 10-15%-იანი სიხშირის ზონები. ოდესღაც პროტო-კელტებიც დიდ ტერიტორიებზე იყვნენ განსახლებული, მაგრამ ყველგან არ შეუქმნიათ საკუთარი სახელმწიფო. ისინიც შეერივნენ სხვა ხალხებს და გაქრნენ. ამრიგად ჩემი ვარაუდით middle danube groups, piliny culture, gava culture ეთნიკურად მონათესავე პროტო-იბერიული ტომები იყვნენ. ამ სამმა მონათესავე პროტო-იბერიულმა ტომებმა შექმნეს ლოკალური კულტურული ვარიანტები ერთიან urnfield culture-ში. სამივე ერთმანეთის მონათესავე ლოკალური ვარიანტები მდინარე დუნაის ხეობაში ერთმანეთის გვერდი-გვერდ არსებობდნენ რაც იმის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ ისინი ეთნიკურად მონათესავე ხალხები იყვნენ. Urnfield culture არსებობდა 1300 - 750 წლებში. ამ კულტურის დაშლის შემდეგ პროტო-ქართველური ტომები გადადიან იბერიის ნახევარკუნძულზე, მაგრამ ცენტრალურ ევროპაში ტოვებენ hallstatt culture-ს საფუძველს, რომელიც შეითვისეს და განავითარეს ცენტრალური ევროპის პროტო-კელტებმა. ამ კულტურის დაშლის შემდეგ პროტო-გერმანელებმაც ჩრდილოეთ გერმანიაში შექმნეს საკუთარი ეთნიკური iastorf culture. აი დაახლოებით იმ მასშტაბებში იყო წარმოდგენილი პროტო-გერმანული ეთნიკური ელემენტი iamna culture-ში რა მასშტაბებშიც იყო jastorf culture-ში. ამ კულტურის სამხრეთი განშტოებები იყვნენ აპენინის ნახევარკუნძულზე მცხოვრები იტალიკები და ეტრუსკები. იტალიკები და ეტრუსკები გენეტიკურად ერთიდაიგივე წარმომავლობის ხალხებია. უბრალოდ პროტო-იტალიკების ერთ-ერთმა ჯგუფმა შეითვისა და გადავიდა უცნობ არაინდოევროპულ ენაზე, რომელიც არსებობდა აპენინის ნახევარკუნძულზე. აი ასეთია იბერიელთა წინაპრების მოკლე ისტორია ცენტრალურ ევროპაში. დაახლოებით ძვ.წ.აღრ. მე-10 საუკუნის მეორე ნახევარში მდინარე დუნაის აუზიდან ხდება პროტო-იბერიული ტომების მიგრაცია იბერიის ნახევარკუნძულზე. მიგრანტებმა დაიკავეს საკმაოდ დიდი ტერიტორიები ნახევარკუნძულის ცენტრალურ, ჩრდილო-დასავლეთ და დასავლეთ რეგიონებში. მათ შექმნეს 3 ცნობილი კულტურა: "კულტურა კასტრო" kastro culture და "კულტურა კოგოტას 2" kogotas 2 culture, და კულტურა "სოტო დელ მედინილლა" soto-de-medinilla. მკვლევარები ზოგი ფიქრობს, რომ ისინი კელტები იყო, ხოლო ზოგი მათ არ მიიჩნევს კელტებად და სხვა ეთნიკურად უცნობ ინდოევროპელებად თვლის. მკვლევართა მეორე ჯგუფი სწორია და ისინი არ იყვნენ კელტები. ისინი მდინარე დუნაის აუზიდან გადმოსახლებული პროტო-იბერიელები არიან. ამ კულტურებისთვის დამახასიათებელი იყო დასახლებების შემოზღუდვა კედლებით და შემაღლებულ ადგილებზე ციხესიმაგრეების აგება. ეს "ციხესიმაგრეების კულტურებია", რომელიც მათ კავკასიაშიც გაავრცელეს. ანტიკური იბერიის ქართულ სამეფოებში რომელიც მათ შექმნეს კავკასიაში ბევრი ციხესიმაგრეები შენდებოდა. დიდი ალბათობით აქ ამ კულტურებში ეყრება საფუძველი ადრე-ფეოდალურ წყობილებას, რომელიც მათ მე-4 საუკუნეში კავკასიაში შემოაქვთ. მე-4 საუკუნეში კი კავკასიაში გადმოსახლების შემდეგ მათი რიცხოვნება ძალიან შემცირდა. ჩემი ვარაუდით მათი მოსახლეობის მინიმუმ 80% გადმოსახლდა კავკასიაში. ადგილზე დარჩენილი მცირე ჯგუფები კი შეერია თანდათან კელტებს და იბერებს. მოსახლეობისგან დაცლილ ტერიტორიებზე კი მეზობელი კელტები და იბერები დასახლდნენ. ამ ტერიტორიებზე პროტო-ქართველები მეზობელმა კელტებმა და იბერიულმა ტომებმა ჩაანაცვლა. შესაძლებელია მათი გენეტიკური მემკვიდრეობაა დღევანდელ პორტუგალიაში ჰაპლოჯგუფ R1b-z2103-ის 5-10%-იანი სიხშირის ზონა, რომელიც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დასავლეთ ევროპაში. მათ ცენტრალური ევროპიდან გადმოსახლებულმა ტომებმა იბერიის ნახევარკუნძულზე შექმნეს ორი ლოკალური მონათესავე კულტურა. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ადგილი ქონდა ორი ან სამი მონათესავე ჯგუფის შემოსვლას დუნაის აუზის კულტურებიდან. ერთი ჯგუფი უნდა იყოს middle danube groups, მეორე piliny culture, სავარაუდო მესამე gava culture. მთავარი და დიდი ჯგუფი უნდა იყოს middle danube groups, რომელიც ქმნის "კულტურა კოგოტას 2"-ს. იბერიის ნახევარკუნძულის ეს ორი კულტურა განიცდიდა ცენტრალურ-ევროპული hallstatt culture-ს გავლენას თავისი არსებობის პირველ ეტაპზე. სწორედ middle danube groups-ში არსებობდა hallstatt A და hallstatt B 1 200-1 100 და 1 100-800 წლებში. სწორედ middle danube groups კულტურიდან წამოსულ მიგრანტებს შემოაქვთ hallstatt culture-ს ელემენტები იბერიის ნახევარკუნძულზე. kogotas 2 culture-ში განსაკუთრებით შეინიშნებოდა hallstat culture-ს ელემენტები. ამიტომ ვუკავშირებ მე იბერიის ნახევარკუნძულის ცენტრალურ რაიონებში გავრცელებულ ამ კულტურას უშუალოდ middle danube groups-ის მოსახლეობას. ხოლო მეორე kastro culture უნდა უკავშირდებოდეს ან gava culture-ს ან piliny culture-ს მოსახლეობას. დღევანდელი პორტუგალიის ცენტრალურ რაიონში მცხოვრები "ლუზები" ანუ "ლაზები" დუნაის კულტურებიდან ერთ-ერთი ლოკალური კულტურის მოსახლეობაა (ან piliny culture ან gava culture). სულ იბერიის ნახევარკუნძულზე 4 მონათესავე ეთნიკური ჯგუფი ფიქსირდება: 1. ყველაზე დიდი ჯგუფი kogotas 2 culture. ლოკალიზდება ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში მესეტას მთაგორიან მხარეში (ავილა, სალამანკა, სამორას პროვინციის სამხრეთი რაიონი, ტოლედოს პროვინციის დასავლეთი ნაწილი ანუ პროვინციის დაახლოებით ნახევარი, მადრიდის პროვინციის დასავლეთი რაიონი ანუ დაახლოებით პროვინციის ნახევარი, კასერესი, ვალიადოლიდის უკიდურესი სამხრეთი საზღვრისპირა რაიონი, სეგოვიას პროვინციის kueliara culture, რომელიც ამ დიდი კულტურის შიგნით ლოკალური ვარიანტია, ბადახოსის პროვინციის ჩრდილოეთი საზღვრისპირა რაიონი, პორტუგალიის ჩრდილო-აღმოსავლეთი სასაზღვრო რაიონები, რომლებიც ესაზღვრება კასერესის, სალამანკას და სამორას პროვინციებს). ჩემი გამოთვლებით ძვ.წ. აღრ. მე-5 საუკუნეში ეკავა დაახლოებით 65 000 კვადრატული კილომეტრი. 2. kastro culture, რომელიც ლოკალიზდება ნახევარკუნძულის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (გალიცია, ლეონე, ასტურია). ჩემი გამოთვლებით ეკავა დაახლოებით 55 000 კვადრატული კილომეტრი. 3. ლუზების ანუ ლაზების ჯგუფი, რომელიც ლოკალიზდება დღევანდელი პორტუგალიის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ტერიტორიებზე. 4. კულტურა soto-de-medinilla, არსებობდა დაახლოებიტ ძვ.წ. აღრ. 9-4 საუკუნეებში. მთლიანად ან ნაწილობრივ მოიცავდა შემდეგ პროვინციებს: ვალიადოლიდი, ბურგოსი, პელენსია, სამორა. სულ მოიცავდა დაახლოებით 30 000 კვადრატულ კილომეტრს. ამ კულტურაში წარმოდგენილი იყო ცენტრალურ-ევროპული urnfield culture-ს ელემენტები. კასტროების კულტურა ვრცელდებოდა პორტუგალიის მთელ ტერიტორიებზე გარდა სამხრეთ პორტუგალიისა. კავკასიაში 1 ჯგუფის ( kogotas 2 culture) ლოკალიზაციის ადგილი ხდება "ბრანჯთა სამეფო" ანუ ისტორიული სამხრეთ-დასავლეთი საქართველო (მესხეთი). 2 ჯგუფის (kastro culture) ლოკალიზაციის ადგილია აღმოსავლეთ საქართველო ანუ "ქართლის სამეფო". 3 ჯგუფის (ლუზების) ლოკალიზაციის ადგილი ხდება დღევანდელი თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი რაიონი ანუ ისტორიული ლაზეთი ქალაქ სინოპის ჩათვლით. რაც შეეხებათ "ლუზებს" ანუ "ლუზიტანებს" მათ მე-5 საუკუნეში ალბათ ეკავათ დღევანდელი პორტუგალიის ნახევარი, დაახლოებით 45 000 კვადრატული კილომეტრი. მე-4 ჯგუფის (soto-de-medinilla) ლოკალიზაციის ადგილი ხდება დასავლეთ საქართველო ანუ "ეგრისი". სულ იბერიის ნახევარკუნძულზე პროტო-ქართველთა ჯგუფების განსახლების ფართობი დაახლოებით 195 000 კვადრატული კილომეტრი იყო ძვ.წ.აღრიცხვით მე-5 საუკუნეში. ეს ის ფართობია, რომელიც დადასტურებულია ამ ეტაპზე არქეოლოგიური მონაცემებით. კავკასიაში გადმოსახლების დროს ოთხივე ჯგუფებს თავიანთი მეფეები ან მთავრები ყავდათ. ესენი იყვნენ ბრანჯთა და ქართლის მეფეები და ლაზთა და ეგრისელთა მთავრები. გადმოსახლების დროს ქართლის მეფე, ეგრისელთა და ლაზთა მთავრები როგორც ჩანს აღიარებდნენ ბრანჯთა მეფე იარედოსს როგორც კონფედერაციის მეთაურს და "უფროს ძმას". kogotas 2 culture-ს შიგნით ესპანეთის პროვინცია ავილაში მდებარეობს რამდენიმე გრანდიოზული მასშტაბების საფორტიფიკაციო ნაგებობები. ყველა ისინი მთიანეთში მდებარეობს ზღვის დონიდან საკმაოდ მაღალ სიმაღლეებზე. ასეთი გრანდიოზული ციხესიმაგრეებით ამ კულტურაში გამორჩეულია პროვინცია ავილა. ამიტომ ავილა უნდა იყოს kogotas 2 culture-ს მეფეთა რეზიდენცია. kogotas 2 culture-ში ავილა იყო ყველაზე მაღალმთიანი პროვინცია და ამიტომაც იქნა ის შერჩეული მეფეთა და მხედართმთავართა რეზიდენციებისთვის. ავილას ამ მასშტაბურ ციხესიმაგრეებში როგორც ჩანს ძვ.წ.აღრიცხვის მე-7-6-5-4 საუკუნეებში იმყოფებოდნენ ბრანჯთა მეფეები და მათი მხედართმთავრები. ასეთი მასშტაბების ციხესიმაგრეების მშენებლობას ისინი იწყებენ მე-7-6 საუკუნეებში. სავარაუდოდ ამისი მიზეზი უნდა იყოს მე-7-მე-6 საუკუნეებში ნახევარკუნძულზე კელტური წარმოშობის ტომების შემოსვლა. აგრეთვე ნახევარკუნძულზე სხვა ხალხების გააქტიურებაც. ადგილობრივმა იბერიულმა ტომებმაც თანდათან შეითვისეს დუნაისპირეთიდან შემოსული მეომარი ტომებისგან სამხედრო ტექნოლოგიები და მე-7-6 საუკუნეებისთვის უკვე ანგარიშგასაწევ ძალად იქცნენ. ამან ბიძგი მისცა პროტო-ქართველებს შეექმნათ უფრო მაღალი დონის საფორტიფიკაციო ნაგებობები. ეს ნაგებობები თარიღდება ძვ.წ.აღრ. 6-2 საუკუნეებით. ჩემი ვარაუდით იმ ნაგებობებიდან ზოგიერთები, რომლებიც თარიღდება 3-2 საუკუნეებით ცოტა უფრო ძველი უნდა იყოს თარიღით დაახლოებით 6-5 საუკუნეები. მე ვიცი და გამიგია, რომ არქეოლოგიაში პლიუს-მინუს 1 ან 2 საუკუნე გადახრები ხშირად ხდება. მით უფრო მაშინ როცა მუშაობ შიშველი ქვების ნანგრევებზე რომლებზეც მშენებლობის თარიღი ამოკვეთილი არ არის წარწერებით. ასეთ დროს ზუსტი თარიღის დადგენა ძალიან ძნელია და გადახრები ხდება. ამავე დროს იქნება ბუნებრივია შედარებით გვიანდელი 3-2 საუკუნეების კელტური ეპოქის ახალი მშენებლობებიც. როცა მაგალითად 5-4 საუკუნეების ნაგებობას დაემატება გვიანდელი 3-2 საუკუნეების კელტური ტიპის არქიტექტურული დანამატები ეს ზოგჯერ გამოიწვევს უფრო ადრეული მთავარი ფუნდამენტური ნაგებობების "გაახალგაზრდავებას". დიდი მასშტაბების ციხესიმაგრეები რომლებიც იკავებენ ძალიან დიდ ფართობებს უფრო ადრეულია. მისი ფესვები kogotas 2 culture და kastro culture-შია რომლებიც იწყება ძვ.წ.აღრ. 9 საუკუნეში. ეს კულტურა განიცდის ევოლუციას და 6-5 საუკუნეებში შენდება ისეთი გრანდიოზული ციხე-სიმაგრეები როგორიც ავილას პროვინციაშია წარმოდგენილი. 3-2 საუკუნეებში კი მას ემატება ამ კულტურის ტერიტორიაზე შემოსული ახალი ეთნიკური ელემენტის კელტების ცხოვრების კვალი. ერთ-ერთ წყაროში მითითებულია, რომ ავილას მთიანეთში ერთ-ერთი გრანდიოზული მასშტაბის ციხე-სიმაგრეში და დასახლებაში სადაც მე-5 საუკუნეში დიდი დასახლება იყო მე-4 საუკუნის დასასრულს სრულიად დაცლილი და მიტოვებული ყოფილა. აი ამის შემდეგ შემოდის აქ ახალი კელტური მოსახლეობა და შემოაქვს თავისი კულტურის ელემენტები. როცა ორი კულტურა ერთმანეთს შეერევა მაშინ ცოტა ქაოსი შემოდის და ჭირს იდენტიფიკაცია თუ როდის მთავრდება ძველი და როდის იწყება ახალი. იბერიის ნახევარკუნძულზე ისეთი ძალა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდა პროტო-ქართველებს არ იმყოფებოდა. ამიტომ პროტო-ქართველები დიდ ომებს იქ არ აწარმოებდნენ. ისინი ძირითადად მშვიდობიანად თანაცხოვრობდნენ მეზობლებთან. მათზე თავდასხმას და მტრობას ყველა ერიდებოდა. ამიტომ პროტო-ქართველებიც უმიზეზოდ მეზობლებს თავს არ ესხმოდნენ. რაც შეეხება მეფეთა და მხედართმთავართა მასშტაბურ საფორტიფიკაციო ნაგებობებს ავილაში ის მაინც აუცილებელი იყო. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ ძლიერი საფორტიფიკაციო ნაგებობები იბერიის ნახევარკუნძულზე ძალაუფლების და ხელისუფლების ძლიერების სიმბოლო იყო და ატრიბუტი. soto-de-medinilla-ს დასახლებები და ციხესიმაგრეები რა თქმა უნდა ვერ შეედრებოდა და ჩამორჩებოდა ავილას გრანდიოზულ ციხესიმაგრეებს და დასახლებებს, მაგრამ იმ ეპოქის კვალობაზე საკმაოდ დაწინაურებული იყო ეკონომიურად. მოსახლეობა საკმაოდ კარგად იკვებებოდა. მოყავდათ მარცვლეული, აღმოჩენილია წისქვილები და მარცვლეულის შესანახი სათავსოები. ფართოდ იყო გავრცელებული მესაქონლეობა და ცხენების მოშენება. ისინი კარგი მონადირეები და მეთევზეები იყვნენ. მათი საცხოვრებელი სახლები თავიდან ხის მორებისგან შენდებოდა, შემდგომ დაუწყიათ ალიზის აგურებისგან აშენება. ქალაქის ტიპის დასახლებებს გარშემო შემოვლებული ქონდა ალიზის აგურისგან აგებული ძლიერი გალავანი. გალავნის მშენებლობისთვის იყენებდნენ ხის მორებსაც. ამ საზოგადოებაში აღმოჩენილია ადამიანის მოსასხამის ლითონის შესაკრავები ორმაგი ზამბარებით, ლათინურად "fibula", რაც იმ ეპოქაში ძალიან იშვიათი იყო და აშკარად მდიდარი საზოგადოების ნიშანია. მისი მეგრული სახელწოდებაა "folaq" და ენათესავება ლათინურ ტერმინს. აგრეთვე ნათესაობაშია დანიურ ტერმინთან "bojle". ის ფაქტი, რომ იბერიული(მეგრული) და დანიური ტერმინები ერთმანეთს ენათესავება ნიშნავს იმას, რომ ეს ტერმინი არსებობდა უფრო ადრეულ urnfield culture-ში (1 300-800 წწ.). უნდა გავითვალისწინოთ ის რომ ეს ხდება ძვ.წ.აღრ. 9-4 საუკუნეებში {ალიზის აგურს მე-20 საუკუნეშიც ფართოდ იყენებდნენ. ხოლო ხის წკნელებისგან დაწნული სახლები (ფაცხები) მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის დასავლეთ საქართველოსიც გვხვდებოდა. თვით ქალაქ ქუთაისში ბევრი სახლი აგებული იყო ხის წკნელებისგან, რომელიც ალიზის ტალახით იყო შელესილი. რა თქმა უნდა ხის ფიცრებისგან აგებული სახლებიც პარალელურად იყო გავრცელებული. ბოლო მე-17-18 საუკუნეები საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიური დაქვეითების საუკუნეებია}. ამ პერიოდში ძვ.წ.აღრ. მე-6-5 საუკუნეებში ისინი გააძლიერებდნენ თავიანთ ლაშქარს. მე-6-5 საუკუნეებში უნდა იყოს შექმნილი მძიმედ აღჭურვილი მხედრების ანუ კატაფრაქტების რაზმები და მათი ბრძოლის ტაქტიკა. კავკასიაში გადმოსახლების შემდეგ ორი იბერიული მონათესავე კულტურების ხალხებმა შექმნეს კავკასიაში ორი იბერიული სამეფო "ბრანჯთა სამეფო" და "ქართლის სამეფო". მესამე და მეოთხე ჯგუფებს ლაზებს და ეგერებს კავკასიაში საკუთარი სამეფო არ შეუქმნიათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ მათ იბერიის ნახევარკუნძულზე საკუთარი სამეფო არ ქონდათ. მათ იქ ალბათ ყავდათ ავტონომიური ტომის ბელადები ანუ მთავრები. გადმოსახლების დროს სავარაუდოდ ლაზებს ყავდათ ორი მთავარი, რომლებიც განსახლდნენ თავიანთი ჯგუფებით აღმოსავლეთ და დასავლეთ ლაზეთში. ფაქტიურად იქ იბერიის ნახევარკუნძულზე პროტო-ქართველებს ქონდათ ორი სამეფო: 1. kogotas 2 cultue-ს ანუ "ბრანჯთა სამეფო" პოლიტიკური ცენტრებით ავილას პროვინციაში. ამ ბრანჯთა მეფეებს ექვემდებარებოდნენ ლაზების ანუ ლუზების მთავრები ავტონომიური თვითმმართველობებით. ლუზების ავტონომიური სამთავროები დღევანდელ პორტუგალიის ტერიტორიაზე მდებარეობდა. მათ ექვემდებარებოდატ ეგერთა მთავრებიც (soto-de-medinilla). 2. kastro culture-ს სამეფო, რომელიც სამეფო იყო, მაგრამ ის აღიარებდა ავილას ანუ ბრანჯთა დიდი სამეფოს მეფეების უზენაესობას. აი ასეთი გეო-პოლიტიკური სურათი იყო იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები პროტო-ქართველური ჯგუფების შიგნით. რაც შეეხებათ პროტო-სვანებს ბუნებრივია მათაც გააჩნდათ იბერიის ნახევარკუნძულზე შედარებით პატარა "პროტო-სვანური სექტორი". ბუნებრივია ის მდებარეობდა ამ კულტურების შიგნით, უფრო კონკრეტულად soto-de-medinilla-ს შემადგენლობაში. კავკასიაში სვანეთი ეგრისში მდებარეობდა და იქაც ეგრისელებთან ერთად იქნებოდა. მათ იქ ეკავათ ჰიპოტეტურად დაახლოებით 6-7 ათასი კვადრატული კილომეტრი და ყავდათ თავიანთი ავტონომიური მთავარი, რომელიც ავილას დიდ მეფეებს ექვემდებარებოდა. ეს იყო ერთგვარი "პროტო-ქართველთა კონფედერაცია" იბერიის ნახევარკუნძულზე. kogotas 2 culture-ს და kastro culture-ს ტომები ერთმანეტის მონათესავე დიალექტებზე საუბრობდნენ. ხოლო დასავლეთ სანაპირო ზოლში მცხოვრები ლუზები და soto-de-medinilla-ს ტომები კი ერთმანეთის მონათესავე დიალექტებზე. პორტუგალიის სამხრეთ ნაწილში ლუზების სამხრეთით უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ადგილობრივი ტომები კინეტები და ესტრიმნები. რომაელი ისტორიკოსების ცნობით ესტრიმნები ცხოვრობდნენ იმ ტერიტორიაზე სადაც კინეტები იყვნენ. ეს არის სამხრეთი პორტუგალია, ალგავრის და ალენტეჟის პროვინციები. მე-6 საუკუნეში ესტრიმნების ტერიტორია დაიკავეს კელტური წარმოშობის სეფებმა. ეს არის სამხრეთი პორტუგალია სადაც არ იყო გავრცელებული "კასტროების კულტურა". სავარაუდოდ ეს უცნობი ტომები კინეტები, ესტრიმნები და ტურდულები იმ უძველესი ხალხების მონათესავეა რომლის ტერიტორიებსაც იკავებენ მე-10 საუკუნის ბოლოს ცენტრალური ევროპიდან შემოსული ტომები, რომლებმაც შექმნეს ინდოევროპული კულტურები kogotas 2 culture, kastro culture, soto-de-medinilla. ამ სამი ახალი კულტურების შექმნამდე აქ ცხოვრობდნენ უძველესი ხალხები რომლებიც სავარაუდოდ ენათესავებოდნენ სამხრეთით მცხოვრებ კინეტებს, ესტრიმნებს და ტურდულებს. სავარაუდოდ ამ უცნობი ტომების მონათესავე ხალხებისგან შეითვისეს პროტო-ქართველებმა დიდი რაოდენობიტ არაინდოევროპული ტერმინები. ამ სინთეზის შედეგად შეიქმნა ქართველური ენები - ქართული, მეგრულ-ლაზური და სვანური. პროტო-ქართველთა ოთხივე ჯგუფები წამოსულები არიან დუნაის რეგიონებიდან middle danube groups, piliny culture და gava kulture-ს რეგიონებიდან. და ბოლოს შუა საუკუნეების ერთ-ერთი მატიანე "მოქცევაი ქართლისაი" მოგვითხრობს, რომ ქართველთა წინაპრები ალექსანდრე მაკედონელის დროს გადმოსახლებული არიან თავიანთი თავდაპირველი სამშობლოდან რომელსაც ის უწოდებს "არიან-ქართლ". ამ ტერმინს "არრინა" სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენაცი იყენებს დასავლეთ ლაზეთის ლაზური მოსახლეობის სინონიმადაც. მკვლევარები დიდი ხანია დაობენ თუ სად მდებარეობდა ეს "არიან-ქართლი". ეს პრობლემა საბოლოოდ გადაჭრილია და დასრულებული. ეს არის ზემოთხსენებული იბერიის ნახევარკუნძულის რეგიონები, ქართველთა საცხოვრებელი ძვ.წ.აღრიცხვის დაახლოებით 950 / 900 - 335 წლებში. თვითონ ტერმინი "არიან" ინდოევროპული ტერმინია და ითარგმნება, როგორც "არიელი". ამ ტერმინს უკავშირდება ტერმინი "ერი" eri, რომელიც ძველად ეწოდებოდა როგორც ლაშქარს, ასევე მთელ მოსახლეობას. ეს ტერმინი ნათესაობაშია აგრეთვე ძველ გერმანულ ტერმინებთან herr, herri (ლაშქარი). "არიან" უნდა ნიშნავდეს "ერი", "არი" + იბერიული დაბოლოება "იან" და ვღებულობთ "ერ-იან", "არ-იან", ანუ "ერის" ხალხი, "ერის" მიმდევრები, "ერის"-იან-ები. იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები უძველესი ქართველური ტომები ასე უწოდებდნენ თავიანთ ქვეყანას. შუა საუკუნის მატიანეში იბერიის ნახევარკუნძულიდან ქართველთა გადმოსახლების ისტორია ბუნებრივია ცოტა დამახინჯებულად და "გადამუშავებულად" მაგრამ მაინც შემოინახა. "არიან-ქართლის" ანუ "არიანების" ქვეყნის დიდი მეფის იარედოსის ძველი რეზიდენცია მდებარეობდა დღევანდელი ესპანეთის ავილას მთიან პროვინციაში. იარედოსი იბერიის ნახევარკუნძულზე მცხოვრები ყველა ქართველური ტომების უზენაესი მეთაური იყო. კავკასიაში გადმოსახლების შემდეგ იარედოსის ახალი რეზიდენცია გახდა "არტანუჯი" სამხრეთ საქართველოს მთიანეთში. მეორე ვერსიით დასაშვებია, რომ ძველი ქართული ენის ფორმირება მოხდა არა ცენტრალურ ევროპაში, არამედ იბერიის ნახევარკუნძულზე შემოსული ინდოევროპული ენისა და ადგილობრივი უცნობი არაინდოევროპული ენის სინთეზით. ორივე ვერსია დასაშვებია. თუმცა მეორე ვერსიას შედარებით მეტი უპირატესობა გააჩნია. ეს უპირატესობა გამოიხატება შემდეგ ფაქტორში: იქ ცენტრალურ ევროპაში პროტო-ქართველური ტომები ცხოვრობდნენ ერთიანი დიდი ინდოევროპული კულტურის არეალში სხვა ინდოევროპული ტომების მეზობლად. აქ იბერიის ნახევარკუნძულზე კი ისინი აღმოჩნდნენ სულ სხვა სამყაროში სადაც უეჭველად არსებობდა უძველესი ადგილობრივი ენებიც. ადგილობრივი ტომები შესაძლებელია გენეტიკურად ნათესაობაში იყვნენ ინდოევროპელებთან, მაგრამ საუბრობდნენ უძველეს არაინდოევროპულ ადგილობრივ ენებზე. მაგალითად ეტრუსკები და ბასკები გენეტიკურად ენათესავებოდნენ ინდოევროპელებს, მაგრამ საუბრობდნენ არაინდოევროპულ ენებზე. ამ უცხო გარემოში კი მათ თავიანთი მეზობლებისგან შეითვისეს არაინდოევროპული ლექსიკონიდან ბევრი ტერმინი. ამ სინთეზით შეიქმნა სრულიად ახალი ენა. აი ამაში გამოიხატება მეორე ვერსიის უპირატესობა. ასეთია ცენტრალური ევროპიდან პროტო-ქართველების იბერიის ნახევარკუნძულზე შემოსვლის, მათი იქ ცხოვრების და ბოლოს კავკასიაში გადმოსახლების მოკლე ისტორია. ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები გაიცა და არანაირი გაურკვევლობა არ არსებობს. რაც შეეხება ქართველების უძველესი სამხრეტის მეზობლის სომეხი ერის რეგიონში შემოსვლის ისტორიას ძალიან რთული და გაურკვეველი საკითხია. ერთი რამ ფაქტია, რომ ისინი iamna culture-ს ერთ-ერთი ჯგუფია. ამ კულტურის დაშლის შემდეგ თუ სად მოსახლეობდნენ და სად შეითვისეს დიდი რაოდენობით არაინდოევროპული უცნობი ტერმინები უცნობია. უამრავი ვერსიები არსებობს. ერთი რამ ფაქტია, მათ ევროპის კონტინენტზე რომელიღაც რეგიონში შეითვისეს დიდი რაოდენობით არაინდოევროპული სიტყვები და შემოდიან მცირე აზიის რეგიონში. შესაძლებელია ისინი მცირე აზიაში გადმოდიან ძვ.წ.აღრ. მე-2 ათასწლეულის ბოლოს და ისტორიული მუშქების ერთ-ერთი ჯგუფია. ასეთი ვერსიაც არსებობს. ან შეიძლება არა მუშქებთან ერთად, არამედ ცალკე დამოუკიდებლად შემოსული ჯგუფია. მართლა ძალიან რთული თემაა. ასეა თუ ისეა ისინი საბოლოოდ განსახლდნენ ყოფილი ურარტუს სამეფოს ტერიტორიებზე და შექმნეს საკმაოდ დიდი სამეფო. ვფიქრობ საჭიროა მოკლედ შევეხო ქართული ასომთავრული დამწერლობის წარმოშობის ისტორიას. დღემდე დაუდგენელია ასომთავრული დამწერლობის წარმოშობის საკითხი. ყველაფერი იმის სასარგებლოდ მეტყველებს რომ ასომთავრული დამწერლობა შეიქმნა ბრანჯთა ქვეყანაში. ანტიკურ ეპოქაში ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში და მათ შორის იბერიაშიც ფართოდ იყო გავრცელებული არამეული დამწერლობა. ეს არამეული დამწერლობა დომინირებდა ქართლის სამეფოშიც. ბუნებრივია, რომ არამეული დამწერლობა გავრცელებული იყო ბრანჯთა ქვეყანაშიც თუმცა იქ აგრეთვე არსებობდა მეორე ნაციონალური დამწერლობაც ანუ "ასომთავრული". არამეული დამწერლობა საერთაშორისო დიდი დამწერლობა იყო და ამიტომ ადგილობრივი "ასომთავრული" დამწერლობა იჩაგრებოდა. მე-4 საუკუნის 80-90-იან წლებში ქართლის სამეფოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ქართლის მეფე დიდი ბაკურისა და მთავარეპისკოპოს მოსეს ინიციატივით ეს ბრანჯთა სამეფოს ნაციონალური დამწერლობა გამოცხადდა ერთადერთ ოფიციალურ სამწერლობო ანბანად და ენად ქართლის სამეფოშიც. ეს ხდება მე-4 საუკუნის ბოლო მეოთხედში. ხოლო არამეული და ბერძნული დამწერლობები გადაიქცნენ მხოლოდ საგარეო ურთიერთობების დასამყარებელ დამწერლობებად. ჩემი აზრით ასეთ ვერსიას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება. ჩემი ვარაუდით ბრანჯთა სამეფოში ნაციონალური დამწერლობის შექმნამ უბიძგა სომხეთის სასულიერო და საერო პირებს საკუთარი ნაციონალური დამწერლობის შექმნისკენ. ამიტომ მალე სომხეთშიც იქმნება საკუთარი ნაციონალური დამწერლობა. დაუდგენელია სომხური ანბანის წარმომავლობა. არსებობს ვერსიები არამეული, ბერძნული, ეთიოპიური. ჩემი ვარაუდით სომეხმა სწავლულმა მესროპ მაშტოციმ სომხური ანბანის საფუძვლად აიღო ბრანჯთა სამეფოში არსებული "ასომთავრული" ანბანი და მის ბაზაზე შექმნა ნაციონალური სომხური დამწერლობა. ჩემი აზრით ეს ვერსიაა, მაგრამ საკმაოდ ლოგიკურად გამოიყურება. ამ ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ქართულ ასომთავრულ დამწერლობასა და ძველ სომხურ დამწერლობას შორის საკმაოდ მნიშვნელოვანი მსგავსებაა. ძველ ქართულ და ძველ სომხურ ანბანებში 16 ასოა, რომლებიც ზოგი იდენტურები არიან თავიანთი მოხაზულობით, ხოლო ზოგნი ძალიან გვანან ერთმანეთს. 16 ასო ეს უკვე თითქმის ნახევარი ანბანია. ეს ფაქტი ძალიან აძლიერებს ვარაუდს, რომ ორივე ანბანს საერთო წარმომავლობა აქვთ. და, რომ მესროპ მაშტოციმ სომხური ანბანის საფუძვლად ბრანჯთა ანბანი აიღო და გამოიყენა. ამ ვერსიით ბრანჯთა სამეფოში არსებული "ასომთავრული" ანბანის საფუძველზე იქმნება სომხური დამწერლობა. ბოლოსდაბოლოს ეს ორი დამწერლობა ქართული და სომხური ეგრევე ჰაერიდან ხომ არ ჩნდება და მათაც აქვთ ფესვები. ეს ფესვები კი ჩემი აზრით ბრანჯთა სამეფოს "ასომთავრული" ანბანია. ძველი სომხეთი განვითარებული და საკმაოდ დიდი სამეფო იყო. იქ სომხური დამწერლობის შექმნამდეც მაღალ დონეზე იყო მწერლობა. მაგრამ ამავე დროს სომხეთი იმ რეგიონის, ახლო აღმოსავლეთის ორგანული ნაწილი იყო სადაც ფართოდ იყო გავრცელებული არამეული საერთაშორისო ენა და დამწერლობა. სომხეთი იმ დროს უფრო ინტერნაციონალური სამეფო იყო და აქტიურად იყო ჩართული ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ცხოვრების რიტმში. გამომდინარე აქედან სომხეთში უფრო მიღებული და პრაქტიკული იყო რეგიონის საერთაშორისო ენა არამეული. სომხები თუ მოინდომებდნენ 1 საუკუნეშიც შექმნიდნენ საკუთარ სომხურ დამწერლობას. მაგრამ მაშინ შექმნეს როცა ამისი სურვილი და საჭიროება გაჩნდა. განსხვავებით სომხეთისგან ბრანჯთა სამეფო იმ დროს ნაციონალისტური ბუნების სამეფო იყო. ის არ იყო აქტიურად ჩართული ახლო აღმოსავლეთის ცხოვრების დიდ რიტმში და თავისი ცხოვრების წესით ცხოვრობდა. ნაციონალისტური ბუნებიდან გამომდინარე ბრანჯთა სამეფოში უფრო ადრე გაჩნდა მიდრეკილება საკუთარი ნაციონალური დამწერლობის შექმნისკენ და დიდი ალბათობით ბრანჯთა სამეფოში არამეულთან ერთად არსებობდა უძველესი "პროტო-ასომთავრული" დამწერლობა, რომლის ბაზაზეც მოგვიანებით იქმნება ახალი ქართული და სომხური დამწერლობები. მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბრანჯთა სამეფოში წარმართულ ეპოქაში განსაკუთრებულად მაღალ დონეზე იყო განვითარებული მწერლობა და ლიტერატურა. არსებობდნენ სხვადასხვა უძველესი ხალხები, რომლებშიც ბრანჯთა სამეფოზე უფრო ადრე არსებობდა მაღალი დონის მწერლობა და ლიტერატურა. წარმართული ეპოქის ბრანჯები ნაციონალისტები იყვნენ და საკუთარი ნაციონალური ანბანი მათ თავიანთი ნაციონალისტური შინაგანი ამბიციების დასაკმაყოფილებლად და პრესტიჟისთვის სჭირდებოდათ. ამ ნაციონალისტურმა ამბიციებმა უბიძგა ბრანჯებს, რომ ქრისტიანობის მიღებამდე ბევრად უფრო ადრე შეექმნათ ნაციონალური დამწერლობა. ბრანჯთა სამეფოში საკუთარი ნაციონალური დამწერლობის არსებობის ანარეკლი უნდა იყოს შუაა საუკუნეებში შექმნილი ლეგენდა ფარნავაზ მეფის მიერ ქართული დამწერლობის შექმნისა. როგორც ჩანს შემორჩენილი იყო რაღაც ცნობები ქრისტიანობამდე ნაციონალური დამწერლობის არსებობის შესახებ ბრანჯთა სამეფოში. შუა საუკუნეების მემატიანემ კი ეს ცნობა თავისებურად "გადაამუშავა" და ფარნავაზ მეფეს დაუკავშირა. ჩემი აზრით ლეგენდა ფარნავაზ მეფის მიერ დამწერლობის შექმნისა სათავეს იღებს ბრანჯთა სამეფოში ნაციონალური დამწერლობის რეალური არსებობიდან. თეორიულად შესაძლებელია ეს დამწერლობა შექმნილიყო იბერიის ნახევარკუნძულზე, კავკასიაში გადმოსახლებამდე და ძირითადად რელიგიური ვიწრო წრის წარმომადგენლები ქურუმები ფლობდნენ და იყენებდნენ. ამ დამწერლობის ცოდნა ბუნებრივია პრესტიჟის საქმე იქნებოდა მაღალ არისტოკრატიულ წრეებშიც. ერთი ვერსიით შესაძლებელია, რომ ეს ასომთავრული ანბანი შექმნილია იბერიის ნახევარკუნძულზე დაახლოებით ძვ.წ.აღრიცხვით 550 - 350 წლების შუალედში (ამ წლებში იბერიის ნახევარკუნძულზე "ავილას სამეფო" თავისი აყვავების და ძლიერების ზენიტში იყო). მეორე ვერსიით კი ეს ანბანი შესაძლებელია შეიქმნა ძვ.წ.აღრიცხის 300 - 1 წწ. ბრანჯთა სამეფოში, ისტორიული ტაო-კლარჯეთის მხარეში. ამ ორი ვერსიიდან რომელიღაც ერთ-ერთი რეალურია. მე-4 საუკუნეში ნაციონალური დამწერლობის გავრცელებამ მთელ საქართველოში გამოიწვია ძველი ქართული ენის (ბრანჯთა ენის) ფართოდ გავრცელება მთელ საქართველოში. მან შეავიწროა დასავლეთ საქართველოში გაბატონებული მეგრული ენა. ჩემი მოსაზრებით მან თანდათან განდევნა აღმოსავლეთ საქართველოში უფრო ადრეული ქართლის ენობრივი დიალექტიც. ბუნებრივია ქართლის სამეფოში არსებობდა უფრო ადრეული ადგილობრივი ენობრივი დიალექტი. რაც შეეხება ნეკრესში აღმოჩენილ წარწერებს გამოთქმულია ვარაუდი, რომ ის 1-3 საუკუნეებს განეკუთვნება. ამ ვარაუდის ერთერთ არგუმენტად მოყავთ ის, რომ ეს წარწერები შესრულებულია საფლავის ქვაზე სადაც ქრისტიანული სიმბოლიკები არ არის გამოსახული. ამიტომ ვარაუდობენ, რომ ეს საფლავის ქვები ცეცხლთაყვანისმცემელთა საფლავის ქვებია და განეკუთვნება წარმართულ ეპოქას. ეს არგუმენტი ვერ გამოდგება ამ საფლავის ქვების თარიღის დასადგენად. ცნობილია, რომ მე-5-6 საუკუნეებში ქართლის სამეფო ირანის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. მე-6 საუკუნეში ირანელებმა საერთოდ გააუქმეს მეფობა და ქვეყანას ირანელი მარზპანები მართავდნენ. ჩვენ ისიც ვიცით, რომ მე-6 საუკუნეში ქართლში მოღვაწეობდნენ 13 ასურელი მამები რადგან ირანის გავლენის ქვეშ მოქცეულ ქართლის სამეფოში ცეცხლთაყვანისმცემლობამ იმძლავრა. ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს ისეთი მაღალი რანგის მოღვაწე, როგორიც იყო ქვემო ქართლის მმართველი ვარსქენ პიტიახში უარყოფს ქრისტიანობას და ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადადის. მსგავსი ფაქტები ბუნებრივია მრავლად იყო. ამიტომ ეს საფლავის ქვები სრულიად შესაძლებელია ადგილობრივი ქართველი ცეცხლთაყვანისმცემლების საფლავის ქვებია, რომლებიც ცხოვრობდნენ ან მე-5 საუკუნეში ან მე-6 საუკუნეში. 572 წელს მას შემდეგ რაც ქართლის სამეფოდან განდევნეს ირანელი მარზპანები და ხელისუფლებაში მოდის ერისმთავარი გურგენი გაძლიერებულმა ადგილობრივმა ქრისტიანებმა დაანგრიეს ცეცხლთაყვანისმცემელთა სამლოცველო და მათი საფლავის ქვები სამშენებლო მასალად გამოიყენეს. სხვათაშორის 1-3 საუკუნეებში ქართლის სამეფოში ირანული ცეცხლთაყვანისმცელობა არ იყო გავრცელებული. ირანული ცეცხლთაყვანისმცემლობა ქართლის სამეფოში ძლიერდება მე-5-6 საუკუნეებში, როცა ქართლი ირანის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა. ამიტომ ჩემი აზრით ნეკრესის წარწერები მე-5 ან მე-6 საუკუნეებს განეკუთვნება. ეს ცეცხლთაყვანისმცემლების სამლოცველო და საფლავის ქვები კი გაანადგურეს ადგილობრივმა ქრისტიანებმა 572 წლის შემდეგ როცა ირანელი მარზპანები განდევნეს. წლების წინ მე ვივარაუდე, რომ სომხურ წყაროებში მოხსენიებული მეფე ბაკური რომლის დროსაც მათი ცნობით შექმნილა ქართული დამწერლობა უკავშირდებოდა ბრანჯთა სამეფოს ერთ-ერთ ჩვენთვის უცნობ მეფეს. მაგრამ მასშტაბური ძიების პროცესში გამოიკვეთა, რომ ეს არის ქართლის მეფე დიდი ბაკური. მისი მეფობა დადასტურებულია უძველესი წერილობითი წყაროებით მე-5 საუკუნიდან (ბიზანტიელი ისტორიკოსი იოანე რუფუსი და ქართველი სასულიერო მოღვაწე ზაქარია ქართველი). მთავარეპისკოპოსი მოსეც როგორც ჩანს არსებობდა მაგრამ ქართულ წყაროებში არ შემოინახა მისი სახელი. რადგანაც სომხური წყაროს ცნობით მთავარეპისკოპოსი მოსე დიდი ბაკურის თანამედროვეა ამიტომ ის გამოდის ქართლის პირველი მთავარეპისკოპოსი დაახლოებით 385-400 წლებში. დიდი ბაკური კი მეფობდა დაახლოებით 380-400 წლებში. ხოლო ქართულ წყაროებში მოხსენიებული პირველი მთავარეპისკოპოსები იოანე, იაკობი და იობი იყვნენ არა ქართლის არამედ ბრანჯთა სამეფოს მთავარეპისკოპოსები დაახლოებით 337-400 წლებში. მე-4 საუკუნის 80-90-იან წლებში ქართლის მეფე ბაკურმა დიდად წოდებულმა ქრისტიანობა ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა. ამის შემდეგ მან ქართლის სამეფოში შემოიღო ბრანჯთა დამწერლობა. როგორც ჩანს ქრისტიანობის მიღება და ასომთავრული ანბანის შემოღება ერთდროულად ხდება. ბაკურმა რელიგიის დამწერლობად არა არამეული და ბერძნული, არამედ ბრანჯთა ანბანი შემოიღო. ეს ხდება მე-4 საუკუნის 80-90-იან წლებში. ეს რეალური ფაქტი მოგვიანებით სომხურმა ისტორიოგრაფიამ შეცდომით მესროპ მაშტოცის დაუკავშირა. ხოლო მე-5 საუკუნის ბიზანტიურ და ასურულ წერილობით წყაროებში ახალი დამწერლობის შემოღებაზე ცნობები იმიტომ არ არის, რადგანაც ბაკურის თვითონ კი არ შეუქმნია ანბანი არამედ მან უბრალოდ სხვისგან გადმოიღო. ბრანჯთა ანბანი ალბათ უფრო ადრეც იქნებოდა შემოსული ქართლის სამეფოში, მაგრამ ის არ იყო დომინანტი და კონკურენციას ვერ უწევდა ბერძნულს და არამეულს. მეფე ბაკურ დიდმა კი ის სამეფოში მთავარ დამწერლობად აქცია. აი ეს ორი რამე, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება და ბრანჯთა ანბანის შემოღება სახელმწიფო დამწერლობად არის ის დამსახურებები რის გამოც მას ეწოდა "დიდი ბაკური". სხვა მხრივ ის არანაირად გამორჩეული პიროვნება არ იყო, არასდროს არ მოუგია რომელიმე დიდი ომი, არც დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები არ ჩაუტარებია, არც ქალაქები დაუარსებია. იყო მხოლოდ ირანის რიგითი ვასალი მეფე. დასკვნა შემდეგია: ქართლის მეფე ბაკურმა მე-4 საუკუნის 80-90-იან წლებში მიიღო ქრისტიანობა და ამავე დროს გადმოიღო ბრანჯთა ანბანი "ასომთავრული". ხოლო ცოტა მოგვიანებით 405 წელს სომეხმა სწავლულმა მესროპ მაშტოციმ ბრანჯთა ანბანის საფუძველზე შექმნა ნაციონალური სომხური დამწერლობა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული დამწერლობა უძველესია და შექმნილია ქრისტეს დაბადებამდე მწერლობა ქართველებში განსაკუთრებით განვითარდა და მაღალ დონეს მიაღწია მოგვიანებით შუა საუკუნეებში, როცა შეიქმნა მაღალი დონის სასულიერო და საერო ნაწარმოებები. ანტიკური ეპოქის ქართველებში სამწერლო განათლების დონე იყო დაახლოებით შუალედური "ბარბაროსულ" ალან-სარმატებსა და "ცივილიზებულ" ძველ ბერძნებს შორის. მწერლობას ძირითადად იყენებდნენ წარმართი ქურუმები და აგრეთვე ხელისუფლების სხვადასხვა შტოს წარმომადგენლები ქვეყნის მართვის პროცესში. სამაგიეროდ იბერიელები პირველები იყვნენ ადრეფეოდალური სახელმწიფოს ფორმირებაში და მსოფლიოში პირველებმა შექმნეს ადრეფეოდალური ტიპის სახელმწიფოები. ისინი აგრეთვე მაღალ დონეზე ფლობდნენ სამხედრო საქმეს და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შემოიტანეს სხვადასხვა ტიპის სამხედრო იარაღები და მეომრის დამცავი აბჯრების სხვადასხვა ვარიანტები. მათი ლექსიკონიდან ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელდა ბევრი საომარი იარაღების და მეომრის დამცავი საშუალებების ტერმინი. ამით იბერიელებმა ბიძგი მისცეს ახლო აღმოსავლეთში ფეოდალური წყობილების და სამხედრო საქმის განვითარებას. ანტიკურ იბერიაში საკმაოდ განვითარებული იყო ისტორიოგრაფია. ის ისტორიული წყაროები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია შუა საუკუნეებშია შექმნილი, მაგრამ ის ეგრევე ჰაერიდან ხომ არ ჩნდება. მართალია ის შუა საუკუნეების მემატიანეებმა თავისებურად გადააკეთეს და "გადაამუშავეს", მაგრამ მისი საფუძველი ხომ უეჭველად ანტიკური ეპოქის წარმართულ მწერლობაშია. როგორც ბრანჯთა მონარქებს ასევე ქართლის მეფეებს ხომ სჭირდებოდათ თავიანთი და თავიანთი წინაპარი მონარქების მოღვაწეობის ცოდნა. ბოლოსდაბოლოს ძვ.წ.აღრიცხვის მე-4 საუკუნეში კავკასიაში იბერიელების და მათი მეფეების გადმოსახლებაც ხომ ჩაიწერა ანტიკურ ისტორიოგრაფიაში. მართალია შუა საუკუნეებში ეს ფაქტი თავისებურად "გადაამუშავეს", მაგრამ წარმართულ იბერიის ისტორიოგრაფიაში ხომ იყო აღწერილი ეს ფაქტი რეალურად. წარმართული მეფეთა უამრავი სახელებიც ხომ წარმართული ეპოქის ისტორიოგრაფიიდანაა ამოკრებილი და ჩაწერილი შუა საუკუნეების მატიანეში. დასკვნა ასეთია, რომ წარმართულ იბერიაში და განსაკუთრებით ბრანჯთა ქვეყანაში ისტორიოგრაფია საკმაოდ განვითარებული იყო რადგანაც სამეფო ხელისუფლება მას ისე უყურებდა, როგორც სამეფოს არსებობისთვის აუცილებელ დარგს. ეს იყო ის ძალიან პრაქტიკული დარგი, რომელიც აუცილებელი იყო ქვეყნის მართვისთვის და ამ დარგის მონოპოლია ხელისუფლების ხელში იყო. უფრო მეტიც მე ვთვლი, რომ წარმართული ეპოქის ბრანჯთა სამეფოში ისტორიოგრაფია უფრო პუნქტუალური და რეალური იყო ვიდრე შუა საუკუნეების საქართველოში. ამისი მიზეზი იყო იმ ეპოქის საზოგადოების მენტალური თვისებები და ბუნება. ბრანჯთა სამეფოს ისტორიოგრაფია როგორც მეცნიერება უფრო მაღალ დონეზე იდგა ვიდრე შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიოგრაფია. წარმართული ეპოქის მემატიანეები ალბათ რელიგიური წრის წარმომადგენლები ქურუმები იყვნენ. მწერლობის სხვა დარგები მხატვრული ლიტერატურა, რომანები, პოემები, პოეზია, პიესები და ასე შემდეგ იბერიაში განვითარებული არ იყო. ეს დარგები განვითარებული იყო ძველ ბერძნებში. ანტიკურ იბერიაში აგრეთვე ძალიან მაღალ დონეზე იდგა სოფლის მეურნეობა. ქართული ენის ტერმინების ძიების პროცესში გერმანიკული ენებიდან მთავარ აქცენტს მაინც ინგლისურ ენაზე ვაკეთებ, მაგრამ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო გერმანულ ენაზეც. აშკარად ვამჩნევ, რომ გერმანულ ენაშიც საკმაოდ დიდი რაოდენობითაა კონცენტრირებული იბერიული ენის მონათესავე ტერმინები. უბრალოდ უფრო მეტი მუშაობაა საჭირო უშუალოდ გერმანულ ენაზეც. რაც შეეხება ტერმინ "ქართველი"-ის წარმომავლობას. ეს ტერმინი წყაროებში პირველად შუა საუკუნეების მწერლობაში ფიქსირდება, მაგრამ მისი ფესვები უძველესია და ინდოევროპელ იბერთა მითოლოგიიდან იღებს სათავეს. ძველ წყაროებში უძველესი იბერიელების ერთ-ერთი სინონიმია "ქართლოსიანი" ანუ "ქართლოსის ხალხი". "ქართლოსი" არის ინდოევროპელ იბერთა ტომების უძველესი მითოლოგიური წინაპარი. შევადაროთ ისტორიული პიროვნება დიდი იბერიის მეფე "იარედ-ოს" და ქართველთა მითიური წინაპარი "ქართლ-ოს". ორივე სახელის ბოლოსართია "ოს". ჩანს, რომ ეს ბოლოსართი "ოს" ხშირად დამახასიათებელი იყო იბერიელთა სახელებისთვის. ბიბლიური პერსონაჟი ებრაულად "თორგამა", სომხურად "თორგომ" ძველ ქართულ ენაში არის "თარგამოს". სომეხთა მითოლოგიური წინაპარი "ჰაიკ" ძველ ქართულ ენაში არის "ჰაოს". ესეც ინდოევროპულ-იბერიული ენიდან გადმოსული მემკვიდრეობაა. ძველ ქართულ ენაში როგორც ჩანს ეს ბოლოსართი "ოს" უკვე აღარ იხმარებოდა და მხოლოდ მითოლოგიურ უძველეს პერსონაჟებს შემორჩათ. დიდი იბერიის პირველი მეფე იარედოსი, მოგვიანებით სხვა ქართულ წყაროში მოხსენიებულია როგორც "იარედი". ამ წყაროში მას უკვე ჩამოშორდა არქაული "ოს" ბოლოსართი და გახდა "იარედი". უძველეს ქართულ მატიანეში იხსენიება "იარედოსი". მხოლოდ მე-18 საუკუნის ისტორიკოსს ვახუშტი ბატონიშვილს აქვს ის მოხსენიებული როგორც "იარედი". ბუნებრივია სწორია უძველესი წყაროს ცნობა "იარედოსი". "იარედი" კი გვიანდელი გადაკეთებული ფორმაა, რომელიც ვახუშტი ბატონიშვილმა გამოიყენა ბიბლიური ისტორიის გავლენით. სავარაუდოა, რომ ეს ბოლოსართი ძირითადად იხმარებოდა ლეგენდარულ პიროვნებებთან და ზოგიერთ დიდ მეფეებთან მიმართებით და არ გამოიყენებოდა მასობრივად. მე ვფიქრობ, რომ ეს ბოლოსართი რაღაც პრივილეგირებული იყო და ძირითადად ემატებოდა ლეგენდარულ პიროვნებების და ზოგიერთი დიდი მეფეების სახელებს. თუმცა რატომ იყო პრივილეგირებული და საიდან იღებდა სათავეს ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ამისი პასუხი მხოლოდ უძველეს ინდოევროპულ-იბერიულ ენაში და მათ შორეულ ისტორიაშია. რეალური ისტორიული პიროვნებებიდან ამ ბოლოსართით ქართული ძველი წყაროებიდან მხოლოდ დიდი იბერიის მეფე იარედოსია ცნობილი . მეფე იარედოსი რომელიც მეფობდა დაახლოებით ძვ.წ.აღრიცხვის 330 - 300 წლებში ყველა ინდოევროპელ იბერთა ტომების კონფედერაციის მეფე იყო. მის სამფლობელოს წარმოადგენდა მდინარე არაქსის ჩრდილოეთით მდებარე მთელი ამიერკავკასია და ისტორიული ლაზეთი ქალაქ სინოპის და ქალაქ ამასიის ჩათვლით. მას ემორჩილებოდა ქართლის მმართველი აზონიც. ძალიან დიდი ალბათობით მეფე იარედოსი კავკასიაში გადმოსახლებამდე იბერიის ნახევარკუნძულზეც ამ ინდოევროპელი ტომების კონფედერაციის მეთაური იყო. ის როგორც ჩანს ანტიკურ ეპოქაში იბერიულ მატიანეში ცნობილი იყო როგორც ერთიანი დიდი იბერიის მეფე. იბერიის ნახევარკუნძულიდან კავკასიის რეგიონში და მცირე აზიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში გადმოსახლდა ამ ტომების ძირითადი და უმეტესი ნაწილი მათი კონფედერაციის უზენაესი მეთაურის ჩათვლით. ეს იყო ძირითადი ძალა. შედარებით მცირე ნაწილი კი იბერიის ნახევარკუნძულზე დარჩა "ლუზიტანია"-დ და "ვეტტონეს"-ად წოდებულ ოლქებში. ინდოევროპელი იბერები თავიანთ ინდოევროპულ-იბერიულ ენაზე საკუთარ თავს უწოდებდნენ "ქართლოსიან", ანუ "ქართლოსის ხალხს". მოგვიანებით შუა საუკუნეებში ეს ინდოევროპული "ქართლოსიან" განიცდის ტრანსფორმაციას და ქართულ ენაში მკვიდრედება როგორც "ქართველი", ხოლო ქვეყნის სახელწოდებად შემოდის "სა-ქართველო". ფაქტია, რომ ტერმინები "ქართველი" და "საქართველო" სათავეს იღებენ ინდოევროპულ-იბერიული ენიდან და მითოლოგიიდან და მათი ფუძეა ინდოევროპულ-იბერიული "ქართლოს" და "ქართლოსიან". შუა საუკუნეების ქართულ მატიანეში ეს ისტორია მეტნაკლებად შეცვლილი და გადაკეთებულია, მაგრამ რეალობა ასეთია. უფრო კონკრეტულად მე პირადად სახელ "ქართლოს"-თან გამაჩნია საკუთარი შეხედულება. ბუნებრივია, რომ ეს სახელი ინდოევროპულ-იბერიულია. თუმცა მისი უძველესი იბერიული ვარიანტი არის არა "ქართლოს" არამედ "ქართ". ეს "ქართ" იყო იბერიული სახელი, რომელიც ამ იბერიელ ტომთა მითოლოგიურ წინაპარს ერქვა, თუმცა თვითონ სახელი რეალურია. ამ სახელს გააჩნია დღევანდელ გერმანულ ენებში მონათესავე სახელები. ეს სახელებია ინგლისური "კერტის" და გერმანული "კურტ". სამივე ეს სახელი "ქართ", "კერტის" და "კურტ" უძველესი მონათესავე სახელებია და შორეული საერთო ფუძე-წარმომავლობა გააჩნიათ. ის, რომ ორიგინალი სახელი არის არა "ქართლოს" არამედ "ქართ" გამყარებულია შემდეგი ფაქტებითაც. მეგრულად თბილისს ეწოდება "ქართ", ხოლო ანტიკურ ეპოქაში იბერიის ერთ-ერთ მეფეს ერქვა "ქართამ"(ფუძეა "ქართ"). ეს მეფე ქართამ სავარაუდოდ შვილი უნდა ყოფილიყო ბრანჯთა მეფე ადერკისა. მეფობდა დაახლოებით პირველი საუკუნის მეორე ნახევარში. აი ამ ინდოევროპელ-იბერთა მითოლოგიური წინაპრის სახელი "ქართ" დაედო საფუძვლად ქართულ ენაში აღმოსავლურ-ქართულ სამეფოს სახელწოდებას "ქართ-ლი". ხოლო ტაო-კლარჯეთის მხარეში ეს სახელი "ქართ" დაედო საფუძვლად ტერმინებს "ქართველი", "ქართველთა სამეფო". უკვე თანდათან იკვეთება სამივე სახელის "ქართ", "კერტის", "კურტ" წარმომავლობა. მეგრულ ენაში "ქართა" აგრეთვე ეწოდება შინაური საქონლის შემოკავებულ სადგომს. იბერიულ ენაში კი "კერტ" ეწოდება შემოზღუდულ, ჩაკეტილ ტერიტორიას, ადგილს. ეს იბერიული "კერტ" უძველესი ინდოევროპელების ტერმინია და იმ შორეულ ეპოქაში ერქვა მათი შინაური საქონლის შემოზღუდულ სადგომს. უკვე ნათელია, რომ ამ ყველა ტერმინებს და სახელებს ერთი საერთო წარმომავლობა აქვთ და მომდინარეობს უძველესი ინდოევროპელებიდან და ეწოდებოდა შემოზღუდულ ტერიტორიას, სადგომს საქონლისას. ეს იბერიულ-მეგრული და გერმანულ-ინგლისური "ქართა-კერტ-კერტის-კურტ" უძველესი ინდოევროპელების "iamna culture-ს მოსახლეობის ენაზე ნიშნავდა მსხვილფეხა საქონლის შემოზღუდულ სადგომს, ტერიტორიას. ამ კულტურის მოსახლეობის, უძველესი ინდოევროპელების მთავარი სამეურნეო დარგი მესაქონლეობა იყო და ისინი წარმოადგენდნენ ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის სტეპების უძველეს მესაქონლე-ფერმერებს. სლავურ ენებშიც არის მონათესავე ტერმინები "კრიტიი", ზაკრიტიი", რომელიც ასევე ეწოდება ჩაკეტილ, შემოზღუდულ ტერიტორიას და ენათესავება იბერიულ-გერმანულ-ინგლისურ ტერმინებს. ეს ტერმინები მოგვიანებით უფრო განივრცო და ეწოდებოდა ზოგადად ყველანაირ ჩაკეტილ, შემოზღუდულ სივრცეს, მათ შორის ციხესიმაგრეებსაც. ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ტერმინები "ქართველი", "ქართული", "საქართველო" სათავეს იღებს იბერიელთა შორეული გენეტიკური წინაპრების ლექსიკონიდან, რომლებიც ცხოვრობდნენ ძვ.წ.აღრიცხვით მე-4 ათასწლეულში დიდ iamna culture-ში. სწორედ ბრანჯთა სამეფოში ანუ სამხრეთ საქართველოში ჩნდება პირველად ტერმინი "ქართველი" რომელიც ეფუძნებოდა უძველეს ინდოევროპულ-იბერიულ სახელს "ქართ".. ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში იბერიული ტერმინის "ქართ" - ის ტრანსფორმაციით წარმოიშვა სამეფოს სახელწოდება "ქართ-ლი". ტერმინი "ქართველი", რომ სამხრეთ საქართველოშია წარმოშობილი ამის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ პირველად სწორედ ტაო-კლარჯეთთან მიმართებით იხმარებოდა ტერმინი "ქართველთა სამეფო". აღმოსავლეთ საქართველოსთან მიმართებით კი იხმარებოდა "ქართლის სამეფო". "ქართლის სამეფო"-დან" კი მოგვიანებით წარმოიქმნა ტერმინი "ქართლელი". წერილობითი ცნობებით ეს ტერმინი "ქართველი" პირველად ფიქსირდება იერუსალიმთან ახლოს აღმოჩენილ ასომთავრულ წარწერაში. ეს წარწერა გაკეთებულია საფლავის ქვაზე და ასე იკითხება. "ესე სამარხოი იოჰანე ფურტაველ ეპისკოპოსისაი ქართველისაი". წარწერა თარიღდება მე-5-6 საუკუნეებით. ფურტავის საეპისკოპოსო არასდროს ფიქსირდება არც ქართლის სამეფოში და არც ბიზანტიის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში. აქედან გამომდინარე ეს საეპისკოპოსო უნდა ვეძებოთ ისტორიული ბრანჯთა სამეფოს ტერიტორიაზე. სწორედ ამ ისტორიული სამეფოს ისტორიაა ბურუსში გახვეული. ამ მოსაზრებას აძლიერებს ის ფაქტი, რომ ეს ეპისკოპოსი წარწერაში მოიხსენიება როგორც "ქართველი". ტერმინი "ქართველთა სამეფო" კი პირველად ფიქსირდება არა აღმოსავლეთ საქართველოსთან, არამედ ტაო-კლარჯეთთან მიმართებით. ამიტომ ამ ტერმინის ფესვები სამხრეთ საქართველოშია. სხვადასხვა წყაროებით ბრანჯთა სამეფოს ტერიტორიაზე მკაფიოდ დაფიქსირებულია მხოლოდ 4 საეპისკოპოსო. ესენია ტაოს, ახიზას, არტაან-ერუშეთის და ვარდციხის ანუ ეგრისის საეპისკოპოსო. მაგრამ ბრანჯთა სამეფოში რჩება კიდევ ერთი საკმაოდ მოზრდილი სამხედრო ოლქი კარის სამხედრო ოლქი რომელიც მოიცავდა ისტორიული კარის და კარნისხევის ანუ სომხურად კარნიფორის რაიონებს. სომხეთის ძველი ისტორიის მამამთავრის მოსე ხორენაცის ცნობით კარის ოლქი ანუ როგორც ის უწოდებს სომხურად "ვანანდი" არასდროს არ შედიოდა ანტიკურ ეპოქაში დიდი სომხეთის შემადგენლობაში. დაახლოებით 24 საუკუნის წინ კარის ოლქის მესხური წარმოშობის ტერიტორიაზე შემოსვლას იწყებს სამხრეთიდან სომხური ეთნიკური ელემენტი. მათ ამ ტერიტორიას უწოდეს "ვანანდი". თუმცა მალე ამ ტერიტორიაზე განსახლდნენ ინდოევროპელი იბერები. განსხვავებით ტაო-კლარჯეთის წმინდა ინდოევროპულ-იბერიული მოსახლეობისგან კარის და კარნისხევის რაიონებში ადგილი უნდა ჰქონდეს მეტნაკლებად შერევას ინდოევროპულ-იბერიულ შემოსულ მოსახლეობასა და ადგილზე დახვედრილ სომხურ მოსახლეობას შორის. ინდოევროპულ-იბერიული გენეტიკური ელემენტი ალბათ ჭარბობდა, მაგრამ იყო სომხური გენეტიკური ელემენტიც. ეს ტერიტორია ანტიკურ ეპოქაში მყარად შედიოდა იბერიული სამეფოს "ბრანჯეთის" შემადგენლობაში. თავიდან ვვარაუდობდი, რომ კარის სამხედრო ოლქის მოსახლეობა ეკლესიურად ტაოს ეპისკოპოსებს ექვემდებარებოდა, მაგრამ უკვე ასე არ ვფიქრობ. აი ეს უცნობი საეპისკოპოსო "ფურტავის საეპისკოპოსო" სწორედ კარის და კარნისხევის(კარნიფორის) საეპისკოპოსო უნდა ყოფილიყო. აქ როგორც ჩანს ანტიკურ ეპოქაში არსებობდა იბერიული დასახლებული პუნქტი "ფურტავი", რომელიც მე-4 საუკუნეში ხდება იბერიელი (ბრანჯი) ეპისკოპოსის რეზიდენცია. ეს საეპისკოპოსო მოიცავდა კარის და კარნისხევის რაიონებს. მე-7 საუკუნეში ბრანჯთა სამეფოს გაუქმების შემდეგ კარის ოლქი არაბთა პოლიტიკური პროექტის შედეგად სომხეთს მიაწერეს. აქედან იწყება ამ ოლქში სომხური გავლენის გაძლიერება და ძველი ისტორიის გადაფარვა. ამ ანტიკური საეპისკოპოსოს სახელიც დავიწყებული იქნა. აი სწორედ აქედან იყო იერუსალიმთან ახლოს საფლავის წარწერაზე მოხსენიებული "იოჰანე ფურტაველი ეპისკოპოსი". ზოგადად ძველად აღმოსავლურ ქართულ მატიანეში იწერებოდა "იოანე", "იოვანე". ხოლო ეს სახელი როგორც ჩანს ბრანჯთა სამეფოში გამოითქმებოდა როგორც "იოჰანე", როგორც ამ საფლავის ქვაზეა ამოკვეთილი. ეს იყო მეხუთე დიდი საეპისკოპოსო ბრანჯთა სამეფოში. ყველა ფაქტები ერთობლიობაში მაძლევს დასკვნის გაკეთებას, რომ მე-4 საუკუნემდე ოფიციალური სახელწოდება იყო "ბრანჯთა სამეფო". მე-4 საუკუნიდან კი ხმარებაში შემოდის მეორე სახელწოდებაც "ქართველთა სამეფო" ანუ "ქართლოსიანთა სამეფო". მე-5-6-7 საუკუნეებში კი გამოიყენებოდა როგორც "ბრანჯთა სამეფო" ისე "ქართველთა სამეფო" და ეს ორივე სახელწოდება ერთმანეთის სინონიმებს წარმოადგენდნენ. მოგვიანებით მე-9 საუკუნეში ბაგრატიონების დინასტიამ ტაო-კლარჯეთის მხარეში კვლავ აღადგინეს ეს სახელწოდება "ქართველთა სამეფო". რაც შეეხება სახელს "ქართლოს" ეს შედარებით გვიანდელი ფორმაა. მისი ფუძეა იბერიული "ქართ". ეს დასკვნა მთლიანად ისტორიულ რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და ყველაფერი ნათლად ჩანს. აგრეთვე კვლევის პროცესში ინტერესს იწვევს დიდი სომეხი ისტორიკოსის მოსე ხორენაცის ცნობა, სადაც ის კარის ოლქის მოსახლეობას უცხო ტომის ხალხად თვლის და უწოდებს "ბუნდა" - ს. ამ უცხო ტომის მონათესავე ხალხი მისი ცნობით ცხოვრობდა ტაოს მთიან მხარეშიც. ერთერთი ვერსიით ეს უნდა იყოს "ბრანჯი"-ს სომხურ ენაში დამახინჯებული ფორმა. მაგრამ მეორე ვერსიიაც უნდა განვიხილოთ. ჩვენ კვლევიდან ვიცით, რომ ძველად მეგრულ ენაში "ბუნა" ერქვა ადამიანთა გაერთიანებას, ადამიანთა დიდ დაჯგუფებას, ადამიანთა კავშირს. გერმანულ ენაში კი "ბუნდ"(bund) ნიშნავს კავშირს, ფედერაციას, კონფედერაციას. აქედან გამომდინარე მოსე ხორენაცის "ბუნდა" ხომ არ ნიშნავდა იბერიული პოლიტიკური წარმონაქმნების ზოგად სახელწოდებას? ეს "ბუნდა" ხომ არ ეწოდებოდა მეფე იარედოსის დროს ინდოევროპელ იბერთა დიდ კონფედერაციას? ბრანჯთა სამეფოს მეფეები ამ ტერმინს ხომ არ იყენებდნენ უფრო მოგვიანებითაც ორი იბერიული სამეფოს "ბრანჯთა სამეფოსა" და "ქართლის სამეფოს" კავშირის სახელწოდებად? მე ვფიქრობ, რომ ამ ორი ვერსიიდან მეორე ვერსია უფრო რეალურია და ბრანჯთა დიდი მეფეები რომლებიც საკუთარ თავს მიიჩნევდნენ დიდი იბერიის კონფედერაციის უზენაესი მეთაურის სამართალმემკვიდრეებად ამ ტერმინს კვლავ იყენებდნენ საერთო იბერიული კავშირის სინონიმად. ანუ ბრანჯთა სამეფოსა და ქართლის სამეფოს კავშირს ბრანჯთა სამეფოში ერქვა "ბუნდა" (კავშირი). სომეხ ისტორიკოსს მოსე ხორენაცს ბუნებრივია ჰქონდა ეს ინფორმაცია და ზოგჯერ იყენებდა ბრანჯთა სამეფოს მოსახლეობის მიმართ ამ სინონიმს -"ბუნდა". ესე იგი მეგრულ ენაში ტერმინი "ბუნა" და ბრანჯთა ენაში ტერმინი "ბუნდა" საერთო იბერიული წარმომავლობის მონათესავე ტერმინებია. ამ ტერმინის მონათესავე ტერმინი არსებობს დღევანდელ ქართულ ენაშიც და არის "ბონდ", რომელიც ეწოდება პატარა მდინარეზე ბაგირებით დაკიდულ ხიდს, რომელიც მდინარის ორივე ნაპირებს ერთმანეთთან აკავშირებს. ინგლისურ ენაშიც "ბონდ" ნიშნავს კავშირს. მოკლედ ანტიკურ ეპოქაში იბერიელთა კავშირს ერქვა "ბუნდა" (კავშირი). რაც შეეხება ბრანჯთა სამეფოს სახელისუფლებო იერარქიას, ის ასე გამოიყურება: 1. რიხ Rikh, Rich, სინონიმებია "მეფე", "უფალი" (მონარქი). 2. ერისთავარ eristavar (ბრანჯთა სამეფოს მხედართმთავარი და მსაჯული. მეფის შემდგომ მეორე პირი სამეფოში), ამ ტერმინის სინონიმი უნდა იყოს "მამფალი". 3. თავარ tavar (სამხედრო ოლქების სარდლები ანუ "მთავრები"), 4. ერისთავ eristav (სამხედრო ოლქებში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულების მეთაურები), 5. ხევისთავ khevistav (ექვემდებარება ერისთავს და უფრო წვრილი ადმინისტრაციული ერთეულის მეთაურია) 6. ერი eri, ჯარ jar (ლაშქარი). ყველა ეს ტიტულები და წოდებები წმინდა ინდოევროპულ-იბერიული ენიდან გადმოსული ტერმინებია. ეს იერარქია ძალიან გავდა შუა საუკუნეების ფეოდალურ იერარქიას და როგორც ჩანს შუა საუკუნეების ფეოდალიზმი ამ ანტიკური იერარქიიდან იღებს სათავეს. ეს იყო ადრეფეოდალური ტიპის სახელმწიფო. ითვლება, რომ იბერიაში ადრეფეოდალიზმი უკვე არსებობდა 1-3 საუკუნეებში. ბრანჯთა სამეფოც ადრეფეოდალური სახელმწიფო იყო მთელი მისი არსებობის ხანაში (ძვ.წ. აღრ. 330 - ახ.წ.აღრ. 650-იანი წწ.). კლასიკური მონათმფლობელური საზოგადოება აქ არ არსებობდა. სამეფოს უმაღლესი მთავარსარდალი იყო "მეფე", "რიხ". ერისმთავარი გაერთიანებულ ჯარებს მთავარსარდლობდა, მაგრამ განსაკუთრებულად დიდი უფლებები არ ექნებოდა და სამხედრო ოლქების სარდლებში ანუ მთავრებში "თანასწორთა შორის პირველი" იყო. სამეფო დაყოფილი იყო სამხედრო ოლქებად, რომლის სათავეში " მთავრები" იდგნენ. ეს დაყოფა ასე გამოიყურება: 1. მეფის ოლქი ანუ მეფის პირადი დომენი (კლარჯეთი, შავშეთი, ზემო აჭარა, ამიერ-ტაო ანუ ჩრდილოეთი ტაო. საომარი მდგომარეობის დროს ან მეფის ან ტახტის მემკვიდრის "პირადი გვარდიაა". დაახლოებით 10 000 მეომარი. ომში მეფეები არ მიდიოდნენ, თორემ უფლისწულები ყოველთვის იბრძოდნენ სამეფო დომენის რაზმებთან ერთად). 2. ტაოს ოლქი ანუ სამხრეთი ტაო აღმოსავლეთ სპერის და ჩრდილოეთ ბასიანის ჩათვლით. ბრანჯთა სამეფოს მხედართმთავრის "ერისმთავრის" პირადი ოლქია. სხვა ოლქებთან შედარებით გამოყავდა ყველაზე მეტი მეომარი დაახლოებით 14 000 კაცი ). 3. არტაანის სამხედრო ოლქი ანუ აღმოსავლეთ მესხეთი. დაახლოებით 11 000 მეომარი. 4. კარის სამხედრო ოლქი, რომელიც მოიცავდა 3 იბერიულ პროვინციას: კარის რაიონი (სომხურად "ვანანდი"), კარნისხევის რაიონი (სომხურად "კარნიფორი"") და "გგეჩვიანი" (სომხურად "გაგჩევანი"). 5 000 მეომარი. კარის სამხედრო ოლქის აღმოსავლეთით კი მდებარეობდა სომხეთის დიდი არისტოკრატიული საგვარეულოს კამსარაკანების სამფლობელო "შირაკი" და არშარუნიქი". 5. არგვეთის ოლქი (ვარციხის აღმოსავლეთით ზემო იმერეთი და რაჭა, ცენტრით "სკანდას ციხე". 6 000 მეომარი). 6. მუხურისის ოლქი (დასავლეთ იმერეთი და ლეჩხუმი, ცენტრით ქუთაისი. 4 000 მეომარი). 7. ეგერთა ანუ მეგრელთა ოლქი (სამეგრელო, გურია, ქვემო აჭარა, სამურზაყანო. ამ რეგიონების ზღვისპირა ზოლის გარდა. ცენტრიტ "ციხე-გოჯი". 6 000 მეომარი). 8. სვანეთის ოლქი (ზემო და ქვემო სვანეთი. 2 000 მეომარი). 9. აფშილეთის ოლქი (მდინარე ღალიძგასა და მდინარე კელასურს შორის მდებარე ტერიტორია კოდორის ხეობის ჩათვლით, გარდა ზღვისპირა ვიწრო ზოლისა. 2 000 მეომარი. ისტორიული აფშილები ეგერთა ანუ მეგრელთა ტომის ერთ-ერთი განშტოებაა). მივუბრუნდეთ კარის სამხედრო ოლქის ტოპონიმებს. "კარი" წმინდა იბერიული ტერმინია. "კარნის-ხევი" ანუ "კარების ხევი" წმინდა იბერიული ტერმინია. "გგეჩვ-იანი" იბერიულია (დაბოლოება "იან"). გგეჩვიანის სამხრეთით მდინარე არაქსის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ისტორიული პუნქტი "აღზევან"(დღევანდელი ქალაქი kagizman) ასევე იბერიული ტერმინია, რომლის ფუძეა "აღზევ", რომელიც ქართულ ენაში ნიშნავს "გაძლიერებას", "განდიდებას", ამ ფუძე-ტერმინ "აღზევ"-ს ემატება იბერიული დაბოლოება "ან" და ვღებულობთ "აღზევან". თუ რატომ უწოდეს ამ სასაზღვრო პუნქტს უძველესმა იბერიელებმა "აღზევან" ანუ "დიდება", "ძლიერება" უცნობია. აქ გადიოდა საზღვარი ალექსანდრე მაკედონელის იმპერიასთან. იბერიელები ხშირად აკონტროლებდნენ მდინარე არაქსის სამხრეთ სანაპიროზე მდებარე სამხრეთ ბასიანს. კარის სამხედრო ოლქის სამხრეთი საზღვარიც თავიდან მდინარე არაქსის სამხრეთ სანაპიროსაც მოიცავდა და ამ დროს დაარსდა სასაზღვრო პუნქი "აღზევან". მდინარე არაქსის სამხრეთ სანაპიროებზე მდებარე სამხრეთ ბასიანი და აღზევანის რაიონი ანტიკურ ეპოქაში ხან იბერიელების მფლობელობაში იყო და ხან სომხეთის. თვითონ ტერმინი "ბასიანი"-იც წმინდა ინდოევროპულ-იბერიული ტერმინია. ამ ტერმინის ფუძეა "ბას" ანუ "ბაას", რაც ქართულად ნიშნავს "საქმიან საუბარს", მშვიდობიან საუბარს სადავო საკითხებზე", "საქმიან მშვიდობიან კამათს". ამ მონაკვეთზე მდინარე არაქსის სანაპიროები როგორც ჩანს წარმოადგენდა ანტიკურ ეპოქაში ბრანჯთა სამეფოსა და სამხრეთის ქვეყნების(სომხეთის, ირანის, რომის, ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის და ასე შემდეგ) ელჩების შეხვედრის ადგილს სადაც მსჯელობდნენ საკამათო საკითხებზე. ამიტომაც ამ სასაზღვრო რაიონს იბერიელებმა უწოდეს "ბაას-იანი", ანუ "ბასიანი" bas-ian (შეხვედრების და მოლაპარაკებების ადგილი). იბერიული ტერმინი "ბაას" baas ენათესავება დასავლეთ ევროპულ ტერმინებს bass, basso, basse და სლავურ besseda-ს. ჩემი მოსაზრებით ანტიკური ეპოქის იბერიულმა ადრეფეოდალიზმმა გავლენა მოახდინა მეზობელი ქვეყნებში ადრეფეოდალური წყობილების ფორმირებაზეც. როცა მეზობელი ქვეყნები უყურებენ და მოსწონთ რომელიმე ქვეყნის სახელმწიფოებრივი წყობილება ეს მათთვისაც გადამდებია და ცდილობენ თვითონაც შექმნან მსგავსი მოდელი. აბჯროსან ცხენზე ამხედრებული იბერიელი კატაფრაქტი იმ ეპოქაში როცა მეომრის კულტი იყო გაბატონებული რეგიონში ბუნებრივია წარმოადგენდა მეომრობის და ვაჟკაცობის ეტალონს. ამიტომ იბერიელთა სახელმწიფოებრივი წყობილებაც მიმზიდველი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებშიც. ამ სამეფოს ოფიციალური ადგილობრივი სახელწოდებები უკავშირდებოდა ტერმინებს "ბრანჯ" branj (სამეფოს მთავარი ტომის სახელწოდება) და "ბუნდ" ან "ბონდ" bund, bond (ნიშნავდა "კავშირს", "კონფედერაციას" და უფრო ზოგად-იბერიული სახელწოდება იყო). მე-4-5-6-7 საუკუნეებში ამ სახელწოდებებს კიდევ ემატება მესამე სინონიმი "ქართველთა სამეფო". აქ იკვეთება შემდეგი ფაქტი: ბრანჯთა სამეფოში ლაშქრის მხედარმთავრის სახელწოდება იყო წმინდა ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობის ტერმინი "ერისთავარ", ხოლო ქართლის სამეფოში კი მხედართმთავარს ეწოდებოდა "სპასპეტ", რომელიც ირანული წარმომავლობისაა. ეს იბერიული ტიტული ქართლის სამეფოში მკვიდრდება 572 წელს, როცა ბრანჯთა მეფე გუარამ დიდმა ქართლიდან განდევნა ირანელები და იქ დასვა წარმომავლობით ბრანჯი მმართველი "გურგენ". გურგენის ტიტული იყო "ერისმთავარი" და ეს ბრანჯთა ტიტული შემოდის ქართლის სამეფოშიც. ჩვენ უკვე ვიცით თუ რა ტერმინები ეწოდებოდა ხელისუფლების იერარქიას ბრანჯთა სამეფოში. რაც შეეხება ანტიკურ ქართლის სამეფოს აქ არსებობდა ქართლის დიალექტი და თავისებური სახელისუფლებო იერარქიის ტერმინები. ეს ტერმინებია: მეფე, უფალი (ინდოევროპულ-იბერიული ტერმინებია), სპასპეტი (ირანულია), პიტიახში (ირანულია და შეესაბამება ბრანჯთა წოდებას "მთავარ"), ეზოსმოძღვარი(იბერიულია), ხევისთავი (იბერიულია და სავარაუდოდ უდრიდა ბრანჯთა "ერისთავს"), ხევისბერი (იბერიულია და სავარაუდოდ ექვემდებარებოდა "ხევისთავს". ბრანჯთა სამეფოში კი "ხევისბერის" შესაბამისი წოდება უნდა იყოს "ხევისთავი" ), სპა ( ირანულია და შეესაბამებოდა ბრანჯთა "ერი", "ჯარი"). რაც შეეხება ტერმინი "აზნაურის" წარმომავლობას ამაზე არსებობს სხვადასხვა ვერსიები. ჩემი აზრით ეს ტერმინი იბერიული წარმომავლობისაა და უძველეს დროში წარმოიშვა წმინდა იბერიული ტერმინისგან "ზენა", რომელიც ნიშნავს "ზედას", "მაღლა მდგომს". ამ ვერსიას ძალიან ამყარებს და ფაქტიურად ადასტურებს ის ფაქტიც, რომ მეგრულ ენაშიც არსებოს მონათესავე ტერმინი "ჟი", ჟინ" და ნიშნავს "მაღლა". ამ მონათესავე მეგრული ტერმინისგან არის ნაწარმოები მეგრულ ენაში ტერმინი "ჟინო-სქუა" (ნიშნავდა მაღალ, წარჩინებულ საზოგადოებას ძველ სამეგრელოში ). ესეიგი იბერიული ტერმინისგან "ზენა" უძველეს დროში ჩნდება ტერმინი "ა-ზენა-ურ", "ა-ზნა-ურ"(დაბოლოება "ურ" დამახასიათებელია ქართულ ენაში). ხოლო წინსართი "ა" ძალიან ხშირია ქართულ ენაში მაგალითად "ლესვა"- "ა-ლესილი", "მღერა"-"ა-მღერებული", "მხედარი"- "ა-მხედრებული", "შენება"-"ა-შენებული". ეს "ა-ზნა-ურ" ანტიკური იბერიის ორივე სამეფოში ნიშნავდა "წარჩინებულ ფენას", არისტოკრატიას. მოგვიანებით შუა საუკუნეებში ეს ტერმინი ტრანსფორმაციას განიცდის. მოკლედ ტერმინი "აზნაური"-ს წარმომავლობა გარკვეულია და მისი ფუძეა იბერიული ტერმინი "ზენა". ამ "ზენა"-ს მონათესავე ტერმინია მეგრული " ჟინ", "ჟინო". არ მესმის რატომ უნდა ვეძებოთ "აზნაური"-ს ფუძე სხვა უცხო ენებში, როცა მისი ფუძე იბერიულ ანუ ქართულ და მეგრულ ენებშია. ამ ტერმინის მსგავსი ტერმინი არსებობდა ირანულ ენაშიც. ირანული ენაც ინდოევროპული ენაა და სრულიად შესაძლებელია ინდოევროპულ-იბერიულ და ირანულ ენებში არსებობდეს ერთმანეთის შორეული მონათესავე ტერმინები. არც ისაა თეორიულად გამორიცხული, რომ პირიქით პართიულ ეპოქაში იყო ეს ტერმინი გადასული ირანულ ენაში იბერიელი სამხედრო ინსტრუქტორების ლექსიკონიდან სხვადასხვა ინდოევროპულ-იბერიული საომარი იარაღების ტერმინებთან ერთად. თუმცა ირანულ ენაში ამ მსგავსი ტერმინის წარმომავლობის კვლევა ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ არ გვაინტერესებს და ის სხვა საქმეა. როგორც მე-5-6 საუკუნეების ნეკრესის წარწერებიდან ვგებულობთ ქართლში არსებობდა ტერმინი "აზატი", რომელიც ირანული წარმოშობისაა და იბერიული ტერმინის "აზნაური"-ს სინონიმია. როგორც ჩანს ორივე ეს იბერიული და ირანული ტერმინები თანაარსებობდნენ ქართლის სამეფოში, როგორც ერთმანეთის სინონიმები. ტერმინები "აზნაური" და "აზატი" ბრანჯთა ენიდან და ირანული ენიდან გადმოსული ტერმინებია ქართლის სამეფოს დიალექტში. უშუალოდ ქართლის სამეფოს დიალექტში ამ ტერმინების სინონიმია ადგილობრივი ტერმინი "ზეპური". ბრანჯთა ტერმინი - "აზნაური", ქართლის სამეფოს დიალექტი - "ზეპური", და ირანული - "აზატი" ერთმანეთის სინონიმებია და იყენებდნენ ქართლში და ნიშნავდა "მაღალ" და "დიდგვაროვან" საზოგადოებას. ამ ტერმინებს შეესაბამებოდა მეგრული "ჟინო-სქუა". მას შემდეგ რაც ბრანჯთა ანბანი ვრცელდება ქართლის სამეფოში ადგილობრივი ქართლის დიალექტი თანდათან ქრება და შემოდის ბრანჯთა სამეფოში გავრცელებული სახელისუფლებო ტიტულები "ერისმთავარი", "მთავარი", "ერისთავი". თუმცა ძველი ტიტულებიც რჩებიან აღმოსავლეთ საქართველოში, განიცდიან დროთა განმავლობაში გარკვეულ ტრანსფორმაციას და თანაარსებობენ ბრანჯთა ტიტულებთან ერთად. აღმოსავლეთ საქართველოში გაბატონდა ბრანჯთა სამწერლობო ენა, მაგრამ იქ შემოინახა სახელისუფლებო ტერმინებიც ანტიკური ქართლის სამეფოს სასაუბრო დიალექტიდან. ანტიკური ქართლის დიალექტი დღესდღეობით "მკვდარი დიალექტია" და არ არსებობს. ბერძნულ მითოლოგიაში მოხსენიებული ოქროს საწმისი, კოლხეთის სამეფო, მეფე აიეტი, მედეა და იასონი არ წარმოადგენს ქართველთა რეალურ ისტორიას და ძველი ბერძნების ფანტაზიის და მითოლოგიის ერთ-ერთი ნაწილია (ამ ფანტაზიით ბევრი გაბრუებულია და რეალურ ისტორიას მოწყვეტილია) . სინამდვილეში ქართველთა გენეტიკური წინაპრების როლი მსოფლიო ცივილიზაციაში გლობალური მასშტაბისაა და მოიცავს რამდენიმე მთავარ მიმართულებას. ეს ძირითადი მიმართულებებია: 1. ქართველთა გენეტიკური წინაპრები წარმოადგენდნენ მთავარ და წამყვან ძალას ძვ.წ.აღრიცხვით მე-4 ათასწლეულის ძალიან მასშტაბური ორი უძველესი ინდოევროპული კულტურების და ცივილიზაციების afanasievo culture-ს და iamna culture-ს ფორმირების პროცესში. 2. ქართველთა გენეტიკურმა წინაპრებმა, რომლებიც ცხოვრობდნენ ცენტრალურ ევროპაში შუა დუნაის რეგიონებში (ძვ.წ.აღრიცხვის 1 700 - 900 წწ.) დიდი წვლილი შეიტანეს ადგილობრივი ცენტრალურ-ევროპული კულტურების ფორმირებაში. მათ აგრეთვე საფუძველი ჩაუყარეს ცნობილ Hallstat culture-ს, რომელიც შემდგომ განავითარეს ცენტრალურ-ევროპელმა კელტებმა. 3. ქართველთა წინაპრებმა იბერიელებმა კავკასიაში გადმოსახლების შემდეგ შექმნეს მსოფლიოში პირველი ადრეფეოდალური ტიპის სახელმწიფოები და ბიძგი მისცეს რეგიონში ფეოდალიზმის განვითარებას. 4. მაღალი დონის სამხედრო ხელოვნება, სადაც ზოგ რამეში ნოვატორები იყვნენ და თავიანთი წვლილი შეაქვთ ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ხელოვნების განვითარებაში (აქედან ერთ-ერთი ნოვაცია იყო აბჯროსან ცხენზე ამხედრებული კატაფრაქტის ბრძოლის ტაქტიკა). შეგვიძლია ჩავთვალოთ რომ ანტიკური ეპოქის პართიელი კატაფრაქტები და შუა საუკუნეების ევროპელი რაინდები ანტიკური ეპოქის კლასიკური იბერიელი კატაფრაქტების ისტორიული და სულიერი მემკვიდრეები არიან. 5. უძველესი ანბანი, რომელიც შექმნილია ძვ.წ.აღრიცხვის 550 - 1 წლების შუალედში. 6. ტრადიციული მაღალი დონის მრავალდარგოვანი სოფლის მეურნეობა ანტიკურ ეპოქაში (მესაქონლეობა-მეცხოველეობა, მარცვლეულის მოყვანა, ღვინის კულტურა და ასე შემდეგ). 7. შუა საუკუნეების ეკლესია-მონასტრები და მათი ხუროთმოძღვრება. 8. შუა საუკუნეების სასულიერო და საერო მწერლობა, რომლის საფუძველს წარმოადგენს ქრისტეს დაბადებამდე შექმნილი ნაციონალური ასომთავრული დამწერლობა. აი ეს არის ის ძირითადი მიმართულებები სადაც ქართველთა გენეტიკურ წინაპრებს თავიანთი წვლილი შეაქვთ საერთო მსოფლიო ცივილიზაციაში. ინტერესს იწვევს ზოგიერთი ძველი ქართული სახელები. ადამიანთა პირადი სახელების კვლევით არასდროს არ ვიყავი დაინტერესებული და ამ საქმეში მაინცდამიანც კარგად არ ვერკვევი, მაგრამ მაინც მივცემ თავს უფლებას გამოვთქვა ჩემი ვარაუდი. ძველ და თანამედროვე ქართულ-მეგრულ ენებში გვხვდება ზოგიერთი სახელი რომლებიც თავიანთი ჟღერადობით რეგიონისთვის უცხოა. ვიტყვი მხოლოდ რამდენიმე მამაკაცის სახელს, ესენია: ჯუანშერ ანუ იგივე ჯოანშერ, ედიშერ, ჯიმშერ, ჟონდერ, ჯონდ, ჯარჯ იგევეა რაც "ჯორჯ" (ამ სახელისგან წარმოიშვა გვარები ძველ საქართველოში: ჯორჯ-აძე, ჯორჯ-იაშვილი, ჯორჯ-იკია და სხვა. იბერიული სახელი "ჯორჯ" აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში გახდა "ჯარჯ". ), ბონდ-ო, ლევ, ლევთერ, ჯოკია (ჯეკ?) და სხვა. ასეთი უცნაური სახელები კიდევ საკმაოდ არის, მაგრამ მე მხოლოდ ამ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. ეს სახელები ეტყობა, რომ არც ადგილობრივია, არც ბერძნულ-რომაული, არც ებრაულ-ირანულ-არაბულ-თურქული. ამიტომ ეს სახელები ინდოევროპულ-იბერიული ენიდან უნდა იყოს გადმოსული ქართულ ენაში. აქ ზოგიერთი სახელისთვის დამახასიათებელია საერთო ბოლოსართი "შერ". ეს ბოლოსართი ეტყობა რაღაცას ნიშნავდა. მეგრულ ენაში "შერ" ნიშნავს შეშლილ და არანორმალურ ადამიანს, აგრეთვე გამოიყენება ფიზიკურად არანორმალურად ძლიერი ადამიანის სინონიმადაც. გერმანულ ენაში ტერმინი "schwer" ნიშნავს ძალიან მასიურს, მძიმეწონიანს. ამიტომ სავარაუდოდ ეს ტერმინი "შერ" sher ინდოევროპულ-იბერიულ ენაში ნიშნავდა მასიური აღნაგობის და არანორმალურად ძლიერ, ღონიერ ადამიანს, მამაკაცს. აქედან გამომდინარე ეს ბოლოსართი ზოგჯერ ემატებოდა ზოგიერთ პირად სახელს და ვღებულობთ ახალ სახელებს "ჯოან-შერ", "ჯუან-შერ", "ედი-შერ", "ჯიმ-შერ". ამ ვერსიით ამ სახელების ფუძეა ადამიანთა სახელები: ჯოან, ჯუან, ედ, ჯიმ. ამ სახელებიდან ერთ-ერთის "ჯუანშერის" მსგავსი სახელი "ჯევანშირ" ფიქსირდება მე-7 საუკუნის დასაწყისში ალბანეთის ერთ-ერთი ირანული წარმოშობის მმართველთან. რადგანაც ამ ორ სახელს შორის მსგავსებაა ამიტომ არის ვერსია, რომ ეს სახელი ირანული წარმოშობისაა. თუმცა მსგავსება არ ნიშნავს ყოველთვის საერთო წარმომავლობას. შეიძლება ერთი ვერსიით ეს ორივე სახელი დამოუკიდებელია ერთმანეთისგან. მეორე ვერსიით შეიძლება ეს სახელი პირიქით იბერიული ენიდან იყოს გადასული ირანულ ენაში, ისევე როგორც იარაღების აღმნიშვნელი რამდენიმე იბერიული ტერმინი იქნა შესული პართიულ ენაში სავარაუდოდ იბერიელი სამხედრო ინსტრუქტორების ლექსიკონიდან (ზოგადად ირანული ლექსიკონიდან ბევრი ირანული წარმოშობის სახელია შემოსული ქართულ ენაში, მაგრამ ბუნებრივია პირიქით ინდოევროპელი იბერების საკუთარი სახელების გარკვეული რაოდენობა იქნება გადასული პართიულ ენაში. ეს ბუნებრივი პროცესია. ამიტომ ამ მიმართულებით მუშაობის დროს მკვლევარებმა ეს ფაქტორი აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ). რაც შეეხება მეორე სახელს "ჯიმშერ" ამაზე საერთაშორისო ინტერნეტსივრცეში ფიგურირებს ვერსია, რომ ის შეიძლება სკანდინავიურ-გერმანულ-ინგლისური წარმოშობისაა. ჩემი ვერსიით კი ის ინდოევროპულ-იბერიული წარმოშობისაა და აქედან გამომდინარე აქვს ლექსიკური ნათესაობა გერმანული წარმოშობის ენებთან (სამეგრელოს იმ კუთხეში სადაც მე ვცხოვრობდი იყო ერთი ადგილობრივი წარმოშობის ძალიან მძლავრი აღნაგობის ღონიერი პიროვნება, რომელიც დაბადებული იყო მე-20 საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს. თუმცა სპორტთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და უბრალოდ არანორმალურად ძლიერი იყო. სიმაღლითაც გამორჩეული იყო და იქნებოდა ალბათ დაახლოებით 190 სმ-ზე უფრო ზემოთ. ეს პიროვნება ზოგჯერ ყურადღებას იქცევდა თავისი "ექსტრემისტული" ქცევებით. მაგალითად ერთხელ მხრებით ასწია ზრდასრული და ცოცხალი ცხენი და ეზოს ჭიშკარს ზემოდან გადააგდო მეორე მხარეს. რაც შეეხება ცხენის მასას ამაზე ვერაფერს ვერ ვიტყვი. ჩვენს კუთხეში გავრცელებული ცხენები საკმაოდ დიდები არიან ტანად. დღევანდელი აქაური ცხენები ალბათ მემკვიდრეები არიან იმ ცხენებისა, რომლებიც წარმოიშვნენ მე-16 საუკუნეში ტაო-კლარჯეთიდან შემოყვანილი დიდი საომარი ცხენებისა და შედარებით პატარა ტანის მუშა ცხენების შეჯვარების შედეგად. ეს ახალი ჯიში შუალედური იყო და წარმოიშვა არა ხელოვნური არამედ ბუნებრივი თანდათანობითი შეჯვარების შედეგად. ამიტომ იმ ცხენის მასად და აღნაგობად საშუალო ცხენი უნდა ვივარაუდოთ. ასეთი ქცევებითვის როცა მის სახელს ვინმე წარმოთქვამდა ყოველთვის სახელის შემდეგ უმატებდა "შერ"(გიჟი) და ეს ტერმინი სამუდამოდ დამკვიდრდა მისი სახელის ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ცნონილი ოჯახის შვილი იყო და მისი მამა ერთ-ერთ ქალაქში შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანი იყო. თვითონაც, რომ იტყვიან ცნობილი და "გამოსული" პიროვნება იყო. აი ასეთი არანორმალურად ძლიერი ადამიანებისგან წარმოიშვა უძველეს დროში იბერიული სახელები "ჯუან-შერ", "ჯიმ-შერ", "ედი-შერ"). სახელი "ლევ" ერქვა ბრანჯთა მეფის მირიანის მამას მეფე ლევს, რომელიც ცხოვრობდა დაახლოებით 275 - 325 წლებში. ამ სახელი "ლევ" ისაგან უნდა იყოს ნაწარმოები მეორე ახალი სახელი "ლევ-თერ". საქართველოში გავრცელებულია მამაკაცის სახელი "ჯოკია". ძველ სამეგრელოში გავრცელებული იყო სახელი "ძეკე". ჩემი კვლევებით ზუსტად დადგენილია, რომ ინდოევროპულ-იბერიული ენიდან გადმოსულ ტერმინებში საკმაოდ ხშირად ქართულ-მეგრულ ენებში ასო-ბგერა "ჯ" ტრანსფორმირდება ასო-ბგერა "ძ" - დ. ამიტომ დიდი ალბათობით სახელი "ძეკე" ორიგინალ ინდოევროპულ-იბერიულ ენაში იყო "ჯეკ". ქართულ-მეგრულ ენებში კი ეს იბერიული ტერმინი ტრანსფორმირდა როგორც "ჯოკ-ია" და "ძეკე". ამ ორივე ტერმინის ფუძე ძალიან დიდი ალბათობით იყო იბერიული "ჯეკ". საქართველოში ფართოდ გავრცელებული სახელი "ბონდ-ო" კი პირდაპირ ნათესაობაშია ინგლისურ სახელთან "ბონდ". ქართულ ენაშიც არის ტერმინი "ბონდი", რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებდა მდინარეებზე ბაგირებით დაკიდულ პატარა ხიდებს. ამაზე ზემოთ უკვე გვქონდა საუბარი. ინგლისურ ენაშიც ეს ტერმინი ნიშნავს "კავშირს", "შემაერთებელს". როგორც აშკარად ჩანს ორივე ენაში, როგორც ინდოევროპულ-იბერიულ ასევე ინგლისურშიც ეს ტერმინი უძველესი დროიდან ერთიდაიმავე შინაარსის გამომხატველი იყო და ამ ტერმინისგან წარმოიშვა იბერიული სახელი "ბონდ-ო" და ინგლისური "ბონდ". ჩვენ აგრეთვე უკვე განვიხილეთ ძველი ქართული ტერმინი "ბანდ" და მისი მონათესავე გერმანიკული ტერმინი "ბანდ". მე მინდა შევეხო კიდევ ერთ სახელს, რომელიც შუა საუკუნეებში გავრცელებული იყო საქართველოში. ეს სახელია "ამირინდო". ვარაუდობენ, რომ სახელი სპარსული წარმოშობისაა და ნიშნავს "ინდოეთის ამირას" ანუ "ამირ-ინდო". ეს ძალიან არადამაჯერებელი არგუმენტია. ძველ სპარსულ ენაში ინდოეთს ეწოდება არა "ინდო" არამედ "ჰინდუ", "სინდხუ". ისტორიულად ინდოეთში ამირები არ იჯდნენ. ჩემი ვარაუდით კი ეს ტერმინი იბერიულია და იბერიის ნახევარკუნძულის მემკვიდრეობაა. შესაძლებელია ეს ტერმინი წარმოიშვა უფრო ძველი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინისგან "ამირან". ამ უძველეს იბერიულ ტერმინს იბერიის ნახევარკუნძულზე ემატება ბოლოსართი "დო" და მივიღეთ ახალი სახელი "ამირანდო" ანუ "ამირინდო"(ესპანურ ენაში სახელებს ახასიათებთ ბოლოსართი "დო", მაგალითად "არმანდო", "ფერნანდო". სავარაუდოდ ინდოევროპულ-იბერიული უძველესი მითოლოგიური გმირი "ამირან" და სკანდინავიურ-გერმანული მითოლოგიური გმირი "იმირ" და სხვადასხვა ინდოევროპელ ხალხებში გავრცელებული სახელი "არმან" საერთო უძველესი ინდოევროპული მითოლოგიიდან იღებს სათავეს. ანუ იბერიული "ამირან", სკანდინავიური "იმირ" და სახელი "არმან" ერთი და იგივე შორეული უძველესი ინდოევროპული მითოლოგიური გმირი და პერსონაჟია. მე სახელების ისტორიაზე და წარმომავლობაზე არასდროს მიმუშავია, მაგრამ ვარაუდის უფლებას ვაძლევ თავს). რაც შეეხება იბერიელთა გვარებს, ჩვენ ამაზე საკმაოდ ვისაუბრეთ ჩემს ერთ-ერთ ვრცელ ნაშრომში და დიდი სიზუსტით დადასტურებულია, რომ ინდოევროპელ-იბერთა გვარები მთავრდებოდა "იან", "ვან", "ან" ბოლოსართებით. დომინირებდა "იან" ბოლოსართი. საინტერესოა, რომ გვარები "ვან" და "ან" ბოლოსართებით საკმაოდ გვხვდება დღევანდელი გერმანული წარმომავლობის ხალხებშიც. ხოლო ჰოლანდიელთა გვარებს არა ბოლოსართად, არამედ წინ მიუძღვებათ "ვან" van. ამას ემატება ისიც, რომ ქართული ტერმინი "გვარი" და ისლანდიური ტერმინი "გოუვერ" ერთნაირი შინაარსის მონათესავე ტერმინებია. ცოტა არ იყოს გასაოცარიც კია ეს ფაქტები, მაგრამ რეალობაა. საბოლოოდ მაინც "ჩამითრია" ცხოვრებაში პირველად ადამიანთა პირადი სახელების წარმომავლობამ და მივიღე რამდენიმე ათეული ქართული(ინდოევროპულ-იბერიული) სახელი და ამ სახელების მონათესავე სახელების ევროპულ ენებში. ამ სახელების მოძიება მოხდა უბრალო ზეპირი მეთოდით, როგორც გამახსენდებოდა ისე. ამ სახელებს თანდათან ავტვირთავ. აქვე ავღნიშნავ, რომ ზოგიერთმა სახელმა დღევანდელ დროებამდე ვერ მოაღწია, მაგრამ შემოინახა ქართულ ძველ გვარებში, როგორც გვარის ფუძე. ანტიკური ეპოქიდან და შუა საუკუნეებიდან ჩვენ წყაროებიდან ვიცით ალბათ მხოლოდ მოსახლეობის 5%-ის სახელები. ეს 5% იყო მაღალი ფენა და არისტოკრატია, რომელიც წყაროებში ხვდებოდა. ხოლო დანარჩენი 95% კი ჩვენთვის უცნობია. ადვილი წარმოსადგენია ამ 95%-ში შუა საუკუნეებში რამდენი სახელი უკვალოდ გაქრა და ჩვენამდე ვერ მოაღწია. მაგრამ უძველესი ინდოევროპულ-იბერიული სახელებიდან გარკვეულმა ნაწილმა დროს გაუძლო და ჩვენამდე მოაღწია. ეს არის ინდოევროპულ-იბერიული ენიდან შემოსული სახელები. ესენია: იულონ (დასავლეთ ევროპული მონათესავე - ილონ), სედრაქ (ძველი ანგლოსაქსონური "სედრიკ". ეს ანგლოსაქსური უძველესი სახელი გვხვდება სულხან-საბას თხზულებებში. თუმცა გავრცელებულია სომხეთში. ეს ანგლოსაქსური სახელი 23,6 საუკუნის წინ არის კავკასიის რეგიონში დასავლეთიდან ინდოევროპელი იბერების მიერ შემოტანილი. ის გავრცელდა მეზობელ სომხეთში და სომხურ მითოლოგიაშიც), მეგრული "რაჟა" (დასავლეთ ევროპული "როჟე"), "მათე" (დასავლეთ ევროპული "მათიას"), "მარკო"(დასავლეთ ევროპული "მარკო", " მარკ", "მარკუს", ბერძნული "მარკოს". ამ იბერიული სახელიდან წარმოიშვა ძველი გვარები "მარკო-იძე", "მარკო-იშვილი"), "ლევარს"(გავრცელებულია ევროპულ ზოგიერთ ხალხებში. ამ სახელის ფუძეა "ლევ", ხოლო ბოლოსართი "არ-ს" უნდა იყოს ტრადიციულად იბერიული და აგრეთვე ინგლისური ენისთვის დამახასიათებელი ბოლოსართი. სიტყვა-სიტყვით ითარგმნება "ლევ არს" ანუ "ლევ არის". ჩვენ უკვე ვთქვით, რომ "ლევ" ერქვა ბრანჯთა მეფეს, მირიან მეფის მამას. ცხოვრობდა დაახლოებით 275-325 წლებში), "სერგო" (ევროპულ ენებში "სერგი", სერგეი", სერგიუს", სერხიო", სერჯიო"). "ნიკა" (დასავლეთ ევროპაში "ნიკ"), "ლადო", მეგრული "ლადი" (სლავური "ვლად"), "შონ" (დასავლეთ ევროპაში "შონ". ეს სახელი შემოინახა ქართულ და მეგრულ გვარებში, როგორც გვარის ფუძე "შონი-ძე", "შონ-ია", "შონ-ავა", "შონ-ვაძე"), "არჩილ", ფუძეა "არჩი" (დასავლეთ ევროპაში "არჩი", "არჩიბალდ". ამ სახელის ფუძით სამეგრელოში გავრცელებულია გვარები "არჩია", "არჩაია". აღმოსავლეთ იბერიის ანუ ქართლის სამეფოს მეფე მ-5 საუკუნის პირველ ნახევარში, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს მმართველი ანუ ერისმთავარი მე-8 საუკუნეში), "შალ-ვა", "შალ-იკო", სახელების ფუძეა "შალ"(დასავლეთ ევროპაში "შარლ"), "მირ" (სლავურ ქვეყნებში "მირ". ეს სახელი ერქვა მე-8 საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოს მმართველს), "მირიან", სახელის ფუძეა "მირ", ხოლო ბოლოსართია იბერიული "იან" და ვღებულობთ მამაკაცის სახელს "მირიან". ეს სახელი ერქვა მე-4 საუკუნის პირველ ნახევარში იბერთა(ბრანჯთა) მეფე მირიანს. "ადერკ"(ბრანჯთა მეფე პირველ საუკუნეში. ეს სახელი პირდაპირ ნათესაობაშია გერმანიკული წარმოშობის სახელთან "დერკ" ), "ნიკოლ" (ევროპულ ენებში "ნიკოლას", "ნიკოლოზ", "ნიკალაი", ეს სახელი შემოინახა ქართულ-მეგრულმა გვარებმა "ნიკოლ-აძე", "ნიკოლ-აიშვილი", "ნიკოლ-ეიშვილი", "ნიკოლ-აშვილი", "ნიკოლ-ავა", ხოლო "ნიკოლოზ" ქართულ ენაში ბერძნულიდან არის გადმოსული. "ნიკოლ" კი ინდოევროპულ-იბერიული მემკვიდრეობაა), "ჟორჟ", ეს გავრცელებულია როგორც სახელი ასევე ძველი გვარის ფუძე "ჟორჟ-იკაშვილი",, "ჟორჟ-აძე", ჟორჟ-ოლაძე", "ჟორჟ-ოლიანი". "ჯოკო" (დასავლეთ ევროპული "ჯეკ"), "ედი-კა", ფუძეა "ედი" (დასავლეთ ევროპული "ედი"), "ვარდან", მეგრული "ლუკ"-ი (ევროპულ ენებში "ლუკ", "ლუკაშ", ლუკას", ლუკა"), "თედო" (ინგლისური "ted"), "მეგის", "დიტო" (გერმანული "დიტერ", ამ იბერიული სახელისგან სავარაუდოდ წარმოშობილია მეორე ქართული სახელიც "დათო"). "ლევან", ამ სახელის ფუძეა "ლევ"(ევროპულ ენებში "ლეონ"). "მამუკა", ეს სახელი მომდინარეობს უძველესი იბერიული სახელიდან "მამიკ". ამ სახელიდან წარმოიშვა იბერიული გვარი "მამიკ-ონიან", რომელიც ხვდება მეზობელ სომხეთში. არ ვიცი ეს შემთხვევით იყო თუ არა, მაგრამ ჩემს ბავშვობაში ზოგიერთი ძალიან ასაკოვანი ადამიანი ამბობდა არა "მამუკა", არამედ "მამიკა". ეს მაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ ტაო-კლარჯეთის მოსახლეობის შთამომავლებში ეს სახელი ზეპირ მეტყველებაში ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო არქაული ფორმით "მამიკა" ანუ ინდოევროპულ-იბერიული "მამიკ". "ჯოჯიკ", "ლექსო" (ევროპულ ენებში "ალექს"), "სანდრო" (ევროპულ ენებში "სანდრო" და მდედრობითი ვარიანტი "სანდრა"). "გუარამ" (ბრანჯთა მეფე"), ამ სახელის ფუძეა იბერიული "გუარ"(გვარი), ისლანდიურად "გოუვერ". "ბარამ", ამ სახელის ფუძეა იბერიული "ბარ" ანუ "სწორი", "თანასწორი", "სამართლიანობა"(სკანდინავიურად "bara", "bare"- "სამართლიანობა"). "ქართამ" (ბრანჯთა მეფე), აზორკ" (იბერიელი მეფე), "რატი"(სკანდინავიურ მითოლოგიაში ქალღმერთია), "რევ" - იბერიელი(ქართლის) მეფე მესამე საუკუნეში, უკავშირდება ინგლისურ პირად სახელს "რეივ". "ლერი" (დასავლეთ ევროპული "ლარი"). "ნიკო", "არმაზ", "არმაზაელ" (ბრანჯთა მეფე), "ფარნა", "ფარნაოზ"(ამ სახელის ფუძეა "ფარნა". თვითონ სახელი იბერიელების შემოტანილია. თუმცა გაურკვეველია მისი წარმომავლობა. ჩემი აზრით უძველესი ინდოევროპულია და სახელს "ფარნა" ატარებდნენ სხვადასხვა ინდოევროპელი ტომები. სახელის ბოლოსართი კი იბერიულია "ფარნაოზ", ანუ "ფარნა-ოს". ვიცით, რომ ეს ბოლოსართი აქვთ ზოგიერთ იბერიულ სახელებს). "ვარსქენ", "ბეშქენ", "დეროკ" (იგივეა რაც დასავლეთ-ევროპული "დერეკ", რომელიც გავრცელებული იყო გერმანიკული წარმოშობის ხალხებში, განსაკუთრებით პოპულარული იყო შუა საუკუნეების საქსონებში. ამ სახელს "დეროკ" ატარებდა იბერიის ანუ ბრანჯთა ერთ-ერთი მეფე. მეფობდა დაახლოებით პირველი-მეორე საუკუნეების მიჯნაზე, ქართლის მეფე ამაზასპ პირველის თანამედროვე. მეფე დეროკი უნდა იყოს ბრანჯთა მეფე ფარსმან ავაზის მამა). "არიკ" (იგივეა რაც გერმანულ-სკანდინავიური "ერიკ", ანტიკური იბერიის ერთ-ერთი მეფე). "ბრატმან" (ანტიკური იბერიის ერთ-ერთი მეფე, სახელის ფუძე "ბრატ" ენათესავება შუა საუკუნეების ინგლისში გავრცელებულ სახელს "ბრეტ". ხოლო ბოლოსართი "მან" იბერიულ ენაზე ნიშნავდა "კაცს"). "როკ" (ანტიკური იბერიის ერთ-ერთი მეფე, ეს სახელი ენათესავება ინგლისურ სახელს "როკ"). "მირვან" (ქართლის სამეფოს ერთერთი მეფე ძვ.წ. აღრიცხვის მეორე საუკუნეში. სახელის ფუძეა იბერიული "მირ", სახელის ბოლოსართია იბერიული "ვან"). "ფერის"-"ფერსი"(დასავლეთ ევროპულ ენებში "ფრენსის", "ფრანსისკო"). "ბაქარ" (დასავლეთ ევროპული "ბაგარ", ერთი ვერსიით კელტურია, მეორე ვერსიით ნორვეგიული, მესამე ვერსიით ინდური. რეალურად იბერიულია. ბრანჯთა მეფე მირიანის შვილი მე-4 საუკუნეში, მეფე ბაქარი). ძველი იბერიული სახელი "მურმან". ეს სახელი წარმოშობილია უძველეს დროში ორი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინის სინთეზით. ეს ტერმინებია "მურ", რომელიც დღევანდელ ქართულ ენაში სიმუქის, სიშავის სინონიმია და ენათესავება გერმანულ ენოვან ხალხებში გავრცელებულ მონათესავე ტერმინებს("mork", "myrkur" - მუქი), აგრეთვე ნათესაობაშია სლავურ ტერმინთან "mrak". ხოლო მეორე ტერმინი ამ სახელშია "მან" (კაცი) და ამ ორი უძველესი იბერიული ტერმინების გაერთიანებით ვღებულობთ სახელს "მურ-მან" და ითარგმნება როგორც "მუქი კაცი", "მუქკანიანი კაცი", "შავგრემანი კაცი". ამ უძველეს ინდოევროპულ-იბერიულ, გერმანულ-ენოვან და სლავურ-ენოვან ტერმინებთან ნათესაობაშია მეორე იბერიული ტერმინიც "მუქ" muq. უძველეს ინდოევროპულ ორიგინალში უნდა ყოფილიყო "მურქ" murq, რომელიც დროთა განმავლობაში ტრანსფორმირდა და ამ ფუძე-ტერმინისგან იბერიულ ენაში წარმოიშვა ორი მონათესავე ტერმინი "მურ" mur და "მუქ" muq. "ჯულ", ჯულდან" (დასავლეთ ევროპული "ჟიულ"). "ბექა"("ბაქარის" შემოკლებული ვარიანტია). "ფრიდონ", ფუძეა "ფრიდ" (გერმანული "ფრიდ-რიხ", ფუძეა "ფრიდ", ინგლისური "ფრედ"). "იაგორა" (სკანდინავიური "ინგვარ", სლავური "იგორ"). "ბერდია", "ივა" (სკანდინავიურად "ივარ"), "როინ" (ბრიტანული "რაიან"), ამ სახელის მდედრობითი ვარიანტია "როენა" (ბრიტანულად "რაიანა"), აშკარად ვხედავთ, რომ ამ სახელის როგორც მამრობითი ისე მდედრობითი ვარიანტები უძველესი ინდოევროპული სახელებია. "სულა", ეს სახელი უნდა იყოს იბერიული ტერმინი "სულ"-ი, რომელიც ახლო ნათესაობაშია გერმანული წარმოშობის ენების მონათესავე ტერმინებთან. "კიტა" (ინგლისური "კიტ"). ქართულ გვარებში ფართოდაა გავრცელებული გვარის ფუძედ "დარს". ეს გვარებია - დარს-აძე, დარს-იძე, დარს-აველიძე, დარს-ალია და სხვა. ეს "დარს" ცალკე აღებული ქართულ ენაში არაფერს არ გვეუბნება და მისი შინაარსი უცნობია. ერთადერთი რაც შეიძლება იყოს ეს არის ადამიანის საკუთარი სახელი "დარს", რომელიც შუა საუკუნეებში გაქრა, მაგრამ გვარებში შემორჩა ფუძედ. ბრიტანეთის კუნძულებზე გვარცელებულია ადამიანის საკუთარი სახელი "დარსი". როგორც ჩანს იბერიაში "დარს" იყო ადამიანის სახელი. შუა საუკუნეებში სახელი გაქრა, მაგრამ შემორჩა სხვადასხვა გვარებში გვარის ფუძედ. "ბარტამ" (ანტიკური იბერიის ერთ-ერთი მეფე, მისი ფუძეა "ბარტ", რომელიც გერმანიაში მამაკაცის სახელია - "bart"). "ფარსმან", ეს სახელი გავრცელებული იყო ანტიკური იბერიის ორივე სამეფოში. ამ სახელის ფუძეა ძველ საქართველოში გავრცელებული სახელი "ფერსი" (ფერის). ამ ფუძეს ემატება იბერიული "მან"(კაცი) და ვღებულობთ "ფერსმან" ანუ "ფარსმან". საინტერესოა ისიც, რომ ალექსანდრე მაკედონელის ეპოქაში სახელი "ფარასმან" ერქვა ირანის ერთ-ერთი პროვინციის მმართველს. ერთ-ერთი ანტიკური წყარო ასე ამბობს. თუმცა მეორე ანტიკური წყარო ამ პიროვნებასთან მიმართებით ამ სახელის მაგივრად სულ სხვა სახელს ასახელებს და ეს სახელი "ფარასმან" ამ მეორე წყაროსთვის უცნობია. ეს ფაქტი იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ეს სახელი შეცდომით არის შეყვანილი ერტ-ერთ ევროპულ ანტიკურ წყაროში და მეორე წყარო უფრო ზუსტია. ამ ვარაუდს აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ეს სახელი არასდროს არ გვხვდება ირანის ისტორიაში. ხოლო საქართველოს ისტორიაში კი ფართოდ იყო გავრცელებული. თეორიულად არაა გამორიცხული, რომ ეს სახელი გავრცელებული ყოფილიყო ცენტრალურ აზიაშიც, უძველეს ინდოევროპელებში და აქედან ხვდება ირანშიც. სავარაუდოდ შესაძლებელია, მაგრამ ამ ეტაპზე ყველაფერი იმის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ ეს სახელი წმინდა ინდოევროპულ-იბერიულია და ფართოდ იყო გავრცელებული ანტიკურ იბერიაში. ირანის ისტორიაში კი ეს სახელი არასდროს ფიქსირდება. "იარედოს" , დიდი იბერიის მეფე დაახლოებით 330-300 წლებში. ჩვენს მიერ ზემოთჩამოთვლილ სახელებიდან დიდი უმრავლესობა ნათესაობაშია გერმანიკული წარმოშობის სახელებთან. ანტიკური იბერიის მეფეთა სახელების უმრავლესობაც აშკარად ნათესაობაშია გერმანიკულ ენებთან, ხოლო ზოგიერთი სლავურ ენებთან. აქედან გამომდინარე სახელი "იარედოს"-ის ფუძე ალბათ ამ ენებთან ნათესაობაში უნდა ვეძებოთ. სავარაუდოდ ამ სახელის ფუძე შეიძლება იყოს "რედ"(ინგლისურად "წითელი", "მწითური") და ეს ტერმინი "რედ"(მწითური) ხდება ფუძედ სახელისა "ია-რედ-ოს". საინტერესოა ისიც, რომ ირლანდიურ ენაში ტერმინი "რედ" ნიშნავს "მეფეს". შესაძლებელია, რომ ეს სახელი ამ ირლანდიურ ტერმინთან იყოს კავშირში. დიდი ალბათობით ამ ორი ვარიანტიდან ერთ-ერთი სწორი უნდა იყოს. "კაოს", ბრანჯთა ერთ-ერთი მეფე პირველ საუკუნეში.უძველეს გერმანულ-სკანდინავიურ მითოლოგიაში "კაია" იყო მითოლოგიური პერსონაჟი. ეს სახელი დღეს გავრცელებულია როგორც მამაკაცებში ასევე ქალებში. "ფარნაჯამ", აღმოსავლეთ იბერიის მეფე ძვ.წ.აღრიცხვით მეორე საუკუნეში. და ბოლოს უძველესი იბერიული სახელი "საურმაგ", აღმოსავლეთ იბერიის ანუ ქართლის მეფის ფარნაოზის შვილი. მეფობდა ძვ.წ.აღრიცხვის მესამე საუკუნის შუახანებში. საერთაშორისო ინტერნეტსივრცეში ეს სახელი პირდაპირ დაკავშირებულია ჩრდილოეთ ევროპის უძველეს მითოლოგიასთან. ძველ ნორვეგიულ ენაზე "saurr" ნიშნავდა სიბნელეს და უკუნეთს (შევადაროთ მეგრულ ენაში ამ ტერმინის მონათესავე ტერმინი "ser", რომელიც ასევე ნიშნავს სიბნელეს, ღამეს). ხოლო ძველ ნორვეგიული "magr" ნიშნავდა "ყოვლისშემძლეს და ძლიერს (შევადაროთ ქართულ ენაში იბერიული ტერმინი "magar", რომელიც ასევე ნიშნავს ძლიერს და ყოვლისშემძლეს). უძველეს სკანდინავიურ მითოლოგიაში ტერმინი "saur magr" იხმარებოდა მიცვალებულთა და სიბნელის მფარველი ღმერთის "ჰელ"-ის მიმართებით. საერთაშორისო ინტერნეტსივრცეში პირდაპირ მითითებულია, რომ იბერიული სახელი "საურმაგ" მომდინარეობს უძველესი სკანდინავიური მითოლოგიიდან "saurr magr". ყველაფერი დღესავით ნათელია. ეს ტერმინი უძველესი ინდოევროპული ენიდანაა და იხმარებოდა ძვ. წ. აღრიცხვით მე-4 ათასწლეულში iamna culture-ს მოსახლეობაში. ეს უძველესი ტერმინი შეინარჩუნეს და შემოინახეს ინდოევროპელი იბერების და სკანდინავიელთა წინაპრებმა. ეს უძველესი ინდოევროპული ტერმინი დაარქვა თავის შვილს იბერიის მეფემ ფარნაოზმა, თავისი უძველესი წინაპრების მითოლოგიური გმირების საპატივცემლოდ. სკანდინავიური და იბერიული რამდენიმე ათასწლოვანი მითოლოგიის საერთო წარმომავლობა სახეზეა და საოცრებაა. ინდოევროპელი იბერების ღმერთებზე ჩვენ ძალიან მწირი წარმოდგენა გვაქვს. ქრისტიანულ ეპოქაში წარმართული ღმერთების პანთეონი წაიშალა მეხსიერებიდან, მაგრამ ფრაგმენტები მაინც შემორჩა. "საურ-მაგ" ანუ სკანდინავიური saurr magr, ძველი გერმანელების "ჰელ", (გარდაცვლილთა ღმერთი) და ქართული "ალი" (ბოროტი სული). ჩვენამდე მოღწეული იბერიული ღვთაება "გაც" და ანგლოსაქსური geat, ძველი გერმანული gausus, ძველი სკანდინავიური gautr (სახალხო ღმერთი). სკანდინავიური ქალღმერთი "nanna" (ძველ-სკანდინავიურ ენაზე ნიშნავდა "დედა"-ს) და იბერიული სახელი "ნანა", ამ სახელებს უკავშირდება ქართულ ენაში სინონიმი "ნენა" (დედა), აგრეთვე დედა როცა უმღერის პატარა ბავშვს ამბობს "ნანა, ნანინა". ქართულ წყაროში შემოჩენილი ცნობა იბერიულ ქალ-ღმერთებზე "აინინა" და "დანანა" უნდა უკავშირდებოდეს "ნანა"-ს და ენათესავება ძველ-სკანდინავიურ "nanna"-ს. ამ მოსაზრებას ადასტურებს ის ფაქტი, რომ როგორც ქართულ ენაში "ნენა", "ნანა" დედის სინონიმია, ასევეა ძველ-სკანდინავიურში "nanna" დედის სინონიმი. ხოლო მეორე ქალღმერთი "აი-ნინა" უნდა იყოს "ნინო". "ნინო" ამ სახელის გვიანდელი ფორმაა ქართულ ენაში, ხოლო ამ სახელის უძველესი არქაული ფორმაა იბერიულ ენაში "ნინა". გაირკვა, რომ შუა საუკუნეების ქართულ მატიანეში მოხსენიებული ქალღმერთი "აი-ნინა" არის "ნინა"(ნინო), ხოლო ქალღმერთი "და-ნანა" არის "ნანა" (სკანდინავიურად nanna). ხოლო ეს წინსართები სახელებზე "აი" და "და" თუ რატომ აქვს ამ სახელებს უცნობია. ქართულ ენაში ტერმინი "ტორ" ნიშნავს დიდ და ძლიერ ხელს. სავარაუდოდ ეს ტერმინი უკავშირდება გერმანელთა ღვთაებას thor, რომელსაც ჰქონდა უძლეველი ხელი და დაუმარცხებელი იყო. გავრცელებულია გვარები - ტორაძე, თორაძე, თორია. გერმანიკულ ხალხებში წარმართული ღვთაება baldr, balder (სინათლის ღვთაება). ამ სახელისგან უნდა მომდინარეობდეს ქართული სახელი "ბადრ". ქართულ ენაშიც ეს ტერმინი ზოგჯერ გამოიყენება სინათლესთან მიმართებით, მაგალითად "ბადრი მთვარე" ანუ გასხივოსნებული, მოელვარე მთვარე, "გაბადრული სახე" ანუ განათებული სახე. ამ სახელი "ბადრის" სხვა ვერსიებიც არსებობს (სანსკრიტული, ბერძნული, არაბული), მაგრამ მე ამ ვერსიას ვიზიარებ. ძველი გერმანელების სამართლიანობის ღმერთი ანგლოსაქსური "tiw და სკანდინავიური tur. მეგრულ ენაში არის აშკარად იბერიული წარმომავლობის ტერმინი "თინ" tin, რომელიც ნიშნავს "სწორს". ძველ გერმანელებში არსებობდა საკანონმდებლო ორგანო ting. ინტერნეტში მე ვცადე მაგრამ ამ ტერმინის წარმომავლობა ანუ ეტიმოლოგია ვერ მოვიძიე და ის უცნობია. აქედან გამომდინარე ვაკეთებთ ლოგიკურ დასკვნას, რომ იბერიული ტერმინი "tin" და ძველი გერმანელების ting საერთო უძველესი წარმომავლობისაა და ერთი საერთო ფუძე გააჩნიათ. ეს ფუძე ნიშნავდა "სწორს", " სისწორეს". ამ ფუძედან წარმოიშვა სკანდინავიური ting (საკანონმდებლო ორგანო). ინგლისურ ენაშიც ტერმინი true ასევე ნიშნავს "სწორს". ამ იბერიულ და გერმანულ ტერმინებს უნდა უკავშირდებოდეს სავარაუდოდ აგრეთვე ანგლოსაქსური და სკანდინავიური სამართლიანობის ღმერთების სახელები tiw და tur. შეიძლება ამ ტერმინებთან ღმერთების სახელების კავშირი საკამათოა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იბერიული tin და სკანდინავიური ting საერთო ფუძე-წარმომავლობისაა და არანაირ ეჭვებს არ უნდა იწვევდეს ჩემი აზრით. ძველი იბერიის ძლიერი ღმერთი "ზადენ", რომელიც ღმერთ არმაზთან ერთად სამყაროს ერთმპყრობელი იყო. ამ ღმერთთან მიმართებით არსებობს სხვადასხვა ვერსიები. ერთი ვერსიით ის უკავშირდება რომაულ სატურნს. მეორე ვერსიით ის არის ან ავესტას "იაზატა" ან "სპარსული "იაზდან". ჩემი აზრით კი ეს არის იგივე ძველი გერმანული ღმერთების ერთ-ერთი იბერიული ვარიანტი. ეს ძველი გერმანული ხალხების ღმერთებია "ოდინ", "ვოტან", "ვოდენ". აი ამ ძველი გერმანული ღმერთების ერთ-ერთი მონათესავე ვარიანტია იბერიული "ზადენ". ლექსიკური მსგავსებაც აშკარად სახეზეა გერმანიკული ენების სხვადასხვა ვარიანტებთან. "ზადენის" წარმომავლობის პრობლებაც გარკვეულია. ნადირობის ქალღმერთი "დალ". უკვე დიდი ხანია არსებობს მოსაზრება "დალ" ის მითოლოგიის ნათესაობაზე ძველ გერმანულ ნადირობის ქალღმერთ "ჰოლდა"-სთან. თავისთავად ცხადია, რომ ის უძველესი მითოლოგია რომელიც არსებობდა დაახლოებით 5 000 წლის წინ თავისი შინაარსით განსხვავდება სკანდინავიელთა 1 500 წლის წინანდელი მითოლოგიისგან. იმ შორეული უძველესი მითოლოგიიდან გადმოდის ზოგიერთი მთავარი გმირების საკუთარი სახელები რომლებიც ახალ მითოლოგიებში ახალ როლებს ასრულებენ. მითოლოგიის შინაარსი იცველება, მაგრამ მთავარი გმირების ზოგიერთი სახელები რჩება. აი ეს ზოგიერთი ტერმინები და სახელები, რომლებმაც მოაღწიეს ჩვენამდე ინდოევროპელი იბერების მითოლოგიიდან. იბერიული წარმართული პანთეონის გარკვეული ნაწილი დაკარგულია. ხოლო ის ოფიციალური ინდოევროპელი იბერების ღმერთების პანთეონი რომელმაც ჩვენამდე მოაღწია ასე გამოიყურება: "არმაზ" (მთავარი ღმერთი და ომის ღმერთი ერთდროულად), "ზადენ" (თავისი ძლიერებით არმაზის შემდეგ მეორე ღმერთია. დღევანდელი გაგებით "პრემიერ-მინისტრია" ), "გაც" (სახალხო ღმერთი. ეს ღმერთი უნდა ითავსებდეს სოფლის მეურნეობის და მიწათმოქმედების ან მესაქონლეობის მფარველი ღმერთის ფუნქციებს), "გაიმ" (სახალხო ღმერთი, რომელიც უნდა ითავსებდეს მესაქონლეობის ან მიწათმოქმედების ღვთაების ფუნქციებს). ამ ღმერთებიდან "გაც" და "გაიმ" ერთ-ერთი უნდა იყოს მესაქონლეობის მფარველი ღვთაება, ხოლო მეორე მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება. მესაქონლეობა უძველესი ინდოევროპელების და იბერიელების მთავარი სასოფლო-სამეურნეო დარგი იყო და მისი მფარველი ღვთაება ძლიერი ღმერთი უნდა ყოფილიყო. იბერიული "გაც" თანხვედრაშია გერმანიკულ ღმერთთან geat, gausus, gautr. აქედან გამომდინარე ეს ღმერთი უფრო ძველია და ის უნდა იყოს ინდოევროპელების უძველესი დარგის მესაქონლეობის მფარველი ღვთაება. ხოლო "გაიმ" უნდა იყოს შედარებით ახალი დარგის მიწათმოქმედების მფარველი ღვთაება. "ბადრ" (სინათლის და გაზაფხულის ღმერთი), "ტორ" (მეომარი ღმერთი რომელსაც უძლეველი ხელი აქვს. ტორი თავისი პროფესიიდან გამომდინარე უნდა იყოს "მეომართა მფარველი და დამცველი ღმერთი". შუა საუკუნეებში საქართველოში ფართოდ იყო გავრცელებული ტერმინი "თორ", რომელიც მეომართა დამცველი აბჯრის, ჯავშანის სინონიმი იყო. ჩემი აზრით ეს სინონიმი უკავშირდება იბერთა წარმართულ მეომართა მფარველ ღმერთ "თორ"-ს. ეს ღმერთი იმდენად პოპულარული იყო მეომრებში, რომ ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ღმერთი "თორ" დაივიწყეს, მაგრამ სამაგიეროდ უწოდეს მეომრის დამცავ აბჯარს, ჯავშანს), "ნანა" (როგორც ქართულ ასევე ძველ-სკანდინავიურ ენაში ეს სახელი "დედა"-ს სინონიმია და ვიგულისხმოთ როგორც "დედა-ქალღმერთი". ნაყოფიერების და მიწის ღვთაება. მიწის ქალღმერთი. მსგავსი შინაარსის ღვთაება არსებობდა სხვადასხვა ინდოევროპელ ტომებშიც), "ნინა" (ქალ-ღმერთია და მისი ფუნქციები უცნობია), "დალ" (ნადირობის ქალღმერთი), "ალი" (გარდაცვლილთა, სიკვდილის და სიბნელის ქალღმერთი). სავარაუდოდ ინდოევროპელ იბერებში არსებობდა სიმართლისა და სამართლიანობის ღმერთიც. ჩვენ უკვე დავადგინეთ, რომ იბერიული ტერმინი მეგრულ ენაში "თინ" და ძველი გერმანელების "თინგ" ერთი და იგივე წარმომავლობისაა. ამასთან ერთად ძველ საქართველოში გავრცელებული იყო ქალის სახელი "თინა", "თინათინ". აქედან გამომდინარე სავარაუდოდ არსებობდა სამართლიანობის ღმერთი "თინ". ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ ეს ღმერთი დაივიწყეს, მაგრამ სახელი დარჩა. ამ ვარაუდს აძლიერებს დამატებით ის ფაქტიც, რომ ანგლოსაქსურ და სკანდინავიურ მითოლოგიებში სამართლიანობის ღმერთის სახელები იყო tiv და tur. რა თქმა უნდა ეს არასრული სიაა, მაგრამ მხოლოდ ამის აღდგენა არის შესაძლებელი. მაგრამ ეს ღმერთები მთავარი და პირველხარისხოვანი ღმერთებია. აქედან ზოგიერთი ღმერთი ჩვენ აღვადგინეთ უძველეს გერმანულ მითოლოგიასთან დაკავშირებით (ბადრ, ტორ(თორ), ნანა, ხელ, თინ). აი ეს ღვთაებები წარმოადგენდნენ ინდოევროპელი იბერების ოფიციალურ სახელმწიფო პანთეონს. თუმცა მოგვიანებით ქართულ ენაში საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, ძირითადად მთიანეთში წარმოიშვა ლოკალური სხვადასხვა ღვთაებები. ეს იყო ხალხურ ზეპირ მეტყველებაში შექმნილი პატარა ლოკალური ღვთაებები. ხოლო ოფიციალური ინდოევროპულ-იბერიული სახელმწიფო პანთეონი სულ სხვა იყო და რამდენიმე ღმერთის სახელი ზემოთ ვთქვით. ეს ოფიციალური პანთეონია: არმაზ, ზადენ (ლექსიკურად თანხვედრაშია გერმანიკულ ღმერთთან odin, wodan, woden), გაც (გერმანიკული geat, gausus, gautr), გაიმ, ბადრ (გერმანიკული baldr, balder), ტორ (თორ)(გერმ. thor), ალი (გერმ. hell), დალ (გერმ. holda), ნანა (ძვ. სკანდინავიური nanna), "ნინა" (ნინო), თინ (გერმ. tiw, tur. იბერიულ ენაში სახელი "თინა" მდედრობითია. ინგლისურ ენაშიც სახელი "tina" მდედრობითია. ხოლო გერმანულ ენებში ღმერთები tiw და tur მამრობითია. შესაძლებელია ეს სახელი უძველეს დროში იხმარებოდა როგორც მამაკაცებში ისე ქალებშიც, ამიტომ ზოგჯერ მამრობითია, ზოგჯერ კი მდედრობითი. რადგან გერმანულ მითოლოგიაში ეს ღმერთი მამრობითი სქესისაა ამიტომ ჩვენც უფრო ლოგიკურია იბერიული სამართლიანობის ღვთაებაც მივიღოთ მამრობით სქესში "თინ". მეგრულ ენაშიც იბერიული ტერმინი გამოითქმის როგორც "თინ". ხოლო ქალებში გავრცელდა ამ სახელის მდედრობითი ვარიანტი "თინა" და ჩვენამდე მოაღწია ამ სახელის მხოლოდ მდედრობითმა ვარიანტმა). სულ აღდგენილია 11 ინდოევროპულ-იბერიული მთავარი ღვთაების სახელი (7 მამრობითი სქესის, ხოლო 4 კი მდედრობითი სქესისაა). ამ იბერიული 11 მთავარი ღვთაებიდან 8 ღვთაების სახელი ლექსიკურ ნათესაობაშია გერმანიკულ ღვთაებებთან. ეს ნამდვილად საოცარი ფაქტია, მაგრამ ლოგიკური იყო იმ მასშტაბური დიდი კვლევის შემდეგ რომელიც ჩატარდა დიდი რაოდენობით ინდოევროპულ-იბერიულ ტერმინებზე. ამ დიდი რაოდენობით ინდოევროპულ-იბერიულ ტერმინებზე ჩატარებული კვლევა აშკარად გვიჩვენებს, რომ 5 000 წლის წინ Iamna culture" - ს უძველესი ინდოევროპელი ტომების სოციალური განვითარების დონე და მათი მსოფლმხედველობა უფრო მაღალი იყო ვიდრე მეცნიერებს აქამდე მიაჩნდათ. ფაქტი აშკარად სახეზეა და თვალნათლივ ჩანს. ისინი იყვნენ იმ ეპოქისთვის საკმაოდ ორგანიზებული და განვითარებული ტომები, რომლებიც ფიქრობდნენ წარსულზეც, აწყმოზეც და მომავალზეც. მათი რელიგიური წარმოდგენებიც ორგანიზებული და განვითარებული იყო. მათი რელიგიური განვითარების და აზროვნების დონე 5 000 წლის წინ Iamna culture - ში დაახლოებით ისეტივე იყო როგორიც მაგალითად მე - 8 - 10 საუკუნეების სკანდინავიელ წარმართებში. იბერიული და ისლანდიური იდენტური ტერმინები გვიჩვენებს, რომ 5 000 წლის წინ მათ იცოდნენ თუ რა იყო ადამიანის, პიროვნების "გვარი" და "საგვარეულო". მე გამაოცა ამ ფაქტმაც. ხოლო 5 000 წლის წინ სამართლიანობის ღმერთის არსებობა Iamna culture - ს ტომებში იმ ეპოქისთვის სამართლის და კანონების ავტორიტეტზე და პატივისცემაზე მიუთითებს. მაგრამ ისინი კანონებს და სამართლიანობას ახორციელებდნენ და იცავდნენ თავიანთ სამყაროში და თავიანთი კულტურული გავრცელების არეალში, მაგალითად Iamna culture - ს ტერიტორიებზე. ხოლო ამ კულტურის გარეთ სხვა ხალხებთან ეს წესები და კანონები არ ვრცელდებოდა. მოკლედ ეს იყო კარგად ორგანიზებული საზოგადოება, რომელიც მოქმედებდა არა ქაოტურად, არამედ წინასწარ დადგენილი წესებით და მიზანმიმართულად. ახლა მოვიყვან რამდენიმე ქალთა სახელებს. ესენია: "თინათინ", "თინა" (დასავლეთ ევროპული tina), "ქეთევან" (დასავლეთ ევროპული "ქეთრინ", აგრეთვე "ეკატერინე"). "ქეთი" (დასავლეთ ევროპული "ქეით"). "ელისო" (ინგლისური "ელისონ", ფრანგული "ალისა"). "მეგი" (ინგლისური "მეგან". ქართულ ენაში ამ სახელის მამრობითი ვარიანტია "მეგის"). "მანო" (ფრანგული "მანონ"). "ნინო" (სლავური "ნინა". ეს იბერიული სახელი "ნინო" იბერიაში დაერქვა კაბადოკიიდან ტყვედ მოყვანილ ქალს, რომელიც შემდგომ გახდა წმინდა ნინო). "ნანა" (უკავშირდება ძველ-სკანდინავიურ ქალღმერთ "nanna"-ს, რომელიც ძველ-სკანდინავიურად ნიშნავდა "დედა"-ს. ქართულ ენაშიც ტერმინი "ნენა" ზოგჯერ იხმარებოდა "დედის" სინონიმად. იბერიული სახელია). "ნათელა" (ევროპულ ენებში "ნატალი", "ნატალია"). "შორენა" (საერთაშორისო ინტერნეტსივრცეში ფიგურირებს ამ სახელის წარმომავლობის რამდენიმე ვერსია - ინგლისური, გერმანული, სკანდინავიური, კელტური, სლავური. რეალურად ეს სახელი იბერიულია და შემოტანილია ინდოევროპელი იბერების მიერ). აი ეს სახელებია შემოსული ინდოევროპელი იბერების ლექსიკონიდან ქართულ ენაში. თუმცა ბუნებრივია ქართულ ენაში ასეთი იბერიული წარმოშობის სახელების რაოდენობა კიდევ საკმაოდ ბევრია და მოძიება სჭირდება. მე მხოლოდ რამდენიმე ათეული სახელი მოვიძიე ზეპირად მაგალითისთვის. შუა საუკუნეებში ზოგიერთ იბერიულ სახელებს ქართულ ენაში ზოგჯერ ემატებათ ბოლოსართი "ო". მაგალითად "დიტ-დიტო", "თედ-თედო", "მარკ-მარკო", "ნინა"-ნინო", "ელის-ელისო" და ასე შემდეგ. "დიტ" წმინდა ინდოევროპულ-იბერიული ვარიანტია, ხოლო "დიტო" ეს უკვე შუა საუკუნეებში ქართულ ენაში მიღებული ფორმაა. "თედ" იბერიული ვარიანტია, ხოლო "თედო" იბერიული სახელის ქართული ვარიანტია. "ნინა" უძველესი იბერიული ფორმაა, ხოლო "ნინო" ქართულ ენაში მიღებული ვარიანტია და ასე შემდეგ. საბოლოოდ გამოვყოფ ანტიკური ეპოქის ორივე იბერიის სამეფოში გავრცელებულ ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობის მეფეთა სახელებს. ეს იბერიელი მეფეებია: იარედოს, აზონ, ფარნაოზ, საურმაგ, მირვან, ფარნაჯამ, არიკ, ამაზაერ, ბრატმან, ადეროკ, ბარტამ, როკ, ადერკ, დეროკ, აზორკ, კაოს, ქართამ, ბარაცმან, ფარსმან, არმაზაელ, რევ, მირიან, ლევ, ბაქარ, გუარამ, არჩილ, ჯოანშერ(ერისმთავარი). ყველა ამ იბერიელი მეფეების სახელები უკვე საფუძვლიანად გაშიფრულია და დაზუსტებულია მათი ფუძე-ნათესაობა. ამ სახელების უმრავლესობა ფუძე-ნათესაობაშია გერმანიკული წარმოშობის ენებთან. ხოლო ზოგიერთი სახელი კი ფუძე-ნათესაობაშია სლავურ ენებთან მაგალითად მირვან, მირიან, ლევ, მირ. უკანასკნელი "მირ" ადრეფეოდალური აღმოსავლეთ იბერიის ერისმთავარი იყო მე-8 საუკუნეში. სულ "მირ"-ის ჩათვლით 28 იბერიული წარმომავლობის სახელია რომლებსაც ატარებდნენ ანტიკური იბერიის ორივე მეფეები. დარჩენილია კიდევ ანტიკური იბერიის მეფეების 11 სახელი. ამ სახელებიდან ზოგი მეზობელი ერებისგანაა მიღებული, ზოგი კი გაურკვეველი წარმომავლობისაა. ეს 11 სახელია: არსოკ (არშაკ), არტაგ, მითრიდატე, მირდატ?, ამაზასპ, ღადამ, ვაჩე, ასფაგურ, ბაკურ?, ვარაზ, ვახტანგ. ამ 11 სახელიდან ორი სახელი "მირდატ" და "ბაკურ" დიდი ალბათობით იბერიელების შემოტანილია რეგიონში. მე გავეცანი ამ სახელების წარმოშობის ვერსიებს და ყველაფერი იმის სასარგებლოდ მეტყველებს, რომ ეს უძველესი სახელები ინდოევროპელი იბერების შორეულმა წინაპრებმა მიიღეს ჯერ კიდევ სტეპების ეპოქიდან, მეზობელი ტომებიდან. მათ რამდენიმე ათასი წლის წინ შეითვისეს ეს სახელები მეზობლებისგან და თავიანთ ნაციონალურ სახელებად აქციეს. ასევე იმ შორეული ეპოქიდან აქვთ იბერიელთა წინაპრებს სტეპებში შეთვისებული სახელი "ფარნა" (ფარნაოზ) და აქციეს ნაციონალურ სახელებად. ასევე იმ შორეულ ეპოქაში აქვთ მათ სტეპებში შეთვისებული პროტო-სლავური "მირ", "ლევ", "ლად". სახელი "მირ" კი იბერიულ ენაში საფუძვლად დაედო ორ სახელს "მირიან" და "მირვან". ხოლო "ლევ" საფუძვლად დაედო ასევე სამ ახალ სახელს "ლევარს", "ლევთერ" და "ლევან". ამაზე უკვე გვქონდა საუბარი. რაც შეეხება სახელს "ვახტანგ" არსებობს სხვადასხვა ვერსიები და ყველას აქვს არსებობის უფლება. მეც წამოვაყენებ დამატებით ერთ-ერთ ვერსიას. რადგანაც ქართულ სახელებში გერმანიკულ ენებთან მონათესავე სახელების დიდი სიჭარბეა ამ სახელის ფუძესაც ამ ენებში მოვიძიებ. გერმანულ ენებში "ვახტ", "ვახენ", "ვახტა", "ვახტერ", "ვახტმან" და ასე შემდეგ უკავშირდება მცველს. შესაძლებელია ამ გერმანიკული ტერმინების მონათესავე ინდოევროპულ-იბერიული ტერმინიდან იღებდეს სათავეს სახელი "ვახტანგ" და იმ ეპოქაში ნიშნავდა რაიმეს მცველს, დარაჯს, მფარველს. რა თქმა უნდა სხვა ვერსიებსაც აქვს ამ შემთხვევაში არსებობის უფლება, მაგრამ მე მაინც ამ ვერსიას მივანიჭებ პირადად უპირატესობას. ამის უფლებას მაძლევს გერმანიკულ ენებთან მონათესავე ტერმინების დიდი სიჭარბე და დომინანტობა იბერიულ ენაში. ეს დომინანტობა კი აშკარად მკვეთრად გამოკვეთილია. ამიტომ ამ სახელს მე ინდოევროპულ-იბერიულ სახელებში მოვათავსებ. ეს სახელი ინდოევროპულ-იბერიულ ენაში დაახლოებით ასე ჟღერდა "ვახტანგ" ან "ვახტენგ". ამრიგად ანტიკურ ეპოქაში ორივე იბერიული სამეფოს მეფეების 39 სხვადასხვა სახელია ცნობილი. აქედან 31 სახელი ინდოევროპულ-იბერიულია და იბერების მიერ არის შემოტანილი. დანარჩენი 8 სახელი კი ირანულ-სომხურ-სარმატულ-ებრაული წარმომავლობისაა (არსოკ ანუ არშაკ, არტაგ, მითრიდატ, ამაზასპ, ღადამ? ანუ ადამ?, ვაჩე, ასფაგურ, ვარაზ). ამ 8 სახელიდან ერთ-ერთი "ღადამ-ადამ" ებრაულია. ეს 8 სახელი მხოლოდ აღმოსავლეთ იბერიის ანუ ქართლის სამეფოს მეფეებში ფიქსირდება. დასავლეთ იბერიის ანუ ბრანჯთა სამეფოს მეფეებში მხოლოდ ტრადიციული ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობის სახელები არის დაფიქსირებული. აი ამ 39 სხვადასხვა სახელების მატარებელი მეფეები მართავდნენ ორივე იბერიულ სამეფოებს თითქმის 1 000 წლის განმავლობაში (ძვ,წ.აღრიცხვით დაახლოებით 330 - ახ. წ. აღრიცხვით დაახლოებით 650 - იანი წლები). მე აღვადგინე რამდენიმე ბრანჯთა იბერიული სამეფოს მეფეთა სახელები და მათი მეფობის წლების დაახლოებითი ქრონოლოგია. ამ მეფეთა სია ასე გამოიყურება: 1. იარედოსი (ძვ. წ. აღრ. 330-310 წწ). 2. აზონ (ძვ.წ.აღრ. დაახლოებით 310-260 წწ. წლების წინ ვვარაუდობდი, რომ აზონი ქართლის სამეფოს პირველი მეფე იყო, მაგრამ კვლევის პროცესიდან გამომდინარე ის ბრანჯთა სამეფოს პარარელური მეფეა და იარედოსის ანუ ბრანჯთა მეფის ძეა. "მოქცევაი ქართლისაის" მიხედვით იმეფა დიდხანს, დაახლოებით ნახევარი საუკუნე და გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით. ამ წყაროს ცნობით რომელიც უფრო ადრეული ნაწარმოებია აზონს არანაირი კონფლიქტი არ აქვს ფარნავაზთან. სავარაუდოდ მას კონფლიქტი მოუვიდა ძველ ქართლის მმართველთან, რასაც მოყვა მისი გამოლაშქრება ქართლში. მან მოკლა ქართლის მმართველი და მისი ოჯახიც რეპრესირებული იქნა. ამ ლაშქრობის მიზეზი უნდა იყოს ქართლის მმართველის დაუმორჩილებლობა. ამის შემდეგ აზონის მხარდაჭერით ქართლის ახალი მეფე გახდა ფაარნავაზი. ფარნავაზი დიდი ალბათობით ქართლის არისტოკრატიის სხვა საგვარეულოს ეკუთვნოდა. მისი გამეფებით საფუძველი ჩაეყარა ახალ საგვარეულოს "ფარნავაზიანი". ასე გამოიყურება რეალური ამბავი. შუა საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოს მემატიანეებმა ეს რეალური ისტორია თავისებურად "გადაამუშავეს" და გადააკეთეს. ბრანჯთა მეფე აზონი ქართლის მეფე ფარნავაზ 1-ის თანამედროვეა. დასავლეთ ლაზეთზე სადაც უფრო ძლიერია ბერძნული გავლენები თავიანთ პრეტენზიებს აცხადებენ მცირე აზიის მმართველები. თავიდან ისინი ალბათ მთელ ლაზეთზე აცხადებდნენ პრეტენზიებს. მათი არგუმენტები იყო ის რომ აქ უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ ბერძნები და კოლხური ტომები, და ეს ტერიტორია აქემემენიდების სახელმწიფოში შედიოდა. ხოლო თვითონ კი ბერძენ-მაკედონიელი მმართველები აქემენიდების იმპერიის სამართალ-მემკვიდრეები არიან. საკმაოდ ძლიერი სამართლებრივ-იურიდიული არგუმენტები იყო. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ამ არგუმენტების უკან ძალიან დიდი სახელმწიფო დგას მაშინ კომპრომისებზე წასვლა გონივრული გადაწყვეტილებაა. საბოლოოდ შეთანხმების მიღწევით ლაზეთი შუაზე გაიყო. აღმოსავლეთი ლაზეთი აზონმა შეიერთა. ხოლო დასავლეთი ლაზეთი სადაც წარმოდგენილი იყო შერეული როგორც ლაზური (იბერიული) ასევე ბერძნული მოსახლეობა ბერძენ-მაკედონელთა პროტექტორატის ქვეშ გადავიდა. ამ დასავლეთი ლაზეთის მმართველად მათ დაადგინეს ვინმე "მითრიდატე", რომელიც ლეგენდის მიხედვით აქემენიდების შთამომავალია. თეორიულად შესაძლებელია მას ქონდა შორეული ნათესაობა აქემენიდებთან. ამით წარმოიშვა ლაზურ-ბერძნული წარმონაქმნი "პონტოს სამეფო". ამ ფაქტს უკავშირდება მოსე ხორენაცის ცნობაც მითრიდატეს დანიშვნაზე ბერძენთა და იბერთა მმართველად. ზოგადად საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე არც ანტიკურ ეპოქაში და არც შუა საუკუნეებში საქართველოს მმართველები არანაირ ინტერესს არ ავლენდნენ ზღვისპირა ზოლის მიმართ. შუა საუკუნეებში დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის ეპოქაში დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლში არც ბერძნები იყვნენ, არც რომაელები და არც ბიზანტიელები, მაგრამ ზღვისპირა ზოლი ცენტრალური ხელისუფლებისგან უპატრონოდ იყო მიტოვებული. არავის აინტერესებდა იქ ზღვაოსნობის განვითარება. თითქოს ზღვა საერთოდ არ არსებობდა. მათ ზღვა არ იზიდავდათ. მე-13 საუკუნის დასაწყისში აღმოსავლეთ ლაზეთი თამარ მეფემ ტრაპიზონის სამეფოს აჩუქა. აღმოსავლეთ ლაზეთი საკმაოდ მოზრდილი ზღვისპირა რეგიონი იყო. როგორც ჩანს არც თამარ მეფე იჩენდა ზღვისპირა ზოლის მიმართ სიყვარულს. აი ტრაპიზონის მხარეში მცხოვრებ ლაზებს ზღვაოსნობა იზიდავდათ. ზღვაოსნობის სიყვარული მათ, როგორც ჩანს იბერიის ნახევარკუნძულიდან მოყვათ, სადაც მათი წინაპარი ლუზები დასავლეთით ზღვის სანაპირო ზოლში ცხოვრობდნენ. იბერიელებმა კავკასიაში გადმოსახლების დროს დაიკავეს ზღვისპირა ზოლი ქალაქ სინოპის ჩათვლით, მაგრამ მის შენარჩუნებაზე რომ ეზრუნათ მუდმივად დიდ ომებში უნდა ყოფილიყვნენ მცირე აზიის დიდ იმპერიებთან. ეს კი მათ გამოფიტვას გამოიწვევდა. ამიტომ მათი გადაწყვეტილება სწორი იყო. მათ თანდათან დატოვეს ის ზღვისპირა ტერიტორიები რომელიც მათ ისედაც არ იზიდავთ. მათი სტრატეგია იყო არა უკონტროლო გაფართოება, არამედ გარკვეულ ტერიტორიებზე ლოკალიზაცია და იქ გაძლიერება. პონტოს სამეფო ერთბაშად სწრაფად გაიზარდა და გაფართოვდა, მაგრამ მალე სწრაფად გაქრა. ასეთი გაფართოების პოლიტიკა იბერიის მმართველებს არ აინტერესებდათ. იბერიელები ძვ.წ.აღრიცხვის 3-2 საუკუნეებში ბევრად უფრო ძლიერ სამხედრო ძალას ფლობდნენ ვიდრე 3-2 საუკუნეების პონტოს მეფეები. მაგრამ იბერიელებს გაფართოების და სხვისი ტერიტორიების შემოერთების სტრატეგია არ ქონდათ. 3. არიკ (ძვ. წ. აღრ. მე-2 საუკუნე). 4. ბრატმან (ძვ. წ. აღრ. 1 საუკუნის 1 მეოთხედი. ისტორიკოსები ზოგჯერ სახელებს "ბრატმან" და "ბარტომ" შეცდომით აიგივებენ ერთმანეთთან. ძველ წყაროებში რამდენჯერმე მოხსენიებული "ბრატმან" სხვა სახელია და "ბარტომ" სხვა. სახელი "ბარტომ" შეიძლება გაიგივდეს "ბარტამ"-თან ). 5. ამაზაერ (ძვ.წ.აღრიცხვის 1 საუკუნის მეორე მეოთხედი, დაახლოებით 80-60 წწ. ქართლის მეფეების არსოკის ანუ არშაკ პირველის და არტაგის თანამედროვე). 6. ადეროკ (ძვ.წ.აღრიცხვის 1 საუკუნის 60-35 წლები, ქართლის მეფე არსუკის ანუ არშაკ მეორეს თანამედროვე. ებრძვის ქართლის მეფე არშაკ მეორეს. ამ ბრძოლაში არშაკ მეორე მარცხდება და იღუპება. აგრეთვე თანამედროვეა ქართლის მეფე ფარნავაზ მეორის, რომელიც რომაულ წყაროშია მოხსენიებული). 7. აზორკ (ძვ. წ. აღრ. 1 საუკუნის მეორე ნახევარი, დაახლოებით 35-10 წწ. ბრანჯთა მხედართმთავრის სუმბატ ბივრიტიანის თანამედროვე, აგრეთვე ქართლის მეფეების ფარნავაზ მეორის და არმაზაელის თანამედროვე, აგრეთვე სომხეთის მეფე არტაშეს მეორეს თანამედროვე). 8. როკ (1 საუკუნის 1 მეოთხედი, სავარაუდოდ მეფე ადერკის მამა). 9. ადერკ (30-55 წწ. ქართლის მეფე ფარსმან პირველის თანამედროვე. მისი მეფობის დროს ბრანჯთა სამეფოში 2-ჯერ იყო ჩამოსული იესო ქრისტეს მოციქული ანდრია პირველწოდებული). 10. ქართამ (55-80 წწ. ქართლის მეფეების მითრიდატეს და ბარაცმანის თანამედროვე). 11. არმაზაერ (დაახლოებით 1 საუკუნის ბოლო. ქართლის მეფე ბარაცმანის თანამედროვე. წყაროებში ეს სახელი მოხსენიებულია ხან როგორც "არმაზაელ", სწორი ვერსია უნდა იყოს "არმაზაერ". მეფობის ქრონოლოგიიდან გამომდინარე უნდა იყო ქართამის შვილი და ადერკის შვილიშვილი. ჩემი ვარაუდით ეს სახელი ბრანჯთა სამეფოში გამოითქმებოდა როგორც "არმაზაერ", ხოლო ქართლის სამეფოში როგორც "არმაზაელ". წყაროებში ნახსენები "არმაზელი" კი არა პირადი სახელი არამედ ეპიტაფიაა, რომელიც უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს. გამოთქმულია მოსაზრება, რომ "ამაზაერ" იგივეა რაც "არმაზაერ", თუმცა მე არ ვიზიარებ ასეთ ვარაუდს. სახელი "არმაზაერის" ფუძეა "არმაზ", რომელიც იბერიელთა მთავარი ღმერთი იყო. ამიტომ არა მგონია, რომ მემატიანეს თავიანთი წინაპრების მთავარი ღვთაების სახელი დაემახინჯებია და არ სცოდნოდა. შუა საუკუნეებში ყველამ კარგად იცოდა "არმაზ", როგორც მთავარი ღვთაების სახელი. აქედან გამომდინარე მე ვთვლი, რომ სახელები "არმაზაერ" და "ამაზაერ" სხვადასხვა წმინდა იბერიული წარმომავლობის სახელებია). 12. დეროკ (დაახლოებით მე-2 საუკუნის დასაწყისი, ქართლის მეფე ამაზასპ პირველის თანამედროვე, მეფობის წლების ქრონოლოგიიდან გამომდინარე უნდა იყოს ფარსმან ავაზის მამა). 13. ფარსმან ავაზ (120-145 წწ, ქართლის მეფე ფარსმან ქველის თანამედროვე). 14. მირდატ (145-170 წწ. ქართლის მეფე ფარსმან ქველის თანამედროვე. მირდატი როგორც კი ხელისუფლებაში მოდის მაშინვე ომს იწყებს ფარსმან ქველთან). 15. ლევ (300-325 წწ, მეფე მირიანის მამა. ქართლის მეფე ასფაგურის თანამედროვე). 16. მირიან (325-350 წწ. პირველი იბერიელი ქრისტიანი მეფე. მეფე მირიანის და მისი მამის ლევის მეფობის 300-350 წლებში ქართლის სამეფოში მეფობენ ამაზასპის დისწულის და სომხეთის მეფის ხოსროვ არშაკუნის ძის რევის შთამომავლები. გასაგები მიზეზების გამო ამ ეპოქის ქართლის მეფეების სახელებში ქაოსია, მაგრამ აქ ამ დროს უნდა მეფობდნენ რევის შემდეგი შთამომავლები - ასფაგურ, ბაკურ. რევის შთამომავლებიდან ერთ-ერთ წარმომადგენელს თრდატს მე-4 საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მეფე ბაკურის ტახტიდან ჩამოგდება გადაუწყვეტია, მაგრამ უშედეგოდ. ესეიგი მე-4 საუკუნის 30-იან წლებში ქართლში მეფობდა მეფე ბაკური. ეს ბაკურ მეფე არის ბრანჯთა მეფე მირიანის თანამედროვე ). 17. ბაქარ (350-370 წწ. მეფე მირიანის ძე, ქართლის მეფეების საურმაგისა და ვარაზ-ბაკურის თანამედროვე). 18. მირდატ 2 (ბრანჯთა მეფე დაახლოებით 370-390 წლებში. შუა საუკუნეების მატიანის მიხედვით ეწეოდა სააღმშენებლო სამუშაოებს ტაო-კლარჯეთის მხარეში, აგრეთვე ერუშეთში და ჯავახეთში. წყაროს მიხედვით იყო მეფე მირიანის ძის ბაქარის შვილი და მირიან მეფის შვილიშვილი. ყველა ეს ცნობები სწორია. შუა საუკუნეებში შეცდომით იქნა შეყვანილი ქართლის მეფეთა სიაში. როგორც ჩანს მან ჯავახეთი შემოუერთა თავის სამეფოს, რომელიც ადრე ქართლს ეკუთვნოდა. ქართლის მეფეების საურმაგის, ვარაზ-ბაკურის და დიდი ბაკურის თანამედროვე. მისი მეფობის დროს ბრანჯთა სამეფო კარგავს თავის ჰეგემონიას ქართლის სამეფოზე. თუმცა ჯავახეთი შემოიერთა. მას შემდეგ რაც ვარაზ-ბაკურმა თავი ირანის ვასალად გამოაცხადა ირანი მირდატ მეფეს გაუგზავნიდა შეტყობინებას: "ვარაზ-ბაკური ქართლის კანონიერი მეფეა, რომელიც მფარველობას სთხოვს ირანის დიდ მეფეს. რომ მირდატი უნდა შეეშვას ქართლის სამეფოს, წინააღდეგ შემთხვევაში დიდი ომი გარდაუვალი იქნება და ასე შემდეგ". ბრანჯთა სამეფო ქრისტიანული სამეფო იყო, ხოლო ქართლის სამეფო კი წარმართული. ამიტომ ბრანჯთა მეფის პოზიციები ქართლის სამეფოში სუსტი იყო. საგარეო პოლიტიკაც არახელსაყრელი იყო. 363 წლის ნიზიბინის ზავით ირანმა მიიღო სომხეთის სამეფო და კიდევ 5 პროვინცია აღმოსავლეთში რომისგან. რადგან ქართლის მეფეც ირანის მფარველობას აღიარებდა მაშინ აბა რისთვის ან ვისთვის უნდა ეომათ დიდ ომში ბრანჯებს? ისეთ უზარმაზარ სახელმწიფოს როგორიც სასანიდური ირანია დიდი მასშტაბის ომი რომ დაუწყო, სულ თუ არა ნახევარი ქართლის სამეფოს ლაშქარი მაინც უნდა იყოს მყარად შენს მხარეზე. ხოლო მეფე ვარაზ-ბაკურს კი როგორც ჩანს ქართლის სამეფოს უმრავლესობა მხარს უჭერდა. მირდატმაც ქართლის სამეფოში საქმე წაგებულად ჩათვალა და ხელი აიღო. მირდატმა ჯავახეთი თან გაიყოლა. წყაროებში ადრეც ფიქსირდება როცა ქართლის მეფეები არ ემორჩილებიან ბრანჯთა მეფეს მათ ჯავახეთს ჩამოართმევენ. ხოლო ერთგულების შემთხვევაში მათ ქართლის მეფეებს ჯავახეთს კვლავ უბრუნებენ. ეს შემთხვევა დაფიქსირდა ძვ.წ.აღრიცხვით 1 საუკუნის 30-20-იან წლებშიც, დიდი ბრანჯი მხედართმთავრის სუმბატ ბივრიტიანის ეპოქაში. 1453 წელს ბიზანტიიდან დაბრუნებულმა და არტანუჯში დამკვიდრებულმა უძველესმა სამეფო დინასტიამ ეს ანტიკური ეპოქის ტრადიცია აღადგინა და ქართლს ჯავახეთი ჩამოაჭრეს ). 19. მირდატ 3 (მე-5 საუკუნის დასაწყისი დაახლოებით 400-425 წწ. სავარაუდოდ იყო მირდატ 2-ის შვილიშვილი. ქართლის მეფეების ფარსმან 3-ის და ბუზმარის თანამედროვე. წყაროების ცნობით ძლიერი პიროვნება იყო. ებრძოდა როგორც ბიზანტიას, ასევე ირანს. როგორც ჩანს ის მხარს უჭერდა ქართლის მეფეს ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში და ირანელებს ებრძოდა ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე. მისი მხარდაჭერით გაძლიერებულმა ქართლის მეფე ფარსმანმა ირანის მეფეს ხარკის მიცემა შეუწყვიტა. ის ებრძოდა ირანის მეფის იეზდიგერდ 1-ის დიდძალ არმიას ქართლის სამეფოში გარდაბანთან. როგორც ჩანს სწორედ ამ 10-იან წლებში მირდატის დამარცხების შემდეგ ირანის ვასალი სომხეთის მეფე ხოსროვ 4 თავს ესხმის ბრანჯთა სამეფოს კარის სამხედრო ოლქს და არბევს. აქედან გამომდინარე სწორია სომეხი ისტორიკოსის მოსე ხორენაცის ცნობა სადაც ის გადმოსცემს ხოსროვ 4-ს თავდასხმას ვანანდზე და მის დარბევას. ეს თავდასხმა მომხდარა მე-5 საუკუნის 10-იან წლებში. მირდატი ებრძოდა ირანის მეფე იეზდიგერდს და ირანის ვასალი სომხეთის მეფე ხოსროვ-4 ბუნებრივია კონფლიქტში იყო მირდატთან. აი ამ კონფლიქტის გამოძახილია მოსე ხორენაცის ცნობა კარის ოლქზე ანუ როგორც ის უწოდებს "ვანანდ"-ზე სომხეთის მეფის თავდასხმა. ჩემი მოსაზრებით მირდატი დასავლეთ საქართველოში ბიზანტიის პოლიტიკით უკმაყოფილო იყო და ბიზანტიასაც ამიტომ ებრძოდა. ხოლო ირანის წინააღმდეგ მისი ბრძოლა მიზნად ისახავდა ქართლის სამეფოს განთავისუფლებას ირანის ვასალობიდან. ჩვენთვის ცნობილია, რომ მე-4 საუკუნის 70-იან წლებში ქართლის მეფე ვარაზ-ბაკურმა თავი ირანის ვასალად გამოაცხადა. ხოლო მირდატი ცდილობდა ქართლში ბრანჯთა სამეფოს პოლიტიკური გავლენის აღდგენას. რადგანაც ქრისტიანმა ქართლის მეფემ ფარსმან 3-მა ბრანჯთა მეფის მოკავშირეობა არჩია მირდატმაც სცადა ირანის პოლიტიკური განდევნა ქართლიდან. მირდატმა დროებით რამდენიმე წლით აღადგინა იბერიული კავშირი "ბუნდა". ამის გამო ის დიდ ომში აღმოჩნდა ჩართული ირანის იმპერიასთან. ირანისა და ბიზანტიის წინააღმდეგ ერთდროულად ორ ფრონტზე დაპირისპირებამ და მირდატის დამარცხებამ დაასუსტა ბრანჯთა სამეფო. ამის შემდეგ ბიზანტიელების მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში შეიქმნა "ლაზთა სამეფო", რომლის შემადგენლობაში შევიდა ბრანჯთა სამეფოს რამდენიმე პროვინცია დასავლეთ საქართველოში ). 20. ბაკურ 1 (დაახლოებით 465-490 წწ. ვახტანგ გორგასლის თანამედროვე). 21. ფარსმან 2 (დაახლოებით 490-515 წწ. ქართლის მეფე დაჩის თანამედროვე ). 22. ბაკურ 2 (დაახლოებით 515-535 წწ. ქართლის მეფე გურგენის თანამედროვე). 23. ფარსმან 3 (დაახ. 535-555 წწ. ეს 4 მეფე ბაკურ 1, ფარსმან 2, ბაკურ 2 და ფარსმან 3 შეცდომით შეიყვანეს მე-6 საუკუნის ქართლის მეფეების სიაში, არადა იმ წლებში იქ მეფობა რეალურად გაუქმებული იყო და ქართლს ირანელი მარზპანები მართავდნენ ) 24. გუარამ დიდი (555-580 წწ. ქრონოლოგიაზე დაყრდნობით ფარსმან 3-ის მემკვიდრე უნდა იყოს). აი ეს 24 ბრანჯთა მეფეა შუა საუკუნეებში შეცდომით შემოყვანილი ქართლის სამეფოს მეფეების სიაში. ამან კი გამოიწვია დიდი არევ-დარევა და ქაოსი. შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიაში გავრცელდა ლეგენდა, რომ ძვ.წ. აღრიცხვის მე-2-1 საუკუნეების ბევრი მეფე სომეხი არშაკუნიანები იყვნენ. არადა იმ საუკუნეებში სომხეთში არანაირი არშაკუნიანები არ არსებობდნენ. ამ ყალბი ლეგენდის საფუძველი ხდება ის, რომ შუა საუკუნეებში აღარ არსებობდა ბრანჯთა სამეფო და მემატიანეებს უკვე დავიწყებული ჰქონდათ ანტიკური ბრანჯების სამეფო. თუმცა უფრო ადრეულ წყაროებში შემორჩენილი იყო ფრაგმენტული ცნობები "ვიღაც" იბერიის მეფეებზე, რომლებიც არ იყვნენ ფარნავაზიანები და შუა საუკუნეების მემატიანებისთვის უცხო "ვიღაც" ბრანჯთა მეფეების დინასტიას ეკუთვნოდნენ. ამიტომ შუა საუკუნეებში შეცდომით იქმნება ლეგენდა, რომ ეს უცხო დინასტიის მეფეები თითქოს სომეხი არშაკუნიანები იყვნენ. რომ ძვ. წ. აღრიცხვის მე-2 საუკუნის მეფე "არიკ" წარმოშობით სომეხი არშაკუნიანია. სინამდვილეში კი ძველ წყაროებში მოხსენიებული "არიკ" და "ბრატმან" არიან ბრანჯთა მეფეები და მეფობდნენ ძვ. წ. აღრიცხვის მე-2 საუკუნეში და 1 საუკუნის დასაწყისში. თვითონ ამ მეფეთა სახელებიც წმინდა ინდოევროპულ-იბერიული წარმომავლობისაა და ენათესავება ძველ გერმანიკულ სახელებს, "არიკ" (გერმანულ-სკანდინავიური "ერიკ") და "ბრატმან", რომელიც იშიფრება, როგორც "ბრატ"( ძველი ინგლისური სახელი "ბრეტ") და "მან" (კაცი). მსგავსი სახელები არც სომხეთის მეფეებში და არც პართიის მეფეებში არასდროს არ არსებობდა. ქართლის სამეფოს რეალური მეფეები ძვ. წ. აღრიცხვის 1 საუკუნეში კი არიან შემდეგი მეფეები: არშაკ პირველი (არსოკ ), არტაგ, არშაკ მეორე (არსუკ), ფარნავაზ მეორე, არმაზაელ. ხოლო მეფეები მირვან პირველი, ფარნაჯომ, მირვან მეორე, ბარტომ კი ძვ. წ. აღრიცხვის მე-2 საუკუნის ქართლის სამეფოს მეფეები არიან. უკვე 1 საუკუნეა რაც ეს 24 ბრანჯთა მეფე დიდ ქაოსს და გაუგებრობას იწვევდა ისტორიკოსებში. 1 საუკუნეა ქართველი და ზოგჯერ არაქართველი ისტორიკოსებიც თავებს იმტვრევდნენ ამ ქაოსიდან გამოსვლისთვის, მაგრამ დღემდე უშედეგოდ. მე კი ეს 24 ბრანჯი მეფე გავიყვანე ქართლის მეფეების სიიდან და მივუჩინე მათი ისტორიული ადგილი. აქედან გამომდინარე მათ დაინტერესებულ ისტორიკოსებს უკვე შეუძლიათ ანტიკური ქართლის ნამდვილი ისტორიული მეფეების სიის აღდგენა. ამ 24 ბრანჯი მეფის იდენტიფიკაციის და სიიდან გაყვანის შემდეგ უკვე ბევრად უფრო ადვილია ქართლის სამეფოს ისტორიული მეფეების სიის აღდგენა. საქმე ძალიან გამარტივდა. ჩემი გამოთვლებით კი ქართლის სამეფოს მეფეების რეალური სია ძვ.წ.აღრიცხვის მე-3-1 საუკუნეებში ასეთია: ფარნავაზ პირველი, საურმაგ, მირვან პირველი (მე-3 საუკუნის ბოლო და მე-2 საუკუნის პირველი მეოთხედი), ფარნაჯომ, ბარტომ, მირვან მეორე, არშაკ პირველი (არსოკ), არტაგ, არშაკ მეორე (არსუკ), ფარნავაზ მეორე, არმაზაელ. თეორიულად შესაძლებელი ამ სიაში კიდევ იყო 1 ან 2 მეფე, მაგრამ მათი სახელები წყაროებში არ შემორჩა. ახ. წ. აღრიცხვის 1 საუკუნის ქართლის სამეფოს მეფეებია - მირდატ 1 (მითრიდატე), ფარსმან 1, მირდატ 2 (მითრიდატე), ბარაცმან. მე-2-3 საუკუნეებში კი მეფობდნენ: ამაზასპ 1, ფარსმან 2, ხსეფარნუგ (ეს მეფე წყაროებში არ არსებობს, მაგრამ ნაპოვნია წარწერა ქვაზე საიდანაც ვგებულობთ, რომ მეფობდა ფარსმანის შემდგომ. მაგრამ ის არ იყო ფარსმანის ძე. როგორც ჩანს მას შემდეგ რაც ბრანჯთა მეფემ მირდატმა გაანადგურა ფარსმან ქველი მან ქართლის მეფედ დასვა არა ფარსმანის მემკვიდრე, არამედ ფარნავაზიანთა საგვარეულოს გვერდითი შტოს წარმომადგენელი, ფარსმანის ოჯახი დევნილობაში იმყოფებოდა. აქედან გამომდინარე შუა საუკუნეების მემატიანეს ცნობა თითქოს ფარსმან ქველის შემდეგ მცხეთის ტახტი ხელში მირდატმა ჩაიგდო არარეალურია. მირდატი არა მცხეთაში არამედ სამხრეთ საქართველოში არტანუჯში მეფობდა. ფარსმანის შემდეგ ტახტი ხსეფარნუგმა დაიკავა. აქედან გამომდინარე არარეალურია მემატიანის ცნობა დევნილობიდან დედოფალ ღადანას დაბრუნებაზე, მის მიერ მირდატის მცხეთის ტახტიდან ჩამოგდებაზე და დედოფლის გამეფებაზე. ჩემი მოსაზრებით ფარსმან ქველის დაღუპვით ფარნავაზიანთა ამ შტომ არსებობა დაასრულა. ხოლო ხსეფარნუგ ფარნავაზიანთა ერთ-ერთი გვერდითი შტოს წარმომადგენელია, რომელიც ბრანჯთა მეფე მირდატის მხარდაჭერით იკავებს ტახტს და მისი მოკავშირეა. ამ ქვის წარწერამ დაადასტურა რომ მცხეთაში არანაირი ორმეფობა არ არსებობდა და მირდატი ბრანჯთა მეფე იყო არტანუჯში. წარწერამ აგრეთვე დაადასტურა მემატიანის ცნობა მირდატ მეფის მიერ ფარსმან ქველის ხელისუფლებიდან ძალადობრივი გზით ჩამოშორებაზე. თუმცა ჩემი აზრით არარეალურია ამ დაპირისპირებაში პართიელების მონაწილეობა მირდატის მხარეზე. მირდატს ცოლად ყავდა პართიელი არშაკიდების სამეფო დინასტიის წარმომადგენელი. ხოლო ფარსმან ქველი უფრო ადრე ებრძოდა პართიელებს. ამ ფაქტორებიდან გამომდინარე შუა საუკუნეებში გაჩნდა დამატება, რომ მირდატს მხარს პართიელები უჭერდნენ. ალბათ იყო ერთიორჯერ სამხედრო შეტაკება მირდატსა და ფარსმანს შორის და ქართლის ზოგიერთი რეგიონების დარბევა და დაკავება მირდატის ლაშქრის მიერ. საბოლოოდ კი ეს დაპირისპირება შეთქმულებმა დაასრულეს და ფარსმანი მოწამლეს. ხოლო წყაროებში მოხსენიებული ორმეფობა მცხეთაში არის შუა საუკუნეებში შექმნილი დანამატები რომელიც ანარეკლია ანტიკურ ეპოქაში ორი იბერიული სამეფოს, ბრანჯთა სამეფოს და ქართლის სამეფოს ერთმანეთის პარალელურად არსებობისა ), ფარნავაზ 3 (რადგანაც არ დასტურდება დედოფლის მიერ ტახტის დაბრუნება ამიტომ ფარნავაზ 3 უნდა ჩაითვალოს მეფე ხსეფარნუგის მემკვიდრედ ) , ადამ (ფარნავაზ 3-ის მემკვიდრე, ხსეფარნუგის შვილიშვილი), ვაჩე, ბაკურ 1, ამაზასპ 2 (დაახლოებით 255-265 წწ), რევ (დაახლოებით 265-285 წწ), მირდატ 3. საერთო ჯამში უკვე აღდგენილია 26 მეფე რომლებიც მეფობდნენ ძვ.წ.აღრიცხვის მე-3 და ახ. წ. აღრიცხვის 300 წწ. ახლა კი მე აღვადგენ ქართლის მეფეების სიას მე-4 საუკუნეში. ეს ქართლის მეფეებია: მეფე ასფაგური, მეფობდა მე-4 საუკუნის პირველ მეოთხედში. მეფე ბაკურ 2, მეფობდა მე-4 საუკუნის მეორე მეოთხედში. მეფეები საურმაგ და ვარაზ-ბაკურ, მეფობდნენ მე-4 საუკუნის 60-70-იან წლებში, მეფე დიდი ბაკური, რომელიც მეფობდა 80-90-იან წლებში. სულ დიდი ბაკურის ჩათვლით აღდგენილია ქართლის 30 მეფე. შემდგომ აღვადგენთ მე-5-6 საუკუნის ქართლის მეფეებს, ესენია: ფარსმან 3, ბუზმარი, არჩილ, მირდატ 5, ვახტანგ გორგასალი, დაჩი, და ბოლო მეფე გურგენი. ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით 523 წელს ირანმა მეფობა გააუქმა და გურგენი თავისი ოჯახით ბიზანტიაში გადადის. ამის შემდეგ ქართლს ირანელი მარზპანები მართავდნენ და მათი სახელები და მმართველობის წლები ცნობილია. ეს ირანის მიერ დანიშნული მარზპანები არიან: ფირან გუშნასპი, არვანდ გუშნასპი, ვეჟან ბუზმირი, ტან შაპური, ვარაზდატი. აი ეს მარზპანები მართავდნენ ქართლს მე-6 საუკუნეში. ირანის მეფეები მარზპანს ნიშნავდნენ ისეთ ქვეყნებში სადაც მეფობა არ არსებობდა ან დროებით გაუქმებული იყო. აქედან გამომდინარე პროკოფი კესარიელის ცნობა სწორია და გურგენი ბოლო მეფეა. თუმცა ქართულ წყაროებში გურგენი საერთოდ არ არის და კიდევ რამდენიმე მეფეა მოხსენიებული. ჩემი მოსაზრებით ეს მეფეები არ არის ქართლის მეფეები და ისინი ბრანჯთა მეფეებია. მხოლოდ შეცდომით ჩაიწერა ისინი ქართლის მეფეებად. სულ აღდგენილია ქართლის სამეფოს 37 მეფის სახელი და ბრანჯთა სამეფოს 24 მეფის სახელი. ეს 37 მეფე მეფობდა ქართლის სამეფოში 850 წლის განმავლობაში. დიდი ქაოსი დაძლეულია და ყველა მეფეებმა თავისი ადგილი დაიკავა. ამ ორი იბერიული სამეფოს ანტიკური ეპოქის რეალური მეფეთა სიის აღდგენა დაფუძნებულია 3 საშუალებაზე. ესაა 1. ძველი ქართული წყაროები. 2. უცხოური წერილობითი წყაროები (რომაული, ბიზანტიური, ირანული, სომხური) და 3. ლოგიკური ანალიტიკურ - პოლიტიკური და მიუკერძოებელი, ობიექტური აზროვნება. როგორც ჩანს ქართლის მეფეებისა და ბრანჯთა მეფეების ტიტულებს შორის არსებობდა იერარქია. ბრანჯთა მეფეები ხაზს უსვამდნენ თავიანთ წოდებრივ აღმატებულებას და მათი მთავარი ტიტული იყო "რიხ" Rich. ამ ტერმინზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და ვიცით, რომ ის ენათესავება უძველეს გერმანიკულ ტერმინებს Rich, Reich, Rihhi, Rikz (მმართველი, მფლობელი). თუმცა ქართლის სამეფოს მემატიანეები ბრანჯთა მმართველებს "მეფე"-დ მოიხსენიებენ. ეს მემატიანეები რომის და ბიზანტიის იმპერატორებსაც ყოველთვის "მეფე"-ს უწოდებდნენ და არასდროს იყენებდნენ მათ ნამდვილ ოფიციალურ ტიტულს. ამ ბრანჯთა მეფეების უძველესი ტიტულატურიდან ეს ტერმინი გადმოსულია დღევანდელ ქართულ ენაში და ასოცირდება ქედმაღლობასთან, ძლიერებასთან. რაც შეეხება ქართლის სამეფოს მე-2 საუკუნის ცნობილი არმაზის ბილინგვის წარწერიდან ვგებულობთ რომ მცხეთაში მეფის სასახლეში არსებობდა ძლიერი სახელისუფლებო თანამდებობა "ეზოსმოძღვარი". ქვის წარწერაში ეზოსმოძღვარი მოხსენიებულია "ძლევამოსილად და მრავალი გამარჯვების მომპოვებლად". მკვლევართა აზრით ეს არმაზის ბილინგვის წარწერაში მოხსენიებული ეზოსმოძღვრები განაგებენ სასახლის ადმინისტრაციას, სამხედრო, ფინანსურ და სხვადასხვა ადმინისტრაციულ ფუნქციებს. მათი თანამდებობა მემკვიდრეობითი იყო. ეს თანამდებობა იგივეა რაც დასავლეთ ევროპაში ფრანკთა სამეფოში მეროვინგების ეპოქის "მაიორდომები" (სახლის უფროსი). ჩემი ვარაუდით მირდატის და ფარსმან ქველის დაპირისპირების დროს სწორედ ეზოსმოძღვარი მეთაურობდა შეთქმულთა ჯგუფს, რომელმაც ფარსმანი მოკლა. მათი მეორე ტიტული "პიტიახში" იყო. არმაზის ბილინგვიდან ცნობილია ორი ეზოსმოძღვარი (პიტიახში) "იოდმანგანი" და მისი მამა "პუბლიკიოს აგრიპა". ეს მეორე ეზოსმოძღვარი რომაულ სახელს ატარებდა. მესამე ეზოსმოძღვრის სახელი მოხსენიებულია არმაზისხევის გათხრებში აღმოჩენილ ლანგარზე სადაც ბერძნულ წარწერით ის მოხსენიებულია როგორც "ბერსუმა პიტიახში". ის ცხოვრობდა 1 საუკუნის ბოლოს. ვხედავთ, რომ ისინი ხან პიტიახშებად მოიხსენიებიან და ხან ეზოსმოძღვრებად. აქედან გამომდინარე ქართულ მატიანეში მოხსენიებული "მეფე ბარაცმან" სხვაა და "ბერსუმა პიტიახში" კი ეზოსმოძღვარია. ეს "ბერსუმა " იგივე უნდა იყოს რაც "ბარტომ" ან "ბარტამ" ანუ "ბარტამ პიტიახში". მეფე რევის შთამომავლებში ორი შტო იკვეთება. უფროსი შტო მეფობდა მცხეთაში, რომლის ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო მეფე ბაკური მე-4 საუკუნის 30-იან წლებში. მეორე შტოა ის შტო რომელსაც ეკუთვნოდა თრდატი და მისი დედა სალომე უჯარმელი. ეს ის სალომე უჯარმელია, რომელიც ტრადიციული ისტორიით სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის თრდატის ასული იყო. უფროსი შტო აღიარებდა წარმართულ სარწმუნოებას. ხოლო უმცროსი შტო კი ქრისტიანობის მიმდევარი იყო. ამ უმცროსი შტოს წარმომადგენელი იყო რომაულ წყაროებში მოხსენიებული საურმაგი, რომელმაც დროებით შეძლო გამეფება, მაგრამ უფროსი შტოს წარმომადგენელმა წარმართული სარწმუნოების მიმდევარმა და ქრისტიანობის მოძულე ვარაზ-ბაკურმა მოიწვია მოკავშირედ სასანიდური ირანი და თვითონ გამეფდა. ასეთი დახმარების სანაცვლოდ ვარაზ-ბაკურმა თავი ირანის ვასალად გამოაცხადა და ხარკის გადახდა იკისრა. ვარაზ-ბაკური იყო ქართლის პირველი მეფე რომელმაც თავი ირანის ვასალად გამოაცხადა და ხარკის გადახდა იკისრა. რევის შთამომავლების უმცროსი შტო დაახლოებით ასეთია: რევის შემდგომ მე-3 საუკუნის 80-90-იან წლებში მეფობს მირდატ 3. როგორც ჩანს მას ყავდა უმცროსი მემკვიდრე სახელად რევ, რომელსაც ეს სახელი ეწოდა ბაბუის საპატივცემლოდ. სომხეთის მეფე თრდატს ყავდა ასული სალომეა, რომელიც დაიბადა მე-3 საუკუნის 90-იან წლებში. ეს სალომეა მე-4 საუკუნის 10-იანი წლების დასაწყისში ცოლად შერთეს რევის შვილიშვილს რევს, მირდატის უმცროს ძეს. მათ ეყოლათ შვილი რომელსაც ბაბუის ანუ სალომეას მამის საპატივცემლოდ ეწოდა სახელი "თრდატ". ეს თრდატი ცდილობს მე-4 საუკუნის 30-იანი წლების ბოლოს მეფე ბაკურის ტახტიდან ჩამოგდებას. ამ თრდატის მემკვიდრეა საურმაგ მეორე, რომელიც ასევე ცდილობს ტახტის ხელში ჩაგდებას და დროებით ახერხებს კიდეც მე-4 საუკუნის 60-იან წლებში. აი ასეთია ამაზასპის დისწულის მეფე რევის შთამომავლების უმცროსი შტოს მოკლე ისტორია და მათი ზუსტი ქრონოლოგია, რომელიც დაფუძნებულია მათემატიკურ ქრონოლოგიურ სიზუსტეზე და მარტივ ლოგიკაზე. ისტორიოგრაფიაში ძალიან დამაინტრიგებელია ის ფაქტი თუ ვინ იყო რომაულ მატიანეში მოხსენიებული "იბერიის მეფე ფარსმანი", რომელსაც იმპერატორმა ანტონინე პიუსმა რომში მარსის მოედანზე ძეგლი დაუდგა. ეს ქანდაკება წარმოადგენდა ცხენზე ამხედრებულ ფარსმან მეფეს. ჩვენ გვყავს ორი კანდიდატი - ქართლის მეფე ფარსმან ქველი და ბრანჯთა მეფე ფარსმან ავაზი. ორივე ეს მეფე თითქმის ერთდროულად მეფობდა თავიანთ სამეფოებში. ჩემს ერთ-ერთ ადრეულ კვლევაში მე გამოვთქვი მოსაზრება, რომ ეს უნდა ყოფილიყო ქართლის მეფე ფარსმან ქველი, თუმცა ეს ვარაუდი ცოტა ნაადრევი იყო. რომის იმპერატორ ადრიანეს, რომელიც ცნობილია როგორც ავადმყოფურად პატივმოყვარე და ამპარტავანი პიროვნება ძალიან სერიოზული პოლიტიკური დაპირისპირება ჰქონდა იბერიის მეფე ფარსმანთან. ფარსმანმა დაიკავა რომის ზღვისპირა ზოლი. ეს ფარსმანი ბრანჯთა მეფე ფარსმან ავაზია. თუმცა ამის პარალელურად მას დიდი ალბათობით დაპირისპირება ჰქონდა მეორე მეფე ფარსმან ქველთანაც. ამიტომ რომაულ წყაროებში მოხსენიებული "იბერიის მეფე ფარსმანი" შესაძლებელია ხან ფარსმან ქველია და ხან ფარსმან ავაზი. მიუხედავად უკიდურესად დაძაბული პოლიტიკური კონფლიქტისა რომის იმპერატორმა ვერ გაბედა იბერიელების წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის წარმოება. მას საფლავში ჩაყვა იბერიის მეფის ჯავრი. რომის მომდევნო იმპერატორმა ანტონინე პიუსმა იბერიელებთან კონფლიქტს მშვიდობიანი ურთიერთობა ამჯობინა და მათთან დაზავება და მშვიდობა არჩია. აი ამ ზავის და მშვიდობის შემდეგ ჩადის სტუმრად რომში იბერიის მეფე, რომლის სტუმრობა ოქროს ასოებით ჩაიწერა რომის მატიანეში, როგორც წლის ყველაზე დიდი მოვლენა. იმპერატორმა იბერიის მეფეს ნება დართო კაპიტოლიუმში მსხვერლი შეეწირა. ის დაესწრო იბერიელი მხედრების მიერ გამართულ სამხედრო ასპარეზობას, სადაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია იბერიელი მხედების სამხედრო აღჭურვილობას. ბოლოს კი იმპერატორის ბრძანებით მარსის ველზე ცხენზე ამხედრებული იბერიის მეფის, ფარსმანის ქანდაკება დაიდგა. ვინ იყო ეს მეფე, ფარსმან ქველი თუ ფარსმან ავაზი?. ის ფაქტი, რომ იბერიის მეფეს ასეთი პომპეზური დახვედრა მოუწყვეს რომში იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ის ბრანჯთა მეფე ფარსმან ავაზი იყო. ბრანჯთა სამეფო უფრო ძლიერი პოლიტიკური ერთეული იყო ვიდრე ქართლის სამეფო. აქედან გამომდინარე რომის იმპერიაში ბრანჯთა მეფეებს პოლიტიკურად უფრო მაღლა აყენებდნენ ვიდრე ქართლის მეფეს. რომში მას ისე დახვდნენ, როგორც სრულიად დამოუკიდებელ და სუვერენულ მმართველს. ამავე დროს ქართულ წყაროებში არანაირი ცნობები არ არსებობს ქართლის მეფე ფარსმან ქველის რომაელებთან დაპირისპირებაზე. საუბარია მხოლოდ პართიელებთან დაპირისპირებაზე. ეს ფაქტიც იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ რომაელებთან პოლიტიკურად დაპირისპირებაში მთავარი ფიგურა ბრანჯთა ძლიერი მეფე ფარსმან ავაზი იყო. ქართლის მეფე ფარსმან ქველი რომში რომ ასე პომპეზურად ჩასულიყო, მისთვის ასეთი დახვედრა მოეწყოთ და ბოლოს მისი ქანდაკებაც დაედგათ იმპერატორის ბრძანებით მარსის ველზე ქართლის სამეფოს მატიანეში უეჭველად მოხვდებოდა ეს ფაქტი. რადგან ასეთი ისტორიული ფაქტი ვერ ხვდება ქართლის სამეფოს მატიანეში ეს აშკარად მიგვანიშნებს, რომ რომში სტუმრად ჩასული ფარსმანი ბრანჯთა ძლიერი მეფე ფარსმან ავაზი იყო და არა ქართლის მეფე ფარსმან ქველი. რადგანაც ქართლის სამეფოს მატიანეში არანაირი ცნობები არ არსებობს ფარსმან ქველის რომის იმპერიასთან დიდ პოლიტიკურ დაპირისპირებაზე, მოგვიანებით რომაელებთან დაზავებაზე, რომში მის სტუმრობაზე, მისთვის რომში პომპეზურ დახვედრაზე, მისთვის ქანდაკების დადგმაზე და ასე შემდეგ, პრაქტიკულად 99%-ის სიზუსტით შეუძლებელია რომაულ წყაროებში მოხსენიებული რომში ჩასული "იბერიის მეფე ფარსმანი" ფარსმან ქველი ყოფილიყო. საბოლოოდ ეს ფაქტები იძლევა ძალიან საფუძვლიანი დასკვნის საფუძველს, რომ რომის იმპერატორ ადრიანესთან პოლიტიკურად დაპირისპირებული "იბერიის მეფე ფარსმანი" არის ბრანჯთა ძლიერი მმართველი "ფარსმან ავაზ" და ეს "ფარსმან ავაზ" მოგვიანებით ჩადის რომში როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული მმართველი სტუმრად და მას იმპერატორის ბრძანებით ქანდაკებას უდგამენ. რომაული წყაროს ცნობით რომის იმპერიას უღიარებია იბერიის მეფის ფარსმანის სამეფოს საზღვრის გაფართოება. აქ უნდა ვიგულისხმოთ ბრანჯთა სამეფოს საზღვრის სამხრეთით გაფართოება. როგორც ჩანს ფარსმანმა ამ ზავით შემოიერთა დასავლეთი სპერი და სამხრეთი ბასიანი არაქსის სამხრეთით. სამხრეთი ბასიანი მე-2 საუკუნის დასაწყისში სომხეთის მეფე ვაგარშ პირველმა დაიკავა. ვაგარშ პირველი მოგვიანებით ტახტიდან გადააყენა რომის იმპერატორმა ანტონინე პიუსმა და სომხეთის ტახტზე სოხემი (სოხემოსი) დასვა მეფედ. ფარსმან ავაზმა დაიკავა სამხრეთი ბასიანი, სოხემის სამფლობელო, აგრეთვე დაიკავა დასავლეთი სპერიც. აი ეს ორი პროვინცია შემოიერთა ფარსმან ავაზმა. ეს ორი პროვინცია რომის იმპერიის გავლენის სფეროში შედიოდა და იმპერატორმა ანტონინე პიუსმა აღიარა მათი გადასვლა ფარსმან ავაზის მფლობელობაში. სამხრეთი ბასიანი როგორც ჩანს ანტიკურ ეპოქაში ხან დიდი სომხეთის შემადგენლობაში იყო და ხან ბრანჯთა სამეფოს შემადგენლობაში. სავარაუდოდ სამხრეთი ბასიანი ფარსმან ავაზმა უფრო ადრე, ჯერ კიდევ სომხეთის მეფე ვაგარშ პირველის დროს კვლავ დაიკავა, მაგრამ რომი არ აღიარებდა ამას. ანტონინე პიუსმა კი აღიარა მისი მფლობელობა სამხრეთ ბასიანზე. თუმცა არა მგონია, რომ მხოლოდ ეს ორი პროვინცია იყო ფარსმან ავაზის და იმპერატორ ადრიანეს პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი. აქ უფრო ღრმა პოლიტიკური მიზეზები უნდა ყოფილიყო. ჩემი ვარაუდით გაძლიერებული ფარსმან ავაზი ცდილობდა სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნების და მათ შორის სომხეთის სამეფოს თავისი ჰეგემონიის და პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევას. ჩემი ვარაუდით ის მხარს უჭერდა სომხეთის მეფე ვაგარშ პირველსაც, რომლის მეფობით რომაელები უკმაყოფილონი იყვნენ. ეს კი იწვევდა რომის პატივმოყვარე იმპერატორის ადრიანეს განრისხებას. საბოლოოდ ფარსმან ავაზი დაუზავდა რომაელებს და ახალ იმპერატორს ანტონინე პიუსს. ფარსმანმა შეწყვიტა ვაგარშის მხარდაჭერა. ამის შემდეგ ანტონინე პიუსმა ვაგარში ტახტიდან გადააყენა და იქ თავისი ერთგული კანდიდატი სოხემოსი დასვა მეფედ. რომმა კი აღიარა ბრანჯთა სამეფოს საზღვრების სამხრეთით გაფართოება და ფარსმან ავაზის ჰეგემონია ქართლის სამეფოზე. ისტორიოგრაფიაში ითვლება, რომ ფარსმანის პომპეზური ვიზიტი რომში მოხდა 140-144 წლების შუალედში. ბუნებრივია ამ პომპეზურ ვიზიტს წინ უსწრებდა ზავის დადება რომსა და ფარსმან ავაზს შორის. ეს დაზავება უნდა მომხდარიყო დაახლოებით 140 წელს. სომხეთის მეფე ვაგარშ პირველიც თავის ხელისუფლებას კარგავს დაახლოებით 140-144 წლებში. როგორც ჩანს მეფე ვაგარშის ხელისუფლება ფარსმან ავაზის მხარდაჭერაზე იყო დამოკიდებული. როგორც კი ფარსმანი დაუზავდა რომაელებს და უარი თქვა ვაგარშის მხარდაჭერაზე მეფე ვაგარში ავტომატურად მაშინვე კარგავს ძალაუფლებას და მისი მეფობა სრულდება. ჩემი მოსაზრებით ამ დიდი პოლიტიკური დაძაბულობის უფრო ღრმა მიზეზები ეს უნდა იყოს. ზოგადად წყაროებში რამდენიმე ომი ფიქსირდება ბრანჯთა მეფეებსა და ქართლის მეფეებს შორის. ყველა ამ ომებში ქართლის მეფეები მარცხდებიან. დამარცხებული ქართლის მეფეები თითქმის ყოველთვის იღუპებიან. მხოლოდ ერთხელ არ იღუპება დამარცხებული ქართლის მეფე, რომელმაც მორჩილება გამოუცხადა სუმბატ ბივრიტიანს და ბრანჯთა მეფეს. ყველა ეს ომები იყო ბრანჯთა მეფეების მიერ წამოწყებული სადამსჯელო ლაშქრობები. ქართლის მეფეების პოლიტიკით უკმაყოფილო ბრანჯი მეფეები ზოგჯერ აწყობდნენ სადამსჯელო ლაშქრობებს ქართლის სამეფოში. ცნობილი ფაქტია, რომ ქართლის სამეფოს 40 000-იანი ლაშქარი რეგიონში სერიოზულ სამხედრო ძალას წარმოადგენდა და ღირსეულ მეტოქეობას უწევდა დიდი სომხეთის და პართიის შეიარაღებულ ძალებს. მაგრამ ის უძლური იყო ბრანჯთა სამეფოს დაახლოებით 60 000-იანი ჯარების წინააღმდეგ და ყოველთვის მარცხდებოდა მათთან ბრძოლაში. აქედან გამომდინარე ადვილი წარმოსადგენია თუ რა დონის სამხედრო ძალას წარმოადგენდა ბრანჯთა ლაშქარი. პირისპირ ბრძოლაში ის ფაქტიურად დაუმარცხებელ ძალას წარმოადგენდა რეგიონში. რომის და ფარსმან ავაზის ზავით რომმა უარი თქვა ქართლის სამეფოზე და ის აღიარა ფარსმან ავაზის გავლენის სფეროდ. ამით სრულდება რომის ორსაუკუნოვანი ჰეგემონია და პრეტენზიები ქართლის სამეფოზე რომელიც დაიწყო პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ. მომდევნო 230 წელი ქართლის სამეფო ბრანჯთა მეფის ჰეგემონიის ქვეშ იმყოფება. ფარსმან ავაზის შემდეგ რომაულ წყაროებში ქართლის სამეფოზე ცნობები საერთოდ ქრება, რაც იმის დადასტურებაა, რომ ქართლის სამეფოში დასრულდა რომის ჰეგემონია. მე-4 საუკუნის 70-იანი წლებიდან კი ქართლის სამეფოზე სასანიდური ირანის პოლიტიკური გავლენა მყარდება, რომელიც 2 საუკუნე გაგრძელდა. მე-5 საუკუნის დასაწყისში ბრანჯთა მეფე მირდატმა დროებით რამდენიმე წლით აღადგინა თავისი ჰეგემონია ქართლის სამეფოზე, მაგრამ მისი შენარჩუნება ვერ შეძლო და გადამწყვეტ დიდ ბრძოლაში ირანთან დამარცხდა. ქართლი კვლავ ირანის ვასალი ხდება. მე-6 საუკუნის 60-იან წლებში კი ბრანჯთა მეფე გუარამმა ირანელები განდევნა ქართლის სამეფოდან და კვლავ თავის გავლენას დაუქვემდებარა. პომპეუსის ლაშქრობამდე 330-65 წწ. ქართლის სამეფო ბრანჯთა მეფის გავლენის ქვეშ იყო. სულ ანტიკურ ეპოქაში დაახლოებით 550 წლის განმავლობაში ქართლის სამეფო ბრანჯთა მეფის ჰეგემონიაში იმყოფებოდა და იბერიულ "ბუნდა"-ში (კონფედერაციაში) იყო. ბრანჯთა მეფის ჰეგემონიის პერიოდები და წლებია: 1. ძვ.წ.აღრიცხვის 330-65 წწ. 2. 140-370 წწ. ( ამ მეორე პერიოდში მე-3 საუკუნის 60-იან წლებში ქართლის მეფე ამაზასპ 2-ს ჰქონდა მცდელობა ირანის მეფის შაბურ 1-ის დახმარებით გამოსულიყო ბრანჯთა მეფის ჰეგემონიიდან, მაგრამ უშედეგოდ). 3. 562 / 565-627 წწ. დაახლოებით 2 საუკუნე რომის გავლენის სფერო იყო (ძვ.წ.აღრ. 65 - ახ.წ.აღრ. 140 წწ.) და ასევე დაახლოებით 2 საუკუნე სასანიდური ირანის ვასალი იყო (370 - 562 / 565 წწ). აქ უნდა შევეხოთ რომსა და ირანს შორის დადებულ ნიზიბინის 298 და 363 წლების ხელშეკრულებებს. ამ ხელშეკრულებებით რომმა და ირანმა რეგიონში გადაინაწილეს თავიანთი გავლენის სფეროები. ისტორიოგრაფიულ წყაროებში ამ საზავო ხელშეკრულებების ორი წყარო არსებობს. ერთი ეკუთვნის მე-4 საუკუნის რომაელ ისტორიკოსს ამიანე მარცელინეს, ხოლო მეორე წყარო ეკუთვნის მე-6 საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს პეტრე პატრიკს. ამიანე მარცელინეს წყაროში არანაირი ცნობა არ არსებობს იბერიაზე. ხოლო პეტრე პატრიკის ცნობაში ამ საზავო ხელშეკრულებაში სომხეთთან ერთად იბერიაც არის მოხსენიებული. ისტორიოგრაფიაში ამიანე მარცელინეს ცნობა ამ საზავო ხელშეკრულების შინაარსზე უფრო სანდოდაა მიჩნეული რადგან ის უშუალოდ მონაწილეობდა ირანის წინააღმდეგ ომში და ამავე დროს 363 წლის საზავო ხელშეკრულების დადების დროს იმპერატორის კართან ძალიან დაახლოებული პირი იყო და უშუალოდ ღებულობდა ამ პროცესში მონაწილეობას. მისი ცნობებით არც 298 წლის და არც 363 წლის ზავის შინაარსში იბერია არ არის მოხსენიებული. მეც სრულიად ვიზიარებ ამიანე მარცელინეს ცნობებს და 298-363 წლებში რომსა და ირანს არანაირი იურიდიული და სამართლებრივი პრეტენზიები არ გააჩნდათ ქართლის სამეფოზე და ამიტომაც ის ზავის პირობებში არ ხვდება. ამ წლებში ირანელები აწარმოებდნენ საომარ კამპანიებს მეზობელ სომხეთში და ალბანეთში და არც ერთხელ არ შეხებიან ქართლის სამეფოს ტერიტორიას. ეს ფაქტიც კიდევ დამატებით დადასტურებაა იმისა რომ ამიანე მარცელინეს ცნობები ზუსტია. იმ წლებში, როგორც რომი ასევე ირანი დე-იურედ და დე-ფაქტოდ აღიარებდნენ ბრანჯთა მეფის ჰეგემონიას ქართლის სამეფოზე და მას არ ეხებოდნენ. ხოლო მე-6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის წყაროში მოხსენიებული "იბერია" გვიანდელი მე-6 საუკუნის დანამატია და არარეალურია. თეორიულად თუნდაც დავუშვათ, რომ ქართლის სამეფო მოხვედრილიყო ამ გადანაწილებაში. მაშინ ბრანჯთა სამეფო არ აღიარებდა ამას და თუ საჭირო გახდებოდა იარაღის ძალით დაიცავდა თავის უფლებებს ქართლის სამეფოზე. ეს ხელშეკრულება კი მხოლოდ ქაღალდზე დარჩებოდა. ძალიან საინტერესოა ის ფაქტი, რომ ფარსმან ავაზთან დაზავების შემდეგ მოყოლებული 140 წლიდან მე-4 საუკუნის 70-იან წლებამდე რომაულ წყაროებში არანაირი ცნობები არ არსებობს ქართლის სამეფოზე. არც ირანულ წყაროებში არ არის მოხსენიებული ქართლის სამეფო მე-5 საუკუნემდე თუ არ ჩავთვლით ერთადერთ შემთხვევას მე-3 საუკუნის 60-იან წლებში, როცა ქართლის მეფე ამაზასპ 2 ძალიან დაუახლოვდა ირანის მეფე შაბურ 1-ს და ცდილობდა პრო-ირანულ ორიენტაციაზე გადასვლას. ბრანჯთა ჯარების მიერ სასტიკად იქნა განადგურებული ამაზასპი და მისი მომხრე ირანული დიდი ჯარები. ამაზასპი მოკლეს, ხოლო მისი დინასტია ძველი ფარნავაზიანები მმართველობას ჩამოაშორეს. ამ საუკუნეებში ირანის და რომის ისტორიოგრაფიაში ქართლის სამეფოზე სრული დუმილია რაც იმით არის განპირობებული, რომ ქართლის სამეფო ბრანჯთა მეფის ჰეგემონიაში იმყოფებოდა და რომიც და ირანიც აღიარებდნენ ამას. რადგანაც არ ჰქონდა ქართლის სამეფოს ვასალური დამოკიდებულება რომთან და ირანთან ამიტომ მათ წყაროებში არ ხვდებოდა. აი ასე პუნქტუალურად და არგუმენტირებული ფაქტებით უნდა განვიხილოთ ეს საკითხი. ჩვენ კიდევ გამოგვრჩა ერთი სახელი "გურგენ". ეს სახელი იბერიის ისტორიაში პირველად ფიქსირდება მე-6 საუკუნეში, სადაც ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობით იყო ქართლის(აღმოსავლეთ იბერიის) მეფე მე-6 საუკუნის 20-იანი წლების დასაწყისში. ხოლო მე-6 საუკუნის მეორე ნახევარში მეორე სხვა გურგენი აგრეთვე იყო ქართლის პირველი ერისმთავარი. ეს ცნობაც ეკუთვნის მე-6 საუკუნის ბიზანტიელ ისტორიკოსს თეოფანე ბიზანტიელს. ჩანს, რომ ეს სახელი იბერიაში ძალიან ძველია. სავარაუდოდ უფრო ადრეც ერქვა იბერიის მმართველებს, მაგრამ ჩვენამდე ცნობამ ვერ მოაღწია. ეს ორი ცნობაც მე-6 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსების დამსახურებაა. სავარაუდოდ კიდევ უნდა იყოს რამდენიმე სახელი, მაგრამ ამ სახელებმა ჩვენამდე ვერ მოაღწიეს. ამ სახელზე საქართველოში ბევრი სხვადასხვა საგვარეულოებია. ეს სახელიც ფართოდ იყო გავრცელებული. ამ სახელის წარმოშობის რამდენიმე ვერსია არსებობს, სომხური, ირანული, თურქული. მე ვვარაუდობ, რომ ეს სახელი უძველესი ინდო-ირანული წარმომავლობისაა. ჩემი ვერსიით ეს სახელი ინდოევროპელ იბერთა შორეულ წინაპრებს შეთვისებული აქვთ იმ შორეულ სტეპების ეპოქაში პროტო - ინდო-ირანული ტომებისგან. ინდოევროპელ-იბერთა ეთნოგენეზში ძვ.წ აღრიცხვით მე-4 ათასწლეულში პროტო-ინდო-ირანული გენეტიკური კომპონენტიც ღებულობდა მონაწილეობას და მისი წილი ქართველთა გენეტიკაში დაახლოებით 17%-ია (R1a-Z93--12% + R1a1a-M17 დაახლოებით 5% = 17%). აი ამ ეთნოგენეზის პროცესში უნდა იყოს შემოსული იბერიელთა შორეული წინაპრების ენაში ინდო-ირანული სახელები "გურგენ", "მირდატ", "ბაკურ", "ფარნა"(ფარნაოზ). ძალიან საინტერესოა ის ფაქტიც, რომ როგორც ჩემს მიერ ქართულ ენაში მოძიებულ 630 ინდოევროპულ-იბერიულ უძველეს ტერმინებში დომინირებს გერმანიკულ ენებთან მონათესავე ტერმინები, ამ შემთხვევაშიც დომინირებს გერმანიკულ ენებთან მონათესავე სახელები. ფაქტი სახეზეა. ზუსტი მეცნიერებაც სახეზეა და ყველა თვალნათლივ ხედავს. ისტორიოგრაფიას მე ვუყურებ, როგორც მეცნიერებას, სადაც ფაქტების უმრავლესობა მაქსიმალურად ეფუძნება მათემატიკურ სიზუსტეს, ან თუ მათემატიკური სიზუსტე ზოგჯერ ვერ გამოდის, მაშინ უნდა ეფუძნებოდეს ლოგიკურ აზროვნებას და საფუძვლიან და არგუმენტირებულ ვარაუდებს. მე-19 საუკუნის ისტორიოგრაფია, როგორც მეცნიერება ძალიან სუსტი იყო. მე-20 საუკუნეში კი პირიქით ისტორიოგრაფია ძლიერი მეცნიერება იყო და თავისი უდიდესი სიტყვა თქვა. ამჟამად 21-ე საუკუნეა და კიდევ უფრო განვითარდა მეცნიერება. ჩვენ ვერ გავყინავთ და ვერ ჩავტოვებთ ისტორიოგრაფიას როგორც მეცნიერებას მე-20 საუკუნეში. 21-საუკუნემაც უნდა თქვას თავისი აუცილებელი სათქმელი ისტორიოგაფიაშიც და კიდევ უფრო გაამდიდროს ეს დარგი. მეც ამ 21-ე საუკუნის ისტორიოგრაფიას ვემსახურები. მომავალში როცა ჩვენ აღარ ვიქნებით 22-ე საუკუნეშიც იტყვიან სხვა ისტორიკოსები თავიანთ სათქმელს და კიდევ უფრო გაამდიდრებენ ამ დარგს. ეს ბუნებრივი პროცესია და ასე გაგრძელდება მუდმივად.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment