Monday, September 16, 2024
ანტიკური ბრანჯთა(ქართველთა) სამეფოს გაუქმების მიზეზები და იბერიული ალბანეთის წარმოშობის მოკლე ისტორია
მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში ბრანჯთა მეფეები კარგავენ თავიანთ ძალაუფლებას დასავლეთ საქართველოზე. ბიზანტიის იმპერატორები რომლებიც ქრისტიანი ხალხების მედროშეებად გამოდიოდნენ აღმოსავლეთში ავიწროებენ ბრანჯთა მეფეებს და დასავლეთ საქართველოს საკუთარი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოაქცევენ. იმ დროს ბიზანტიის იმპერატორები აღმოსავლეთის ქრისტიან ხალხებში ისეთი გავლენით სარგებლობდნენ, როგორც შუა საუკუნეებში რომის პაპები კათოლიკურ სამყაროში (ცნობილი ისტორიული ფაქტია თუ როგორ დღეში ჩააგდო რომის პაპმა არა სამხედრო ძალით არამედ თავისი გავლენით და საერთაშორისო ავტორიტეტით ერთ-ერთი გერმანიის ქედმაღალი იმპერატორი რომელიც იძულებული გახდა პაპის წინაშე მუხლებზე დაცემულს ეფორთხა და პატიება ეთხოვა. ასე დასრულდა ეს კონფლიქტი პაპსა და გერმანიის იმპერატორს შორის). პარალელურად ირანის აძლიერებს თავის გავლენებს სამხრეთ კავკასიაში. ბრანჯთა მეფეები დროებით შეეგუენ ამ გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და ჩაიკეტნენ და ლოკალიზდნენ თავიანთ ძირითად სამფლობელოში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მთიანეთში. მე-6 საუკუნის შუა ხანებში ბრანჯთა დიდმა მეფემ გუარამმა დაიწყო ბრანჯთა სამეფოს აღდგენა ისტორიულ საზღვრებში. მან გააუქმა დასავლეთ საქართველოში ლაზთა სამეფო, რომელიც ბიზანტიელების მიერ შექმნილი მარიონეტული პოლიტიკური ერთეული იყო და ეგრისი კვლავ თავის მფლობელობაში მოაქცია. მან აგრეთვე ჩამოაჭრა ბიზანტიას დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ვიწრო ზოლი, აღმოსავლეთ ლაზეთის ზღვისპირა ვიწრო ზოლი და დასავლეთი სპერი. ეს სამივე რეგიონი ანტიკურ ეპოქაში ტრადიციულად რომაელ-ბიზანტიელთა სამფლობელოებად მოიაზრებოდა. ამის შემდეგ გუარამი მთავარ ყურადღებას აქცევს აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ყოფილი ქართლის სამეფოს ტერიტორიას. ამ დროს ქართლის სამეფოში მეფობა გაუქმებულია და როგორც ქართლის სამეფოს ასევე ისტორიულ სომხეთს და ალბანეთს ირანის მეფის მიერ დადგენილი მარზპანები ანუ მეფისნაცვლები მართავენ. გუარამის მხარდაჭერით ქართლის სამეფოში იწყება აჯანყება ირანის წინააღმდეგ. აჯანყება წარმატებით მთავრდება. აღმოსავლეთ საქართველოში გაუქმდა ირანელი მარზპანების ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოდის დე-ფაქტოდ დამოუკიდებელი მმართველი "ერისმთავარი". ხოლო სომხეთში და ალბანეთში კვლავ ირანელი მარზპანები დარჩნენ. როგორც მე-6 საუკუნის ბიზანტიური წყაროებით, ასევე არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ნუმიზმატიკური მონაცემებით დიდი სიზუსტით დასტურდება, რომ ქართლის პირველი დამოუკიდებელი ერისმთავარი არის "გურგენი". აღმოჩენილია გურგენის სახელზე მოჭრილი მონეტები. გურგენის წარმომავლობაზე ცნობები არ არსებობს. დიდი ალბათობით ის არის ბრანჯთა სამეფო დინასტიის ერთ-ერთი უმცროსი წარმომადგენელი, რომელიც გუარამ დიდის დახმარებით მოდის ხელისუფლებაში. როგორც ჩანს გუარამმა ქართლის სამეფოში არ გაანადგურა და დატოვა ქართლის მეფის დაჩის შთამომავლებიც. მათ გადაეცათ კახეთ-ჰერეთის მხარე. ეს კახეთ-ჰერეთის მთავრები სავარაუდოდ არიან ქართლის ბოლო მეფის გურგენის შთამომავლები. ბიზანტიური წყაროებით 523 წელს ირანელებმა გააუქმეს ქართლის სამეფო და გურგენ მეფე და მისი ოჯახი ემიგრაციაში მიდიან ბიზანტიაში. ქართლში გუარამის და მისი კანდიდატის გურგენის გამარჯვების შემდეგ როგორც ჩანს ბიზანტიიდან ბრუნდებიან გურგენ მეფის შთამომავლებიც. გუარამ დიდთან შეთანხმებით მათ გადაეცათ კახეთ-ჰერეთის მხარე. ამ პოლიტიკური მიღწევების გამო ეწოდა ბრანჯთა მეფე გუარამს "დიდი". ირანი შეეგუა ამ პოლიტიკურ ცვლილებებს და აღიარა ქართლის ერისმთავრების დამოუკიდებლობა. ჰერაკლე კეისრის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მან დაიწყო რომის იმპერიის პოლიტიკური გავლენების აღდგენა აღმოსავლეთში. მან წამოიწყო ომები ირანის წინააღმდეგ და ძალიან შეავიწროა. ამის შემდეგ მან მთავარი ყურადღება მიაქცია კავკასიის რეგიონს. მან ბუნებრივია ბრანჯთა მეფეებს წაუყენა პოლიტიკური მოთხოვნები, რომ მათ დაეტოვებიათ აღმოსავლეთ ლაზეთის ზღვისპირა ზოლი. ის მოითხოვდა, რომ ეს ზღვისპირა ზოლი ტრადიციულად რომაელთა სამფლობელოებიაო. ამ ზღვისპირა ზოლში ალბათ იყო მცირე მასშტაბის სამხედრო კონფლიქტები ბიზანტიელებსა და ადგილობრივ რაზმებს შორის, მაგრამ მაშინ საქმე ფართომასშტაბიან ომამდე არ მისულა. ამ დროს ალბათ ხდება დროებითი დაზავება. რაც შეეხება ქართლის სამეფოში ბიზანტიის გავლენის აღდგენას ამაზე როგორც ჩანს კეისარმა უარი მიიღო. ძალიან ამბიციურმა ჰერაკლემ უკან არ დაიხია და საიდუმლოდ გააბა კავშირი თურქთა დასავლეთის ხაკანატთან და ამიერკავკასიაში მოკავშირედ მოიწვია ბრანჯთა სამეფოს დასამარცხებლად და ბიზანტიის გავლენის დასამყარებლად ქართლის სამეფოში. შეთანხმების მიხედვით ჰერაკლე თითქოსდა ირანის წინააღმდეგ მიდის საომრად და დასავლეთ საქართველოს გავლით გადადის აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. ერთდროულად ჩრდილოეთიდან გადმოდის დიდი ჯარებით თურქთა ხაკანი ზიებილი (ქართულად "ზაბულონი"). ისინი დერბენტის კარით გადმოდიან ალბანეთში. ასეთი დიდი არმიის დანახვაზე მთელი ალბანეთის ჯარები და მეთაურები თავზარდაცემული გარბიან და დედაქალაქს უომრად ტოვებენ. მაშინ თურქთა ხაკანს გადმოყავს არანაკლებ 100 000 მეომარი. ჰერაკლე კეისარი და ხაკანი ერთმანეთს შეურთდნენ. ამ დროს მოულოდნელად კახეთ-ჰერეთის მთავარ, დაჩის შთამომავლები ჰერაკლე კეისრის მხარეზე გადადიან. ფაქტიურად დაახლოებით ნახევარი ქართლის სამეფო ჰერაკლეს ბანაკში აღმოჩნდა. ეს როგორც ჩანს წინასწარ იყო დაგეგმილი. აი მაშინ კი გამოჩნდა კეისრის ნამდვილი გეგმები და ის თბილისისკენ დაიძრა. ქართლის ერისმთავრისთვის სტეფანოზ პირველისთვის ეს მოულოდნელი ფაქტი იყო და ის კარგად გამაგრებულ ქალაქ თბილისში ჩაიკეტა. მოკლედ ჰრაკლე კეისარმა აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მობილიზაცია გაუკეთა უზარმაზარ სამხედრო ძალას. ამ სამხედრო ძალაში მთავარი ძალა იყო დაახლოებით 100 000 თურქი მეომარი ხაკან ზიებილის მეთაურობით. დანარჩენი დაახლოებით 70 000 მეომარი იყვნენ ბიზანტიელები, კახეთ-ჰერეთის მთავრის მომხრე ქართლის სამეფოს ჯარები (დაახლოებით 20 000 მეომარი. ბუნებრივია ქართლის ისტორიული მემკვიდრეების მხარეზე ნახევარი სამეფო მაინც დადგებოდა), აბაზგები, აღმოსავლეთ ლაზები. სულ იბერიელების წინააღმდეგ ჰერაკლემ მობილიზაცია გაუკეთა დაახლოებით 170 000 მეომარს. როგორც ჩანს მას გადაწყვეტილი ჰქონდა ერთხელ და სამუდამოდ გადაეჭრა იბერიული პრობლემა. მან იცოდა, რომ საკუთარი ბიზანტიური ჯარებით ბრანჯთა სამეფოს დამარცხება პირისპირ ბრძოლაში შეუძლებელი იყო და ამიტომ მოახდინა ასეთი ტოტალური სამხედრო ძალის კონცენტრაცია იბერიაში. ბუნებრივია ამის შემდეგ ბრანჯთა სამეფოში ცხადდება საყოველთაო მობილიზაცია. ჰერაკლე კეისარმა ხაკანის მეთაურობით მთელი ხაზართა არმია და სავარაუდოდ დაახლოებით 30 000 ბიზანტიელი მეომარიც გააგზავნა ბრანჯთა წინააღმდეგ საომრად, ხოლო თვითონ დანარჩენი რამდენიმე ათასი ბიზანტიელი მეომრით და აგრეთვე დანარჩენი მთელი მოკავშირეებით რჩება ალყაშემორტყმულ თბილისთან სადაც სტეფანოზ ერისმთავარია გამაგრებული. ბრანჯთა ჯარები დაახლოებით 60 000 მეომარი და ბიზანტიელ-ხაზართა გაერთიანებული არმია დაახლოებით 130 000 მეომარი ერთმანეთს შეხვდნენ დიდი ალბათობით ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე, ან ჯავახეთის შიშველ პლატოზე, ან შიდა ქართლის ტერიტორიაზე. ამ ორი ისტორიული რეგიონებიდან ერთ-ერთში მდებარეობდა პიტალანის ველი, ანუ სწორზედაპირიანი და შიშველი ველი. ბუნებრივია ხაკანმა ზიებილმა ბიზანტიელებისგან წინასწარ იცოდა ბრანჯთა საომარი ტაქტიკა და კარგად იყო მომზადებული. ჩემი ვარაუდით მან არ აირჩია ბრძოლის ტრადიციული ტაქტიკა და აირჩია ის ტაქტიკა, რომელსაც ზოგჯერ თურქ-სელჩუკებიც მიმართავდნენ. ეს იყო მტრის გამოფიტვის და მოქანცვის ტაქტიკა. ამ ტაქტიკით ისინი მობილური რაზმებით უახლოვდებოდნენ ბრანჯთა მძიმედ აღჭურვილ ჯარებს და ისრებს და ხელშუბებს უშენდნე და მერე უკან იხევდნენ, თუ რომელიმე რაზმი უკან გამოეკიდებოდა მას ჩასაფრებას მოუწყობდნენ. მაშინ შუა ზაფხული იყო და ჯავახეთის შიშველ პლატოზე დიდხანს დგომა აბჯრიანი ცხენებისთვის და მძიმედ აღჭურვილი მეომრებისთვის რთული იყო. ლითონის აბჯარი მზეზე ხურდება. გადიოდა დღეები და ბრანჯებმა ვერ შეძლეს ტრადიციული ბრძოლის დაწყება, რომელიც მათ სჩვეოდათ. პერმანენტული პატარა შეტაკებები კი მუდმივად გრძელდებოდა. თურქები ალბათ ღამითაც არ იძლეოდნენ მოსვენებას და მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდნენ ბრანჯთა ჯარებს. ამ რამდენიმე დღიანი პერმანენტული ბრძოლების შემდეგ ხაკანმა ზიებილმა თავისი ჯარებიდან როგორც ჩანს გარკვეული მობილური რაზმებით შემოვლითი საბრძოლო რეიდი განახორციელა. ამ მობილურმა რაზმებმა გვერდი აუარეს საომარ ფრონტს და მოულოდნელად თავს დაესხნენ უშუალოდ ბრანჯთა სამეფოს საზღვრისპირა რაიონს ერუშეთს და მოსახლეობის დარბევა და გაძარცვა დაიწყო (ამ თავდასხმის დროს იქნა ალბათ გაძარცვული ერუშეთის ეკლესიაც საიდანაც ერთ-ერთი ქრისტიანული სიწმინდეც იქნა წაღებული, რომელიც შემდგომ ჰერაკლე კეისრის ხელში აღმოჩნდა). როცა ბრანჯთა მხედართმთავრებმა გაიგეს საკუთარ ზურგში საკუთარ სამეფოში მტრის რეიდი ბუნებრივია ისინი ზომებს მიიღებდნენ. ჩემი ვარაუდით ამ მოულოდნელმა რეიდმა საბოლოოდ გადაწყვიტა ამ რამდენიმე დღიანი ბრძოლის ბედი. ბრანჯთა ჯარებმა დატოვეს პიტალანის ველი და თავიანთ ტერიტორიაზე დაბრუნდნენ. ისინი იძულებული გახდნენ თავიანთი სამეფოს ტერიტორიის დაცვაზე ეზრუნათ. საბოლოოდ ბიზანტიელ-ხაზართა არმიამ პიტალანის ველზე უკუაგდო ბრანჯთა ჯარები და აიძულა თავიანთ სამეფოში დაბრუნებულიყვნენ. ბრანჯთა ტრადიციული ლაშქარი დაუმარცხებელი იყო ბიზანტიელებთან და ირანელებთან ტრადიციულ ბრძოლაში, მაგრამ თურქთა ასეთ არატრადიციული საომარი ტაქტიკა მათთვის მოულოდნელი და უცხო იყო. მათ ადრე ასეთ უხერხულ მოწინააღმდეგესთან საქმე არ ჰქონიათ. თუმცა ბრანჯთა ჯარებმა მხოლოდ დროებით დაიხიეს უკან. ბუნებრივია ისინი ამის შემდეგ მალევე მოახდენდნენ თავიანთი საომარი ტაქტიკის შეცვლას. ამ ბრძოლის შემდეგ ბიზანტიელ-ხაზართა დიდი არმია გამაგრდა ქართლის სამეფოს დასავლეთ რაიონებში. ბიზანტიელების დაახლოებით 30 000 ლაშქარი დაიკავებდნენ და გამაგრდებოდნენ ამ დასავლეთ რაიონებში მდებარე ციხეებში როგორც უფრო დახელოვნებულები ციხეების დაცვაში. ხოლო თურქთა 100 000 - იანი არმია განთავსდებოდა ამ რაიონებში ციხესიმაგრეების მიმდებარე ტერიტორიეებზე. ხაკან ზიებილის მთავარი ფუნქცია ამ ომში იყო ბრანჯთა ჯარების შეკავება მანამ სანამ ჰერაკლე თბილისს არ აიღებდა. მათ ქართლის სამეფოს საზღვრისპირა რაიონები ერთ დიდ სამხედრო ბანაკად აქციეს. ბუნებივია მას შემდეგ რაც ბრანჯთა მხედართმთავრებმა გაიგეს თუ რა ტიპის მტერთან ჰქონდათ საქმე შეცვალეს საომარი ტაქტიკა. ბრანჯთა ძლიერი რაზმები დაიწყებდნენ თავდასხმებს როგორც სამხრეთ საქართველოდან ასევე დასავლეთ საქართველოდან. მათ როგორც ჩანს გარკვეული წარმატებები მოიპოვეს ამ თავდასხმებით და მტერი შეავიწროეს. ამისი მიზეზი უნდა იყოს ის რომ ჰერაკლე კეისარი იძულებული გახდა ორთვიანი ალყის შემდეგ თბილისის ალყა მოეხსნა. როგორც ჩანს დასავლეთის მთავარ ფრონტზე შეიქმნა იმისი რეალური საშიშროება, რომ ბრანჯთა ჯარები დაამარცხებდნენ ხაკან ზიებილს. ჰერაკლემ თავი სასწრაფოდ დაანება თბილისს და დაახლოებით 40 000 - იანი ბიზანტიელ-ლაზთა-აბაზგთა-იბერთა გაერთიანებული ჯარით გაემართა დასავლეთისკენ და შეუერთდა დასავლეთის მთავარ ფრონტს(ვერსია, რომ თითქოს ჰერაკლემ და ხაზარებმა ვერ შეძლეს დაახლოებით 170 000 - იანი არმიით თბილისის აღება და ჰერაკლემ ქალაქს ალყა მოხსნა და ირანში წავიდა საომრად არარეალურია და უაზრობაა. ირანი იმ დროს იმდენად იყო დასუსტებული ჰერაკლეს ლაშქრობებით, რომ მას არა თუ ამიერკავკასიაში, არამედ საკუთარ ტერიტორიაზეც, ირანშიც კი არ შეეძლო რაიმე სერიოზული საომარი კამპანიის წარმოება. თუ ჰერაკლე ირანში წავიდა მაშინ სად იყო და რას აკეთებდა ზიებილი თავისი უზარმაზარი არმიით?. ჰერაკლე ჯერ თბილისს აიღებდა და მერე წავიდოდა ირანში. ამას მოითხოვს ელემენტარული სამხედრო ლოგიკა). ჰერაკლეს მოსვლამ საომარ ფრონტზე რაღაცეები შეცვალა. მისმა მოსვლამ ალბათ კვლავ აღადგინა წონასწორობა ბრძოლის წარმოებაში. ალბათ დროებით შეისვენეს მეომარმა მხარეებმა და ძალების აღდგენა და მომავალი საომარი გეგმების შემუშავება დაიწყეს. დაახლოებით ორთვიანი საომარი ბატალიების შემდეგ შესვენება და ძალების ადგენა ბუნებრივი პროცესია. ამ დროებითი მშვიდობის დროს კვლავ გააქტიურდებოდნენ იბერიაში მშვიდობის მომხრე ძალები, განსაკუთრებით კი გავლენიანი სასულიერო პირები, რომლებსაც არ სურდათ იბერიელების ომი ბიზანტიის ქრისტიანი იმპერატორის წინააღმდეგ. გავლენიანი სასულიერო პირები როგორც შუამავლები ბრანჯთა სამეფოს მმართველებს ალბათ არწმუნებდნენ, რომ ჰერაკლეს მოთხოვნები არ იყო უკანონო, რომ ჰერაკლე მხარს უჭერდა ქართლის სამეფოს ტახტის კანონიერ მემკვიდრეებს, რომ ზღვისპირა ზოლი და დასავლეთი სპერი ანტიკურ ეპოქაში ტრადიციულად ბერძენ-რომაელთა სამფლობელო იყო, რომ არ შეიძლებოდა ომი ბიზანტიის ქრისტიანი იმპერატორის წინააღმდეგ და ასე შემდეგ. თან როგორც ჩანს თბილისის პირველი ალყის დროს ბრძოლაში იღუპება ერისმთავარი სტეფანოზ პირველი. ქართლის სამეფოში ფაქტიურად უკვე არსებობდა ჰერაკლეს მიერ დადგენილი და აღიარებული ახალი ერისმთავარი, რომელიც ქართლის ძველი მეფეების პირდაპირი შთამომავალი იყო. საბოლოოდ მშვიდობის მომხრე ძალების შუამავლობამ გასჭრა და ბრანჯთა მმართველებმაც აღიარეს ახალი რეალობა. მათ ომი შეწყვიტეს. დატოვეს ქართლის სამეფოს საზღვრისპირა რაიონები და თავიანთ საზღვრებში ჩაჯდნენ. მათ აღიარეს ქართლის ახალი ერისმთავარი. მათ აგრეთვე აღიარეს ბიზანტიის მფლობელობა დასავლეთ სპერზე და და აღმოსავლეთ ლაზეთზე ქალაქ ხოფამდე. საბოლოოდ ჰერაკლე კეისარმა თავის მიზნებს მიაღწია. მან ქართლის სამეფოში ერისმთავრად საკუთარი მომხრე დასვა, რომელიც დაჩის შთამომავალი იყო (აი ამ დაჩის შთამომავალი ახალი ერისმთავრების დროს მე-7-8 საუკუნეებში ხდება ძირითადად ანტიკური იბერიის უძველესი ისტორიის გადაწერა და გადაკეთება). ამ ომის შემდეგ ჰერაკლე კეისარმა დაიბრუნა დასავლეთი სპერიც და კლარჯეთის პატარა ზღვისპირა ზოლიც. თუმცა ჰერაკლეს უშუალოდ ბრანჯთა სამეფოს ისტორიულ საზღვრებთან პრეტენზია არ ჰქონია და არ შეხებია. მან ჩემი ვარაუდით ერუშეთის საზღვრისპირა რაიონიდან ტყვედ წაყვანილი მოსახლეობაც დააბრუნა უკან. ჩემი ვარაუდით ქართლის სამეფოსთან მიმართებით მიღწეული იქნა კომპრომისული გადაწყვეტილება. ბრანჯები აღიარებდნენ ახალ ერისმთავარს, მაგრამ ქართლის სამეფო უნდა ყოფილიყო ნეიტრალური პოლიტიკური ერთეული, რომელზეც არ გავრცელდებოდა არც ბიზანტიის და არც ბრანჯების მეფის გავლენა. ამავე დროს მოხდა შეთანხმება, რომ ტრაპიზონის აღმოსავლეთით მდებარე აღმოსავლეთ ლაზეთი ქალაქ ხოფამდე ბიზანტიის მფლობელობაში გადადის. აგრეთვე მისი მფლობელობა გავრცელდა დასავლეთ სპერზეც. ხოლო დასავლეთ საქართველოს მთელი ზღვისპირა ზოლი დარჩა ბრანჯთა სამეფოს მფლობელობაში. ზღვისპირა ქალაქი ხოფა გახდა საზღვარი ბიზანტიასა და იბერიელებს შორის. ზავის ასეთი პირობების ანარეკლია ის ცნობა ქართულ მატიანეში სადაც ჰერაკლე კეისარს დაუბრუნებია უკან სპერი და ზღვისპირა კლარჯეთი. რადგან აქ დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლზე არანაირი საუბარი არ არის ესეიგი ის რჩება იბერიელების მფლობელობაში. გამოდის, რომ ჰერაკლე კეისარმა შეთანხმების მიხედვით ქალაქ ხოფას ჩრდილოეთით მდებარე მთელი ზღვისპირა ზოლი იბერიელების სამფლობელოდ აღიარა. დიდი ალბათობით მან ამ დროს აბაზგების ქვეყანაც იბერიელების გავლენის სფეროდ აღიარა. რადგანაც ჰერაკლემ თავის მფლობელობაში დაიბრუნა მხოლოდ დასავლეთი სპერი და აღმოსავლეთ ლაზეთი ქალაქ ხოფამდე, ავტომატურად მან უარი თქვა ხოფას ჩრდილოეთით მდებარე დასავლეთ საქართველოს ზღვისპირა ზოლზე და აბაზგების ქვეყანაზე. ქართლის სამეფოში ქართლის ძველი მეფეების დინასტიის აღდგენით და თბილისის აღებით ჰერაკლემ პატივმოყვარეობა დაიკმაყოფილა. მან აგრეთვე დაიბრუნა აღმოსავლეთ ლაზეთი და დასავლეთ სპერი. ასეთი ზავის პირობები მეტნაკლებად მისაღები იყო ორივე მხარისთვის და ომი შეწყდა. კომპრომისების შემდეგ ბრანჯებმა ომი შეწყვიტეს და თავიანთ სამეფოში დაბრუნდნენ. ბრანჯებთან ომის დასრულების შემდეგ თურქთა ხაკანმა ზიებილმაც თავისი მისია ამ ომში დასრულებულად ჩათვალა. მან საკუთარი შვილი შათი დატოვა კეისართან 40 000 - იანი ლაშქრით, ხოლო თვითონ კი დანარჩენი ჯარით თავის სამშობლოში დაბრუნდა. ხაკან ზიებილს ბიზანტიური წყაროს ცნობით პირადად მონაწილეობა არ მიუღია თბილისის ალყაში და აღებაში. ამ წყაროს ცნობით ის მხოლოდ გარკვეული დროით ცოტა ხნით იდგა თბილისთან ახლოს. მას არც ირანის წინააღმდეგ საომარ კამპანიაშიც არ მიუღია არანაირი მონაწილეობა. მისი ფუნქცია მხოლოდ და მხოლოდ ბრანჯთა სამეფოს ჯარების შემოტევის შეჩერება იყო. როცა ჰერაკლე იძულებული გახდა თბილისისთვის ალყა მოეხსნა და დასავლეთით წასულიყო ზიებილის დასახმარებლად ამ დროს ირანელებმა როგორც ჩანს დრო იხელთეს და თბილისში სასწრაფოდ შეიყვანეს დასახმარებლად 1 000 მეომარი. სულ ეს იყო რაც მაშინ ირანს შეეძლო იბერიელთა დასახმარებლად. ხაკან ზიებილის უზარმაზარი არმია და ჰერაკლე კეისრის მთელი ძალები მთლიანად დასავლეთ ფრონტზე რომ არ ყოფილიყვნენ მობილიზებული აბა ირანელები როგორ შეძლებდნენ თბილისში 1 000 კაციანი დამხმარე რაზმის შემოყვანას. ირანი იმდენად იყო დასუსტებული და დემორალიზებული ჰერაკლესთან წაგებული ბრძოლებით, რომ ფართომასშტაბიანი ომის წარმოების თავი არა თუ ამიერკავკასიაში, არამედ საკუთარ ტერიტორიაზეც კი არ ქონდა. ეს უკვე აღარ იყო ძველი ირანი. მას შემდეგ რაც ჰერაკლემ ბრანჯებთან მშვიდობას მიაღწია მან მაშინვე კვლავ ალყაში მოაქცია თბილისი და ხაზარებთან ერთად ბრძოლით აიღო. მან დაახლოებით ზაფხულის დასაწყისში დაიწყო საომარი კამპანია იბერიაში. ბრანჯებთან მშვიდობის დამყარების შემდეგ კი იმავე წლის შემოდგომის ბოლომდე უნდა დაესრულებია ეს ომი თბილისის აღებით. ხოლო ბრანჯთა წინააღმდეგ აქტიური საომარი კამპანია გრძელდებოდა დაახლოებით ალბათ 2-3 თვის მანძილზე და მიმდინარეობდა ზაფხულში. იბერიაში ომის დასრულების შემდეგ ჰერაკლე ხაზართა 40 000 - იან ჯართან ერთად მიდის ირანში საომრად. ჰერაკლე კეისრის წარმატებებმა იბერიაში შეარყია ბრანჯთა მეფეების პოლიტიკური გავლენა და ძალაუფლება. მათ დაკარგეს ქართლის სამეფო, როგორც მოკავშირე. მათი ავტორიტეტიც შეირყა რეგიონში. ბრანჯთა სამეფოს იმ ეპოქის სტანდარტებით ძალიან ძლიერი და ბრძოლისუნარიანი ჯარები ყავდათ. წყაროებში ფიქსირდება რამდენიმე ძალიან დიდი მასშტაბების საომარი კონფლიქტები ბრანჯების მონაწილეობით ალანურ-სარმატულ სამყაროსთან სადაც ყველა ამ ბრძოლებში სასტიკად იქნენ განადგურებული ალანურ-სარმატული დიდი არმიები და მათი მოკავშირეები. ამ ბრძოლებიდან პირველი დაფიქსირებული დიდი ომი იყო ძვ.წ.აღრიცხვის 1 საუკუნის მეორე ნახევარში ბრანჯთა დიდი მხედართმთავრის სუმბატ ბივრიტიანის მიერ ალანურ-სარმატულ-ჩრდილოეთ კავკასიურ-აღმოსავლეთ იბერიული დიდი კოალიციური ჯარების სასტიკი განადგურება. ამ დიდი კოალიციის შემადგენლობაში მინიმუმ 170 000 მეომარი მაინც იყო. ამ ბრძოლაში დაიღუპნენ ალანთა მეფეები ძმები ბაზუკი და ამბაზუკი. ორივე ალანი მეფე სუმბატ ბივრიტიანმა ბრძოლის წინ ორთაბრძოლაში საკუთარი ხელით მოკლა. მემატიანე ასე აღწერს ამ ორთაბრძოლებს. სუმბატ ბივრიტიანი და ალანთა მეფე ერთმანეთს ცხენებზე ამხედრებულები შუბებით შებმიან. ბივრიტიანს ისე ძლიერად უძგერებია შუბი, რომ შუბის წვერი მეორე მხარეს ზურგიდან გასულა. შემდგომ მას შუბით ჰაერში აუწევია მხედარი ცხენიდან და მიწაზე დაუნარცხებია. ამის შემდგომ დაღუპული მეფის ძმა ასევე ალანთა მეორე მეფე შეებრძოლა ბივრიტიანს. ბივრიტიანს ზუსტად ასევე შუბის ძლიერი დარტყმით ზურგსუკან გაუტარებია შუბის წვერო, შუბით ჯერ ზემოთ ჰაერში აუწევია ცხენიდან მხედარი და შემდეგ მიწაზე დაუნარცხებია. გარდა იმისა, რომ სუმბატ ბივრიტიანი ძლიერი მხედართმთავარი და პოლიტიკური ფიგურა იყო, ის როგორც ჩანს დიდი მეომარი და დიდი ძალ-ღონის პატრონიც იყო. მათთან პირდაპირ სამხედრო კონფლიქტს ერიდებოდნენ რომაელები, პართიელები, სასანიდების ირანი, ბიზანტიელები. რომაელებთან სამხედრო კონფლიქტი არასდროს ფიქსირდება, არც პართიელებთან. სასანიდების ირანთან კონფლიქტში კი ბრანჯთა ჯარებმა ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე სასტიკად გაანადგურეს ქართლის მეფე ამაზასპი და მის დასახმარებლად შაბურ პირველის მიერ გამოგზავნილი ძლიერი ირანული ჯარები. შაბურ პირველი შეეგუა ამ დამარცხებას და რევანშის აღება არ უცდია. მას აშკარად შეეშინდა ბრანჯებთან ომის გაგრძელება და დამარცხებას შეეგუა. ეს იყო დიდი მასშტაბის სამხედრო შეტაკება ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე. ამ დიდ ბრძოლაში ბრანჯთა ჯარებმა ისე სასტიკად გაანადგურეს ირანელთა ძლიერი ჯარები, რომ შაბურ პირველმა შოკი მიიღო. ამ ბრძოლაში დაიღუპა შაბურ პირველის უახლოესი მეგობარი და მოკავშირე ქართლის სამეფოს ძლიერი მეფე ამაზასპი. ამ ბრძოლის შემდეგ შაბური მიხვდა თუ რატომ ერიდებოდნენ ირანის ძველი მმართველები, პართიის დიდი მეფეები ბრანჯებთან ომს. სამხედრო ისტორიოგრაფიისთვის საინტერესოა თუ რა მასშტაბის შეიარაღებული ძალები მონაწილეობდნენ ამ დიდ ბრძოლაში. ჩემს ერთ-ერთ ნაშრომში მე მოყვანილი მყავს მოწინააღმდეგეების სამხედრო ძალების სავარაუდო რაოდენობა და ეთნიკური შემადგენლობა. თუმცა ის შესაძლებელია ასედაც ყოფილიყო. ბრანჯთა სამეფოს დაახლოებით 60 000 მეომარი და პლიუს მისი მომხრე ქართლის სამეფოს დიდებულთა დაახლოებით 20 000 მეომარი, საერთო ჯამში სულ 80 000 მეომარი. მემატიანის ცნობით შაბურ მეფეს გამოუგზავნია დიდი ჯარები, მაგრამ რაოდენობას არ ასახელებს. ქართლის სამეფოს მეფის მოკავშირეობა შაბურისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ის მის დასახმარებლად დიდ არმიას გამოაგზავნიდა. სავარაუდოდ დაახლოებით 100 000 ირანელი მეომარს. ამას ემატება ქართლის მეფის მომხრე დაახლოებით 20 000 იბერიელი მეომარი. საერთო ჯამში სულ ირანელ-იბერიელთა დაახლოებით 120 000 მეომარი. ეს ვერსია, უფრო რეალურია და დაახლოებით ასე გამოიყურებოდნენ ამ ბრძოლაში მონაწილე მხარეების შეიარაღებული ძალები. მემატიანის ცნობა, რომ აქ კიდევ მონაწილეობდნენ ბერძენთა (რომაელთა), სომეხთა, ალანთა რაზმები არარეალური უნდა იყოს და გვიანდელი დანამატია. მეორე დიდი მასშტაბის სამხედრო შეტაკება ბრანჯთა სამეფოს ჯარებსა და სასანიდური ირანის ჯარებს შორის ფიქსირდება მე-5 საუკუნის დასაწყისში ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე გარდაბანის ბრძოლაში. ამ ბრძოლაში ბრანჯთა მეფე მირდატ 2 ებრძვის ირანის მეფე იეზდიგერდ 1-ის უზარმაზარ არმიას. ამ ბრძოლაში მონაწილე მხარეთა შეიარაღებული ძალების რაოდენობა დაახლოებით ასეთია: ბრანჯთა სამეფოს დაახლოებით 60 000 მეომარი და პლიუს ქართლის მეფის დაახლოებით 20-40 ათასი მეომარი. ქართლის სამეფოს ლაშქრის რაოდენობა 40 000 მეომარი იყო. თეორიულად შესაძლებელია ქართლის სამეფოში არსებობდა პრო-ირანული ოპოზიცია, რომელმაც გადამწყვეტ ბრძოლაში არ მიიღო მონაწილეობა. ბუნებრივია სასანიდურ ირანს ყავდა საკუთარი კანდიდატი სამეფო საგვარეულოდან, რომელსაც ემხრობოდა მოსახლეობის გარკვეული ნაწილი. ჩემი ვარაუდით ეს კანდიდატი უნდა იყოს ბუზმარი, რომელიც ქართულ წყაროებში საერთოდ არ იხსენიება, მაგრამ მოხსენიებულია უცხოურ წყაროში. ის მეფობდა მე-5 საუკუნის 10-იან და 20-იან წლებში. ამ სავარაუდო ფაქტორის გათვალისწინებით სულ ვივარაუდოთ დაახლოებით 80 000 მეომარი. რაც შეეხება ირანის ჯარების რაოდენობას, მე-5 საუკუნის სომეხი ისტორიკოსის ეგიშეს ცნობით 451 წლის ავარაირის ბრძოლაში სომეხი მხედართმთავარი ვარდან მამიკონიანი ებრძოდა ირანის მეფის მიერ გამოგზავნილ დაახლოებით 200 000 მეომარს. ეს ციფრი ალბათ გადაჭარბებულია და ამ ბრძოლაში ვარდანის 66 000-იან ლაშქარს ალბათ ებრძოდა ირანის მეფის მიერ გამოგზავნილი დაახლოებით 80-100 ათასი მეომარი. რაც შეეხება ცნობას 200 000 ირანელ მეომარზე აქ ალბათ მოყვანილია სასანიდური ირანის შეიარაღებული ძალების საერთო რაოდენობა. სომეხმა ისტორიკოსმა ციფრებს მოუმატა ხელოვნურად და ირანის მთელი არმიის რაოდენობა "მოიყვანა" ამ ბრძოლაში. სომეხი ისტორიკოსი ეგიშე მე-5 საუკუნეში ცხოვრობდა და მან ძალიან დიდი ალბათობით იცოდა მე-5 საუკუნის სასანიდური ირანის არმიის საერთო რაოდენობა. რაც შეეხება ზოგიერთ ცნობას, რომ თითქოს სასანიდური ირანის არმიის საერთო რაოდენობა 70 000 მეომარი არისო ძალიან არარეალურია. ორივე იბერიულ სამეფოს ჯარების რაოდენობა ერთად აღებული დაახლოებით 100 000 მეომარი იყო. დიდი სომხეთის ჯარების საერთო რაოდენობა დაახლოებით 108 000 მეომარი. კავკასიის ალბანეთის ჯარის რაოდენობა 40 000 მეომარი იყო. სასანიდური ირანის მოსახლეობის რაოდენობა 20 000 000 ადამიანს აღემატებოდა. აქედან გამომდინარე სასაცილოა მოსაზრება, რომ სასანიდური ირანის უზარმაზარი იმპერიის ჯარების რაოდენობა 70 000 მეომარი იყო. მოკლედ მე-5 საუკუნეში ირანის შეიარაღებული ძალების რაოდენობა დაახლოებით 200 000 მეომარი იყო. აქედან იბერიელების დაახლოებით 80 000 მეომრის წინააღმდეგ ბრძოლაში იბრძოდა სავარაუდოდ დაახლოებით 140-150 ათასი ირანელი მეომარი. ამ რაოდენობას უნდა დაემატოს მინიმუმ 10 000 მეომარის ქართლის სამეფოდან, რომელიც პრო-ირანულად განწყობილ კანდიდატს უჭერდა მხარს. სულ დაახლოებით 150 - 160 000 ირანელ-იბერიელთა არმიას დაუპირისპირდა ბრანჯთა მეფე მირდატის და მისი მოკავშირე ქართლის მეფე ფარსმანის დაახლოებით 80 000 მეომარი (ბრანჯთა სამეფოდან 60 000 მეომარი, ხოლო ქართლის სამეფოდან დაახლოებით 20 000 მეომარი). წყაროს ცნობით ამ დიდ ბრძოლაში მირდატ 2 მარცხდება და ტყვედ ჩავარდა. ის ირანში იქნა წაყვანილი და იქ გარდაიცვალა. ფაქტია, რომ გარდაბანთან მოხდა დიდი მასშტაბის სამხედრო დაპირისპირება სადაც ბრანჯები მარცხდებიან. თუმცა საეჭვოა ცნობა ამ ბრძოლაში მირდატის ტყვედ ჩავარდნაზე. ბრანჯთა მეფეები თითქმის ყოველთვის თავიანთ მხედართმთავრებს აგზავნიდნენ საომრად და ეს მათი სამეფოს ტრადიცია იყო. ჩვენთვის ცნობილი ფაქტია, რომ ალანურ-სარმატულ-ჩრდილოეთკავკასიურ-აღმოსავლეთ იბერიული უზარმაზარი კოალიციის წინააღმდეგ ბრანჯთა ჯარებს მთავარსარდლობდა არა მეფე, არამედ მხედართმთავარი სუმბატ ბივრიტიანი. ამიტომ ჩემი მოსაზრებით წყაროში მექანიკური გვიანდელი შეცდომა უნდა იყოს და ირანელებს ტყვედ ჩაუვარდა არა ბრანჯთა მეფე არამედ ქართლის მეფე ფარსმან 3, რომელიც ირანში წაიყვანეს. უფრო ადრეულ წყაროში ალბათ ეწერა რომ ტყვედ იქნა წაყვანილი ქართლის მეფე, ხოლო შუა საუკუნეების მემატიანემ ამ მეფეში თავისი ინტერპრეტაციით ჩათვალა მირდატ მეფემ. ასეთი გვიანდელი მექანიკური შეცდომები ბევრია წყაროებში, მით უფრო მაშინ როცა საქმე ეხება ორი იბერიის პარალელურ მეფეებს. განსხვავებით ბრანჯთა მეფეებისგან ქართლის სამეფოს მეფეები პირადად თვითონ სარდლობდნენ ჯარებს. ამიტომ ძალიან დიდი ალბათობით ტყვედ იქნა წაყვანილი ქართლის მეფე ფარსმან 3, რომლის ადგილზე გამარჯვებულმა ირანელებმა დაადგინეს საკუთარი კანდიდატი ბუზმარი. აი სულ მხოლოდ ეს ორი დიდი მასშტაბის სამხედრო შეტაკება ფიქსირდება ბრანჯთა სამეფოსა და სასანიდურ ირანს შორის. ერთხელ ბრანჯებმა გაიმარჯვეს ხოლო მეორედ სასანიდურმა ირანმა. ორივე ბრძოლა ქართლის სამეფოზე პოლიტიკური გავლენის დამყარებისთვის ხდება. აშკარად ჩანს, რომ დიდი მასშტაბის სამხედრო შეტაკების დროს ბრანჯთა ლაშქარი ღირსეულ მეტოქეობას უწევდა უზარმაზარ სასანიდურ ირანს. სპორტული შეფასებით თუ მივუდგებით ბრანჯთა სამეფოსა და სასანიდურ ირანს შორის საბოლოო შედეგია "ფრე" 1 : 1 . სასანიდური ირანი ძალიან განსხვავდებოდა თავისი სამხედრო შესაძლებლობებით აქემენიდური ირანისგან. ის აქემენიდური ირანის არმია, რომელსაც ებრძოდა ალექსანდრე მაკედონელი ძირითადად წარმოადგენდა ცუდად აღჭურვილ მეომრებს და არაორგანიზებულ ძალას. ჯერ კიდევ პართიულ ირანში დაიწყო ირანის სამხედრო ძალების რეორგანიზაცია და სათანადოდ აღჭურვა. აითვისეს სრულიად ახალი ბრძოლის ტაქტიკა. მათ პართიელებმა ბევრი რამე გადაიღეს იბერიელთა სამხედრო ტაქტიკიდან და შექმნეს სრულიად ახალი ტიპის არმია. ამ ახალი ტიპის არმიის გაგრძელებას წარმოადგენდა სასანიდური ირანის ძლიერი არმიაც. ეს იყო იმ ეპოქის ერთ-ერთი სამხედრო მონსტრი. პართიის და სასანიდური ირანის არმიებთან შედარებით აქემენიდების არმია თიხის ფეხებზე შემდგარი გოლიათი იყო. ახლა აღვადგინოთ ანტიკური ეპოქის მსოფლიოს კიდევ ერთი უდიდესი ბრძოლის მონაწილე მხარეთა ჯარების რაოდენობა. ეს არის ბრანჯთა და სომეხთა ბრძოლა ზემოთხსენებული ალანურ-სარმატულ-ჩრდილოეთ კავკასიურ-აღმოსავლეთ იბერიული უზარმაზარი კოალიციის წინააღმდეგ. ბრანჯი მხედართმთავრის სუმბატ ბივრიტიანის დაქვემდებარებაში იყო ბრანჯთა სამეფოს დაახლოებით 60 000 მეომარი. ამ ბრძოლაში მთავარსარდლად მოხსენიებულია მხოლოდ სუმბატ ბივრიტიანი. სომხეთის სპარაპეტები არ არის მოხსენიებული და არც სხვა რომელიმე სომეხი სარდალი. ამიტომ აქ იბრძოდა არა სომხეთის მთელი არმია, არამედ გარკვეული რაოდენობის კონტიგენტი, სავარაუდოდ დაახლოებით 20 - 30 ათასი რჩეული მეომარი. სულ ბივრიტიანის დაქვემდებარებაში იყო დაახლოებით 80-90 ათასი მეომარი. მოწინააღმდეგე მხარეზე იდგა ქართლის სამეფოს 40 000 მეომარი. რაც შეეხება ალანურ-სარმატულ მხედრობას, მათ მთავარსარდლობდათ 2 ალანთა მეფე, ძმები. აქ ამ ბრძოლის სერიოზულობიდან გამომდინარე ორივე ალანთა მეფეებს გამოყვანილი ექნებოდათ ჩრდილოეთ კავკასიის სტეპების მთელი ირანულენოვანი ალანურ სარმატული მხედრობა, მინიმუმ 100 000 მეომარი. მათი რაოდენობა იმდენად დიდი ყოფილა, რომ ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე მომხდარ ბრძოლაში მთავარი ფიგურები და დომინანტები ალანთა მეფეები გამხდარან. ამიტომ მათი მხედრობის რაოდენობა მინიმუმ 100 ათასი მეომარი უეჭველად იყო. წყაროში მითითებულია, რომ ალანებს თან გადმოუყვანიათ ჩრდილოეთ კავკასიიდან ადგილობრივი წარმოშობის სხვადასხვა ტომები, რომლებიც ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში ცხოვრობდნენ. ესეც რეალური ცნობაა რომ ალანურ-სარმატულ არმიას თან გადმოყავთ სხვადასხვა ჩრდილოეთ კავკასიური ჯარები. თან ისტორიულადაც ქართლის მეფეებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ ჩრდილოეთ კავკასიის მთიანეთში მცხოვრებ ტომებთან და ზოგჯერ მოკავშირეებად გადმოყავდათ. არა მგონია მთელი ჩრდილოეთ კავკასიელი ტომები არიან აქ გადმოსული საომრად, მაგრამ დაახლოებით 30-40 ათასი მეომარი მაინც უნდა ვივარაუდოთ. საერთო ჯამში ბრანჯთა და სომეხთა დაახლოებით 80-90 ათას მეომარს ებრძოდა ალანურ-სარმატულ-ჩრდილოეთ კავკასიურ-აღმოსავლეთ იბერიული უზარმაზარი კოალიციის დაახლოებით 170-180 ათასი მეომარი. ეს იყო ანტიკური მსოფლიოს ერთერთი უდიდესი ბრძოლა სადაც ბრანჯთა მხედართმთავარმა სუმბატ ბივრიტიანმა სასტიკად გაანადგურა უზარმაზარი კოალიცია. ბრანჯთა მეფეები ტრადიციულად ცდილობდნენ ქართლის მეფეების მოქცევას თავიანთი პოლიტიკური გავლენის ქვეშ, ხოლო ქართლის მეფეები ცდილობდნენ ამ გავლენებისგან განთავისუფლებას. ამიტომ ქართლის მმართველები ზოგჯერ მოკავშირეებად იწვევდნენ მეზობლებს, ალანებს, ჩრდილოეთ-კავკასიელ ტომებს, სასანიდურ ირანს, რაც ზოგჯერ იწვევდა დიდი მასშტაბის სამხედრო შეტაკებებს. ერთერთი ასეთი დიდი მასშტაბის სამხედრო შეტაკება ხდება სუმბატ ბივრიტიანის მხედართმთავრობის დროს როცა ქართლის სამეფოს მოკავშირეებად გამოვიდა მთელი ალანური სამყარო და ჩრდილოეთ-კავკასიური წარმოშობის სხვადასხვა ტომები. ამ დიდი კოალიციის განადგურების შემდეგ ქართლის მმართველებმა სუმბატ ბივრიტიანს მორჩილება გამოუცხადეს. არშაკიდების პართია კი არასდროს უჭერდა მხარს ქართლის მეფეებს ბრანჯთა მეფეების წინააღმდეგ. პართიელები ბრანჯთა მეფეებთან მუდმივად კეთილმეზობლურ ურთიერთობას ინარჩუნებდნენ და როგორც ჩანს მათ მიმართ პატივისცემა და სიმპათიები ამოძრავებდათ. ბიზანტიელებთან ფართომასშტაბიანი ომი ფიქსირდება ჰარაკლე კეისრის დროს და მისი შედეგები უკვე ვიცით. ამ სამეფოს სუსტი მხარე იყო მისი ცუდი საგარეო დაზვერვა. ბიზანტიის საგარეო დაზვერვა ძლიერი იყო და ბრანჯთა სამეფო მას ამ მხრივ ვერც კი შეედრებოდა. ჰერაკლე კეისარმა მხოლოდ ბიზანტიის ძლიერი სადაზვერვო სამსახურის და ბიზანტიის იმპერატორის დიდი საერთაშორისო-პოლიტიკური ავტორიტეტის მეშვეობით შეძლო ამ ომის მისთვის მისაღები პირობებით დასრულება. ეს ფაქტორები, რომ არა ბრანჯთა ჯარები პირისპირ დაპირისპირებაში სასტიკად გაანადგურებდნენ ჰერაკლეს ბიზანტიურ ჯარებს. ეს კარგად იცოდა ჰერაკლემ და ამიტომ სულ სხვა მეთოდებით მიუდგა ამ კონფლიქტს. მისმა მეთოდებმა გაამართლა. იბერთა ერთ-ერთი დიდი ტომის ბრანჯების განსახლება სამხრეთ საქართველოს მთიანეთში ეს არ ყოფილა შემთხვევითი მოვლენა. იბერთა კონფედერაციის უზენაესმა მეთაურმა იარედოსმა თავისი ტომი შეგნებულად განასახლა სამხრეთ საქართველოს მთიანეთში. ბრანჯთა ტომის განსახლების რეგიონები იყო მთელი ტო-კლარჯეთის მხარე აღმოსავლეთ სპერის და ჩრდილოეთ ბასიანის ჩათვლით, აგრეთვე არტაანი, პალაკაციო(ჩრდილი), კოლა, ხორცევანი, ზარიშტიანი, კარის რაიონი, კარნისხევი(კარნიფორი). ბრანჯთა ეთნიკური ელემენტი გარკვეული რაოდენობით ხვდება აგრეთვე სამხრეთ ბასიანშიც, დასავლეთ სპერში და ანისის ანუ შირაკის რაიონშიც, ძირითადად მამრობითი ხაზით. კონფედერაციის მეთაურმა შეგნებულად შეარჩია თავისი ტომისთვის ეს გეოგრაფიული არეალი. ეს იყო მთიანი და მაღალმთიანი რთული გეოგრაფიული არეალი. ამას კი თავისი სტრატეგიული-სამხედრო დანიშნულება გააჩნდა. პოლიტიკური კატაკლიზმების დროს იარედოსის გათვლებით სამეფო ხელისუფლება და მისი ტომი გამაგრდებოდა და მყარად ჩაიკეტებოდა ამ მაღალმთიანეთში და ერთიან ციხესიმაგრედ გადააქცევდა ამ მხარეს. ასე მოიქცნენ ისინი მე-5 საუკუნეში როცა ამიერკავკასიაში სასანიდური ირანის და ბიზანტიის იმპერიის პოლიტიკური გავლენების გაძლიერების შემდეგ როცა მათი პოზიციები შესუსტდა დასავლეთ საქართველოში. ისინი მაშინ გამაგრდნენ და ჩაიკეტნენ სამხრეთ საქართველოს მთიანეთში და დაელოდნენ ხელსაყრელ დროს. ეს ხელსაყრელი დრო კი დადგა მე-6 საუკუნეში ბრანჯთა მეფის გუარამ დიდის დროს. ამავე დროს ეს მაღალმთიანეთი სხვა იბერიულ ტომების ცენტრში იმყოფებოდა გეოგრაფიულად. დასავლეთით ესაზღვრებოდა იბერთა დიდი ტომი ლაზები. აღმოსავლეთით აღმოსავლეთ საქართველოს იბერიული ტომები, ჩრდილოეთით კი იბერთა ტომი ეგერები. ამრიგად იარედოსის ტომის ბრანჯების განსახლება მთლიანად სამხედრო-სტრატეგიულ გათვლებზე იყო დაფუძნებული და საუკუნეებზე იყო გათვლილი. ისინი ყველაფერს წინასწარ დაგეგმილად და პუნქტუალურად აკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მე-5 საუკუნეში ბრანჯთა სამეფო დასუსტებულია პოლიტიკურად და კარგავს თავის სამფლობელოებს დასავლეთ საქართველოში დიდი ალბათობით ის ინარჩუნებს თავის გავლენას ზემო იმერეთის მთიანეთზე და ლიხის ქედზე. ეს არის ლაზიკის აღმოსავლეთით მდებარე იმერეთის მთიანეთი. ამ ვერსიას ამყარებს მე-6 საუკუნის პირველი ნახევრის ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოფი კესარიელის ცნობა. ის ამბობს, რომ დასავლეთ საქართველოში ლაზიკის ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს მესხების ქვეყანაო. ეს მესხების ქვეყანა მაღალმთიანი ქვეყანა არისო, რომლის მთები კავკასიონამდე აღწევსო. ამ მესხების აღმოსავლეთით კი იბერია ანუ ქართლი მდებარეობსო. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ბრანჯთა ქვეყანა მოხსენიებულია ამ ქვეყნის უძველესი გეოგრაფიული სახელწოდებით "მესხეთი". ლაზიკის აღმოსავლეთით პროკოფი კესარიელი ზემო იმერეთსაც კავკასიის მთავარ ქედამდე "მესხეთს" უწოდებს რომლის აღმოსავლეთით იბერია ანუ "ქართლი" ყოფილა. პროკოფი კესარიელი მკაფიოდ გადმოსცემს შემდეგ გეოგრაფიულ თანამიმდევრობას, რომ შავი ზღვის აღმოსავლეთით არის ლაზიკის ქვეყანა, რომლის ზღვის სანაპირო ნახევარმთვარისებური ფორმისაა. დღევანდელი დასავლეთ საქართველოს სანაპირო ზოლი ზუსტად ნახევარმთვარისებური, რკალისებური ფორმისაა. ამ ლაზიკის ქვეყნის აღმოსავლეთით არის მესხების ქვეყანა რომელიც ჩრდილოეთით გადაჭიმულია კავკასიის მთავარ ქედამდე, ხოლო მესხეთის მთიანი ქვეყნის აღმოსავლეთით კი არის იბერია ანუ ქართლი. მისი ცნობით აღმოსავლეთი იმერეთის რეგიონი აშკარად მესხეთის ქვეყნის შემადგენელი და ორგანული ნაწილია. აღმოსავლეთ იმერეთის ანუ პროკოფი კესარიელის "მესხეთის იმერეთი"-ის ტერიტორია მოიცავდა ორ ისტორიულ პროვინციას, არგვეთს (დღევანდელ ზემო იმერეთს) და დღევანდელ რაჭას. საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ მე-5 საუკუნეში შექმნილი ლაზიკის სამეფო არასდროს ფლობდა დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილს. ხოლო ზემოთმოყვანილი ბიზანტიელი ისტორიკოსის ცნობა იძლევა შემდეგი რეალური დასკვნის საფუძველს: მიუხედავად იმისა, რომ ბრანჯთა სამეფომ მე-5 საუკუნეში დაკარგა დასავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებზე კონტროლი, ის მაინც ინარჩუნებდა თავის ძალაუფლებას არგვეთზე (ზემო იმერეთზე) და დღევანდელ რაჭაზე. ამიტომაც პროკოფი კესარიული ამ რეგიონებს მესხეთის ქვეყნის შემადგენელ და ორგანულ ნაწილად თვლიდა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში პროკოფი კესარიელის ცნობები, რომ ზუსტია დასტურდება შემდეგი ძლიერი არგუმენტით: მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში დიდი ხნის განმავლობაში ხანგრძლივი ომები მიმდინარეობდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიებზე ბიზანტიასა და ირანს შორის. ამიტომ იმ ეპოქის ბიზანტიის მთელი განათლებული და ინტელექტუალური საზოგადოების ყურადღება მთლიანად დასავლეთ საქართველოზე იყო კონცენტრირებული. ამ ფაქტორიდან გამომდინარე მე-6 საუკუნის პირველი ნახევრის ბიზანტიელი ისტორიკოსი პროკოფი კესარიელი შესანიშნავად ერკვეოდა დასავლეთ საქართველოს გეო-პოლიტიკურ მდგომარეობაში და მისი ცნობები კონკრეტულ ამ შემთხვევაში ზუსტია. ჩნდება კითხვა თუ სად მთავრდებოდა მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში ლაზიკა და სად იწყებოდა "მესხეთის იმერეთი" ანუ "არგვეთი". ისტორიულად ცნობილი ფაქტია, რომ როცა ირანის შაჰი გადმოდის დასავლეთ საქართველოში ბიზანტიელების წინააღმდეგ საომრად მას ლაზიკის მეფე გუბაზი დახვედრია, როგორც მოკავშირე ვარდციხესთან. აქ მდებარეობდა ქალაქი და ციხესიმაგრე. ამიტომ ლოგიკურად თუ ჩავთვლით, რომ მეფე გუბაზი ირანელებს დახვდებოდა თავისი ქვეყნის საზღვართან ამიტომ ვარდციხესთან ახლოს გადიოდა საზღვარი. ვარდციხე ყოფილა იმ დროს ლაზიკის აღმოსავლეთი სასაზღვრო ციხესიმაგრე და პუნქტი. შუა საუკუნეებშიც არგვეთის საერისთავოს საზღვარი ვარდციხესთან იყო. ვარდციხის აღმოსავლეთით კი "მესხეთის იმერეთი" მდებარეობდა. ის მოიცავდა დღევანდელი ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ამბროლაურის და ონის რაიონებს. ამ რაიონების მოსახლეობას პროკოფი კესარიელი "მესხებს" უწოდებს. ანთროპოლოგები ამ რაიონების მოსახლეობას უწოდებენ კოლხური ტიპის "ყვირილურ" ქვეჯგუფს. ეს დღევანდელი სპეციფიკური ""ყვირილური" ანთროპოლოგიური ქვეჯგუფი პროკოფი კესარიელის მიერ მოხსენიებული "მესხების" პირდაპირი შთამომავლები არიან. ხოლო დასავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებში განსახლებული იყო იბერთა ერთ-ერთი ტომი. ამ "მესხეთის იმერეთში" მდებარეობდა მთათა სისტემა მესხეთის ქედი, ლიხის ქედი და რაჭის მთები და ჩრდილოეთით კავკასიონის მთავარ ქედს ებჯინებოდა, როგორც პროკოფი კესარიელს აქვს გადმოცემული. მე-6 საუკუნის პირველ ნახევარში როცა ლაზიკაში მიმდინარეობდა ომები ბიზანტიელების, ირანელების და ლაზიკის მონაწილეობით როგორც ჩანს ბრანჯთა სამეფო რომელიც მტრულად იყო განწყობილი ბიზანტიის პოლიტიკის მიმართ დასავლეთ საქართველოში, ზემო იმერეთში გზას უხსნიდა და დერეფანს უქმნიდა ირანის ჯარებს. ამ დერეფნით სარგებლობდნენ ირანელები და გადადიოდნენ დასავლეთ საქართველოს დასავლეთ ზღვისპირა რაიონებში საომრად. უშუალოდ ბრანჯები ამ ქაოსში პირდაპირ სამხედრო ძალით არ ერეოდნენ. ისინი მხოლოდ დერეფანს უქმნიდნენ ირანელებს ზემო იმერეთში და ლიხის უელტეხილზე. შემორჩენილია ცნობა თუ როგორ ასწავლიდნენ ზემო იმერეთის ადგილობრივი მცხოვრებნი ირანელთა ჯარებს ზემო იმერეთის მთიანეთში მოხერხებულად გადაადგილების და ლაზიკაში მოხვედრის გზებს. ისინი აშკარად ეხმარებოდნენ ირანელებს, რომ იოლად გადასულიყვნენ ლაზიკაში და ეომათ ბიზანტიელებთან. ბრანჯთა სამეფო თვითონ ოფიციალურად არ ერეოდა ირანისა და ბიზანტიის დაპირისპირებაში, მაგრამ მის დაქვემდებარებაში მყოფი არგვეთის ოლქი ძალაუნებურად გვერდს ვერ აუვლიდა დასავლეთ საქართველოში მიმდინარე ფართომასშტაბიან ომს. ბიზანტიელები პერიოდულად როცა ამისი შესაძლებლობა მიეცემოდათ უეჭველად ეცდებოდნენ თავდასხმას არგვეთის ოლქზე. არგვეთის ოლქის მოსახლეობა ხელს უწყობდა ირანელთა ჯარების გადაადგილებას იმერეთის მთიანეთში და მათ ბიზანტიელებს ამისი მიზეზები ქონდათ. ეს თავდასხმები უნდა მომხდარიყო არგვეთის დასავლეთ ნაწილში შორაპნის ციხემდე. უფრო აღმოსავლეთით არგვეთის მთიანეთში ბიზანტიელთა თავდასხმები ნაკლებად სავარაუდოა. ირანელები თუ ამისი შესაძლებლობა ექნებოდათ ბუნებრივია მხარს დაუჭერდნენ არგვეთის მოსახლეობას ბიზანტიელთა თავდასხმების მოგერიებაში. ბრანჯთა სამეფომ მე-5 საუკუნის პირველ ნახევარში დაკარგა კონტროლი დასავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებზე და მათ შორის დასავლეთ იმერეთზე. ამ დაკარგულ ტერიტორიებზე იქმნება ბიზანტიის მხარდაჭერით "ლაზთა სამეფო"(თუმცა შემდგომ ლაზთა მეფეები ცდილობენ ბიზანტიის გავლენისგანაც თავის დაღწევას და სრული დამოუკიდებლობის მოპოვებას). უფრო ადრე შორაპანი იყო ქალაქის ტიპის დასახლება. ეს ქალაქის ტიპის დასახლება არქეოლოგიური ნაშთებზე დაყრდნობით შემოზღუდული ყოფილა ალიზით და სუსტად გამომწვარი აგურის გალავნით, რომელიც არ იყო გათვლილი ძლიერ თავდაცვაზე და შედარებით სუსტი ზღუდე იყო. შემდგომ იქ შენდება ძლიერი ციხესიმაგრე. ითვლება, რომ ეს ციხესიმაგრე მე-4-6 საუკუნეების რომაულ-ბიზანტიურ სტილშია აგებული. ბუნებრივია ეს რომაულ-ბიზანტიური სტილი მეზობელ ქვეყანაშიც გადმოდის. დაახლოებით მე-5 საუკუნეში შორაპნის ციხის აგების მიზეზი უნდა იყოს ბიზანტიელთა აგრესიის შეჩერება არგვეთის მიმართულებით. მას შემდეგ რაც ბიზანტიის მხარდაჭერით შეიქმნა ლაზთა სამეფო გაჩნდა საშიშროება რომ ბიზანტიის აგრესიული პოლიტიკა გაგრძელებულიყო უფრო აღმოსავლეთითაც, არგვეთის ოლქზე. თეორიულად შესაძლებელია, რომ მე-5 საუკუნეში არგვეთი ირანის გავლენის ქვეშ მოქცეულიყო. ბრანჯთა სამეფო დასუსტებულია. ის კარგავს ეგრისს, რომელიც ბიზანტიელების გავლენის ქვეშ მოექცა. შესაძლებელია ამ დროს მას დაეკარგა კონტროლი არგვეთზეც. თეორიულად შესაძლებელია, რომ ირანს რომელიც მყარად იყო ფეხმოკიდებული აღმოსავლეთ საქართველოში მოესურვებია თავისი გავლენის დამყარება არგვეთის ოლქზეც, რომელიც მას სჭირდებოდა პლაცდარმად ბიზანტიის წინააღმდეგ. მაგრამ თეორიულად ასევე შესაძლებელია, რომ ბიზანტია-ირანის ომების დროს არგვეთი კვლავ ბრანჯთა მეფის კონტროლის ქვეშ იყო და მასთან შეთანხმებით ირანი იყენებდა არგვეთის ტერიტორიას როგორც დერეფანს. ბიზანტიის მიერ ეგრისის ტერიტორიაზე ლაზთა სამეფოს დაარსებით უკმაყოფილო ბრანჯი მეფეები ბუნებრივია დერეფანს შეუქმნიდნენ ირანელებს არგვეთის ტერიტორიაზე. ანტიკურ ეპოქაში ქართლის მეფეები ზოგჯერ დერეფანს აძლევდნენ ალან-სარმატებს ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე. ამით სარგებლობდნენ ალან-სარმატები და იჭრებოდნენ ირანის და რომის ტერიტორიებზე. ამ დროს ქართლის სამეფო ფაქტიურად პლაცდარმი ხდებოდა ალან-სარმატებისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავდა იმას, რომ ქართლის სამეფო ალან-სარმატებს ეკუთვნოდათ. დაახლოებით ასეთ მდგომარეობასთან უნდა გვქონდეს საქმე არგვეთის შემთხვევაშიც. ირანი იყენებდა არგვეთის ტერიტორიას, მაგრამ არგვეთი დე-იურედ ბრანჯთა მეფის იურისდიქციაში იყო. მოკლედ ორი ვარიანტია, ან კარგავს კონტროლს არგვეთზე, ან კვლავ ინარჩუნებს. ზუსტად ვერავინ იტყვის თუ რა ხდება ამ წლებში. მაგრამ პროკოფი კესარიელი, რომ არგვეთს "მესხეთს" უწოდებს ეს ფაქტია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბრანჯთა მეფე ინარჩუნებდა კონტროლს არგვეთზე და ეხმარებოდა ირანელებს არგვეთში თავისუფლად გადაადგილებაში. ხოლო არგვეთზე ბიზანტიის თავდასხმის შემთხვევაში ირანი თავის მხრივ ეხმარებოდა არგვეთის მოსახლეობას თავდაცვაში. არგვეთზე თავდასხმის შემთხვევაში ბრანჯთა მეფე დიდ ომს ოფიციალურად არ გამოუცხადებდა ბიზანტიას, მაგრამ ბუნებრივია უგზვნიდა დამხმარე რაზმებს არგვეთის დამცველებს. ბიზანტიას ჰაერივით სჭირდებოდა არგვეთის დაკავება და ლიხის ქედის გადმოსასვლელების გაკონტროლება. ის ამისთვის ყველაფერს გააკეთებდა, მაგრამ ვერ შეძლო. ბიზანტიის ჯარები ლაზთა მეფესთან ერთად ცდილობდნენ არგვეთში შეჭრას და მის სრულად გაკონტროლებას. ბრძოლები მიდიოდა შორაპნის ციხის ტერიტორიის ჩათვლით. უფრო აღმოსავლეთით წაწევა მათ ვერ შეძლეს. ვერ შეძლეს იმიტომ რომ არგვეთი მარტო არ იყო. მის ზურგს უკან მართალია შედარებით დასუსტებული, მაგრამ მაინც ბრძოლისუნარიანი ძალა იდგა ბრანჯთა სამეფოს სახით. სად უნდა ყოფილიყო არგვეთის და რაჭის ოლქის სარდლის რეზიდენცია? ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ცნობილი სკანდის ციხე. ამ ეტაპზე ყველაზე რეალურ კანდიდატად სკანდის ძველი ციხე გამოიყურება. თვიტონ ტერმინი "სკანდ" skand ენათესავება გერმანულ-ენოვან ტერმინებს skane, skandza, skandi-navia, და ასე შემდეგ. ძველ-გერმანულ ენებში ეს ტერმინები "კუნძულის" სინონიმები იყო. სკანდის ციხეც მაღალ მიუვალ მთაზე იდგა (სიმაღლე 120 მეტრი). ამავე დროს მას როგორც ჩრდილოეთიდან, ასევე სამხრეთის მხრიდან პატარა მდინარეები მიუყვება. მისი განცალკევებული, მაღალი და მიუდგომელი მდებარეობა, აგრეთვე მდინარეებს შორის მდებარეობა კუნძულის ასოციაციას ტოვებდა და ეწოდა "სკანდე" skande, სკანდა skanda, სკანდი skandi. არქეოლოგიურ ნაშთებზე დაყრდნობით ფიქსირდება, რომ მე-6 საუკუნის მეორე ნახევარში და მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში ქუთაისის და უქიმერიონის ციხესიმაგრეებში დისლოცირებულია უცხო წარმომავლობის გარნიზონები. მათი ვინაობის დაზუსტება ვერ ხერხდება. ამიტომ გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეს რაზმები ბიზანტიელები არიან. ეს ვარაუდი ვარაუდის დონეზეც კი სრული აბსურდია. ცნობილი ფაქტია, რომ მე-6 საუკუნის 60-იანი წლებიდან ბიზანტიელები კარგავენ აღმოსავლეთ ლაზეთს და კლარჯეთის ზღვისპირა ზოლს, რომელიც გუარამ დიდმა შეუერთა თავის სამეფოს. ამის შემდეგ დიდი მიხვედრა არ არის საჭირო, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ქუთაისში ბიზანტიელთა გარნიზონების არსებობა. ელემენტარული ლოგიკური აზროვნებაა. როგორც ჩანს მას შემდეგ რაც გუარამ დიდმა კვლავ აღადგინა ბრანჯთა სამეფოს მფლობელობა მთელ დასავლეთ საქართველოზე და გააუქმა ლაზთა სამეფო მან განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ეგრისს და ქუთაისი და მისი ციხესიმაგრეები უშუალოდ ცენტრალურ ხელისუფლებას დაუქვემდებარა. მან ქუთაისის ციხესიმაგრეებში ჩააყენა თავისი ძლიერი გარნიზონები. ამ ბრანჯთა რაზმების მეთაური ბუნებრივია გავლენიანი ფიგურა ხდება დასავლეთ საქართველოში და ის ბრანჯთა მეფის ნდობით აღჭურვილი პირი იყო. ის ზედამხედველობას ახორციელებდა დასავლეთ საქართველოს სამხედრო ოლქებზე და სარდლებზე. ეს რაზმები და მისი მეთაურები ბუნებრივია პერიოდულად იცვლებოდნენ და მათი ჩანაცვლება ხდებოდა ახალი კონტინგენტით და მათი მეთაურობით. აი ეს იყო ის "უცხო" გარნიზონები რომელიც ფიქსირდება ამ რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ქუთაისის ციხეებში. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, რომ გარდა ამ ქუთაისის ციხეებისა ხომ არ გადადის ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში მიმდებარე სხვა რაიონებიც? ჩემი მოსაზრებით ცენტრალური ხელისუფლების დაქვემდებარებაში გადადის აგრეთვე მდინარე ცხენისწყალსა და მდინარე რიონს შორის მდებარე ისტორიული მხარე "მუხურისი", იგივე გვიანდელი "სამოქალაქო", იგივე "ვაკე იმერეთი", ანუ დღევანდელი დასავლეთ იმერეთი. ამ ტერიტორიაზე ჩნდება ბრანჯთა მეფის დომენი ახალი სამხედრო ოლქი "მუხურისი" ცენტრით ქუთაისში. ან უფრო სავარაუდოა, რომ "მუხურისი", როგორც სამხედრო ოლქი ადრეც არსებობდა და ბიზანტიის დახმარებით ეს ოლქი შეიერთა ლაზთა სამეფომ. რაც შეეხება ცნობას, რომ თითქოს სვანეთი 590 წლამდე ირანის ხელში იყოო სრული აბსურდია. ცნობილი ისტორიული ფაქტია, რომ 572 წელს ქართლში გურგენის მეთაურობით დაიწყო ბრძოლა ირანის წინააღმდეგ და დასრულდა ირანის ბატონობა. ისინი განდევნეს. ხელისუფლებაში მოდის გურგენ ერისმთავარი. ამის შემდეგ 590 წლამდე სვანეთის ირანელების ხელში ყოფნა ნამდვილი ზღაპარია. როგორ უნდა ყოფილიყო დასავლეთ საქართველოს ჩრდილოეთ მაღალმთიანეთში მდებარე მიუვალი სვანეთი 590 წლამდე ირანელების ხელში როცა ირანელები განდევნეს აღმოსავლეთ საქართველოდან? როგორც ჩანს ზღაპრები მარტო ქართულ წყაროებში არ გვხვდება. ზღაპრები ბიზანტიურ და ირანულ წყაროებშიც საკმაოდაა. ეს ზღაპრები თავს იჩენს ზოგიერთ საზავო ხელშეკრულებებშიც ირანსა და ბიზანტიას შორის. ეს "საზავო ხელშეკრულებები" შედარებით გვიანდელი წყაროებიდან არის ცნობილი. ამიტომ სრულიად შესაძლებელია მასში არარეალური დანამატები იყოს შეტანილი. ცნობილი ფაქტია, რომ ნიზიბინის ხელშეკრულებების შინაარსი რომელიც ცნობილია მე-4 საუკუნის რომაულ წყაროდან განსხვავდება მე-6 საუკუნის ბიზანტიური წყაროსგან. ამ ორი საუკუნის განმავლობაში "საზავო ხელშეკრულებების" შინაარსში ხელოვნური ცვლილებები და დანამატები ჩნდება. ნიზიბინის ხელშეკრულებების შინაარსი ამიანე მარცელინეს და პეტრე პატრიკის შრომებში მეტნაკლებად განსხვავდება ერთმანეთისგან. ჩვენ ხელში ხომ არ გვაქვს ამ ხელშეკრულებების ზუსტი ასლი? ჩვენ გვაქვს მხოლოდ საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა მწერლების მიერ ბევრჯერ გადაწერილი შინაარსები, რომლის სიზუსტე საეჭვოა. ზღაპრები მარტო ქართველებს და სომხებს არ უყვარდათ, ზღაპრები უყვარდათ ზოგჯერ რომაელებსაც, ბერძნებსაც, ირანელებსაც და ასე შემდეგ. 562 წლის ირანისა და ბიზანტიის შეთანხმებაში უეჭველად იყო ჩვენთვის უცნობი შეთანხმება, რომლის შედაგად გაუქმდა ლაზთა სამეფო და აღადგინეს ეგრისში სრულად ბრანჯთა სამეფოს ხელისუფლება. მე-6 საუკუნის 60-იან წლებში გუარამმა შეიერთა აღმოსავლეთ ლაზეთიც, რომელიც ამის შემდეგ ჰარაკლე კეისრის ლაშქრობამდე იბერიელების ხელში იყო. თუმცა აღმოსავლეთ ლაზეთის შემოერთება ძალის გამოყენებით ხდება თუ შეთანხმებით უცნობია. ჩემი აზრით ეს იყო ნებაყოფლობითი აქტი რომელიც ბიზანტიამ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე განახორციელა და აღმოსავლეთ ლაზეთიც გადასცა გუარამ დიდს. აი ეს პროცესები ხდება 562 წლის საზავო ხელშეკრულების შემდეგ. და სად არის აქ ის "საზავო ხელშეკრულება" რომელიც ჩვენამდეა მოღწეული? რა წერია ამ ხელშეკრულებაში რომელსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ და სინამდვილეში რა პროცესები მიმდინარეობს ამ 562 წლის ხელშეკრულების შემდეგ? ამ ხელშეკრულების შემდეგ არა თუ ეგრისი, არამედ აღმოსავლეთი ლაზეთიც იბერიელების ხელში გადადის. ან ამის შემდეგ მაღალმთიან და მიუდგომელ სვანეთში ირანელებს რა ესაქმებოდათ, როცა აღმოსავლეთ საქართველოს კარგავენ?. მე ვფიქრობ, რომ ამ ომების შემდეგ ბიზანტიამ "ჭკუა ისწავლა" და ეგრისი და ლაზეთი გუარამს გადასცა. ამ ომებით ყველაზე უფრო გუარამ დიდმა ისარგებლა. ამიტომაც ეწოდა მას "დიდი". ამ პროცესების დაგვირგვინება იყო 572 წელს ირანელების განდევნა ქართლის სამეფოს ტერიტორიიდან და გურგენის მოსვლა ხელისუფლებაში. ეს ფაქტიც დადასტურებულია არქეოლოგიური მონაცემებით და აღმოჩენილია გურგენ ერისმთავრის სახელზე მოჭრილი მონეტები. ძალიან დიდი ალბათობით 562 წლის ნამდვილ ორიგინალ ხელშეკრულებაში ჩადებული იყო აღმოსავლეთ საქართველოდან ანუ ქართლის სამეფოს ტერიტორიიდან ირანის გასვლაც და გუარამის ჰეგემონია ქართლზე.. ამით სრულდება 200 წლოვანი ირანის პოლიტიკური გავლენა ქართლზე და ხელისუფლებაში მოდის გურგენ ერისმთავარი, რომელიც ჩემი აზრით გურგენი არის ან გუარამ დიდის საგვარეულოს ერთ-ერთი უმცროსი წარმომადგენელი, ან კიდევ ბრანჯთა მხედართმთავრების ბივრიტიანების საგვარეულოს წარმომადგენელი. ამჟამად ვვარაუდობ, რომ ის ბივრიტიანების საგვარეულოს ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო და ქართლის სამეფოში ღებულობს იმ ტიტულს "ერისმთავარი", რომელიც მათ საგვარეულოს ბრანჯთა ქვეყანაში ჰქონდათ. აი ეს დიდი სასიკეთო ამბები ხდება მთელ საქართველოში 562 წლის საზავო ხელშეკრულების შემდეგ. ქართლში გურგენის ხელისუფლებაში მოსვლა თეოფანე ბიზანტიელის მიხედვით ხდება 672 წელს. მისი ცნობით გურგენი სომხებთან ერთად ებრძვის ირანის ჯარებს და ამარცხებს. მას გურგენი ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ჯარის მხედართმთავრად გამოყავს. თუმცა სხვა წყაროებში გურგენის ბრძოლა სომხეთში ირანელთა წინააღმდეგ არ ფიქსირდება. იქ მხოლოდ აჯანყებული სომხები იბრძვიან და ქართველების აჯანყებაზე ირანის წინააღმდეგ არანაირი ცნობა არ არის. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ გურგენი ერისმთავრის ტიტულით ხელისუფლებაში მოდის სომხეთის აჯანყებამდე უფრო ადრე. ეს უნდა მომხდარიყო 562 წლის საზავო ხელშეკრულებიდან ძალიან მალე, არაუგვიანეს 565 წლისა. რაც შეეხება თეოფანე ბიზანტიელის ცნობას, რომ გურგენი სომხეთთან ერთად იბრძვის ირანის წინააღმდეგ ეს გვიანდელი მე-9 საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის დანამატია. მან თავის შრომებში შემოინახა ფრაგმენტები თეოფანე ბიზანტიელის შრომებისაც სადაც ფრაგმენტულად იყო მოხსენიებული გურგენ ერისმთავარიც. მე-9 საუკუნის გადამწერმა ისტორიკოსმა როგორც ჩანს თავის თხზულებაში შეიტანა თეოფანე ბიზანტიელის ცნობებიც სადაც მან გურგენის ხელისუფლებაში მოსვლა და სომხეთის აჯანყება გააერთიანა ერთ საერთო კონტექსტში და ერთმანეთს დაუკავშირა. მისი ცნობით გურგენი ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ლაშქრის მხედათმთავარია. რადგან ეს ფაქტი არ დასტურდება სხვა წყაროებში, ამიტომ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გურგენი ხელისუფლებაში მოდის 562 წლის საზავო ხელშეკრულების შემდეგ ძალიან მალე. რადგან ზუსტი თარიღი არ გვაქვს ამიტომ უნდა მივიღოთ დაახლოებით 562-565 წლები. გურგენის მმართველობის წლებია დაახლოებით 562 / 565 - 580 წწ. მისი მემკვიდრეა "ჯოანშერ", დაახლოებით 580-595 წწ. ჯოანშერის მემკვიდრეა "სტეფანოზ" დაახლოებით 595-627 წწ. როგორც ჩანს 562 წელს ქართლის სამეფოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამ სომხეთზეც მოახდინა გავლენა და იქაც დაიწყო გამოსვლები ირანის წინააღმდეგ. მაგრამ ქართლისგან განსხვავებით 562 წლის საზავო ხელშეკრულებაში სომხეთი ირანის შემადგენლობაში დარჩა და ირანმაც არ აღიარა სომხეთის დამოუკიდებლობა და დატოვა სომხეთში ირანელი მარზპანის ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკების მიხედვით ქართლში ხელისუფლებაში უნდა დაბრუნებულიყო დაჩის და მეფე გურგენის შთამომავლობა, რომელიც ბიზანტიაში იმყოფებოდა, მაგრამ გუარამმა ხელისუფლებაში მოიყვანა საკუთარი კანდიდატი გურგენი ერისმთავრის სტატუსით. გუარამს ქართლის სამეფოში სჭირდებოდა საკუთარი კაცი, რომელიც იქ რადიკალურ რეფორმებს ჩაატარებდა. ქვეყანა 200 წელი ირანის პოლიტიკური გავლენის ქვეშ იყო და იქ ბევრი რამე იყო შესაცვლელი და გასაკეთებელი. მართლაც გურგენის მოსვლის შემდეგ დიდი ცვლილებები ხდება ყველა სფეროში. თბილისი დიდი და მდიდარი ქალაქი ხდება, რომელიც საუკეთესოდ იყო დაცული. ერისმთავრების სახელზე იჭრებოდა ეროვნული მონეტები. შენდებოდა ტაძრები, მათ შორის მცხეთის ჯვარი. გურგენმა და მისმა მემკვიდრეებმა აღმოსავლეთ საქართველოში მოიტანეს მშენებლობის ახალი არქიტექტურა ჯვრის ტიპი (ტეტრაკონქი). ეს არქიტექტურა ჩაისახა მე-5 საუკუნეში ბიზანტიაში. მე-6 საუკუნეში ის შემოდის სამხრეთ საქართველოშიც. მკვლევართა ნაწილი თვლის რომ ბანას განთქმული ტაძარი მისი არქიტექტურიდან გამომდინარე აგებულია არა უგვიანეს მე-7 საუკუნისა და მისი განახლება ხდება მე-9-10 საუკუნეებში. ბანას ძველი ტაძარი აგებული უნდა იყოს მე-6 საუკუნეში ბრანჯთა დიდი მეფის გუარამის დროს. მეფე გუარამმა თავისი ძალაუფლების ქვეშ მე-6 საუკუნის 60-იან წლებში გააერთიანა მთელი ისტორიული საქართველო აღმოსავლეთ ლაზეთის ჩათვლით. ამ დროს დაახლოებით 565-570 წლებში უნდა დაწყებულიყო ბანას მშენებლობა, რომელიც უნდა დაესრულებია გუარამის მემკვიდრეს დაახლოებით 585-590 წლებში. გუარამ დიდს საკუთარი ძლევამოსილების სიმბოლოდ სჭირდებოდა ისეთი გრანდიოზული ტაძრის მშენებლობა, როგორიც განთქმული ბანას ტაძარია. ბანას ტაძრის მსგავსი სტილის ტაძარი აიგო სომხეთშიც მე-7 საუკუნეში. ეს არის "ზვარტნოცის კათედრალური ტაძარი". ბანას ფასადის დიამეტრი 40 მეტრია, ხოლო ზვარტნოცის ტაძრის დიამეტრი 35,75 მეტრი. ბანას ტაძრის სავარაუდო სიმაღლე 32 (?) მეტრი იყო, ხოლო ზვარტნოცის ტაძრის სავარაუდო სიმაღლე 49 (?) მეტრი. მე-19 საუკუნის გერმანელი მოგზაურის კარლ ჰაინრიხ ემილ კოხის ცნობით ბანას ტაძრის გუმბათის სიმაღლე ყოფილა 70-80 ფუტი, რაც დაახლოებიტ 22-24 მეტრია. მშენებლობაში და არქიტექტურაში სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ როცა გუმბათის სიმაღლე 22-24 მეტრია როგორ შეიძლება მთელი ტაძრის სიმაღლე იყოს 30-32 მეტრი ცოტა გაუგებარია ჩემთვის და არ მესმის. მე მგონი რაღაც გაუგებრობასთან გვაქვს საქმე. კარლ კოხმა ეს ტაძარი 1843 წელს მოინახულა. აი რას წეს კოხი: "ეს უეჭველად ყველაზე მშვენიერი და დიდებული რამაა, რაც კი რამე მსგავსი მინახავს ოდესმე მთელ აღმოსავლეთში, თუ რა თქმა უნდა კონსტანტინოპოლს არ ჩავთვლით". კოხის თქმით კონსტანტინოპოლის აია სოფიას ტაძრის შემდეგ აღმოსავლეთის ქრისტიანულ სამყაროში ბანას ტაძარი ყველაზე დიდებული და მშვენიერი ტაძარი ყოფილა. კარლ კოხი ხაზს უსვამს გუმბათის სიმაღლეს და მას უწოდებს "უზარმაზარ გუმბათს". თუ ჩავთვლით, რომ გუმბათის სიმაღლე იყო 23 მეტრი, მაშინ ტაძრის სიმაღლე მინიმუმ 46-50 მეტრი მაინც უნდა ყოფილიყო. შეგვიძლია ჩავთვალოთ მინიმალური სავარაუდო სიმაღლე 50 მეტრი. სილამაზესთან ერთად კარლ კოხი ტაძრის მასშტაბებმაც მოიყვანა აღტაცებაში და დააფიქსირა "უზარმაზარი გუმბათი". კარლ კოხი ხუთჯერ იყო ჩამოსული თბილისში და საქართველოში. მასზე ისეთი შთაბეჭდილება არც ართ ტაძარს არ მოუხდენია როგორც ბანას ტაძარმა მოახდინა. საქართველოში არის შუა საუკუნეების აღმოსავლური ქრისტიანობის სტილსი აგებული რამდენიმე დიდი მასშტაბის ბრწყინვალე ტაძრები (სვეტიცხოველი-სიმაღლე 49 მეტრი, ალავერდი-სიმაღლე 50 მეტრი, ბაგრატის ტაძარი, ოშკი და ასე შემდეგ), მაგრამ კოხის აზრით ბანას ტაძარი გამორჩეულია და პირველია. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის მე-19 საუკუნის გერმანელი მოგზაურის თვალით დანახული შეფასება. მე-19 საუკუნის გერმანელი სწავლულის თვალი კი ძალიან მაღალი დონის შეფასების კრიტერიუმია. აქედან გამომდინარე ბანას ტაძარი თავისი მასშტაბებით, არქიტექტურული დაგეგმარებით და ბრწყინვალებით შეგვიძლია ჩავთვალოთ ნომერ პირველ ტაძრად ძველ საქართველოში, ძველი ბიზანტიის მცირე აზიურ ტერიტორიებზე და ახლო აღმოსავლეთის ძველ ქრისტიანულ ქვეყნებში. ეს იყო ტაო-კლარჯეთის(ბრანჯთა სამეფოს) მე-6 საუკუნის ნაციონალური არქიტექტურის შედევრი და მშვენება. როგორც ჩანს მე-6 საუკუნის მეორე ნახევარში ბრანჯთა სამეფოში ჩნდება მიდრეკილება მონუმენტური ტაძრების მშენებლობაზე. ეს ტენდენცია შეაჩერა ბრანჯთა სამეფოს გაუქმებამ. ამ მე-5-6 საუკუნის ტაო-კლარჯეთის ანუ ბრანჯთა სამეფოს არქიტექტურულ სკოლაზე იყო დაფუძნებული შედარებით გვიანდელი მე-9-10 საუკუნეების ტაო-კლარჯეთის საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობის არქიტექტურა. ეს ტაძარი მე-19 საუკუნის შუახანებში შემონახული ყოფილა თავისი პირვანდელი აგებულებით და მთლიანი კორპუსით, შემდგომ ის ომებში ციხესიმაგრედ გამოუყენებიათ და ძლიერ დაზიანებულა. ამ ფაქტმა და ბოლო საუკუნეებში ოსმალეთის იმპერიაში მოუვლელობამ გამოიწვია მისი ნგრევა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. ეს ფაქტორები, რომ არა ის დღესაც იდგებოდა თავისი მთელი პირვანდელი კორპუსით, რაც მიუთითებს მისი მშენებლობის ძალიან მაღალ ხარისხზე მე-6 საუკუნეში. თუ ციხესიმაგრედ გამოიყენებ და ზარბაზნებს დაუშენ ყველაფერი ინგრევა და აბა ტაძარი როგორ გაუძლებდა. არსებობს ვარაუდი, რომ ბანას ტაძარი შესაზლებელია უკავშირდება ტაოელი წარმოშობის ქართველ კათალიკოსს ნერსე 3-ს და აგებულია მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში. ეს ტაძარი, რომ ნერსეს უკავშირდებოდეს მაშინ ის უეჭველად მოხვდებოდა მის ბიოგრაფიულ ვრცელ მონაცემებში. შეუძლებელია ასეთი იმ ეპოქისთვის გრანდიოზული მასშტაბის ტაძრის აშენება არ მოხვედრილიყო ნერსეს ვრცელ მოღვაწეობაში თუ ის მასთან იყო დაკავშირებული. რადგან წყაროებში მის მოღვაწეობას არ უკავშირდება ნიშნავს იმას, რომ არ არის ნერსესთან დაკავშირებული და უფრო ადრეულია. ამიტომ მისი მშენებელი უნდა იყოს გუარამ დიდი. ვიაზროვნოთ ლოგიკურად და გონივრულად. ასეთი სტილის ტაძრები მე-7 საუკუნის შემდეგ აღარ შენდებოდა. მე-7 საუკუნის მეორე ნახევარში არაბთა ბატონობა მყარდება და ასეთი გრანდიოზული ტაძრების მშენებლობისთვის არავის არ ეცალა. არც მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში ნერსე კათალიკოსის დროს არ აშენებულა. გამორიცხვის მეთოდით გვრჩება მხოლოდ მე-6 საუკუნე. მე-6 საუკუნეში კი მოღვაწეობდა გუარამ დიდი. აი გამორიცხვის მეთოდით მხოლოდ გუარამ დიდი გვრჩება ხელში. დასკვნა ასეთია, ეს გრანდიოზული ტაძარი გუარამ დიდმა წამოიწყო. ეს ტაძარი შენდება გუარამ დიდის ანუ მეფის პირადი დომენის უკიდურეს სამხრეთ საზღვარზე, მდინარე ბანას მარჯვენა სანაპიროზე. მდინარე ბანას მარცხენა სანაპირო კი უკვე სამხრეთი ტაოა, რომელიც ბრანჯთა მხედართმთავრის ანუ ერისმთავრის პირადი ოლქია. ჩემი აზრით ეს ადგილი იმიტომ იქნა შერჩეული ამ მასშტაბური ტაძრის მშენებლობისთვის, რომ ის მდებარეობდა მეფის და ერისმთავრის პირადი ოლქების საზღვარზე. როგორც ჩანს გუარამი ითვალისწინებდა ერისმთავრის ინტერესებსაც ამ დროს და ტაძარს ფაქტიურად ერთად აშენებდნენ. ასეთი მრგვალი ფასადის ტაძრის სტილი მე-6 საუკუნის ტაო-კლარჯეთის არქიტექტურაა. ტაოელმა ქართველმა ხოლო შემდგომ სომხეთის კათალიკოსმა ნერსე 3-მა ბანას ტაძრის ანუ ტაო-კლარჯეთის მე-6 საუკუნის არქიტექტურა მე-7 საუკუნის პირველ ნახევარში სომხეთშიც შემოიღო და ააგო ზვარტნოცის ცნობილი ტაძარი. ნერსემ თავისი სამშობლოს ტაო-კლარჯეთის სტილი სომხეთშიც შემოიღო. მე-6 საუკუნის მეორე ნახევრის ბანას ტაძარი ტაო-კლარჯეთში და მე-7 საუკუნის პირველი ნახევრის ზვარტნოცის ტაძარი სომხეთში წარმოადგენს მე-6 საუკუნის ტაო-კლარჯეთის მრგვალი ტაძრის არქიტექტურულ სტილს. ბანას ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა მე-9-10 საუკუნეებში. მისი სახელწოდება "ბანა" უკავშირდება მდინარეს "ბანა", რომელიც მას ჩამოუდის. "ბანა" ინდოევროპულ-იბერიული ტერმინია და უკავშირდება წყალში ბანაობას. ბანას ტაძრის სტილში იყო აგებული ძველი იშხნის ტაძარი მე-7 საუკუნის 30-იან წლებში, რომელიც უფრო ადრეული "ბანას არქიტექტურის" გაგრძელებაა. იშხანის ძველი მრგვალი ტაძრის მშენებლობა დასრულდა მე-7 საუკუნის 30-იან წლებში, როცა ტაოს ეპისკოპოსი იყო ნერსე. იშხანის მშენებლობა უნდა დაწყებულიყო დაახლოებით 620 წელს და დასრულდა 30-იან წლებში. 641 წელს ნერსე სომხეტის კათალიკოსი გახდა და იქ წამოიწყო ზვარტნოცის მრგვალი ტაძრის მშენებლობა, რომელიც დასრულდა მე-7 საუკუნის 50-იან წლებში. აქედან გამომდინარე იშხანის ძველი მრგვალი ტაძარი დაახლოებით 20 წლით ადრე აიგო ვიდრე ზვარტნოცის მრგვალი ტაძარი. იმიტომ რომ ეს მრგვალი ტაძრები მე-6 საუკუნის ტაო-კლარჯეთის არქიტექტურის ერთ-ერთი სტილია. მე-6 საუკუნის ტაო-კლარჯეთში ანუ ბრანჯთა სამეფოში გავრცელებული იყო ორი ძირითადი არქიტექტურული სტილი. პირველი სტილია ბანას და ძველი იშხანის მრგვალი ტაძრების სტილი, ხოლო მეორე სტილია მცხეთის ჯვრის არქიტექტურა. რადგან იქ შენდება ისეთი გრანდიოზული ტიპის ჯვრის ფორმის ტაძარი როგორიც ბანაა ნიშნავს იმას, რომ ამ ტიპის ტაძრები იქ მე-6 საუკუნეში სხვაგანაც შენდებოდა. ჯვრის ფორმის ახალი სტილი მე-6 საუკუნეში შემოდის ბიზანტიიდან ბრანჯთა სამეფოში, ხოლო შემდგომ ბრანჯი წარმომავლობის ერისმთავრებმა გურგენმა, ჯოანშერმა და სტეფანოზმა გაავრცელეს ქართლის სამეფოშიც. ამ ბრანჯი ერისმთავრების მმართველობის დროს უნდა აშენებულიყო მცხეთის ჯვარი, ატენის სიონი და ძველი შუამთა. იქ ქართლში ბევრი ჩვენთვის უცნობი რეფორმები ჩატარდებოდა ყველა სფეროში. ასეთი სერიოზული რეფორმებისთვის სჭირდებოდა იქ გუარამს საკუთარი კაცი. ქართლის საერისმთავრო 562-627 წლებში იყო პოლიტიკური წარმონაქმნი, რომლის მმართველები ერისმთავრის ტიტულით გუარამ დიდის და მისი მემკვიდრეების ვასალები იყვნენ და სარგებლობდნენ ფართო ავტონომიური თვითმართველობით. ამ ვასალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე ისინი არ ღებულობდნენ მეფის ტიტულს და დიდი ავტონომიური წარმონაქმნის მმართველები იყვნენ. აი ამ დარღვევას ჩაეჭიდა მოგვიანებით ჰერაკლე კეისარი და კანონიერების და ხელშეკრულების პირობების დარღვევის საბაბით კოალიციური დიდი არმიით შემოდის აღმოსავლეთ საქართველოში. ეს იყო მხოლოდ ომის დაწყების საბაბი. აი ნამდვილი მიზეზი კი უნდა იყოს ის, რომ როგორც ჩანს ბრანჯთა სამეფომ უარი უთხრა ჰერაკლეს ირანის წინააღმდეგ სამხედრო დახმარებაზე. ჰერაკლე დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ირანს და ის ბუნებრივია, რომ სამხედრო დახმარებისთვის აუცილებლად მიმართავდა ბრანჯთა მეფეს. რადგანაც არც ერთ წყაროში არანაირი ცნობა არ არსებობს ბიზანტია-ირანის ომებში იბერიელთა მონაწილეობაზე ნიშნავს იმას, რომ იბერიელებმა ჰერაკლეს უარი უთხრეს სამხედრო დახმარებაზე. თუმცა კეისარი თუ მოისურვებდა დერეფანს მისცემდნენ იბერიაში. არც ბრანჯთა მეფეს და არც ქართლის ერისმთავარს არ ჰქონდათ არანაირი პოლიტიკური და ტერიტორიული პრობლემები სასანიდურ ირანთან და ამიტომ მათ უარი უთხრეს ჰერაკლეს სამხედრო ძალით დახმარებაზე. აი ამან განარისხა ჰერაკლე კეისარი და 627 წელს უზარმაზარი კოალიციური არმიით შემოდის აღმოსავლეთ საქართველოში. ამ შემოსვლის საბაბი კი არის 562 წლის ხელშეკრულების პირობების დარღვევა და ქართლის ძველი მეფეების შთამომავალთა დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენება. ყველა ეს ერთმანეთის ურთიერთგამომრიცხავი დეტალები იძლევა დასკვნის საფუზველს, რომ საქმე სულ სხვაგვარაადაა. ითვლება, რომ 562 წლის ზავი მომგებიანი იყო ბიზანტიისთვის. მაშინ რატომ გაუქმდა ბიზანტიის მიერ შექმნილი ლაზთა სამეფო და რატომ გადის ბიზანტია 562 წლის საზავო ხელშეკრულების შემდეგ დასავლეთ საქართველოდან და პლიუს აღმოსავლეთ ლაზეთიდანაც?. და რატომ გადადის ეს რეგიონები იბერიელების ხელში? ვინმეს შეუძლია ამიხსნას ეს?. ჩემი აზრით იმ ხელშეკრულების შინაარსი, რომელსაც ეწოდება 562 წლის "დარას ხელშეკრულება" არის "ფსევდო-ხელშეკრულება" და ძველი ისტორიკოსების ფალსიფიკაცია. რეალურ ხელშეკრულებაში, რომლის შინაარს ჩვენამდე არ მოუღწევია ეს ზავი ბიზანტიისთვის არა თუ მომგებიანი, არამედ პირიქით წამგებიანი იყო. ამ ზავით ბიზანტიამ დაკარგა დასავლეთ საქართველო და პლიუს აღმოსავლეთ ლაზეთიც, რომელიც გუარამ დიდმა შეიერთა. მხოლოდ 627 წელს ჰერაკლე კეისარმა თურქთა ხაკან ზიებილის დიდძალი არმიის დახმარებით შეძლო აღმოსავლეთ ლაზეთის და დასავლეთ სპერის უკან დაბრუნება. ხოლო დასავლეთ საქართველო მთლიანად კვლავ იბერიელთა მფლობელობაში დარჩა. მხოლოდ 650-იან წლებში არაბთა ლაშქრობების შემდეგ როცა გაუქმდა ბრანჯთა სამეფო ბიზანტიამ კვლავ აღადგინა თავისი ჰეგემონია დასავლეთ საქართველოზე და დაადგინა იქ საკუთარი ვასალი ბარნუკ 1 (660-670 წწ.). ეს იყო ეგრისის პირველი პატრიკიოზი და პირველი ბიზანტიის ვასალი მმართველი 562 წლის შემდეგ. 562 წლის შემდეგ ბიზანტიას ეგრისში არავინ დაუდგენია ერთი საუკუნის მანძილზე და მთელი ეს პერიოდი ეგრისი იბერიელთა მფლობელობაში იყო. აი ამიტომ არის მთელი ერთი საუკუნე რომ არ ჩანდა ეგრისში ბიზანტია და მისი ვასალი მმართველები. და თუ რატომ არ ჩანდნენ ამაზე თუ დაფიქრებულა ვინმე?. ზოგადად ბიზანტიის და ირანის იმპერიების ისტორიოგრაფიას ქონდა ასეთი ტენდენცია, რომ სამყაროში მხოლოდ ორი ძალა არსებობს, რომელთაც შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. მათი იდეოლოგიით ეს ორი ძალაა ირანის იმპერია და ბიზანტიის იმპერია. ისინი რეალურ ძალად აღიარებდნენ მხოლოდ ერთმანეთს. ხოლო სხვები კი ან მათი ვასალები არიან და ან უკეთეს შემთხვევაში "აღარ არსებობენ" (ისინი "ბრანჯთა სამეფოს" სხვებთან შედარებით პრივილეგირებულ სტატუსში ამყოფებდნენ ანუ "აღარ არსებობს". როცა 140 წელს ქართლის სამეფოში დასრულდა რომის პოლიტიკური გავლენა და რომმა იქ აღიარა ბრანჯთა მეფის ფარსმან ავაზის ჰეგემონია, ქართლის სამეფოც გაქრა რომაული წყაროებიდან და მთელი 240 წლის განმავლობაში ქართლის სამეფოც "აღარ არსებობდა" რომაულ წყაროებში. 140 წლამდე კი როცა ქართლი რომის ვასალი იყო ის ხშირად მოიხსენიებოდა რომაულ წყაროებში. როგორც კი მე-4 საუკუნის 70-იან წლებში ვარაზ-ბაკურმა თავი ირანის ვასალად აღიარა ქართლის სამეფო და მისი მეფე ვარაზ-ბაკური რომაულად "ასპაკურეს" და მისი წინამორბედი მეფე "საურმაგი" რომაულად "საურომაკეს" მაშივე ჩნდებიან რომაულ წყაროში ). ამიტომ მათი ისტორიოგრაფიის მორგება ხდებოდა ამ იდეოლოგიაზე. ამ იდეოლოგიით გაბრუებული მათი ისტორიკოსები ქმნიდნენ არარეალურ "ფსევდო-ისტორიას" და იგონებდნენ "ფსევდო-საზავო ხელშეკრულებებს". ჩვენამდე მოღწეული 562 წლის "დარას ხელშეკრულება"-ც (fifty-year peace treaty) ერთ-ერთი ფსევდო-ხელშეკრულებაა. ნამდვილ ხელშეკრულებას ჩვენამდე არ მოუღწევია (უფრო გასაგებ და "ხალხურ" ენაზე რომ ვისაუბროთ, როცა ჩხუბში ადამიანს "ყბებს მოუნგრევენ" მას ამისი გახსენება აღარ სიამოვნებს და დავიწყებას ცდილობს. ასე ხდებოდა ზოგჯერ ისტორიოგრაფიაშიც). ასეთ "ფსევდო-ხელშეკრულებებს" ისინი გამოიყენებდნენ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვისაც საჭიროების შემთხვევაში. მოკლედ არსებობს ორი ისტორია, ერტი ეს არის რეალური ისტორია, ხოლო მეორე არის ფსევდო-ისტორია. ეს ორი ისტორია ისეა ერთმანეთში აზელილი და გადახლართული, რომ ძალიან რთულია გაერკვე თუ რომელია რეალური და რომელია ფსევდო-ისტორია. ამ ამბების შემდეგ ასპარეზზე გამოჩნდა ახალი ძალა არაბები, რომლებმაც სასტიკად დაამარცხეს როგორც ბიზანტიელები ისე ირანელები. მათ გააუქმეს ირანის უზარმაზარი სამეფო და შეიერთეს. ბიზანტიას ჩამოაჭრეს აღმოსავლეთ პროვინციები. მათ დაიკავეს და თავიანთ ვასალად აქციეს ამიერკავკასიის ქვეყნები სომხეთი, ქართლის სამეფო და ალბანეთი. ამის შემდგომ როგორც ჩანს სამხრეთ საქართველოს ჯერიც დადგა. ბრანჯთა სამეფო მარტო იყო დარჩენილი. ჩრდილოეთით ხაზარებთან ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ, ბიზანტიელებთანაც არ იყვნენ კარგ დამოკიდებულობაში. ქართლის სამეფო არაბთა მორჩილი გახდა. სომხეთი და ალბანეთი არაბებს ემორჩილებოდა. ირანი არაბებს ემორჩილებოდა. ამ რადიკალურად შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა პროცესებმა და არაბთა თავბრუდამხვევმა საომარმა წარმატებებმა ფსიქოლოგიურადაც უარყოფითად იმოქმედა მარტოდ დარჩენილ ბრანჯთა სამეფოზე. რეგიონში არაბთა გამოჩენის შემდეგ მომხდარმა უდიდესმა გეოპოლიტიკურმა კატაკლიზმებმა და ცვლილებებმა ბრანჯთა მეფეები დააყენა ორი არჩევანის წინაშე: 1. მათ მორჩილება უნდა გამოეცხადებიათ არაბთა უზარმაზარი სახელმწიფოსთვის და მათი ვასალები გამხდარიყვნენ, და 2. მათ უნდა დაეტოვებიათ დროებით მაინც ქვეყანა და ემიგრაციაში წასულიყვნენ. თავიანთი 1 000 წლოვანი სრულიად დამოუკიდებელი მმართველობიდან გამომდინარე ბრანჯთა სამეფო დინასტიას საკუთარი თავი ვერ წარმოედგინა სხვის ვასალად და მორჩილად და ამიტომ ბიზანტიაში წასვლა არჩიეს ემიგრაციაში. მათ რომ დაეწყოთ არაბთა წინააღმდეგ ხანგრძლივი და თავდაცვითი ომი ბუნებრივია გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი შეძლებდნენ ძლიერი წინააღმდეგობის გაწევას და არაბთა დროებით შეჩერებას, მაგრამ ამას მოყვებოდა არაბთა ახალ-ახალი შემოსევები სამხრეთ საქართველოში. ამას მოყვებოდა მოსახლეობის დარბევა და განადგურება. ადრე თუ გვიან არაბები მაინც დაიკავებდნენ სამხრეთ საქართველოში ლოკალიზებულ ბრანჯთა სამეფოს. ეს ესმოდათ ბრანჯთა სამეფოს დინასტიაში და საკუთარი ხელისუფლების შენარჩუნებისთვის უაზრო ბრძოლას არ შეაწყვიტეს მოსახლეობა. ისინი ალბათ ფიქრობდნენ რომ მომავალში შეიცვლებოდა სიტუაცია და შეძლებდნენ დაბრუნებას სამეფოში, მაგრამ არაბები რეგიონში ხანგრძლივად დარჩნენ. ამით დასრულდა მე-7 საუკუნის 50-იან წლებში ბრანჯთა (იგივე "ქართველთა სამეფო"- ს) არსებობა. სამყაროში მუდმივი არაფერია და ყველაფერს აქვს როგორც დასაწყისი ისე დასასრულიც. რომ არა ჰერაკლე კეისრისა და თურქთა ხაკან ზიებილის (ზაბულონის) გაერთიანებული ომები იბერიაში ჩემი ვარაუდით ძლიერი ბრანჯთა სამეფო და მისი მოკავშირე ქართლის ერისმთავარი თავიანთი გაერთიანებული დაახლოებით 100 000 -ანი ჯარებით შეძლებდნენ არაბთა უკუგდებას. ყოველ შემთხვევაში ამისი დიდი შანსები იყო. ჰერაკლე კეისრის მიერ აღმოსავლეთში გატარებულმა სამხედრო-პოლიტიკურმა მოქმედებებმა დაასუსტა იბერიელებიც და ირანელებიც. ამით კი არაბებს გაუადვილდათ ირანის და ამიერკავკასიის ქვეყნების დამორჩილება. აი ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა ერთობლიობაში მიგვიყვანეს ბრანჯთა სამეფოს გაუქმებამდე. : : : : : დამატება. ამ თემაში შევეხეთ რამდენიმე ბრწყინვალე და მასშტაბურ ქართულ ტაძრებს. საქართველოში უამრავი მშვენიერი ტაძრებია. თავისი მასშტაბებით კი გამორჩეული იყო 5 ტაძარი, ესენია: 1. ბანას ტაძარი, აშენებულია მე-6 საუკუნეში გუარამ დიდის მიერ. 2. სვეტიცხოველი აშენებულია მელქისედეკ კათალიკოსის მიერ მე-11 საუკუნეში. 3. ალავერდის ტაძარი, აშენებულია კახეთის მეფე კვირიკეს მიერ მე-11 საუკუნეში. 4. ბაგრატის ტაძარი, აშენებულია მე-11 საუკუნეში საქართველოს მეფე ბაგრატ 3-ის მიერ. 5. ოშკის ტაძარი, აშენებულია მე-10 საუკუნეში ტაოს მხედართმთავრების "ჩორდვანელების" პირად კერძო მამულში, თორთომის პროვინციაში და მათი საგვარეულო ტაძარი იყო. მშენებლობაში ეხმარებოდნენ ტაოს ბაგრატიონები. მშენებლობას მეთაურობდა გრიგოლ ოშკელი, რომელიც ტაოს მხედართმთავრების საგვარეულოს ერთ-ერთი უმცროსი წარმომადგენელი უნდა იყოს, სასულიერო პირი. ოშკი დიდი მასშტაბის ტაძარი იყო. მინაშენებისს გარეშე მისი სიგრძე - 38,5 მეტრია, ხოლო სიგანე შუა ნაწილში 36 მეტრი. ხოლო სიმაღლე 40 მეტრი (რა თქმა უნდა ჯვრის გარეშე). თუ მინაშენებსაც მივუმატებთ მაშინ ტაძრის ზომები კიდევ უფრო იზრდება. მისი არქიტექტურა ბრწყინვალე და დიდებულია. თვითონ სახელწოდება "ოშკი" უნდა უკავშირდებოდეს ქართულ ტერმინს "(კ)ოშკი" ანუ "ციხე". ადრეულ უძველეს ქართულ ენაში შესაძლებელია იხმარებოდა როგორც "კოშკი" ასევე შემოკლებით "ოშკი". ტერმინები "კოშკი" koshk და "ოშკი" oshk ინდოევროპულ-იბერიული ტერმინებია და ენათესავება ისლანდიურ-გერმანულ-ნორვეგიულ kassa, kasten, eske (ყუთი), ძველი რუსული ask, თანამედროვე სლავური iashik. ამ ტერმინების მონათესავე ტერმინებია რომანულ ენებშიც. უძველესი ინდოევროპელები ამ ტერმინს უწოდებდნენ "ყუთს", ქვებისგან დამზადებულ სარკოფაგს და ასე შემდეგ. მას შემდეგ რაც პროტო-იბერიელებმა დაიწყეს ციხეების და კოშკების მშენებლობა მათ ეს ტერმინები koshk და oshk უწოდეს ციხე-კოშკებს. კოშკებიც ხომ ერთგვარი "დიდი მასშტაბების ყუთებს" გავდა. აი ამ ინდოევროპულ-იბერიული უძველესი ტერმინებიდან იღებს სათავეს სახელწოდება "ოშკი". რაც შეეხება ბანას ტაძარს რთულია მისი ზუსტი კონსტრუქციის აღდგენა. როცა ცილინდრის ფორმის გუმბათის სიმაღლე დაახლოებით 23 მეტრია მისი დიამეტრი ჩემი ვარაუდით დაახლოებით მინიმუმ 16-18 მეტრი მაინც უნდა ყოფილიყო. აი ასეთი მაშშტაბის უნდა ყოფილიყო ბანას გუმბათი, რომელსაც კარლ კოხმა უწოდა "უზარმაზარი გუმბათი". მე-19 საუკუნის გერმანელ მეცნიერს ტაძრის გუმბათით ვერ გააკვირვებ, ამიტომ რადგან ის უწოდებს "უზარმაზარ გუმბათს" ნიშნავს იმას, რომ ის მართლა უზარმაზარი მასშტაბების იყო სიმაღლეშიც და სიგანეშიც დაახლოებით 23 X 18 მეტრი (დაახლოებით წარმომიდგენია თუ როგორ გამოიყურებოდა ამ ტაძრის კორპუსი გარედან). ამ დიდი მასშტაბების ტაძრების სიას მოყვება აგრეთვე გელათის ტაძარი, აშენებულია დავით აღმაშენებლის მიერ მე-12 საუკუნეში, ხახულის ტაძარი, რომელიც აშენებულია მე-10 საუკუნეში ტაოს მხედართმთავრების პირად მამულში, თორთომის პროვინციაში. მართალია ჩვენ არ მოგვეპოვება დამადასტურებელი პირდაპირი ფაქტები, მაგრამ დიდი მასშტაბების ტაძრების სიაში უეჭველად იყო იშხანის ძველი მრგვალი ფორმის ტაძარიც, აგებული მე-7 საუკუნის 20-30-იან წლებში ტაოს ეპისკოპოს ნერსეს მიერ. ძველი იშხანის ტაძრის სავარაუდო დიამეტრი იყო ალბათ 32-35 მეტრი, ხოლო სიმაღლე სავარაუდოდ 35-40 მეტრი. ეს სამი ტაძარი - გელათი, ხახული და ძველი იშხანი დაახლოებით ერთნაირი მასშტაბების ტაძრების კატეგორიაში გადიოდა. იშხანის ძველი ტაძარი მთლიანად იქნა დანგრეული არაბების მიერ მურვან-ყრუს შემოსევის დროს, ხოლო ბანას ტაძარი არაბებმა დააზიანეს, მაგრამ დანგრევას გადაურჩა. ბანას დაზიანებულ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა მე-9-10 საუკუნეებში. მე-10 საუკუნეში ტაოს მხედართმთავრების საგვარეულოს "ჩორდვანელთა" წარმომადგენლებმა საბერძნეთში ააგეს ათონის განთქმული ივერთა მონასტერი. ტაოს მხედართმთავართა რეზიდენციები მდებარეობდა მათ პირად მამულში და მფლობელობაში თორთომის პროვინციაში. ხოლო ტაოს ბაგრატიონების რეზიდენცია მდებარეობდა ოლთისში. აბა დავაკვირდეთ ოშკის და ხახულის გრანდიოზული ტაძრები შენდება თორთომის პროვინციაში, უძლიერესი ციხესიმაგრე ტაოში შენდება თორთომის პროვინციაში, ტაოს მხედართმთავრების პირად მამულში. ათონის ივერთა მონასტერს აშენებენ ტაოს მხედართმთავართა საგვარეულოს წარმომადგენლები. ბრძოლებში ლაშქარს მხედართმთავრობენ ტაოს მხედართმთავართა საგვარეულოს წარმომადგენლები. ეს ფაქტები მეტყველებს შემდეგ რამეს, რომ სამხრეთ ტაოში დე-ფაქტო ძალაუფლება თორთომის მხედართმთავრების საგვარეულოს წარმომადგენელთა ხელში იყო და მათ ბაგრატიონების სამეფო დინასტია სჭირდებოდათ ხელისუფლების და მმართველობის სიმბოლოდ და ატრიბუტად. რატომ უნდა გამოელაშქრა ბაგრატ 3-ს დავით კურაპალატის წინააღმდეგ როცა უშვილო დავითმა ის თავის მემკვიდრედ გამოაცხადა? ძალიან უცნაურია, მაგრამ აქ სხვა რამესთან უნდა გვქონდეს საქმე. რეალურად ბაგრატმა გამოილაშქრა არა დავით კურაპალატის წინააღმდეგ, არამედ ტაოს მხედართმთავრების ძალაუფლების წინააღმდეგ. ბაგრატს ახასიათებდა ვერაგობა, მაგრამ ის გიჟი ნამდვილად არ იყო და საკმაოდ ეშმაკი ადამიანი იყო. როგორც ჩანს ტაოს მხედართმთავრებმა, რომლებიც თავიდან დავით კურაპალატთან ერთად მხარს უჭერდნენ ბაგრატს და ის გაამეფეს, შემდეგ მიხვდნენ, რომ გაძლიერებული ბაგრატის ტაოში შემოსვლა მათ უპირობო განადგურებას უდრიდა. ამიტომ მათ აიძულეს დავით კურაპალატი, რომ ბაგრატი ამოეშალა მისი მემკვიდრეობიდან. დავითიც იძულებული შეიქმნა შეესრულებია მათი მოთხოვნა და ბაგრატის მემკვიდრეობა გააუქმა. ბაგრატმა სცადა ძალის გამოყენებით მიეღო წართმეული მემკვიდრეობა, მაგრამ გადამწყვეტ ბრძოლაში ჩაბმა ვერ გაბედა, შეეშინდა და უკან დაიხია. აი ეს არის დავითისა და ბაგრატის ძალიან უცნაური და გაუგებარი კონფლიქტის რეალური შინაარსი. ტაოს მხედართმთავრები ანტიკური ბრანჯთა სამეფოს მხედართმთავრების ბივრიტიანების დიდი საგვარეულოს ფესვებზე აღმოცენებული ახალი საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ. ეს ახალი საგვარეულო ბივრიტიანების საგვარეულოს ის შტოა, რომელიც დამკვიდრდა თორთომის ხეობის ჩრდილოეთ რაიონში და გაძლიერდა მე-8-9-10 საუკუნეებში. მათ მთელი თორთომის ხეობა თავიანთ მფლობელობაში მოაქციეს და შესაბამისად ამ ახალი შტოს ხელში აღმოჩნდა ტაოს მხედართმთავრობის პრეროგატივა და უფლებები. ჩემი აზრით ძველი ბივრიტიანების დიდი შტო არ გამქრალა. უბრალოდ ისინი პოლიტიკურად დაქვეითდნენ და გადაიქცნენ ხახულარების საგვარეულოდ. ისინი რჩებიან თავიანთ რეზიდენციაში. მათ ააგეს ხახულის ტაძარი და გახდნენ ხახულარები. მათ აღიარეს ახალი შტოს უზენაესობა და მეთაურობა და მათ დაექვემდებარნენ იერარქიულად. მსგავსი მშვიდობიანი ცვლილებები თორთომის ხეობაში ბივრიტიანების სხვადასხვა შტოებს შორის უფრო ადრეც, ანტიკური ბრანჯთა სამეფოს ეპოქაშიც რამდენჯერმე უეჭველად იქნებოდა. ამ ცვლილებებით ბივრიტიანების ერთ-ერთი შტოს მეთაურობას ცვლიდა რომელიღაც მეორე შტოს მეთაურობა. ცვლილებების შემდეგ ახალი მხედართმთავრის შტოს მეთაურობას აღიარებდნენ სხვა შტოები და მას ემორჩილებოდნენ და ერთმანეთს გვერდში ედგნენ. ერთმანეთის აღიარება და გვერდში დგომა მათი სიძლიერის საფუძველი იყო. ცნობების არარსებობის გამო რთულია ზუსტი სურათის აღდგენა თუ როგორ ხდებოდა ახალი მხედარტმთავრის დადგენა ბრანჯთა სამეფოში. ეს დაახლოებით ასე უნდა მომხდარიყო. მხედართმთავრის გარდაცვალების შემდეგ თორთომში იკრიბებოდნენ თორთომის ხეობის ბივრიტიანთა სხვადასხვა შტოების წარმომადგენელი ფეოდალები და ბრანჯთა სამეფოს სამხედრო ოლქების სარდლები. აქ იმართებოდა ერთგვარი "არჩევნები" სადაც ხმათა უმრავლესობით ირჩევდნენ თვითონ პროვინციის სახელი "თორთომი" ინდოევროპულ-იბერიულია და ითარგმნება როგორც "თორის ტომი" ანუ "თორის ხალხი". "თორ" (tor) იბერიელთა ერთ-ერთი წარმართული მეომართა მფარველი ღმერთი იყო. ამ ღმერთის სახელისგან წარმოსდგა ხეობის სახელი "თორ-ტომ" ანუ "თორ-თომ" ანუ "თორის ხალხი", tor-tom. ანტიკურ ბრანჯთა სამეფოში თორთომის ხეობაში მდებარეობდა ბრანჯთა სამეფოს მხედართმთავრების რეზიდენციები. ამიტომ ამ ხეობის მეომრები ამაყობდნე ამ ფაქტით და თავიანთ თავს "თორის ხალხს", "თორის რჩეულ მეომრებს" უწოდებდნენ. ხოლო დასავლეთ საქართველოს ძველი იბერიული სახელწოდება "ეგრისი" ანუ "ეგერ-ისი" ასევე ინდოევროპულ-იბერიული ტერმინია. ამ ტერმინის ფუძეა იბერიული "ეგერ". მეგრულ ენაში "გერ" ეწოდება გარეულ ცხოველს "მგელს". ეს ცხოველი ძველ ქართველებში ტოტემური ცხოველი იყო. ვახტანგ გორგასალი მგლისსახიან მუზარადს ატარებდა. ირანელებმა საქართველოს უწოდეს "გურგისტან" ანუ "მგლების ქვეყანა". მეგრულ ენაში "გერ" ძლიერი ადამიანის სინონიმია. ამიტომაც დასავლეთ საქართველოს იბერთა ტომს უზველეს დროში შეარქვეს "ე-გერ" ანუ "მგლები". ხოლო რეგიონს "ეგერის" ანუ "მგლების ქვეყანა". მეგრული "გერ" ger და ინგლისური grey ერთიდაიგივე ტერმინებია და ეწოდება გარეულ ცხოველს "მგელს". ჩემი მოსაზრებით ანტიკურ ეპოქაში სამხრეთ საქართველოს მოსახლეობა ორ-ენოვანი იყო. ოფიციალურ სამწერლობო ენას წარმოადგენდა "ძველი ქართული ენა", რომელიც წარმოიშვა იბერიის ნახევარკუნძულზე ინდოევროპული ენისა და ადგილობრივი უცნობი არაინდოევროპული ენის სინთეზით. ხოლო მეორე ენა იყო ინდოევროპული "ბრანჯთა ენა", რომელიც არ იყო სამწერლობო ენა, მაგრამ მოსახლეობა იყენებდა ყოფა-ცხოვრებაში. ეს ის ინდოევროპული ენაა რომელიც შუა საუკუნეების მატიანეშია მოხსენიებული, როგორც "ბრანჯთა ენა". ამ უცხო ენის გამო უწოდებდა სომეხი ისტორიკოსი მოსე ხორენაცი ტაოს და კარის(ვანანდის) ანტიკურ მოსახლეობას უცხო-ტომელ "ბულგარებს". მოსე ხორენაცმა იცოდა, რომ სამხრეთ საქართველოში ისტორიული ტაოს და კარის ოლქებში ანტიკურ ეპოქაში ცხოვრობდა უცხო მოდგმის ხალხი, რომელიც საუბრობდა რაღაც უცნაურ ენაზე. ეს ენა იყო ინდოევროპული "ბრანჯთა ენა". დღევანდელი სამეგრელოს მოსახლეობა დღესაც და ძველ დროშიც ორენოვანი იყო და ფლობდა ოფიციალურ სამწერლობო ქართულ ენას და არაოფიციალურ საყოფაცხოვრებო, შინაურულ მეგრულ ენას. ასეთი მდგომარეობა იყო ანტიკურ ეპოქაში სამხრეთ საქართველოშიც. ამის გამო იყო, რომ იქ სამხრეტ საქართველოში საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით უფრო იყო გავრცელებული ინდოევროპულ-იბერიული ტოპონიმები. შემდგომ ოფიციალურმა სამწერლობო ენამ თანდათან განდევნა არაოფიციალური "ბრანჯთა ენა", რომელიც დაივიწყა მოსახლეობამ, მაგრამ მისი არსებობის შესახებ ცნობები შემოინახა ქართულმა და სომხურმა მატიანეებმა. ამ ორენოვნების გამო ეწოდებოდა ამ იბერიულ სამეფოს ხან "ბრანჯთა სამეფო", და ხან კიდევ "ქართველთა სამეფო". და ბოლოს შევეხოთ ისტორიული "ჰერეთის", "ჰერების" წარმოშობის "პრობლემას". თვითონ ტერმინი ამბობს ყველაფერს. "ჰერი" heri იგივეა რაც "ერი" eri და ნიშნავს იბერიულ ლაშქარს და მოსახლეობას. ნათესაობაშია ძველ-გერმანულ ტერმინებთან herr, herri (ლაშქარი). "ჰერ-ეთი" კი "ჰერების" მხარეა. შუა საუკუნეების "ჰერეთი" მოიცავდა დღევანდელი კახეთის ზოგიერთ აღმოსავლეთ რაიონს და დღევანდელი აზერბაიჯანის ზოგიერთ რაიონს რომელიც ესაზღვრება დღევანდელ კახეთის რეგიონს. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ზაქათალას და კახის რაიონებში მდებარე მამრუხის, ყუმის და ლექართის ძველი ტაძრები ამ ისტორიული ჰერების მემკვიდრეობაა. . ანტიკური ჰერეთის შემადგენლობაში შედიოდა დღევანდელი აზერბაიჯანის ბელაქანის, ზაქათალას და კახის რაიონები, აგრეთვე დღევანდელი კახეთის მხარის დედოფლისწყაროს რაიონის სამხრეთით მდებარე აზერბაიჯანის ტერიტორია მდინარე მტკვრამდე. საქართველოს მხრიდან ანტიკური ჰერეთის შემადგენლობაში შედიოდა სიღნაღის რაიონის აღმოსავლეთი ნაწილი, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონები. ტერმინი "ალბანეთი" (albania) ლათინური წარმოსობისაა. ამ ქვეყნის ადგილობრივი უძველესი სახელწოდებაა "არან" aran, გვიანდელი ბერძნული წყაროები უწოდებდნენ "არიანა" ariana. ეს "არან" და "არიანა" კი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინებია. ამ ქვეყნის უძველესი მოსახლეობა კავკასიური წარმოშობის იყო და ენათესავებოდა დაღესტნურ ტომებს. კავკასიაში ინდოევროპელი იბერების გადმოსახლების შემდეგ იბერიელთა ერთ-ერთი ჯგუფი შედის ამ ტერიტორიაზე და გაბატონდა ადგილობრივ მოსახლეობაზე. ამ იბერიულმა არისტოკრატიამ ამ ახალ შექმნილ სამეფოს უწოდა საკუთარი სახელი "არიან", "არან". ტერმინი "არიან" ყველა იინდოევროპულ-იბერიული ტომების ზოგადი სახელწოდება იყო. ამ ახალი სამეფოს არისტოკრატიულ ფენებში დომინირებდა იბერიული ეთნიკური ელემენტი, ხოლო მოსახლეობის დაბალ სოციალურ ფენებში დომინირებდა ადგილობრივი კავკასიური ეთნიკური ელემენტი. აქ მოსახლეობის უმრავლესობას არ წარმოადგენდა იბერიული ეთნიკური ელემენტი ამიტომ შესაძლებელია მომხდარიყო ამ შემოსული იბერიული ეთნიკური ელემენტის ასიმილაცია. თუმცა ქვეყნის ადგილობრივ სახელწოდებად მაინც დარჩა იბერიული ტერმინი "არიან", 'არან". ინდოევროპელ-იბერთა დაარსებულია ალბანეთის ერთ-ერთი დედაქალაქი ქალაქი "ბარდავი" (ბარდა). ტერმინის ფუძეა იბერიული "ბარდ"(bard) რომელიც ნიშნავს ერთმანეთში გადახლართულ ეკლიან-ბუჩქნარიან ტერიტორიას. ენათესავება ინგლისურ ტერმინს burr ("ბარ", რომელიც ნიშნავს "ეკალი"). ამ ინდოევროპულ-იბერიული ტერმინიდან "ბარდ" იღებს აგრეთვე სათავეს ისტორიულ ტაოში მდებარე იბერიული ციხესიმაგრე და პროვინცია "ბარდისი" bardis (ნიშნავს "ეკალ-ბუჩქნარიან" ტერიტორიას). სომხები ტაოს ამ პროვინციას სომხურად უწოდებდნენ "პარტიზ-აცფორ" (partiz-acfor). ისტორიული ალბანეთის ტერიტორიაზე ასევე ინდოევროპელ-იბერთა მიერ არის დაარსებული ქალაქი "შირვანი", "შარვანი". ეს ტოპონიმი იბერიულ ენაზე ნიშნავს "ჩხუბის ადგილს"("შარ" არის "ჩხუბი" და "ვან" დასახლება). როგორც ჩანს ალბანეთი ორ დიდ პოლიტიკურ ერთეულად იყოფოდა. ერთი იყო "შარვანი" ჩრდილოეთით და მეორე "არანი" (არიან) სამხრეთით. ორივე პოლიტიკური ერთეულების სახელწოდებები იბერიული ტოპონიმებია. "შარვანიც" ასევე იყო "არან", "არიან", რომელიც მოგვიანებით ცალკე გამოეყო და ხდება "შარვან". ამ ტერმინის უძველესი ფორმაა "შარვან". ხოლო "შირვან" უფრო გვიანდელი ტერმინია. იბერიული ტოპონიმია არანის ერთ-ერთი ოლქი "გარდმანი" იგივე "ქართმანიკი". უძველესი იბერიული სახელწოდება უნდა ყოფილიყო "ქართ-მან" ("ქართ" იბერიული მითოლოგიური სახელი და ტერმინია და "მან" არის "კაცი"). "ქართ-მან" იყო ადამიანის პირადი სახელი, როგორც მაგალითად "ქართ-ლოს", "ქართ-ამ". ამ იბერიელმა ქართმანმა დაარსა ციხესიმაგრე , რომელსაც ეწოდა მისი სახელი. შემდგომ ციხესიმაგრის და დასახლების სახელწოდება გავრცელდა მთელ ოლქზე. "გარდმან" ამ ტერმინის გვიანდელი სომხური ვარიანტია. ალბანური "გარდმან-ქართმან" სხვაა და ქართლის სამეფოს პროვინცია "გარდაბანი" სხვაა და მათ ცალ-ცალკე დამოუკიდებელი წარმომავლობა აქვთ. იბერიული ტოპონიმია ისტორიული არანის ქალაქი და ციხესიმაგრე "შამქორი". მისი უძველესი ფორმა უნდა იყოს "სამ-ქორი" ანუ "სამი ქორი". ეს იბერიული "სამქორი" დროთა განმავლობაში განიცდის მცირე ცვლილებას და ხდება "შამქორი". "ფარისოს" ციხესიმაგრე არანის ალბანეთში, "გარდმანის" რაიონში. მისი უძველესი იბერიული ფორმა უნდა იყოს "ფარისი", რომელიც ნიშნავს "დამცველს". ამ რაიონს ეწოდებოდა "ფარნესი", რომლის უძველესი იბერიული ფორმა უნდა იყოს "ფარნისი" რომელიც ნიშნავს "დამცველებს" მრავლობით რიცხვში. ეს არანის სამხრეთი საზღვრისპირა რაიონი იყო და ამიტომაც უწოდეს არანის იბერებმა "ფარის" და "ფარნის" ანუ "მცველები". გადმოსახლებული იბერები აქ აშენებდნენ ციხესიმაგრეებს, რომლებსაც არქმევდნენ იბერიულ სახელებს. ეს ანტიკური ეპოქის ტოპონიმები გადმოდის შუა საუკუნეებშიც. ბუნებრივია იქ პარარლელურად არსებობდა ადგილობრივი უძველესი ტოპონიმებიც "უტიკი", გარგარიკი", "საკასენა" და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ტოპონიმები რეალურ ეთნიკურ სურათს არ ქმნიდნენ და მხოლოდ გეოგრაფიულ ტოპონიმებს წარმოადგენდნენ. ამრიგად ანტიკური ალბანეთის სამეფოს ფორმირებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა აქ შემოსულმა ინდოევროპულ-იბერიულმა ეთნიკურმა ელემენტმა. ამისი გამოძახილია 1-2 საუკუნეების გეოგრაფის დიონისე პერიეგეტის ცნობა: "შავ და კასპიის ზღვებს შორის ცხოვრობენ იბერები, რომლებიც ოდესღაც მოვიდნენ პირენეებიდან და სასტიკი ომი აუტეხეს ჰირკანებს". "ჰირკანიაში" ანუ კასპიის ზღვის რაიონში მიმდინარე საომარი კამპანიის შემდეგ დაიკავეს იბერიელებმა ისტორიული ალბანეთის ტერიტორიები და შექმნეს იქ იბერიული "არიან" (შარვანი და არანი). ისტორიული ალბანეთის ტერიტორიაზე შემოდის ორი იბერიული ჯგუფი. სამხრეთის "ქართმანის" ჯგუფი" უნდა იყოს ქართლის ტომის ერთ- ერთ განშტოება. ხოლო მეორე ჩრდილოეთის "შარვანის ჯგუფი" უნდა იყოს ეგრისის ტომის განშტოება. ამ სამხრეთის "არანის იბერთა ჯგუფის" სარდალი უნდა ყოფილიყო ვინმე "ქართმან", რომლის სახელსაც უკავშირდება ციხესიმაგრე "ქართმან". დიდი ალბათობით არანის ოლქებიდან გამოსული დაქირავებული იბერიელი მხედრები იყვნენ ის მეომრები, რომლებსაც სტრაბონი მოიხსენიებდა სომხეთის მეფის ტიგრან 2-ის არმიაში. წლების წინ ვვარაუდობდი, რომ ეს მეომრები ტაოდან იყვნენ. უფრო რეალურია სტრაბონის მიერ მოხსენიებულ დაქირავებულ იბერიელებში ვიგულისხმოთ ანტიკური არანის ოლქებში მცხოვრები იბერიელი მხედრები. დიახ ანტიკური არანის იბერიული წარმოშობის მოსახლეობა ამარაგებდა ტიგრან 2-ის არმიას დაქირავებული პროფესიონალი მხედრებით. მოგვიანებით სასანიდური ირანის ეპოქაში იქ არშაკიდების დინასტია შემოდის. პირველი არშაკიდი მეფე იყო "ვაჩაგან 1" (3-4 საუკუნეების მიჯნა). ამ დროს უნდა დასრულებულიყო ალბანეთში იბერიული ძველი დინასტიების წარმომადგენელთა მმართველობა. ამ იბერიული ძველი დინასტიების წარმომადგენელი იყო ალბანეთის ერთ-ერთი მეფე "პორასმან", რომლის ადგილობრივი იბერიული სახელია "ფარსმან", რომელიც მეფობდა მე-3 საუკუნის ბოლოს. ამ ალბანეთის მეფე ფარსმანის შემდეგ ალბანეთის ხელისუფლებაში მოდიან არშაკიდები. ანტიკური ალბანეთი(არანი და შარვანი) მრავალეროვნული ქვეყანა იყო. არანის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა: იბერიული ეთნიკური ელემენტი ( ძირითადად ცხოვრობდა შამქორის, გარდმანის, გეტაშენის, ფარისოს-ფარნესის ანუ იბერიულ ენაზე იგივე "ფარის-ფარნისის", საკასენას(იბერიულად "შაკაშენი") და ბარდავის ოლქები, ეთნიკური პროცენტული რაოდენობა დაახლოებით 40%), ადგილობრივი კავკასიური ელემენტი(უტიები, გარგარები) დაახლოებით 30%. სომხური ელემენტი (არცახი, ტიგრანაკერტი, დაახლოებით 20%), საკები(სარმატები) დაახლოებით 10%. შარვანის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა დაახლოებით ასეთი იყო: იბერიელები დაახლოებით 40%, ადგილობრივი კავკასიელები დაახლოებით 40%, ყველა დანარჩენი დაახლოებით 20%. ორივე ალბანური პოლიტიკური ერთეულის გაერთიანებული ფართობი დაახლოებით 45 000 კვადრატული კილომეტრი იყო (აქედან დაახლოებიტ 25 000 კვადრატული კილომეტრი არანის ტერიტორიაა, ხოლო დაახლოებით 20 000 კვადრატული კილომეტრი იყო შარვანი). როცა პომპეუსი ალბანეთის ლაშქარს ებრძოდა მის წინააღმდეგ იდგა ალბანელთა 40 000 მხედარი. ეს ნიშნავს იმას, რომ პომპეუსს ებრძოდა ალბანთა გაერთიანებული 40 000-იანი მხედრობა. მხოლოდ ერთიან ალბანეთს შეეძლო საყოველთაო მობილიზაციის შემდეგ გამოეყვანა 40 000-იანი ლაშქარი. ესეიგი მთელი ალბანეთი დამოუკიდებელი იყო და საყოველთაო მობილიზაციის დროს გამოყავდათ 40 000 მხედარი . აქედან გამომდინარე ცნობა, რომ თითქოს "არანი" ტიგრან 2-ის სახელმწიფოს შემადგენლობაში შედიოდა არარეალურია. არანი მხოლოდ დაქირავებული მხედრებით ეხმარებოდა ტიგრან 2-ს. არანი ტერიტორიულად უფრო დიდი ერთეული იყო ვიდრე შარვანი (თუ არანს გამოვაკლებთ მაშინ ალბანეთისგან ფაქტიურად არაფერი რჩება) . არანის იბერიული წარმოშობის მმართველთა მფლობელობაში იყო მტკვრისა და არაქსის შესართავის სამხრეთიტ მდებარე პაიტაკარანის დიდი ოლქიც (დაახლოებით 21 000 კვადრატული კილომეტრი). პაიტაკარანის ჩათვლით არანის იბერიელ მმართველთა მფლობელობაში დაახლოებით ალბანეთის 66 000 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორია იყო. ეს იყო ალბანეთის ტერიტორია დაახლოებით ძვ.წ.აღრ. 330-65 წწ. მე-7 საუკუნის ცნობა, რომ არანში არსებობდა მეორე ტიგრანაკერტი საეჭვოა. ყოველ შემთხვევაში თუ ის მართლა არსებობდა მაშინ არა გარდმანში, არამედ უფრო არცახის რაიონში. შეიძლება იყო პატარა ქალაქი ან დაბა, ან ციხესიმაგრე. ტიგრან 2-ის დროს არცახის სომხებში ეიფორია იყო და შეიძლება იქ არცახში მეორე ტიგრანაკერტიც ყოფილიყო. თუმცა შეიძლება მეორე ტიგრანაკერტი საერთოდ არც არსებობდა. "პაიტაკარანი" იბერიელების დარქმეული სახელია. "პაიტაკ" ადგილობრივი ტოპონიმია, პლიუს იბერიული "არან" და ვღებულობთ "პაიტაკ-არან" ანუ ნიშნავს "პაიტაკის არანი". იბერიელების მოსვლამდე ამ ტერიტორიას ერქვა "კასპიანა". იბერიელების მოსვლის შემდეგ კი დაერქვა "პაიტაკ-არან". აქ პაიტაკარანში უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი იბერიული, ადგილობრივი კავკასიური და სომხური დასახლებები. ტოპონიმების მიხედვით იბერიული დასახლებები უნდა იყოს - 1. "პაიტაკარან", 2. "ბაგავან", ფუძეა "ბაგა" ანუ "საქონლის სადგომი ადგილი სადაც თივას უყრიან და კვებავენ", თივის ჩასაყრელი სათავსო, "თივის აბგა", ენათესავება ქართულ "აბგა"-ს, აგრეთვე ენათესავება ინგლისურ და ნორვეგიულ ტერმინებს "bag", რომელიც არის "ტომარა", "ჩანთა", "ჩემოდანი" ანუ რაღაცეების სათავსო ადგილი. ქართულ ტერმინებს "ბაგა" baga, "აბგა" abga(ჩანთა, ნივთების სათავსო რომელსაც ხელიტ თან ატარებენ) და ინგლისურ-ნორვეგიულ ტერმინს "bag" საერთო უძველესი ფუძე-წარმომავლობა აქვთ. შემდგომ იქ დაარსეს დასახლება და ეწოდა "ბაგა-ვან". 3. "განი" gani (არის "სიგანე"), ენათესავება დასავლეთ-ევროპულ ტერმინებს grande, grand, gros, great, grat, groot სლავური gran, granica. 4. "კრეკიან". 5. "ვარდანაკერტ" ("ვარდან" ძველ ქართველებში ფართოდ გავრცელებული სახელი იყო), 6. "არკევან" arkevan (ამ ტერმინის ფუძეა "არკე" arke, რომელიც უნდა ენათესავებოდეს ინგლისურ ტერმინს "ark" ანუ "თავშესაფარი", "თავდაცვითი ნაგებობა", "გამაგრებული ადგილი". "არკე-ვან" ანუ "თავდაცვითი დასახლება", რომელსაც გარშემო ზღუდე აქვს შემოვლებული. ინდოევროპული "არკე" ქართულ ენაში ტრანსფორმირდა და გახდა "რკა-ლი"). 7. "არიოს", 8. "ალევან" (ალ-ვანი ანუ "ალის დასახლება", იგივე "ცეცხლის დასახლება". ან მეორე ვარიანტით მითოლოგიური ბოროტი არსების "ალის" (ali) დასახლება. ტერმინი "ალი" ali ენათესავება ძველ-გერმანულ და სკანდინავიურ მითოლოგიას, ესენია ძველ-გერმანული და ანგლოსაქსური ტერმინები: hell, helle, hella, hel, helvete რომლებიც ძველ-გარმანულ მითოლოგიებში არიან "გარდაცვლილთა ღმერთი", "ქვესკნელის ღმერთი". ამ ქალღმერთის საპატივცემლოდ ჩნდება ტერმინი "ალე-ვან", "ალ-ვან". ქრისტიანულ ეპოქაში კი წარმართული "გარდაცვლილთა ქალღმერთი" - "ალი" იქცა ბოროტ ზებუნებრივ არსებად. ასეტი ტოპონიმი და დასახლება "ალ-ვანი" დღევანდელ კახეთშიც არსებობს ), 9. "კახან" ("კახას დასახლება", "კახაანი", ან იბერიული გვარია - "კახან" ან "კახიან". "კახა" ძველი ქართული სახელია). 10. "ბაგან-როტ", ითარგმნება როგორც "ბაგანის რტო", "ბაგანის შტო". ენათესავება გერმანიკულ ტერმინებს root, rot, rod (ფესვი), სლავური rod (გვარი). 11. "კახან - როტ" ანუ "კახანის რტო", "კახანის შტო", 12. "როტ-ი-ბაგა". ამ იბერიულ "როტ"-ს ზოგჯერ ანტიკური ეპოქის სომხებიც ხმარობდნენ. ეს ტერმინი ჩანს არანშიც, "არან-როტ", "როტ-პატსიან" ("როტ-პაიან"). ინდოევროპული უძველესი ტერმინი "როტ" rot ქართულ ენაში ტრანსფორმირდა და გახდა "რტო" rto ანუ "შტო". პაიტაკარანის დასავლეთიტ გარგარიკის სამხრეთით ტოპონიმის მიხედვით აშკარად ჩანს იბერიული ციხესიმაგრე და დასახლება "გოროზ" (მრისხანე, ამპარტავანი, მედიდური. მაღალ მთიანეთში მდებარე ციხესიმაგრის შესაფერისი სახელია). გოროზის ციხესიმაგრის ჩრდილო-აღმოსავლეთიტ მდებარეობდა ციხესიმაგრე და დასახლებული პუნქტი "ამარას", რომლის იბერიული ნამდვილი სახელწოდება უნდა იყოს "ამერის" ანუ "აქეთა მხარე". "იქეთა მხარე" კი იყო "ამერისის" აღმოსავლეთით მდინარე არაქსის გაღმა მდებარე "პაიტაკარან". აქ როგორც ჩანს არსებობდა რაიონი "ამერისი", რომლის ცენტრი იყო ციხესიმაგრე "ამერის". ამ იბერიული "ამერისი"-ს რაიონის სომხური სახელწოდება არის "ჰაბანდი". "ამერის"-ში მდებარეობდა ციხესიმაგრე "გოროზ", "გორის", "კაპან". სომხურ წყაროში თუ არსებობს რაიონის ან დასახლების სომხური სახელწოდება ეს არ ნიშნავს იმას, რომ იქ ავტომატურად ეგრევე სომხები ცხოვრობდნენ. სომხები თავიანთ ენაზე კარის იბერიულ ოლქს ანტიკურ ეპოქაშიც სომხურად "ვანანდს" უწოდებდნენ, მაგრამ მისი ადგილობრივი ნამდვილი სახელწოდება იყო "კარი" და იქ იბერიელები ცხოვრობდნენ. ჩრდილოეთ ტაოს სომხები უწოდებდნენ "ბერდაცფორ", მაგრამ მისი ადგილობრივი ინდოევროპულ-იბერიული ნამდვილი სახელწოდება არის "ნორბერდი" . "კოლა" სომხურად "კოღი" და ასე შემდეგ. ისტორიული პაიტაკარანის იბერიული ტოპონიმებიდან გამომდინარე აქ შემოსული იბერიელების მოსახლეობა ანტიკური ბრანჯებივით ორ-ენოვანი უნდა ყოფილიყო. ის როგორც ჩანს ფლობდა როგორც ძველ ქართულ ენას ასევე ინდოევროპულ-იბერიულ ენასაც. თუმცა 23 საუკუნის წინ აშკარად დომინირებდა ინდოევრუპული "ბრანჯთა ენა". ამიტომ მე ვთვლი, რომ პაიტაკარანის იბერიელები სამხრეთ საქართველოს ბრანჯთა დიდი ტომის განშტოებას წარმოადგენდა. მდინარე მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე "შარვანის" იბერიულ-ეგრისული ტოპონიმებია: შარვანი, გიში ( იბერიული "გეში" ანუ "კვალი", "ნიშანი" ), ვართაშენი (უძველესი იბერიული ფორმა უნდა იყოს "ვარდან-შენ" ანუ "ვარდანის დასახლება"), კალაბერდი ("კალა" kala, შევადაროთ ქართული "კლდე" klde, სლავური skala, ინგლისური kliff, skar. "იბერიულ ენაზე "კალა" კლდის ერთ-ერთი სინონიმი იყო. "კალაბერდი" ითარგმნება იბერიული ენიდან როგორც "ციხე-კლდე", "კლდე-ციხე". ტერმინისგან "კალა" წარმოიშვა ძველი პროფესია "კალა-ტოზი" ანუ "ქვის ხელოსანი" ), მირჰავან (იბერიული "მირვან"), მდინარე "ალუან" (იბერიულად "ალ-ვან"), ბექი (ენათესავება ინგლისურ "back"), მამრუხი ("მამ" და "რუხი"), ლექართი (ეგრისული მეგრულ-ენოვანი ტოპონიმია, "ლე" და "ქართ" ანუ ინდოევროპულ-იბერიული "კერტ"), ლადოდეხი (უძველესი ფორმა უნდა იყოს მეგრულ-ენოვანი "ლე-გოდეხ"), კორანთა(სავარაუდოდ "კორან-მთა", ინდოევროპულ-იბერიული ტერმინებია და იტარგმნება, როგორც "ყორნის მთა"), გეტარ (უნდა იყოს იბერიულ-ეგრისული "გერ"-ის დამახინჯებული სომხური ვარიანტი). შარვანის ალბანეთის პოლიტიკური ცენტრი იყო "კაბალა". "კაბალა"-ს ზუსტი ეტიმოლოგია არ ვიცით. ქალაქი იყოფოდა ორ ნაწილად "კალა" და "სელბირი". აი "კალა" კი წმინდა ინდოევროპულ-იბერიული ტერმინია, რომელსაც იბერიელები ზოგჯერ უკავშირებდნენ ციხესიმაგრეებს("კალა-ბერდი" ანუ "კლდე-ციხე", "კალას ციხე" ანუ "კლდის ციხე", თბილისის ციხის უძველესი სახელია). ფაქტია, რომ კაბალას "კალა" წმინდა ინდოევროპულ-იბერიული ტერმინია და უკავშირდება კაბალას ციხესიმაგრეს. ფაქტია, რომ ქალაქი კაბალა და მისი ციხესიმაგრე ტოპონიმიდან გამომდინარე დაარსებულია იბერიელთა შარვანის ჯგუფის მიერ. ქართმანის არანის იბერიულ ტოპონიმებში აშკარად შეინიშნება ძველი ქართული ენის ერთ-ერთი დიალექტის დომინანტობა. ხოლო პაიტაკარანის და შარვანის იბერიულ ტოპონიმებში აშკარად შეინიშნება წმინდა ინდოევროპულ-იბერიული ტოპონიმების დომინანტობა. შარვანის ტოპონიმებში ფიქსირდება მეგრული ენის კომპონენტებიც. 23 საუკუნის წინ დასავლეთ საქართველოში ეგრისშიც უფრო იყო წარმოდგენილი ინდოევროპული ტოპონიმები ვიდრე შუა საუკუნეების ეგრისში. ეგრისი ბრანჯთა სამეფოში შედიოდა და შესაბამისად იქაც მეტ-ნაკლებად მძლავრობდა ინდოევროპული ენა. 20-23 საუკუნის წინ ბრანჯთა სამეფოში არსებობდა მეორე ენა - ძველი ქართული ენის ერთ-ერთი დიალექტი, მაგრამ მოსახლეობის ფართო ფენებში უფრო პოპულარული იყო ინდოევროპული ბრანჯთა ენა. ბრანჯთა სამეფოში არსებული ძველი ქართული ენის ერთ-ერთი დიალექტის კომპონენტები ფიქსირდება შარვანის ტოპონიმებში. საბოლოოდ მივდივართ დასკვნამდე: პაიტაკარანის იბერიული ტოპონიმები წმინდა ინდოევროპული ანუ ბრანჯთა ენის ტოპონიმებია. არანის იბერიული ტოპონიმები წარმოადგენს ძველი ქართული ენის ერთ-ერთ დიალექტს. ხოლო შარვანის იბერიულ ტოპონიმებში ფიქსირდება, როგორც წმინდა ინდოევროპული ბრანჯთა ენის კომპონენტები, ასევე ძველი ქართული ენის ერთ-ერთი დიალექტის და მეგრული ენის კომპონენტები. იგრძნობა, რომ შარვანის იბერიელები კარგად ფლობდნენ როგორც წმინდა ინდოევროპულ ენას, ასევე ახალი ძველი ქართული ენის ბრანჯთა სამეფოს დიალექტს და ახალ მეგრულ ენას. ალბანეთი არშაკიდების დინასტიამდე არ იყო ერთიანი სამეფო. ის იყოფოდა 3 პოლიტიკურ ერთეულად, "არანად" ("ქართმანის" ჯგუფად) , "შარვანად" და "პაიტაკარანად" . "შარვანი" გვიანდელი, შუა საუკუნეების სახელწოდებაა. ანტიკურ ეპოქაში კი მისი ადგილობრივი იბერიული სახელწოდება იყო "ჰერი" heri (იგივეა რაც "ერი" და ეწოდება "ლაშქარს" და "მოსახლეობას". წმინდა ძირძველი ინდოევროპულ-იბერიული ტერმინია, რომელიც პირდაპირ ნათესაობაშია ძველ-გერმანულ ტერმინებთან "herr", "herri" ("ლაშქარი"). როგორც ავღნიშნეთ ამ იბერიული "ჰერის"(შარვანის) შემადგენლობაში შედიოდა დღევანდელი საქართველოს რესპუბლიკის კახეთის რეგიონიდან ლაგოდეხის რაიონი, სიღნაღის რაიონის აღმოსავლეთი ნაწილი და დედოფლისწყაროს რაიონი. მოგვიანებით შუა საუკუნეებში საქართველომ შემოიერთა "ჰერის" დასავლეთი ნაწილი რომელსაც უწოდეს "ჰერეთი". ტერმინი "ჰერეთი" შუა საუკუნეების ტერმინია ქართულ ენაზე და ნიშნავს "ჰერების ქვეყანას". ანტიკურ ეპოქაში კი მისი სახელწოდება იბერიულად იყო "ჰერი". ასეთია ალბანეთის სამეფოს წარმოშობის მოკლე ისტორია. სამივე ალბანური პოლიტიკური ერთეულები "ჰერი", "არანი" და "პაიტაკარანი" პომპეუსის ლაშქრობამდე დამოუკიდებლები იყვნენ და დიდი ალბათობით აღიარებდნენ ბრანჯთა მეფის უზენაესობას. ისინი ქართლის მეფის მსგავსად იბერიული კონფედერაციის "ბუნდა"-ს შემადგენლობაში იყვნენ. დაახლოებით 140 წელს იბერიის მეფე ფარსმან ავაზსა და რომის იმპერატორ ანტონინე პიუსს შორის მიღწეული შეთანხმებით ქართლის სამეფო დატოვა რომმა და ის ბრანჯთა მეფის ჰეგემონიის სფეროდ აღიარა. ამ შეთანხმებით ალბანეთის ტერიტორიებიც ფარსმან ავაზის ჰეგემონიაში გადადის. ამით ფარსმან ავაზმა აღადგინა ის სტატუს-ქვო რომელიც პომპეუსის ლაშქრობამდე არსებობდა. ალბანეთი 250-იან წლებამდე რჩებოდა ბრანჯთა მეფეების გავლენის სფეროდ. შემდგომ ის სასანიდური ირანის გავლენის სფეროში გადადის. დაახლოებით 265 წელს ბრანჯთა ჯარების მიერ ქართლის სამეფოს ტერიტორიაზე ირანის დიდი არმიის და მისი მოკავშირის ქართლის მეფე ამაზასპის სასტიკად განადგურების შემდეგ შაბურ პირველმა უარი თქვა ქართლის სამეფოზე და ის აღიარა ბრანჯთა მეფის გავლენის სფეროდ. ხოლო ალბანეთი მიღწეული შეთანხმებით სავარაუდოდ ირანის გავლენის სფეროში გადადის. გადამწყვეტ გენერალურ ბრძოლაში ბრანჯთა სამეფომ მართალია სასტიკად დაამარცხა ირანი, მაგრამ უზარმაზარი სასანიდური იმპერია სადაც მრავალი მილიონი ადამიანი ცხოვრობდა (დაახლოებით 25 000 000) ყოველთვის შეძლებდა ახალი ძალების მობილიზებას და ახალი დიდი ომების წარმოებას {შედარებისთვის იმ დროს ჩემი გამოთვლებით ბრანჯთა სამეფოში დაახლოებით 1,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა, ქართლის სამეფოში დაახლოებით 900 000 ადამიანი, მე-12 საუკუნის ინგლისში 2,5 მილიონი, ერთიან კიევის რუსეთში 5,5 მლ, საფრანგეთში 7 მლ, პოლონეთში 1 მლ}. უზარმაზარი სასანიდური იმპერია ამასთან ერთად უზარმაზარ ფინანსებსაც ფლობდა. ამიტომ ირანთან კომპრომისები გარდაუვალი იყო. ასეთ უზარმაზარ იმპერიასთან ხანგრძლივი და გრძელვადიანი ომების წარმოება ბრანჯთა სამეფოსთვის წამგებიანი იყო. ამიტომ ბრანჯებმა ქართლის სამეფო შეინარჩუნეს მაგრამ ალბანეთზე გავლენა დათმეს. უფრო ადრეც პომპეუსის ლაშქრობების დროს ბრანჯთა სამეფომ უარი თქვა რომის იმპერიასთან ხანგრძლივ ომზე და დათმო თავისი ჰეგემონია ქართლის სამეფოზე და ალბანეთზე, მაგრამ მათ შეინარჩუნეს ბრანჯთა სამეფოს სრული დე-ფაქტო და დე-იურე დამოუკიდებლობა. ბრანჯებმა მაშინ არ გარისკეს დიდი ომი რომის მსოფლიო იმპერიასთან. მისმა მმართველებმა მაშინ ასე გადაწყვიტეს. ასეთი შეთანხმება უეჭველად იყო პომპეუსთან, რომლის მიხედვითაც ბრანჯთა სამეფო უარს ამბობდა თავის პოლიტიკურ გავლენებზე, მაგრამ ინარჩუნებდა სრულ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს. მე-7 საუკუნეში კვლავ აღსდგა ალბანეთში ერთ-ერთი ადგილობრივი იბერიული დინასტია "მიჰრანიდები". დინასტიის ფუძემდებელია "მიჰრან", იბერიულად "მირიან". იბერიული "მირიანი" სომხურ ენაზე არის "მიჰრან". ზოგი ამ დინასტიას არშაკიდებთან აკავშირებს, ზოგი კი სასანიდებთან. ეს მითები და ლეგენდებია. ისინი ალბანეთის ადგილობრივი იბერიული საგვარეულო იყო - "მირიანიდი", სომხურ ენაში კი არის "მიჰრანიდი". ეს იბერიული დინასტია აღადგინა ჰერაკლე კეისარმა. ამ დინასტიაში წმინდა იბერიული სახელებია მირიან, ვარდან, ჯუანშერ, ვარაზმან. დინასტია არსებობდა 7-9 საუკუნეებში. . არანში არსებობდა ქალაქი "ტიგრანაკერტი". ადგილობრივმა სომხებმა სახელი უწოდეს ქალაქს ტიგრან მეფის საპატივცემლოდ. ეს სომხური თემი აქ უნდა ყოფილიყო იბერიელების შემოსვლამდე. რომაელთა შემოსვლის შემდეგ სომხეთის სამეფო, ქართლის სამეფო და ალბანეთი რომის პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოექცა. მხოლოდ ბრანჯთა სამეფო რჩებოდა დე-ფაქტოდ და დე-იურედ დამოუკიდებელ სამეფოდ. მოკლედ ალბანეთის ტერიტორიაზე ძვ.წ.აღრ. 330 - ახ.წ.აღრ. 300 წლებში მმართველობა იყო ადგილობრივი იბერიული წარმოშობის ალბანელების ხელში. ამ მმართველების ტიტული უცნობია. უნდა ვივარაუდოთ, რომ ისინი მათი იბერიული წარმომავლობიდან გამომდინარე ატარებდნენ იბერიულ ტიტულებს. 3 საუკუნის ბოლოს სასანიდური ირანის გავლენის ქვეშ მოქცევის შემდეგ ალბანეთში ხელისუფლებაში მოვიდნენ არშაკიდები რა დროსაც 300 - 627 წლებში იქ ძლიერდება სომხური კლანის გავლენები და შეინიშნება არმენიზაციის გაძლიერება. ამ არშაკიდები დინასტიის დროს შემოდის ალბანეთში ტიტული "არანშახ". 627 წელს ჰერაკლე კეისრის ლაშქრობის შემდეგ იქ ხელისუფლებაში მოდის კვლავ ადგილობრივი იბერიული წარმოშობის დინასტია რომელმაც გაანადგურა იქ არსებული სომხური ფეოდალური კლანის მეთაურები. ამ იბერიული დინასტიის ცნობილი წარმომადგენლები არიან ვარაზ-გრიგოლ და ჯუანშერ. 822 წელს კი არანში მოვიდა ხელისუფლებაში ვინმე "საჰლ იბნ სუნბატ ალ არმან", რომელიც ქართული წყაროს ცნობიტ მე-8 საუკუნეში სომხეთიდან შიდაპოლიტიკური დაპირისპირების შედეგად დევნილი ბაგრატუნების ერთ-ერთი შტო იყო. ისინი სომხეთის ერისმთავრის აშოტ ბრმის ნათესავები იყვნენ. ქართლის ერისმთავარმა არჩილმა შეიფარა დევნილები და ერთ-ერთ მათგანს უბოძა ჰერეთის(შაქის) მთავრობა. ბაგრატუნების ჰერეთის შტოს შთამომავალი იყო საჰლ იბნ სუნბატ ალ-არმან. ამ დევნილი ბაგრატუნების მეორე შტოს შთამომავლები იყვნენ ბაგრატუნები რომლებიც გაქართველდნენ და გვარი გადაიკეთეს იბერიულ დაბოლოებაზე და გახდნენ "ბაგრატიონი", "ბაგრატოვანი", "ბაგრატონიანი", "ბაგრატუნიანი". დევნილი ბაგრატუნების მეორე შტოს ფუძემდებელი იყო დევნილი ბაგრატუნების ერთ-ერთი ძმა ადარნასე ბაგრატუნი, რომელიც ქართლის ერისმთავარმა არჩილმა მე-8 საუკუნის შუახანებში შეიფარა და და ერისთავობა უბოძა. ამ ადარნასე ბაგრატუნის გაქართველებულ შტოს მომავალში გაუმართლა პოლიტიკურ ასპარეზზე და საქართველოს მეფეები გახდნენ. რაც შეეხება გუგარეთს, მე არარეალურად ვთვლი გუგარეთის გადასვლას სომხეტის შემადგენლობაში. ხოლო გუგარებს რამდენიმე ძველი სომეხი ისტორიკოსი სომხებად არ თვლიდა. დიდი სომხეტის მფლობელობა ჩრდილოეთის მიმართულებიტ ხშირად აშკარად არარეალურია და ხელოვნურად გაბერილი. მასე ზოგიერთ წყაროებს თუ დავუჯერებთ მაშინ რუსთა მეფე(ანუ კიევის დიდი მთავარი) და ალანთა მეფე სომხეთის პირველი ქრისტიანი მეფის თრდატის ვასალები ყოფილან. დიდი სომხეთის მფლობელობა ჩრდილოეთის მიმართულებიტ არარეალურია და მოგონილია. რეალურად სომხეთის პოლიტიკის გაძლიერება ჩრდილოეთით ალბანეთში, გუგარეთში, ტაოში და კარის ოლქში უკავშირდება სასანიდური ირანის და არაბთა ხალიფატის ეპოქებს. სწორედ მე-7 საუკუნის მეორე ნახევარში ბრანჯთა სამეფოს გაუქმების შემდეგ მოექცა არაბთა პოლიტიკური პროექტის მიხედვიტ ტაო და კარის ოლქი სომეხთა პოლიტიკური გავლენის ქვეშ. ძვ.წ.აღრ. 3 საუკუნეში უნდა ყოფილიყო სამხრეთი გუგარეთიც რომელიც მოიცავდა დაახლოებით დღევანდელი სომხეთის კოტაიქის, გეღარქუნიქის და არაგაწოტნის პროვინციებს. აი ეს სამხრეთი გუგარეთი უნდა შესულიყო ძვ.წ.აღრ. 2 საუკუნეში სომხეთის შემადგენლობაში. სომხეთმა თანდათან დაიბრუნა მშვიდობიანი მეთოდებით მდინარე არაქსის ჩრდილოეთით მდებარე ის ოლქები რომელიც იბერიელებმა ჩამოაჭრეს მე-4 საუკუნის მეორე ნახევარში იბერიის მეფე იარედოსის დროს. ეს არის "გოგარენა". სომხეთმა დაიბრუნა შირაკის და არშარუნიქის ოლქებიც, რომელიც არის "ხორძენა". დაიბრუნა დასავლეტი სპერი და ბაიბურდი, რომელიც არის "პარიადრი". ("პარიადრი" ბაიბურდის დამახინჯებული ვარიანტია, "ბაიბურდი" სავარაუდოდ რომის იმპერიის შემოსვლის შემდეგ დატოვეს იბერებმა. იქ სომხური მოსახლეობა ცხოვრობდა. თუმცა ზოგჯერ კვლავ იბერები იბრუნებდნენ). ამ ოლქებში ცხოვრობდა სომხური მოსახლეობა და სომხეთმა ამაზე დაყრდნობით შეძლო ამ ტერიტორიების შემოერთება. სომხეთი ვაჭრობის მიმდევარი ქვეყანა იყო და ფინანსებს ფლობდა. მე ვვარაუდობ, რომ სომხებმა ეს ოლქები დიდი ფინანსური თანხების გადახდით შეისყიდეს ქართლის მმართველებისგან. აქ ამ ყოფილ "სამხრეთ გუგარეთში" მდებარეობდა ცნობილი ციხესიმაგრე "გარნისი", რომელიც წყაროების ცნობით სომხეთს იცავდა ჩრდილოეტიდან იბერიელთა თავდასხმებისგან. ესეიგი "გარნისი" დიდი სომხეთის ჩრდილოეთი სასაზღვრო ოლქის ციხესიმაგრე იყო. თვითონ ტოპონიმიდან გამომდინარე ეს იბერიელების დაარსებული ციხესიმაგრეა მეფე იარედოსის დროს. "გარნი" იგივე "გარენი" ქართულ-იბერიული ტერმინია და ნიშნავს "გარე ტერიტორიას". "გარენი - გარნი - გარნისი". "გარნისი" ქართლის სამეფოს გუგარეთის პროვინციის სამხრეთ საზღვარზე მდებარე ციხესიმაგრე იყო. ეს სომხებით დასახლებული ტერიტორია იბერიელებისთვის "გარე" ტერიტორიად იტვლებოდა მიუხედავად იმისა, რომ მას იბერიელები აკონტროლებდნენ. დაახლოებით 330 წელს იბერიელებმა დაიკავეს მდინარე არაქსის ჩრდილოეთიტ მდებარე მთელი ამიერკავკასია. მხოლოდ სომხეტის დედაქალაქი არმავირი და რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი სომხეთის ტერიტორია რჩებოდა არაქსის ჩრდილოეთით. იბერიელებს მაშინ ბუნებრივია ძალიან ადვილად შეეძლოთ არმავირის დაკავება, მაგრამ რაღაც პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე მათ არ დაიკავეს არმავირი. მიზეზები უცნობია, მაგრამ ფაქტია, რომ იყო. ისინი გაჩერდნენ გარნისის რაიონში და ვარდენისის ქედზე და არმავირთან ერთად დატოვეს რამდენიმე ათასი კვადრატული კილომეტრი ტერიტორია მდინარე არაქსის ჩრდილოეთით. თუმცა მიზეზი ადვილი მისახვედრია. სომხეთის სამეფო ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის გავლენის სფეროში იყო მოხვედრილი და ამიტომ სომხეთის დედაქალაქ არმავირზე შეტევა და მისი დაკავება არ მოხდებოდა. მას შემდეგ რაც სომხეთმა 2 საუკუნეში შეიერთა სამხრეთ გუგარეთი გარნისის ციხეც სომხეთის შემადგენლობაში აღმოჩნდა. რადგან არსებობდა მეორე იბერიის გუგარეთიც ჩრდილოეთში სადაც იბერიელების ტომი გუგარები ცხოვრობდა ამიტომ ჩნდება გაუგებრობა, რომ სომხეთის მიერ შეერთებული "გოგარენა" ეს იბერიის გუგარეთია. სინამდვილეში კი ეს არის ყოფილი სამხრეთი გუგარეთი ანუ დაახლოებიტ დღევანდელი სომხეთის კოტაიქის, გეღარქუნიქის და არაგაწოტნის პროვინციები. სამხრეთი გუგარეთის არსებობა სომხეთში მალე დაივიწყეს და დარჩა მხოლოდ იბერიის ანუ ქართლის სამეფოს გუგარეთი რომელიც დიდხანს არსებობდა. იმ ეპოქაში საზღვრები ისე უცვლელი და ხელშეუხებელი არ იყო როგორც დღესაა და ხშირად იცვლებოდა მათ შორის პართიის, სასანიდური ირანის, რომის იმპერიის საზღვრები. მდინარე არაქსის ჩრდილოეთით მდებარე სომხებით დასახლებული ოლქები დაახლოებით 200 წელი იმყოფებოდა იბერიელების მფლობელობაში და ამიტომ ზოგიერთი წმინდა იბერიული ტერმინები გადადის სომხურ ენაში, მაგალითად "კერტ", "ვან", "შენ", "კაპან" და ასე შემდეგ. სომხეთში მდებარე ტბის სახელწოდება "სევან" იბერიული წარმომავლობისაა. ძველ ქართულ ენაში ტერმინი "სა-ვანე" ეწოდება "მყუდრო სამყოფელს", "სადგომს", "საცხოვრებელს". ეს იბერიული "სავანე" დაედო საფუძვლად ამ ტბას. იბერიული ტოპონიმები უნდა იყოს სევანის ტბის სამხრეთიტ მდებარე "ვარდენისის ქედი", მთა "ვარდენისი", მდინარე "ვარდენისი". აქ ვარდენისის ქედი უნდა ყოფილიყო საზღვარი ძვ.წ.აღრ. 3 საუკუნეში ქართლის სამეფოსა და სომხეთს შორის. იბერიელებთან შედარებით სომხები ძალიან ბევრს წერდნენ საკუთარ თავზე ამიტომაც მათ ცნობებში ბევრია, როგორც რეალური ასევე არარეალური ცნობები. სავარაუდოდ აფხაზთა წარმოშობის ისტორია მსგავსია ძველი ალბანელების წარმოშობის ისტორიისა. სავარაუდოდ აფხაზთა ფორმირებაში მონაწილეობდა ადგილობრივი კავკასიური, სარმატული ანუ სანიგური და დასავლეთ-იბერიული ეთნიკური ელემენტი. სტეფანოზ ბიზანტიელის ცნობით სანიგები სკვითები იყვნენ. სავარაუდოდ ამ სამი ეთნიკური ჯგუფების საფუძველზე ხდება აფხაზების ფორმირება. ან შესაძლებელია ეს "უცხო სკვითები" სულაც იბერიული წარმომავლობის ჯგუფი იყო, რომელიც შეცდომიტ სკვითებად იქნა აღქმული ბიზანტიელი გეოგრაფის მიერ. თუმცა ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვერსიაა, რომელსაც უფრო სერიოზული კვლევა და ფაქტებით დადასტურება სჭირდება. მომავალში დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ ამ ვერსიაზეც მუშაობა. მე კი მხოლოლოდ ვერსიის დონეზე გავჩერდები. ამით ვასრულებთ ამ ძალიან საინტერესო თემაზე მუშაობას. ამ ძალიან მასშტაბური კვლევებით ქართველტა უძველესი რეალური ისტორიის მტავარი ხერხემალი და ჩონჩხი აღდგენილია. მომავალში თუ კი იქნება ოფიციალური სამეცნიერო-სასწავლო-კვლევითი დაწესებულებების მხრიდან ოფიციალური დაინტერესება და გამოხმაურება მაშინ ამ თემებზე მუშაობა ალბათ გაგრძელდება. მანამდე კი თავს შევიკავებთ და მომავალს დაველოდებით.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment